სვანი და ეკუნა (2/3)
*** - ეს ბავშვი საღა წევიდა, - გოგოს დადევნებული მეგობარი გაგვახსენდა ცოტა ხანში. - თუ ეებნათ ახა გზა, მერე თქვი შენ. - გაჩუმდი გოგო. კაი ენის იყავი, - პოზიტივს არ კარგავდა ნინი, - შენ კიდე ამხელა კაცმა ამდენი ხანი ერთი მანქანა ვერ გააკეთე? - წაკბინა კაპოტში გადაყუდებულ დათოს. - შენ ხო არ გაკანკალებს გოგო. ბიბიდი ბაბიდი კი არა ვარ მე, - ხელები გაშალა ბაში აჩუკიმ. - მე კი არა შენ გაკანკალებს, ამხელა გზაზე წამოგვიყვანა ჯართის ამარა. - ვაიმეეე, გავაფრენ. ელაპარაკე ახა ამას. მოდი და გააკეთე თუ მაგარი ხარ აბა. - ამხელა იურისტმა ქალმა ზეთებში ვუტუნტურო ხელები?! - ეუჰ. არა არა რავა გეკადრება. შანელის მოსაცმელი არ დაგესვაროს. - შანელი არააა. ეგეც რო არ იცი ბანძო. - გადი გოგო მომეშვი. აღარ შემიძლია ისედაც. - ჰე დაწყვიტეთ ახა ერთმანეთი და საქმე მოგვარდება ეგაა, - ტაში დავუკარი მოკინკლავეებს. - დაიცა, ნენსი სად წავიდა?! - ცივმა ოფლმა დამასხა. - ნიკას ხო არ გაყვა? - მანქანაში შეიხედა დათომ, - აქ აღარაა. - იმას გაყვებოდა ხო უეჭველი. ეგ მაძებნიეთ ახა კიდე რა. - აუუუ, ამ ტელეფონს ხო ვერ დავაჭერინეე, - გარშემო ბოდიალით დაიღალა ნინი და გვერდით მომიჯდა ისევ. *** ქურას წასვლიდან დაახლოებით ნახევარი საათი იქნებოდა გასული ნიკა და ის უცნობი რო დაბრუნდნენ. გოგოს სახეზე შემორჩენილი გაურკვევლობა მისი დანახვისთანავე დავიჭირე, მარა როგორც ეტყობოდა ნიკა ელაპარაკა და ყველაფერი უკვე ახსნილი იყო. ბალანჩინი სირბილისგან სახეზე სულ მთლად აწითლებულიყო და სულს ძლივს ითქვამდა. როგორც აღმოჩნდა, გოგოს ნანი ერქვა და იმ რესტორნის ერთ-ერთი დასაქმებული იყო. ეკას ახლოდან იცნობდა და ყველაფერი მოისმინა თუ არა, იმდენი იცინა, დაძაბულობა წამში მოგვეხსნა ყველას. რომ გამოვფხიზლდი ზედმეტად შემეშინდა, თორე ეგ ყველაფერი რომ მცოდნოდა ნამდვილად არ გარბენინებდიო, მორცხვად გადახედა ნიკუშას. ამ უკანასკნელმაც თვალების ჟუჟუნი არ დააკლო, რა თქმა უნდა. რაზეც, მე და ნინიმ მრავალმნიშვნელოვნად გადავხედეთ ერთმანეთს და ჩავიხითხითეთ. - უი, სასიძო სადაა, - ახლაღა გამოერკვა ნიკუშა. - მე წავალო და წესით კი დაბრუნდება აწი, - საათს დახედა დათომ. - იმედია ტრასაზე იარა მაგ საწყალმა და სადმე ტყის ბილიკზე არ გადაუხვია, - ცხვირი შეჭმუხნა ნინიმ, - მაგის შარიანი ამბავი რო ვიცი ეჭვი მეპარება მშვიდობით მოაღწიოს. - ირეკებოდეს ქე მაინც, შემიწუხდა გული, - ამოვიწუწუნე. - მანქანას როგორც კი შევაკეთებთ, სადგურზე ჩაგიყვან, - ნანის გადახედა დათომ, - დღესვე შეგიძლია უკან გაბრუნება. - ხოო, ძალიან გვერიდება, - თანაგრძნობით გადავხედე გოგოს, - ჩვენი შეცდომის გამო ვინ იცის რა საქმეს მოგწყვიტეთ. - არა, არაფერია მართლა. მობილური როგორც კი დაიჭერს შევეხმიანები ჩემს ძმას და მომაკითხავს, - ხელი უდარდელად აიქნია, - ეკას არაფერს ვეტყვი, მერე მოაგვარეთ თვითონ, - ჩაიხითხითა. მოკლედ, მე და ნინიმ გოგო ახლოს გავიცანით. ძალიან კარგი პიროვნება აღმოჩნდა და ჩვენც მაგრად გაგვიმართლა პანიკები რო არ აგვიტეხა. უკვე შებინდდა და სვანი მაინც არ ჩანდა. ყოველ წუთში საათს ვამოწმებდით და გზას გავყურებდით, მაგრამ არაფერი. - რა სიკვტილი ვქნა?! - თავი ხელებში ჩარგო დათომ, - სად წეეეთრა ეს ბოვში ამდენხანს! - წავალ, ვნახავ, - ინიციატივა გამოიჩინა ნიკამ, - იქნება ვერ გაარკვია რამე ან რავიცი. - გაჩერდი ბიჯო, შენც საძებნელი არ გაგვიხდე. - იმედია ქუთაისში არ დაბრუნდა და აქ არ დაგვტოვა, - ამოვიბურდღუნე და ცოტა ეჭვი შემეპარა, - ხო არ დაგვტოვებდა ხალხო ვითომ? - არაა, - თავი გააქნია ნინიმ, - არაა ეგ ეგრე ბოროტი. შეაწუხებდა ნამუსი. - არა გოგო რა დაბრუნდებოდა. შანსი არაა, - ჩემი მოსაზრება მაშინვე უკუაგდო დათომაც. - აუ, ანიტაც ინერვიულებს. ამდენი ხანი რო არ მივედით. ვერც გვიკავშირდება ეტყობა, - ახლაღა გამახსენდა. - მაგის ნერვიულობას ვიღა ჩივა, ოღონდ აქედან გამიყვანეთ და… - ჩუ, მგონიი მანქანის ხმაა, - გაგვაჩუმა ნიკამ და ყველამ მივაყურადეთ. - აუ, მგონი ისმინა ღმერთმა, - თქვა დათომ და გზაზე გამოჩენილ სატვირთოს ყველამ იმედით გავხედეთ. - იქნება მანიაკია ვიღაცა, - ამოვთქვი ეჭვით. - სვანი ყველა მანიაკია გოგო, მარა ახლა დახმარება გვჭირდება, - გამაჩუმა ნიკამ. დათომ მძღოლს ხელით ანიშნა და სატვირთოც გაჩერდა. - თქვენ აქ დაიცათ ერთწამ, - გოგოებს გადმოგვხედა და ნიკა წაიყოლა მარტო. ერთი ხუთი წუთი ესაუბრეს. მოხუცის სანდომიან სახეს შორიდანვე ვამჩნევდით. უკვე გამიხარდა რო აქ არ ჩავრჩებოდით, მაგრამ ქურა მაინც მეფიქრებოდა. ნიკა ჩვენკენ წამოვიდა, დათო კი ჯერ კიდევ მოხუცს ესაუბრებოდა და რაღაცაზე თავს უქნევდა. - მოკლედ, ვუამბეთ ყველაფერი და დახმარება შემოგვთავაზა ამ კაცმა, - დაიწყო ბალანჩინმა, - ნუ მთლად ყველაფერი რა. მეთქი სამეგობრო წამოვედით და პრობლემები შეგვექმნათქო. გოგოს რო ვიტაცებდით არც დაგვიკონკრეტებია და თქვენც გაითვალისწინეთ, შარი არ გვინდა შუა სვანეთში. საოჯახო სასტუმრო ქონია და იქ დაგვაბინავებს. თქვენ აგიყვანთ და მერე მანქანით ჩამოვბრუნდებით მე და დათო, კალონკაზე ჩავალთ იქნებ ნიკას და ნენსის წავაწყდეთ სადმე. ჩემთან უკეთესი ჭერააო იმ კაცმა და ანიტასაც დავურეკოთ, ნიკასთანაც ვცადოთ რა. - უჰჰ, კიდე კაი, - ამოვთქვი შვებით და ყველაფრის გამოსწორების იმედი მომეცა. - ისე, სვანის პირობაზე საკმაოდ საყვარელი კაცი ჩანს, - ჩაიხითხითა ნინიმ. ნანიც გამოგვყვა. სასტუმროდან დავურეკავ ჩემს ძმასო და სატვირთოს მივუახლოვდით. - გამარჯობა, - ღიმილით მივესალმეთ ჩვენს გადამრჩენელს და მანაც საპასუხოდ ჩაიღიმა. - გაგიმარჯოთ შვილებო. - ვაიმე, უღრმესი მადლობა, - ხელები გადააჯვარედინა ნინიმ, - თქვენ რომ არა, სავარაუდოდ, მგლების ლუკმა გავხდებოდით ან დათვების. - რისი მადლობა, ერთმანეთს თუ ხელი არ გავუმართეთ ისე როგორ?! - თბილად გადმოგვხედა მოხუცმა. - გოგო, - აღშფოთდა ბალანჩინი, - ისე იძახი, ვითომ ჩვენ აქ არ ვარსებობდეთ, - ხელი გადახვია დათოს. - უუუჰ, თქვენ იმედზე მტერი იქნა რა. - ქალბატონები წინ, - კარი გამოგვიღო დათომ, - მე და ნიკუშა უკან, კურდღლებთან. - ეეე ეგ რა პონტში, - გააპროტესტა მისტერ თავაზიანობამ. - შენ მთლად აქ არ დარჩე ნელა, - თითი მუქარით დაუქნია და კარი მოგვიხურა. საკმაოდ გულთბილი კაცი აღმოჩნდა ჩვენი მასპინძელი. მთელი გზა გვესაუბრა. ბაზრიდან კურდღლები მომყავსო. პატარა ფერმა ქონია სახლში მას და მის მეუღლეს და მცირე ბიზნესი სასტუმროს სახით. მოკლედ, უკვე დავრწმუნდით, რომ ყველა სვანი ნიკასნაირი არ იყო. - ეჰჰ, შვილო, მთლად დაივიწყა ახალგაზრდებმა აქაურობა, - დანანებით ამოთქვა, - მოსახლეობა გაკრებილია მთლად. თქვენი დანახვაც ისე მომეფინა გულზე. აქეთ ნაცნობი გყავთ ვინმე? - ამმ, ჩვენი კლასელი ცხოვრობს აქეთ, გათხოვილია და მასთან მივდიოდით სტუმრად. - კარგია, შვილებო, კარგია. - ის ბიჭი, რომ დაგვეკარგა თითქმის აქაურია, - სიცილით გადავწვდით ქურას. - უი, რა თქვით რა გვარიაო? - ქურასბედიანი, თუმცა ნათესავები არ ყავს აქეთ როგორც ამბობს, - დაამატა ნინიმ ღიმილით. - ოოო, ეგ ბიჭი უნდა გავიცნო აუცილებლად. ეტყობა რო არაა მთლად სვანიც, თორე ძაანაც რო ეცადა აქ მაინც ვერ დაიკარგებოდა, - ჩაიხითხითა მან. ერთი ნახევარი საათი ვიმგზავრეთ. ნინის ლამის კალთაში ვეჯექი სივიწროვის გამო, მაგრამ ბიჭები უარეს დღეში იყვნენ და ჩვენც აღარ ვჩიოდით, რაღამც იქედან გამოვაღწიეთ. ძია კაცმა მანქანა ლამაზად გაწყობილი სახლის ჭიშკართან მიაყენა. ეზო ნაირ-ნაირი მცენარეებით იყო სავსე და იქაურობა სულ მწვანეში იყო ჩაფლული. შუაში საშუალო ზომის ოდა იდგა, თუმცა უკანაც ჩანდა პატარა ზომის სახლები და როგორც მივხვდი, სწორედ ესენი იყო სტუმრებისთვის განკუთვნილი. მოხუცი ეზოში შეგვიძღვა. კარში თავშალწაკრულმა ქალი გამოჩნდა, როგორც ჩანს, მოხუცის მეუღლე იყო. - ინაა, ნახე სტუმრები მოგიყვანე, - მოუახლოვდა მეუღლეს, - დახმარება სჭირდებოდათ და რამდენი ხანიც მოუწევთ ჩვენ ვუმასპინძლოთ. - კეთილი იყოს თქვენი ფეხი ბავშვებო, - ღიმილით შეგვიპატიჟა ქალმა, - მობრძანდით. უხერხულად გავუღიმეთ და სახლში შევლაგდით. - მე და ეს ორი ბიჭი უკან უნდა გავბრუნდეთ, - მიმართა ცოლს, - მეგობარი დაეკარგათ და იქნებ მოვახერხოთ როგორმე პოვნა. - დედა ჩემი სიკვტილი, - ლოყაზე მიირტყა ხელი ქალმა. - არაფერია სანერვიულო ქალბატონო, - დაამშვიდა დათომ, - სადმე აქვე იქნება წაბოდიალებული, - აშკარად ყველა ვნერვიულობდით, თუმცა ჯერ ერთმანეთთან არ ვტყდებოდით. - ისა, თან ხელოსანი თუ გყავთ ვინმე აქ, რომ მანქანა წამოვიყვანოთ, - კაი გაახსენდა ნიკუშას. - კი, შვილო კი, - თავი მოიქექა მოხუცმა, - ინა, შენ ამ გოგოებს მიმიხედე, - ესღა დაიბარა და კარში გავიდა გელას ძახილით. როგორც შემდგომში გავიგეთ, გელა ხელოსანი იყო. ნანიმ თავის ძმას დაურეკა და მთლად სიმართლე არ უთქვამს, იმიტორო იცოდა არცერთი ჩავვარდებოდით კარგ დღეში, თუმცა ის ბიჭი ამოაკითხავდა. მოკლედ მოაგვარა რა. მე კიდე ანიტას ვესაუბრე. მეთქი მანქანას პრობლემა შეექმნა და დღეს ვერ ვახერხებთ ამოსვლასთქო. ნიკაზე არაფერი მითქვამს, წინასწარ არ ვუხეთქე გული. ქურას დავურეკე რამდენიმეჯერ, თუმცა ყოველ ჯერზე გაგვიცრუვდა იმედი. ,,მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან” - მონოტორული ხმით იმეორებდა ოპერატორი. ამოვიოხრე და შიგნით შევედი. ინა რაღაც ისტორიებს ყვებოდა, მარა ნინიც ისე იყო განერვიულებული და ჩაფიქრებული, მივხვდი, რო ნახევარი არ ესმოდა. ნანის მოაკითხეს და გულისწყვეტით დაგვემშვიდობა. - რომ იპოვნით გამაგებინეთ რა, ვნერვიულობ ძალიან, - თანაგრძნობით გამოგვხედა. - კი ნანი, დაგიკავშირდებით აუცილებლად, - მხარზე დავადე ხელი, - ძალიან დიდი ბოდიში კიდევ ერთხელ, რომ ამ გაუგებრობაში გაგხვიეთ. - არა, რას ამბობ, - ჩაიცინა, - საწყალმა თქვნმა მეგობარმა და ეკუნამ იკითხონ, თორე მე არაფერი დამშავებია, - დაგვამშვიდა და მანქანისკენ დაიძრა. ჭიშკართან ვიდექით. - აუ, ნომერი შენი ნომერი ჩაგვაწერინე, - გაახსენა ნინიმ, - ქუთაისსში რომ ჩამოვალთ მშვიდობით, შევიკრიბოთ სადმე. ნომრები გავცვალეთ, გულთბილად დაგვემშვიდობა და წავიდნენ. - ძალიან დამღლელი დღეა ღმერთოო, - ამოვიწუწუნე. - ვაიმე არ თქვა, ათი წლის სიცოცხლე მაინც მომაკლდა დღეს, - არც ნინიკო იყო კარგ დღეში. ბიჭები ისევ არ ჩანდნენ და ჩვენი ღელვა უფრო და უფრო იმატებდა. სახლში შევბრუნდით და ინას გავუბით ისევ საუბარი გულის გადასაყოლებლად. როგორც აღმოჩნდა, მარტო ცხოვრობდნენ. უფროსი ბიჭი აგვისტოს ომს შეწირვია, გოგო კი თბილისში ცხოვრობსო, გვიამბო დადარდიანებულმა. სახლს აშკარად ეტყობოდა კარგი ხელი. ყველა კუთხეში სისუფთავე და სიკოხტავე იყო. - ამ მხარეში ყოფილხართ ადრე? - ინტერესიანი მზერა მოგვაპყრო. - აამ, სულ ორჯერ, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა მოვიდე, არ მომწყინდება ალბათ, - ჩაერთო ნინიკოც საუბარში. - ეჰჰ, სვანეთმა თუ მოგაჯადოვა, მერე უკან დაბრუნება ძნელია, - კედელს გაუშტერა მზერა ქალმა და ფიქრებში გადაეშვა. - თქვენ აქაური ხართ? - დავინტერესდი. - არაა, სამეგრელოდან ვარ მე, - ღიმილით აღნიშნა ქალმა. - თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით? თუ პირადულია რა არის რა თქმა უნდა, - ნიკაპით ხელებზე დაეყრდნო ნინი, - რაღაცნაირად ჰარმონიული წყვილის შთაბეჭდილება დატოვეთ ჩემზე. - ოოო, როგორ, და ნათესავებთან ვიყავი აქეთ და მომიტაცა ამ არანორმალურმა, - ჩაიცინა ქალმა. ამის თქმა იყო და, ნინის, რომელიც ჭიქიდან წყალს სვამდა, ყლუპი გადაცდა და ხველება აუვარდა. თვალები გამიფართოვდა მეც, მაგრამ შევეცადე სახეზე არაფერი დამტყობოდა. როგორც ჩანს, ქურასაც სისხლის ყივილმა მიაღებინა მოტაცების გადაწყვეტილება. - ვაიმე შვილო კარგად ხარ? - დიახ, დიახ, - ძლივს ამოთქვა ნინიმ. სახეზე წამოწითლებული იყო ისიც და სიცილს ძლივს იკავებდა. - გავალ, გოგონებო ოთახებს გაგიმზადებთ, - წამოდგა, - არ ინერვიულოთ თქვენ, აქ ჯერ არავინ დაკარგულა ეგრე უგზო-უკვლოდ და თქვენი მეგობარიც გამოჩნდება. - ეს ბავშვი უიშვიათესი შემთხვევაა, - ამოვიოხრე, მარა ქალის სიტყვებმა ცოტა იმედი მოგვცა. ნერვებ-მოშლილმა გავხედე ჩაბნელებულ ფანჯრებს და კიდევ ერთხელ ვცადე ჩვენს გმირთან დაკავშირება, მაგრამ ისევ არაფერი. - დათოს დაურეკე აბა, - მითხრა ნინიმ, - რას შვებიან ნეტა?! მასთანაც ვცადე რამდენჯერმე, თუმცა, ეტყობა ისეთ ადგილას იყვნენ, სადაც არ იჭერდა და შევეშვი. - წამო რა აივანზე, ძაან ჩახუთულობაა აქ. ის იყო ავანზე გავედით, რომ ტელეფონის ხმა გაისმა. - ვაიმე ნინი. - რა იყო ქურაა? - იმედიანი მზერით მომაჩერდა. - არა დედამისი, - სახე დავმანჭე, - რა ვქნათ? - კაი აიღე და უთხარი ძინავსთქო, ან რამე რავიცი. მთლად გათიშვაც არივარგება გადაირევა ის ქალი, - შეწუხდა ვერულაც. ჩავახველე, ხმა ჩავიწმინდა და მშვიდად ვუპასუხე. - ალო, გისმენთ. - სალამი ლიზი, რას შვებით? ნიკუშას ვერ ვუკავშირდები და დამიბარა, რომ თქვენთან იქნებოდა, - აშკარად ანერვიულებული ხმა ქონდა. - ამმ, ცუდად იჭერს აქ მობილური და მაგის ბრალი იქნება. ნიკას ძინავს, ხომ იცით რანაირიცაა. - კი, მაგის ადრე ძილი არ მიკვირს, - ჩაიცინა. - ჰოო, არ ინერვიულოთ. ყველაფერი კარგადაა. როგორც კი გაიღვიძებს ვეტყვით დაგირეკოთ. დავემშვიდობე და გავუთიშე. ნიკას დედასთან საუბარმა დაგვარწმუნა, რომ არ გაბრუნებულა ქუთაისში და სადღაც აქ იყო ისევ. - უჰჰჰ, ახლა კი დაგვიჯერა მარა ხვალამდე ნიკა თუ არ ვიპოვეთ მერე მართლა ცუდად იქნება საქმე, - გამაკანკალა ნეგატიურ ფიქრებზე. - არა რა, ორი წლის ბავშვია, - თავი დანანებით გააქნია ნინიმ, - ამხელა კაცი თავის თავს ვერ უვლის რაის ცოლი. - აუ, ცუდად ხო არ მოვიქეცით ამ ქალს სიმართლე რო დავუმალეთ? - არა გოგო, გაჩერდი. ინერვიულებდა ტყუილად. დაველოდოთ ბიჭებს და იქნება რამე. ინამ ოთახებში დაგვაბინავა, უკვე ათი სრულდებოდა ლამის, მაგრამ ბიჭებისგან კვლავ არაფერი ისმოდა. ცალკე დაკარგული ნენსი გვედარდებოდა, მაგრამ ყველაზე კარგ შემთხვევაში ქურასთან ერთად იყო. ინამ ვახშამზე მიგვიპატიჟა, იმათ შეიძლებმა დააგვიანდეთ, თქვენ კარგა მოშიებულები იქნებით და ჩამოდითო. ზრდილობის გამო კი მივედით, მაგრამ ყელში დიდად არაფერი გადაგვსვლია და მალევე დავბრუნდით ოთახში. თერთმეტისკენ დათომ დაგვირეკა. ძლივს დავაჭერინე მობილურს და შეიძლება დილამდე ვერ მოვიდეთო გაგვაფრთხილა. როგორც მივხვდით არც ნიკას და არც ძაღლის კვალი არ ჩანდა. რაღა დაგვაძინებდა, ნახევარი ღამე თვალი არ მოგვიხუჭავს. გამთენიისკენ ჩაგვეძინა ცოტა და შვიდის წუთები იყო ნინიმ რომ შემაღვიძა მოვიდნენო. ორივე შემოვიდა ოთახში. სახეზე უკვე ეტყობოდათ, რომ იმედისმომცემი არაფერი მომხდარა, მაგრამ მაინც ვკითხე რა ქენითთქო. - აუხ, იმენა ეს ბავშვი სა გაქრა ვერ ვხვდები, - ხელები გაშალა დათომ, - კალონკაზე მივედით, აღვუწერეთ, ფოტოც ვაჩვენეთ, აქ არავინ მოსულა მასეთიო. გზაზეც არსად შეგვხვდა. მანქანასთანაც არ დაგვხვდა. რომ დაბრუნებულიყო უკან დაგვიცდიდა მაინც იქ, არვიცი რა. - არა, კალონკაზე მინასვლელი რო არაა ეგ აშკარაა, - ჩაილაპარაკა ნიკამ, - უბრალოდ ვერ ვხვდები მანამდე სად უნდა გადაეხვია ან რატო. - მთლად ვერაფერი ვიპოვეთ, მობილურზეც არ რეკავს. - ჯერ პოლიციაში ვერ მივალთ ხო? - ვიკითხე და თვალები მოვისრისე. - ჯერ კი არა როგორმე უმაგისოდაც უნდა გამოვძვრეთ, - უძილარი მზერა გვესროლა დათომ, - ეს ამბავი თუ გასკდა იმასაც გამოიძიებენ გათიშული გოგო რო გვესვა მანქანაში და არ დამთავრდება კარგად. - ვაახ, შარია რა, - ხელი ჩაიქნია ნინიმ. - ახა კარგად მომისმინეთ, - კარში გაიხედა დათომ ხომ არავინ დგასო და ჩუმად ჩაილაპარაკა, - ამ ხალხს უნდა დავემშვიდობოთ და წავიდეთ აქედან, თორე უეჭ გაუჩნდებათ ეჭვები პოლიციაში რომ არ მივალთ. - ხო ბიჯო, მაგაზე მეც ვიფიქრე, - დაამატა ბალანჩინმა, - ძაან არიან შეწუხებულები და უეჭველი იფიქრებენ მაგაზე. თან ასე სოფელ-სოფელ წანწალს აზრი არ აქვს. - შატილში ვიქირაოთ სახლი და ქალაქში ვეძებოთ, - მოიფიქრა დათომ, - უფრო დიდი შანსია რო ვიპოვით. იქნებ დარეკოს თვითონაც. ამათთან კიდე გახარებული სახეებით გავიდეთ ახა და ვთქვათ რომ ქუთაისში ჩასულა გუშინ და აქამდე ვერ მოახერხა დარეკვა. - რომ ვერ ვიპოვოთ?- შიში გამიკრთა ხმაში. - ვიპოვით გოგო, ვიპოვით, მართლა მიწა ვერ ჩაყლაპავდა. *** მე და ნინი ჩავედით. ვინ იცის რა ძალისხმევად დაგვიჯდა იმ ძალიან ბედნიერი სახეებით შესვლა, მაგრამ საჭიროებას აშკარად ვგრძნობდით ამ ყველაფრისას და ვხვდებოდით, რომ სხვა გზა არ იყო. მასპინძლებმა შვებით ამოისუნთქეს რომ გაიგეს მეგობარი ვიპოვეთ და ძალიან ეწყინათ, რომ წასვლა გვიწევდა. კონკრეტული მიზეზები არ გვისახელებია, მაგრამ ისე ავნერვიულდით, გვირჩევნია არდადეგები სხვა დროისთვის გადაიდოსთქო და გაგვიგეს. შევპირდით მომდევნო ამოსვლაზე აუცილებლად თქვენთან მოვალთთქო. ძალით ვისაუზმეთ და დიასახლისსაც გულიანად ვეჭორავეთ, რომ ყველანაირი ეჭვი გაგვექარწ....ბინა და უდარდელი სახე არ დაგვეკარგა. რამდენიმე საათი დაიძინეს გასვლამდე ბიჭებმა, მთელი ღამის ნათევები აშკარად ვეღარ ქაჩავდნენ და ნაშუადღევს გავედით. ცოლ-ქმარმა ყოველგვარი ფულადი ანაზღაურება შორს დაიჭირეს და გულთბილად დაგვემშვიდობნენ. ჩვენც სიმწრის სიცილით ჩავლაგდით წითელ ნივაში. - იმედია ისევ შუა გზაში არ დაგვტოვებს ეს ჯართი, მართლა, - ჩავილაპარაკე გაბრაზებით, - მაშინ რო არ გაფუჭებულიყო არც ნიკა წავიდოდა და არც დაიკარგებოდა. - ქურა ბოთეა დააბრალეთ ახა ჩემ წითელას, - ჩაილაპარაკა ნიკამ. - ვაიმე, ნერვებს ნუ მიშლი რა. - კაით ხალხო, რილაქს რა. თავი მისკდება გუშინს მერეა ისედაც. შატილამდე უხმოდ ვიარეთ. ქალაქში როგორც კი შევედით. პირველივე სასტუმრო ვიქირავეთ. მეპატრონეებს კახეთიდან ჩამოსულ მოლაშქრეებად გავეცანით, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიგვექცია. ბარგი დავაბინავეთ და ქალაქში გავედით, იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდი გვეპოვა. უი ხო მართლა, იმ შემთხვევისთვის, თუ ნიკა იმ ადგილას დაბრუნდებოდა, სადაც მანქანა გაგვიფუჭდა, წერილი დავუტოვეთ, ხეზე მიკრული, საკმაოდ გამოსაჩენ ადგილას. ასე წრეზე ტრიალისგან თავს ვიზღვევდით და ნიკას პოვნის ალბათობასაც ვზრდიდით. ქალაქში მთლად ფოტოების გამოკვრას ვერ დავიწყებდით, ზედმეტად დიდ ყურადღებას მივიქცევდით, რაც ,რა თქმა უნდა, არ გვაწყობდა. - უკაცრავად, - საცოდავი სახით მივუახლოვდი გარე დახლთან მჯდარ შუა ხნის ქალბატონს და ტელეფონში გახსნილი ნიკას ფოტო დავანახე, - ეს ბიჭი ხომ არ დაგინახავთ გუშინ ან დღეს? - არა შვილო, - აშკარად შევეცოდე ქალს, ისეთი შეწუხებული სახით შემომხედა, - მაგრამ ნომერი დამიტოვე და თუ რამე დაგიკავშირდები, - უფრო დააკვირდა ფოტოს. ისენი გვერდით დახლებში მსხდომ ქალებს ესაუბრებოდნენ, ვიღაც ულვაშიანი კაცი რომ მომიახლოვდა. - სალამი შვილო, შეიძლება ფოტო რომ ვნახო, - მიმითითა ტელეფონზე. ჯერ ეჭვით შევხედე, მაგრამ მერე რაიმეს გარკვევის იმედი მომეცა და მობილური შევუტრიალე. მოხუცმაც სათვალე მოირგო და ფოტოს დააჩერდა. - ვიცი ეს ბიჭი. - დარწმუნებული ხართ?! - როგორც ჩანს ჩვენი საუბარი გაიგონეს სამივე მოგვიახლოვდა და დაძაბულმა კითხა ნიკამ. - კარგად დააკვირდით რა, - იმედგაცრუების ეშინოდაო თითქოს, სთხოვა ნინიმ. - ვიცითქო, კაცო, - ხელები გაშალა კაცმა, - გუშინ ცხენები მიმყავდა სახლში, - იქვე დაბმული სამი ცხენისკენ გაიშვირა მოხუცმა თითი, - გზაზე შემხვდა ეგ ბიჭი. აშკარად არ გავდა აქაურს, მივესალმე და შავი ცხენი მოეწონა, მომაქირავეო გამომიღო გული. საფულე არ მაქვს თან, მაგრამ ტელეფონს დაგიტოვებთ და სადაც მეტყვით მოგიყვანთ ხვალო. მივაქირავე რა მექნა, თავიდან არ ვენდე, მარა არ ჩანდა ცუდი ბაღანე და ქე გავატანე. თან აშკარად არ ღირს ცოტა ის ტელეფონი და ტყვილა ხო არ დამიტოვებდათქვა ვიფიქრე. კაი ცხენია ჩემი ელვა. სუ ყველას მოწონს. შარშან დოღშიც მაგით მოიგო ჩემმა შვილიშვილმა, - სულ სხვა რაღაცაზე მოჰყვა ყბედობას ბერიკაცი. - ანუ, დღესაც ნახეთ ნიკა? - უცადა, უცადა და გაჩუმება რო ვეღარ გაიგო ჩაეკითხა დათო. კაცმა ჯერ უყურა, მერე ულვაშებზე მოისვა ხელი და გააგრძელა. - ხოდა რას ვამბობდი. გუშინ სახლში მომადგა ეს ჩემი ცხენი, აი ისაა, - შავი ცხენისკენ გაიშვირა ხელი კაცმა, - მერე მეთქი გამოექცა ალბათ ან ვერ დაიმორჩილათქო და დღეს იმ შეთანხმებულ ადგილას მივედი, სადაც ცხენი უნდა მოეყვანა, მეთქი ტელეფონის წასაღებად მაინც მოვათქო, მარა არ ჩანს დილის მერეა. აბა მე რავიცი,- მხრები აიჩეჩა კაცმა. დაძაბულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. ეს ყველაფერს ცვლიდა. - ანუ ნიკას ტელეფონი თქვენთანაა? - ვკითხე ნელა. - კი შვილო აგერა მაქ, - ჯიბიდან ამოაძვრინა და დაგვანახა. არ ცდებოდა. მობილური ნამდვილად ნიკასი იყო. - რა ვიცი აბა, - ხელში უდარდელად დაატრიალა, - არ გამეგება შვილო ამფერების. მოხუცს კუთვნილი ქირის ფული დავუტოვეთ, მობილური გამოგვატანა, რაც დარწმუნდა, რომ პატრონს ჩავაბარებდით და სასტუმროში დავბრუნდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.