შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ წინ გვყავს ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ველით


20-04-2024, 23:36
ავტორი La dolce vita
ნანახია 4 342

მოკლედ არ ვიცი საიდან დავიწყო ძალიან ვღელავ,რადგან უნდა წარვადგინო აუდიტორიოს წინაშე ჩემი ნაწერი, სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდი დადებას,თუმცა ჩემი ნაწერი ჩემს ძალიან ახლო ადამიანს წავაკითხე და მანაც შემაგულიანა,მითხრა კარგია და დადევი საიტზეო,მართლა ძალიან მაინტერესებს მკითხველის აზრი მივესალმები ჯანსაღ კრიტიკას,რადგან ეს დამეხმარება შეცდომების აღმოფხვრაში. ჯერ საცდელად დავდებ და თუ მოგეწონებათ შემდეგში თავებს გავზრდი.

თავი1

საღამოს 22:00 საათი იყო, სახლიდან გამოპარული მოკლე კაბითა და ქუსლებით ძლივს მივჩანჩალებდი კლუბისკენ, სადაცაა შევედი, თუმცა, მოიცა, მოიცა! შენ რა, მართლა გეგონა რომ მე კლუბში მივდიოდი? ჰაჰ, კარგი რა. მე და ქუსლიანები ხომ საერთოდ შორს ვართ ერთმანეთისგან, კი ბატონო ნამდვილად გარეთ ვარ, ნამდვილად შეჯიბრზე, მაგრამ არა კლუბში. ვერ ვიტან ეს გოგოები გამომწვევად რომ ჩაიცვამენ და კაცების დასათრევად მიდიან ერთი ღამისთვის, მართლია ყველა არაა ეგეთი, თუმცა უმეტესობა სამწუხაროდ ასეა. შავი კომბინიზონი ჩავიცვი, ბათინკები და ჩემს გაპრიალებულ მანქნაში ჩავჯექი, ჩაფხუტი დავიფარე, ღვედი შევიკრი და მოვემზადე მანქანებს შორის მყოფი გოგო როდის ააფრიალებდა დროშას. მოუთმენლობა მიპყრობდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა იმის წარმოდგენაზე, რომ მალე რბოლაზე უნდა გავსულიყავი, თქვენთვის ალბათ წარმოუდგენელია ის, რომ  ერთი პატარა  სიფრიფანა გოგონა რბოლაში იღებდა მონაწილეობას, თანაც  მინდა ავღნიშნო პირველად ეს ცოტა არ იყოს  საშიშიც კი იყო, თუმცა როდის იყო დეა საფრთხეს უშინდებოდა, სირთულეები და რისკი ყოველთვის მიზიდავდა, ახლაც ვზივარ და ერთი სული მაქვს ჩემი გაპრიალებული მუქ ნაცრისფერ

  bmw-თი  როდის ჩავატარებ მასტერ კლასს, დადგა ეს ნანატრი წუთიც, გოგონამ, როგორც იქნა  ჩამოუშა ხელი,   ყველა დაიძრა ადგილიდან და მიმოიფანტნენ, მე კი ვდგავარ  აუღელვებლად,  ტერიტორიას ვაკვირდები , პერიმეტრს ვნიშნავ თვალით შემდეგ კი, გიჟური სისწრაფით ვწყდები ადგილიდან, ადრენალინის მოზღვავებისგან ერთი ამოვიკივლე,     რაღაცნაირი შეგრძნება გეუფლება, სუთქვა გეკვრის და გული გიჩქარდება, მაგრამ   მერე სრულ სიამოვნებას იღებ. ძალიან მალე დანარჩენებსაც ვეწევი, შემდეგ კი, მოხერხებულად ვუჭრი გზას და წინ მივიწევი, იმასაც ვხვდები, რომ აქ გამოსვლით არაფრით ვარ დაზღვეული, შეიძლება დავშავდე კიდეც , თუმცა ეს ამად ღირს. თითქმის ყველა ჩამოვიტოვე, წინ გავიჭერი მთელი სისწრაფით, როცა მეგონა ყველა ჩამოვიტოვე, სწორედ მაშინ ვიღაც გვერდით ამომიდგა, როგორც მივხვდი ჩემი გზიდან გადაგდება უნდოდა, მხარიც გამკრა,  ერთი სიტყვით ეს რაღაც პროცენტით გამოუვიდა კიდეც,  გზიდან ჩამომიშორა, ამაზე ნერვები მომეშალა, -ვიფიქრე, არ შევარჩენ ამასთქო და საჭეს დავატრიალე,   გაზს დავაჭირე და  ძალიან სწრაფად  დავიწყე სვლა, ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც,  არ ვიმჩნევ შიშს,  ვეწევი  იმ მანქანას,  ჩემს ბიჭს ვატრიალებ  და  უკუსვლით  ვიწყებ  ტარებას. ეს ისეთი მაგარი იყო  გადავუსწარი,  სულ ცოტაღა რჩებოდა ფინიშის ხაზამდე, გადავკვეთე ეს ხაზიც დაბოლოვება კი დრიფტით დავასრულე.  საჭეს მოვეჭიდე, კარგად მოვკალათდი, გაზის პედალს მივაჭირე, მოტორის ხმაც გაისმა, შემდეგ დრიფტი დავიწყე, ვაბზრიალებდი მანქანას, გარშემო ბოლს ვაყენებდი,  ერთიც მოვაბზრიალე  და გავაჩერე.  ვზივარ და   ჯერაც ვერ ვიჯერებ მომხდარს,  სიამოვნებისგან ღიმილი მეფინება სახეზე,  ადგილიდან არ ვიძვროდი ხო დამავიწყდა მეთქვა  ჩემმა მშობლებმა არ  იციან აქ რომ ვარ,მხოლოდ ჩემმა დაქალმა და ძმამ იცის.

– ააა,ეს რა იყო  ჯერაც ვერ ვიჯერებ, ეს რა ფურორი მოახდინე. - შოკირებული იყო მომხდარით სესილი.

–  ვამაყობ შენით. - თვალს მიკრავს ჩემი ძმა. - ჩემი სკოლაა ეს სიამაყით წარმოთქვა.

ვხედავდი ,როგორ   გვიახლოვდებოდნენ დანარჩენი მბრბოლელებიც, მართალი გითხრათ ნამდვილად არ მქონდა  სურვილი მათთან საუბრის.

–  შეიძლება გავიცნოთ ის ადამიანი ვინც გაიმარჯვა. -იკითხა ერთერთმა.

– არა, არ შეიძლება. - მოკლედ ვუპსუხე და კარები გავაღე, უცბად თვალში ერთი ტიპი მომხვდა, რომელიც ამ დროის მანძილზე ჩუმად თვალს გვადევნებდა, მერე კი უფრო მოგვიახლოვდა.

–  უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს, თავიდან ჩაფხუტს რატომ არ იხდით? - ჩამჭრელი კითხვა დამისვა და ირონიულად ჩაეცინა,  მის შემყურე ნერვები  მომეშალა.

– დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ამის  გაგება? -ვპასუხობ  მეც იგივენაირად, ჩაფხუტს თავიდან  ვიხსნი, თმებს ხელით ვისწორებ და ისევ მას ვუბრუნდები. სახეზე გაოცება გამოესახა  მარტო მას კი არა სხვებსაც.

–  შანსი არ არის ამ მანქანაში გოგო იჯდა? - კითხა ჩემს ძმას.

–  ეს ჩვეულებრივი გოგო არ გეგონოთ, ის ჩემი გადარეული დაა. - ეუბნება ჩემი ძმა. - ამით დავასრულოთ წასვლის დროა მეუბნება და  მძღოლის  გვერდით იკავებს ადგილს, სესილიც  ჩაჯდა, მეც საჭესთან დავჯექი და დავტოვეთ ტერიტორია.


მანქანაში ბედნიერი  დავიწყე  ცეკვა, თან მუსიკის ფონზე ვცეკვავდი.

ემოციების მოზღვავებას ვგრძნობდი, იმხელა სიამოვნება მივიღე დღეს აქ გამოსვლით ნამდვილად ღირდა ეს ამად და არ ვნანობდი არაფერს.

– რა მაგარი იყავი გოგონი დღეს. - ომახიანად წამოიძახა სესილიმ.

– ნამდვილად ვამაყობ შენით, დღეს შენ ყველას მოუჯოკრე, იმათი სახე ნახე, რომ გაიგეს  ვინ იყო მათი მეტოქე. - გადაიხარხარა ეკომ და ეშმაკურად ამითამაშა წარბები.

–  ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ დასრულდა ეს რომ დედამ და მამამ გაიგოს ჩამომართმევენ ჩემს ბიჭს. 

–  ცუდზე ნუ ფიქრობ დაო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

–  ხომ იცი, მას შემდეგ, რაც დაგემართა რბოლაზე,  დედა ძალიან არის ჩასაფრებული ..

–ვიცი.

 


დაახლოებით  ღამის ორო საათი იყო შინ  რომ დავბრუნდით, მე და ეკო ძალიან ჩუმად შევიპარეთ  და უკვე  ოთახში შევდიოდით, როდესაც მოულოდნელად სინათლე აინთო ოთახში.

– დედა, აქ რას აკეთებ ამ დროს? -ვკითხე  შეშინებულმა, როდესაც დედა დავინახე სავარძელზე მჯდომი.

– თქვენ გელოდებოდით, სად დადიხართ ამ დრომდე?! - გვითხრა გაბრაზებით. - იმედია არაფერს არ მიმალავთ.

– არა, დედა რას ამბობ! მე და დეა მეგობრებთან ერთად ვიყავით წასული და ვერ  გავიგეთ დრო ისე გაგვეპარა. - აუხსნა ერეკლემ,  მეტი არაფერი უთქვამს, ჩვენც ოთახებში შევედით. იმდენად გადავიღალე, რომ საწოლზე ტანსაცმლიანა დავეშვი  და ჭერს მივაშტერდი.   შემდეგ კი გიჟივით ამიტყდა სიცილი, ჯერაც ემოციების ქვეშ ვიყავი. მითუმეტეს, როცა მათი გაოცებული სახეები გამახსენდა, იმ პირველს კი არაუშავდა კაი ბიჭი ჩანდა, მაგრამ აი ის ტიპი, რომელმაც მითხრა,რომ ჩაფხუტი მომეხსნა ეტყობოდა,

 რომ თავის თავზე დიდი წარმოდგენა უნდა ქონოდა. ეს საღამო ჩემთვის დაუვიწყარი იყო, რომ შემეძლოს ისევ იგივეს გავიმეორებდი.




***

 თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა და მეც ისევ ჩვეულ რიტმში გავაგრძელე  ცხოვრება, თუმცა ის დღე არასდროს არ მიეცემა დავიწყებას, ამისთვის მადლობა ჩემს ძმას. უნივერსიტეტიდან გამოვედით მე და სესო, მანქანაში ჩავსხედით,  მოტორი ავამუშავე, ამასობაში მაგნიტოფონიც ჩავრთე, როგორც ყოველთვის ახლაც  ჩემმა საყვარელმა მუსიკამ გაიჟღერა,  სესილიმ კი გაოგნებული სახით  გამომხედა.

– არ მოგბეზრდა ეს სიმღერა, ყოველდღე ამას უსმენ.

– არა, რადგან ეს მუსიკა ძალიან მიყვარს, თანაც ჩემს  მანქანას მაგრად უხდება.

– გიჟი ხარ. - გაეცინა სესილის.


შუქნიშანთან ვიყავით გაჩერებული, როდესაც მოსახვევ ხაზთან უბედური შემთხვევა მოხდა, სამარშუტო ტაქსს პატარა მანქანა დაეჯახა, შეჯახება კი იმდენად ძლიერი იყო, რომ  მარშუტკა მთლიანად ამოყირავებულიყო.   ამ ყველაფერთან საშინელი ჭრიალის ხმა ისმოდა.  მე კი გაყინული სახით ვადევნებდი თვალს, ძალიან შემეშინდა,  არ ვიცი რატომ, მაგრამ  გაუაზრებლად  გადავედი მანქანიდან,  იმ ადგილას მივედი და აი აქ ვინანე ნეტავ არ მივსულიყავი. ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა,  აქეთ- იქით ხალხის გამაყრუებელი ხმა ისმოდა. ვგრძნობდი, რომ უკვე ცუდად ვხდებოდი, სუნთქვა დამიმძიმდა და თვალთ დამიბნელდა. 

– დეა, კარგად ხარ? შემომხედე. -წამოიძახა სესილიმ. - დამეხმარეთ გთხოვთ, ცუდად არის! - სანამ სესილი შველას ითხოვდა მე თვალები გადამიტრიალდა და უკვე ვვარდებოდი,როდესაც უკნიდან ვიღაცის ძლიერი ხელები ვიგრძენი, როცა გონს მოვედი უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიყავი.

– რა მოხდა, რა მომივიდა? - წამოვიძახე. 

–  გონება დაკარგე…

– ანუ, ეს საშინელება არ დამესიზმრა და  რეალურად მოხდა?

– ჰო…

– წავიდეთ გთხოვ აქედან აქ გაჩერება აღარ მინდა.

–  ერეკლეს დავურეკე და მოვა საცაა.- მითხრა სესილიმ.

 

შეშინებული და განერვიულებული მომვარდა ერეკლე და ჩემი შემოწმება დაიწყო, ყველაფერი კარგად მქონდა თუ არა..

– დეა,რა მოგივიდა ხომ არ დაშავდი?

– რატომ, დაურეკე სესილი ხომ იცი რა როგორი ნერვიულიც არის ჩემი ძმა! -   წყრომით ვუთხარი.

– არაფერია, კარგად ვარ, უბრალოდ აქ უბედური შემთხვევა მოხდა ცოტახნისწინ ამან იმოქმედა ჩემზე.

– რა მოხდა?  

– მერე მოგიყვები გთხოვ აქედან წავიდეთ...



№1  offline წევრი La dolce vita

კომენტარებსაც, თუ დატოვებთ ძალიან გამახარებთ, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეფასების გაგება.

 


№2 სტუმარი სტუმარი Keti

ჩემი აზრით, არ იყო საჭირო ამხელა სათაური, მოკლე და შინაარსობრივი სჯობდა... ცუდად ნამდვილად არ წერ, აუცილებლად უნდა გააგრძელო, შეფასება საერთოდ რომ არ ჰქონდეს შენ მაინც წერე, ეცადე, განვითარდი, ისწავლე, ბევრი წიგნი წაიკითხე...ეცადე ისე განავითარო მოვლენები,ტიპური მორიგი ბანალური ისტორია არ გახდეს.. წარმატებები

 


№3  offline წევრი La dolce vita

სტუმარი Keti
ჩემი აზრით, არ იყო საჭირო ამხელა სათაური, მოკლე და შინაარსობრივი სჯობდა... ცუდად ნამდვილად არ წერ, აუცილებლად უნდა გააგრძელო, შეფასება საერთოდ რომ არ ჰქონდეს შენ მაინც წერე, ეცადე, განვითარდი, ისწავლე, ბევრი წიგნი წაიკითხე...ეცადე ისე განავითარო მოვლენები,ტიპური მორიგი ბანალური ისტორია არ გახდეს.. წარმატებები


ძალიან დიდი მადლობა, არა არ შევწყვეტ და აუცილებლად გავაგრძელებ წერას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent