შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი აღმოჩენა(ნაწილი რვა)


27-04-2024, 00:09
ავტორი Olivia255
ნანახია 715

გეგამ მანქანაში დამტოვა და თვითონ ირაკლის დასახმარებლად შებრუნდა სახლში,მე მანამდე ტელეფონში ჩავძვერი და ჩემი,ანას და სოფოს საერთო ჩატში დღევანდელ ამბებზე მოკლედ დავწერე. მათ პასუხებზე და იდეებზე ვხარხარებდი როცა ტელეფონმა გაიწრიპინა და ანონიმური მესიჯის გახსნისას გავშრი,როცა ჩემი ფოტო დავინახე წარწერით დრო იწურება. არ ვიცი რატომ მაგრამ მანქანიდან გადავხტი და აქეთ იქეთ დავიწყე ყურება,არავინ ჩანდა,ცოტა კიდევ მოვშორდი მანქანას და ისევ შევათვალიერე გარემო, ისევ ვერაფერი დავინახე მაგრამ ამჯერად გავიგე,მანქანისკენ რომ შევტრიალდი ჩემსკენ მომავალი შავებში გამოწყობილი სილუეტი დავინახე, რომელიც ისეთი სისწრაფით მორბოდა ჩემსკენ ვიცოდი მისგან ვერ გავიქცეოდი,ბოლო ხმაზე ვიკივლე,ვიცოდი მაინც ვერავინ გაიგებდა ჩემს ხმას მაგრამ მაინც ვცადე,ნიღბიანი და კაპიშონწამოფარებული ტიპი უცებ დამეტაკა და ხელები ისე შემომხვია რომ ხელები ვერ გამემოძრავებინა,თუმცა ფეხებით ასფალტზე მოჭიდებას მაინც ვცდილობდი რომ დრო გამეწელა და ვერ წავეყვანე. თან ვეცადე რაც შემეძლო მშვიდი ტონით მეთქვა მისთვის მაგრამ მაინც ისტერიულად გამომივიდა
-გამიშვი გთხოვ,ეს არ გააკეთო,-მხოლოდ ჩაიცინა და მისი საზიზღარი ხმის გაგონებისას ყურთან გამაჟრიალა.
-შენზე ძალიან ბევრი შემომთავაზეს,ღირს გარისკვად,-წაისისინა და ერთი ხელით ჯიბეში რაღაცის ძებნა დაიწყო,სანამ რაიმეს გააკეთებდა ჩიხში მანქანა შემოვარდა ღრიალით და გაჩერებულიც კი არ იყო იქიდან ნიკა რომ გადმოხტა და ჩვენსკენ გამოქანდა. როგორც კი ეს შეამჩნია გამტაცებელმა,ზურგით მიმიკრო,ყელზე კი რაღაც ცივი მიმადო,თვალები გამიფართოვდა როცა მივხვდი რომ დანა იყო და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. ნიკამ ხელები ზემოთ ასწია და ფრთხილი ნაბიჯით ცდილობდა მოახლოებას,თუმცა ამის შემხედვარე დამნაშავემ დანა უარესად მიმაჭირა ყელზე და ვიგრძენი როგორ ჩამოედინებოდა ნაკადულივით ოდნავ გაჭრილი ადგილიდან სისხლი. შიშისგან გავშეშდი და ისევ ჩურჩული დავუწყე
-გთხოვ,ეს არ გააკეთო,
-მოკეტე!-მიღრიალა დამნაშავემ და კიდევ უფრო მიმაჭირა დანა ჭრილობაზე,სიმწრისგან წამოვიყვირე და ხელში რომელშიც დანა ეჭირა ხელები წავავლე, იმ იმედით რომ როგორმე დავაგდებინებდი,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
-გაუშვი თუ გინდა რომ ცოცხალი დაგტოვო,-გაისმა ჩემი ძმის მკაცრი ხმა და ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ,გამტაცებელმა კი ერთი ნაბიჯი უკან გადადგა,თან რომ ხედავდა ნიკა გვიახლოვდებოდა უფრო და უფრო მაჭერდა დანას და სულ ცოტაღა აკლდა კანს რომ საბოლოოდ დანებებოდა ბასრ საგანს და მის ძალას.
-ლილე ჩემთან ერთად წამოვა და თქვენ მე გამიშვებთ,თუ გინდათ რომ ცოცხალი დავტოვო მანქანა მომეცით,-გაისმა გამტაცებლის ამაზრზენი ხმა, ნიკას ევაჭრებოდა,
-გეფიცები,ხელში რომ ჩაგიგდებ,ყოველ მის დაღვრილ სისხლის წვეთს განანებ,ცოცხლად დაგმარხავ შე ნაბი**არო ახლავე გაუშვი!-უღრიალა ნიკამ და სწორედ ამ დროს გამოვარდნენ ეზოდან გეგა და ირაკლი,მათი დანახვისას გამტაცებელი დაიბნა და ხელი მოუდუნდა,აი მე კი დრო ვიხელთე,მთელი ძალით ჩავცხე ფეხში ფეხი და ის იყო გაქცევას ვაპირებდი ვიღაცამ ხელში რომ დამავლო ხელი შემდეგ კი...შემდეგ დანა პირდაპირ ყელზე გამისვა...ნიკას და გეგას ღრიალმა ყურები დამიხშო,დავინახე გამტაცებელი როგორ გაიქცა და ირაკლი როგორ აედევნა,მე კი ხელს ყელზე ვიჭერდი და ვცდილობდი გამეგო ჭრილობა რამდენად ღრმა იყო,თუმცა შოკისგან თვალებში დამიბნელდა,ვითიშებოდი და სანამ დავეცემოდი ჩემმა ძმამ მოასწრო და დამიჭირა...
*******
შორიდან მესმოდა გეგას აღელვებული ხმა და ნიკას ღრიალი,თვალები ფრთხილად გავახილე და პირველი გეგა დავინახე. როცა დაინახა გამოვფხიზლდი შვებით ამოისუნთქა და ჩამიხუტა
-ლილე მადლობა ღმერთს,მეგონა სამუდამოდ დაგკარგე,-გაოცებულმა ხელი ყელზე მოვისვი,სისხლდენა აღარ მქონდა,აშკარად მსუბუქად დამჭრეს,ღრმა ჭრილობა ადგილზე მომკლავდა. ყელი მაინც საშინლად მტკიოდა,ვერც კი ვიაზრებდი რა ხდებოდა,ყველგან პოლიციის მანქანები იდგა,ნიკას მისი კოლეგა აკავებდა და ცდილობდა დაემშვიდებინა,ის კი ბოლო ხმაზე ღრიალებდა და თან ცრემლები სდიოდა.
-მოგკლავ! ნაკუწებად გაქცევ შე ! ხელი გამიშვით! პასუხი უნდა აგოს! გაზღვევინებ!-გეგა ხელს არ მიშვებდა,ძლიერად მეხუტებოდა და მკოცნიდა
-გეგა,ნიკა....ნიკას მიეხმარე-ძლივს წავიჩურჩულე,მაშინვე მომეხმარა წამოდგომაში და ფრთხილად წამიყვანა ნიკასკენ,ხელი ჭრილობაზე მქონდა მიჭერილი,თვალები მებინდებოდა მაგრამ ძმისკენ ჯიუტად მივიწევდი,ხმას ვერ ვიღებდი მაგრამ ვიცოდი რომ იგრძნობდა ჩემს სიახლოვეს,გეგას ჩემთვის წელზე ჰქონდა ხელი მოხვეული და გააფთრებული ნიკასკენ ფრთხილად მივიწევდით,მინდოდა მასთან მალე მივსულიყავი,ყურადღებას არავის და არაფერს არ აქცევდა და მხოლოდ ჩემს გამტაცებელს უყურებდა,რომელსაც უკვე პოლიციელები მანქანაში სვამდნენ. მოულოდნელად ნიკამ კოლეგას თავი დაარტყა და მისგან გათავისუფლებისთანავე მანქანისკენ გავარდა,არ ვიცი ძალა სად ვიპოვე,მაგრამ გეგას წამში გავაშვებინე ხელი და ნიკასკენ გავიქეცი,ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევდი,სანამ ნიკა მანქანას მიუახლოვდა მანამდე დავეტაკე და მთელი ძალით ჩავეხუტე. ორივე ძირს დავეცით,ამ პროცესში კი ჭრილობა ისევ გაიხსნა და სისხლმა იფეთქა,ნიკას თეთრი მაისური მთლად წითლად შეიღება,მაგრამ არც ეს მადარდებდა,მხოლოდ მასზე ვფიქრობდი,მისი დამშვიდება მინდოდა,
-ნიკა...გთხოვ....შენც არ...შენც არ დამტოვო-ძლივს მოვაბი სიტყვებს თავი,ხელს ჭრილობაზე ვიჭერდი და წამოდგომას ვცდილობდი,ნიკამ სხარტად წამოგვაჯინა ორივე და რომ შემომხედა შოკირებულმა და გაოცებულმა მომაყარა
-ცოცხალი ხარ, ღმერთო ცოცხალი ხარ,მეგონა დაგკარგე,მეგონა სამუდამოდ დაგკარგე,-ჩამეხუტა და ბოლო ხმაზე დაიწყო ბღავილი. ორივე ასე ძირს ვისხედით ჩახუტებულები და ის ბედნიერებისგან ტიროდა და მეფერებოდა,თავზე მკოცნიდა,მე კი ტკივილისგან მდიოდა ცრემლები. გონება ისევ მებინდებოდა და ნიკას გონებაარეულმა ჩურჩული დავუწყე
-ვიცნობ...მათ ვიცნობ...ყველას ვიცნობ....ბავშვი....ბავშვს კლავდნენ...დამემუქრნენ....არ უნდა მეთქვა....მე ხომ არ მითქვამს....რატო...რატო დამსდევენ...-თავი უკან გადამივარდა,
-შე ,-მესმოდა გეგას ღრიალი,მივხვდი ნიკას მაგივრად ის გაუსწორდა დამნაშავეს,მაგრამ ძალა არ მქონდა წამოვმდგარიყავი და მასთან მივსულიყავი
-ლილე რას ამბობ,-თვალებგაფართოებული მიყურებდა ნიკა
-მისთვის ლაპარაკი არ შეიძლება,აცადე გამოკეთდეს-ჩვენს გვერდით ირაკლი იდგა მუხლებზე,ხელში ბინტი ეჭირა და კიდევ რაღაც სითხე. ბინტი დაასველა და ჭრილობის დამუშავება დამიწყო. საშინლად ამეწვა მაგრამ მაინც გავუღიმე და გავეხუმრე
-თურმე რამდენი რამ გცოდნია,რას გერჩოდნენ,-გამეკრიჭა და ჭრილობა შემიხვია,ნიკას ჩემი დატოვება არ უნდოდა მაგრამ ვთხოვე გეგა ჩემთან მოეყვანა, ჩემი თავი ირაკლის გადააბარა და გეგასთან გაიქცა,თვალებაცრემლებული მივჩერებოდი ირაკლის,თავბრუ მესხმოდა და ყელი საშინლად მტკიოდა
-მაინც როგორ მოახერხე ამდენი ცუდი ხალხის გადაკიდება,-მშვიდად მითხრა და ძირს დამაწვინა რომ არ მემოძრავა,თვალები დავხუჭე და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვუპასუხე
-კარგ...ადამიანს... ყოველთვის...ბევრი...მტერი...ყავს-გაეცინა
-მაგაში ვერ შეგედავები,მეც ყველას ვეზიზღები,გამოდის კარგი ადამიანი რომ ვარ იმიტომ,-გამეღიმა და ნაცნობი სურნელი რომ ვიგრძენი მაშინვე თვალები ვჭყიტე და ჩემს გვერდით ჩამუხლული სახე შეშლილი გეგა რომ დავინახე მისკენ ხელი გავიშვირე,მიხვდა რაც მინდოდა,ფრთხილად ამაყენა და მიმიხუტა,სულ ცახცახებდა და ხშირ-ხშირად სუნთქავდა.
-გეგა მე...მე შენ გეძახდი....-წავილუღლუღე
-მაპატიე პატარავ,-თავზე მაკოცა -მაპატიე რომ შენთან არ ვიყავი,არ უნდა დამეტოვებინე,გეფიცები არასდროს აღარ მიგატოვებ,ერთი წუთითაც კი არ დაგტოვებ.-მის მკლავებში კომფორტულად მოვთავსდი,თავი მხარზე მივადე და ფრთხილად ვუპასუხე
-საპატიებელი არაფერია... ვიფიქრე წამიყვანდნენ და მინდოდა....მინდოდა ბოლოჯერ მაინც მენახე...-თავი ფრთხილად ამაწევინა და მისი ლამაზი,მონაცრისფრო თვალებით სულში ჩამხედა,ფრთხილად მაკოცა და უფრო ძლიერად მიმიხუტა
-გეფიცები ყველას გავანადგურებ ვინც შენს სიახლოვეს მოვა,ვეღარავინ გავნებს და ამაზე პირადად მე ვიზრუნებ...-გავუღიმე და ჩუმად ვუპასუხე
-ვიცი...ძალიან მიყვარხარ-ფრთხილად მაკოცა და ჩემს თმაში ჩამალულმა ჩამჩურჩულა
-ძალიან მიყვარხარ პატარავ,-ასე ჩახუტებულები ვისხედით სასწრაფოს მოსვლამდე,ნიკა გვერდით მოგვიჯდა და მისკენ მიმწია,გეგამ ამის უფლება მისცა მაგრამ ხელზე ხელს არ მიშვებდა და მანქანას რომელშიც საშინლად ნაცემი დამნაშავე იჯდა თვალს არ აშორებდა....
*******
საავადმყოფოში მისვლისას ნიკა და გეგა თავზე დამტრიალებდნენ,ირაკლიც იქვე იდგა ახლომახლოს და ყველაფერს აკვირდებოდა,ექიმმა გამსინჯა და მითხრა რომ სასწაულად გადავრჩი რომ დამნაშავემ უფრო ღრმა ჭრილობა არ მომაყენა. დამიმუშავეს და შემიხვიეს.
-ხმის იოგები დაზიანებული არ გაქვთ,მაგრამ ეცადეთ რომ რამოდენიმე დღით მაინც ძალა არ დაატანოთ,რამოდენიმე კრემი გამოგიწერეთ,რომელიც დაგეხმარებათ ჭრილობა მალე მოგიშუშდეთ. შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ, საშიში არაფერია.-ექიმს გავუღიმე და დავემშვიდობე,ოთახიდან როგორც კი გავიდა ნიკა და გეგა მაშინვე შემოცვივდნენ. ნიკა გვერდით მომიჯდა და ძლიერად ჩამიხუტა,ხელები მოვხვიე და მის მაისურში ჩავმალე თავი.
-ძალიან შეგვაშინე ლილე,რამე რომ მოგსვლოდა არ ვიცი რას ვიზამდი,-მშვიდი ხმით თქვა ნიკამ,გეგაც იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-ნუ ღელავ...ასე მალე...არ დაგტოვებ...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვუთხარი,მხრებზე ხელი მომკიდა და უკან გამწია,ჭრილობა შეათვალიერა და თვალები გაბრაზებისგან ისე აენთო ცოტათი შევკრთი კიდეც.
-ლაპარაკი? გიჭირს?-მკითხა და თავზე გადამისვა ხელი
-არაფერია...გადამივლის...-ისევ ნაწყვეტებად ვუთხარი.
-სიმღერას ისევ შეძლებ?-მკითხა ისევ ნიკამ,ბალიშები გამისწორა და დაღლილი ფრთხილად მივეყუდე.
-ალბათ კი...-თვალები დავხუჭე და ამოვიოხრე,სახე მომეღრიცა როცა გაკვრით ტკივილი ვიგრძენი.
-კარგი,დაისვენე ჩემო ნამცეცა,მე წავალ საბუთებს მივხედავ,-ნიკამ თავზე მაკოცა და პალატიდან გავიდა. გეგას გავხედე და სუსტად გავუღიმე,აღელვებული მომიჯდა,ჩემი ხელი ხელში აიღო და რბილად აკოცა,მისი დანახვისას როგორ ცუდადაც არ უნდა ვყოფილიყავი მაშინვე უკეთ ვხდებოდი,დავაკვირდი,თვალები უცნაურად უციმციმებდა და აშკარად რაღაცაზე ღელავდა,შავი მაისური მის ფერმკრთალ კანს ძალიან უხდებოდა,თითქოს გამოძერწილი იყო რომ იდეალური ყოფილიყო,ლამაზი და აპრეხილი ცხვირი,სქელი ტუჩები,ორივე ხელზე ტატუები ძალიან უხდებოდა. თმა ყურზე გადამიწია და ახლოს მოიწია რომ ჩემთვის ეკოცნა
-იცოდე ასე ძალიან მეორედ აღარ შემაშინო,-მკაცრად მითხრა და მისი ნაცრისფერი თვალებით,რომლებიც მე ასე ძალიან მიყვარდა მომაჩერდა. ჯიბეში დაიწყო რაღაცის ძებნა და თან ჩემს მარჯვენა ხელს ხელს არ უშვებდა,მერე კი უცებ ჩამიხუტა და ვიგრძენი თითზე რაღაც რომ გამიკეთა. მაშინვე უკან დავიხიე და ხელს დავხედე. ბეჭედი იყო... ულამაზესი ბეჭედი,იმდენად ბზინავდა რომ თვალს ვერ ვწყვეტდი... გაკვირვებულმა ხმა ვერ ამოვიღე,უაზროდ ვუყურებდი ხან გეგას და ხან ბეჭედს.
-ეს...ეს რას ნიშნავს....-ძლივს ამოვთქვი და გეგას მივაჩერდი რომელიც გაღიმებული მიყურებდა.
-ეს იმის დასტურია,-დაიწყო გეგამ მისი რბილი მაგრამ მტკიცე ხმით-რომ შენ მე მეკუთვნი,რომ მე ყოველთვის დაგიცავ,დაგაფასებ და მეყვარები,ჩემი სხეულის ყველა ბოჭკოთი,ვერ ავიტან შენ რომ ჩემგან წახვიდე, ჩემთან უნდა იყო ყოველთვის,აღარ მინდა ცარიელ სახლში დაბრუნება,შენ რომ გხედავ დაღლაც კი მავიწყდება,შენ ჩემი ხარ ახლა და ყოველთვის.-ჩემს დაბნეულ და შოკირებულ სახეს რომ შეხედა მშვიდად გააგრძელა.
-ვიცი რომ ეს ძალიან მოულოდნელია,მაგრამ დღევანდელი ამბების მერე დავფიქრდი და მივხვდი რომ შენ ხარ ის ვისაც მინდა ყოველ დილით გაღვიძებისას ვხედავდე, მიყვარხარ პატარავ და შენს გარდა არავინ სხვა არ მინდა.-ხმას ვერ ვიღებდი,მივჩერებოდი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა,დავიბენი დამნიშნა? ხელს მთხოვს? არც კი უკითხავს თანახმა ვარ თუ არა,რა ნარცისისია. ეშმაკურად გავუღიმე და ვუთხარი
-და იქნებ....თანახმა არ ვარ?-მომიახლოვდა და ბინდგადაკრული თვალებით მომაჩერდა
-შენზე შემოხედვის უფლებასაც კი არავის არ მივცემ,ყველას გავანადგურებ,-ისეთი სიმშვიდით მითხრა რომ ხერხემალში სიცივემ დამიარა-აი შენი პასუხი კი თანხმობაა და ეს არ შეიცვლება,-ჩემი ხელი რომელზეც ბეჭედი მეკეთა ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მაკოცა.-იმ მომენტიდან მიყვარხარ როცა პირველად გნახე,შეგიძლია სცადო ჩემი გაღიზიანება მაგრამ გულის სიღრმეში შენც კარგად იცი რომ შენი გული მე მეკუთვნის და ეს არასდროს შეიცვლება.
-მე...გავიხუმრე-ფრთხილად ვუთხარი და ვეცადე არ ავცახცახებულიყავი როცა მისი ცხელი სუნთქვა ყელზე ვიგრძენი.
-ერთხელ უკვე გაგაფრთხილე ლილე,-წაიჩურჩულა და ვნებიანად მაკოცა ყელზე,კარგია რომ ვიწექი,თორემ ალბათ იატაკს ჩავეხუტებოდი,გეგა კი არ ჩერდებოდა და მისმა ცხელმა ტუჩებმა მკერდზე რომ მაკოცა თავი ვერ შევიკავე და წამოვიკვნესე.
-ლილეე,-წაისისინა და სახე ახლოს მომიტანა,ჩვენი ცხვირები თითქმის ერთმანეთს ეხებოდა
-იცოდე ნუ მაღიზიანებ,თორემ არც შენი ძმის მომერიდება და არც ექიმების,-ვნებიანად მაკოცა ტუჩებზე,შემდეგ კი შუბლზე,ტელეფონის ზარმა გამოგვაფხიზლა,გეგას ურეკავდნენ.
-მალე მოვალ პატარავ არ მოიწყინო.-წამოდგა,ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და დერეფანში გავიდა. მე კი ბეჭედს მივაჩერდი,თეთრი ოქროს ბეჭედი იყო ულამაზესი ბრჭვიალა თვლით. გამეღიმა,ბეჭედი ზუსტად ჩემი ზომა იყო, სტილიც კი ზუსტად ისეთი იყო როგორიც მე მიყვარდა,იმდენად ბედნიერი და დაბნეული ვიყავი რომ ყველაფერი ცუდი რაც იმ დღეს მოხდა გონების ყველაზე უკანა ნაწილში ჩავკეტე და თვალები დავხუჭე. როგორც იქნა ყველაფერი დალაგდა და დამნაშავეები გისოსებს უკან არიან. ახლა მშვიდად ცხოვრებას შევძლებთ...
*******
პალატაში სახე გაბადრული ნიკა შემოვიდა,ისევ ჩემი სისხლით მოსვრილი მაისური ეცვა და სიბრაზე ისევ ეტყობოდა უბრალოდ არ იმჩნევდა.
-აბა,მაჩვენე,-ორ ნაბიჯში გადმოკვეთა პალატა და ჩემს ხელს დასწვდა რომელზეც ბეჭედი მეკეთა.
-შენ რა იცოდი?-ვკითხე გაღიმებულმა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი და ის ფაქტი კიდევ უფრო მაბედნიერებდა ამ სიხარულს ნიკაც რომ იზიარებდა.
-რათქმაუნდა,არაფერი ხდება ისე მე რომ არ ვიცოდე,-ხელზე მომეფერა და დაღლილი თვალებით შემომხედა გაღიმებულმა.
-ანუ შენ...წინააღმდეგი არ ხარ?-ვკითხე ისევ. ჩაიცინა.
-არა ლილე,პირიქით მიხარია რომ შენს გვერდით კარგი ადამიანია,ვისაც მთელი გულით უყვარხარ და ეამაყები. სულ შენზე ლაპარაკობს და ერთი წამი არ გადის ისე შენ რომ არ გახსენოს.-გამეღიმა
-ხო მასეთია,დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ ნამდვილად მასეა.-ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს.
-ვიცი რომ მასთან ბედნიერი იქნები და მეც სწორედ ეგ მინდა,-ხელზე თითით მეფერებოდა,სრული სერიოზულობით გააგრძელა
-ძალიან შემაშინე ლილე,რომ დავინახე როგორ დაეცი...ვიფიქრე რომ ყველაფერი დამთავრდა...ვიფიქრე რომ აღარ იყავი....ისიც კი არ მადარდებდა ის რომ მომეკლა მე რა ბედი მეწეოდა,გეფიცები ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი,ისეთი სიცარიელე ვიგრძენი...არ ვიცი ვერ აგიღწერ. გეგა ჭკუიდან შეიშალა,ასეთი შეშინებული პირველად ვნახე.-ამოიოხრა და ხელი სახეზე ჩამოისვა.
-მოდი ამაზე ლაპარაკი არ გვინდა.-მშვიდად ვუთხარი და წამოვჯექი
-სახლში არ მივდივართ?-ვკითხე
-წავალთ,მაგრამ მანამდე დეტალებში უნდა მომიყვე რა დაინახე.-შემომხედა და მოთმინებით ელოდა ჩემს პასუხს.
-რას გულისხმობ?-ვკითხე დაბნეულმა
-რაღაცას მიყვებოდი,მაგრამ არეულად ლაპარაკობდი და ვერაფერი გავიგე, ბავშვი ახსენე,რომ ისინი კლავდნენ,ვიზე ამბობდი ლილე?-სრული სერიოზულობით მკითხა. იმ ღამის გახსენებისას ხერხემალში სიცივემ დამიარა,ვიცოდი ამ თემას თავს ვეღქრ ავარიდებდი,ამიტომ მოყოლა დავიწყე.
-სამსახურიდან ვბრუნდებოდი,უკვე გვიანი იყო,ბნელოდა, ჩაბნელებულ ჩიხთან ჩავიარე და ტირილის და ჩხუბის ხმა მომესმა,მეც ჩიხში შევედი და ორი ბიჭი დავინახე,ერთი ლევანი იყო,მეორე კი დღეს რომ დააკავეთ ის. გოგო ჰყავდათ მომწყვდეული,ლევანი დანით ემუქრებოდა,მეორე კი ცდილობდა გოგოსთვის ზურგჩანთა წაერთვა,თხუტმეტი წლის ბავშვი იყო,თვალებს ვერ დავხუჭავდი და ვერ მივატოვებდი...გამოვესარჩლე და ვუყვირე,ის ხომ ბავშვია რას აკეთებთ მეთქი,ლევანიმ გოგო მიატოვა და ჩემთან გამოქანდა დანით ხელში,წრეზე დაიწყო სიარული და თავიდან ფეხამდე მათვალიერებდა...-ახლაც კი ცივმა ოფლმა დამასხა რომ გამახსენდა როგორ სასწაულად გადავრჩი მაშინ თუმცა მაინც გავაგრძელე.-მოკლედ ცხვირწინ რომ ამეტუზა მეორემ გოგოს ჩანთა ძირს მიაგდო და ისიც ჩემსკენ წამოვიდა,ბავშვი შიშისგან ადგილიდან ვერ იძროდა და გამწარებული ტიროდა. ლევანიმ ტელეფონი ამომაცალა ჯიბიდან და თავის ნომერზე გადარეკა,მითხრა მარტო იმიტომ მტოვებდა ცოცხალს რომ მოვეწონე და რომ იმ პირობით გაგვიშვებდა მე და ბავშვს ცოცხალს,თუ ჩუმად ვიქნებოდი,პოლიციას არაფერს ვეტყოდი და მასთან ერთად პაემანზე წავიდოდი,მე სულელი კი დავთანხმდი. მოკლედ იმ დღის მერე სამსახურში მაკითხავდა,მირეკავდა,ნომერი დავბლოკე მაგრამ მაინც იპოვა ჩემთან დასაკავშირებელი გზები...შემდეგ კი...შემდეგ უკვე სახლში შემოიჭრნენ და ეს ყველაფერი მოხდა.-ნიკას შევხედე რომელიც დაძაბული იჯდა და ხელები ისე ჰქონდა მომუშტული ძარღვებიც კი ეტყობოდა,თვალებში კი ცეცხლი ენთო....თუმცა ეს არ იყო რამაც ამაღელვა,ნიკას უკან კარებში მდგარი მხეცს დამგვანებული გეგა რომ დავინახე თვალები გამიფართოვდა.
-მოვკლავ მაგ ნაბი**რებს.-კარიდან გავარდა გამწარებული და ნიკაც უკან აედევნა. ღმერთო ეს რა გავაკეთე...



№1 სტუმარი Gvanca

Shemdegs rodis dadent kargi iyo warmatebebi

 


№2  offline წევრი Olivia255

Gvanca
Shemdegs rodis dadent kargi iyo warmatebebi

დიდი მადლობა ❤️ ყოველ დღე ვდებ გვიან თორმეტის მერე ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე საოცარი და საინტერესო ნაწარმოებია,როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილები გაარჩიონ და ამით ეგოისტები გახადონ ძმას ძმის უნდა შეშურდეს არ ვიცი ....კიდევ კარგი ლილე გადარჩა სხვა ყველაფერს ეშველება ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????????????

 


№4  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნესტანი
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე საოცარი და საინტერესო ნაწარმოებია,როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილები გაარჩიონ და ამით ეგოისტები გახადონ ძმას ძმის უნდა შეშურდეს არ ვიცი ....კიდევ კარგი ლილე გადარჩა სხვა ყველაფერს ეშველება ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????????????

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და კი ნამდვილად შვილების განსხვავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,ეს მათ ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებს და ადრეულ ასაკში თუ არა ცოტა მოგვიანებით აუცილებლად იჩენს პრობლემები თავს ამის გამო,ახალი თავი ავტვირთე თუმცა რატომღაც ჯერჯერობით არ ჩანს საიტზე ❣️❣️❣️❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent