შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პითეკანთროპი (2)


23-04-2024, 21:25
ავტორი sati
ნანახია 1 146

-რას აკეთებ?-ცოტნე დაიბნა-ხელებს რომ აიფარებ სახეზე მე აქ აღარ ვიდგები, თუ შენ გაქრები?-მარიამს ხან მარჯვნიდან შეხედა ხან მარცხნიდან, იმედი ჰქონდა ხელებს ჩამოიღებდა და სახეში შეხედავდა.
-ბატონო ცოტნე..-მარიამმა ძლივს ამოღერღა-ძალიან დიდი ბოდიში, მე.. მე არ .. უფრო სწორად მე... ბატონო ცოტნე..-უცბად თავბრუ დაეხვა, წონასწორობა ვეღარ შეიკავა და ძირს მოწყვეტით დაეცა.
-ესღა გვაკლდა-ცოტნემ ამოიოხრა და ძირს დაიხარა-მარიამ-სახეზე მოკიდა ხელი, შემდეგ მხრებზე და ოდნავ შეანჯრღია. პეტრე დაფეთებული მივარდა უგონო ასისტენტს, ხელში აიყვანა და სავარძელში ჩააწვინა.
-ალბათ შაქარი დაუვარდა, დილიდან ფაქტია არ უსაუზმია. არ შევარგეთ ლანჩი-პეტრეს თვითონ არ ედო სახეზე ფერი ისე ნერვიულობდა.
-შაქარი დაუვარდა კი არა ისეთს ყვიროდა ალბათ წნევამ დაარტყა-ცოტნემ წყლის ბოთლი აიღო, ხელზე ოდნავ წყალი დაისხა და საფეთქლები დაუზილა-მარიამ-ოდნავ ხმამაღლა დაუძახა, ისიც ნელ-ნელა მოვიდა გონზე. თვალები გაახილა და დაინახა პეტრეს და ცოტნეს სახეები, ზემოდან დასცქეროდნენ. ეგრევე წამოჯდა და ფეხები იატაკზე დადგა, ეუხერხულა წოლით მდგომარეობაში ყოფნა მათ წინ.
-კარგად ხარ?-პეტრემ წყალი მოუტანა და დაალევინა.
-ბატონო ცოტნე-მარიამმა ისევ ძლივს ამოიოხრა-ბოდიშს გიხდით ჩემი ნათქვამის გამო, სამუშაო სივრცეში ასე არ უნდა მესაუბრა.
-პრობლემას მხოლოდ იმაში ხედავ რომ სამუშაო სივრცეში ისაუბრე ასე?-ცოტნე გაბრაზებულს არ ჰგავდა, ცნობისმოყვარეობამ სძლია. პირველად გაიგო თანამშრომლისგან გულწრფელი მოსაზრება მისი პიროვნების შესახებ.
-არა, იმაშიც, რომ ასე არაადეკვატურად გამოვხატე ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება.
-ანუ, არ ფიქრობ, რომ არასწორი ხარ? სულ ერთი დღეა რაც მიცნობ და გადაწყვიტე, რომ არაადეკვატური, უტაქტო, რობოტი და ბოლოს რა თქვი? პიტეკანტროფი?
-არა, პითეკანტროფი-მარიამმა ამოილუღლუღა.
-თუ სწორად ვხვდები, მაიმუნის მსგავს არსებას გულისხმობდი. ანუ მაიმუნიც ვარ-ცოტნეს ხმა გაუმკაცრდა-დღეს შეხვედრების დასრულების შემდგომ გელოდები ჩემს კაბინეტში. პეტრე, არ ვიცი აქ როგორც ეიჩარი ისე უსმენდი ასე ბედნიერი სახით მარიამს როგორ მლანძღავდა და ურთიერთობის დალაგება გინდოდა ჩვენს შორის, თუ უბრალოდ ერთობოდი, მაგრამ ორივე შემთხვევაში არაპროფესიონალურად იქცეოდი. შენც ასევე გელოდები დღის ბოლოს ჩემს კაბინეტში, ცალკე. მარიამ, თუ თავს ისევ ცუდად გრძნობ შეგიძლია გაიხანგრძლივო შესვენება, ოფისში ექიმიც გვყავს-ბოლო წინადადება ვალდებულების მიზნით მიუგდო და ოთახიდან გავიდა.
-პეტრე-მარიამმა გაცხარებული სახით შეხედა პეტრეს-პეტრე, მოგკლავ-ცხვირწინ აუფრიალა მუშტი მუქარით-აი მოგკლავ, ეს რა გამიკეთე? დღესვე გამიშვებს სამსახურიდან.
-არსად არ გაგიშვებს, უარესი აქვს ნათქვამი თეონას მისთვის. ოღონდ... 6 წელი მუშაობდა აქ და არ გაუშვია. დამშვიდდი, გადაუვლის.
-რას გადაუვლის? შენც დაგიბარა!
-საკუთარ ძმას სამსახურიდან არ გაუშვებს.
-ძმას?-პირი დარჩა ღია-ნათესავები ხართ? შენ და ეს პითეკანთროფი..-მარიამს ახლიდან დაეხვა თავბრუ-რანაირად? საერთოდ არ გავხართ არაფრით. ალბათ ნახევარ-ძმაა ჰო?
-არა-პეტრეს გაეცინა-ორივე მშობელი საერთო გვყავს. მაგრამ გეთანხმები, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ცოტნე ნამდვილი.. როგორ თქვი ის სიტყვა? პითეკანთროფია. რა უცნაური სიტყვა აგირჩევია ზედმეტსახელად, მაგრამ მომწონს. დამშვიდდი, მე დაველაპარაკები.
-და ეხლა როგორ შევხედო თვალებში ამ ყველაფრის მერე?-მარიამი ისევ ბეჭედს იწვალებდა თითზე ნერვიულობისგან. მალე ფრჩხილების კვნეტასაც დაიწყებდა.
-თვითონ როგორც გიყურებს თვალებში ტალახში რაც გაბანავა იმის მერე, აი ისე.
ამ დროს ოთახში ევა შემოვიდა.
-ცოტნე აქ არ არის?-დაფეთებული ათვალიერებდა ოთახს და ცოტნეს ეძებდა-წეღან შემოვიდა.
-არა, ჩვენმა ახალმა ასისტენტმა ცოტათი გალანძღა და ახლა გაბუტული ზის ოთახში.
-რა ქენი?-ევამ ყბა დააღო გაოცებისგან.
-პეტრე! არაფერი მსგავსი-მარიამმა უარყო ბრალდება და სავარძელში ჩაჯდა, ისე ნერვიულობდა მალე ისევ გული წაუვიდოდა.
-კარგი, არ მაქვს თქვენი ლაზღანდარობის ნერვი-წარბაწეულმა, ქედმაღლურად გადმოხედა ორივეს- ცოტნესთან მაქვს საქმე-ევა დაკმაყოფილდა ცოტნეს ასისტენტის კაბინეტში არ ყოფნით და ბედნიერი სახით დატოვა ოთახი. ევა ცოტნესთან შევიდა კაბინეტში, შესვენების დასრულებამდე 10 წუთიღა იყო დარჩენილი.
-ცოტნე-მის მაგიდასთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო-იცი რა ვიფიქრე, დღეს საღამოს ხომ არ გვევახშმა?-მეორე ხელიც მხარზე დაადო-ცოტა დაძაბული ხარ-მასაჟის კეთება დაუწყო წრიული მოძრაობებით მხრებზე.
-შეილება-ცოტნემ გამომწვევად გაუღიმა ევას, მისი ხელები მხრიდან მოიცილა, წამოდგა და წელზე ხელი შემოხვია-გვიან თუ არ დავამთავრებ, სადმე გავიდეთ. ევა მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან, მაგრამ საერთოდ არ იმჩნევდა. ამაყი სახით იდგა მის წინ.
-კარგი. საღამომდე მაშინ-მისი ხელები ცივად მოიშორა წელიდან, ახლა უკვე უკარების როლს თამაშობდა და ნელი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. შემდეგი შეხვედრა ისევ ოფისში იყო, მარიამი ამჯერად შეიარაღებული დახვდა ინვესტორებს. წინასწარ გაამზადა პროექტის დამატებითი დეტალების ქსეროასლები, მოიტანა რამდენიმე ზედმეტი წყლის ბოთლი, ერთი ლეპტოპი იმ შემთხვევაში თუ მეორე გაითიშებოდა, თავისთვის დასაჯდომი სკამი და ზედმეტი კალმები. ამჯერად მხოლოდ ყავაზე მოუწია გასვლა, დარჩენილი შეხვედრა კაბინეტში იჯდა და უსმენდა ინვესტორებს და ცოტნეს.
-და სად არის აქ სწორად გაწერილი ბიუჯეტი? ცდომილება შეიძლება გქონდეთ 1000 და 2000 ლარში მაქსიმუმ, აქ კი 50 000 ლარით ნაკლები გიწერიათ ბ პუნქტისთვის საჭირო თანხებზე-ცოტნემ მკაცრი გამომეტყველებით გადახედა ოთახში მჯდომ ინვესტორებს, რომლებიც დაბნეულები აჩერდებოდნენ ერთმანეთს- ერთია კიდევ ცდომილება და მეორე ტყუილი, თავდაპირველად შევთანხმდით ორასი ათასზე, ეხლა დარწმუნებული ვარ კიდევ კარგად რომ გადავხედო ბიუჯეტს უამრავ შეცდომას ვიპოვი.
-ბოდიშს გიხდით ბატონო ცოტნე, ალბათ ჩვენს ბუღალტერს გაეპარა ეს შეცდომა.
-არა, ბუღალტერს ნუ აწმენდთ ხელებს, თქვენ გაწერეთ ასე და არც შეცდომა არ ყოფილა. გეგონათ არავინ გადახედავდა ასე დაწვრილებით. საქმე რაშია, თქვენ დებთ თანხას და სანაცვლოდ ორი თვის შემდეგ იღებთ მოგებიდან 20%-ს. და რის ხარჯზე? ნაკლები თანხის სანაცვლოდ? ვაუქმებთ თქვენთან ხელშეკრულებას.
-დამერწმუნეთ ბატონო ცოტნე, ეს უბრალოდ შეცდომა იყო-ოთხივე დაფაცურდა და დაიწყეს თავის მართლება-ახლავე გამოვასწორებთ.
-აი ახლავე როგორ გამოასწორებთ?-ცოტნე საზურგეს მიეყუდა, უკან გადაიწია და ცინიკური ღიმილით შეხედა მთავარ ინვესტორს.
-გავასწორებ ფაილში ამ შეცდომას და ახლიდან ამოვაპრინტერებთ.
-ჰო აი აქ ერთი პრობლემაა, დღეს ჩემი ასისტენტი ძალიან გადაიღალა და თქვენი შეცდომების გამო ზედმეტს ნამდვილად ვერ ვამუშავებ. კარგად ბრძანდებოდეთ-ინვესტორები ერთხმად თხოვდნენ ცოტნეს მოესმინა მათთვის, მაგრამ ის ადგა ოთახიდან და გავიდა.
-ქალბატონო მარიამ-ერთ-ერთი ინვესტორი ახლა მარიამს მიდგა-აი ეს შესწორებული ფორმაა, შეგვეშალა და თუ შეგიძლიათ რომ მიუტანოთ ბატონ ცოტნეს.
-კი ბატონო-მარიამი დაიბნა, ვერ მიხვდა იქამდე რატომ არ მისცეს ცოტნეს შესწორებული ბიუჯეტის ფორმა, მაგრამ ბევრი არ უფიქრია და ცოტნეს კაბინეტში შევიდა-აი ეს გამომატანეს, შესწორებული ფორმაა-მაგიდაზე დაუდო.
-შემდეგისთვის გაითვალისწინე ორი რამ-სავარძლიდან წამოდგა და მარიამის პირისპირ დადგა. ხელები პიჯაკის ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, გეგონება სამსახურიდან გაშვებას აპირებდა-პირველი, როდესაც მე უარს ვეუბნები ინვესტორს ან კლიენტს, ან ნებისმიერს თანამშრომლობაზე, იქ შენ არ ერევი და არაფერი მოგაქვს ჩემთან. არც უგრძელებ ლაპარაკს. შენ ასისტენტი ხარ. მეორეც-ამ დროს სახეზე ცინიკურმა ღიმილმა დაკრა, წამით აარიდა მარიამს თვალები-ჩემ გალანძღვას რომ დააპირებ, გახსოვდეს ვისთან მლანძღავ. ამ ფირმაში ბევრი კეთილის მსურველი არ გეყოლება და ცუდად მოვა ეს ყველაფერი ჩემს ყურამდე-მარიამი სირცხვილისგან სულ გაწითლდა, თვალებში ვერ უყურებდა და თავი დახრილი ჰქონდა. ცოტნემ თითით ააწევინა ნიკაპი და აიძულა მისთვის შეეხედა-გასაგებია?-მარიამმა თავი დაუქნია-არა, აქ ჟესტებით არ ვურთიერთობთ. ვერბალური პასუხი მჭირდება.
-გასაგებია-ახლა კიდევ უფრო გაწითლდა და ცოტა აკლდა იასამნისფერ ფრამდე-ბოდიში.
-არა, ბოდიში არ არის საჭირო-ხელი გაუშვა და სავარძელში ჩაჯდა ისევ-ნაკლები ჭორაობა პეტრესთან და მეტი საქმე. ორი დღეა რაც მუშაობ და უკვე უამრავი შეცდომა დაუშვი. ერთადერთი რის გამოც არ გაგდებ შენი გამოცდილება და ცოდნაა.
-ანუ პიროვნულად არაფრად ვარგივარ, ამის თქმა გინდათ?-მარიამმა ვეღარ მოითმინა, სიჯიუტემ და თავმოყვარეობამ სძლია და უხეში ტონით ჰკითხა.
-მე პიროვნულად არ გიცნობ. ბევრი საქმე მაქვს, ერთი შეხვედრა დაგვრჩა, დაიწყე მზადება-ცოტნემ ყურადღება არ მიაქცია მარიამის ტონს, საბუთებში ჰქონდა თავი ჩარგული და ცივად გაისტუმრა გაბრაზებული ასისტენტი კაბინეტიდან. მარიამი თავს იმშვიდებდა, სულ ცდილობდა არ დავიწყებოდა რომ ეს სამსახური წყალივით ჭირდებოდა და მეტი თავშეკავება მართებდა ცოტნესთან. ბოლო შეხვედრაც გადაიტანა და ცოტნესთან შევიდა, მეორე დღის რეპორტის შესადგენად. დაუკაკუნებლად შეაღო კარი და ეგრევე ინანა. ცოტნე მაგიდასთან იჯდა, მაგიდაზე კი ევა შემომჯდარიყო და ცოტნეს კისერზე ჰქონდა ხელები შემოხვეული და ვნებიანად კოცნიდა. მარიამი ეგრევე გატრიალდა და ბოდიშების ხდა დაიწყო გაუჩერებლად.
-ბატონო ცოტნე, არ ვიცოდი რომ მარტო არ იყავით. მაპატიეთ, ცოტახანში შემოვალ-უხერხულობისგან სულ გაწითლდა, ხმაც უკანკალებდა.
-იყავი, ევა გარეთ დამელოდე-ცოტნემ ევას ხელები ცივად მოიშორა კისრიდან და გაუშვა კაბინეტიდან-შემდეგზე დააკაკუნე ხოლმე, შეგილია შემოტრიალდე-მარიამმა მაგიდაზე დაუდო დღის გეგმა, თვალს არიდებდა, რადგან სრცხვენოდა ასეთ ინტიმურ მომენტში რომ შეუსწრო უფროსს-არ არის პრობლემა, მშვენიერი გეგმაა.
-კარგი, ხვალამდე-მარიამმა წასვლა დააპირა, მაგრამ ცოტნემ გააჩერა. სკამიდან წამოდგა და წინ გადაუდგა.
-მოიცადე ორი წუთი-ერთობოდა მარიამის სიმორცხვით. ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი ააწევინა-ასეთ უხერხულობას თავი რომ აარიდო შემდეგზე უბრალოდ დააკაკუნე.
-გასაგებია.
-დღეს წახვალ შენით სახლში? იმიტომ გეკითხები, რომ მერე უყურადღებო უფროსად არ გამომიყვანო ჩემს თანამშრომლებთან.
-არა, თქვენ უყურადღებო არ ხართ თანამშრომლებთან-ტუჩზე იკბინა, როგორ ვერასდროს აკონტროლებდა მის სიტყვებს.
-ტუჩს ნუ იწვალებ-ცოტნე აზარტში შევიდა, ევა საერთოდ აღარ ახსოვდა-ევას გულისხმობ ალბათ?
-არა, თქვენი პირადი ურთიერთობები მე არ მეხება. უნდა წავიდე-მარიამმა ისევ სცადა წასვლა, მაგრამ კარი გააღო თუ არა, უკნიდან ცოტნე მიუახლოვდა და ცალი ხელით დაუკეტა ცხვირწინ.
-მანდ მართალი ხარ-ცოტნე ცალი ხელით კარს იყო მიყრდნობილი, მეორეთი კი მარიამი შემოაბრუნა მისკენ-არანაირად არ გეხება. ამიტომ არ გავიგო იჭორაო ამაზე ან პეტრესთან, ან ქსეროქსის გოგოებთან, დაცვასთანაც კი. გასაგებია?-წარბაწეულმა, მკაცრი ტონით ჰკითხა.
-დიახ-მარიამმა თავი დაუქნია.
-მშვენიერი. შეგიძლია წახვიდე-კარს ხელი გაუშვა და ოდნავ უკან დაიხია. მარიამს გული ამოვარდნაზე ჰქონდა, უცბად გააღო კარი და ოფისიდან გავარდა. ამ დროს ტელეფონზე ალეკომ დაურეკა.
-ეხლა რა უნდათ-გაღიზიანებული იყო და გაუთიშა, მაგრამ არ ჩერდებოდა. ახლა ქეთამ დაურეკა-ქეთა რა ხდება, სამსახურში ვარ.
-დემეტრე დაიჭირეს.
-რ.. ბატონო?
-ჰო, ისევ ითამაშა და წააგო, დიდი თანხა წააგო თან. პოკერს თამაშობდა. ვისთანაც წააგო იმასთან ჩხუბი მოუვიდა, იმან დანა ამოიღო, ხოდა დემეტრემ წაართვა და ჩხუბისას შემთხვევით გაუყარა. ეხლა განყოფილებაში ჰყავთ და თუ გვინდა რომ სასამართლომდე გამოუშვან 10 000 უნდა გადავიხადოთ.
-ბატონო?-მარიამს ტვინი აერია, ვერაფერს ფიქრობდა. მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა თავში ,,ბატონო?’’.
-ჰო მარიამ, რამე უნდა მოვიფიქროთ. დიდი შანსია, რომ ფულს რო გადავიხდით სასამართლომდეც არ მივა საქმე და იმ დაშავებულთან მივა დემეტრე და ავუნაზღაურებთ ყველაფერს.
-რ.. ქეთა ორი წუთი ვერ ვხვდები რას მეუბნები, მისამართი მომწერე უბრალოდ-გაუთიშა, კაბინეტიდან უცბად გამოიტანა თავისი ჩანთა და ელვისებური სისწრაფით ჩაირბინა კიბეები. გასასვლელში ცოტნე და ევა იდგნენ, მანქანას ელოდებოდნენ. ისე ჩაურბინა მათ არც დამშვიდობებია. ევამ გაოცებულმა გახედა.
-ცოტნე, მგონი შენი ასისტენტი ნორმალური არ არის.
-ზედმეტ ყურადღებას აქცევ არამნიშვნელოვან ადამიანებს-ცოტნემ გულგრილად უპასუხა. ახლა ევასთან რესტორანში წასვლის იდეა საერთოდ აღარ იზიდავდა, რეალურად უკვე არც ევა. ამასობაში მარიამს მძღოლი ელოდებოდა პარკინგზე და განყოფილებაში წაიყვანა. განყოფილებაში დემეტრეს მეგობრები, ალეკო და ქეთა იყვნენ. მარიამს მკვდრის ფერი ედო ისე ცუდად იყო.
-სად არის?-ძლივს ამოილუღლუღა.
-შიგნით ყავთ, იშოვე ფული?-ქეთა ეგრევე ეცა მარიამს კითხვებით.
-სად უნდა მეშოვა ქეთა ასე მალე 10 000 ლარი? მითხარი, რანაირად უნდა მეშოვა!-ტონს აუმაღლა, წყობიდან იყო გამოსული. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, რაც დემეტრეს განყოფილებიდან გამოყვანა უწევდა-ღირსია! ღირსია ჩავტოვო და ამოვალპო.
-ეხლა ამის დრო არ არის-ალეკო მიუახლოვდა-მისმინე, შენ უნდა უშველო. შენს გარდა არავინ ყავს.
-ალეკო შემეშვი ეხლა-ალეკო უხეშად გაწია და მოიშორა.
-შენი ახალი სამსახურიდან რომ გამოითხოვო წინასწარ 3 თვის?-დემეტრეს მეორე მეგობარი მიუახლოვდა, ის საერთოდ კაიფში იყო.
-და მერე რითი ვიცხოვრო ეს 3 თვე?-ხელები გადააჯვარედინა და გაღიზიანებული ტონით ჰკითხა-მითხარი.
-მერე ვიზამთ რამეს, ეხლა ასე უცბად ვერ შევაგროვებთ 10000-ს-ქეთაც უიმედოდ იყო განწყობილი. ბოლოს მარიამზე მეტად არავის ეხებოდა ეს ამბავი, კი ისინიც ნერვიულობდნენ, მაგრამ რაელურად ყველაფერი მისი თავში სახლელი იყო.
-ახლა აღარავინ არის ოფისში. იქნებ პეტრეს ვთხოვო-მარიამი ბოლთას სცემდა განყოფილებაში და თავის თავს ესაუბრებოდა.
-შეგიძლიათ ნახოთ-პოლიციელი გამოვიდა-თქვენ მეუღლე ხართ?
-დიახ.
-წამობრძანდით-დაკითხვის ოთახში ჰყავდათ დემეტრე. თვითონ ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა. ჩხუბი არასდროს ეშლებოდა, სხვა ყველაფერი კი ...
-მარიამ-მის დანახვაზე ეგრევე წამოდგა და მოემზადა საბოდიშოდ.
-არ მაინტერესებს-ლაპარაკი შეაწყვეტინა-არ..-მაგრამ თვითონაც უჭირდა საუბარი-არ ვიცი რა გითხრა. მერამდენედ უნდა მოვხვდეთ ამ სიტუაციაში-იმედგაცრუებული იყო-ეხლა რამეს მოვიფიქრებ. სხვა გზა არ მაქვს, ციხეში ვერ გაგიშვებ-თვალები აუცრემლიანდა-მაგრამ ეს ბოლოა.
-გეფიცები, შენ თავს გეფიცები-ხელები ჩაკიდა მარიამს და იმედით სავსე თვალებით შეხედა-ცხოვრებაში აღარ გავეკარები კაზინოს.
-არა, ეს ბოლო შემთხვევაა, როცა მე შენ გეხმარები დემეტრე-თითიდან ბეჭედი მოიხსნა და დემეტრეს მისცა.
-რ..გააფრინე?-დემეტრემ ოდნავ უკან დაიხია და გაოგნებული მიაშტერდა ბეჭედს- ამის გამო მშორდები?
-შეხვედრის დრო ამოიწურა-თანამშრომელმა მარიამი ოთახიდან გაიყვანა, მაგრამ დემეტრე ყვირილს აგრძელებდა.
-ამის გამო მშორდები?-მთელ განყოფილებაში ისმოდა მისი ღრიალი. მარიამს განყოფილებიდან გასვლის შემდგომ კიდევ ელანდებოდა მისი ყვირილი. განადგურებული იყო. სხვა გზა არ ჰქონდა, პეტრესთვის უნდა ეთხოვა დახმარება. დაურეკა და მან სახლში მიიპატიჟა.
-რა ხდება, რა სახე გაქ?-კარი გააღო თუ არა, სახეწაშლილი მარიამი დახვდა.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

რა გაძლებს სამი დღე❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

რა დროს შეწყვიტეთ, გააგრძელება მალე დადეთ

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

გყხოვთ გააგრძელეთ ძალიან დაიძაბა სიტუაცია, თან რა დროს შეწყვიტეთ

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

გააგრძელეთ რა❤️

 


№5 სტუმარი ნია

გააგრძელეთ გთხოოვთ

რა ინტერვალებით უნდა დადოთ? იმედია არ დააგვიანებთ დადებას

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

ველოდებითთ

 


№7  offline წევრი sati

სტუმარი მარი
ველოდებითთ

გავაგზავნე დასარედაქტირებლად <3

ნია
გააგრძელეთ გთხოოვთ

რა ინტერვალებით უნდა დადოთ? იმედია არ დააგვიანებთ დადებას

სალამი, დაახლოებით 3, მაქსიმუმ 4დღეში ხოლმე. ახლა უკვე გაგზავნილი მაქვს ისევ დასარედაქტირებლად და გააჩნია როდის ატვირთავენ.

სტუმარი გვანცა
გყხოვთ გააგრძელეთ ძალიან დაიძაბა სიტუაცია, თან რა დროს შეწყვიტეთ

დევს უკვე გაგრძელება <3

 


№8 სტუმარი კასანდრა

კომენტარში, უბრალოდ აზრი რომ დააფიქდიროთ ნაწარმოების ირგვლივ,არ ჯობია?
დროს რომ კითხულობთ,იქნებ ვერ ეტევა პირობამოცემულ დროში.
როცა გააგრძელებთ,მაშინ გააგრძელეთ!ვისაც უღირს,დაელოდება!❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent