შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ფარაფრას ოაზისამდე წიგნი2


16-04-2024, 17:10
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 484

სუფრას შემოვუსხედით. ნინის თქმით ეს დღე უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ მომავალ წლამდე არ დაგვვიწყებოდა. მივხვდი, რომ ჩვენ დღეს ვიყავით პლანეტები, რომლებიც ნინის ორბიტაზე იმოძრავებდა. თავიდან როგორც წესია იუბილარი ვადღეგრძელეთ. შემდეგ უკვე ნიკამ თავისი ამბების მოყოლა დაიწყო. იმდენი ხანია არ მინახია. ნიკაც ჩემი კურსელია. ჩვენ პირველი დღიდან საოცრად დავმეგობრდით. სულ ერთად ვისხედით ხოლმე ლექციებზე, კაფეტერიაში, ბიბლიოთეკაში, ყველგან. შემდეგ ნიკა მაგისტრატურის გასაგრძელებლად გერმანიაში წავიდა. მას შემდეგ არ მინახია. ყველას ძალიან მონატრებული გვყავდა და ძალიან გაგავახარა. თავისი ამბები რომ დაასრულა, ჩვენის მოკითხვაზე გადავიდა. ყველამ მოვუყევით რაღაც-რაღაცეები. ცოტა რომ შევთვერით ნამდვილი გართობა მაშინ დაიწყო. ნინიმ სიმღერები მთელ ხმაზე ჩართო და თვითონაც ამღერდა. ჩვენც აგვიყოლია. გოგოებს ხელი მოგვკიდა და საცეკვაოდ აგვაყენა. იმდენი ვიცინეთ და ისე გავერთეთ, ხტუნაობისგან და სიცილისგან ერთნაირად მტკივა კუნთები. მხიარულების პარალელურად ლოთობაც არ მივივიწყეთ და ბევრი ჩვენგანი დათვრა. იუბილარიც აპირებდა მათ შორის ყოფნას, მაგრამ გადაიფიქრა. მე ისედაც მსმელების კლანში ვერ დავიკვეხნი თავს. ამ ყოველივეს პარალელურად ალ ქარიმსაც ვაქცევდი ყურადღებას. ვსაუბრობდით, მართალია ის არ სვამდა, მაგრამ მგონი კარგად გაერთო. ბიჭებიც ცოტას სვამდნენ, ბოლო ბოლო ვინმეს ხომ უნდა მივეყვანეთ სახლში. მართლა კარგად გავერთეთ, ბევრი ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, დავლიეთ და გავერთეთ. ვითამაშეთ კიდევაც. მოსაღამოვებული იყო და ალბათ მალევე დავიშლებოდით, როცა ალ ქარიმს ტელეფონმა დაურეკა და საუბრის დამთავრების შემდეგ სახეზე ისეთი ფერი ედო მეგონა, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ჩემს გვერდით უხმოდ ჩამოჯდა და გაჩუმდა. ყველა მას ვუყურებდით. მართლა მაშინებს.

მე: ალ ქარიმ რა სახე გაქვს, მშვიდობაა?

ის: საელჩოდან დამირეკეს. მითხრეს, რომ ეგვიპტეში უნდა დავბრუნდე და შემდეგ ფარაფრაში.

მე: კი მაგრამ რატომ?

ის: ჩემი ვიზა ორ კვირაზე იყო გათვლილი. ამ ვადას უკვე კარაგდ გადავაჭარბე. ამიტომაც უნდა დავბრუნდე.

მე: და აქედან ვერ მოაგვარებ? ან რომ არ წახვიდე რა მოხდება?

ის: აქედან ვერა. იქ უნდა ჩავიდე. თუ არ წავალ დეპორტს "ჩამირტყამენ" და ალბათ ციხეშიც გამიშვებენ. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ხანი ვეღარ გნახავ.

მე: ხო ციხეში ნამდვილად არ უნდა წახვიდე და დაბრუნებას როდის შეძლებ?

ის: ვიზის განაცხადის შევსება მისი ვადის გასვლიდან მინიმუმ ერთი თვის შემდეგ შეიძლება.

მე: ერთი თვე? ბევრია.

ის: ბევრია, მაგრამ ცოტაა იმასთან შედარებით რის გატარებაც ციხეში უშენოდ მომიწევს. სხვა გზა არ მაქვს.

მე: ჰო მართალია. უნდა წახვიდე.

ის: სხვა გზა არ არის, მართლა.

მე: მჯერა ალ ქარიმ. როდის მიდიხარ?

ის: შემდეგ ფრენაზე, ზეგ საღამოს ექვს საათზე.

მე: ზეგ? ასე მალე? ცუდია. ძალიან ცუდია.

ის: ვიცი ელი, მაგრამ ხომ გესმის არა? სხვა გზა არ მაქვს. რომ შემეძლოს ხომ იცი, რომ დავრჩებოდი?

მე: არ გადანაშაულებ ალ ქარიმ, უბრალოდ ზეგამდე ძალიან ცოტა დროა. მე კი ნორმალურად დროც კი ვერ გავატარე შენთან ერთად. უსამართლობაა.

ის: ელი, როგორც კი შესაძლბელი იქნება, განაცხადს შევიტან და ჩამოვალ. არ იდარდო კარგი?

მე: ჰო, რა აზრი აქვს, მაინც ვერაფერს შევცვლი.

ნინი: ელე არ მოიწყინოთ რა. სამაგიეროდ ამ ორ დღეს კარგად გაატარებთ, გაერთობით, ერთად იქნებით. ალ ქარიმი მალე დაბრუნდება და ყველაფერი კარგად იქნება. არ მოიწყინო რა?

ის: ნინი მართალია ელი, მე მალე დავბრუნდები. გპირდები.

მე: კარგით, ეს დღე კარგად უნდა დაგვამახსოვრდეს. მოწყენის დრო არაა.

კი ვცადე გართობა, მაგრამ სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ მალე წავიდოდა. მხოლოდ ერთი კვირა გავატარე მასთან ერთად, ეგეც კი ვერა. ახლა კი უნდა წავიდეს, მთელი თვით. ეს ძალიან ცუდია. ცოტა სასმელი დავამატე და ვეცადე დამევიწყებინა ეს ფაქტი. მალევე დავიშალეთ და მე და ქარიმი სახლის გზას დავადექით. უხმოდ მივსეირნობდით. სულ მასზე მეფიქრებოდა.

მე: ალ ქარიმ, ხომ მალე დაბრუნდები?

ის: რათქმაუნდა ელი. რაც შეიძლება მალე დავბრუნდები. შემდეგ კი ერთად ძალიან ბევრ და კარგ დროს გავატარებთ.

მე: ასეა, მაგრამ ერთი თვე ბევრია. მე ხომ ახლა გიპოვე, შენ კი უკვე მიდიხარ.

ის: ელი, ნუ ხარ მოწყენილი რა? თუ ასე გამაცილებ მთელი თვე თავს ცუდად ვიგრძნობ, შენზე ვიდარდებ, თუ მეცოდინება, რომ შენ აქ მოწყენილი ხარ, არ ერთობი, ბედნიერი არ ხარ მთელი თვე როგორ გავძლებ უშენოდ? ასე რომ დამპირდი, რომ კარგად იქნები და არ მოიწყენ. თორემ მეც ცუდად ვიქნები.

მე: მართალი ხარ. ჯობია ამას ასე არ მივუდგე. თორემ მართლა როგორ გავძლებ ერთი თვე ასე.

ის: მართალია. კარგი, ადი დაიძინე და ამაზე არ იფიქრო ხო?

მე: არ გინდა გავისეირნოთ? ცოტა მაინც.

ის: ელი ნასვამი ხარ, დაღლილიც, ჯობია დაისვენო და გამოიძინო. თანაც ხვალ სამსახურში უნდა წახვიდე. ძილი გჭირდება.

მე: ხო მართალი ხარ. არ მინდა სამსახურში, შენთან ერთად მინდა, მაგრამ არავინ გამომიშვებს.

ის: არ იდარდო კარგი? ლანჩზე გნახავ. ანაც სამსახურის შემდეგ.

მე: კარგი. ასე ჯობია. შეხვედრამდე.

სახლში მოწყენილი დავბრუნდი. ცოტა ხნით უმიზნოდ დავჯექი დივანზე და გამორთულ ტელევიზორს მზერით ვბურღავდი. შემდეგ ავდექი და დასაძინებლად წავედი. მთელი ღამე ვიწრიალე, საერთოდ არ დამეძინა. განა რა დრო გავატარე მასთან ერთად, რომ ასე დამოკიდებული გავხდი? მე ხომ ამას თავს ვარიდებდი. ახლა კი მიდის და მე ვერაფერს ვუხერხებ ჩემს თავს. იმით დამშვიდება, რომ ერთი თვე მალე გაივლის დიდად არ გამომდის. როგორც იქნა ჩამეძინა და მალევე გათენდა. ამან ძალიან დამაღონა, მის წასვლამდე დრო ისე მალე გადის, წასვლის შემდეგ კი უზომოდ გაიწელება. სამსახურშიც პესიმისტური განწყობით წავედი და ლანჩამდე კომპიუტერიდან თავი არ ამომიწევია. მინდა, რომ მალე დავამთავრო და ალ ქარიმი ვნახო. ლანჩის დროც დადგა და მას დავურეკე. აქვე კაფეში გადავწყვიტეთ შეხვედრა. მალევე მოვიდა და წინ ჩამომიჯდა. უცნაურად მიყურებდა.

ის: თვალებზე რა გჭირს?

მე: უბრალოდ მთელი დღე ვმუშოაბდი. ყურადღება არ მიაქციო.

ის: ცუდია. კარგი, როგორც გინდა.

მე: კარგი.

ყავის ჭიქას ვაწვალებდი, ხან აქეთ შემოვაბრუნდებდი ხან იქით.

ის: ელი არ უნდა მკითხო როგორ მომეწონნენ შენი მეგობრები?

მე: ჰო მართალია, აბა როგორ მოგეწონა ჩემი მეგობრები?

ის: ძალიან კარგი ადამიანები არიან, მართლა. მხიარულები, გამგებიანები. ყოველთვის გვერდში რომ დაგიდგებიან.

მე: ხო მართალია. მართლა კარგი ადამიანები არიან.

ის: მოწყენილი ხარ?

მე: არა..

ის: ელი, ჩემ გამო ხარ მოწყენილი?

მე: არა...

გვერდით მომიჯდა. ხელები ჩამკიდა და მზერა გამისწორა.

ის: ელი, ნუ მოიწყინე რა? იცი რა ცუდად ვგრძნობ ამის გამო თავს? ჩემ გამო ხასიათი გაგიფუჭდა. გთხოვ გაიღიმე კარგი? შენი ღიმილი მინდა დავინახო. მე მალე დავბრუნდები, გპირდები. ხომ იცი დრო რა მალე გადის არა? ასე, რომ გამიღიმე.

მე: ხო, მაგრამ ეს ორი წელი საერთოდ არ გასულა მალე. კარგი შენ მართალი ხარ, ცხვირის ჩამოშვება არაფერს შეცვლის. ასე რომ აი ვიღიმი.

ის: ასე ჯობია ელი, დამიჯერე ასე ჯობია ჩემთვისაც და შენთვისაც.

მე: მართალი ხარ. ახლა ჩემი წასვლის დროა, რას იტყვი სამსახურის შემდეგ რომ გავისეირნოთ?

ის: თუ ეს გინდა რატომაც არა.

მე: შევთანხმდით.

მონდომებულად გავაგრძელე მუშაობა და სამუშაო დღე საკმაოდ დაღლილიმაც დავამთავრე. ალ ქარიმი შენობის გარეთ დამხვდა.

მე: რა კარგია, რომ მოხვედი.

ის: ხო. დაღლილი ჩანხარ ელი, გამოვიცანი?

მე: ვიტყოდი, ნაწილობრივ დაღლილი. შენმა დანახვამ გამახარა.

ის: მეც ჩემო ფერია.

მე: სად წავიდეთ?

ის: ცოტა გავისეირნოთ და შემდეგ სახლში მიგაცილებ, დაისვენე.

მე: არ მინდა სახლში. შენთან ერთად მინდა. თანაც ხვალ ლანჩზე ინვესტორებს უნდა შევხვდე და ვერ შევძლებ გნახო. პირდაპირ აეროპორტში უნდა წავიდეთ.

ის: არაუშავრს. იქ მთელი ორი საათი დრო გვექნება.

ნელ-ნელა მივდიოდით სახლისკენ. არადა როგორ მინდოდა დრო გაწელილიყო. ან საერთოდ გაჩერებულიყო. რა მაგარი იქნებოდა. მაგრამ ისე არასდროს არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ამ შემთხვევაშიც ძალიან მალე მივედით სახლთან. საწყალი სახით ვუყურებდი, მაგრამ ეს აშკარად არ ჭრიდა. ღიმილით მისურვა ძილისნებისა და თავის გზას დაადგა. მეც ავედი სახლში, არ მინდა ხვალ ასე მალე მოვიდეს. ნუ ცხადია არც ეს სურვილი ამსრულებია და დილით საჭიროზე ბევრად ადრე გავიღვიძე. ესეც სპეციალურად მოხდა, რომ დრო მქონდეს და ბევრი ვიფიქრო მის წასვლაზე. ორი საათი დიდი დროა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მზე ახლახანს ამოვიდა და ყველა სულიერს ტკბილად სძინავს, მე მაინც გადავწყვიტე მასთან წავიდე. ერთად მაინც ვისაუზმებთ. ასეც მოვიქეცი და არც გამკვირვებია მოსაცდელში მდგარმა პერსონალმა გაკვირვებით რომ ამომხედა. რა თქმაუნდა ქარიმს ამ დროს მშვიდად ეძინა და როცა ზარებით ვერ გავაღვიძე, ასვლა გადავწყვიტე. რამდენჯერმე დავაკაკუნე კარზე, შემდეგ ფრთხილად შევედი. ოთახი აწეწილი იყო. ის ლოგინში არ იყო, წყლის ხმა გავიგე და მივხვდი წესრიგდებოდა, ამიტომ მოსაცდელში ჩასვლა გადავწყვიტე. გამოსვლის შემდეგ ჩემს ზარებს ნახავს და ჩამოვა. რამოდენიმე წუთში გადმომირეკა და ნამძინარევი ხმაც გაისმა მობილურში.

ის: ელი ამ დროს რატომ მირეკავდი კარგად ხარ?

მე: მოსაცდელში გელოდები, ჩამოდი.

მალევე გამოჩნდა, ცოტა არ იყოს და აღელვებული ჩანდა, რაზეც გამეცინა.

ის: ელი კარგად ხარ? შემაშინე. აქ ასე ადრე რა გინდა? რატომ არ გძინავს?

მე: კი კი კარგად ვარ, ნუ ღელავ. უბრალოდ ადრე გამეღვიძა და ვიფიქრე ერთად ვისაუზმებდით.

ის: კარგი აზრია, სასტუმროს სამზარეულო შვიდზე იღება, მანამდე მოვიცადით.

მე: შენ ასე ადრე რატომ გღვიძავს?

ის: არ ვიცი, მეც გამეღვიძა და ვიფიქრე ბარგს მაინც ჩავალაგებდი.

მე: კარგი აზრია, შემიძლია დაგეხმარო, თან არც მოგაცდენ.

ის: შენ მე ვერასდროს მომაცდენ ჩემი ფერია. ისე მეზარებოდა, წამოდი მომეხმარე.

ისევ არეულ ოთახში დავბრუნდით. ჯერ რაღაცეები მივალაგეთ და შემდეგ მან ბარგის ჩალაგება დაიწყო. თან რაღაცეებს მათვალიერებინებდა.

ის: ეს დედას ვუყიდე, უყვარს ასეთი ნაზი სამკაულები. როგორ ფიქრობ მოეწონება?

მე: ულამაზესია, დედაშენს კარგი გემოვნება ჰქონია. საყურეები?

ის: ეგენი ჩემი დისთვისაა, ჩემს უმცროს დას ძალიან უყვარს უჩვეულო და გამორჩეული სამკაულები, მთელს ეგვიპტეში ვერ იშოვი ასეთს.

მე: მაგარია, რამხელაა შენი და?

ის: ოცის გახდა წელს. მის ასაკში ასეთი რაღაცეების სიყვარული მოსალოდნელია.

მე: ჰო, მის ხელას მეც ისეთი რაღაცეები მეკეთა ხოლმე, ყველა თითზე ბეჭდები და ნუ მთელი ამბები.

ის: იქაც რომ იყოს ასეთი რაღაცეები, პირველი ჩემი და იქნებოდა. ეს ნახე, მამას ვუყიდე, ევროპაში ხშიარდ მოგზაურობს ხოლმე და სულ საათებს ყიდულობს.

მე: მაშინ ნამდვილად მოეწონება. რა კარგი ოჯახის წევრი ხარ აქ ქარიმ, არავინ გავიწყდება.

ის: ოჯახიც სწორედ ეგ არ არის? გახსოვდეს ყველა ყოველთვის და ყველგან.

მე: ჰო მართალია, ალბათ როგორ მოგენატრნენ.

ის: კი ძალიან. სამაგიეროდ დროის გასვლის შემდეგ მათი ნახვა ისეთი სასიამოვნო იქნება.

მე: ეგეც მართალია. უი მირეკავენ.

ჩანთის ჩხრეკვის დროს საფულე ამომივარდა და რაღაცეები ამოიყარა. თან ტელეფონს ვუპასუხე თან ვცდილობდი ამეკრიფა. ქარიმი მეხმარებოდა.

მე: სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ შეხვედრამ ერთი საათით გადაიწია, მშვიდად შევძლებ შენთან ერთად ყავის დალევას.

ის: კარგია, აი ესენი.

საფულე და რაღაც ნივთები მომაწოდა. ყველაფერი ადგილზე დავაბრუნე.

ის: რა კარგი ფოტოებია ლამაზი ხარ.

მე: მადლობა. პირადობისთვის გადავიღე ახლახანს და ზედმეტები არც კი ამომიღია. ნარცისი ადამიანივით თან დავატარებ საფულით. სახლში უნდა დავტოვო სადმე.

ის: შეგიძლია ერთი მაჩუქო?

მე: გაჩუქო? კი მაგრამ, რად გინდა?

ის: ასე ყოველთვის ახლოს მეყოლები.

მე: ამმ კარგი, როგორც გინდა.

ის: მადლობა. წამოდი ჩავიდეთ, ვისაუზმეოთ.

მე: წავიდეთ.

ერთად მივირთვით და ყავაც დავლიეთ.

მე: ჩემი წასვლის დროა, პირდაპირ სამსახურში წავალ. სახლში მისვლას ვეღარ მოვასწრებ.

ის: გაგაცილებ.

მე: თუ გინდა დაისვენე, გამოიძინე, ფრენისთვის მოემზადე.

ის: მაგას მოვასწრებ ოთხ საათამდე. ახლა შენ მოგაცილებ.

მე: კაი წავედით.

სამსახურამდე მიმაცილა და წავიდა. დღეც საკმაოდ მალე გავიდა. დრო მართლა ჩემს ჯინაზეა, ზოგადად დრო ყოველთვის ადამიანის წინააღმდეგაა. როცა გინდა, რომ გაჩერდეს, მირბის და როცა გინდა, რომ მალე გავიდეს უსაზღვროდ იწელება. სამსახურიდან მოწყენილი გამოვედი და პირდაპირ სასტუმროსკენ ავიღე გეზი. ის უკვე მოსაცდელში იყო და ჯავშანს აუქმებდა. გამიღიმა და ორი წუთით მოცდა მთხოვა. მალევე გააუქმა ჯავშანი და გამოვედით ტაქსის მოსაცდელად. იქვე სკამზე ჩამოვსხედით. ამოვიოხრე, სულ რაღაც ორ საათში ერთი თვით წავა.

მე: რა მალე გადის დრო.

ის: ხო. არ მინდა, რომ ასე იყოს.

მე: არც მე. საერთოდ მინდა, რომ დრო გაჩერდეს.

ის: ელი არ მოიწყინო რა? თუ მოწყენილი იქნები მეც მოვიწყენ.

მე: რთულია კარგ ხასიათზე ყოფნა.

ის: ვიცი ჩემი ფერია, მაგრამ უნდა ვცადოთ.

მე: მართალი ხარ. ალ ქარიმ ჩაგეხუტები რა?

ის: მოდი ჩემთან.

ხელები მაგრად მომხვია და მიმიხუტა. მეც მოვეხვიე და თავი მხარზე ჩამოვადე. მალევე მოვიდა ტაქსი და იქ გადავინაცვლეთ. მთელი გზა ვეხუტებოდი, წამითაც არ მოვცილებივარ. თვითონაც არ იყო წინააღმდეგი. აეროპორტში საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, ნუ გასაგებიცაა, სადაცაა ზაფხული მოვა და იწყება ეს მოგზაურობის სეზონი. ნეტავ ცოტა გვიან შესხლებოდა წასვლა, ან მე შემძლებოდა გაყოლა. მოსაცდელში ვისხედით. თითქოს ვერ ვიჯერებდი თუ ვიაზრებდი, რომ მიდიოდა და დაშორების განცდა არ მქონდა. ისე ნეტავ როგორია ფარაფრა? ბევრი წყლით და პალმებით? ნეტავ დიდია თუ პატარა. ბევრი ხალხი ცხოვრობს თუ ცოტა.

მე: ალ ქარიმ როგორია ფარაფრა?

ის: როგორია და ძალიან მწვანე და ცოცხალი. დაალხოებით ასი ადამიანი ცხოვრობს. პატარა სახლები აქვთ, ზოგს დიდიც. ძალიან ლამაზი მრგვალი ტბის გარშემოა ეს დასახლება. რკინის ჯიხურებში პატარა მაღაზიებია მოწყობილი. ფორმალურად პოლიცია და სასამართლო არსებობს, მაგრამ ხალხი ისე მშვიდობიანია, რომ გამოყენება არ აქვს. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამვლელმა მომთაბარეებმა ან ტურისტებმა დააზარალეს ადგილობრივები, ისე ეგეც არ ხდება ხოლმე ხშირად. მაგრამ ამ ორი წლის მანძილზე ერთი უცხო ტომი შემოგვესია. თავიდნავე რომ მშვიდობით მოსულიყვნენ წყალსაც მივცემდით, საკვებსაც და საცხოვრისსაც, მაგრამ მათ ხალხის აწიოკება ჰქონდათ განზრახული და ეს ცხადია არ დავუშვით. მას მერე სულ ირგვლივ არიან, მაგრამ იშვიათად თუ გაბედონ რაიმე. ნუ ფარაფრა მაინც მშვიდობიანია.

მე: კარგია. შენ ბავშვობიდან იქ ცხოვრობ?

ის: კი იქ დავიბადე და გავიზარდე. ძალიან მიყვარს იქაურობა, როგორც შენ- თბილისი. შენ რომ აქ არ გტოვებდე აფსოლიტურად ბედნიერი გავემგზავრებოდი.

მე: კარგია, რომ იქ გაატარებ ამ დროს.

ის: კაიროდან ფარაფრამდე ცხენით ერთი კვირა მოანდომებს ადამიანი, ქარავნის გარეშე. იქიდანაც ასე. იქ ორი კვირის გატარებაც კი სასიამოვნოა.

ოდნავ გამოვიწიე მისი მკლავებიდან და მზერა გავუსწორე.

მე: ალ ქარიმ რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს უნდა დარჩე. მოისურვილო იქაურობა, შენს ოჯახის წევრებთან დრო გაატარო. ის, რომ მე აქ ვარ, არანაირად არ გავალდებულებს ზუსტად ერთ თვეში დაბრუნდე. მართლა, დარჩი იმდენ ხანს, რამდენსაც გენდომება.

ის: ჩემო ლამაზო, რა კარგი გოგო ხარ. მერე შენ რომ მომენატრები? თანაც ძალიან ძალიან? როგორ გავძლო. როცა მექნება შანსი, რომ შენს გვერდით ვიყო და მე არ ვიქნები. შემდეგ წუწუნს რა აზრი ექნება, რომ მენატრები.

მე: როგორც საჭიროდ ჩათვლი ალ ქარიმ. მეც ძალიან მომენატრები, მაგრამ შემდეგ რომ გნახავ რა მაგარი იქნება.

ის: მართალია, მაგრამ მაინც. როგორც კი შევძლებ ჩამოვალ. შენს გარეშე საკმარისი დრო გავატარე. ახლა შენთან ერთად მინდა.

მე: მეც ძალიან. ნეტავ დარჩენა შეგეძლოს ან მე წამოსვლა. რა კარგი იქნებოდა.

ის: ხო ძალიან. ჩემს ოჯახს გაგაცნობდი, ფარაფრას ოაზისს ნახავდი. ძალიან მაგარი იქნებოდა. ერთად გავატარებდით იქ დროს და შემდეგ აქ დავბრუნდებოდით.

მე: ძალიან მაინტერესებს როგორ გამოიყურება ფარაფრა, იქაური ხალხი, შენი სახლი, ყველაფერი.

ის: შემდეგზე ერთად წავიდეთ აუცილებლად.

მე: კარგი იქნება. ისე უდაბნო მომენატრა კიდეც. ყვითელი ქვიშის მარცვლები, ბარხატები, ქარი. ლამაზია საჰარა. ლამაზი და სახიფათო.

ის: მართლა მოგენატრა?. იმ ყველაფრის შემდეგ?

მე: კი. იქ შენთან ერთად ვიყავი და ყველაფერი სხვანაირი იყო. ალბათ იქ, რომ მარტო ვყოფილიყავი და თან ყველაფერი მქონოდა, მაინც ცუდად დამამახსოვრდებოდა, მაგრამ იქ შენ გაგიცანი და ამაზე კაგრი ვერაფერი ვერ მოხდებოდა.

ის: ჩემო ფერია. შენ რომ გაგიცანი მაგაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა. საერთოდ.

ჩასხდომა გამოაცხადეს და ის უნდა წასულიყო. ორივენი ფეხზე ავდექით და შესასვლელისკენ წავედით. ამის იქით მე ვეღარ შევყვები. მაგრად ჩამეხუტა და მეც მოვხვიე ხელები. არ მინდა, რომ წავიდეს. ოდნავ მომცილდა და გამიღიმა. შუბლზე მომაკრა ტუჩები და თმებზე ხელი გადამისვა. ეხლა ვიტირებ. ვგრძნობ, რომ თვალებში წყალი ჩამოდგა.

ის: ჩემო ფერია, არ იტირო რა? თორემ ვერ წავალ.

მე: მომენატრები ალ ქარიმ, ძალიან.

ის: მეც ჩემო სიცოცხლე, ძალიან. გპირდები როგორც კი შესაძლო გახდება, დავბრუნდები.

მე: კარგი.

ის: ოღონდ შენ ცუდად არ იყო ხო? პირიქით, გაერთე, კარგი დრო გაატარე. მოიფიქრე, რომ ჩამოვალ ერთად რა გავაკეთოთ. დროც მალე გავა, აი ნახავ.

მე: კარგი. გპირდები, რომ ძალიან არ მოვიწყენ.

ჩამოშლილი თმა შევისწორე და რეზინის დამაგრებას ვაპირებდი, რომელიც რეალურად შარფია და ხან ყელზე მიკეთია ხან თმაზე.

ის: ელი შეგიძლია ეგ მე დამიტოვო?

მე: კარგი შენ გქონდეს.

კიდევ ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე. ახლა კი უნდა წავიდეს. თავს ძალა დავატანე, რომ ცრემლები არ წამომსვლოდა. თვითონაც უჭირს და არ მინდა დავამძიმო უარესად. გადამეხვია და წავიდა. სადამდეც შემეძლო ვუყურებდი და ხელს ვუქნევდი, გაქრა თუ არა, მეც ტირილი ამიტყდა.



№1  offline წევრი Firefly

საინტერესოა მომწონს
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent