შენი უღელი (2)
გოგონებმა სამ დღეში ყველაფერს მოაბეს თავი, პარალელურად სატელეფონო ზარით პატარძალთან ყველაფერს ათანხმებდნენ რომ რამე არ გამოპარვოდათ თვალთახედვიდან. სამივე ძალიან ღელავდა, პატარა საქმე ნამდვილად არ იყო მინისტრის ქალიშვილისთვის ბრწყინვალე ქორწილის გადახდა. თავიანთ სტანდარტებზე ოცჯერ მაღალი დონის ნამუშევარი უნდა დაედოთ, თან შეზღუდულ დროში. *** თინათე დილიდან მუშაობის პროცესში იყო. ხან სად დარეკა ხან სად პარალელურად მის ბლოკნოტში ინიშნავდა პატარა დეტალებს. ცოტა გონება გაფანტული იყო შემდეგი დღეები, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ღრუბლის ქულებზე დადიოდა. გონებაში არ აღიარებდა რომ მოხიბლული იყო მამაკაცით რომელიც მის თვალში მიუწვდომელი ყვავილი იყო. ფიქრებში მის სიახლოვეს ყოფნას ვერ უშვებდა თუმცა გამორკვეული ჰქონდა დაბადების დღიდან დაწყებული ამჟამინდელი ყოფით დასრულებული ყველაფერი. დავითი 30 წლის შემდგარი მამაკაცი იყო, რომელსაც მშვენიერი ცხოვრება და მშვენიერი ქალები ერტყა გარს. ბავშვობიდან დაობლებულს შრომის ფასი ადრეულ ასაკში გაეგო. თინათემ მთელი მისი ინსტაგრამ პოსტები ერთ დღეში შეისწავლა . პატარა გოგო აღარ იყო მისი ასეთი საქციელი აცუნდრუკებად რომ ჩაეთვალა , ალბათ არსებობდა ერთი ნახვით სიმპატია, ან ერთი ნახვით აკვიატება სხვა გამართლებას უბრალოდ ვერ პოულობდა საკუთარ თავში. სპეცილაურად მისთვის გამოეწყო დილას საგულდაგულოდ რომ ამ შეხვედრაზე განსაკუთრებულად ლამაზი გამოჩენილიყო. დილას შეიარა ფლორისტებთან რათა ყვავილებზე გადაეღო ფოტოები რომ პატარძალს შეერჩია რომელი ყვავილი სურდა მაგიდებზე . შუქნიშანზე იდგა როცა ნაცნობი მანქანა ამოუდგა გვერდით, ჯერ ცოტა გაოცდა შემთხვევითობების ამ წამამდე არ სჯეროდა. ვერ მიხვდა უნდა მისალმებოდა თუ არა , თუმცა ბევრი არ უფიქრია ნაზად მიატრიალა თავი მამაკაცისკენ ,თვალისმომჭრელად გაუღიმა თუმცა დავითს მისი მზერისთვის ნამდვილად არ ეცალა, ხმამაღალი ბღუილით გაიჭრა გზადკეცილზე. თინათეს მდგომარეობა, ხელიდან გავარდნილ ლარნაკს ჰგავდა-დაფშვნილი, ამას სირცხვილის გრძნობაც ემატებოდა.კაცი იმდენად არ თვლიდა არაფრად რომ მისალმების ღირსადაც კი არ ჩათვალა. სასწრაფოდ შეცვალა მისი სიმპათია ანტიპათიამ, გოგონა ძალიან გულჩვილი იყო და შეზარა მამაკაცის გულგრილობამ ალბათ ასე სჯობს გაიფიქრა და ლილატის გზას დაადგა. როცა ეზოში შევიდა ავად გასახსენებელი მანქანა შადრევანთან იდგა როგორც ადრე. თინათე შეეცადა არანაირად შემჩნეოდა განცდილი იმედგაცრუება და მოხდენილი ნაბიჯებით შეუერთდა მეგობრებს. დადუნა სალომეს აჩვენებდა მაგიდების განლაგებებს ეზოში, დავითი ჩრდილში იჯდა , როგორც ყოველთვის სათვალით და ჩვეული უდარდელი გამომეტყველებით. -გამარჯობა , სწორედ ახლა მოვიტანე ყვავილების ესკიზები. მგონი დროულია-გაიღიმა თინათემ -ვაიმე როგორ გამახარეთ! -სალომემ ვერ დამალა სიხარული. -რაც უფრო ცოტა დრო რჩება მით უფრო ვნერვიულობ თან საბა აქ არაა, ერთი სული მაქვს ჩამოვიდეს . -იმედია ქორწილის წინა დღეს არ ჩამოვა -ამოიბუზღუნა შორიდან დავითმა.- მომბეზრდა აქეთ იქეთ სირბილი . -მგონი არც ისე ცუდი მასპინძლები ვართ პატრძალს რომ უთქვენოდ ვერ გავუმკლავდეთ-ნაზად გაიღიმა თინათემ და ოსტატურად ჩამოასხა ჭიქებში შამპანიური. ერთი ჭირა სალომეს გაუწოდა ერთიდან კი თვითონ მოსვა. დადუნა და ანანო ცოტა გაოცებული სახით მიშტერებოდნენ , ეს რაღაც ახალი იყო და აუცილებლად მოუწევდა თინათეს დაკითხვის გადატანა. დავითს გულწრფელად გაეღიმა გოგონას დიალოგზე და საპასუხოდ არაფერი უთქვამს, მხოლოდ ყურს უგდებდა მათ დიალოგებს. მოლაპარაკებამ იდეალურად ჩაიარა ,სალომემ და საბამ რომელიც საფრანგეთიდან ონლაინ ადევნებდა თვალყურს ყველაფერს ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხეს გოგონებს. დამშვიდობების დროს თინათემ ფეხს შეუნელა არ აპირებდა კარამდე გაკიდებოდა ხეპრე კაცს ამიტომ შეუმჩნევლად ჩამოშორდა მათ და აივნისკენ აიღო გეზი. -მგონი დილიდან შამპანიურის წრუპვა ბევრ რამეზე მეტყველებს-ზურგს უკან მოესმა თინათეს დავითის ხმა. -მაგალითად რაზე?-მამაკაცისკენ შებრუნდა ოდნავი ინტერესით. -იმაზე რომ ნაწყწნი ხარ ვინმზე. -არასერიოზული არგუმენტია და სასაცილო დაინტერესება ამ საკითხის მიმართ!-ფართოდ გაეღიმა თინათეს, დანებებას არ აპირებდა. -ზოგჯერ სიცილის უკან სხვა რამ იმალება-არ ეშვებოდა მამაკაციც. -სიცილის უკან ლამაზი კბილები იმალება მხოლოდ-მიუახლოვდა გოგონა -ხოლო ეს შუშხუნა სითხე , არც ისე ძლიერია ჩემი წყენა გაანეიტრალოს, რომელიც შენ მოგეჩვენა. -შემიძლია ბოდიში მოგიხადო და დანაშაულიც გამოვისყიდო. -რამე დააშავეთ და ვერ შევამჩნიე?-გაინაზა თინათე -ბევრი რამის ნიჭი გქონია თინათე, თუმცა მსახიობობის-არა. წასასვლელად გაემზადა მამაკაცი.არც დავითის სტილი იყო ორი დღის გაცნობილ გოგოსთან გამოხატული უხეშობა და კუკუ-დამალობანას თამაში. და ეს იყო ალბათ მიზეზი რატომაც ჩამორჩა სალომეს და დანარჩენებს იმისთვის რომ თინათეს გამოლაპარაკებოდა მისი საქციელის შესამსუბუქებლად. -სამაგიეროდ თქვენ გამოგდით არაჩვეულებრივად !-გაღიზიანდა თინათე. მამაკაცმა სწრაფად დაითრია მისი მარცხენა ხელი, ნელა გადმოატრიალა და აკოცა : -მაპატიე დაგვიანებული მისალმება, მგონი ამად არც ღირდა.-დაბალ ხმაზე დაილაპარაკა კაცმა და გამჭოლი მზერით შეათვალიერა შეცბუნებული გოგონა. თინათეს მოულოგნელობისგან გულისცემა ყურში ჩაესმოდა, ვერ ხვდებოდა რა სიტუაციაში ჩავარდა .რაციონალური აზროვნების უნარი სადღაც გაფრენილიყო და მხოლოდ მამაკაცის ირგვლივ ტრიალებდა მისი აზრები. თინათემ გაორებული თვალებით შეხედა კაცს, ფრთხილად გაითავისუფლა ხელი და უკანმოუხედავად გავარდა გარეთ. სახეზე ცეცხლი ეკიდა, როგორ უბედავდა ეს თავხედი კაცი ასეთ საქციელს.ყველაზე მეტად მისთავზე ბრაზობდა, როგორ შეეძლო უცხო ადამიანზე გაბრაზებულიყო მხოლოდ იმის გამო რომ არ მიესალმა შუქნიშანზე. ან როგორ გაბედა მისმა გონებამ იმის დაშვება რომ შეეძლო ამ კაცზე მთელი ისტორია გაეგო და შეესწავლა . -თინათე გამოდიი!_მოსესმა ანანოს ხმა გარედან. ჰო , ალბათ მეგობრებთან მოუწევდა ყველაფრის დაფქვა. -რა სახე გაქ გოგო!-იცინოდა დადუნა , როცა კარი გააღო. -მგონი ვიღაცას გულისფანცქვალი მომესმა-კვლავ იცინოდა დადუნა და ხალისობა მეგობრის აწითლებულ სახეზე. -ისტორიული დღეა, თინათეს ვიღაც ევასა- ხმა ამოიღო ანანომაც. -მოკეტეთ რა, მაგ ხეპრის რა უნდა მომწონებოდა .ერთი თავხედი ტიპია-ხელი აიქნია თინათემ. -ყველა სიყვარულის ისტორია ჩხუბით იწყება. -სიყვარულის ისტორია არა იხვი-უარესად გაწითლდა თინათე. -არ მიხსენოთ. -არ ხსენების რა გითხრა-მხრები აიჩეჩა ანანომ.-საღამოს ვახშამზე დაგვპატიჟა სალომემ ,სიძე ჩამოდის და უნდა გაგვაცნოს.ცოტას საქმეზეც ვისაუბრებთ ალბათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.