შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...შენ მაიძულე მეცხოვრა... (მეცამეტე თავი)


24-03-2024, 16:59
ნანახია 623

იმ შეხვედრის შემდეგ სხვანაირი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. თითქოს, უფრო ჩემიანი გახდა. მისი ქმედებები, რომ მახსენდებოდა სითბო მეღვრებოდა გული. ახლა მის მოწერას აღარ ველოდი და მეც ვწერდი პირველი, როცა დრო გამომიჩნდებოდა. ყველა დღე წინაზე მეტად გვაახლოებდა. ვიცოდი და ვგრძნობდი თორნიკე ჩემი ადამიანი იყო. ვხვდებოდი მისთვისაც ბევრს ვნიშნავდი, თუმცა არ უყვარდა აფიშირება. თუ დრო გვქონდა და ორივეს გვეცალა ვსეირნობდით. თუ წასული იყო ქვეყნიდან, ვერ ვწერდი ხშირად რადგან დროში დიდი სხვაობა იყო და მხოლოდ მესიჯს ვუტოვებდით ერთმანეთს. ასე გავიდა თვეები. ერთ დღეს მომწერა, სადმე წავიდეთ ერთად შაბათ- კვირას. ბევრი არ მიფიქრია დავთანხმდი. არც ჩარჩოებში ვცხოვრობდი და არც მომავლის გეგმები მქონდა, რა რის მერე უნდა დამეგეგმა. მასთან ერთად ბედნიერი დღეები მინდოდა და ეს ორი დღეც ასეთი იქნებოდა ვიცოდი.
ადგილი ერთად შევარჩიეთ, თბილისთან ახლოს, ხის კოტეჯი დავჯავშნეთ სიმშვიდეში და სიწყნარეში. თავისუფალ დროს განმარტოება ორივეს გვიყვარდა. შევთანხმდით გამომივლიდა დილით და წავიდოდით.
გაზაფხული ძალას იკრეფდა და სასიამოვნო იყო ბუნებაში ყოფნა. ჩავალაგე ზურგჩანთა და დავწექი. ხვალ თორნიკეს მისვლამდე კარგად გამოვიძინებდი. დამღლელი კვირის ბოლოს, ძილი ყველაფერს მერჩია...
10 საათზე გამეღვიძა. მივხვდი მზე კაშკაშებდა და ფარდები ბოლომდე გადავწიე. ფანჯარა გამოვაღე. გაზაფხულის მზით გამთბარი ჰაერი სახეზე ვიგრძენი. ღრმად ჩავისუნთქე. ჩემს ახლად დაწყებულ დილას გავუღიმე და ქუჩაში გავიხედ-გამოვიხედე. ცოტა ხალხი მოძრაობდა. ბავშვები სკვერში ჟრიამულობდნენ. ჩემი სეზონია გაზაფხული. სულსა და გულში ატანს მისით შემოტანილი გამოღვიძების ყველა ნიუანსი.
სარკეში თმა შევისწორე, შემდეგ კი ყავის მოსადუღებლად წავედი სამზარეულოში. ყავა დავისხი ჩემს ფინჯანში და ბუტერბროდიც მოვიმზადე. ამ დროს თორნიკეს მესიჯი მოვიდა.
_ ლილიკო მომენატრე. 12ზე გამოგივლი.
_ მეც მომენატრე და გელოდები.
მალე გავიდა დრო. დამირეკა ჩამოდიო . ჯინსის ქურთუკი მოვიცვი, ზურგჩანთა მოვიკიდე და კარი ბედნიერი ღიმილით გავიხურე...
მანქანის კარი გამოვაღე და იასამნების სურნელმა შრმომიღიტინა ცხვირში. მანქანაში ჩავჯექი და თორნიკეს გადავკოცნე.
- შენი იასამნები მოვიდნენ შენთან. მითხრა და უზარმაზარი თაიგული გამომიწოდა.
- გმადლობ. რა საოცარი სურნელი აქვს. ვთქვი და დავყნოსე.
- მზად ხარ 2 დღიანი თავგადასავლისთვის? მკითხა და გამიღიმა.
- კი. მზად ვარ ახალი თავგადასავლისთვის შენთან ერთად. ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
თორნიკემ ჩვენი საყვარელი სიმღერა მაქსიმალურ ხმაზე ჩართო და მინებს ჩაუწია.
მანქანა მიქროდა, მუსიკა ჰაერში იფანტებოდა, იასამნის სურნელი თავბრუს მახვევდა, თორნიკეს ჩემი ხელი ხელში ეკავა და გამუდმებით მიკოცნიდა თითებს....
უბედნიერესი ვიყავი. უთქმელადაც ვხვდებოდი, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი. თქმის გარეშეც ვხვდებოდით, რომ ჩვენს შორის გრძნობა არსებობდა. უთქმელი მაგრამ ძალიან ძლიერი გრძნობა....
ისე გაიარა 40 კილომეტრი ვერც მივხვდი. ხედებით, მუსიკით, თორნიკესთან საუბრით ვტკბებოდი.
_ აი ესაა ჩვენი კოტეჯი. თითით მიმანიშნა ტბის პირას განმარტოებით მდგომ პატარა კოტეჯზე. ინტერესით გავხედე თითით მინიშნებულ ჰორიზონტს. სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ბედნიერი ვიყავი ყველა წამით მის გვერდით რაც გამიტარებია. დღეს კი ყველაზე რომანტიული დღე იყო, რაც კი ოდესმე გაგვიტარებია ერთად.
მანქანა გააჩერა. ხელის მუხრუჭი ამოსწია. შემომხედა გამიღიმა და მკითხა:
_ გადავიდეთ?
მე წამიერად გავჩუმდი. მხოლოდ გულის ძგერის ხმა მესმოდა ყურებში
დუგ.... დუგ.... დუგ....



№1 სტუმარი სტუმარი ელა

შემდეგი თავი იმედია მალე დაიდება.კარგი წასაკითხია ძალიან მაინტერესებს რა მოხდება.წარმატებები და მალე დადეთ მომდევნო თავები.♥️

 


მიხარია თუ მოგწონთ!????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent