შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანა. თავი 2


17-03-2024, 22:19
ავტორი katiusha
ნანახია 1 147

ბათუმში ბოლოს რომ იყო მას მერე დიდი დრო გასულიყო.რამდენი რამე შეცვლილიყო,როგორ გალამაზებულიყო აქაურობა.მარტო რომ წამოსულიყო ალბათ ვერაფერს ვერ მიაგნებდა….
გაკვირვებული ათვალიერებდა ირგვლივ შენობებს,უზარმაზარი ვიტრინების მქონე მაღაზიებს,საიდანაც მანეკენებზე მორგებული ულამაზესი ტანსაცმელი უმზერდა.ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ კაფეებს…
ტრანსპორტიდან ჩამოვიდნენ და ტროტუარს ფეხით გაუყვნენ.დაახლოებით ოცი წუთი იარეს.ანამ ზღვას მოჰკრა თვალი და შინაგანი მღელვარება დაეწყო. ზღვისპირეთში გაზრდილს არასდროს ენახა ზღვა.მისი კლასელები და თანატოლები,როცა სკოლა იწყებოდა, ყოველთვის ყვებოდნენ როგორ დაისვენეს,გაერთნენ და კარგი დრო გაატარეს ზღვაზე.მას კი მხოლოდ ტელევიზორში ჰქონდა ნანახი.ახლა საკუთარი თვალით ხედავდა როგორ ლივლივებდა შავი ზღვა…
კაფე,სადაც გაჩერდნენ ზღვასთან ძალიან ახლოს იყო.მხოლოდ რამდენიმე მეტრიანი ნაპირი ჰყოფდა მათ.
პატარა,მაგრამ სადა და გემოვნებიანი კაფე იყო.გვერდებიდან ხისგან გაკეთებული დეკორატიული ღობე ჰქონდა შემოვლებული.წინა მხარე მთლიანად ღია იყო და ზღვას უყურებდა,მხოლოდ ერთი მეტრის სიმაღლის ღობე ჰქონდა ასევე დეკორატიული ყვავილებით გაფორმებული. წვიმისგან დასაცავად სახურავი გადაეფარებინათ.
კაფე ორ ნაწილად იყო გაყოფილი. მაგიდები დარბაზშიც იდგა.მის უკან იყო ბარი და ბარის უკან სამზარეულო.
მამამისი დაუკითხავად შევიდა შიგნით და ანა შესასვლელთან დატოვა.გოგონამ თვალი ვერ მოსწყვიტა იქაურობას. ხალხმრავლობა იყო სანაპიროზე.მზეც უფრო აცხუნებდა.
რამდენიმე წამი არ იყო გასული,რომ ანას მისი სახელი მოესმა და სწრაფად მოტრიალდა შესასვლელისკენ.მამას გვერდით ალბათ დედამისის ასაკის ლამაზი ქალბატონი მოჰყვებოდ.უნებურად დედას შეადარა და შეეცოდა კიდეც ის გულის სიღრმეში.მას ასე ჩაცმა ალბათ არასდროს ეღირსებოდა ქმრის ხელში.
-ეს ანაა.ეს კი ჩემი დეიდაშვილი სანიე.
-რა ლამაზი გოგო გყოლია ჯანო,- აღფრთოვანება ვერ დამალა ქალმა ანას დანახვაზე.-მოდი,შიგნით შევიდეთ.
ქალი დარბაზის სიღრმისკენ წავიდა და პატარა კაბინეტში შეუძღვა.
-ბოდიში,აქ ცოტა არეულობაა.-ქალმა სკამზე მიკიდული ტანსაცმელი გვერდით გადააწყო და კაცს ანიშნა დაჯექიო.ანა კი გვერდით მოისვა.
-რატომ გინდა მუშაობა?-ჰკითხა ქალმა.
პასუხი დეიდაშვილმა გასცა.
-მისგან სხვა სარგებელი მაინც არ არის.
-მე მას ვეკითხები.
-ოჯახს რომ დავეხმარო.-უპასუხა ანამ ურეაქციოდ.
-სკოლაში არ დადიხარ?
-ხანდახან.
-სანიე ახლა ამის დროა?მითხარი დაიტოვებ,თუ არა?
-დავტოვებ.
-ესეგი შეუძლია დღესვე დაიწყოს მუშაობა?
-კი ახლავე.შენ წადი სახლში დაბრუნდი, ორი-სამი დღე დავიტოვებ აქ და მერე გამოვუშვებ სახლში.
-აქ დარჩება?-ყოყმანობდა,მაგრამ გადაწყვეტილებ მაინც მიიღო.-საღამოს მოვაკითხავ.ღამით არ დავტოვებ.რა იცი რა ხდება.გასათხოვარი გოგოა.ხალხი ილაპარაკებს.
-ხალხმა იმაზე მეტი რა უნდა ილაპარაკოს, რაც ისედაც არის?-წაჰკბინა სანიემ. დეიდაშვილი მიუხვდა რაც იგულისხმა, მაგრამ ჭკუა იხმარა და გაჩუმება ამჯობინა.ფულის სურვილმა სძლია.
-არ გვინდა დეიდაშვილო.ამის დრო არ არის.სანამ წავალ არ დამპატიჟებ? -მოურიდებლად ჰკითხა ჯანომ და სავარძელში გაიჭიმა.სანიეს მისი უტაქტობაც არ მოეწონა,მაგრამ არაფერი უთქვამს,კონფლიქტს მოერიდა.
-წადი მაგიდასთან დაჯექი და მიმტანს შეუკვეთე ყველაფერი.
როგორც კი მამა გავიდა,ანა უხერხულად აიწურა და მორიდებისგან თითებს დაუწყო წვალება.ჯერ თავის ფეხსაცმელებს დახედა,მერე იმ ქალბატონის.მერე რა რომ ნათესავები იყვნენ,მისთვის ქალბატონი იყო,თანაც უცხო აბა რა იყო.
შერცხვა და ფეხების დამალვა სცადა. ქალმა რატომღაც შეამჩნია ეს,მაგრამ ისე მოიქცა რომ ანას უხერხულობა არ ეგრძო.
-მე ყველაფერი ვიცი…
გოგო გაისუსა და ძლივს შეეცადა რომ ცრემლი დაემალა,მაგრამ თვალები მაინც დაენისლა.
-თუ საშუალებას მომცემ და ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც გეტყვი,იმ წყეული სახლიდან და სოფლიდან თავს დააღწევ.
-ამას ჩემთვის გააკეთებ?-იმედის სხივი გაუკრთა თვალებში ანას და მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად გაიღიმა.
-ამას დეიდას თხოვნის გამო გავაკეთებ.და კიდევ…-სანიე უცებ გაჩუმდა და სახე დაუსევდიანდა.მაგრამ გამოუცდელ ანას ეს არ შეუმჩნევია.
-როდის შემიძლია დავიწყო მუშაობა?
-ახლავე.
-რა უნდა გავაკეთო?
-დასაწყისში სამზარეულოში ჭურჭელს დარეცხავ.პარალელურად რაღაცეებს გასწავლი.წამოდი,აქაურობას დაგათვალიერებინებ.
სანიემ ანას ხელი მოჰკიდა და კაბინეტიდან გამოვიდნენ,თან ერთი წინსაფარი გამოიყოლა და ანას მიაწოდა.
-ეს დაგჭირდება.მაგრამ ჩაცმულობასაც უნდა მივხედოთ.ხვალ ცოტაოდენ ტანსაცმელს მოგიტან.ახალი არ არის, მაგრამ ამას აჯობებს.
ასეთ დროს,როცა ანას ვინმე ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს აძლევდა შეცოდების ნიშნად,ყოველთვის საშინლად ბრაზდებოდა გულის სიღრმეში და თავბედს იწყევლიდა რომ გაჩნდა. ყველასი და ყველაფრის სცხვენოდა. იმისიც კი სცხვენოდა რომ ვიღაცა მას სამადლოდ ეხმარებოდა.
სანიემ სამზარეულოში შეიყვანა.იქ ორი შუახნის ასაკის ქალბატონი დახვდა და ერთიც ახალგაზრდა გოგონა დაახლოებით ოცდახუთ წლამდე.რომელსაც განსხვავებული ტანსაცმელი ეცვა და თავზე მზარეულის ქუდი ეხურა.
-გაიცანით ეს ანაა.ეს ჩვენი შეფ-მზარეულია ნათია.ეს მისი დამხმარე - თინა,ეს კი ჩვენი მარინაა-აქაურობა ასე ლამაზად რომ გამოიყურება მისი დამსახურებაა.
-ბოლი დროს ცოტა ასაკი დამეტყო, -გაეცინა ქალს.-საქმეს ისე ვეღარ ვასწრებ, როგორც ადრე.
-მე,შენ და ეს კაფე ერთად ვბერდებით ჩემო მარინა.-რაღაცნაირად სევდიანად ჩაილაპარაკა სანიემ.
-ეს გოგო აქედანვე არ დავაფრთხოთ. ასეთი პატარა ვინ გამოგიშვა სამუშაოდ? -თინამ მხარზე მოხვია ხელი და შვილივით მიიხუტა. ბებიის შემდეგ პირველი ადამიანი იყო ვინც ასე თბილად ჩაეხუტა.იმდენად უცხო იყო ეს მისთვის,რა მოემოქმედებინა ან რა ეთქვა არ იცოდა.
-ლაპარაკი ხომ იცი შვილო?-ჰკითხა მარინამ და ონკანი მოუშვა რომ მოგროვებული ჭურჭელი დაერეცხა.
-დიახ.-მოკლე პასუხით შემოიფარგლა ანა.
-კარგი,მესმის შენი,პირველი დღეა,უცხოდ ხარ,გცხვენია.მაგრამ არაუშავს. ყველაფერს მიეჩვევი,-ისევ აქტიურობა განაგრძო მარინამ.-მოდი ჩემთან,აგიხსნი რა გევალება და რაში უნდა მომეხმარო.
-მიდი ანა,ყველაფერს გასწავლის.-ნება დართო სანიემ.-მე წავალ გოგოებო და ანას თქვენ გაბარებთ.-ვიცი ისე მიიღებთ როგორც საკუთარი ოჯახის წევრს.
სანიემ იქაურობა დატოვა და ყველამ თავის საქმე განაგრძო.მარინამ დასვრილი თეფში აიღო,ონკანს მიუშვირა და დაიწყო:-ამას ჯერ გამდინარე წყალში გავრეცხთ,მერე გავავლებთ და ჩავდებთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში,რომ გასტერილდეს.მერე გამოვიღებთ და ამ საშრობზე მოვათავსებთ….
საღამოს ისე იყო დაღლილი,ხელებს და ფეხებს ძლივს ამოძრავებდა.მძიმე თეფშების რეცხვისგან დაჭიმულ მაჯებს და თითებს დროდადრო იზელავდა. ხანდახან გვერდით მჯომ მამას გახედავდა,რომელიც მის ლოდინში მთელი დღე ბათუმში დაბორიალობდა და ხანდახან ხალხს ფულსაც სთხოვდა დასახმარებლად,რომ საჭმელი ეყიდა და სასმელი დაეყოლებინა.მართალია ბევრი ვერ მოაგროვა,მაგრამ ცოტაოდენი სასმელისთვის ნამდვილად ეყო.
ანამ,როცა მამა ასეთ მდგომარეობაში დაინახა,მაშინვე არ ესიამოვნა.გულში იმას ნატრობდა არ შემარცხვინოს ამდენი ხალხის წინო.მაგრამ მამა რაღაცნაირად დამტკბარი ეჩვენა.
სანიემ დღის ბოლოს ანაზღაურება რომ მისცა,მაშინვე ბებიის ნათქვამი გაახსენდა,იმ ორმოცი ლარიდან ათი ლარი ჩუმად შეინახა ჩანთაში.დანარჩენი ჯიბეში ჩაიდო.იცოდა საღამოს მის ნაშრომს უსირცხვილოდ გამოართმევდნენ და გზის ფულსაც არ დაუტოვებდნენ.
პირველად იმ საღამოს სახლში სიმშვიდე იყო.მაშინვე მიხვდა მიზეზს.არც მას გაურთულებია სიტუაცია,ფული მაგიდაზე დადო და ადრიანად დაწვა დასაძინებლად.არავის უკითხავს როგორ იყო,როგორ ჩაიარა სამუშაო დღემ?რატომ სტკიოდა სული სხეულთან ერთად.რატომ წავიდა ადრიანად დასაძინებლად.ამას მიჩვეული იყო ისედაც.ერთადერთი ბებიამ ჰკითხა და იმასაც მოკლედ უპასუხა. დაძინებამდე ის ფული ჩუმად შეინახა ჩანთაში,შიდა ჯიბეს სარჩული გაუჭრა პატარაზე და იქ ჩააცურა.
ეს ათი ლარი ახალი ცხოვრების დასაწყებად და აქედან თავის დასაღწევად პირველი გადადგმული ნაბიჯი იყო.პატარა იმედის პირველი ნაპერწკალი.გულში სულ პატარა სიხარულის სხივი აგიზგიზდა და იმ ღამით პირველად მიეცა ანას მშვიდად დაძინების უფლება…..
✅️✅️✅️✅️✅️✅️✅️
მომდევნო ოთხი დღის მანძილზე ყველა დღის დასაწყისი ერთნაირი იყო. ადრიანად დგებოდა,მოწესრიგდებოდა და მამასთან ერთად პირველივე ტრანსპორტს მიჰყვებოდა ბათუმში.
ყოველდღე თითქოს უფრო უმარტივდებოდა საქმე და ისე აღარ იღლებოდა.მიჩვეული იყო.განა სახლში უფრო მეტ რამეს არ აკეთებდა?
სამაგიეროდ მისი ცხოვრება თითქოს შეიცვალა,სხვანაირი გახდა.
ახალ სამსახურში არავინ ექცეოდა ცუდად. მართალია გრძნობდა ყველას რომ ეცოდებოდა,მითუმეტეს მამამისს რომ ხედავდნენ და მის ჩაცმულობასაც,მაგრამ ამით არავის უგრძნობინებია რომ ის იმ საცოდავი ოჯახის წევრი იყო.
ნელ-ნელა ანაც გაიხსნა მათთან. ის კომპლექსი რაც მისმა წარმომავლობამ გაუჩინა,მაინც თან სდევდა.
შესვენებაზე ან როცა თავისუფალი დრო ჰქონდა,წიგნი ეჭირა ხელში და კითხულობდა.ეს არავის დარჩენია შეუმჩნეველი.
ერთ დღესაც თინამ ვერ მოითმინა, გვერდით მიუჯდა და ჰკითხა.
-სკოლაში რატომ არ დადიხარ?შენი ასაკის ბავშვები იქ უნდა იყვნენ ახლა და აქ ჭურჭელს არ უნდა რეცხავდნენ.
-სკოლაში არ მიშვებენ..
-ეს როგორ შეიძლება?-აღშფოთდა ქალი.
-ზოგჯერ ჩუმად მივდიოდი,სანამ ისინი სახლში არ იყვნენ,მაგრამ მერე მეც დამეკარგა სურვილი.
-რატომ?
-იქ ყველა დამცინის..მასწავლებლებსაც ჰგონიათ რომ არაფერი არ ვიცი და სანამ ჩემს მოყოლილს მოისმენენ,მანამდე მამცირებენ.მერე უკვე მე აღარ მინდა მოყოლა და ვჩუმდები.
-ეგ უნამუსოები,-მიაწყევლა ქალმა.
-შენი ოჯახის წევრები არაფერს ამბობენ?- ჩაერთო ჩუმად მყოფი თინა და თან ხახვს ჭრიდა,დროდადრო ცრემლს მოიწმენდდა.
-ჩემები?მათთვის უბრალოდ მონა ვარ, რომელსაც ევალება ყველაფრის კეთება, რაც კი შეიძლება ოჯახში გასაკეთებელი იყოს.მხოლოდ ბებია ზრუნავს ჩემზე.მისი დამსახურებაა აქ რომ ვარ.
-შვილს როგორ შეიძლება ასე მოექცე?- ისევ ცრემლი მოიწმინდა თინამ.
-ანა რა მოგწონს?რა გინდა გამიხვიდე?- ჰკითხანათიამ.რომელიც ჩუმად უსმენდა მათ საუბარს.
-ბავშვობაში ექიმი მინდოდა გამოვსულიყავი,პატარა ბავშვები ძალიან მიყვარს.მაგრამ ბოლო დროს რაც სამზარეულოც გახდა ჩემი თავშესაფარი, რაღაცნაირად კერძების მომზადებაც მომეწონა.
-ეს საკმაოდ რთული პროფესიაა.შენ უნდა შექმნა ისეთი კერძი,რომელიც შეიძლება შენ მოგწონდეს,მაგრამ კლიენტს არ მოეწონოს.ყოველთვის მათი სურვილი უნდა გაითვალისწინო.
-მთელი ცხოვრებაა ასე ვარ ნათია. -უპასუხა ანამ.-რაც თავი მახსოვს სულ სხვაზე ვზრუნავ,სხვისთვის ვაკეთებ ყველაფერს…-დასევდიანდა ანა.
-ახლა არ იტირო.-დაუყვავა თინამ.-შენ რადგან აქ ხარ,ჩათვალე რომ ჩვენ ვიქნებით შენი ოჯახი.
-გოგოებო უსაქმოდ ხართ?-ღიმილით შემოანათა სანიემ,მგარამ მათ სახეებს რომ შეხედა,მიხვდა რაღაც მომხდარიყო.
-მშვიდობა გაქვთ?-ჰკითხა.
-დიახ დეიდა სანიე,ყველაფერი კარგადაა. ყველას დაასწრო პასუხი ანამ და წამოდგა.-წავალ ჭურჭელს მივხედავ.
-რა მოხდა?-იკითხა ქალმა დაბალი ტონით,როცა ანა საკმაო მანძილით დაშორდა.
-ისეთი არაფერი.უბრალოდ ძალიან მეცოდება.
-რამე თქვა მარინა?
-ლაპარაკი არ უყვარს,მაგრამ ვხვდები რომ ოჯახში საშინლად ექცევიან.
-მიდი თქვენ იმუშავეთ,ამ საქმეს მე მივხედავ.-სანიემ სამზარეულო დატოვა და დარბაზში დაბრუნდა.იქაურობას თვალი მოავლო.ნაცნობი სახე ვერ დაინახა.მერე გარეთ გამოვიდა.არც იქ იყო.ეტყობა დასალევი იშოვაო,-გაიფიქრა და ისევ უკან დაბრუბდა.
საღამოს ანას მამამ მოაკითხა.ისევ ნასვანი იყო კაცი.ამჯერად ხასიათზეც ეტყობოდა რომ უგუნებოდ იყო.გოგომ ჩუმად გადამალა ფულის ნაწილი,ნაწილი მამას მიაწოდა.
-ამ კაპიკებზე გამუშავებს ეს წუწურაქი? -მკლავზე წამოარტყა და ხელის კვრით ანიშა წინ წადიო.
ტრანსპორტში ანას წინ ახალგაზრდა ბიჭი დაუჯდა.გოგოს არც შეუმჩნევია,ისე იყო მომწყდარი რეალობას,დაღლილობისგან თვალები მიელულა.სამაგიეროდ მამამისს ყველაფერი სხვანაირად ეჩვენა,ჯერ ითმინა,ითმინა,რამდენჯერმე გახედა ბიჭს მტაცებლური მზერით.მერე კი ამოხეთქა.
-ვის უყურებ?
-მეე?-დაიბნა ბიჭი.
-ხო შენ.მე შენი….იფეთქა და მისკენ გაიწია.საბედნიეროდ ბიჭი ყოჩაღი აღმოჩნდა და კაცის მოქნეული ხელი მაშინვე აიცილა.თუმცა მაინც შეებნენ. ანამ თვალები დააჭყიტა.სანამ გამოერკვა რა ხდებოდა,იქ მყოფებმა გააშველეს. მერე საერთოდაც გააჩერეს ტრანსპორტი და მამა-შვილს ძირს უკრეს თავი.
-რას აკეთებ?-ავტობუსს გაეკიდა მამამისი, მაგრამ მან კარი ცხვირწინ დაუკეტა და ისეთი სისწრაფით დაძრა ადგილიდან, ორივეს მტვერი მიაყარა.
-ეს გინდოდა?მიაღწიე შენსას?-პირველად უსაყვედურა გოგომ.
-შენ კიდევ ხმას იღებ?ყველაფერი შენს გამო მოხდა.რას უბრიალებდი თვალებს იმ ბიჭს?-შეტევაზე გადავიდა კაცი.
-რას ამბობ მამა?მეძინა,არც კი დამინახავს ვინ იჯდა ჩემს წინ.
-გაჩვენებ მე შენ ძილს.დამაცადე.მივიდეთ სახლში.-დაემუქრა და ბარბაცით გაუყვა გზას.ანაც უკან აედევნა.უკვე იცოდა სახლში კარგი არაფერი ელოდა.კიდევ კარგი სოფლიდან შორს არ იყვნენ.მთელი დღის დაქანცულს ახლა ეს უნდოდა….
ბებიას არ დაეძინა.მათი დაბრუნების დროს რომ დიდი ხანი გადასცდა ანერვიულდა და გარეთ გამოვიდა.ქუჩაში გაიხედა,მაგრამ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო.ისევ უკან შებრუნდა და ფრთხილად გააღვიძა რძალი.
-შენ რა დედა ხარ?როგორ გძინავს როცა შენი შვილი სახლში არ დაბრუნებულა.
-რა გინდა ქალო?დამაძინე.მთელი დღე ყანაში ვმუშაობდი ამ სიცხეში.ძვალი და რბილი მტკივა.-გამოსძახა ქალმა ისე რომ საწოლიდან არ ამდგარა და არც თვალები გაუხელია.
-შვილი არ უნდა მოიკითხო?ან ქმარი?
-მამამისთან არის,არაფერი დაუშავდება. მალე მოვლენ.-გვერდი იცვალა ქალმა.
-მამამისთან რომ არის იმიტომაც ვნერვიულობ.-ჩაილაპარაკა მოხუცმა და ისევ გარეთ გავიდა.სწორედ ამ დროს ეზოში ანაც დაინახა და სახე გაუნათდა.
-მადლობა ღმერთს მშვიდობით მოხვედი.
მოდი ბებო გენაცვალოს ჩაგეხუტო.
-დედაჩემო მე არ უნდა მიკითხო?
-შენ შენმა ცოლმა გიკითხოს,მშვიდად რომ სძინავს საწოლში.-არ ჩამორჩა ქალი.
-ხანდახან როგორ მწარედ იცი თქმა.
-შენთვის ბავშვობაში უნდა მომეცხო კარგად ერთი ორი მწარედ და ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდით.იქნებ ცოტა მაინც შეგრჩენოდა ჭკუა რომ იმ შენს უსაქმურ და ლოთ ძმაკაცებს არ გადაყროდი.იქნებ ის სახლიც შეგვრჩენოდა და ასე სამადლოდ, სხვისი ხელის შემყურე არ ვყოფილიყავით.
-როდემდე უნდა მახსენო ეგ ამბავი?აღარ უნდა დაივიწყო?
-სანამ ცოცხალი ვარ არა.ყოველთვის შეგახსენებ რომ შენი უნიათობის გამო დაკარგე ის სახლი,სხვა თუ არაფერი ბავშვებს ნორმალური სახლ-კარი და ეზო მაინც ექნებოდათ.
-დღეს ისედაც ნერვებზე ვარ დედაჩემო და შენ არ შემრჩე ხელში.-ხმას აუწია შვილმა,უბიდან პატარა არყის ბოთლი ამოაძვრინა და ეგრევე მოიყუდა.
-ეგ დაგრჩა რომ დედაზე ასწიო ხელი .-მიაძახა დედამ და სახლში შევიდა.
-რა გინდა?რათ აღიზიანებ?-კარში შეეჩეხა რძალი,რომელსაც ქმრის დაბრუნება გაეგო და ადგა რომ მიეხედა.
-მიდი,რამე გაუტანე,სასმელს მიაყოლოს, ყელი არ ჩაეწვას.-მიაძახა დედამთილმა და უკვე თავის ოთახში იყო.ანას ყურებზე აეფარებინა ხელი და ისე იწვა.
-ბებო გენაცვალოს.-თავზე გადაუსვა ხელი მოხუცმა.
-როგორ მძულს აქაურობა.როგორ მძულს ყველაფერი.-თავი ვერ შეიკავა ანამ და ცრემლები წამოუვიდა.
-ნუ ტირიხარ ბებო.მალე ყველაფერი კარგად იქნება.
- აღარ ვიცი რა არის კარგი და რა ცუდი.
-როგორ არ იცი?აი სამსახური დაიწყე, სახლიდან გადიხარ.იქნებ ისე მოახერხო, აქედან წახვიდე.აქ არ დარჩე იცოდე, თორემ ვერასოდეს გაიგებ რა ხდება ამ სახლს მიღმა.ვერასოდეს გაიგებ როგორია სამყარო ამის იქით და არასოდეს იქნები ბედნიერი.
-ჩვენნაირებისთვის ბედნიერების კარი დახურულია ბებია.-უპასუხა გოგომ, გადაბრუნდა და თვალები დახუჭა.
*******
დილით ისევ ყველას დაასწრო ადგომა.
დასვენების დღე ჰქონდა და სკოლაში წასვლა გადაწყვიტა.მანამდე საუზმეს მოვამზადებო იფიქრა და ღუმელს შეშა შეუკეთა.არჩევანი დიდი არ იყო. ისევ მაკარონი შერჩა ხელში.
-გუშინ შენი სკოლის დირექტორი შემხვდა. -თავზე წამოადგა დედა.უგულოდ მიგდებულმა წინადადებამ ანას კიდევ ერთხელ დასწყვიტა გული.
-რა უნდოდა?
-თქვა ერთხელ მაინც მოვიდეს სკოლაში კლასში რომ არ დარჩეს და ცხრა კლასის დამამთავრებელი საბუთი მაინც აიღოსო.
-მივალ დღეს.-უპასუხა და მაკარონი ადუღებულ წყალში ჩაყარა.დედას დაუტოვა მისახედად და სკოლაში წავიდა.
პირველი გაკვეთილი ქართული ჰქონდა. ცოტა დააგვიანა.მორიდებით დააკაკუნა საკლასო ოთახის კარზე.
-გამოჩნდა ახალი მთვარე.-ჩაილაპარაკა ქალმა,რასაც კლასიდან ბავშვების სიცილის ხმა მოჰყვა.-დაჯექი.
ანამ თავისუფალი ადგილი დაიკავა. კლასელებს გადახედა.ზოგი დაეჯღანა, ზოგმა დამცინავად გამოხედა, ზოგიერთისგან სიბრალული იგრძნო.ამან ყველაზე მეტად გააბრაზა.თავისი უძლურება უფრო მეტად აგიჟებდა.კიდევ უფრო მეტად მოუნდა რომ ამ სამყაროსგან თავი დაეღწია.
-ანა.-მოესმა მასწავლებლის ხმა.-დაწერე.
გოგომ მაშინ შეამჩნია რომ წინ ტესტი ედო.პირველივე სტრიქონს გადაავლო თვალი,კალამი აიღო და სწორი პასუხი შემოხაზა.მისდაგასაოცრად ყველაზე ადრე მორჩა წერას.კლასელებს გადახედა. ზოგი ისევ პირველ გვერდზე იყო,ზოგი ამთავრებდა.
-ანა რატომ არ წერ?
-მოვრჩი მასწავლებელო.-უპასუხა მორიდებით.
-დაასრულე?-წარბებს ქვემოდან გამოხედა ქალმა და შეეცადა გაოცება დაემალა. -თუმცა რა მიკვირს?რაც არ იცი იმას რა დიდი დრო დასჭირდებოდა.-ფარული გესლი გადმოანთხია მასწავლებელმა და ანიშნა მომიტანეო.
ანა ადგა და თავის ნაწერი მიაწოდა. ქალმა სათვალე შეისწორა და გასწორება იქვე დაიწყო.ანა შიშისკანკალით ელოდა პასუხს.ქალს დაძაბულობა შეეტყო და ისიც ანერვიულდა.არადა დარწმუნებული იყო რომ სწორად დაწერა.
-გადაწერე?-ქალმა სათვალე მაგიდაზე დადო და ცხვირწინ აუფრიალა ნაწერი.
-არა მასწავლებელო.
-შენ გინდა მითხრა რომ ეს თვითონ დაწერე?ასეთი სირთულის ტესტი?
ბავშვებში სიცილის ხმა გაისმა.
-დიახ.
-შენ ვის იგდებ მასხარად?მთელი წლის განმავლობაში გაკვეთილზე რამდენჯერმე გხედავ და ასე იცი საგანი?ასეთი გენიოსი თუ ხარ წადი შვილო პირდაპირ უნივერსიტეტში?რატომ ცდები სკოლაში.
-ხმას აუწია ქალმა და უკვე აღარც მალავდა ზიზღს.
ანა ვერ მიხვდა რა დააშავა ან ამ ქალს რა დაუშავა?რატომ ვერ იტანდა ასე.რატომ ვერ პოულობდა თანაკლასელებში თანადგომას.რატომ დასცინოდა ყველა.
-მაგრამ მე ხომ სწორად დავწერე? -აუცრემლიანდა თვალები.
-გადაწერილი გაქვს.წადი დაჯექი, სამათხოვრო ნიშანს დაგიწერ რომ კლასში არ დარჩე.იმედია უმაღლეს შეფასებას არ ელოდები.
იმდენად დასწყდა გული,ინანა ყოველი გათენებული ღამე და ყოველი დახარჯული წუთი სწავლისთვის რომ გამოძებნიდა.
გაკვეთილის ბოლომდე თავდახრილი იჯდა,იატაკს უყურებდა და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას, რომელიც მის დახრჩობას აპირებდა,ამაოდ ცდილობდა.კიდევ კარგი მალე დაირეკა ზარი.კლასი ისე დაცარიელდა არავის გახსენებია ანა. იჯდა ეულად,ცარიელ კედლებს შორის და იმ ცრემლებს გასაქანი მისცა,რომელსაც აქამდე იკავებდა.კიდევ კარგი ბოლო გაკვეთილი იყო და აღარავინ შემოვიდოდა.უყურებდა მის წინ გადაშლილ წიგნს და თავს ძლივს იმორჩილებდა რომ არ დაეხია.
უცებ თავზე ვიღაც წამოადგა.აიხედა და მანდატური დაინახა.
-შემოვლაზე ვიყავი რომ დავრწმუნდე ყველა წავიდა თუ არა.-უთხრა მან.ანას ეს გოგო ძალიან მოსწონდა.მისგან ბევრჯერ უგრძვნია სითბო და კარგი დამოკიდებულება.
-აქ რატომ ხარ?არ მიდიხარ?შენ ხომ გაკვეთილები დაგიმთავრდა.
-ახლავე წავალ.-წიგნი დახურა და ჩანთაში ჩაიდო.ცრემლების დამალვას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-ანა რა ხდება?-გვერდით მიუჯდა გოგო და წასვლის საშუალება არ მისცა.
-არაფერი.-კვლავ უარი უთხრა ანამ
-არაფრის გამო არ ტირიან.მემგონი ვიმსახურებ შენს ნდობას.-უსაყვედურა გოგომ.
-რატომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვისი დამცირება სიამოვნებთ?
-ეჰ,ჩემო კარგო.მემგონი ეს ისეთი კითხვაა,რომელზე პასუხიც არ არსებობს.- ამოიოხრა გოგომ.-მივხვდი რაშიცაა საქმე.
-მასწავლებელმა შეფასება არ დამიწერა. არადა ტესტი სწორად დავწერე.მითხრა გადაიწერდიო.მე კიდევ მართლა ყველაფერზე ვიცოდი პასუხი.როგორც კი თავისუფალ დროს ვპოულობ ვცდილობ ვიმეცადინო.მან კი დამამცირა.-ერთიანად ამოხეთქა გოგომ გულისტკივილი.- ყველამ დამცინა.პასუხი არავინ გასცა.არავინ არ უთხრა რომ ასე არ მოქცეულიყო.ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება რომ მე ღარიბი ვარ.რომ მათნაირი არ ვარ.
-დამშვიდდი ჩემო კარგო.-ხელი მოხვია ქალმა.-ასეთ ადამიანებს,ასეთ სიტუაციას ხშირად შეიძლება შეხვდე ცხოვრებაში. მაგრამ შენ გული არ გაიტეხო.არ დანებდე. აჩვენე მათ რომ შენ შეიძლება ღარიბი ხარ ფინანსურად,მაგრამ სულიერად ხარ მდიდარი.შენ უნდა შეძლო რომ ცხოვრებაში იმას მიაღწიო,რაზეც ოცნებობ.
-ჩემნაირებისთვის ოცნებები არ ხდება.- უპასუხა ანამ,წამოდგა,ჩანთა მოიკიდა და საკლასო ოთახიდან გავიდა.
******
სახლში საშინელ ხასიათზე დაბრუნდა. კიდევ უარესი იქ ელოდა.მამამისი კარგად გამომთვრალიყო და ჩხუბის მიზეზს ეძებდა. ანა რომ დაინახა მთელი ბოღმა და აგრესია მისკენ მიმართა.
-მე შენ რა გითხარი?არ გითხარი სახლიდან მხოლოდ მაშინ წახვალ როცა მე გეტყვი.შენ მხოლოდ სამსახურში წახვალ ჩემთან ერთად.სხვაგან არა.- მკლავში ხელი მოჰკიდა და სახლში შეათრია.
-გამიშვი მამა.სკოლაში ვიყავი. დირექტორმა დამიბარა.სასწავლო წელი სრულდება.-ხელის გაშვებას ცდილობდა ანა.
-ფეხებზე მკი..ა შენი დირექტორი,შენი სკოლა,შენი სწავლა.შენ სახლში უნდა იყო ან სამსახურში.-ანამ პირველად ვერც იგრძნო როგორ მოხვდა სახეში მამის მწარე ხელი,ვერც მეორე და ვერც ის როფორ წამოუვიდა ტუჩიდან სისხლი. ცდილობდამისგან თავი დაეღწია.ამაოდ ცდილიბდა ბებია მათ გაშველებას. ქალს ხელი ჰკრა შვილმა და იატაკზე გადავარდა.
-რას აკეთებ?თავი დაანებე.ხელი გაუშვი.- ეხვეწებოდა ქალი.უძლურებისგან საკუთარ თავზე ბრაზობდა რომ ვერ ეხმარებოდა შვილიშვილს.მხოლოდ სწყევლიდა შვილს.
-რა დაგიშავე?რატომ მექცევი ასე? -ტიროდა ანა.
-რა დავაშავეო?კიდევ რომ ბედავს და მეკითხება.სახლიდან გარეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში გახვალ როცა სამუშაოდ მოგიწევს წასვლა.დაივიწყე სკოლა, ბავშვები,გართობა,სწავლა…-ღრიალებდა კაცი,კიდევ ერთხელ იგემა ანამ მისი ხელის სიმწარე ბეჭებში და იატაკზე გადაგორდა.უხერხულად დაეცა და მკლავის ტკივილმა ინსტიქტურად არაამქვეყნიური ხმა ამოაშვებინა.
არავინ იყო ქვეყანაზე მისი მშველელი. ესმოდა სოფელს,ესმოდა მეზობელს, ესმოდა დედას,ნათესავს,მაგრამ ყველა დუმდა.დუმილი კი ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი დანაშაული იყო….
******
მარილიანი წყლით უზელდა ბებია მკლავს ანას.ყოველი ხელის მოძრაობაზე ძლიერად სტკიოდა,მაგრამ სულიერად უფრო მეტად სტკიოდა თუ ფიზიკურად უკვე ვეღარ იგებდა.
გვერდით ოთახში გალეშილ მამას ეძინა. სულ არ ადარდებდა რა ჩაიდინა რამდენიმე წუთის უკან.
არც დედას უკითხავს საღამოს რა მოხდა, როცა შვილი შეხვეული მაჯით დაინახა.ის უფრო მეტად ადარდებდა რომ ამჯერად საქმე მას დააწვებოდა კისერზე.
ორი დღის განმავლობაში ყველა სახლში იყო.არავის უკითხავს ანასთვის რა სტკიოდა და როგორ ჰქონდა ხელი.არც ექიმთან წაყვანა გახსენებია ვინმეს.
მესამე დღეს მამამისმა ადრიანად გააღვიძა.
-ჩაიცვი სამსახურში მიდიხარ.
-ამ ხელით როგორ ვიმუშავებ?
-როგორც გინდა.ფული გვჭირდება.
-ფული შენ გჭირდება რომ სასმელი იყიდო.
-ენას ნუ ატლიკინებ.ადექი.გარეთ გელოდები.-მიაძახა და სახლიდან გავიდა.
–წადი შვილო.ღმერთი იყოს შენი მფარველი.-დალოცა ბებიამ.-მიზეზს ეძებს და ნუ მისცემ საბაბს შარი მოგიდოს.
ზაფხული ძალას იკრეფდა და უკვე ცხელოდა.ანას კი გრძელმკლავიანი ზედა ეცვა რომ არავის არაფერი შეემჩნია.
სამსახურში ყველა თბილად შეხვდა. ელოდნენ მის დაბრუნებას.ერთადერთი ადგილი იყო სადაც წასვლა ანასაც უხაროდა.
-როგორ დაისვენე?-ჰკითხა თინამ
-სახლში საქმე ბევრია.ვინ დამასვენებს? -უპასუხა და ონკანი მოუშვა.
დასვრილი თეფში აიღო,მაგრამ ტკივილმა თავი შეახსენა,ხელში ვერ შეიკავა, გაუსრიალდა და ხმაურით დაეცა ნიჟარაში.ხმაურზე ყველამ ანას გახედა.
-ბოდიში.ახლავე ავიღებ.ყურადღება გამეფანტა.-დამნაშავესავით გახედა ანამ და ნატეხების შეგროვება დაიწყო.
-მომეცი მე ვიზავ შვილო.-ხელი შეაშველა თინამ,მაგრამ უნებლიედ მტკივან მაჯაზე შეეხო და ანამ ინსტიქტურად იკივლა.უკან წაიღო ხელი.
-რა დაგემართა?-გაოცებულმა შეხედა ქალმა.
-არაფერი.
-ანა..
-არაფერი.-თავი ჩაღუნა გოგომ.
თინამ სვიტერი აუწია და გასიებული მაჯა რომ დაუნახა თვალები გაუფართოვდა.
-ეს ვინ ჩაიდინა?
-დავეცი.-ჩაილუღლუღა ანამ.
-არ მატყუებ?
-არა.
-აბა შემომხედე.-თინამ ანას ნიკაპში მოჰკიდა ხელი და სახე ააწევინა. -მამაშენმა?
ანა გაჩუმდა.
-მომისმინე ანა არავის აქვს უფლება ფიზიკურად შეგეხოს და ასე მოგექცეს.მათ შორის არც მშობელს.ასე რომ თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება პოლიციაში წაგიყვან და მის წინააღმდეგ საჩივარს დაწერ.
-არ შემიძლია თინა დეიდა.მე ვინ დამიჯერებს?ან როგორ ვუჩივლო ის ხომ მამაჩემია?თან ჩვენ ბავშვთა სახლში წავვიყვანენ,მას დაიჭერენ.რომ გამოვა უარესს იზავს.
-ასეთ რამეს რომ სჩადის მას ახსენდება რომ შვილი ხარ?-ცხარობდა ქალი.
ჩუმად მყოფი ნათია და მარინა ხმას ვერ იღებდნენ.
-რას გაჩუმებულხართ?სიმართლეს არ ვამბობ?-მიუბრუნდა მათ თინა.
-სამწუხაროდ ის მართალია ანა.შეიძლება შენ არავინ გეხმარება.მეზობლები ალბათ ამბობენ რომ დამნაშავე ხარ.არ დაუჯერე მშობელს და დამსახურებული სასჯელი მიიღე.ან ბევრს შეიძლება უნდა დახმარება და ვერ ერევა თქვენს საქმეში, მაგრამ ამას შენ უნდა დაუსვა წერტილი. -ნათია მართალია. ძალადობის გამართლება არ შეიძლება.არ მისცე უფლება მსგავსი რამ ისევ განმეორდეს.- ჩაერთო მარინა.
-ეს რა ხდება?სად ვართ?რა დროში ვცხოვრობთ.შეიშალა სამყარო.- ვიშვიშებდა თინა.-ახლა ქალბატონს დაველაპარაკები და ექიმთან წავალთ.
-არა თინა დეიდა.არ მინდა ექიმი.არ შეიძლება.ის დაინახავს და ყველაფერს მიხვდება.-წინ გადაუდგა ანა.
-მაშინ ექიმი აქ მოვიყვანოთ.-მოიფიქრა ნათიამ და უკვე დასრულებული კერძი მიმტანს გაატანა.მერე ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა.ვერავინ გაიგო რამდენიმე წამიანი საუბარი რას ნიშნავდა,მაგრამ როცა დაასრულა ყველას აუხსნა სიტუაცია.
-ჩემი დეიდაშვილი უმცროსი ექიმია და ვთხოვე თუ სცალია აქ შემოიაროს. გაგსინჯავს.
-მამა ვერაფერს მიხვდება ხომ? -შეშინებულმა იკითხა ანამ.
-ვერა.-თავი გაუქნია ნათიამ.
ანას მუშაობის გაგრძელების უფლება არ მისცეს.საქმე გადაინაწილეს,რომ სანიეს შენიშვნა არ მიეცათ.გოგო მაღალ სკამზე იჯდა და ნათიას ყურადღებით აკვირდებოდა.
-რა საინტერესო პროფესია გაქვს ნათი.
-მოგწონს?
-აქამდე კერძების მომზადება მეზიზღებოდა.ეხლა რომ გიყურებ,ძალიან საინტერესო მეჩვენება.
-ასეცაა.ძალიან საინტერესო და რთული პროფესიაა იყო წარმატებული მზარეული და თუ უფრო შორს წასვლა გინდა -შეფ-მზარეული.ეს ყველაზე მაღალი წერტილია.ასევე თანამედროვე სამზარეულოში ახალი ტექნოლოგიები ინერგება და საკმაოდ საინტერესოდ ხდება ძველი კერძების გათანამედროვეობა.
-სიამოვნებით მოვამზადებდი მეც.
-შეგიძლია ისწავლო.ამისთვის კერძო კოლეჯი არსებობს.დასაწყისისთვის რაც გჭირდება ყველაფერს გასწავლიან.მერე კი შეგიძლია თბილისში წახვიდე.იქ კულინარიის სკოლა არსებობს.
-მე ვინ გამიშვებს სასწავლებლად.- სევდიანად ჩაილაპარაკა გოგომ.
-მთავარი მონდომებაა.შენ იფიქრე ამაზე და თუ თანხმობას მეტყვი დაგეხმარები.
-სწავლის ფული საიდან მოვიტანო?
-მერიაში განცხადება შევიტანოთ და დაგაფინანსებენ.
-შეიძლება?
-თინა დეიდა ხომ შეიძლება?-ჰკითხა ნათიამ თინას.
-მოვაგვარებთ.-უპასუხა ქალმა და ონკანი დაკეტა.ამ დროს მარინაც შემოვიდა დარბაზიდან და ახალგაზრდა გოგო შემოიყოლა.
-ანა ეს ჩემი დეიდაშვილია.გაგსინჯავს.- გააცნო ნათიამ.
გოგონას რამდენიმე წუთი დასჭირდა. ფურცელი ამოიღო,რაღაც დაწერა და ანას მიაწოდა.მერე ხელი ელასტიური ბინტით გადაუხვია და ხმამაღლა თქვა:-მოტეხილი არ არის,მაგრამ ნაღრძობია.რამდენიმე დღეში გაივლის თუ ამ მალამოს გამოიყენებთ და ყოველი შემთხვევისთვის ტკივილგამაყუჩებელიც დაგიწერეთ.
-დიდი მადლობა.-მორიდებით უპასუხა ანამ.
-ისე რომ იცოდეთ ეს დანაშაულია და პოლიციაში უნდა განაცხადოთ.
-რას გულისხმობთ?-ვერ მიხვდა ანა.
-თქვენს სხეულზე არსებულ ფიზიკურ დაზიანებებს.მათ შორის ამასაც.-ხელზე ანიშნა ექიმმა.
-უბრალოდ დავეცი.-იუარა გოგომ და უხერხულობისგან თავი დაღუნა.
-როგორც იტყვი.მე წავედი.აბა კარგად.
-ღმერთო როგორ მცხვენია ყველასი.- სახეზე ხელები აიაფარა ანამ და ტირილი დაიწყო.როგორც კი ექიმი გავიდა.
-სასირცხვილო არაფერია.ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.დამშვიდდი ჩემო გოგო.-ჩაეხუტა თინა.
ანამ ცხოვრებაში პირველად იგრძნო რომ მასზე დარდობდნენ.რომ ვიღაცა მასზე ზრუნავდა და დახმარების ხელს უწვდიდა.
გული უარესად აუჩუყდა და ტირილს მოუმატა.
*****
საღამოს ჩვეულებრივად მისცა სანიემ ანაზღაურება.ანამ ფულის ნაწილი გადამალა და ნაწილი მამას მისცა.
მანაც აუღელვებლად გამოართვა და გაჩერებისკენ წავიდნენ.
-უსირცხვილო.-ჩაილაპარაკა თინამ,როცა მამა-შვილმა იქაურობა დატოვა და ჩანთა მხარზე მოიკიდა.
-უკაცრავად.-ვერ მიხვდა სანიე რა ხდებოდა.-თინა რას ამბობ?
-მამამისს ვგულისხმობ.საწყალი გოგო რა დღეში ჩაგდო.
-მე რამე არვიცი.
-შიგნით შევიდეთ,ყველაფერს მოგიყვები.- უთხრა თინამ და კაფეში დაბრუნდა.სანიემ ერთხელ კიდევ გააყოლა მამა-შვილს თვალი,თავი გადააქნია და თანამშრომელს უკან გაჰყვა…
-ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.- აღშფოთებული იყო ქალი,მას შემდეგ რაც თინასგან მოისმინა.ოთახში ბოლთას სცემდა და ადგილს ვერ პოულობდა.
-ნამდვილად ასეა.მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია?-ხელები გაშალა მარინამ.
-პოლიციაში რომ განვაცხადოთ?-თქვა ნათიამ.
-აზრი არ აქვს.დარწმუნებული ვარ სოციალურმა სააგენტომაც და მათაც ყველაფერი იციან.მაგრამ ასეთ დროს ყველა თავს იკავებს.არ ერევიან,იქამდე სანამ მათ არ შეეხებათ საქმე.-უპასუხა სანიემ.
-მაშინ რა ვქნათ?
-ვიფიქრებ ამაზე.იქნებ გამოსავალი მივძებნო.წადით თქვენ დაისვენეთ. სამუშაო დღე დასრულდა.დაღლილები ხართ.
-ჩვენ გვერდით დაგიდგებით ყველაფერში.-უთხრა თინამ და უფროსს დაემშვიდობა.დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ.სანიე გვიანობამდე იჯდა თავის პატარა კაბინეტში და დიდხანს ფიქრობდა რა გაეკეთებინა.
*******
ანა დიდხანს ელოდა მამას,რომელიც მაღაზიაში იყო შესული და გამოსვლას აგვინებდა.არადა სახლშიც ვერ მიდიოდა.არადა უკვე სოფელში იყვნენ.გააფრთხილა დამელოდეო.
ბოლოს გადაწყვიტა ისიც შესულიყო და მოეძებნა.მამა სალაროსთან იდგა და მოლარეს ეკამათებოდა.
-გამატანე და და დანარჩენ ვალს ხვალ მოგიტან.
-არა.ჯერ ძველი არ მოგიტანია.-არ აძლევდა ქალი არყის ბოთლს.
-მომეცი შე უნამუსო.-ლანძღვაზე გადავიდა კაცი და არყის ბოთლს დაეჯაჯგურა.
-მამა რას აკეთებ?-მივარდა ანა და გააშველა.
-შე ნაძირალა.აქედან გაეთრიე.არ დაგინახო აქ შემოსული.-ყვიროდა ქალი და მეუღლეს ეძახდა.
-აი აიღეთ.-ოც ლარიანი დააგდო დახლზე ანამ და ბოთლი წამოიღო,თან მამა გამოიყოლა.
-ფული საიდან გქონდა?მე ხომ გამოგართვი?-ახლა ანაზე გადაიტანა აგრესია კაცმა და ბოთლი გამოართვა. ერთი მოყუდებით ნახევრამდე ჩაიყვანა და გამგელებული ეცა გოგოს.-ფულს მიმალავ არა?როგორ ბედავ და მატყუებ?
-მამა გამიშვი.-თმაზე წაივლო ხელი გოგომ რომ მამისგან თავი დაეღწია.
-მატყუარა.ძუნწო.-ეძახდა კაცი და სახლისკენ მიათრევდა.ერთიც მოხვდა სახეში ანას და ეზოში შევიდნენ.არავინ არ მიშველებია.არავის თავი არ შეუწუხებია. მხოლოდ ღობეებიდან და ფანჯრებიდან უყურებდნენ სეირს.
“-ღირსი იქნებოდაო.”-ფიქრობდნენ.
“-მშობელს არ დაუჯერაო”
“-ალბათ რამე დააშავაო”-
ყველა იმას ფიქრობდა რაც აწყობდა თავის გასასამართლებლად.მაშინ როცა სრულიად უდანაშაულო გოგოს მამა საქვეყნოდ სცემდა დუმდა სოფელი, დუმდა ხალხი.ურემი კი ანასთვის როდის გადაბრუნდებიდა რომ გზა გამოჩენილიყო წარმოდგენა არ ჰქონდა.
ამ ღამით როცა მამამ სახლში არ შეუშვა და ეზოში ხის ძირში მოუწია ღამის გათენება,საშინელი თავსხმა წვიმა წამოვიდა.არადა მთელი თვის მანძილზე არ უწვიმია.
კაკლის ხის ძირში იჯდა ანა,მუხლები მოეკეცა,მკლავები შემოხვია და ცდილობდა ისე დამჯდარიყო,რომ წვიმა ნაკლებად ჩამოსულიყო.უკვე იმ ადგილზე ჯდომა რომ აღარ შეიძლებოდა,გვერდით გადაჯდებოდა.იქაც რომ წყალი შეუდგებოდა,კიდევ გვერდით გადაიწეოდა.უკვე ერთიანად გალუმპულიყო.სიცივისგან კბილს კბილზე აცემინებდა.ამაოდ ელოდა შველას.ამაოდ ელოდა რომ დედას მაინც შეეცოდებოდა, გამოვიდოდა და გულში ჩაიკრავდა პირველ შვილს…მაგრამ არა.უკანასკნელი იმედი მაშინ გაქრა,როცა სახლში სინათლე ჩაქრა,მამის ყვირილიც მიწყდა და ალბათ ყველამ ძილს მისცა თავი….
ანამაც დახუჭა თვალები.მაგრამ აბა რა დააძინებდა?წვიმა უკვალოდ რეცხავდა გოგოს ცრემლებს.თითქოს ჯიუტად მოვარდნილი ნიაღვარი მის წაღებასაც
ცდილობდა.
სწორედ ამ დროს ანამ მხარზე ხელის შეხება იგრძნო.თავზე ბებია წამოსდგომოდა და თავის კარგად გახუნებულ ხალათს ახვევდა.
-სახლში შემოდი ანა.
-რომ გაიღვიძებს მცემს.
-სძინავს.დილით არა მგონია ადრე გაეღვიძოს.მანამდე ავდგებით და აქედან წავალთ.
-სად წავალთ?
-იქ სადაც ესენი არ იქნებიან.ამ ჯოჯოხეთს უნდა მოგაცილო.-ცალი ხელით ჯოხს ეყრდნობოდა ქალი,მეორე ხელით ანას.
სახლში შეიყვანა.პირსახოცი მოახვია და თმა თავისი ხელით შეუმშრალა.მერე მშრალი ტანსაცმელი მიაწოდა და გამოცვლაში მიეხმარა…
ერთი სული ჰქონდათ ორივეს გათენებულიყო.ორივე თავის საფიქრალს მისცემოდა მთელი ღამე.არც ერთს ძილი არ მიეკარა.როგორც კი ინათა,სანამ დანარჩენები გაიღვიძებდნენ,პატარა ჩანთაში ანას ნივთები ჩააწყეს და სახლიდან გავიდნენ.


არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ ეს ისტორია,მაგრამ ყველანაირად ვეცდები რომ დიდხანს არ გალოდინოთ.



№1 სტუმარი სტუმარი ფიქრია

ძალიან გამიხარდა რომდადეთ ახალი თავი. როგორ ველოდი. იმედია კარგი დასასრული ექნება და ანას ტანჯვას ბოლო მოეღება❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Lusi

ძალიან საინტერესო და ცხოვრებისეულია.უფრო მალე რომ დადოთ კარგი იქნება.წარმატებებიი.

 


№3 სტუმარი სტუმარი ბაბი

სასწაული გოგო ხარ,სასწაული ისტორიები❤️ველი შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

საინტერესო ისტორიაა, საინტერესოდ წერ. ცოტა მალე დადე ახალი თავი.წარმატებას გისურვებ.

 


№5 სტუმარი ნია

გვაინტერესებს მადლობელი ვართ მაგრამ თუ აღარ ვაგრძელებთ იქნებ შეგვატყობინოთ

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორ გამიხარდა თქვენი ახალი ისტორიის დანახვა და რატომ შეწყვიტეთ?

 


№7 სტუმარი ეკა 5

გააგრძელეთ, რაა❤️????გთხოვთ, გააბედნიერეთ ეს გოგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent