შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი თვალები (მესამე თავი)

22-03-2024, 19:43
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 502

- დარწმუნებული ხარ, რომ რესტორანი არ გინდოდა? - ვკითხე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან ახლოს, ყველაზე მყუდრო სკვერში მჯდომი რომ ილუკმებოდა.
- ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია - კითხვა აირიდა.
- ქუჩის საჭმლის გურმანი ვარ, მაგრამ კაფეებიც ათვისებული მაქვს, რო რამე - ისევ ჩავუნამიოკე.
- არ მინდა. მართალი იყავი. მთვარის შუქს განსაკუთრებულად ირეკლავს მტკვარი. ყურადღება არასდროს მიმიქცევია.
- აქ ერთი ძველი სახლია, შუშაბანდებიანი. არავინ ცხოვრობს. ანიკო მეუბნება, ისეთი ავარიულია, ერთი შებერვა უნდაო, მაგრამ ისე მომწონს, მაინც ვიცხოვრებდი. ძაან უცნაურია, შიგნით მკრთალი სინათლე ანთია ხოლმე. დღე როცა გავივლი, არავინ ჭაჭანებს.
- ხის სახლზე ამბობ? უზარმაზარი, სამი სართულით და დიდი სარდაფით? - მკითხა ლიდიამ.
- ჰო. შუშაბანდს რამდენიმე ფანჯარა ჩამტვრეულია აქვს.
- ვიცი. მეც ძალიან მომწონს. იმედია, ყიდვას დაგასწრებ - წამოდგა და სიგარეტს მოუკიდა. რაც თავი მახსოვს, მე და ლიდია ერთმანეთს სულ ღამით ვხვდებოდით. სხვანაირ იდუმალებას მატებდა ძველ შენობებს, აივნებს, ძველი ქუჩების სურნელს. თითქოს სამკაული იყო, პაზლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მასთან ერთად, ქალაქი კიდევ უფრო მძაფრი და იდუმალი მშვენიერებით იმოსებოდა.
- მე თუ დაგასწარი, ჩემთან გადმოდი. შენი ჯადოებისთვისაც გვექნება ოთახი.
- კალიცოც ჩამომაცვი ბარემ - კაი გემრიელად დამცინა - ჯადოებს არ ვაკეთებ. როგორც ხედავ, მაგის გარეშეც დაგიცურდა.
She thinks, her love made me sick,
being sick is not enough.
Baby, Don't put me back out my misery,
your cruelty keeps me hard.
- გონებაში, სიმღერას თხზავ - კითხვას არ ჰგავდა. უფრო, ფაქტზე წამასწრო - მიმღერე!
- ასეთი ადვილი არაა. ჯერ ორი წინადადება ძლივს მომივიდა გონებაში.
- მაშინ, წინა იმღერე.
- I don’t wanna think about you, dream about you.
I am afraid of sleeping,
Because your ghost haunts me.
You asked me, if I still dedicate the song to you.
There was an answer: no
I lied.
You think your soul is ruined,
I think It’s beautiful.
You think meeting me was a mistake,
I think, It was miracle - წავიღიღინე. კიდევ კარგი, გარშემო არავინ იყო. სიმღერის კომპლექსი არასდროს მქონია, მაგრამ ქუჩაში ხმამაღლა სიმღერა მეგოიმებოდა.
- სამ გოგოს ვხედავ - წარმოთქვა ლიდიამ - სამივე შენზე ოცნებობს. ეგ ახლობლები. ყიველ დღე რამდენია წარმოგიდგენია?
- ცოტა ხმამაღლა იოცნებონ მერე. ლიდია კი არ ვარ, ფიქრები წავიკითხო - ფეხზე წამოვდექი - წამოდი, ჩვენს მომავალ სახლს შევავლოთ თვალი. რაღაცნაირად, სწრაფად დამთანხმდა და წამომყვა. იქვე, სქროლი ეყენა. აპლიკაცია ჩავრთე, ეშმაკური მზერით შევხედე ლიდიას.
- შანსი არაა. შანსი არაა! მე მანდ ვერ დამსვამ - ლამის შოკში ჩავარდა.
- აი წარმოიდგინე, მანქანა რომ მყოლოდა, მანდ უფრო არ უნდა ჩამჯდარიყავი, რადგან მანქანით ადვილია ქალის გატაცება. სქროლით კი ვერავინ მოგიტაცებს, ერთს შეჰკივლებ და მთელი ქალაქი გამოენთება.
- ეგ ენა და ხუჭუჭა თმა რო არ გქონდეს, რა გეშველებოდა? ფაქტობრივად, ბავშვს ვასეირნებ გარეთ - აბუზღუნდა. ენას კიდევ სხვა რამეებშიც ვიყენებდი ძალიან ოსტატურად, მაგრამ ჯერ ადრე იყო მაგ ამბის აფიშირებდა. სილას გამარტყამდა. - ორი ორმეტრიანი მუტანტი როგორ დავეტევით მაგაზე?
ერთი კარგი ხერხი ვისწავლე ლიდიას დაყოლიების. რამეს შევთავაზებდი, აბუზღუნდებოდა, მე ბუზღუნს დავაცდიდი და არაფერს ვეტყოდი, ბოლოს თვითონ მთანხმდებოდა. სქროლზე მომიდგა. ხელები მაგრად მომიჭირა წელზე. საშუალო სიჩქარე ავიღე რო არ შემეშინებინა. გზაში, იცინოდა. მგონი, მოეწონა.
- რა ლამაზი ხარ პატარავ - აღმომხდა სახლის დანახვისას. ლიდიამ ისე შემომხედა, მგონი, ეჭვი შეეპატარა, მე ხო არ მეუბნებაო, თუმცა ამჯერად, მართლა სახლს ვუთხარი.
- აქ ერთი ოჯახი ცხოვრობდა დიდი ხნის წინ. მაშინ მტკრის კალაპოტს გაცილებით ფართო ადგილი ეკავა- ღამე, ერთად დარჩენილი ბავშვები რომ საშინელებათა ისტორიებს ყვებიან კოცონთან, ისეთი ხმის ტემბრი ჰქონდა - ორი ქალიშვილი ჰყავდათ. მათგან, ერთ-ერთი რამდენიმე დღით გაუჩინარდა. მტკვრის ნაპირას იპოვნეს მისი სხეული. ამბობენ, ბანაობა უნდოდა და დაიხრჩოო, მაგრამ მანამდე იყო ძალით ჩამხრჩვალი და მერე წყალში ჩაგდებული. ერთ კაცს დააბრალეს მკვლელობა. მის დასაცავად რუსეთიდან ადვოკატი ჩამოვიდა. სხვათაშორის, იმდენად გახმაურებული საქმე იყო, სასამართლოზე დასასწრები ბილეთები გაიყიდა. მაგ ადვოკატის შთაგონებით, დოსტოევსკის პერსონაჟიც ჰყავდა შექმნილი.
- კარამაზოვებში როა ადვოკატი პეტიუკოვიჩი?
- ჰო, მგონი. ბოდიში, კლასიკურ ლიტერატურას ვერ ვკითხულობ. მითუმეტეს თუ რუსულია - დაიჯღანა.
- ხო, რა ვიცი. შენი თაობა უფრო გიჟდება დოსტოევსკიზე, ვიდრე ჩემი - მხრები ავიჩეჩე.
- რედ ფლეგებს ხო ეძებდი? შეგიძლია, სიის შედგენა მაგითი დაიწყო.
- უწიგნურები უფრო მომწონს. შენს ჭკუაზე ისე ატრიალებ, ვერც მიხვდებიან - თვალი ჩავუკარი.
- რაღაც, ჯერ ვერ მეტყობა რო შენს ჭკუაზე დავბზრიალებდე - ისე ცინიკურად შემომხედა, საკუთარი დაბადება ვინანე. მერე სახლს შეხედა. უეცარი ემოციები ახასიათებდა. წამით, გაბრაზდებოდა, მაგრად დაგა*ვამდა და მერე სხვა ემოციაზე გადაერთვებოდა. მომწონდა. უცხოსთვის საძულველი იქნებოდა ალბათ, ალბათ მეც უცხო ვიყავი, მაგრამ მომწონდა მისი სახეცვლილებები. ირონიულობა, სიცილი, სევდა, მარტოობისკენ სწრაფვა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მზრუნველობა. აბა, რა ჯანდაბა უნდოდა შუაღამისას ჩემთან ერთად? მოვწონდი, როგორც ადამიანი, ბავშვი, მცირეწლოვანი. ვინ იცის, ოდესმე შევუყავრდებოდი, თუმცა მაშინაც ვეყვარებოდი, როგორც უმცროსი ძმა.
რისთვის იბრძვი ნიკო?
უფრო სწორად, ვისთვის იბრძვი? ჰქონდეს მაინც შანსი ამხელა ბრძოლას, რომელიც დიდ ენერგიას დებ და სინამდვილეში, გაფართხალებასავითაა.
მერე შემომხედა. ისევ მისი თვალები დავინახე.
მიღიდა.
ამ თვალებისთვის, წინასწარ წაგებული ბრძოლაც მიღირდა.
I know, the battle I’ve just started is already lost.
But I’m gonna fight, whatever it costs…
- უნდა წავიდე ნიკო. ძალიან დავიღალე. სახლში ამიყვან მაგ სქროლით?
- აბა რას ვიზამ, ოღონდ, იმ ქალის სასამართლო როგორ დამთავრდა?
- არასწორი ადამიანი დაიჭირეს, გააციმბირეს შენი დიდი ბაბუასავით. პოპულარულმა ადვოკატმა ვერ დაიხსნა. სადღაც, ოცდაათი წლის მერე გაირკვა რეალური დამნაშავე ვინც იყო.
- ვინ იყო?
- სიძე. მაგისი დის ქმარმა მიასიკვდილა. ძალიან მდიდარი ოჯახი იყო და მთელი ქონება მეორე ქალიშვილს დარჩა, ავტომატურად, მაგის ქმარსაც.
- ამ ყველაფერს სულები გიყვებიან თუ რა ხდება?
- არა - გაეცინა - ადრე, არქივში დავძვრებოდი. ოთხმოცდაათიანებში, ბევრი გასართობი არ გვქონდა. რეალური მკვლელის ამბავი კი მართლა მოკლულმა მომიყვა - ეგ რო გავიგე, შესამჩნევად შემეცვალა გამომეტყველება. ლიდიას გაეცინა. - ჰო, მიჩვეული ვარ ეგეთ რეაქციებს, როცა რამე ჩემებურს ვამბობ.
you see ghosts inside of building,
You feel the spirits that are guilty.
- მიყვარს, როცა რამე შენებურს ამბობ.
- ზოგჯერ, როცა ადამიანი სიკვდილისთვის მზად არაა, ვერ იაზრებს, რომ მოკვდა. ძირითადად, მაშინ ხდება თუ სხვა ჰკლავს. ამანაც ვერ გაიაზრა. დაახრჩეს და მერე სახლში დაბრუნდა. ხელებს იქნევდა, ყვიროდა, ტიროდა, მაგრამ ვერ იგებდნენ. მხოლოდ პატარა სანათის ანთება შეძლო აივანზე, რომლისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია.
- მემგონი, ყველაზე სევდიანი ამბავია, რაც კი მომისმენია. არადა, ობოლი ვარ და დიდი ბაბუა გამიკულაკეს.
- ჩემთვისაც ძალიან ტრაგიკულია, მიუხედავად იმისა, რომ ობოლი არ ვარ, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ობოლი ვიყო. ყველას როგორი სხვადასხვა პრობლემები და ერთნაირი დარდი გვაქვს - სევდიანად გაეცინა - მოდი, ნუ მოვიწყენთ და ბედნიერ ნოტაზე წამიყვანე სახლში.
სახლშიც სქროლით მივიყვანე. მგონი, ძაან მოეწონა.
- სხვა დროს, ჩემ ნახვაში ამდენი ფული არ გადაიხადო - გამაფრთხილა.
ხელე ვაკოცე.
შეცბა.
მინდოდა, მეკითხა, ხვალ რას აკეთებდა? ხვალ თუ მნახავდა, ვკითხავდი, ზეგ რა გეგმები ჰქონდა…
- დროებით ლიდია - მხოლოდ დავემშვიდობე. იმედი დავიტოვე, რომ ხვალინდელი და ზეგინდელი დღე ბუნებრივად მომიტანდა მის სურნელს.

* *

ბარში ჩავედი. შუა კვირა კი იყო, მაგრამ იმდენი ხალხი გვყავდა, ანიკო სულ იმას წუწუნებდა, ამ ხალხს სამსახური არ აქვს, მოცლილები არიანო. ეგენი რო არა, ჩემ ფეხებს გვექნებოდა ხელფასი. ცოტა მეც დავლიე. ბართან, ძალიან ლამაზი გოგო მომიდგა. ეგვიპტური ტატუებით მიიქცია ჩემი ყურადღება.
- ლამაზი ტატუებია - ვუთხარი. მაინცდამაინც ფლირტი არ მინდოდა, მაგრამ თუ რამე მომწონდა ადამიანში, ვეუბნებოდი. სხვები რომ ეგრე იქცეოდნენ, მთელ დღეზე პოზიტიურად მოქმედებდა და ვიფიქრე, იქნებ მეც გავულამაზო ვინმეს ცხოვრება თუნდაც ხანმოკე დროით-თქო.
- Can you speak English? - მკითხა გოგომ.
- I like your tattoos.
- I like your voice and your smile. What’s your name?
- Nicko. What’s yours?
- Moira.
- Nice name.
- nice body - თქვა და ვერ ვიტყვი, რომ არ გამხარებია - Can I offer you a drink?
- Actually, I’m gonna offer you a drink and then I’ll go... ჩემ სახელზე შენ რო იცი, ლამაზი კოქტეილი დაუსხი რა - ვთხოვე ბარმენს.
- already leaving?
- yes. It was a hard day.
- რა რთული დღე ბიჭო. გაიყოლე სახლში - ჩაილაპარაკა გვერდზე ანიკომ.
- სხვაზე რო ფიქრობ და სხვა აგყავს სახლში, არც ისეთი მაგარი ტიპი გამოდიხარ. ისევ ჩემს ძაღლს წავიყვან. გულწრფელად მაინც მოვწონვარ - ბლუჩუნასთან გავედი. წამოდი-მეთქი, ვუთხარი და უსიტყვოდ გამომყვა. თავის ახალ ქურთუკზე ერთი წინწკალი ლაქაც არ ჰქონდა. როცა მოინდომებს, სისუფთავეც შესძლებია.
- აუ, ანიკო, სანამ წავალ, ტექსტს დაგიტოვებ და მიჭერ-მოჭერი, ჩაამატე რაღაცები და ააწყე ცოტა ნორმალურად - შევძახე ანოს. მთელი ბავშვობა, ამერიკაში ცხოვრობდა. ალბათ, ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც იქაურ ცხოვრებასა და კარიერაზე უარი თქვა და გადაწყვიტა, საქართველოში მცხოვრები გეი მუსიკოსი ყოფილიყო. ინგლისურ ტექსტებს სულ ეგ ასწორებდა, ამატებდა, ჭრიდა და კერავდა.
“people say I'm funny, but next to you,
only make awkward jokes.
your cold eyes turned me into stone.
don't look at me like this babe,
you can't handle my sorrow.
She’s hurting me, so she’d make me go away,
I am already in the pain, but I am here again.
you think, your love made me sick,
being sick is not enough.
Don't put me back out my misery,
your cruelty keeps me hard.
I know, the battle I’ve just started is already lost.
But I’m gonna fight, whatever it costs…”
წაიკითხა. გაეცინა. ოღონდ, ეგ სიცილი მიყვარდა. როცა რამე მოსწონდა, ეგრე იცინოდა.
- კაია, უბრალოდ, მეტი ტექსტი დამჭირდება. ამ დღეებშიც იტანჯე, რომ უკეთესები დაწერო. შეიძლება, რაღაც სიახლეები მქონდეს. წინასწარ, არ გეტყვი. თარსი ხარ!
სახლში მისულმა ვიფიქრე, ლიდიასთვის მიმეწერა, მაგრამ მეტისმეტი მომეჩვენა. გამომყვა სასეირნოდ, მთელი საღამო დამითმო. უნდა შემერგო. თინანო გამოვიდა ჩემთან. ბლუჩუნასთვის, ბულიონი გამოიტანა. ახალი სიმღერები ვუმღერე. ჩემთან, ბარში ხშირად ვერ მოდიოდა.
- ვინმე მოგწონს? კარგი ტექსტებია - ესეც მიხვდა. უკვე, შუბლზე მეწერა.
- ხო, მაგრამ ნუ მომაყოლებ. იმას გაქნეულზე ვკი*დივარ.
- გაქნეულზე დაკ*იდებულებს გაგვიმარჯოს! - კონიაკი გადაკრა. გადავწყვიტეთ, ცოტა დაგველია და ჩვენს ცხოვრებაზე გვეწუწუნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრება ძალიან მომწონდა. ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის: საყვარელი საქმე, კარგი მეგობრები. სკოლის და უნივერსიტეტის პერიოდის შემდგომ, როგორც იქნა, გარშემო მხოლოდ ისეთები დამრჩენოდნენ, ვისთანაც დასამალი არაფერი მქონდა. დროდადრო, მიძაჩემი მიბურღავდა ტვინს, მის რომელიმე ბიზნესში ჩავრთულიყავი, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. მასზე არასდროს ვბრაზობდი, როცა რამეს მაძალებდა. მშობლების გარდაცვალების მერე, ბიძა მზრდიდა და თავი ვალდებულად მიაჩნდა, ჩემთვის უზრუნველი ცხოვრება ეჩუქნა. უბრალოდ, მე არ მინდოდა ეგრე. წვალება მსურდა. რაც თავი მახსოვს, სულ წვალებისკენ ვილტვოდი, ეტყობა იყო ჩემში რაღაც მაზოხისტური, ცხოვრებისეულ სირთულეებს რომ არომანტიკულებდა.
გეგი და ანიკოც მომადგნენ. თავიანთი სასმელებით. კაცმა რომ თქვას, ჩვენ სამს შორის, რაღაც მხრივ, სამისვეს გვქონდა უარი ნათქვამი ნაჩუქარ კეთილდღეობაზე. გეგი მდიდარი ოჯახიდან იყო. ერთხელ ვუთხარი, შეგეძლო, ქალს გარიგებოდი, ცოლი მოგეყვანა და ჩუმად კაცებში გეწანწალა. იჯდებოდი ახლა ჩემ სიგრძე რეინჯ როვერში-თქო. კარგად შემომიტრიალა მერე. შენ გაგეგრძენებინა ბიზნესზე სწავლა, მიგეღო ბიძიკოსგან ბიზნესები და ორივენი ვისხდებოდით რეინჯ როვერებშიო. ანიკო კი ცხოვრობდა ამერიკაში უდარდელად, მაგრამ ქმარი ჰყავდა და თავის სიცოცხლეში, ერთი წუთიც არ მოსწონებია კაცები.
მაშინ პატარა ვიყავი. ახლა მშვენივრად ვიაზრებ, რატომაც გამოვექეცით სამივენი მოჩვენებით ცხოვრებას. მოჩვენებითი ცხოვრება - მოჩვენებითი ბედნიერებაა, რომლის არსებობასაც ყველა იჯერებს საკუთარი თავის გარდა. აჯერებ სოციალური ქსელის მეგობრებს, როგორი იდეალური და სრულყოფილი ხარ, როგორ უხვად დაგაფერთხა სამყარომ თავისი მადლი. მიდი, სურათი ბალენსიაგებში, პარიზის ქუჩებში, ასმტერდამში, რეინჯ როვერში (არ ვიცი, რატომ ჩავაფრინდი ამ მანქანას. ეტყობა, მომწონს). სურათების უკან სიცარიელეა. პარიზშიც სიცარიელეა. ამსტერდამშიც. რომშიც. ბარსელონაშიც.
თუ სული ცარიელია, ყველგან სადაც ბედნიერების საძებრად მივდივართ, უბედურება გვხდება.
- ამ ჭიქით, გაგვიმარჯოს ხალხს, რომელმაც სავსე ჯიბეს, სავსე სული ვარჩიეთ - ჩემს ფიქრებს გამოეხმაურა გეგი. ყველამ დავლიეთ.
ვერ მოვითმინე და მივწერე:
„გძინავს?“
„არა“ - მალევე მიპასუხა - „მაგრამ ბავშვებს კი უნდა გეძინოთ ამ დროს“.
„ვჭირვეულობთ. გვიჭირს ზღაპრების გარეშე დაძინება“.
„ზღაპარი მოგვიყვე?“ - მკითხა და სიცილის სმაილიც მოაყოლა.
„შენ უფრო საშიში ზღაპრები გამოგდის ალბათ, მაგრამ კიი, მომიყევი“.
„იყო ერთი ლიდია, რომელიც ზღაპრებს არ ყვებოდა, რადგან მეზღაპრეობა და ბავშვები რომ სდომოდა, აქამდე ბლომად ეყოლებოდა“.
„როგორი უხეში ზღაპარია“.
„სვამ ხო? ალკოჰოლის ვაიბს ვგრძნობ. მეზიზღება“.
„მაპატიე. თუ გნახავ, აღარ დავლევ. გპირდები“.
აღარ მოუწერია. დამსინა.
სადღაც, სამი ჭიქის მერე, ისევ მივწერე. ვერ მოვითმინე.
„გძინავს?“
„არა ნიკო. ძალიან იშვიათად მძინავს“.
„რას შვრები?“
„სიგარეტი გამითავდა და საყიდლად ვაპირებ გასვლას“.
„მე მოგიტან, არ გახვიდე“.
„ არ მინდა ნიკო! მე ვიყიდი“.
„გამოვდივარ. უბრალოდ სიგარეტს მოგცემ და წავალ. მართლა“.
„მჯერა“ - ისევ სიცილი მოაყოლა.
- ცოტა ხნით გავიქცევი და მოვალ. არ წახვიდეთ - ვთხოვე მეგობრებს.

- სად მირბიხარ? - გაუკვირდა თინანოს.
- ჩემი ოცნების ქალს სიგარეტი გაუთავდა და უნდა მივუტანო - მე თვითონ მაგრად ვიცინე საკუთარ სიტყვებზე. თინანო გაოგნდა. ისეთი ფერი დაედო სახეზე, ვიფიქრე, სასმელმა ცუდად გახადათქო.
- ამას დამა ქალი შეუყვარდა - აუხსნა ანიკომ - რომელიც ისე დააპაშოლებს, რომ მთელი ცხოვრება, სევდიან მუსიკებს გვამღერებს.
მერე ყველამ ერთად, „წვიმა მოგოგნებებს ასველებს“ ჩაიხვია. ძალიან გემოვნებიან ხალხსაც (თუმცა ჩვენ ვეძახდით საკუთარ თავს ძალიან გემოვნებიანს და სხვისი თვალთახედვით, ნამდვილად, ვერ ვიტყვი, რანაირები ვიყავით) გვეხსნებოდა დალეულზე. ზუსტად მაგიტომ, გეგი წამოდგა და დაიჟინა, გამოგყვებიო. გარეთ გავვარდით ევლის სისწრაფით. სუპერმარკეტში, ღამის ცვლის მოლარე კონსულტანტი გააგიჟა, ღამის სიჩუმე გაფანტეს უმღეროდა. ორი ბლოკი სიგარეტი ვიყიდე. ვანილის არომატიან სობრანიე კასტერს ეწეოდა ჩემი ლიდია.
ჩემი ლიდია.
რა ლამაზად ჟღერდა.
- იმასაც მოსწონხარ! - მითხრა გეგიმ.
- მთვრალი ხარ და მაგიტომ ამბობ. ლიდიას არასოდეს მოვეწონები, მაგ აზრს შევეგუე. იმასაც შევეგუე, რომ დიდხანს ვერ დავივიწყებ. It’s okay. I’m fine.
- ჩემი წინასწარმეტყველება თუ ახდა, მეჯვარე ვარ იცოდე! - თან ერთ ადგილას ვერ იდგა, ირხეოდა.
- ძალიან მომწონს, მაგრამ... ცოლის მოყვანას არ ვაპირებ - გამეცინა - არასოდეს მოვიყვან ცოლს.
- თუ მაინც გადაწყვიტე?
- შენ და ანიკო ხართ მეჯვარეები. გაწყობს?
- კი.
ლიდიასთან მივედით. ახლა გავიაზრე, რომ ფეხითაც ძალიან ახლოს ცხოვრობდა ჩემგან. მივწერე, გამოდი-მეთქი. მალე გამოვიდა. ამ სიცივეში, ლურჯი აბრეშუმის ხალათით გამოფრინდა. ღიმილით, თავი გააკანტურა. ისეთი თვალები ჰქონდა... ძველებურად ცივი, თუმცა ჭაობივით მწვანე, ღრმა, იდუმალი.
- ახლოს არ მოვალ, ნასვამი ვარ - სიგარეტი გავუწოდე.
- გაგიჟდი ხო? მთელი თვის სამყოფია.
- ანუ მთელი თვე, ღამე გარეთ არ გახვალ საყიდლად. კდემამოსილი ქალი დაბინდებისას კარს ხურავს - ვთქვი და ეჭვი შემეპარა, რამდენად კარგად გამომივიდა. მერე გაეცინა. დავრწმუნდი საკუთარ იუმორში - შეხვდერამდე ლიდია - ისევ დავემშვიდობე. დღეს, უკვე მეორედ.
- დიდი მადლობა. ოღონდ, ასეთი სისულელე მეორედ აღარ ქნა! - სახლში შებრუნდა.
გეგის შევხედე.
- ხალათით, რომლის ქვეშაც, ლიფი არ აცვიათ, არ გავლენ ჩვეულებრივი იდიოტის სანახავად - მიმტკიცებდა.
- ლიფის ამბავი მე ვერ შევნიშნე და შენ სად უყურებდი?
- ვალდებული ვარ, ყველაფერი შევნიშნო, რაზეც შენ თვალები გაქ დაბინდული. ისე, მაგარი ძუ*უები აქვს, ნეტა, გათამაშონ მაგეებზე.
- მართლა გგონია, რომ შანსი მაქვს? - ძუ*ძუების კომენტარი დავაიგნორე.
- რა იდიოტი ხარ - გაეცინა - ვერც კი წარმოიდგენ, რამდენთან გაქვს შანსი. სახლში. მერე რაღაც მოაფიქრდა და კარგა ხანს იცინოდა თავისთვის.
- ამოღერღე ახლა რაზე იცინი.
- ძმაკაცის გოგოს ალპენ გოლდი მოუნდა და მივუტანეთ სასტავმა - თქვა ხარხარით. დავბრუნდით. გოგოები, იმეჯინ დრაგონიდან დაწყებული, მერაბ სეფაშვილით დამთავრებული, ყველა რეპერტუარს ასრულებდნენ. ანიკომ ცალი წარბი ამიწია დანახვისას. ასე მაშინ იქცეოდა, როცა ჩემი არჩევანი არ მოსწონდა.
- ქალს შუბლზე აწერია რო მოსიარულე არასწორი არჩევანია - ჩაიბურტყუნა - და მაინც, ამერიკიდან დამირეკეს. ჩვენი სპონსორობა უნდათ. ამიტომ მიაწექი ცალმხრივ სიყვარულს, ბოლომდე დაიტანჯე! ცივი თვალები მოსუმენიათ ინგლისური ვერსია და მოეწონათ.
მე და გეგიმ ერთმანეთს იდიოტებივით შევყურებდით. უცხოელი სპონსორი გამოგვიჩნდა და ამან მარტო ახლა გვახარა.

№1 სტუმარი Nino

ძალიან საინტერესოაა ????????????

№2  offline წევრი ფარვანა

ანაა!!! <3
ისე გამიხარდი…
აი, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიანნნ კარგი იყო!
რანაირად არი ეს ამბავი ასეთი ღუნღულა?! ოფიციალურად შეყვარებული ვარ, რა, ყველაზე და ყველაფერზე იმიტომ, რომ ისეთი დადებითი, თბილი აურის მაფრქვევლები არიან-ხარ შენ, რომ ვერ გამოდის უბრალოდ სხვანაირად.

ჩემი ბლუჩუ?! ვუაიმე ვაააფრეენ, რანაირია?! როგორ არ დასვარა თავისი კურტკა?!…
უხხ, ეგ სიყვარულიიკი ეგა. <3

გეგი და ანიკო?! ზოგადად ამ ტრიოს ხაზი…. ძალიან კარგები არიან.
ისე კარგად გადმოსცემ მათ უშუალო, გულწრფელ დამოკოდებულებებს ერთმანეთისადმი… მაგ სიმარტივით გადმოცემული სიღრმე ცალკე მიყვარს მე!

და ასევე ძალიან მაგარი ის მონაკვეთიც, სადაც სავსე ჯიბით სიარულს სავსე სულით სიარული რომ ჯობია მაგაზეა საუბარი… იმ არჩევანზე, რომელიც უსაზღვროდ დასაფასებელია ჩემთვის, და დარწმუნებული ვარ არა მარტო… ზოგადადაც ასეა ვფიქრობ იმისთვისაც, ვინც სულ გვერდით გვყავს და სულ აქ არი ჩვენთან.
იცი რატო?! იმიტო რომ სულის სისავსისთვის გადადგმულ ნაბიჯებს გამბედაობა სჭირდება. ძალიან, ძალიან დიდი რომ იმ გარეგან სიამოვნებებს არ მიეცე რომელიც კი ჩანს სხვებისთვის, კი იყენებ შენც რეინჯ როვერების თუ სხვა დანარჩენის კუთხით, მაგრამ ყველაზე მთავარს ვერ გრძნობ… იმ სისავსეს ვერ გრძნობ, მართლა ავარიულ კორპუსში თავისუფალ, ჯიბეგაფხეკილ მუსიკოსად ცხოვრებას და იმ შუშაბანდებიან სახლში ყოფნაზე ნატვრას რომ მოაქვს, იმასაც რო “ერთი შებერვა უნდა” ისეთი რომ არის,მაგრამ აი ეგ არი რა ყველაზე დიდი მადლი, ეგრე ცხოვრება რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ყველაზე მეტს გიტოვებს რაღაცნაირად…

და გეგი?!
“-იმასაც მოსწონხარ!-მითხრა გეგიმ.”
კი,კი, კი, და კი!! გეთანხმები მეც გეგი!
რატომ?

“-წამოდი, ჩვენს მომავალ სახლს შევავლოთ თვალი.
რაღაცნაირად, სწრაფად დამთანხმდა და წამომყვა.”

დიააახ!!
თქვენც გრძნობთ ხო, ძვრებს ცივ თვალებში?!
ჩემი დივა ქალიიიიი ნელ-ნელა “მეგობრულობისკენ” მოდიიიისსსს.

აჰჰჰჰ!!

“-რა ლამაზი ხარ პატარავ-აღმომხდა სახლის დანახვისას. ლიდიამ ისე შემომხედა, მგონი ეჭვი შეეპარა, მე ხო არ მეუბნებაო,”….

I mean…

“…და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მზრუნველობა. აბა, რა ჯანდაბა უნდოდა შუაღამისას ჩემთან ერთად? მოვწონდი როგორც ადამიანი, ბავშვი, მცირეწლოცანი. ვინ იცის ოდესმე შევუყვარდებოდი, თუმცა მაშინაც ვეყვარებოდი როგორც უნცროსი ძმა.”

Like whaat?!

დივა ყველაფერს გრძნობს! იცის, იცის, იცის… შენ თავში იხედება, ნიკო და შენსავე ფიქრებში საკუთარ “გაშიშვლებულ” თავს ხედავს. ზუსტად მაგ ფიქრების საპასუხოდ იყო

“-უნდა წავიდე ნიკო. ძალიან დავიღალე.”

ოღონდ შენივე უიმედო ფიქრებისგან კი არ დაღლილა, საკუთარ თავს იჭერს უკვე იმაში, რომ “წინასწარ წაგებული” არაფერიც არ არი და ვერანაირი “და-ძმური” თქვენ შორის ვერ იქნება როცა თავისივე დადგენილ ხაზს გადმოკვეთს, ბოლომდე მოირყევა და ნაბიჯს გადმოდგამს.

და რაც მაგის მერე იქნება… რა ვიცი, ალბათ ვიღაცას გამოადგება მერე თავისი სქილები … :დდდდ

და ტიპი რანაირია უბრალოდ?! სისაყვარლე და მოსიარულე გრინ ფლეგი.
ვგიჟდებიიი!!

“-გაგიჟდი ხო? მთელი თვის სამყოფია.
-ანუ მთელი თვე, ღამე გარეთ არ გახვალ
საყიდლად. კდემამოსილი ქალი დაბინდებისას კარს ხურავს-“.
“-სხვაზე რო ფიქრობ და სხვა აგყავს სახლში, არც ისეთი მაგარი ტიპი გამოდიხარ.”

ნიკო-მეთქიიი!!

მოვრჩი, მოვრჩი ახლა თორე თან დამათენდა, მარა თან რა მომაავენებდა ისე… :დდდ
მოკლედ, გყვარობ და გელოდები!
პირობა კი შემისრულე… ოქრო გოგო ხარ! <3 <3 <3

უიჰ, ხო, ჯგუფში შენი პოსტი ვნახე ნიკოს პროტოტიპზე და დავინტრიგდი როგორია?!…
--------------------
Phanessa Psykhḗ

№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Nino
ძალიან საინტერესოაა ????????????

მადლობა ნინ <3

ფარვანა

ღმერთო, არ შეიძლება, ყველა მკითხველი შენნაირი მყავდეს? ლამისაა, შენ გამო დავწერო ხოლმე ახალი თავი :დდდ

ფბ-ზე მომწერე და ჩაგიგდებ ნიკოს სურათს. აი, ისე მომწონს ეგ ბიჭი რო ჭკუაზე არ ვარ. თან რო შეხედავ, ნიკოსავით ლაღი და მხიარული ტიპის შტაბეჭდილებას ტოვებს.

თავისუფალ ცხოვრებას რაც შეეხება, ზუსტად მაგისი თქმა მსურდა. დიდი გამბედაობა უნდა მატერიალური კეთილდღეობის დათმობას სავსე სულის სანაცვლოდ.

ლიდიას გრძნობებზე, კომენტარს არ გავაკეთებ, სპოილერში რო არ ჩამეთვალოს.

მადლიბა, რომ ჩემთან ხარ. გყვარობ <3

№4 სტუმარი Mirabel Müller

დაბრუნებაც ასეთი უნდა!
ძალიან მარტივად იკითხება, მსუბუქად. თან არც მინდება რომ დასრულდეს... ვკითხულობდი და მიმიკებთან ერთად ემოციებიც მეცვლებოდა. დოზირებულია სევდაც,იუმორიც, ირონიაც, წუხილიც... პერსონაჟებიც სახასიათოები არიან, გამბედავებიც. ისე, რა დასამალია და, კაცი რომ ვყოფილიყავი, ნიკო ვიქნებოდი :დ. დამოუკიდებელი ქალი მომეწონებოდა (განსაკუთრებულად ეშხიანი), მერე თავდავიწყებითაც შევიყვარებდი! შემდეგ, ალბათ,არ მოვეშვებოდი ან ვერ. თავს შევაჭმევინებდი, ბაყაყსაც შევჭამდი და შემდეგ რაღაც მნიშვნელობასაც შევიძენდი.
ისე, არც ლიდიას აქვს საქმე მარტივად. თინანოს, მით უმეტეს.
მოუთმენლად, მაგრამ მაინც გელოდებით,ენ ჯეინ.

№5  offline მოდერი აირ ისი

ყოველი თავი მომდევნოზე უკეთესი გამოდის. ისტორიაც ეშხში შედის და რაღაც ძაან ეპიკურის მოლოდინს გიჩენს. რაღაცნაირად, ყველა შენს პერსონაჟს ეტყობა, რომ შენი პერსონაჟია. ქალებს მით უმეტეს და ზუსტად ეგ მიყვარს, რომ ასეთი სახასიათო და ოდნავ პარადოქსული ხასიათის ქალ პერსონაჟებს ქმნი. მამაკაცებს რაც შეეხება, ყველაზე მაგარი ისაა, რომ სხვა ავტორებისგან განსხვავებით, ოდნავადაც არ იგრძნობა მათ ხასიათში ძალადობრივი ბუნება,რასაც უზომოდ ვაფასებ ყველა ავტორში ❤️❤️❤️ მოკლედ, მოგყვები ყველა თავზე და გელოდები. საკმაოდ საინტერესო პერსონაჟები არიან ნიკოც და ლიდიაც ❤️❤️

№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mirabel Müller
დაბრუნებაც ასეთი უნდა!
ძალიან მარტივად იკითხება, მსუბუქად. თან არც მინდება რომ დასრულდეს... ვკითხულობდი და მიმიკებთან ერთად ემოციებიც მეცვლებოდა. დოზირებულია სევდაც,იუმორიც, ირონიაც, წუხილიც... პერსონაჟებიც სახასიათოები არიან, გამბედავებიც. ისე, რა დასამალია და, კაცი რომ ვყოფილიყავი, ნიკო ვიქნებოდი :დ. დამოუკიდებელი ქალი მომეწონებოდა (განსაკუთრებულად ეშხიანი), მერე თავდავიწყებითაც შევიყვარებდი! შემდეგ, ალბათ,არ მოვეშვებოდი ან ვერ. თავს შევაჭმევინებდი, ბაყაყსაც შევჭამდი და შემდეგ რაღაც მნიშვნელობასაც შევიძენდი.
ისე, არც ლიდიას აქვს საქმე მარტივად. თინანოს, მით უმეტეს.
მოუთმენლად, მაგრამ მაინც გელოდებით,ენ ჯეინ.

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო. მგონი, მეც ნიკო ვიქნებოდი კაცი რო ვყოლიფიყავი. მგონი, ქალი ნიკო ვარ, მარა ვერ მღერი :D

ანუბისი
ყოველი თავი მომდევნოზე უკეთესი გამოდის. ისტორიაც ეშხში შედის და რაღაც ძაან ეპიკურის მოლოდინს გიჩენს. რაღაცნაირად, ყველა შენს პერსონაჟს ეტყობა, რომ შენი პერსონაჟია. ქალებს მით უმეტეს და ზუსტად ეგ მიყვარს, რომ ასეთი სახასიათო და ოდნავ პარადოქსული ხასიათის ქალ პერსონაჟებს ქმნი. მამაკაცებს რაც შეეხება, ყველაზე მაგარი ისაა, რომ სხვა ავტორებისგან განსხვავებით, ოდნავადაც არ იგრძნობა მათ ხასიათში ძალადობრივი ბუნება,რასაც უზომოდ ვაფასებ ყველა ავტორში ❤️❤️❤️ მოკლედ, მოგყვები ყველა თავზე და გელოდები. საკმაოდ საინტერესო პერსონაჟები არიან ნიკოც და ლიდიაც ❤️❤️

ძაან დიდი მადლობა ანუბისო. მიხარია, რომ მკითხულობ და ჩემი ქალები/კაცები მოგწონს <3

№7  offline წევრი gay diary

აქ ვინმეს ჰომოსექსუალი პერსონაჟები ხომ არ ჰყავსო?
პირველ რიგში მადლობა, რომ გამართულად წერთ. მადლობა, თანაც გულაჩუყებით გადახდილი მადლობა, იმისთვის, რომ ანიკო და გეგა ჩაგრული პერსონაჟები და სხვების თანაგრძნობის ხარჯზე "გადარჩენილი" ადამიანები კი არ არიან, არამედ სხვა დანარჩენის მსგავსად ჩვეულებრივი არსებები, აბსოლუტურად თანასწორები. ვისთან მეგობრობაც ასწორებს და ისევე საკაიფოა, როგორც ჰეტერო ბიჭებთან ან გოგოებთან. მოკლედ, ძალიან გამიხარდა, რომ ამ საიტზე აღმოვაჩინე ავტორი, ვისი ტვინიც სრულიად თავისუფალია ყველა ჩარჩოსგან. ჰეტერო პერსონაჟებსაც ეტყობათ ეგ. ყველაზე დადებითად ზუსტად მათზე აისახება.
ნიკო, როგორც შეყავრებულობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი - ამ სამ თავში, რომელიც მიყოლებით წავიკითხე, მთავარი ხიბლია. სულს აფორიაქებს მისი დაუშრეტელი შემოქმედებითობა. მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ ლიდიას გამო რამდენიმე სიმღერა რომ დაწერა. საინტერესო სინქრონი კი იყო სიმღერის ტექსტზე მუშაობისა და რეალობის. ფაქტობრივად, ვაკვირდებოდი, როგორ და საიდან შეიძლება იღებდეს ადამიანი შემოქმედებით იმპულსებს, მერე გარდაქმნიდეს ხელოვნებად... სიყვარული ყველაზე კაშკაშა, სხივმოსილი ენერგიაა და იმ ადამიანებს შესწევთ სიყვარულის განცდა, ვინც სილამაზეს ხედავს და აფასებს.
ნიკოს შეუძლია ღამის მტკვარზე მოლიცლიცე მთვარის ნათება შეამჩნიოს, შეიყვაროს და სხვასაც გაუზიაროს. ნიკოს შეუძლია ქალაქის არქიტექტურიდან ერთი სამსართულიანი და შუშაბანდიანი სახლი გამოარჩიოს და მასში სილამაზე ამოიცნოს და რაც მთავარია, როცა სხვა ადამიანს იპოვნის, ვინც ასევე ელამაზება, ვერ გაუძლოს ცდუნებას, რომ ეს სილამაზები მასაც არ გაუზიაროს. სიყვარული, როგორც საკუთარი შინაგანი სამყაროს თავსმოხვევის დაუოკებელი წადილი. ანდა სიყვარული, როგორც შენს შიგნით დაგროვებული სულიერი სიმდიდრის, მრვალფეროვნების, რაც რაღაც დროის განმავლობაში ჩაკეტილი იყო და ჩარაზული - აი, ამ ყველაფრის გამომათავისუფლებელი აფეთქება.
შეიძლება ყველაზე ძვირფასის გაზიარება სხვა ადამიანისთვის იმიტომ გინდება, რომ გრძნობ, მისთვისაც ასეთივე ძვირფასი იქნება. რატომ ვერ ვაკონტროლებთ ადამიანები იმის სურვილს, რომ ვიღაც ჩვენი მსგავსი ვეძიოთ?!
ბოლომდე მოგყვებით. ძალიან სასიამოვნო წასაკითხია და საინტერესო.

№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

gay diary

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის <3 იმხელა სტიმულია ჩემთვის მსგავსი კომენტარები, სიტყვებით ვერ აღვწერ. მიხარია თუ ფიქრობ, რომ ჩარჩოებისგან თავისუფალი ვარ, თუმცა ალბათ მაინც ბევრი ბრძოლა მჭირდება ბოლომდე გასათავისუფლებლად <3

ისიც ძალიან მიხარია, როგორ სწორად აღნიშნე მშვენიერების აღქმის უნარი ნიკოში. ძაან ხშირად, სადავო საკითხია ხოლმე ეიფელს რო ჩვენი ანძა მირჩევნია და ინგლისის ძველებურ სახლებს მთაწმინა, თუმცა მგონია, არსებობენ ადამიანები, ვინც სრულად მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent