შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 1 თავი


19-10-2023, 16:26
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 694

-თქვენი აზრით გიჟი ვარ?-ვკითხე ჩემს ფსიქოლოგს, არაფერი მიპასუხა, სათვალე შეისწორა და თავი დახარა, რაღაც მოინიშნა თავის ძველ გაცვეთილ ბლოკნოტში და ისევ მე გამომხედა. ამ დროს ჩვენი თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. ოდნავ დავიძაბე, ამიტომ ცივი, ცარიელი, არაფერიმთქმელი მზერა, მისი ნაცრისფერი თვალებიდან ფანჯარაზე გადავიტანე, რომელზეც მუდამ ჩამოფარებული იყო მუქი ფერის ფარდები. ოთახში საკმაოდ ბნელოდა, იმის მიუხედავად რომ ჯერ მხოლოდ შუადღის 4 საათი იყო. თუმცა მე მომწონდა მისი ეს ახირება, რადგან მასთან პირისპირ მჯდომი თავს ასე ბევრად უფრო მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობდი ყოველთვის, მაგრამ დღეს არა! არ ვიცი რატომ..თითქოს რაღაც შეიცვალა...
-რატომ არის სხვების აზრი თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი?!- უეცრად მკითხა ორაზროვნად. დავიბენი. ვერ მივხვდი ამას პროფესიული ვალდებულების გამო მეკითხებოდა, გულწრფელი ინტერესით თუ ცინიზმით, ამიტომ ბრაზნარევი ტონით ვუპასუხე:
-არ ვიცი-თან ისე რომ მისკენ არ მიმიხედია.
-რატომ ცდილობ რომ იდეალური იყო?!
-არ ვცდილობ!
-ძალიან ლამაზი ხარ იცი?!- გამომწვევი ტონით მითხრა და როცა მისკენ აღშფოთებულმა მივიხედე მომღიმარი სახით მკითხა- ეს ფრაზა ოდესმე უთქვამთ შენთვის?
-არა-ნაწყენი ტონით ვუპასუხე და ისევ ავარიდე მზერა მის აციმციმებულ ნაცრისფერ, სფეროებს
-შენ როგორ ფიქრობ, ლამაზი ხარ?
-შენობით როდიდან ვესაუბრობთ მე და თქვენ?
-ამ წუთიდან
-გაინტერესებთ რას ვფიქრობ საკუთარ თავზე?
-დიახ ძალიან!
-ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა
-ესეც ბავშვობის ტრამვაა
-არვიცი შეიძლება
-დედა არ გეუბნებოდა ხოლმე რომ ლამაზი ხარ?
-დედა ყოველთვის მეუბნებოდა რომ ლამაზი ვარ... მაგრამ- ამ დროს ხმა ჩამიწყდა. ყელში ბურთი გამეჩხირა და ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა- არასდროს მაძლევდა უფლებას რომ...
-თავი ლამაზად გეგრძნო?!
-დიახ! დედა მეუბნებოდა რომ მაკიაჟი არ მჭირდება რადგან ისედაც ლამაზი ვარ. თმის უთოს არ მყიდულობდა რადგან ფიქრობდა რომ ხვეული თმა უფრო მიხდება- ამ დროს სახზე სიმწრის ღიმილმა გადამირბინა- არ მჯერა რომ ამ სისულელეებზე გელაპარაკებით
-განაგრძეთ!-მითხრა საქმიანად და იმ გაცვეთილ ბლოკნოტში ისევ რაღაც მოინიშნა
-მე კი მეზიზღებოდა ხვეული თმა... არც ფენის ყიდვის უფლებას მაძლევდა, რადგან ჩემი თმის ხარისხს უფრთხილდებოდა.
-როცა ეწინააღმდეგებოდი...
-დედა არასდროს არაფერს მიკრძალავდა!-გაღიზიანებულმა გავაწყვეტინე სიტყვა
-მაგრამ გამუდმებით გაიძულებდა უარი გეთქვა იმ ყველაფერსზე რაც ბედნიერებას განიჭებდა!
-ფიქრობ რომ ასე განზრახ იქცეოდა?- ნაწყენი ტონით ვკითხე და ხმა ჩამიწყდა
-მოდი ისევ წარსულში დავბრუნდეთ- მკაცრი ტონით მითხრა და მზერა გამისწორა. უეცრად კედლის საათს გავხედე უკვე 5 ხდებოდა, უეცრად ჩანთას ხელი წამოვავლე და ფეხზე წამოვდექი, დავემშვიდობე და წამოვედი. დედას წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი... ის ამას არ იმსახურებდა... ქუჩაში გამოვედი, ტელეფონი ჩავრთე. მაშინვე გეგამ დამირეკა
-სად ხარ ამდენხანს?!-მკითხა აგრესიული ტონით და პასუხის გაცემაც არ მაცადა ისე განაგრძო საუბარი- დროზე მოდი სახლში მე და რეზი საქმეზე მივდივართ და ბავშვს მიხედე
-მოვდივარ
-ფული მოხსენი ბარათიდან, დამჭირდება და ბარემ სიგარეტიც წამომიყოლე
-რამდენი?
-50 მეყოფა
-კარგი!- ვუთხრი გაღიზიანებული ტონით და გავუთიშე.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

რა კარგია თქვენი ისტორიები ნეაკო. უმაგრესია. ველით გაგრ,ელებას

 


№2  offline წევრი aniomanadze

sheni istoriebi yvela ramodenimejer maqvs gadakitxuli, momwons sheni weris stili da dzlian gamixarda rom axali istoriit dabrundi

 


№3 სტუმარი ნია

ძალიან კარგი და ძალიან პატარა თავია. გააგრძელეთ ისტორია

 


№4 სტუმარი ელა1

ნიაკო გამიხარდა შენი ახალი ისტორიის დანახვა.მგონი ეს ძალიან საინტერესო და განსხვავებული ისტორია იქნება.რაც შეეხება ამ ისტორიის პერსონაჟ გოგონას მგონი ცხოვრებაში ბევრი ტანჯვა აქვს გადატანილი .ეხლა გეტყვი რატო 1იმიტომ რო ასე მგონია რომ დედამის არ უყვარდა ის რაღაცის გამო და ამიტომ ექცეოდა ასე თავის შვილს.ეხლა იტყვი საიდან მოგაწვდით მაგრამ ჩემი ინსტიკტუთ ხვდები უკვე რატო დედამისი რატო არ აძლევდა უფლებას მაკიაჟის წასმის უფლებას.

იმიტომ რომ თვითონ ამ გოგოს დედა იქნებოდა ლამაზი და არ უნდოდა მასზე ლამაზი ყოფილიყო მისი ქალიშვილი .მე ასე მგონია რომ დედა შვილზე ეჭვიანობდა ანდა რაღაცა ისეთი აქვს დედას გადატანილი რო არ უნდა იგივე შვილს დაემართოს.დასაწყისი კარგია ველი გაგაგრძელებას.

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმე! ვაიმე! როგორ მიხარია შენი გამოჩენა, ნეაკო❤❤ სიხარულისგან და მოულოდნელობისგან წამომაყვირა. აქამდე ვამოწმებდი ხოლმე შენი ბოლო ისტორიის კომენტარებს, რამე სიახლე ხომ არ არის ან ვინმემ რამე ხომ არ დაწერა-თქო. მოლოდინის რეჟიმში ვიყავი და ვნანობ, რომ არაფერი დავწერე. როგორ მომენატრეთ ყველა❤ საუკუნის წინ იყო თითქოს შენი ისტორიები და კომენტარებში ,,გარჩევები" joy ❤ კარგია, რომ დაგვიბრუნდი. იმედია დანარჩენებიც მალე შემოგვიერთდებიან❤
პ.ს. ისტორიის საინტერესო დასაწყისია. ამბის პირველ პირში თხრობა მომეწონა, განსახვავებულად ,,ჟღერს". წარმატებები!❤❤❤

 


№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნანა
რა კარგია თქვენი ისტორიები ნეაკო. უმაგრესია. ველით გაგრ,ელებას

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

aniomanadze
sheni istoriebi yvela ramodenimejer maqvs gadakitxuli, momwons sheni weris stili da dzlian gamixarda rom axali istoriit dabrundi

ძალიან მიხარია ❤️❤️❤️❤️❤️❤️

ნია
ძალიან კარგი და ძალიან პატარა თავია. გააგრძელეთ ისტორია

მადლობა ❤️

 


№7  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნიაკო გამიხარდა შენი ახალი ისტორიის დანახვა.მგონი ეს ძალიან საინტერესო და განსხვავებული ისტორია იქნება.რაც შეეხება ამ ისტორიის პერსონაჟ გოგონას მგონი ცხოვრებაში ბევრი ტანჯვა აქვს გადატანილი .ეხლა გეტყვი რატო 1იმიტომ რო ასე მგონია რომ დედამის არ უყვარდა ის რაღაცის გამო და ამიტომ ექცეოდა ასე თავის შვილს.ეხლა იტყვი საიდან მოგაწვდით მაგრამ ჩემი ინსტიკტუთ ხვდები უკვე რატო დედამისი რატო არ აძლევდა უფლებას მაკიაჟის წასმის უფლებას.

იმიტომ რომ თვითონ ამ გოგოს დედა იქნებოდა ლამაზი და არ უნდოდა მასზე ლამაზი ყოფილიყო მისი ქალიშვილი .მე ასე მგონია რომ დედა შვილზე ეჭვიანობდა ანდა რაღაცა ისეთი აქვს დედას გადატანილი რო არ უნდა იგივე შვილს დაემართოს.დასაწყისი კარგია ველი გაგაგრძელებას.

მეც მიხარია ელა შენი დაბრუნება ❤️❤️❤️ იმედია საინტერესო და კარგი ისტორია გამოვა❤️

სტუმარი თიკო
ვაიმე! ვაიმე! როგორ მიხარია შენი გამოჩენა, ნეაკო❤❤ სიხარულისგან და მოულოდნელობისგან წამომაყვირა. აქამდე ვამოწმებდი ხოლმე შენი ბოლო ისტორიის კომენტარებს, რამე სიახლე ხომ არ არის ან ვინმემ რამე ხომ არ დაწერა-თქო. მოლოდინის რეჟიმში ვიყავი და ვნანობ, რომ არაფერი დავწერე. როგორ მომენატრეთ ყველა❤ საუკუნის წინ იყო თითქოს შენი ისტორიები და კომენტარებში ,,გარჩევები" joy ❤ კარგია, რომ დაგვიბრუნდი. იმედია დანარჩენებიც მალე შემოგვიერთდებიან❤
პ.ს. ისტორიის საინტერესო დასაწყისია. ამბის პირველ პირში თხრობა მომეწონა, განსახვავებულად ,,ჟღერს". წარმატებები!❤❤❤

მეც ძალიან მიხარია ❤️❤️❤️ წინა ისტორიის გაგრძელება ვერ შევძელი, ამიტომ კარგ ხნის ფიქრის მერე გადავწყვიტე ახალი ისტორიით დავბრუნებულიყავი

 


№8 სტუმარი ნია

19 ოქტომბრიდან გაქვთ ამ ისტორიის ატვირთვა დაწყებული, ნუ წელავთ და პატარა თავებს ნუ დებთ, თუ არ გცალიათ მაშინ ერთნაირად დადეთ როდისმე, თუარადა წინა ისტორიის მსგავსად ამასაც ნუღარ გაავრძელებთ, ბოლოსდაბოლოს ნაშრომს ხომ არ წერთ. პატივი ეცით მკითხველს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent