ელიზიუმი (თავი1,2)
ეს პირველი ისტორიაა, რომელსაც საიტზე ავტვირთავ, იმედი მაქვს ძალიან არ გამაკრიტიკებთ დაურედაქტირებლად რომ ვდებ. წერა არის ერთ-ერთი განტვირთვის საშუალება, მაშინ როცა გონება არეულია. იმედი მაქვს ფენტეზის მოყვარულები დაინტერესდებით... *** Თვალების გახელისთანავე სხეულში ჟრუანტელი მივლის, თუმცა არა სასიამოვნო. ეს არის მეტი,ვიდრე უბრალოდ ჩვეულებრივი გრძნობა. Თვალებს ვახამხამებ, რადგან მზერა საბოლოოდ გამეწმინდოს. Ვერაფერს ვხედავ, უკუნითი სიბნელეა, ერთადერი რაც ჩემს თვალწინ ჩნდება ჭერში გამოსახული მორიელის ფიგურაა. Თავის გვერდით მიტრიალებას ვცდილობ, თუმცა პარალიზებული ვარ. Რაღაცის ხმა ჩემს ყურადღებას იქცევს, ყურთან რაღაც დადის, დაფაჩუნებს. Თვალებს გამალებით ვაცეცებ ყველა კუთხეში სადამდეც ვწვდები. Თავს ვაიძულებ ძალა დაიბრუნოს წამოსადგომად, მაგრამ ამაოა. Კიდევ რამდენჯერმე ვხუჭავ და ვახელ თვალს. Სხეულზე საცეცების შეხება მაშინებს. Პანიკას მმართებს. Მე ვერ ვმოძრაობ, პარალიზებული ვარ. Მიდი სია, გთხოვ გამოძრავდი… თავი პირველი Როგორც კი მზე ცაზე ამოცოცდა, მაშინვე დავავლე ჩანთას ხელი და სახლიდან გავედი. Მთელი კვირა ველოდებოდი ამ დღეს, როცა საბოლოოდ ყველა არსება ერთად შეიკრიბებოდა ბუნიაობის აღსანიშნავად. Მთელი კვირა ვფიქრობდი ტყის არსებებთან შეხვედრაზე, იქ სადაც ორი სამყარო ერთმანეთს უერთდებოდა. Ერთადერთი პერიოდი როდესაც ქმნილებების ნახვა შეიძლებოდა, ბუნიობა გახლდათ, ეს არ იყო მეგობრობა ორ სამყაროს შორის, ეს იყო მტრების დაზავება მხოლოდ ერთი დღით, რადგან ჩვენს ღმერთებს დაველოცეთ. Მთელი ნახევარი დღის სავალი იყო ჩემი სახლიდან საზღვრამდე. რამდენიმე საათი შეუსვენებლად უნდა მევლო ტყის გავლით, თუ მინდოდა რომ მამაჩემის გაშმაგებულ მცველებს არსად გამოვეჭირე. აივნის კარი ჩუმად გავხსენი, ზურგზე მოკიდებული ჩანთა კიდევ ერთხელ შევამოწმე და მოაჯირს გადავაბიჯე. Ჩემი ოცნება მალე ახდებოდა… Ორი საათის სიარულმა არაფერი დამაკლოთქო ვერ ვიტყოდი, ვისურვებდი სამყაროს მეორე მხარეს მყოფი არსებების მსგავსი მაგიური ძალები მქონოდა,პორტალი გამეხსნა, ან განლევით გავჩენილიყავი დანიშნულების ადგილზე. ზურგჩანთიდან წყალი ამოვიღე. Ამ ღამეს თვრამეტი წლის ვხდები და ჩემს ცხოვრებაში პირველად შევხვდები სხვა სამყაროს არსებებს. Ბავშვობიდან ვვოცნებობდი, მენახა ისინი. Კიდევ ბევრი საათის გზა დამრჩა, უნდა გამეგრძელებინა თორემ მზისჩასვლამდე იქ ვერ გავჩნდებოდი, რაც პრობლემას ნამდვილად შემიქმნიდა. Სამყაროს მეორე ნაწილი განთქმული იყო აღვირახსნილი ბუნებითა და სიმპტიური მამრებით. Ყველაზე საინტერესო ამ ამბავში იცით რა იყო? Თუ ბუნიაობაზე საზღვრიდან გადახვიდოდი, მზის ამოსვლამდე უკან უნდა დაბრუნებულიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი წლით სხვა სამყაროში მოგიწევდა დარჩენა, რაზეც არსებები განრისხდებოდნენ. Გზაში მაინც მომიწია რამდენჯერმე შესვენება, ხან წყლისა და ხანაც სჭმლის გამო. Ადამიანები ძალიან სუსტები ვართ, არასდროს ვიცით რამდენს შევძლებთ, თანაც მუდმივად ისეთ მიზნებს ვისახავთ, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. Კიდევ ერთი საათიც და მზის ჩასვლა დაიწყებოდა, რუკა კი მამცნობდა, რომ არც თუ ისე შორს ვიყავი საზღვრამდე. Ბუნიობას დღესასწაული ხან დასავლეთით ტარდებოდა, ხანაც აღმოსავლეთით. Ამჯერად საზღვარს უნდა გადავსულიყავი და აღმოსავლეთში შემებიჯებინა ფეხი. Ლეგენდების, ან ისტორიის თანახმად ბუნიობას სხვა სამყაროს მამრები თავიანთ ქალებს ცოლად ირთავდნენ, რასაც მათი ღმერთი ტელამონი ორმაგი კავშირით ლოცავდა, ეს იყო შეუღლება ღმერთის წინაშე, რისი გატეხვაც მხოლოდ სიკვდილით ხდებოდა. Სწორედ ესეთი ისტორიებით გაოირჩეოდა მაატი, დედამიწის აღმოსავლეთი. Უკვე მღლიდა იმაზე ფიქრი აქედან წასვლისას როგორ დავიღლებოდი, თუმცა იმედს ვიქონიებდი, მამაჩემის დაცვა მანამ მომაგნებდა სანამ სიარულისგან მოვკვდებოდი. Ამ და სხვა მრავალ უაზრო ფიქრებშისაზღვრამდეც მივაღწიე. Საზღვარი, ეს იყო ბუნებრივი აირისგან შექმნილი მკვრივი კედელი, რომელიც ძალას ბუნიობას კარგავდა. Არ ვიცი რამდენად სახიფათო იყვნენ აღმოსავლეთის ბინადარნი, თუმცა იმედი მქონდა ჩემს შეჭმას არ დაიწყებდნენ. Საზღვარზე ისე გადავიარე, თითქოს სული დასავლეთში დავტოვე. Რაღაც დარჩა კედელს მიღმა. Ამოვიოხრე, ეს ღამე დაუვიწყარი იქნებოდა. Საზღვრიდან გზა ათი წუთის სავალზე თუ იქნებოდა, სინამდვილეში თავადაც არ მესმოდა როგორ გამოვიარე ამხელა გზა, თუმცა ჩემში იმ პატარა გოგოს ვაბედნიერებდი, რომელსაც ოცნებად ჰქონოდა ენახა სუფილის ქმნილებები. Ზურგჩანთა თითქმის ცარიელი მქონდა, მისი თრევა უკვე ნერვებს მიშლიდა, თუმცა ჩანთაში ლამაზი კაბა მედო და ვფიქორობდი ბუნიობის დღესასწაულზე ლამაზ, ცისფერ კაბაში გამოწყობილი შევხვდებოდი თვრამეტ წელს. Მიაზის შესასვლელშივე იგრძნობოდა მაგიური სურნელი, არ ვიცი ყვავილების გამო, თუ თავად მაგიის, მაგრამ ერთი კი იყო, ეს სურნელი ცეკვისა და სიმღერის სურნელს მიღვივებდა, დღემდე ვერ ვიგებდი, როგორ შეიძლება ეს მხიარული მაგიური არსებები ყოფილიყვნენ საშიში მტრები, რომელთან გაყოფაც კედლით გახდა საჭირო. Თავი გავაქნიე აზრების გასაფანტად, ბნელი ადგილი მოვძებნე და მამაკაცის მოსახერხებელი შარვლიდან ამოვძვერი, კაბები ჩემს ქალურობას კარგად გამოკვეთდა, ეს კი შესანიშნავად ვიცოდი. Არ შემეძლო ვყოფილიყავი ბედნიერი, თუ მეცოდინებოდა, რომ გარედან მოუწესრიგებელ გოგოს ვგავდი, ალბათ სწორედ ჩემი ოჯახის წოდება ახდენდა უდიდეს გავლენას ჩემზე. Როგორც კი ცისფერი, ყვავილებიანი კაბა ჩავიცვი,ცეკვის სურვილი უფრო მეტად გაძლიერდა. Დანები, რომელთან საკმაოდ კარგად ვიყენებდი ფეხსაცმელებში ჩავმალე, ჩანთა კი იქვე ხეებში დავმალე, შეიძლება ვეღარც მეპოვნა, თუმცა დიდად არ მადარდებდა, იმხელა ზურგზაკით სიარული არაკომფორტული იქნებოდა. Ხალხისა და მაგიური ქმნილებების ხმები ერთმანეთში ირეოდა მუსიკების ხმა, რომელიც ტირიფებს ჩემამდე მოჰქონდათ, საკმაოდ ჰარმონიული და სასიამოვნო იყო. Ვხედავდი ამ სილამაზეს და ემოციების შეკავება მიჭირდა.ტირიფები სტადიონივით ვაკე ადგილს წრიულად შემოხვეოდა, შუაში უდიდესი კოცონი ენთო, სადაც მამაკაცები საოცარი სისწრაფით ჭრიდნენ ჰაერს. Ეს იყო Სივრცე სადაც ორი რასა ერთად ილხენდა, ღვინოსა და ათასგვარ ხილს მიირთმევდა. Სახე ღიმილმა გამიპო, ტირიფის ხის ქვეშ ფრთხილად გავძვერი და მალევე მეც მათ შევუერთდი. Არავის ვიცნობდი, თუმცა ზოგიერთი ადამიანის სახემ მანიშნა, რომ ჩემი ვინაობის დადგენა არ გასჭირვებიათ, თავი დამიკრეს და მოლხენა განაგრძეს. Მაგიდას მივუახლოვდი სადაც ღვინის ფართო არჩევანი, და ულამაზესი ხრუსტალისებრი ფიალები იწონებდნენ თავს. Არ ვიცოდი ღვინის სიძლიერე, შემეშინდა კიდეც მისი გასინჯვა, თუმცა გვერდით ამომდგარმა ქერა სიმპატიურმა მამაკაცმა დამცინავად რომ ჩაილაპარაკა, ეს ადამიანები როგორი მშიშრები არინო, ღვინით სავსე ფიალა თვალის დახამხამებაში გამოვცალე. Გონება გამიბრუა, მეგონა სოფორას მომწამლავი ნაყოფის გავლენის ქვეშ მოვექეცი, თუმცა, ეს უკანასკნელი, აშკარად იმ წითელი ყურძნისგან მიღებული სითხე გახლდათ რომელიც მაგიდის შუაგულში, უდიდეს ვაზაში მოეთავსებინათ, ყურძნის ტოტები მთელს მაგიდას სწვდებოდა. Ღვინო ორგანიზმში უკვე იწყებდა ძლიერ მოქმედებას, ისე გავბრუვდი, საკთარი თავის შეკავებაც მიჭირდა, ცოტა ხნით მაგიდას დავეყრდენი და ხსენებული ყურძენი დავაგემოვნე. Ამაზე გემრიელი არც ერთი დედამიწური საჭმელი გამისინჯავს, მეგონა სრულყოფილ ნაყოფს ვჭამდი. Სიამოვნებისგან გამაკრუტუნა, მაგიდას საჯდომით მივეყრდენი, რადგან წონასწორობა არ დამერღვია და ერთმანეთში არეული ადამიანებისა და ქმნილებების სახეებს დავაკვირდი. Ხალხი მართალი აღმოჩნდა სუფილის ქმნილებათა შესახებ. Თითოეული მათგანი, ვისაც კი სახეზე შევხედე, უღმერთოდ სრულყოფილი სახით გამოირჩეოდა, არაბუნებრივი თვალის ფერი კი მათ მედიდურ იერს სძენდა. არ მიმიხედავს, თუმცა ვიგრძენი როგორ დამიდგა ვიღაც დიდი სხეული გვერდით. Მისმა სხეულმა კოცონიდან მომავალი სინათლე დაჩრდილა. Ახლაღა მივხვდი, ამ უზარმაზარ კოცონს ჩემი სხეული გაეხურებინა. Წამიერად გავგრილდი, როგორც კი უცნობის ჩრდილ ქვეშ მოვხვდი. Მისმა ხმამსივრცე გაჭრა… -ნუთუ პრინცესა ლეტისია სუფილშია… Თავი 2 Როგორც კი საკუთარი სახელი მომესმა თვალები გამიფართოვდა. Ეს ხმა ადაიანისგან არ გამიგია, აშკარად სუფილის ბინადარმა წარმოთქვა.თავი მსუბუქად მივატრიალე მისი სახის დასანახად. Სიმპატიური ყმაწვილი, მომწვანო თვალისფერითა და ქერა თმით. Მოვიხიბლე, ისინი, ყველა, ისეთი ლამაზები იყვნენ… -ნუთუ ჩემმა სახელმა აქამდეც მოაღწია?!-თავდაჯერებით წარმოვთქვი, თითქოს და ღვინომ გამბედაობა შემმატა. -პრინცესა ლეტისიას, ყველა იცნობს.- ჩაილაპარაკა და თვალი თვალში გამიყარა, შემდეგ მზერა კაბის დეკოლტისკენ გაეპარა, რამაც წამში დამიკარგა ამ ქმნილებისადმი კარგი დამოკიდებულება. -მშვენიერია. -წარმოვთქვი და ყურნის მტევანის ბოლო მარცვალიც დავაგემოვნე, არ ვიცოდი რას ველოდებოი აქაური კაცისგან, თეთრ რაშზე ამხედრებულს არც ერთი მათგანი ჰგავდა, ვიზუალს თუ არ ჩავთვლით. -იქნებ გაგვესეირნა?-ჩემკენ დაიხარა და თავისი ლამაზი მოყვანილობის ცხვირით ჩემს თმას შეეხო, სურნელი შეისუნთქა. Ამ საქციელმა თავი მადის ამღძვრელ კერძად მაგრძნობია. Უკვე ძალიან მაღიზიანებდა ქერას ყურადღება. -მადლობა შემოთავაზებისთვის. Ვფიქრობ კამპანიის გარეშე ყოფნა მირჩევნია…-თავი დავუკარი და მაგიდას მოვშორდი, იმედი მქონდა მასაც უკან მოვიტოვებდი. Თუმცა ნაბიჯის გადადგმისთანავე მისმა ძლიერმა ხელმა შემაკავა, მკლავში საკმაოდ უხეშად ჩაევლო. Თავის ტკივილი. -კარგი რა პრინცესა, ჩემზე უკეთესს ვერავის წააწყდები აქ, გასართობად არ ხარ? Მომეცი, ის რაც ორივეს გვინდა. -ხელი ხერხემალზე ჩამომისვა, მისი ხლის შეხებამ უსიამოვნება მოიტანა სხეულში. Მორიგი გლეხი, რომლსაც საკუთარ თავზე უზარმაზარი წარმოდგენა ჰქონდა. -მგონი, კარგად ვერ გამიგე, თავიდან მომწყდი!-თავაზიანობას ვინღა სჩიოდა, იმედს ვიქონიებდი მისი ძლიერი ხელით ხერხემალში არ გადამტეხავდა ამ ახალგაზრდა გოგოს. -როგორ ბედავ და ჩემს მიწაზე ასე მესაუბრები!- თვალები აუელვარდა, თუ წამის წინ უხამსი მზერა ჰქონდა, ახლა მასში ჟინისა და სიშმაგის ენები აკიაფდნენ. -ვილ, ნუთუ არ გრცხვენია, სტუმარს როგორ ესაუბრები…-ზურგს უკან კიდევ ერთი ხმა გაჟღერდა, ამჯერად ქალის. Ამოვისუნთქე. -ლორა, აქედან დაიკარგე!-გამოსცრა კბილებში ვილმა. Ლორასადმი სიმპათიით განვეწყვე, ჩემი მტრის მტერი მეგობარია… -თუ ღმერთი გწამს, წადი, ძროხასთან იმრუშე, შენი შესაფერისი მხოლოდ ეგ თუ იქნება…-დამცინავად ჩაილაპარაკა ლორამ და თვალები საყვარლად ააფახურა. Კაცს მრისხანება დაეტყო. -იმით ნუ სარგებლობ რომ ეზრას და ხარ, ეს არ შემაჩერებს იმისგან, რომ შენი სხეული კოცონს მივუგდო. -წამში წარმოვიდგინე როგორ იწვოდა ლორას სხეული, თუმცა დიდად არ მადარდებდა, სინამდვილეში მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი და სანამ მხეცის ყურადღება გადასული იყო, მე დრო ვიხელთე და მაგიდას მოვშორდი, სამწუხაროდ ღვინო, საკმაოდ ძლიერ მოქმედი აღმოჩნდა. Მწვანე ხასხასა ბალახის სინაზე შევიგრძენი. Ძალიან შემრცხვა, ჩემი თავდაჯერება მიწასტან გასწორდა, ლორა და ვილი გაჩერდნენ, ან შეიძლება მათი ხმა გაქრა, ისევე როგორც იმ სასიამოვნო მელოდიისა და ხმაურის ხმაც. -ოდნავ წამოვიწიე, თუმცა ისევ მიჭირდა ხედვა. Ვიგრძენი გვერდით როგორ ამომიდგა ლორა, რომელმაც ხელი მომხვია და ისე მსუბუქად წამომაყენა, მეგონა ნემსივით მსუბუქი ვიყავი. Ეს წყეული ქმნილებები, მათი ყოველთვის მშურდა. -მოდი ცოტა მოგაფხიზლებ და ისევ დავუბრუნდეთ მხიარულებას.-თბილი ტონით მითხრა და ტირიფებისკენ წამიყვანა, აქამდე არ მიმექცია ყურადღება ამ ხეებს მიღმა მყოფი სახლებისთვის, მიაზი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია ყოფილა, ჩვენ ძალიან შემაღლებულ ადგილას ვიყავით, ამის გამო ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა. კლდის პირას შენობა იდგა, რომელიც ძალიან წააგავდა სასახლეს. Როგორც კი სასახლისკენ მიმავალ უზარმაზარ ეზოს გავხედე სევდიანად ავატრიალე თვალები, რაც როგორც ჩანს ლორამაც შენიშნა, რადგან მოულოდნელად პირდაპირ სახლიში აღმოვჩნდით. -ეს რა იყო?-შევიცხადე, გულის სიღრმეში ვიცოდი რაც იყო, თუმცა ეს გამოცდილება ყბას მაღებინებდა. -პორტალი. Სახლში არავინაა, იმედი მაქვს ცოტა ხნით დამელოდები სანამ სამზარეულოში ნაყენს მოვამზადებ.-თბილად გამიღიმა და ოთახის კარისკენ დაიძრა.- თქვენ, ადამიანები ძალიან სუსტები ხართ.-თქვა და ოთახი დატოვა. Სახლი მოვათვალიერე, არა ეს უთუოდ სასახლე იყო. Თუმცა, აქ მეტად ციოდა. Ყველაფერი მდიდრულად გამოიყურებოდა, კედლები მოჩუქურთმებული, უზარმაზარი სავარძელი ბუხრის წინ და კედელში მყოფი უამრავი წიგნი. Აქაურობა სამოთხეს ჰგავდა, თუმცა ბნელ სამოთხეს. Ის სინათლე სადღაც დაკარგულიყო, რამდენიმე წუთის წინ რომ ჰაერში კიაფობდა. Უცნაური შეგრძნება დამეუფლა. -ლამაზი სახლი მაქვს არა? -გამიღიმა, თუმცა ეს ღიმილი ცოტა სევდიანი მეჩვენა, როცა ნაყენი მომაწოდა. -ძალიან, ის განსხვავებულია მიაზისგან, აქ თითქოს ყველაფერი უფრო მშვიდია.-ვუთხარი და ნაყენს დავსუნე, სასიამოვნო სურნელი ჰქონდა-რისთვისაა? -მოგადუნებს, ღვინოს გააქრობს და გაგამხიარულებს. -კარგი, მაშინ დავლევ…-ვთქვი თუ არა ფინჯანი ტუჩებისკენ წავიღე. Ლორას ყოყმანი ეტყობოდა. -მოიცადე!-თქვა მოულოდნელად, რამაც დამაბნია. -რა მოხდა?- ინტერესით სავსე მზერა მივაბყარი, ლორამ ნაყენს დახედა, შემდეგ თვალები წამიერად დახუჭა -მზესუმზირის ყვავილი დამავიწყდა… სურნელის გასამძაფრებლად… -საჭირო არ არის, ისედაც კარგი სურნელი აქვს, იმედი მაქვს გემოც ასეთი ექნება-ვუთხარი იმედიანად და მოვსვი, გემო ნამდვილად კარგი ჰქონდა. Რამდენიმე წუთში მთლიანად გამოვცალე, რის შემდეგაც ჩემდა გასაკვირად თავბრუსხვევა გამქრალიყო. Ლორამ ხელი დამავლო და ისევ გარეთ, ბუნიობის დღესასწაულზე აღმოვჩნდით. Ალბათ საღამოს ათი საათი იქნებოდა, ამიტომ მხიარულების ბოლომდე გამოსაცდელად Მე და ლორამ ბევრი ვიცეკვეთ, ვუყურებდით მამაკაცებს რომლებიც კოცონზე ხტებოდნენ, ვუყურებდით ქალბატნებს, რომლებიც გამომწვევი კაბებით და ტანის საოცარი რხევით გონებას ურევდნენ მამაკაცებს. Ლორამ ამიხნსა, რომ ბუნიობას მქონე სასქესო ურთიერთობა, სამუდამო კონტრაქტად იდებოდა მათი ღმერთის ტალამონის თვალში, ეს ქორწინებაზე ძლიერი კავშირი იყო, სწორედ ამიტომ, ქალები ყველაზე მაცდურები იყვნენ, ხოლო მამაკაცები ღვინოსგან გაბრუებულნი. Ყოველ ახალ წუთს, ახალი ოჯახი იქმნებოდა, ამას ტირიფის ხეებთან მყოფი შიშველი სხეულები მატყობინებდნენ, აქაურობა სავსე იყო გარყვნილებით, თუმცა ეს მომწონდა, ადამიანებში ყველაფერი სიყვარულისა და ვნების გარეშე ხდებოდა. Აქ ვნება მაინც გააჩნდათ. Მერე არ მახსოვს რა მოხდა, მხოლოდ ის რომ ვნებამორეულმა გონება დავკარგე. Თვალი რომ გავახილე პირველი, რაც თვალში მომხვდა შავი ჭერი იყო. Გამიკვირდა, ჩემს ცნობიერში ყველა ჭერი თეთრი უნდა ყოფილიყო. Თვალები მოვისრისე, რბილ, აბრეშუმის საწოლში ვიწექი, ეს საწოლი ჩემს სასახლეში მყოფს ათასჯერ ჯობდა… მაგრამ, მე თუ ეხლა ჩემს ოთახში არ ვიყავი, მაშინ? Თვალი ფანჯრისკენ გავაცოცე. Გულში ვლოცულობდი ისევ სიბნელე ყოფილიყო. Მადლობა ღმერთს. Ალბათ ისევ გონება დავკარგე, მაგრამ მე ხომ არაფერი დამილევია? Ამჯერად წამოჯდომა ვცადე, თუმცა ძალამ რომელიც მუცელზე მაწვებოდა ხელი შემიშალა. Რა ჯანდაბაა? Საწოლში მამაკაცთან ერთად ვიყავი… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.