შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ქალაქში (თავი 3)


20-03-2024, 17:35
ავტორი Meri_Emi
ნანახია 837

იმ დღის შემდეგ ყველაფერი თითქმის იდეალურად იყო. ყველანაირი სიყვარულის ახსნის და “მიყვარხარ”-ის გარეშე ვიყავით ერთად.ვგრძნობდი,მეგობრებს როგორ უხაროდათ ჩვენი ასე უცებ დამთბარი ურთიერთობა და ეგ უფრო მაბედნიერებდა. არ ვიცი,რას აკეთებდა ყიფშიძე ისეთს,ვინც კი იცნობდა,ყველას რომ უზომოდ აყვარებდა თავს. მათ შორის იყო ჩემი ოჯახიც. ყოველდღე დიდივით მეხვეწებოდა ანდრო,მეკო სულ შენი ხომ არ არის,ხანდახან ჩვენც დაგვითმეო.მერე მამა და რუსაც აყვებოდნენ ხოლმე და ისე გამოდიოდა ან თვითონ იყო სულ ჩემთან ან მე - მასთან. ყველაზე მეტად მიყვარდა მეკოსთან ყოფნა და იაკოსთან ჭორაობა. რაც უფრი მეტ დროს ვატარებდი მათთან,მით უფრო ვრწმუნდებოდი,რომ სწორედ დედამისისგან ჰქონდა გამოყოლილი ის თვისებები,მე ასე ძალიან რომ მიყვარდა.
-ჰომ გახსოვს ანო,ჯერ კიდევ ხუთი წლის მყავდა მეკო,მამამისმა რომ გამომიცხადა მე აქ ვერ გავძლებ,სული მეხუთება და სადმე უნდა წავიდეო. - მოულოდნელად დაიწყო იაკომ ამ თემაზე საუბარი,ერთ-ერთი ჩვენი “მარტოობის საათის” დროს.
-სად ეხუთებოდა სული,შენთან და საკუთარ შვილთან? - გაკვირვებას ვერაფრით ვმალავდი,თან ვცდილობდი არ შემემჩნია იას ჯერ კიდევ ცრემლებით სავსე თვალები.
-ანო,ზოგჯერ ცოლ-ქმრობა ისეთი არ არის,როგორიც ზღაპრულ ფილმებში ან მეზობლის მოყოლილ ამბებში ჩანს. მე მას თავიდანვე არ ვუყვარდი.სულ ამბობდა,შენთან მგონია რომ ვბერდები და ხალისი აღარაფრის მაქვსო.განა რას ვაშავებდი?! მისი ზრუნვა მინდოდა,მისი მოფერება მჭირდებიდა.მინდოდა ცოტა ხნით მაინც არ მენახა,შემოსასვლელთან დაყრილი მისი ჩუსტები ცარიელი.ჩვენი საწოლის მეორე მხარე სულ გასწორებული იყო,რადგან იმ ადგილს არც არავინ იკავებდა.მე კი ხშირად ძალითაც ვურევდი,თავი რომ დამერწმუნებინა,ვითომ ისიც იქ იწვა.როცა მივხვდი,რომ ეს ოჯახობანა მეკოსაც დააზარალებდა,ავდექი და გავუშვი.მერე რა მოხდა იცი?! თითქოს ამას ელოდებოდაო,ერთ ჩანთაში მოათავსა თავისი ნივთები,შვილისთვის ბოლოჯერაც არ შეუხედავს,ისე გაიხურა კარები და მას მერე არც არასდროს მოუკითხავს.მე მაშინ ამოვისუნთქე პირველად,ანო.მე ზუსტად იმ დღიდან დავიწყე ცხოვრება,ჩემი შვილისთვის,საკუთარი თავისთვის,მომავლისთვის.
-ძალიან ვწუხვარ,იაკო,მთელი გულით…იმაზე,რაც გადაგატანინეს. - ძლივს ვაბამდი სიტყვებს ერთმანეთს და ხელს მის ლამაზ მტევანს ვუსვამდი. - ყველაზე ძლიერი და ლამაზი ქალი ხარ,ვინც კი აქამდე მინახავს,ყველაზე ბედნიერი დედა,რადგან მარტომ შეძელი ასეთი ბიჭის აღზრდა.
-არავის მისცე უფლება,რომ შენი ლამაზი გული გატკინოს,ანო. მე მჯერა,არასდროს დაგტოვებს შენ მეკო ასე. არასდროს დაგაავადმყოფებს. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ცოლი რომ იქნები,ზუსტად მაშინ ჩავთვლი რომ სწორად მისწავლებია რაღაცები. - ლოყაზე მეფერებოდა ჩემი იაკო და იმ ცრემლებს მწმენდდა,რომლითაც მის განვლილი,ღალატიან ცხოვრებას დავტიროდი.გული რომ ვიჯერე ტირილისგან,კართან ჩამუხლული მეკო შევნიშნე,თავი ხელებში ჩაერგო და ზუსტად ვიცოდი ღმერთთან იმ პირობას დებდა,რასაც დედამისი ნატრობდა და მე კი მისი უპირობოდაც მწამდა.
-ის არასოდეს დამტოვებს,ის არასდროს მატკენს,იაკო,მე მჯერა მაგის.-მხოლოდ მის გასაგონად ამოვილაპარაკე და ამით ეს თემაც დავხურეთ.


-მესამე თვეა კაფე გავხსენით და სახელიც არ აქვს,ლექსო.რა ვერ გადაწყვიტე ბოლოს და ბოლოს? - რა თქმა უნდა,ჩვენს ადგილას ვიყავით ისევ და ეკუნაც მერამდენედ ეწუწუნებოდა უკვე ნაცნობ თემაზე ფაღავას.
-მოვიფიქრე მეთქი გოგო,მაცადე და ნახავთ,მოიტანენ სადაცაა. - ზედმეტად კარგ განწყობაზე ჩანდა,ჩვენი ბიჭი.რამდენიმე წუთში კარგად შეფუთული აბრა შემოიტანეს ჯავახამ და ნიკუშამ.
-აუ,ახლა ამან თუ ეს უშველებელი რაღაც ტყუილად მათრევინა ელიავადან,მთელ ნუცუბიძეზე თუ არ ვათრიო თვითონვე,მე ვიყო არაკაცი. - სულს ძლივს ითქვამდა კორინთელი.
-ნეტა რა სახელი იქნება? - ორი წლის ბავშვივით ხტუნაობდა და ტაშს უკრავდა ნატა.
-ამდენ მარჩიელობას და ტაშის კვრას,ეცი და ჩამოხსენი მერე ეგ ქაღალდები. - არ ცხრებოდა დაღლილი ნიკუშა.
-გეცემი ახლა თუ არ გააჩერებ მაგ დამპალ ენას. ყველა სიხარულით ველოდით წარწერის გამოჩენას, ნატამ გიჟივით შემოაცალა შეფუთვა და ერთხმად ამოვიგმინეთ.
-რა ალუბლები ბიჭო,კარგად ხარ? - სულ გაგიჟდა ალექსიძეც. მეკო სიცილისგან ოთხად იკეცებოდა და ისე მეხუტებოდა.
-ეე.აზრზე არ ხართ რა. დასხედით,ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი და დასკვნა თქვენით გამოიტანეთ. ყველა ერთად შემოვუსხედით პატარა მაგიდას და გატრუნულები დაველოდეთ ლექსოს.
-რამდენიმე წლის წინ,ჯერ კიდევ მაშინ სხვა სკოლაში რომ დავდიოდით ჩვენ ოთხნი. - ბიჭებს გადახედა ფაღავამ და ისევ განაგრძო. - ერთ დღეს მეკო მთელი დღე შეფიქრიანებული დადიოდა. მე და ნიკუშა ჩავაცივდით თქვი რა მოგივიდაო, ჯავახა კი იჯდა ლენჩივით და ჭამდა თავის ბულკს. - აქ სიცილი აგვიტყდა ყველას,გიგამ კი მუშტი მოუღერა ლექსოს. - ბოლოს როგორღაც ამოიღო ხმა ყიფშიძემ, უბნის ბოლოს რომ სკოლაა იქ უნდა გადავიდეთო. გაშტერებულები ვუყურებდით სამივე,საიდან მოიგონა ახლაო. ბოლოს მაინც წაგვიყვანა და სკოლასთან ხის ძირში თქვენ სამნი ისხედით. - აქ უკვე გოგოებს გადმოგხვედა და გაგვიღიმა. - ისეთი ლამაზები იყავით,როგორ ლამაზადაც ის ხე ყვაოდა მაშინ.რაო მეკო რომელი მოგეწონაო,ხელი წაკრა ჯავახამ. თუმცა კითხვა რად უნდოდა,იმდენად აშტერდებოდა მახარაძეს. არ ვიცი რამდენად გახსოვთ,მაგრამ ზუსტად ის იყო ჩვენი გაცნობის დღე და ჩვენი დიდი მეგობრობის დასაწყისი. ის ალუბლის ხეც ჩვენთან ერთად იზრდებოდა და ხედავდა უფრო როგორ გვიყვარდებოდა ერთმანეთი. მინდა რომ არასდროს დასრულდეს ეს.ჩვენ გაგვიმარჯოს ყველას ერთად,იმ ალუბლებივით თან ძალიან ტკბილებს და თან ძალიან მჟავეებს. - ყველას ერთდროულად გვცვიოდა ცრემლები,თან გიჟებივით გვეცინებოდა,ამაზე უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდა ლექსო და მივხვდი რამდენად გაზრდილები ვიყავით უკვე.
ჭიქები სასმლისგან დავცალეთ თუ არა,მოულედნელად მეკო მომიბრუნდა,ჩემკენ გადმოიწია და ტუჩებზე შემეხო.ყველას თვალწინ,სულ პირველად.
-ვერაფრით გავძლებდი,ახლა ეგ ალუბლის გემო რომ არ შემეგრძნო.მაპატიე რა, არ მქონდა ასე დაგეგმილი. - ეშმაკურად მიღიმოდა ყიფშიძე, მე კი ისეთ დღეში ჩავვარდი,მეგონა მუცელში მთელმა ზოოპარკმა გადაირბინა. მეგობრებს გავხედე,ზოგი ჭერში იყურებოდა,ზოგი ვითომ ახველებდა და ზოგი აბრას მიშტერებოდა დიდი წითელი ასოებით რომ ეწერა — ა ლ უ ბ ლ ე ბ ი , თან მის გამკეთებელს ზედ პატარა კუნწულა ალუბლებიც მიეხატა…


****

დეკემბრის ბოლო დღე იყო. ღამით უკვე ახალი წელი დგებოდა. დილიდან ურეკავდა ანო მეკოს,მაგრამ არაფრით არ პასუხობდა ბიჭი,ბოლოს კი საერთოდ გათიშა. ნერვბმოშლილი გამოძვრა თავისი ლოგინიდან და ბალიში ესროლა მასთან ღამით დარჩენილ ნატას.
-ნატ,გაიღვიძე რა.
-რა იყო გოგო,დაგესიზმრა რამე? - წუწუნებდა ალექსიძე და გვერდს იცვლიდა,ძილი რომ შეებრუნებინა.
-რაღაც ხდება ნატ,გული ცუდს მიგრძნობს.
-კაი გოგო ისევ იმაზე დარდობ? ხუმრობს ხოლმე,მეკოა რა.
-რამდენიმე დღეა,ეს ამბავი ხუმრობას აღარ გავს. მე თუ შენთან ვერ ვიქნები,შენ ხომ მაინც ისევ ისეთი იქნები და არ შეიცვლებიო. შენი თავი არ დაკარგოო ნატ,გესმის რა მითხრა?
-გოგო არ იცნობ? მაგისი სულელური ოინებია ისევ. - საწოლზე წამომჯდარიყო უკვე ნატა და ისე საუბრობდა ნებისმიერი მეგობარი მიუხვდებოდა რომ თვითონაც ღელავდა. - თან დღეს ახალი წელია,იაკო მგონი ბაზარში დაარბენინებს,სად ეცლება ახლა მაგას ჯერ. ანომაც მხრები აიჩეჩა,თითქოს დაეთანხმა მართალი ხარო,მაგრამ მაინც ვერაფრით დამშვიდდა.


,,ალუბლებში” იყო უკვე ყველა,ყიფშიძეს გარდა. ღამის ათი საათი ხდებოდა,მალე ახალი წელიც დადგებოდა. ადგილს ვერ პოულობდა ანო,აქეთ-იქით დადიოდა და მისი მღელვარებაც მთელ სამეგობროს გადასდებოდა.
-იაკოსთან არ ასულხარ? - პუფზე გვერდით მოისვა ანო ჯავახამ და ჩუმად გადაულაპარაკა.
-არა,იქაც რომ არ იყოს,იმ ქალსაც ავანერვიულებ,ასე ეგოისტურად ვერ მოვექცევი.
-მოდი ახალ წლამდე დაველოდოთ,უეჭველი სიურპრიზს გიკეთებს.აი ნახავ,აუცილებლად რამეს მოიფიქრებდა. - როგორც ყოველთვის,პოზიტიურად ფიქრობდა ეკუნა.
ორი საათიც მალევე გავიდა, როგორც კი დადგა პირველი იანვარი,გიჟივით ეცა კორინთელი ნატას და ორივე ლოყა დაუკოცნა. ბავშვები გაკვირვებული სახეებით უყურებდნენ და ეცინებოდათ. ანო ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარიყო და მაინც ყიფშიძეს ელოდა. ბოლო წამამდე არ კარგავდა იმედს რომ გამოჩნდებოდა. ნერვიულად აკაკუნებდა ტელეფონზე თითებს.
-აღარ შემიძლია,იაკოსთან ავალ. - მილოცვები და ფოიერვერკების ხმაური რომ ჩაწყნარდა ხმა ამოიღო ანომ.
-წამოდი,გაგიყვან. - უცებ წამოდგა ჯავახა,თითქოს ამას ელოდებოდაო.შეშინებულებმა დარეკეს ზარი ყიფშიძეების სახლში.კარი გაიღო და ანოს იას ტირილისგან დაწითლებული თვალები მოხვდა თვალებში მაშინვე.
-იაკო,სადაა მერაბი? - ხელზე თავის გაფითრებულ ხელს უჭერდა გოგო.
-მოიცა,თქვენ არ იცით? - გაკვირვებული მზერა ჰქონდა ქალს.
-რა უნდა ვიცოდეთ იაკო? გამაგებინე,გთხოვ.მთელი დღეა ვერ ვუკავშირდები.
-წერილი დამიტოვა ანო.მანაც მიმატოვა,მამასთან მივდივარ პოლონეთში და თუ შეძლებ მაპატიეო. - ცრემლები სცვიოდა იას. გაგიჟებული იყო ჯავახაც,ჯერ მისი წასვლით და მერე ანოს ყურებით. არასდროს ენახა ასეთი ,თავისი ბავშვობის მეგობარი. ერთიანად კანკალებდა გოგო,მთლიანად გალურჯებოდა სახე და თვალებს უმწეოდ აცეცებდა.
-მხოლოდ შენ არა იაკო,მეც მიმატოვა. პირობა დაგვირღვია. - ბოლო სიტყვები უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა მახარაძემ და კიბეზე გიჟივით დაეშვა.


*ანო*
სახლში შესვლისას ყველაფერი ხელახლა ამოტივტივდა გონებაში. როგორ ვიყავი მეკოსთან,როგორ ვიყავი მისგან მიტოვებული. გიგას ვთხოვე უკან დაბრუნებულიყო,ბავშვებთან და არც არაფერი შეემჩნია ისე გაეგრძელებინა კორინთელის დღის აღნიშვნა. ბევრი მეწუწუნა,შენთან დამიტოვეო,მაგრამ ძალით გავაგდე მაინც. მე გონებაში მთელი ხუთი წლის გადახვევა მქონდა მიზნად. და რა ხდებოდა მაინც მეკოს გარეშე?! - არც არაფერი, თავიდან ყველა დეტალზე ცრემლები მადგებოდა.იაკოსთან საათობით ვიჯექი და ერთად ვიხსენებდით მთელს ჩვენს ბავშვობას. მერე ნელ-ნელა გოგოებმა მომიყვანეს აზრზე და მივხვდი რომ ტყუილად მივტიროდი იმას,ვინც ისე წავიდა ჩემგან,მიზეზიც კი არ გაუნდია. პაწაწინა წერილის ნაგლეჯს ვითხოვდი,სადაც ჩემი სახელი ეწერებოდა და იქნებოდა ახსნა,თუ რატომ უნდა მიატოვო ადამიანი მაშინ,როცა ჯერ კიდევ ყველაფრის დასაწყისია… თუმცა მერე მივხვდი რომ ამ ყველაფერს არც ახსნა ჰქონდა და რომც ქონოდა,მე ვერაფრით შევძლებდი მის გამართლებას და ახლიდან ნდობას. რამდენიმე დარდიანი თვის შემდეგ,ჩემი ოცნებების ასრულება დავიწყე. ახლა უკვე მაგისტრატურას ვამთავრებდი და რედაქციის ჟურნალშიც ,მთელი ერთი გვერდი ეთმობოდა ჩემს უცხოურ სტატიებს,ჯერჯერობით ესიც მაკმაყოფილებდა. ყველაზე მეტად არ მაწყობდა ახლა მისი დაბრუნება და მაინც მთელი ღამე მხოლოდ ერთი კითხვა მიდუღებდა მთელ სხეულს, - რატომ დაბრუნდა?!

-ანანიკო,ჩამო რა ჩემთან,გთხოვ. - დილიდან მირეკავდა ფაღავა.
-აუ,ლექსუს,გთხოვ დამაძინე რა. ისედაც რამდენიმე საათი მაქვს რედაქციაში წასვლამდე.
-ხოდა ეგ მინდა ზუსტად მეც,რა ვერ დამიბეჭდე ტო ერთი სტატია ან რა ხმა გაქვს,გადაათენე?
-არ მეხება მეთქი მე ასეთი სტატიები რა ვერ გაიგე? - მეცინებოდა უკვე მის ბავშვურობაზე. - არ გამითენებია,მეძინება უბრალოდ.
-მოატყუე იცი ვინ?! - მკითხა და თავადვე უპასუხა. - შენი მეზობელი ლამარა. თუ არ გაგითენებია ადექი ხოდა. პირველია უკვე და გელოდები. - ისე მითხრა,მასთან კამათს არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. უცებ მოვემზადე,ჩანთაში ნაწერები ჩავყარე და რუსას მივაძახე გავდივართქო.

ტროტუარს მივუყვებოდი “ალუბლებამდე”, მოულოდნელად,შავმა,მთლიანად ჩაბურულმა მანქანამ რომ დამიმუხრუჭა ფეხებთან. მინა ჩამოიწია და მისი გაღიმებული სახეც გამოჩნდა,მხოლოდ ახლაღა შევათვალიერე,უფრო დაკუნთვოდა სხეული,იერიც შეცვლოდა და მეტად გაზრდილიც მომეჩვენა.მალევე შევცვალე მზერა და ხელებგადაჯვარედინებული,გაკვირვებული მზერით მივაშტერდი.
-ჩაჯექი,მეც იქ მივდივარ.
-არა იყოს,გადავიფიქრე,მე სხვაგან მივდივარ. - ბავშვივით ვიქცეოდი,მიმართულება შევიცვალე,მის მანქანას წინიდან შემოვუარე და მოპირდაპირე გზაზე გადასვლას ვცდილობდი,კინაღამ რომ გამიტანა ტაქსიმ. გაბმულად დამისიგნალა მძღოლმა და მეც გულგახეთქილი ზურგით ვეკროდი მეკოს მანქანას.ისიც უცებვე გადმოვარდა და მკლავზე ხელი მომიჭირა.
-რას აკეთებ გოგო,გააფრინე? - ისეთი შეშინებული ჩანდა,ვიფიქრე რომ მართლა ვადარდებდი.
-რა იყო,ყიფშიძე,ჩემმა დაკარგვამ შეგაშინა? თუმცა შენ როდის იყო მასეთები გაშინებდა,აქეთ დაეკარგები ყველას.
-ანანო,ჩაჯექი. - ცოტაც და ბოლს გამოუშვებდა იმდენად აფეთქებული იყო.
-ანო,მერაბ,ანო. - ღიმილიანი სახით ვუთხარი და ხელი შევაშვებინე.
-ჭკუიდან ნუ გადამიყვან,ანანო და ისე დაჯექი. - აშკარად არ ხუმრობდა,მანქანას ისევ შემოვუარე და მის გვერდით მოვკალათდი. მაშინვე ვიგრძენი მენთოლის და მეკოს დამახასიათებელი სურნელი.
-რა გინდა მერაბ?
-მიგიყვან სადაც მიდიოდი,ნუ გეშინია,არ ვაეჭვიანებ იმას.
-ის შენზე არც იეჭვიანებს. იცის როგორ ვერ ვიტან უპასუხისმგებლო, მოღალატე კაცებს. - ირონიულად ჩავილაპარაკე და წამით გავხედე. სახე უფრო მოექუფრა,მზერასაც მარიდებდა. - რატომ დაბრუნდი მერაბ? - მაინც ვერ მოვითმინე და ვკითხე.
-მგონი პირველი კითხვა სხვა გქონდა.რატომ წავედი არ გაინტერესებს?
-აღარ,მეკო.
-არაუშავს,სხვა დროს უკეთესად გამოგივა,მეტად დამაჯერებელი იქნები.
-ახლაც ასეა,შენ ხარ ზედმეტად ამპარტავანი და ვერ დაგიჯერებია უბრალოდ.
-ჰო არა?! ხელები გადამალე,ანანო,რომ აღარ ვნახო შენი კანკალი… კიდე კაი ცივა და ქურთუკი გაცვია,მანდ მართლა გაგიმართლა,თორე დარმწუნებული ვარ მთელს ტანზე გივლის ჟრუანტელი. - იმდენად მაბრაზებდა,თავს ძლივს ვიკავებდი კისერში რომ არ ვწვდომოდი.
-ადრე იყო ეგ,მერაბ.
-არაფერი გამოვა ანო. უნდა დაივიწყო ის წლებიც და ჩემი აქ ჩამოსვლის ამბავიც. მე ისევ ის ნაგავი მეკო ვარ. - მანქანა რომ გააჩერა ჩემს რედაქციასთან,მაშინ ამოილაპარაკა და სევდიანი მზერით დამაკვირდა. ვერაფრით ვხვდებოდი საიდან იცოდა სად მივდიოდი.
-ეგ უკვე გავლილი გვაქვს,მეკო. მაგაზე სანერვიული ნამდვილად არ გაქვს,მე უშენოდაც კარგად მაქვს ყველაფერი. - ვიგრძენი როგორ დაეძაბა მთელი სხეული. ჩემკენ გადმოიწია და ყურთან მომიახლოვა ტუჩები.
-ხოდა მითუმეტეს, ასე არ უნდა გაღელვებდეს ჩემი ქმედებები.შეებრძოლე თავს,ანანიკო,თორე მერე ჩემ თავზე აღარ ვარ პასუხისმგებელი. - იქვე დამიტოვა ცხელი კოცნის კვალი და კარიც თავადვე გამიღო რომ გადავსულიყავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent