AND THEN WE MET.(III)
* სარკის წინ სვეტივით აღმართული იდგა ლიტა. საკუთარ თავს ისეთი მონდომებით აკვირდებოდა ლამის ერთი მეორეს მიყოლებით გადმოსცვივდნენ თვალები ბუდეებიდან. მოსწონდა ის სულ ცოტათი შებერილი მუცელი ასე ძალიან რომ ამშვენებდა, მოსწონდა, თუმცა ეშინოდა იმის რასაც ეს მუცელი მოასწავებდა. ‘’იქნებ არასწორი დროა?” “იქნებ ჯერ არ ვარ მზად?” “იქნებ სხვა დროს..” ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში , თუმცა ამის ვინმესთვის გაზიარება არ შეეძლო, არ უნდოდა ხალხს იმის გამო გაეკრიტიკებინა რომ საკუთარი შვილის ყოლაში ეპარებოდა ეჭვი. ბევრჯერ უნახავს საზოგადოებისგან მიწასთან გასწორებული დედები და ფიქრობდა რომ თუ ამ ყველაფერზე საუბარს დაიწყებდა თავადაც ერთერთი მათგანი გახდებოდა.. შვილის ყოლა მართლა ყველაზე დიდი სასწაულია სასწაულებს შორის , თუმცა ქალებს აქვთ უფლება რომ ეშინოდეთ, რომ არ უნდოდეთ, რომ ორჭოფობდნენ.. ტიტეს ზარმა ფიქრებიდან იხსნა, კარი ენერგიულად გამოაღო , თუმცა გრძნობების დამალვა მასთან სრულებით არ უცდია. -მარტო ხარ პრინცესა შაბათ დღეს?-თბილად მოეხვია მოღუშულ ქალბატონს და შუბლზე სიყვარულით აკოცა. -ხო, ირაკლის რაღაც საქმე გამოუჩნდა. ეს ყვავილები ჩემთვის მოიტანე?-სახე სულ ცოტათი გაუბრწყინდა ლიტას. -სხვას ვინმეს ხედავ ვისაც შენსავით უყვარს თეთრი ტიტები?-ლოყაზე უჩქმიტა და სამზარეულოსკენ დაიძრა. -მადლობა მა, ზუსტად ისეთია როგორიც მე მიყვარს. ყავას გაგიკეთებ. -სიამოვნებით.-სკამზე მძიმედ მოთავსდა ტიტე, კედელს თავი მიაბჯინა და ზურგით მდგომ ლიტას თვალებ ანთებული დააკვირდა. -არ მომწონხარ ლიტუკა.-რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ გამოტანილი დასკვნა წარბაზიდულმა გააჟღერა დაუფიქრებლად. -ხო საღამურებში დიდად არც მე მომწონს ჩემი თავი.-ფხუკუნით ჩაიცინა ლიტამ. -იცი რასაც ვგულისხმობ.-მაქსიმალურად დასერიოზულდა ტიტე. -არ მინდა ჩემი პრობლემებით კიდევ უფრო დაგამძიმო.. ვიცი ისედაც ყველაფერს რომ ორმაგად განიცდი. -კარგი რა ლიტა!-სიბრაზე აშკარად დაეტყო მამაკაცს. -მეშინია.-გაჭინაურებაზე აღარც უფიქრია ლიტას, სათქმელს ისედაც ძლივს იკავებდა..-მეშინია იმ ბავშვის მუცლით რომ ვატარებ, მეშინია იმ დღეების რომლის გავლაც მომიწევს.. მეშინია რომ თავს ვერ გავართმევ.. თანაც ახლა როცა დედა დავკარგე და საკუთარ დას ცოცხალ-მკვდარს ვუყურებ, დარწმუნებული არ ვარ რომ შესაფერისი დროა.. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი რომ უნდა მესწავლა, მემუშავა, კარიერისთვის მიმეხედა და როცა იმ ჩემს მეორე ნახევარსაც შევხვდებოდი , მერე შვილებიც უნდა გამეჩინა და ცხოვრება ასე გამეგრძელებინა, მაგრამ ახლა როცა ყველაფერი დანარჩენი მაქვს და პარალელურად ბავშვსაც ველოდები , დარწმუნებული მაინც არაფერში ვარ.. არ მინდა ამის გამო ვინმემ საშინელი დედა მიწოდოს. მე.. მე მართლა მინდა ამ ყველა ფიქრის თავიდან მოშორება შემეძლოს.. -ჩემო ლამაზო..-თვალები ტიტესაც აუცრემლიანდა.-ყველა შენი ფიქრი, შიში , ყველა შენი ემოცია ნორმალურია ახლა! არაუშავს თუ გეშინია, არაუშავს თუ რამეში დარწმუნებული არ ხარ.. -მართლა ფიქრობ რომ ეს ყველაფერი ნორმალურია? -რა თქმა უნდა , ლიტუკა, რა თქმა უნდა, ასე ვფიქრობ.. -რომ წარმოვიდგენ დედა რა სიტუაციაში იყო ჩემზე რომ დაორსულდა , სირცხვილით ვივსები ჩემი ამ ფიქრების გამო.. მე ყველაფერი მაქვს, მას არაფერი ჰქონდა.. არც საყვარელი კაცი , არც ფინანსები.. ჯანდაბა! ის მხოლოდ 17 წლის იყო და მაინც არ უთქვამს ჩემზე და ლილეზე უარი , მაინც გაგვაჩინა და მთელი თავისი ცხოვრება მოგვიძღვნა.. არ მინდა ჩემი გადაწყვეტილებით იმედები გაგიცრუოთ შენ და დედას.. -ჩემო გოგო, ცუდი ის კი არ არის შენ რომ ეს ფიქრები გაქვს ახლა , ცუდი ის არის რომ ანას ამ ფიქრების უფლებაც კი არ ჰქონდა. მე და დედა ყოველთვის გესაუბრებოდით და ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას რომ ქალის დანიშნულება გათხოვება და შვილის გაჩენა არ არის! შენ შეგიძლია გყავდეს შვილი როცა ეს გენდომება და როცა ჩათვლი რომ ამისთვის თავიდან ბოლომდე მზად ხარ , ან შეგიძლია საერთოდ არ გყავდეს , თუ ეს არ გინდა.. იმედებს მაშინ გაგვიცრუებ როცა შენი ნების წინააღმდეგ წახვალ , რადგან შენზე დამყარებულ იმედებში ის არ შედის რომ შენ შვილები გააჩინო ლიტა, ჩვენ იმის იმედით გზრდიდით რომ ერთ დღეს თავისუფალი , ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი გახდებოდი და ახლა ზუსტად ისეთს გიყურებ , როგორიც თავის დროზე მე და ანამ ჩაგიფიქრეთ , ზუსტად ისეთს.. -ახლა მხოლოდ ამის მოსმენა მჭირდებოდა! არც კი ვიცი როგორ პოულობ ყოველთვის შესაფერის სიტყვებს.. ** როცა კოსტა ლილეს ხის კოტეჯს მიუახლოვდა, ის უკვე მარტო იდგა არც თუ ისე დიდ ეზოში , ზემოდან დაჰყურებდა ჯერ კიდევ გაუყვავილებელ მცენარეებს. ნაზი სიო ურხევდა გრძელ, სითეთრემდე ქერა თმას. -გამარჯობა.-გაუაზრებლად დაიყენა კიდევ უფრო ბოხი ხმა მამაკაცმა და თავმომწონედ აუჩქარა ნაბიჯებს. ფორიაქით შემობრუნდა ლილე, ნანახი არ ჰყავდა ,არც მისი ხმა ჰქონდა ცხოვრებაში ოდესმე გაგონილი , თუმცა ორგანიზზმა შიგნიდან უკარნახა რომ მისკენ სწორედ ის კოსტა მიემართებოდა ვის დასაცავადაც თხუთმეტამდე ადამიანი გაისტუმრა უარით სულ რამდენიმე წუთის უკან. -გამარჯობა. -იმედი მაქვს არ დამიგვიანია, როგორც გავიგე ჩემს მოსაძებნად აქ უნდა მოსულიყვნენ სოფლის მაცხოვრებლები.-სიტყვები ძლივს შეარჩია კოსტამ. -დაიგვიანეთ.-ერთი სიტყვით მოუჭრა ლილემ და მზერა კვლავ ყვავილებზე გადაიტანა. -ესეიგი ლუკა მართალი იყო რომ მითხრა თავს გაართმევსო.-თითქოს მხოლოდ თავისთვის ჩაიბურტყუნა. -არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ ალბათ ასეა. -შეიძლება გავიგო რა მოხდა? -ყველა დავარწმუნე რომ აქ მოსვლა აღარ გაბედონ , თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვაგან საფრთხე არ გემუქრებათ. ძალიან გაბრაზებულებს და შეურაცხყოფილებს გავდნენ, ერთი შეხედვით ეტყობოდათ რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები თქვენს მოსაძებნად. -კი, ნამდვილად ასეთები არიან.-ხმით ჩაიცინა კოსტამ. -თქვენს ადგილას სიცილის ნაცვლად თავის გადარჩენაზე ვიფიქრებდი. -მაგრამ თქვენ ჩემს ადგილას არ ხართ. -ხო , ეს ალბათ კარგია. -მოკლედ , მადლობა რომ ჩემი მხარე აირჩიეთ და ბოდიში თქვენს სახლში რომ უნებართვოდ ვათევდი ღამეს, ვალში არ დაგრჩებით.-დამშვიდობების ნიშნად ხელი მაღლა ასწია და სახის ყველა ნაკვთით ერთად გაიღიმა როგორც შეეძლო. -ახლა სად მიდიხართ? -აუცილებლად გეტყოდით წარმოდგენა რომ მქონდეს.-ისევ ხმით ჩაიცინა მამაკაცმა. -შეგიძლიათ აქ დარჩეთ , თუ დამპირდებით რომ კარის ნაცვლად ფანჯარას აღარასდროს გამოიყენებთ. -ამას რატომ მთავაზობთ?-დაბნეულობა აშკარად დაეტყო კოსტას. -რამე განსაკუთრბული მიზეზი არ მჭირდება იმისთვის რომ ადამიანები დავიცვა. თქვენ დახმარება გჭირდებათ, მე კი შემიძლია დაგეხმაროთ, სულ ეს არის. დიდხანს აჭინაურა კოსტამ, თუმცა ბოლოს მაინც დათანხმდა ლილეს შემოთავაზებას. სოფლის მაცხოვრებლების მუქარის არ ეშინოდა, ისიც თავისუფლად შეეძლო ცხოვრება ტყე-ტყე მშვიდად გაეგრძელებინა, თუმცა წინა ღამით იმდენად მოიწამლა იმ ვანილისა და ქოქოსის სურნელით მეორე დღესაც რომ ასე მკაფიოდ გრძნობდა რომ უარის თქმა უბრალოდ ვერ შეძლო. -სანამ კახა ბიძია გამოვა, სჯობს სახლში შევიდეთ. კიბეზე ფეხი შედგა ლილემ, იმაში დარწმუნებულმა რომ მისი ახალი თანამაცხოვრებელი კითხვების გარეშე გაჰყვებოდა უკან. კოსტამ მსუბუქად ჩაავლო ხელი მკლავში შესაჩერებლად და თავისკენ წამებში მოატრიალა. -თუ პრობლემები უნდა შეგიქმნათ , მე მართლა მირჩევნია წავიდე. იმდენად ნაზი , რბილი და სათუთი კანი ჰქონდა ლილეს, წამით ინერვიულა ჩემი ხელით როგორ გავბედე და შევეხეო , ამიტომ აღელვებული მოშორდა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. -დამშვიდდით, ისეთ რაღაცას არასდროს შემოგთავაზებდით რაც პრობლემებს შემიქმნიდა.-ამაყად გაიღიმა ლილემ და სამ საფეხურში აირბინა არც თუ ისე მოკლე კიბე. წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა ეცხოვრა სრულიად უცნობ მამაკაცთან ერთად სადღაც , თავის სახლიდან საკმაოდ მოშორებით , თუმცა სულ პატარა ასაკიდანვე ჰქონდა გათვითცნობიერებული რომ არასდროს უნდა გაეწირა ის , ვისაც გულრწფელად დასჭირდებოდა მისი დახმარება. ყოველთვის თვლიდა რომ სამყაროსთვის ვალი ჰქონდა დასაბრუნებელი და კოსტას ამბის გაგებიდან პირველივე წამს იგრძნო , რომ ამ ვალის დაბრუნების დრო მოვიდა.. დრო მოვიდა მასაც გადაერჩინა ვინმე ისე , როგორც წლების წინ თავად გადაარჩინეს. ვინ იცის სად იქნებოდა ახლა ის მზესავით ადამიანები რომ არ გამოჩენილიყვნენ მის ცხოვრებაში რომლებიც გამოჩნდნენ, ან იქნებოდა კი საერთოდ?! ** -სად მიდიხარ? ოთახში რატომ არ ხარ?-გაღიზიანებული წამოენთო შუახნის ქალბატონი როგორც კი მისაღებში გამოსული ერთადერთი შვილი დაინახა. -რაღაც საქმე მაქვს დედა, გავალ და მალე დავბრუნდები.. -დედას ნუ მეძახი-მეთქი!-სიბრაზისგან თვალები აემღვრა.-შენი აზრით იმის გამო გადაგარჩინეთ რომ ისევ ისე სიარული გააგრძელო? მე იმ ხალხს დავპირდი ! დავპირდი რომ გამოგასწორებდი და ისინიც ამას მოელიან ჩემგან! როგორ ფიქრობ უფლებას მოგცემ კიდევ ერთხელ შემარცხვინო სახალხოდ? შენთან ერთად ჩამქოლავენ თუ ჩემგან იმას არ მიიღებენ რასაც დავპირდი და დამიჯერე , დრო არც ისე ბევრი გვაქვს. -უბრალოდ რამდენიმე წუთით გავალ, გპირდები თვალში არავის მოვხვდები.. -ლუკა საკმარისია! ოთახში დაბრუნდი. -დედა, ჩემი ოთახში გამოკეტვით ვერაფერს შეცვლი.. -თავის დროზე უნდა გამომეკეტე უფრო ხშირად და იქნებ ახლა შენი გამოსწორება არც დამჭირვებოდა.. რამდენი ჩავდეთ მე და მამაშენმა შენში , რამდენი რესურსი დაგახარჯეთ და ბოლოს რა მივიღე? შენნაირი შვილის ყოლას მერჩივნა სულ არ მყოლოდა! პირველივე წამს მოგიშორებდი რომ მცოდნოდა ასეთი გარყვნილებით გაიზრდებოდი! -შეგიძლია ახლა მომკლა , რადგან არც მე მჭირდება ისეთი სიცოცხლე სადაც საკუთარ დედას ჩემი სიყვარული არ შეუძლია.. პასუხს აღარ დალოდებია, სახლიდან თვალებაცრემლიანებული გამოვარდა და მეგობრისთვის თხოვნის შესასრულებლად დაუზარლად გაემართა. მართალია ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რატომ სთხოვა კოსტამ მისი ნივთების ხის კოტეჯში მიტანა, თუმცა კითხვები სრულებით არ დაუსვამს და მაშინვე მის ნებას დაჰყვა. გზად ნიკოსთანაც გადარეკა , იცოდა თავის მსგავსად მასაც რომ გაუჭირდებოდა სახლიდან გამოსვლა, თუმცა მაინც გააფრთხილა კოტეჯში ვიქნები თუ ჩემი ნახვა მოგინდებაო.. ‘’შენნაირი შვილის ყოლას, მერჩივნა საერთოდ არ მყოლოდა!’’-თავიდან ვერ იგდებდა დედის სიტყვებს, ყოველ ჯერზე ისეთივე მტკივნეული იყო მათი გახსენება, როგორც მაშინ პირველად რომ მოისმინა.. ‘’ნეტავ არჩევანის უფლება მქონოდა დედა.. ნეტავ შემძლებოდა თავად ამერჩია როგორი ვიქნებოდი.. დამიჯერე, ჩემი ერთადერთი ოცნება ბავშვობიდან დღემდე ზუსტად ის არის, ისეთი ვიყო როგორიც შენს სიყვარულს დავიმსახურებ.. აღარ მინდა ზიზღს ვხედავდე შენს თვალებში, რადგან სწორედ ეს ზიზღი მკლავს.. საკუთარ არსებობას მაძულებს.. მხოლოდ ამ სოფლის კი არა, მთელი სამყაროს წინააღმდეგ წავიდოდი დედა, რომ ვიცოდე რომ შენ გიყვარვარ სწორედ ისეთი , როგორიც ვარ.. სხვა არავის და არაფრის გვერდში დგომა მჭირდება, უბრალოდ ვიცოდე რომ შენ ხარ ჩემთან.. შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რამდენი ტკივილი გამოვიარე, წარმოდგენაც არ გაქვს რამდენ დარდს დავატარებ ხმისამოუღებლად.. შენ გგონია ჩემი ნებით ამას ავირჩევდი? გგონია მე ეს მინდა ან ოდესმე მინდოდა? გგონია თავს ბედნიერად ვგრძნობ იმ ცხოვრებით რა ცხოვრებაც მაქვს? მცემდნენ, მამცირებდნენ, ზედ მივლიდნენ.. ყველაფერს აკეთებდნენ ჩემს გასანადგურებლად დედა იმის გამო რომ მათნაირი არ ვიყავი , გგონია ამას ოდესმე თავად ავირჩევდი? გასხოვს ერთხელ სახლში ერთად რომ ვბრუნდებოდით ჩემმა თანატოლმა რომ დამიძახა და შენს თვალწინ სასტიკად რომ მცემა? შენ შეიძლება აღარ გახსოვს, მაგრამ მე არასდროს დამავიწყდება შენი სახე იმ მომენტში.. არ ნერვიულობდი ჩემს ტკივილებზე, გეზიზღებოდი იმის გამო რომ თავის დაცვა ვერ შევძელი.. უხეშად გამისწორე ტანსაცმელი და ანერვიულებულმა ჩუმად ჩაილაპარაკე : ‘’ლაჩარი..’’ იმ მომენტში მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და მეც თან ჩავეტანე დედა.. ‘’ სანამ ხის კარზე დააკაკუნებდა მტკივნეული ფიქრები თავიდან მოიშორა, ცრემლები მაისურის მკლავებზე შეიწმინდა და როცა დარწმუნდა რომ ისევ შეძლებდა იმ ყალბი ღიმილით გაღიმებას, ომახიანად დააბრახუნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.