შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი აღმოჩენა(ნაწილი ცამეტი)


14-05-2024, 23:11
ავტორი Olivia255
ნანახია 741

ირაკლიმ ისე გამამხიარულა სიცილისგან ცრემლები მდიოდა.
-მართლა ძალიან მოგვენატრე ყველას,გეგა გიჟს გავდა,ღამეებს ათენებდა,ნიკა თავის თავს აღარ გავდა,ფეხბურთიდან გამოვიდა,ყველაფერზე ხელი ჩაიქნია...მე უშენოდ სულ ავირ დავირიე,გამოცდები ორ დღეშია და ვიცი რომ სათანადოდ მზად არ ვარ,შენი ხელი ყველას მოგვაკლდა ლილე...-გავუღიმე და ხელი ხელზე დავადე,თვითონაც გამომხედა და გამიღიმა
-ყველაფერი გამოგივა აი ნახავ. იმაზე მეტის გაკეთება შეგიძლია ვიდრე წარმოგიდგენია,შენს თავში დარწმუნებული უნდა იყო.-სიჩუმე ჩამოწვა,ისევ ირაკლიმ დაიწყო
-იცი გეგა ძალიან ნანობს....გუშინ გავიგე როგორ ლაპარაკობდნენ,ნიკაზე და გეგაზე ბედნიერი ალბათ ქვეყნად არავინაა...-თავი დავხარე და ნაღვლიანად ვუთხარი
-ანალიზები გამიკეთეს,ნამდვილად გეგას და ჩემი ბავშვია...უბრალოდ არ ვიცით გადარჩება თუ არა...-ცრემლები წამსკდა და ირაკლიმ მაშინვე ჩამიხუტა
-ყველაფერი კარგად იქნება,შენსავით ძლიერია და იბრძვის გადარჩენისთვის,მალე ყველა გულში ჩავიკრავთ.-გამეღიმა
-ხო არ ნებდება,გასაკვირია აქამდე რომ მოაღწია,წამლები რასაც ლევანი მიკეთებდა ძალიან ძლიერი იყო და ეს ერთი ციდა ასეთი ძლიერი რომ არ ყოფილიყო ახლა ალბათ არც იარსებებდა.-ბალიშს მივეყუდე და ცრემლები მოვიწმინდე. ირაკლი ჩაფიქრებული იჯდა მერე კი მკითხა
-როდის გაგწერენ?
-სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ,ბავშვი სტაბილურადაა,უბრალოდ დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები,მასზეა დამოკიდებული იცოცხლებს თუ არა...
-ყველაფერი კარგად იქნება ამაშუ ეჭვიც არ მეპარება.-გამამხნევა ისევ ირაკლიმ. გვიანობამდე დარჩა ჩემთან,ექიმებსაც გამოელაპარაკა,ყველაფერი გაარკვია,მისი მშობლების ვიზიტზეც ვუთხარი და რომ მათთან დროებით ცხოვრებას დავთანხმდი,არ ესიამოვნა ამის გაგება,უნდოდა მათთან დავბრუნებულიყავი,თუმცა მზად არ ვიყავი გეგას და ნიკას სანახავად. დრო მინდოდა და ცოტა ხნით მარტო ყოფნა. ირაკლის არც დაუძალებია,პირიქით გამოაცხადა სადაც არ უნდა იყო ყველგან მოვალ შენს სანახავად თუნდაც ვერავის ვიტანდე შენ ხომ იქ იქნებიო. მოკლედ რომ წავიდა ცოტა ხნით ავდექი,დერეფანში გადავწყვიტე გამევლო,ეზოში მინდოდა ჩასვლა,თუმცა სამაგისოდ ტანსაცმელი არ მქონდა და არ ვაპირებდი ნიკასთან დარეკვას. მოკლედ ცოტა ხნით გასვლა გამეწელა და დიდხანს ვიბოდიალე,უკან რომ დავბრუნდი ჩემს პალატასთან ვიღაც დავინახე ექიმს ელაპარაკებოდა,შორიდანვე დავაკვირდი და მივხვდი ან ნიკა ან გეგა იყო. არ ვაპირებდი მისვლას მაგრამ ფეხებმა თავისით წამიყვანეს. ფეხის ხმა რომ გაიგეს ექიმიც და გეგაც ჩემსკენ მობრუნდნენ.
-ვხედავ უკეთ ხართ,-გამიღიმა ექიმმა და საპასუხოდ მეც გავუღიმე,გეგას ზედაც არ ვუყურებდი მთლიანად ექიმებმა გადავერთე.
-დიახ ცოტა გავლა მინდოდა,ძალიან დავიღალე სულ ოთახში ყოფნით.-გეგა თვალს არ მაშორებდა,მუცელს დასჩერებოდა
-ძალიან კარგი,ხვალ კიდევ რამოდენიმე ტესტს გაგიკეთებთ და უკვე შეგეძლებათ სახლში წასვლა,ახლა კი მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ.-ექიმი დაგვემშვიდობა და მე და გეგა დერეფანში მარტოები დავრჩით. ისე რომ ზედაც არ შემიხედავს პალატის კარი გავაღე და შიგნით შევაბიჯე. უკან გამომყვა და სანამ საწოლამდე მივიდოდი ხელი წელზე მომხვია და ძალიან ფრთხილად შემაბრუნა მისკენ. მაშინვე ჩამიხუტა და თავზე მაკოცა.
-ლილე,-წაიჩურჩულა,მისი ხმის გაგონებაზე ფეხები მომეკვეთა,მისი ძლიერი ხელებით ვეჭირე,მეფერებოდა,მკოცნიდა. ვცდილობდი გაბრაზებული დავრჩენილიყავი მასზე,მაგრამ მისი დანახვისას ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა,შეუძლებელი იყო მისგან შორს ვყოფილიყავი ძალიან მიყვარდა და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცოდა.
-ძალიან მომენატრე პატარავ,-ისევ წაიჩურჩულა,ცერა თითით თავი ზემოთ ამაწევინა და მშიერი დამაცხრა ტუჩებზე,მეც ვაკოცე და აქოშინებულები რომ მოვშორდით ერთმანეთს მისი ლამაზი თვალებით დამაჩერდა გაღიმებული. თმა ყურზე გადამიწია და დამაკვირდა
-ძალიან ლამაზი ხარ ლილე,-ხელი რომ ქვემოთ ჩააცურა და მუცელზე მომეფერა სიხარულისგან ლამის ვიკივლე. მუცელს დახედა,მერე ისევ მე შემომხედა და თბილად გამიღიმა.
-მაპატიე პატარავ,ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ,თვალდახუჭული გენდობი,მაგრამ იმ ნაბ**ვარს არ ვენდობი,მისი ერთი სიტყვისაც არ მჯერა და წარმოდგენაც კი არ მინდა მთელი ეს პერიოდი რას აკეთებდა...-ყბა დაეჭიმა და წამიერად თვალები სიბრაზისგან გაუშავდა,მაგრამ მალევე დამშვიდდა და ისევ ღიმილიანი სახით შემომხედა.
-ძალიან მომენატრე და მეორედ არც კი გაიფიქრო ჩემი მიტოვება,შენ არ იცი რად დამიჯდა ეს დღეები შენგან შორს ყოფნა...-ხელს არ მიშვებდა,ასე ჩახუტებული ვყავდი,ფრთხილად მივაჭირე ხელები მკერდზე რომ უკან გაწეულიყო. მერე ფრთხილად წავედი საწოლისკენ და ჩამოვჯექი,ჩემს წინ ჩაიცუცქა და მომაჩერდა ჩემგან პასუხის მოლოდინში,მეც არ დავაგვიანე
-გეგა ძალიან მიყვარხარ მაგრამ თუ ნდობა არ გვაქვს გამოდის საერთოდ არაფერი გვქონია,ანალიზები გავიკეთე და თუ ეს დაგამშვიდებს დარწმუნებით გეტყვი რომ შენი შვილია...უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ მოძლიერდა,სტაბილურადაა მაგრამ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა გადარჩება თუ არა,ექიმები მამშვიდებენ მაგრამ ვხედავ როგორ მიყურებენ და ვიცი რომ საქმე არც ისე მარტივად არაა,ახლა უკვე ჩემს ორგანიზმზე და ამ ნამცეცაზეა დამოკიდებული ყველაფერი.-ხელი მუცელზე მივიდე და ნაღვლიანად დავხარე თავი. გეგამ თავისი დიდი ხელი ჩემსას მიადო და თქვა
-ჩვენი შვილია,აუცილებლად იბრძოლებს ბოლომდე,ისევე როგორც ჩვენ,არც ის არ დანებდება მანამ სანამ ყველაფერი კარგად არ იქნება. გესმის პატარავ? უნდა იბრძოლო,ლილესთვის და ჩემთვის,ჩვენ შენ გვჭირდები და მოუთმენლად გელოდებით.-გული გამითბა მისი სიტყვების გაგონებისას,მუცელზე რომ მაკოცა და მერე მე ჩამიხუტა ძლიერად მაშინვე ყველა ნეგატიური აზრი გამიქრა თავიდან,გეგა მჭირდებოდა...მისთვის და ჩვენი ბავშვისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება...მანამდე კი გეგასთვის უნდა მეთქვა მისი მშობლების ვიზიტის შესახებ და თუ რა გადავწყვიტე...
*******
-გეგა რაღაც უნდა გითხრა,-წამოვწექი და გეგაც გვერდით მომიჯდა გაღიმებული
-გისმენ პატარავ,-ღრმად ჩავისუნთქე და ერთიანად მივაყარე
-მოკლედ შენი მშობლები იყვნენ მოსულები ჩემს სანახავად,ხოდა შენზე რომ გაბრაზებული ვიყავი და ეს გაიგეს შემომთავაზეს მათთან მეცხოვრა დროებით,ხოდა მეც დავთანხმდი და ხვალ მომაკითხავენ...-ამოვისუნთქე და გეგას რეაქციას დაველოდე. სახე წაეშალა ისე გაბრაზდა რომ ყბა დაეჭიმა,თუმცა მაინც გაითვალისწინა ჩემი მდგომარეობა და სრული სიმშვიდით გაღიმებულმა მიპასუხა.
-მაგას მე მოვაგვარებ,არავისთან წასვლა არაა საჭირო,ისედაც ზედმეტად დიდხანს იყავი ჩემგან შორს და დროა შენს სახლში დაბრუნდე.-შუბლზე მაკოცა,მერე კი წამოდგა და კარისკენ წავიდა
-გეგა...მე მათ დავპირდი-გაჩერდა შემომხედა
-მე კი დავპირდი რომ შენ ვერასოდეს გნახავდნენ და პირობას ვასრულებ.
-გეყოფა ბავშვივით მოქცევა,ისინი შენი მშობლები არიან და მათთან ასეთი მოპყრობა არ შეიძლება.-აი ამის გაგებისას თავი ვეღარ შეიკავა და ისეთი ტონით მიპასუხა მომენტალურად ლაპარაკის უნარი წამერთვა
-შენ ძალიან კარგად იცი მაგათთან როგორი ურთიერთობა გვაქვს მეც და ირაკლისაც,არც ის დამვიწყებია ბოლოს როგორ დავშორდით ერთმანეთს და როგორ მოგექცნენ შენ,ადამიანს რომელიც ჩემს შვილს ატარებს მუცლით,ადამიანს რომელიც მსოფლიოს მირჩევნია,ასე რომ ამის მერე,სანამ რამეს გადაწყვეტ მკითხე. რადგან ის გადაწყვეტილება რაც მიიღე არასწორია და შენი ადგილი ჩემს გვერდითაა.-გავბრაზდი, ავნერვიულდი და მივხვდი სახეზე რომ წამოვწითლდი,რამე მინდოდა მეთქვა მაგრამ უცებ წამოვფრინდი საწოლიდან და აბაზანისკენ გავიქეცი გულის რევის შეგრძნება რომ ვიგრძენი. აბაზანაში ყოფნა ძალიან რომ გამეწელა გეგა შემოვიდა და უნიტაზზე ჩახუტებული რომ დამინახა მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა. დაღლილი მაშინვე გვერდულად მივეხუტე და თავი მის ძლიერ მხრებზე ჩამოვდე.
-უკეთ ხარ?-მზრუნველად მკითხა და ხელები მომხვია. მარტო თავი დავუქნიე,
-გული კიდევ ხომ არ გერევა?-უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე. ხელში ამიყვანა და ფრთხილად დამაწვინა საწოლზე. თავს ისე სუსტად ვგრძნობდი,როგორც კი თავი ბალიშზე დავდე მაშინვე გავითიშე....
თვალები რომ გავახილე სიბნელე იყო,ჩემი ტელეფონის ძებნა დავიწყე და ბალიშის ქვეშ მივაგენი,ეკრანი ავანთე და საათს დავხედე,ღამის 4 საათი იყო,არც ნიკას გამოტოვებული ზარები გამომრჩენია მხედველობიდან და მესიჯები,რომლებსაც არ ვხსნიდი და არც ზარებზე არ ვპასუხობდი. ტელეფონით ოთახი გავანათე,გეგა არსად ჩანდა,სავარაუდოდ სამსახურში წავიდა. ზმუილის ხმაზე ტელეფონს დავხედე,ნიკა იყო,გამეტებით ცდილობდა ჩემთან დალაპარაკებას,მე კი ამის საშუალებას არ ვაძლევდი. რომ დავფიქრდი შემეცოდა,კი გული მატკინა,მაგრამ ის ხომ ჩემი ძმა იყო და ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდა. ამიტომ მივწერე...
"მჭირდები,გთხოვ მოდი..."მესიჯი მაშინვე ნახა,არაფერი უპასუხია და ვივარაუდე რომ დღეს მოსვლას ვეღარ შეძლებდა,მაგრამ შოკისგან პირი დავაღე როცა ზუსტად ნახევარ საათში კარი გაიღო და აქოშინებული ნიკა შემოვარდა ოთახში
-ასე...ასე მალე როგორ მოხვედი?-სახეზე ხელი ჩამოისვა და ფრთხილად მომიახლოვდა
-ყოველ დღე აქ ვარ,საავადმყოფოს ეზოში და რომ გეძინა მაშინ მოვდიოდი შენს სანახავად...-მომიახლოვდა და მივხვდი ელოდებოდა რას მოვიმოქმედებდი,მე კი წამოვჯექი,მაისურში დავავლე ხელი და ჩემსკენ მოვწიე,ხელები კისერზე შემოვხვიე და ძლიერად ჩავეხუტე,არც მან არ დააყოვნა,ჩემს ჯერ კიდევ პატარა წელზე ხელები მომხვია და მიმიხუტა.
-ძალიან,ძალიან მომენატრე ლილუსკ...-წაიჩურჩულა
-მეც ძალიან მომენატრე,-ჩურჩულით ვუპასუხე მეც და ასე ჩახუტებულები დიდხანს ვისხედით საწოლზე....
*******
რაიმე სიახლე არ არის?-ვკითხე ნიკას როცა ერთმანეთი მოვიკითხეთ და მოვისიყვარულეთ. გვერდით მომიწვა,ისეთი დაღლილი და უძილო იყო.
-მათ კვალზე გავედით,ლევანი გვეხმარება,მან იცის სადაც არიან,დავპირდით რომ თუ სწორ გზაზე დადგება და დაგვეხმარება მათ დაჭერაში ციხეს თავს აარიდებს.-მხოლოდ თავი დავუქნიე,მიკვირდა ლევანის ასეთი საქციელი,მას როგორც კრიმინალს ისე ვუყურებდი და არც ვენდობოდი,თუმცა ვხვდებოდი გეგა და ნიკა ამას რისთვისაც აკეთებდნენ.
-შენ როგორ ხარ,ბავშვი როგორ არის?-მკითხა ნიკამ და ჯერ მე შემომხედა მერე მუცელს დახედა. ყველაფერი ავუხსენი,თანაც საკმაოდ მშვიდად,უკვე შეგუებული ვიყავი იმ ფაქტს რომ ბავშვი ან გადარჩებოდა და ან არა,იმედი მქონდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,აქამდე თუ მოაღწია ამ ერთი ციდა არსებამ,აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებდა. ნიკამ დამამშვიდა,ყველაფერი კარგად იქნება,შენსავით მებრძოლია და ასე შემდეგ.
-ფეხბურთიდან რატომ გამოხვედი?-ვკითხე და მივეხუტე.
-ნამდვილად არ მაქვს ფეხბურთის თავი,გადავწყვიტე ამ საქმეს მივყვე,გეგაც მაგ აზრზეა,ახლა მთავარი შენ ხარ ლილუსკ,ამ საქმის ბოლოში ძალიან მალე გავალთ და მერე მშვიდად შევძლებთ ცხოვრებას.-ტუჩზე ვიკბინე და ამოვიოხრე.
-არ ვიცი ლევანიმ გითხრათ ეს თუ არა,მაგრამ მასთან სანამ ვიყავი რაღაც რაღაცები მომიყვა....-ნიკა მაშინვე წამოჯდა და შემომხედა
-გახსოვს რა?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და დავიწყე.
-მოკლედ შენ რომ უგონოდ იყავი,ირაკლი და გეგა პალატიდან გავიდნენ და ვიღაცამ დამირეკა,მითხრა რომ მიცნობდა და რომ ძალიან კარგად ვიცოდი რაც უნდოდათ ჩემგან და თუ არ ვიცოდი აუცილებლად შემახსენებდბდნენ. ლევანის რომ გავყევი მანაც მომიყვა რაღაცები,ვიღაცამ გამოიყვანა ციხიდან,მითხრა რომ მასთან ვალშია და რომ შავ საქმეებს ლევანი აკეთებს,რაღაც ჯგუფია და ამ ჯგუფში სხვებიც არიან,მითხრა რომ მოატყუეს...-გავჩუმდი და დავფიქრდი,რა შეიძლებოდა მცოდნოდა ისეთი რაც მათ ჭირდებოდათ
-რა ჯგუფი ლილე? არ უთქვამს ამ ჯგუფში ვინაა? ან ის ვინაა ვინც ამ დავალებებს აძლევს?-მკითხა წარბშეკრულმა ნიკამ
-არა არ უთქვამს,მითხრა რომ მოატყუეს,უთხრეს რომ ჩვენს მშობლებს ძალიან დიდი ვალი ჰქონდათ მათი და რომ ჩემი გატაცებით მშობლებს სხვა გზა არ დარჩებოდათ და ვალს დაუბრუნებდნენ. რომ ავუხსენი რომ მშობლები ავარიაში დავკარგეთ მათ დაურეკა და უყვირა რომ რადგან მოატყუეს თვალითაც ვერ მნახავდნენ,მითხრა რომ ისეთი რამ ვიცოდი რაც მათ სჭირდებოდათ...-ნიკა ჩაფიქრდა
-საინტერესოა რა უნდათ შენგან...-მხრები ავიჩეჩე. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა მერე კი ნიკამ მიმიხუტა თავზე მაკოცა და თბილად გამიღიმა
-შენ არაფერზე არ ინერვიულო,მე და გეგა ყველაფერს მოვაგვარებთ,ახლა მთავარია შენ და ბავშვი იყოთ კარგად.-გავუღიმე თუმცა არაფერი არ მითქვამს,ისევ ძილი მომერია და თვალები მივხუჭე. სანამ ძილი წამიღებდა ნიკას ლაპარაკი გავიგე.
-ლევანი გვჭირდება,ციხიდან უნდა გამოვიყვანოთ...
*******
დილით ადრე გამეღვიძა,იმის მიუხედავად რომ სულ მეძინა,მაინც სულ დაღლილი ვიყავი. დავამთქნარე და ძილის შებრუნებას ვაპირებდი პალატაში ექიმი რომ შემოვიდა და მაშინვე თვალები ვჭყიტე. რომ დაინახა არ მეძინა მაშინვე მომესალმა
-ადრიანად გაგიღვიძიათ,რაიმე ხომ არ გაწუხებთ?-მკითხა ექიმმა და ჩემი საწოლის გვერდით დადგა გადასხმა რომ გაეთიშა.
-კარგად ვარ,არაფერი მაწუხებს თქვენი დამსახურებით.-სუსტად გავუღიმე და მანაც არ დააყოვნა
-მიხარია ამის მოსმენა.
-დღეს გამწერთ ხომ?-ვკითხე და შევიშმუშნე ნემსი რომ ამომაძრო ფრთხილად ვენიდან და შემიხვია.
-დიახ როცა მზად იქნებით შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ,უბრალოდ დამახსოვრეთ რომ ნაყოფები ჯერ კიდევ სუსტად არიან და წოლით რეჟიმზე უნდა იყოთ.-დავიბენი და თვალები ავაფახულე
-ნაყოფები? რას გულისხმობთ?
-დარწმუნებულები არ ვართ მაგრამ შეიძლება ტყუპებზე იყოთ ფეხმძიმედ...-დამემშვიდობა და ისე რომ სხვა არაფერი აღარ უთქვამს პალატიდან გავიდა მე კი გაბრწყინებული დავჩერებოდი მუცელს და ყურიდან ყურამდე ვიღიმოდი...
არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს მეძინა,მაგრამ თვალები რომ გავახილე პირველი გეგა დავინახე,ჩემს გვერდით იჯდა სკამზე,ჩემი ხელი მის ძლიერ ხელში ჰქონდა მოქცეული და მეორეთი ტელეფონი ეჭირა. რომ შეამჩნია გავიღვიძე ტელეფონი მაშინვე გადადო და მთლიანად ჩემზე გადმოერთო. თბილად გამიღიმა ჩემს ხელს აკოცა და მკითხა
-თავს როგორ გრძნობ პატარავ?-წამოვჯექი და მისკენ მივიწიე. ისე როგორც არასდროს მის სიახლოვეს ყოფნა მინდოდა,არ დააყოვნა,მაშინვე მომხვია მისი ძლიერი ხელი და წამში გადამსვა საწოლიდან მის კალთაში. მივეხუტე და თავი მის კისერში ჩავმალე.
-სახლში წავიდეთ რა...-მხოლოდ ეს ვუთხარი. ძალიან ვიყავი დაღლილი პალატაში წოლით,და თეთრი კედლების და ექიმების ყურებით. სახლში მინდოდა მშვიდად ყოფნა. თავზე მაკოცა და ისე წამოდგა რომ ჩემთვის ხელი არ მოუშორებია,ისევ საწოლზე დამაბრუნა
-ახლავე ყველაფერს გავარკვევ და წავიდეთ კარგი?-თავი დავუქნიე გაღიმებულმა,გეგაც დერეფანში გაუჩინარდა და მალევე დაბრუნდა,მომიახლოვდა და ხელში ამიტაცა,ხელები კისერზე შემოვხვიე და თავბრუსხვევა რომ გამქრალიყო თვალები დავხუჭე
-სახლში წავიდეთ პატარავ.-ჩამჩურჩულა და ცივი ჰაერი რომ დამეტაკა ფეხებზე მივხვდი დერეფანში ვიყავით....
მანქანაში ფრთხილად დამსვა,ღვედიც თვითონ შემიკრა და მძღოლის ადგილას მხოლოდ მაშინ დაჯდა როცა მეასედ ვუთხარი რომ კარგად ვიყავი. მანქანა დაძრა და შვებით ამოვისუნთქე როცა საავადმყოფოს ეზო დავტოვეთ. მიხაროდა სახლში დაბრუნება,იმდენად შემიყვარდა იქაურობა,იმდენად მივეჩვიე, ესე მეგონა სხვაგან ვეღარსად ვეღარ ვიცხოვრებდი,გეგა ჩუმად იყო,თვალების ქვემოთ სიშავე ჰქონდა,ალბათ პასუხების ძიებაში მან და ნიკამ ისევ გაათენეს.
-ნიკა ცოტა მოგვიანებით მოვა,რაღაცებს აგვარებს,-თქვა უცებ გეგამ ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია
-კარგია,-მოკლედ ვუპასუხე და თვალები მივხუჭე. არაფრის ხასიათზე არ ვიყავი,საშინლად დასტრესილი და განადგურებული ვიყავი ყველაფრით რაც ხდებოდა და იმ ფაქტსაც შევეგუე რომ მუცელი შეიძლებოდა მომშლოდა და არც გამიკვირდებოდა იმის მერე რასაც ლევანი აკეთებდა. მოკლედ ზედმეტად მშვიდად ვიყავი,ნერვიულობაც კი აღარ შემეძლო.
-პატარავ რამე ხომ არ გაწუხებს?-მკითხა გეგამ,თვალები გავახილე და სუსტად გავუღიმე
-ყველაფერი კარგადაა,უბრალოდ დაღლილი ვარ.-რათქმაუნდა არ დაიჯერა მაგრამ აღარ ჩამეძია და ამისთვის მადლობელი ვიყავი.
სახლში მისვლისას გეგამ მანქანის კარი გამიღო,ფრთხილად გადმოვედი
და თვალი მოვავლე იქაურობას. გავიღიმე. აქაურობა ძალიან მომენატრა და პირველად ამდენი ხნის მერე თავი სახლში ვიგრძენი...შიგნით შესვლისას ყველაფერი მორთული დამხვდა,შესასვლელში ბურთები ეყარა,მისაღები ლამაზად იყო გაწყობილი და მაგიდასთან გაღიმებული ირაკლი იდგა შამპანურის ჭიქით ხელში.
-აბა კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება.-ომახიანად შესძახა და ჭიქა მოიყუდა. გამეცინა გეგამ თავი გაიქნია გაღიმებულმა.
-მერამდენე ჭიქას სვამ?-კითხა გეგამ. ირაკლიმ ჯერ ჭიქას დახედა და მერე მხრები აიჩეჩა
-მეხუთეს მერე სათვალავი ამერია.-ისეთი მოთენთილი ვიყავი მარტო ძილზე ვფიქრობდი,გაბრუებულს წესიერად არც მესმოდა რას ლაპარაკობდნენ
-გეგა,ოთახში წავალ ძალიან მეძინება.-მაშინვე ჩემზე გადმოერთო და კიბეებისკენ წამიძღვა მანამდე კი ირაკლის შეუკურთხა შამპანურს თუ კიდევ მოკიდებ ხელს ბოთლს გადაგაყლაპებო...რათქმაუნდა გეგას ოთახში შევედით. საწოლში რომ მოვთავსდი გეგამაც გაიხადა პოლიციის ფორმა და გვერდით მომიწვა. მაშინვე მიმიხუტა და ნაზად მაკოცა ტუჩებზე. იმის მიუხედავად რომ მეძინებოდა მისი ტუჩები რომ შემეხო მაშინვე გამოვფხიზლდი და ჟრუანტელმა დამიარა ყელზე რომ დამიწყო კოცნა.
-ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე. ერთი თვით დასვენება ავიღე,შენთან ერთად ვიქნები პატარავ.-გული გამითბა,თვალებში რომ შევხედე და მისი გაღიმებული სახე რომ დავინახე,სიყვარულით რომ მიყურებდა წამიერად ყველაფერი დამავიწყდა. მართლა ძალიან გამიმართლა რომ ვიპოვე და ვიცოდი რაც არ უნდა მომხდარიყო ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდა. ჩემი ხელი,რომელზეც ბეჭედი მეკეთა თავისაში მოიქცია და მაკოცა.
-მგონი დროა ჩვენს ურთიერთობას სერიოზული სახე მიეცეს.-წამოდგა და მეც მომეხმარა წამოვმჯდარიყავი. გაკვირვებული ვუყურებდი,ტუმბოდან პატარა ყუთი აიღო და ჩემს წინ რომ ცალ მუხლზე დადგა სიხარულის ცრემლები წამსკდა.
-ლილე,ვიცი არც ისე რომანტიულად გამომივიდა,მაგას გამოვასწორებ,მაგრამ მგონი მეტის მოცდა საჭირო აღარაა. გახდი ჩემი ცოლი.-არ უკითხავს,ისევ თავისებურად გადაწყვიტა რომ თანხმობა უნდა მიმეცა,სხვანაირად არც ვაპირებდი მაგრამ მაინც გამეღიმა მის ასეთ საქციელზე.
-გამოგყვები,-გაღიმებულმა ყუთიდან ულამაზესი ბრჭყვიალა ბეჭედი ამოიღო და თითზე იმ ბეჭდის ნაცვლად გამიკეთა რომელიც მანამდე მაჩუქა,მერე ხელზე ნაზად მაკოცა ზემოდან მომექცა. ძალიან ფრთხილობდა თუმცა მაინც გავაჩერე
-გეგა შენი ძმა ქვემოთაა და თან ჯერ კიდევ სარისკოა ამის გაკეთება.-ტუჩებზე კოცნით გამაჩუმა და ეშმაკური ღიმილით მითხრა
-ძალიან ფრთხილად ვიქნები პატარავ გპირდები.-დავნებდი მისმა ტუჩებმა ყელზე რომ გადაინაცვლეს და ტუჩზე მწარედ ვიკბინე ხმა რომ არ ამომეღო.
-გეგა....ირაკლი...ქვემოთაა.-ძლივს ამოვთქვი თუმცა ქვეყნად საერთოდ არ აინტერესებდა არაფერი და მისი ახლა უკვე შავი თვალებით რომ დამხედა მივხვდი სულ არ ადარდებდა სახლში ჩვენს გარდა კიდევ ვინმე იყო თუ არა.
-ფეხები გამიშალე რომ დაგიმტკიცო როგორ მომენატრე პატარავ,-ჩამჩურჩულა და სულ მთლად აწითლებულმა კისერზე შემოვხვიე ხელები,მანაც არ დააყოვნა და გაბუჟებულ ტუჩებზე მშიერი დამაცხრა. უცებ კარებზე კაკუნის ხმა გაისმა,მოულოდნელობისგან შევხტი და წამიერად გეგას მოვშორდი,ჩემი გაფართოებული თვალების დანახვისას თვითონაც გონს მოეგო და დაიღრიალა
-რა გინდა!-თან წამით არ მშორდებოდა,მეორე მხრიდან ირაკლის ხმა გაისმა
-გასვლას ვაპირებ და მინდოდა მეკითხა ლილეს რამე ხომ არ უნდოდა მაღაზიიდან.-გული გამითბა ამის გაგებისას,გეგამ კი ისე უხეშად უპასუხა რომ მხარზე დავცხე ხელი
-რამე თუ ენდომება მე თვითონ მოვუტან,ახლა მოშორდი დაღლილია და უნდა დაისვენოს.-ფეხის ხმა გავიგეთ,მერე კი მანქანის ძრავის ხმა გაისმა და მივხვდი რომ ირაკლი წავიდა.
-მასეთი უხეშობა საჭირო არ იყო,-დავტუქსე გეგა
-მაშინ სხვანაირად ვიქნები უხეში,-ღიმილით მითხრა და სანამ რამეს ვუპასუხებდი ისევ ტუჩებზე დამაცხრა რომ ჩემი ხმა დაეხშო....ეს ბიჭი იქნებოდა ჩემი ჭკუიდან გადასვლის მიზეზი....



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

დიდი აღმოჩენა დამთავრდა?...1

 


№2  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნინო
დიდი აღმოჩენა დამთავრდა?...1

სამწუხაროდ სადაც ვწერდი დიდ აღმოჩენას და შემდეგი თავებიც სადაც მქონდა შენახული დაიბლოკა და მომიწია განახლება,ამიტომ ვეცდები მალე განვაახლო 

 


№3 სტუმარი სტუმარი Ziko

Auuu saswaulia.male dade ra shemdegi tavi❤️

 


№4 სტუმარი ნია

ძალიან საინტერესოა რაც შეიძლება მალე დადეთ გთხოვთ ძალიან ძნელია ასე გაურკვევლობაში ყოფნა გთხოვთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent