შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანი და ეკუნა (1/3)


8-04-2024, 22:20
ავტორი Basil II
ნანახია 2 091

***
ცხოვრებაზე გამწარებული ვწევ ხელს თბილი საბნიდან და უმოწყალოდ აზუზუნებულ მობილურს ვწვდები. თვალები ჯერ კიდევ დახუჭული მაქვს. ვაი ამის ცოდვა ვინც ახლა ხელში მომყვება და ვინც უმიზეზოდ დამიფრთხო ძილის ანგელოზები. ცალი თვალის გახელას ვკადრულობ და ეკრანზე გამოსახული სახელის დანახვისთანავე წამში მეჭყიტება მეორეც. ვსო, გამოფხიზლებაც ქვია და გამოფხიზლებაც ამას. სვანი??? მეღადავებით??? მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ კიდევ არ გამიწყვიტავს კლასელებთან ურთიერთობა, ზარის ავტორი მაინც შოკში მაგდებს.
- სვანჩიკ, გირჩევნია კვდებოდე, თორე ამ დილაუთენია თუ ტყუილად გამაღვიძე, ჩემი ხელებით დაგახრჩობ.
- ლიზიჯან, დარექსალდი თუ შეიძლება. საქმე მაქ მეტად საჭირბოროტო და შენი დახმარება მჭირდება, - მეჩვენება თუ ამის ხმაში შფოთის ნოტები იგრძნობა?!
- რა ხდება ნიკუშ?! შენც ქალი არ გყავდეს მოსატაცებელი, - ვეუბნები დაცინვით, მაგრამ რაღაც ყუმილს იქეთ ზედმეტად სიჩუმეა, - ნიკა?! არ გადამრიო ნიკა!!!
- ააააამ, ისაააა.... მეთორმეტეში რომ სანაძლეო წამიგე სურვილზე გახსოვს?? ნაბადი უნდა მიშოვო ლიზიჯან.
- ვაიმეეეეეეეე, - ბოლო ხმაზე ვკივი. აღშფოთებას, სიხარულს და მოსალოდნელ სიგიჟეს კივილით ვხვდები.
- ერთ საათში ნაბადით გელოდები გოგო. არ დამაღალატო და არ იფუმფლო იცოდე, - მემუქრება და ტელეფონს მითიშავს.
საწოლზე ვჯდები და ფანჯარაში ვიხედები. მზე ახლა იწყებს ამოსვლას. ღმერთოოო შვიდი საათია. დავაკლავ!!! ამ დილა უთენია რაის ქალი მოუნდა?!
მისიისდა შესაფერისად ვიცმევ და თან ჩემ ბედს დავტირი. ეს რა დღე გაგითენდა ლიზი?!
უცებ აზრი მომდის თავში და საწოლში დაუდევრად მოსროლილ ტელეფონს ვწვდები. ნაცნობ ნომერს ვკრეფ და არანაკლებ ნამძინარები ხმაც მალევე მესმის.
- ბასილაძეეეე, რა ჭირი გინდა ამ დილა უთენია გოგოოო?!
- ბალანჩინ საქმე გვაქ გადაუდებელი. აეძნეყვე ახლავე ფეხზე და გაემზადე.
- რა ხდება თქვი დროზე თორე გითიშავ და ძილს ვიბრუნებ.
- ქურას ქალი უნდა მოვატაცებიოთ. აეთრიეთქვააა!
- რაააააა?! მეღადავები? - ხმა წამში უსერიოზულდება და მოულოდნელ ბრაგვანზე ვხვდები რო საწოლიდან გადმოვარდა ეს საწყალი.
- მეღადავება ბიჭო ამხელა ქალსსს?! მოკლედ, შენ დავითას ურეკავ, მე ნინის და ქურას სადარბაზოსთან ვართ ზუსტად რვაზე. გეიგეეეე?
- გევიგე გევიგე. ვახ ჩემი ცოდვა. მარა გოგოო დაიცა, არ აიღებს დათო ახა ტელეფონს. არ იცოდე მაინც რაცხააა. ვერ ააპუტავ მთლად რო მიწისძვრა იყოს.
- ვაიმე ნიკუშააააა, მიწისძვრაზე მეტია სვანს ქალი მოყავს! მაშინ დათოსთან ავალთ ჯერ სრული შეიარაღებით. ჰე, დროზე.
- კაი, კაი ნუ დამჩხავი.
ამჯერად ნინიკოს ვაღვიძებ და ნახევარ საათში დათოიას ბინასთან ვართ.
- თუ მჯეროდეს, - ხითხითებს ნინი და კიბეზე მიყოლებით ავდივართ. სამივეს ამოშავებული გვაქ თვალები, მარა შექმნილ სიტუაციაში ამ ყველაფერს არცერთი ვჩივართ.
ნიკა კარზე აზარუნებს ერთხელ. აზარუნებს ორჯერ.აზარუნებს სამჯერ...
- ძილში გეიპარა გონია ეს საწყალი, - ვამბობ დანანებით და შეუბრალებლად ვაწვები ზარის ღილაკს.
როგორც იქნა მიზანს ვაღწევთ და კარიდან დაუდგენელი სახეობის გაბურძგნული არსება ყოფს თავს, რომელშიც მალევე ვცნობთ ზემოთხსენებულ დათოს, იგივე ბაში აჩუკს.
- რა ჭირი გინდათ ხალხო? რააა? ამის დედა ვატირე ძილს აღარ გაცლიან ადამიანს, - ბუზღუნებს და გვამჩნევს თუარა თვალები იმ წამსვე უფართოვდება.
- რავახარ დავითააა შე ძველოოო?! - ყურიდან ყურამდე ვუცინი და თავში ვუტყაპუნებ.
- რა ხდება ხალხო მშვიდობაა? - კარს ფართოდ აღებს და შიგნით „გვიპატიჟებს“ - შემეეყარეთ ახა მალე.
- ჰე, რანაირი სახეები გაქვთ რა ხდება?
- ოოოო, რახდება და ქორწილში სათამადოდ ხარ მოსამზადებელი ჩემო დავით, - თვალებს უპრაწავს და ბეჭებზე ხელს უპარტყუნებს ნიკა.
- რაის ქორწილი ბიჭო რას ბოდავ? - იკვირვებს და კითხვის ნიშნიანი თვალებით შემოგვყურებს, - რაიყოთ ხალხო რამ დაგადუმათ? ხათუნა თხოვდება? გვეშველა???
- უარესი, უარესი - თავს დანანებით აქნევს ნინი.
- მეტი უარესი რაღაა კი მარა?
- მოკლედ, სვანმა დამირეკა ნახევარი საათის წინ. ქალს ვიტაცებო და მომეხმარეთო რა, ჰოდა რეზერვში მიმყავხართ. - ვუცხადებ და სიტუაციას რომ კიდევ ერთხელ ვიაზრებთ, ლამის იატაკზე ვხოხიალობთ ოთხივე.
- რაიიიი?! ვაახ ჩემიიიი.....

***
ზუსტად რვა საათზე ქურას მისაღებში ვზივართ და ვინ იცინის რა ძალისხმევად გვიჯდება ხარხარისგან თავის შეკავება.
- კაი, ჰე, გეიცინეთ, დეგედოთ აღდგომის კვერცხის ფერი, - თავს საყვედურით გვიქნევს სვანი და ჩვენც მეტი რა გვინდა. იმხელა ხმაზე ვიწყებთ ხარხარს, მთელი კორპუსი ფეხზეა და დედას გვაგინებს.
- ოხ ბასილაძეეეე შენი ბოთე თავიი, - საყვედურით მიყურებს ძალით სიძე, - გოგო ნაბადი მოიტანეთქვა და ბატალიონით დამადექი. ბოთე ხარ აბა რა ხარ?ააააა?!
- ნიკა მე მაქვს ასეთი შეკითხვა, - ფეხზე დგება ნინი, - რატომ მაინც და მაინც ნაბადი? რამ გიბიძგა ასეთი კრეატივისკენ?
- რა ვიცი, გოგოებს ხო გევასებათ ეგეთი რაღაცეები, - ჩაფიქრებულმა ლოყასთან მიიდო თითი, რამაც სიცილის მეორე ტალღა გამოიწვია.
- ნაბადი კი მარა, იქნება შენ არ ევასები ეკუნას, - ეჭვში ჩააგდო ვერულამ.
- მისმინე ნინიჯან, თქვენ მე მონატაცებინეთ და დანარჩენი მე ვიცი გაიგეეე?! ნიკას თავისი ხერხები აქვს, - ამაყად აწია თავი.
- ვინაა ის უბედური?! - ცრემლებს იწმენდს დათუჩა.
- ერთი გოგოა რა...
- უჰ, - თავში სიხარულით ვიტკიცე ხელი, - გოგოა ხალხო, კიდე კაი. ღმერთო მადლობა. მეთქი ბიჭს მატაცებიებს მადგმევიებს ცოდვაში ფეხსთქვა.
- ბოთეა ეგი ბოთე. უიმეეეეე. რაზე გირეკავდი საერთოდ, რა მინდოდა?! - თავს აქნევს ჩვენი დღის გმირი.
- კაი შეკაცო რაიყო, მოგატაცებიებთ, რა გახდება ერთი ქალი. ვინ დარჩენილა უსიყვარულოდ და უმეორენახევროდ. ჰა?! - ამჯერად ნინი უტყაპუნებს ხელს და თვალებს გვიქაჩავს, დავრჩით უპურმარილოდო.
- ვინ დარჩენილა და ხათუნა, - ნიშნისმოგებით გვიყურებს.
- ებიჯო, შენ ხაჭაპურის დაჭრა ქემაინც იცი, - ვამხნევებ.
- ჰე ახა რა გეგმა გაქ აბა? - მივჩერებივართ ოთხივე მოლოდინით და მის დაბნეულ სახეზე ბრაზი მეკიდება და ლამის ბოლი ამდის.
- შე უტვინო არაფერი მოგიფიქრებია? - ლამისაა თმაში ვეცე.
- გამანებე გოგო თავი, ჩემი გამჭირვებია. შენი აზრით რატო დაგირეკე?! ნაბადს მეც ქე ვიშოვიდი როგორმე.
- აბა გეგმა ჩვენ შეგიდგინოთ, ნაბადი ჩვენ მოგიტანოთ, მევიყვანთ ბარემ ჩვენ.
- კაით ხალხო სიწყნარე ახა, თუარა მართლა კაცს მეიყვანს ეს უპატრონო და დაგვაბრალებს მერე ჩვენ.
- ნუ ხარ ბიჯო შენ ბოთეთქვა, - ბრაზდება ჩვენი სასიძოც.
- რითი იტაცებ მანქანა, ცხენი თუ ტანკი? - დათოს იუმორი ფორმაშია.
- მანქანაზე ატვეჩაი მე ვარ, - ხითხითებს ნიკუშა.
ვიღაცას ურეკავს და გვერდით ოთახში უცნაური ღიმილით გადის. არ მომწონს რაცხა ეს ღიმილი, მარა კომენტარისგან თავს ვიკავებ. ოთახში ნაპოვნ ცარცს და მცირე ზომის დაფას ვწვდები და კედელთან ვდგები.
- როგორც ვხვდები ყველაფერი ჩემზეა... მოკლედ. რა ქვია ჩვენს სასძლოს? სახელი მაინც მითხარი შე უმაქნისო, - ვუბღვერ ქურას.
- ეკა, ეკა ქვია, - მაშველებს ისიც.
- მოკლედ სამიზნის სახელია ეკა, - ვწერ დიდი ასოებით დაფაზე და გარშემო ხაზს ვაყოლებ.
- მე ვიცი, მე ვიცი. - ფეხზე დგება დათო, ცარცს მართმევს და უცნაურ ფიგურებს ხატავს, - მოკლედ ეს არის ქალბატონი ეკა. მე მივეპარები უკნიდან, ვასუნთქებ ქლოროფილს. ბასილი ახვევს ნაბადში, ნინი გვიღებს კარს, შემოგისკუპებთ მანქანაში და მერე შენ იცი და შენმა სვანობამ, - ხელებს ერთმანეთზე ახახუნებს და კმაყოფილი ღიმილით გვიყურებს, აშკარად ამაყობს საკუთარი ნააზრევით.
- კაი აზრია ისე ხოიცი, - ნიკაპს ეყრდნობა სასიძო და ჩაფიქრებული უყურებს სივრცეს.
- ღმერთო უშველე ამათ, - მაღლა იყურება ნინი და ღიმილი ეპარება.
- ისე ნიკუშ, ამ 21-ე საუკუნეში ცოტა ფანტაზია და კრეაწივი რო ჩავრთოთ და ცხენით მოიტაცო არ გინდა? ან ტრაქტორით?
- ბოთეხარ რა გელაპარაკო, - მეათედ ნანობს დარეკვას და თავში იშენს ხელებს.
- მანქანის ამბავი მოგვარებულია, რამდენიმე წუთში ჩვენ განკარგულებაში იქნება უკვე,- ხელებგაშლილი შემოდის ნიკა და ღიმილით გვამცნობს.
- შენი სატრფო რომ აგვიღწერო თუ შეიძლება.
- არ უნდა აღწერა კაცო მე ვიცი, მანახა ამისწინ ფოტო.
- აბა რაღა დაგვრჩენია, ქლოროფილს და ბამბას კი ვიშოვით საღამომდე, - ხელებს ვატყაპუნებ და წარბებს მრავალმნიშვნელოვნად ვათამაშებ.
***
- ეგია ბიჯო შენი ნაშოვნი მანქანა? - სვანი სკეპტიკურად უყურებს წითელ ნივას, რომელსაც საცააა გაძვრება სული, - შენ ბიჯო გააფრინეეე?! უფალოოოო, ანდე ახა ამ ბოთეებს რამე, - ხვნეშის და თავში იშენს ხელებს. სიცილისგან უკვე მუცელი კიარა ყველა კუნთი გვტკივა.
- ნუ წუწუნებ კაცო, ნახე რაფერ ანგელოზივითაა, ძლივს ვინათხოვრე. ამხელა საქმეს გაკეთებიებს. რა დოუწუნე ერთი.
- ვაიმეეე, მოგკლავ ბალანჩივაძეეე, სვანეთში დავმარხავ შენ სხეულს.
- ჰე, შელაგდით და გევიდეთ ბოლო-ბოლო.
- ძაან აიქონიქ მანქანაა ნიკა ამათ არ უსმინო მომწონს, - ხელებით კაიათქო ვანიშნე და უკანა სავარძელზე გადავძვერი.
- სა მოგყავს ბიჯო ეგ, - წარბი აუწია დათომ და ქურას შეხედა, რომელსაც უკან ძაღლი მოყვებოდა.
- ეუ, თლა გაუბერა ამან, - სიცილით გახედა ბალანჩინმაც.
- კაი, ცოდოა სახლში მარტო, - საწყალი სახე მიიღო, - ნენსი მოდი, ნენსიი, - დაუძახა და გვერდით მომიჯდა.
- არა, გოგოს მოსატაცებლად თუ ძაღლი არ წაიყოლე რააა მამული, - კრიტიკულად თქვა ნინიმ.
- ნიკა, დადორბლავს ახა ეგ ყველაფერს და გადავირევი. სადაა ამის ადგილი? ჰაა?! - ამოვთქვი შეწუხებით.
- არაფერს არ დადორბლავს გოგო. ჩემზე ჭკვიანია ეს. ნახე პროსტა რა სიცოცხლეა, - ლოყები დაუწელა საწყალ ძაღლს, - მე მეჯდება კალთაში, არ შეგაწუხებთ არანაირად ატვეჩაი ვარ.
- ჰე ახა ჩქარა, დარჩი მარტოსული ამ ქვეყნის გულზე. რა თქვი სად მუშაობს ის გოგოო?
- ქალაქურში, მენეჯერია და იქ იქნება. დავურეკავ და გამოვა გარეთ და მაშინ უნდა მივაჟკაცოთ.
- ისა და, ბარემ რო ხელი გეთხოვა და ამდენი არ გვეწვალა არაა? - თმას ვაწიწკნი.
- კრეატივი ლიზიჯან. კრეატივი, - ტვინთან იდებს თითს და ნიშნისმოგებით გვიყურებს.
- ჰე, შეეყარეთ ახლა მანქანაში, აქედან მე დავჯდები და მერე დაჯდეს ქურა საჭესთან, რო უფრო ვაჟკაცური გამოჩნდეს, - ხითხითებს დათო და მანქანას ქოქავს.
- ისეეე, - ეჭვით გადავხედე ქურას, - რა გვარია ეგ გოგო?
- გვარი რაში გაინეტერესებს შენ? - თვალებიდამიბრიალა.
- ისე, პროსტა.
- დადეშქელიანი, - ო და იქ სიცილი წავიდაააა, მტრისას.
- სვანს პლიუს სვანი კატასტროფას რო უდრის არიციი შეენ?! - ხარხარით გადმოხედა დათომ.
- წინ გაიხედე შენ წინ, - მიუთითა ნინიმ, - დღეს ნუ მომისწრაფავთ სიცოცხლეს.
- თქვენი შვილი სტალინი იქნება მეორე, არა ნიკა. მსოფლიოს ვერ დავღუპავთ კიდევ ერთხელ. დათო მოაბრუნე მანქანა, დროზე.
- ნიკანორ, ცოდვაში გვადგმევიებ ფეეეხს?
- აუუუ, მიეცათ სალაპარაკო, - ლამის ფანჯრიდან გადახტა ნიკა.
- სვან სიდედრ-სიმამრს შენ გაუძლებ ბიჯოო, - უკვე მართლა შემეცოდა.
- გავუძლებ ლიზი გავუძლებ. თქვენ არ იდარდოთ.
რესტორანს ნელ-ნელა ვუახლოვდებით. ჩვენმა ძალათ სიძემ თავისი სატრფო გარეთ გამოიხმო, „საქმე მაქვს ეკუშო“. ამასობაში ბინტი ქლოროფილში ამოვავლე და ფსიქოლოგიურად ასე თუ ისე შევემზადე.
- ეგი რაარი, რანაირი სუნი აქვს, ეგი უნდა მიადოთ პირზე?! - სანამ რეაქციას მოვასწრებ ხელიდან მაგლეჯს სვანი და ცხვირთან მიაქვს.
- რაშობი ბიჯო, არ შეისუნთქო, - მარა უკვე გვიანია, ნიკას თავი გადაუვარდა და ღრმა სიზმრებში წევიდა.
- ეუუუუ, დევიღუპეთ მეგობრებო, - პანიკური ხმით გადავძახე წინა სავარძლებზე მსხდომებს და სიმწრის სიცილი ამივარდა.
- მართლა სვანია ეუპატრონო ჩემიიიიიიი, რა დავაშავეთ უფალოოო?! რა შეგცოდეთ ამის ფასი?
- ეუ, რავქნათ? მოვაბრუნოთ ვითომ? - კითხულობს ნიკა.
- არა ბიჯო, ახა მობრუნება იქნებაა? მოვედით ლამის, -უშლის ნინი.
- გამევიყვანოთ ი გოგო რაფერცხა იქნება. ე ქე დგას ეგერ ჭიშკართან, - ამბობს და ჩვენგან ზურგით მდგომისკენ იშვერს თითს დათო.
- ხო ისაა?
- ის იქნება აბა? მეტი არავინაა და...
მიმდევრობით გადმოვედით მანქანიდან მთელი აგენტურა და სანამ ის საწყალი გოგო გონზე მოსვლას და წინააღმდეგობის გაწევას მოახერხებდა, უკვე სვანის გვერდით იწვა ნაბადში მჭიდროდ გახვეული და გათიშული. ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო ამათზეა რა ნათქვამი.
- დაგვიჭერენ ვაიმეეეე, უეჭველი დაგვიჭირავენ.
- არაფერი მოხდება დარექსალდით.
- ჰე, სად წევიდეთ ახა? - წინა სავარძლიდან გადმოგვცქერის დათო. უკან მძინარე სიძე-პატარძალი, მე, ნინი და ნენსი ვართ ჩაჭ....ტილები.
- სა წევიდეეეთ დააა, - რაიმე არანაკლებ კრეატიული მაქვს მოსაფიქრებელი და მინათდება კიდეც გონება, - სად წავიდეთ და სვანეთში.
- თუ სიგიჟეა, ბოლომდე სიგიჟე იყოს, - მხარს მიბამს ნინიც.
- ჰოოოოდა, წევეით სვანეთში. ბასილ, დოურეკე ანიტას რძალი მოგვყავს სუფრა გაშალეთქვა, - სარკეში გამომხედა დათომ.
სიცილით ვიღებ მობილურს და ნაცნობ ნომერს ვკრეფ. წყვეტილი ზუმერის შემდეგ მალევე ისმის მონატრებული ხმა.
-ჰოუ...
- რა შვები გოგონი?
- რას ვიზამ, შენ რავახარ? ხოა მშვიდობა?
- ეხ ანიტაა, მშვიდობაცაა და მშვიდობაც. ქურამ ქალი მოიყვანა.
- რაიიიი?!
- ნუუუ, მოიყვანა რა მოიპარა.
- მერე გოგო, მერე?!
- მერე და სუფრა გააწყვე რძალი მოგვყავს, - ჩავიხითხითე ყურმილში.
- ანიტააა, ჩიტის რძეც არ დააკლდეს იცოდე, - გადმოძახა დავითამ.
- ღმერთო, სად გადავეყარე ამდენ ავანტყოფს. აქაც რო არ მეშვებიან, - დანანებით ამოთქვა და ყურმილი დაგვიკიდა.
- მიაჭირე ბიჯო, ოცით დადიხარ მგონი, - დაიწუწუნა ნიკამ.
- არ მიდის ეს დედა აფეთქებული და რა მივაჭირო კარგად თუხარ? - ხელები გაუშალა დათომ.
- ოო, აბა ასე ზეგამდე ვერ მივალთ.
- აუ ბალანჩივაძეეე, უნამუსო ვიყო თუარ გცემო, მომითრია რაცხა ჯაბახანა და კიდე აქეთ მეწუწუნება.
- მეგობრებო, მგონი დაგვერხა, - შიშით გავხედე ჩვენს წინ გაჩერებულ პატრულის მანქანას, რომლის ოფიცერმაც როგორც ჩანს შორიდანვე შეამჩნია ჩვენი დანჟღრეული ტრანსპორტი.
- ვაიმე, დედა, - ფერი გადაუვიდა ნინისაც.
- კაით, არაფერი შეიტყოთ სახეზე, - ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით გვითხრა დათომ და მანქანა გზიდან გადააყენა.
ხელით სახეზე დავინიავე და მაქსიმალურად შევეცადე ბუნებრივი მზერა დამეჭირა.
- მოქალაქევ, საბუთები თუ შეიძლება, - ფანჯარაში შემოიჭყიტა შუა ხნის ოფიცერმა.
კაი კაცი ჩანდა და ცოტა დავმშვიდდით.
- კი ახლავე, - პირადობა და რაღაცეები მიაწოდა დათომ.
- ამ მანქანას ტეხასმოტრი გავლილი აქვს, - ცოტა დაცინვით შეათვალიერა ჩვენი "რაში".
- დიახ, გამართულია სრულიად, - მანქანაში ნაპოვნი ქაღალდებიც მიაწოდა დათომ.
- ძალიანაც კარგიიი, - ყველაფერს დაწვრილებით გადახედა ძია კაცმა, - დააა ამათ რა ჭირთ? - მზერა უკანა სავარძელზე გაწოლილ გვრიტებზე გადაიტანა.
სიმწრის ოფლმა დაგვასხა, ლამის ნერვული სიცილი ამივარდა და ნერვიულობისგან თმის სწორება დავიწყე. არანაკლებ დღეში იყვნენ სხვები.
- უჰ, ესენი?! - საკმაოდ უდარდელად დაიწყო დათომ, - ხელი მოაწერეს გუშინ და დალიეს მერე.
- ხო, ხო. მთელი დილაა ძინავთ, საკმაოდ დამღლელი დღე იყო, - ავყევი მეც.
კაცმა ცოტა ხანს დაკვირვებით გვიყურა ყველას. ზურგში უკვე ვგრძნობდი ოფლის წვეთებს. მერე შუბლი გახსნა, გაგვიღიმა და ოხ ეს ახალგაზრდებიო ჩაიბურტყუნა.
- ალკოჰოლზე შეგამოწმებთ და თავისუფალი ხართ, - მიმართა დათოს და ტესტერი მოიტანა.
- ვახ, ბიჯო ეს რა იყო, -მერეღა ამოთქვა ნიკამ, რაც მანქანა დავძარით უკვე.
ჯერ კიდევ ვერცერთი ვიჯერებდით, რომ გადავრჩით.
- ვაი ქურასბედიანი რაში ჩაგვყარე ბიჯოო, - თავი გააქნია დათომ, - პროსტა ამან გაიღვიძოს რა დღე ვაყარო.
- ბედნიერმა წუთებმა თვალწინ გამიარა, - ანერვიულებული იყო ნინიც.
- ბედი გვაქ კიდე, რო არ ჩაეძია, - ძლივს ამოვიღე ხმა.
მთელი გზა მშვიდად ვიარეთ. მთავარი ამრევი ჯერ კიდევ გათიშული ეგდო და ჩვენც საუბრის თავიც აღარ გვქონდა. მაგ ვაჟბატონის ძაღლმა ჩემს კალთაში გადმოინაცვლა და ყოველ წუთში მლოკავდა. ლამის ფანჯრიდან ვისროლე.
მძინარე ბარტყებს დროდადრო გადავხედავდი ხოლმე და ხარხარი მინდებოდა. გუშინ საღამოს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენად გიჟური იქნებოდა დღევანდელი დღე. ის ის იყო მესტიაც გამოვიარეთ, რომ ჩვენმა პრინცმა თვალების მოფშვნეტა დაიწყო. მერე თითქოს ყველაფერი გაახსენდაო, უცებ გასწორდა წელში და სალონი მოათვალიერა.
- ოჰჰჰ, გვიკადრე?
- ვაახ ჩემიი, თავი? - აშკარად კიდე გაბრუებულია ესაწყალი, - სადაა ეკა?
- თვალში ვერ იყურები ბიჯოო, - ხელებს უშლის ნინი, - აბა ვინ გიზის გვერდით?
- სა გვერდით? ვინაა ხალხო ეს?
- ვაიმე შე მართლა სვანო ცოლს ვეღარ ცნობ? რა გჭირს ბიჭო? ეკაა ეკა.
- არაა ხალხო ეს ეკა, - საცოდავი სახით გვიყურებს.
- რააააა, - დათო მანქანას მკვეთრად ამუხრუებს და ხუთი ადამიანი თვალებგაფართოებული დავჩერებივართ „ეკას“...

***
- დეინახეეე? - თავში წამოირტყა დათომ ხელი.
ჯერ კიდევ შოკში ვიყავი და თვალებგაფართოებული ვაკვირდებოდი სარძლოდ წოდებულს.
- ვინ წამოათრიეთ ხალხო იქედან? ჭკუა გაქვთ თავში?! აუუუ ჩემი კაიიიიი! ხო დამღუპეს და დამაქციეს!
- ვაიმეეე ნიკა, ახლავე თუ არ გაჩერდები შუა გზაში დაგტოვებთ უნამუსო ვიყო, - ნერვები მოეშალა ნინისაც.
- ბიჯო, შენც კიდე რა გაახურე, - ეს წითელი ბავშვი სულ გათეთრებულიყო ნიკა, - არ ვიტაკებდი იმ ნაჭერს ცხვირში და ვიქნებოდი ფხიზელი. თვითონ გააფუჭა საქმე და გვაბრალის ახა ჩვენ.
- კაი ნიკუშა კაი. შენ მაინც ნუღა მიმატებ.
- არ უნდა მაგას კაი ნიკუშა. სიმართლე თუ გითხარით ეიბზუე ცხვირი. ამხელა კაცი დებილი ხო არა ხარ გეიქანა ქლოროფილი ცხვირში და მკვტარივით ეძინა ოთხი საათი, - გამოვენთე მეც.
- ნიკა, მგონი სამყარო ნიშანს გაძლევს, რო არაა ოჯახი შენი საქმე, -ჩაფიქრებულმა უჯიკა ბალანჩინმა.
-ოოო, შემეშვი რა.
- მისმიმე ძამიკო, - თავში წამოვუტყაპუნე, - სანამ შენ ხვრინავდი, ჩვენ თითები დავიჭამეთ ნერვიულობაში. ახა დახურე პირი და მოიფიქრე ამ გოგოს რა უნდა ვუქნათ.
- რა უნდა ვუქნათ?! დავაბრუნებთ უკან.
- არა დეიტოვე თუ გინდა, მონატაცებია ბარემ, - გადმოხედა წინიდან დათომ და თვალი ჩაუკრა.
- რა დევიტოვო. ხო არ გაჟრიალებს შენ?! ჰა? - გადაირია სვანი.
- ეუ, აბა ამდენი ვიწვალეთ და წყალში გვიყრიი?
- გადაგყრით ახა ენგურში ოთხივეს. ეკა მინდა მე. არაა ეს ეკა.
- ბიჯო, წეიყვან იუსტიციაში, გინდა ეკას დაარქმევ, გინდა უშანგის. რა პრობლემაა შე კაცო?! - არ ჩერდებოდა ბალანჩინი.
- ეუუუ, ვინ არიან ესენიი? გადავირევი.
- კაით ხალხო. სერიოზულად, რა უნდა ვქნათ?
- რანაირად დავაბრუნოთ? - ჩაფიქრებულმა იკითხა ნინიმ.
- რანაირად და...
- ვაიმე შარში რო ვართ თუ ატყობთ? იქ ხო არ მივიყვანთ ისევ და ჩამოვსვამთ სადაც იდგა?!
- რო გვიჩივლოს? - უკვე დავფეთდი.
-კაი, ავუხსნით. არ ჩანს შეუგნებელი, - დაგვამშვიდა დათომ და ყველა უცნობის სახეს დავაკვირდით, რომ იქ სიკეთის ნიშარწყალი ამოგვეკითხა.
- მდააა, სად ვართ? - მანქანიდან გადასულიყო სვანი და გარშემორტყმულ მთებს გაკვირვებული უყურებდა, - არა ეს ქუთაისი აშკარად არაა ხო?!
- სახლს ვერ ცნობ ბიჭოო? შეგირცხვა გვარი.
- სვანეთოო, უძღები შვილი დაგიბრუნდა, - მხატვრულად წარმოთქვა დათომ.
ნიკას ჯერ თვალები გაუფართოვდა, მერე თავი დანანებით გააქნია.
- ეეეეეე! არა ხალხო, გეუბნებით გაფრენილი გაქვთთქო და არ გჯერათ.
- ჰე ახა, გავბრუნდეთ დროზე უკან, თუარა გეიღვიძებს ეს გოგოც საცაა და იძახე მერე ეეე, - დავუცაცხანე ქურას.
- შემეეგდე ბიჯო დროზე მანქანაში. აღარ მივარგა ნერვები, - დაუძახა დათომ.
- დაიღლებოდი დათუჩა, აქედან მე დავჯდები თუ გინდა, - შესთავაზა გულგატეხილმა სასიძომ.
- გადი მომშორდი. გადაგვყრის საცხა ამ ანერვიულებულზე, - ხელი აუქნია და გასაღები გადაატრიალა.
- კაი, თუ არ გინდა ძმაო, რაგიყო. მიწიეთ ეგი იქეთ, - მოაჩოჩა ნაბდიანი და სავარძელზე დეეპერტყა.
მარა რაცხა ვერაა ხო ისე?! მანქანამ გაურკვეველი ხმები ამოუშვა დაქოქვის მაგივრად. მეორეჯერაც სცადა, მარა ისევეს არაფერი.
- დეიქოქე შენი...
- რა ჭირს დათო??
- რა ვიცი ჭირი, არიქოქება ამის დედა ვატირე. ეგი გვინდოდა კიდეე?!
- ახა გული შემიწუხდება ჩვენი საცოდაობით, - გადაირია ნინიკოც.
- ბალანჩივაძე სად იშოვე ე ჯაბახანაა?!
- ოოოჰ! ამდგარიყავი და გეშოვნა უკეთესი, - აქეთ იყო დიდ გულზე ნიკაც. - ვინ გაცალა მერე?! არიქა მოვაგვარეო და შემოგვტენე რაცხა. ჯართის ამგროვებელიც არ დაჯდება ამაზე, - ახა იმას დავუწყეთ ჩხუბი.
- მოგკლავ სულერთია. როგორც გინდა დაქოქე ეხა ეგი. არა ამით წამოთრევას ველოსიპედზე შემოვმჯდარიყავით ჯობდა მგონი, - ლამის ქოჩორში წვდა დათუჩა.
- რა გინდა ვერ გავიგე, მშვენიერი მანქანაა. პროსტა, ცოტა უჭირს რა.
- ლადა ნივა ვერსად მივააა.
- შენ მაინც გაჩუმდი გოგო, - შემომიღრინა.
- მატორი ექნება უეჭველი დასტუკული, - გადმოაფრქვია სიბრძნე ბალანჩინმა.
- მარტო მატორი კიარა, დასტუკულია მთლიანად შესაწყალო, - მიუბრუნდა დათო, - დაგსტუკა ჯანდაბამ!! აა...
- შუუუუშ ბიჯო, არ გაიგონოს, - სერიოზული ხმით საყვედურობს ნიკა, - ეწყინება და უფრო აღარ დაიქოქება.
- ვის ეწყინება ბიჯო? - ვერ მიხვდა ბაში აჩუკი.
- ვის და მანქანას.
- ვამე ნიკა მომშორდი, წადი საერთოდ. ნახე რამხელა ტყეა. მიდი დაათვალიერე, გაინავარდე, გამოინავარდე.
- ვის უყვირი შენ?! შენი გაზრდილი კიარა ვარ, - დოინჯებს იკეთებს ნიკა, - დადებითი მხრიდან შეხედეთ პროსტა. სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ. ამნაირს სად ისუთქებ ქუთაისსში აა?!
- ვაიმეეე, ნიკოლოზ. რო გაჩუმდე არ გინდა? - ნინი ისე იყო ნერვებმოშლილი ლამის იყო თმაში ეცემოდა.
- ვახ ბიჯოოო, ვინ არიან ესენი. უფალო რა შეგცოდეე?! - თავი ხელებში ჩარგო დათომ.
- ახა რას ვაპირებთ? - უკვე შიში გამერია მეც ხმაში.
- რას ვაპირებთ და ვერაფერს. ჩამეიაროს იქნება ვინცხამ და ბუქთ წევიყვანთ, - ამოიოხრა და ხელი გამწარებით დაკრა საჭეზე.
- თქვენი ტელეფონებიც არ იჭერს? - შეწუხებულმა დავხედე ბოლო იმედს.
- რა იჭერს გოგო რა! ბილაინი გაქვთ სუყველას და ანძას თუ არ დააჯექი ეგ ისე არ დაიჭერს. ანძას უყურებ აქ სადმე?! უუჰ! - ხელი ჩაიქნია ნინიმაც.
გარშემო კაცი-შვილის ჭაჭანება არ იყო. მოჩანდა მარტო დათოვლილი მთები, ტყე და გზა. ველოდეთ ერთი საათი, ველოდეთ ორი საათი.... შენც არ მომიკვტე. საერთოდ არავინ გამოჩენილა. ჰოდა ვიჯექი და ვისმენდი ამათ ბუზღუნს და დათოს და ნიკუშას გამიშვი-გამატარეს.
სვანი თავზე დასდგომოდა ნაბადში საიმედოდ გამოხვეულ შემთხვევით მსხვერპლს და ინტერესით აკვირდებოდა.
- კი მარა ამდენი ხანი რა ჭირს ამ გოგოს გაუღვიძებელი?
- მოშორდი,შენ რომ დაგინახავს გული მეორედ არ წაუვიდეს!- ხელი ვკარი და გვერძე გავწიე.
- ბიჯო, თავი მოგვაჭამე არ გეიღვიძოს, არ გეიღვიძოსო და შეეშვი ახა გამოეძნეყვე აქეთ, - თვალები დაუბრიალა ნინიმ.
- ისე მართლა რატო არ იღვიძებს?
- ცხენის დოზა ქლოროფილი შეასუნთქა ამ არანორმალურმა და რას გაიღვიძებს?! - საცოდავი სახით დახედა ბალანჩინმა გოგოს.
- ცხენის დოზა არა ის კიდო, - ავღშფოდი მეც, - აბა იგი ჯობდა შუა გზაში ფართხალი დეეწყო?!
- არა ასე გაჩერება არივარგებს, - წამოდგა დათო, - ასე სხვას თუ ვუცადეთ დაგვაღამდება აქ და შევაჭმევინებ მგლებს თქვენ თავებს, - მუქარით გადახედა ნიკ-ებს.
- ეეე! ჩემთან რა გინდა, - გაიკვირვა ქურამ.
- აუ, ბიჯო. ორი-სამი კილომეტრის უკან კი იყო ბენზინ-გასამართ სადგური. იქნება დაგვეხმაროს ვინცხა, - მოიფიქრა ნიკუშამ, - წავალ და ვიკითხავ,ან იქნებ გადავაწყდე ვინმეს იქამდეც.
ყველა მანქანის გარეთ ვართ გადმოსულები. ზოგი ფეხზე დგას, მე და ნინიმ ქვები ვიპოვეთ და იმათზე ვიყავით ჩამომჯდარი. შუა მსჯელობაში ვართ, რო ნიკა ჩვენს უკან იყურება და თვალები უფართოვდება.
- ოხ, შენი... გარბის ხალხო, - და სანამ ჩვენ გონს მოვეგებით, გოგოს მიმართულებით გარბის, რომელიც ამ ვაი-ვუიში გამოფხიზლებულა და ჩვენგან საპირისპიროდ თავქუდმოგლეჯილი მირბის, თან დაფეთებული უკან იხედება დროდადრო.
- დაიცადეეე.
- ფუ შენი, ეს თუ აქ დაიკარგა, მერე თქვი შენ შარი, - თავში იცემს ხელებს დათო.
ნიკა და ის გოგო უკვე თვალს მიეფარნენ.
- კაი, დაეწევა და მოაბრუნებს, - ვცდილობ დავამშვიდო საზოგადოება. ფერი არცერთს არ გვადევს სახეზე.
- კაი, მე წავალ იმ კალონკაზე და მევიყვან ვინცხას, - თავის თავზე იღებს ქურა.
- შენ რას წახვალ ბიჯო, იქეთ იქნები საძებნი, - თავს აქნევს დათო.
- საძებნი არა ის კიდე, ორი წლის ბავშვი კიარ ვარ, - ბუზღუნებს ნიკა.
- მთაში ხარ, შეუპატრონო! ქუთაისი კიარაა ეგი.
- ებიჯო, დამაცადე რა. გავყვები გზას და მივაგნებ, აბა რას ვიზავ?! - თავს უქნევს და მანქანიდან მობილურს იღებს, - ტელეფონი მიმაქ და რო რამე გირეკავთ.
- ტელეფონი თუ არა, ეგეც უცებ არ იჭერდეს, - დაცინა ნინიმ.
- წადი, წადი... დამანებე თავი, - ხელი ჩაიქნია დათომ.
- ეჰჰ, მეგობრებო მე თუ გიშველით გასაჭირის ჟამს თუარაა... ნენსი, იყავი შენ მანდ, - ხელი თავზე გადაუსვა ძაღლს და ისიც კუდის ქიცინით დაჯდა ძირს.
- ვაი ქურასბედიანი დახურე საინფორმაციო ღრუ და დროზე გამასწარი აქედან, - თვალებს ვუბრიალებ, - ყელში მყავხარ დილის შვიდის მერეა. ყელში!
- მივდივარ, ლიზიჯან, მივდივარ, - მოგვაძახა და გზას გაუყვა.
- ვაი ღმერთო რაეშველება, - თავში შემორტყა დათომ ხელი.
- ნიკა...
- ნიკა, - დაუძახა ნინიმაც მარა შენც არ მომიკვტე, წაგვიყრუა.
- დაგაყრუა გამჩენმა, - დაუყვირა დათომ, - სად მიეთრევი ბიჯო სად?! ჰაა?!
- რა გინდათ ხალხო რა?! - ინება შუა გზიდან მოხედვა.
- სად მიდიხარმეთქი?
- კალონკაზე სად უნდა მივდიოდე?!
- ვააახ ბიჯო! - თან გვეცინებოდა, თან საცაა სიმწრის ტირილი აგვივარდებოდა ყველას.
- საპირისპიროდ მიდიხარ ნიკა, მაქეთ არაა.
- ა, ხო, - სახიდან დაბნეულობა მოიშორა და ამჯერად ნამდვილად ბენზინ-გასამართ სადგურისკენ მიმავალ გზას დაადგა, - ჰე, აბა თქვენ იცით, მოვალ მალე. არ მოიწყინოოთ.
- ტიპი ნაღდი სვანია რა, - მიმავალს თვალი გააყოლა ვერულამ.



№1 სტუმარი სტუმარი ელა

რამდენი ვიცინეეეეეეეე.გაიხარე რამაგარი იყო.წარმატებები.შემდეგი თავიმალე დადე რა გთხოვ.

 


№2 სტუმარი Მანჩო

Აუუ ქუთაისური აქცენტი იყო სასწაული ???? რა გემრიელი რამეა.ყოააღ.????❤️

 


№3 სტუმარი ნესტან

იქნებ დადოთ გაგრძელება საინტერესოა ძალიან ვიმხიარულე მომეწონა მადლობა წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

კარგი იყო, კარგ ხასიათზე დავდექი და მთელი დღე გამყვება. მადლობა.

 


№5 სტუმარი სტუმარი შორენა

კარგია,მაგრამ ნუ მიწყენთ ეხა-ახა არა რაა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent