AND THEN,WE MET.(II)
საკუთარ ფიქრებში ისე გაიბლანდა როგორც უსუსური მწერი ობობის ქსელში და ბოლოს როცა ყველა გათენებულმა ღამემ ერთიანად შემოუტია თვალები თავისთავად დაეხუჭა. ისიყო უნდა ჩაძინებოდა კარზე განწირული ბრახა-ბრუხი რომ ატეხა მისთვის სრულიად უცნობმა პიროვნებამ. ყველანაირი შიშისა და შფოთვის გარეშე წამოდგა ფეხზე და კარის გასაღებად წელში გამართული გაემართა. ცხოვრების მთავარი შიში უკვე დაემართა და ახლა მისთვის უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. კარი გამოაღო, ზღურბლს იქით კი საკუთარ ოფლში გაწუწული ახალგაზრდა დახვდა. სულს ვერ ითქვამდა , ეტყობოდა რომ ძალიან ბევრი ირბინა სანამ დანიშნულების ადგილამდე მიაღწევდა. -კოსტა! კოსტა სად არის?! კოსტა!-უსიამოვნოდ გააჩოჩა მის წინ აღმართული ახალგაზრდა ქალბატონი , თავად კი ხის კოტეჯში მეგობრის ძებნა მოურიდებლად , კითხვების გარეშე დაიწყო. -უკაცრავად! შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-ტონს აუწია ლილემ და დაბნეული აედევნა უცნობს. -თქვენ.. თქვენ ვინ ხართ?-შეშფოთებული მოტრიალდა უცნობი. -ვფიქრობ ამ კითხვას მე უნდა გისვამდეთ, მე ხომ არ შემოვვარდნილვარ დაუკითხავად თქვენს სახლში? -ეს რა, თქვენი სახლია?-თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა ახალგაზრდას. -წყალს დაგისხავთ.-უცნობის აღელვება ლილესაც გადაედო და ჭიქა წყალი ორივესთვის საგულდაგულოდ გაავსო. -დაბრძანდით, იქნებ რამით შევძლო თქვენი დახმარება? -მე.. ბოდიშს გიხდით..-დაუფიქრებლად მოიყუდა მასპინძლის შეთავაზებული წყალი და სკამზეც ჩამოჯდა სულის მოსათქმელად.-აქ ჩემი მეგობარი ცხოვრობდა , კოსტა, თქვენ.. იქნებ თქვენ იცნობთ მას? -მგონი რაღაც გეშლებათ, ეს მამაჩემის სახლია და აქ არავინ ცხოვრობს, მათ შორის არც თქვენი მეგობარი კოსტა. -ფანჯრიდან შემოდიოდა ხოლმე, მხოლოდ აქ შეეძლო მშვიდად ღამის გათევა..-სევდიანად ამოილაპარაკა უცნობმა და კვლავ წყალს მიუბრუნდა. -ესეიგი თქვენ მეუბნებით რომ ჩემს სახლში სრულიად უნებართვოდ ცხოვრობდა თქვენი მეგობარი?-წარბი მაღლა აზიდა ლილემ და მაშინვე მოლბა როცა უცნობის ცრემლებისგან ამღვრეული თვალები და შეშინებული მზერა შეამჩნია.-არა, არ იფიქროთ რომ თქვენზე ვბრაზობ. მესმის, აქ იმდენად იშვიათად ჩამოვდივართ ალბათ იფიქრეთ რომ სახლი არავის საკუთრებაში იყო.. -ხო , ასე ვიფიქრეთ. -და.. მაინც რაში სჭირდებოდა თქვენ მეგობარ კოსტას ის სიმშვიდე რომელსაც ამ სახლისგან იღებდა? -მთელი სოფელი ჩასაქოლად დასდევს.-საიდუმლოს შენახვაზე არც კი უფიქრია ლუკას. -შეიძლება გავიგო , რატომ? -ჩემი ბრალია..-ნერვიულად გაიქანა ხუთივე თითი კბილებისკენ და აკანკალებულმა დაიწყო მათი კვნეტა.-უნდა წავიდე, ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. თითქოს რაღაც ჟესტებით ეცადა ლილე უცნობის შეჩერებას, თუმცა მაინც არ გამოუვიდა. უნდოდა გაეგო რატომ ღელავდა ასე მის სახლში შეჭრილი ახალგაზრდა,ან რატომ დასდევდა მთელი სოფელი ჩასაქოლად ვიღაც კოსტას, თუმცა მისი კითხვები იმ ღამით სრულიად პასუხგაუცემელი დარჩა. ღამე ჩვეულებისამებრ რამდენჯერმე გამოეღვიძა საკუთარი ცრემლებისგან დასველებულს, თუმცა ამას უკვე მიჩვეული იყო. ანას გარდაცვალების შემდეგ მისი დღეებიც და ღამეებიც სრულ კოშმარად იქცნენ. არც ძილში ასვენებდა დედის დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილი. ან როგორ უნდა დაძინებოდა მშვიდად , როცა იცოდა რომ დილას ახალ გაღვიძებულს აღარასდროს მიართმევდა დედა ყავას საწოლში.. გაზაფხულისთვის უჩვეულოდ ცხელოდა. ლილე პატარა ეზოს პატარა სკამზე იჯდა უძრავად და ისედაც ქერა თმას კიდევ უფრო უხუნებდნენ მზის სხივები. სახით ზეცას შესცქეროდა , თვალები კი ოდნავადაც არ ეჭუტებოდნენ მკაფიო სინათლისგან. -ლილე!-შორიახლოდან შემოესმა ბიძია კახას ხმა, ყურადღება ცას მოაშორა და ახლა მას შეანათა ცაზე უფრო ცისფერი თვალები. -კახა ბიძია, გამარჯობა. -ჩემო გოგო, როგორ ვწუხვარ თქვენი ამბის გამო..-ხელები შემოხვია, თავზე აკოცა და მის წინ ჩაიმუხლა. -მადლობა.-აკანკალებულმა ამოილაპარაკა ლილემ, აშკარა იყო რომ ყველაზე ნაკლებად ამ თემაზე საუბარი სურდა. -როგორ მოეწყვე? რამე ხომ არ გჭირდება? იმდენი ხანია აქ აღარ ყოფილხართ საერთოდ მუშაობს რამე? -ყველაფერი კარგად მაქვს.-ღიმილით უპასუხა ლილემ და როცა ცნობისმოყვარეობამ საკმარისად სძლია თავი ვეღარ შეიკავა და ვითომც არაფერი ,ისე, სასხვათაშორისოდ იკითხა. -კახა ბიძია, კოსტა ვინ არის? -კოსტა?!-კისრის ძარღვები დაეჭიმა მამაკაცს გაკვირვებისგან. -უბრალოდ მაინტერესებს, გუშინ შემთხვევით მოვკარი ყური ხალხი საუბარს და..-დაუფიქრებლად იცრუა ლილემ. -კოსტა ერთ დროს ჩვენი სოფლის გული იყო. არავის , მაგრამ მაინც ყველას შვილი.. რა უნდა გაჭირვებოდა სოფელს მას რომ არ მოეგვარებინა.. მთელი სოფლის მაცხოვრებლებისთვის დაუზარლად ათრევდა ხოლმე წ....ბს ოც ლიტრიანებით.. თქმაც არ სჭირდებოდა ისე დარბოდა წამლებზე, ექიმებზე, ყველაფერზე რასაც მოითხოვდნენ ან არ მოითხოვდნენ.. ზამთარ-ზაფხულ მუხლჩაუხრელად შრომობდა , თავისთვის არა, ყველასთვის ვისაც თავად არ შეეძლო ამის კეთება.. ეჰ.. ერთ დროს მართლა კარგი ვინმე იყო კოსტა.-სინანულით ამოიხვნეშა მამაკაცმა და დაღლილი ფეხებისთვის შვების მისანიჭებლად ვაივაგლახით წამოიმართა. -და მერე რა მოხდა? -მერე? მერე რაღაც გარყვნილებას აჰყვა. -მაინც არ მესმის..-წყენით ამოილაპარაკა ლილემ. -შენ დაისვენე, თუ რამე დაგჭირდება იცი სადაც ვარ და არაფრის მოგერიდოს.-თანაგრძნობით ჩამოადო მხარზე შრომისგან დასახიჩრებული ხელი და თავის გზას ისე გაუყვა სხვა აღარაფერი უთქვამს ლილესთვის. * -ლუკა, აქედან იქამდე უნდა წავიდეთ სანამ ეს აბობოქრებული ბრბო გვეცემა და იმაზე მეტს დაგვიშავებს, ვიდრე უკვე დაგვიშავა. -საჯიჯგნად მივუგდოთ ის ერთადერთი ადამიანი რომელმაც ჩვენი დაცვა სცადა და ჩვენ გავიქცეთ? ყოჩაღ ნიკო , როგორც ყოველთვის ახლაც შენი ძლიერი მხარეა გეგმების დაწყობა, ბრავო! -შენ არ გესმის! ამ ხალხს ვერ ვენდობით! ვერავის ვენდობით! იცი რომელმა აიღო ხელში პირველმა ჩვენთვის სასროლი ქვა? ჩემმა კლასელმა, იმ კლასელმა 12 წელი რომ ჩემ გვერდით იჯდა ისე, თითქოს არავინ ჰყოლოდა ჩემზე უფრო ახლო.. წარმოდგენაც კი არ გაქვს რა შეუძლიათ! -თუ იმის გამო მომკლავენ რაც მე არ ამირჩევია, მზად ვარ მომკლან!-გაბრაზებული მოშორდა მიხუტებულ მეორე ნახევარს და დაღმართზე სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა. -ახლა ჩემზე ბრაზობ? -მე არავისზე ვბრაზობ! -იქნებ შენი პრობლემაც ზუსტად ეგ არის რომ არასდროს არავისზე ბრაზობ! -კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს, ხომ არ ფიქრობ რომ ახლა ამაზე საუბრის დროა?! * “ვის გაურბიხარ?! სად იმალები?! რისთვის დადიხარ ამდენს?!”-საკუთარ თავს დაუსრულებლად ეჯაჯგურებოდა კოსტა. შიგნიდან ჭამდა ყველა სიტყვა რომელიც ვერ თქვა და ისინიც რომლებიც თქვა და ვერ გაუგეს. უყვარდა თავისი სოფელი და კიდევ უფრო უყვარდა მასში მცხოვრები ხალხი. ნებისმიერი მათგანისთვის ამოიგლეჯდა გულს და დათმობდა დაუფიქრებლად. არავინ იყო იქამდე სანამ ამ ხალხის სიყვარულს დაიმსახურებდა და ისევ არავინ გახდა ახლა როცა მათი სიყვარული დაკარგა. ლუკა პირველად რომ აღმოაჩინა ის ჯერ კიდევ მეოთხე კლასში იყო. სკოლიდან შინ მობუზული, შეშინებული ბრუნდებოდა, თავი სირაქლემასავით მიწაში ჰქონდა ჩაფლული და მაღლა სულ არ იყურებოდა , ამიტომ კოსტას ყურადღება მაშინვე მიიქცია. სანამ ერთმანეთს მიუახლოვდებოდნენ იქამდე წამოეწივნენ ლუკას თავისივე თანაკლასელები, მხრებიდან მოაგლიჯეს ისედაც დაფლეთილი ჩანთა, სიცილ-ხითხითით ამოუყარეს შიგნით საგულდაგულოდ ჩალაგებული ნივთები. ხმისამოუღებლად იდგა ლუკა კუთხეში , არც გაუბრძოლია, არც თავი დაუცავს, არც ის უკითხავს ამას რისთვის აკეთებთო,უბრალოდ იდგა, იდგა უარესის მოლოდინში.. სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა კოსტას ლუკა რომ მათი კლანჭებიდან გაენთავისუფლებინა და როცა დარწმუნდა რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა თავისივე ხელით ჩაულაგა ჩანთიდან გადმოყრილი წიგნები და რვეულები. ლუკამ მაშინ პირველად იგრძნო რომ ვიღაცას ადარდებდა მისი არსებობა, პირველად იგრძნო რომ ვიღაცისთვის სულ ერთი არ იყო.. ამ გრძნობისგან აღფრთოვანებულმა ნაპერწკლებივით გადმოყარა ცრემლები და მთელი ძალით მიეხუტა მასზე სულ ცოტათი უფროს კოსტას. -იცოდე, რაც უფრო მეტად დახრი თავს, მით უფრო მოუნდებათ შენი დამცირება! თავი მაღლა ასწიე, წელში გაიმართე და უფლება არ მისცე მათ ის ტკივილი მოგაყენონ, რომელსაც ახლა შენს თვალებში ვხედავ. -მათ ვერ დავამარცხებ.. ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. მე არ შემიძლია მათთვის ხელის შებრუნება, იმიტომ არა რომ ძალა არ მაქვს, უბრალოდ არ შემიძლია, რადგან ვიცი ეს რამდენად მტკივნეულია და სხვას ამისთვის ვერ გავიმეტებ. -რატომ გერჩიან? -მათნაირი არ ვარ.-ეს სამი სიტყვა სრულებით საკმარისი აღმოჩნდა კოსტასთვის, ამიტომ მეტი კითხვა აღარ დაუსვამს ახლადშეძენილი პატარა მეგობრისთვის. -მათნაირი არ ხარ, შენ მათზე ბევრად უკეთესი ხარ! მაგრამ იცოდე, რაც უნდა კარგი იყოს ადამიანი, ცხოვრება მაინც ყველას ახვედრებს თავის წილ ტკივილსა და ტალახს.. ეს შენი წილი ტალახია, შენი წილი ტკივილი , არასდროს იფიქრო რომ ეს შენი ბრალია ან შენ ეს დაიმსახურე.. ეს უბრალოდ ცხოვრებაა, ზოგჯერ უსამართლო, ზოგჯერ ზედმეტად სამართლიანი. -მადლობა რომ დამიცავი, აქამდე ეს არავის გაუკეთებია.-სრული გულრწფელობით გაიღიმა ლუკამ და ჩანთა კვლავ თავის ადგილს დაუბრუნა. -სიცოცხლის ბოლო წუთამდე დაგიცავ მეგობარო.-დაუვარცხნელ, გაბურდულ თმაზე ხელით წაეთამაშა და სევდიანად გაუღიმა. სახლში დაბრუნდა კოსტა, იმდღევანდელ საქმეებსაც ჩვეული ჟინით შეუდგა, თუმცა გონებიდან მაინც ვერ იგდებდა ლუკას ნატანჯ , შერცხვენილ, დამცირებულ, ტკივილით სავსე სახეს. იმ დღის შემდეგ წლები გავიდა და კოსტას თავისი პირობა არცერთხელ დაურღვევია, ყველაფრის ფასად იცავდა პატარა მეგობარს და არცერთხელ უნანია თავისი გადაწყვეტილება. როცა ქუჩებში საკმარისი სიბნელე გაბატონდა, კოსტა თამამად გაემართა მიტოვებული ხის კოტეჯისკენ. იქ გაჩერებას აღარ აპირებდა, თუმცა ორი დღის გათიშული ტელეფონის დატენვას სხვანაირად ვერ შეძლებდა. კარის შემოწმება , რა თქმა უნდა, არც უცდია. მძიმე სხეული მკლავებით აათრია ფანჯრამდე რომელიც სირთულეების გარეშე გააღო, ფეხი ბოლომდე დადგმული არ ჰქონდა რაღაც უჩვეულო რომ შეამჩნია. თვალების აქეთ-იქით ცეცებას მოჰყვა, თუმცა საკმარისი სინათლე არ იყო რაიმე რომ დაენახა. ქოქოსისა და ვანილის სურნელი აქამდე არასდროს უგრძვნია ასე მძაფრად, ცხვირის ნესტოები გაუფართოვდა თავისდაუნებურად. როცა შუშაზე არეკლილი სინათლე ლილეს სახეს წვდა , საბოლოოდ მიხვდა რაშიც იყო საქმე.. პატარა ბავშვივით დაიბნა, აფორიაქდა , მზეში მუშაობისგან გაყავისფრებული სახე წითლად შეეღება სირცხვილისგან.. მაქსიმალურად ჩუმი ნაბიჯებით გაიპარა მეორე ოთახისკენ, კარადის თავიდან ფრთხილად ჩამოიღო თავისივე შემოდებული დამტენი, მაგიდის ქვეშიდან პატარა სკამი გამოაცურა და ზედ ანერვიულებული მოთავსდა. მხოლოდ იმას ნატრულობდა რაც შეიძლება მალე დატენილიყო ტელეფონი რომ პრობლემების გარეშე გაცლოდა იქაურობას. რამდენიმე წამში შორიახლოდან მოესმა ლოგინში მწოლიარე ლილეს ბორგვა, ყველაფერი გააშეშა და დაძაბულმა მიუყურადა. “არ დახუჭო თვალები!” “არ მიმატოვო!” დაუსრულებლად კიოდა სასოწარკვეთილი ლილე , მამაკაცი კი დარწმუნებული იყო რომ იმით უფრო შეაშინებდა შუაღამისას საძინებელში თავზე რომ დასდგომოდა, თუმცა როცა მისი სულის ტკივილს ვეღარ გაუძლო დაუფიქრებლად შევარდა ოთახში და ლილეს პატარა სახე თავის დიდ ხელებში მოიქცია. -ისუნთქე! ყველაფერი კარგადაა! შენ აქ ხარ , მეც აქ ვარ, საშიში არაფერია.. ლილე დამშვიდდა, კოშმარებმაც გაიარეს, თვალგაუხელლად გადაეხვია გადამძვრალ საბანში და კვლავ ძილის მორევში გადაეშვა ისე რომ არც არაფერი გაუაზრებია. როცა მის სახეზე სიმშვიდის ნაპერწკალი შენიშნა მამაკაცმა, მხოლოდ მაშინ განაგრძო იმ დრომდე შეკავებული სუნთქვა.. ფრთხილად მოაშორა ხელები, ტელეფონი აიღო და გასასვლელად კვლავ ფანჯარას მიადგა. ფეხები წასასვლელად ექაჩებოდნენ, გული კი მაინც დარჩენას სთხოვდა. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მისთვის სრულიად უცნობ ქალბატონს, კიდევ ერთხელ შეისუნთქა ოთახში გაბატონებული ქოქოსის სურნელი და ფეხების ნებას წინააღმდეგობის გარეშე დაჰყვა. * -ლილე! გამიღე კარი!-რადგან 10 წუთიანმა კარზე კაკუნმა შედეგი არ გამოიღო , კახა უკვე შეძახილებზე გადავიდა რომ როგორმე ახალგაზრდა ქალბატონი გამოეფხიზლებინა. როგორც იქნა ლილეს ყურთასმენას გარემოს ხმები მიწვდა , თვალები ზანტად გაახილა, გემრიელად გაიზმორა და სულ რამდენიმე წამში გაიაზრა რომ ასე ტკბილად ანას გარდაცვალების შემდეგ ჯერ არცერთხელ სძინებია. -შემოდით კახა ბიძია, ხომ მშვიდობაა?-თვალების ფშვნეტით გააღო კარი. -სოფელში ხმები დადის რომ კოსტა ამ სახლში ათევს ღამეებს, სანამ ვინმე მოგივარდებოდა მინდოდა ჯერ მე მოვსულიყავი, ამიტომ გაგაღვიძე ასე ადრე. -რა? აქ ჩემ გარდა ღამეებს არავინ ათევს და ასეც რომ იყოს, არავის მივცემ მოვარდნის უფლებას! არ ვიცი ვინ ვის რის გამო დასდევს, მაგრამ ეს ჩემი სახლია და მხოლოდ მე გადავწყვეტ ვინ გაათენებს აქ ღამეს, ვინ მოვარდება და ვინ არა. -მესმის ჩემო გოგო.. მე კიარ გეუბნები მოვარდებიან და შენც კარი გაუღე-მეთქი , უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა რომ შესამოწმებლად აუცილებლად მოვლენ. -მადლობა კახა ბიძია რომ გამაფრთხილეთ.-თბილად გაიღიმა ლილემ.-გთხოვთ მამაჩემს ნუ დაურეკავთ ამ ყველაფრის სათქმელად, ტყუილად უნდა ინერვიულოს და ისედაც არ აქვს ახლა კარგი პერიოდი ხომ ხვდებით.. -როგორც შენ იტყვი ჩემო გოგო.. * -კოსტა! როგორც იქნა ჩართე ტელეფონი , რა აღარ ვიფიქრეთ.. -გამარჯობა ლუკი, როგორ ხარ? -მე კი არა შენ როგორ ხარ, რამდენი ხანია შენთან დაკავშირებას უშედეგოდ ვცდილობ. -დავიღალე იმის გამეორებით რომ ჩემზე არ უნდა ინერვიულო. -შენს თავში ასეთი დარწმუნებული რომ არ იყო , ბევრად უფრო მშვიდად ვიქნებოდი, მაგრამ რადროს ესაა..ნიკომ მოისმინა შემთხვევით მისი კარის მეზობლების საუბარი, ვიღაცამ როგორც ჩანს შეგამჩნია იმ კოტეჯში და ახლა მთელი სოფელი მაგაზე ლაპარაკობს, იმ ადგილთან ახლოსაც კიარ გაიარო, უკვე დაგეგმავდნენ რაიმეს! -იქ ვიღაც ცხოვრობს!-უჩვეულოდ აფორიაქდა კოსტა. -ვიცი , ვნახე შენ რომ გეძებდი, მაგრამ შენ საიდან იცი? -შენი აზრით ტელეფონი სად დავტენე?! -მოკლედ იმ ადგილთან არ ჩაიარო თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია. -იმ გოგოს სახლში მიუვარდებიან. -დარწმუნებული ვარ თავს გაართმევს. -ჰა? -ერთი შეხედვით ეტყობა რომ თავს გაართმევს , აუცილებელი არაა ყველაფერში შენ ჩაერიო, რაღაცები თავისითაც გვარდება! -სისულელეების ლაპარაკს მოეშვი და ნუ მანანებინებ შენს შემთხვევაში რომ ჩავერიე, ჩემ გამო ადამიანს სახლში რომ შეუვარდებიან მე სადღაც ბუჩქების უკან უნდა დავიმალო? პატარა მეგობარს ტელეფონი გაუთიშა და თავად იქით დაიძრა სადაც ახლა უკვე გულთან ერთად ფეხებიც ექაჩებოდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.