შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი თვალები (მეოთხე თავი)


31-03-2024, 13:24
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 199

ერთი საათი, პიჯაკს ვეძებდი. სადღაც უნდა მქონდეს-თქო, ვფიქრობდი. ბუნდოვნად მახსოვდა, რომ ადრე ევამ ძალით მაყიდინა. საიდანღაც გამოვაძვრინე მაგარი დაჭმუჭნული. ჯინსებზე მიჩვეული ვიყავი რო ტანზე სწორდებოდა, მაგრამ პიჯაკი არ ვიცოდი. თინანოსთან გავედი. უთოს დასადგამი ვითხოვე. მერე შევეცოდე ეტყობა და მე დაგიუთავებო. ვუყურებდი. ბოლო ათი წელია მარტო ვცხოვრობ და მხოლოდ პერანგების დაუთავება ვიცი. ცოტა ტეხავს. სამაგიეროდ, სარეცხის დაფენაში ვიყავი უგიჟესი.
- რუხი ფერი ძალიან გიხდება - მითხრა თინანომ, როცა ჩავიცვი და სარკეში ჩავიხედე - და ზოგადად, კლასიკური სტილი შენია. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს იცმევ.
- სად ჩავიცვა თინანო, სცენაზე? ისე ვიოფლები, რაც მაცვია, იმასაც ვიხდი.
- საწყალი გოგოები - გაეცინა. - იმედია, სპონსორი ქალია. ერთს გაუცინებ და ეგაა.
- ბარემ, პროსტიტუციის მსხვერპლიც გამხადეთ. ანიკომაც ეგ მითხრა, ქალია სპონსორი და აბა შენ იციო.
ბლუჩუნას მოვეფერე. წარმატება მისურვა. ბებიაჩემმა დამირეკა. ხუთი საათი, გზას მილოცავდა, გეგონება, სხვა ქვეყანაში მივფრინავდი. ცალკე ცხოვრობდა. ბიძაჩემთან ცხოვრებაზე მკაცრი უარი გვაჯახა, არც ჩემთან სურდა. უქმროდ ვიყავი 50 წელი და ახლა არც კაცი შვილიშვილი მინდა სახლშიო. მაგარ ჯანზე კი იყო.
სახლიდანვე ერთად გავედით მე, ანიკო და გეგი. შეხვედრების გარტყმაში არ ვიყავი, მაგრამ დაძაბულობა წამში გამიქრა, როცა მივხვდი, რომ ძალიან უშუალო და მხიარული გოგო იყო ჩვენი სპონსორი. მთლად ამერიკელი არ აღმოჩნდა, იტალიელი ყოფილა ნიუ იორკში გადასული დროებით საცხოვრებლად. ისეთი ენერგია ჰქონდა, რაღაცით, ერთმანეთს ვგავდით. ცოტა ხმამაღალი იყო საუბრისას, ლაღად იცინოდა პირზე ხელის აფარების გარეშე და შეკვეთილ საჭმელსაც დიდი ლუკმებით მიირთმევდა. ფაქტობრივად, მდედრობითი სქესის მე ვიყავი. ნატალია ერქვა. პირველი, ის გამოგვიცხადა, ოუფენ ეარზე რომ იმღეროთ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებითო. გაგვეხარდა. უბრალოდ, ყოველ წელს, ხალხი მეცოდებოდა. მაინცდამაინც, წვიმიან და ტყლაპოიან ამინდს ამთხვევდნენ ფესტივალის სამ დღეს. ჩემთვის, წვიმაში სიმღერა ასწორებდა. კლიპის გადაღებაც უნდოდა. მაინცდამაინც ცივ თვალებზე.
- კლიპში ლიდია ხო არ გადავიღოთ? - წამოაყრანტალა ანიკომ.
ლიდია ვინააო, ნატალიმ იკითხა და უცებ, გაშტერებულმა გეგიმ ხელი გაიშვირა, აი, ისო.
ყველამ თვალი გავაყოლეთ ლიდიას, რომელსაც ვიღაც კაცი ახლდა გვერდით და როგორც ჯენტლმენმა, დაჯდომამდე, სკამი გამოუწია. ტვინის გაცხელების პირველი შემთხვევა ხომ ლიდიას გაცნობისას მქონდა, როცა ფიქრები გამიშიშვლა, ახლა მომდევნო შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
დაწყნარდი ნიკო! სხვასთან ერთად ერთად ვახშმობს შენი ოცნების ქალი რედისონში. რო ჰკითხო, დახურულ სივრცეებს ისე ვერ იტანს, კაფეებიც ეჯავრება. არაუშავს. უბრალოდ, მოგწონდა და ეგაა. ხო არ გყვარებია არა? მოგწონდა. დიდი ამბავი. პირველი იმედგაცრუებაა?
კი, პირველია.
- კარგად ხარ? - მკითხა გეგიმ.
- მშვენივრად - გავუღიმე და წეღან, ნატალის შემოთავაზებულ ალკოჰოლზე უარი რომ ვთქვი, ახლა ჩემი ნებით დავლიე. არაუშავს, ნასვამი კაცები თუ არ უყვარს. ეგრე, რესტონებიც არ მიყვარსო თქვა და რას გაუგებ.
რაღაც მომენტში, დამინახა. მგონი ახლა ის განიცდიდა ტვინის გაცხელებას. თვალები ჩვენ მაგიდასთან გაეყინა.
ხელი დავუქნიე. გავუღიმე.
იმანაც იგივე გაიმეორა. სახით ჩემკენ იჯდა. მეც მისკენ ვიჯექი და ალბათ, რას არ დავთმობდით, ადგილი რომ შეგვეცვალა.
- არადა, კნუტი იყიდა - თავი დანანებით გააკანტურა ანიკომ.
- რა კნუტი? - დაინტერესდა ნატალია. თან ინგლისურად ვლაპარაკბდით, თავი ცუდად რომ არ ეგრძნო. საბოლოო ჯამში, მე ვგრძნობდი თავს ცუდად ნებისმიერ ენაზე საუბრისას. კარგთან ერთად, საშინელი დღეც აღმჩნდა.
ნეტა, არასდროს მენახა. მერე არც სიმღერას დავწერდი და...
იცი რა? სიმღერის დაწერის გარეშეც გახვიდოდი ფონს ნიკო. ვოკალი გაქ ანგელოზის!
ანგელოზს რაც შეეხება, მოპირდაპირე მაგიდიდან, დემონი მიყურებდა.
- ერთ გოგოს კნუტი ვუყიდე - ავუხსენი. - ანიკოს მეგობრისგან. ამ დღეებში უნდა მოეყვანა.
- რა საყვარელი ხარ! გაუმართლა. ცივი თვალები მაგას აქვს?
- ხო - ლიდიას გავხედე ისევ. როგორი თეთრი იყო. დეკოლტე ეცვა. მკერდიც თეთრი ჰქონდა.
არა ნიკო! ნუ ფიქრობ. შენი არაა ეგ დეკოლტე, არც ის ლამაზი ხაზი მკერდს შუა. სამაგიეროდ, ხშირად მიღიმოდა. იმ კაცს - ცოტას. საპირფარეშოში გავედი. რამდენიმე წამით, საკუთარ თავთან მინდოდა მარტო ყოფნა. ყველაფერი კარგად იყო, არაუშავს, ეგეთი ემოციურიც არაფერი მომხდარიყო.
- ნიკო - დამიძახა. მერე ქუსლების ხმა გავიგე. ძალიან ფრთხილად შემოკაკუნდა. ლამაზი ხმა ჰქონდა. ეგეთი ხმის პატრონები, ზოგადად, კარგად მღერიან.
- გამარჯობა - მივტრიალდი - კარგად გამოიყურები.
- გმადლობ, შენც. პიჯაკი ძალიან გიხდება. რუხი, განსაკუთრებით.
რას გადაეკიდნენ ქალები ამ რუხ პიჯაკს კაცო. შავი არ მომიხდებოდა?
- მადლობა - წასვლა დავაპირე. მეტ ხანს თუ შევხედავდი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მომეწონებოდა.
- არ მგონია, რომ უნდა აგიხსნა, მაგრამ...
- არც მე მგონია, რომ უნდა ამიხსნა - შევაწყვეტინე და გამოვედი.
მაგარი ხარ ნიკო. ქალს წინადადების დასრულება არ აცალე! ეგრე გაგზარდა დედამ 18 წლამდე? ეტყობა, მერე ქუჩა ჩაერია აღმზრდელობით პროცესში და დედის ნაწვალები ეგრევე ჩახაზა.
This is the story about you - breaking my heart.
It’s time to stop playin hide and seek.
You wont hide,
I wont seek.
Searching you everywhere, I already tried,
It’s like impossible for you, being on my side.
რაღაც ბანალურ *ლეობებს ნუ თხზავ ნიკო. ისე, კაი სიმღერა კი გამოვიდოდა. ლიდიას მივუძღვნიდი: „ეს სიმღერა ეძღვნება ქალს, რომლის შეყვარებაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად გადამიარა. ლიდია არველაძე - ვერ გიტან!“
იმენა ნეტფლიქსის თინეიჯური დრამა გავჩითე.
მაგიდასთან დავბრუნდი. ერთად რომ გამოვედით მე და ლიდია, ანიკომ თვალები დამიწვრილა. ეჭვიან გველს ემსგავსებოდა ან ტაქსას, რომელიც განგიკითხავს. გეგი ცოტა სხვა ტიპაჟი იყო. ძალიან ფრთხილი. იქამდე არ გკითხავდა, სანამ არ ეტყოდი.
ნატალის უნდოდა, რომ ბარიდან წამოვსულიყავით და ისეთ ივენთებზე გვემღერა, სადაც მინიმუმ 100 ლარი იყო ბილეთის ღირებულება. მაგაზე ჯერ ვერ დავთანხმდით. ვიცი, რომ წარმატებისთვის ბრძოლისას, ჩვენნაირი ჯიბეგაფხეკილი და ყველაზე გულმხურვალე მსმენელი ყოველ დღე ვეღარ მოგვისმენდა. ბარში ყოველ ღამით, ვეღარ ვიმღერებდით, მაგრამ ჯერ ბომჟური ცხოვრების მიტოვებისთვის არ ვიყავით მზად.
სიმბოლურად, ნატალისთან ერთად, ჩვენს ბარში წავედით. ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელური იყო. მეშინოდა საქმიანი ურთიერთობის ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც აუცილებლად დავმეგობრდებოდი. მერე ისიც კარგავდა ობიექტური შეფასების უნარს და იმაზე გაცილებით მაგარი ვეჩვენებოდი, ვიდრე ჩვეულებრივ. გადაჭარბებული წარმოდგენა არ მსურდა სპონსორისგან. ალბათ უფრო ქოუჩივით უნდა ყოფილიყო - ეპოვნა სუსტი წერტილი და ძლიერად ექცია.
მაგრად დავლიეთ. ყველანი გავიპ*როჭეთ. მგონი ბლკუჩუნამ დაგვარიგა სახლში. სხვა ლოგიკური ახსნა არ მქონდა.
დილას, კარზე გიჟივით მიკაკუნებდნენ. ძაღლიც ამიყეფდა. თან ვერც ყეფამ და ვერც კაკუნმა მიშველა და ბოლოს ბლუჩუნა პირდაპირ დამახტა აზრზე მოსაყვანად. გაჭირვებით წამოვდექი. რაც გუშინ მეცვა, ისევ იგივე მემოსა. სევდიანია, როცა პატრონი არ გყავს გალეშილ მთვრალს ქოქოლა რომ დაგაყაროს და მერე ფეხზე გაგხადოს.
ანო იყო კატით ხელში. სფინქსის ჯიშის კნუტი ვიყიდე ამას წინათ და ცოტახანს, ანოსთან დავტოვე. თავისი საწოლი და კაი ორი თვის საკვებიც მოაყოლა.
- კატა შეგეტენა, ყოჩაღ! - ფეხზე გამხდელი ვერა, მარა ქოქოლის დამყრელი კი იყო.
- რა კაი ტიპია - მკერდზე მივიკარი. ბლუჩუნა უკმაყოფილო ჩანდა ამ არსებით, მაგრამ თან ღირსეული ძაღლი იყო და პატარებს არ უყეფდა. საწოლზე დავსვი. - ყურადღება მიაქციე, სანამ გადავივლებ და თავს მოვიწესრიგებ. მერე მივუყვან ლიდიას.
- გააფრინე? გული არ გამისკდეს ახლა! მაინც ჩუქნი?
- კი. ბრილიანტის ბეჭედს ხო არ ვაძლევ, რა იყო. ვაჩუქებ და წამოვალ.
- კი მოგივიდოდა ბრილიანტის ბეჭედი ამ კატის ფასში - თან უკმაყოფილო იყო მისი ფასით, თან ეფერებოდა - ქუჩიდან მაინც აგეყვანა ვინმე მადლიანი კატა.
- ალერგია აქვს ბეწვზე.
- მაგიტო, გატყავებული არსება უნდა გეყიდა პირდაპირ ეშმაკის ვიზუალით?
- ეშმაკის ვიზუალი შენ გაქვს - კნუტს ვაკოცე - არ უსმინო. მწარე ენა აქვს, ბულერია, მაგრამ გულის სიღრმეში, მოსწონხარ.
- რაღატო სჩუქნი, ვერ ვხვდები. დავაბრუნებ უკან. რა პრობლემაა, ისედაც გაიყიდება ორ წამში.
- აუჰ - გამეცინა - რახან სხვასთან ერთად რესტორანში ვნახე, დაბოღმილი იდიოტი გავხდე? ლიდიასთვის ვიყიდე და ვაჩუქებ კიდეც. მეტი არაფერი.
კარადიდან ჩვენი უბნელი ლოთი თამაზად ნაჩუქარი არაყი გამოვიღე. განა ლოთოს თქმით განვსჯიდი, თვითონ დაირქვა ლოთი თამაზა მეტსახელად, თორე ისე ბესო ერქვა და მაგარ არაყს აკეთებდა. ამას ატმის არომატი ჰქონდა. მშვენივრადაც ისმეოდა და გრადუსიც ისეთი ჰქონდა, როგორც ანიკოს ეკადრება.
მივეცი.
- გილოცავ ქალთა დღეს.. დაგვიანებით. სარვამარტოდ ვუყიდე ლიდიას კნუტი, მაგრამ ცოტა აგდასცდა თარიღს.
- გაახსენდა რო ქალი ვარ - მაგრად გაეცარდა და თმაზე მაკოცა. ზოგჯერ, ხან მამასავით მექცეოდა, ხან დედასავით, მაგრამ ანიკო ისეთი გოგო იყო, ქუჩაში ჩავლისას, ყველა კაცს სინანული უსერავდა გულს. დასამალი არაფერი ჰქონდა გეგისგან განსხვავებით. ლამის, შუბლზე ეწერა, *ლეები არ შემომეხმიანოთო და ძალიანაც უსწორდებოდა ზემოთხსენებულ *ლეთა გულისწყვეტა.
ლიდიას მივწერე, შენი ნახვა მინდა ცოტა ხნით, წინააღმდეგი თუ არ ხართქო და სახლში დამპატიჟა.
ცოტა ისეთი თემა იყო, მიჭირს გადმოცემა. ალბათ ინტიმური. როცა ადამიანი სახლში გიბარებს, მინიმუმ გენდობა ან შია და შენ უბრალოდ გლოვოს კურიერი ხარ.
კარი რო გააღო, ცოტახანს, შოკირებული მიყურებდა.
- ეს ჩემია? - თითქმის ჩურჩულით იკითხა.
- წესით კი, მაგრამ თუ არ გინდა, არაა აუცილებელი - ისეთი უცნაური რეაქცია ჰქონდა, ვერ მივხვდი, ძალიან გაეხარდა თუ ყველაზე გაბრაზებულ ქალს ვუყურებდი მთელ სამყაროში.
უცებ ჩამეხუტა. უფრო სწორად, მე და კატას ჩაგვეხუტა. ორივე გასუსულები ვიდექით და ახლა ჩვენ ვიყავით შოკში.
- რატო მჩუქნი?
- რა ვიცი. ქალთა დღე იყო ამას წინათ და ალბათ უბრალოდ მიზეზი მჭირდებოდა, თორე ჩემი დაბადების დღე ძლივს მახსოვს ხოლმე. - კნუტი მივაწოდე. ძალიან ფრთხილად გამომართვა. ბევრი აკოცა. ერთი წუთის წინ დაინახა და უკვე ჩემზე მაგარ პონტში ჰყავდა.
- ძალიან მინდოდა, მაგრამ თავი ვეღარ მოვაბი. რაღაცას ველოდებოდი. ნიშნავს? რთული ასახსნელია - თან ისე ტკბილად იხუტებდა, მე მართლა ზედმეტი ვიყავი - შემოდი. ცოტა, არეულობაა. მტვრის ნაწილაკს ვერსად ნახავდი. ისე, ტანსაცმლის მიყრა ამასაც ჩემნაირად სცოდნია. კატის საწოლიც მივეცი და საკვებიც. - ბაბიმ გითხრა რო მინდოდა?
ბავშვივით აღელვებული ჩანდა. ძალიან უცნაური სანახავი იყო მუდამ დინჯი, უტყვი და გაუცინარი ლიდია რომ პატარა ბავშვივით აჟიტირდა. უცნაურიც და შთამბეჭდავიც.
- ინსტაგრამზე სულ ხუთი სურათი გიდევს და აქედან, სამი სფინქსის ჯიშის კატის.
- გასაგებია. არადა, მეგონა, ვეღარ მიტანდი - თვალები ამარიდა და კნუტს მოეფერა.
- ერთმანეთის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს - გამეცინა. რეალურად, ეგეთი მაგარიც ვერ ვიყავი. ერთი სული მქონდა, გამეგო, რომ ის კაცი ლიდიას ნახევარძმა, გეი კლასელი, ცოლიანი ტრუსიკის მეგობარი ან შვილი იყო (ვიზუალურად ლიდიაზე უფროსს ჰგავდა, მაგრამ ამ ქვეყანაში, მაგარი ნანერვიულები ხალხი ვცხოვრობთ და შეიძლება, 13 წლისა, 40-სას ვგავდეთ).
- ჩემი კლიენტია - მერე დაფიქრდა - საშინლად ჟღერს, ვიცი. მოიცა, რამე უკეთესი ვარიანტი უნდა მოვიფიქრო. მომხმარებელი? არა.
- მომავლის განჭვრეტით დაინტერესებული პირი? - შევაშველე. ვერ ვიტყვი, თითქოს გულზე მომეშვა. უბრლაოდ კლიენტთან ეგეთი გაპრანჭული იქნებოდა?
- ზუსტად.
- წავალ მე. ნახვამდის - ლოყაზე ვაკოცე.
- ყავას არ დალევ? სხვა რამესაც შემოგთავაზებდი, მაგრამ მაცივარში მარტო ისეთი პროდუქტები მაქვს რო უნდა დაჭრა და ერთმანეთში გადაურიო. ვერ ვაკეთებ საჭმელს.
- ერთხელ, ჩემ გაკეთებულ ჩაქაფულს გაჭმევ - გამეცინა - მეჩქარება. ახალი სპონსორი გვყავს და ალბომის ჩაწერას ვიწყებთ.
- მაგ გოგოს მოსწონხარ - ისე თქვა, მზერა არ გამისწორა.
- სულ ერთხელ მნახა - გამეცინა.
- საკმარისი აღმოჩნდა.
- სხვების თავში რომ დაძვრები, დიდი უსამართლობა მგონია - წარბი ავწიე.
- უსამართლობა ისაა, სხვების ფიქრები რომ მესმის მინდა თუ არ მინდა.
- მგონია, რომ ზოგჯერ უფრო მეტად გინდა, ვიდრე არ გინდა - ეშმაკურად გამეცინა.

* * *
ეს ქვეყანა რო პატარაა და თან ცხოვრება სიურპრიზებს გიკეთებს, მაგაში ვერავინ შემომედავება. შეიძლება, შემომედავოს კიდეც, თუმცა აზრს არ შევიცვლი. ისე, ბედისწერის არასოდეს მჯეროდა. მუდამ ვთვლიდი, რომ ადამიანები თავიანთი ბრძოლით ქმნიდნენ სავალ ბილიკს.
ერთ რამეში დარწმუნებული კი ვიყავი, პაოლო კოელიოსი არ იყოს: „როდესაც მთელი გულით გსურს რამე, მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში“. მე სურვილის ამბავს ვერ დავეთანხმებოდი, რადგან სურვილთან ერთად, შრომაც საჭიროა და მაგ შემთხვევაში, ცხოვრება თავისით გიჩვენებს გზას. სხვაგვარად, სურვილი აუხდენელ ოცნებად დარჩება. მთელი ეს ფილოსოფია საკუთარ გონებაში, იმ ამბავს მოყვა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსის შვილი ჩვენს ჯგუფზე გადარეულა და კახეთის სასტუმროში, ერთი ღამით უნდა გვემღერა, დანარჩენი რამდენიმე ღამე, უბრალოდ დაპატიჟებული ვიყავით დასარჩენად ნატალიანად. ანიკოს ძალიან გაეხარდა, მაგრამ გახარებას წუწუნით იწყებდა და იმის თაობაზე შეწუხდა, თინეიჯერს რატო უნდა ჰქონდეს ისეთი გაბლატავებული ცხოვრება რო ბენდებს აკვრევინებდეს თავის დაბადების დღეზე და ორმოცდაათი კაცისთვის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს უჯავშნიდეს მამიკოო.
მე პირიქით. ვფიქრობდი, რომ ძალიანაც კარგი იყო თუ ბავშვებს ფუფუნებით სავსე და მდიდრული ცხოვრება ჰქონდათ. სიმდიდრე იმას ნამდვილად არ ნიშნავდა, რომ უშრომველად გაიზრდებოდა ფეხი-ფეხზე გადადებული. პირიქით. აგერ, ბიცოლაჩემ ევას მაგალითზეც ვხედავდი, რამხელა ჯაფა სჭირდებოდათ მდიდარი მამის შვილებს, რომ მშობლების ჩრდილიდან გამოსულიყვნენ და სამყაროსთვის დაემტკიცებინათ, რასაც წარმოადგენდნენ. გოგოს საქართველოში ჰქონდა დამთავრებული ფრანგული სკოლა, მერე საფრანგეთში საზაფხულო სკოლები, უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, ქართული მაგისტრატურა, დოქტორანტურა და ბოლოს მაინც იმას აძახებდნენ, რა გენაღვლება მდიდარი ოჯახიდან ხარ და მდიდარ კაცს გაჰყევი ცოლადო. იმას ვერავინ ხედავდა ეს ბიძაჩემი რო ორმოც წლამდე შეთხლეშილი იყო ბიზნესზე და მერე ისე გადაეკეტა ევაზე, სიყვარულის გარდა, აღარაფერი ადარდებდა.
ერთი სიტყვით, ისევ ფილოსოფიებში გადავვარდი, თუმცა იმის თქმა მსურდა, რომ თაფლობის თვიდან ჩამოსული ევა და ბიძაჩემი, ახლა კახეთში მიდოდნენ თავიანთი ოჯახებით. ისე დაემთხვა, ჩემს კონცერტთან ერთად, ლიდიაც ახლოს მეყოლებოდა, ბაბიც, ევაც, ბიძაჩემიც, ევას მამა ანუ ლიდიას ბიძაც და ბებიაჩემიც. ოღონდ სხვა სასტუმროში იყვნენ, თუმცა ლიდიას გეოგრაფიული სიახლოვე მაინც მაფორიაქებდა (არადა, თბილისში უფრო ახლოს ვცხოვრობდით, ვიდრე კახეთის სასტუმროებში).
ჩვენს ჯგუფს დაისი ერქვა. აქამდე, არასდროს მიხსენებია, უცნაურია. ნატალის მოსწონდა სახელი. ინგლისურად, სანსეტის გადარქმა არავის სურდა. ბანალურად ჟღერდა. პირიქით, იმას ამბობდა, დაისი უცხო ენებზეც ლამაზი და ადვილი წარმოსათქმელიაო. სახელის იდეა მაშინ გაგვიჩნდა, როცა გეგი ჯერ კიდევ ჩემთან ცხოვრობდა და ანიკოც ყოველ დღე გვსტუმრობდა. ერთ საღამოს, ჩემი აივნიდან, გაგლეჯილი მთვრალები, მთაწმინდის მზის ჩასვლიდან დაწყებული, ამოსვლით დამთავრებული, თხუთმეტი საათის განმავლობაში, შეუჩერებლად ვლაპარაკობდით მუსიკალური ბენდის დაარსებაზე. სახელმა ჩემში იფეთქა. არც გვქონია იმისი ილუზია, რომ რომელიმე სხვას მოაფიქრდებოდა რამე ორიგინალური.
დ-აისი.
დღემდე მომწონდა, მეძვირფასებოდა. მზის ჩასვლაც იყო და ამოსვლაც. დაბნელებაც და სინათლეც.
ათამდე სიმღერა შევასრულეთ. დახურული ივენთი იყო, თორემ ბაბის მაინც წამოვიყვანდი. იუბილარი 16 წლის ხდებოდა. ეგეთი ანთებული თვალებით, ცხოვრებაში გოგოს არ შემოუხედავს ჩემთვის და როცა ცალსახა სიმპათიას ვგრძნობდი პატარა ბავშვისგან, ძალიან მეშინოდა. ვიცი, ბუნებრივი იყო მისი მხრიდან. ისე გავიოფლე, ნატალი მეხვეწებოდა, გაიხადეო, მაგრამ ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე. მიუხედავად იმისა, რომ დაბადების დღეზე ბევრი ზრდასრული იყო, უმრავლესობა მაინც თვრამეტ წლამდე თინეიჯერი გამოდიოდა და უკან ვიხევდი. ჩემი თავი მახსენდებოდა. ყველაზე ფაქიზი სულის ასაკი ჰქონდათ, როცა სიმპათიურ (თავის ქება კი არ მიყვარს, მაგრამ სიმპათიურს მეძახდნენ და იმედია, სიმართლე იყო) მომღერალს შეიძლება, მაგრად დაეზიანებინა მათთვის გრძნობები გახდით, გაღიმებით ან გადაბრუნებული, გაუაზრებელი სიტყვებით. არა, არ ვიღიმოდი-თქო, ვერ ვიტყვი. ძალიანაც თბილად ვიყავი, მაგრამ ეგეთი გეგმა შევიმუშავე: „ფეიკი კალიცო“ მეკეთა მარჯვენა ხელზე (მშრალ ხიდზე მაჩუქა ნაცნობმა. ჩემი და მშრალი ხიდის ურთიერთობა კიდე ცალკე ისტორიას წარმოადგენდა).
„გცალია?“ - მივწერე ლიდიას.
დღისით, ოჯახის წევრები ვერ მოვინახულე. ძალიან ბევრი საქმე მქონდა. საღამოს, დაბადების დღეზე ვუკრავდი და შუაღამისას, მაინც ვერ მოვითმინე რომ არ მომეკითხა.
„რა გითხრა აბა? ზოგს სძინავს, ზოგი სხვამს. მე ჩემს ოთახში ვწევარ. მოცლილი ნამდვილად მეთქმის“.
„რესტორანში რო დაგპატიჟო?“
„შეიძლება, სხვა რამე გთხოვო?“
„რაც გინდა“.
„ყვარლის ტყეში სეირნობა მინდა ღამით. ძლიერი დამოუკიდებელი ქალი კი ვარ, მაგრამ მარტოს მაინც მეშინია“.
„ძლიერ დამოუკიდებელ კაცსაც შემეშინდებოდა მარტოს.“
გეგის მანქანით მივედი მაგის სასტურმოსთან. ვერანდაზე, ევა და ბიძაჩემი ისხდნენ, ღვინოს სვამდნენ, თან ხარხარებდნენ რაღაცაზე. ეგენი სუ ხარხარებდნენ. ამ ბიძაჩემს რაც მთელი ცხოვრება ხმა არ ამოუღია, ცოლის მოყვანის მერე იცინა.
ლიდია მოჩვენებასავით, ფეხაკრეფით გამოემართა და მანქანაში ჩამიჯდა.
- ძლივს გამოვაღწიე. ლამის ფანჯრიდან ჩამოვედი. აღარ მორჩნენ ესენი სმას და გართობას, თან ზუსტად გამოსასვლელში სხედან - ბუზღუნებდა. წითელი კაბა ეცვა, ძალიან ლამაზი. ზემოდან შემოეცვა მაგრამ... ცოტა არ იყოს, თვალები შემეყინა. მაინცდამაინც სატყევე ვიდზე არ იყო. - დაიძარი, თორე აივნიდან ბებიაშენი დაგვინახავს. მაგარი ქალია. ეწევა და გიმალავთ.
- რააა? ოთხმოცისაა. არ შეიძლება მაგისთვის მოწევა - ისეთი რეაქცია მქონდა, როგორც ბიძაჩემს, თოთხმეტი წლისა რო სიგარეტით წამასწრო.
- არაფერი მოუვა, ნუ გეშინია. მთავარია, ჩვენ არ შეგვჭამოს მგელმა.
- ყველაზე ორიგინალური სიკვდილი იქნება. ჩემს თავს მივუგდებ და შენ გაიქეცი - თავი გამოვიდე.
- შუა ტყეში ბავშვს ვერ მივატოვებ - ენა ჩამაგდებინა - ცოლი მოიყვანე თუ რა ბეჭედია?
- კი. ცოლიან კაცთან ზიხარ მანქანაში. ვის დაბადების დღეზეც ვიმღერეთ, იმ ბავშვს მოვწონვარ და გრძნობები რო არ გაუძაფრდეს, საქორწინო ბეჭედი მიკეთია.
- მანახე ერთი - მომხსნა და თვითონ გაიკეთა - მეც მოვწონვარ პატარა ბიჭს და ვითომ, შეაკავებს ეს ბეჭედი?
- შენ თუ მაგ ბიჭმა საქორწინო ბეჭდით არ გარბენინოს და არ გახვეწნინოს, ნახავ - დავემუქრე.
მაგრად გადაიხარხარა.
ერთი ის არ უთქვამს, ვაი შე უბედუროო, მაგრამ გამომეტყველება ეგეთი ჰქონდა.



№1 წევრი ფარვანა

დაბრუნდი! <3
წაქრინჯო რაღაცას გეტყვი ახლა რომ შენ ისტორიებს ერთადერთი მინუსი აქვთ, მთავრდებიან…
მარა აჰა.. მარათალი ვარ და რა ვქნა!
ისეთი შინაურული, ახლობლური, უთბესი აურა მეხვევა გარს ხოლმე რაღაც ვაკუუმივით რომ რომ ვკითხულობ ვბედნიერდები!
კაი, და ნიკო?! რატოა ასეთი უშუალო, უსაყვარლესი და ზოგადად სიყვარული ქმნილება?

“რო ჰკითხო, დახურულ სივრცეებს ისე ვერ იტანს, კაფეებიც ეჯავრება.”

“ -აუჰ - გამეცინა- რახან სხვასთან ერთად რესტორანში ვნახე, დაბოღმილი იდიოტი გავხდე? ლიდიასთვის ვიყიდე და ვაჩუქებ კიდეც.”
ნიკო, ოხ შე სიყვარულო კაცო…
აუუუ, მანიაკალური სურვილი მიჩნდება ხოკმე მომენტებში რო ცოცხალი იყის, მართლა არსებობდეს, გვერდით მეჯდეს და გადახვევა შემწძლოს ისეთი… ისეთი ღუნღულაა რა ვიცი მე! მოსიარულე სითბო …
“-ეშმაკის ვიზუალი შენ გაქვს - კნუტს ვაკოცე - არ უსმინო. მწარე ენა აქვს, ბულერია, მაგრამ
გულის სიღრმეში მოსწონხარ.”

თავი დამანებეთ! ხმა არ გამცეთ! ოფიციალურად მშურს ამ
კატის…
ვსო! ვიწყებთ კამპანიას - #დაისიოუფენეარზე გა მა ფრე ნი ნე ბენ! :დდდ
ტვინის გაცხელება მე მემართება ხოლმე ყოველ ჯერზე…

“რაღაც მომენტში დამინახა. მგონი ახლა ის განიცდიდა ტვინის გაცხელებას. თვალები ჩვენ მაგიდასთან გაეყინა.”
“-მაგ გოგოს მოსწონხარ - ისე თქვა, მზერა არ გამისწორა.
-სულ ერთხელ მნახა - გამეცინა
-საკმარისი აღმოჩნდა.”
მე აქ შემაქანაა… ლიდია, ცივთვალებიანო დივა! ეს ის არის რაც მეგონია?! გეეჭვიანა?! აააააჰჰჰჰჰჰჰ!!! ვინ არის კივილის ხასითზე?!! მე ვარ!

აუ, მეც მინდა სფინქსიი!!!

ნანერვიულებ ხალხზე ძაან ვიცინე, ან… როგირ გამოიყურება ტაქსა, რომელიც განგსჯის? ეჭვიანი გველი?
“ძლიერ დამოუკოდებელ კაცსაც შემეშინდებოდა მარტოს.”
ძაან კაი იყო! :დდდ
და ბოლო მომენტი ხო საერთოდ!!
ენა ჩამაგდებინაო :დდდდ

“-მანახე ერთი- მომხსნა და თვითონ გაიკეთა -მეც მოვწონვარ პატარა ბიჭს და ვითომ, შეაკავებს ეს ბეჭედი?
-შენ თუ მაგ ბიჭმა საქორწინო ბეჭდით არ გარბენინოს და არ გახვეწნინოს, ნახავ - დავიმუქრე” - ნიკო… ენ კეინ უთხარიიიი!! რატოა ასეთი საყვარელი ღმერთო?! ან ამას რა უნდა ან შენ რა გინდა… რას მერჩით კაცო!! :დდდდდდდ

და ჩემი ღირსეული ძაღლი, ბლუჩუნა რო ძალიან მიყვარს მაგას კიდევ და კიდევ და კიდევ დავწერ!!!

ენ ჯეინ, მიყვ!!! და მადლობა დიდი!!! <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№2 სტუმარი ნანე

რამე თუ გამაოცებდა ასე, ეს მწერალი რომ მაოცებს, აღარც მეგონა!!! ასეთი სრულყოფილი, დახვეწილი, ლექსიკაგამართული, ულევი სიტყვების მარაგი-მხოლოდ ძალიან ინტელექტუალ და ნაკითხ ადამიანებს ძალუძთ ფლობა ამ უნარების. ვამაყობ შენით და მიყვარხარ❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ფარვანა
დაბრუნდი! <3
წაქრინჯო რაღაცას გეტყვი ახლა რომ შენ ისტორიებს ერთადერთი მინუსი აქვთ, მთავრდებიან…
მარა აჰა.. მარათალი ვარ და რა ვქნა!
ისეთი შინაურული, ახლობლური, უთბესი აურა მეხვევა გარს ხოლმე რაღაც ვაკუუმივით რომ რომ ვკითხულობ ვბედნიერდები!
კაი, და ნიკო?! რატოა ასეთი უშუალო, უსაყვარლესი და ზოგადად სიყვარული ქმნილება?

“რო ჰკითხო, დახურულ სივრცეებს ისე ვერ იტანს, კაფეებიც ეჯავრება.”

“ -აუჰ - გამეცინა- რახან სხვასთან ერთად რესტორანში ვნახე, დაბოღმილი იდიოტი გავხდე? ლიდიასთვის ვიყიდე და ვაჩუქებ კიდეც.”
ნიკო, ოხ შე სიყვარულო კაცო…
აუუუ, მანიაკალური სურვილი მიჩნდება ხოკმე მომენტებში რო ცოცხალი იყის, მართლა არსებობდეს, გვერდით მეჯდეს და გადახვევა შემწძლოს ისეთი… ისეთი ღუნღულაა რა ვიცი მე! მოსიარულე სითბო …
“-ეშმაკის ვიზუალი შენ გაქვს - კნუტს ვაკოცე - არ უსმინო. მწარე ენა აქვს, ბულერია, მაგრამ
გულის სიღრმეში მოსწონხარ.”

თავი დამანებეთ! ხმა არ გამცეთ! ოფიციალურად მშურს ამ
კატის…
ვსო! ვიწყებთ კამპანიას - #დაისიოუფენეარზე გა მა ფრე ნი ნე ბენ! :დდდ
ტვინის გაცხელება მე მემართება ხოლმე ყოველ ჯერზე…

“რაღაც მომენტში დამინახა. მგონი ახლა ის განიცდიდა ტვინის გაცხელებას. თვალები ჩვენ მაგიდასთან გაეყინა.”
“-მაგ გოგოს მოსწონხარ - ისე თქვა, მზერა არ გამისწორა.
-სულ ერთხელ მნახა - გამეცინა
-საკმარისი აღმოჩნდა.”
მე აქ შემაქანაა… ლიდია, ცივთვალებიანო დივა! ეს ის არის რაც მეგონია?! გეეჭვიანა?! აააააჰჰჰჰჰჰჰ!!! ვინ არის კივილის ხასითზე?!! მე ვარ!

აუ, მეც მინდა სფინქსიი!!!

ნანერვიულებ ხალხზე ძაან ვიცინე, ან… როგირ გამოიყურება ტაქსა, რომელიც განგსჯის? ეჭვიანი გველი?
“ძლიერ დამოუკოდებელ კაცსაც შემეშინდებოდა მარტოს.”
ძაან კაი იყო! :დდდ
და ბოლო მომენტი ხო საერთოდ!!
ენა ჩამაგდებინაო :დდდდ

“-მანახე ერთი- მომხსნა და თვითონ გაიკეთა -მეც მოვწონვარ პატარა ბიჭს და ვითომ, შეაკავებს ეს ბეჭედი?
-შენ თუ მაგ ბიჭმა საქორწინო ბეჭდით არ გარბენინოს და არ გახვეწნინოს, ნახავ - დავიმუქრე” - ნიკო… ენ კეინ უთხარიიიი!! რატოა ასეთი საყვარელი ღმერთო?! ან ამას რა უნდა ან შენ რა გინდა… რას მერჩით კაცო!! :დდდდდდდ

და ჩემი ღირსეული ძაღლი, ბლუჩუნა რო ძალიან მიყვარს მაგას კიდევ და კიდევ და კიდევ დავწერ!!!

ენ ჯეინ, მიყვ!!! და მადლობა დიდი!!! <3


შენც დაბრუნდიიი <3
ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა რომ არსებობ და ისტორიის დადების დღეებს მიხალისებ. ისე გელოდები ხოლმე, ვერ წარმოიდგენ.

ნანე
რამე თუ გამაოცებდა ასე, ეს მწერალი რომ მაოცებს, აღარც მეგონა!!! ასეთი სრულყოფილი, დახვეწილი, ლექსიკაგამართული, ულევი სიტყვების მარაგი-მხოლოდ ძალიან ინტელექტუალ და ნაკითხ ადამიანებს ძალუძთ ფლობა ამ უნარების. ვამაყობ შენით და მიყვარხარ❤️

ნანე, უღრმესი მადლობა <3 ძალიან მიხარია თუ მოგწონს

 


№4  offline მოდერი აირ ისი

ძალიან მომწონს ეს ორი ერთად. ზოგადად მიყვარს ავტორი რომ ბიჭის ენით წერს, თან პირველ პირში. ჩემი თავი გამახსენა ნიკოს და ბეჭდის ამბავმა, ზღვაზე ყოფნისას იდეალურად მადგებოდა ეგეთი რამ "პონტების მაძიებელი" ხალხისთვის ზედმეტი ახსნა რომ არ დამჭირვებოდა laughing


მოკლედ მოგყვები და ძალიან მომწონს, რასაც ვკითხულობ. საკმაოდ კარგად გაქვს ორივე მთავარი პერსონაჟის ხასიათი შერჩეული ❤️

 


№5  offline წევრი შარზენ

ძალიან,ძალიან, ძალიან კარგი რამეა...ნიკო ხო,სასწაული ბიჭი მართლა,უკარგესი პერსონაჟია,ყველაზე კაიც კი სხვა მოთხრობების პერსონაჟებს შორის

 


№6 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

ანუბისი
ძალიან მომწონს ეს ორი ერთად. ზოგადად მიყვარს ავტორი რომ ბიჭის ენით წერს, თან პირველ პირში. ჩემი თავი გამახსენა ნიკოს და ბეჭდის ამბავმა, ზღვაზე ყოფნისას იდეალურად მადგებოდა ეგეთი რამ "პონტების მაძიებელი" ხალხისთვის ზედმეტი ახსნა რომ არ დამჭირვებოდა laughing


მოკლედ მოგყვები და ძალიან მომწონს, რასაც ვკითხულობ. საკმაოდ კარგად გაქვს ორივე მთავარი პერსონაჟის ხასიათი შერჩეული ❤️

მადლობა დიდი ანუბის <3


შარზენ
ძალიან,ძალიან, ძალიან კარგი რამეა...ნიკო ხო,სასწაული ბიჭი მართლა,უკარგესი პერსონაჟია,ყველაზე კაიც კი სხვა მოთხრობების პერსონაჟებს შორის

ძალიან მიხარია რომ მოგწონს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent