შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანო ბურდული


8-04-2024, 01:57
ავტორი ქეთათო4
ნანახია 2 434

,,ნეტავ სულ არ მენახე''
ანო ბურდული


დილით, მაღვიძარას ხმაზე, როგორც ყოველთვის, ჯერ ჩემს ხალიჩას ვეზიარები და მერე ვიაზრებ, რომ უნივერსიტეტში მაგვიანდება. ფეხზე, ზლაზვნით ვდგები და წარბებიდან გავყურებ მაღვიძარას, რომელიც ცოტაც და ჭკუიდან შემშლის. ,,დამაგვიანდა" მხოლოდ ამის გაფიქრებას ვასწრებ და ჩემს კარადას თვალდახუჭული ვუახლოვდები. რა მაგარია, დღეს ისევ ჯინსს ვიცვამთ იმიტომ რომ შენი გარდერობის 90% შარვალია, თანაც ჯინსი. სწრაფად ვწვდები ყვითელ კედებსაც რაღაც ძლიერი ხმა რომ აყრუებს არემარეს. ,,კალანდაძეა'' ჩემს თავს ვამშვიდებ და ფარდას ვწევ იგივე ხმა რომ მეორდება და ეჭვით ვუმზერ ცას, რომელზეც ისეთი შავი ღრუბელია, ცოტაც და ყველაფერი ჩამოიქცევა. სინანულით ვუშვებ ყვითლებს ხელს და ისევ მუქ ფერზე ვჩერდები, სახლში დარჩენაც ვიფიქრე, მაგრამ როცა სამედიცინოს ბედკრული სტუდენტი ხარ, არ არსებობს გასამართლებელი საბუთი, წვიმს, თოვს, ყინვაა თუ ქარია მაინც უნდა მიხვიდე დანიშნულების ადგილზე.
სახლიდან აჭრილი გავდივარ, ვერ ვიტან წვიმას. სადარბაზოდან გასულს მთელი მონდომებით მეხეთქება თავ-პირში წვეთები. ხოდა ასე შევხვდით მე და წვიმა ერთმანეთს შუა თბილისში, მომიკითხა გადამკოცნა და არც ტალახი დამაკლო. მე არაფერი მიკითხავს ისედაც ვიცოდი, რომ დიდად მოხარული არ იყო, ცოდვის პლანეტაზე მოხვედრით. სამარშუტოს ხელი დავუქნიე და სანამ მოიფიქრა გაჩერება, მეორე გაჩერებასაც მიუახლოვდა. სირბილით გავიქეცი და როგორც რაინდი თეთრ რაშს, სწორედ ასე შევახტი მეც ყვითელს, შავი ტალახის ელემენტები რომ ,,ამშვენებდნენ'' . უკანა სკამზე ისევ ლოთი ამირანი იჯდა. დამინახა თუ არა იღრიალა ჩემი სახელი და არც მისალმება დამაკლო. ,,შენღა მაკლდი ამირან''- საკუთარ თავს შევხედე ფანჯარაში. ,,არაუშავს წვიმს, შეიძლება შენც იმ გოგონას ნაირად, ტონალურით იყო ჩამოთხეპნილი და ისევ უკან ბრუნდებოდე, ხელახლა, რომ გაიკეთო და მერე ისევ ჩამოგეთხაპნოს" -ამაზე ფიქრით მივადექით მესამე გაჩერებას, ერთიც და ჩავდივარ. ისეთი ბიჭი ამოვიდა, მეგონა ალენდელონი არა ის ნამდვილი არამედ ეს იყო. მის ნაცრისფერებში ჩავიკარგე და მთელი გზა ასე უტიფრად ვუმზერდი უცნობს. ჩემს გაჩერებაზე ღიმილით ჩავედი და იქვე დავასრულე მე და სამარშუტოს სიყვარული.
სამედიცინოს შენობაში შევაბიჯე თუ არა, ისეთი ჩოჩქოლი დამხვდა დედა შვილს ვერ იცნობდა მაგრამ, მე ლომიძე მაინც ვიცანი და მისკენ წავედი. ჩანთა სკამზე მოვიფრიალე და ნიას დაველოდე, როდის მომაქცევდა ყურადღებას.
-ვანო მიდის!-ისე ამოიკნავლა, თითქოს მის ერთადერთ სიყვარულს მისტიროდა
-გაღმა?- რატომღაც არასერიოზულად აღვიქვი ამ კაცის აქედან წასვლა
-ბურდული!- ამოიღმუილა ნიამ და მივხვდი, რომ მართლა მიდიოდა ზემოთ ხსენებული ყველაზე ლექტორი აქედან. ისე დამწყდა გული, სახეზეც დამეტყო. მიუხედავად იმისა, რომ აქ ყველა მეზიზღებოდა რამოდენიმე ადამიანის გარდა, ბატონი ვანო იყო ყველაზე ვანო, მთელს მსოფლიოში.
დამშვიდობებას ვერ ვიტან, მაგრამ ამილახვარის შემოღებულ კარზე, ცრემლები გადმომცვივდა. ბავშვების ტალღა ისე მიაწყდა, როგორც მე შავი ზღვა შუა ზაფხულში. ატირებული ნიას მკლავს ვიყავი ჩაფრენილი და ასე ვზლუქუნებდით.
გავაცილეთ ბატონი ვანო და მთელი ორი კვირა ანატომიის ხსენებასაც ვერ ვბედავდით, დეკანატი კი კედელზე გამოკრული განცხადებით გვაცნობებდა, რომ სულ მალე ახალი ლექტორი გვეყოლებოდა ვინმე ა.მ რომელიც ყველას ძალიან შეგვიყვარდებოდა, მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია... (ნეტავ მიმექცია)

ოცდახუთ დეკემბერს ცამ ფიფქებიც გაიმეტა ჩემთვის და ბედნიერებისგან გაბერილმა გავაბიჯე გარეთ. მართალია სულ ორი საათით გვაცადა მზემ ბედნიერება, მაგრამ მაინც ითქმოდა, რომ თოვლი მოვიდა. ფოტოების გადაღებით დაღლილმა კუთხის კაფეში შევაბიჯე და ასევე კუთხეში დავიკავე ადგილი. მიყვარდა ეს ყველაფერი... გადაღლილ გოგონას თბილი მზერით გადავხედე და ტუჩის მოძრაობით ვანიშნე ,,მწვანე ჩაი''
მწვანე ჩაის ვაგემოვნებდი და თან ეკრანს იქით მომცინარ დედას ვუყვებოდი ჩემს ამბებს, მართლია ძალიან სასაცილოა მაგრამ მე არ ვიცინი ხოლმე საჯაროდ, არაესტეთიურია. ჩემს სიცილზე ცალკე ისტორიები მაქვს და აუცილებლად მოგიყვებით. ხოდა ასე ერთდ ვიყავით ისევ მე, ირმა და ჩემი მწვანე ჩაი, განგაშის ზარმა რომ ჩამოკრა და გამახსენდა ჩემი ქალურობის ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი, რომელიც არც ისე სახარბიელოა.
,,ამის დრო იყო?" სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე, მაგრამ ვერც წინ გადავდგი ნაბიჯი და ვერც უკან.
,,გაიქეცი ანო'' ჩემმა მეორე მემ ჩამყვირა და მეც მაშინვე მოვწყდი ადგილიდან. საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი. კარი შევაღე და თვალები შუბლზე ამივიდა, მამაკაცი რომ დამხვდა. კიდევ კარგი მხოლოდ ხელს იბანდა თორემ აქვე განვუტევებდი სულს, მისი სხეულის ქვედა ნაწილი შიშველი, რომ მენახა.
-კარზე გარკვევით წერია ,,კაცების საპირფარეშო''- ცისფერები ამოატარა ჩემს ნატანჯ სხეულს, მუცელი რომ გახეთქვას მქონდა და თვალებში ჩამაშტერდა.
-იცით მე... -ჩემს ბრინჯივით დაბნეულ სიტყვათა მარაგში ,,ბოდიშის'' მოძიებას ვცდილობდი მაგრამ საგულდაგულოდ დამალულიყო.
-ამის შემდეგ დააკვირდი ხოლმე კარს. -ნიშნისგებით ამოილაპარაკა მისტერ ხისთავიანმა და მალევე გამშორდა. მარტო დავრჩი. ჩემი ყბა კარგად დამშორებოდა და ხელი, რომ არ მიმეშველებინა აუცილებლად დავარდებოდა ძირს.
-ჯანდაბა შენს თავს-! მზერა გავაყოლე მის ზურგს და კარის ძლიერმა ხმამ და ჩემმა ორგანიზმმა ერთიანად გაიღეს ჭრიალი.

სახლში ლასლასით დაბრუნებულმა გამაყუჩებლების ყველა აბი გადავყლაპე და კნუტივით გავწექი ფუმფულა საწოლზე. დამეძინა...

დილით ისევ წყეული მაღვიძარა აწკრიალდა და ზანტად გავახილე თვალი. აღარაფერი აღარ მტკიოდა მაგრამ ისეთი გაბრუებული ვიყავი, ვარაუდით ვადგამდი ნაბიჯებს. სააბაზანოდან უკვე მოწესრიგებული გამოვედი და ჩემი ოათხის კარი გავიხურე. სახლში მარტო ცხოვრებაზე დიდი საშინელება არაფერი რომ არაა ეს იცით? თუ არ იცით გილოცავთ, ესეიგი თქვენ გყავთ სახლში ადამიანი, რომლის გამოც გიხარიათ შინ დაბრუნება.
***

მე ლომიძე და ვახვახიშვილი დიდებული ნაბიჯებით მივუახლოვდით სამედიცინოს და ისიც მოწიწებით დაგვიხვდა. დერეფანში ეკა მსხალაძეს დანახვისას თვალები ჩემდაუნებურად ავატრიალე და ქალბატონს არ გამორჩენია. ისე დამიბღვირა გეგონება ჩემი ბრალია ყველა ლექტორი, რომ ამას *იმავს.
-დროზე! ახალი ლექტორი გიტარებთ პირველ ლექციას.- ვითომ ამას ახლა ჰგონია მკაცრია?
,,შენს კოლექციას ახალი თოჯინა შეემატება ეკუშ''
კარი რასაც ქვია შეგლიჯა ვახვახამ და ნიაც სიცილით მიყვა უკან. ,,რა სითავხედეა რა არის'' გულში გავიფიქრე მაგრამ ვერ გავბედე ხმამაღლა მეთქვა ხოდა უკან მივყევი მეც ამ ორს.
-დააგვიანეთ! -საიდანღაც ნაცნობმა ხმამ ჯებირები გადმოკვეთა და ყოველივე შესავლის გარეშე ეცა ჩემს სმენის აპარატს.
-შეგვაყოვნეს.- ნიშნის გებით გაიხედა დერეფნისკენ.
-შემოდით!- ჩაილაპარაკა და გვერდით მდგარ გვანცას გახედა.
,,მოუსწრია ამას''
რამდენს ვფიქრობ ნეტავ დღეს? დაეგდე თორე გაგისროლა ამან. ამან? არც კი დამინახავს მისი სახე, ახლა კი პირდაპირ ჩემს წინ იდგა და ნაცნობ ცისფერებს დაატარებდა ჩემს სხეულზე.
-შენი სახელი!- ახლოსაა თუ მეჩვენება?
-ანო...- ნერწყვის გადაგორება ძლივს მოვახერხე.- ბურდული..-. უკან მივაწიე გვარიც და ის სცენა პირდაპირ თვალწინ დამიდგა. ტუალეტის სცენა, მისი დამცინავი მზერა მაშინ და ახლა მისი სითბოთი გაჟღენთილი ცისფერები. ,,არ არსებობს'' გულიც მომეწურა და თავი მაგიდას დავადე. ძალიან არ მინდოდა კიდევ გადავყროდი მის თვალებს, რომელიც პირდაპირ გაგიჟებს და სურვილი გკლავს მისი თითოეული დეტალი შეისწავლო.
-ბურდული გამოვიდეს. -ჩემი გვარის გაგებაზე ორმაგად დავიძაბე და ძლივს ავათრიე ჩემი გაბრუებული სხეული. ცუდად ვიყავი... მართლა ვერ ვიმორჩილებდი ჩემს სხეულს, მაგრამ მაინც მივიწევდი წინ. ისევ ამათვალიერა. ჯინსის ვიწრო შარვალსა და ფართხუნა მაისურზე გაიცინა და გვერდით დამიდექიო მანიშნა.
-მოდი იმით დავიწყოთ რაც ვფიქრობ, უნდა იცოდეთ!- ხელი მომხვია..
ჯანდაბა, ჯანდაბაა, ჯანდაბა.
მისი ხელის მენჯთან შეხება ბოლო წვეთი იყო, მაშინვე გაოცებული მზერა ვტყორცნე და წარბებიც ჩემდა უნებურად შემეკრა.
-ვინაიდან და რადგანაც ჯერ არ გვაქვს იმის ფუფუნება ჩონჩხი შემოვიტანო ძვლებზე ასე მიპასუხებთ. მესმის უხერხულია, მაგრამ სწავლაა ამ შემთხვევაში მთავარი მე კი, მონსტრი არ ვარ და არც ვიკბინები. მითუმეტეს ჩემთვის ყოველ დღიურია სხეულზე შეხება, პროფესიიდან გამომდინარე ამიტომ მთელ ძალისხმევას დავხარჯავ თავი უხერხულად არ იგრძნოთ.
ზემოდან დამხედა... ისეთი თვალები ჰქონდა... დიდებული... ისეთი მაშინვე რომ შემაყვარა მისი წყეული პატრონი.
-ეს ძვალი?- ისეთი სასიამოვნო ხმით ამოილაპარაკა მგონი საწოლი რომ მდგარიყო აქვე ჩავადნებოდი ხელებში.
-მენჯის ძვალი
-ეს?
-ეგ ბარძაყის ძვალი.
-კარგი... თითები მომაშორა და საბოლოოდ ზედა ნაწილზე მომაჭირა ოდნავ
-ნეკნები. -ამოვიხრიალე და უკან გავხტი.
-დაჯექი. -ხელით მანიშნა საკუთრი ადგილისკენ და მეც გაგულისებული წავედი. ,, როგორ გამიბედა''
-ისე იქცევი, როგორც ქალიშვილი გოგო! -გვანცას გესლიან გამოხტომაზე ისე გავიბერე, ცოტაც და გავსკდებოდი.
-ვიღაც ჩემს ფეხებ შორის რატომ ძვრება? -,,ენას წაგაცლი დამპალო''
-ალბათ ოცნებობ, რომ ვინმე შეძვრეს მაგრამ, შენნაირებს არ ეკარებიან.
-მირჩევნია არ მეკარებოდეს არავინ, ვიდრე შენნაირად მხმარობდნენ, როგორც ერთჯერად სალფეტკს. ერთი ფუნქციისთვიs რომ იყენებენ და მერე სანაგვე ურნაში ათავსებენ.
აღარაფერი მითხრა.
არც მე დამიწყია ლოლიაობა.
ის ვაჟბატონიც იმას ამშვიდებდა, არადა ხომ გაიგონა, რომ მან დაიწყო მაგრამ არა, მასთან მივიდა.
,,ჭირშიც წასულხართ''
,,დროის ცნების მეტაფიზიკური ახსნა კანტის მიხედვით'' მაშინვე დავიჭირე და გადავეშვი მთლიანად ჩემს ერთადერთ მეცნიერულ სიყვარულთან. საერთოდ მჯეროდა, რომ მისი მოძღვრება არა მხოლოდ ერთჯერადი არამედ ცხოვრებისეული იყო და ყველგან მომყავდა მისი ციტატები.

როგორც იქნა ჩამთავრდა ეს დღე და წელმოწყვეტილი ავდექი სკამიდან. ჩანთაში ჩავჩურთე ყველაფერი და სწრაფად დავტოვე აუდიტორია.
ცუდად ვიყავი. ტკივილები ისევ მახსენებდა თავს და არც ლომიძე მყავდა გვერდით, რომელიც სახლამდე მიმათრევდა. ჩემი და ჩემი ქალურობა ძალიან მძიმე თემაა და თითქმის არავისთან არასოდეს განვიხილავ, გარდა ნიასი, რომელიც ჩემი მშველელია.
გასასვლელი კარი ძლივს გავხსენი და იქვე კედელს მივეყრდენი, რომ არ გავშოტილიყავი.
-კარგად ხარ?- მისი ხელი იყო. წელზე ისე მომეხვია მეგონა მთელი ცხოვრება ასე დავრჩებოდით. იმდენად ძლიერი მკლავი ჰქონდა ახლა მართლა არ მეშინოდა წაქცევის, მეტიც შემეძლო საერთოდ გავმქრალიყავი. სასაცილოა არა? წეღან კანტის თეორიაზე გესაუბრებოდით და ახლა იმაზე, თუ როგორ ჩამივარდა გულში ჩემი ლექტორი, რომელსაც ყველა სიკეთესთან ერთად ტუალეტში შევუვარდი.
-კი.
-ფერი არ გადევს!- თმებზე ხელი გადამისვა და უფრო კარგად დაიჭირა ჩემი სხეული.
-სახლში წაგიყვან, დედაშენს ხომ არ დავურეკო?
-სოფელშია დედა.
-მაშინ მითხარი სად მიგიყვანო, ფერი არ გადევს. თუ ცუდად ხარ არ უნდა მოდიოდე აქ.
-ნუ დამმოძღვრავ, შენ მხოლოდ შენობის იქით ხარ ჩემი ლექტორი.
-გრძელი ენა
-გრძელი თითები.
ურცხვად მომაშტერდა. ცუდად ვარ და ეს მე მიყურებს. ბარემ შენი ხელით მომაყარე მიწა და ეგ იქნება.
-მისამართი ან საავადმყოფო.
-რუსთაველზე, ფილარმონიასთან ახლოს ვარ, რომ მივალთ გეტყვი
-კარგი.
მანქანა ისე მოწყვიტა ადგილს, მთელი სხეულით შევხტი. ცივი ნიავის შეხებაზე გავინაბე და თავი მინას ჩამოვადე. მთელს სხეულში ყრუ ტკივილს ვგრძნობდი და საშინელ შეგრძნებას მიტოვებდა. მძღოლს გადავხედე, არ მიყურებდა მხოლოდ გზისაკენ ჰქონდა ყურადღება გადატანილი და მთელს კონცენტრაციას მასზე ახდენდა.
გზაში artificial love გაისმა. იმდენად მესიამოვნა სასიამოვნო სუნთან ერთად ყიფიანის ბგერები, რომ საბოლოოდ გავინაბე და როგორ ჩამეძინა ვერ გეტყვით.
მისმა ხმამ გამაღვიძა.
ისე შემრცხვა მისი, მომინდა მიწა გამსკდომოდა.
-ჩემით წავალ.
-ცუდად ხარ!
-არაფერია ბატონო. ანდრო.- გავუღიმე შეძლებისდაგვარად და მძიმედ ავიარე საფეხურები.

ორი დღე უნივერსიტეტში არ წავსულვარ. მხოლოდ ირმას ველაპარაკებოდი და ნიასაც ხანდახან. გამოცდა გვქონდა გაცდენა არ გამოდიოდა. მთელი ძალა მოვიკრიბე. გაცდენა არც მიფიქრია, ვინაიდან და რადგანაც ჩემს ორგანიზმს მოესწრო ძალების აღდგენა.
მგონი უკვე კარგად იცით, რომ დილით ჯერ იატაკს ვეზიარები და შემდეგ იწყება ჩემი გულის გამაწვრილებელი რუტინა. ყვითელ სამარშუტოში, ყვითელი კედებით ვიდექი და ისევ ლოთ ამირანს შევყურებდი.
ნაცნობი შენობის დანახვაზე რაღაცნაირად ბედნიერებამ გადამირბინა. მაგრამ ის წაკლა რომ გამახსენდა ჩემი წამიერი სიხარულიც მიყუჩდა. ლომიძე დამხვდა შესასვლელთან
-კიდევ კარგი მოხვედი, თორემ უკვე ამაყობს საკუთრი თავით გვანცა, რომ პროვინციელი ანუ შენ მაგრად შეაშინა
-ეგ გოგო მემგონი ფანტასტიკას ხშირად უყურებს, ისეთი აზრები აწუხებს.
-მოგვენატრე ბურდული!- ვახვახას ღრიალზე ყველას ყურადღება მივიქციე.
-მეც მომენატრე, მეც! -მაგრად მოვეხვიე და საფირმოდაც დავარტყით ერთმანეთს მხრებზე ხელი.
-რას შვებოდი?
-ვქსოვდი.- ენა გამოვუყავი და აუდიტორიაში შევაბიჯე.
იქ იდგა. რაღაცაზე ძალიან გაბრაზებული, დაბღვერილი იყურებოდა. წარბ შეკრულმა ამომხედა და ისევ თავის მობილურს ჩააშტერდა.
,,უჟმური"
გამოცდის დაწყებამდე ხუთი წუთიღა იყო, დარჩენილი ფურცლები, რომ დაარიგა და თავის ადგილზე დადგა.
-საათი გაქვთ იმისთვის, რომ დაწეროთ ეს ტესტი. ვიმეორებ, თქვენზე დიდ იმედებს ვამყარებ, მართალია ზოგმა ეს დღეები დასასვენებლად გამოიყენა, მაგრამ ჩვენ იმდენი ვიმუშავეთ, აუცილებლად უნდა დავდოთ შედეგი. -მე გადმომხედა.
-ანოო, თუ რამე დამირეკე!- გამეცინა ვახვახაზე
-ვახვახიშვილი დაგვტოვებს მგონი!- წარბი აუწია და ეგ იყო.
წერა დავიწყეთ...
მადლობა ნიას და მის ამფსონებს, ასე ზუსტად, რომ მომამზადეს იმიტომ, რომ ლექტორის ბოლო ათ შეკითხვაზე მე კი არა, მგონი ანატომიის სახელმძღვანელოსაც არ ჰქონდათ პასუხი. პირველი გვანცა, რომ მივიდა და ნაწერი მიუტანა ამაზე ისე გავღიზიანდი, ფიქრის დროც არ მქონდა. უხალისოდ მივეყუდე სკამს და არაფრისმთქმელი მზერა ვტყორცნე ლომიძეს, კალმის წვერს, რომ აწვალებდა.
საათი გავიდა. არც შემიხედავს ისე მივუგდე ჩემი ნაწერი და აუდიტორია დავტოვე.
იცით რა იყო ამ ყველაფერში გასაბრაზებელი? ის რომ არც ერთხელ არ მიუტანია გვანცას ვინმეზე წინ ნაწერი. ყველაზე ბოლოს იჯდა და წვალებით იღებდა ქულებსაც. ახლა კი ისე ამაყად წამოდგა და გაუწოდა ფურცელი.
უხალისოდ ჩავუყევი კიბეებს და იქვე აყუდებულ ლევანის დანახვაზე შევყვირე.
-ჩემი და გააბრაზეს?
ლევანი ჩემი ბიძაშვილია, მაგრამ ყოველთვის დად მთვლიდა.
-არაფერია, ერთი უსახური ლექტორი მყავს და...
-ვცემო?
-ლევან
-თუ გაგაბრაზებს ან რამე ესევე მირეკავ გაიგე?
-მუშტზე ნუ იყურები, ამხელა ექიმი კაცი ხარ.
-ხოდა ამხელა მომავალო ექიმო, ვიღააც ლექტორის გამო წუხარ?
-ოკ! თითები გადავაჯვარედინე და გვერდით ჩავლილ ,,უსახურ არსებას'' გავაყოლე მზერა.

იმ დღეს მე და ლევანი, იმდენ ადგილას ვიყავით, ბოლოს საგიჟეთში რომ ამომეყო თავი, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ გამოიცანით სად წამიყვანა? მის სავაადმყოფოში.
სულ კინკლაობით შევედით შენობაში და რამდენიმე წყვილი თვალი რომ მომაშტერდა ენას კბილი დავაჭირე. (სრული სიტყვის მნიშვნელობით)
-მე მძიმე პაციენტი მყავს პრინცესა, შენ აქ დამელოდე კაი?- შუბლზე მაკოცა და ცისფრად შეღებულ კარში გაუჩინარდა.
ასე დავრჩი მარტო კაბინეტში, რომელსაც ჩემი ბიძაშვილის კუთვნილი ნივთები ამშვენებდა. ყველაფერი დავათვალიერე, ყველა ფოტო, საბუთი, მოკლედ რაც შეიძლებოდა მენახა. ბოლოს სავარძელში გადავწექი და ჭერს გავუშტერე მზერა.
ფიქრები ამერია ერთმანეთში და გაჭირვებით გადავაგორე ნერწყვი.
გარედან საშინელი ხმაური შემომესმა, ისტერიული კივილი. მაშინვე გავედი, დერეფანში ოცამდე ადამიანი ყვიროდა. ლევანი დავლანდე და მისკენ გავიწიე, განადგურებულმა ამომხედა
-დაიღუპა ანო!- მარტო ეს თქვა და ისევ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. მისკენ წამოსული ბიჭიც ვერ შენიშნა საყელოში, რომ დასწვდა და კედელზე ააკრა.
-შენი დედაც... შენი ბრალია ა*ვარო
-გაუშვი ახლავე!- იმხელაზე დავიკივლე მგონი ჩემმა ხმამ ყველას ხმა გადაფარა.
-გაუშვი ბექა!- ნაცნობ ხმაზე ავიხედე.
ის იყო... თვალები ისეთი ჩამქრალი ჰქონდა... უბრალოდ გამომხედა, ჩემს ხელებს დააკვირდა ლევანის მხრებზე რომ მედო და იქიდან გაქრა.


ერთი კვირა უნივერსიტეტში არ ჩანდა. მხოლოდ მე ვიცოდი, რომ ვიღაც ახლობელი გარდაეცვალა და სწორედ მაგიტომ არ იყო. არც გვანცა იყო ეს ერთი კვირა.
ორშაბათს ჩვეულებრივ შევაბიჯეთ ტრიომ სამედიცინოში და ღიმილით ავუყევი კიბეებს. აუდიტორიის კარი შევხსენი და იქვე გავშეშდი. გვანცას კოცნიდა...
უკან გაბრუნების ალტერნატივა არც კი განვიხილე, უტიფრად შევაბიჯე და ჩანთა ხმაურით დავახეთქე მერხზე. კანტის დიდებული თეორიების კრებული ამოვაძვრინე და ვეცადე მთელი გონებით გადავსულიყავი მის სამყაროში. არ მაცადეს.
-ჰორმონების დასაკმაყოფილებლად არსებობს უამრავი ადგილი!- ამოვიღრინე.
-და შენ რა?
-ახლა რატომღაც ჩემივე ფეხით რომ ავდგე და დეკანატში გიჩივლოთ როგორ ზასაობთ შუა აუდიტორიაში, ერთს მგონი ლექტორობის უფლებას ჩამოართმევენ, მეორეს კი თავის ლამაზ უკანალზე წიხლს ამოარტყამენ და გააბუნძულებენ თავის ვაკეში, ამიტომ გირჩევნია მორჩე სისულელეებს და გახვიდეთ, ხელს მიშლით!
ცხვირი ავიბზუე და ისევ კრებულს მივუბრუნდი.
,,ეს რა უტიფრობაა''
,,ნაგავი კაცი''
ლექციაზე საერთოდ არ ვუსმენდი, ჩემებური პროტესტი მოვაწყვე და ცოტახანში ბანერებით გამოვიდოდი, არა აუდიტორიაში ზასაობას.
ჩემს ფიქრებზე გამეცინა და ყვრილი, რომ გაისმა შევხტი
-ბურდული აუდიტორია დატოვე, ახლავე!- ისე მიბღვერდა მეგონა ცოტახანში გამბრდღვნის მეთქი
-მიზეზი?- პირი უკმაყოფილოდ გავაწკლაპუნე
-დატოვე აუდიტორია.- დამიმარცვლა
-წადი შენიც მახარაძევ, წადი შენიც! ისე ამოვიღრიალე მეგონა ხმის იოგები გაწყდა. სასწრაფოდ ჩვალაგე ჩემი ნივთები ჩანთაში და უკან მოუხედავად დავტოვე აუდიტორია.

ესეც ჩემი ახალი ლექტორი და მე...
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<,
ვახვახას დაბადების დღე იყო. მართალია სურვილი არ მქონდა მაგრამ, იმდენჯერ დამირეკა ვეღარ ვუთხარი უარი და საბოლოოდ დავთანხმდი. ლომიძეც წამოათრიეო, ბოლოს ყურმილში ჩამყვირა და თან ნიშნისგებით მომახალა, რომ დათა ბეზარაშვილიც იქ იქნებოდა.
-ნიაკოს პრინცი!-გავიკრიჭე და მაშინვე დავურეკე ჩემთან გამოსულიყო.
ისე მინდოდა იმ იდიოტს შეემჩნია ჩემი გოგო, რომ მთელი ჩემი ხელოვნება გამოვიყენე მის დასახატად.
სარკეში რომ ჩაიხედა, მიხვდა დახატვაში რაც ვიგულისხმე და ორივემ გულის გამაწვრილებელი კივილი ამოვუშვით.

საღამოს ცხრაზე უკვე წყნეთში ვიყავით აგარაკზე. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, მაშინვე ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და კადრების დაფიქსირება გადავიწყე. ტორტი, ბუშტები, სანთლები.. ეს ყველაფერი ჩემი სუსტი წერტილი იყო.
ყველა იქ იყო, ნიაც, დათაც, თვით გვანცაც... არავისთვის მიმიქცევია ყურადღება, საქანელაზე ჩამოვჯექი და ისევ გავხედე არე-მარეს.
ჭიშკართან, ლექტორის მანქანა რომ დავინახე ტანში უსიამოვნოდ გამცრა და თავი დავხარე. ჯერ ვახოსთნ მივიდა მოეხვია შემდეგ კი პირდაპირ ჩემს წინ დაკიდულ საქანელაზე ჩამოჯდა. არ შემიხედავს, თავით ვიყავი ჩამხტარი მობილურში.
-ბოდიში, როდის უნდა მომიხადო? -,,მოგკლავ''- არ გავხედე იმიტომ რომ, ვიცოდი, ირონიულად მიმზერდა.
-რისთვის?- ,,არ გაყიდო თავი შენი''
-სტუდენტებთან დამამცირე ანო.- სახე ახლოს მომიტანა და პირდაპირ ცხვირ-პირში შემომარტყა სიგარეტისა და სუნამოს არეულმა სურნელმა.
-აუდიტორიიდან გამაგდეთ პატივცემულო.
-ვერ ამოგხსენი, გიყურებ, გაკვირდები, მაგრამ ვერ გხსნი და ყველაზე მეტად ეგ მაცოფებს. ვინ ხარ ან რატომ ხარ არ ვიცი.- თვალებში ჩამხედა და წავიდა. წავიდა და თან გაიყოლა სიმშვიდე. იმდენად ავფორიაქდი ვეღარაფერზე ვფიქრობდი მხოლოდ მის ნათქვამ ორ სიტყვაზე ,,გიყურებ'', ,,გაკვირდები''

რატომ?

----
დაბადების დღის შემდეგ ყველაფერი აირია ჩემს ცხოვრებაში. გიჟი ანო სადღაც გამოიკეტა და დეპრესიული ანო ჩაირთო. მუდმივად ცუდ ხასიათზე მყოფს, არაფერი მახარებდა. მხოლოდ უნივერსიტეტსა და სახლში ხეტიალი კიდევ უფრო დეპრესიულს მხდიდა. რეალურად ვერ ვხვდები, რატომ ვიყავი ასე. ამ ყველაფერს ემატებოდა ბატონი ლექტორის ლექციაზე არ დასწრებები. პატიება არ მითხოვია, შესაბამისად არც ლექციაზე დასწრების უფლებას მომცემდა. თუმცა ეს ჩემი აზრი იყო, არ ვიცოდი ის რას ფიქრობდა.
ლექციების დასრულების შემდეგ ქვაფენილს ფეხით ჩავუყევი. სასიამოვნო სიო ქროდა. იასამნის სურნელი იფრქვეოდა. ნანუს კაფესთან გავჩერდი, გამეღიმა. უამრავი მოგონება აიშალა. ჩემი და პატივცემულის გაცნობის სცენა, ყველაზე სახალისო და სათუთი იყო. მაშინ მივხვდი, რომ ვგიჟდებოდი ამ ადამიანზე. კი არ მიყვარდა ან სიმპათიები მქონდა, ჩვეულებრივად ვგიჟდებოდი.
-ჯიუტი სტუდენტი
-უსამართლო ლექტორი.- დავეჯღანე და არ შევიმჩნია, როგორ გამახარა მისმა დანახვამ.
-ბავშვს ემსგავსები.- გამიღიმა
-ბავშვი ვარ, პატივცემულო.
-მორჩი რაა ანო. მოდი ლექციაზე.
-თუ ასე მოგენატრეთ მოვალ.
-უშენოდ ლექციები არ ტარდება.- გადაიხარხარა...
-მიყვარს, როდესაც მაფასებენ.
-ნარცისი ანო.
მონატრებულზე აჟუჟუნებული თვალები ვერ დავმალე. მიხვდა ისიც...
-ანო...-ჯანდაბა! ყველაფერი მეორდებოდა. ის, ნანუს კაფე და კიდევ ერთხელ იმის შეხსენება, რომ ქალი ვარ. მადლობა გამჩენო, რომ ასე ძალიან გიყვარვარ და ზუსტად იცი, რომელი მომენტები უნდა ჩამიშხამო.
-გავრბივარ პატივცემულო, ნახვამდის.
-გაიქეცი, ანო.- უკნიდან ხარხარის ხმას ველოდი, მაგრამ მხოლოდ მზრუნველი თვალებით მომზირალი ანდრო შემრჩა. რაღაც იწყებოდა...
ჩემი ქალურობის ამბავი აღწერილი მაქვს უკვე და შესაბამისად განმეორებას აღარ საჭიროებს. ორ დღიანი დეპრესია ტკივილებითურთ გარანტირებული მქონდა. ხანდახან გახსენებული ,, მივხვდი ანო, გაიქეცი" სახეზე წამომაწითლებდა ხოლმე.
შუადღე გადადიოდა. საშინელი თავსხმა იყო გარეთ. ვერც მე გავდიოდი გარეთ, რაც უკვე ტვინში მირტყამდა. კარზე ზარის ხმამ მომწყვიტა საკუთარი თავის შებრალებას და მაშინვე გავეშურე გასაღებად. კარი გავაღე. სუნთქვა ისე შემეკრა, რომ უჰაერობამ ფილტვებზე მომიჭირა. ძლივს ამოვისუნთქე. ჩემ წინ მდგარ შემთვრალ სხეულს თვალი ავაყოლე და მის ციმციმა თვალებს, რომ გადავაწყდი, მეორედ შემეკრა სუნთქვა.
-ანო!- მისი პირიდან ამოსული ეს სამი ბგერა, დამეფიცება, საუკეთესო იყო, რაც კი გამიგონია
-პატივცემულო... -ძლივს მოვუყარე ამ ერთი სიტყვას თავი.
-დღეს არა ანო, დღეს უბრალოდ ანდრო.- ხელით ოდნავ გამწია და მსუბუქი ნაბიჯით შევიდა მისაღებში. არეული ნაბიჯით მივყევი უკან. ჩემს სახლში ვიყავით, მაგრამ მე მასზე მეტად ვღელავდი.
-ანო, როგორი ხარ?- მივხვდი, ჩემს აკანკალებულ სხეულზე გაეღიმა.
-მაპატიეთ, მიჩვეული არ ვარ, ღამე ნასვამი ლექტორის მიღებას.
-მიეჩვევი... -რა ცოტას ამბობდა, მაგრამ, რა ბევრს იტევდა მისი სიტყვები.
-ანდრო...
-ნუ ელოდები იმ სიტყვებს გთხოვ, მხოლოდ წამებია მნიშვნელოვანი. სიტყვები ფუჭია, საქციელებია მთავარი.
-მე არ მითქვამს, რომ რამეს ველოდები, მით უმეტეს ბატონო ანდრო, თქვენს სიტყვებში ვერც ვიქნებოდი დარწმუნებული, ჩემი თვალით გნახეთ, როგორ ეხვეოდით კუზანოვის რიგით თოჯინას, შესაბამისად თქვენი საქციელი, თქვენს წინააღმდეგ მეტყველებს.
გაეღიმა. თვალები ისე უციმციმებდა, დამცხა.
-ჯერ ერთი, გვანცა თავად მოვიდა და მაკოცა, მასთან სერიოზული არაფერი.
-ჯანდაბა, მე არ გეკითხები სერიოზული თუ არასერიოზული, საერთოდ არ ვართ იმ ეტაპზე ის ავხსნათ ვისთან რა ურთიერთობა გვაქვს.
-ანო ვბრაზდები.
-მე უფრო, პატივცემულო... მართლა გავაბრაზე, ისე წამოიჭრა და მწვდა, გააზრება ვერ მოვასწარი.
-ლაპარაკი გინდა? მოდი ვილაპარაკოთ. რა დედის ტ*ვნაა ანო. სხვანაირი ხარ, მე ხომ ვხედავ, რომ სხვანაირი ხარ. გამორჩეული, განსაკუთრებული. რეალურად არც ის დაბნეული გოგონა ხარ, მაშინ საპირფარეშოში, რომ იყავი და არც ის სწერვა, გვანცასთან რომ იყავი. სუფთა ადამიანი ხარ, ეს მაგიჟებს გესმის. პირველივე დღიდან მაგიჟებ, გონებას მირევ. ჩამისახლდი ბურდულო და ვერ გიშორებ. შენზე ფიქრებს ვერ ვეწინააღმდეგები. ახლა გესმის? ახლა გესმის, რომ რაღაც არაამქვეყნიურს ვგრძნობ შენ მიმართ, რომელსაც სიყვარულიც არ ქვია.
მოსმენილს ვერ ვიჯერებდი... რეალურად მეგონა სიზმარში ვიყავი. ალბათ იტყვით, რომ მე სულელი ვარ, ასე მარტივად როგორ დავიჯერე მისი სიტყვები, მაგრამ მიყვარდა. ჩემი ლექტორი სიგიჟემდე მიყვარდა. არ გაგიკვირდებათ ხომ, რომ ურთიერთობის საწყისად იქცა ეს დღე. ცამეტი მარტი... გასვლისას არაფერი უთქვამს. არაფერი შეყვარებული კაცის მსგავსი... მეწყინა... პირველი დღე იყო და მას არაფერი უთქვამს. ალბათ ძალიან ემოციურად ვუყურებდი ამ ყოველივეს...
უნივერსიტეტის შენობა ისევ ისე დამიხვდა და კვლავ ვინატრე, ნეტავ დაინგრეოდე, ოღონდ მე რომ შიგნით არ ვიქნებითქო. კიბეები ავიარე. მეგონა, ყველამ იცოდა, რაც ხდებოდა. გვანცას მზერა ვიგრძენი. ცოტა ავფორიაქდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო, ვინმეს რამე სცოდნოდა, რადგან თავად ლექტორმაც არ იცოდა, ჩემი გრძნობების შესახებ. აუდიტორიაში შევაბიჯე და ლომიძეს დავუჯექი გვერდით.
-ნიაკო-ყურსასმენი მოვაშორე და მის ცრემლიან თვალებზე ელდა მეცა.
-ნია, რა ხდება?-მაშინვე გაქრა ჩემი ღიმილიანი სახე
-19 ქულა დამიწერა ანო-ისე ამოიკნავლა.
-ვინ?-ნია მართლა კარგად სწავლობდა, შესაბამისად, 19 ქულა კატასტროფა იყო.
-მახარაძემ. გვანცას დაუწერა მხოლოდ 33.- აქ იცით რა დამემართა? ცოტაც და ჭკუიდან გადავიდოდი.
-გადაბარებაზე გავალთ.-მაგრამ გადაბარებაზეც ვერ გავიდოდით.
-რა ვთქვა სახლში? მამაჩემი ბარგს ჩამილაგებს და ისე გამატანს მტკვარს.-ტიროდა და თან იცინოდა ლომიძე. ჩემი მდგომარეობის აღწერა მარტივი არ იყო. ისე ვიყავი, ახლა ჩემს წინ რომ მდგარიყო ,,პატივცემული", შუაზე გავგლეჯდი. მე გაბრაზება ვერ მოვასწარი უკვე თავის მაგიდასთან რომ იდგა და გვიმზერდა. ალბათ მაშინ თვალებზეც მეტყობოდა, რომ გავგლეჯდი შუაზე. მის მზერაში მხოლოდ სიცარიელე იყო.
არ გავჩუმდებოდი. ლექციას ვერ დაიწყებდა. ფეხზე წამოვდექი და აქ დაიწყო ჩემი, როგორც ანო ბურდულის ცხოვრება, რომელიც არ შეეგუებოდა არაფერ უსამართლოს, თუნდაც ,,საყვარელი ადამიანის" მხრიდან.
სკამზე ავედი და დავიყვირე. მახსოვს, ყველა მიყურებდა და ალბათ სადღაც გულის სიღრმეში ფიქრობდნენ, რომ გავგიჟდი.
-ჩემო მეგობრებო!-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ვეცადე სულაც არ შემეხედა ,,პატივცემულისთვის"
-ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის ნია ლომიძე. ასევე ყველამ იცით ვინ არის გვანცა. ხოდა გამოცდის შედეგებიც ცნობილია. ნია სტიპენდიას იღებს, თავს აკლავს, ყველა მისი კონსპექტებით ვმოძრაობთ და მგონი ბევრი ლაპარაკი არცაა საჭირო. ხოდა გამოცდის შედეგები სრულიად მარაზმია. არ ვიცი, იქნებ პატივცემულ ლექტორს რამე აერია, მაგრამ მოვითხოვ, თავიდან გვაწერინოს, რადგან დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად ასეთი ჭკვიანია გვანცა, რომელსაც ტესტი ბოლომდე კიარა ნახევრადაც არასდროს დაუწერია და ასეთი უჭკუოა ნია, რომელიც როგორც ბატონი ვანო იტყოდა-,,ჩვენი კურსის თვალია" და ხო კიდევ ჩემს 0 ქულაზე არაფერს ვამბობ...-გამოსვლა დავასრულე. დაშტერებულ ხალხს გავხედე და დაბლა ჩავედი. ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ წავედი. გამაჩერა... დიდხანს მიყურებდა გაავებული მზერით, შემდეგ კი გზიდან გამეცალა და მეც ამაყი ნაბიჯით დავტოვე აუდიტორია.

<<<<<
მიყვარს ეს ისტორია, მიყვარს ამ ისტორიის პროცესში მყოფი 18 წლის ქეთათო, რომელიც სულ სხვანაირი იყო. ახლა 22 წლის ვარ, უკვე ქმარი მყავს და სხვანაირია ცხოვრება, მაგრამ მაინც დარჩა ჩემში ის ,,ანცი" გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი მკითხველი. ეს მოთხრობა 18 წლისამ დავიწყე და ახლა სულ სხვანაირად ვაგრძელებ. თავიდან შეიძლება გაგეცინოთ, რა სტილით წერსო. მაგრამ დაიხვეწება :) <3 ისეთი აჟიოტაჟი ატყდა ლექტორ-სტუდენტურ ლავ სთორზე რომ აგერ ბატონო, ინებეთ და იხალისეთ. უჰჰ, რა სიცხეები გველიიიიიის <3 <3



№1 სტუმარი Ana-maria

მე ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები. ყოველთვის ველოდები.თქვენი ყველა ისტორიისგან განსხვავდება იუმორით,რომელიც ძალიან მომეწონა. წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი ქეთათო4

Ana-maria
მე ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები. ყოველთვის ველოდები.თქვენი ყველა ისტორიისგან განსხვავდება იუმორით,რომელიც ძალიან მომეწონა. წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს


ჩემი ერთგული მკითხველის ტიტულს ნამდვილად იმსახურებთ <3 მადლობა რომ გახსოვართ! <3 იმედია, მოგეწინებათ ეს ისტორია <3

 


№3 სტუმარი Ana-maria

ქეთათო4
Ana-maria
მე ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები. ყოველთვის ველოდები.თქვენი ყველა ისტორიისგან განსხვავდება იუმორით,რომელიც ძალიან მომეწონა. წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს


ჩემი ერთგული მკითხველის ტიტულს ნამდვილად იმსახურებთ <3 მადლობა რომ გახსოვართ! <3 იმედია, მოგეწინებათ ეს ისტორია <3


ძალიან მომეწონა ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკა

გამაეჯობა. თუ დაწერილი გაქვთ. მთლიანად დაგებდოთ. რას გვტანჯავთ?

 


№5  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი მარიკა
გამაეჯობა. თუ დაწერილი გაქვთ. მთლიანად დაგებდოთ. რას გვტანჯავთ?


მარიკა, არ მინდა თქვენი ტანჯვა, მაგრამ სრულად არ მაქვს ეს ისტორია, სამწუხაროდ <3

 


№6  offline წევრი ეველინა

ძალიან მომეწონა და იმედი მაქვს გააგრძელებ <3 დიდხანს ნუ გვალოდინებ მკითხველებს <3 <3

 


№7 სტუმარი One

Qetato❤️
Rogor mixaria rom gamochndi,
Warmatebebi patara qalbatono❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ხატია

ვაუ.... სასწაულად მომეწონა... ახალ თავებსაც მოუთმენლად ველი. წარმატებები....

 


№9 სტუმარი სტუმარი ანნა

იმედია მალე დადებ და უფრო დიდ თავებს დიდხანს არ გვალოდინო ❤️ ჩემნაირი ჩასაფრებული ბევრია ახალი თავების მოლოდინში

 


№10 სტუმარი ზამირა

ძალიან მომეწონა და როდის გააგრძელებ?მომწონს შენი ისტორიები❤️❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი ქეთინო ჭ

მერე???გაგრძელება სადააა???

 


№12 სტუმარი აზა

რა უბედურებაა ამდენი დაუმთავრებელი ისტორია? გაგრძელდა ან გააგრძელებთ საერთოდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent