შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... შენ მაიძულე მეცხოვრა... (მეთოთხმეტე თავი)


31-03-2024, 21:03
ნანახია 635

მანქანის კარი გავაღე და საოცრად სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე. ირგვლივ ყველაფერი სიცოცხლეს ასხივებდა. ტბიდან მონაბერი გრილი ჰაერი თმებს მიწეწავდა.
- ლილიკო შემოხვალ? ზურგს უკან თორნიკეს ხმა მომესმა. შემოვბრუნდი და უკვე კიბის საფეხურზე იდგა.
- კი შემოვალ. გავუღიმე და მისკენ წავედი.
კოტეჯის კარი შეაღო და საოცრად მყუდრო გარემო იყო. ფერადი და გემოვნებით შერჩეული ნივთებით მოეწყოთ. აურაც საოცრად სასიამოვნო იყო, ალბათ რამდენ ბედნიერ წამს ინახავდა ამ კოტეჯის კედლები. რამდენი ლამაზი და ბედნიერებით გაბრწყინებული თვალების მზერა აურეკლავს ამ სარკეს. გავიფიქრე და შესასვლელთან დაკიდებულ სარკეში გავუღიმე საკუთარ თავს.
-რა გეგმები გვაქვს? ვკითხე დიდი ინტერესით თორნიკეს და როგორც მიყვარდა კისერში ვაკოცე.
- რა გეგმები გვაქვს ლილიკო და ჯერ ბუტერბროდები ვჭამოთ შემდეგ ტბის პირას გავისეირნოთ და საღამოს გემრიელ ვახშამს მოგიმზადებ.
- კაია. მაწყობს. ვუთხარი და მაცდურად გავუღიმე.

აივანზე დავჯექი და სიმშვიდით ვტკბებოდი. ამასობაში თორნიკემ ბუტერბროდები და წვენი მოიტანა მაგიდასთან. თავისი სკამი ჩემი სკამის გვერდით დადგა და მომიჯდა. ორივე ჩვენს წინ ჰორიზონტს ვუყურებდით და სიმშვიდით ვტკბებოდით. რომ დავნაყრდით სასეირნოდ წავედით. ტბის პირას ხელიხელჩაკიდებულებმა ბევრი ვისეირნეთ. მიყვებოდა ისტორიებს წარსულიდან და ვიცინოდით მის თავგადასავლებზე. ერთ ადგილას პატარა კუნძი იყო . ჩამოჯდა და მანიშნა მოდიო.
მივედი და ჩამოვჯექი მის მუხლებზე.
-მიხარია რომ გიპოვე.
-მეც ძალიან მიხარია, რომ ამ სამყაროში შენ მყავხარ.
არ მეშინია ხვალინდელი დღის.
- როცა ჩემთან ერთად ხარ არასოდეს არაფრის შეგეშინდეს. მითხრა და ხელზე მაგრად ჩამკიდა ხელი.
- შენ რომ არ მეპოვე , ვერ ვისწავლიდი ცხოვრებას თავიდან.
- ნუ ამბობ ამას და ნუ ფიქრობ ასეთ რაღაცეებს. ყველაფერს ადამიანმა მარტომ უნდა გაუძლოს .
- შეიძლება ასეცაა და უძლებენ მარტო მყოფი ადამიანებით მაგრამ მე შენ მომეცი ძალა...
- ლილიკო.... ლილიკო... ეჰ ჩემო ლილიკო... ეხლა წავიდეთ, აცივდა და თან მოგშივდებოდა....
წამოდგა, ხელი შემომხვია და ასე გულთან მიხუტებული მიმიყვანა ჩვენს კოტეჯამდე. არც ერთი არ ვიღებდით ხმას მხოლოდ თვალები საუბრობდნენ, გული გამალებით პულსირებდა და ხელები ერთმანეთს უზიარებდნენ ხელისგულების სითბოს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent