დიდი აღმოჩენა (ნაწილი ორი)
საშინელ სიმძიმეს ვგრძნობდი თვალებზე,ვეცადე ნელ-ნელა გამეხილა,მაგრამ ყველაფერი დაბუნდული იყო,უცნაური სუნი ვიგრძენი და რაღაც საშინლად წრიპინებდა,კიდევ ერთხელ ვცადე თვალების გახელა და ამჯერად გამომივიდა. თეთრ ოთახში ვიყავი,ჩემს გვერდით კი აპარატი იდგა,აი თურმე რა წრიპინებდა,ხელის გამოძრავება ვცადე,მაგრამ წვა ვიგრძენი,დავიხედე და დავინახე რომ რაღაც შნური მქონდა შეერთებული, თვალები ავახამხამე დაბნეულმა და ვეცადე ჩემს გონებაში რაღაც ფრაგმენტები გამეერთიანებინა,მაგრამ ამაოდ,წამოჯდომა ვცადე თუმცა თავი საშინლად ამტკივდა. -რა ჯანდაბაა...-წავიბურტყუნე და სწორედ ამ დროს კარი გაიღო,თეთრ ხალათში გამოწყობილი შუა ხნის მამაკაცი შემოვიდა რაღაც ფურცლებით ხელში. რომ შემომხედა გამიღიმა -ვხედავ გაიღვიძეთ,თქვენს მეგობარს ძალიან გაუხარდება, გვერდიდან არ მოგშორებიათ,-მომიახლოვდა, აპარატს შეხედა და რაღაც ჩაიწერა,დაბნეულმა ვკითხე -სად ვარ?-გაკვირვებულმა შემომხედა, -თქვენ რა,არაფერი არ გახსოვთ? საავადმყოფოში ხართ,აივნიდან გადმოვარდით და თქვენმა მეგობარმა მოგიყვანათ გვიან ღამით,- წამიერად გავშრი როცა გამახსენდა ფრაგმენტები იმ ღამიდან...როგორ გადმოვვარდი აივნიდან...ბლანტი სითხე...ორი სილუეტი აივანზე... გეგა...და უცნობი მის გვერდით. -სანერვიულო არაფერია,ყველაფერი წესრიგში გაქვთ,ხვალ უკვე შეგვეძლება გაგწეროთ,მთავარია თავი ზედმეტად არ დაიტვირთოთ და ეცადეთ ბევრი არ იმოძრაოთ,თავზე ჭრილობა გაქვთ. საღამოს ისევ შემოგივლით შემოწმებაზე-ექიმმა გამიღიმა და დამტოვა. თავზე ხელი მოვისვი და აღმოვაჩინე რომ ბინტით მქონდა შეხვეული,ჯანდაბა,რატომ გადმოვხტი აივნიდან,დამეცადა პოლიცია სანამ მოვიდოდა. თუმცა ის ორი სილუეტი რომელიც აივანზე დავინახე,სახე ვერ გავარჩიე...მაგრამ დარწმუნებული ვარ ისინი იყვნენ. მაგრამ ასე უბრალოდ ხელს ვერავის დავადებ...ჯანდაბა როგორ მტკივა თავი. ოთახს თვალი მოვავლე,ჩემი საწოლის გვერდით პატარა კამოდი იდგა, რომელზეც პატარა ლარნაკი იდო,თეთრი და იისფერი ლილიებით დამშვენებული. გამეღიმა,ნეტავ ვინ მოიტანა. უცებ დავიბენი, რამდენი ხნით ვიყავი გათიშული...ან დამნაშავეები თუ იპოვეს...ან საერთოდაც გეგა როგორ აღმოჩნდა იქ იმ ღამეს...ამ ფიქრებში ვიყავი პალატის კარი რომ გაიღო და ოთახში გეგამ შემოაბიჯა ყავით ხელში. ჩემსკენ რომ გამოიხედა თვალები გაუფართოვდა -ლილე!- შვებით ამოისუნთქა და საწოლისკენ წამოვიდა,იქვე სკამზე ჩამოჯდა და გამიღიმა. თვალი შევავლე და შევამჩნიე როგორი დაღლილი იყო,აშკარად არ უძინია,თვალები ჩაშავებული ჰქონდა, ისევ იმ ტანსაცმელში იყო რაც იმ ღამით ეცვა,აშკარად გეგაზე ამბობდა ექიმი რომ გვერდიდან არ მომცილებია. -თავს როგორ გრძნობ?-დაღლილმა მკითხა და ყავა მოსვა. -თავი საშინლად მტკივა მაგრამ მთლიანობაში კარგად,-ძალიან დაღლილი იყო. -რამდები ხანი ვიყავი უგონოდ-ვკითხე ისევ -ზუსტად 2 დღე,ბევრი სისხლი დაკარგე,მაგრამ გადარჩი ტვინის შერყევა რომ არ მიიღე,არა საერთოდ რაზე ფიქრობდი,რატომ არ დაელოდე პოლიციის მოსვლას,-გაბრაზებულმა მომახალა და თვალებით რომ შესაძლებელი იყოს ადამიანის მოკვლა ალბათ ადგილზე მიმასიკვდილებდა. -პოლიციას ვერ დაველოდებოდი როცა ის ორი უკვე სახლში იყვნენ შემოსულები და აშკარად ჩემს მოკვლას აპირებდნენ...-გაბრაზებულმა ვუპასუხე -აქ რომ მოგვყვავდი რაღაცას ბურტყუნებდი,-დაფიქრებულმა მითხრა-დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდი,თავი დაანებეთ არ მოკლათ,ის ჯერ ძალიან პატარაა,შემდეგ კი გაითიშე. ვიზე ამბობდი ამას?-მოულოდნელად ყელი გამიშრა, სუნთქვა შემეკრა თითქოს ოთახიდან ჰაერი გაიტუმბა. ეს როგორ წამომცდა,მათ ხო გამაფრთხილეს...არა არა...ვერ ვეტყვი. -არ მახსოვს...-მოვიტყუე და თავი მოვისაწ.... თითქოს ცუდად ვიყავი. გამიღიმა,აშკარად მიხვდა რომ ვატყუებდი მაგრამ არაფერი აღარ უკითხავს -კარგი,ამაზე სალაპარაკოდ დიდი დრო გვექნება,ახლა დაველოდოთ შენს გამოჯანმრთელებას. იქვე დივანზე ჩამოჯდა და ტელეფონში რაღაცის წერა დაიწყო. -გეგა...იქ შენთან ერთად კიდევ ვიღაც დავინახე ვინ იყო?-ვკითხე და ისევ ვცადე წამოჯდომა,გეგა მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა ბალიში გამისწორა. -ჩემი კოლეგა,-მოკლედ მიპასუხა,აშკარად არ აპირებდა მეტის თქმას და მეც აღარ ჩავეძიე. ისევ დივნისკენ შეტრიალდა და მოვასწარი მისი ხელით დაჭერა. -მოიცადე...-წავილუღლუღე- გაკვირვებულმა დახედა ჩემს დალურჯებულ ხელს რომელიც მის ხელს ებღაუჭებოდა,შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და თითებით ხელზე მომეფერა. -მადლობა რომ გადამარჩინე..-ისევ გავაგრძელე -ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა,ამაზე აღარ იფიქრო დაისვენე ხვალ ბევრი საქმე გვაქვს,-თვალი ჩამიკრა და ისევ დივანზე ჩამოჯდა -რა ბევრი საქმე?-ვკითხე დაბნეულმა -მაგას ხვალ გაიგებ-ეშმაკურად გამიღიმა და ისევ ტელეფონში ჩაძვრა ამჯერად ვიღაცას დაურეკა. -ლუკა,საბას და გიოს უთხარით და ხვალ 1 საათზე აქ იყავით,-ესენი ვინღა არიან,გავიფიქრე,გეგას თვალს არ ვაცილებდი-ხო ხვალ გამოწერენ,კარგი ხვალამდე.-ტელეფონი გათიშა და ისევ მე გამომხედა,გვერდულად მიღიმოდა -ეგენი ვინ არიან?-ვკითხე თუმცა ისევ ისეთი ეშმაკური ღიმილი მივიღე საპასუხოდ და შემდეგ გეგა დერეფანში გაუჩინარდა, ღმერთო რა გამაღიზიანებელია... ******* გეგა ერთი წამითაც არ მტოვებდა მარტოს, რაღაცნაირად გამაღიზიანებელიც კი იყო,ანამ და სოფომ რომ ჩემი ამბავი გაიგეს მაშინვე გამომეცხადნენ საავადმყოფოში და ჩემი ისტორია რომ მოისმინეს ერთმანეთი ლამის დაჯიჯგნეს,ორივეს უნდოდა ჩემი მათთან წაყვანა,მაგრამ გეგამ გამოუცხადა რომ ყველაზე უსაფრთხოდ მასთან ვიქნებოდი და გაპროტესტების საშუალებაც კი არ მომცა. მივხვდი აზრი არ ქონდა მასთან კამათს და ზედმეტად დაღლილი და დასუსტებული ვიყავი იმისთვის რომ გამომელანძღა ამიტომ გაჩუმება ვარჩიე. ანამ და სოფომ წარბები ამითამაშეს და ჩაიკისკისეს. ამოვიოხრე. -კარგით რა,-დავიწყე როგორც კი გეგა პალატიდან გავიდა ექიმის მოსაძებნად-ისედაც დაღლილი ვარ და ნერვებს ნუღარ მიშლით. -ხო მაგრამ ლილუნია,-დაიწყო სოფომ-ზე სიმპატიური ბიჭია,შენი მშურს კიდეც, -ხო ისე დიდი სიამოვნებით გაგიცვლიდი ადგილს თუ გეგასნაირი ბიჭი თავისთან წამიყვანდა სახლში ჩემივე უსაფრთხოებისთვის-ანამ თვალი ჩამიკრა. გადავიხარხარე და ტკივილისგან უცებ მოვიკუნტე. -ლილე კარგად ხარ?-სოფო წამოხტა,ანას თვალები გაუფართოვდა და მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა. გავიღიმე -რა მეშველებოდა უთქვენოდ,კარგად ვარ კარგად,უბრალოდ დაჟეჟილობა მაქვს და ჯერ კიდევ მაწუხებს მაგრამ ერთ კვირაში ჩიტივით ვიქნები და ისევ დაგიბრუნდებით სამსახურში. -მაგისთვის ერთი თვე მაინც დაგჭირდება,-გაისმა გეგას ხმა,ყველამ მას შევხედეთ მან კი ისევ გააგრძელა-ექიმს ველაპარაკე და მითხრა რომ შენი ტრამვიდან და დაჟეჟილობიდან გამომდინარე ერთი თვე მაინც დაგჭირდება ფეხზე რომ დადგე. სოფოს და ანას აშკარად ეწყინათ ახალი ამბის გაგება. გეგა იქვე დივანზე ჩამოჯდა და ისევ ტელეფონში რაღაცის წერა დაიწყო. თან თვალს აპარებდა ჩემსკენ. -არაუშავს,ყოველ დღე მოვალთ შენს სანახავად,-ამბიციურად წამოიწყო ანამ და სოფოც აყვა -ხო აბა რა,უშენოდ რა მუღამი აქვს არასწორი კლიენტების ლანძღვას.-გეგამ ჯერ გოგოებს გახედა შემდეგ ისევ მე და სრული სერიოზულობით თქვა -ლილესთან თქვენი გამოჩენა დროებით არ შეიძლება,ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ ის ორი მასთან რომ შეიჭრნენ,შეიძლება გვითვალთვალებდნენ და თუ გაიგეს რომ ლილესთან რაიმე კავშირი გაქვთ თქვენც საფრთხეში იქნებით,ასე რომ დროებით ჯობია თავი შეიკავოთ მოსვლისგან.-ანამ და სოფომ ერთნანეთს გადახედეს და შემდეგ სუსტად გამიღიმეს. -ცოტა ხნით უნდა გაუძლო ამ ყველაფერს სანამ იმ ორს დაიჭერენ,-დაიწყო ანამ -ხო შეკრებისთვის დრო ყოველთვის გვექნება,იმ ადგილასაც წავიდეთ შენ რომ ასე ძალიან გინდოდა,მანამდე კი გამოჯანმრთელდი,-გააგრძელა სოფომ. ძალით გავიღიმე და მოვიმიზეზე რომ ძალიან დავიღალე. სოფო და ანა მიხვდნენ რაშიც იყო საქმე და გადაწყვიტეს წასულიყვნენ თუმცა გეგა არსად წასვლას არ აპირებდა და ვეცადე ძალით გამეგდო -ცოტა ხნით შეგიძლია მარტო დამტოვო? -არა,-მივიღე მოკლე პასუხი,თანაც ისე,რომ ტელეფონიდან თავი არ ამოუყვია. გაბრაზებულმა გავაგრძელე -რას ქვია არა, საერთოდ ვინ ხარ ასე რომ დამყვები უკან და ისიც კი გადაწყვიტე რომ შენთან უნდა ვიცხოვრო? იცი რას გეტყვი? არსად წამოსვლას არ ვაპირებ,ჩემს სახლში დავბრუნდები და თუ ისევ დაბრუნდებიან ჯანდაბას,დაბრუნდნენ, დასაკარგი მაინც არაფერი არ მაქვს.-როგორც იქნა დავიმსახურე ყურადღება,ტელეფონი გვერდით დადო და მიპასუხა -იმაზე მეტი გაქვს დასაკარგი ვიდრე შენ გგონია და მოგწონს ეს თუ არა ჩემთან მოდიხარ დროებით საცხოვრებლად,ისევ შენივე უსაფრთხოებისთვის და კიდევ იმიტომ,რომ პოლიციამ ასე გადაწყვიტა,ასე რომ რამდენიც უნდა იწუწუნო ამას თავს მაინც ვერ აარიდებ. -კარგი,მაშინ დროებით პალატიდან გადი და მარტო დამტოვე,-კიდევ ერთხელ ვცადე მისი გაგდება -არა,-ისევ მოკლედ მიპასუხა -და რატომ არა? -იმიტომ,რომ ვიცი შენი შრამების შესახებ და იმაზეც,თუ რას უშავებდი საკუთარ თავს. უცებ თითქოს ლაპარაკის უნარი დავკარგე,მივხვდი თვალები როგორ გამევსო ცრემლით და გეგას თვალი ავარიდე,თუმცა ვიგრძენი როგორ მომიჯდა გვერდით და მერე...მერე კი ჩამიხუტა. -უფლებას ვერ მოგცემ შენს თავს ისევ რამე დაუშავო...-ჩამჩურჩულა და მისი ეს სიტყვები საკმარისი იყო ჩემთვის. მწარედ ავტირდი და გეგას ჟილეტში ჩავმალე თავი... ******* გაწერის დღეს გეგამ თავისი მეგობრები მოიყვანა, თვითონ სადღაც აორთქლდა და ჩემი თავი მის ახლო მეგობარს ლუკას გადააბარა, რომელიც გეგასავით ერთი წუთით არ მტოვებდა მარტოს. სანამ ბიჭებმა ყველაფერი მოაგვარეს მანამდე გავემზადე და ანას ვთხოვე ჩემი ნივთები მოეტანა,თუმცა აღმოჩნდა რომ გეგამ უკვე ყველაფერზე იზრუნა. ეს ბიჭი პირდაპირ მაოცებს... -მე მზად ვარ,-გამოვუცხადე ლუკას,რომელიც დერეფანში მელოდებოდა ჩემი ნივთებიანად -მაშ წავიდეთ,გეგა უკვე აქაა ქვემოთ იცდის,-თავი დავუქნიე და უკან გავყევი,თუმცა აღმოვაჩინე რომ დანარჩენები არ ჩანდნენ -სხვები სად არიან?-ვკითხე ისევ ლუკას,გვერდულად გამომხედა და მიპასუხა -სავარჯიშოდ არიან,შენ რომ ისევ გეგას გადაგაბარებ მეც უნდა წავიდე. -ვა მაგარია, რომელ სპორტდარბაზში ვარჯიშობთ? მეც დავდივარ ხანდახან...-ლუკამ ჩაიცინა -არა რა სპორტდარბაზი, ფეხბურთის ვარჯიშზე მივდივარ, სხვათა შორის გეგაც დადის,თუმცა ეს რამოდენიმე დღე გაცდენა მოუწია-თვალები გამიფართოვდა,გეგა? ფეხბურთი? ეს ბიჭი სიურპრიზებითაა სავსე. გარეთ გავედით თუ არა გეგა მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა,ისე იყო გამოწყობილი ფოტომოდელი გეგონებოდა,სანამ მე გეგას მივაშტერდი მის შეუმჩნევლად რათქმაუნდა,ლუკამ ჩემი ორი ჩანთა გადააბარა დამემშვიდობა და წავიდა. -აბა, წავედით-გამომიცხადა გეგამ და მანქანისკენ გამიძღვა,მეც უსიტყვოდ გავყევი და თან იმ აზრს ვერ ვიშორებდი თავიდან რომ გეგა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი იყო,მე კი მას სახლში მივყვებოდი,თუმცა სხვა გზა არც მქონდა,პოლიციამ ასე ჩათვალა საჭიროდ,არ ვიცი ეს ბიჭი ვინ არის ან რას საქმიანობს,მაგრამ აშკარად პოლიციასთანაა შეკრული ამასთან ერთად ფეხბურთსაც თამაშობს,მოკლედ არ ვიცი მისგან კიდევ რას უნდა ველოდო. მანქანის კარი გამიღო და მომეხმარა რომ ფრთხილად დავმჯდარიყავი სავარძელზე, რომ დარწმუნდა კომფორტულად მოვთავსდი მხოლოდ მაშინღა დაჯდა მძღოლის ადგილას და დავიძარით. არც ის ამბობდა არაფერს არც მე. ისევ ის საშინელი დღე გამახსენდა და სიცივემ დამიარა,რომ დავენახე აივანზე ვიყავი რა მოხდებოდა? ან მეორე რომ აბაზანის კარებთან დარჩენილიყო,ალბათ დღეს აღარ ვიქნებოდი,ან გეგამ რა იგულისხმა როცა მითხრა რომ იმაზე მეტი მქონდა დასაკარგი ვიდრე მე მეგონა. ან იმ საღამოს იქ რა უნდოდა,როგორ გაიგო სად ვცხოვრობდი,ნუთუ პოლიციამ გამოგზავნა,სად მუშაობს,რას აკეთებს. ამ ფიქრებში ვიყავი გართული რომ გავჩერდით. ფანჯრიდან გავიხედე და აღმოჩნდა პიცერიასთან ვიყავით. გეგა ისე,რომ არაფერი უთქვამს მანქანიდან გადავიდა და მალევე დაბრუნდა სამი ყუთით ხელში. უკანა სავარძელზე მოათავსა და ისევ საჭეს მიუჯდა. არაფერი არ მითქვამს,ვარჩიე ფანჯრიდან მეყურებინა სად მივდიოდით. გეგა ჩუმად იჯდა,თუმცა რამოდენიმეჯერ შევამჩნიე თვალი როგორ გამოაპარა ჩემსკენ. -მასე ჩუმად რატომ ზიხარ,რაზე ფიქრობ?-ისევ მან,დაარღვია სიჩუმე. -ყველაფერზე,-ვუპასუხე მოკლედ,ისე რომ მისთვის არც შემიხედავს. -მათ ძალიან მალე ვიპოვით დამიჯერე,-გამომიცხადა სრულიად მშვიდად. წარბშეკრულმა გავხედე -და რომ ვერ იპოვოთ? -ვიპოვით,-მიპასუხა მოკლედ. -კარგი ერთი და მანამდე შენთან უნდა ვიყო არა? რატომ არ შეიძლება ჩემს მეგობრებთან დავრჩე და ნორმალური ცხოვრება გავაგრძელო? ცნობისთვის მეც მაქვს გეგმები და მიზნები...-გამაწყვეტინა და ისე ცივად მიპასუხა წამიერად დავდუმდი. -დროებით მოგიწევს შენს გეგმებზე და მიზნებზე უარის თქმა,ისევ შენივე უსაფრთხოებისთვის და თუ უკმაყოფილო იმ ყველაფრით რასაც შენთვის ვაკეთებთ შემიძლია სახლში დაგაბრუნო და დაელოდო როდის მოგაკითხავენ. თვალი ავარიდე და გაბრაზებულმა ისევ ფანჯარაში დავიწყე ყურება. ისევ სიჩუმემ დაისადგურა და არცერთი არ ვაპირებდით რაიმეს თქმას. წინ საშინელი დღეები მელოდა,რთულია როცა თავისუფლებას გართმევენ, რომელსაც მე ასე ძალიან ვიყავი მიჩვეული. ******* საშინლად მწყუროდა, თუმცა გეგასთვის ამის თქმას არ ვაპირებდი,ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი და მასთან ლაპარაკს საერთოდ არ ვაპირებდი,ზედაც კი არ ვუყურებდი და ვხედავდი ეს როგორ აღიზიანებდა. ძალიან კარგი,ასეც უნდა. რადგან ყველაფერი ჩემს მაგივრად გადაწყვიტა,მიზნად დავისახე მისი გამწარება,იმის მიუხედავად რომ ის ჩემთვის კარგს აკეთებდა, ზედმეტად ჯიუტი ვიყავი იმისთვის რომ მისთვის დამეჯერებინა. უკვე ერთი საათი გავიდა რაც საცობში გავიჭედეთ და უკვე ნერვები მეშლებოდა,საშინლად ვიყავი დაღლილი და ერთადერთი ცხელ შხაპზე და ძილზე ვფიქრობდი. გეგას მოთმინების ფიალა ევსებოდა და გამწარებული უჭერდა საჭეს ხელებს. ბოლოს ისევ მან დაარღვია სიჩუმე. -ამის დედას შევეცი, იქნებ დაუჩქაროთ ისედაც დავაგვიანე,-გამწარებული ასიგნალებდა რის გამოც მის წინ მდგომი მანქანის მძღოლისგან შუა თითი დაიმსახურა. ამაზე გეგა სულ მთლად გაწითლდა და ის იყო მანქანიდან უნდა გადამხტარიყო მანქანებმა რომ მოძრაობა დაიწყეს და როგორც იქნა დავაღწიეთ თავი საშინელ საცობს. შევამჩნიე რომ ქალაქიდან გავდიოდით,თუმცა ზედმეტად დაღლილი და გაბრაზებული ვიყავი იმისთვის რომ გეგასთვის რაიმე მეკითხა,ამიტომ ვამჯობინე ცოტა ხნით დამეძინა... -ლილე გაიღვიძე უკვე სახლში ვართ...-თვალები მოვიფშვნიტე და ჩემს კარებთან ატუზული გეგა დავინახე რომელსაც დაღლილობისგან სახე წაშლილი ქონდა, შემეცოდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე ისე გადავედი მანქანიდან და გარშემო მიმოვიხედე. ჩემს წინ უზარმაზარი სახლი იდგა,დიდი ნაძვებით,მწვანე გაზონით და უზარმაზარი ეზოთი. სახლი ორსართულიანი იყო,ძალიან თანამედროვე და დახვეწილი,წინ აუზი ქონდა,ჩვენ კი სახლის ჭიშკართან ვიდექით, ასეთი სახლები მხოლოდ ფილმებში მინახავს... -მიხარია რომ მოგეწონა,ახლა კი წამოდი შიგნით შევიდეთ,შენს ოთახს გაჩვენებ.-გეგა წინ გამიძღვა,ჩემი ბარგით და ყუთებით ხელში. მეც უკან გავყევი. სახლში შესვლისთანავე პირველი რაც თვალში მომხვდა სიმწვანე იყო. დერეფნის ორივე მხარეს გრძელი,დიდი ფოთლებით დამშვენებული მცენარეები იდგა,კრემისფერი ქოთნებით. კედლები თეთრი იყო,დახვეწილი დეკორაციებით გაფორმებული. იატაკი მუქი ყავისფერი ხის იყო და საოცრად პრიალებდა. მისაღები ოთახი უზარმაზარი იყო,თეთრი კუთხის დივნით დამშვენებული,ორი პატარა დივნით და დეკორატიული ხალიჩით და ყავის მაგიდით. ისევე როგორც დერეფანში აქაც მცენარეები იდგა,თუმცა რატომღაც მხოლოდ ფოთლოვანი. აქ კედლები ღია კრემისფერი იყო,რაც ძალიან უხდებოდა მაგიდაზე დაწყობილ უცხო სუვენირებს და კედელზე ჩამოკიდებულ აბსტრაქტულ ნახატებს. გეგა კიბეებისკენ გამიძღვა რომელიც ისევე როგორც იატაკი სასწაულად ბრწყინავდა,მეც გავყევი, დანარჩენს მერეც დავათვალიერებ,მეორე სართულზე ასვლისას ისევ დერეფანში მოვხვდით,ორივე მხარეს რამოდენიმე კარები იყო ჩამწკრივებული,მთლიანობაში ალბათ ხუთი იქნებოდა. გეგამ ხელმარცხნივ პირველივე კარი გააღო და შიგნით შემიძღვა. არ გამკვირვებია ძალიან დახვეწილი საძინებელი რომ დავინახე, კრემისფერი კედლებით,ლამაზი სუვენირებით და უზარმაზარი საწოლით დამშვენებული, საკუთარი ტელევიზორიც კი მექნებოდა. ვცდილობდი არ შემემჩნია ჩემი აღშფოთება,მაგრამ სავარაუდოდ მაინც მეტყობოდა,გეგამ დაღლილმა გამიღიმა და ჩემი ჩანთები საწოლზე დააწყო, -მოკლედ ეს იქნება შენი საძინებელი,ჩემი ზუსტად შენი საძინებლის გასწვრივაა,თითით მანიშნა ხის ლამაზ კარზე. -მე უნდა წავიდე მაგრამ იმედი მაქვს არ მოიწყენ,თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში-საწოლზე ჩამოვჯექი და ერთ-ერთი ჩანთის ამოლაგება დავიწყე,ღმერთო როგორი რბილია....გეგასთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია,ისიც კი ვერ შევამჩნიე როდის გავიდა ოთახიდან,მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე მანქანის ძრავის ხმა რომ გავიგე. მაგარია, უზარმაზარ სახლში სრულიად მარტო დავრჩი და მეუბნება არ მოიწყინოო...ამოვიოხრე და ისევ ჩანთის ამოლაგებას და უზარმაზარ კარადაში ტანსაცმლის დაწყობას გაჭირვებით შევუდექი...ჯერ კიდევ ყველაფერი მტკიოდა,თუმცა ვცდილობდი ამისთვის ყურადღება არ მიმექცია და საქმეს შევუდექი. მალევე დავამთავრე და საძინებელში კარი შევნიშნე,რომ გავაღე კიდევ ერთხელ დავრჩი აღშფოთებული,კარის უკან აბაზანა რომ აღმოვაჩინე,ნუ შეიძლება აქ არც ისე ცუდად ვიგრძნო თავი.... ******** შხაპმა თითქოს გამომაფხიზლა,თავს საგრძნობლად უკეთ ვგრძნობდი,თმები პირსახოცით შევიშრე და ქვემოთ გავემართე სამზარეულოს მოსაძებნად. კიბეზე ჩასვლისთანავე ხელმარცხნივ სამზარეულო დამხვდა. ნუ რათქმაუნდა ესეც ძალიან დახვეწილი და სუფთა იყო. შუაში უზარმაზარი თეთრი მარმარილოს მაგიდა იდგა სკამებით,მაგიდაზე პიცერიიდან წამოღებული ყუთები იდო. გეგა თუ მართლა სპორტსმენია პიცის ჭამით ვერაფერს მიქღწევს და შიმშილისგან შუა მოედანზე გული წაუვა. მოკლედ მაცივრისკენ წავედი და რომ გამოვაღე პროდუქტით სავსე დამხვდა. რადგან ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავს,მე მის კვებაზე ვიზრუნებ. საჭირო მასალა მოვძებნე და შევუდექი სამზადისს. საჭმლის და ჩემთვის ცივი ყავის გაკეთების შემდეგ გადავწყვიტე სახლი დამეთვალიერებინა. აღმოვაჩინე,რომ მისაღები ოთახიდან კიდევ ერთ უზარმაზარ ოთახში გადიოდი. მეც შევედი და ჩემს წინ ბიბლიოთეკა გამოჩნდა. თაროები სავსე იყო ათასგვარი წიგნით,იქვე კუთხეში სავარძელი იდგა,პლედით და პატარა მრგვალი მაგიდით. გამეღიმა,ყავის ჭიქა მაგიდაზე დავდე და წიგნის არჩევას შევუდექი....არ ვიცი ბიბლიოთეკაში რამდენ ხანს ვიყავი,მაგრამ კარის გაღების ხმამ გამომაფხიზლა. თუმცა ადგილიდან განძრევა არ მინდოდა, იმდენად საინტერესო წიგნი იყო ისიც კი ვერ გავიგე გეგა რომ ჩემს სახელს იძახდა. ავდექი და მისაღებში გავედი წიგნით ხელში. -გამარჯობა,რაღაც მოგიმზადე-ვუთხარი და სამზარეულოსკენ გავუძეხი. უკან გამომყვა და ისე რომ ზედაც არ შემიხედავს საჭმლის გაცხელება დავიწყე. -ლილე რამეზე ნაწყენი ხარ?- გვერდით ამეტუზა და ალბათ ცოტა ხანში თვალებით თავს გამიბურღავდა. მხრები ავიჩეჩე. ნაწყენი არა,უფრო გაღიზიანებული ვიყავი იმ ფაქტით რომ განუსაზღვრელი დროით მომიწევდა ასე სახლში ჯდომა და ჩემს ჰობზე,მიზნებზე და ოცნებებზე უარის თქმა. გეგამ ამოიოხრა -კარგი რა,ხომ იცი რომ ეს ყველაფერი დროებითია,დავიჭერთ და მერე შეგეძლება ისევ თავისუფლად შენს გემოზე ყოფნა. -შენ არ გესმის,-შევუტრიალდი და გავაგრძელე-არ შემიძლია...უბრალოდ არ შემიძლია ასე განუსაზღვრელი დროით შენთან სახლში ვიჯდე,არც მეგობრები ვნახო და ჩემს ოცნებებზეც უარი ვთქვა... -უარის თქმა რა შუაშია-გამაწყვეტინა გეგამ-კიდევ ერთხელ გიმეორებ რომ ეს ყველაფერი დროებითია და ძალიან მალე დაუბრუნდები შენს ყოველდღიურობას,არც ის მითქვამს რომ სახლში უნდა იჯდე,სადმე წასვლა თუ გენდომება შეგიძლია მითხრა და წაგიყვან...-ისეთი თვალებით მიყურებდა რომც მნდომებოდა საწინააღმდეგოს მაინც ვერაფერს ვეტყოდი,ამიტომ უბრალოდ თავი გავიქნიე და საჭმელი გავთიშე. -მზად არის!-გამოვუცხადე. -კარგი,შხაპს მივიღებ და ჩამოვალ.-ზურგჩანთა იატაკიდან აიღო და კიბეებს აუყვა. სკამზე ჩამოვჯექი და ისევ ფიქრმა წამიღო. გეგა მალევე დაბრუნდა,გრძელი შორტები და თეთრი მაისური ეცვა. პირდაპირ გაზქურისკენ წავიდა რომ შეემოწმებინა რა გავაკეთე. -ვაა რა კარგად გამოიყურება,-გამეღიმა,ავდექი და შემწვარი იხვის ხორცი ალუბლის სოუსით თეფშზე გადმოვუღე. -იმედია მოგეწონება,-ვუთხარი და მეც მივუჯექი მაგიდას... -აუ ასეთი გემრიელი რაღაც პირველად ვჭამე,ნინაც ვერ ამზადებს ასეთ გემრიელ რაღაცებს.-გამომიცხადა გეგამ და თეფში ნიჟარაში ჩადო. -ნინა ვინ არის?-ვკითხე და სამზარეულოს მილაგებას შევუდექი. გეგა ყავის გაკეთებას შეუდგა. -ჩემი დამლაგებელი,კვირაში ორჯერ მოდის და აქაურობას აწესრიგებს. წარბები შევჭმუხნე -და დანარჩენი დღეები პიცით იკვებები?-გაეცინა -არა ბიჭებთან ერთად რესტორნებში დავდივარ ან რაიმეს ვუკვეთავ, მაგრამ თუ ასეთ გემრიელობებს მოამზადებ ალბათ ცოტა ხანში ბიჭებიც აქ ჩამისახლდებიან.-გამეცინა,თეფშები დავწმინდე და თავის ადგილას დავაბრუნე. -დიდი არაფერი ცოტა ხნით ვიარე კულინარიულზე,შემდეგ თავის დანებება მომიწია,-გეგამ ცხელი ყავა გამომიწოდა თავისი ხელში აიღო და მაგიდას მიეყუდა -რატომ? აშკარად ნიჭი გაქვს-ჭიქას დავხედე და ჩავიბურდღუნე. -ფინანსების გამო...მაშინ არ ვმუშაობდი და ისინი მაფინანსებდნენ ვისთანაც ვცხოვრობდი... თუმცა იქიდან წამოსვლა მომიწია.-ყავა მოვსვი და თვალის კუთხიდან შევამჩნიე გეგა რომ მიყურებდა -ისინი ვინ არიან?-გახსენება არ მინდოდა,ამიტომ გეგას გავუღიმე და ვუპასუხე -მნიშვნელოვანი არავინ,ძალიან დავიღალე,საძინებელში წავალ.-პასუხს არ დავლოდებივარ,სწრაფად გავედი სამზარეულოდან და კიბეებს ავუყევი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.