შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერი ქალბატონი (pink lady 4)


26-03-2024, 10:13
ავტორი ეველინა
ნანახია 978

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ვახო უკანასკნელად ვნახე, ამ ერთი თვის განმავლობაში სულ იმის შიში მქონდა რომ სადმე დამხვდებოდა ან უკან ამედევნებოდა, მაგრამ არა. ნიკასგან გავიგე რომ მისი შვილის დედას შეურიდგა ხელიც კი მოაწერეს ახლა კი ბარგს ალაგებენ და თბილისში გადადიან საცხოვრებლად. შვება ვიგრძენი. ჩემი ცხოვრების წიგნში ვახოს თავი დასრულდა. დრო ელვის სისწრაფით გადის, ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრი არაფერი მომხდარა, ცირა ამ ბოლო დროს ძალიან ბედნიერი დაიარება, საბა ვიღაც ქერათმიან გოგოსთან ერთად დაეთრევა არ ვიცი ეს ფაქტი რატომ მაღიზიანებს,მე თმები შავად შევიღებე, ცხოვრებაში რაღაც ცვლილება მჭირდებოდა და თმებს მივადექი. ნინოს როგორციქნა ეშველა და ნიკამ ხელი სთხოვა, ბევრი არუფიქრია ისე დასთანხმდა, რაც მაგას ნაფიქრი ქონდა მეტი აღარ უნდოდა. ჩვენ კი გავწყდით დილიდან ხამ დიზაინერებს ველოდეთ ხან რა გავაკეთეთ ხან რა, მათ გამო კაფეც კი დავხურე.
ძალიან გამიხარდა მათი ამბავი, ნინომ მეჯვარეობა მთხოვა და რათქმაუნდა დავთანხმდი, გამიფრინდა ჩემი ჩიტი ბუდიდან სხვა ბუდეში. ქალაქგარეთ ვიყავით რესტორანში და ამ ამბავს აღვნიშნავდით
-კარგი რა მირა ტირი?-შემომიჩნდა ნინო
-თქვენი ბედნიერება მახარებს იმდენად რომ ცრემლებს ვერ ვიკავებ- მართლაც გული სიხარულით მქონდა სავსე.
-მაინც’ რა არის სიყვარული არა? დიდხანს ვერ დამალავ, პირზე ხელი რომ აიფარო თვალები გაგცემენ, ისინი არასდროს ტყუიან-ამატებს საბა სიყვარულში გამოცდილი კაცივით,
-ირგვლივ სიყვარულის სურნელი ტრიალებს
-მერე შენ რას ელოდები?-მეკითხება ნიკა
-მე მირჩევნია სხვისი სიყვარულის დანახვამ დამახვიოს თავბრუ,
-ვფიქრობ მალე ეგრე აღარ იჭიკჭიკებ
-ნინო რამე იცი და მიმალავ
-ბავშვები სწრფად იზრდებიან არაა ძვირფასო
-ნინო რას გულისხმობ
-ყურადღებას ნუ მომაქცევ ბედნიერებისაგან რას ვსაუბრობ ვერ ვაცნობიერებ
-მირა ის დათა არაა?-მეკითხება ნინო და შემოსასვლელისკენ მანიშნებს
-კი ის არის, აქ რა უნდა
-მოდი გავარკვიოთ-ამბობს ნინო და დათასკენ მიდის, მერე კი მასთან ერთად ბრუნდება მაგიდასთან
-თქვენ აქ რას აკეთებთ?-თვალები უფათოვდება დათა
-ჩემს ზარებს რომ პასუხობდე გეცოდინებოდა-ეუბნება ნიკა. თვალები მიფართოვდება როცა საპირფარეშოდან გამოსული ცირა დათას მიმართულებით მიდის და ეხვევა
-მეგობრებო გაიცანით ეს დათაა ჩემი შეყვარებული- გვაცნობს ცირა და უხერხულად ვიშმუშნებით ყველა
-აბა მეგობრებთან ერთად ვარ რესტორანშიო?-ხმა უტყდება ძამიკოს
-ხო ისინი ჩემი მეგობრები არიან-შეცბუნებული პასუხობს ცირა
-და თანამშრომლები ესეც უნდა დაგემატებინა-ამბობს დათა და ნაძალადევად გვიღიმის ყველას
-ვინმემ წყალი მომაწოდეთ-ვამბობ და სკამზე ვჯდები
-აი ამბავიც ასეთი უნდა-ჩემს გვერდით იკავებს ადგილს ნიკა
-წყალი მეც არ მაწყენდა-არ ჩამოგვრჩა ნინოც
-საინტერესოა-საბა რატომღა შემოგვიერთდა ეს ვერ მივხვდი მაშინ ამაზე ყურადღება არ მიმიქცევია
-წყალს მოგიტანთ- განაცხადა ცირამ
-შენ არა დათა მოიტანს- ვამბობ და წარბს ვუწევ დათას ისიც მაშინვე მიდის წყლის მოსატანად დაბნეული ცირა ყველას თვალს გვავლებს, სახე უფითრდება. დათას წყალი მოაქვს და ყველას სათითაოდ გვაწვდის. საშინელი სიჩუმე ჩამოწვა მეც კი შევწუხდი
-მირა იქნებ რამე თქვა თორემ სადაცაა გოგოს გული წაუვა-ვეღარ გაუძლო სიჩუმეს დათამ
-ისე თამამად შემოაბიჯე როგორც ჩანს აქ არ გველოდი და გამოგიჭირეთ
-დათა რა ხდება შენ მაინც ამიხსნი?-ვხვდები რომ ცირამ არაფერი არ იცის და სურვილი მიჩნდება ჩემი ძმა ჩავაკლა
-არ გამიბრაზდები იმედი მაქვს
-ბავშვობაში უფრო მაგრად უნდა მეცემე-ერევა ნიკა
-დათა შენ მათ იცნობ?
-მირა ჩემი უფროსი დაა, ნიკა მისი კლასელი მასაც ბავშვობიდან ვიცნობ, ნინოსაც ნიკასგან ვიცნობ
-რაა?... მე.. მე მაპატიეთ უნდა დავფიქრდე-ცირა ადგილს სწყდება და გარეთ გარბის
-თუ არ დააბრუნებ ფეხზე დავიკიდებ შენს ასაკს და მაგრად გცემ-ამბობს ნიკა
-დავაბრუნებ
-მეც მაგის იმედი მაქვს- ძლივს ვახერხებ ოთხი სიტყვის თქმას ჯერ კიდევ შოკი მაქვს
-დაგვშოკა ბიჭმა
-ცირა და დათა ვერ წარმომიდგენია
-მირა ჩუმად რატომ ხარ
-ვცდილობ სიტუაციას ცივი გონებით შევხედო, ეს პატარა ლაწირაკი,
-ახლა რა იქნება
- არ ვიცი, ნელი გაგიჟდება მამაჩემი რას გააკათებს ვერ გეტყვი, მეც შოკი მაქვს , საბოლოოდ ისეც ცირა აღმოჩნდება ცუდ მდგომარეობაში, ეს უკანასკნელი კი არ მინდა.
-ცირას რომ სცოდნოდა შენი ძმა იყო მასთან ურთიერთობას არ გააბამდა ხომიცი
-სამაგიეროდ დათასთვის ამ ყოველივეს ხელი არ შეუშლია,
-იმედია კაცურად მოიქცევა დრო რომ მოვა
-მირა იმედი მაქვს ცირას მხარს დაუჭერ და მარტო იმიტომ რომ შვილი ყავს შენს ძმასთან ურთიერთობის გაწტვეტას არ მოსთხოვ
-რა უფლებით, სიყვარულს ვერავის დავუშლი
დათა ცირასთან ერთად დაბრუნდა გამიხარდა, თითქოს გულზე რაღაც მომეშვა, თავდახრილი დამნაშავესავით იდგა დათას გვერდით და თვალს ვერ გვისწორებდა, სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა, მხოლოდ ცრემლები უსველებდა სახეს და ვერ ვხვდები რა ატირებდა, ყველაფერში დამნაშავე ხომ ჩემი ძმა იყო.
-არაფერს იტყვი-მეკითხება დათა
-სათქმელი შენ გაქვს მე რატომ მაიძულებ საუბარს
-ცირა მიყვარს და მას არ დავშორდები
-ჯერ კიდევ ბავშვი ხარ საერთოდ იცი სიყვარული რა არის
-ვიცი და შენ ჩემზე უკეთ უნდა გესმოდეს შენც ბავშვი იყავი
-იმედია იცი ამ ყველაფერს რაც მოყვება
-ვიცი და მზად ვარ, მასთან ურთიერთობის დაწყებამდე ვიცოდი რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა
-ცირა შენ რას იტყვი?
-მეც მიყვარს მაგრამ ჩემს მისდამი სიყვარულს თუ ვერ მიიღებთ და მეტყვით რომ უნდა ჩამოვშორდე გული ძალიან მეტკინება მაგრამ ამას გავაკეთებ-სულელი გოგო როგორი მეამიტია რა მალე თმობს ყველაფერს
-არსად წასვლის უფებას არ მოგცემ, არც გაიფიქრო- ეუბნება დათა და ხელს კიდებს, მიხარია მაგრამ არ ვიმჩნევ
-ამბობ რომ ჩემს ძმას პირველივე წინააღმდეგობისას მიატოვებ?
-თუ ეს უკეთესი იქნება კი
-ამის შემდეგ როგორ ამბობ რომ ის გიყვარს ?
-მირა !
-რა მირა? ვისაც უყვარს არ ტოვებენ, ეშინიათ, სტკივათ, ადამიანებს კარგავენ მაგრამ ერთმანეთს არ ტოვებენ. კითხვა რომ დავსვი არ მეგონა რომ ამგვარ პასუხს მივიღებდი
-მირა დაშვიდდი-ხელს მკიდებს საბა
-იცი სულ რაღაც ოთხი წლის ვიყავი რომ გავაცნობიერე სიტყვა ძმის მნიშვნელობა, ისიც გავაცნობიერე რომ უფროსი და ვიყავი, მაშინ ეს ბიჭი ახლა შენს გვერდით რომ დგას მთელი გულით შევიყვარე, ბავშვური სიყვარულით შევიყვარე და ჩემი სულის ნაწილად ვაქციე, იმ დღიდან მოყოლებული ვცდილობდი რომ არაფერი სტკენოდა არავის დაეჩაგრა, სიცხე რომ ქონდა დედასთან ერთად მეც ვათენებდი ხოლმე მის საწოლთან, მისი ყველა გადადგმული ნაბიჯი მახსოვს, ყველა მოცვლილი კბილო რომელსაც სახელებს ვარქმევდით, ყველა „ომობანა“ „კლასობანა“ მახსოვს, ვერ ვიჯერებ რომ ასე სწრაფდ გაიზარდა. მიუხედავად იმისა რომ დიდი კაცია და ჩემი დაცვა არ სჭირდება ახლა თვითონ მიცავს დღესაც იმ ბავშვური სიყვარულით მიყვარს როგორც მაშინ და არავის მივცემ უფლებას მას ატკინოს მათ შორის არც შენ
-მე სულაც არ მიფიქრია მისი წყენინება
- როგორ ფიქრობ შენი წასვლით ვის ეტკინება ყველაზე მეტად? შენი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, უბრალოდ იმდენად მოულოდნელი იყო თქვენი ამბავი რომ გავითიშე, მესმის რატომ გაიქეცი, უკან რომ დაბრუნდით ვაპირებდი ამის თქმას მაგრამ ახლა ეჭვი მეპარება რომ შენს გერდით ჩემი ძმა ბედნიერი იქნება,
-მირა რას ამბობ
-რაც გაიგეთ მანამ არ მივიღებ ამ ურთიერთობას სანამ არ დავრწმუნდები რომ შეგიძლია ჩემი ძმა გააბედნიერო. ხვალ შეგიძლია სამსახურში არ მოხვიდე დასვენების დღე აიღე, ყველაფერზე კარგად დაფიქრდი.
-მადლობა
-საბა შეგიძლია წამიყვანო დავიღალე
-შემიძლია-რესტორანს ვტოვებთ
-სად მივდივარ?
-სადაც ფიქრს შეძლებ
-ჩვენს ადგილას - ჩვენი როდის გახდა ეს ადგილი არვიცი.
დანიშნულების ადგილას მივედით ქარი ქროდა და საკმაოდ ციოდა საბამ მისი მოსასხამი მომახურა, მოსასხამს საბას სურნელი ასდიოდა და მეც ასე უსირცხვილოდ ვივსებდი ფილტვებს მისით.
-რაზე ფიქობ?
-ძალიან გაუჭირდებათ
-შენ მათ გვერდით იქნები და დაეხმარები
-მაგრამ მაინც გაუჭირდებათ ცირას შვილი ყავს ხალხი იჭორავებს ათას საზიზღრობას იტყვის, „ს“ იარლიყს მიაკერებენ. შენც ხომ იცი არა რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ? დღემდე რაღაც სულელური წესებით აქვთ გამოტენილი თავი, რაღაც ხაზები აქვთ გონებაში გავლებული და მას ვერ კვეთენ.
-ბოლოს შეეგუებიან, მობეზრდებათ
-მანამდე ამ ყველაფერს როგორ გაუძლებს დათა, ის ჯერ კიდევ პატარაა, არ მინდა ეტკინოს, ცირასკენ მიმავალი ყველა ტყვიისთვის გულმკერდის მიშვერა მოუწევს, მეშინია ამდენი ჭრილობით როგორ იცხოვრებს,
-ერთად ყველაფერს გადალახავენ დამიჯერე
-ჩემი ძმის სიტყვების მჯერა ის ყველაფერზეა წამსვლელი მაგრამ ცირა? მას კარგად არ ვიცნობ, მასზე არაფერი არ ვიცი, რადგან არასდროს არაფერი მოუყოლია. მას ვერ ვენდობი. ხომ გაიგე რა თქვა
-მისი მხრიდანაც შეხედე ყოველივეს, შენი აზრით მისთვის მარტივია, ამდენი წლის შემდეგ ვიღაცისთვსის გახსნა გული და ეს ვიღაც სულ არ იცოდა რომ შენი ძმა იყო. შენ ძმას ხომ იცნობ? მანამ არ გაჩერდებაა სანამ თავისას არ მიაღწევს. მათ ახლა ყველაზე მეტად შენი გვერდში დგომა სჭირდება ისედაც ყველა გადაუვლის და შენც ნუღარ დაუმატებ.
-საბა შენ როგორ ფიქრობ მე მახარებს ეს მდგომარეობა? როგორ ფიქრობ მარტო ჩემს ძმაზე ვღელავ? ცირა ჩემს კაფეში შემოვუშვი გულის კარი გავუღე, მისი ბედნიერება მახარებდა, ვიცი რომ მისი ბრალი არაა, ვიცი რომ ცუდი არაფერი დაუშავებია, მე უბრალოდ მისმა სიტყვებმა გამაგიჟა, ნელიმ რამე მწარე რომ უთხრას ადგება და წავა ვერ გაუძლებს . ის სიყვარულიც არ შეაჩერებს რასაც გრძნობს,
-საოცარი ქალი ხარ
-საბა მე მათი ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს
-მოდი ჩემთან-მეუბნება და ხელებს შლის ჩასახუტებლად, მეც უყოყმანოდ მივდივარ მისკენ და მის მკლავებში ვექცევი, მესმის მისი აჩქარებული გულისცემა, რომელსაც ჩემი გულიც უწყობს ფეხს, მგონი გავგიჟდი, მირა გონს მოდი ის ხომ ბავშვია ასე არ შეიძლება ეს არუნდა მოგწონდეს, ამაოდ ცდილობს გონება. გული ამ პატარა ბედნიერებაზე უარის თქმას არ აპირებს.
-შენ როდის გაგვაცნობ შეყვარებულს?- ვერ მივთმინე მაინც ვკითხე ის რაც ამდენ ხანს მაწუხებდა
-შეყვარებული არ მყავს
-მაშინ ის ქერა გოგო ვინაა? ხშირად გხედავ მასთან ერთად
-ჩემი და არის-ამბობს და იღიმის
-რა გაცინებს
-არაფერი-თავს იკატუნებს. ღიმილი არ შორდება სახიდან და ახლაღა ვამჩნევ თუ როგორ უხდება ღიმილი. საბას სახლში წაყვანა ვთხოვე, გზად მაღაზიაში შევიარეთ. მან სიგარეტი იყიდა, არ მომწონს ეს ბავშვი რომ ეწევა. მე კი არაყი ვიყიდე იქვე სკვერში ჩამოვჯექით და დალევა დავიწყე, ბოთლში ნახევარიც არ იყო დარჩენილი წუწუნი რომ დავიწყე
-დალევა მინდა
-მირა ისედაც მთვრალი ხარ
-ვარდისფერი ქალბატონი მინდა
-წადი ბარბი იყიდე თოჯინების მაღაზიაში
-საბა მართლა ძალიან მინდა
-ნუ მანანებინებ ესეც რომ გიყიდე, წამოდი სახლში წავიდეთ სადაცაა გათენდება
-არ მინდა სახლში, კიდევ ერთი ბოთლი ვიყიდოთ რა
-არანაირი კიდევ ერთი ბოთლი- მეუბნება ბოთლს სანაგვეში ისვლის ჩაფხუტს მახურავს და სახლში მივყავარ გზად ვიღაცას ურეკავს და რაღაცას ეკითხება, უკვე ძილბურამში მყოფი ვერ ვარჩევ სიტყვებს
გონს მოსულს საშინელი თავისტკივილი მაწუხებს, მახსენდება წუხანდელი ჩემი საქციელი და უკვე მეასედ ვამბობ რომ მეტს აღარ დავლევ, რატომღაც საკუთარი სიტყვების არ მჯერა. საათს ვუყურებ თვალები მიფართოვდება უკვე შუადღეა. ამდენ ხანს მეძინა. მაღაზიაში ჩავდივარ ნაბეღლავისთვის. იქედან გამოსული ტელეფონს ვრთავ გამოტოვებული ზარების მთელი სია მხვდება დღეს დასვენებისდ დღეს ავიღებ, სამსახურში მისვლა ნამდვილად არ მინდა. აზრების დალაგება დავიწყე.
საღამოს დათამ დამირეკა მაგრამ მასთან საუბრის სურვილი არ მქონდა ტელეფონი საერთოდ გავთიშე. მარტო დარეკვით როდი შემოიფარგლა ვაჟბატონი სახლში დამადგა თან ცირასთან ერთად.
-ტელეფონზე რომ არ გიპასუხე ვერ მიხვდი რომ საუბარი არ მინდოდა
-მირა ეს მე ვთხოვე შენთან მოვეყვანე
-რა ხდება?
-საუბარი მინდა
-მოდი დაჯექი ვისაუბროთ დათა კი მანამდე ყავას მოადუღებს
-მოსამსახურის აყვანა არ გინდა
-სანამ შენ მყავხარ ეგ არასდროს დამჭირდება
-განწირული ვარ
-სიცოცხლის ბოლომდე უნდა მემსახურო მონავ
-როგორც მიბრძანებ ანაბელ
-კარგი აბა რაზე გინდოდა საუბარი?
- 17 წლის ვიყავი რომ მომიტაცეს, მათ არ ვიცნობდი, ბიჭი რომლისთვისაც მეუღლე უნდა დამეძახა თვალითაც არ მყავდა ნანახი, ლევანი არც კი შემხებია ჩემთვის თითიც კი არ დაუკარებია, ჩემთან ერთად ოთახშიც კი არ იძინებდა, ეს ფაქტი ძალიან მახარებდა რადგან მაშინ იმ კაცს ვერ ვიტანდი მან ხომ ცხოვრება დამინგრია. მშობლებმა ჩემი სახლში დაბრუნება არ ისურვეს მიუხედავად იმისა რომ ვეუბნებდი არავინ შემხებია. ყველაფერს შევეგუე სხვა გამოსავალს მაშინ ვერ ვხედავდი. საბოლოოდ ისე მოხდა რომ შემიყვარდა, თაიაზე ორსულად ვიყავი სამუშაოდ საზღვარგარეთ რომ წავიდა. თავიდან ასე მეგონა შემდეგ, როგორც გავიგე საყვარელთან ერთად გაქცეულა, მიუხედავად ყველაფრისა ვაპატიე ღალატი, თაია რომ დაიბადა ხელშიც კი არ აუყვანია ისე მომაძახა, ეს ჩემი შვილი არაა სხვის ნაბიჭვარს შვილად არ მივიღებო, გული მომიკვდა. ბავშვით სახლში მისულს კარი ცხვირწინ დამიხურა და მომაძახა იქ არასდროს დავბრუნებულიყავი, ისევ დედაჩემს შევეკედლე. ორი თვის შემდეგ განქორწინების საბუთები გამომიგზავნა, ხელი მოვაწერე და მასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე. გავნადგურდი, დეპრესიაში ჩავვარდი, თვითმკვლელობაც არაერთხელ ვცადე მაგრამ არცერთხელ გამომივიდა. ს
-ცირა დამშვიდდი და წყალი დალიე
-დათა საავადმყოფოში გავიცანი, თაიას ბრონხები ქონდა გაღიზიანებული. სიცხეები ქონდა ამიტომ მისი საავადმყოფოში დაწვენა მოგვიხდა, დათა კი იქ იმიტომ აღმოჩნდა რომ მისი და სასმელის ზედმეტი დოზისგან მოიწამლა
-რა სირცხვილია
-მაშინ არ გიცნობდი არც კაფეში ვმუშაობდი.
-ერთი ნახვით შემიყვარდა მისი მწვანე თვალები
-დათა ხმა ჩაიწყმიდე
- დათას გაცნობიდან ერთ თვეში კაფეში დავიწყე მუშაობა. არც მაშინ ვიცოდი არაფერი, დათას ჩემი პირველი ურთიერთობის შესახებ ყველაფერი მოვუყევი, თაიას შესახებ თავიდანვე იცოდა, მისდამი გრძნობი მაშინ გამიჩნდა პირველად რომ აიყვანა თაია ხელში და უთხრა რომ უმამობას არასდროს იგრძნობდა. დათა რომ გავიცანი მაშინ მივხვდი რომ ჩემი პირველი ქმარი არ მყვარებია და გრძნობა რომელიც მასთან მაკავშირებდა უბრალოდ შეჩვევა იყო. ვიცი რომ ჩვენს მხარეში ბავშვიანი ქალზე დაქორწინება რთული საკითხია მაგრმ მან დამარწმუნა რომ ერთად ყველაფერს შევძლებდით და მეც მივეცი გულს გაფართხალების საშუალება, ნუთუ რამე ცუდი გავაკეთე
-გუშინ ის სიტყვები რატომ მითხარი
-ვიცი რა არის მარტოობა, არ მინდა ეს დათამ გამოსცადოს, არ მინდა ჩემ გამო მშობლები და და დაკარგოს ამას ვერ დავუშვებ, იმდენად მიყვარს რომ მისი ბედნიერებისთვის მზად ვარ ჩემსაზე ვთქვა უარი
- რატომღაც გავიწყდება რომ ჩემი ბედნიერება შენ ხარ
-რა ბანალური ხარ ძმაო ახლა გული ამერევა
-სააბაზანო იქითაა აქ რამე არ ქნა სუნი დადგება
-თქვენი ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მხარს დაგიჭერთ მაგრამ ერტი პირობით , მისგან წასვლაზე არასდროს იფიქრო, არავის და არაფრის გამო.
-კარგი
-მოდი ჩაგეხუტო-ვეუბნები და ცირას ვეხვევი
-მეც მინდა ჩახუტება-გამორბის დათა
-მიყვარხართ სულელო ბავშვებო
-დაო ადრე ჩახუტება არ გიყვარდა მეც კი არ მეხუტებოდი ახლა რა გეტაკა
-დათა ყავაზე რა ხდება
-ჯანდაბა გადმომიარა-ამბობს და სამზარეულოში გარბის ბოლოდ კი გადადუღებული ყავით ბრუნდება
-მე ამას არ დავლევ
-შეყვარბულის ხელით მორთმეული შხამიც კი უნდა დალიო
-კარგი მომეცი -ცირა დათას ფინჯანს ართმევ და დალევას აპირებს
-შეიშალე ეს არ დალიო ახალს მოგიდუღებ-ამბობს დათა და ფინჯანს ართმევს
-ჩემზე რას იტყვი
-შენ საბამ მოგიდუღოს, იდეალურ ყავას აკეტებს
-დათა შენ საიდან იცი ეგ
-მე.... მე ცირამ მითხრა
-ცრემლები შეიმშრალე, ჩემთვის არაფრის ახსნა არ გჭირდებოდა, არაფრის მოყოლა არ იყო საჭირო, ერთადერთი ადამიანი ვისთნაც მართალი უნდა იყო საკუთარი თავია.რაც შეეხება თაიას კაფეში ხშირად მომიყვანე, ჩემი ძმიშვილის ნახვა ხშირად მინდა- ვამბობ და ვხედა როგორ ესახეა სახეზე ღიმილი. ეს გოგო გამაგიჟებს, საოცრად თბილი და გულუბრყვილოა.
-მოგიყვან აუცილებლად მადლობა რომ გაგვიგე
-დამშვიდდი წაკლა მული არ ვიქნები, დათა მაქაურობას თუ არ მიალაგებ და ისე წახვალ დაგაკლავ ყავიან გასქურაზე
-დავეხმარები
-მიდი
დათა და ცირა სავახშმოდ ჩემთან დავტოვე საღამომ შესანიშნავად ჩაიარა, ბედნიერებას ასხივებდნენ, ყველაფერს გავაკეტებ რომ მათში ეს ბედნიერება არ ჩაქრეს, მათი საყრდენი კედელი ვიქნები, ხანდახან ფარი, გააჩნია სიტუაციას.


**********************
დავბრუნდი, ახალი თავით ახალი ემოციებით, ვიმედოვნებ მოგეწონებათ,ველი თქვენს შეფასებებს.



№1  offline წევრი Ni ni t

აუუუ უბრალოდ არ ვიცი რა დავწეროო <3 კაიაა

 


№2 სტუმარი სტუმარი Lika

ძალიან კარგია. მომეწონა. მირაა საბა უყვარდება როგორც ჩანს არადა იოანე უფრო მომწონდა. ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი ეველინა

Ni ni t
აუუუ უბრალოდ არ ვიცი რა დავწეროო <3 კაიაა

მადლობა მიხარია რომ მოგწონთ და მიზიარებთ თქვენს აზრებს

სტუმარი Lika
ძალიან კარგია. მომეწონა. მირაა საბა უყვარდება როგორც ჩანს არადა იოანე უფრო მომწონდა. ველოდები შემდეგ თავს

მიხარია რომ მოგეწონა, არვიცი ჯერ მირას ვისთან დავტოვებ, იოანე კი გაგაოცებთ

 


№4 სტუმარი სტუმარი levani

მომეწონა უმაგრესი გოგონა ხართ. არ ვიცი რა ვთქვა

 


№5  offline წევრი ეველინა

სტუმარი levani
მომეწონა უმაგრესი გოგონა ხართ. არ ვიცი რა ვთქვა

მიხარია რომ მოგწონს <3 <3 აზრებს მეც ვერ ვუყრი თავს, რას ვიფიქეწბდი ასე თუ მოგეწონებოდათ

 


№6 სტუმარი სტუმარი ანნა

შემდეგი როდის დაიდებაააა ? ძალიან კარგიააა

 


№7  offline წევრი ეველინა

სტუმარი ანნა
შემდეგი როდის დაიდებაააა ? ძალიან კარგიააა

ხვალ იქნება აუცილებლად <3 <3 მიხარია რომ მოგწონს <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent