შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

###


11-03-2021, 21:56
ავტორი ლურჯი მზე
ნანახია 1 123

ჩემი სიყვარული სუფთაა,
ახალ გარეცხილი სარეცხივით,
თუმცა არადროს ვფენ სარეცხის თოკზე,
მეშინია წვიმა არ მოვიდეს და დამისველოს,
ქარი მივიდეს და დაიმტვეროს.
ჩემი სიყვარული ღმერთივით დიდია,
მიუწვდომელი და გამჭირვალე,
თუმცა არსებობს ჩემში,
დამალული და გაუმხელელი,
რწმენასავეთ ძლიერი,
რწმენა ღმერთის და სიყვარულის.
ჩემში თორმეტივე მოციქული ცხოვროვს,
და მაინც ყველაზე მეტია ჩემში იუდა,
მიყვარს ერთი და მაინც,
იუდასავეთ ოცდაათ ვერცხლად ვყიდულობ ღიმილებს,
ოცდაათ ვერცხლად ვყიდი ემოციებს,
განცდებს,
თუმცა არა გრძნობებს,
გრძნობებს ვინახავ.
ჩემი სიყვარული ცაში ცხოვრობს,
იქ დავასახლე,
ხელისგულებით ავიყვანე,
შორს მინდა მყავდეს,
გავუფრთხილდე რომ არავინ დააზიანოს,
რომ არავინ ავნოს.
ჩემი სიყვარული ჩემშია დამარხული,
ღმერთივით ცხოვრობს ჩემში,
ხანდსხან ვკლავ და მერე აღდსდგება,
ყოველი დამარხვის შემდეგ აღდგომას ავღნიშნავ,
სამარხი ჩემი გულია,
საიდანაც ვიცი არასდროს გავუშვებ.
ვაცხოვრებ , დავიტევ ისე როგორც ღმერთის რწმენა ცხოვრობს ჩემში.
ჩემი სიყვარულო დიდი და წმინდაა,
და მაინც ყოველდღე ვღალატობ,
ფიქრებით,
ვღალატობ ჩემთვის და ვასამართლებ საკუთარ თავს,
ჯვარზე გაკრული ცოდვილივით.
გოლგოთაზე ამყავს ჩემი თავი სასჯელისთვის,
ღატისთვის,
თუმცა არავინ ჩანს ვინც დამსჯის,
მე ვარ საკუთარი თავის დამსჯელიც და მოსამართლეც.
ჩემი სიყვარული ყველაზე დიდი,
მიუწვდომელი,
რომელიც არასდროს იქნება ჩემთაბ,
თუმცა ყოველთვის იქნება ჩემში,
იცხოვრებს
ჩემში ღმერთივით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent