დიდი აღმოჩენა(ნაწილი ათი)
რამოდენიმე ზარის გასვლის შემდეგ მისი ბოხი და სიყვარულით სავსე ხმა გავიგე -გამარჯობა პატარავ,-ყოველ ჯერზე მუცელში პეპლებს ვგრძნობდი მისი ხმის გაგონებისას. გახარებულმა ტელეფონში ჩავყვირე -ვერ წარმოიდგენ რა მოხდა!-გეგამ ჩემი აჟიტირებული ხმის გაგონებისას გაიცინა -მომიყევი,-მიპასუხა და მეც დავიქოქე -მოკლედ,ირაკლის ვთხოვე ჩემს ძველ მწვრთნელთან წავეყვანე,გამოცდებამდე მინდოდა ცოტა განტვირთვა მომეწყო,ხოდა მოკლედ მისვლისას მწვრთნელმა ხო მაშინვე მიცნო და იცი კიდევ რა მოხდა?-ვკითხე,გეგამაც ინტერესით მკითხა -არა პატარავ მითხარი, -გუნდში ისევ ამიყვანეს! წარმოგიდგენია? და თანაც ისევ კაპიტნის ტიტული მაქვს, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ჩემს ძველ გუნდში ოდესმე ისევ კაპიტანი ვიქნებოდი. -გილოცავ ჩემო პატარა,ეჭვიც არ მეპარება რომ შენზე კარგი იქ არავინ არ იქნება,შენით ძალიან ვამაყობ,-გული გამითბა მისი სიტყვების გაგებისას და ისევ გავაგრძელე ყბედობა -ხოდა ხვალ დილიდან ვიწყებ ვარჯიშს და მერე შევხედავთ როგორ წავა ყველაფერი. -ძალიან კარგია ლილე,ირაკლიც მანდ არის?-მკითხა -კი აქ არის, -ტელეფონი მიეცი,-ირაკლის ტელეფონი მივაწოდე -ძმას სალამი,-მიესალმა გაკრეჭილი ირაკლი -ხო ბიჭო აზრზე ხარ? ეგრევე კაპიტნად დასვეს ჩვენი ლილუსკა,-სახე დაუსერიოზულდა და რამოდენიმე წამით ჩუმად იყო -არაა პრობლემა მე ვატარებ,-უპასუხა ისევ ირაკლიმ,ინტერესით ვუსმენდი,მინდოდა რამე გამეგო,მაგრამ ამაოდ. -კაი აბა საღამომდე,-დაემშვიდობა ირაკლი და ტელეფონი ისე გამომიწოდა გზისთვის თვალი არ მოუშორებია. -რა გითხრა?-ვკითხე თუმცა მხოლოდ მოკლე პასუხი მივიღე -არაფერი.-მივხვდი მეტს არაფერს არ მეტყოდა და გავჩუმდი. ტელეფონმა დარეკა და გავიღიმე ნიკას სახელი რომ წავიკითხე -ალიოო,-გახარებულმა ვუპასუხე,იმხელა ხმაზე ჩაყვირა ტელეფონს ყურიდან მოშორება დამჭირდა -გოგო გეგასგან უნდა ვიგებდე ასეთ დიდ ამბავს? არ გრცხვენია??-გავიცინე და მოკლედ ავუხსენი რა და როგორ მოხდა. -ვა ვა ვა,საღოლ,თამაში როდის გაქვთ? არ გამომაპარო იცოდე-მიპასუხა გახარებულმა -ჯერ რა დროს თამაშია,გამწარებული ვარჯიში მიდის,-მოკლედ სახლამდე მელაპარაკა,ჭკუას მარიგებდა ბევრი არ იხტუნაო ჩემზე მაღალი არ მინდა რომ იყოო,ბურთს მოერიდე სხვებმა დაიჭირონო,შენ კუთხეში დადექი სხვებმა ითამაშონო,გულიანად ვიცინე და ძალით გავუთიშე ტელეფონი ცოტა ხნით რომ მემეცადინა ირაკლისთან ერთად. საღამოს მოვალო ესღა მითხრა და გამითიშა. ******* მოკლედ დღემ კარგად ჩაიარა,ირაკლისთან ერთად ვიმეცადინე,სადილი გავამზადე და ბიბლიოთეკაში წავედი რამის წასაკითხად. წიგნი ავარჩიე და კომფორტულად მოვთავსდი სავარძელში,თუმცა სანამ კითხვას დავიწყებდი ირაკლი შემოვიდა ოთახში და მითხრა ცოტა ხნით უნდა გავიდე და არ მოიწყინოო. გავაცილე და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.... კარზე ზარის ხმა გაისმა და საათს დავხედე,საღამოს 6 საათი იყო და გეგა და ნიკა წესით 10 საათისთვის იქნებოდნენ სახლში. ირაკლის გასაღები ქონდა,ვინ უნდა ყოფილიყო? კარისკენ წავედი და გარეთ გავიჭყიტე რომ დამენახა ვინ მოვიდა. ადგილზე გავქვავდი როცა გარეთ გეგას მშობლები დავინახე...დავიბენი,არ ვიცოდი რა მექნა, სავარაუდოდ ბიჭებმა არ იცოდნენ მათი მოსვლის შესახებ. ვიფიქრე კარს თუ არ გავუღებდი წავიდოდნენ,მაგრამ სინდისმა არ მომცა ამის უფლება,კარი ფრთხილად გავაღე და ჩემი დანახვისას ერთმანეთს გადახედეს... -გამარჯობა ლილე,-მომესალმა გეგას მამა და ოთახში შემოაბიჯა.... ******* გვერდით გავიწიე რომ გეგას მშობლები ოთახში შემოსულიყვნენ,ჩუმად ვიდექი და თვალს ვადევნებდი. -შიგნით არ შეგვიპატიჟებ?-მკითხა მაიამ და ქმარს გვერდით ამოუდგა -მობრძაბდით,-მოკლედ ვუპასუხე და მისაღებისკებ გავუძეხი,ორივენი რომ კომფორტულად მოთავსდნენ ყავა შევთავაზე და სანამ სამზარეულოში სამივესთვის ყავას გავამზადებდი მესმოდა როგორ ჩურჩულებდნენ რაღაცას. პატარა ფოდნოსზე ყავა და ტკბილეული დავაწყვე და ოთახში დავბრუნდი. მათ საპირისპირო მხარეს დავჯექი და ყავა მოვსვი,რამოდენიმე წუთით სამარისებური სიჩუმე იდგა და არავინ ხმას არ იღებდა,თუმცა მალევე გელამ დაიწყო. -ლილე აქ ბოდიშის მოსახდელად მოვედით, მივხვდით რომ არასწორად შევაფასეთ შენი განზრახვები,გვეგონა რომ გეგასთან მხოლოდ ფულის გამო იყავი მაგრამ ახლა ვხვდებით რომ მწარედ შევცდით,-გაკვირვებისგან თვალები ვჭყიტე და წამოვახველე როცა ყავა გადამცდა,ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე და როგორც კი აზრზე მოვედი სრული სერიოზულობით ვუპასუხე -ბოდიში ბიჭებს უნდა მოუხადოთ,მათ გული ძალიან ეტკინათ თქვენი ეჭვების დამცირების და ბრალდებებისგან,უნდა დაელაპარაკოთ და აღადგინოთ კავშირი, რომელიც გაწყდა.-გელამ და მაიამ ერთმანეთს გადახედეს,შემდეგ მაიამ გააგრძელა. -ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და მივხვდით,რომ მათ არასწორად ვექცეოდით, განსაკუთრებით კი ირაკლის,ძალიან მრცხვენია იმ სიტყვების რაც მაშინ გითხარი და იმედია ოდესმე მაპატიებ.-ბეჭედს მოკრა თვალი და გელას გახედა,მანაც აშკარად შეამჩნია მაიას გაკვირვება და მაშინვე მკითხა -ეს როდის მოხდა ძვირფასო? გილოცავთ,მუდამ ბედნიერები ყოფილიყავით!-თვალებში რომ შევხედე გულწრფელობის მეტი ვერაფერი დავინახე,მართალია მათი ეს უცნაური გამოცხადება და საქციელი ძალიან მიკვირდა მაგრამ მაინც გავუღიმე და ისე ვუპასუხე -რამოდენიმე კვირის წინ,ძალიან მოულოდნელად მოხდა და ჯერ კიდევ არ მჯერა რომ დანიშნული ვარ,-ღიმილით დავხედე ბეჭედს და გულწრფელად ვუთხარი -შეიძლება ფიქრობთ,რომ მეც სხვა გოგოებს ვგავარ,მაგრამ მერწმუნეთ,გეგა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და მას გულს არასდროს არ ვატკენ,-მაია გადმოიხარა და ჩემი ხელი მის ხელში მოიქცია გაღიმებულმა. -ვიცი საყვარელო,ახლა უკვე ვიცი და ვხედავ რომ ნამდვილად მასეა-მეც გავუღიმე საპასუხოდ...კარგა ხანს ვისხედით მაგიდასთან,შევატყე რომ მოდუნდნენ და უკვე კომფორტულად საუბრობდნენ ჩემთან,გეგას და ირაკლის ბავშვობა გაიხსენეს და ბევრი ვიცინე მათი ბავშვობის ამბების გაგებისას. -შენს მშობლებზე რას გვეტყვი? როდის გავიცნობთ?-მკითხა გაღიმებულმა გელამ,ღიმილი სახეზე მიმეყინა და ხელებს დავხედე,ვეცადე ტირილის გარეშე გამეცა მათთვის პასუხი -მშობლები აღარ მყავს,-ვუპასუხე და ტუჩზე ვიკბინე. -რას გულისხმობ?-მკითხა მაიამ და ქმარს გახედა -მე და ჩემი ძმა ძალიან პატარები ვიყავით მშობლები ავარიამ რომ იმსხვერპლა...-ვუპასუხე და ყავა მოვსვი,ყელში მობჯენილი სიმძიმე რომ შემეჩერებინა და მათ თვალწინ არ მეტირა. -ძალიან ვწუხვარ ძვირფასო,-გულწრფელად მითხრა გელამ და ცოლს გახედა დაბნეულმა,მაიამაც არ დააყოვნა,ჩანთას დასწვდა და იქიდან პატარა,ლამაზად შეფუთული ყუთი ამოიღო. მერე გაღიმებულმა გამომიწოდა. -ეს პატარა საჩუქარი ჩვენგან.-დაბნეულმა გამოვართვი -რატომ შეწუხდით,არ იყო საჭირო,-გულწრფელად ვუთხარი და ყუთი ხელებში მოვიქციე. -იყო და თან როგორ,თქვენ თურმე დანიშნულხართ და უსაჩუქროდ ეგ ამბავი როგორ ჩავატაროთ.-მითხრა გელამ -კიდევ კარგი ხელცარიელები არ მოვედით რას ამბობ,-დაამატა მაიამაც. სულ გავწითლდი და მადლობებად დავიცალე,გელამ გაიცინა -მიდი გახსენი,ნახე,თუ არ მოგეწონება შევაცვლევინებთ,-მითხრა და ცოლმაც დაამატა -შენი გემოვნება არ ვიცოდით,მაგრამ იმედია მაგასაც გავიგებთ,-თვალი ჩამიკრა და ყუთზე მანიშნა გახსენიო. მოწიწებით გავხსენი ყუთი და პირზე ხელი ავიფარე რომ დავინახე შიგნით რაც იდო. ულამაზესი თეთრი ოქროს ყელსაბამი,ცრემლის ფორმის საფირონის თვლით,რომელსაც გარშემო წვრილი თვლები ჰქონდა. იმდენად სადა და ლამაზი იყო თვალს ვერ ვწყვეტდი -ულამაზესია,-აღმომხდა და გელას და მაიას გავხედე. ყუთს სასწრაფოდ დავაფარე თავზე და ვუთხარი რომ ასეთ საჩუქარს ვერ ავიღებდი, თუმცა დამარწმუნეს რომ უნდა ამეღო და მეც მადლობებად დავიცალე,როცა გელამ მეორე ყუთიც მომაჩეჩა ხელში და გამომიცხადა რომ მისგანაც უნდოდა სამახსოვროდ რაიმე მქონოდა. გავხსენი და ამჯერად შიგნით სამაჯური დამხვდა,თეთრი მბზინავი თვლებით,რომელსაც შუაში საშუალო ზომის საფირონი ამშვენებდა. -ძალიან დიდი მადლობა,მაგრამ არ ღირდა ასე დახარჯვა,-აცრემლებულმა ვუთხარი რაზეც გელას და მაიას გაეღიმათ -ახლა შენც ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და ყველანაირად ვეცდებით ყველა იმ შეცდომის გამოსწორებას რაც თქვენთან ყველასთან დავუშვით.-მკაცრი ტონით თქვა გელამ და დივანს მიეყუდა. დავპირდი რომ შევეცდებოდი ბიჭებისთვის აზრი შემეცვალა და რომ აუცილებლად შევახვედრებდი მათ და შევარიგებდი. არ ვიცოდი ამას როგორ ვიზამდი,მაგრამ ყველანაირად ვეცდებოდი მათი ურთიერთობა დამელაგებინა,რადგან ჩემზე კარგად არავინ იცოდა რას ნიშნავდა მშობლების გარეშე ცხოვრება.... ******* გელა და მაია რომ გავაცილე ისევ მისაღებში დავბრუნდი,ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ჩემთან ბოდიშის მოსახდელად მოვიდნენ. დივანზე ჩამოვჯექი და მათ მოტანილ საჩუქრებს გავხედე...ნუთუ საჩუქრებით ჩემი მოსყიდვა უნდათ? ჩემით რომ ცდილობენ შვილების შემორიგებას ეგ ხომ ისედაც ცხადი იყო,მე კი შევეცდებოდი როგორმე ბიჭები მშობლებისკენ შემებრუნებინა,მაგრამ მათზე იყო დამოკიდებული საბოლოოდ რა მოხდებოდა. ვერ დავაძალებდი იმ ადამიანებთან დაბრუნებას,რომლებმაც როგორც ირაკლისგან ვიცი ცხოვრება გაუმწარეს. ამოვიოხრე,ამდენი ფიქრისგან უკვე თავი მტკიოდა, ყველაფერი ავალაგე, საჩუქრები ოთახში ავიტანე და ტუმბოზე დავდე,გეგასგან ამის დამალვას არ ვაპირებდი,თუ მათი შერიგება მინდოდა,ეს დღეიდანვე უნდა დამეწყო...საშინლად მოვიწყინე და გადავწყვიტე ანასთან დამერეკა. -როგორ მოხდა რომ მირეკავ,-შემომჩივლა გაწეწილმა -რა იყო ბალიში აგიფეთქდა?-არც მე ჩამოვრჩი და გამეცინა ენა რომ გამომიყო. -როგორ ხარ? ძალიან მომენატრე,როდის შეძლებ ჩვენთან ერთად გასეირნებას,სოფოს საშინლად აკლიხარ,უშენოდ სამსახურში ვერაფერს აკეთებს.-გეგას,უფრო სწორად ჩვენს ოთახში ავედი და საწოლზე წამოვწექი -მეც ძალიან მომენატრეთ და იმედია მალე მოვახერხებ თქვენთან გამოსვლას,ხომ იცი რაც ხდება,მარტო ვერსად გავდივარ და ყველაგან გეგა,ირაკლი ან ნიკა დამყვებიან.-საწყალი თვალებით შევხედე -კი მაგრამ,დამნაშავეები ხომ დაიჭირეს?-დაბნეულმა მკითხა -კი,მაგრამ აღმოჩნდა რომ კიდევ რაღაც ხდება და კიდევ ცოტა ხნით მომიწევს ასე ჩაკეტილი ვიყო-ანამ ქვედა ტუჩი გამოწია და თავისი დიდრონი მწვანე თვალებით შემომხედა -არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გავუძლებ უშენოდ ყოფნას,იმდენი რამ დამიგროვდა და ვერავის ვერ ვუზიარებ, -იქნებ ჩემთან მოხვიდეთ სტუმრად?-შევთავაზე -ნეტავ შემეძლოს,ხვალ შუალედურები მაქვს,მერე გამოცდები მეწყება,პლიუს მუშაობა დავიწყე და იშვიათად მრჩება საკუთარი თავისთვისაც კი დრო.-მეც მოვიწყინე,მათთამ დროის გატარება ძალიან მომენატრა და ერთი სული მქონდა ყველაფერი დამთავრებულიყო,რომ მათთან ერთად ძველებურად გამეტარებინა დრო. -დღეს გეგას მშობლები იყვნენ მოსულები,-მაშინვე თვალები ჭყიტა -რაო? აბა ჩქარა,დეტალებში მომიყევი რა მოხდა.-მეც ავუხსენი,ჩემი აზრებიც გავუზიარე და დამეთანხმა რომ მხოლოდ იმისთვის მიყენებდნენ ბიჭები რომ შეერიგებინათ. -მიამიტი ნუ ხარ,რახან საჩუქრები მოგიტანეს და ბოდიში მოგიხადეს ეგ იმას არ ნიშნავს რომ შეიცვალნენ.-სერიოზულად მითხრა ანამ და მეც დავეთანხმე -ვიცი ან,მაგრამ ისიც ვიცი რას ნიშნავს მშობლების გარეშე რომ ხარ,გეგას და ირაკლის მეტი არავინ არ ყავთ,მათზე ამოსდით მზე და მთვარე,ვერ დავუშვებ ერთმანეთი დაკარგონ,-ანამ თვალები აატრიალა -ზედმეტად კეთილი ხარ,შენს ადგილას როგორც მოვიდნენ ისე გავაბრძანებდი უკან, ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე.-გამეცინა -ხო შენ კი იზამდი. საღამოს გეგასაც დაველაპარაკები ვნახოთ ამ ყველაფერზე რას ფიქრობს.-თავი დამიქნია. მოკლედ კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ,ფრენბურთზეც ვუთხარი, თვითონაც მომიყვა რაღაც-რაღაცები და მხოლოდ მაშინ დავემშვიდობეთ ერთმანეთს ტელეფონი რომ ერთ პროცენტზე ჩამოვიდა.... მოწყენილობისგან ვკვდებოდი,გეგა,ნიკა და ირაკლი არსად არ ჩანდნენ,ამიტომ გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა და ისევ ქვემოთ,მისაღებში ჩავედი.... ******* შევიშმუშნე და თვალები ფრთხილად გავახილე,ჩამძინებია,საათს დავხედე,თორმეტი საათი იყო,თუმცა არავინ არ ჩანდა. ტელეფონი ავიღე და ნიკას დავურეკე,ზარი გადიოდა თუმცა ყურმილს არ იღებდა. გეგა მოვსინჯე,მაგრამ არც გეგა პასუხობდა,ირაკლის კი სულაც გათიშული ჰქონდა. ავღელდი,ხომ ყველაფერი რიგზეა? ამდენ ხანს რატომ არ მოვიდნენ? რატომ აგვიანებენ? სამსახურში რამე ხომ არ მოხდა? გული ამიჩქარდა,ისევ ნიკასთან ავტეხე რეკვა თუმცა ყურმილს არ იღებდა,არავინ არ პასუხობდა და უკვე გული ამოვარდნას მქონდა,ის იყო ისევ გეგასთან დარეკვას ვაპირებდი კარი რომ გაიღო და ოთახში გეგა და ირაკლი შემოვიდნენ თუმცა ძალიან დაბნეულები და აღელვებულები მომეჩვენნენ,მათ უკან გავიხედე და ნიკა რომ ვერ დავინახე გეგას ვკითხე -ნიკა სადაა? მოსვლას აპირებდა,-გეგამ და ირაკლიმ ერთმანეთს გადახედეს,მერე გეგა მომიბრუნდა და მშვიდად მითხრა -დაჯექი ლილე.... ******* -დაჯექი ლილე...-მშვიდი ტონით მითხრა გეგამ,წარბები შევკარი,თუმცა დავუჯერე და ჩამოვჯექი,ჩემს წინ ჩაიცუცქა,ჩემი ხელები ხელში აიღო და ფრთხილად დაიწყო -მისმინე,რაღაც მოხდა,მაგრამ...-გავაწყვეტინე, თავს უცნაურად ვგრძნობდი და ვერ გამეგო რატომ -გეგა ნიკა სადაა?-გავუმეორე უფრო მკაცრად კითხვა და თვალებში შევხედე,სახეზე ხელი ჩამოისვა და დაიწყო. -რაღაც დავალებაზე გაგვაგზავნეს...სიტუაცია უკონტროლო გახდა და...-დააპაუზა და ირაკლის გახედა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იდგა. -ნიკა დაჭრეს ლილე....მაგრამ სტაბილურადაა, საავადმყოფოშია და ექიმები ყურადღებას არ აკლებენ....-გეგამ ლაპარაკი გააგრძელა მაგრამ უკვე არაფერი აღარ მესმოდა,ერთიანად ვცახცახებდი და გაშტერებული რას ვუყურებდი არ ვიცი,ყურებში რაღაც ხმაური ისმოდა,სუნთქვა გამიხშირდა და ბარბაცით წამოვდექი, -ახლავე წამიყვანე მასთან..-ძლივს ამოვთქვი და კარისკენ წავედი არეული ნაბიჯებით. გეგამ უსიტყვოდ ჩამსვა მანქანაში,ირაკლიც უკან დაჯდა და საავადმყოფოსკენ წავედით. ხმას არ ვიღებდი,ანდა რა უნდა მეთქვა? ძალიან გამოფიტული ვიყავი ამდენი სტრესისგან და ამდენი ცუდისგან. როცა მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა ცხოვრება სწორედ მაშინ მაყენებდა დარტყმას და თანაც ძალიან მწარეს,უკვე ტირილიც კი აღარ მინდოდა და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო,რომ მაშინ აბაზანაში ს რომ ვცდილობდი საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა,მერე ამდენ ტკივილს ხომ არ ვიგრძნობდი? მშვიდად ვიქნებოდი, ჩემთვის,სიბნელეში,ან სულაც სადღაც მწვანე მდელოზე,ყვავილებში თეთრი კაბით ვიწვებოდი და ამ ქვეყნად არაფერი აღარ გამანერვიულებდა,აღარ დამსტრესავდა, ვიქნებოდი ჩემთვის მარტო,ჩემს ფიქრებთან ერთად...თვალები ავაფახულე როცა ვიღაც მხარზე ნაზად შემეხო. ირაკლი იყო...რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ არ მესმოდა. ისიც კი არ მახსოვს საავადმყოფოში როგორ შევედი და პირდაპირ იმ პალატისკენ წავედი სადაც ნიკა იყო. არც კი მიკითხავს სად იყო ჩემი ძმა,გულით ვგრძნობდი რომ იმ ოთახში იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. კარი რომ შევაღე მისი გაფითრებული სახე პირველი იყო რაც თვალში მომხვდა,მერე კი ათასგვარი შნურები,აპარატები,ჟანგბადის მასკაც კი ეკეთა და ირონიულად გავიცინე გეგას სიტყვების გახსენებისას,სტაბილურადაა არა? მივუახლოვდი და სკამზე ჩამოვჯექი. თვალს არ ვაშორებდი,მკერდი შეხვეული ჰქონდა და პატარა ნაწილი წითლად იყო შეღებილი... წამიერად გული გამიჩერდა,მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვისას,მისი ხელი ხელში ავიღე და ჩუმად ვუთხარი -შენ ხომ დამპირდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა? ხომ დამპირდი რომ სულ ჩემს გვერდით იქნებოდი? ხედავ ჩემს გამო სად ამოყავი თავი? თავს რისკის ქვეშ რატომ იგდებ? მე ხომ შენს მეტი არავინ არ მყავს? უშენოდ რა უნდა ვქნა? უბრალოდ ვერ ვიარსებებ,ვერ შევძლებ...-სიტყვა გამიწყდა და ცრემლები წამსკდა,მისკენ გადავიხარე და შუბლზე ვაკოცე. -გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრისას რა მითხარი?-ამოვისლუკუნე -რომ მე უნდა ვიყო შენი სიძლიერე შენ კი ჩემი იქნები,შენ უნდა იყო ჩემი საყრდენი,მე კი შენი,შენ უნდა იყო ჩემი სიძლიერე მე კი შენი ვიქნები,რომ მე რომ რაიმე დამემართოს ვერც შენ იცოცხლებ...რომ მე ვარ შენი სახლი,შენი ბედნიერების მიზეზი,შენი ყველაზე დიდი სიყვარული,რომ მთელი შენი სამყარო ჩემს გარშემო ტრიალებს, რომ თუ მე რამე დამემართება, არც შენ აღარ იარსებებ...-ხელზე ვაკოცე და შევხედე -ახლა მე რა ვქნა უშენოდ? შენ რომ რაიმე დაგემართოს,თავს არც მე არ ვიცოცხლებ და გპირდები სადაც არ უნდა იყო ყველგან გიპოვი და ყველგან ერთად ვიქნებით...-ისევ გავჩუმდი და უაზროდ მივაჩერდი. პალატის კარი გაიღო,თუმცა არც კი გამიხედავს ვინ იყო,ნიკას თვალს არ ვაშორებდი და ხელებზე ვეფერებოდი,ჩემს უკან რომ ვიღაც დადგა და ხელი მხარზე დამადო მაშინღა მოვედი აზრზე. გეგა იყო. -კარგად იქნება ლილე,ექიმს ველაპარაკე,ბევრი სისხლი დაკარგა და იმიტომაა უგონოდ. რამოდენიმე საათში შეიძლება გაიღვიძოს კიდეც....-სიჩუმე ჩამოწვა და შემდეგ ინტერესით მკითხა -როგორ გაიგე რომ აქ იყო?-მივხვდი რაც იგულისხმა და მშვიდად ვუპასუხე -ის ჩემი ნაწილია და მე მას თვალახვეულიც კი მივაგნებ. თავზე მაკოცა და მხარზე მომეფერა. -თქვენი კავშირი მართლაც რომ ამოუხსნელი და ძალიან ძლიერია.-თქვა ისევ გეგამ,ახლაღა დავაკვირდი მის ხელებს,სისხლით ჰქონდა მოსვრილი და რომ მიხვდა რომ შევამჩნიე მაშინვე ხელი მომაშორა და გამომიცხადა რომ ყავას მომიტანდა.... არაფერი აღარ მითქვამს,უფლება მივეცი წასულიყო,ლაპარაკის თავი ნამდვილად არ მქონდა,თავი მისკდებოდა ათასგვარი აზრით... მოულოდნელად ჩემმა ტელეფონმა დაიზმუვლა,ჯიბიდან რომ ამოვიღე და დავხედე ნომერი არ მეცნო. ვუპასუხე და მეორე მხრიდან მკაცრი ხმა გაისმა -გამარჯობა ლილე,შენ მე არ მიცნობ,მაგრამ მე გიცნობ ძალიან კარგად,-უკვე აღარც კი მეშინოდა,იმდენად გავითავისე რომ ჩემზე ნადირობდნენ,ეს ზარიც ძალიან მშვიდად მივიღე და შიშის ნაცვლად სიბრაზე ვიგრძენი -რა გინდა ჩვენგან!-სიმწრით ვუთხარი,პასუხად მისი სიცილის ხმა რომ გავიგე ტელეფონს ხელი ისე მოვუჭირე ლამის ხელში შემომეფშვნა -ოხ ლილე ლილე, კარგად იცი შენგან რაც გვინდა, თუმცა თუ ვერ ხვდები ძალიან მალე შეგახსენებთ...თუ გინდა რომ შენი საყვარელი ხალხი უსაფრთხოდ იყოს,იმას გააკეთებ რასაც ჩვენ გეტყვით,თორემ ძმასაც წაგართმევთ და შენს საყვარელ გეგასაც.-ეს იყო და ზარი დამთავრდა,დროც კი არ მქონდა ყველაფერი გამეანალიზებინა,როცა ტელეფონზე მესიჯი მოვიდა და რომ გავხსენი ფოტო დამხვდა,სადაც გეგა საავადმყოფოს კაფეტერიაში ყავას ყიდულობდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.