შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 23 თავი


14-05-2024, 04:35
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 354

-ხომ არ გაგაღვიძე?
-არა
-შენს გამო ძალიან ვღელავ, ხომ კარგად ხარ?
-.......
-ნინი!- ხმა დაეძაბა
-კარგად ვარ-ტირილის ნოტები შემეპარა ხმაში
-სად ხარ?
-ლევან!
-სად ხარ-თქო?- მკაცრი ტონით გამიმეორა კითხვა
-ქუჩაში-ძლივს გასაგონად დავიჩურჩულე
-მოხდა რამე?
-ისეთი არფერი უბრალოდ სახლში ყოფნა მომბეზრდა და სუფთა ჰაერზე გამოვედი.
-გსაგებია-მშვიდად ჩაილაპარაკა- კარგი, ახლა უნდა წავიდე, მაგრამ ისევ დაგირეკავ. ტელეფონთან ყურადღებით-გამაფრთხილებელი ტონით მითხრა და გამითიშა. გული დამწყდა, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო იყო ეს ყველაფერი იმ პრობლემებთან შედარებით რასთან განკლავებაც ყოველდღიურად მიწევდა, რომ უაზრობად მომეჩვენა ჩემი მხრიდან იმ ადამიანის მოულოდნელ ზარზე ემოციურობა რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობდი. დიდხანს ვიდექი ერთ ადგილზე მიყინულივით და უაზროდ გავყურებდი ბნელ სივრცეს. საოცარი კონტრასტი იყო ღამის შემაძრწუნებელი სიჩუმის და თოვლის თეთრი ფანტელების უხმო შრიალის. უეცრად დაღლილობა ვიგრძენი, ამიტომ ხის ძველ მონგრეულ სკამთან მივედი, გაყინული თითებით თოვლი გადმოვწმინდე და ზედ ჩამოვჯექი. სიცივემ ამიტანა. ერთიანად ამიკანკალდა სხეული მაგრამ სახლში წასვლა მაინც არ მინდოდა. ზევით ავიხედე. გარე განათების სუსტ ფონზე მოფარფატე ფიფქების ყურებამ მომაჯადოვა. გულმა გამალებით დამიწყო ცემა როცა ნელა მომავალი მანქანა მოულოდნელად ჩემს წინ გაჩერდა. უარესი დამემართა როცა ფარებანთებული მანქანიდან ლევანი გადმოვიდა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა
-რატომ მოხვედი?-უემოციო ტონით ვკითხე როცა ჩემს გვერდით დაჯდა დათოვლილ სკამზე
-მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ კარგად ხარ-ისე მიპასუხა ჩემთვის არ შემოუხედია
-არუნდა მოსულიყავი
-გინდა რომ წავიდე?-გამომწვევი ტონით მკითხა და ჩემსკენ მოიხედა. მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე. -ხომ არ შეგაწუხებს?- კარგა ხნის სიჩუმის მერე მოულოდნელად მკითხა და ანთებულ სანთებელაზე და სიგარეტზე მიმანიშნა. უარყოფის ნიშნად თავი გავაქნი და არეული მზერა მის პროფილს მივაყინე-ნინი!-უეცრად ჩემკენ მოიხედა-ახლა მინუს 4 გრადუსია-უცნაური ტონით მითხრა და სახე ზედმეტად მომიახლოვა
-........-კითხვა ჩამდგარი თვალებით მივაჩერდი სახეში რადგან ხმის ამოღება ვერ გავბედე
-კანკალებ!- ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა და სახეზე ჩამოყრილი სველი თმა ყურს უკან ნაზად გადამიაწია.
-ლევან, გთხოვ წადი-შევეხვეწე და უეცრად ფეხზე წამოვდექი რადგან ძალა აღარ მყოფნიდან გავმკლავებოდი მისი სხეულიდან წამოსულ სითბოს.
-კარგი როგორც გინდა-უემოციო ტონით მითხრა და ფეხზე მშვიდად წამოდგა. ნელა მომიახლოვდა და გახდილი ქურთუკი მხრებზე მომახვია
-მადლობა-უმისამართოდ დავიჩურჩულე და კიდევ უფრო მჭიდროდ მოვიხვიე უგრძნობ სხეულზე მისი სურნელით გაჟღენთილი ქურთუკი
-სახლში შედი გაცივდები!
-არ მინდა!
-მაშინ არც მე არ წავალ-მკაცრი ტონით მითხრა და თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი უმისამართოდ მოისროლა. წამიერად მზერა გავუსწორე და მაშინვე ზურგი ვაქციე- არ დამემშვიდობები- მის ხმაში ირონიაც იგრძნობოდა და ბრაზიც. უემოციო სახით მივტრიალდი მისკენ და მზერა გავუსწორე
-მადლობა რომ არსებობ-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე მისთვის და მაშინვე ზურგი ვაქციე რადგან არ მინდოდა ჩემი ცრემლები რომ დაენახა.
-ტკბილი ძილი- გამომძახა ნაწყენი ტონით. -შენც-ვერ მოვითმინე დ ამისკენ მივიხედე, სახეზე აშკარა კაყოფილების ღიმილმა გადაურბინა.
სახლში შესვლისთანავე ატირებული ნიცა მომვარდა და ჩამეხუტა. დავიბენი. ვერ მივხვდი რა ხდებოდა
-დედიკო სად იყავი?-თვალცრემლიანმა ამომხედა. მაშინვე დავიხარე და ხელში ავიყვანე.
-სად დადიხარ ამ შუაღამისას?-აგრესიული ტონით მკითხა დედამ რომელიც სიბნელის გამო ვერ შევამჩნიე
-ვერ დავიძინე ამიტომ ცოტა ხნით გარეთ გავედი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქათ-ავუხსენი და თვალებმილულულ ნიცას სახე დავუკოცნე
-ვის ელაპარაკებოდი გარეთ?
-არავის-უტიფრად ვიცრუე და მიას ოთახში შევიყვანე ნიცა დასაძინებლად. საბედნიეროდ მალევე ჩაეძინა
-ნინი?-ხმაურზე მიას გაეღვიძა-მოხდა რამე?
-არაფერი დაიძინე
-ეგ რა გაცვია?-მაშინვე თვალში მოხვდა ლევანის მოსაცმელი, ამიტომ ტელეფონის ფანარი გამოვრთე
-ვერ ხედავ?-ავღელდი
-რომ ვხედავ იმიტომ გეკითხები-საწოლზე წამოჯდა გაბრაზებული
-იცი რომელი საათია?
-ნინი!
-ლევანისია
-ლევან დადიანის?-გაოცებისგან ლამის პირი დააღო
-ხო!-თვალები დავუბრიალე
-თქვენ შორის რამე სერიოზულია
-ნუ ბოდიალობ
-მიდი მითხარი რა გთხოვ
-მია მორჩი სისულელეების ლაპარაკს და დაიძინე!- ბრაზნარევი ტონით ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი. დედას დივანზე ჩაეძინა, ამიტომ მთელი ღამე მშვიდად გავათენე სავარშელში მჯდომმა მბჟუტავი ღუმლის გვერდით. შეშას ვზოგავდით რადგან არც მისი საყიდელი ფული გვქონდა, არც მოტანის და არც დაჭრის. დილით სამსახურში იმ იმედით მივედი რომ გათავისუფლებამდე, ყველაფერის ახსნის და ბოდიშის მოხდის უფლებას მომცემდა თიკა მაგრამ კაბინეტში შესვლისთანავე უხეშად მომახლა
-ჩემს მაღაზიაში შენნაირების ადგილი არაა! მაგრამ როგორც ქალი მეცოდები, ამიტომ ამ ერთხელ გაპატიებ შეცდომას და უფლებას მოგცემს მუშაობა გააგრძელო, მაგრამ იცოდე მსგავსი რამ თუ კიდევ ერთხელ განმეორდება დაუფიქრებლად გაგადებ სამსახურიდან ახლა კი საქმეს მიხედე!
თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი მაგრამ ხმის ამოღება ვერ გავბედე, რადგან სამსახურის დაკარგვის ძალიან მეშინოდა. თავიდან მეგონა რომ ლევანი იყო ჩარეული ამ ამბავში მაგრამ თიკას უხეში ლაპარაკიდან მივხვდი რომ ეს ასე არ იყო და შვებით ამოვისუნთქე.
საღამოს სამსახურიდან ქუჩაში გასულს გეგა დამხვდა მანქანით
-აქ რას აკეთებ?-ბრაზნარევი ტონით ვკითხე და ნელა მივუახლოვდი
-ჩაჯექი-მკაცრი ტონით მითხრა და მანქანის წინა კარი მშვიდად გამიღო
-სერიოზულად?- სახეზე სიმწრის ღიმილმა გადამირბინა-გგონია იმ ყველაფერის მერე რაც ჩაიდინე...
-ჩაჯექი-დამიღრინა და მკლავზე მტკივნეულად მომიჭირა ხელი
-გამიშვი!
-გააკეთე ის რასაც გეუბნები!-მბრძანებლური ტონით მითხრა და ღია კართან მიმათრია. ინსტიქტურად მაღაზიის ვიტრინას გავხედე საიდანაც ჩემი ცნობისმოყვარე თანამშრომლები მიყურებდნენ.
-კარგი-ზიზღით ავხედე გეგას და მანქანაში უხმოდ ჩავჯექი- სად მიგყავარ?-ბრაზნარევი ტონით ვკითხე როცა სიღნაღს გავცდით და კარდენახიც უკან მოვიტოვეთ
-სახლში
-ჩემს სოფელს უკვე გავცდით
-შენი სახლი არ მიგულისხმია ჩვენი სახლი ვიგულისხმე
-შენ რა გაგიჟდი? შეიშალე?
-დაწყნარდი!-დამიღრიალა და მანქანა შუა გზაზე მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა
-გიჩივლებ!- დავემუქრე
-უკან თუ არ დაბრუნდები ნიცას წავიყვან
-არ გამოგყვება
-გამომყვება! და თან სიხარულით! მერე კი შენს თავს შევაზიზღებ
-ვერაფერს გააკეთებ
-გადადი!
-რაა?
-გადაეთრიე ჩემი მანქანიდან!- დამცინავი ტონით მითხრა და მეზრა გამისწორა. კარს დავეჯაჯგურე მაგრამ დაბლოკილი ჰქონდა
-გააღე!- ზიზღით ვუთხარი და როგორც კი განბლოკა მაშინვე გადავედი. ცრემლები მახრჩობდა მაგრამ თავს ტირილის უფლებას არ ვაძლევდი. გულმა გამალებით დამიწყო ცემა როცა მანქანა ადგილზე მოატრიალა. მაშინვე მივხვდი რის გაკეთებასაც აპირებდა ამიტომ უკან გავეკიდე. ვუყვიროდი, ვეხვეწებოდი, ვემუდარეობოდი რომ ეს არ გაეკეთებინა მაგრამ არაფერი ესმოდა. რაც უფრო სწრაფად გავრბოდი მით უფრო უმატებდა სიჩქარეს. მოულოდბელად ძალა გამომელია და დაღლილობისგან ფეხები მომეკვეთა, მიწაზე მუხლებით დავეცი. მწველმა ტკივილმა ერთიანად დამიარა დაღლილ სხეულში. აკანკალებული ხელებით გავხსენი ჩანთა და ტელეფონი ამოვიღე. მიასთან დავრეკე მაგრამ არ მიპასუხა, დედასთან დავრეკე და ორი ზარის მერე გამითიშა, ისევ მიასთან დავრეკე მაგრამ სანამ მიპასუხებდა ჩემი ტელეფონი დაჯდა და გაითიშა. წვალებით წამოვდექი ფეხზე სახლისკენ მიმავალ გზას ცრემლიანი თვალებით დავადექი. უკუნით სიბნელეში გზას სიბნელიდან გამოპარული მთვარის მკრთალი შუქი მინათებდა შიგადაშიგ კი მანქანები. გვიან ღამით მივედი სახლში, რა თქმა უნდა ნიცა შინ არ დამხვდა.
-დრე თუ გვიან ეს მოხდებოდა-დანანებით მითხრა თინა ბებომ და წნევის აპარატი მოიმარჯვა
-აქამდე სად იყავი?-უემოციო ტონით მკითხა დედამ და თვალების ბრიალით ანიშნა მიას ბებოსთვის წმევა გაეზომა
-გეგამ მანქანით მომაკითხა სამსახურში, გავყევი, მეგონა ჩემთან დალაპარაკება უნდოდა მაგრამ დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამომსვა... ფეხით მოვედი სახლამდე
-ცხოველი-ზიზღით თქვა მიამ და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან
-გირეკავდი
-მართლა?- ხმას ავუწიე-შენ რომ ჩემთვის ტელეფონი არ გაგეთიშა ნიცა ახლა სახლში იქნებოდა ჩემთან
-იმ ყველაფერის მერე რაც ჩაიდინე გეგონა გეგა მიცას შენთან დარჩენის უფლებას მისცემდა?- აგრესიული ტონით მკითხა დედამ და ბებოს წნევის წამლების ყუთიდან დამამშვიდებელი ამოიღო
-რა ჩავიდინე? რა ჩავიდინე-მეთქი?-ვუღრიალე ბოლო ხმაზე
-ტონს დაუწიე
-თუ არ დავუწევ რა მოხდება?
-შეცდომა შენ დაუშვი! გესმის? შენ?-უემოციო ტონით მითხრა დედამ და ოთახში შეიკეტა.
-რატომ მიეცით უფლება რომ ნიცა წაეყვანა?-თავი ვერ შევიკავე და მაინც ვუსაყვედურე მიას
-მოულოდნელად შემოვარდა სახლში, ნიცას უკვე ეძინა. გვითხრა რომ ყველაფერს დალეწავდა სახლში თუ მისთვის ხელის შეშლას ვეცდებოდით. გულმა არ მომითმინა და წინ გადავეღობე მაგრამ...
-ხელი კრა-ჩაერია თინა ბებო
-წყეული ნაძირალა
-ოთახში შევარდა, მძინარე ბავშვი ხელში აიყვანა და მანქანისაკენ წაიყვანა.
-რა მდგომარეობაში იყო ნიცა?
-შეშინებული არ ჩანდა... არ ვიცი რა უთხრა იმ ავადმყოფნა მაგრამ...
-მთავარია რომ არ ტიროდა
-ხო კარგ ხასიათზე ჩანდა... აღარც ჩვენ დავძაბეთ სიტუაცია ბავშვი რომ არ შეგვეშინებინა-დაამატა ბებომ და რამდენიმე წამალი ერთხდროულად დალია.
მთელი ღამე თეთრად გავათენე ნერვიულობაში. მუდმივად ვიცვლიდი გადაწყვეტილებებს. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა და როგორ მოვქცეულიყავი. ხან ვფიქრობდი რომ მეჩივლა ბავშვის გატაცებისთვის, ხან ვფიქრობდი მასთან დავბრუნებულიყავი, ხან ვფიქრობდი დახმარება ნაცნობი ადვიკატებისთვის მეთხოვა მაგრამ საბოლოოდ ყველა გადაწყვეტილება მცდარი და არასწორი მეჩვენებოდა.
იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ყველაფერმა აზრი დაკარგა. ვცდილობდი ცხოვრება გამეგრძელებინა მაგრამ ვერ ვახერხებდი. მთელს დღეებს ნიცაზე ფიქრში ვატარებდი. მანადგურებდა იმაზე ფიქრი რომ ყოველი ახალი დღე კიდევ უფრო მაშორებდა მასთან. გულის სიღრმეში სულ მქონდა იმედი რომ ადრე თუ გვიან გეგა შემიბრალებდა და სულ ცოტა ხნით მაინც მომცემდა უფლებას რომ ნიცა მენახა თუნდაც შორიდან, მაგრამ ამაოდ. დღეები დღეებს მისდევდა ჩემს უფერულ ცხოვრებაში კი არაფერი იცვლებოდ წამლებისა და დოზების გარდა
222222
გეგას ყოველდღე ვურეკავდი, ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი რომ ნიცას ნახვის უფლება მოეცა, მაგრამ ამაოდ. განზრახ გადაიყვანა კერძო სკოლაში რომ მისი ნებართვის გარეშე ნიცას ნახვის შესაძლებლობა არ მქონოდა.
-ნინი-დანანებით მითხრია ერთ ღამეს მიამ-ნიცას კერძო სკოლაში გადაყვანის უფლება არ უნდა მიგეცა
-რა უნდა მექნა?-თვალებზე ცრემლები მომადგა- ხომ ნახე მთელი თვე ისე გავიდა ნიცას ნახვის უფლება არ მომცა... გეგას შემოთავაზებას რომ არ დავთანხმებოდი ნიცას პრობლემები შეექმებოდა...სასწავლო წელი მთავრდება და გეგასთან დაპირისპირების გამო ნიცა მომავალს საფრთხეს ვერ შევუქმნიდი ღმერთო როგორ მენატრება-უეცრად ხმა ჩამიწყდა
-მეგონა ნიცა შენს ნახვას მოისურვებდა... სხვა თუ არაფერი ჩუმად მაინც დაგირეკავდა მაგრამ...
-ვინიცის ჩემზე რას ეუბნებიან. ალბათ უთხრეს რომ აღარ მიყვარს და მივატოვე. ალბათ ჰგონია რომ მასზე უარი ჩემი ნებით ვთქვი
-როგორმე უნდა ნახო და დაელაპარაკო
-ხო მაგრამ როგორ?-ხმა დამეძაბა- რამდენჯერაც სახლთან მივედი იმდენჯერ ძალის გამოყენებით ჩამტენა გეგამ მანქანაში და სოფელში წამომიყვანა
-უნდა რომ შენი ნებით და სურვილით დაბრუნდე მასთან და ასე ამიტომ იქცევა
-არა მგონია, მას შემდეგ რაც ნიცა წაიყვანა ერთხელაც არ უხსენებია სიტყვა შერიგება, ამ თემაზე საერთოდ არ მელაპარაკება მხოლოდ იმას მეუბნება რომ ნიცას დედობას არ ვიმსახურებ და იმიტომ წაიყვანა ბავშვი ჩემგან
-ნინი!-ხმა გაიმკაცრა მიამ- ნიცას მონატრებით იმიტომ გტანჯავს რომ უნდა მასთან დაბრუნდე! წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ნახვის უფლებას მოგცემდა. უფრო სწორად საერთოდ არ წაიყვანდა ბავშვს. დაფიქრდი ნიცას მომავალი და კეთილდღეობა რომ ადარდებდეს, ბავშვს, ასეთი ტკივილის გადატანას აიძულებდა?
-ვიცი რა ნაძირალაცაა-ზიზღით ვთქვი
-ამ ყველაფერს მიზან მიმართულად აკეთებს! უნდა რომ დაიტანჯო! იცის საკუთარ თავზე მეტად რომ გიყვარს ნიცა და მის მონატრებას დიდხანს ვერ გაუძლებ. ისიც კარგად იცის რა წნეხის ქვეშ გიწევს ცხოვრება და როგორ თავგამმოდებით უჭერენ მხარს მას დედაჩვენი და თინა ბებო
-მასთან ვერ დავბრუნდები, არ შემიძლია-თვალები ისევ ცრემლებით ამევსო
-ვიცი რომ არ გიყვარს, ამიტომ როგორმე ნიცას მონატრებას უნდა გაუძლო
-ძალიან რთულია
-ვიცი, ვიცი ჩემო ლამაზო-მაშინვე მოვიდადა და ჩემეხუტა.
მიას ბოლო ზარი და ბანკეტი ახლოვდებოდა ამიტომ თავი ხელში ავიყვანე და გადავწყვიტე ეს ლამაზი წუთები ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში მისთვის გამელამაზებინა. ერთწლიანი სესხი ავიღე ბანკიდან და მთლიანად მიას მივეცი. სამწუხაროდ 1500 ლარი საკმარისი არ აღმოჩნდა მთლიანი ხარჯების დასაფარად მაგრამ თავადაც ჰქონდა დანაზოგი და როგორღაც გავიწვდინეთ კაბაზე, ფეხსაცმელზე, თმაზე, მაკიაჟზე, რესტორანზე, ფოტო ვიდეო გადაღებაზე და კიდევ სხვა ათას წვრილმანზე.
-მადლობა-ცრემლიანი თვალებით მითხრა მიამ როცა თავისი არჩეული წითელი გრძელი კაბა და შავი ფეხსაცმელი ჩაიცვა
-ნუ სულელობ-გამეღიმა და სარკის წინ დავატრიალე-ღმერთო, რა ლამაზი ხარ-აღმომხდა გაოცებისგან
-ნინი-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში
-ახლა ტირილის დრო არაა, შეხედე შენს თავს სარკეში და დატკბი ამ მშვენიერებით-გავუღიმე და ზურგს უკნიდან ჩავეხუტე.
-ძალიან ბედნიერი ვარ
-მეც-გავუღიმე და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე. დედამ უარი განაცხადა მიას ბანკეტზე წასვლაზე ამიტომ მე გავყევი. ანდრიას სკოლაში დანახვა არ გამკვირვებია, არც რესტორანში, მაგრამ მისი თავშეკავებულობა და სიმშვიდე კი მაკვირვებდა. მიას შორიახლოს ტრიალებდა სულ, მაგრამ ზღვარს არ გადადიოდა და გარშემომყოფების ყურადღებას არ იქცევდა. რამდენიმე ჭიქა ღვინის შემდეგ როგორც იქნა მიას კლასელმა ბიჭებმა გამბედაობა მოიკრიბეს და გოგონები საცეკვაოდ გაიწვიეს. კითხვა ჩამდგარი თვალებით მომაჩერდა სახეში მია, როცა ანდრია ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა.
-ეს დღე შენია!-საპასუხოდ მხოლოდ ეს ვუთხარი და ღვინის სმა მშვიდად განგავგრძე, ისე თითქოს
არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა ჩემს გარშემო. ანდრიამ სიტყვის უთქმელად ჩაკიდა ხელი მიას და საცეკვაოდ წაიყვანა. ისეთი საყვარლები იყვნენ, ისეთი აჟიტირებულები, ისეთი, რომ შემეშინდა, რამე სისულელე არ ჩაიდინონ-მეთქი, ამიტომ თვალს არ ვაშორებდი მიას. სახლში, ანდრიამ მიგვიყვანა მანქანით. ის დღე დაუვიწყარი გახდა მიასთვის.
სესხის გამო დედასთან ჩხუბს და კონფლიქტს ვერ ავცდი
-რა საჭირო იყო ამხელა სესხის აღება?- ბრაზნარევი ტონით მითხა ბანკეტის მეორე დღეს- როდის დაფარავ ამხელა თანხას?
-ვეცდები წლის ბოლომდე დავფარო
-საჭმლის ფულად და გზის ფულად არ გყოფნის შენი ხელფასი და სესხი როგორ უნდა დაფარო?
-ახალ სამსახურს მოვძებნი უფრო მაღალანაზღაურებადს ან არ ვიცი
-ამდენ ლაპარაკს, მიდი ერთი წნევა გამიზომე- ღიმილით მითხრა ბებომ და წნევის აპარატი მომაჩეჩა ხელებში. სამწუხაროდ ისევ ძალიან მაღალი ჰქონდა, რის გამოც უამრავი წამლის დალევა მოუწია.

იმ ჯადოსნური ღამის შემდეგ ლევანი ყოველდღე მწერდა და მირეკავდა, მაგრამ ამ ყოველდღიურმა სატელეფონო კომუნიკაციამ ჩვენს ურთიერთობაში ვერაფერი შეცვალა, რადგან მეშინოდა ძალიან მეშინოდა ახალი ურთიერთობის დაწყების, მითუმეტეს მაშინ როცა ჯერ კიდევ გეგას ცოლი მერქვა. სამწუხაროდ როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენი განქორწინების საქმე უსასრულოდ გაიწელა. საბოლოო სხდომა ჯერ კიდევ ჩანიშნული არ იყო ამიტომ თავს ჯერ კიდევ გეგას საკუთრებად მივიჩნევდი. ნიცას მონატრება მკლავდა, მაგრამ თავში აზრადაც არ მომდიოდა გეგასთან დაბრუნება მითუმეტეს მას შემდეგ რაც ლევანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი მაგრამ ვგრძნობდი რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი. ის ისეთი ყურადღებიანი იყო, ისეთი მზრენველი, ისეთი მოწესრიგებული, ისეთი თავშეკავებული, ისეთი ზრდილობიანი რომ ზოგჯერ ვფიქრობდი ,,ნინი შეუძლებელია რომ შენნაირი საცოდავი, უბედური, უგემოვნო, შეუხედავი, ღარიბი და უიღბლო ქალი ვინმეს მოეწონოს-მეთქი, მითუმეტეს ლევანისნაირი ნორმალურ და ჩამოყალიბებულ-მამაკაცს მეთქი" მაგრამ გული გონებას აღარ ემორჩილებოდა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ყოველდღე მასზე ფიქრს მაიძულებდა. თუმცა რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ლევანზე მით უფრო წარმოუდგენლად მეჩვემებოდა ჩვენი ერთად ყოფნა, ამიტომ ყოველდღე თავს ვირწმუნებდი იმაში, რომ ეს ყველაფერი ილუზია იყო, მაგრამ სულ ტყუილად. მაშინვე ყველაფერი აზრს კარგავდა ყველაფერი როგორც შეტყობინებას მივიღებდი მისგან ან უარესი მის ხმას გავიგონებდი. ზოგჯერ თავს ვირწმუნებდი რომ ასეთი ლევანი სამყაროში არ არსებობდა და მე გამოვიგონე, მაგრამ საკმარისი იყო სახეში შემოეხედა ჩემთვის რომ მის იდეალურობაში დავრწმუნებულიყავი. ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა, მაგრამ ვითარდებოდა, შეაბამისად სახიფათო ფაზაში გადადიოდა, ამიტომ გადავწყვიტე ეს ყველაფერი დამესრულებინა, სანამ უარესად მეტკინებოდა გული. ,,დაშორების"მიზეზი ბევრი იყო, პირველ რიგში უნდობლობა არა ლევანის გულწრფელი გრძნობების მიმართ არამედ საკუთარი თავის მიმართ. ანუ, დარწმუნებული არ ვიყავი იმაში რომ მე მას ვიმსახურებდი. გარდა ამისა შიში ფრაზისა ,,რას იტყვის ხალხი". ყველაზე მეტად კი დედაჩემის და ნიცას რეაქცია მაშინებდა ამ ყველაფერზე, თან... არც კი ვიცოდი რეალურად რას გრძნობდა ლევანი ჩემს მიმართ. ვინიცის...იქნებ უბრალოდ ვეცოდებოდი და იმიტომ მირეკავდა ყოველდღე მოსაკითხად? ან იქნებ აკრძალული ურთიერთობის სიმძაფრე ხობლავდა? მაგრამ ეს შეუძლებელი იყო! ამ მიზეზით ჩემით არ დაინტერესდებოდა... მე ხომ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი. ჩიხში შევედი ამიტომ მტკიცედ გადავწყვიტე მასთან ყოველდღიურ სატელეფონო კომუნიკაციას შემეწყვიტა რომელსაც დიდი ალბათობით არასწორი მნიშვნელობა მივანიჭე გონებაში.
ამ უაზრო ფიქრებში ვიყავი როცა დამირეკა
-ნინი?
-ლევან
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-კარგად? რა ხმა გაქვს მოხდა რამე?
-შეგიძლია რომ ხვალ სამსახურში მომაკითხო? მინდა რომ პირისპირ დაგელაპარაკო
-ეს ჩვენ გვეხება?
-კი
-მოვალ-დაუფიქრებლად მითხრა და ტკბილი ძილი მისურვა მაშინვე და სანამ რამეს ვეტყოდი გამითიშა.
-რახდება ნინი რატომ ხარ მოწყენილი?-გვერდით მომიჯდაბიმ წამს ოთახში შემოსული მია
-ლევანს ველაპარაკე
-მერე?
-ვთხოვე რომ ხვალ მაღაზიაში მომაკითხოს
-ნინი სისულელეს არ გააკეთო გთხოვ
-ჩვენს შორის არაფერი არ ხდება
-ვიცი მაგრამ... ტელეფონით ხომ ურთიერთიბთ? ხანდახან სამსახურშიც გაკითხავს
-ხომ გითხარი თიკას სანახავად მოდის-მეთქი ბიძაშვილები არიან
-ეგ მხოლოდ მიზეზია
-კარგი რა ჯერ მე შემომხედე მერე კი მას
-ფაქტია რაღაც ინტერესი აქვს შენს მიმართ წინააღმდეგ შემთხვევაში შენთან დაახლოებას არ ეცდებოდა
-არც ცდილობს-წყენა გამერია ხმაში
-სერიოზულად?!-გადაიხარხარა მია
-რა გაცინებს?-გავბრაზდი და ბალიში ვესროლე
-მგონი შეყვარებულუ ხარ!-დარწმუნებით მითხრა და მზერა გამისწორა
-მია ნუ სულელობ!-თვალები დავუბრაილე და მის გვერდით საწოლზე მოწყენილი სახით ჩამოვჯექი
-ვიცი გეშინია მაგრამ... ჩემი აზრით ლევანს უნდა ენდო
-მია!
-ნინი!
-არ მინდა ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ იმიტომ იყოს რომ ვებრალები
-ოდესმ მსგავსი რამ გიგრძვნია მისგან?
-არა მაგრამ
-ნინი ნუ გააკეთებ იმას რასაც აპირებ! გთხოვ! დამიჯერე ამით მხოლოდ თქვენი ურთიერთიბის ახალ ეტაპზე გადასვლას დააჩქარებ
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?!
-იმიტომ რომ ამ ქვეყნად ყველაზე კარგი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნ...-რაღაცის თქმას აპირებდა მია მაგრამ ჩემი ტელეფონის ზარის ხმამ სიტყვა გააწყვეყინა
-ლევან?
-ხომ არ გაგაღვიძე?
-არა
-შენი სახლის წინ ვარ მანქანით,შეგიძლია რომ ცოტა ხნით გარეთ გამოხვიდე? რაღაც მინდა რომ გითხრა
-მე... ახლავე-დაბნეულმა ვუპასუხე
-კარგი მიდი გელოდები-სწრაფად მითხრა და გამითიშა.
-რა გითხრა?-აღელდა მია
-შენი სახლის წინ ვარ მანქანით და შეგიძლია ცოტა ხნით გარეთ რომ გამოხვიდეო
-მართლა?-ტაში შემოჰკრა გახარებულმა მიამ. ტანსაცმელი გამოვიცვალე, სარკის წინ ჩემი ხვეული არეული თმა ოდნავ შევისწორე და გარეთ გავედი. საბედნიეროდ დედას და ბებოს უკვე ეძინათ. ქუჩაში გავედი თუ არა მანქანიდან გადმოვიდა ლევანი და მიახლოებისთანავე ლოყაზე ხმაურით მაკოცა.
-ცუდად გამოყურები მოხდა რამე?-ინტერესით მკითხა და თვალებში ჩამაცქერდა
-ისეთი არაფერი
-ნიცა ხომ კარგადაა?
-მითხრეს რომ კარგადაა, მაგრამ ზუსტად არაფერი ვიცი, ხომ იცი გეგა მასთან ლაპარაკის უფლებას არ მაძლევს
-ასე განზრახ იქცევა უნდა რომ გული გატკინოს
-ვიცი მაგრამ-ხმა ამიკანკალდა- ძალიან მენატრება-უეცრად ცხვირი ამეწვა და ცრემლები მომეძალა. ამ დროს ლევანმა მხარზე ხელი მომხვია და ატირებული გულზე მიმიკრო. როცა დავწყნარდი ყურადღების გადასატანად ვკითხე ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ? რატომ მოხვედი-მეთქი?
-რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა- საპასუხოდ მხოლოდ ეს მითხრა და მანქანის წინა კარი გამიღო-ჩაჯექი
-ლევან
-გთხოვ
-კარგი.
მანქანაში დაბნეული ჩავჯექი. ლევანმა კარი დამიკეტა თუ არა მაშინვე საჭეს მიუჯდა და მანქანა დაქოქა
-რას აკეთებ?-გულმა გამალებით დამიწყო ცემა
-ცოტა ხნით ტელეფონი გამორთე- საპასუხოდ მხოლოდ ეს მითხრა და მანქანა ადგილზე მოატრიალა
-ლევან?!-კითხვა ჩამდგარი თვალებით მივაჩერდი სახეში
-არაფერი მკითხო უბრალოდ ის გააკეთე რასაც გეუბნები-მომღიმარი სახით მითხრა და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა. მიას მივწერე მომხდარის შესახებ და ლევანის სურვილის შესაბამისად ტელეფონი გამოვრთე.
გული სიხარულით ამევსო როცა კარგა ხნის სიარულის მერე დიდ თეთრ ბანერზე წავიკითხე ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქის სახელი ,,თ ბ ი ლ ი ს ი". კარგა ხანს ვიარეთ რაღაც გაურკვევლ მოსახვევებში. მერე უეცრად მანქანა გააჩერა და მთხოვა გადავსულიყავი.
-ამ შუაღამისას შენს საყვარელ ქალაქში იმიტომ მოგიყვანე რომ მინდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გითხრა -ზედ ტუჩებთან დამიჩურჩულა და ცხვირის წვერით ოდნავ სულ ოდნავ შემეხო გაყინულ შუბლზე
-გთხოვ არ გინდა-შევეხვეწე და უემოციო მზერა სახეზე მივაყინე
-ნინი
-ლევან გთხოვ ეს გააკეთო!- შევეხვეწე და მაშინვე ზურგი ვაქციე. მივხვდი რომ მზად არ ვიყავი ამ ყველაფერისთვის. უერად წვიმა წამოვიდა. ისეთი რომანტიკული იყო ეს ყველაფერი თან ისეთი სახიფათო რომ წამიერად სუთქვა შემეკრა მღელვარებისგან და სწორედ მაშინ როცა გამოუვალმდგომარეობაში მყოფმა მანქანისაკენ წასვლა დავაპირე ლევანის ცივი თითების შეხება ვიგრძენი მაჯაზე. დენ დარტყმულივით შევხტი მის უეცარ შეხებაზე უარესი დამემართა, როცა თავისკენ მიმატრიალა და სრულიად მოულოდნელად ტუჩებში მაკოცა
-სახლში წამიყვანე-ბრაზნარევი ტონით ვუთხარი როცა ერთმანეთის დავშორდით
-კარგი როგორც გინდა-ბრაზნარევი ტონით მითხრა და პირველი ჩაჯდა მანქანაში- არ მოდიხარ?-გამომძახა როცა მანქანა დაქოქა, კარგა ხანს უხმოდ ვიდექი წვიმაში და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. ლევანი მოთმინებით მიცდიდა მანქანაში. ბოლოს მივხვდი რომ ჩემს სიჯიუტეს აზრი არ ჰქონდა და ნელი ნაბიჯით წავედი შავი X6 მიმართულებით. თან ღამის თბილისის ულამაზესი ხედებით ვტკბებოდი. მანქანაში ჩავჯექი თუ არა ლევანის გასაბრაზებლად კარი გამეტებით მივიჯახუნე
-ფრთხილად-უკმაყოფილო ტონით მითხრა და ჩემს უაზრო სიცილზე თვითონაც გაეცინა. სახლამდე ისე მიმიყვანა ხმა არცერთს არ ამოგვიღია, რადგან ერთმანეთისთვის სათქმელი არაფერი გვქონდა.
სახლში მისვლისთანავე მიამ დაკითხვა მომიწყო, იქამდე არ მოისვენა სანამ დეტალურად არ მოვუყევი ყველაფერი.

იმ ღამის მერე ჩემს ცნობიერში ყველაფერი შეიცვალა. თავს ზედმეტ და უსარგებლო ადამიანდ აღარ ვგრძნობდი ამ სამყაროში. თიკას გადაწყვიტილებით ჩვენი მაღაზია 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა. ხელფასის მომატების სანაცვლოდ ღამის ცვლაში მეშაობა შემომთავაზა რადგან გარკვეული მიზეზების გამო ყველა მოლარემ უარი განუცხადა. დედაც დიდი წინააღმდეგი იყო რომ ღამე მაღაზიაში მემუშავა მაგრამ მის აზრს ყურადღება არ მივაქციე.



№1 სტუმარი თიკა

რა ჩამოუყალუბებელია ეს ნინი რა თავისი წინააღმდეგიბის გამო არის ესე რომ თავის მეუღლესთან აქვს პრობლემა .

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა თქვენი ისტორიები როგორც ყოველთვის, უბრსლოდ გვიან გვიან დებთ და ამით ძირითადი არსი ისტორიის გვავიწყდება. გთხოვთ ასე ნუ აგვიანებთ.ნინი ძალიან სუსტია. ლევანის გმირი მომწონს

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

გააგრძელეთ გთხოვთ, საინტეტესო მომენტზე შეწყვიტეთ. დიდხანს ნუ ვალოდინებთ

ცხოვრებისეული ისტორიაა, იმედია დიდხანს არ გვალოდინებთ

 


№4  offline მოდერი ნეაკო

თიკა
რა ჩამოუყალუბებელია ეს ნინი რა თავისი წინააღმდეგიბის გამო არის ესე რომ თავის მეუღლესთან აქვს პრობლემა .

შეიძლება ასეც იქვას. წყვილის ურთიერთობაში დამნაშავე ყოველთვის ორივე მხარეა

სტუმარი გვანცა
ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა თქვენი ისტორიები როგორც ყოველთვის, უბრსლოდ გვიან გვიან დებთ და ამით ძირითადი არსი ისტორიის გვავიწყდება. გთხოვთ ასე ნუ აგვიანებთ.ნინი ძალიან სუსტია. ლევანის გმირი მომწონს

ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤️ მიხარია რომ კითხულობთ. სამწუხაროდ შესაძლებლობა არ მაქვს რომ ხშირად ვწერო, ამიტომ როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა მაშინვე საიტზე შემოვდივარ და წერას ვიწყებ

სტუმარი მარი
გააგრძელეთ გთხოვთ, საინტეტესო მომენტზე შეწყვიტეთ. დიდხანს ნუ ვალოდინებთ

ცხოვრებისეული ისტორიაა, იმედია დიდხანს არ გვალოდინებთ

რომ შემეძლოს სულ საიტზე ვიქნებოდი და დავწერდი მაგრმა სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა არ მაქვს და ასე ამიტომ ვაგვიანებ ხოლმე. მადლობა რომ კითხულობთ და მიზიარებთ თქვენს აზრს ❤️

 


№5 სტუმარი ელა1

გამარჯობა ნეაკო დიდი ხანია არ შემოვსულვარ ამ საიტზე,ეს ისტორია თავიდან ბოლომდე წავიკითხე და ეხლა ჩემ აზრს გეტყვი.ყველა ქალი რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში ქმნის ოჯახს ნინისავით არის ვერ ხვდება სად დაუშვა შეცდომა ან ნანობს რომ გათხოვდა.მაგ ასეკში ყველა გოგოს გონია აი მე გამიმართლა ვიპოვე ის ადამიანი მაგრამ გადის დრო და ხვდებიან რომ ცდებიან.რაც შეეხება ნინის მე ასე მგონია რომ მან ბევრი ტანჯვა გამოიარა ბავშვობაში და ახლაც გეგას ხელში,იმიტომ რომ გეგას ნაირი არ იცვლებიან მათ საკუთარი თავის გარდა არავინ უყვართ და გონიათ რომ ცოლები მათიონები არიან.

ნინის დედის მესმის და თან არ მესმის.მესმის იმიტომ რომ არ უნდა იგივე გზა გაიაროს ნინიმ რაც მან გაიარა დაგონი ამბობს კიდევაც და გონია რომ გეგა ერთადერთია ვინც მის შვილს გაბედნიერება,არ ვამართლებ იმაში რომ ეუბნება დაუბრუნდეს ქმარს როცა დედა პიროკუთ შვილის ბედნიერებაზე უნდა ფიქრობდეს.არ ვიცი ნეაკო მეთანხმები თუ არა ამაში.

რაც შეეხება ლევანის პერსონაჟს ასე მგონია რომ ტყუილად არ შემოიყვანე ამ ისტორიაში.ეხლავე გეტყვით რატო შემოიყვანაევანი ამ ისტორიაში ნეაკომ.1იმიტომ რო შეადაროს ლევანი და გეგა რით განსხვავდებიან.და 2დაგვანახოს რო კიდევ არსებობენ ლევანის ნაირი კაცები რომლებიც პატივს ცემენ ქალებს და თუ შეუყვარდათ უყვარდებათ ბოლომდე.არ ვიცი კიდე რა ვთქვა ლებანიძე კარგი პიროვნება ჩანს რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ცხოვრებაში და იცის ქალის ფასი

 


№6 სტუმარი ეკა

იქნებ გააგრძელოთ გვაინტერესებს მოვლენები იმედია ნინი აღარ დაიჩაგრება და ბედნიერი იქნება

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

გთხოვთ გააგრძელეთ და გაზარდეთ თავის მოცულობა. ასეთი რა მოუცლელი ხართ რომ ასე იშვიათად წერთ. მაშინ ერთნაირად დაწერეთ და ისე დადეთ. ესეც რომ არ გინდათ. პატივი ეცით მკიყხველს

 


№8  offline მოდერი ნეაკო

ეკა
იქნებ გააგრძელოთ გვაინტერესებს მოვლენები იმედია ნინი აღარ დაიჩაგრება და ბედნიერი იქნება

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი ნინა
გთხოვთ გააგრძელეთ და გაზარდეთ თავის მოცულობა. ასეთი რა მოუცლელი ხართ რომ ასე იშვიათად წერთ. მაშინ ერთნაირად დაწერეთ და ისე დადეთ. ესეც რომ არ გინდათ. პატივი ეცით მკიყხველს

ძალიან ვეცდები მაგრამ არ ვიცი მოვახერხებ თუ არა ❤️❤️❤️

ელა1
გამარჯობა ნეაკო დიდი ხანია არ შემოვსულვარ ამ საიტზე,ეს ისტორია თავიდან ბოლომდე წავიკითხე და ეხლა ჩემ აზრს გეტყვი.ყველა ქალი რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში ქმნის ოჯახს ნინისავით არის ვერ ხვდება სად დაუშვა შეცდომა ან ნანობს რომ გათხოვდა.მაგ ასეკში ყველა გოგოს გონია აი მე გამიმართლა ვიპოვე ის ადამიანი მაგრამ გადის დრო და ხვდებიან რომ ცდებიან.რაც შეეხება ნინის მე ასე მგონია რომ მან ბევრი ტანჯვა გამოიარა ბავშვობაში და ახლაც გეგას ხელში,იმიტომ რომ გეგას ნაირი არ იცვლებიან მათ საკუთარი თავის გარდა არავინ უყვართ და გონიათ რომ ცოლები მათიონები არიან.

ნინის დედის მესმის და თან არ მესმის.მესმის იმიტომ რომ არ უნდა იგივე გზა გაიაროს ნინიმ რაც მან გაიარა დაგონი ამბობს კიდევაც და გონია რომ გეგა ერთადერთია ვინც მის შვილს გაბედნიერება,არ ვამართლებ იმაში რომ ეუბნება დაუბრუნდეს ქმარს როცა დედა პიროკუთ შვილის ბედნიერებაზე უნდა ფიქრობდეს.არ ვიცი ნეაკო მეთანხმები თუ არა ამაში.

რაც შეეხება ლევანის პერსონაჟს ასე მგონია რომ ტყუილად არ შემოიყვანე ამ ისტორიაში.ეხლავე გეტყვით რატო შემოიყვანაევანი ამ ისტორიაში ნეაკომ.1იმიტომ რო შეადაროს ლევანი და გეგა რით განსხვავდებიან.და 2დაგვანახოს რო კიდევ არსებობენ ლევანის ნაირი კაცები რომლებიც პატივს ცემენ ქალებს და თუ შეუყვარდათ უყვარდებათ ბოლომდე.არ ვიცი კიდე რა ვთქვა ლებანიძე კარგი პიროვნება ჩანს რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ცხოვრებაში და იცის ქალის ფასი

ელა ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი რომ დავინახე❤️❤️❤️❤️❤️ შენს აზრს ვიზიარებ, გოგონები ხშირად უშვებენ შეცდომას როცა ადრეულ ასაკში ქორწინდებიან. ჩვენი აზრები თითქმის ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent