შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი თვალები (მეორე თავი)


16-03-2024, 22:20
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 249

მეორე თავი
ლიდია და ბაბი სახლში დავტოვე. რა უცნაურია. ჩემთან ახლოს ცხოვრობს გოგო, რომელიც დანახვისთანავე, მომეწონა და დავიჯერო, აქამდე, ორ მტკაველ ქალაქში არ გადავყრილვართ ერთმანეთს? მგონი, ამდენი აღარ უნდა დამელია, თორე სიფხიზლის პრივილეგიებს დავკარგავდი. ბლუჩუნა ძაღლი ჩემს აივანთან დამხვდა. საჭმელი ვაჭამე და პლედი გამოვუტანე დასაძინებლად. ბანაობაც უწევდა, მაგრამ ჯერ მანანა დეიდასთან შევედი, მაგისი შვილი სახლში იყო და წამოყენებაში დავეხმარე, ვაბანავეთ. აივანზე დავჯექი. აქაური ღამეები ზოგჯერ ძალიან ხმაურიანი იყო. გვიყვარდა ჩხუბები, ბოთლების ერთმანეთის თავებზე გადალეწვა, ლანძღვა-გინება. ზოგჯერ, მკვდარივით ეძინა მთელ ქუჩას საღამოს ცხრა საათიდან. ღამის ნიავს კარგად თუ შეისუნთქავდი, სარდაფების ნესტის სუნი მოჰქონდა. ისე, რა უცნაურია, ადამიანს რო შმორის და ნესტის სუნი მსიამოვნებდა.ისევ მუზა გამეხსნა. მინდოდა, ინგლისური ტექსტი დამეწერა. თან ცოტა სასაცლოდ გადმომეცა ისტორია გოგოზე, რომელიც ძალიან მომწონდა და ძალიან მიუწვდომელი იყო. ქართულად, მიუწვდომელი მსურდა დამერქმია, მაგრამ ინგლისურად Unrequited love უფრო მომეწონა. სიყვარულით არ მიყვარდა ჯერ, მაგას ვერ დავიჩემებდი, მაგრამ წერისას, გრძნობებს ძალით ვიხელებდი, რომ მძაფრი და ლამაზი ტექსტი გამოსულიყო. უცხო ენაზე, გარითმვა უფრო მიადვილდებოდა, ვიდრე ქართულად. მე თუ მკითხავ, მთავარია, კარგი მელოდია გქონდეს და ტექსტს სულ არ სჭირდება გალექსვა. ინგლისურად ხო საერთოდ - რამდენიმე ლამაზი წინადადება და ეგაა, აიტაცა ინტერნეტმა. ლიდიამ მომწერა. ჯერ მესიჯი გახსნილი არ მქონდა, მაგრამ ისე გამეხარდა, ეგრევე ძაღლს მოვუყევი. ბლუჩუნამ ისეთი თვალებით შემომხედა, მგონი მაგასაც იმის თქმა სურდა, საშენო გოგო არააო.
„მადლობ, რომ სახლამდე მიმაცილე. ძალიან ყურადღებიანი და კარგი ადამიანი ხარ. უბრრალოდ, გთხოვ, ჩემზე ფიქრი შეწყვიტე. როცა ადამიანი ჩემზე ფიქრობენ, ვგრძნობ“.
„მხოლოდ შენ შეგიძლია, ერთი მესიჯით მადლობა გადამიხადო და ამავე დროს, დამადანაშაულო იმაში, რასაც ვერ ვაკონტროლებ. თუ შენზე ვფიქრობ ან მესიზმრები, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდა, შენზე ვფიქრობდე ან მესიზმრებოდე.“ ისე, საკმაოდ თამამი პასუხი იყო. ყოჩაღ ნიკო.
I don’t wanna think about you, dream about you.
I am afraid of sleeping,Because your ghost haunts me.
“კიდე სიმღერას მიძღვნი?“ - მკითხა ლიდიამ.
“არა“.
You asked me, if I still dedicate the song to you,
There was an answered: no
I lied.

„კიდე მოხვალ ბარში?“ - ვერ მოვითმინე და დასინვის შემდეგ, კვლავ მივწერე
„ძალიან ცუდი იდეაა ნიკო, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც შენს სიმღერებს ვუსმენ“.
„ესეიგი, კარგებს ვწერ ხო?“
„კი, მშვენიერი სიმღერებია არც თუ ისე მშვენიერ ადამიანზე“.
„ძალიან მშვენიერი ხარ. მარტო იმიტომ არა, რომ ფიზიკურადაც მომწონხარ“.
„სული არ მივარგა“ - სიცილის სმაილიც მოაყოლა.

You think your soul is ruined,
I think It’s beautiful.
You think meeting me was a mistake,
I think, It was miracle.
„მოდი. პირობას გაძლევ, მანიაკივით არ მოგაშტერდები და ზუსტად ისე მოგექცევი, როგორც ჩვეულებრივ ნაცნობს“.
“მანიაკივით რომ მაშტერდებოდე, აქამდე, ელექტრო შოკით მეყოლებოდი მოგერიებული. პირიქით, ყველა სხვა დანარჩენი ქალი ბედნიერი იქნებოდა. დამერწმუნე.”
„კარგი, მაშინ ამ ახალ სიმღერას დავწერ, დაგპატიჟებ და რო გნახავ, მასწავლე, სხვა ქალებს როგორ მივაქციო ყურადღება შენ მაგივრად“.
„კარგი“.ანიკომ დამირეკა. ცივი თვალების ლაივს ნახევარი მილიონი ნახვა აქვსო. გამოვშტერდი. გეგის აზრით, სიმღერისას რო მცხელოდა და წელს ზემოთ ვიხდიდი, მაგისი დამხსახურება იყო. იმას კი არავინ მეტყოდა: „ნიკო, მაგრად მღერი და ალბათ მაგიტო გავარდა ინტერნეტსივრცეში შენი სიმღერები“. ძაღლთან მივედი. ეძინა უკვე. შემეცოდა გასაღვიძებლად და დილას ვაბანავე.

- შენი შამპუნი ჩემსაზე ძვირია რო იცოდე! - ცოტა დავამადლე.
სანამ პლედში გახვეული, ღუმელთან თბებოდა, ჩახოხბილი გავაკეთე. შინაური სადილების ჭამა მაგრად მიყვარდა, მაგრამ ანიკო მაკდონალდს მატენიდა ხშირად. სამაგიეროდ, გეგის მოაქვს ხოლმე ინგრედიენტები და იმედისთვალებით მიყურებს, ბებიაჩემი რო აკეთებდა, ისეთი ბაჟე ან ნიგვზიანი ლობიო მინდაო. ლუზერი მომღერლის მაგივრად, საკმაოდ წარმატებული შეფმზარეული გამოვიდოდა ჩემგან, მაგრამ მე ისეთი არამატერიალისტი ვარ, წარმატებას ზურგი ვაქციე.
ტაფით თინანოსთან გავედი, აივანზე იჯდა. ზოგჯერ თუ არ მორიგეობს, მანანას აძინებს და რამდენიმე საათი, თავისი ცხოვრებით ტკბება. ცხოვრებით ტკბობაში მოწევას და ჭამას ვგულისხმობდი. დანარჩენისთვის, დრო არასდროს ჰყოფნიდა.

- ჩახოხბილი გავაკეთე, გამოიტანე თეფშები - ხის მაგიდაზე ჩამოვდე ტაფა. თვალები გაუნათდა.
- ცხელი თონის პური მოვიტანე წეღან. კაი მწნილიც მაქვს, რო არ მოსულიყავი, ჭამაც მეზარებოდა - რაღაცები გამოალაგა და მოვსხედით.
- ძაან იღლები? - თინანო ისეთი ნიჭიერი გოგო იყო, უბრალოდ ნიჭიერებაც ცოტა რთული სათრევია ცხოვრებაში. სანამ ვინმე დაგაფასებს, იქამდე, მაგრად წვალდები.
- უარესიც შეიძლებოდა - მერე ცოტა რიდით შემომხედა - რაღაცას მოგიყვები, ოღონდ არ დამცინო.
- დაგცინებ, მაგრამ გულით არა.
- მკითხავთან ვიყავი. სასწრაფოს გოგოებმა აიტეხეს და მეც დამაინტერესა - სასწრაფოს ექიმი იყო.
- მკითხავების ფული გაქ ქალო?
- ოო, კაი ახლა. ზოგჯერ ხო უნდა გავისწორო ჩემი. და ნუ მეტყვი, ტანსაცმლით გაგესწორებინა ან დასალევად წასულიყავიო. უცებ, მკითხავი მომინდა. აქვე ცხოვრობს, ახლოს. მაგარი ქალი გამოდგა. არადა, საღადაოდ მივედი.
- რა ერქვა იმ ქალს? - ცოტა დავიძაბე. ეგ იმას ჰგავს, მეგობარი რო გეტყვის, გუშინ ნინი გავიცანიო. შენ ვინმე ნინი მოგწონს და შანსი იმისა, რომ მაგ ნინების ვინაობა ერთმანეთს დაემთხვეს, 2 პროცენტია, მაგრამ მაინც ეკითხები: რა გვარის იყო ნინი?
- ლიდია - მოულოდნელად, ზუსტად ეგ ნინი აღმოჩნდება, რადგან თბილისი პატარაა და ორპროცენტიანი შანსი ორმოცდაათამდე იზრდება - ქალი კი არა, პანტერა იყო. თავიდან გამიკვირდა, მეთქი რატოა ეს ქალი მკითხავი, როცა შეუძლია, ვიქტორია სეკრეტის მოდელი გახდეს-თქო. აი შენზე როგორც ვარ. სულ მიკვირს, ასეთი ჭკუის პატრონს, პრემიერობის პოტენციალი გაქვს, მაგრამ სიმღერას აწვები. მერე პირს გააღებ და ჰოი საოცრებავ, შევე*ცი პრემიერობას! ეგრე იყო ლიდიაზეც. ისეთები მითხრა, ვიფიქრე, რაის მოდელი?ცვეტში ქართლის დედაა!
- მერე, რაო ქართლის დედამ? - თან მაგრად მეცინებოდა. საკუთარ თავს დავცინოდი.
- ყველაფერი მითხრა. დედაზეც, ჩემზეც... კარგად იქნებიო. დადგება ის დღეც, როცა ძაან კარგად იქნებიო. ბიჭიც აღწერა, ვინც მევასება. დიდი შანსი გაქვს, მაგრამ თან მაგ ბიჭს ვიღაც ძაან შეუფერებელი ქალი მოსწონს. ეგ ქალი რო არა, შენი იქნებოდაო.
- გაა*ჯმეინე მერე იმ ქალიანად რაა.
- მიყვარს - ამოიოხრა. - თან აქეთ ვყევარ უსიტყვოდ დაფრენილი - შემეცოდა. და ვერ მივხვდი, თინანო მეცოდებოდა თუ საკუთარი თავი, რომელიც თინანოს დღეში ჩავარდნილიყო. ცოცხალი თავით არ მიმხელდა, ვინ მოსწონდა.
- მაგრად ტეხავს, ვიღაც რო მოგწონს და ახევითაც არავინ აგახევს, ისედაც არაა შენი - გამეცინა - მაგაზე ნუ იდარდებ.
- ვინმე მოგწონს?
- კი. მარა მოსაყოლიც არაფერია. გაქნეულზე ვკიდ*ივარ - დასამალი არაფერი მქონდა ამ გოგოსთან. ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ერთად ვსაუზმობდით, ვსადილობდით, მაგრამ ერთით მეტ ადამიანს რო სცოდნოდა ლიდიაზე, თავს იმაზე უიღბლოდ ვიგრძნობდი, ვიდრე ვიყავი.
- ამ ლიდიას ისე მიადექი? ანუ ეგრევე სახლში ღებულობს ხალხს?
- არა სხვათაშორის. მენეჯერი ჰყავს. ფეიჯიც არ სჭირდება იმდენი ხალხი დადის. უნდა დაურეკო, ვიღაც ქალი ჩაგწერს და თუ გაგიმართლა, ექნება ადგილი. სხვათაშორის, ქალაქის მერიც მაგასთან დადის.
- მომავლის გასარკვევად ხო ალბათ? ქალქის მერი ცოლიანია?
- კი. რა იყო?
- არაფერი, ისე ვიკითხე
ბლუჩუნა კაი გამშრალი და ჩათბუნებული დამხვდა სახლში. ძაღლის დუტის ქურთუკი მქონდა ნაყიდი. ჯიშიანებს რითი ჩამოუვარდებოდა? მაგრად მოუხდა. ცოტა გაკვირვებული თვალებით მიყურებდა და მოვკვდი სიცილით. თავი შეურაცხყოფილად იგრძნო მემგონი, მაგრამ დაბალი ბეწვი ჰქონდა და გრილ დღეებში თუ ვერ ვხედავდი, ვნერვიულობდი. სტუდიაში წავედი. კიდე ახალი სიმღერა რო მივიტანე, ცოტა დამცინეს.
- ამას წელიწადში, რამდენჯერმე უნდა შევაყვაროთ ვინმე რო კარიერა აგვეწყოს - ხარხარებდა გეგი.
- სიყვარულიღა აკლია. ჯერ მარტო, მოწონებით დაწერა ამდენი სიმღერა - ანიკომ სამჯერ დააკაკუნა კედელზე, რომელიც ხის არ იყო და ვერ აისხლეტდა ენის ყივილს.
- რვა მარტს რამე მინდა რო ვაჩუქო - გამოვუტყდი.
- რო შეეშვა? მგონი ეგ იქნება მისთვის ყველაზე სანუკვარი საჩუქარი - მითხრა ანიკომ.
- რატო მგესლავ? კი არ დავსდევ შემიყვარეს ძახილით. დისტანცირებულად ვაჩუქებ რამეს... გავუგზავნი. ან კართან დავუდებ. არა, კართან დადებაც მანიაკურად ჟღერს. იქნებ, მანამდე, ერთი-ორჯერ ვნახო და მერე იმ დონის ნაცნობები მაინც გავხდეთ რო მანიაკად არ ჩავითვალო საჩუქრის ჩუქებისას.
- ღმერთო, რამდენს ფიქრობს ეს ბიჭი - თავში ხელი შემოირტყა ანიკომ - ან იმ ქალის ტვინში ჩამახედა. ნეტა კაცები მომწონდეს, ხო ვერავინ გამომტაცებდა ამის თავს ხელიდან.
- ან ამას რო მოსწონდეს კაცები, ვინ გამომტაცებდა ხელიდან - დაამატა გეგიმაც.
- კაი, ვიმღეროთ, თორე ჩემში ქართველი ვაჟკაცი იღვიძებს და ორივეს მაგრად გცემთ.

* * *
მაჩაბლის ქუჩის ერთ-ერთ ჩიხში შეხვევისას, მრგვალი ხის კიბეზე როცა ავდიოდი, მაშინ საკუთარ თავს ულტიმატუმი წავუყენე: "ნიკო, ამ ნაბიჯის მერე თუ ცალსახად დაგახვევინებს, საკუთარ თავს დააბრალე და უბრალოდ, დაახვიე!". ცხოვრებაში, პირველად მომწონდა ისე, რომ გონებით ვეღარ განვკარგავდი საკუთარ ქმედებას. არ ვიცნობდი. არ მიცნობდა.
იქნებ, პუტინის ფანია? არამგონია. რამე უფრო რეალური რედფლეგები მჭირდებოდა იმის გასააზრებლად, რას შეიძლებოდა, უკან დავეხიე. იქნებ, ფრჩხილებს იჭამდა? ნუ რა ვქნა, ნერვოზის ნიშანია. ხო არ ვუსაყვედურებ, რატო ნერვიულობ-თქო. კვირაში ერთხელ თუ ბანაობდა? ნწ... ზედმეტად კარგი სუნი ჰქონდა. ვერ ვიხევდი უკან. ჯობდა, ჩემი რედფლეგი ჩამომეთვალა და სანამ დრო იყო, უკან გავბრუნებულიყავი. ნირიახა ნიკო! ნასკებს საწოლზე ვყრიდი. ჭურჭლის დარეცხვა მეზიზღებოდა და მაგიტომ, ხშირად ერთჯერადი თეფშები მიმქონდა რო ეგრევე გადამეყარა. მდიდარი არ ვიყავი, არც შეძლებული. არც ცოტათი შეძლებული. ანგელოზივით კი ვმღეროდი პრინციპში. და ტანი? იიიფ, იიიფ. კაი ნიკო, რედ ფლეგი-მეთქი, ნძრ*ევა კი არ უნდა დაგეწყო საკუთარ თავზე!
ამასობაში, რკინის კარზე დავაკაკუნე. მობრძანდითო და შევედი. ახალაგზრდა, სასიამოვნო ქალი მიღიმოდა. ისე, მაგრად მომერიდა. მეთქი, რას იფიქრებს ახლა ჩემზე.
- გამარჯობა. ხუთზე ვარ ჩაწერილი - ვთქვი მორიდებული ბავშვივით. მართლა უხერხულია ამხელა კაცი მიდიხარ და ეუბნები: მკითხაობაზე ვარ მოსული...
- გიორგი ხომ?
- დიახ, გიორგი.
- პირველად ხართ - გაეცინა - ყველა კლიენტი მახსოვს მე.
- ჰო, ყველა ლიდიას კლიენტი გახსოვთ - წარმოვთქვი ხმამაღლა და სახეცვლილება გარედანაც დამეტყო. რა კლიენტი? რა ლიდიას კლიენტი? თავს ვიწყნარებდი. სალონში რომ მუშაობდეს, იქაც კლიენტები ერქმეოდათ. ალბათ. აუცილებელი არ იყო, სხეულით ვაჭრობაზე მეფიქრა.
- ერთი სეანსი, ასი ლარი. ქეში თუ ბარათი? - ქეშით გადავიხადე. რას ვიფიქრებდი, საქართველოს და თიბისის ტერმინალებს თუ დამიძრობდნენ. ლიდიასთან შევედი. ჩემგან ზურგით იდგა. თმა მხრებზე ჩამოჰყროდა. მხოლოდ ახლა დავაკვირდი, რომ ღია ფერის თმა ჰაეროვანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. გრძელი, შავი კაბა ეცვა, რომელიც პირდაფჩენილს მტოვებდა და გავიაზრე, რომ ნიშვნელობა არ ჰქონდა, კაბის ზომას, წონას ან სიგრძეს. ნებისმიერ ვარიანტში ჩამომიგდებდა ყბას.
- ეჰ, გიორგი, გიორგი - ჩაილაპარაკა ისე, რომ არც შემოტრიალებულა. ჯერ კიდევ ხო ეჭვი მეპარებოდა მის ზებუნებრივ შესაძლებლობებში, მაგრამ გულის სიღრმეში, ვიცოდი, რომ იცოდა. მანაც იცოდა, რომ მე ვიცოდი, რომ მან იცოდა. შემოტრიალდა. არ იღიმოდა. თვალი თვალში გამიყარა. ეს წყეული ცივი თვალები... რანაირად გამყინა.
our cold look turned me into ice - ვახ, ეს რა დამჩემდა, ყველანაირ დგომარეობაში სიმღერის წერა.
- არ მითხრა, ფული გადავიხადეო - წარბი ასწია.
- საათობრივი მომსახურება გაქვთ ქალბატონო? - ვეცადე, მეხუმრა, მაგრამ ძალიან გარყვილად ჟღერდა.
- შენც მიხვდი, რომ ბანძად იხუმრე ხო?
- კი.
people say I'm funny, but next to her, only make awkward jokes.
- რისი გაგება გინდა? თუ ჩემ საყურებლად ჩაეწერე? - წინ დამიჯდა და კარტი აჩეხა. ისე სწრაფად ჩეხდა, თვალის სიჩქარე ვერ დავაწიე.
- მოგატყუებ და გეტყვი, რომ არა, შენ სანახავად არ ჩავწერილვარ. ასე უფრო ნაკლებად უხერხული იქნება.
ლიდია ჩემკენ გადმოიხარა. ისევ ცივი მზერა მომაპყრო. პრინციპში, არც არასოდეს შემოუხედავს ჩემთვის თბილად, მეგობრულად. ადამიანი იფიქრებდა, ეს ქალი მტრად აღმიქვავსო, მაგრამ მგონი უბრალოდ სხვაგვარი ყურება არ შეეძლო. საჩვენებელი და ცერა თითი ლოყებზე მომიჭირა და წარმოთქვა:
- მშობლები არ გყავს. მოდი ვნახოთ, მამა ჩემნაირად გეზიზღება თუ... არა. კარგი მამა გყოლია. უბრალოდ, არ იცნობდი, შენ გაჩენამდე მოკვდა. აი, დედა. დედას იცნობდი, გენატრება. რაღაც, ფილტვებთან დაკავშირებული ხო? ბევრს ეწეოდა? არაა. ტუბერკულიოზი. ვერ უშველეს. არადა, სულ ახალგაზრდა იყო.
- გეყოფა ლიდია - ხელი გავაშვებინე - ეს ყველაფერი ჩემი თვალებიდან ამოიკითხე თუ ევამ მოგიყვა?
- ხო, ევას ჩამოვუჯექი და შენს მშობლებზე მოვაყოლე - გაეცინა - ვფიქრობ, პირად სივრცეში შემოგეჭრა, გატკინო და თავი დაგანებებინო.

She’s hurting me, so she’d make me go away,
I am already in the pain, but I am here again.

- მაინცდამაინც ოჯახური ტრაგედიები უნდა ამომიქექო? დიდი ბაბუა გააციმბირეს. ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი, ორსული. ისე, სუ მაინტერესებდა, ეს გაციმბირებული კაცი რო აღარავინ მოიკითხა. ერთი ხუთი წელი გავიდა და ჩააკითხე ეს დედააფეთქებული, ეგება ცოცხალია.
- მკვდარი იყო - მომიხაზა ეგრევე.
- ვაი, ბაბუ - გული ჩამწყდა. ლიდიას კი ისე მოულოდნელად აუტყდა სიცილი, ცოტა შევხტი. კაი ორი წუთი ხარხარებდა. მერე გაჩერდა, ცრემლები მოიწმინდა და კარტი ამოიღო. წინ დამიდო.
- ამ კარტს საყვარლები ჰქვია - თან ამიხსნა.
- გეფიცები, ეს ის არაა, რაც გგონია. შენ გარდა, არავინ მყავს - ვუთხარი სერიოზულად, ისევ მაგრად იცინა. კმაყოფილებას ვგრძნობდი. რა მაგარია, როცა როგორც იქნა, ძალას მოიკრებ, შენს სავიზიტო ბარათს, იუმორს გამოიყენებ და ოცნების ქალი მაგრად იცინის. ისევ დაწყნარდა. მეორე კარტი ამოიღო.
- საყვარლები ამ შემთხვევაში, პირდაპირი მნიშვნელობით არ ნიშნავს სიყვარულს. ეს შენი გრძნობებია ქალის მიმართ, რომელიც ყველაზე არასწორი ვარიანტია. გაგაუბედურებს. ყველაფერს მისცემ - არ გამოგართმევს, არც საპასუხოდ, შემოგთავაზებს. სული დაგიცარიელდება ნიკო.
- რისკიანი ბიჭი ვარ. ცარიელ სულზე გამახსენდა, ჩემ მერე, ბევრია ჩაწერილი?
- არა, ბოლო ხარ, მაგრამ ცარიელ სულზე ეგ რატო გაგახსენდა?
- ცარიელ კუჭზე გამახსენდა. ადექი, საჭმელად გავიდეთ - ფეხზე წამოვდექი - არ დამიწყო, პაემანზე ვერ წამოვალ და ეგეთებიო. ზოგჯერ, სადილი, უბრალოდ სადილია.
ამოიოხრა.
- თავს არ დამანებებ ხო?
- დაგანებებ თუ კატეგორიულად არ გინდა, მაგრამ ცოტათი მაინც გინდოდეს, გთხოვ.
- პატარა ბავშვი ხარ რაა! - თვალები გადაატრიალა - არანაირი რესტორანი, სანთლის შუქი და ხელის ხელზე დადება. გავალთ გარეთ და ღია სივრცეში შევჭამთ.
- მოდი მაშინ აქვე თენგიზას ჩებურეკები ვჭამოთ და ნაწლავების გადახლართვით ამოგვხდეს სული. მოსულა?
- ღმერთო, ამ ბავშვს ჩემთან ერთად სიკვდილიც უხარია - მაღლა აიხედა ლიდიამ.
- ბავშვს ნუ მეძახი თორე თავი მუწუკებიანი ვაჟიშვილი მგონია. გამოდი, მაგარ ჰოთდოგებს გაჭმევ და ღამის მტკვარს განახებ.
- მთელ საქართველოს ნანახი გვაქვს ღამის მტკვარი.
- ჩემთან ერთად ნახვის პრივილეგია მხოლოდ შენ გერგო. ძველი თბილისის ნანგრევებსაც ჩამოვუაროთ და შენ მოყევი, ვინ ცხოვრობდა, ვინ ჩამოიხრჩო თავი, საწამლავი რომელმა დალია, რომელს კლავდნენ, ტყ*ავდნენ და ა.შ. - ისევ გაეცინა. დღეს, ამდენ გაამრჯვებას ვეღარ აიტანდა ჩემი ცოდვილი, ცალმხრივი გრძნობებით სავსე სული. საკიდზე მისი ქირთუკი ეკიდა. ჩამოვხსენი და ხელები გავაყრევინე, ჩავაცვი. ზოგჯერ, მართლა ბავშვს ვგავდი, სათამაშოდ რომ ეპატიჟება თანატოლებს, მაგრამ მაგათ კომპიუტერთად ჯდომა ურჩევნიათ.



№1  offline წევრი ფარვანა

რა კარგია რომ გამოჩნდი! <3 <3
ამ სიხშირით ბოლოს როდის ვამოწმებდი საიტს არ მახსოვს, :დდდ მაგრამ ასე მალე რატო დამთავრდა? არ მეყო.
რანაირი აურა მოაქვთ რა, ძალიან ვერთობი და მსიამოვნებს ამათი ამბის კითხვა, შენი კითხვა... აი, ძალიან კომფორტულია!
თინანო შეყვარებული ყოფილა... თან ვისზე?! რანაირად ვერ მიხვდა! :დდდ მაგრამ რას მიხვდება?!
"You asked me, if I still dedicate the song to you,
There was an answered:no.
I lied.

აჰჰჰჰჰ!

მართლა რანაირია ეს ბიჭი?!
და ცივ თვალებიანი ქალი რომ მართლა დამა ქალი გვყავს?!

მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები, როდის შეხედავს ნიკოს ლიდია "მეგობრულად" :დ მაგრამ აწი ნიკო-გიორგის არ ვიცი ამის შემდეგ დაეწყება თუ არა ოფიციალური სეანსები ჩვენ დივასთან, მაგრამ აი მე კი ჩავატარებ ხოლმე აქ წუწუნის სეანსები რომ არ მეყო, და არც მეყოფა თავების სიგრძე. :დდდდ
ვაიმე და ბლუჩუნა მართლა რა ბლუჩუნაა, მიიყვაარს :დდ

კაი წავედი ახლა.
მშვენიერო ენ, გელოდები, გელოდები, და გელოდები იცოდე. <3 <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ფარვანა
რა კარგია რომ გამოჩნდი! <3 <3
ამ სიხშირით ბოლოს როდის ვამოწმებდი საიტს არ მახსოვს, :დდდ მაგრამ ასე მალე რატო დამთავრდა? არ მეყო.
რანაირი აურა მოაქვთ რა, ძალიან ვერთობი და მსიამოვნებს ამათი ამბის კითხვა, შენი კითხვა... აი, ძალიან კომფორტულია!
თინანო შეყვარებული ყოფილა... თან ვისზე?! რანაირად ვერ მიხვდა! :დდდ მაგრამ რას მიხვდება?!
"You asked me, if I still dedicate the song to you,
There was an answered:no.
I lied.

აჰჰჰჰჰ!

მართლა რანაირია ეს ბიჭი?!
და ცივ თვალებიანი ქალი რომ მართლა დამა ქალი გვყავს?!

მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები, როდის შეხედავს ნიკოს ლიდია "მეგობრულად" :დ მაგრამ აწი ნიკო-გიორგის არ ვიცი ამის შემდეგ დაეწყება თუ არა ოფიციალური სეანსები ჩვენ დივასთან, მაგრამ აი მე კი ჩავატარებ ხოლმე აქ წუწუნის სეანსები რომ არ მეყო, და არც მეყოფა თავების სიგრძე. :დდდდ
ვაიმე და ბლუჩუნა მართლა რა ბლუჩუნაა, მიიყვაარს :დდ

კაი წავედი ახლა.
მშვენიერო ენ, გელოდები, გელოდები, და გელოდები იცოდე. <3 <3


აუუ, რა კარგი ხააარ <3
ჯერ თავის სიმოკლეზე იმით ვიმართლებ თავს, რომ მალე მინდოდა დადება და ვერ ვისვენებდი, ვეღარ ვამთავრებდი :დდ მომდევნო გპირდები, რომ გაცილებით დიდი იქნება.
ვაიმე, შენი თქმის არ იყოს, დამა ქალ პერსონაჟებზე ვგიჟდები. მგონი დავბერდი და 20-25 წლის ხალხზე ვეღარ ვწერ :დდდ
მალე დავბრუნდები, გყვარობ :*

 


№3 სტუმარი ნანე

ეს გოგო გენიოსია. ჯერ კიდევ როდის ვთქვი ეს. უმაგრესია ამ საიტზეც, ყველა სივრცეშიც და ყველა პლატფორმაზეც. გავა წლები და ენ ჯეინი ყველას ეცოდინება. ჩამოყალიბებული მწერალია, ხელები ამიწევია.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნანე
ეს გოგო გენიოსია. ჯერ კიდევ როდის ვთქვი ეს. უმაგრესია ამ საიტზეც, ყველა სივრცეშიც და ყველა პლატფორმაზეც. გავა წლები და ენ ჯეინი ყველას ეცოდინება. ჩამოყალიბებული მწერალია, ხელები ამიწევია.



ვაიმეეე, ძალიან დიდი მადლობა ნანეე <3 არ ველოდი ნამდვილად მსგავს შეფასებას. გაიხარე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent