შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ების ისტორია (თავი 2)


15-05-2020, 04:30
ავტორი Neenee
ნანახია 910

იმ ღამით ძალიან დავთვერით, ზედმეტადაც კი. მახსოვს სემი თავისი ოთახისკენ წავიდა და მეც უკან გავყევი. საწოლზე მოწყვეტით დავეცი, სემმა შემომხედა, მომიახლოვდა და ჩემს გვერდით დაწვა. წამით შიშმა ამიტანა, მაგრამ ჩემი თმა ხელში მოიქცია და ყნოსვა დაუწყო, რაზეც ორივეს სიცილი აგვიტყდა......
დილით... დილით საშინლად მტკიოდა თავი. რამდენჯერმე ვცადე ადგომა, მაგრამ უშედეგოდ. აღმოვაჩინე რო თავის გარდა ყველაფერი მტკიოდა, თმა საშინლად გაუხეშებული მქონდა და სასტიკად ვყარდი სასმლის სუნად. მინდოდა სემისთვის დამეძახა, მაგრამ ხმის ამოღებაც ვერ შევძელი და ისევ ძილი განვაგრძე.

***
დაახლოებით 1 საათის შემდეგ ისევ გამეღვიძა. გამოძინებული ვიყავი მაგრამ ტკივილი მაინც არ მშორდებოდა.
როგორც იქნა შევძელი წამოჯდომა. ოთახში ისევ მარტო ვიყავი. ვიჯექი და ვუყურებდი არც თუ ისე დიდ ოთახს, რომელიც სასტიკად არეული იყო, რაც გუშინდელი ღამის შემდეგ არცაა გასაკვირი.
ავდექი.. მაისური მეცვა რომელიც საჯდომს ძლივს მიფარავდა და დიდი ალბათობით ბიჭის უნდა ყოფილიყო. ოთახში ძალიან ციოდა, სავარაუდოდ ფანჯარა მთელი ღამით ღია უნდა ყოფილიყო.
მოკლედ ჩემი დილის გეგმა ასეთი იყო: პირველ რიგში ფანჯარას დავხურავდი, შემდეგ ტელეფონს მოვძებნიდი ქვემოთ ჩავიდოდი და სემისგნ წუხანდელზე ყველაფერს გავიგებდი. ჯერჯერობით მხოლოდ ესაა და შევუდექი ჩემი გეგმის განხორციელებას.
ოთახი იმდენად არეული იყო გადაადგილება მიჭირდა და საწოლზე გადაბობღება ვცადე სრული მაგ სიტყვის მნიშვნელობით, რაც არც თუ ისე კარგად გამომივიდა.ჩამოსვლისას საწოლის კიდეს ფეხი მივარტყი და დარწმუნებული ვარ საღამოსთვის დამილურჯდება, მაგრამ ეგ არაფერია იმასთან შედარებით რაც შემდეგ მომივიდა... გადმოვვარდი... სახე დავარტყი და ტუჩიდან სისხლი წამსკდა. ჩემი მაისური ჯერ კიდევ ეკიდა საწოლის ფიცრებს შორის.
ჰო, ძველი საწოლი იყო…
მოკლედ როგორღაც წამობჯექი და ვცადე მაისურის მთელი ძალით გამოქაჩვა..
გაიხა…
არ მახსოვს როგორ, მაგრამ იმ ოთახს თავი დავაღწიე.თითქოს სახლი სხვანაირი მახსოვდა, ალბათ სიმთვრალის გამო. გავუყევი კიბეებს, გახეული მაისურით სისხლი მოვიწმინდე. ამასობაში კიბეც დამთავრდა... პატარა მრგვალ მაგიდასთან 4 ბიჭი იჯდა და იქიდან არცერთი იყო სემი...
ერთერთმა ამომხედა:
-შენ ისევ აქ ხარ?-ჩაიღიმა და გვერდით მჯდომ ლუჯს მაისურიანს მხარი გაკრა.
-სემი სად არის? - ნერვული ხმით ვიკითხე, თან მაუსურს დავუწყე ქვემოთ ქაჩვა.
-ღამით წავიდა და მის მერე არც მოსულა-ისე მიპასუხა არც ამოუხედავს
-რაო მოგენატრა?-დაამატა ლურჯ მაისურიანმა და ყველამ სიცილი ატეხა.
სწრაფად ავირბინე კიბე. შარვალი ჩავიცვი ჩანთას და ტელეფონს ხელი მოვკიდე და ისევ ქვემოთ, ამჯერად კარისკენ გავიქეცი. გასვლისას ერთერთმა გამომძახა:
-ჰეიი, ჩემი მაისურიი- მაგრამ უკვე გარეთ ვიყავი და რაც არ უნდა მომხდარიყო იმ სახლში არ დავბრუნდებოდი.



№1  offline წევრი კეტი

ძალიან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent