პითეკანთროპი (3)
-რა ხდება, რა სახე გაქ?-კარი გააღო თუ არა, სახეწაშლილი მარიამი დახვდა. -დახმარება მჭირდება-ეგრევე შევიდა შიგნით და მოემზადა სახვეწრად-ვიცი, რომ წლებია ურტიერთობა არ გვქონია და არაფრით ხარ ვალდებული ჩემს წინაშე. და .. მირჩევნია მიწა გამისკდეს ეხლა და ჩამიტანოს პეტრე, მაგრამ უბრალოდ ახლა არავის ვიცნობ ისეთს ვისაც შეულია რომ დამეხმაროს. -მოდი დამშვიდდი, ეხლა ჩაის დაგალევინებ, დაწყნარდი და დალაგებულად მომიყევი რა მოხდა. -არა, არ მინდა ჩაი. ფული მჭირდება, სასწრაფოდ. ჩემი.. ჩემი ახლობელია განყოფილებაში და...-ხმა უკანკალებდა, თვალები აუცრემლიანდა, თავს ძლივს იკავებდა რომ ტირილი არ მოერთო პეტრეს წინ. -მოიცადე, მომიყევი რა ხდება და იქნება გეხმარები. ადვოკატს დავურეკავ, შეილება საერთოდ ისე გამოვაშვებინოთ. -ეგ როგორ-მარიამმა ცრმელები მოიწმინდა და პეტრეს იმედით მიაჩერდა. -როგორ და გააჩნია რა დააშავა. -ადამიანი დაჭრა-დაუფიქრებლად უთხრა, ისე რომ არ უფიქრია პეტრეს რეაქციაზე. -თავდაცვა იყო?-მაგრამ პეტრეს ნერვიც არ შეტოკებია. -კი. -ჰოდა არ არის აქ არაფერი მოუგვარებელი. სახელი გვარი მითხარი და 1 საათში მაქსიმუმ მოგვარებული იქნება ყველაფერი-აქ კი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. არ უნდოდა პეტრეს გაეგო, რომ მისი მეუღლე მოთამაშე და კრიმინალი იყო-აბა, მარიამ?-შეატყო, რომ ფიქრებით სადღაც სხვაგან იყო წასული და მისი გამოფხიზლება სცადა-სახელი?-სხვა გზა არ ჰქონდა. -დემეტრე აბაშიძე. -კარგი, ეხლ..-პეტრე მიხვდა ვიზეც იყო საუბარი, მაგრამ ხვდებოდა რომ მარიამი ისედაც განერვიულებული იყო და ზედმეტ შეკითხვას აღარ უსვამდა-დაჯექი და დამელოდე, ეხლავე დავრეკავ-პეტრე მეორე ოთახში გავიდა და ადვოკატს დაურეკა. ამ დროს სახლის კარი გაიღო და მისაღებში ცოტნე შემოვიდა. -მარიკა-ოდნავ ახლოს მივიდა-აქ რას აკეთებ?-სახელიც კი არ ახსოვდა წესიერად, მაგრამ მარიამს ახლა ცოტნე საერთოდ არ ადარდებდა. თვალები სიმწრისგან აუცრემლიანდა, ხვდებოდა, რომ ამ სამსახურს აუცილებლად დაკარგავდა. ოთახში ისევ პეტრე შემოვიდა. -მორჩა, ზუსტად 1 საათში გამოუშვებენ დემეტრეს, არაფერი გაქვს სანერვიულო-ცოტნეს გვერდი ჩაუარა, ისე რომ არც შეუმჩნევია რომ აქ იყო-ეხლა მწვანე ჩაის გაგიკეთებ, დამშვიდდები და დალაგებულად მომიყვები რა მოხდა. -არა-მარიამმა თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და წამოდგა-დიდი მადლობა პეტრე, მართლა. უნდა წავიდე ჩემი მეგობრები იქ არიან. მადლობა-ცოტნეს მანაც ისე ჩაუარა გვერდით თითქოს იქ არ მდგარიყო და განყოფილებაში გაბრუნდა. ქეთი და ალეკო ისევ იქ იყვნენ, დანარჩენები წავიდნენ სახლში. -რა ქენი?-ქეთა ანერვიულებული მივარდა მარიამს-იშოვე ფული? -არ არის საჭირო ფული, ადვოკატმა დარეკა და გამოუშვებენ. -ჰო მარა ვალი აქვს დიდი გადასახდელი-ალეკომ ამოილუღლურა სირცხვილით. -არ მაინტერესებს-მარიამმა გაცეცხლებულმა გახედა-მაგის ვალები ჩემი სახდელი აღარ არის. ბინა მაქვს ჩადებული! -ეხლა გაღიზიანებული ხარ მესმის-ალეკომ მისი დაწყნარება სცადა-მაგრამ ქმარია უკვე ფაქტობრივად და... -არ არის. ჩემი ქმარი კი არა ნაცნობიც აღარ არის. მინდა დავრწმუნდე რომ გამოუშვეს და მერე ჯანდაბაშიც გზა ქონია-ალეკო დასჯილი ბავშვივით იდგა და ხმას ვერ იღებდა, იცოდა რომ დემტრემ მეასედ დააშავა და ვეღარ გაამართლებდა. -კარგი რა მარიამ, ხო იცი იდეალური არავინ არის-ქეთამ ჯიუტად უთხრა ისედაც გაღიზიანებულ დას-თავიდანვე იცოდი როგორიც იყო და ჰო გიყვარდა? გასაჭირში ასე ერთმანეთის მიტოვება არ შეიძლება. რა იყო, იშოვე კარგი სამსახური და დაგავიწყდა ჰო გასაჭირი რა არის? -ქეთა-მარიამი პირდაღებული უსმენდა-მოდი ჩავთვლი რომ ეს სიტყვები არ გითქვამს-ამასობაში დაკითხვის ოთახიდან დემეტრე გამოუშვეს, პარკით თავისი ნივთები ეკავა ხელში. -მარიამ-ეგრევე მარიამთან მივიდა სწრაფი ნაბიჯებით, ხელი მოკიდა და ბეჭედი გაუკეთა-დედას გეფიცები ბოლოჯერ ხდება ასე, აი ნახავ ყველაფერს გამოვასწორებ. მეორედ ეს ბეჭედი აღარ მოიხსნა. -დემეტრე!-ვიღაც ქალი შემოვარდა განყოფილებაში-როგორ მანერვიულე, არეულობა რომ ატყდა შემეშინდა და წავედი-კისერზე შემოხვია დემეტრეს ხელები და ჩაეხუტა. -მარიამ-დემეტრემ ისევ ახსნა სცადა ამ ყველაფრის. მარიამს გაეცინა. -არ გინდა-ბეჭედი მოიხსნა და შარვლის ჯიბეში ჩაუდო-შეგიძლია აი ამას გაუკეთო-იმ ქალზე მიუთითა და განყოფილებიდან ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. ღამის 2 საათი იქნებოდა სახლში რომ მივიდა. ქეთაც მალევე მოვიდა, მაგრამ მარიამს მასთან საუბარი არ უნდოდა და ოთახის კარი ჩაკეტა. ფანჯარა გამოაღო და რაფაზე ჩამოჯდა, თვეების შემდეგ პირველად აიღო ძველი სიგარეტის კოლოფი, ერთი ღერი ამოიღო, მოუკიდა და პირველი ნაფასის დარტყმაზე ხველა აუტყდა. მაგრამ არ გაჩერებულა. იმ ღამით ალბათ მთელი კოლოფი მოწია. ბედი მისი რომ პარასკევი იყო და მომდევნო 2 დღე ექნებოდა დასასვენებლად. დილით 7 საათისთვის ჩაეძინა და საღამომდე თავი არც აუწევია. მაშინაც პეტრეს დარეკილმა გამოაფხიზლა. -როგორ ხარ? -რ..რომელი ხარ- ნამძინარევი ხმით უპასუხა. -გაგაღვიძე?-პეტრეს ხმაზე ეტყობოდა გაკვირვება. -ჰო, მაგრამ არაუშავს. რა ხდება? -მინდოდა მომეკითხე, როგორ ხარ, დემეტრე გამოუშვეს თუ არა. -კი, გუშინ. დიდი მადლობა. -ჰო მშვიდობა გაქვს? უცნაური ხმა გაქ. -კი, უბრალოდ დავიღალე ძალიან. გვიან მოვედი აგნყოფილებიდან. ორშაბათს გნახავ. -მე კი ვიფიქრე სადმე ყავას დავლევდით. -სხვა დროს იყოს, ეხლა დემეტრესაც გათიშულს ძინავს და მეც. მადლობა ყველაფრისთვის-დემეტრე სპეციალურად ახსენა, რადგან ხვდებოდა პეტრეს მის მიმართ რაღაც გრძნობები ჰქონდა. -კარგი, არ არის პრობლემა. ღამე მშვიდობის-მაგრამ ხმაზე არ დატყობია იმედგაცრუება. სავარაუდოდ ზუსტად იმიტომ რეკავდა, რომ გაეგო ისევ ერთად იყვნენ თუ არა. შაბათი დღე სულ ძილში გაატარა. კვირას დილით სარბენად გავიდა, მერე კუს ტბაზე წავიდა და ორშაბათის დღის განრიგის შედგენას შეუდგა. გარეთ იჯდა სიმშვიდეში, ცივ ყავას სვამდა და თან მუშაობდა. სახლში ქეთა და ალეკო ზუზუნებდნენ და დემეტრესთან შერიგებას აძალებდნენ. ასე კი მარტო მაინც იყო სიმშვიდეში. 2 საათის მერე მიხვდა რომ თვალები ძალიან დაეღალა, ლეპტოპი დაკეტა და მის წინ ნაცნობი სახე დაინახა. მის პირისპირ ცოტნე იჯდა, სახით მარიამისკენ და მუშაობდა. -ღმერთო აქაც ეს-ჩაიბურტყუნა თუ არა ცოტნემ მარიამს გახედა გაღიმებული სახით. -ასისტენტო, სამუშაო საათები ჯერ არ დაწყებულა, დამსდევთ?-მისი თავი საერთოდ არ ჰქონდა, ზრდილობის გამო გაუღიმა, ხელი დაუქნია და შემდეგ ისევ ლეპტოპი გააღო, რომ მისი სახე არ დაენახა. ცოტნეს გაუკვირდა მისი ამგვარი საქციელი, დაიბნა. ეგონა მარიამს გაუხარდებოდა მისი დანახვა და მასთან გადაჯდებოდა. ცოტახანი ჩუმად იჯდა, შემდეგ წამოდგა და მის მაგიდასთან მივიდა და დაჯდა. -ხვალინდელ განრიგს ადგენ?-მარიამმა თავი დაუქნია. ცოტნემ დაუკითხავად მოკიდა ლეპტოპს ხელი და მისკენ შეაბრუნა-დაანებე თავი, ხვალ რამდენიმე ინვესტორმა უნდა დარეკოს და დილით შეადგინე. 10-მდე არაფერი დანიშნო. კვირა დღეს ასე ვიქცევით ხოლმე-ლეპტოპი დაუხურა. მარიამი აღელვებული იყო, ბეჭდის ადგილას, არათითს იწვალებდა. ცოტნემ შეამჩნია რომ ბეჭედი აღარ ეკეთა-ბეჭედი არ გიკეთია. -ბოდიში, მაგრამ ეგ თქვენ არ გეხებათ-უხეშად უპასუხა და ხელები გადააჯვარედინა გაბუტული ბავშვივით. -მაგიტომ არ მითქვამს, როცა ნერვიულობ სულ მაგ თითზე იწვალებდი ბეჭედს. სხვა მაინც გაიკეთე. -ჰო-მხოლოდ იმიტომ დაეთანხმა, რომ თავიდან მოეცილებინა. -მე შენ არ მოგწონვარ-ცოტნეს პირდაპირობა მარიამს თავს საშინლად უხერხულად აგრძნობინებდა. -რა შუაშია?-მაგრამ თავს კარგად აკონტროლებდა, არ დაბნეულა და არც გაწითლებულა. -უხეშად მესაუბრები, ჩემს ძმასთანაც გამლანძღე. შეილება გავიგო რა დავაშავე? იმ დღეს სახლში წაგიყვანე, შეხვედრაზე ინვესტორებთან დაგიცავი. -დამიცავი? -კი, ბიუჯეტში გაპარული შეცდომა შენი ბრალიც არის, ბუღალტრისთვის უნდა გეთქვა რომ შეხვედრამდე კიდე გადაემოწმებინა... -იცი რა-მარიამმა გააწყვეტინა-ახლა კვირაა, მე არც სამუშაოზე მინდა ლაპარაკი და ... -ამიტომ ზიხარ აქ და ადგენ განრიგს?-ცოტნემაც გააწყვეტინა. მარიამი სამუშაოდ პრობლემების დასავიწყებლად წამოვიდა. ამის გაგონებაზე თვალები აუცრემლიანდა და ტბისკენ გაიხედა, თვალები აარიდა უფროსს-მე ვიცი რაც გინდა ეხლა. თუ გინდა გამლანძღე, აი ასე უფრო მოგეშვება. პირისპირ და არა ზურგს უკან. -არ მინდა-მარიამმა ცრემლი მოიწმინდა და კიდევ უფრო გვერდით გაიხედა, რომ ცოტნეს არ შეემჩნია. -კარგი, წამო ცოტა გავისეირნოთ-ლეპტოპი აიღო და ჩანთაში ჩაუდო. მისი გამხიარულება გადაწყვიტა. -იყოს, არ არის საჭირო. -შენი უფროსი ვარ, რასაც გეუბნები ის გააკეთე-ცოტნემ ხმა დაიბოხა და მკაცრად უთხრა. -დღეს კვირაა. -კარგი, მაშინ ორშაბათს გაგიშვებ სამსახურიდან. -იმის გამო რომ.. -წავედით-ცოტნემ უკნიდან მისი სკამი გამოწია, ხელი მოკიდა მკლავში და წამოაყენა. -ჩვეულებრივი პითეკანთროპი-ჩაიბურტყუნა. -ხომ გითხარი შეგიძლია ხმამაღლა გამლანძღო თქო, არასამუშაო დროს რა თქმა უნდა-ხელი გაუშვა, მისი ჩანთა გადაიკიდა მხარზე და სასეირნო ბილიკზე გადავიდა. მარიამიც გაყვა, თითქოს სხვა გზა ჰქონოდა-და მაინც რატომ მეძახი ამ პიტეკანტროპს? -პითეკანთროპს-მარიამმა ახლა ხმამაღლა გაუმეორა და შეუსწორა-იმიტომ რომ ველური ხარ. -ველური-ცოტნეს ეს უფრო ესიამოვნა, ვიდრე პითეკანთროპი-შენ წარმოიდგინე და ქალებს ზუსტად ეგეთი მამაკაცები მოგწონთ. -ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე-მარიამს გაეცინა ცოტნეს ქედმაღლობაზე და ნარცისიზმზე. -კი. მერე?-ცოტნე ვერ ხედავდა აქ პრობლემას. -რა მერე? ქედმაღალი და ნარცისი ხარ. -მარიამ-ცოტნე წამით გაჩერდა და მარიამს პატარა ბავშვივით გახედა-ჯერ ძალიან პატარა ხარ, თორემ გეცოდინებოდა, რომ ქალებს ასეთი მამაკაცები მოწონთ და არა თავმდაბალი, დაბალი თვითშეფასების მქონე ჩმორები. ბოდიში ამ სიტყვისთვის-შემდეგ ისევ გააგრძელა სიარული. მარიამის გონებაში ამ აღწერილობაზე დემეტრე ამოტივტივდა და უნდოდა არგუმენტად მოეყვანა მისი მეუღლე, მაგრამ გაახსენდა რომ დაშორდა. მომენტებში ფიქრობდა, რომ თამაში მხოლოდ მიზეზი იყო, რეალურად კი მისი პიროვნება მობეზრდა. -და ასე ზოგადად რომ საუბრობ ქალებზე, ასეთი გამოცდილი ხარ?-მარიამმა იხტიბარი არ გაიტეხა და ისევ ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა. -კი, ოფისში ყველა ქალ თანამშრომელს მოვწონვარ. ეს დანამვდილებით შემიძლია ვთქვა. -ანუ მხოლოდ ევას. -არა მარტო, ახლა ჩამოთვლას არ ვაპირებ. ეგ უკვე ჭორაობაა. -მე არ მომწონხარ-მარიამმა ამაყად უთხრა. -ეგ იმიტომ რომ ახლახანს გაშორდი მეუღლეს. -აუტანელი ხარ-მარიამს გულზე მოხვდა მისი სიტყვები-საერთოდ გაგაჩნია რამე ტაქტი?-ჩანთა ჩამოგლიჯა მხრიდან, გატრიალდა და საპირისპირო მხარეს წავიდა. ცოტნეც არ ჩამორჩა. -დღეს უფლებას გაძლევ მიწასთან გამასწორო-ცოტნეს წამითაც არ აწუხებდა მარიამის შეურაცხყოფები. -ბატონო ცოტნე, გთხოვთ თავი დამანებოთ-უკვე გამწარებული ხმით ესაუბრებოდა. -პარასკევს გაშორდი ალბათ-ცოტნემ ისევ განაგრძო მის პირადში ქექვა. -შენი საქმე არ არის. -როგორ არ არის, ჩემს სახლში მოხვედი, ჩემს ძმასთან. ჩემი თანამშრომელი ხარ. -ჩემი, ჩემი, ჩემი. ბავშვობაში სათამაშოებს გართმევდნენ, შენი ოთახი არ გქონდა თუ რა მისაკუთრების მანია გაქ? -საინტერესოა ამ მოკლე დროში კიდევ რამდენ უარყოფითს აღმოაჩენ ჩემში-ნებისმიერი ადამიანი გაღიზიანდებოდა ცოტნეს ადგილას, მაგრამ ის ერთობოდა და საერთოდ არ წუხდა მარიამის შეურაცხყოფებზე. -ბატონო ცოტნე-მარიამმა ღრმად ამოისუნთქა, თვალები დახუჭა წამით რომ დამშვიდებულიყო, გაჩერდა და მიუბრუნდა-ახლა ასე რომ გავაგრძელოთ ნამდვილად გამიშვებთ სამსახურიდან, ამიტომ უმჯობესია სახლში წავიდე. -კარგი, ამჯერად გკითხავ, გინდა რომ წაგიყვანო?-ცოტნემ ისე ჰკითხა, თითქოს მარიამს მის იქით საშველი არ ექნებოდა. დარწმუნებული იყო, რომ დათანხმდებოდა. -არა-მარიამმა ეგრევე მტკიცე უარით გაისტუმრა-ტაქსს გამოვიძახებ. ხვალამდე-ჩანთა გამოართვა და დაუმშვიდობებლად წავიდა. სახლში მისულს ქეთამ დემეტრე და ალეკო დაახვედრა, მისაღებში ისხდნენ და ლუდს სვამდნენ. -ქეთა-მარიამმა შემოსასვლელიდან დაუძახა თავის დას. -ჰო-ქეთაც ეგრევე წამოხტა და მასთან მივიდა. -რატოა ეს აქ?-დემეტრეზე მიუთითა თითით. -ძალიან მთხოვა ლაპარაკი მინდა მარიამთანო და... -შენ და ხარ თუ მტერი? მოღალატე, მოთამაშე და არაკაცი ვირთხა შემოუშვი უკან ჩემს სახლში. -შენს სახლში?-ქეთამ პირი დააღო. -ჰო ჩემს სახლში! კომუნალურებს მე ვიხდი! ქირასაც! დედას და მამასაც ვეხმარები! ამიტომ მაქვს უფლება ამ სახლს ჩემი ვუწოდო. ეხლავე გააგდე ისე როგორც დაპატიჟე-მარიამი საძინებელში შევიდა, კარი ჩაკეტა, ყურსასმენები გაიკეთა დემეტრეს ხმა რომ არ გაეგო და დასაძინებლად დაწვა. მეორე დილით 7-ის ნახევარზე ადგა, უნდოდა სამსახურში ცოტა ადრე მისულიყო და ყველაფერი მშვიდად დაეგეგმა. საძინებლის კართან ჩაძინებული დემეტრე დახვდა. -ადექი-ფეხი მიადო გასაღვიძებლად-და წადი დროზე. -ორი წუთი მინდა სულ-დემეტრე ეგრევე გამოფხიზლდა, ეტყობოდა რომ ახალი ჩაძინებული იყო-მინდა აგიხსნა რა მოხდა და მერე თუ გინდა დამშორდი. -უკვე დაგშორდი-მარიამმა ფეხი გადააბიჯა და სამზარეულოში შევიდა. -და ასე უცბად ივიწყებ წლების განმავლობაში რაც გვქონდა იმას?-დემეტრე სამზარეულოში შეყვა და წინ გადაუდგა. -შენ თუ იმ ქალთან სექსის წინ და დროს არ გახსოვს ჩვენი ურთიერთობა, მე ღალატის და შენი აზარტული თამაშების გადამკიდე რატომ რა მაქვს უფლება გადავუსვა ხაზი ჩვენს შვიდწლიან ურთიერთობას? -ძალიან აგრესიული გახდი-დემეტრე გაკვირვებული უყურებდა მარიამს-სადაც ამდენჯერ მაპატიე ჩემი შეცდომები ახლა... -ზუსტად მაგიტომ, ყელში ამომივიდა!-ღრმად ამოისუნთქა, რომ დამშვიდებულიყო და ყავა მოსვა. უცბად აბაზანაში გაიქცა და გული აერია. დემეტრეც უკან გაყვა. -ფეხმძიმედ ხარ?-მარიამმა შეშინებულმა გახედა. გაახსენდა, რომ ამ თვეში საერთოდ არ ჰქონია ციკლი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.