შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაცემა და ტრიუმფი თავი I


13-03-2024, 06:02
ავტორი Yamal27
ნანახია 790

მზიან თბილისს აგვისტოს შუა თვეში მოულოდნელად შავი ღრუბელი გადაეფარა, თითქოს ბუნება ქალაქს თავისებურად აფრთხილებდა. ორი ახალგაზრდა, რომელიც ახლა მთაწმინდაზე სიყვარულით ტკბებოდნენ, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ რამოდენიმე საათში განგება მათ ყველაზე დიდ მტრებად აქცევდა.
- ანუ, გადაწყვიტე დღეს ლევანის ყველაფერს ეტყვი. თქვა წაბლისფერთმიანმა, სლავური გარეგნობის გოგონამ.
- სანამ სხვისგან გაიგებს სჯობს მე ვუთხრა.
- გაბრაზდება?
- ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ავუხსნი და გაგვიგებს.
- ჩემს ძმას ხომ იცნობ თავიდან გაბრაზდება, მე რატომ არ მითხარითო მერე ალბათ ცოტახანი აღარ დაგველაპარაკება ბოლოს კი გული მოულბება. თქვა გოგონამ და გაიცინა.
- მგონი, ვიჩქარეთ სანამ შენი ლევანს არ ვეტყოდით ღამე ერთად არ უნდა გაგვეტარებინა.
- კარგი რა დათა, ჩემთვისაც ძნელია და უარესად ნუ მსტრესავ წარმოდგენაც არ მინდა ეგ, რომ ჩემებმა გაიგონ რა მოხდება.
- კარგი, დაველაპარაკები არ ინერვიულო თქვა ბიჭმა და გოგონას მოეხვია.
- სჯობს წავიდეთ ძალიან აპირებს გაწვიმებას და დავსველდებით.
თეთრი ძველებური თბილისური სახლიდან სიცილის ხმა გამოდიოდა, გოგონას ამაზე გაეღიმა.
- მოვედი. დაიძახა ნუცამ კარიდან
- ოჰ, ჩემი გოგო მოსულა. თქვა კაცმა და შვილს მოეხვია.
- რაც ლევანი ჩამოვიდა მის მერე დაგავიწყდათ, რომ მეორე შვილიც გყავთ თქვა გოგონამ ნაწყენი ტონით.
- შენს ძმაზე ეჭვიანობ? იკითხა ქალმა სიცილით.
- არაა, არ ვეჭვიანობ პირიქით ჩემი ძმა ყველაზე მეტად მიყვარს თქვა გოგომ და ახალგაზრდა მაღალი აღნაგობის ბიჭს, რომელსაც გოგოს მსგავსად წაბლისფერი თმა, მწვანე თვალები და პატარა სლავური ცხვირი ჰქონდა კალთაში ჩაუჯდა. - კარგი რა ნუცაა ხომ იცი არ მიყვარს ეს ჩახუტება თქვა ლევანმა და ნუცა ძირს მოისროლა.
- ძალიან უჟმური შვილი გყავთ. თქვა გოგონამ სიცილით.
- ჩემი ლამაზი შვილები, თქვენს გარეშე რა მეშველებოდა. თქვა კაცმა და თვალები აუცრემლიანდა.
- კარგი, რა მამა გთხოვ ახლა ტირილი არ დაიწყო. ერთდროულად თქვა და-ძმამ.
- მე უნდა წავიდე დათა უნდა ვნახო. ამის გაგონებაზე ნუცა სახეზე წამოწითლდა თითქოს ცხელი წყალი გადაასხესო.
- ლევან, გასძახა კართან მისულ ძმას. რაც არ უნდა მოხდეს ხომ იცი, რომ ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ ამ სამყაროში თქვა გოგომ.
- ნუცა, რა შტერი ხარ და ისე, როგორც არასდროს ლევანი დას გადაეხვია ორივე ისე მაგრად უჭერდა ერთმანეთს ხელებს თითქოს ერთს წასვლა არ უნდოდა მეორეს კი გაშვება. წავალ და მოვალ არ ინერვულო თქვა ბიჭმა და კარი გაიხურა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი წასვლა არ იყო გოგონას თითქოს გულში რაღაცამ ძლიერ უჩხვლიტა.

19 აგვისტო 23:50
მძინარე ქუჩა ქალის მოულოდნელმა კივილმა გააღვიძა რასაც ბიჭის შეძახილი მოყვა - მიშველეთ, გვიშველეთ ვინმემ სასწრაფოში დარეკოს. მთელს ქუჩაზე ყველა სახლში სინათლე აინთო არც ნოზაძეების ოჯახი იყო გამონაკლისი.
- ნეტა რა ხდება. თქვა კაცმა.
- ლევანი ჯერ კიდევ არ მოსულა? ნუცას კითხა დედამ.
- არ ვიცი კარის ხმა არ გამიგია.
- დავურეკავ... არ პასუხობს...
- ბიჭის განწირული ღრიალი არ წყდებოდა.
- მამა, წამო გავიდეთ იქნებ ვინმეს ჩვენი დახმარება სჭირდება. თქვა ნუცამ.
- მართალი ხარ. თქვა კაცმა და ქურთუკი მოიცვა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ შემთხვევის ადგილს ორივეს გული უფრო გამალებით ძგერდა. ჯერ შავქურთუკიანი ბიჭი დაინახეს ზურგიდან, რომელიც ძირს დაცემულს ზედ იყო გადაფარებული. მალევე ძირს მწოლიარეს ხელი შენიშნეს, რომელიც სისხლის გუბეში იყო. თითქოს წამი გაჩერდა, და დედამიწამაც ბრუნვა შეწყვიტა, ნუცა მუხლებზე დაეცა და შემზარავად იკივლა...
- ლევანი... ჯერ ვერავინ გამოერკვა რა ხდებოდა მათ შორის ვერც მამა, მაგრამ გოგონა ერთი და იმავე სახელის კივილს არ წყვეტდა, რამოდენიმე წამში ყველაფერი ნათელი გახდა. შავ ქურთუკიანი ბიჭი, რომელიც დათა აღმოჩნდა ძირს მწოლიაეს მოშორდა, სისხლის გუბეში დაწოლილი ბიჭი კი ლევანი აღმოჩნდა.

სასწრაფო მალევე მოვიდა, ადგილზევე ბევრი პროცედურა ჩაუტარდა ახალგაზრდა ექიმი ყველანაირად ცდილობდა ბოლომდე ებრძოლა, მაგრამ ლევანი დანებდა, ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და დამთავრდა... ექიმმაც უიმედოდ გააქნია თავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლევანი წავიდა...

25 აგვისტო

დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელსაც ბრალად ედება 24 წლის ლევან ნოზაძის სასტიკი მკვლელობა. მე შეგახსენებთ, რომ ლევან ნოზაძე 19 აგვისტოს სასტიკად იქნა მოკლული საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რამოდენიმე მეტრში. ახალგაზრდა კალათბურთელი გუშინ დაკრძალეს. ნუცა ტელევიზორს და იქ მიმდინარე მოვლენებს ზიზღით აკვირდებოდა.
- ვინ გააკეთა? ვის რა დაუშავა ჩვენმა ლევანმა. თქვა ტირილით კაცმა.
- ვინც არ უნდა ყოფილიყო პასუხს ვაგებინებ მამა თქვა გოგონამ.
ნოზაძეების ოჯახის ტრაგედია, თურმე ლევანით დაიწყო, ლევანის დაკრძალვიდან, რამოდენიმე დღეში ნუცას მამამ თავი მოიკლა. ნუცა გაქვავდა, თითქოს დედამიწაზე მხოლოდ სხეული დატოვა თვითონ კი სადღაც შორს დაქროდა, ხმას არ იღებდა თვალგახელილი ძეგლივით იჯდა.
- გამარჯობა, მე გამომძიებელი შოთა პაპავა ვარ და თქვენი შვილის საქმეს ვიძიებ. ბოდიშს გიხდით ვიცი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ხართ ახლა, მაგრამ თქვენი დახმარება გვჭირდება და ასევე თქვწნთვის ჩვენც გვაქვს სათქმელი.
- შემობრძანდით. თქვა ნუცას დედამ და კაცი სახლში შემოიპატიჟა.
-
სახლში შესული კაცი თავიდან ნუცას დანახვით შეცბა უნდოდა არ შეემჩნია, მაგრამ არ გამოუვიდა. - მაპატიეთ, ჩემი უმცროსი შვილი რაც მოხდა იმის შემდეგ ძალიან ცუდად არის. თქვა ქალმა.
- მესმის, რთულია იმ ყველაფრის გადატანა რაც თქვენს ოჯახს მოუწია, სწორედ ამაზე სალაპარაკოდ მოვედი თქვენთან. ალბათ უკვე გაიგეთ გამოძიებამ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი დააკავა.
- დიახ, ვინ არის ?
- სამწუხაროდ, თქვენთვის კარგად ნაცნობი ლევანის ბავშვობის მეგობარი, დათა ლილუაშვილი.
ქალი, შეცბა - დათა? დარწმუნებული ხართ? არ მგონია მართალი იყოს, რაღაც შეცდომას უშვებთ ისინი ერთად გაიზარდნენ არასდროს მათ შორის დაპირისპირება არ ყოფილა, პირიქით ძალიან ახლოს იყვნენ. დათა ისეთი განადგურებული იყო ამ ამბით, ბოლოსაც ბოლო წუთებიც ლევანთან ერთად გაატარა.
- დიახ, ვიცით მათი ახლო მეგობრობის შესახებ და ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, მაგრამ მოწმეები არსებობენ ვინც მათი კამათი გაიგონა, ასევე ეჭვმიტანილის ფრჩხილებიდან ლევანის ტანსაცმლის ბოჭკოებია ამოღებული, დანაშაულის იარაღი კი დათას სახლთან ძალიან ახლოს.
- ვერ დავიჯერებ დათას რა მოტივი უნდა ქონოდა ლევანის მოსაკლავად.
- ჩვენ პირადი მიმოწერები ამოვიღეთ რის მიხედვითაც გაირკვა, რომ ეჭვმიტანილ დათა ლილუაშვილს თქვენს შვილთან ნუცა ნოზაძესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც მხოლოდ მეგობრობას არ მოიცავდა. სწორედ იმ ღამეს როდესაც ლევანი მოკლეს დათას სიმართლე უნდა ეღიარებინა რასაც შელაპარაკება მოყვა დანარჩენი კი...
ნუცას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა ამდენ დღიანი გაქვავების შემდეგ პირველად გაინძრა.

20 სექტემბერი.
სასამართლომ გამოიტანა განაჩენი,რომ დავით ლილუაშვილმა შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მიაყენა 12 სასიკვდილო ჭრილობა ლევან ნოზაძეს. ეჭვმიტანილმა პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად მკვლელობის დროს გამოიყენა ხელთათმანი, რის შედეგადაც მკვლელობის იარაღიდან ვერ მოხდა კონკრეტული დნმ-ს ამოღება, მაგრამ მის ფრჩხილებში ნაპოვნია ლევან ნოზაძის ტანსაცმლის ბოჭკოები ასევე გვაქვს ოქროს მოწმის ნუცა ნოზაძის, ჩვენება სადაც ის დეტალურად აღწერს ლევან ლილუაშვილთან რომანტიკულ ურთიერთობას რაც მიზეზი გახდა სისხლიანი დაპირისპირებისაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დავით ლილუაშვის მიესაჯოს 18 წლიანი პატიმრობა.
- მე არ მიქნია, მაკა დეიდა გეფიცებით მე არ მიქნია. განწირულად ყვიროდა ბიჭი. - ლევანს, რამეს როგორ დავუშავებდი რაც არ უნდა მომხდარიყო.
- ნუცა, ხომ გითხარი სხვა იყო დავინახეთქო. ჩემზე დაბრალება, როგორ შეგეძლო.
- იმედია, ცოცხალი ვერ გამოხვალ მაქედან. სიძულვილით დაიძახა ნუცამ და დარბაზი დატოვა.
-
ნუცას და დედამისის ცხოვრება აირია ამიტომ ამ ტრაგედიიდან სამი წლის თავზე ნუცამ ინგლისში გამგზავრება და იქ ცხოვრება გადაწყვიტა, დედას არასდროს უთქვამს, რომ ლევანი ნუცას გამო მოკლეს მაგრამ მის ქცევაში ნუცა ამას უთქმელადაც იგებდა ამიტომ წასვლა ყველაზე კარგ გამოსავლად მიაჩნდა.

*****
ახალგაზრდა ქალი, უზარმაზარ სადგურში წინ და უკან დარბის არადა ძალიან ცოტა დრო რჩება სახლის მეპატრონემ გააფრთხილა ზუსტად 5 საათზე სახლის წინ იყავი თორემ გასაღებს დაემშვიდობე მე უნდა წავიდეო. მატარებელს ვერ პოულობს, ინგლისელები კი მისი დახმარებით თავს დიდად არ იწუხებენ. მოულოდნელად ნუცას გვერდიდან ქართული ლაპარაკი მოესმა.
- უკაცრავად, ქართველი ხართ?
- დიახ, გაკვირვებით შეხედა ახალგაზრდა კაცმა გოგონას.
- თქვენი თავი მგონი ღმერთმა გამომიგზავნა.
- რა მოხდა? იკითხა კაცმა.
- მატარებელს ვერ ვპოულობ არადა სახლის მეპატრონეს უნდა შევხვდე ზუსტად 5 საათზე თორემ დღეს ქუჩაში მომიწევს დაძინება.
- დიახ, მატარებლის ნომერი მითხარით და ვეცდები დაგეხმაროთ.
- 7.
- მართლა? ბიჭს გაეღიმა. მეც 7 ნომერი მატარებელი მჭირდება. წამომყევით.
ნუცა ახალგაზრდა ბიჭმა სახლის მეპატრონემდე ზუსტ დროს მიიყვანა და გოგონაც გადაარჩინა.
- თუ წინააღმდეგი არ იქნები ხვალ შევხვდეთ აქ ახალი ხარ და დახმარება დაგჭირდება.
- მგონი კარგი იდეაა. თქვა გოგონამ.
ორივეს თვალებში მარტივი ამოსაკითხი იყო ის მოწონება რასაც ერთმანეთის მიმართ გრძნობდნენ.
- აქ რამდენი ხანია რაც ცხოვრობ? იკითხა ნუცამ.
- თითქმის სამი წელია და შენ რამ ჩამოგიყვანა აქ?
- მე, დედასთან მაქვს დაძაბული ურთიერთობა და ისედაც თბილისში არაფერი დამრჩა.
- რატომ ?
- 3 წლის წინ თბილისში ჩემი ძმა მოკლეს... იქაურობა დიდი ხნის წინ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე.
- შენ... შენ ლევან ნოზაძის და ხომ არ ხარ შემთხვევით? იკითხა ბიჭმა და თან საზეზე ერთიანად წამოწითლად თითქოს სხეულიც აუკანკალდა
- კი... შენ საიდან იცი? 3 წლის წინო, რომ მითხარი მაშინვე მივხვდი.
- ალბათ ტელევიზიებიდან გაიგე.
- ხო და ისედაც მგონი ჩემი მეზობელი იყო თვითმხილველი.
- მართლა? ის ბიჭი შენი მეზობელი იყო?
- ხო..ხო ახალგაზრდა კაცი აშკარად დაიბნა... - ჩემი მეზობელია, მაგრამ კარგად არ ვიცნობ. მოდი არ გვინდა ცუდზე ლაპარაკი.

ნუცას ლუკა მალევე შეუყვარდა ისევე, როგორც ლუკას მათი ლონდონური რომანი კინოს გავდა ერთმანეთზე გაგიჟებული ორი ახალგაზრდა თითქმის ორი წელია რაც ერთად არიან. ნუცა ფოტოგრაფიის შესწავლით არის დაკავებული, ლუკა ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობს. ნუცამ თითქოს ცხოვრების ხალისი დაიბრუნა, ლუკაში იპოვა ის ხელჩასაჭიდი რაც აიძულებდა დედამიწაზე დარჩენილიყო.

ღამე გადაღებებიდან დაბრუნებული ნუცა კომპიუტერში ფოტოებს ამუშავებდა, როდესაც მეილი მიიღო.
"გამარჯობა, ნუცა მაკა ვარ ძალიან მნიშვნელივანი საქმე მაქვს გთხოვ, როგორც კი შეძლებ მაშინვე დამირეკე." გოგონა უეცარმა შფოთვამ მოიცვა მაკა, რომელიც წლებია არ უნახავს ახლა რა უნდოდა? რა საქმე უნდა ქონოდა ნუცასთან თავიდან გაიფიქრა არ გადავურეკავო, მაგრამ გულმა არ მოუთმინა.
- როგორ ხარ? კითხა დიდი ხნის მეგობარს ნუცამ.
- კარგად ნუცა შენ, როგორ ხარ?
- მეც კარგად შენი მეილი მივიღე რამე სერიოზულია?
- ხო ამაზე მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ არც კი ვიცი, როგორ გითხრა.
- რა მოხდა?
- ხომ იცი მე ტელევიზიაში რომ ვმუშაობ. რამოდენიმე კვირის წინ სრულიად შემთხვევით არქივიდან მასალები ამოვიღე და ერთი ვიდეო ვიპოვე სადაც მკვლელობის ადგილიდან ბიჭი გარბის და ის ბიჭი დათას არც აღნაგობით ემთხვევა და არც ჩაცმულობით.
- რას ამბობ მაკა? გამოძიებამ დაადგინა, რომ დათა დამნაშავეა.
- თუ გახსოვს მტკიცებულებების უკმარისობის გამო შენ მიგაცემინეს ჩვენება.
- მაგის რისი თქმა გინდა?
- შეიძლება მკვლელი სხვა არის ნუცა.

მეორე დღესვე ნუცამ ინგლისი ისე დატოვა, რომ ლუკას არაფერი შეატყობინა.



№1 სტუმარი სტუმარი სოფი

ძალიან მშრალია .რაღაც ამბავზე მომზადებულ ზედაპირულ სტატიას გავს და არა მოთხრობას.

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

მე მომეწონა ძალიან საინტერესოა და დიდი იმედი მაქვს ლუკა არ იქნება მკვლელი წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent