ჩაკეტილი სივრცე 21 თავი
-ნინი? -დაიბნა -როგორ ხარ?-მოკრძალებით ვკითხე -კარგად შენ?- გამიღიმა -კარგად. თამაში არ ანგარიშით დასრულდა? -2:0 წავაგეთ -სამწუხაროა-მოვიწყინე-ძალიან განიცადა? -კი-გაეცინა-ძლივს დავაწყნარეთ მე და ლიკამ -საყვარელიი -სხვა? შენ როგორ ხარ რას შვები?- მზერა გამისწორა -რავიცი- დავიბენი -დიდიხანია რაც აქ დაიწყე მუშაობა? -არცესე, 31 დეკემბერს დამიბარა გასაუბრებაზე თიკამ, ჩვენმა მენეჯერმა და 1 იანვარს უკვე მუშაობა დავიწყე. -წარმატებები -მადლობა, ხო მართლა თიკა გასულია და მალე დაბრუნდება, თუ გინდა დაელოდე -ვურეკავ და არ მპასუხობს -ტელეფონი კაბინეტში დარჩა -ძალიან მეჩქარება ნამდვილად იცი რომ მალე დაბრუნდება? -ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დიდიხნით არასდროს გადის. თუ სხვა არაფერი გჭირდება საქმეს დავუბრუნდები -რა თქმა უნდა-გამიღიმა და გარეთ გავიდა მოსაწევად. მე კი პროდუქტის დალაგება განვაგრძე თაროებზე. თიკას ლოდინმა ისე დაღალა ლევანი რომ ისევ მაღაზიაში შემოვიდა- შენი აზრით მაქსიმუმ რამდენ ხანს ხანს გაძლებს ტელეფონის გარეშე?- ინტერესით მკითხა და მზერა გამისწორა -წარმოდგენა არ მაქვს- დაუფიქრებლად ვუპასუხე და ხელში დაცარიელებული კალათები ავიღე -ლევან- სადღაც შორიდან მოგვესმა თიკას მხიარული ხმა, რომელსაც ბრენდული ტანსაცმლის მაღაზიების პარკები ეჭირა ხელში -როგორც იქნა- უკმაყოფილო ტონით თქვა ლევანმა და გაბრაზებული სახით მიტრიალდა მისკენ. თიკამ მისი მრისხანე მზერ აარ შეიმჩნია ლოყაზე ხმაურით აკოცა და თავისი კაბინეტისაკენ წაიყვანა. მე არც კი შემიმჩნია. დაცარიელებული კალათები საწყობში შევიტანე და ხელახლა შევავსე თაროზე დასაწყობი პროდუქტებით. იმ დღეს ძალიან დიდი დატვირთვით მომიწია მუშაობა რადგან ფასდაკლების დღე იყო მაგრამ დაღლილობას საერთოდ ვერ ვგრძნობდი რადგან ჩემი გონება მთლიანად თიკათი და ლევანითი იყო მოცული. ინტერესი მკლავდა, ისე მინდოდა გამეგო ერთმანეთისთვის ვინ იყვნენ მაგრამ ვერცერთი თანამშრომლისთვის კითხვა ვერ გავბედე, მომერიდა. იმ დღის მერე ლევანი მაღაზიაში მოსული აღარ მინახია, ამიტომ კიდევ უფრო გამიმძაფრდა ინტერესი იმისა თუ ვინ იყვნენ ის და თიკა ერთმანეთისთვის და რა ხდებოდა მათ შორის. მაღაზიაში მუშაობა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მე წარმომედგინა რადგან ყოველდღიურ ფიზიკურ დაღლასთან ერთად მუდმივად განვიცდიდი სტრეს რომელსაც უკმაყოფილო მომხმარებლეზე მეტად ქედმაღალი მენეჯერი განმაცდევინებდა. თავიდან თიკა მომწონდა რადგან ჩემს მიმართ ყურადღებას იჩენდა მაგრამ ნელ-ნელა საკუთარი რეალური სახე გამოაჩინა ამიტომ მის მიმართ უარყოფითად განვეწყვე. -ვაჩე? შენ აქ რას აკეთებ?- გაოცებისგან ლამის პირი დავაღე როცა ვარდების თაიგულით ხელში დამადგა სალაროსთან მუშაობის დროს -მინდოდა მუშაობის დაწყება მომელოცა- გამიღიმა და თაიგული გამომიწოდა -მადლობა- გავუღიმე და გამოვართვი -შესვენება გაქვს ახლა ხო? -კი -წინაადეგი ხომ არ იქნები რომ ყავაზე დაგპატიჟო? -რა თქმა უნდა არა- ვუპასუხე თვალებგაბრწყინებულმა და სალარო სწრაფად გადავითვალე, პროგრამა ჩავხურე და მასთან ერთად ქუჩაში გავედი. ცოტა ხანს ფეხით ვიარეთ შემდეგ კაფეში შევედით და ვილაპარაკეთ. -გეგამ მითხრა რომ სახლში დაბრუნდი, ძალიან მიხარია -იძულებული გავხდი ასე მოვქცეულიყავი... -ასე ჯობია! ახლა შვიდად იქნება დედაშენი და წნევები აღარ შეაწუხებს -ჰო მაგრამ...-წუთით ჩაფიქრდა და უეცრად სხვა თემაზე გადავიდა- სამსახურის საქმეები როგორ მიდის? მოგწონს მანდ მუშაობა? -არა რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა რა გზაა... -ნიცამ როგორ მიიღო ეს ყველაფერი? გაუჭირდა უშენობა? -ძალიან! -შეეჩვევა -ყოველ დღე ტირის -ჩემი პატარა -ძალიან ენატრები -მეც მენატრება- ღიმილით მითხრა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. დრო ისე სწრაფად გავიდა რომ წესიერად დალაპარაკება ვერ მოვახერხეთ. გული დამწყდა, მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე და ცრემლების გარეშე გავაცილე ტაქსისკენ მიმავალი. მუშაობის დაწყების შემდეგ ვფიქრობდი რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ სულ ტყუილად... მუშაობის დაწყების დღიდან ისე დამეძაბა დედასთან და გეგასთან ურთიერთობა როგორც არასდროს. ნიცასაც უჭირდა მთელი დღე ჩემს გარეშე ყოფნა ბებოსთან და მიასთან ერთადზ ამიტომ ხშირად მებუტებოდა და ტიროდა. თითქმის ყოველდღე მაკითხავდა გეგა სამსახურში ამიტომ იძულებული გავხდი განქორწინების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმემართა. ვფიქრობდი ახლა მაინც გაიაზრებს, რომ მე მისი საკუთრება აღარ ვარ და თავს დამანებებს-მეთქი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავი შორს დაეჭირა ჩემგან, მეორე დღესვე სამსახურში მომივარდა. გაქცევა არ მიცდია რადგან აზრი არ ჰქონდა. ადრე თუ გვიან ამ წუთების გადატანა მაინც მომიწევდა. დამინახა თუ არა მაშინვე გიჟივით მომვარდა, მაჯაზე უხეშად წამავლო ხელი და გასასვლელი კარისკენ ძალდატანებით წამიყვანა. ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი მაგრამ ძალა არ მყოფნიდა. კიბეები უმისამართო გინებით ჩამარბენინა და ქუჩაში გამიყვანა -გამიშვი-ვუღრიალე ბოლო ხმაზე როცა მანქანასთან ძალდატანებით მიმათრია -შენს დედს შევ..ი მე-დამიღრიალა და კარი გააღო -ხელი გამიშვი ავადმყოფო -ჩაჯექი-დამიღრინა და მზერა გამისწორა -არ ჩავჯდები -შენი დედაც-დამიღრიალა და მანქანაში ჩემი ძალით ჩატენვა სცადა, მაგრამ ისე ვიყავი გაგიჟებული,რომ ჩემი დამორჩილება ვერ მოახერხა და სწორედ მაშინ როცა ძალა გამოცლილს ყველა იმედი გადამეწურა ჩვენს წინ მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა. წამიერად გეგას ყურადღება გაეფანტა, ამ მომენტით ვისარგებლე და მისი ხელიდან გასხლტომა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი -საით -ცინიკური ტონით მკითხა უეცრად აზრზე მოსულმა და თავისკენ უხეშად მიმიზიდა -გთხოვ გამიშვი-ტირილის ნოტები შემეპარა ხმაში -ჩაჯექი-საპასუხოდ მხოლოდ ეს მითხრა და მანქანის ღია კარისკენ მიმითითა -შენთან ერთად არსად წამოვალ -ნინი!-ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა და სწორედ მაშინ როცა კოცნა დააპირა ლევანის მბრძანებლურმა ხმამ გაკვეთა ხმაურიანი ქუჩის საზარელი სიჩუმე -ხელი გაუშვი -ეს ვინ ჩემი *ლეა- ინტერესით მკითხა გეგამ და მკვლელი მზერა ესროლა ლევანს -ხელი გაუშვი!-მშვიდად გაუმეორა განრისხებულმა ლევანმა თავლებჩაწითლებულ გეგას და კიდევ უფრო შეამცირა ჩვენს შოროს არსებული მანძილი -იცნობ?-ისე მკითხა გეგამ წამით თვალი არ მოუშორებია ლევანის მრისხანე სახისთვის. მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე ამიტომ ბოლო ხმაზე მიღრიალა-იცნობ? -შე ნაბ*ჭვარო-დაუღრინა ლევანმა და როგორც კი დაბნეულმა გეგამ ინსტიქტურად ხელი გამიშვა სახეში მუშტი მთელი ძალით დაარტყა. ტუჩგახეთქილმა გეგამ ხელით მოსინჯა ჭრილობა და სისხლი ზიზღით გადმოაფურთხა.სანამ გეგა აზრზე მოსვლას ცდილობდა ლევანი მშვიდად იდგა და მის საპასუხო რეაქციას ელოდებოდა, არც კი უფიქრია თავდასხმა. -მოგკლავ-დაუღრინა გეგამ როცა როგორც იქნა გაიაზრა მომხდარი, მაგრამ სანამ რამეს მოიმოქმედებდა კიდევ ერთხელ დაარტყა სახეში ლევანმა და მოულოდნელად ხელი ჩამკიდა -წამოდი-ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა და წამიერად მზერა გამისწორა- -ნინი-ბოლო ხმაზე იღრიალა გეგამ და ჩვენსკენ გამოიწია, მაგრამ შემოკრებილი ხალხი უფლებას არ არ მისცა რომ ჩემთან ახლოს მოსულიყო. ლევანი ჩემს პასუხს აღარ დალოდებია მანქანისაკენ წამიყვანა, კარი გამიღო და მაქსიმალურად მშვიდი ტონით მითხრა -ჩაჯექი- ამ დროს ჩვენი თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. ამ დროს გეგა ისევ ღრიალებდა და ორივეს სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა - მოვკლავ-ძლივს შეკავებული აგრესიით მითხრა ლევანმა და ზიზღით გახედა გეგას როგორც კი ნაბიჯი მისკენ წადგა ხელი თ შევაჩეერე და მანქანაში უსიტყვოდ ჩავჯექი -შე კახპა-ღრიალებდა გეგა და ჩვენსკენ იწევდა მაგრამ მის გარეშემო მოგროვილი ცნობისმოყვარეები უფლებას არ აძლევდნენ რომ მანქანას მოახლოვებოდა- ჩემი ცოლია ეგ კახპა!-ღრიალებდა გეგა და ცდილობდა ხელიდან გასხლტომოდა მათ. ლევანი უსიტყვოდ მიუჯდა საჭეს, მანქანა ადგილზე მოატრიალა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა. კარგა ხანს უხმოდ ვიარეთ ხმას არცერთი არ ვიღებდით -თავს როგორ გრძნობ?-მკითხა მოულოდნელად -რომ გითხრა კარგად-მეთქი დამიჯერებ?- ინტერესით ვკითხე და წამიერად მისკენ მივიხედე -რაც მოხდა შენი ბრალი არაა -შეგიძლია რომ სახლში მიმიყვანო? -შემიძლია მაგრამ ამას არ გავაკეთებ -გთხოვ-ცივად ვუთხარი და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დავამატე-არ მინდა ჩემს გამო პრობლემები შეგექმნას -გავუმკლავდები-მომღიმარი სახით მითხრა და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა. -გეგასგან თავი შორს დაიჭირე-ისე ვუთხარი რომ მისკენ არ მიმიხედია -მის გამო ღელავ თუ ჩემს გამო?-ორაზროვნად მკითხა და ჩემსკენ არ მოუხედია -ამ შემთხვევაში შენზე-დაუფიქრებლად ვუპასუხე, რადგან ვერ ჩავწვდი მისი კითხვის სიღრმეს. ცოტა ხანს ისევ უხმოდ ვიარეთ. მღელვარებისგან სუნთქვა შემეკრა როცა მანქანამ ცენტრალური გზიდან გადაუხვია. მინდოდა მეკითხა სად მივყავდი და რატომ, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გავბედე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.