შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი აღმოჩენა(ნაწილი შვიდი)


26-04-2024, 00:21
ავტორი Olivia255
ნანახია 631

გეგა საშინლად დაძაბული იყო,ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ სულ ტყუილად.
-რატომ ხარ ასეთი დაძაბული?-ვკითხე და ისე მოვთავსდი სავარძელში რომ მისთვის შემეხედა,გზას თვალებს არ აშორებდა და ხელებს საჭეს უჭერდა. ხელი ლოყაზე მივადე და აღელვებული მივაჩერდი. ხელზე მაკოცა და სულ ეს იყო,ისევ სიჩუმე ჩამოწვა,მეც გადავწყვიტე არ დამეძალებინა და ტელეფონში ჩავძვერი,როცა ანონიმური ნომრიდან მესიჯი შემოვიდა,ხმა გეგამაც გაიგო და მაშინვე მკითხა
-ვინ არის?-გავფითრდი როცა მესიჯი წავიკითხე.
"არ იფიქრო რომ დაგვავიწყდი, სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს" მერე კი....მერე ჩემი და გეგას ფოტო იყო,კარგად დავაკვირდი და აღმოჩნდა რომ დღეს იყო გადაღებული...ნერწყვი გადავყლაპე. გეგას ვერ ვეტყვი,ისედაც ნერვიულობს,კიდევ ვერ დავუმატებ,ამჯერად მესიჯი დავსქრინე,ისე რომ სურათიც გამოჩენილიყო და რადგან გეგას უარესად დაძაბვა არ მინდოდა,ნიკას გავუგზავნე. თითქოს ტელეფონში იჯდა და მელოდებოდა როდის მივწერდი,მაშინვე მიპასუხა
-ეს ახლა გამოგიგზავნეს?
-კი და როგორც ჩანს უკვე იციან სად ვარ,-ვუპასუხე
-ლილე ყველაფერი რიგზეა?-მკითხა გეგამ და წამიერად გამომხედა. შევხედე და გავუღიმე
-კი ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ნიკას ვწერ.-ვიცი არ დამიჯერა, შეუძლებელი იყო მას რამე გამოპარვოდა,მაგრამ აღარ ჩამძიებია და მითხრა რომ უკვე მალე მივიდოდით. მე კი ისევ ტელეფონში ჩავძვერი
-გეგამ იცის?-მომწერა ნიკამ
-არა,არ მითქვამს,ისედაც მთელი დღე დაძაბულია და არ მინდოდა ესეც დამემატებინა.
-გასაგებია. საღამოს დაველაპარაკები,შენ არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებ,-მიპასუხა ნიკამ.
-გმადლობ,მიყვარხარ ძამიკო,-მივწერე,წამიერი პაუზა იყო და მივხვდი რომ ნიკას პირველად დავუძახე ძამიკო და პირველად ვუთხარი რომ მიყვარს,ეს ხომ ისედაც ცხადი იყო,თუმცა ამდენი სტრესის შემდეგ მიჭირდა ემოციების გამოხატვა და ხანდახან საჭიროც კია რომ საყვარელ ადამიანს უთხრა რომ ძალიან გიყვარს.
-მეც ძალიან მიყვარხარ,-მივიღე პასუხი,გამეღიმა და მივხვდი როგორ დავმშვიდდი,როცა ნიკასგან მხარდაჭერა მივიღე,გამოდის რომ სწორედ ეს მაკლდა ცხოვრებაში და როგორც იქნა დავიბრუნე,ნიკას მზრუნველობა,სიყვარული და ყურადღება,ჩემთვის ყველაფერი იყო,მისით ვსუნთქავდი და ვარსებობდი,ძალიან არ მინდოდა რომ ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაეგდო,მას რომ რამე დამართნოდა....თავიდან მოვიშორე ნეგატიური აზრები და ფანჯრიდან გავიხედე, სასიამოვნო სიჩუმე იდგა გარშემო და მანქანებიც უფრო და უფრო იკლებდა. გეგამ ამოიოხრა და მანქანა გზიდან გადაიყვანა რომ გაეჩერებინა. მერე მომიბრუნდა და მითხრა
-ლილე კარგად დაიმახსოვრე,მათთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს და ერთადერთი მიზეზი ჩემი იქ წასვლისა შენ ხარ.-გაკვირვებულმა შევხედე მან კი გააგრძელა
-მინდა დაინახონ რომ კარგად ვარ და რომ უკვე მყავს გვერდით ადამიანი ვინც ძალიან მიყვარს და ვაფასებ,-ჩემი ხელი ხელში აიღო და აკოცა.
-რაც არ უნდა მოხდეს,რაც არ უნდა გითხრან და რაც არ უნდა გააკეთონ, მათი არცერთი სიტყვა არ დაიჯერო გესმის?-თავი დავუქნიე,თუმცა მაინც ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა
-დარწმუნებული ვარ ევაც იქ არის...-წარბები გადავხლართე
-ევა ვინაა??-ვკითხე და გაეცინა
-ამდენი რამ გითხარი და შენ გაინტერესებს ევა ვინაა?-გაბრაზებული მივაჩერდი და სრული სერიოზულობით ვკითხე
-შენი ყოფილია?-გეგა ამაზე ახარხარდა,მიუხედავად იმისა,რომ უაზროდ გავბრაზდი,მისი გაბრწყინებული სახის დანახვისას ყველაფერი დამავიწყდა და მეც გავეკრიჭე. სანამ მანქანას დაძრავდა გადმოიხარა და მაკოცა,წამიერად თვალებში მიყურებდა,მერე ცხვირზეც მაკოცა და მანქანა დაძრა
-დაიმახსოვრე პატარავ,შენ ხარ ჩემი სუნთქვის,სიყვარულის და ღიმილის მიზეზი,შენამდე დაკარგული ვიყავი,არაფრის არ მჯეროდა, მითუმეტეს კი სიყვარულის,შენ შეძელი და კიდევ ერთხელ გააღვიძე ეს გრძნობა ჩემში, გიყურებ და ჩემს დარჩენილ ცხოვრებას შენთან ერთად ვხედავ.-დიდ სახლთან გააჩერა მანქანა და შემომხედა
-ლილე ჩემი სამოთხე ხარ დედამიწაზე,ასე რომ ნაკლებად უნდა გაინტერესებდეს ვინაა ევა,მე შენს იქით ვერავის ვხედავ და ყოველთვის ასე იქნება.-თვალები ამიცრემლიანდა და გეგას ჩავეხუტე
-ძალიან მიყვარხარ,-ამოვისლუკუნე,ხელები შემომხვია და თავზე მაკოცა,
-ამ ქაოსით სავსე სამყაროში შენ ხარ ჩემი სიმშვიდე,ჩემი ყველაზე საყვარელი გრძნობა ხარ და უშენოდ ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია,-ავსლუკუნდი და უფრო მივეხუტე.
-ჩემო პატარა,-ჩაილუღლუღა,ხელს ზურგზე მისვამდა რომ დავემშვიდებინე,ნიკაპი კი თავზე ჩამომადო. ყოველ დღე უფრო და უფრო მიყვარდებოდა და ვგრძნობდი რომ მის თავსაც იგივე ხდებოდა. ჩვენი სიყვარული სუნთქვას ჰგავს როგორ უნდა გავჩერდეთ? ჩემი ცხოვრება მას შემდეგ გალამაზდა,რაც გეგა გამოჩნდა და ვიცოდი,რომ ჩვენ ერთად ყველაფერს გადავლახავდით...
*******
სლუკუნს რომ მოვრჩი და კორექტორით ყველანაირი კვალი წავშალე რომ ვიტირე,მანქანიდან გადავედით და უზარმაზარი სახლის წინ აღმოვჩნდით. სამსართულიანი თეთრი სახლი მომჩერებოდა,ულამაზესი, ყვავილებით და ათასგვარი მცენარით დამშვენებული, ულამაზესი იყო,თუმცა თავი ხელში ავიყვანე და ცოტა აღელვებული გავყევი გეგას. გეგა ხელს ერთი წამითაც კი არ მიშვებდა,მაშინაც კი არ გამიშვა როცა მოსამსახურემ დიდი ხის კარი გააღო და სახლში შევაბიჯეთ,ნუ რათქმაუნდა არც კი გამკვირვებია ძალიან გემოვნებით მოწყობილი სახლი რომ შემრჩა ხელში... გეგა დაძაბული გამიძღვა წინ და როცა უზარმაზარ მისაღებ ოთახში შევედით და თავის მშობლებთან ერთად თავისი ძმაც დაინახა თვალები დაუბნელდა,ხელი ხელზე მოვუჭირე რომ დამემშვიდებინა და როგორც კი შემომხედა მაშინვე გამიღიმა,შუბლზე მაკოცა და უცებ ჩამჩურჩულა
-დაიმახსოვრე რაც გითხარი პატარავ...-თავი დავუქნიე და გავუღიმე. ოთახში შემიძღვა ხელჩაკიდებული და დივანს რომ მივუახლოვდით მშობლებს ცივად მიესალმა.
-გელა,მაია,-ძმას ცერად გახედა. ყველას თბილად გავუღიმე და მივესალმე.
-გამარჯობა,-გელა წამოდგა,მაიაც უკან გამოყვა ირაკლი ადგილიდან არ იძვროდა და მივხვდი რომ ძალიან არაკომფორტულად იყო. თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი და ისევ გეგას მშობლებზე გადავერთე.
-ჩემო ბიჭო,-გელა გეგას მოეხვია და ერთი ორჯერ ზურგზე ხელი დასცხო, როგორც კაცებს სჩვევიათ ხოლმე მისალმებისას შემდეგ კი ჩემსკენ მობრუნდა და მის თვალებში სითბოს მეტი ვერაფერი დავინახე,თბილად გავუღიმე
-შენ კი ლილე, რომელმაც ჩვენი ბიჭი ასე გადაიყვანა ჭკუიდან,ახლა ვხვდები რატომაც,-მომიახლოვდა და ჩახუტებას აპირებდა როცა გეგამ თავისკენ მიმწია და მამამისს მიაჩერდა,მაშინვე ვცადე დაძაბულობის განეიტრალება გეგას ხელი გავუშვი და მამამისს ჩავეხუტე,მივხვდი რომ გეგას ეს არ ესიამოვნა მაგრამ არაფერი უთქვამს,მხოლოდ ყბა დაეჭიმა და ისევ თავის ძმას მიაჩერდა. გელამ თბილად გამიღიმა და შემდეგ მაია მომიახლოვდა
-გამარჯობა ჩემო საყვარელო,ძალიან მიხარია შენი გაცნობა,-თბილად ჩამეხუტა,შემათვალიერა,შემდეგ კი გელას გახედა და კმაყოფილმა გაუღიმა. ყველამ ირაკლის შეხედა, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა,გეგა ისევ გვერდით ამესვეტა და წელზე ხელი მომხვია.
-ირაკლი,მოდი,ნუ გერიდება-მოუხმო ცივად მაიამ და ირაკლიც ფრთხილად მოგვიახლოვდა,შევამჩნიე რომ გელაც ირაკლის ცუდად უყურებდა,ყველა ისე უყურებდა თითქოს უცხო იყო და მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი პირველი შეხვედრა ცუდად დამთავრდა მაინც გავუღიმე და დავიწყე
-ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს,-ირაკლი ადგილზე გაიყინა,ყველამ მე შემომხედა
-მართლა?-იკითხა გელამ და ირაკლის ცერად გახედა
-დიახ გეგასთან იყო მოსული და მაშინ შევხვდი,ძალიან ზრდილობიანი და თავმდაბალია,-ირაკლის გაეღიმა,გეგამ გაკვირვებულმა შემომხედა,მშობლებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ მაგრამ ბოლოს გელამ თქვა
-მიხარია თუ ასეა,-ირაკლი მომიახლოვდა,უცებ ჩამეხუტა და ჩამჩურჩულა
-გმადლობ ლილე...-გავუღიმე და ერთი ხელი მეც მოვხვიე,რადგან მეორე გეგას ჰქონდა მის ძლიერ ხელში მოქცეული და ისე უჭერსა ალბათ მალე მომტეხავდა კიდეც. აშკარად ვერ ხვდებოდა რას ვაკეთებდი და ცოტათი დაბნეული იყო,ისევ სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მაიამ დაარღვია და ყველა სასადილო ოთახში დაგვპატიჟა. გეგამ ორი წუთით მარტო დარჩენა ითხოვა ჩემთან ერთად და როგორც კი ყველა გავიდა ოთახიდან სრული სერიოზულობით მკითხა
-ლილე რას აკეთებ? ისინი ამას არ იმსახურებენ და მითუმეტეს ის ნაბოზვარი,-გაბრაზებულმა შევხედე
-ისინი შენი მშობლები არიან, ადამიანები რომლებმაც ამ ქვეყნად მოგავლინეს და გარკვეულ ასაკამდე აღგზარდეს,ის ნაბოზვარი კი, როგორც შენ უწოდებ შენი ძმაა და მეორე შანსს ყველა იმსახურებს,ვიცი რასაც ვაკეთებ,ხომ მენდობი?-თვალებში მივაჩერდი,წუთით გაჩუმდა და მიყურებდა,შემდეგ ამოიოხრა და მშვიდად მიპასუხა
-კარგი ლილე,გენდობი,მაგრამ ძალიანაც ნუ შეტოპავ,მათ კარგად ვიცნობ,-მის ძლიერ მკერდზე მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა. გავუღიმე და დავამშვიდე
-ყველას აქვს შანსი შეიცვალოს და იქნებ ისეთები აღარ არიან როგორიც შენ გახსოვს?-პასუხი არ დაუბრუნებია,მხოლოდ ხელი მომკიდა ჩუმად გავემართეთ სასადილო ოთახისკენ...
*******
ყველა ჩვენ გვიცდიდა,არ ვიცი რატომ,მაგრამ ძალიან თავისუფლად ვიყავი, ნერვიულობამაც გადამიარა და გაღიმებული ამაყად ვიჯექი გეგას გვერდით.
-ლილე,მოგვიყევი შენს შესახებ,-ღიმილით მითხრა მაიამ,გეგამ გამომხედა და შემდეგ ღვინის ჭიქას დაავლო ხელი,ერთი მოყუდებით დალია.
-კონკრეტულად რა გაინტერესებთ?-ვკითხე და წვენი მოვსვი. ამჯერად გელაც ჩაერთო დიალოგში
-სადმე სწავლობ?-მკითხა და გეგას გახედა რომელიც გაღიზიანებული იჯდა და ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა აფეთქებულიყო
-დიახ სამედიცინოზე და პარალელურად სამხატვრო აკადემიაშიც დავდივარ,სულ რაღაც ორი წელი დამრჩა და დავამთავრებ,-სიჩუმე ჩამოწვა და ერთდროულად რამოდენიმე რამ მოხდა,გელას ჩანგალი გაუვარდა ხელიდან,მაიას ღვინო გადასცდა,ირაკლი პირდაღებული მომაჩერდა და თვალებს უაზროდ აფახულებდა,გეგა კი....გეგა ამ ყველაფერზე კმაყოფილი იღიმოდა....მან იცოდა,მაგრამ საიდან? გელამ ჩაახველა და თვალებანთებულმა მკითხა
-კი მაგრამ,რამდენი წლის ხარ?
-23ის,-ვუპასუხე მშვიდად და სალათი გავსინჯე. კიდევ ერთი გაკვირვება მოყვა ჩემს ასაკს
-კი მაგრამ,-დაიწყო მაიამ-ასეთი ახალგაზრდა....როგორ?-გავუღიმე
-მიზანი დავისახე და ბოლომდე ვიბრძოლე მის მისაღწევად, ხელოვნება ყოველთვის მიზიდავდა,ის ჩემი სიწმინდეა, მიუხედავად იმისა,რომ მედიცინა ჩემი მოწოდებაა ხელოვნება ჩემს სულს ავსებს,შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ,მაგრამ ორივე მათგანს მოაქვს ბალანსი ჩემს ცხოვრებაში. რაც შეეხება ასაკს,მე ვთვლი,რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია,ცხოვრებას აქვს ჩვენი ფორმირების გზა, ისეთი გზებით,რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია, მე ვცხოვრობდი გამოცდილებით მდიდარი ცხოვრებით,რამაც წლების მანძილზე შეიძლება ითქვას რომ დამაბერა კიდეც,ამიტომ ჩემთვის ამ ყველაფრის მიღწევა ძალიან დიდი მიღწევა იყო და მიხარია რომ აქამდე ჩემით მოვაღწიე.-გელამ შვილს შეხედა კმაყოფილი ღიმილით,მაია გაღიმებული მიყურებდა,ირაკლი კი...ირაკლი თავჩაქინდრული იჯდა და ხელში ჭიქას ატრიალებდა.
-ირაკლისაც უნდოდა სამედიცინოზე ესწავლა,თუმცა ორჯერ ჩაჭრის შემდეგ გადაწყვიტა ჩემთან ერთად ემართა კომპანია,თუმცა არც ამაში არ გაუმართლა,-უკმაყოფილოდ თქვა გელამ,ღვინო მოსვა და შვილს თვალი აარიდა.
-აი გეგაში კი ნამდვილად გაგვიმართლა,-აჟიტირებულმა დაიწყო მაიამ
-ყველაფერს თავისი შრომით და სწავლით მიაღწია და ძალიან წარმატებულიცაა,-გეგას თვალი ჩაუკრა და ირაკლის ცერად გახედა,რომელიც საშინლად დარცხვენილი იჯდა და ხმას არ იღებდა,მთელი ამ ხნის განმავლობაში თავჩაღუნული იჯდა და ყველას თვალს გვარიდებდა,მართალია შეეშალა და ჩემთან ძალიან არასწორად მოიქცა,მაგრამ ეს ყველაფერი არასწორი იყო. გეგამ ძმას შეხედა თუმცა არაფერი უთქვამს მის დასაცავად ამიტომ გადავწყვიტე ისევ მე მეთქვა რაიმე,შვილების ასე განსხვავება ნამდვილად არ შეიძლებოდა.
-იცით,-დავიწყე და ყველამ მე შემომხედა,მე კი თამამად გავაგრძელე,მათ შორის გეგამ და ირაკლიმაც, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველას აიგნორებდნენ ჩემი ჩათვლით.
-მე მჯერა,რომ წარმატება განისაზღვრება არა იმ გზით, რომელსაც სხვები გვიდგენენ და გვისახავენ,არამედ იმ გამძლეობით და მიზანდასახულობით რომელიც ჩვენშია,ჩვენი მოგზაურობა შეიძლება სულ სხვა გზით გაგრძელდეს,მაგრამ ამით ჩვენი პოტენციალი და ღირებულება არ იცვლება. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა წარსულში, მთავარია რა იქნება მომავალში, მონდომებითა და მხარდაჭერით ყველაფერი შესაძლებელია,ჩვენ ყველას უბრალოდ შანსი გვჭირდება,რომ ჩვენებურად ვიბრწყინოთ. ყველას გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები,ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ და ყველაფერი გამოგვივა,-ირაკლის შევხედე,მის თვალებში მადლიერება და იმედის ნაპერწკალი რომ დავინახე გამეღიმა,შემდეგ კი ისევ ჩემს სალათას მივუბრუნდი,ყველა მე მიყურებდა და ეს ძალიან მოქმედებდა ჩემზე
-ლილე მართალია,-გაისმა გეგას ხმა,ხელი ხელზე მომკიდა და ოდნავ მომიჭირა
-ყველას გზა განსხვავდება ერთმანეთისგან და ყველას გვჭირდება შანსი რომ ჩვენებურად ვიბრწყინოთ. თუ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ ყველაფერს შევძლებთ,რადგან სიყვარულით ყველაფერი შესაძლებელია.-თვალებში მიყურებდა როცა ამას ამბობდა,გული გამითბა და გავუღიმე. ყველა ჩვენ გვიყურებდა,ჩვენ კი თითქოს გარშემო ვერავის და ვეღარაფერს ვხედავდით,რომ არა ტელეფონის ზარის ხმა,ალბათ კიდევ დიდხანს ვისხდებოდით ასე. უცებ მოვედი გონს და ტელეფონს დავხედე,ნიკა რეკავდა, ტელეფონი ხელში ავიღე და მოვიბოდიშე
-მაპატიეთ ჩემი ძმა რეკავს და უნდა ვუპასუხო, საპირფარეშო სად არის?
-დერეფანს გაუყევი საყვარელო და ხელმარცხნივ პირველი კარია-მიპასუხა მაიამ,მადლობა მოვუხადე და ოთახი დავტოვე,იმედია ნიკას ჩემთვის კარგი ამბები აქვს...
*******
აბაზანაში შესვლისთანავე კარი ჩავკეტე და ნიკას ზარს აღელვებულმა ვუპასუხე.
-ყველაფერი რიგზეა? გთხოვ მითხარი რომ კარგი ამბები გაქვს.-ნიკას ანერვიულებული ხმა რომ გავიგონე ავნერვიულდი
-ლილე,სად ხარ? გთხოვ მითხარი რომ სახლში არ ხარ,
-არა,გეგას მშობლებთან ვართ...რა ხდება??-ვკითხე ისევ,მივხვდი რომ დამშვიდდა,მე კი გულისცემა ამიჩქარდა მისი სიტყვების გაგონებისას
-გეგას სახლთან ახლოს მეორე თავდამსხმელი შენიშნეს,ახლა მეც იქ მივდივარ,გთხოვ მანდ დარჩი სანამ მე არ დაგირეკავ კარგი? გეგას არაფერი არ უთხრა,კოლეგასთან ერთად ვარ სანერვიულო არაფერია.-გავნერვიულდი,რამე რომ დაემართოს? არა ჩემს თავს მაგას ვერ ვაპატიებ
-ნიკა გთხოვ,ფრთხილად იყავი კარგი?-გაიცინა
-ლილუნია ჯერ კიდევ არ მიცნობ,ჩემზე არ იდარდო და რაც გითხარი ის გააკეთე.-გამითიშა და ალბათ დიდხანს ვიდექი ტელეფონით ხელში აბაზანაში ჩაფიქრებული. გამოვერკვიე,ნიჟარაში წყალი მოვუშვი და ცივი,სველი ხელები კისერზე მოვისვი რომ დავმშვიდებულიყავი,შემდეგ კი ჩემს ანარეკლს შევხედე სარკეში და საშინლად არ მომეწონა ის სუსტი გოგონა,რომელიც მეორე მხრიდან მომჩერებოდა. მას არაფერი შეეძლო სწავლის გარდა,ცხოვრება კი ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის,რომ შიშში გაატარო,რამე უნდა მოვიფიქრო. ამოვიოხრე და დერეფანში გავედი. ადგილზე გავიყინე ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ირაკლი რომ დავინახე ცოტა მოშორებით,წარბები შევკარი და მისთვის გვერდის ავლა დავაპირე მაგრამ გამაჩერა
-ლილე გთხოვ მომისმინე,-წინ ამესვეტა და შევატყე რომ ძალიან ღელავდა,თვალს მარიდებდა,აშკარა იყო არ იცოდა საიდან დაეწყო ამიტომ მეც მოთმინებით დაველოდე
-ლილე მე....მე მინდა ბოდიში მოგიხადო,ჩვენი პირველი შეხვედრა ძალიან ცუდად დამთავრდა, გეფიცები შენთვის ზიანის მოყენება არ მინდოდა,ვიცი რომ ყველაფერი ავურ დავურიე და მას შემდეგ ამ ყველაფერს ძალიან ვნანობ,ასეთ მოპყრობას ნამდვილად არ იმსახურებდი,-დააპაუზა და ფეხებს დახედა,მე კი გაკვირვებული ვუსმენდი მას და ხმის ამოღებაც კი არ შემეძლო,უცებ თვალებში შემხედა და...
-წარსულის შეცვლა არ შემიძლია,მაგრამ ვიმედოვნებ რომ შენს გულში იპოვი ძალას იმისა რომ მაპატიო.-ემოციების ნაზავი ვიგრძენი, ჩემში ტრიალებდა გაოცება, დაბნეულობა და კიდევ რაღაცის ციმციმი,რაც პატიებას გავდა. ირაკლის თვალებში გულწრფელობას ვხედავი,მის ხმაში კი ჭეშმარიტ სინანულს. და სწორედ მაშინ გავაცნობიერე,რომ, სიბრაზისა და წყენის შეკავება უფრო და უფრო ამძიმებს მას ამიტომ ირაკლის გავუღიმე და მშვიდად ვუპასუხე
-ვაფასებ შენს ბოდიშს ირაკლი,ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება ადამიანს,რომ აღიაროს როცა ცდება,გპატიობ, მეორე შანსს ყველა იმსახურებს,მთავარია როგორ გამოიყენებს მას.-ირაკლის სახე გაუბრწყინდა, გახარებულმა წამოიძახა მადლობა და ცოტა რომ დამშვიდდა მითხრა
-გმადლობ რომ დამიცავი,აქამდე ეს არავის გაუკეთებია,-გავუღიმე და მეგობრულად მხარზე ხელი დავცხე,მის მიმართ სიმპათია გამიჩნდა,როგორ თუ აქამდე ეს არავის გაუკეთებია? ცოტა არ იყოს უცნაურია.
-ოცნებები შეიძლება შეიცვალოს,გზები შეიძლება შეიცვალოს,შეიძლება დაბრკოლდე კიდეც,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა გზას ვერ იპოვი შენი პოტენციალის რეალიზებისთვის, დაიმახსოვრე,შენ უფრო მეტი ხარ,ვიდრე აკადემიური მიღწევები,ასე რომ არასოდესაა გვიანი ისევ ცდისთვის.-გამიღიმა და ოთახამდე მიცილება შემომთავაზა,რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი....
*******
ოთახში სანამ შევიდოდით ირაკლიმ გამაჩერა და მანიშნა არ შევსულიყავი, გვერდით ამომიდგა და მიაყურადა,მეც ავუსრულე თხოვნა და გავისუსე...ირაკლიზე ლაპარაკობდნენ...
-იქნებ მართლა ძალიან მკაცრად ვექცევით?-გაისმა მაიას ხმა
-ასეა საჭირო,არც კი ცდილობს რომ უკეთესი გახდეს,მეტი მოეთხოვება-თქვა გელამ
-ზედმეტს ითხოვთ მისგან,ისევე როგორც ჩემგან ითხოვდით,ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს,-გაისმა გეგას მკაცრი ხმა,მე და ირაკლიმ ერთმანეთს გავხედეთ გაღიმებულებმა და მოსმენა გავაგრძელეთ.
-როდის აქეთ გახდი მისი დამცველი?-სიცილით ჰკითხა გელამ
-დღეიდან ყოველთვის ასე დავიცავ,ასე რომ ჩემი და ლილეს თანდასწრებით მისი ლანძღვისგან თავი შეიკავეთ და არამარტო ჩვენი თანდასწრებით,ირაკლის იმის გაკეთებას თხოვთ რაც მას არ უყვარს,ლოგიკურია რომ არ ცდილობს ამ საქმეში რაიმე გამოუვიდეს.
-არასდროს არაფერი არ გამოუვა,-ხმას აუწია გელამ და მაგიდაზე დასცხო ხელი,უცებ შევხტი და პირზე ხელი ავიფარე,ალბათ უფრო შოკისგან,ირაკლის ყბა დაეჭიმა და ხელები მუშტებად შეკრა.
-ეგ გოგო შენზე ცუდად მოქმედებს,-წაილუღლუღა მაიამ,ახლა კი გეგამ აუწია ხმას
-მაგ გოგოს სახელი აქვს!
-დედაშენთან ხმას ნუ უწევ!-უღრიალა გელამ და გავიგე სკამი როგორ დაეცა იატაკზე
-ერთი წუთითაც კი არ გაიფიქროთ რომ აქ თქვენს სანახავად მოვედი,აქ მხოლოდ ლილეს გამო ვარ,რადგან მინდოდა გენახათ რომ უთქვენოდ ძალიან კარგად ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ,სწორედ მისი დამსახურებაა რომ დღეს თქვენთან თუნდაც ვლაპარაკობ, იმიტომ რომ სულ იმას მეუბნება რომ ყველა იმსახურებს მეორე შანსს და მეც მოგეცით მეორე შანსი მაგრამ როგორც ყოველთვის ყველაფერი ჩააფლავეთ!-გეგაც აშკარად წამოხტა-მივხვდი სიტუაცია ძალიან დაიძაბა და შესვლას ვაპირებდი ისევ ირაკლიმ რომ გამაჩერა და თავი გაიქნია
-ეგ გოგო,ისევე როგორც სხვა გოგოები გასართობად გამოდგება,მისი ჭკუა და სილამაზე ნუ გატყუებს,ის შენთან მხოლოდ ფულის გამოა,ისევე როგორც სხვები,ცოტა ხანში მოგბეზრდება და ისევ ჩვენთან დაბრუნდები-ძალიან მშვიდად თქვა გელამ
-ლილე! ლილე ქვია და არ გაბედო მეორედ მასე მიმართო,მის გამო მზად ვარ შენი კი არა,მსოფლიოს წინააღმდეგ წავიდე და რა? ფულის გამო? საერთოდ იცი მაინც რას ბოდავ? ლილე ჩემზე ორმაგად და შეიძლება ოთხმაგადაც მდიდარია და რომც არ იყოს ეს არაფერს შეცვლიდა,იმიტომ რომ ის სხვა გოგოებს არ გავს,ის...ძალიან გულჩვილია მაგრამ ამავედროს საშინლად ძლიერი,ერთ სიტყვას შეუძლია გული მოუკლას,მაგრამ ერთი წუთის შემდეგ,ისევ ბავშვური სიწრფელით და წმინდა თვალებით შემომციცინებს,ნაძირალა უნდა იყო ამ თვალებში ცრემლის მიზეზი გახდე,არ გაბედოთ მასზე ასე ლაპარაკი!-იღრიალა გეგამ,სიჩუმე ჩამოწვა,მე კი ვიდექი გაშეშებული,სიამაყით, სიყვარულით და ბედნიერებით სავსე და გეგას ტკბილ ხმას ვუსმენდი
-მე ის ძალიან მიყვარს და ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი,როცა ლილემ მითხრა რომ ვუყვარდი,
-არაფერია გადაგივლის-ცივად უპასუხა გელამ. საშინლად გავბრაზდი და შევამჩნიე რომ ირაკლიც სიმწრისგან სულ კანკალებდა
-ლილე ჩემი ცხოვრების ნაწილია და იქნება ყოველთვის,-ისევ ხმას აუწია გეგამ-და ფე*ებზე მ**დია მოგწონთ ეს თუ არა.
-დამშვიდდი შვილო,ჩვენ ხომ შენთვის მხოლოდ კარგი გვინდა-გაისმა ისევ მაიას მშვიდი ხმა. ამჯერად სანამ ვინმე რამეს იტყოდა ირაკლი ადგილიდან მოწყდა და ოთახში შევარდა გამწარებული,მეც სასწრაფოდ უკან გავყევი და ყველამ ჩვენ შემოგვხედა როცა ირაკლიმ ყვირილი დაიწყო
-აი სწორედ ესაა თქვენი პრობლემა,გგონიათ რომ ჩვენი მართვა შეგიძლიათ,გგონიათ რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც თქვენ გინდათ,რომ რასაც თქვენ ამბობთ და აკეთებთ სწორია,იცი რას გეტყვით? ფე*ებზე მ**დია თქვენი კომპანია,თქვენი სახლი და თქვენი ქონება,თქვენი ბრალია,რომ მე ასეთი ვარ,რომ მე ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მივაღწიე მაგრამ დღეიდან ვიზრუნებ ამაზე და უფლებას აღარ მოგცემთ ჩემი და ჩემი ძმის ცხოვრებაში ჩაერიოთ.-გელა მოგვიახლოვდა და ხელი ჰაერში აწია,მაგრამ სანამ ირაკლის სილას გააწნიდა გეგამ დაუჭირა ხელი და ანთებული თვალებით ისე ცივი და მშვიდი ტონით უთხრა რომ გაანადგურებდა თუ მის ძმაზე ხელს აღმართავდა რომ ყველა ადგილზე გაიყინა.
-შენ!-იკივლა მაიამ და ჩემსკენ გამოქანდა,თუმცა ირაკლი წინ გადამიდგა და დედამისს უღრიალა
-გაბედე და ლილეს შეეხე და ნახავ რას ვიზამ,-მაია ადგილზე გაშეშდა თუმცა გამწარებულმა მაინც მიღრიალა
-შენი ბრალია,შენი ბრალია ეს ყველაფერი,შენს გამო აგვიმხედრნენ შვილები,-ირაკლის წინ გადავუდექი და მაიას ისეთი მკაცრი და ცივი ტონით ვუპასუხე რომ გამიკვირდა კიდეც
-ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა,ისინი თქვენ აღზარდეთ,მე კი მხოლოდ სწორ გზას ვაჩვენებ მათ და დამერწმუნეთ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ ირაკლიმ მისი ოცნება აიხდინოს,აი გეგა კი,გეგა ჩემთან უბედნიერესი იქნება,-გეგა გვერდით ამომიდგა და წელზე ხელი შემომხვია,მისი სიახლოვით უფრო გულზე მოვედი და დავამატე
-იმის მაგივრად რომ თქვენი შვილები ლანძღოთ,მათით უნდა იამაყოთ და მიუთითოთ რა არის სწორი და რა არა,მაგრამ რადგან ამის გაკეთება თქვენ ვერ შეძელით,-გელას და მაიას გააფთრებული თვალებით შევხედე და წინადადება დავამთავრე-ამას მე ვიზამ და თანაც თქვენზე ასჯერ უკეთესად.-გეგამ ძმას უთხრა ბარგი ჩაელაგებინა და რომ ჩვენ მანქანაში დაველოდებოდით,სანამ ოთახიდან გავიდოდით მის შოკირებულ მშობლებს მივუბრუნდი და ვუთხარი
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და გახსოვდეთ რომ მხოლოდ თქვენი შვილების გამო გცემთ პატივს,ჩემს თვალში თქვენ დაეცით...-ეს იყო და მე და გეგა ოთახიდან გავედით.
-ვიცოდი რომ შენში ეს იყო პატარავ,-გეგამ ამაყად მითხრა,თავზე მაკოცა და ისე რომ წელიდან ხელი არ მოუშორებია მანქანისკენ წამიძღვა...



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან საინტერესო და საიდუმლოებებით სავსე ისტორიაა..ვნახოთ რა გველის წინ.

 


№2  offline წევრი Olivia255

Daldoni Daldoni
ძალიან საინტერესო და საიდუმლოებებით სავსე ისტორიაა..ვნახოთ რა გველის წინ.

მიხარია რომ მოგეწონათ ❣️

 


№3 სტუმარი სტუმარი Nono

MADLOBA DIDI AM ISTORIIS SHEQMNISTVIS BEDNIERI VAR ROM VKITXULOB DA DIAX ERT SHANS YVELA VIMSAXUREBT DA BEDNIERIA ADAMIANI VINC DANASHAULIS MONANIEBA SHEUDZLIA DAE YVELAS SHEGVEDZLOS MPNANIEBA DA PATIEBA WARMATEBEBI MOUTMENLAD VELI AXAL TAVS ❤❤❤

 


№4  offline წევრი Olivia255

სტუმარი Nono
MADLOBA DIDI AM ISTORIIS SHEQMNISTVIS BEDNIERI VAR ROM VKITXULOB DA DIAX ERT SHANS YVELA VIMSAXUREBT DA BEDNIERIA ADAMIANI VINC DANASHAULIS MONANIEBA SHEUDZLIA DAE YVELAS SHEGVEDZLOS MPNANIEBA DA PATIEBA WARMATEBEBI MOUTMENLAD VELI AXAL TAVS ❤❤❤

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ,დღეს გვიან დავდებ ისევ ახალ თავს აუცილებლად ❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent