შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი აღმოჩენა(ნაწილი თორმეტი)


4-05-2024, 01:50
ავტორი Olivia255
ნანახია 695

გეგა ისე ძლიერად ჩამეხუტა რომ სუნთქვა შემეკრა. დიდი ხნით არ დავშორებივართ ერთმანეთს მაგრამ ძალიან მომენატრა და იმ მომენტში გავაანალიზე რომ მის გარეშე ცხოვრებას ვერასოდეს შევძლებდი
-ლილე,დაშავებული ხარ?-საგულდაგულოდ შემათვალიერა და მერეღა გააანალიზა რომ სისხლში ვიყავი ამოსვრილი,მის სახეზე პანიკა რომ დავინახე მაშინვე დავამშვიდე
-ჩემი სისხლი არაა,ტაქსისტი...ტაქსისტი დაჭრეს,მისი სისხლია,-გეგამ ჩემს უკან გაიხედა,მერე ხელი მომკიდა და ერთ-ერთი ოთახისკენ წამიყვანა,შიგნით რომ შევედით ერთ-ერთ ახალგაზრდა პოლიციელს დაუძახა და უთხრა ჩემთვის თვალი არ მოეშორებინა. შუბლზე მაკოცა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. ჯერ კიდევ შოკში ვიყავი მომხდარისგან და ამდენი სტრესისგან უკვე ძალიან ვიყავი დასუსტებული,მინდოდა რომ მალე დამთავრებულიყო ყველაფერი,მშვიდი ცხოვრება მინდოდა გეგასთან,ნიკასთან და ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად. ჩამოვჯექი მაგრამ ისევ ავდექი და უაზროდ დავიწყე ოთახში სიარული,
-წყალი ხომ არ მოგიტანოთ?-მკითხა ოთახში მყოფმა ბიჭმა თავაზიანად და მაშინღა გამოვერკვიე,
-დიახ თუ შეიძლება,-ვთხოვე და აკანკალებული ხელებით თმები ყურებზე გადავიწიე. ტაქსისტზე ვფიქრობდი და ღმერთს ვთხოვდი მის გადარჩენას,ვერ წარმომედგინა მარტო მე რომ ვყოფილიყავი მანქანაში რა ბედი მეწეოდა,მისი დამსახურებით გადავრჩი და ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნებოდი. ბიჭი მალევე დაბრუნდა პატარა წყლის ბოთლით ხელში და გამომიწოდა,უსიტყვოდ გამოვართვი და ლამის მთელი ბოთლი დავცალე,ცოტა რომ დავმშვიდდი,ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე როცა კარი გაიღო და ჩემი სახელის გაგონებისას თავი წამოვყე
-ლილე აბრამია ხართ?!-ჩემს წინ ძალიან მკაცრი,მაღალი პოლიციელი იდგა და ეჭვით მიყურებდა
-დ-დიახ,-ძლივს ამოვთქვი,
-მე დეტექტივი ჯანელიძე ვარ,რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამთ,-მშვიდად მითხრა და სკამზე მანიშნა. მეც ჩამოვჯექი,დეტექტივი ჩემს წინ სკამზე მოკალათდა და დაკითხვა დაიწყო.
-მითხარით დეტალებში რა მოხდა,სად იყავით მთელი ეს პერიოდი? იცნობთ თუ არა დაჭრილ ტაქსისტს?-თვალები ავაფახულე და დაბნეულმა ვკითხე
-რას გულისხმობთ ამ პერიოდის განმავლობაში?-აშკარად გაკვირვებულმა შემომხედა და სხვა შეკითხვა დამისვა
-რა გახსოვთ მომხდარიდან?-დავფიქრდი და ვუთხარი
-საავადმყოფოში ვიყავი ჩემს ძმასთან და დამირეკეს,მითხრეს თუ მათთან არ წავიდოდი ჩემს ახლობლებს ავნებდნენ,ჩემმა ძმამ რომ გაიღვიძა ისევ მომწერეს და ლევანის გავყევი,საღამოს სახლში რომ მოვიდა და დაეძინა გამოვიპარე,ტაქსი გავაჩერე და მერე ის დაჭრეს,მერე კი მე მოვიყვანე აქამდე....-ინტერესით მისმენდა,შემდეგ კი ფრთხილად ისეთი რამ მითხრა რომ ადგილზე გავიყინე.
-ლილე,ზუსტად ერთი თვეა დაკარგული ხარ,დღეს არ მომხდარა ეს ყველაფერი....ნუთუ არ გახსოვთ??-თავბრუ დამეხვა, უცებ წამოვხტი და ხმამაღლა დავიწყე ლაპარაკი,თან ბოლთას ვცემდი ოთახში
-არა...ეს დღეს იყო...დღეს მოხდა...რას ნიშნავს ერთი თვე გავიდა...შეუძლებელია...მე ხომ....არა არა არა....მასთან ამდენ ხანს არ ვყოფილვარ....მითხარით რომ არ ვყოფილვარ.-იქ მყოფებიდან ვერავინ მაწყნარებდა,ვხვდებოდი უკვე პანიკური შეტევა მემართებოდა,მაგრამ სანამ რაიმე ცუდი დამემართა კარი ხმაურით გაიღო და ოთახში ნიკა შემოვარდა. მაშინვე მას მივვარდი ხელებზე ჩავებღაუჭე და ერთი და იგივეს ვუმეორებდი
-მითხარი რომ ერთი თვე არ გასულა....მითხარი გთხოვ...-ნიკა აღელვებული მიყურებდა და არ იცოდა რა ექნა,ჩამიხუტა და ცდილობდა დავეწყნარებინე,მაგრამ შოკისგან სულ ვცახცახებდი და ერთი და იგივეს ვჩურჩულებდი...
-ლილე თავი ხელში აიყვანე გთხოვ,დამშვიდდი ახლა უსაფრთხოდ ხარ,აქ ვართ შენთან.-მამშვიდებდა ნიკა,თუმცა ამაოდ
-გეგა....გეგას დაუძახეთ გთხოვთ...გეგასთან მინდა....-ძლივს ამოვთქვი და ამასობაში გეგაც შემოვარდა ოთახში
-აქ ვარ პატარავ,დამშვიდდი,ყველაფერი მორჩა,დაიჭირეს,უსაფრთხოდ ხარ...-ჩამიხუტა და თავზე მაკოცა,მისი სურნელი და ხმა რომ გავიგონე მაშინვე დავმშვიდდი. მის ძლიერ მკერდში ჩავმალე თავი და ხელებით ჩავებღაუჭე...
-აქედან წამიყვანე გთხოვ,-შევეხვეწე,მეორედ თქმა არ დასჭირვებია. მაშინვე დავტოვეთ ოთახი და მე,გეგა და ნიკა დერეფანს გავუყევით...
*******
გეგა წამითაც კი არ მშორდებოდა,ნიკა ოთახში ბოლთას სცემდა,უკვე სახლში ვიყავით,დივანზე ვიჯექი წაშლილი სახით,ჯერ კიდევ არ მიბანავია და გამომიცვლია იმდენად ვიყავი გათიშული,თავი სიზმარში მეგონა,ვერაფრით ვერ ვიხსენებდი რა მოხდა ლევანისთან ყოფნის დროს ან რატომ არ მახსოვდა რომ ამდენი ხნით ვიყავი გატაცებული,დავიბენი,სტრესში ჩავვარდი და ხმასაც კი ვერ ვიღებდი.
-ლილე,შემომხედე პატარავ,მართლა არაფერი არ გახსოვს?-მშვიდად მკითხა გეგამ და თავი ნაზად მიმაბრუნებინა მისკენ. თავი გავიქნიე უარყოფის ნიშნად და უცებ გეგას შეხება ვიგრძენი ყელთან. რაღაცას უყურებდა და სიმწრისგან ყბა დაეჭიმა
-ნიკა ეს უნდა ნახო!-მკაცრად უთხრა ჩემს ძმას და ისიც მაშინვე მომვარდა რომ ენახა გეგა რაზე ანიშნებდა
-ამის დე*აც,ლილე გესმის ჩემი?  ადექი,თავს ძალა დაატანე ახლავე უნდა წავიდეთ.-ხელი დამავლო და ჩემი წამოყენება სცადა,ვაი ვაგლახით გავყევი კარისკენ,გაკვირვებული ვიყავი ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა,გეგა უკვე ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე და უკან მოგვყვებოდა სწრაფი ნაბიჯით.
-დიახ მალე ვიქნებით ადგილზე,-გაისმა გეგას ხმა და მერე ისიც გვერდით ამომიდგა. გეგა უკან დაჯდა ჩემთან ერთად ნიკამ კი მანქანა ხმაურით დაძრა. მოულოდნელად ისტერიული სიცილი ამიტყდა და თითქოს გაორება დამემართა,გეგა ორად მეჩვენებოდა რაც ძალიან სასაცილო აღმოჩნდა ჩემთვის
-ამის დედ*ს შევ*ცი,მოვკლავ მაგ ნაბი**არს-დაიღრიალა გეგამ და მხრებში დამავლო ხელი,
-ლილე თავი ხელში აიყვანე,-შემანჯღრია რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი თუმცა ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი და უაზროდ ვიცინოდი
-რა საყვარელი ხარ გეგააა,-გადავიკისკისე და ცხვირზე ჩამოვარტყი თითი ხუმრობით
-ნიკა დაუჩქარე!-შეიღრინა გეგამ და მანქანამაც სიჩქარეს მოუმატა.. მალე გავჩერდით,ნიკამ კარი გააღო და მანქანიდან გადამიყვანა,ხელში ამიტაცა და სადღაც გამაქანა. გეგაც უკან მოგვყვებოდა აღელვებული. მალე რაღაც რბილზე დამაწვინეს და თეთრხალათიანი ხალხი დამეხვა თავზე,უკვე ვეღარაფერს ვხვდებოდი და ვიღაცის ხელზე ვიყავი ჩაბღაუჭებული,ბუნდოვნად ვხედავდი თუმცა გავარჩიე რომ ნიკა იყო ჩემთან და რაღაცას ამბობდა. გული ამიჩქარდა და სუნთქვა რომ გამიხშირა ვიღაცამ დაიყვირა
-დრო არ არის,დიდი დოზა აქვს მიღებული....-ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა ყველაფერი და დიდად ვერც ვარჩევდი რას ამბობდნენ ერთადერთი ამას მოვკარი ყური
-ორივე სტაბილურად არიან....
გეგას და ნიკას სახეები უკვე ერთმანეთში ირეოდა,წამიერად გავითიშე თუმცა ისევ მოვედი გონს და ხელზე წვა რომ ვიგრძენი უკან გამოწევას ვაპირებდი,მაგრამ ნიკამ გამაჩერა
-ლილე ცოტაც მოითმინე,მალე უკეთ იქნები-ხელზე მაკოცა და ისევ თეთრხალათიანებს გახედა....აზრზე რომ მოვედი თვალები ავაფახულე და გეგა და ნიკა დავინახე აღელვებულები რომ დამყურებდნენ...
-ლილე თავს როგორ გრძნობ?-გეგა მომიჯდა და სხვანაირად გაბრწყინებულმა რომ შემომხედა დავიბენი,
-რა მოხდა?-ვიკითხე და ნიკას გავხედე მოშორებით რომ იდგა და ტელეფონზე ჩუმად ლაპარაკობდა
-იმ გამო*ირებულმა რაღაც წამალი გაგიკეთა,სავარაუდოდ ყოველ დღე გიკეთებდა,რომ შენთვის გონება აერია,ექიმებმა გადასხმა დაგიდგეს და მალე უკეთ იქნები მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა...-გეგამ დააპაუზა,მერე კი სრული სერიოზულობით მითხრა.
-ფეხმძიმედ ხარ ლილე....თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით ეს ჩემი ბავშვია თუ ლევანის,ანალიზის გაკეთება მოგვიწევს...-სანამ კიდევ რამეს იტყოდა ნიკა მოგვიახლოვდა და ისედაც შოკირებულს კიდევ დამიმატა
-ლევანი დაკითხეს,აღმოჩნდა რომ არ შეგხებია,უბრალოდ წამლის დიდ დოზას გიკეთებდა რომ მისგან არ გაქცეულიყავი,თვითონ კი იმ ხალხზე ნადირობდა ვისაც შენი გატაცება უნდოდა,მაგრამ მგონი აჯობებს მაინც გაიკეთო ანალიზი,რომ დავრწმუნდეთ სიმართლეს ამბობს თუ არა...-გეგამ თავი დაუქნია და დაეთანხმა მე რომ შემომხედა გავღიზიანდი,მან იფიქრა რომ ბავშვი მისი არ იყო...ორივემ იფიქრეს რომ ლევანის ბავშვს ვატარებდი მუცლით....იმდენად მშვიდად ვუთხარი შემდეგი,რომ მე თვითონაც სისხლი გამეყინა ძარღვებში
-ორივე გადით პალატიდან!-ერთმანეთს გადახედეს და ნიკამ დაიწყო
-ლილე,უბრალოდ გვინდა რომ დავრწმუნდეთ...-ისეთი ცივი მზერა ვესროლე ადგილზე გაშეშდა და საშინლად გაღიზიანებულმა და ნაწყენმა ყვირილი დავიწყე
-როგორ შეგიძლიათ...როგორ შეგიძლიათ ასეთი რამ იფიქროთ ჩემზე? როგორ შეგიძლიათ ასე შეიტანოთ ეჭვი ჩემში? ასეთ რამეს როგორ მაბრალებთ?-გეგამ გამაწყვეტინა
-ლილე გთხოვ დამშვიდდი,უბრალოდ მინდა დავრწმუნდე,რომ ბავშვი მართლა ჩემია...-უკვე კივილზე გადავედი
-მას იმის უფლებაც კი არ მივეცი,რომ ხელიდან ბეჭედი მოეხსნა,შეიძლება უგონოდ ვიყავი მაგრამ უფლებას არ ვაძლევდი თუნდაც თითი დაედო ჩემთვის,ჩემს ყველაზე ბნელ მომენტებშიც კი არ შემიწყვიტავს ბრძოლა და თქვენ ორს ნამუსი გყოფნით და ფიქრობთ რომ ლევანის ბავშვს ვატარებ მუცლით,ახლავე გაეთრიეთ პალატიდან! თქვენი დანახვაც კი არ მინდა!-
-ლილე გთხოვ ასე არ მოიქცე,ჩვენ უბრალოდ გვინდა დავრწმუნდეთ,რომ იმ ნაბი*ვრის ბავშვს არ ატარებ მუცლით,ამას ისევ შენთვის გეუბნებით,-ჯიუტად გააგრძელა ნიკამ.
გეგამ ხელი გამოწია ჩემსკენ,მე კი უხეშად დავარტყი ხელზე ხელი და აქოშინებულმა ვუთხარი
-ძალიან მიყვარხარ გეგა,მაგრამ როგორ შეგიძლია რომ არ მენდო? როგორ შეგაქვს ჩემში ეჭვი? თუ ნდობა არ გვაქვს არც არაფერი გვაქვს,ორივემ დატოვეთ პალატა,დრო მჭირდება რომ ამ ყველაფერზე დავფიქრდე,მარტო უნდა დავრჩე ჩემს შიშებთან,ჩემს ფიქრებთან და ჩემს იმედებთან,დრო მჭირდება ამ ყველაფრის გადასამუშავებლად,დრო მჭირდება რომ გამოვჯანმრთელდე და მოვძლიერდე ჩემთვის და ჩემი ბავშვისთვის.
-ლილე გთხოვ,მომეცი უფლება შენთან დავრჩე,-მშვიდად მითხრა გეგამ და მის თვალებში დანაშაულის გრძნობა დავინახე.
-ლილე მომისმინე გთხოვ,ხომ იცი უშენოდ ერთ წამსაც ვერ გავძლებ,მთელი ეს პერიოდი ძალიან ცარიელი ვიყავი,ყველგან გეძებდით და ცოტა ხანში ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი კიდეც,შენი მარტო დატოვება არ მინდა გთხოვ...-შემეხვეწა ნიკა და მომიახლოვდა. გაყინული თვალებით შევხედე და ვუთხარი
-20 წელი ცხოვრობდი ჩემს გარეშე და დარწმუნებული ვარ რამოდენიმე დღეც გაძლებ უჩემობას.-გულგატეხილმა შემომხედა,აშკარად ეწყინა ჩემი ეს სიტყვები მაგრამ იმ მომენტში არაფერი მადარდებდა,ყვირილზე და ალიაქოთზე ექთნები შემოცვივდნენ მე კი მაშინვე გამოვუცხადე რომ გეგამ და ნიკამ საშინელ სტრესში ჩამაგდეს და რომ ფეხმძიმე გოგოსთვის ეს საზიანო იყო.
-ახლავე დატოვეთ პალატა,თორემ მომიწევს დაცვას დავუძახო,-მკაცრად უთხრა ერთ-ერთმა ექთანმა ნიკას და გეგას და კარისკენ მიუთითა.
-პატარავ გთხოვ....-ისევ შემეხვეწა გეგა მაგრამ ჯიუტად გავიქნიე თავი და კიდევ ერთხელ ვუთხარი პალატიდან გასულიყო. როგორც იქნა ექთნმებმა ორივე გაიყვანეს და გასვლისას გავიგე როგორ გამოუცხადა ერთმა ექთანმა ბიჭებს,რომ ჩემთან შემოსვლა ეკრძალებოდათ მანამ,სანამ არ გამწერდნენ,აი მაშინ კი დავმშვიდდი,თვალები დავხუჭე და დაღლილი მივწექი,მუცელზე დავიდე ხელი და წავიჩურჩულე
-ჩემო პაწაწინა,არავის მივცემ უფლებას შენ რამე გავნოს...თუნდაც ამ ქვეყნად სულ მარტონი დავრჩეთ...
*******
კარგად გამოვიძინე,ნელ-ნელა აზრზე მოვდიოდი და ექიმები ყურადღებას არ მაკლებდნენ,ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში იყო და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ ნაყოფი შემენარჩუნებინა. ნიკამ ჩემი ტელეფონი შემომიგზავნა და ყოველ ორ წუთში მწერდა ან მირეკავდა,ანალოგიურად გეგაც. თუმცა მათთან ლაპარაკი არ მინდოდა. აი სოფო და ანა კი მოვიდნენ და პალატაში ცისფერი ხა ვარდისფერი ბურთებით და საჩუქრებით შემოცვივდნენ. სიცილი ამიტყდა და მათი დანახვისას ისეთი სითბო ვიგრძენი,რომ ცრემლებიც კი წამსკდა.
-ოჰოო,უკვე მოქმედებენ ჰორმონები?-ჩაიხითხითა ანამ და საჩუქრები იქვე დააწყო პატარა ტუმბოზე.
-ექიმებმა რაო? ხომ ყველაფერი რიგზეა?-მკითხა სოფომ და ძლიერად ჩამეხუტა.
-ცდილობენ რომ ნაყოფი შევინარჩუნო,პროგრესი გვაქვს,ერთი თვის ორსული ვარ და არც კი ვიცოდი,ამდენ სტრესში იმასაც კი არ მივაქციე ყურადღება რომ გადამიცდა...-კომფორტულად მოვთავსდი და ტუმბოზე დადებული ჭიქიდან ფორთოხლის წვენი მოვსვი.
-ვერ ვხვდები ყველანაირ ცუდს შენ როგორ იზიდავ,-ჩაიდუდღუნა ანამ,მომიახლოვდა და მუცელზე დამადო თავი ისე,რომ ყური ჰქონოდა მიდებული
-ჰეი პატარავ,შენი გადარეული დეიდები მოვიდნენ,იცოდე იბრძოლე არ დანებდე,ყველა სულმოუთქმელად გელოდებით.-გამეღიმა მის ასეთ თბილ საქციელზე.
-გეგამ როგორ მიიღო ახალი ამბები?-მკითხა სოფომ
-საშინლად,მან და ჩემმა ძმამ გადაწყვიტეს ტესტი გამეკეთებინა რომ დარწმუნებულიყვნენ მართლა გეგას შვილია თუ არა წარმოგიდგენიათ? ერთი თვე გავიდა რაც ლევანისთან ვარ და ექიმებმა გუშინ მითხრეს რომ ერთი თვის ორსული ვარ,უბრალოდ ნაყოფი ძალიანაა დასუსტებული იმ წამლისგან რასაც ლევანი მიკეთებდა,ცდილობენ რომ მოაძლიერონ....-დავღონდი და ხელი მუცელზე მოვისვი
-არა ეგ ნაძირალა ნახეთ რა,როგორ გაგიბედა-წამოხტა ანა
-ლოგიკურად მსჯელობა საერთოდ არ შეუძლია ხომ? დარწმუნებული ვარ ექიმებმა უკვე უთხრეს რომ ერთი თვის ორსული ხარ და იმედია არ ცდილობს რომ მამობას აარიდოს თავი-სრული სერიოზულობით თქვა სოფომ.
-არ ვიცი სოფ...არ ვიცი რა გავაკეთო,საფრთხეს ჯერ კიდევ არ გადაუვლია,დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ,გეგმაში არ მქონია დაორსულება,ამდენი სტრესისგან ბავშვს რომ რაიმე დაემართოს არ ვიცი რას ვიზამ....-ანაც მომიჯდა საწოლზე და ხელი ხელზე დამადო
-ყველაფერი კარგად იქნება,ჩვენ შენს გვერდით ვართ,
-ხო,ამ ყველაფრის გავლა მარტოს არ მოგიწევს,-დაეთანხმა სოფოც.
-როგორ მიხარია თქვენი არსებობა....მოიცა....რატომ არცერთი არ მეკითხებით ლევანი ვინაა,ან რატომ გამიტაცა,ან რატომ ვარ საფრთხეში,-საეჭვო იყო რომ ამ ყველაფერს ასე მშვიდად იღებდნენ და აშკარად ყველაფერი იცოდნენ უბრალოდ არ ვიცოდი საიდან. ერთმანეთს გადახედეს და მერე ანამ დაიწყო
-ხაზზე არ გამოდიოდი,გირეკავდით, გწერდით,მაგრამ არ გვპასუხობდი...
-ერთ დღესაც გეგა დამადგა სახლში,ანაც ჩემთან იყო,სურათები გვაჩვენა და გვკითხა ლევანის ვიცნობდით თუ არა,ხოდა მეც ვუთხარი რომ ერთი ორჯერ დავინახე კაფეში რომ გელაპარაკებოდა და სულ ეს იყო...
-მერე კი ვკითხეთ რატომ არსად არ ჩანდი,კარგად იყავი თუ არა და მაშინ გვითხრა რომ გაგიტაცეს და საფრთხეში იყავი,მერე კი შენ დაგვირეკე და ესეთი კარგი ამბავით დაგვიბრუნდი,ხომ მართალია დეიდა ჩემო პონჩიკო?-მუცელზე მიმადო ხელი და გაკრეჭილმა ამომხედა. მე და სოფომ ჩავიფხუკუნეთ. მოკლედ დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა,სოფო და ანა საღამომდე გაჩერდნენ,ექიმს რომ არ ეთქვა,რომ დასვენება მჭირდებოდა ალბათ არც წავიდოდნენ,თუმცა სხვა გზა არ დარჩათ როცა დაემუქრნენ რომ დაცვას დაუძახებდნენ თუ პალატას არ დატოვებდნენ. დაემშვიდობნენ,გამომიცხადეს ყოველ დღე მოვალთო და წავიდნენ. ტელეფონს გადავწვდი და კიდევ ერთი მესიჯი დამხვდა ნიკასგან და მეორე გეგასგან...თვალი გადავავლე ისე რომ მესიჯები არც გამიხსნია,მერე ცოტა შევჭამე და ისევ ძილმა გამიტაცა....
*******
ადრიანად გამეღვიძა,თავბრუ მესხმოდა და გულის რევის შეგრძნება მქონდა...წყალი მოვსვი, თუმცა ამან უარესად გამხადა და სწრაფად გავიქეცი საპირფარეშოში,პალატაში რომ დავბრუნდი უცებ შევხტი ორი სილუეტი რომ დავინახე ჩემს საწოლთან. გელა და მაია იყვნენ...მაიამ რომ დამინახა მაშინვე ჩემთან გამოქანდა და ჩამიხუტა
-ლილე ჩემო საყვარელო,როგორც კი შენი ამბავი გავიგეთ მაშინვე აქ გამოვქანდით. თავს როგორ გრძნობ? პატარა როგორაა? ხომ ყველაფერი რიგზეა?-მომაყარა კითხვები და საწოლამდე მისვლაში მომეხმარა.
-ამოასუნთქე ეს ანგელოზივით გოგო,შენი ქოთქოთით ნერვებს ნუ უწამლავ-შეუღრინა გელამ და ახლოს რომ მივედი მისასალმებლად თვითონაც ჩამიხუტა
-გილოცავ ლილე და გმადლობ რომ ამ ბედნიერებას მოგვასწარი,-თბილად მითხრა გელამ. საწოლში რომ კომფორტულად მოვთავსდი მადლობა მოვუხადე
-გმადლობთ რომ მოხვედით და ყურადღება გამოიჩინეთ,ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.-სოფოს და ანას მსგავსად ისინიც ტორტით და საჩუქრებით მოვიდნენ. მაია გვერდით მომიჯდა და გაბრწყინებულმა დაიწყო
-აბა მომიყევი ახლა ყველაფერი,ექიმები რას ამბობენ? უკვე გაიგეთ გოგოა თუ ბიჭი? ან გეგა სადაა? ესეთი უყურადღებობა როგორ შეიძლება...-გავუღიმე და სანამ რამეს ვეტყოდი ისევ გელამ უპასუხა
-მაია ზედმეტი მოგდის,გოგოს დასვენება სჭირდება...-თბილად გამიღიმა და ისიც მომიახლოვდა,მეც გავუღიმე და მერე მოყოლა დავიწყე
-არ ვიცი თუ გაიგეთ რა მოხდა...-მაიამ ისეთი სახით შემომხედა აშკარა იყო რომ ყველაფერი იცოდა ხოდა მეც მოკლედ ავუხსენი
-ჩემმა ძმამ და გეგამ გადაწყვიტეს ტესტი გამეკეთებინა რომ დავრწმუნებულიყავით ბავშვი ნამდვილად გეგასი იყო თუ არა...-თავი დავხარე და ისე გავაგრძელე
-მე კი ვუთხარი რომ ცოტა ხნით მარტო ყოფნა მჭირდებოდა. ექთნებმაც აუკრძალეს აქ ყოფნა.-გელას ყბა დაეჭიმა და შეიკურთხა მაიამ კი მშვიდად მითხრა.
-ყურადღება არ მიაქციო საყვარელო,მოვიყვანთ ჭკუაზე,მანამდე კი ჩვენ ვიზრუნებთ შენზე.-გავუღიმე
-რამდენ ხანს დარჩები საავადმყოფოში?-მკითხა გელამ და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-ზუსტად არ ვიცი,სავარაუდოდ ერთი-ორი დღით კიდევ დამტოვებენ.
-და მერე რას აპირებ?-მკითხა მაიამ
-ჩემს ძველ ბინაში დავბრუნდები ცოტა ხნით...-გელამ თავი გაიქნია
-არავითარ შემთხვევაში ლილე,ჩვენთან წამოხვალ,ცივ ნიავს არ მოგაკარებთ,
-ხო საყვარელო,შენი მარტო ყოფნა არ შეიძლება,ყურადღება და მზრუნველობა გჭირდება,როცა შენ მოგინდება მაშინ მოვა გეგაც შენს სანახავად-გული გამითბა მათი სიტყვების გაგონებისას თუმცა მორცხვად ვუთხარი
-თქვენი შეწუხება არ მინდა მართლა...-გელამ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან სადღაც რეკავდა,სანამ პალატიდან გავიდოდა ღიმილით მითხრა
-შანსი მოგვეცი ჩვენი პირველი შეხვედრა გამოვასწოროთ,ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და ოჯახი ერთმანეთზე ზრუნავს.-არაფერი აღარ მითქვამს ჩავფიქრდი ღირდა თუ არა მათთან ერთად წასვლა,ბოლოს გადავწყვიტე,რომ რატომაც არა,დახმარება უნდოდათ,თანაც გეგას ნახვას კიდევ დიდხანს არ ვაპირებდი,იმდენად ჩამორჩა წყენა გულში ვატყობდი დიდი დრო დასჭირდებოდა რომ მისთვის მეპატიებინა,ვიცოდი რომ რაღაც მხრივ მართალი იყო,თუმცა ამ ცილისწამებას ვერც გეგას და ვერც ნიკას ვერ ვპატიობდი. მოკლედ მაია და გელა დიდხანს იყვნენ ჩემთან,გელამ წასვლამდე მითხრა რომ როცა გამწერდნენ იმ დროისთვის ყველაფერი მზად იქნებოდა და ერთი სული ჰქონდათ როდის მივიდოდი მათთან,მაია თბილად ჩამეხუტა,გადამკოცნა და წავიდნენ. ისევ მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან და ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. ეკრანს დავხედე,გეგა იყო....პასუხის გაცემას არ ვაპირებდი,მაგრამ გულმა არ მომითმინა და ვუპასუხე,მხოლოდ ხმას არ ვიღებდი.
-პატარავ მაპატიე გთხოვ...ძალიან მომენატრე და შენთან ყოფნაზე მეტად არაფერი არ მინდა ამ ქვეყნად...-გული შემეკუმშა მისი ხმის გაგონებისას მაგრამ მაინც ცივად ვუთხარი
-მაგაზე იქამდე გეფიქრა სანამ ცილს დამწამებდი.-ტელეფონი გავუთიშე და გაბრაზებული მივეყუდე ბალიშს. აქ ყოფნა უკვე მაღიზიანებდა და ერთი სული მქონდა აქაურობას მოვშორებოდი,სწავლას და მშვიდ ცხოვრებას დავბრუნებოდი,არანაირი სტრესი და არანაირი ცუდი ამბების გაგება აღარ მინდოდა,სასტიკად დავიღალე და გამოვიფიტე,დროა გავძლიერდე და ცხოვრება ისე წარვმართო როგორც მე მინდა და შიშის გარეშე ვიცხოვრო...ამ აზრებში ვიყავი კარზე რომ კაკუნის ხმა გაისმა,
-შემოდით,-დაძაბული მივაჩერდი კარს და ნაცნობი სახის დანახვისას ისე გავიკრიჭე ყველა კბილი მიჩანდა...
-ლილუსკას სალამიიიი,მომენატრე გოგო ეს რა მაგარი სიურპრიზით დაბრუნდი.-ირაკლი თაიგულით ხელში შემოვიდა ოთახში და ძლიერად ჩამეხუტა
-მეც მომენატრე ირაკლი...-თაიგული გვერდით გადადო და საწოლზე ჩამოჯდა,მერე მუცელზე დამადო ხელი და გაკრეჭილმა თქვა
-აბა ძიას მოუყევი ცუდ ბიჭებზე,ყველას სათითაოდ უნდა დავაჭრა ყურები.-გადავიხარხარე და ლაპარაკი გავაბით....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent