შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩატეხილი ხიდი


18-08-2017, 00:09
ავტორი GodeMarr
ნანახია 1 248

"გიჟიაო" ამბობდნენ მეზობლები, "დეპრესიაშია, გადაუვლისო" სათქმელს ალამაზებდნენ ნაცნობები და მეგობრები. "თავი დაანებეთ ჩემს შვილსო" დაიცავდა ხოლმე დედა, თუმცა შემდეგ ქანდაკებად ქცეული შვილის ოთახში შევიდოდა და გონებაში აზრი გაუელვებდა, რომ მეზობლების ნათქვამი სიმართლეს შეესაბამებოდა. გოგონა უძრავად იჯდა, პატარა, მყუდრო ოთახში, სარკმლის წინ და ეზოს გასცქეროდა, რომელიც ერთ დროს მისი სათამაშო არეალი იყო. ვინმე რამეს თუ ჰკითხავდა, ის ყოველთვის დუმილს ამჯობინებდა. ხანდახან იღიმოდა ხოლმე, თუმცა არავინ იცოდა რატომ. დილაობით ყოველთვის ადრე ეღვიძებოდა, ადგებოდა, ჩაიცვამდა, სარკმლის წინ დაჯდებოდა და უყურებდა მზის ამოსვლას, ალბათ ეს პეიზაჟი მნიშვნელოვან მოგონებას ახსენებდა. დედა შეაკითხავდა ხოლმე ოთახში, საჭმელს შეუტანდა, მის წინ ჩაიმუხლებოდა და შესთხოვდა, რომ რაიმე მაინც ეთქვა მისთვის, ესაუბრა საკუთარ ტკივილზე. გოგონა შუშის თვალებით მიასშტერდებოდა, შემდეგ ღრმად ჩაისუთქავდა და ისევ სარკმელში გაიხედავდა, არ შეეძლო საკუთარ ტკივილზე საუბარი, საკუთარ მშობელთანაც კი. დედის ოთახიდან გასვლის შემდეგ საჭმელს შეჭამდა, თუ ზედმეტად მოშივდებოდა.. შემდეგ დაიწყებდა ფიქრს, გაიხსენებდა ძველ დროს, როდესაც მასაც "ნორმალურ ადამიანად" მიიჩნევდნენ და როდესაც გვერდით ჯერ კიდევ ჰყავდა საყვარელი ადამიანი. მისი სიცილი გაახსენდებოდა, მისი ზღვისფერი, ღრმა თვალები და ამ ღრმა ზღვაში ჩაიძირებოდა, ეს მოგონება გახდებოდა მისი ღიმილის მიზეზი, რომელიც არავის ესმოდა.. რამოდენიმე წუთში სამწუხარო რეალობაში დაბრუნდებოდა, სადაც არც მეგობრები იყვნენ და არც ის საყვარელი ადამიანი, გოგონას ღიმილის მიზეზი. სადაც ნაცნობებს მისთვის ზურგი ექციათ და გიჟათ შეერაცხათ, სადაც მას გაურბოდნენ და სადაც დედასაც კი შეჰპარვოდა ეჭვი მის "ნორმალურობაში", სადაც ადამიანები არ ცდილობდნენ მისთვის გაეგოთ და გვერდში დასდგომოდნენ, სადაც პატარა ბავშვები მისი ფანჯრის წინ ჩერდებოდნენ, ერთ-ერთი მეორეს რაღაცას გადაუჩურჩულებდა და თითს გოგონასკენ გაიშვერდა, ანიშნებდა, ეს არის ის გიჟიო, ალბათ ეგონათ, გოგონა ვერაფერს ხვდება და ვერც კი გვხედავსო. არ ეგონათ, რომ გოგონა ყველაფერს ხვდებოდა და ყველაფერსაც ხედავდა. ვინ იცის, იქნებ ბრბოს გამო გამოიკეტა პატარა, ბნელ ოთახში, სრულიად მარტო, იქნებ ბრბოს გამო თქვა უარი საკუთარ ცხოვრებაზე, იქნებ მათ გამო გაჩუმდა სამუდამოდ.



№1  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

კარგია) გააგრძელე ასეთების წერა

 


№2  offline მოდერი GodeMarr

LuckyGirl
კარგია) გააგრძელე ასეთების წერა

აუცილებლად heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent