შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი აღმოჩენა


16-04-2024, 22:15
ავტორი Olivia255
ნანახია 1 357

რა საოცარი სენია ფიქრი,ის ხომ მხოლოდ შენია...ამ სენის შეყრიდან ეს სამყარო მრავალჯერ დავკარგე და როგორც იქნა ვიპოვე კიდეც. რად ღირს ჩემი ცხოვრება? სიყვარულისთვის! მე მას ვხედავ,იგი ლამაზი,ფერადი და უზარმაზარია,მოდის და მის სივრცეში თვალდახუჭული ვეშვები,სიამოვნების უზარმაზარი ძალა სუნთქვას მიკრავს,მის სივრცეში ვტრიალებ,ვტრიალებ და მშვენიერება თავბრუს მახვევს. ყველაზე მაღალ მწვერვალზე ამიყვანს,სადაც ღრუბლებთან შეხებაა შესაძლებელი,ხელებს გამაშლევინებს და გადმოვეშვები. ვიცი,რომ წუთები დათვლილი მაქვს,მაგრამ ყოველი წამი საუკუნო სიამოვნებას მგვრის. ძირს ვეცემი და ის ტკივილი ჩემთვის არაფერია,ავდგები და ისევ მზად ვარ ცხოვრებაში ასეთი დაცემისთვის! თუმცა როდემდე,ამოიოხრა და ახლა მარჯვენა მხარეს გადაბრუნდა,ძილი არ ერეოდა გოგონას,რაღაც აწუხებდა,რაღაც ისეთი რითაც უკვე წლებია იტანჯებოდა და ეს იყო ნაწყვეტები მისი წარსულიდან, რომელნიც იმდენად მწარედ დაამახსოვრდა როგორც არ უნდა ნდომებოდა ვერ დაივიწყებდა. ან ვინ დაივიწყებს ისეთ რამეს რაც მას გადახდა თავს. ამხელა ტრაგედია განა ყველასთან ხდება,იგრძნო რომ თვალები დაუსველდა და მწარედ ამოისლუკუნა. მშობლები ენატრებოდა,მაგრამ მხოლოდ მათ საფლავზე მისვლა არ აკმაყოფილებდა,უნდოდა მასთან ყოფილიყვნენ,მის გვერდით,გაემხნევებინათ, დაეტუქსათ,ხშირად დაერეკათ და ეთქვათ რომ სახლში მალე მისულიყო,რომ ფრთხილად ყოფილიყო,თბილად ჩაეცვა. მაგრამ ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში 3 წლის ასაკში დასრულდა,ახლა კი სრულიად მარტო ცდილობდა ყველაფრისთვის თავი მოეყარა და საკუთარ თავზე ისე ეზრუნა როგორც დედა და მამა იზრუნებდნენ. იმდენ ხანს იტირა,ბოლოს ცრემლებიც კი გამოელია და დაღლილობისგან დილის 5 საათზე ჩაეძინა. რამოდენიმე საათში კი უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყო და ყველასთვის ისე მოეჩვენებინა თავი,რომ თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად იყო,ვერ იტანდა ვიღაცას რომ ეცოდებოდა,ან შესაცოდი რა ჰქონდა,მისი აზრით ძალიან ძლიერი იყო ამ ყველაფერს სრულიად მარტო რომ უმკლავდებოდა. მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა რომ საკუთარ თავს ატყუებდა. ტრაგედიამ, რაც მის ცხოვრებაში ძალიან ნაადრევად მოხდა,ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ცხოვრებაც უფრო გაურთულა. თუმცაღა გოგონა არ ნებდებოდა,სრული შემართებით მიიწევდა წინ მაგრამ თვითონაც ხვდებოდა რომ დიდხანს ასე ვეღარ გააგრძელებდა. სულ ორი საათით ეძინა,შემდეგ კი მაღვიძარას საზარელმა კივილმა გააღვიძა,სასწრაფოდ გათიშა,ამოიოხრა და თავისთვის ჩაიბურდღუნა
"კიდევ ერთი ჯოჯოხეთური დღეც დაიწყო."
*******
-ღმერთო როგორ ცივა,-ჩავიდუდღუნე და სწრაფად ჩავირბინე კიბეები ავტობუსისთვის რომ მიმესწრო. გამოცდის წინა დღეებში დაგვიანება ნამდვილად არ მაწყობდა,საერთოდ რომ გამოვიდე უნივერსიტეტიდან? არა,არა. მე ეს მჭირდება და თან როგორ,ჩემს მომავალზე ხომ უნდა ვიზრუნო,კარგი სამსახური მინდა,ბევრი ფულიც მინდა...ეეეხ რა ტიპი ვარ,მასე ადვილად რომ ხდებოდეს ყველაფერი დღესდღეობით ყოველი მეორე მილიონერი იქნებოდა. ფიქრებიდან გამოვერკვიე და დროს დავხედე,კიდევ ნახევარი საათი მქონდა და ჩემდა საბედნიეროდ ავტობუსიც მოვიდა,ხელი ავუქნიე და სიცივისგან უკვე გალურჯებული სწრაფად ავხტი ზემოთ რომ ცოტათი მაინც გავმთბარიყავი. ცარიელი ადგილის დანახვისთანავე გავემართე უკან და დავჯექი სანამ ვიღაც სხვა დამასწრებდა. ბედი მაქვსო მე უნდა ვთქვა,თავი ცივ ფანჯარას მივადე და ისევ ფიქრებმა წამიღო... რომ არა ვიღაც ბიჭი, რომელიც ნაზად შემეხო მხარზე ალბათ კიდევ დიდხანს ვიძინებდი.
-გოგონა,ბოლო გაჩერებაა,-ამის გაგონება იყო და თვალებ გაფართოებული წამოვფრინდი, ზურგჩანთას ხელი დავავლე და გასაქცევად გამზადებულს მადლობის თქმაც კი დამავიწყდა,სწრაფად შემოვბრუნდი და ისევ იმ ნაცრისფერ თვალებს წავაწყდი, ოღონდ ამჯერად ზედმეტად ახლოს იყვნენ ჩემს სახესთან,მაშინვე ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი და ბიჭის ხითხითი არ შევიმჩნიე ისე მოვუხადე მადლობა.
-მადლობა რომ გამაღვიძე,თორემ ალბათ ისევ უკან გავყვებოდი ავტობუსს,-საყვარლად გამიღიმა და თავისი ქათქათა კბილები გამოაჩინა
-მთლად გმირადაც ნუ შემრაცხავ, შენნაირ ლამაზ გოგოს არავინ დატოვებდა ავტობუსში უყურადღებოდ,ნუ თავად მძღოლს თუ არ ჩავთვლით-საეჭვოდ გახედა ავტობუსის მძღოლს და ისევ ღიმილით მომიბრუნდა უკან ამჯერად ხელგამოწვდილმა.
-გეგა,
-ლილე,სასიამოვნოა-სწრაფადვე ჩამოვართვი ხელი და ოდნავ გავუღიმე-მაპატიე მაგრამ ლექციაზე მაგვიანდება და უნდა გავიქცე,-პასუხს არც დავლოდებივარ ისე ჩავედი ავტობუსიდან და უნივერსიტეტისკენ გავუყევი გზას. დილაც ასეთი უნდა,თავი კორეულ დრამაში მეგონა,ერთი სხვაობა ის იყო რომ ბოლოს კოცნით არ დავამთავრეთ და არცერთი ჩვენგანი არ მოკვდა... ღმერთო რა სისულეებზე ვფიქრობ არადა რა ლამაზი იყო...ასეთი თვალები პირველად დავინახე,ასეთი...ნაცრისფერი, თმაც თითქოს სპეციალურად ქონდა ასეთი მუქი,რომ თვალები უფრო გამოკვეთილი ჰქონოდა,სახის ნაკვთებზე აღარაფერს ვამბობ...ჩემი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე არ უნდა გამიჭირდეს მისი ფურცელზე გადატანა,საღამოსთვის საქმეც გამომიჩნდა...თავი გავიქნიე და სამხატვრო აკადემიის კარი შევაღე.
*******
ტელეფონის ზმუილმა გამაღვიძა,გაღიზიანებულმა დავავლე ხელი და მეორე ხაზზე გეგას ხმა რომ გავიგე მაშინვე წამოვფრინდი
-რაა?-გაკვირვებულმა ესღა აღმოვთქვი,გეგამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამიმეორა და მისამართიც გამომიგზავნა. -20 წუთში მანდ ვარ-ვუთხარი,გავუთიშე და სასწრაფოდ დავიწყე გამზადება,ეს თუ სიმართლე აღმოჩნდა ჩემი ცხოვრება საბოლოოდ სრულყოფილი გახდება და უფრო მშვიდადაც ვიქნები. მანქანის და სახლის გასაღები ავიღე და სწრაფი ნაბიჯით გავედი გარეთ.
-ამის დედაც როგორ ცივა,-სწაფად ჩავჯექი მანქანაში და გეგას გამოგზავნილ ლოკაციას გავყევი,ათასი რაღაც მიტრიალებდა თავში მაგრამ გადავწყვიტე დავმშვიდებულიყავი და ჯერ გეგას დავლაპარაკებოდი. ზუსტად 20 წუთში ადგილზე ვიყავი და გეგაც დავინახე მაკ დონალდსის შესასვლელთან მელოდებოდა,ხელით მანიშნა გადავსულიყავი და მეც დავაპარკინგე მანქანა და გადავედი.
-წამო რა მაგრად მშია,შიგნით ვილაპარაკოთ. კარი შევაღეთ და მოუთმენლად დაველოდეთ ჩვენი რიგის მოსვლას...

                          *****
-ლილეე წამოდი რაა,რამდენი ხანია ჩვენთან ერთად არსად არ წამოსულხარ,-შემომჩივლა ანამ და კიდევ ერთხელ შემომხედა საწყალი თვალებით,რომ როგორმე დავერწმუნებინე მასთან და კიდევ რამოდენიმე მეგობართან ერთად წვეულებაზე წავსულიყავი. ამოვიოხრე და კიდევ ერთხელ გავუმეორე
-რატომ უნდა წამოვიდე ვიღაც უცნობი ტიპის წვეულებაზე,თან ხომ იცი,დღეს საღამოს ცვლაში ვარ და ვერ გადავცვლი,-ამოიოხრა და როგორც იქნა დანებდა ჩემს დაყოლიებას.
-ნუ კარგი მაშინ,წადი მაგ შენს საყვარელ სამსახურში და ყოველთვის ყველანაირ გართობას გამოაკლდი,მაგრამ გახსოვდეს-სხარტად შემომიბრუნდა და საჩვენებელი თითი გამოიშვირა ჩემსკენ-მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ,მასეთი ტემპით თუ გააგრძელებ,შენი შვილიშვილებისთვის მოსაყოლი არაფერი არ გექნება საინტერესო.-ტუჩები აიბზუა საყვარლად,აი მე კი გემრიელად ავხარხარდი.
-ოხ ანა...
ლექციების დამთავრებისთანავე დავემშვიდობე ანას და ვთხოვე ჩემს მაგივრადაც დაელია და მერე ყველაფერი მოეყოლა ჩემთვის. სამსახურისკენ წავედი, რომელიც არც თუ ისე შორს იყო უნივერსიტეტიდან და უკვე ყურსასმენების გაკეთებას ვაპირებდი ნაცნობი ხმა რომ გავიგე.
-ლილე,-შევტრიალდი და ჩემსკენ მომავალი გეგა დავინახე,მომიახლოვდა და ისევ ისე მომნუსხველად გამიღიმა.
-შენ რა მითვალთვალებ?-ვკითხე და თვალები ნახევრად მოვჭუტე,ჩემს საქციელზე გაეცინა და თავი გაიქნია.
-არა,მაგრამ შენნაირი გოგოს თვალთვალზე უარს ვინ იტყოდა?-მეც გამეღიმა
-ანუ სტალკერობას აწვები? თუ ეს გოგოების მოხიბვლის ერთ-ერთი ახალი ხრიკია?-გზა გავაგრძელეთ და გეგაც გამომყვა
-შეიძლება მასეც,ითქვას, თუმცა არ ფიქრობ რომ ციხისთვის ზედმეტად ახალგაზრდა და სიმპატიური ვარ?-წარბებიც ამითამაშა და გვერდულად გაიღიმა.
-ზედმეტად ახალგაზრდა ხარ კი სიმპატიურის რა გითხრა,მაგრამ ჩემს დასტალკვას თუ გააგრძელებ მომიწევს გაგწირო-არც მე ჩამოვრჩი,ორივე ხელი ზემოთ ასწია დანებების ნიშნად
-გასაგებია ქალბატონო, შევეცდები ეს შეცდომა აღარ გავიმეორო და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ მოგინახულოთ. მაგრამ მართლა თვლი რომ სიმპატიური არ ვარ? გოგოები პირდაპირ გიჟდებიან ჩემზე.
-აი ხომ ხედავ? ეს უკვე მომწონს და კი ვთვლი რომ ოდნავადაც არ ხარ სიმპატიური და გოგონებს რა აგიჟებთ ნამდვილად ვერ გეტყვი,ალბათ უფრო ის რომ ცდილობ კაი ტიპის როლი მოირგო,რაც აშკარად არ გამოგდის.
-ტრენდს ჩამორჩი აშკარად,კაი ტიპი კი არა ახლა მასეთებს bad boy's უწოდებენ რაც მე ნამდვილად არ ვარ მაგრამ თუ ასე თვლი მომიწევს წარმოდგენა შეგიცვალო. საით გაგიწევიათ თუ არ მიწყენთ რომ გეკითხებით?-მკითხა გეგამ და თან ყავა გამომიწოდა, რომელიც არც კი შემინიშნავს ხელში რომ ეჭირა,ვაღიარებ ისეთი სიმპატიური იყო მის გარდა ვერაფერს ვამჩნევდი და ალბათ სწორედ ამიტომაც გამომრჩა მხედველობიდან ხელში ორი ყავის ჭიქა რომ ეჭირა. პირველი ნაწილი გამოვტოვე და აქცენტი ყავაზე გავაკეთე.
-ჰმ,უცხოებს არ ვენდობი და საერთოდაც,საიდან გაიგე რომ კაპუჩინო მიყვარს?-ყავა მაინც გამოვართვი და მადლობა მოვუხადე.
-გოგონების უმეტესობას კაპუჩინო ან ლატე მოგწონთ-მხრები აიჩეჩა. ყავა მოვსვი და გავხედე
-აჰამ,ანუ ბევრ გოგოს ხვდები?
-არა კურსელი გოგოებისგან ვიცი,მაგრამ თუ ძალიან გაინტერესებს გეტყვი რომ ჯერ ვერ ვიპოვე ისეთი,ვინც ჩემს გემოვნებაში ჯდება.
-და შენს გემოვნებაში როგორი ჯდება?-ვკითხე და ყავის ჭიქას ხელები შემოვხვიე,რომ გავმთბარიყავი. თვითონაც მოსვა ყავა და დაფიქრდა.
-ჭკვიანი გოგოები მომწონს-თვალი ჩამიკრა და ისევ გამიმეორა კითხვა
-სად მიდიხარ?
-სამსახურში.-მოკლედ ვუპასუხე
-რა ყოჩაღი ხარ,გამოდის ბევრისგან განსხვავებით დამოუკიდებლად ცხოვრება აგირჩევია.
-რას გულისხმობ?
-იმას,რომ ახლანდელი გოგოების უმეტესობა მშობლების ფულით ცხოვრობს,შენ კი ასეთი ახალგაზრდა უკვე მუშაობ და თავს შენით ირჩენ დამოუკიდებლად.- გავღიზიანდი ზედმეტის უფლებას რომ აძლევდა თავს,გავჩერდი და გაბრაზებულმა ვუპასუხე
-იცი რა? მგონი ერთი დღის გაცნობილისთვის ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევ თავს და ის ფაქტორი ალბათ სრულიად გავიწყდება რომ შენ ისევე როგორც მე ერთმანეთისთვის უცხო ვართ,ყავისთვის მადლობა,მაგრამ მირჩევნია გზა მარტომ გავაგრძელო.-ყავა ნაგვის ურნაში ჩავაგდე გამწარებულმა და უკან მოვიტოვე გაკვირვებული გეგა,რომელიც აშკარად არ ელოდა ჩემგან ასეთ რეაქციას. რა იდიოტია!
*******
სამსახურში ცოტა გათიშული ვმუშაობდი,რაც უფროსს არ გამორჩენია და შენიშვნაც კი მომცა,ოხ ეს გეგა...სადმე თუ ისევ გადამეყარა ალბათ ცემით სულს ამოვხდი...
-ლილე,მეხუთე მაგიდას შეგიძლია მოემსახურო? საპირფარეშოში უნდა გავიქცე გთხოვ რა,-სოფოს ხმამ გამომაფხიზლა რომელსაც აშკარად ეჩქარებოდა სიგარეტისთვის საპირფარეშოში გასვლა,გავუღიმე
-წადი წადი,მე მივხედავ,-უკან არ მოუხედავს ისე გაიქცა. ჩავიცინე,თმა და ფართუკი შევისწორე და მეხუთე მაგიდისკენ წავედი, ბლოკნოტი და კალამი გავამზადე და გაღიმებულმა ვუთხარი
-გამარჯობა,დღეს მე ვიქნები თქვენი მიმტანი,უკვე გადაწყვიტეთ რას მიირთმევთ?
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და მარტო ორი ყავა შეუკვეთეს. შეკვეთა მალევე მივუტანე და მუშაობა გავაგრძელე,თუმცა მთელი დღის განმავლობაში ვამჩნევდი როგორ მადევნებდნენ თვალს,რაც საშინლად არ მსიამოვნებდა. დღემ უცებ ჩაიარა და 9 საათიც გახდა,ყველას დავემშვიდობე და გასახდელისკენ წავედი,სწრაფად გამოვიცვალე და გარეთ გავედი. სახლისკენ მიმავალმა შევნიშნე რომ უკან ვიღაც მომყვებოდა,გავჩერდი და შევტრიალდი თუმცა ვერავინ დავინახე.
-რა უცნაურია,-ჩავილაპარაკე და გზა სწრაფი ნაბიჯით გავაგრძელე. მისვლისთანავე კარი შიგნიდან ჩავკეტე და გარეთ გავიჭყიტე,თუმცა ვერავინ ვერ დავინახე,ამოვისუნთქე,ჩანთა ძირს დავაგდე და აბაზანისკენ წავედი. შხაპმა ძალიან დამამშვიდა,უფრო დიდხანს გავჩერდებოდი მაგრამ გამახსენდა რამდენი სამეცადინო მქონდა გამოცდებისთვის,ამოვიოხრე და თბილი შხაპიდან გამოვედი,სწრაფად ჩავიცვი ტანსაცმელი და პირსახოცით თმის გაშრობა დავიწყე,როცა მოულოდნელად შუქი ჩაქრა და აბაზანისკენ მომავალი ნაბიჯების ხმა გავიგონე,კარებს ყური მივადე და ჩუმად ჩავკეტე,ჩურჩულის ხმა ისმოდა მაგრამ რას ამბობდნენ ვერ ვარჩევდი,შევკრთი როცა სახელური ფრთხილად ჩამოსწიეს რომ შეემოწმებინათ ღია იყო თუ არა,პირზე ხელაფარებულმა გავაგრძელე მათი ჩურჩულის მოსმენა,აშკარად ორნი იყვნენ,ორი უცხო ხმა ისმოდა,მხოლოდ ის გავიგონე როგორ უთხრა ერთმა მეორეს,ისევ აბაზანაშია,წამო მანქანაში რაღაც დამრჩაო. ნაბიჯების ხმამ იკლო და მივხვდი რამეს თუ არ მოვიმოქმედებდი რამეს დამიშავებდნენ. წყალი ისევ მოშვებული დავტოვე და ფრთხილად გავაღე აბაზანის კარი,გავიჭყიტე რომ შემემოწმებინა წავიდნენ თუ არა და როგორც კი დავრწმუნდი რომ იქ ჩემს გარდა არავინ არ იყო,მაშინვე სწრაფი,მაგრამ ჩუმი ნაბიჯებით წავედი საძინებლისკენ....
******
საძინებელში შესვლისთანავე ტელეფონს დავავლე ხელი და პატარა აივანზე გავედი იმის იმედით რომ იქ ვერავინ მომაგნებდა,არც ისე ლოგიკური იყო მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,გარეთ რომ გავსულიყავი უეჭველად ვიცოდი,რომ იქ სადღაც დამხვდებოდნენ. სწრაფად ავკრიფე 112 და მოუთმენლად დაველოდე როდის მიპასუხებდნენ თან აივნის კარის ფანჯრიდან ვამოწმებდი ისევ ვინმე ხომ არ შემოვიდა ოთახში.
-112 გისმენთ.-გაისმა მოულოდნელად ხმა და მაშინვე ყველაფერი დავფქვი აღელვებულმა
-ჩემს სახლში ვიღაცები შემოიჭრნენ...არ ვიცი რატომ,არც ის ვიცი ვინ არიან,მხოლოდ ის ვიცი რომ წუთი წუთზე დაბრუნდებიან და დიდი დრო არ მაქვს,დამეხმარეთ გთხოვთ-ვჩურჩულებდი და თან ვამოწმებდი ვინმე არ დამდგომოდა თავზე.
-თქვენი სახელი და გვარი და მისამართი მითხარით ქალბატონო,-გაისმა ისევ ქალის მშვიდი ხმა
-ლილე აბრამია,ჩემი მისამართია ამაღლების ქუჩა ნომერი 7.
-10 წუთში პოლიცია ადგილზე იქნება,მანამდე კი გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.-ეს იყო და ყურმილი გამითიშეს. ჯანდაბა, ჯანდაბა,ჯანდაბა. 10 წუთში რომ დაბრუნდნენ რა გავაკეთო. ქვემოთ გადავიხედე,თუმცა ვერავინ დავინახე. ისევ ნაბიჯების ხმა გავიგე,ო არა,აქ არიან. ახლა რა ვქნა,პოლიცია ჯერ ისევ არაა ადგილზე,ღმერთო მიპოვიან რა გავაკეთო. ამ ფიქრებში ვიყავი როცა თავში ერთმა აზრმა გამიელვა. მე ხომ მეორე სართულზე ვარ,არც ისეთი მაღალია,ქვემოთ რომ ჩავძვრე,შემიძლია სადმე დავიმალო პოლიციის მოსვლამდე. ოთახში შევიჭყიტე და ორი სილუეტი დავინახე აბაზანასთან იდგნენ ჩემგან ზურგით. პირჯვარი გადავიწერე და აივნიდან გადავძვერი. ჩუმად ვცდილობდი ქვემოთ ჩაძრომას და ვცდილობდი არავის დავენახე,თუმცა მე ხომ ბედი არ მაქვს,ნაწვიმი იყო და ფეხი საშინლად ცურავდა...როცა უკვე მეზობლის აივანზე ვაპირებდი გადაძრომას ფეხი დამისხლტა,წონასწორობა დავკარგე და აივნიდან გადავვარდი... ჩემი შეცდომა ის იყო რომ გადავარდნისას ბოლო ხმაზე ვიკივლე,რაც ჩემს სახლში შემოჭრილებმაც გაიგეს,დავინახე აივნიდან როგორ გადმოიხედეს,მაგრამ უკვე გონება მებინდებოდა,თავთან რაღაც ბლანტი,თბილი სითხე ვიგრძენი და ვეცადე გამეგო რა იყო,თუმცა ხელის გამოძრავებისას საშინელი წვა ვიგრძენი და ისევ წამოვიყვირე. მორჩა,ახლა უკვე ვერსად ვეღარ გავექცევი,მიპოვეს და იმას გააკეთებენ რისთვისაც მოვიდნენ...
-ლილე!-ნაცნობი ხმა მომესმა,თუმცა ალბათ მეჩვენებოდა კიდეც, ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა,ვერაფერს ვარჩევდი,მხოლოდ სილუეტს ვხედავდი ჩემსკენ რომ მორბოდა როცა მომიახლოვდა მაშინვე ვიცანი,მისი თვალების დანახვისას შვებით ამოვისუნთქე.
-გეგა...-წავიჩურჩულე,ჩემს გვერდით მუხლებზე დაეცა და ვიღაცას დაუყვირა
-შენობა შეამოწმეთ და სასწრაფოს დაურეკეთ!-ჩემსკენ მობრუნდა-ლილე...თვალები არ დახუჭო კონცენტრირდი-ვხვდებოდი როგორ მამოწმებდა,დაზიანებებს ეძებდა გამალებით.
-გეგა მე...-წამოვახველე და ისევ ის თბილი,ბლანტი სითხე ვიგრძენი. ხელი თავის ქვეშ ამომიდო და მიმიხუტა
-ენერგიას ნუ ხარჯავ,-მეორე ხელი ლოყაზე მომკიდა და თავი ფრთხილად მისკენ შემაბრუნებინა-სასწრაფო მალე მოვა,მერე ვილაპარაკოთ
-არა...-მაინც არ ვნებდებოდი,-მე ისინი დავინახე...მე...იმ ღამეს ქუჩაში...-მივხვდი ენერგია როგორ მეცლებოდა
-ლილე,ვინ დაინახე,-თუმცა უკვე ლაპარაკის ძალა აღარ მქონდა-ლილე! თვალები გაახილე!-მესმოდა გეგა როგორ ყვიროდა და მთხოვდა თვალები არ დამეხუჭა
-მეძინება...-ამოვილიღლუღე
-არა,არა,არა,არა,არ გაბედო,ლილე თვალები არ დახუჭო,ჯანდაბა დაუჩქარეთ თავიდან სისხლდენა აქვს-გეგას აღელვებული ხმა უკვე ძალიან შორიდან მესმოდა და სიბნელეში ვიძირებოდი...თუმცა სანამ ბოლომდე გავითიშე კიდევ ერთი სილუეტი დავინახე გეგას გვერდით,რომელიც აშკარად რაღაცას ამბობდა...



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო დასაწყისია .ველოდებით შემდეგ თავს..

 


№2  offline წევრი Olivia255

Daldoni Daldoni
საინტერესო დასაწყისია .ველოდებით შემდეგ თავს..

❣️❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent