შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრურწმენა (სულ)

15-05-2024, 12:02
ავტორი ვე რა
ნანახია 8 900

ცრურწმენა
1
_აბა გვეყოფა გამბედაობა, თუ მივდივართ?_ მაგიდასთან სამნი ისხდნენ. სამი განსხვავებული და თავისებურად ლამაზი.

_ვრჩებით და წაგებული აბარებს!_ მწვანე თვალები მოწკურა წითურმა. წვრილ_ წვრილი ხვეულები სქლად და აბურდულად ეყარა მხრებზე. სამიდან ყველაზე გაბედული და თავდაჯერებული ჩანდა.
_ კარგით რა! არ გახსოვთ წინაზე რა მოხდა?_ შავგვრემანს ეტყობოდა ვერ იყო წითურივით თამამი. თანაც როგორც სჩანს, რაღაც ჩვენთვის უცნობი გამოცდილება სიფრთხილისკენ ექაჩებოდა._ ახლაც შარში არ გავებათ!

_ მშიშარა!_ დასცინა თეთრთმიანმა. მიუხედავად უცნაური თმის ფერისა. საოცრად ლამაზი იყო. უზარმაზარ ლურჯ თვალებს თამამად აბრიალებდა.

_ ამჯერად ვინ არის რჩეული!_ ამოიოხრა დანებების ნიშნად შავთვალამ.

_ მაგას რა აზრი აქვს!_ ჩაიცინა წითურმა._ ვინც გინდა ის იყოს, ცოლად კი არ მივყვებით? ვაკოცებთ და სულ ესაა!

_ იქნებ ტყუილია, იქნებ იმ კუდიანმა მოგვატყუა!_ ხავსს ებღაუჭებოდა შავთვალა.
_ ქალწულის კოცნა არა ჯანდაბა!

_ უნივერსიტეტში ხომ ჩააბარე! ხომ კარგად გიხაროდა, მაშინ არ გვატყუებდა არა?_ დაუბრიალა მეგობარმა ლურჯი თვალები.

_ კარგი ჰო! უბრალოდ არაა ეს ნორმალური საქციელი!_ საბოლოოდ დანებდა შავთვალა მეგობრებს და გაშლილი დასტიდან შემთხვევითობის პრინციპით ერთი კარტი ამოიღო.

_ გვაჩვენე!_ ერთად მიიწიეს მისკენ დაქალებმა.

_ არაა!_ აიწურა შავგვრემანი.

_ შავი ყვავის ქალი?_ ჩაეცინა წითურს.

_ მასხარა!_ ტუჩდაბრეცილმა გადმოაბრუნა კარტი შავთვალამ. დიდი იყო შანსი, რომ მეგობრებს არ ამოსვლოდათ ის წყეული ყვავის ქალი და მაშინ მასხარა საკუთარ თავზე აიღებდა საერთო საქმეს.

_ შენი ჯერია!_ გახედეს ლურჯთვალას. მანაც უდარდელად ამოიღო კარტი და შავგვრემანს ლამაზი სახე მოეღუშა. სევდიანად ამოისუნთქა. მაგიდაზე ტუზი გული იდო. ტუჩები გაბუსხა ლურჯთვალამ, თითქოს გულიც კი დასწყდა რომ წააგო.

_ კარგიიი! აბა ვნახოთ!_ ხელები მოუთმენლად მოიფშვნიტა წითურმა. ის ყველაზე აზარტული და თამამი იყო. ამიტომ ადრენალინზე უარს არასდროს ამბობდა. თითი ნელა მოატარა გადაშლილ დასტას და ბოლოს ერთ კარტს წაეტანა. უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ბართან ორი დაძაბული კაცი ერთმანეთის წინ იდგა და თვალით ზომავდა ერთმანეთს.

_ ოჰოოო!_ ჩაილაპარაკა ლურჯთვალამ._ უეჭველი ამათგან ერთერთი!

_ მოგებული?_ გაეცინა შავთვალას. აშკარად მოეწონა არჩეული სამიზნეები.

_ ჩემსავით!_მოესმათ იდუმალი ხმა. ერთდროულად გახედეს წითურს, რომელსაც ხელში შავი ყვავის ქალი ეკავა და მოჭუტული თვალებით გაჰყურებდა ბართან განვითარებულ ამბავს. ახლა სწორედ მისი რჩეულის ბედი წყდებოდა.

რაღაც ხმადაბლა უთხრეს ერთმანეთს კაცებმა. შემდეგ ერთ_ერთმა მეორეს ხელი მოუქნია, თუმცა არ დასცალდა. ისევ მეორემ დაასწრო და მუჭი პირდაპირ სახეში გაარტყა მოწინააღმდეგეს. ამასობაში დაცვა და მათი გარემოცვაც ჩაერია. მოჩხუბრები ერთმანეთს გაარიდეს.

_ დაინახეთ?_ იკითხა უცბად წითურმა._ მკლავზე დრაკონი ეხატა.

_ მერე?

_ დრაკონს შეხვდები მისსავე წელში და აჩუქებ ქალწულის კოცნას და შენი არჩევანი შენი ბედი იქნებაო!_ აშკარად ვიღაცის სიტყვები გაიმეორა წითურმა. ვიღაცის, ვისიც როგორც სჩანს სამივეს ძალიან სჯეროდა. იმდენად რომ მზად იყვნენ გაურკვეველი ჯადოს მოსახსნელი, თუ წარმატების მოსაზიდი რიტუალი პირდაპირ შუა ბარში შეესრულებინათ, თანაც ზუსტად ძველი, მიმავალი წლის უკანასკნელ, მაგიურ წამს.

_სწორედ მაშინ, როცა ძველი შეცვლის ახალს, ერთმა თქვენგანმა თავისი პირველი კოცნა დრაკონს უნდა მიუძღვნასო!_ მაგრამ მთლად ასე პირდაპირაც არ გაუგიათ მაშინ მოხუცი ქურუმის ნათქვამი გოგონებს. ეგონათ ახალ დრაკონის წელს თუ გულისხმობდა ბებია შუქია. გამოდის მართლაც იყო მის სიტყვებში რაღაც ჭეშმარიტი.

_ ერთი!
_ორი!

აღტაცებით ითვლიდა ხალხი უკანასკნელ წამებს.

_ აბა, რას იზამ?_ შეხედა შავთვალამ. უცნაურად აჟიტირებულ მეგობარს.

_ ხუთი...
_ექვსი....

_ იქნებ სულაც ტყუილია? თუ არ გინდა, არ ხარ ვალდებული!_ ახლა ლურჯთვალამაც დაიხია უკან. საქმე საქმეზე რომ მიდგა, არც თუ ისე მარტივი შესასრულებელი გახდა "კუდიანი" შუქიას დავალება. "კიდევ კარგი, მე არ მიწევს პირობის ასრულებაო!" გაიფიქრა ლურჯთვალამ გულში.

_ შვიდი ... რვა...ცხრა ....

_ წავედი! თითები გადაიჯვარედჯნეთ! წარმატება მისურვეთ!_ ფეხზე ადგა წითური.

რა უცნაური რამეა არა ცრურწმენა? თორემ როგორ შეიძლება გადაჯვარედინებულმა თითებმა წარმატება მოუტანოს ადამიანს, მაგრამ... გოგონებმა მაინც მორჩილად გადააჯვარედინეს თითები. წითური წამოდგა, ისედაც მოკლე ბრდღვიალა, საკუთარი თვალისფერი კაბა შეისწორა და მტკიცე ნაბიჯით დაიძრა სამიზნისკენ.

_ ათი... თერთმეტი....

სწორედ სამი წამით ადრე შეამჩნია ხელმოხატულმა მისკენ თავდაჯერებულად მომავალი ცეცხლისფერთიანი ქალი. დაინახა და დაავიწყდა, რომ ახალი წელი იყო. რომ წამის წინ ძალიან ბრაზობდა ვიღაცაზე, დაავიწყდა, რომ ათასი თვალი უყურებდა და მის ყველა ნაბიჯს კამერები უთვალთვალებდნენ.

_თორმეტი!_ იხუვლა ხალხმა და აყტდა ჟრიამული. სწორედ იმ წამს ხელები კისერზე მოხვია უცნობმა ქალღმერთმა დრაკონით მკლავმოხატულ კაცს და ტუჩებში აკოცა. გაოგნებამ წამში გაუარა, თავადაც მოხვია წელზე ხელები. რა იყო ეს? რას ნიშნავდა? გონების სიღრმეში ელავდა კითხვა. ჟრიამული ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი, რომ უცნობი მის ტუჩებს მოსწყდა. ქალმა წამით თვალი გაუსწორა და ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა.

_ რა მოხდა ახლა აქ? ვინ იყო ის გოგო გლახო?_ მხარზე რომ დაადო ხელი მეგობარმა, მერეღა გამოფხიზლდა. ცერა თითი ტუჩზე ინსტიქტურად გადაისვა.

_ აზრზე არა ვარ!_ გაეცინა საკუთარ თავზე.

_ ვიღაც, მორიგი სულელი გოგო იყო ალბათ._
ჩაილაპარაკა და ფეხზე ადგა. უცნაურად შეეცვალა განწყობა. აღარ ესიამოვნა ხალხმრავლობა.

_ მიდიხარ? არადა ახლა იწყება გართობა!_ თვალით მათკენ ხარბად მომზირალი ქალები დაანახა კახიმ. მაგრამ უარესად აემღვრა გუნება. თავი გადააქნია და კლუბი დატოვა.

_ აბა, გრძნობთ რამეს?_ სიცილ_სიცილით მიდიოდა სამეული ღამის ქუჩაში.

_ ჰა, თავისუფლები ვართ? თუ ჯერ არა?

_ შუქიას თუ არ ვნახავთ, ვერაფერს გავიგებთ!

უეცრად კნავილი მოესმათ, საცოდავი, საწყალი და განწირული. დაინახეს ნაგვის უზარმაზარ ურნაზე შავი პარკი იყო ჩამოკიდული.

_ ისაა, რაც მგონია არა?_ იკითხა ნანამ და შავი თმა მხარს უკან გადაიწია.

_პირდაპირ სიკეთე დაიბედა ამ ახალ წელს ალბათ ვიღაც ნაბიჭვარმა!_ თეთრი ლამაზი თავი უიმედოდ გააქნია ლეამ.

_ მოიცა! უნდა ვნახო!_ ალია ურნას მიუახლოვდა. ორი თითით ჩამოხსნა პარკი. გახსნა და შიგ ჩაიხედა. პარკში სამი პატარა, ფერადი შალის გორგალი იჯდა და საწყლად კნაოდა. შავი, წითელი და თეთრი კნუტი. თითქოს უცნაური დამთხვევა, თუ სამყაროსგან უკან ნასროლი იღბლიანი ბუმერანგი.

_ ესენი ნახეთ რა!_ გაოცებისგან დამუნჯდა ალია.

_ არ მითხრათ ახლა, ბედი არააო!_ ხელი ჩაყო, თავისი ალი და კვალი წითელი კნუტი ამოსვა და თვალებში ჩააჩერდა. კნუტი უცნაურად გაჩუმდა. თავდასაცავად გაფარჩხული კლანჭები და გაბუჩქული კუდი გაუშეშდა. რამდენიმე წამი თვალს არ ახამხამებდა არცერთი. ერთმანეთს ზვერავდნენ.

_ მგონი, ეს ჩემია!_ ჩაილაპარაკა ალიამ.
_ ეს შენია!_ შავი კნუტი ნანას გაუწოდა.
_ ეს შენი!_ ფუმფულა თეთრი კი ლეას.

_ არული კუდიანებს!_ ირონიულად გაეცინა წამის შემდეგ._ ცოცხებიღა გვაკლია და შუქიას ღირსეული მემკვიდრეები ვიქნებით!

_ და ახლა ეს ნორმალურია?_ შიშჩამდგარი ხმით დაილაპარაკა ნანამ. ყველაზე მფრთხალმა და გაუბედავმა მათ შორის.

_ ნორმალურია, თუ არა პირდაპირ გვეუბნება სამყარო, რაც სურს! რას იზამ, ძღვენზე უარს იტყვი?!_ თვალი ჩაუკრა ლეამ მეგობარს. ნანამ კნუტი შეათვალიერა. ნამდვილად ღამე იყურებოდა კნუტის თვალებიდან.

_ ვერა, ვერ ვიტყვი! დაე, მოსახდენი მოხდეს!_ თქვა და კნუტი მორჩილად ჩაიკრა გულში.

სწრაფად მიქროდა მანქანა შუაღამის ქალაქის ქუჩებში. გლახოს გეზი ქალაქგარეთ ჰქონდა აღებული.
თვალწინ მწვანე თვალები უელავდა და გველებივით დაკლაკნილი წითელი თმები. ისე ღელავდა თითქოს პატარა და გამოუცდელი ბიჭი იყო.

_ დამელოდე, აუცილებლად გიპოვნი ალქაჯო!_ ჩაილაპარაკა თავისთვის და ვერც კი გააცნობიერა, თუ რამდენი სიმართლე იყო მისსავე სიტყვებში.

2
მანქანიდან გადმოვიდა, სუფთა გრილი ჰაერი შვებით ჩაისუნთქა. მყუდრო და ნაძვებში ჩაფლული ზამთრის ეზო მოათვალიერა. ხმაურიანი კლუბის შემდეგ ესიამოვნა კიდეც ეს სიმშვიდე და სიწყნარე. მოკლე თმაზე ხელი გადაისვა, " არა, მაინც რა სასწაული იყო ის ცეცხლიფერთმიანი ქალი." ცერა თითი ისევ ტუჩებზე გადაისვა. სიამოვნებით გაიმეორებდა ახლა იმ კოცნას. მხოლოდ კოცნას? გაეღიმა საკუთარ ფიქრებზე. მობილურმა დაურეკა. საკუთარი არც თუ უცოდველი წარმოსახვიდან უსიამოდ გამოფხიზლდა, ზანტად დახედა ეკრანს და დივანს მიეყრდნო უდარდელად.

_ რა არის კახი?_ ჰკითხა ერთგულ მეგობარს და მარჯვენა ხელს.

_ ვასილიჩის ბიჭი იყო მოსული კლუბში.

_ რა უნდოდა? ისევ კაზინოზე დაიწყო ლაპარაკი?_ ხელი უაზროდ დაარტყა დივანს.

_ არა! კაზინო არ უხსნებია! როგორც ამბობდი, მამამისისგან საბოლოოდ სურს გასვლა "ბავშვს!"_ ეს ბავშვი რაღაცნაირი ირონიით თქვა კახიმ.

_ მართლა, ნუთუ? _ ირონიულად ჩაეცინა გლახოს._ ვიცი, ვასილიჩმაც იცის მისი საყვარელი ვაჟი მის ზურგს უკან საქმეებს რომ ხლართავს! მაგრამ დუმს ეგ ცბიერი მელა! ვნახოთ რამდენს და სადამდე მოითმენს! არაა ეგ ის ტიპი ნიკოს ხუშტურზე უაროს, მით უფრო კასიევთან კავშირს არ დაიჭერს. წლებია ვაკვირდებით, მაგ ჭუჭყით ხელი არასდროს დაუსვრია.

_ არ მგონია დიდხანს დაგვჭირდეს ლოდინი და ხო კიდევ, ვიკა არჩვაძესაც ისევ მოვკარი თვალი. ის კადრები გადაიღო. არც კი მორიდებია.

_ რა კადრები?_ არჩვაძე გადაკიდებული ჰყავდა. მოსვენება არ ჰქონდა ამ აშარი ჟურნალისტისგან. _ რაც კლუბში მოხდა. ისე ის წითურიც ვიკას მოგზავნილი ხომ არ იყო? მაგისგან არაფერი იქნება გასაკვირი! ყველაფერზე წავა ხომ იცი, არა?!

_ არ ვიცი კახი, სამწუხაროდ. ვერაფერს გეტყვი, ამიტომ მომინახე ის წითური და აქ მომიყვანე, აშკარად არ იცის მაგან, ვის გადაეკიდა._ წითელთმიანი ალქაჯი საკუთარ სახლში რომ წარმოიდგინა, წამით აღელდა კიდეც. მერე ისევ საკუთარ თავზე გაეცინა.

_ საინტერესოაა!_ ჩაილაპარაკა უცნაური ღიმილით. _ აშკარად დამაინტერესე!

_ ნანა დროზე ქენი, ამოვწყდით ლოდინით აივანს ასძახა მანქანის ფანჯრიდან ლეამ._ არ მინდა წასვლა. ასე თუ გაგრძელდა, მგონი შუქიას დავალებები არასდროს დამთავრდება!

_ არ გჯერა მისი? _ თითი კატის გადასაყვან გალიაში შეყო ალიამ და კნუტებს მიეფერა _ სხვაგვარად არ მოდის წარმატება ხომ ხედავ?!

_ და დარწმუნებული ხარ, რომ იმ კუდიანის დამსახურებაა? იქნებ გაგვიმართლა უბრალოდ?

_გოგო ბებიაშენი მაინც არ იყოს? ჩვენ რომ სულ არ გვჯეროდეს, შენ მასში ეჭვი არ უნდა შეიტანო! ჰმ!_ ჩაეცინა ალიას და მთლიანი სხეულით მოუბრუნდა მეგობარს._ კუდიანი ეძახე შენ! არადა ქალი ყინულის დედოფალია!

_ ძალიან მოგწონს არა?_ გაეღიმა ლეას. ბებიამისი წარმოიდგინა. მაღალი გამხდარი ქალი, მხრებამდე ნაცრისფერი მოლურჯო თმით. სამოცს კარგა ხნის წინ ჰქონდა გადაბიჯებული, მაგრამ რაღაც მანქანებით ორმოცსაც კი ვერ მისცემდა ადამიანი.

_ ლეილააა! მომწონს კი არა, აღფრთოვანებული ვარ მაგ ქალით! ოდესმე მეც მასეთი წარმატებული და შემდგარი ადამიანი ვიქნები!_ ამის თქმა იყო და მობილურმა დაურეკა..

_ გამარჯობა ალის ბუჩუკურს ველაპარაკები!_ იკითხა ქალის სასიამოვნო ხმამ.

_ დიახ, გისმენთ!_ თავი ისე დაუქნია ალიამ, თითქოს მართლა ხედავდა ტელეფონზე მოსაუბრე.

_ვიკა არჩვაძე გესაუბრებათ, ტელეკომპანია...

_ ვიკა? მოიცადეთ თავად ვიქტორია არჩვაძე?_სახე გაებადრა ალიას. ვინ არ იცნობდა ამ სფეროში მართლაც დედოფლად აღიარებულ ვიქტორია არჩვაძეს. ალიას კი, როგორც მომავალ ჟურნალისტს, ზედმეტად გაიდეალებულიც კი ჰყავდა ეს ერთი შეხედვით უშიშარი, რისკიანი და გაბედული ქალი. რომლის რეპორტაჟებიც შიშის ზარს სცემდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ოდნავ მაინც არასწორი თამაშის წესებით თამაშობდა. არ იყიდებაო, ხმა იყო გავრცელებული ვიკაზე და ამის გამო ერთი ორად პატივს სცემდა ალია.

_ვატყობ, მიცანი!_ კმაყოფილს გაეცინა ქალს.

_ თქვენ ვინ არ გიცნობთ!_ აღფრთოვანება არ დაუმალავს გოგოს. "რა ხდება?" თვალებით ჰკითხა ლეამ. საჩვენებელი თითი აღმართა ალიამ. "დამაცადეო!" ტუჩების მოძრაობით სთხოვა.

_ შენმა სივმა დამაინტერესა და სტაჟიორის ვაკანსიაზე მოგიწვევდით, თუ კი დაინტერესდები. _ ისე უბრალოდ უთხრა ქალმა, თითქოს ჩაის დასალევად ეპატიჟებოდა. გააოცა გოგონა ამ შემოთავაზებამ. უნივერსიტეტის შემდეგ პირდაპირ არჩვაძის სტაჟიორად?! ნუთუ ეს იყო ის გამართლება, რაზეც შუქია უყვებოდათ? გასაუბრების დროსთან დაკავშირებით შეთანხმდნენ და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
ცოტა ხანს დუმდა ალია, შემდგ კი სერიოზული სახით მიუბრუნდა ლეას.

_ სასწრაფოდ თქვენც უნდა აასრულოთ დავალება! ფაქტია გამოვიდა! ბოლო_ბოლო რა არის ეს ერთი კოცნა ასეთი?! ვიკა არჩვაძემ, გესმის თავად ვიქტორიამ მიმიწვია სტაჟირებაზე! წარმოგიდგენია? ამას ვერასდროს ვიფიქრებდი.

_ თავად დარეკა? უცნაურია, ნუთუ თანაშემწე არ ჰყავს, ან ვინმე, ვინც ვაკანსიის თაობაზე ურეკავს სტაჟიორებს?_ დაეჭვებით ჩაილაპარაკა ლეამ.

_ ლეილააა, ამაშია ზუსტად საქმე! ყოჩაღ ჩემს დრაკონს! აშკარად იღბლიანი გამოდგა!_ ისევ მხიარულად გაეცინა.

_ ისე, ნეტავ იმან რა იფიქრა, ჰა?_ დაფიქრებით თქვა ლეამ._ ალბათ კარგი არაფერი, არა? აბა როგორია, ზუსტად ახალი წლის ბოლო წამს ვიღაც გიჟი რომ გებრდღვნება და გაკოცებს?!

_ კაი რა, ვერ ნახე რა კაცი იყო? ალბათ ასობით ქალს მოსწონს._ უდარდელად ჩაიქნია ხელი ალიამ._ ხვალ არ მნახოს ახლა მაგანაც, რაში მადარდებს რა იფიქრა?!

_ სადაა ეს ზოზინა აქამდე!_ გაბრაზებით დაასიგნალა გაბმით.

_ მოვდივარ ჰოო!_ სადარბაზოდან სწრაფად გამოვიდა ნანა, _ ნუ გადაფიჩინდით რა! მაცალეთ, ხალხი არ ხართ?!
წუწუნით ჩაჯდა მანქანაში.

_ აბა წავედით?_ გამოხედა წითურმა.

_ წავედით!_ თავი დაუქნია ნანამ და შავი კუნაპეტი კნუტი ჩაიხუტა.

_ გლახო, ვიპოვნეთ ის შენი წითური. _ კმაყოფილი ღიმილით შემოაბიჯა კახიმ და მიესალმა უფროსს

_ ასე მალე?_ გაუკვირდა კიდეც.

_ მისი გარეგნობის პატრონის პოვნა არც ისე რთულია. ალისა ჰქვია. წელს დაამთავრა სწავლა. მომავალი ჟურნალისტია, რომ იცოდე!_ ცალი თვალით გახედა, აინტერესებდა მისმა ნათქვამმა რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. იცოდა დასანახავად სძულდა გლახოს აბეზარი ჟურნალისტები.

_ მომავალი? ანუ ჯერ არ არის არა?_" ანუ, ჩაბარდა მისი ჟურნალისტობა წარსულს!" გაიფიქრა კახიმ ღიმილით. რაღაც საინტერესო ფაქტები კიდევ უამბო, გულში ფიქრობდა კიდეც, ერთი უბრალო კოცნის გამო ასეთი დაინტერესება მეტისმეტიაო, მაგრამ იცოდა გლახოს ხასიათი. აიკვიატებდა ვინმეს ან რამეს და სანამ თავისას არ გაიტანდა, მანამდე არ მოისვენებდა. საქმეშიც ასე იყო. ასე ჩაძირა ვასილიჩის კაზინოების ბიზნესიც და როცა მისმა დაქირავებულმა კაცმა ლამის სასიკვდილოდ დაჭრა. შემდეგ მის ვაჟს შეუჩნდა. არ მოისვენა, სანამ მამის წინააღმდეგ არ აამხედრა. თუმცა ვისილიჩი ირწმუნებოდა:
_ მე რომ გლახოს სიკვდილი მდომოდა, ამისთვის კაცს არ დავიქირავებდი და საკუთარ თავს ამის სიამოვნებას არ მოვაკლებდიო!

_დაყავი და იბატონეო!_ იცინოდა, როცა ჯერ მამის კაზინო, ხოლო შემდეგ მისი ვაჟის რამდენიმე სამორინეც არ ჩაიგდო ხელში. თან ისე, რომ მამა და შვილი გვარიანად წაჰკიდა ერთმანეთს. ჯერ ამაზე არავინ არაფერი იცოდა, რადგან ვასილიჩი იმიჯის შესანარჩუნებლად ჯერ ისევ ჯიუტად დუმდა, მაგრამ კარგად იცოდა კახიმ, წამი_ წამზე იფეთქებდა ბებერი ვულკანი და გზად ყველაფერს გადაბუგავდა. ალბათ რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო, რომ ეს პროცესი როგორმე შეეჩერებინა.

ფიქრებით ისევ გლახოს დაუბრუნდა კაცი. ახლა ეტყობა გართობა გადაწყვიტა და იმ პატარა გოგოს გადაეკიდა, მართლაც უძღები და უგულო დრაკონივით იყო მისი უფროსი. აბა რა ეგონა იმ სულელ გოგოს, ასე სახალხოდ რომ გამოიწვია ასეთი მკაცრი და საშიში ადამიანი?!

_ ობოლია?_ უცნაურად დასერიოზულდა გლახო.

_ დედა დაეღუპა წლების წინ, მამამ ვერ გაუძლო და სმას მიჰყო ხელი. ისედაც ის სოფელში ცხოვრობს, გოგო კი, ფაქტობრივად, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზეა აქ. პირადში სერიოზული არაფერია, რამდენადაც გავიგე. მხოლოდ ერთი ბავშვობის მეგობარი ბიჭი ჰყავს, მაგრამ ის რამდენად მეგობრულადაა განწყობილი, ამას ვერ გეტყვი. თუ თავის დაქალებთან არაა, აი ბარში ვინც იყვნენ, მაშინ იმ ბიჭთან ატარებს დროის უმეტეს ნაწილს. ძალიან ახლოს კი არიან.

_ მეგობარი ესეიგი?_ ჩაეცინა უსიამოდ გლახოს. _ კაცის და ქალის მეგობრობის გჯერა შენ კახი?!
მხრები აიჩეჩა კახიმ. სხვას რომ დაესვა ეს კითხვა, მჯერაო! უპასუხებდა, მაგრამ როცა საქმე გლახოს ეხებოდა?! უარის ნიშნად თავი გადააქნია კახიმ. მით უფრო იმ წითურთან? არა შანსი არ იყო. ასეთი დაინტერესებული ქალით, კარგახანია აღარ ენახა მეგობარი.

_ რას ვაპირებთ?_ ჰკითხა, თუმცა პასუხი ისედაც იცოდა.

_ მოიყვანე!_ ესეც ასე, სხვა თხოვნას არც ელოდა.

იჯდა და ბუხარში ანთებულ ცეცხლს თვალს არ აცილებდა. იმ ცეცხლსაც მისი თმის ფერი ჰქონდა თითქოს. ღავადაც უკვირდა ასე რატომ ამოიჩემა.

_ რა სისულელეა?_ ჩაილაპარაკა დაბნეულმა. ლამის ერთი კვირა გავიდა და ის ალქაჯი ისე გაქრა, კვალსაც ვერ მიაგნეს. ის კი არა, მისი ფერადი დაქალებიც მასთან ერთად გაუჩინარდნენ.

რა თამაშს თამაშობდა? თუ მისი გამოწვევა და დაინტერესება სურდა, კიდეც გამოუვიდა. ახლა რატომ გაუჩინარდა?! ნუთუ ასე იყო დარწმუნებული საკუთარ თავში?! ან რატომ არ იქნებოდა? ფაქტი იყო, მთელი კვირა მასზე ფიქრი თავიდან არ მოშორებია და მისი სურვილი დღიდან დღემდე ეზრდებოდა. არ დაავიწყდა და არ გადაურა. თანაც ეს მხოლოდ ერთი კოცნის შემდეგ. წამითაც არ დაუშვია, რომ არაფერი პირადული არ იყო წითურის საქციელში. არ უფიქრია, რომ უბრალოდ იხუმრა? მაგრამ ასე?! თუ კახის დაუჯერებდა, უბრალო გოგო იყო. არაფრით საინტერესო, არაფრით გამორჩეული. ერთი პატარა, უღიმღამო სოფლიდან. თანაც მომავალი ჟურნალისტი. ზიზღით დაებრიცა ტუჩი. ერთხელ შეცდა ცხოვრებაში, ამ საზიზღარ პროფესიას როცა მიენდო და მაშინაც უღალატეს. ვიკა გაახსნდა. ლამის იყო მართლაც შეუყვარდა ის აფთარი ქალი, ლამის დაიჯერა, რომ ....

მან კი ყველაფერი მხოლოდ ინფორმაციის შესაგროვებლად და სტატიის დასაწერად გააკეთა. აგენტივით შემოიპარა მის ცხოვრებაში. საკუთარ გრძნობას სცა მაშინ პატივი და უმტკივნეულოდ გაუშვა, არადა სხვა რომ ყოფილიყო სათანადოდ დასჯიდა.... ახლა იგივე შეცდომას აღარ დაუშვებდა აღარავისთან. მით უფრო იმ ცეცხლისფერთმიან ქალთან. მაგრამ ჯერ უნდა ეპოვნა და გაეგო: რა ჯანდაბა სურდა მისგან სინამდვილეში?!

_ ქალბატონო შუქია!_ აშკარად ალალ შვილიშვილზე მეტად უხაროდა ალიას ხნიერი, მაგრამ ძალიან ელეგანტური ქალის ნახვა.

_ გამოვიდა იცით! გამოვიდა!_მისკენ გაიქცა და სიხარულით გადაეხვია.

_ ეჭვიც არ მეპარებოდა ჩემო კარგო და ვიცოდი, პირველი შენ იქნებოდი! თქვენ რას ელით? ხომ იცით სავსე მთვარობამდე დრო ბევრი არ გაქვთ!_ ვინმეს რომ მოესმინა მათთვის, ალბათ ვერც კი მიხვდებოდა რაზე საუბრობდნენ.

_ რატომ მაინცდამაინც ჩვენ ბებია?_ ინტერესით გამოხედა ლეამ.

_ ზოგი უბრალოდ ბნელია შვილო, ღამესავით ბნელი, ზოგი ციმციმებს, როგორც ციცინათელა. აი თქვენ კი ანათებთ შუქურებივით. სიბნელეს გულისგულში წვდებით და ანათებთ. ისევე, როგორც თქვენი ბებიები ანათებდნენ თავის დროზე. ახლა თქვენი ჯერია! გჯერათ თუ არა ამის, მაინც! დღეს ტყეში მივდვართ! დრო მოვიდა ბუნების დედას წარუდგეთ!_ თქვა შუქიამ და ფეხზე წამოდგა. მათ პასუხს არც დალოდებია. ალიამ ტაში შემოკრა. წამით არ ეპარებოდა ეჭვი შუქიას სიტყვებში. ნანამ ცოტა არ იყოს შიშით გახედა მიმავალს. ტყეში თან ღამე? არაა! მთლად არ მოსწონდა ეს აზრი.
ლეამ კი ამოიოხრა და უდარდელად მიეყრდნო დივანს. მას დიდად არ ადარდებდა ბებიამისის მოყოლილი ზღაპრები. უბრალოდ ხათრს უწევდა ახირებულ ქალს და თავადაც ერთობოდა ამით.

იმ ღამეს სამი თეთრებში ჩაცმული ლანდი ტყეში შევიდა. როგორც ოდესღაც ქურუმი ქალები მიდიოდნენ მზის, მთავრის, ცის და მიწის სადიდებლად ცეკვავდნენ და მღეროდნენ, მათგან კი სანაცვლოდ ენერგიით ივსებოდნენ, ახლაც სწორედ ისე, ოთხი ქალი მიუყვებოდა ტყის უჩინარ ბილიკს. იქ, სადაც ათასი წლის წინათაც სწორედ მათსავით მიიკვლევდნენ გზას მათი წინაპარი მზის და მთვარის ქურუმი ქალები.

უშიშარი? მამაცი? ალბათ უფრო თავზეხელაღებული, ეს სიტყვა ახასიათებდა გლახოს ყველაზე უკეთ. მის დაბადებამდე სამი ვაჟი დაკარგა დედამისმა მეფური სახელებით. შემდეგ კი სიზმარი ნახა. თეთრებში ჩაცმულმა თეთრთმიანმა ქალმა უთხრა:
_ მიწამდე დაამდაბლე შენი შვილი მისი სახელით და ცამდე აამაღლე ამ სახელის ძალით, რომელსაც მიწა მისცემს! თუ ასე მოიქცევი, ის დაემსგავსება თავად უშიშარ დრაკონს. დიდხანს იქნება მარტოსული, და დიდხანს ივლის ბნელში, სანამ ერთ დღესაც მზის შვილი, ვისი სინათლის წვეთსაც სისხლით დაატარებს, არ გაანათებს მის წყვდიადს!_ ვერაფერი გაიგო გლახოს დედამ ამ სიზმრიდან, მაგრამ ყველაფერი სიტყვასიტყვით ჩაიწერა თავის დღიურში. შვილს ალექსანდრეს, დემეტრეს და დავითის ნაცვლად უბრალოდ გლახუნა დაარქვა და როცა მისმა ვაჟმა სამი თვე შეასრულა ამოისუნთქა. რადგან სწორედ დროის ამ პერიოდში დაეღუპა წინა სამი ვაჟი. ახდა მისი უცნაური სიზმარი. თუმცა იმას კი ვეღარ მოესწრო თავად, თუ როგორ გადაიქცა მისი საყვარელი ვაჟი მართლაც ბნელეთის დრაკონად. ვერ ნახა, როგორ ეშინოდა მისი იმ ბნელ სამყაროს, რომელშიც თავად ცხოვრობდა და სუნთქავდა.

3
სიბნელის მიუხედავად გზას უშეცდომოდ მიიკვლევდა შუქია. ქალს თავდაჯერებაზე ეტყობოდა, რომ პირველად არ ადგა ამ შეუმჩნეველ ბილიკს. არც ტყის ღამის იდუმალ ხმებს უფრთხოდა და არც მაღალ გვიმრებში გამკრთალ წყვილ ოქროსფერ თვალს.

_ სად მივდივართ, თუ იცით?_ ნანა ძალიან ცდილობდა საკუთარი შიშის დამალვას, მაგრამ მღელვარებას ვერაფრით იცხრობდა.

_ არ ვიცი, მაგრამ შუქიამ აშკარად იცის, ვერ ხედავ რა თამამად მიდის? რა გგონია, საფრთხე რომ გველოდებოდეს აქ წამოგვიყვანდა?_ ეჭვიც კი არ ეპარებოდა ალიას ქალის საქციელში.

_ ნუ ღელავ ნანა, ბავშვობაშიც მოვყავდი აქ ბებიაჩემს! მაშინ უფრო მომწონდა აქაურობაც და ის უცნაური გალობის რიტუალიც!_ ცალყბად გაეცინა ლეას.

_ აჰა, მოვედით! აბა მზად ხართ?_ ისე მოულოდნელად შედგა ქალი, რომ გოგონები მოულოდნელობისგან ერთმანეთს შეეჯახნენ და ინტერესით მიაჩერდნენ წინ აღმართულ კედელივით მაღალ გვიმრიანს. შუქიამ ხელით გადასწია მწვანე საფარი და გაოცების ხმა აღმოხდათ გოგონებს.
ფრთხილად გადააბიჯეს პაწაწუნა იდეალურად მრგვალ მინდორზე, სადაც ხეთა მაღალი ვარჯიდან სინათლის ზოლებად იღვრებოდა მთვარის ქარვისფერი სინათლე. მინდვრის შუაგულში წრიულად დაწყობილ გაჭვარტლულ ქვებს ემჩნეოდათ, რომ იქ ცეცხლს ხშირად ანთებდნენ. ახლაც სწორედ ხმელი ტოტების მოგროვება ითხოვა შუქიამ კოცონის ასანთებად. სანამ გოგონები დავალებას ასრულებდნენ, ქალი მინდვრის შუაგულში დადგა, ხელები მაღლა აღმართა და იდუმალი ღიღინი დაიწყო.

_ რას აკეთებს?_ ეჭვით გახედა ნანამ ქალს.
_ რას უნდა აკეთებდეს, მთვარეს უმღერის! _ გაეცინა ლეას.

_ კი არ მღერის, მთვარის სადიდებელ ლოცვას ამბობს. არც კი ვიცი, ამდენს მხოლოდ იმიტომ გითმენს ეს ამხელა ქურუმი ქალი რომ მისი შვილიშვილი ხარ?_ აბუზღუნდა ალია.

_ ნეტავი შენ რომ ყველა ზღაპარი გულთან ახლოს მიგაქვს!_ ხელი ჩაიქნია ლეამ. ალიას არაფერი უთქვამს. გულში გაიფიქრა, "რა იქნებოდა ბებიაჩემიც ცოცხალი იყოს და ახლა აქ ჩვენთან ერთად ასრულებდეს ამ იდუმალ სიმღერასო!"
შუქიასგან იცოდა, რომ ბებიამისიც და ნანას ბებიაც ქურუმები იყვნენ ფარულად, რა თქმა უნდა, თორემ ამ საუკუნის მიუხედავად, ვინმეს რომ გაეგო ქალები ღამღამობით ტყეში სასიმღეროდ და საცეკვაოდ მიდიოდნენ, ალბათ მაინც კუდიანობას დასწამებდნენ. ცეცხლზე არ დასწვავდნენ, მაგრამ მოიძულებდნენ და სასაცილოდ აიგდებდნენ ისინი, ვისაც თვალსაწიერი ჯერ კიდევ დახშული და დაბინდული ჰქონდათ.

შუქიამ ცეცხლი აანთო. მერე რაღაც გაუგებარ ენაზე იჩურჩულა და გოგონებს ხელი გაუწოდა. თავიდან უინტერესო და ნაძალადევი იყო მათი ცეკვა. შემდეგ თანდათან აზარტი მოემატათ. გასაოცარი ის იყო, რომ ცეცხლს ფიჩხის დამატება სულ არ სჭირდებოდა, რაც უფრო ემატებოდათ მოცეკვავეებს ემოცია და ენთუზიაზმი, მით უფრო იზრდებოდა კოცონი და საბოლოოდ უცნაურ ფიგურებს ხატავდა. თუმცა ყველა იმას ხედავდა, რაც მათ მომავალს უკავშირდებოდა. მაგალითად ლეა ხედავდა, რომ დიდი ფარვანა ცეცხლის ენას ეცეკვებოდა, გარს უვლიდა სადაც იყო ფრთებზე მოედებოდა ცეცხლის ალი. ძალა ელეოდა ფარვანას, მაგრამ ცეცხლთან ცეკვას არ წყვეტდა. ბოლოს სწორედ მაშინ, როცა გაფრენა დააპირა, მისწვდა ცეცხლი და საკუთარ ალში ჩაიხვია საწყალი. ჯერ ტკივილი იგრძნო ლეამ. გაუსაძლისი სიმხურვალე მოედო სხეულზე. შემდეგ კი გული გაუთბა. თითქოს სხეულში მოდებულმა ტკივილმა მისი გული კი არ დასწვა, არამედ გამოაღვიძა და ახლებურად ააძგერა. ცეცხლს დააკვირდა დაბნეული გოგონა და დაინახა ფარვანაც ცეცხლის პეპლად ანთებულიყო. თითქოს ცეცხლს შეზრდოდა და ერთ მთლიანობად ქცეულიყო.
გაოგნებულმა ლეამ შუქიას გახედა. გაუღიმა ქალმა. თავი დაუქნია. ისე რომ უცნაური სიმღერის ღიღინი არ შეუწყვიტავს.

ნანამ დაინახა, როგორ შეერია სიბნელე ცეცხლს. თითქოს მისი გულის ჩაქრობა სცადა. თითქოს მისი სინათლის მითვისება სურდა და წყვდიადად ქცევა, მაგრამ ცეცხლმა ნანას ფორმა მიიღო, თან ჰგავდა მას, თან ძალიან განსხვავდებოდა. სად იყო ნანა იმ ცეცხლის ქალივით თამამი და ძლიერი? სად შეეძლო წყვდიადთან ბრძოლა? მაგრამ რას და რატომ ხედავდა, ვერაფრით ხსნიდა. ნანას ყოველთვის აკლდა თავდაჯერება, ყოველთვის ეჭვი ეპარებოდა საკუთარ შესაძლებლობებში და ალბათ ეს იყო სწორედ ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შიში დასძლია და წარმატებისკენ მიმავალი ასეთი უცნაური გზა აირჩია.
ალია კი, ალის რას გაუგებდა ადამიანი? მართლა ცეცხლივით გოგო იყო. უშიშარი, გამბედავი, რისკიანი და უდარდელი. რას ხედავდა ცეცხლის ალში ალია? უზარმაზარ დრაკონს ხედავდა თავად ცეცხლზე არანაკლებ საშიშს და სახიფათოს. ცეცხლს ისიც ცეცხლით რომ ებრძოდა და მიუხედავად ტკივილისა, შეუპოვრად ახვედრებდა გულს. იწვოდა და ეს ტკივილი აძლიერებდა. იცოდა ალიამ ცეცხლი თავად იყო, ხოლო მისი მეტოქე ის უშიშარი დრაკონი. მისი დამარცხება რომ სურდა, მოსწონდა მასთან ბრძოლა, მაგრამ თან გულიც სტკიოდა მის გამო.

გათენებამდე იყვნენ ტყეში, მზის ამოსვლას თავმდაბლად შეხვდნენ. მზის პირველი სხივის ენერგიით აღვსილნი დაბრუნდნენ სახლში. ერთი კვირის მანძილზე შუქიასთან ცხოვრობდნენ. დღისით ეძინათ, ღამით კი ტყეში მიდიოდნენ და მზის ამოსვლას უცდიდნენ.

_ ერთი კვირა დარჩა! შემდეგ მთვარე აივსება და მზეს დასძლევს და თქვენც ძალას დაკარგავთ! ამიტომ სანამ დროა თქვენი მისია შეასრულეთ, ისევე, როგორც ალიამ! ძლიერია სამთა კავშირი და მხოლოდ ალია არ იქნება საკმარისი თქვენი სურვილების ასასრულებლად!_ ბოლო დარიგებაც მისცა შუქიამ და ქალაქში გამოისტუმრა. სამივე კატა შუქიასთან დატოვეს გოგონებმა, როგორც რაღაც საკუთარი თავის ნაწილი.

დაბრუნებისთანავე ვიკასთან შესახვედრად მოემზადა ალია. სადად და ლამაზად ჩაიცვა, გრძელი თმის კლაკნილები მაღლა აიწია და კეფაზე დაიმაგრა წვრილი ხის ჩხირით.
ჩანთა აიღო და იმ ტელევიზიისკენ გაემართა, სადაც მუშაობ მის ოცნებას წარმოადგენდა.

_ გამარჯობა!_ მიესალმა აღელვებული და ხელი გაუწოდა. ვიკამ მედიდურად დახედა მის ხელს და მხოლოდ მცირე ყოყმანის შემდეგ ჩამოართვა. ალია ისე იყო აღელვებული, ვერც კი შეამჩნია მისი ეს უცნაური ჟესტი.
დიდხანს არ უსაუბრიათ. პირობები გააცნეს, რასაც მაშინვე დაუფიქრებლად დასთანხმდა გამოუცდელი გოგო და საბუთებსაც იქვე მოაწერა ხელი.
ისედაც, რაც არ უნდა დაევალებინა ვიკას, ერთგული ჯარისკაცივით მზად იყო მის შესასრულებლად. საქაღალდე ამოიღო არჩვაძემ მაგიდის უჯრიდან. წინ დაიდო და წითელლაქიანი ფრჩხილები ააკაკუნა ზედ.

_ შენი პირველი დავალება ამ ადამიანის თვალთვალი იქნება! გამოცდილება არ გაქვს ვიცი, მაგრამ სწორედ ამაშია შენი ძალაც. ის ყველა ჟურნალისტს სახეზე ცნობს და არავის ენდობა. მაგრამ აუცილებლად უნდა გავიგოთ, რა ფარულ საქმეებს ეწევა და შენზე უკეთ ამას ვერავინ შესძლებს!_ ეშმაკურად გახედა დაბნეულ გოგონას.

_ არ მეგონა სტაჟიორობა ამას თუ გულისხმობდა. მეგონა უბრალოდ "გაიქეცი_გამოიქეცი" ვიქნებოდი! _ ჩაილაპარაკა შეთავაზებით გაოცებულმა ლეამ.

_ თუ ვერ შეძლებ, შეგიძლია ახლავე წახვიდე, მაგრამ მეეჭვება ასეთი შანსი კიდევ მოგეცეს ცხოვრებაში!_ ხმა გაუცივდა ვიქტორიას.

_ არა, არ ვამბობ, რომ არ შემიძლია! მაგრამ უბრალოდ .._ ხელი ხელზე მოჰკიდა ვიკიმ და მაგრად მოუჭირა.

_ მეც შენსავით დავიწყე! და ხომ ხედავ დღეს სად ვარ?!_ ხელი სტუდიას მოვალო. ის, რა თქმა უნდა არ უხსენებია არხის მაშინდელ დირექტორს რომ ჩაუგორდა ლოგინში 20 წლის გოგო და პირველი კონტრაქტი ასე რომ გააფორმა. შემდეგ კი ყველაფერი გაუმარტივდა.

ალია დაფიქრდა
"სადაც წვრილია, იქ გაწყდესო!" დაიჩურჩულა. განა რა უნდა ყოფილიყო? უბრალოდ ჟურნალისტური გამოძიება. განა ამაზე არ ოცნებობდა. ახალი სისხლი სჭირდებოდა არხს და ამიტომ აიყვანეს. დაინტერესდა ვინ იყო ის საშინელი ადამიანი, ვისთვისაც უნდა ეთვალთვალა? საქაღალდე მიიჩოჩა გადახსნა და თვალები გაოცებით გამოჭყიტა. სურათიდან არც მეტი არც ნაკლები, თავად მისი ახალი წლის "სამიზნე" შემოსცქეროდა მოღუშული მზერით. გაოგნებულმა გახედა ვიკას. ხმაც არ ამოუღია იმ შემთხვევაზე. მაგრამ თავად ხომ არ იცოდა, რომ ვიკამ ზუსტად იმ შემთხვევის გამო მოძებნა და ახალა ფარულად სწორედ მის გამოყენებას აპირებდა გლახოსთან ომში. კარგად დაინახა და შეამჩნია არჩვაძემ იმ ღამეს გლახოს თვალებში გაელვებული ცნობისმოყვარეობა და რამდენადაც მას იცნობდა, იცოდა, რომ ალია მის დაინტერესებას უეჭველად მოახერხებდა. გლახოს უცნაურ, უხეშ და ზღვარგადასულ მეთოდებსაც კარგად იცნობდა ქალი. ასე რომ შავი სამუშაოს შესასრულებლად ეს გულუბრყვილო გოგონა სწორედ რომ შესაფერისი კანდიდატი იყო.

_ ეს კაცი გლახო მუჯირია. საზოგადოებისთვის ცნობილი ბიზნესმენი, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ ბოროტმოქმედი, რომელიც საკუთარ არაკანონიერ ბიზნესს ჭუჭყიანი ფულით და იარაღით მართავს. მისი ნდობა არ შეიძლება ალის! მისი სიტყვების ნდობაც არ იქნება! მისთვის ადამიანის მოკვლა უბრალოდ გართობაა. თუ იეჭვა, რომ უთვალთვალებ, შენი მოშორებაც არ გაუჭირდება! ისე დაგმარხავს საკუთარ ეზოში, რომელიმე ნაძვის ქვეშ, ნერვი არ შეუტოკდება, ხომ გესმის? გესმის რა სერიოზულ და საპასუხისმგებლო საქმეს ეჭიდები? ეს კაცი!_ თითი დაადო ვიკამ გლახოს სურათს. _ მკვლელი და ნაძირალაა! უნდა დაისაჯოს კანონის მთელი ძალით! და თუ დამეხმარები დაისჯება კიდეც!

თვალები შეპყრობილივით უელავდა ქალს. იმ მონსტრს ჰგავდა წამით, რომელიც ვერაფრით ძღება, სანამ სამიზნეს ბოლომდე არ მოინელებს. რატომღაც არ ესიამოვნა ალიას იმ უცნობ კაცზე ასეთი სიმართლის მოსმენა. გული მოეწურა თითქოს. არა, ამდენ ხალხში რაღა მას მივვარდიო?! გაიფიქრა ნირწამხდარმა. თუმცა უკან მაინც არ დაუხევია. რა მნიშვნელობა ჰქონდა ვინ იყო? რადგან ვიკა ამბობდა, ალბათ იცოდა მის შესახებ რაღაც ისეთი, რასაც მარტო თავად ვერაფრით ამტკიცებდა.

_ კარგი! თანახმა ვარ! თუ ასეთი ნაძირალაა, გამოდის დაისჯება კიდეც!_ მტკიცე ხმით დაეთანხმა გოგონა მისთვის მისაბაძ ადამიანს. ტელევიზია რომ დატოვა, უკვე საკმაოდ წვიმდა. მას კი ქოლგა არ ჰქონდა. ამიტომ თავი დახარა, საკუთარი ჩანთა თავზე დაიფარა და დაღმართს სირბილით დაუყვა. "რაღა დღეს ვათხოვე ოთოს მანქანაო?" გაიფიქრა. გაჩერებისკენ ისე გარბოდა, წინ არ იხედებოდა.

მოულოდნელად ვიღაცას შეეჯახა და რომ არა უცნობის მარჯვე მანევრი ასფალტზე გაჩენილ გუბეში მოადენდა ზღართანს. თავია ასწია შეწუხებულმა და მომღიმარ თვალებს გადააწყდა.

_ უკაცრავად, ვერ დაგინახეთ!_ მოუბოდიშა პირველმა._ რამე ხომ არ გატკინეთ?

უცნობი უცნაური ღიმილით უყურებდა და თითქოს მზერით აფასებდა. მაგრამ პასუხის დაბრუნებას არ აპირებდა. მხრები აიჩეჩა
და წასვლა დააპირა, მაგრამ უცნობი წინ გადაუდგა.

_ მანქანაში ჩაჯდომა უნდა გთხოვოთ!_ ვითომ სთხოვდა, მაგრამ ხმაზე აშკარად ემჩნეოდა, უარს არ მიიღებდა.

_ ბატონო? _ გაოცდა ალია.

_ ჩემს უფროსს თქვენთან საუბარი სურს! ამიტომ იძულებული ვარ, წამოსვლა გთხოვოთ!_ ისევ შეუვალი ხმა ჰქონდა უცნობს.

_ რაო? ვინ არის თქვენი უფროსი? ვერ ვხვდები, რა გინდათ ჩემგან!_ უკან დაიხია. მიხვდა, რაღაც ვერ იყო რიგზე. გასაქცევად მოემზადა და იქაურობა მოათვალიერა. თითქოს მაშინვე მიუხვდა ფიქრებს უცნობი. თავით ანიშნა და ალიას უკან კიდევ ერთი კაცი ამოუდგა. უცნობივით შავებში ჩაცმული და ბევრად ზორბა. ახლა კი შეეპარა შიში გოგონას. ვერაფრით მიხვდა, რას ერჩოდნენ.

_ ხომ არ გაგიჟდით? გიჩივლებთ იცოდეთ! არსად წამოსვლა არ მინდა და არავის ნახვა! გამეცალეთ!_ ერთი _ორი გამვლელის ყურადღება კი მიიქცია, მაგრამ მისი დახმარება არავის უცდია. " სულ ტყუილია ქუჩაში ძალადობაზე გადაღებული სოციალური ექსპერიმენტებიო!" გაიფიქრა ალიამ. გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირეს და ფრთხილად ჩასვეს მანქანაში. ყვიროდა, ჩხუბობდა, მაგრამ ყურადღებასაც არ აქცევდნენ. შემდეგ კარის გაღება სცადა და იმ ზორბამ მაჯა ღონივრად დაუჭირა. მეტი კი არ უნდოდა მის წვრილ მაჯას. ტკივილისგან დაიკვნესა ალიმ.

_ გამიშვი მხეცო, მეტკინა! არ გაქვთ ასე მოქცევის უფლება!_ მაინც უშიშრად უყვირა ზორბას.

_მორჩი ფართხალს და აღარ გეტკინება!_ იმ პირველი უცნობისგან განსხვავებით, ზორბას არაფერი ჯენტლმენური არ ეცხო.

_მიხა, ჩვენს პატარა ქალბატონს ნუ აშინებ!_ ღიმილით გამოხედა მძღოლის გვერდით მოთავსებულმა კეთილთვალება სიმპატიურმა უცნობმა. სადმე სხვაგან რომ შეხვედროდა ეს კაცი, ალია ვერასდროს იფიქრებდა, რომ ის ადამიანის გატაცებას შეძლებდა.

_ ცოტა მოითმინეთ და ყველაფერს თავად აგიხსნით ჩვენი უფროსი!_ დაამშვიდა მან გოგონა.

მანქანა ნაძვებით დაბურულ ეზოში შევიდა. ისიც კი ვერ გაიგო ალიამ, ქალაქის რა უბანში იმყოფებოდა ახლა. კაცები მანქანიდან გადავიდნენ.

_ გადმობრძანდით, თუ შეიძლება!_ ზრდილობის პიკი იყო უცნობი.
ფანჯრიდან ჯერ ეზო მოათვალიერა ალიამ. შემდეგ ფრთხილად გადმოვიდა. საკუთარი ჩანთა გულში ჩაიხუტა.

_ ჩანთა უნდა ჩაგვაბაროთ!_ კვლავ ბრძანების კილოზე ნათქვამი თხოვნა. მუხლები აუკანკალდა. ნეტავ რა ამბავში გაეხვა? ვინ იყო ეს ხალხი? რა სურდათ მისგან? ნუთუ შესაძლებელი იყო დღისით მზისით ადამიანის გატაცება? თუ გატაცება არ იყო, აბა რა იყო? ჩანთის მიცემა არ სურდა. იქ ხომ მობილური ედო.

_ ჩანთა ქალბატონო!_ ირონია გაისმა ზორბას ხმაში. მერე კი მისი ყოყმანით გაღიზიანებულმა უხეშად წაგლიჯა ხელიდან.

_ თავხედი რობოტი!_ ჩაილაპარაკა ალიამ. ერთდროულად ბრაზობდა და ეშინოდა კიდეც.

_ აქეთ წამობრძანდით!_ ამ ზრდილობიანი საუბრით აშკარად დასცინოდნენ.

_ არ წამოვალ! არსად არ წამოვალ! ვინ ხართ და რა გინდათ?!_ ხელები ჯიუტად დაიკრფა გულზე.

_ კარგი, როგორც გინდათ!_ ჩაეცინა კეთილ თვალებიანს. მიბრუნდა და სახლისკენ წავიდა. თან ვითომ აქ არაფერიო, ისე მიაძახა ზორბას:

_ მიხა, გამოუშვი ლეო!_ ლეო ვინღა ჯანდაბაა? ამის გაფიქრება კი მოასწრო და უზარმაზარი ნაცრისფერი, გერმანული დოგი გამოვიდა ეზოს კუთხიდან. გოგონას დანახვისას უზარმაზარი ეშვები ავად გადმოყარა და დაიძაგრა.

_ ვინ არის კარგი ცუგა?_ ხმის კანკალით ჰკითხა ალიამ და ნელა დაიხია სახლისკენ. ძაღლი ავად უღრენდა და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა. როგორც პატარა ბატკანი, ზუსტად ისე მირეკა ძაღლმა ალია სახლის კარამდე.

_ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქალბატონო!_ სახლის კართან დახვდა ზორბა და ირონიულად გაუღიმა.

_ ქალბატონო და ჯანდაბა თქვენ!_ სწრაფად შეძვრა ალია ღია კარში.

_ აბა სად ბრძანდება თქვენი თავხედი უფროსი?_ შესვლისთანავე იკითხა მან.

_ ყველას, გესმით? ყველას გიჩივლებთ ადამიანის გატაცების გამო! ნახავთ! _ გაბზეკილი საჩვენებელი თითით ემუქრებოდა მშვიდად ჩამომსხდარ კაცებს. მაგრამ ისევ არავინ აქცევდა ყურადღებას. კარგა ხნის ჩხუბის და ყვირილის შემდეგ მიხვდა, ამათთან ვერაფერს გავალო. კუთხეში მიდგმულ დივანზე ჩამოჯდა და ნერვიულობისგან დაღლილი. საწყლად მოიკუნტა. გაურკვევლობა აგიჟებდა.

_ ხომ არ გცივათ ქალბატონო? გინდათ ბუხარში შეშას შევუკეთებ? ან იქნებ გშივათ ან გწყურიათ?_ სევდიანად ახედა ალიამ ჯერ ისევ უცნობს. თვალზე მომდგარი ცრემლი ხელის ზურგით მოიწმინდა და ზურგი აქვია, როგორც გაბუტულმა ბავშვმა.
მისი ბავშვური წყენის დანახვისას ისევ გაეღიმა კახის. "ჯობდა ის არანორმალური არ გამოგეწვია პატარავ!"_ გაიფიქრა და ცეცხლი გააძლიერა. ცოტა ხანში ტელეფონმა დაურეკა. გლახო იყო. სახლში ვბრუნდებიო, აცნობა. არადა მთელი დღე ვერ დაუკავშირდა. ხანდახან იცოდა ასე გაქრობა. მთელი დღე დაიკარგებოდა და სანამ თავად არ მოუნდებოდა, უკან არ ბრუნდებოდა. სად იყო ამ დროს და რას აკეთებდა, კახიმ ამაზე არაფერი იცოდა. კარი გააღო და გარეთ გამოვიდა.

_შენი წითური ვიპოვნე გლახო._ უთხრა ღიმილით.

_ სად არის?_ აშკარად მაშინვე დაინტერესდა.

_ შენს სახლშია, ბუხრის წინ ზის და გელოდება._ მობუზულ ალიას გახედა. _ ძალიან არს გაბრაზებული, რომ იცოდე, ყოველი შემთხვევისთვის!

_ გაბრაზებული არა? მე მკითხე ახლა როგორი გაბრაზებული ვარ?! სად ნახეთ? სად ბრძანდებოდა?_ ხმაზე შეატყო კახიმ ესიამოვნა გლახოს მისი ნათქვამი ახალი ამბავი.
_ ეგ არ ვიცით, მის სახლთან იცდიდნენ ბიჭები. ისე გაოცდები, რომ გეტყვი საიდან ავიყვანეთ!_ ეს კი არ გაუხარდებოდა გლახოს, მაგრამ აუცილებლად უნდა ეთქვა._ არჩვაძესთან იყო ტელევიზიაში მისული! როგორც გავიგეთ ვიკას სტაჟიორად გაუფორმებია დღეს!

_ ჰმ, დროს არ კარგავს ქალბატონი ჟურნალისტი! ჩვენზე ადრეც იპოვნა და სამსახურშიც აიყვანა არა?! კარგი, ვნახოთ რა ჩიტია ეს ჩვენი ალქაჯი! და თუ ესეც ვიკასავით ... .თუ მასავით მიღალატებს, მასთან არ ვიქნები ისეთი დამთმობი!_ კბილები გაახრჭიალა გლახომ. ვერ მიხვდა, რამ გააბრაზა, ვიკას წარსულმა, თუ ამ ჯერაც უცნობი წითურისგან ჯერაც არ მოყენებული ტკივილის სიმწარემ.

_ მარტო დატოვეთ და წადით! ლეო აუშვით, რომ სახლის დატოვება ვერ გაბედოს. მოვალ მალე!_ გასცა ბრძანება და გაზს ფეხი დაადგა.

როცა წასასვლელად გამზადებული ბიჭები დაინახა ინსტიქტურად თავადაც ფეხზე ადგა ალია.

_თქვენ აქ რჩებით ქალბატონო! ჩვენ მივდივართ მხოლოდ._ ამცნო კახიმ. გოგონას თვალები გაუნათდა. რა თქმა უნდა მაშინვე გაქცევას მოინდომებდა. სულ სახეზე ეწერა, რასაც ფიქრობდა.

_ სახლიდან გასვლა არ სცადოთ. გარეთ ლეოა!_ სერიოზულად გააფრთხილა კახიმ და ალიას ლამაზი სახიდან მაშინვე ჩამოერეცხა ბედნიერი გამომეტყველება.

_ აქ რა უნდა ვაკეთო? რა გინდათ ჩემგან?_ გაეკიდა უკან კართან მისულს.

_ მალე უფროსი მოვა! დაიცადეთ და ნუ გეშინიათ!_ ბოლოს მაინც შეეცოდა და ოდნავ მაინც სცადა მისი დამშვიდება.
წამით წარმოიდგინა, რომ მისი და იყო. ასე რომ წაეყვანა ვინმეს და შეეშინებინა, შუბლს ხომ დაუფიქრებლად გაუხვრიტავდა, მაგრამ ძალა აღმართს ხნავდა. გლახოს ის სურდა და თავს აღარ დაანებებდა. თუმცა მთელი საღამო აკვირდებოდა და ვერაფრით ხსნიდა, რატომ მოიქცა იმ ღამეს კლუბში ეს მიამიტი და ბავშვური გოგონა ასე უცნაურად და დაუფიქრებლად.

_ რას გაიგებ ქალებისას!_ ჩაილაპარაკა თავისთვის._ ალბათ ერთმანეთს თუ უმტკიცებდნენ რაღაცას!

სადღაც მართალიც იყო. ადამიანების ამოცნობა ხომ არასდროს ეშლებოდა კახის.

მანქანის ფარები აირეკლა შუშის კედელმა. დაიძაბა ალია. ძლივს დაიმორჩილა მუხლების კანკალი. რა უნდა ექნა , თავი როგორ დაეცვა? ვინ იყო და რა სურდა მის გამტაცებელს? საჭორაოდ რომ არ მოუყვანიათ, ამას კი ხვდებოდა. მიმოიხედა და ვერაფერი ისეთი ვერ დაინახა ოთახში, რითაც თავს დაიცავდა. უბრალო დეკორაციაც კი არ იყო სადა, ნაცრისფერ ოთახში. ზიზღით დამანჭა სახე. ესეც მეტყველებდა, რა სახის უგრძნობ ადამიანთან ჰქონდა საქმე. თმიდან ხის პატარა ჯოხი გამოიძრო. აბურდული ალისფერი თმა მხრებზე ჩამოეშალა. წვრილი ჯოხი ხანჯალივით მოიმარჯვა ხელში და თავდასაცავად მოემზადა.

კარი მშვიდად გააღო გლახომ. სახეზეც მშვიდი, არა უფრო ცივი და უგრძნობი ნიღაბი მოირგო. სურდა სათანადოდ შეეშინებინა სახლში გამომწყვდეული იძულებითი სტუმარი. მისაღები მოათვალიერა და ბუხრის წინ მოკრა თვალი. ცეცხლის შუქზე მთლად წითლად უბზინავდა წელამდე თმები. დაძაბული იდგა. ცალ ხელში მართლა ჯადოქარივით ჰქონდა პატარა ჯოხი შემართული. თვალებსაც გაცოფებული აელვებდა. ერთი შეხედვით ვერა, მაგრამ თუ დააკვირდებოდა კაცი, დაინახავდა, რომ ძალიან ეშინოდა. თუმცა შიშის მიუხედავად, არავის დანებდებოდა მარტივად. უნებურად შეეცვალა სახე და გაეღიმა. დაუჯერებელი იყო, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ლამაზად მოეჩვენა.

_ გამარჯობა!_ მიესალმა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ალიამ უკან დაიხია.

_ შენთვის რამის დაშავება რომ მდომოდა, უკვე ჩემს ეზოში იქნებოდი ჩამარხული!_ მისი დამშვიდება სურდა, მაგრამ უარესი კი გამოუვიდა. მის დანახვაზე საზე წაეშალა ქალს.
_ შეენ? ნაძვის ქვეშ?_ ძლივს გაარჩია მისი სიტყვები.

_ აშკარად მიცანი!_ ესიამოვნა, რომ იცნო.

_ გასწიე ეგ ჯოხი!_ ისევ სცადა მიახლოება, მაგრამ ალია კვლავ გაეცალა.

_ კარგი! მოდი, დაჯექი და ვილაპარაკოთ!
_ მე არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო!_ ცივად უპასუხა გოგონამ.

_ აჰ, დამავიწყდა შენ ხომ პირდაპირ კოცნით იწყებ!_ აშკარად დასცინა გლახომ.

_ ეგ... ეგ უბრალოდ შეცდომა იყო! მეტი არაფერი!_ თვალს არ აცილებდა დაძაბული ალია.

_ შეცდომა იყო ესეიგი? და იმას რა მოვუხერხო, რომ ამ შეცდომის გამო შეყვარებულმა მიმატოვა?_ თვალმოჭუტულმა გახედა გლახომ.

_ რა?_ ოდნავ შეკრთა ალია_ ერთი კოცნის გამო?

_ერთი, მაგრამ ძალიან ვნებიანი, ცეცხლოვანი კოცნის გამო და იმის გამოც, რომ ეს მე ძალიან მომეწონა, ცხოვრების სიყვარული დავკარგე!_ ნუთუ ამდენად გულუბრყვილოა? გაიფიქრა გულში კაცმა. აშკარად ხედავდა, მისი სიტყვები მიზანს ხვდებოდა და ქალს სინდისის ქენჯნას უღვიძებდა. ნელა დაუშვა ხელი ალიამ.

_ მართლა? ამაზე არ მიფიქრია მაშინ! _ ჩაილაპარაკა გოგომ._ ჩემ გამო დაზარალდით? თუ გინდათ დაველაპარაკები და ბოდიშს მოვუხდი! ყველაფერს ავუხსნი!
გულწრფელად ნანობდა, და ბოდიშსაც გულწრფელად უხდიდა. ნუთუ ამდენად უბრალო გოგო იყო? ალიას დაბნეულობით ისარგებლა. უცებ მიუახლოვდა. მაჯაში ხელი მოკიდა და გულში ჩაიკრა. ორივე მკლავით ისე შებოჭა, თავის დახსნის საშუალება დაუკარგა.

_ ხოდა ახლა შენვე უნდა აგო პასუხი შენსავე სისულელეზე!_ უთხრა ავად და გაოგნებისგან გაშეშებულს ტუჩებზე დააცხრა. გრძნობდა მის წინააღმდეგობას. ხვდებოდა, რომ დრო იყო შეჩერებულიყო, მაგრამ სიამოვნება, რომელსაც მისი კოცნისგან, მისი შეხებისგან იღებდა, ყველა სხვა გრძნობას სჯაბნიდა მასში. ტუჩებიდან ყელს ჩაუყვა, ცალი ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა.

_ გამიშვი, გამიშვი ცხოველო!_ ლამის ტიროდა ალია.

_ გამიშვი საზიზღარო! არაკაცო! _ კიოდა გაცოფებული ქალი. მოულოდნელად, როგორც კი მოახერხა, თავისუფალი ხელით ყელზე ჩამოკაწრა. ტკივილმა მოიყვანა გონს გლახო. სიბრაზემ მთელ გონებაში დაუარა. მისი ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და სამაგიერო გადაუხადა. შემდეგ კი ხელი გაუშვა და ნატკენი ყელი დაისრისა.
სისხლი მოსდიოდა გახეთქილი ტუჩიდან ალიას, მაგრამ თავად ვერც ხვდებოდა ამას. შეშინებული აცეცებდა ლამაზ თვალებს. აშკარა იყო, ისევ გაქცევა სურდა.
ხელი მისი ტუჩისკენ ასწია გლახომ, მაგრამ დამფრთხალი ჩიტივით შეხტა ქალი. მისი გულის ხმაც კი ესმოდა. საკუთარ თავზე გაბრაზდა. საკუთარ საქციელზე. მაგრამ წამითაც არ უნანია ეს კოცნა, მთელი კვირა იყო ამას ნატრობდა.

_ შენ აქ დარჩები, ჩემთან! გაქცევაზე არც იფიქრო, არ დაგავიწყდეს, ეზოში ლეოა!

_ რა გინდა ჩემგან? _ ნატკენი ტუჩი გასიებოდა ალიას.

_ გატკინე?_ ისე მზრუნველად შეეკითხა. გაოცებულმა ამოხედა გოგომ. მერე კი ისევ მოიღუშა.

_ გამიშვი!

_ რომ გაგიშვა, კიდევ მოხვალ ჩემთან?_ აწეწილი თმა გაუსწორა. არ სურდა ასეთი რამ ექნა, არ სურდა მისთვის ტკივილის მიყენება, მაგრამ ეს ალქაჯი წონასწორობას აკარგვინებდა. ხელი აუკრა ალიამ და თმა მხარს უკან გადაიწია. გაცლა სცადა, მაგრამ არ გაუშვა გლახომ.

_ ცოტა ხნით ჩემთან უნდა დარჩე!_ ნაბიჯით მოშორდა და თავისუფლად სუნთქვის საშუალება მისცა.

_ რატომ? რის მიღწევას ცდილობ? არ მინდა აქ ყოფნა! არ დავრჩები აქ!_ საკუთარი უძლურება აგიჟებდა ალიას._ გიჩივლებ! ნახავ თუ არ გიჩივლებ! ეს ქვეყანა ჩალით კი არ არის დახურული! შენნაირ ამაზრზენ ხალხს რომ ჰგონია!

_ რა იცი შენ ჩემზე!_ წარბი შეიკრა გლახომ.
_ საკმარისია, რაც დღეს ვნახე და მოვისმინე! შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორ მძულს შენნაირი ფულით გაბღენძილი ბნელი ხალხი! უგულო მონსტრი ხარ და მეტი არაფერი!_ სიტყვებს ვეღარ აკონტროლებდა ალია._ ვინც ხელს გიშლის ნაძვის ქვეშ მარხავ ეზოში არა?! წეღანაც ეს არ მითხარი? მკვლელო!
ჯერ ბრაზობდა, მერე კი უბრალოდ გაეღიმა.

_ რომ იცოდე, როგორ გიხდება სიბრაზე, თავს ძლივს ვიკავებ, იგივე არ გავიმეორო!_ დრაკონით მოხატული ხელი ასწია და ლოყაზე მოეფერა.

_ ხელი გასწიე საზიზღარო! არ გაბედო და ეგ ბინძური თითები აღარ შემახო!_ უკივლა ალიამ.

_ ბინძური?_ მიამიტად გაიოცა გლახომ და გრძელი და ძალიან ლამაზი თითები თვალწინ აუთამაშა. _ მგონი ძალიანაც ლამაზი თითები მაქვს! შენ ასე არ ფიქრობ?!

_ გამიშვი, გთხოვ, უბრალოდ დავივიწყოთ, რაც მოხდა! _ კიდევ ერთხელ სცადა გლახოს დათანმხება ალიამ_ წარმოიდგინე, რომ არაფერი არ მომხდარა!

_ და მოხდა რო რამე?_ ზურგი აქცია გაოცებულ ალიას და სამზარეულოსკენ გაემართა.

_ თუ გშია, წამოდი!_ გამოსძახა, უდარდელად. მაგრამ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია გოგონას. უბრალოდ ისევ იმ დივანს დაუბრუნდა, სადაც მის მოსვლამდე იჯდა. დაჯდა და დაფიქრდა. იყო რაღაც სიმართლე ვიქტორიას სიტყვებში. ნორმალური და კანონმორჩილი მოქალაქე ასე არ შეუზღუდავდა თავისუფლებას ქალს ერთი უბრალო და უწყინარი კოცნისთვის. იქნებ მართლა მიატოვა შეყვარებულმა და ასე შურს ძიობდა, მაგრამ თუ შურისძიება იყო, რას უცდიდა? აქ რატომ მოიყვანა? რას ელოდა მისგან? იქნებ იცოდა, რომ ვიკას ეხმარებოდა ჟურნალისტურ გამოძიებაში? მაგრამ ახლა როგორღა ეთვალთვალა? ვინ ჩაახედებდა ალიას მის საქმეებში? სახლიდან არ გააყოფინებდნენ ცხვირს. ესეც შენი იღბალი და წარმატება! ფიქრობდა თავისთვის მოწყენილი და შუშის კედლის მიღმა სიბნელეში ჩაძირულ ეზოს გაჰყურებდა.

_ახალი წელია და ნაძვის ხე კი არა, ერთი ფერადი ნათურაც კი არ უკიდია! უჟმური!_ ჩაილაპარაკა ალიამ თავისთვის.

_ნაძვის ხე, რა ბავშვი კი არ ვარ!_ მისი ხმის გაგონებისას შეხტა გოგონა. როგორ მოუახლოვდა ასე კატასავით უჩუმრად?

_ სანტა კლაუსსაც ხომ არ ელოდები ხოლმე ახალი წლის ღამეს? თუმცა კი ვნახე, რასაც აკეთებ მაგ დღეს!_ დამცინავად ჩაიცინა. მის წინ პატარა მაგიდაზე ჩაი და სენდვიჩი დადო.

_ ჭამე და შიმშილობანას ნუ ითამაშებ! არ მიყვარს წუწუნა ქალები!

_ საერთოდ არ მადარდებს, შენ რა გიყვარს!_ წარბები შეკრა ალიამ.

_ ნუ მიწვევ იცოდე!_ მუქარით გამოხედა გლახომ.

_ არა, მაინც მითხარი, რატომ მაკოცე? რა იყო ეგ? დაქალებს უმტკიცებდი, რომ მაგარი გოგო ხარ?_ ალიამ მოქუფრულმა შეათვალიერა გლახო. "რატომ მეჩვენება ეს ამაზრზენი კაცი ასე სიმპატიურადო!" გაიფიქრა. შემდეგ საკუთარ ფიქრებზე გაბრაზებული ფეხზე წამოდგა.

_ სადაა ჩემი ოთახი!

_ შენი ოთახი?_ გაეცინა გლახოს._ შენი ოთახიც გაქვს?

_ სადმე ხომ უნდა დავიძინო?_ გაოცდა ალია.

_ ჩემთან დაიძინე!_ ისე უბრალოდ შესთავაზა გლახომ, გაოცებისგან თვალები დააფახულა გოგომ.

_ შენ მე ვინ გგონივარ, ჰა?_ აშკარად ისევ წამის წინანდელივით ეწყებოდა პანიკა._ ან შენი თავი ვინ გგონია? რას მიბედავ, ჰა? ან შენნაირებისგან რა მიკვირს ნეტავ!

_ ჩემნაირებისგან?_ დივანს მიეყრდნო და ფეხი ფეხზე გადაიდო._ ბევრი ჩემნაირი გინახავს?!

_ კიი სამწუხაროდ! ბევრი შენნაირი თავხედი შემხვედრია! რომელსაც ჰგონია, რომ მისი სურვილით ვიწვი! მაგრამ შენ მგონი ყველას აჯობე სითავხედეში!

_ ჩემამდე რა და ვინ გინახავს არ ვიცი მე, მაგრამ ერთ სიკეთეს გაგიკეთებ და ამ წამიდან ჩემნაირები აღარ შეგაწუხებენ ალქაჯო! მხოლოდ ჩემი ატანა მოგიწევს! ნუ ნერვიულობ, შემეჩვევი და ბოლოს ისე მოხდება, რომ უჩემოდ წამითაც ვეღარ გაძლებ! გპირდები!_ ადგა ზურგი აქცია და კიბეებს აუყვა.

_ მეორედ აღარ შემოგთავაზებ საკუთარ თავს!_ ჩაეცინა ირონიულად_ რომელი ოთახიც გინდა ის აარჩიე და შენი იყოს!
აივანზე იდგა და მასზე ფიქრობდა. უკვირდა თავს რომ იკავებდა, არადა სულწასულად სურდა მისი სურნელი, მისი ნატკენი ტუჩები, მისი წვრილი მაჯები და გაწეწილი წითელი თმა. დამძიმებულ ცას გაჰყურებდა, სადაც მთვარე ნელ-ნელა ივსებოდა.

_ ოღონდ შენც არ მიღალატო!_ ჩაილაპარაკა თავისთვის._არ მიღალატო და ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ქალად გაქცევ!

ალიაც ფანჯრის წინ იჯდა, ისიც მთვარეს გაჰყურებდა და მხოლოდ მისგან გაქცევაზე ფიქრობდა. გეგმას აწყობდა, როგორ მოეხერხებინა და ქალაქში დაბრუნებულიყო, შემდეგ კი ამ თავხედისთვის ჭკუა ესწავლებინა და იქ გამოეკეტა, სადაც მისნაირი მოძალადე მონსტრების ადგილი იყო.

მთვარე კი ორივე მათგანს ხედავდა, ეღიმებოდა და მათ ამბავს ისე სწერდა, როგორც ახლა მე ვწერ ამ ამბავს.

4
_ სად გაქრა ეს გოგო? ვურეკავ, ვურეკავ და არ მპასუხობს!_ ეკითხებოდა ლეას ნანა.

_ ხომ იცი მაგის ამბავი! ალბათ გამოიკეტა სახლში და იმ ქეციანი ქალის ნაცვლად მუშაობს! ან დარბის ენაგადმოგდებული ზევით_ქვევით! რა მოსწონს მაგ ქალის ნეტავ? რომ კითხო ადამიანებში არ ცდება!_ ჩაეცინა ლეას.

_ ხო არც მე მომწონს, მაგ აუტანელ ჟურნალისტს სიუჟეტის გამო შეუძლია ყველა და ყველაფერი გამოიყენოს!_ თავი დაუქნია ნანამ._ მოიცა, მივწერ და იმედია მიპასუხებს!

" სად დაიკარგე ალი, შეგვეხმიანე რა!" ტექსტი სწრაფად დაწერა და გააგზავნა მეგობრის ნომერზე.

_ არ დაიღალა მოკლედ!_ ღიმილით დახედა ალიას ტელეფონზე აციმციმებულ ნანას სურათს კახიმ. _სად შეიყარნენ ასეთი ლამაზები ნეტავ?
ჩაილაპარაკა ისევ ღიმილით და საკუთარი თავი გამოიჭირა, რომ გული დასწყდა როცა ზარი გაითიშა და ეკრანი ჩაქვრა.
ვითომ რთული პაროლი წამში მოხსნა ტელეფონს და ნანას მისწერა:
" საქმეზე ვარ ქალაქიდან გასული. მასალას ვაგროვებ. მოგწერთ, როცა მოვიცლი."

ჯერ ისევ ბნელოდა, კიბეები მშვიდად ჩამოიარა გლახომ და გაკვირვებული შედგა ბოლო საფეხურზე. ალიას აჩემებულ დივანზე ეძინა, არ უფიქრია ამდენად ჯიუტი თუ იყო ეს უცნაური გოგო. არ უფიქრია, თორემ ასე საცოდავად მოკუნტულს აქ დაძინების უფლებას არ მისცემდა. სხვა ქალები არასდროს მოქცეულან ასე და მის შეთავაზებულ კომფორტზე უარი არ უთქვამთ. ჩუმად მიუახლოვდა და მის წინ დაიხარა. გოგოს თვალებზე ეტყობოდა, რომ ძილის წინ ტიროდა.

_ რა ლამაზი თმა გაქვს!_ დაიჩურჩულა, მისი გრძელი ლამის იატაკამდე ჩამოყრილი თმები ერთად მოაგროვა და სახესთან მიიტანა.

_ ლამაზი და ფუმფულა! ხასიათიც შენი თმის მსგავსი რომ გქონდეს რა იქნებოდა, ჰა?_ ხელი ფრთხილად შეუცურა წელს ქვემოთ და ხელში აიყვანა. კიბეებს ნელა აუყვა მაღლა.

_ ნეტავ რა მოიყვანს ჭკუაზე შენნაირ ალქაჯს?_ ისე ჰკითხა მძინარეს, თითქოს პასუხს მიიღებდა._ ან იმ საზიზღარმა რა მოგიყვა ასეთი ჩემზე?
კახიმ ყველაფერი მაგიდაზე დაუტოვა გლახოს, რაც ჩანთაში ჰქონდა, ალიას მობილურის გარდა, ფოტოები, დოკუმენტები, რომელთა უმრავლესობა ყალბი იყო.

_ პატარა სასაცილო აგენტო! კარგი, ვითამაშოთ, თუ ეს დაგაინტერესებს!_ ცხვირის წვერზე ოდნავ აკოცა და თავის საწოლში ჩააწვინა. შემდეგ კარი გაიხურა და კიბეებს უკვე მხიარული სტვენით დაუყვა.

_ დილა მშვიდობის ლეო! ვინაა კეთილი და ჭკვიანი ბიჭი! _ თავზე მოეფერა პატრონის დანახვით აცქმუტებულ ძაღლს._ აბა კარგად უდარაჯე იმ პატარა მხეცს! და არ მოგატყუოს იცოდე და გული არ მოგილბოს! მაგრად სდექ!

დაელოდა სანამ კარი გაიღებოდა. თან უკვე ადგილზე დარბოდა, კუნთებს ახურებდა. კარი გაიღო და სირბილით დაუყვა ჯერ ისევ სიბნელეში ჩაძირულ გზას.

თვალები გაახილა ალიამ. უცხო ჭერს ახედა. უცებ ვერც კი მიხვდა სად იყო. მერე წინა საღამო გაახსენდა და სწრაფად წამოჯდა ბრაზმორეული. მერეღა მიხვდა სხვის საწოლში რომ იწვა. უცხო ადამიანის სურნელი იდგა ოთახში. ოთახი მოათვალიერა. აქაც საგნების მინიმალური აუცილებლობა იგრძნობოდა. კარადა, საწოლი, პატარა მაგიდა, პატარა ნოხი საწოლის წინ.
არაფერი ზედმეტი და არავითარი სამშვენისი.

_ რა ჯანდაბაა, ამდენი ნაცრისფერი?!_ საბანი ძირს მოისროლა და საწოლიდან ადგა. აბაზანას მიაშურა. იქაც ეს აუტანელი მინიმალიზმი დახვდა. არადა თავად ყველაფერი ჭრელი, ლამაზი და არეული მოსწონდა.
მერე კარადა გამოხსნა და ინტერესით შეიჭყიტა. მოწესრიგებულად დაეკეცათ ტანსაცმელი. აქაც არაფერი ფერადი არაფერი მხიარული. კარის დახურვა არც უფიქრია. ჯინაზე დატოვა ასე. წამით მოშორდა კარადას და თავისი არეულ დარეული უჯრები გაახსენდა. თვალები მოჭუტა.

_ აქ გინდა გამომკეტო არა?! მოიცადე მე შენ გასწავლი ჭკუას!_ჩაეცინა
და უკან კარადისკენ მიბრუნდა მხიარული ღიმილით.

უკვე კარგად გათენებული იყო გლახო სახლში რომ დაბრუნდა. ეზოდანვე დაინახა აივანზე გამოჭიმული ალია. გოგონა თვალდახუჭული იდგა და სავარაუდოდ იოგას ვარჯიშებს აკეთებდა. ცალ ფეხზე მდგომს ცალი ფეხი მოხრილი დაედო მუხლზე, ორივე ხელი მაღლა აღემართა და შეეტყუპებინა. დილის მზეს ისრუტავდა მისი თმები და თავად ასხივებდა მზესავით.

_ ჰოო,_ ჩაილაპარაკა დაფიქრებით გლახომ_ მგონი მეტისმეტადაც კი მომწონხარ! მთლად ასეც არ მიფიქრია!
კარი გააღო, სახლში შევიდა და ელდა ეცა.
გეგონება ქარიშხალს გადაევლო იქაურობისთვის. ან რანაირად იყო შესაძლებელი ამ ლამის ცარიელ სახლში ასეთი აურზაურის მოწყობა?!
მიხვდა, სამაგიეროს უხდიდა ალქაჯი.

_ ანუ ასე არა? მე კიდე მინდოდა ცოტა დამეთმო შენთვის!_ სწრაფი ნაბიჯებით აიარა კიბეები და აივნისკენ წავიდა.აივანის მოაჯირს დაყრდნობილი საკმაოდ დიდზე იყო აივნიდან გადახრილი ალია და ქვევიდან მომზირალ ლეოს აბრაზებდა.

_ საოცარია ძაღლო, როგორ გავხარ პატრონს!_ ამის გაგონებისას უნებურად გაეცინა გლახოს. მაგრამ ახლა კიდევ უფრო მოუნდა ამ ჯიუტი გოგოს შეშინება. მკლავში ჩაავლო ხელი და სწრაფად მოატრიალა. მოულოდნელობისგან დაიყვირა ალიამ. ვერ მიხვდა რას უპირებდა მოღუშული მასპინძელი. წელზე ხელი მოავლო გლახომ და აივნის მოაჯირზე შემოსვა გაოგნებული. თან ოდნავ უკან გადასწია. ინსტიქტურად ჩაებღაუჭა ალია. ხელები კისერზე მოხვია და სცადა ჩახუტებით შეემაგრებინა თავი. მწვანე თვალები შიშისგან დამრგვალებოდა.

_ რას აკეთებ ველურო! გამიშვი! გამიშვი ხელი!_ გამიშვიო კი ყვიროდა, მაგრამ გამწარებული ებღაუჭებოდა.
უცნაური ბუნების კაცი იყო გლახო. უხეში და ცივი ერთი შეხედვით, ულმობელი და სასტიკი, მაგრამ თან ძალიან მგრძნობიარე. ყველა დეტალს ამჩნევდა, მით უფრო მაშინ თუ დაინტერესებული იყო. ახლაც ინტერესით აკვირდებოდა მის მკლავებში მომწყვდეულ საოცრებას. ხედავდა, როგორ უფეთქავდა ყელზე საძილე არტერია. დაიხარა და ტუჩებით ყელზე შეეხო ოდნავ.

_ მართლა გაგიშვა ხელი?_ ჰკითხა ჩურჩულით. თუნდაც ეთქვა გამიშვიო, მიხვდა იმ წამიდან ვერასდროს შეძლებდა მისთვის ხელის გაშვებს. თავადაც შეაშფოთა ამ უცნაურმა ფიქრმა. შეშინებულ თვალებში ჩახედა და გაუღიმა.

_ ეს იმ არეულობის სამაგიეროდ, რაც ჩემს სახლში მოაწყვე! სხვა დროს დაფიქრდი, სანამ იგივეს გააკეთებ! თორემ ვატყობ შენი კოცნა სასიამოვნო მოთხოვნილებაში გადამდის!

ნელა დასვა აივნის ხის იატაკზე და ნელა გაუშვა ხელი. წამით იდგა ალია შემკრთალი თუ გაოცებული. მერე მისი შიში სიბრაზემ შეცვალა.

_ არ მეშინია შენი!_ ძლივს ამოღერღა გაცოფებულმა.

_ კი, ვნახე!_ ირონია გაისმა გლახოს ხმაში.

_ რა გინდა ჩემგან! აქ რატომ ვარ!_საკუთარი უმწეობა უფრო აცოფებდა, ვიდრე წამის წინ მომხდარი.

_ იმიტომ რომ გამომიწვიე!_ მშვიდად უპასუხა გლახომ და იქვე მოწნულ სავარძელში ჩაჯდა.

_ დიდხანს აპირებ შიმშილს?_ ისე ჰკითხა თითქოს აქ არაფერი.

_ სახლში მინდა!
_ სახლში ხარ!_ ოდნავადაც არ ემჩნეოდა ემოცია გლახოს. ისე მშვიდი და ცივი იყო, როგორც სჩვეოდა .

_ ყველაფერს გავანადგურებ ამ სახლში!_ თვალები აუელვარდა ალიას. მისმა სიმეშვიდემ წონასწორობა დააკარგვინა. მიმოიხედა და გასატეხი რომ ვერაფერი დაინახა გაცოფებული სახლში შევადა.
თავი საზურგეს მიაყრდნო გლახომ. ართობდა მისი სიბრაზე. სახლში ამტყდარ ლაწალუწი ღიმილმორეული უსმენდა.
ნეტავ რომ სცოდნოდა ალიას რამდენად არაფერს ნიშნავდა ეს მატერიალურად ღირებული ნივთები მისთვის მაინც მოიქცეოდა ასე? როდის როდის ჩაწყნარდა ალია. ბოლოს სიმშვიდემ დაისადგურა. თვალები გაახილა გლახომ.

_ რა ჰიპერაქტიური ქალია?!_ ჩაილაპარაკა მშვიდად და ალიას მოსაძებნად სახლში შევიდა. ისევ იმ დივანზე იწვა მოკუნტული. გარშემო სრული საგიჟეთი მოეწყო.

_ მხიარულება, აი რა გვაკლდა ამ სახლში!_ სამზარეულოში შევიდა და საჭმლის გაკეთება დაიწყო მოშიებულმა. მაგრამ ერთი მთელი თეფში ვეღარ იპოვნა საჭმლის გადმოსაღებად. თავი გადააქნია და პირდაპირ ტაფიდან დაიწყო ტაფამწვარის ჭამა.

_დამლაგებლები ამოიყვანე კახი! და თამრო დეიდას უთხარი, ახალი ჭურჭელი მიყიდოს._ დაურეკა კახის.

_ რა ხდება მშვიდობაა?_ გაეცინა კახის. იეჭვა ამ თხოვნაში ალქაჯის ხელი რომ ერია._ რაო დალეწა ყველაფერი?

_ ეს უნდა ნახო! ისე ვერ აგიხსნი რა ამბავი დაატრიალა ამ შეშლილმა!
_ უშვებ?
_ ასე თუ გააგრძელა, მგონი ვერასდროს გავუშვებ!

კახიმ ტელეფონი გათიშა და მითითებები მისცა ვისაც საჭირო იყო.
ღიმილით გაემართა მანქანისკენ. მართლა აინტერესებდა, რა ხდებოდა გლახოს სახლში. ვინ იცის, იქნებ ის ადამიანი იპოვნეს, ვისაც წლები უშედეგოდ ეძებდა მისი მეგობარი.
ქალი, რომელიც ამ მოსაწყენ ერთფეროვნებას დაურღვევდა გლახუნა მუჯირს. სწორედ მანქანაში ჩაჯდომისას დაურეკა ტელეფონმა. მშვიდად უპასუხა, მაგრამ მოსმენილმა გააოგნა.

_ რა ქნა მაგ ნაგავმა? ასეც გათავხედდა უკვე არა? ცოტა მოიცადე, ახლავე მოვალთ!_ კარი გამეტებით მიაჯახუნა ნერვებმოშლილმა.

_ ამის დედაც. როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი?!_ ისევ მობილური აიღო და გლახოს ნომერი აკრიფა.

_ დღეს დამლაგებლები მოვლენ და ჩემი დამხმარე ქალიც მოვა! ჭკვიანად მოიქეცი იცოდე! წასვლა არც სცადო, სულ ერთია მაინც დაგაბრუნებ! და მერე ასე კეთილი აღარ ვიქნები!_ გული უგრძნობდა ყველაფერს გაართულებდა ალია, მაგრამ წაუსვლელობა არ იქნებოდა. ვასილიჩის, მამამისის ყოფილი პარტნიორის და ერთ დროს საუკეთესო მეგობრის, მტრად მოკიდების შემდეგ, სიმშვიდე არ ღირსებია. ახლაც ერთ ახალ ობიექტზე მის ძაღლებს კახის დაქირავებული ხალხი ეცემათ. უბრალო მუშები იყვნენ და მათ საქმეებთან კავშირი არ ჰქონდათ, მაგრამ ამით სწორედ გლახოს დამცირებას ცდილობდა ბებერი ტურა. ალბათ თავისი უნიათო შვილის ამბავი არ ასვენებდა.

_ გაიგე რა გითხარი?_ მაჯაში მოკიდა ხელი და მოახედა გაჯიუტებული.

_ სთხოვე თამრო დეიდას და იმას მოგიმზადებს, რაც გიყვარს! და ჭამე იცოდე! თორემ წინასწარ ვიცი იქიდან კარგ ხასიათზე არ დავბრუნდები და დიდი ალბათობით ჯავრს შენზე ვიყრი._ მისი კოცნა უნდოდა. უნდოდა ასე დამშვიდებულიყო, მაგრამ ისედაც გაღიზიანებულ ალიას ცეცხლზე ნავთი აღარ დაუმატა.

_ ჭკვიანად მოიქეცი!_ ისე დაუბარა, როგორც პატარა ბავშვს და სახლიდან სწრაფად გავიდა.

_ წაშავდა, როგორც იქნა!_ დაიმანჭა ზიზღით ალია.
ახლა დრო უნდა ეხელთა და ამ მომსახურე პერსონალის დახმარებით აქაურობისთვის თავი დაეღწია.
დაინახა როგორ შემოვიდნენ ეზოში, ოთხნი იყვნენ, წინ ასაკიანი, მოხდენილი, მკაცრი სახის ქალი მოუძღვოდათ. მისდა გასაოცრად ლეო მშვიდად შეხვდა მოსულებს. "ეტყობა ხშირად მოდიანო!" გაიფიქრა და უფრო უკეთ დააკვირდა.

_ეს რა ამბავი მოუწყვია იმ გადარეულ ბიჭს!_ გაიოცა იმ ლამაზმა, მკაცრმა ქალმა, როცა კარი გააღო. მერე თვალში ალია მოხვდა და დაკვირვებით შეათვალიერა.

_ გამარჯობა ქალბატონო!_ მიესალმნენ მოსულები.

_ მე თქვენი ქალბატონი არ ვარ!_ უპასუხა მათ სალამს ალიამ._ ალია მქვია და აქ ტყვე ვარ! დამეხმარეთ აქიდან წავიდე! დამარეკინეთ პოლიციაში!
მისმა სიტყვებმა გაოცების ჩურჩული გამოიწვია, მაგრამ მის დასახმარებლად არცერთს არ გადმოუდგამს ნაბიჯი.

_ ხალხი არა ხართ? შვილები არ გყავთ?_ გაოგნდა მათი უმოქმედობისგან ალია.

_ არ გესმით? მე აქ იძულებით მომიყვანეს! უნდა წავიდე აქიდან!

_ ქალბატონო, ბატონმა გლახომ გვითხრა, რომ გაბრაზებული ხართ! მაგრამ არაუშავს ცოლ_ქმარს შორის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო!_ გაუღიმა ერთმა ასაკოვანმა ქალმა.

_ რაო? ცოლიო? ხომ არ გაგიჟდით? რა ცოლი? ღმერთო შენ მიშველე! დამარეკინეთ! დამარეკინეთ, თორემ როცა აქიდან გავალ თანამზრახველების გამო ყველას გიჩივლებთ!_ ქალებმა მათ უფროსს გადახედეს დაბნეულად.

_ თქვენს საქმეს მიხედეთ!_ გასცა მან მკაცრი ბრაძანება. ალიას გვერდი აუარა და სამზარეულოში შეიტანა მოზრდილი ყუთი.

_ ქალბატონო არ გესმით ჩემი?_ უკან შეყვა ალია ქალს.

_ გლახო არაა ის ადამიანი, უმიზეზოდ ვინმე გაიტაცოს და დაამწყვდიოს. იქნებ თქვენს პრობლემაში ჩვენ არ გაგვრიოთ? რას შეჭამთ, რა მოგიმზადოთ?

_ არაფერი არ მინდა თქვენი!_ თვალები აუცრემლიანდა ალიას._ არაადამიანებო!
თანაგრძნობით მომზირალ ქალს ზურგი აქცია და სამზარეულოდან გაიქცა.
ქალმა ამოიოხრა.

_ ახლა რაღა მოიგონა იმ აუტანელმა ნეტავ? რატომ ჰყავს აქ ეს ბავშვი? ასე არასდროს მოქცეულა, ნუთუ ის იპოვნა, ვისაც ეძებდა?_ ინტერესით გახედა ღიად დარჩენილ კარს.
საჭრელი დანა აიღო და ბოსტნეულით სავსე თასისკენ შებრუნდა ფიქრებში ჩაფლული.

დიდი ხნის წინ, მაშინ როცა გლახოს მშობლების სალდი სახლის დიასახლისის და თავისი მეგობრის ტრაგედიას პირადად შეესწრო. სამი ახალშობილი ვაჟის სიკვდილის შემდეგ, არავის ეგონა თუ შემდეგი ვაჟი გადარჩებოდა. მაგრამ მოხდა სასწაული. გლახუნა დაიბადა. დაიბადა უცნაური სახელით და უფრო უცნაური პირობით, რომ აუცილებლად ეპოვნა მისთვის განკუთვნილი მზის სხივი, სანამ წყვდიადი სამუდამოდ მიითვისებდა.
ცრურწმენების ძალიან სჯეროდა თამროს, თანაც თანდათან ყველაფერი ცხადდებოდა. გლახო არ ჰგავდა ჩვეულებრივ მხიარულ ბავშვს, მისი თვალებიც კი უცნაურად შავი და ბნელი, ხანდახან აშინებდა ქალს. მაგრამ დედამისისთვის მიცემულ პირობას გვერდს ვერ უვლიდა უშვილო ქალი, რომ ყველაფერში დახმარებოდა საკუთარ აღზრდილს. და ახლა, როცა ალია ნახა, და იეჭვა კიდეც, რომ ეს სწორედ ის გოგო იყო, ვინც მის შვილობილს სჭირდებოდა, საკუთარი ხელს უფრო დათმობდა, ვიდრე მას გაუშვებდა.

_ გლახოს არ სჯერა, მაგრამ ეს არაა მთავარი! მას ის არ უნახავს, რაც მე ვნახე იმ ღამეს! ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ ნამდვილად ისაა!_ ჩაილაპარაკა და ხელით გულზე დაკიდული ცრემლის ფორმის სამკაული მოისინჯა.

გვიან დაბრუნდა სახლში გლახო. დამხმარე ქალებს სახლი დაეწკრიალებინათ. დილანდელი სიგიჟის არაფერი ემჩნეოდა იქაურობას. მხოლოდ თამრო ელოდა შვილობილს სამზარეულოში მჯდარი და დაფიქრებული.

_ თამროო! შენ რა არ წასულხარ?_ მხრებზე ხელი მოხვია გლახომ ქალს.

_ შენ გელოდებოდი შვილო! როგორ ხარ აბა?_ შეჰღიმა ქალმა და მაშინვე მაგიდის გაშლა დაიწყო. ვახშმის დანახვისას ალია გაახსენდა გლახოს.

_ ჭამა რამე?_ ისე ჰკითხა მაშინვე მიხვდა თამრო, ვისაც კითხულობდა კაცი.

_ არაფერიც! ერთი ლუკმა რომ ლუკმაა, ის არ გადასცდენია პირში!_ წარბი შეიკრა ქალმა.

_ გაგაბრაზა?_ გაუღიმა გლახომ.
_ ჯერ დახმარება გვთხოვა, ტყვე ვარ და მიშველეთო, გადამირია ქალები! მერე გამოგვლანძღა ყველა და შენს ოთახში შეიკეტა._ მხრები აიჩეჩა ქალმა.

_ გლახო შვილო! ეს გოგო შენი..._ გამბედაობა არ ეყო ეკითხა.
_ ჯერ არა თამრო, მაგრამ გამორიცხული არაფერია, თუ იქამდე შიმშილით არ მოიკლა თავი!_ გაეცინა გლახოს ძიძის ვერდაფარულ ინტერესზე.

_ ახლა მახო წაგიყვანს შენ და არ ინერვიულო! ცოტა ხანი და შემეჩვევა! ხომ ასეა?_ თვალი ჩაუკრა ქალს.

_ შენსავით ლამაზს და კარგს ვინ არ შეეჩვევა? _ გულწრფელი ხმა ჰქონდა ქალს. შვილივით უყვარდა აღზრდილი და მის ნაკლს, თუ ასეთი რამ საერთოდ ჰქონდა, საერთოდაც ვერ ამჩნევდა, როგორც ყველა დედა. თამრო რომ გააცილა. კიბეებს აუყვა დაღლილი. სხვა დროს მარტო რომ ყოფილიყო უბრალოდ დაიძინებდა, მაგრამ ახლა ძილი არ სურდა.

_ ჩემს ოთახში!_ ჩაეცინა_ რატომ ჩემს ოთახში?
რატომღაც ეგონა ეს მისგან გადმოდგმული ნაბიჯი იყო. კარი გააღო და შევიდა. საწოლზე ზემოდან იწვა ალია. ალბათ უბრალოდ წამოწვა და ჩაეძინა. გვერდით დაუჯდა და სახიდან თმა გადაუწია.

_ შენით გაიღვიძებ, თუ კოცნით გაგაღვიძო?_ ჰკითხა მძინარეს ღიმილით. ბევრი არ უფიქრია, ისეთ ცუდ ხასიათზე იყო, რომ წამალივით სჭირდებოდა ალია.
დაიხარა და ტუჩებში აკოცა. ყოველი კოცნის შემდეგ უფრო და უფრო მეტი სურდა, ახლაც მხოლოდ მაშინ გაუშვა თვალებგამოჭყეტილი გოგო, როცა მისი კლანჭები ყელში მწარედ ჩაესო.

_ რას აკეთებ! როგორ..._ კიდევ ისტერიკის მოწყობას აპირებდა ალია, მაგრამ პირზე ხელი მიაფარა გლახომ და გააჩუმა.
_ ან ადგები ახლავე და ჩემთან ერთად ივახშმებ, ან მე დავრჩები შენთან და ვახშმის ნაცვლად ჩაგახრამუნებ! აბა, დამშვიდდი?_ თავი დაუქნია ალიამ და ხელი გაუშვა გლახომ.

_ სიმართლე გითხრა, აღარც კი მინდა ვახშამი, შენ ისეთი გემრიელი ხარ!_ საწოლიდან სწრაფად წამოხტა შეშინებული გოგო.

_ წამოდი!_ მისი შიშის დანახვა არ ესიამოვნა გლახოს. წამოდგა და კარისკენ წავიდა.
_ გელოდები!_ ერთ ადგილას გაჯიუტებულს გამოხედა ავად.

_ სულ ასე ჩიტივით ჭამ ხოლმე, თუ მე მეპრანჭები?_ ჰკითხა, როცა გახუხული პურის მეტი არაფერი არ აიღო ალიამ. გოგონას ხმა არ გაუცია. გლახოს ზედ არც კი უყურებდა.

_ ახალი სტრატეგია გვაქვს? ახლა იგნორს მიკეთებ?_ გაეღიმა გლახოს. პური გამოართვა, ჯემი სქლად გადაუსვა ზედ და თეფშზე დაუდო. ბრაზით გამოხედა ალიამ, მაგრამ მაინც არაფერი უთქვამს.

_ კარგია სიჩუმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს!_ თვალი ჩაუკრა გლახომ და მადიანად დაიწყო ჭამა.

დასჩერებოდა ალია ჯემიან პურს და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ გაქცეულიყო ამ საშინელი დრაკონისგან. კაცისგან, რომლის შეხებასაც უკვე ლამის ნატრობდა კიდეც, თუმცა საკუთარ თავს უმტკიცებდა, რომ სძულდა და ეზიზღებოდა ის.

_ აბა გამაგდე ოთახიდან, თუ ერთად ვიძინებთ?_ აშკარად ერთობოდა ეს საძაგელი კაცი მისი წვალებით. ხმა არ გაუცია. ისევ იმ დივნისკენ წავიდა ალია. ორ ნაბიჯში დაეწია გლახო. ხელში აიყვანა და სირბილით აიარა კიბეები.

_ჩემთან სიჯიუტე არ გაგივა, რომ იცოდე! არც შენი ტირილით მომილბება გული! მინდიხარ, მაინტერესებ და ამის ძალაც მაქვს, რომ ჩემთან იყო! _ საწოლზე დასვა და მის წინ ჩაიმუხლა. ორივე ხელი ხელში მოიქცია და თითებზე მოეფერა.

_ მაგრამ ცხოველი არ ვარ, როგორც შენ გგონია! მომწონს კიდეც ჩვენი კატა _თაგვობანა! მანამდე ვითამაშოთ, სანამ არ დაიღლები, მაგრამ არ მოგცემ უფლებას თავი დამნაშავედ მაგრძნობინო! აქ დაიძინე. მე გავალ. ჩემთვის სულ ერთია საძინებელი, თუ იქ შენ არ ხარ!

_ მე არ მომწონხარ! ის კოცნა შეცდომა იყო, უბრალო შეცდომა! რამდენი ხანიც არ უნდა დამტოვო აქ, მაინც არ მომეწონები! სასაცილოა უბრალოდ, როგორ უნდა მომეწონოს მოძალადე?_ ხელები ცივად წაართვა ალიამ და საწოლზე დააწყო.

_ არ მოგწონვარ არა? ხოდა ძალიან ცუდი! იმიტომ რომ ეგ მე არ მჯერა! სხვა რა მიზეზი გაქვს? აბა მითხარი, თვალს ნუ მარიდებ! რა გითხრა ასეთი იმ ქაჯმა?_ ამ სიტყვებზე შეცბა ალია. მიხვდა ვიკაზე რომ ეკითხებოდა გლახო. კაცს ჩაეღიმა.

_გგონია არ ვიცი ჩემს სათვალთვალოდ რომ დაგიქირავა? მიხვდა ის ძუკნა რომ მომეწონე და შენი გამოყენება გადაწყვიტა!

_ და ტყუილი მითხრა? განა არ მომიტაცე? აქ ძალით არ მაკავებ? საკუთარ თავს ამდენის უფლებას აძლევ! განგსტერი გგონია თავი?

_ მგონია? იქნება ვარ კიდეც? არ გეშინია, რომ ერთ დღეს შენი ლოლიავი მომბეზრდება და მართლა ძალას ვიხმარ შენზე, მერე მოგკლავ და დაგმარხავ სადმე?!._ არა, უბრალოდ გიჟდებოდა ალიას გაბრაზებაზე. აკვირდებოდა მის დაძაბულ სხეულს, ანთებულ თვალებს, ტუჩებს, რომლებიც ასე აგიჟებდა და თავს ძლივს იკავებდა, მართლა ძალით არ დაეკოცნა ეს ბრაზით შეშლილი ქალი.

_ ხვალ გავისეირნოთ არ გინდა?_ ისე უცბად შეცვალა თემა გლახომ, ვერც კი მიხვდა ალია, რას ეუბნებოდა.

_ რატომ მიყურებ ასე? მართალია შენი ოცნება ჟურნალისტობაზე დავასამარე, მაგრამ შენს მეგობრებთან ურთიერთობის წინააღმდეგი არ ვარ, მით უფრო რომ ყველგან გეძებენ.

_ რა დაასამარე?_ ფეხზე წამოდგა გაოგნებული ალია. მთელი მისი ნათქვამიდან მხოლოდ ეს გაიგო.

_ რა და მძულს ჟურნალისტები!

_ მე რა შუაში ვარ მერე?

_ ჩემი ალია ჟურნალისტი ვერ იქნება!_ მხრები აიჩეჩა გლახომ.
_ შენი? შენ მართლა არ ხარ ნორმალური არა?
_ შენ მოგწონს ნორმალური კაცები? _ გაეცინა გლახოს. სიბრაზისგან ნიკაპი აუკანკალდა ალიას.
_ ჯანდაბა! ჯანდაბა! ეს რომ მცოდნოდა! იმ მეორეს ვაკოცებდი!_ უცებ გაჩუმდა. მიხვდა ზედმეტი წამოცდა.
_ ვინ მეორეს?_ თვალები ავად მოჭუტა გლახომ._ რაო არასწორად შეარჩიე საკბილო ლამაზო?

_ მოგკლავ გეფიცები! მოგკლავ!_ სიბრაზისგან კანკალებდა ქალი.

_ მართალი ხარ, ან მომკლავ ან გამაცოცხლებ! მაგრამ ჟურნალისტობას თავიდან ამოიგდებ!_ უდარდელად შეჰყურებდა და წარბშეუხრელად უძლებდა მის თვალებში ანთებულ ცეცხლს._ და სხვას ვერასდროს ვერავის აკოცებ! თორემ იმასაც ჟურნალისტობასთან ერთად დაგისამარებ!

_ თავს რომ დაგაღწევ, პირველ სტატიას შენზე დავწერ, თან ისეთს, რომ ქვეყანა თავზე დაგემხოს! ნახავ თუ ამ პირობას არ აგისრულებ!_საჩვენებელი თითი მუქარით დაუქნია ალიამ.

_ ჰოო, შემეშინდა, ჯერ გადახტი და "ჰოპ!" მერე დაიძახე!_ თავი დაუქნია გლახომ ირონიული ღიმილით. ადგა და ოთახიდან გავიდა.

_ ხვალ! ხვალ გავიქცევი, ნახავ, თუ არა!_ თავდაჯერებით ჩაილაპარაკა ალიამ.

5
_ სად ხარ კი მაგრამ? რა დავალებაა ასეთი, რომ ზარს ვერ პასუხობ? დარწმუნებული ხარ, რომ მშვიდობაა შენს თავს? ხო მართლა, ოთომ მანქანა მოგიყვანა, გიკითხა, სადააო. ლეაც იკითხა, ამას წინ შემხვდაო. მეც არ ვიცი სად ხართ და მაგისთვის რა მეთქვა? ალის ხომ იცი არა, ორი დღეღა დაგვრჩა და რიტუალი დასრულდება. ახლა ჩემი ჯერია. ლეამ უკვე აკოცა ვიღაც თავის კურსელს. მეღა დავრჩი. მაგრამ... ხომ იცი არა?!"_ ინტერესით კითხულობდა კახი ნანას მოწერილ მესიჯს ალიას მობილურში. რამდენიმე დღე იყო ნანას შიგადაშიგ ემესიჯებოდა ალიას ნაცვლად და დღეს პირველად იყო რომ კოცნა და რიტუალი ახსენა გოგონამ. რას გულისხმობდა პირველი კოცნის რიტუალში, ვერაფრით მიხვდა. რა შუაში იყო კოცნა წარმატებასთან?

_ მერე ერთი კოცნა გაგიჭირდა? სარკეში მაინც ჩაიხედე, შენ ოღონდ თითი დაუქნიე და რიგი დაგიდგება!_ მისწერა და დაძაბული დაელოდა პასუხს. რატომღაც ძალიან უნდოდა ისეთი პასუხი მიეღო, რომ გული არ დასწყვეტოდა.

_ აფრენ გოგო? სულ გამოგირეცხა მაგ ვიკამ ტვინი? არ იცი არა, რომ მრცხვენია მასეთი რამეები?_ ისე ესიამოვნა ეს პასუხი, თავადაც გაუკვირდა.

_ ხოდა დაივიწყე ეგ ამბავი! არავის აკოცო და ეგაა! _ უნდოდა უფრო მეტი შეეტყო, რას ხლართავდნენ ეს პატარა მშვენიერი ალქაჯები.

_ გოგო მოგვკლავს შუქია! არ გეშინია, რომ ყველაფრის გაკეთებამ თავიდან მოგვიწიოს?_ შუქია ვინღა იყო? მხრები აიჩეჩა კახიმ.

_ მისმინე, ასე მოიქეცი! ხვალ სახლიდან რომ გამოხვალ, პირველი ვინც შეგხვდება, დახუჭე თვალები და პირდაპირ იმას აკოცე! მერე გაიქეცი და სულ ესაა! _ მისწერა ნანას და ჩაეღიმა.

_ ასე უბრალოდ?_ მოუვიდა პასუხი.

_ ხო ასე უბრალოდ! თვალები დახუჭე, აკოცე და გაიქეცი!

უჩვეულოდ მზიანი დილა გათენდა. ისეთი ადამიანს უმიზეზოდ კარგ განწყობაზე რომ დააყენებს ხოლმე. ნანა სარკის წინ იდგა და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი საკუთარ თავს აკვირდებოდა. რა უცნაური რამეა ქალის ბუნებაო, ფიქრობდა. დღეს რაღაც თავქარიანი და გიჟური საქციელი უნდა ჩაედინა და მიუხედავად იმისა, რომ გაქცევას აპირებდა ამ სიგიჟის შემდეგ, სურდა თავის მსხვერპლს ლამაზი და სასურველი დახსომებოდა და არა ვიღაც შერეკილი ქალი. კბილებიც კი გულიანად გამოიხეხა და სარკის წინ საბოლოოდ გაიკრიჭა.

_ წინ ნანა, წინ!_ გაამხნევა საკუთარი თავი. და სახლიდან გავიდა. კიბეები ფრთხილად ჩაიარა, ვინიცობაა უცნობი კაცის ნაცვლად მეზობელ სანდრინიოს არ გადაყროდა, ვის ვის და მას მაინც არ აკოცებდა, შუქიას მთლად რომ შეეჩვენებინა მაინც.

სადარბაზოდან გავიდა თუ არა თვალები დააჭყიტა გაოცებიგან. ზუსტად სადარბაზოს წინ რაღაც ახალი მარკის გასისინებული მანქანა იდგა. მანქანის ცხვირს ვიღაც საოცარი გარეგნობის კაცი მიყრდნობოდა, თითქოს საქორწილოდ გამოპრანჭული და გულხელი დაეკრიფა. სწრაფად აათვალიერა ნანამ და გულში გაუხარდა კიდეც, აი გამართლება ამას ერქვა. უცნობმაც გამოხედა და საპასუხოდ გაუღიმა. ნელა მიუახლოვდა ნანა მსხვერპლს.

_ თამამად ნანა!_ ჩაილაპარაკა ჩურჩულით_ ან ახლა, ან არასოდეს!

ბოლო რამდენიმე ნაბიჯი სირბილით გადადგა. უცნობს ცხვირწინ აეტუზა, თვალები დახუჭა და მისკენ გაიწია. რაც არ უნდა უცნაური იყოს, უცნობს მისი საქციელი არ გაკვირვებია. სულაც პირიქით, წელზე ხელები ნაზად მოხვია და თალდახუჭული გოგონასკენ დაიხარა. სანამ აკოცებდა გაეღიმა და მერე ტუჩებზე სულსწრაფად დაეწაფა. ის რამდენიმე წამი საუკუნედ გაიწელა ნანასთვის. ლამის გადაავიწყდა, კოცნისთანავე რომ უნდა გაქცეულიყო. სანამ თავად უცნობმა წელზე ხელი ოდნავ არ გაუშვა, გონზე ვერც მოვიდა. გაოგნებული უყურებდა ღიმილით მომზირალ კაცს და გული გამალებით უცემდა. მისი ბავშვური გაოცებული თვალების შემყურეს ღიმილი სიცილში გადაეზარდა უცნობს.

_ ვაიმე!_ წამოიყვირა გოგონამ და სწრაფად მოსწყდა ადგილს.

_ მომავალ შეხვედრამდე ლამაზო!_ მიაძახა უცნობმა, მაგრამ ნანას უკან მოხედვა არც უფიქრია, ქარივით მიჰქროდა სახლიდან მიმავალ დაღმართზე.

ალიას მობილური აუტანა კახიმ გლახოს. თან ყველაფერი მოუყვა, რაც იცოდა.

_ რაღაც რიტუალს აკეთებენ თურმე, არ ვიცი, ბარაქისო თუ წამატების მოსაზიდად!_ უყვებოდა სიცილით.

_ რაო? რა შუაშია კოცნა წარმატებასთან?_ გაოცდა გლახო. ასეთი რამ პირველად ესმოდა. _ ანუ სულერთი იყო ვის აკოცებდა ეს არანორმალური არა?

_ რატომ იყო სულერთი? ეტყობა თვალში მოუხვედი და ამიტომ ამოგარჩია! უბრალოდ ცრურწმენების სჯერათ_ დაფიქრებით უპასუხა გლახომ._ ეს პირველი კოცნის მსხვერპლად შეწირვა ყოფილა, თურმე!

_ პირველი კოცნის?_ აი ამან კი დააინტერესა გლახუნა._ ანუ პირველის? პირველის და ახლა უკვე უკანასკნელისაც!

_ ეგრეც შეიძლება!_ თავი დაუქნია კახიმ, მაგრამ აშკარად ეტყობოდა ფიქრებით საკმაოდ შორს იყო მეგობრისგან.

_ გაემზადე, მივდივართ!_ დაუკაკუნებლად შეაღო ალიას ოთახის კარი გლახომ. გოგონა ხალათით იდგა და საშრობში თავისი ტანსაცმლის გაშრობას მოთმინებით უცდიდა.

_ რას აკეთებ?_ ჰკითხა წარბშეკრულმა.

_ ველოდები ვერ ხედავ?!_ უხერხულობის დასაფარად ხალათი შეისწორა ალიამ._ გადი გარეთ!
თავი გადააქნია გაბრაზებულმა გლახომ. ოთახში თამამად შეაბიჯა და კარადა გამოაღო.

_ აქიდან ჩაიცვი რამე!_ იქ დაწყობილ ძვირფას ტანსაცმელზე მიუთითა.

_ არ მჭირდება!_ ზურგი აქცია ალიამ.

_ ეგრე არა?!_ ჩაილაპარაკა გლახომ._ მაგდენი დრო არ მაქვს, მასე წამოხვალ მაშინ!

მივიდა, ხელი ჩაავლო მაჯაში და კარისკენ ძალით წაიყვანა

_ გააფრინე შეენ?_ აყვირდა შეშინებული ალია. მიხვდა, იყო კიდეც ამის გამკეთებელი._ ჩავიცმევ კარგი! ჩავიცმევ!
დასთანხმდა, როცა დარწმუნდა სიჯიუტე არ გაუვიდა. გლახომ ხელი გაუშვა.

_ ათი წუთი გაქვს იცოდე! კართან გელოდები!_ გავიდა და კარი მიიხურა.

_ აუტანელი! საზიზღარი!_ გამოლანძღა გასული ალიამ.

_მესმის, რომ იცოდე!_ მოაძახა გლახომ.

_ გესმის და გესმოდეს!_ უკვე ჩურჩულით ჩაილაპარაკა გოგონამ, მივიდა და კარადა გააღო. იცოდა, რომ მისთვის მოატანინა თამრის გლახომ ეს ტანსაცმელი, მაგრამ არ აპირებდა მათთვის ხელის ხლებას. ასე ფიქრობდა, რომ თუ ამ ტანსაცმელს ჩაიცმევდა, ამ სახლს თავს ვეღარასდროს დააღწევდა, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვა იმ არანორმალურმა. შავი შარვალი და მწვანე მაისური გადაიცვა. იცოდა მწვანე მისი თმის ფერს ძალიან უხდებოდა.
პატარა ჩანთაც გადმოიღო თაროდან. და თმა უბრალოდ გაიშალა. გაბრაზებული ნაბიჯებით დატოვა საძინებელი. კიბის ქვემოდან ამოხედა გლახომ. როგორც ყოველთვის ახლაც შეცდა მის შეფასებაში. ყველაზე უბრალო თუ რამ იდო იმ კარადაში, სწორედ ის ჩაეცვა ალიას. სხვა მის ადგილას ალბათ... თუმცა რა, აღიარება სჯობდა, ალია "ის სხვა" არ იყო.

სახლის კარი გააღო და გოგონა წინ გაატარა.
თავი გაყო ალიამ. ეზო მოათვალიერა.

_ ის მონსტრი სადაა?

_ ის მონსტრი, როგორც შენ ეძახი, ერთგული და ჭკვიანი მეგობარია! და ჭამს ახლა!_ გვერდი აუარა გლახომ ეზოში მოთვალთვალე გოგოს და მანქანისკენ წავიდა.

_ წამოდი!_ მიაძახა მხარსუკან._ სახლში შემოსულ ადამიანს ლეო არაფერს დაუშავებს!

დაინახა მის სიტყვებზე როგორ აენთო თვალები ალიას.

_ მხოლოდ კატებს და ალქაჯებს ვერ იტანს!_ ვითომ შემთხვევით დააყოლა და თვალი აარიდა ალიას ინტერესიან მზერას.

_ აჰა შენი მობილური! დაურეკე შენს დაქალებს! ვიცი, ერთი სული გაქვს! ოღონდ იცოდე ჭკვიანად მოიქეცი! თორემ ისე დაგაბრუნებ უკან, თვალს არ დავახამხამებ! გასაგებია?_თავი დამჯერე გოგოსავით დაუქნია ალიმ და მობილური სწრაფად ჩამოართვა.

სწრაფად გადახედა მიმოწერას და საეჭვო რომ ვერაფერი ნახა, დამშვიდდა.

_ გოგოებო დღეს უნდა შემხვდეთ!_ მისწერა საერთო ჩატში ორივე მეგობარს_ სალაპარაკო გვაქვს!

_ აუცილებლად, რომ იცოდეთ რა მოხდა!_უპასუხა ნანამ. _ მოვალ და მოგიყვებით.

_ კიი მეც მოვდივარ, ჩემს სამსახურთან ახლოს მოდით რა, ჩვენ კაფეში, თორემ ერთ საათზე მეტი არ მცალია!_ დააბრუნა პასუხი ლეამაც.

_ კაფეში დაგტოვებ და დავბრუნდები, როცა ჭორაობას მორჩებით! კარგი?_ ჰკითხა გლახომ როცა მანქანა გააჩერა.

_ კიი, რა თქმა უნდა!_ თავი დაუქნია ალიამ. წასვლას ჩქარობდა, მაგრამ იმ წამიდანვე იცოდა გლახომ, გოგონა გაქცევას შეეცდებოდა. ამიტომ სადმე წასვლა არც კი უფიქრია, მხოლოდ თავს მოაჩვენებდა, რომ მიდიოდა და იქვე ახლოს დაელოდებოდა სადმე. ალია მანქანიდან გადახტა და კაფეში შეირბინა. გოგოები უკვე უცდიდნენ. საოცარი სისწრაფით და თანაც დეტალებში უამბო ორივეს თავისი ამბავი. გაოცებულები უსმენდნენ გოგოები.

_ მოიცა აბა სიუჟეტის ამბავზე ვარ წასულიო?_ ჰკითხა ნანამ.

_ ვინ გითხრა?

_ ვინ და შენ მომწერე.

_ მოგწერე? ხომ არ გადაირიე, დღეს დამიბრუნა ტელეფონი.

_ ვაიმე, აბა მე ვის ვემესიჯებოდი?_ პირზე ხელები აიფარა ნანამ. დადგა და მანაც უსწრაფესად უამბო ორივეს, რაც თავს გადახდა.

_ ოოოო, როგორი იყო?_ მაშინვე დაინტერესდა ლეა.

_ რა ვიცი ლამაზი, მაღალი, ოდნავ ჭაღარა ერია თმაში._ თვალები მილულა უცნობზე საუბრისას ნანამ._ ლამაზი თაფლისფერი თვალებით, ლამაზი ტუჩებით, დაბალი წვერით.

_ და ნაცრისფერი ქურთუკით არა?_ გააგრძელა მისი ფიქრებში დახატული კაცის აღწერა ლეამ.

_ ხოო, შენ რა იცი?_ ჰკითხა ნანამ და ოცნებით მილულული თვალები სწრაფად გაახილა.

_ რა ვიცი და უკან მიიხედეთ აბა!_ ჩაეცინა ლეას. ზურგით მსხდარი გოგოები სწრაფად შეტრიალდნენ და გაოცების შეძახილი აღმოხდათ. იქვე კართან მდგარ მაგიდასთან გვერდიგვერდ ისხდნენ კახი და გლახო და ისე სვამდნენ ყავას, თითქოს მათ საერთოდ არ იცნობდნენ და ვერც ხედავდნენ.

_ გლახოა!_ ჩაილაპარაკა ალიამ ბრაზით.

_ არ გადამრიო ახლა! ის ვიღაა?_ თითით კახიზე ანიშნა ნანამ.

_ მაგის კუდია! გადაბმული კუდი!_ მეტი სიცხადისთვის საჩვენებელი თითები ერთმანეთს გამოსდო ალიამ და გადახლართა.

_ მიშველეთ გოგოებო!_ შეიცხადა ნანამ._ ეგ იყო, მაგას ვაკოცე!

_ ანუ რა გამოდის , თავად გიკარნახა რა გექნა და კართანაც თავად დაგხვდა არა?_ ჩაეცინა ლეას._ ვერაფერს ვიტყვი, მომწონს ეგ კაცი! აშკარად აქვს იუმორის გრძნობა!

_ შენ! შენ რა ქენი?_ სწრაფად მოუბრუნდა ალია ლეას.

_ რა ვქენი?_ უცნაურად დაიბნა ლეა._ ერთ კურსელს ვაკოცე რა! რა აზრი აქვს! მხრები აიჩეჩა. თითქოს ამაზე საუბარი არ სურდა.

_ ახლა რა ვქნათ? როგორ გავიპაროთ?_ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა ლეამ.

_ ისე, როგორც სკოლიდან ვიპარებოდით!_ გაეცინა ალიას._ მე გავიპარები და შუქიასთან წავალ პირდაპირ, იქ არ მომძებნის. თქვენ კი ცოტა ხანს აქ ისხედით. ეჭვი რომ არ აიღონ!_ თვალი ჩაუკრა გოგოებს ალიამ.

_ თან შეკვეთა მიეცით, უფრო რომ დაიჯერონ! _წამოდგა და საპირფარეშოსკენ გაემართა. თვალი გააყოლა გლახომ. გოგონებმა ნაცნობ მიმტანს შეკვეთა მისცეს.

_ სამი ლატე და ჩვენი ნამცხვარი, რა სალი!_ გოგონამ თავი დაუქნია და სწრაფად მოიტანა რაც სთხოვეს. რამდენიმე წუთი გავიდა და გლახოს მოუსვენრობა დაეტყო. ბოლოს წამოდგა და წასულის კვალს გაჰყვა. წამში გამოვარდა გაცოფებული. პირდაპირ გოგონების მაგიდისკენ აიღო გეზი

_ სად გაქრა თქვენი ძვირფასი დაქალი?_ ჰკითხა მათ ავი ღიმილით.

_უი, ფანჯარა იყო ღია და გაფრინდა?_ თავხედურად გაეკრიჭა ლეა. ნანამ ზედაც არ შეხედა, ყავა აიღო და გემრიელად მოწრუპა.

_ დაგასწარი ალიას ნაჭერი ჩემია!_ უთხრა ლეას ირონიული ღიმილით და თეფში მიიჩოჩა. თავი გვერდზე გადახარა გლახომ და ტუჩი მოიკვნიტა. ისე გაასულელეს ამ კუდიანებმა, როგორც დიდი ხანია არავის გაებედა მისთვის.

_ კახი გაიქცა ის ალქაჯი!_ გასძახა მეგობარს.

_ არაუშავს, ვიპოვნით!_ მშვიდად უპასუხა კახიმ და ნანას გახედა ღიმილით.

_ რა დაგვავიწყებს აწი მათ გზას?_ თქვა ნანას გასაგონად.

ალიამ, როგორც კი წვრილი ფანჯრიდან გადაძვრა, მაშინვე ტაქსი გააჩერა და რამდენიმე ქუჩით გასცდა იქაურობას. შემდეგ ერთი ქუჩა კიდევ ფეხით აიარა და კიდევ სხვა ტაქსი გააჩერა. შუქიას მისამართი მშვიდად უთხრა. მობილური აიღო და ლეას მესიჯი მისწერა. შემდეგ ტელეფონი გამორთო და ნაწილებად დაშალა.

_ აბა რა გეგონა ბატონო დრაკონო?!_ გაეღიმა ნიშნისმოგებით.

ლეამ მობილურს დახედა და ჩაეცინა.
_ მგონი წერილია თქვენთვის!_ უთხრა თვალებჩამუქებულ გლახოს და საკუთარი მობილური მიაწოდა.

" ელოდე, ორ დღეში შენთვის დაპირებული სტატია გამოქვეყნდება, იმაზე, თუ როგორ გამიტაცე და როგორ შემიზღუდე თავისუფლება უკანონოდ. სხვა დროს კი უბრალოდ მთხოვე და ვინ იცის, იქნებ გესტუმრო კიდეც!" გლახომ ისევ ტუჩი მოიკვნიტა, როგორც სიბრაზისას იცოდა და რატომღაც ის გაიფიქრა, თუ რა ტკბილი იქნებოდა ალიაზე შურისძიება.

შუქია ისე დახვდა ჭიშკართან, თითქოს გაფრთხილებული იყო, რომ გოგონა მოდიოდა. ლამაზ ღობეზე კი სამი ლამაზი კნუტი შემომჯდარიყო და ფერადი თვალებით ინტერესით აკვირდებოდა ალიას წითურ გაწეწილ თმას.

6
ნაცნობ მინდორზე კოცონის წინ იჯდა ალია და საკუთარი თავისდაგასაკვირად გლახოზე ფიქრობდა. აინტერესებდა სად იყო და რას აკეთებდა იმ წამს. მასზე ფიქრისას უნებურად ღიმილი რომ შეეპრა სახეზე, მერეღა გაბრაზდა საკუთარ თავზე. თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.

_ ყველაფერი იმ წყეული კოცნის ბრალია!_ წამოიყვირა გაბრაზებულმა.

_ ვატყობ, საკუთარ მახეში გაები პატარა ალქაჯო!_ ზურგსუკან შუქიას სიცილნარევი ხმა მოესმა. ყასიდად ამოიოხრა და ახლა ქალს გახედა გაბრაზებულმა.

_იქნებ ჯობია შენი მითითებები აღარ შევასრულო?!_ ჰკითხა თვალმოჭუტულმა._ მათ გამოა ახლა ამ დღეში რომ ვარ!

_ რაც მოსახდენია, ჩემო გოგონა, სწორედ ის მოხდება!_ გამოხედა შუქიამ მშვიდად._ გგონია ჩემი დავალება რომ არ შეგესრულებინა, თქვენი გზები არ გადაიკვეთებოდა? თქვენი ბოლო მოსვლის შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობ. რამდენჯერმე წარსულში ჩახედვაც ვცადე, თუმცა ამაოდ. თითქოს რაღაც შავი ნილსი ახვევია თქვენს წარსულს. მოდი ერთად ვცადოთ, იქნებ ერთიანმა ძალებმა რამე შეცვალონ!

კოცონს ფიჩხი ჩააყარა და მთვარის მკრთალ შუქს სახე შეუშვირა შუქიამ. ხელები მთვარისკენ აღმართა და ხმადაბალი სიმღერა წამოიწყო უძველეს ენაზე.
_ ჯანდაბა!_ ჩაილაპარაკა ალიამ და ისიც ფეხზე წამოდგა.

ჩუმად ღიღინებდა შუქია მთვარის სადიდებელს და გრძნობდა, როგორ ივსებოდა მისი ნათლით. ხელები გაუწოდა ალიას. შეეხო თუ არა გოგონა შუქიას თითებს, თითქოს საათი უკან დატრიალდა. ცეცხლის ალი ადამიანის სიმაღლეზე აბრიალდა. და მის მიღმა უცნაურმა ფიგურებმა დაიწყეს ციმციმი. ხედავდა ალია, რომ შუაგულ ტყეში უზარმაზარი ხის ქვეშ, ცეცხლის პირას ლამაზი შავგვრემანი ქალი მშობიარობდა. მეორე მისივე ასაკის მოსასხამიანი ქალი კი მუხლებზე დაჩოქილი ეხმარებოდა და ამხნევებდა.
მშობიარეს ძალა თანდათან ეცლებოდა, წამები ყველაფერს წყვეტდა. გრძნობდა ალია ქალების შიშს, ტკივილს და სასოწარკვეთას.

_ არა, არ დავუშვებ, რომ სიბნელემ მაჯობოს!_ დაიყვირა ცრემლიანი ხმით მოსასხამიანმა და ორივე ხელით მიწას დაეყრდნო. ჰაერი რამდენჯერმე ჩაისუნთქა და შემდეგ საკუთარი გულიდან თითქოს სინათლის მარცვალი გამოიღო და მშობიარეს მისცა. სწორედ იმ ბოლო წამს, როცა მას უკვე სიბნელე დაეპატრონა. ლამის გულწასული ქალი გონს მოვიდა, უკანასკნელი ძალები მოიკრიფა და სიცოცხლე შობა. ღიმილმა გაუნათა სახე მოსასხამიანს და მასთან ერთად შვება იგრძნო ალიამაც.
ხელი ოფლიან შუბლზე გადაისვა ქალმა. აგურისფერი მოსასხამი გაიხადა, ჩვილი შიგ გაახვია და იქვე მდგომს გადასცა. ამ უცნაურ სცენაში ყველაზე უცნაური მისი თმა იყო. აბურდული, აწეწილი, წელამდე გაშლილი, წითური თმა სწორედ ისეთი, როგორიც ალიას ჰქონდა.

_ შენც დაინახე?_ გაოგნებული მოტრიალდა შუქიასკენ ალია._ შენც დაინახე ხომ დედაჩემი?
ალია პატარა იყო დედა რომ დაეღუპა. დეტალები არ ახსოვდა. მხოლოდ მისი გაცრეცილი ავადმყოფური სახე ჰქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი და მასთან გადაღებული სურათები. ძალიან ჰგავდა ალია დედამისს. და როგორც სჩანს მხოლოდ გარეგნულად არა.

_ ეს მეც კი არ ვიცოდი!_ალიაზე არანაკლებ გაოცებული იყო შუქია._ არც ბებიაშენს დასცდენია ამაზე სიტყვა. მეც არაფერი შემიმჩნევია. სულ მეგონა, რომ ნიჭმა დედაშენს გვერდი აუარა. რაში დასჭირდა ბებიაშენს მასზე სიმართლის დამალვა, არ ვიცი.

_ იქნებ მანაც არაფერი იცოდა?_ დაფიქრდა ალია. _ იქნებ დედა მასაც ატყუებდა?

_ ასე არ ხდება შვილო! ჩვენ ერთმანეთს შორიდანვე ვცნობთ და ვგრძნობთ! მით უფრო ბებიაშენი არ შეცდებოდა შვილში! თუმცა..._ თვალები მოჭუტა შუქიამ._ შეუძლებელია! არა! ეს შეუძლებელია!
შუქია იმ დეტალებს იხსენებდა, რასაც მაშინ ვერ ამჩნევდა. ჯადოსნური ბაღივით ზამთარ_ ზაფხულ აყვავებული სახლ_კარი, და არა ისეთი მადლისგანდაცლილი, როგორშიც ახლა ლოთი გენადი ცხოვრობდა. ისიც გაახსენდა, როგორ სწრაფად იკურნებოდა ყველა დაშავებული ცხოველი მათ ეზოში. ისიც ერთ ზამთარს ირმების ჯოგმა რომ ჩამოიარა სოფელში, ყველას სახლს გზა აუქციეს და სწორედ პატარა მანონის წინ რომ მოქუჩდნენ დაბარებულებივით
ალია მიხვდა, რომ შუქია რაღაცას იაზრებდა, მაგრამ როცა ჩაეძია პასუხი ვერ მიიღო.

_ უნდა დავფიქრდე შვილო! ყველაფერზე კარგად უნდა დავფიქრდე, თუ ჩემი მიგნება სწორია, არც კი ვიცი, მაგრამ თუ ჩემი მიგნება სწორია, ყველაფერი ნათელი და გასაგები გახდება.

გოგონებმა იცოდნენ, რომ გლახო მათ ყველა ნაბიჯს უთვალთვალებდა. ნანა საკმაოდ ხშირად ხედავდა კახის მანქანას საკუთარი ფანჯრების ქვეშ, მაგრამ ისეთ სახეს იღებდა, ვითომ საერთოდ ვერ ამჩნევდა მას. კახი კი ყველა შეხვედრაზე თბილად უღიმოდა, კოცნას უგზავნიდა და ახსენებდა, რომ ნანას პირველი კოცნა სწორედ მას ეკუთვნოდა.

_ ლეა! ნახე, ეს ნახე!_ სირბილით შევარდა ლეას პატარა ბინაში ნანა და ტელეფონი გაუწოდა. ინტერნეტ გაზეთის სტატია იყო ვიკა არჩვაძის ავტორობით. სტატია ყვებოდა იმ ფაქტზე, თუ როგორ გაიტაცა ბიზნესმენმა გლახო მუჯირმა დღისით მზისით მათივე გაზეთის სტაჟიორი ალისა ბუჩუკური, და დღემდე გოგონას უშედეგოდ ეძებენ და ვერ პოულობენო და რომ ეს ფაქტი არც პირველია სამწუხაროდ მუჯირის შავ_ბნელ ბიოგრაფიაში და ალბათ არც უკანასკნელიო. და რომ პატივცემულ მუჯირს აშკარად პოლიტიკაში ჰყავს გავლენიანი მფარველები, რადგან ის ამ წამამდე დაკითხულიც კი არ ყოფილაო.

_ ამან რა ალიას სტატია მიითვისა?_ გაკვირვებულმა ამოხედა ლეამ._ თუმცა ამ აფთარი ქალისგან რა გვიკვირს? ასეც ვიცოდი, რომ უბრალოდ მის გამოყენებას აპირებდა.

_ ახლა რა იქნება? ის შერეკილი ისედაც ვერ იყო სრულ ჭკუაზე! ახლა რომ გაბრაზდეს და ალის რამე დაუშავოს? უნდა გავაფრთხილოთ! მაგრამ ისე, რომ ეჭვი არაფერზე აიღონ. ოთოს დახმარება გვჭირდება!_ ოთოს ხსენებაზე უცნაურად შეკრთა ნანა. დაბნეულად გააცეცა ლამაზი ლურჯი თვალები. მაგრამ ალიაზე ისე დარდობდა ნანა, რომ მისი უცნაური ემოცია არც შეუმჩნევია.

_ დავურეკავ და ვთხოვ, ალიასთან წავიდეს!_ მტკიცე ხმით თქვა ნანამ და მეგობრის ნომერი აკრიფა და საერთოდ ვერ შენიშნა, რომ მარად უემოციო ლეას ლოყები რატომღაც წითლად შეფაკვლოდა.

_ რას ამბობ? რა საფრთხე, რა სტატია?_ ბრაზი ერეოდა ოთოს ხმას._ როდის უნდა მოიშალოთ ეგ ბავშვური სისულელეები?! რაო ვინ გადაიკიდა? მუჯირი? ის მუჯირი? ღმერთო მიშველე! კარგი ახლავე მივდივარ! არა სულელი კი არ ვარ! ტაქსით წავალ. _ ოთომ ტელეფონი გათიშა და ახლაღა გადაავლო თვალი გამოსულ სტატიას.

_ სულ გაგიჟებულა ეს გოგო?!_ ჩაილაპარაკა თავისთვის. სასწრაფოდ გაემზადა და კიბეებზე სიბილით დაეშვა.

_ ვასილიჩ რას იტყვით ამ ახალ ამბავზე? _ ეკითხებოდა ხელჯოხიან მოხუც, მთლად ჭაღარა კაცს ხელქვეითი. უცნაურად მელიას მიუგავდა გამხდარი სახე მოხუცს. მის მოძრავ ინტერესიან მწვანე თვალებს საერთოდ არ ემჩნეოდათ ასაკი. ფანჯარას გახედა მოხუცმა და ჩაეცინა.

_ ან სრულებით არაფერია და მთელი სტატია იმ აუტანელი ქალის მორიგი ცრუპენტელობაა, ან კიდევ, პირიქით გლახოს სუსტ წერტილსაც მივაგენით როგორც იქნა. გაარკვიე ყველაფერი ამ გოგონაზე. _ გაზეთს მოხრილი თითი დაუკაკუნა და ინტერესმა ცეცხლივით გაიელვა მოხუცი მელიის თვალებში.

_ იმ ჩემს ბედოვლათ ნიკოლოზს კი გადაეცი, როგორც კი გოგონას იპოვნის აქ მოიყვანოს, პირადად მინდა გავესაუბრო! რამე სასარგებლო მაინც გააკეთოს, თორემ პატიებას ვერ ეღირსება ჩემგან!

ნიკოლოზ ბეროშვილი მამას არ ჰგავდა, თავის დროზე ამის გამო დეენემის ტესტიც კი გაიკეთა არსენ. მაგრამ ტყუილად მოცდა.
ბიჭი მიუხედავად გარეგნული სილამაზისა სწორედ მისი ვაჟი აღმოჩნდა. მაგრამ ეს განსხვავება მხოლოდ გარეგნული იყო, სულიერად ნიკოლოზი მამამისზე ბევრად გაქნილი და ულმობელი კაცი იყო. მაგრამ სამწუხაროდ, არც თუ ისე გონიერი და შორსმჭვრეტელი როგორც არსენი. ხშირად მოსდიოდა კამათი მამა_შვილს. აი ბოლოს, როგორც ვიცით, სულაც ღალატიც კი გაბედა თავხედმა მემკვიდრემ. ადვილი არ იყო მისი მართვა, მაგრამ როგორც ერთადერთი შვილი და მემკვიდრე ვერ დათმო არსენმა. ალბათ ძველებური ყაიდის კაცი იყო და ამიტომ, ან უბრალოდ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო სისხლის კავშირი, რომ შვილს ძველი ღალატიც აპატია და ახალ შეცდომებზეც თვალის დახუჭვა არჩია.

ნიკოლოზი პირველი ქორწინებიდან ჰყავდა არსენ ვასილიჩს. თუმცა მისი დედა არასოდეს ჰყვარებია. ანგარებინი, ცივი და ულმობელი ქალი იყო და სიყვარულის არა თუ უნარი, სურვილიც კი არა ჰქონდა. ალბათ სწორედ ამიტომაც გაშორდა არსენი საბოლოოდ და გზიდან ჩამოიცილა.

სიყვარულით კი ერთი გოგონა მართლაც უყვარდა თავდავიწყებით, თუმცა ისე მოხდა, რომ იმ გოგომ ამოუხსნელი მიზეზით ერთ დღეს უბრალოდ მიატოვა და გაუჩინარდა. ბევრი ეძება არსენმა ის ქალი , მაგრამ მის კვალსაც ვერ მიაგნო. ერთ დღეს კი შემთხვევით გაიგო, რომ მის გაუჩინარებაში მისივე საუკეთესო მეგობრის ხელი ერია. სწორედ იმ წამს ჩამოწვა უფსკრული მასსა და ვანო მუჯირს შორის და ეს მტრობა როგორღაც მათ შვილებზეც გადავიდა.
როცა გლახოს ხედავდა არსენი მუდამ მისი მოღალატე მამა ახსნდებოდა და თავიდან იტანდა ამოუხსნელი და უმართავი სიძულვილი. გასაგებად ისიც კი ვერ აუხსნა თავის დროზე ვანომ მეგობარს, თუ რატომ დეხმარა მის საყვარელ ქალს გაქცევაში.

_ მამების ცოდვებზე სწორედაც რომ შვილები აგებენ პასუხს!_ ჯიუტად უმეორებდა ხანდახან გაელვებულ საკუთარ სინდისს და მუდმივად კრიჭაში ედგა გლახოს. გლახომ კი არაფერი იცოდა მტრობის მიზეზზე და ყველაფრის მიზეზი მხოლოდ შური და ზიზღი ეგონა. სიმართლე კი მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა, მაგრამ წლების მანძილზე დუმდა. შესაფერის დროს ელოდა და ეს დრო არაფრით არ დგებოდა. თუმცა ვინ იცის, როდემდე დაიმალავდა სიმართლე თავს?!

_ თამრი დეიდა მოხვედი?_ სამზარეულოში შეაბიჯა გლახომ და საჭმლის კეთებაში გართულ ქალს მოულოდნელად წაადგა თავს. ქალი შეკრთა და კინაღამ ზედ გადაივლო ცხელი წვნიანი.

_ გლახო შვილო!_ გაუღიმა სიყვარულით _ შეჭამ საჭმელს?

ბავშვივით დაუქნია თავი გლახომ ძიძას. მას შემდეგ რაც დედა დაკარგა თამრო იყო ის, ვინც მასზე ზრუნავდა. უყვარდა ძიძა და ყველაზე მეტად მას ენდობოდა.
თამრიმ ოხშივარავარდნილი ღრმა თეფში წინ დაუდგა და თავადაც მის წინ ჩამოჯდა.

_ შვილო სადაა ალისა?_ ჰკითხა თან ინტერესით. გაუკვირდა გლახოს, როდის იყო რომ ძიძა მისი პირადით ინტერესდებოდა.

_ გაიქცა, მაგრამ არ იდარდო, მალე დავაბრუნებ!_ ჩაილაპარაკა გაბრაზებით.

_ შვილო ძალიან მომეწონა ეს გოგონა! ცოტა ველურია, მაგრამ ვფიქრობ ის არის,
ვინც შენს გაბედნიერებას შეძლებს! წლებია შენი ღიმილი არ მინახავს, აი მან კი შეძლო და გაგაღიმა. _ .მკლავზე მიეფერა ძიძა აღზრდილს. გულში კი სულ სხვა რამეს ფიქრობდა. "დარწმუნებული ვარ ალია მისი შვილია! შეუძლებელია ასე ჰგავდეს ერთი ადამიანი მეორეს! ნეტავ მასაც თუ აქვს დედამისის მსგავსი უნარები?" ისევ გლახოს შეხედა და გაახსენდა იმ წითური ალქაჯის სიტყვები, როცა საკუთარ მოსასხამში გახვეული ჩვილი გადასცა.

"რაც თქვენ ჩაიდინეთ ამის გამო, მასში მუდმივად იბრძოლებს სინათლე და სიბნელე, რომელი გაიმარჯვბს ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად სინათლეს შეიყვარებს თუ წყვდიადს!"
ვინ ვინ და ის ვიკა არჩვაძე ნამდვილად არ იყო სინათლე. ანგარებიანი, ავი და ბოროტი ქალი იყო. სულ არ ჰგავდა ალიას. ეს გოგონა კი ნაპერწკალს აგონებდა თამრის. ეჭვი არ იყო, სწორედ მას ეძებდა ქვეცნობიერად მისი შავთვალა ბიჭი. ისევ სიყვარულით მოუთათუნა მკლავზე თითები.

_ დააბრუნე ის გოგო გლახო, აუცილებლად დააბრუნე!_ უთხრა და სამზარეულოდან გავიდა. წარბი ასწია გლახომ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, წამის წინ მისმა ძიძამ უდანაშაულო გოგონას გატაცება მოუწონა და წააქეზა კიდეც.

_ ის პატარა საძაგელი ალქაჯი!_ ჩაილაპარაკა წარბშეკრულმა.

_ სად აქვს სოფელი?_ პასუხის გაგონებისას ავად ჩაეცინა ნიკოს. მანქანა მაშინვე მოაბრუნა და თავის ხალხსაც კახეთის გზადკეცილზე უბრძანა დახვედრა. სულ მალე მიადგნენ ალიას ბებიის მოუვლელობისგან გადაქცეულ ჟანგიან ღობეს. ზიზღით შეაბიჯა ნიკომ მის აბალახებულ ეზოში.

_ ვინ არის ეს გოგო ასეთი, რომ მამაჩემი მისით დაინტერესდა? _ ჩაილაპარაკა ბრაზით. საღებავაქერცლილი ხის კარის წინ გაჩერდა.
_ გააღე!_ უბრძანა თანმხლებს.
გენადი ბუჩუკური, ნარზე იწვა და ხვრინავდა. იქვე რამდენიმე ჭუჭყიანი ჭიქა თეფში და ცარიელი არყის ბოთლები ეყარა. უარესად დაეღრიჯა სახე ნიკოს. თავით მძინარეზე ანიშნა თავისიანებს. საყელოში ჩაავლეს ხელი მთვრალს და დამფრთხალი წამოაგდეს ფეხზე. ამღვრეული თვალები გააცეცა ლოთმა.

_ ვინ ხართ? რა გინდათ ჩემგან?_ ამოიხავლა საცოდავად ოთხზე დამდგარმა.

_ სადაა შენი ქალიშვილი? სადაა ალისა?_ მისკენ მუქარით დაიხარა ერთი მათგანი.

_ არ ვიცი! მე არ ვიცი!_ აკრუსუნდა გენადი და შიშით იატაკზე მოიკუნტა.

_ ახლავე მითხარი, სად იმალება შენი შვილი, თორემ სულს გაგაფრთხობინებ!_ უფრო გასაგებ ენაზე შეუტია ნიკომ და ამ მუქარამ გამოაფხიზლა კიდეც ლოთის დაბინდული გონება.

_ მე არ ვიცი, მე არაფერი მაქვს, მიმატოვა მაგ ქალბატონმა, მშობელი ავადმყოფი მამა სულ ისე დამაგდო!_ გაიღრიჭა ვითომ შესაბრალისად. თავის საძაგელ გონებაში ახლაც ფულის გამოცინცვლას ცდილობდა.

_ ან აქამდე როგორ გაგიძლო?_ ჩაილაპარაკა ზიზღით ნიკომ და მის ბინძურ საწოლს გადახედა.

_ რამდენი გინდა?_ ჰკითხა მის ფეხებთან გაშხლართულს.

_ ორასი.... ასი.... ორმოცდაათი..._ მომატების ნაცვლად უფრო და უფრო უკლებდა გენადი და იმაზეც თანახმა იყო საკუთარი ქალიშვილი ვიღაც საშიში ხალხისთვის 50 ლარად დაეთმო.

_ შუქიასთან ნახეთ, იმ ბებერ კუდიანთან!_ სინანულის გარეშე ამცნო შვილის სამალავი მათ. თან მიგდებულ ორმოცდაათ ლარიანს დაბჟუტული ნათურის სინათლეზე ხარბად გახედა. თავი ზიზღით გადააქნია ნიკომ და სახლი დატოვა.

ლამის საღამომდე უდარაჯებდენენ შუქიას ეზოს ნიკოს ბიჭები. ბოლოს როგორც იქნა ეზოდან გამოვიდა ალია და გეზი ტყისკენ აიღო. დილით ოთო იყო ჩამოსული და უამბო, რომ არჩვაძემ მთელი მისი მასალა მიითვისა და საკუთარი სახელით, უნებართვოდ გამოაქვეყნა. ბრაზობდა და თან საშინელ იმედგაცრუებას გრძნობდა. როგორია აბა, საკუთარი იდეალი რომ გაგძარცვავს. მატყუარა ქალი! კიდევ რა მოატყუა ნეტა? იქნებ ყველაფერი ტყუილი უთხრა? შედგა და გულში ტკივილმა გაუარა. ვაითუ გლახო სულაც არ იყო იმაში დამნაშავე, რაშიც ბრალს სდებდა ვიკა? ვაითუ სულაც მისი მოგზავნილი ეგონა და ამიტომაც დაატყვევა საკუთარ სახლში. არა, ცუდად არც მოქცევია! არაფერი დაუშავებია! სულაც პირიქით. მერე ის კოცნა გაახსენდა და შეკრთა. ახლა რა გამოდიოდა? არა, აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო ქალაქში და გლახო პირისპირ ენახა. უნდა დალაპარაკებოდა და ყველაფერი გაერკვია. სწრაფად მობრუნდა უკან და ნიკოს ხალხმაც სწორედ მაშინ დაიჭირა. მანქანაში ჩასვეს და გზას ქალაქისკენ გაუდგნენ. ალიამ მაშინვე ის იფიქრა, რომ ისევ გლახომ მიაგნო და ამჯერად სულაც არ შეშინებია.

_ ისედაც ვაპირებდი დაბრუნებას,_ მიუბრუნდა ნიკოს._ ცოტაც ეცდია თქვენს უჟმურ უფროსს და თავად მოვიდოდი!
ნიკომ გაოცებით გადმოხედა.

_ უჟმურ უფროსს?_ რას აღარ ეძახდნენ მამამისს, მაგრამ უჟმური რაღაც ახალი იყო.

_ ხოო გლახოსთან მგონი ბოდიშიც კი მაქვს მოსახდელი!_ სევდიანად წარმოთქვა მისი სახელი ალიამ.

_ გლახო?_ გაეცინა ნიკოს._ აი თურმე რაა!

_ ხოო, ცუდად მოვექეცი, მას კი არაფერი დაუშავებია!_ "აჰა, ახლა კი ვხვდები, გლახოს ქალი გამატაცებინა მამაჩემმა?! " დიდად არც ეს ფაქტი ესიამოვნა ნიკოს, მაგრამ რაღას იზამდა?! თავადაც კი დააინტერესა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ფაქტი კი ერთი იყო, ნამდვილი ომი მხოლოდ ახლაღა იწყებოდა. სიამოვნებით ხელები მოიფშვნიტა ნიკომ. უყვარდა ომი და აურზაური. მხოლოდ ამ დრო გრძნობდა თავს საკუთარ ამპლუაში. კიდევ ერთხელ ინტერესით შეათვალიერა ალია და ფანჯრისკენ იბრუნა სახე.
_ დიდი არაფერი!_ ჩაილაპარაკა ირონიულად.

იმ დღესვე დაუკავშირდა შუქია გოგონებს და ყველაფერი უამბო მათ. უთხრა, რომ ალია მაინც იპოვნეს და გაიტაცეს და თანაც მისი დედა, როგორც აღმოჩნდა, მკურნალი იყო. მკურნალები იშვიათი ნიჭის და უნარების მქონე ჯადოსნები იყვნენ. და როგორც წესი, ძალიან ცოტა ხნით ცოცხლობდნენ. შეეძლოთ საკუთარ თავზე მიეღოთ სხვისი ტკივილი და სანაცვლოდ სიცოცხლე ეჩუქებინათ. ალბათ სწორედ ამის გამო მალავდა საკუთარ უნარებს მანონი. ეს რომ დედამისს გაეგო, უეჭველად შეეცდებოდა შვილის ამ უნარის დაბლოკვას, რადგან ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე დღეებს უმოკლებდა მანონს, ამას კი დედამისი, ქურუმი ქალი, არაფრით დაუშვებდა. ან კი რომელი დედა შეეგუებოდა ამ ამბავს?!

მუჭები შეკრა ნანამ. ტელეფონი ბრაზით მოისროლა და კიბეებს სირბილით დაუყვა. კახიმ მაშინვე შენიშნა სადარბაზოდან გამოსული ნანა და მიხვდა, რომ სწორედ მას ეძებდა გაცოფებული გოგონა.

_ რა მოხდა ნეტავ?_ გულმა ცუდი უგრძნო. მანქანიდან გადავიდა და ნანაც მოეჭრა. ქურთუკში ჩაავლო ხელი და მთელი ძალით შეანჯღრია.

_ რა გინდათ ალიასთან? რა არ გასვენებთ? ახლავე დავრეკავ პატრულში! მაცადეთ, თუ ციხეში არ ამოგალპოთ შენც და შენი კრიმინალი ძმაკაციც!_ გაჰყვიროდა და არავის არ ერიდებოდა გონსგადასული გოგო.

_ დამშვიდდი და გასაგებად ამიხსენი, რა მოხდა?_ რომ ვერაფრით გააჩერა, ორივე ხელი დაუკავა და ხმას აუწია კახიმ.

_ არ იცი არა? მითხარი სად წაიყვანეთ ალია? წამიყვანე მასთან ახლავე!_ კახიმ ისევ ვერაფრით დამშვიდდა ნანა.

_ ჩვენ არაფერ შუაში ვართ! მოდი დაჯექი და დამშვიდდი. ახლავე ყველაფერს გავარკვევ!_ მობილური აიღო და გლახოს დაურეკა.

_ სავარაუდოდ ვასილიჩმა დაგვასწრო გლახო!

_ რაო? ვასილიჩმა წაიყვანა? მან როგორ დაგასწროთ?_ გაგიჟებული თვალებიდან ცეცხლებს ჰყრიდა გლახო. _ რამე რომ დაუშავოს, ხომ აზრზე ხართ, რა მოჰყვება ამ ამბავს? რას დავმართებ იმ არაკაცს აზრზე ხარ არა?
_ დამშვიდდი! ახლა გაგიჟების დრო არ არის გლახო! მოვდივარ!

როცა მანქანა უცხო სახლის ეზოში გაჩერდა, შეცბა ალია. გარემო ინტერესით მოათვალიერა.
_ სად ვართ?_ იკითხა შეშინებულმა.

_ გადმოდი!_ თვალები დაუბრიალა ნიკომ. გოგონა მანქანიდან გადმოვიდა და მორჩილად გაჰყვა უკან. წინა შემთხვევამ ჭკუა ასწავლა მას. ახლა ბევრად გააზრებულად და რაციონალურად უნდა ემოქმედა. ვინ იცის, ვინ იყო მისი გამტაცებელი და რა სურდა მისგან. იქნება გლახო სანატრელადაც კი გახდომოდა.

ლამაზი, სახლის კარი შეაღეს და ალიას გზა დაუთმეს. მშვიდად შეაბიჯა გოგონამ სახლში და მის ზურგს უკან კარი მძიმედ დაიკეტა.
უზარმაზარ სავარძელში მოხუცი, გამხდარი კაცი იჯდა. ფეხებშორის შავი ხის მოკაუჭებულთავიანი ჯოხი ეკავა და ორივე იდაყვით ზედ ეყრდნობოდა.
გამჭოლი მწვანე თვალებით ამოხედა კაცმა. და მოულოდნელად ცხოველი ინტერესი დაიჭირა ალიამ მის თვალებში.

_ მამა, გაიცანი ალისა ბუჩუკური!_ წარუდგინა ნიკომ მისი თავი არსენს.

_ რაა? შეუძლებელია! არ არსებობს!_ თავი უარის ნიშნად გადააქნია გაოგნებულმა კაცმა.

_ პატარა ქალბატონო, რა ჰქვია დედაშენს?_გაუკვირდა ალისას, ასე მოულოდნელად რაში დაინტერესდა ეს უცნაური მკაცრი სახის მოხუცი დედამისის სახელით.

_ მანონი!_ უპასუხა უბრალოდ.
კაცმა კი მოულოდნელად გულზე მიიჭირა გამხდარი ხელი.

_ რამდენი წლის ხარ პატარა ქალბატონო? და როცა გოგონამ თავისი წლოვანებაც უთხრა უცნაური ღიმილი მოეფინა მანამდე მოქუფრულ სახეზე.

_აი ეს არის სასწაული, თუ გინდათ!_ თვალები აუციმციმდა მოხუცს და უცნაურად ბედნიერმა გაიცინა.

_ და გინდა მითხრა, რომ მაინცდამაინც შენით არის შეპყრობილი ბატონი დრაკონი? საინტერესოა, ნამდვილად საინტერესოა.
შეუცნობელია გზები უფლისანი!_ ვერ მიხვდა ალია, ხუმრობდა, თუ მართლაც ძალიან მორწმუნე იყო ეს უცნაური კაცი.

7
იჯდა სევდიანი თამრო საკუთარი პატარა, მყუდრო სახლის აივანზე და წარსულის მოგონებებში ჩაძირული გაჰყურებდა ქალაქის თავზე დაწოლილ ჯერაც გაუთენებელ ზეცას.

_ ქეთო რას ამბობ? ხომ არ გაგიჟდი?_ ქეთი მათ შორის ყველაზე თამამი იყო. არაფრის ეშინოდა და ყველაზე მეტად სჯეროდა იმ უცნაური რიტუალების. რასაც ახალგაზრდობის წლებში ასრულებდნენ ხოლმე.

_იცოდე, მანონს არაფერი უთხრა! ხომ იცი როგორია, ხელს შეგვიშლის!_ თავად ყოველთვის ქეთოს მხარეს იჭერდა. თუნდაც ქეთო მტყუანი ყოფილიყო. მანონიც ქეთომ გააცნო. უცნაური ლამაზთვალება წითურთმიანი გოგონა. მუდამ ჩაფიქრებული და სევდიანი. ის ძალიან განსხვავდებოდა ქეთოსგან. თუნდაც იმით, რომ არასდროს მონაწილეობდა მათ მიერ მოწყობილ აკრძალულ მაგიურ რიტუალებში. ყვავილები უყვარდა მანონს. ტყეში სეირნობა და ცხოველები. რომ გაეგო, როგორი გამწარებული ეძებდა ახლა ქეთო რაღაც საშიში რიტუალისთვის შავ კნუტს, ალბათ გაგიჟდებოდა. სწორედ ამიტომ მისთვის არაფერი უთქვამთ მეგობრებს. უფრო სწორედ, ქეთოს არ სურდა თქმა და თამრიც მისი მითითებით დუმდა. ბოლოს როგორც იქნა ქეთომ იპოვნა რასაც ეძებდა და შუაღამისას სოფლის სასაფლაოზე წასვლა უბრძანა შიშით აკანკალებულ, მაგრამ მორჩილ მეგობარს.

_ მგონი მანონი მართალია, არ შეიძლება ამის გაკეთება! ცოდოა, ქეთო!_ ტირილი ერეოდა ხმაში, თან უკვე განწირულ კნუტს გულში იხუტებდა.

_ შეწყვიტე! რა გგონია, მე მსიამოვნებს ამის კეთება? მაგრამ სულ აქ აპირებ ცხოვრებას?
მე წარმატებას მინდა მივაღწიო! უკეთესი ცხოვრება მინდა! როგორ არ გესმის? არაუშავს დრო მოვა და მადლობას მეტყვი! რა იყო ქათამი არ დაგიკლავს? წარმოიდგინე, რომ კატა კი არა, ქათამია!_ წამით შეხედა მეგობრის გულზე აკრულ კნუტს და თავადაც ზიზღით გააცახცახა.

_ მანონს რატომ არ ეუბნები? მაშინ რატომღა დაიმეგობრე?_ კითხვებით თავს აბეზრებდა თამრი. მაგრამ რა ექნა არ ესმოდა ქეთოს ჩუმი და ფარული ფიქრები.

_ იმიტომ რომ აუცილებლად სამნი უნდა ვყოფილიყავით! ასეთი წესია! ისე მაგია არ იმოქმედებს! ახლა თუნდაც ჩვენგან შორს იყოს, მაინც კავშირი გვაქვს მასთან! და რომ იცოდე, ის ჩვენში ყველაზე ძლიერია!_ უცნაური ხმით ჩაილაპარაკა ქეთომ._ ეს ჩვენ გვჭირდება ის და არა მას ჩვენ! ეჰ, ნეტავ მე მქონოდა მისი ძალა!
სწორედ იმ ღამეს თავიანთ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს გოგონებმა. სამყარო ასეა მოწყობილი. სიცოცხლე სიცოცხლის წილ! სიხარული სიხარულის წილ! რადგან ყველაფერი სანაცვლოს და სამაგიერო მოითხოვს. და ისე უბრალოდ არაფერი არ ხდება. მით უფრო სურვილები არ სრულდება. იმ ღამით მძინარე მანონი ფეხზე წამოაგდო საშინელმა კოშმარმა. შორიდანვე იგრძნო იმ საშინელი წყევლის ძალა, რაც გოგონებმა საკუთარ თავს დაატეხეს. " უნაყოფობა, სიკვდილი, სასჯელი!" ესმოდა შორეული ჩურჩული.

_ რას ნიშნავს ქეთო უნაყოფო მომავალი?_ შიშით კანკალებდა თამრი.
_ ეს ნიშნავს, რომ ცოცხალ არსებას წაართვით სიცოცხლე და დღეიდან ჩვენც გვერთმევა სიცოცხლის შობის ბუნებისგან ბოძებული ნიჭი და უნარი! ეს რა გააკეთეთ? ეს როგორ გააკეთეთ?_ ხმადაკარგული ეკითხებოდა მანონი მეგობრებს.

_ ჰმ, გჯერა მაგ სისულელის?_ ირონიულად გაეცინა ქეთოს.

_ დამცინი კიდეც?_ თვალები ცრემლებით აევსო მანონს._ დღეიდან თქვენი დანახვაც კი აღარ მინდა! ამ წამიდან თქვენთან კავშირს ვწყვეტ!

ახსოვდა თამრის მათგან მიმავალი მანონის აკანკალებული მხრები, ქეთევანის ირონიული სიცილი და ხვდებოდა, რომ ეს მათი კოშმარის მხოლოდ დასაწყისი იყო.

თანდათან იღბალმა გადმოხედათ. თამრიმ უნივერსიტეტში ჩააბარა და სოფელს თავი დააღწია. ქეთიმ კი ოცნების კაცი გაიცნო. იმ პერიოდში ყველასთვის ცნობილი ვანო მუჯირი. თბილისის თვალი და სანატრელი სასიძო. და სწორედ მაშინ, როცა ის პატარა ბნელი ინციდენტი დავიწყებას მიეცა კიდეც, ქეთევანს პირველი შვილი მოუკვდა, შემდეგ მეორე და მაშინ კი მიხვდნენ მეგობრები, რომ სწორედ ეს იყო იმ საშინელი, აკრძალული რიტუალის საფასური და მათი სასჯელი.

თავი გადააქნია თამრიმ. უსიამო, ძველი მოგონებები გაფანტა. ვერაფრით გადაეწყვიტა, იქნებ სიმართლის თქმის დრო იყო, იქნებ ჯობდა ყველაფერი მოეყოლა? თუ ყველაფერს ისევ სიჩუმე ჯობდა? აჰა, თითქოს ისევ ყველა ერთად იყრიდა თავს. ხვდებოდა თამრი, რაღაც ახლოვდებოდა, რაღაც გადამწყვეტი და ბობოქარი.

_ ნეტავ სად იყო ეს წლები მანონი? ან ბავშვი გაჩენა როგორ მოახერხა, ნუთუ მთელი თავისი უნარი ალიას დაბადებას შესწირა? კიდევაც ამბობდა, რომ ბავშვის სიკვდილს არ დაუშვებდა, განა არსენიც ამიტომ არ მიატოვა? _ აივნის მოაჯირს დაეყრდნო და ცაზე გამკრთალ მზის პირველ სხივს თვალი მიადევნა._ ნეტავ ალიაც დედასავით ნიჭიერია?

თავად ყველაფერზე უარი თქვა წლების წინ. არც კი გათხოვილა, რადგან ეშინოდა მასაც იგივე არ დამართნოდა, რაც ქეთის. ყველაფერზე საკუთარი ნებით თქვა უარი თამრიმ და ის სასჯელი მიიღო მორჩილად, რასაც იმსახურებდა კიდეც. მარტოობა!

_ რაო? ვასილიჩს უნდა ესტუმრო? _ კახის მართლა უკვირდა, რასაც ისმენდა. მანამდე გლახოს იმ კაცის სახელს ვერ უხსენებდი, ნკოლოზს ხომ საერთოდ დასანახად ვერ იტანდა. არა არც სტყუოდა მათთან, რამდენჯერ სცადა, ჯერ კიდევ დასაწყისში, პრობლემების მოლაპარაკებით მოგვარება, მაგრამ არა! არ ნებავდა ბებერ მელას მოლაპარაკება. მისი მიზანი ნათელი იყო, უბრალოდ გლახოს განადგურება და დამცირება სურდა. კახი ვერ იგებდა, რა მიზეზი ჰქონდა ასეთი არსენს. რა მოხდა მასსა და ვანო მუჯირს შორის ასეთი წლები წინ, რომ ვერც დრომ, ვერც ვერაფერმა ვერ დაუცხრო იმ კაცს ბრაზი.

_ ხო რა იყო? კარს არ გამიღებს?_ ჩაეცინა გლახოს._ „სტუმარ_მასპინძელი“ არ ექნება ვითომ წაკითხული?! გუშინ ნიკოლოზს მიუყვანია იქ ის საძაგელი ქალი. უნდა ვნახო და დავრწმუნდე, რომ კარგადაა და თუ..._ მუჭები შეკრა გლახომ მუქარით_ თითი თუ მაინც დააკარა ვინმემ, ქვას ქვაზე არ დავტოვებ იმ სახლში!

კახიმ უიმედოდ ამოიოხრა.
კიი, როგორც მათი მტერი და კონკურენტი მკაცრი და შეუბრალებელი იყო არსენი მაგრამ, კახის არასდროს სმენოდა, რომ მათ გარდა ვინმეს ცუდად ექცეოდა ბებერი მელა. მით უფრო ქალებს. გლახომაც კარგად იცოდა ეს, თუმცა მას ეს ამოუხსნელი სიძულვილი უბრმავებდა თვალს.

_ დილა მშვიდობისა შვილო! საუზმეზე არ დამეწვევი?_ წარბშეჭმუხნულ ალიას მიუახლოვდა არსენი. ბაღში იჯდა ალია სუფთა ჰაერზე ისვენებდა.

_ სიმართლე გითხრათ, ცოტა არ მესმის თქვენი! მომიტაცეთ, აქ ძალით მაჩერებთ და თან ისე მექცევით, როგორც პრინცესას. რით დავიმსახურე თქვენი პატივისცემა? განა მეჩვენება, აი ახლაც თქვენთან ერთად სასაუზოდ მეპატიჟებით._ რაც შეეძლო სიმშვიდეს ინარჩუნებდა ალია. უცნაური ღიმილით აკვირდებოდა მას არსენი, ყველა მიმიკა, ხმის ტემბრი, თმის თითოეული კულული დედისა ჰქონდა გოგონას. მხოლოდ ხასიათი გამოჰყოლოდა მამის. მასავით ჯიუტი, თავნება, ბრაზიანი და ურჩი.

_ იცი ოდესღაც მე და დედაშენი კარგი მეგობრები ვიყავით, არასდროს არაფერი უთქვამს ჩემზე?_ ინტერესით ჰკითხა არსენმა.

_ დედა რომ დაიღუპა, მე ძალიან პატარა ვიყავი, არ მახსოვს. მასზე თითქმის არაფერი არ მახსოვს. მე ბებიამ გამზარდა._ არ უყვარდა ალიას იმის გახსენება, რომ დედა თითქმის არ ახსოვდა. ბებიისგან და ოჯახის ახლობლებისგან იცოდა, რომ მანონს რაღაც უცნობი სენი სჭირდა, რომ ვერც ექიმები მიუხვდნენ თუ რა ვერაგი დაავადება ხრავდა ქალს შიგნიდან. არც მაშველი და არც საშველი არ გამოუჩნდა და სწორედ ალიას მეხუთე დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ამიტომ არც საკუთარი დაბადების დღე უყვადა მას.

_ რა სჭირდა, რით დაიღუპა?_ მანონის გახსენება ახლაც სტკიოდა არსენს. ახლა, როცა გაიგო, თუ რა უბედურება შეემთხვა მის საყვარელ ქალს, საკუთარ თავს იდანაშაულებდა, უფრო მეტი მონდომებით რომ მოეძებნა, დროზე რომ ეპოვნა, ვინ იცის იქნებ კიდეც დახმარებოდა და გადაერჩინა. საკუთარი სახლი მოათვალიერა. მაშინ როცა თავად ამხელა შესაძლებლობები ჰქონდა, ვინ იცის მის საყვარელ ადამიანებს როგორ უჭირდათ.

_ არ ვიცი, ბატონო არსენ, არაფერი არ ვიცი!
_და ... მამაშენი სად იყო მაგ დროს? ალბათ ძალიან უყვარდა დედა?_ შეფარული ინტერესით ჰკითხა. _მანონი მშვენიერი გოგონა იყო.

_ მამა? მე მამა არ მყავს! იმ კაცს არ შეიძლება მამა ერქვას!_ ამოიოხრა ალიამ.
ნიკოსგან იცოდა არსენმა გენადის უბედურების ამბავი. მაგრამ ეგონა წლებმა გატეხს კაცი. მაგრამ ეტყობოდა თავიდანვე ასეთი ბედოვლათი უნდა ყოფილიყო. ხოდა აბა რატომღა მიატოვა მანონმა, ან ბავშვი რატომ დაუმალა, ან გასაჭირისას რატომ არ მიმართა?! ეს ამოუხსნელი კითხვები არ ასვენებდა და რაც მთავარი იყო, რატომ დაეხმარა მისი ერთგული მეგობარი გაპარვაში. ხელი რატომ შეუწყო და რატომ არაფრით გაუმხილა საიდუმლო.
გლახო გაახსენდა მოულოდნელად.

_ალია, რას მეტყვი გლახო მუჯირზე?_ ისევ შეფარვით გახედა გოგონას. დაინახა როგორ აენთო თვალები და ღაწვები როგორ შეეფაკლა მის ხსენებაზე.

_ ნუთუ?_ გაიფიქრა გულში.

_ ვფიქრობ, თუ გლახომ გაიგო აქ რომ დამატყვევეთ, აუცილებლად მომაკითხავს! _ ნიშნისმოგებით უპასუხა ალიამ. გულახდილი საუბრის შემდეგ თითქოს ისევ დაიბრუნა საკუთარი ურჩი ხასიათი.

_ ანუ მოგაკითხავს!_ ჩაეცინა არსენს. უცნაური იყო ცხოვრება. ერთი დღის წინ მოულოდნელად ზრდასრული ქალიშვილი იპოვნა, რომელიც როგორც სჩანს უგონოდ იყო შეყვარებული მისი ერთადერთი მეტრის შვილზე..

_ მოვა და მოვიდეს, ჩვენც სათანადოდ დავხვდებით! ახლა კი შვილო, პატივი დასდე მოხუცს და მასთან ერთად ისაუზმე!_ არსენი ფეხზე წამოდგა. ჯოხს დაეყრდნო და ალის ხელი გაუწოდა. გოგონამ ჯერ მის გამოწვდილ ხელს დახედა. შემდეგ გაეღიმა და საკუთარი შეაგება. რატომღაც ამოუხსნელ სიმპათიას გრძნობდა ამ უცხო ერთი შეხედვით მკაცრი და ულმობელი კაცის მიმართ.
აივნიდან აკვირდებოდა ნიკო მამამისის და ამ უცნაური გოგონას საუბარს. მართალია არ ესმოდა მათი ხმა, მაგრამ ატყობდა, რომ არსენი ძალიან იყო ალიათი დაინტერესებული.

_ რა ხდება, ვინ არის ეს გოგო?_ ჩაილაპარაკა დაფიქრებულმა. გრძნობდა რაღაც ისეთი იყო, რაზეც თავად წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. მისი გაოცება მაშინ უნდა გენახათ, როცა ეზოში გლახოს მანქანა შემოვიდა და იქიდან გლახოსთან ერთად კახი და კიდევ ერთი ლამაზი ახალგაზრდა ქალი გადმოვიდნენ.

_ რაოოო?_ დააჭყიტა თვალები გაოცებულმა.
_ ამას რაღა უნდა აქ? _ მისი გარეგნობის პატრონი შანსი არ იყო სხვაში შეშლოდა. სწრაფად შევიდა აივნიდან ოთახში და ოთახიდან გასვლისას, საკუთარი თავი სარკეში გულდასმით შეათვალიერა.

_ სალამი ბატონო არსენ!_ საკუთარი ღირსების გრძნობით სავსე მიესალმა გლახო მასპინძელს და მისაღები ინტერესით მოათვალიერა.

_ ბოლოს იმდენი წლის უკან ვიყავი აქ, რომ აღარც მახსოვს აქაურობა!_ ახსოვდა გლახოს ის ხალხმრავალი და დიდი წვეულებები მისი და ნიკოს მშობლები რომ მართავდნენ ხოლმე მათ ბავშვობაში. ახსოვდა ნიკოს ბოლო დაბადების დღეც. ახსოვდა, როგორ გადააყირავა არსენმა ტორტიანი მაგიდა, როგორ ჩაავლო მამამის საყელოში ხელი და როგორ დაუმიზნა საფეთქელში იარაღი საუკეთესო მეგობარს. ვანოს თავი არ უმართლებია, მაგრამ არც ბოდიში მოუხდია. შვილს ხელი მოკიდა და არსენის სახლი სამუდამოდ დატოვა. იმ დღიდან ამ სახლში ფეხიც კი აღარ დაუდგამს გლახოს. არც ერთ დროს საუკეთესო მეგობარი მოსულა მასთან სტუმრად. მამა ამ ამბავზე არ საუბრობდა და ფაქტობრივად შვილი სულ გინაპირა, სევდიანი გჰყურებდა ხოლმე ჰორიოზნტს და საქმის გარდა აღარაფრით ინტერესდებოდა.

სულ მარტო დარჩა მაშინ გლახო, სულ მარტო მხოლოდ ერთგული ძიძის ამარა. თუმცა ძიძის მზრუნველობა ვერ იფარავდა ხოლმე მამის იმედგაცრუებული მზერისგან.
თუმც კი ვერაფრით ხსნიდა, რას ვერ აკეთებდა სწორად და რით იმსახურებდა მშობლის გულისწყრომას.

_ მიკვირს, რომ მოსვლა მოისურვე, და ისიც მიკვირს წარსული რომ გახსოვს!_ ირონიულად გაეღიმა არსენს. _ კახის გაცნობის პატივი მქონდა, მაგრამ აი ამ ახალგაზრდა ქალბატონს კი პირველად ვხედავ.
ინტერესით შეათვალიერა ლეა არსენმა.

_ თქვენ ჩემი მეგობარი გაიტაცეთ ბატონო! აქ მის სანახავად მოვედი! _ თამამი ხმა ჰქონდა ლეას. მისთვის არსენი ერთი ბებერი, გაბღენძილი საქმოსანი იყო და მეტი არაფერი.

_ გავიტაცე? ცდები ძვირფასო! ალია ჩემი საპატიო სტუმარია! დედამისთან ძველი ნაცნობობის ხათრით უბრალოდ მისი გაცნობა მსურდა._ კახიმ და გლახომ ერთმანეთს გაოცებით გადახედეს.

_ შენ აქ რას აკეთებ? აქ მოსვლას როგორ ბედავ?_ კიბეები ჩამოირბინა ნიკომ. პირდაპირ გლახოსკენ გაიწია და რომ არა მამამისის ჩუმი, მაგრამ მკაცრი ჟესტი,
ალბათ იქვე გაუმართავდა მუშტი_კრივს.

_ ნიკო, ასე ხვდები მეგობარს?_ ჰკითხა მკაცრად ვაჟს.

_ მეგობარს?_ გაოცება ვერ დამალა ნიკომ. გლახომ ერთი გადახედა ირონიულად და ხმაც არ ამოუღია. იქვე ჩამოჯდა სავარძელზე.

_ დაჯექი ლეა!_ ამოხედა გაკვირვებულ გოგოს. მაშინვე შეამჩნია, როგორ უყურებდა ლეა ნიკოს.

_ რა მოხდა ლეა?_ ახლა კახი დაინტერესდა._ იცნობ ნიკოს?

_ არა!_ უცებ იუარა გოგონამ_ საიდან უნდა ვიცნობდე?!
დივანს მოუარა და კახის მიუჯდა გვერდით. ნიკომ ცერად გადახედა გოგოს და ცალყბად ჩაეცინა. თუმცა არ შეკამათებია.

_ ნიკო, დაუძახე ალიას!_ სთხოვა არსენმა შვილს. ნიკო უსიტყვოდ მიტრიალდა და მხოლოდ ლეამ დაინახა, როგორ ჩაუკრა თვალი გასვლისას.

_იდიოტი!_ ჩაილაპარაკა გოგომ ამრეზით.

უცაბედი ბრახა_ ბრუხის ხმაზე ყველას გაეღიმა. ალია კისრისტეხით მორბოდა კიბეზე.

_ აშკარად გაუხარდა!_ ჩაფიქრებით თქვა არსენმა და ინტერესით დააკვირდა გლახოს მისი ემოცია აინტერესებდა. ალბათ ნანახმა დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეობა. ოდნავ გაეღიმა.

_ გლახო!_ ოთახში ქარიშხალივით შემოიჭრა ალია. მხოლოდ წამის მერე მოკრა თვალი ლეას და გეზი იცვალა. დაქალს მივარდა და გადაეხვია.

_ აქ საიდან გაჩნდით?_ სუნთქავააჩქარებულმა ისევ გლახოს გამოხედა. უმეტყველო, ცივი სახით უყურებდა გლახო გოგოს. არცერთი ნაკვთით არ გასცემდა იმ აღელვებას, რასაც მისი დანახვისას განიცდიდა. მხოლოდ მასპინძელი ხედავდა მისი თვალების ვერდაფარულ ცეცხლს. რადგან იყო დრო, როდესაც თავადაც ასე უყურებდა თავის სასურველს. ისევ სევდიანად გაეღიმა.

_ აბა სტუმარო, გვითხარი, ხომ არ მოგბეზრდა ჩვენთან სტუმრობა?_ ჰკითხა ალიას იმის იმედით, რომ გოგონა ოდნავ მაინც შეყოყმანდებოდა, მაგრამ შეცდა.

_ მე სახლში მინდა დაბრუნება!_ მტკიცედ გამოაცხადა ალიამ, მის ნათქვამზე კი ახლა გლახოს ჩაეღიმა.

_ ახლა დაგტოვებთ ბატონო არსენ, მადლობას გიხდით გაგებისა და მასპინძლობისთვის! ალიას კი თუ სურვილი ექნება თან წავიყოლებთ!_ ნებართვა კი არ ითხოვა, მხოლოდ საკუთარი ნება გააჟღერა გლახომ.

_ ალია ძვირფასო, მანონის ამბავმა ყველაფერი შეცვალა, შენ დღეიდან უფროსი მეგობარი შეიძინე ჩემი სახით და თუ ოდესმე ვინმე თავს იმდენად მოგაბეზრებს, რომ ჩემი თანადგომა დაგჭირდება,_ თან გლახოს გახედა არსენმა_ იცი, სადაც უნდა მიპოვნო!
ეს უთხრა და ისე ალერსიანად გაუღიმა გოგონას, ისე გულწრფელად, რომ გლახომ და კახიმ ისევ ინტერესით შეათვალიერეს ცბიერი მოხუცი.
ამ დროს კი ნიკო ლეას არ აცილებდა თვალს. და როცა გოგონამ თვალი გაუსწორა მოურიდებლად კოცნა გაუგზავნა. თუმცა ეს არავის შეუმჩნევია.

_საით?_ ჰკითხა კახიმ გლახოს, როცა მათმა მანქანამ არსენის სახლი დატოვა.

_ სახლში!_ მტკიცედ ჩაილაპარაკა მუჯირმა.
და ალიას, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა სურდა, თვალები ავად დაუბრიალა.

8
_ არა!_ ისეთი მკვეთრი და მტკიცე ხმით გააპროტესტა ალიამ მისი ნათქვამი. კახიმ მანქანა შეანელა.

_ რა არა?_ ბრაზით გამოხედა გლახომ.

_ რა და შენთან არაფერი მესაქმება! გაუგებარია? მანდ მოსვლას მირჩევნია, ბატონ არსენთან დავრჩე.

_ ხომ არ მიგაბრუნო კიდეც უკან?_ ჩაეცინა ნერვიულად გლახოს.

_ მისმინე, მოდი ცოტა ხანს მშვიდად ვისაუბროთ! რომ ყველაფერი გარკვეული იყოს ჩვენ შორის!_ სერიოზულად მიუბრუნდა ალია.

_ ეგ მანამდე გეფიქრა, სანამ იმ უთავმოყვარეო ქალის ჭკუაზე გაივლიდი!
ახლა უკვე ყველამ იცის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ!

_ მერე?

_ დამცინის ახლა ეს, თუ მართლა ვერაფერს იგებს?_ მხარდაჭერისთვის გახედა კახის.

_ რას ვერ ვიგებ, რას?_ გაცხარდა ალია.

_ რას და შენ გგონია ვასილიჩია ჩემი მტერი? კი ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ, მაგრამ არასდროს გადავდივართ საზღვრებს, აი სხვებზე კი იგივეს ვერ ვიტყვი. მისი "ბავშვიც" _ ირონიულად მოიხსენია ნიკო._ მწარედ გაება მამის ზურგს უკან დახლართულ ქსელში. ხოდა ძალიანაც არ გაუჭირდება შენი გამოყენება თავის გამოსახსნელად!

_ ალია მარტო არაა! _ ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მჯდარმა ლეამ.

_ ოჰ, სამი პატარა კუდიანის ჯადოების შეეშინდებათ!_ გაეცინა კახის.

_ ეგ ჩვენ არ გვინდა, თორემ დამიჯერე ძალიანაც საშიშები შეგვიძლია ვიყოთ!_ ხმა ბრაზით აევსო ლეას, წამით თვალები მელნისფერად აუელვარდა.

_ ლეა!_ გამაფრთხილებლად გაიჟღერა ალიას ხმამ. ლეამ მუჭები შეკრა და ხელები გულზე დაიკრიფა.

_ ასეთ დროს ხან მართლა ძლივს ვიკავებ თავს! _ ჩაილაპარაკა თავისთვის. ალიამ თავი გადააქნია უკმაყოფილების ნიშნად.

_ მე არ მეშინია! და არც მჯერა, რომ ვინმეს რამის დაშავება სურდეს ჩემთვის! რაც არ უნდა მითხრათ, სახლში მინდა წასვლა! თუ ისევ არ გამომკეტავ, მაინც წამოვალ! თუ დარჩენას მაიძულებ, ისევ გავიქცევი! დამიჯერე, ერთხელ გამომივიდა და მეორედაც გამომივა! _ პირდაპირ თვალებში უყურებდა ჯიუტად და უტეხად.
უცებ ღიმილი მოერია გლახოს. მგონი სწორედ ეს ურჩობა და სიმამაცე მოსწონდა ამ ქალში.

_ კარგი! შენი ნებაა!_ ისე მოულოდნელად დაეთანხმა კახიმ კი არა, ალიამაც კი იეჭვა, რომ ამ სიტყვების უკან რაღაც სხვა იმალებოდა

_ ქალაქისკენ წადი კახი! ჯიუტი ქალბატონი სახლში მივიყვანოთ, თან უკეთ ვნახოთ, როგორ და სად ცხოვრობს!

_არ არის საჭირო, როგორც ვცხოვრობ სრულებით მაკმაყოფილებს! ზოგიერთის ჩამოქუფრულ ბუნაგს კი მირჩევნია ჩემი პატარა, ნათელი სახლი!_ მაშინვე უარყო ალიმ მათი საკუთარ, პირად სივრცეში მიპატიჟების პესპექტივა.

_ კარგად ბრძანდებოდეთ!_ არც თუ გულთბილად დაემშვიდობა კაცებს, ალია მანქანიდან გადავიდა, მეგობარს ხელკავი გაუკეთა და უკანმოუხედავად შეაბიჯა სადარბაზოში.

_ ჭკუიდან მშლის!_ ჩაილაპარაკა გლახომ და საფეთქელი მოისრისა._ თავისი სიჯიუტით ყველაფერს როგორ ართულებს!

_ მართალი ხარ, მოდი ვინმე დავტოვოთ ამაღამ აქ! ვიკა რომანთან შენიშნეს. სხვათაშორის ნიკოლოზიც სტუმრობდა ერთი_ორჯერ! რა საქმე უნდა ჰქონდა ნიკოლოზს კასიევთან?_ ჩაფიქრდა კახი.

_ ხმა დადის საკუთარი ტრაილერები გამოაქვს ტენდერზეო, ლეგალური სახის მიცემა უნდათ. იტყვიან, რომ მასალა გადააქვთ და რას გადაიტანენ სინამდვილეში შენც ხვდები ალბათ! არსენს ამაზე არაფერი არ ეცოდინება. შორს იჭერს თავს მაგისგან. ოხ, მე მაგათი! ეს ნიკო უტვინოა კარგი და ვერაფერს იაზრებს, მაგრამ არსენს რა ჯანდაბა სჭირს, კასიევი ხელისგულივით იკითხება? არადა ჩემთვის მხარი რომ დაეჭირა, ორივეს ვერ მოგვერეოდა ..._ მუჭი მძიმედ გაკრა მანქანის კარს._ და ახლა ამის ჭირვეულობის დრო იყო? თავი ალიას სახლისაკენ გაიქნია.

_ თუ რომანი მასზე გაიგებს, უეჭველად ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებს!

_ ერთი ორი დღე აცადე, დამშვიდდეს, თან ბიჭები დავტოვოთ, თუ რამე საეჭვო შევნიშნეთ მაშინვე ჩვენთან გადავიყვანოთ! არ მგონია ასე მალე მოვიდეს რომანი გონს!_ კახიმ ტელეფონი აიღო, მესიჯი გაგზავნა და მერე დაფიქრებულმა თქვა.

_ ისე არ გაგაოცა არსენის მზერამ? საიდან იცნობდა ალიას დედას? აქ რაღაც ამბავია, გული მიგრძნობს და ამასაც გარკვევა სჭირდება.
ამასობაში ეზოში მუქი სედანი შემოვიდა, მოშორებით გაჩერდა და ფარები ჩააქრო.

_ ჩვენები არიან, წასვლის დრო მოვიდა!_ ფანჯრებს ახედა გლახომ.

_ აუტანელი!_ მხოლოდ ხმის თბილ ტონზე ემჩნეოდა ალიაზე ზრუნვა. კახიმ გლახო სახლში აიყვანა და თავად ნაცნობი მისამართისკენ გაემართა.

_ ვინ არის?_ მოესმა ნაცნობი სასიამოვნო ხმა.

_ თქვენთან გზავნილია!_ უპასუხა ღიმილით. იმედოვნებდა გოგონა მის მარტივ სატყუარას არ წამოეგებოდა, მაგრამ შეცდა.

_ გზავნილი? მე რომ არაფერს ველოდები?

_ არ ვიცი ქალბატონო, უბრალოდ ჩაიბარეთ და ხელი მომიწერეთ!_ კარი გაიღო. ჩაბნელებული სადარბაზო ოდნავ გაანათა სახლიდან გამომავალმა სინათლის წვრილმა ზოლმა

_ შეენ!_ შეცბა მასპინძელი და კარის დახურვა დააპირა, მაგრამ კახი უფრო სწრაფი აღმოჩნდა. ფეხი დირეზე დადო და კარს ოდნავ მიაწვა.

_ მოშორდი აქიდან!_ გაბრაზებით დაიყვირა ნანამ.

_ ვის უღებ კარს ამ შუაღამისას? რომელი კურიერი დადის ამ დროს?_ ზურგს უკან დაკეტა კარი კახიმ და საკეტი გადაატრიალა.

_ ან სადარბაზო რატომ არის ასე ჩაბნელებული?_ უკან დაიხია ნანამ.

_ რა გინდა?_ აშკარად ეშინოდა მისი.

_ ჰმ, რა ვიცი, იქ კაფეში კარგად მიბრიალებდი თვალებს? ახლა სიმამაცე სად გაგეპარა? _ როგორც კი მისკენ გადადგა ნაბიჯი, გოგო ყვირილით მოსწყდა ადგილს და სამზარეულოსკენ გაიქცა. კახიმ დაღლილმა ამოიოხრა.

_ კარგი ნანა! მოდი აქ! უბრალოდ რაღაც მინდა გითხრა, მეტი არაფერი!_ მიჰყვა გაქცეულს. უცხო სახლში ადვილად ვერ იპოვნა ჩამრთველი და ფანჯრიდან შემომავალი სინათლის ამარა დარჩა.

_ ნანა, არაფრის დაშავებას არ ვაპირებ შენთვის! მწყინს კიდეც შენი საქციელი! _ მის დამშვიდებას ცდილობდა. რომ მოულოდნელად წელზე მოეხვია ქალის წვრილი სუსტი ხელი, რომელმაც ზუსტად გულზე დააბჯინა ალესილი უზარმაზარი დანა.

_ ოპააა!_ ჩაეცინა სასიამოვნოდ გაოცებულს_ ანუ თავდაცვაზე ცოტა რამ გსმენია, არა? წესი ნომერი ერთი, თუ მძარცველი თქვენს სახლში შემოიჭრა, სახლი ჩააბნელეთ!
ორივე ხელი იდაყვებში მოხარა და მაღლა ასწია.

_ წესი ნომერი ორი, დასამალად სამზარეულო შეარჩიეთ, რადგან იქ უფრო მეტი შანსი გექნებათ თავი დაიცვათ!_ თითი დანის წვერს დააჭირა და ოდნავ გასწია საკუთარი სხეულიდან.

_ წესი ნომერი სამი, მობილურს ხელი არ გაუშვათ და პარალელურად დახმარება გამოიძახეთ! გამოიძახე უკვე?_ თითი მის მკლავზე დააცურა. იგრძნო, როგორ დაეხორკლა ქალს კანი. უცებ მაჯაზე მოუჭირა თითები და სწრაფად გადაუგრიხა მკლავი. დანა ხელიდან გააგდებინა.

_ და წესი ნომერი ოთხი, ყველაზე მთავარი წესი! ნუ ეთამაშები მძარცველს კატა თაგვობანას, რადგან დიდი შანსია მახეში გაბმული თავად აღმოჩნდე!_ უთხრა ღიმილით და გულში ჩაიკრა ადრენალინით აღელვებული გოგო. მის მღელვარე, აღელვებისგან გაფართოებულ შავ თვალებს რომ ჩახედა, სიბნელეში რომ უცნაურად უბრწყინავდა, თავი ძლივს შეიკავა, რომ მისთვის მთელი სახე არ დაეკოცნა.

_ მგონი ვიჯერებ, რომ მართლა ჯადოქარი ხარ!_ უთხრა და ხელი შეუშვა.

_ რა გინდა?_ მაშინვე მოშოდა ნანა და ძირს დაგდებულ დანას თვალი დაასო.

_ ამას თავი დაანებე!_ კახი დაიხარა და დანა აიღო. მაგიდაზე დადო და ბოლოსკენ გაასრიალა ხელის კვრით.

_ არაფერს შემომთავაზებ? _ ნანა დუმდა_ შუქი მაინც აანთე!

გოგო უსიტყვოდ მიბრუნდა და ჩამრთველი გადასწია. მოკლე შავ საღამურზე შემოცმული შავი ხალათი მოღეღვოდა, და მის სხეულს კიდევ უფრო გამომწვევად წარმოაჩენდა.

_ მგონი ისევ სიბნელე სჯობდა!_ ჩაეცინა კახის. ნანამ საკუთარი სხეული მოათვალიერა და შამკრთალმა გულიანად შემოიკოჭა აბრეშუმის ხალათი.

_ აღარ იტყვი, რა ჯანდაბა გინდა?_ კახიმ სკამი გამოსწია და ჩამოჯდა.

_ მისმინე, საფრთხე გემუქრებათ! შენც და შენს ალქაჯ მეგობრებსაც! არსებობს ასეთი ადამიანი, რომან კასიევი, მასზე არაფერი გექნება გაგონილი, მაგრამ დამიჯერე, მას უკვე ყველაფერი ეცოდინება თქვენზე, მკერდის ზომაც კი!_ მის მზერას თვალი მიადევნა ნანამ და აღშფოთებისგან თვალბგაფართოებულმა ორივე ხელი მკერდზე დაიკრიფა.

_ ჩვენ რა შუაში ვართ? _ ჰკითხა გაოცებულმა. ეს სახელი და გვარი არაფერს ეუბნებოდა.

_ აბა რა ეგონა ალიას, საქმეს ვიკასნაირ თავზეხელაღებულ ქალთან რომ იჭერდა? ჟურნალისტის გარდა ყველაფერია ეგ აფთარი ქალი! პირადი მიზეზებით ხელმძღვანელობს და გლახოს გასამწარებლად ყველაფერს იკადრებს!

_ და ახლა რა გინდა, რომ გავაკეთოთ? დავიმალოთ?_ სიბრაზე გაუკრთა ხმაში ნანას.

_ დაიმალოთ? რომანი მიწიდანაც ამოგთხრით. ამიტომ გლახოს სახლში უნდა გადმოხვიდეთ სამივე! იქ თქვენს დაცვას შევძლებთ! ისინი უნდა დაითანხმო გესმის? გესმის თუ არა? საქმე ძალიან სერიოზულადაა! _ შემპარავი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ყველა სიტყვაზე და ბოლოს ისე ახლოს აღმოჩნდა ქალთან, რომ მისი თმის სურნელსაც კი გრძნობდა.

_ გესმის ნანა?_ ჰკითხა ლამის ჩურჩულით. თვალმოუშორებლად უყურებდა გოგო, მონუსხულივით ვერ აცილებდა თვალს მის ტუჩებს. თვალებში უამრავი აზრი და ერთი სურვილი უკრთოდა, მაგრამ სულ ოდნავადაც კი არ ამჟღავნებდა ამას, თითქოს არც კი სუნთქავდა. ოდნავ გაეღიმა კახის. ნელა დაიხარა მისკენ და როცა ნანამ თვალები დახუჭა ტუჩების ნაცვლად ცხვირის წვერზე აკოცა.

_ ახლა რომ გაკოცო, წასვლას ვეღარ შევძლებ! გინდა, რომ შენთან დავრჩე?_ გულახდილად ჰკითხა გაოცებულ გოგოს.
ნანამ ხელი ჰკრა და უკან დაიხია.

_ გასაგებია, ანუ არა!_ ისევ გაიღიმა. მერე კი ზურგი აქცია და სახლი ისევე მოულოდნელად დატოვა, როგორც მოვიდა. გულზე ხელი მიიდო ნანამ. სადღაც საზღვრებს მიღმიდან ოდნავღა ისმოდა გულის ფეთქვა.

_კი, მინდა, რომ დარჩე!_ სიცარიელეს უპაუხა გაოგნებულმა ქალმა.

_ რა დაშავდება, სულ ერთხელ თუ გამოვიყენებთ იმ ძალას, რაც ჩვენს ხელთაა? _ ბორგავდა ლეა. არ ყოფნიდა ალიას ვიწრო ოთახი.

_ იმიტომ რომ ყველაფერს თავისი საზღაური აქვს და თან ჩვენ სიბნელესთან არაფერი გვესაქმება ლეა! შენ არ იყავი, რომ არ გჯეროდა და ბებიაშენს ხათრს ვერ უტეხავდი?_ მის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა ალია.

_ ეგ მანამდე, სანამ ამის საჭიროება არ დაგვიდგა!_ ხელი აუქნია ლეამ და ლურჯი თვალები ავად დააკვესა.

_ მისმინე, შუქიასთან უნდა წახვიდე და დაელაპარაკო! უნდა გავიგოთ, რა იცის მანონზე! საიდან იცნობდა დედაჩემი არსენს! მე კი იმ დამპალ ვიკას მივხედავ!_ ხელები მოხვია მეგობარს ლეამ.

_შენს ადგილზე მაგ თავხედს მაინც დავადებდი რამე საშინელ ჯადოს!_ ჯიუტად ბურტყუნებდა ლეა და მის ლურჯ თვალებში უცნაურად კრთოდა მელნისფერი იდუმალი წერტილები.

9
გათენებას ძლივს დაელოდა ნანა. უთენია წამოხტა ფეხზე. რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და საჭირო ნივთები სწრაფად ჩაყარა ჩანთაში და კიბეებზე კისრისტეხით დაეშვა. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ კახი არ ხუმრობდა. გლახოს სახლში წასვლა თავადაც არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ ახლა სოფელსაც ვერ შეაფარებდნენ თავს, თუ ნიკომ შესძლო და ალიას მიაკვლია იქ, იმ ვიღაც კასიევის ხალხს რა გაუჭირდებოდა. თანაც არც შუქიას საფრთხეში ჩაგდება ივარგებდა. შუქიას გარდა მხოლოდ ოთო ჰყავდათ და მისივე უსაფრთხოებიდან, სჯობდა თუ არც მას გაეკარებოდნენ ცოტახანს ახლოს.
ეზო ისე გადაჭრა, გვერდზე არც კი მოუხედია. ფიქრებში გართულმა კახის ძახილიც კი ვერ გაიგონა თავიდან.

_ სად გარბიხარ ნანა?_ მკლავზე რომ შეახო ხელი, შიშისგან იკივლა გოგომ.

_ რა მოხდა? რა დაგემართა?_ ჰკითხა მისი რეაქციით გაოცებულმა კაცმა.

_ რა მოხდა? მეკითხები რა მოხდა? გუშინ რაც მითხარი, იმის შემდეგ თვალი ვერ მოვხუჭე, მთელი ღამე ყველა გახმაურებაზე მეგონა ვიღაც სახლში იპარებოდა და ახლა მეკითხები რა მოხდა?_ ხელი აუკრა ხელზე ნანამ. კახის ნერვიულად გაეცინა.

_თუ მასე გეშინოდა, გადმოგეხედა და გადმოგეძახა, წამში გავჩნდებოდი შენთან! იცოდე მაინც რა არაკომფორტულია მანქანაში ძილი!_ გაშეშებულ კისერზე მოისვა კახიმ ხელი და გოგონას გაოგნებულ სახეზე მიხვდა, რომ წამითაც არ უფიქრია ნანას მისი იქ ყოფნა.

_ შენ რა მართლა იფიქრე, რომ მარტო დაგტოვებდი? _ ჰკითხა გაბრაზებულმა.

_ რა ვიცი, ისე წახვედი უკან არც მოგიხედია!_ წყენა და სიბრაზე ერთად გაერია ხმაში ნანას.

_ არ გითქვამს, დარჩიო!

_ აჰ, უნდა მეთქვა კიდეც, არა?!

_ ასე ერთნაირი ალქაჯები სად შეიყარეთ ნეტავ! წამოდი, მე წაგიყვან, ალბათ იმ ორ კუდიანთან მიდიხარ! ჯერ ის მიკვირდა გლახოს რა მოეწონა იმ შენ არანორმალურ დაქალში და ახლა იმას ვერ ვხსნი, მე რატომ ვარ ასე შენზე დამოკიდებული! _ მანქანასთან მიიყვანა და ძალით ჩასვა.

_ მითხარი ალქაჯო, რა ჯადო გაგვიკეთეთ? რა რიტუალი იყო ის კოცნა? ან რა ჯადოქრობაში ხართ გახლართული? ამ სისულელეების მართლა გჯერათ?_ კახიმ ლამის ყველაფერი იცოდა გოგოებზე, ზოგი თვალთვალით, ზოგი გამოკითხვით, თუმცა, რა თქმა უნდა წამითაც არ დაუჯერებია ეს ყველაფერი. უბრალო ცრურწმენად მიაჩნდა დედამიწაზე მაგიის არსებობა.

_ ჰმ! ეჭვიც არ მეპარება შენი გაყინული და დახშული გონება ვერ ჩაწვდება ამ ყველაფერს!_ ტუჩი ამაყად აიბზუა ნანამ.

_ აბა, აბა! ახლა პატარა გოგოს ზედმეტები მოსდის!_ თითი გამაფრთხილებლად დაუქნია კახიმ.

_ მითხარი, ის კაცი, ალია რომ გაიტაცა, საიდან იცნობს მანონს?_ ნანა ბევრს ფიქრობდა ამაზე, მაგრამ თავში აზრად არ მოსდიოდა არაფერი. იფიქრა, კახის აუცილებლად ეცოდინებოდა რამე, მაგრამ შეცდა.

_არ ვიცით ნანა! ჩვენ გვეგონა თქვენ აგვიხსნიდით მაგ ამბავს! _ თავი გააქნია კახიმ. _ მისმინე, აუცილებლად გლახოსთან უნდა წამოხვიდეთ. ხომ ნახე ალია გაიტაცეს, არსენის ნაცვლად რომ კასიევი ყოფილიყო? გაფიქრებაც არ მინდა, რა მოყვებოდა მაგ ამბავს! ახლა უაზრო სიჯიუტის დრო არ არის. ვიკა სტუმრობდა კასიევს, დარწმუნებული ვარ ალიაზეც ჩააწვეთებდა ტყუილ_მართალს.

_ ვიკას რა კავშირი აქვს გლახოსთან?_ ეჭვით ჩაეკითხა ნანა. მისმა კითხვამ გაყიდა მისი დაქალის შეფარული ინტერესი გლახოს მიმართ. ჩაეღიმა კახის.

_ რამდენიმე წილს უკან დაუახლოვდა ვიკა გლახოს, ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ გავიგეთ, რომ ეს ურთიერთობა სულ არ უშლიდა ხელს იმ აფთარ ქალს გლახოზე კომპრომატების მოგროვებაში. ტყუილი ვერ აპატია გლახომ. არჩვაძემ კი მასზე შეთხზული სტატია დაწერა და შავ_ბნელ მაფიოზად გამოიყვანა ყოფილი საყვარელი. ამით რომ ვერა დააკლო, კასიევს გაურიგდა. _ მოკლედ აუხსნა კახიმ. ნანა ყურადღებით უსმენდა.

_ ეს კასიევი რა კაცია? რატომ არის ასეთი საშიში?_ მოეწონა ნანას რაციონალური და გონიერი აზროვნება კახის.

_ რომანი ნარკოტიკების საქმეშია, გლახოს და არსენის გასვრაც უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ესენი ვერ რიგდებიან, მაგ სიბინძურეს არ ეკარებიან. აი სულ სხვა თემაა ნიკო.
როცა გლახომ კაზინო წაართვა, ვიკასი არ იყოს, მანაც კასიევს მიაკითხა.
არსენმა რა იცის ამ ფაქტზე, ამაზე უკვე არაფერი ვიცი. მაგრამ ვასილიჩი ძველი თაობის კაცია, საკუთარი ურყევი პრინციპებით და არა მგონია იცოდეს, მისი ვაჟი რას ხლართავს მამის ზურგს უკან.
დარჩენილი გზა ხმა აღარ ამოუღიათ ისე შევიდნენ ალიას ეზოში. ორივე საკუთარ ფიქრებში იყვნენ გართულნი.

_ კარგი!_ უთხრა ნანამ კახის, როცა მან მანქანა გააჩერა. _მგონი ამ მომენტში მართალი ხარ. უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. დაველაპარაკები მათ.
ფანჯრებს ახედა ნანამ.

_ თუმცა ვერაფერს დაგპირდები!_ სანამ მანქანიდან გადავიდოდა ხელი ჩაჰკიდა კახიმ და ახლოს მიიწია მისკენ. თვალებში ჩახედა.

_ მისმინე ნანა! აქ სულ იქნებიან ჩვენები, მაგრამ დრო ცოტა გაქვს. თუ ვერ დაითანხმებ მათ, გლახო ჩემსავით მომთმენი არ არის იცოდე. ამ საღამოსვე ძალით გადაიყვანს თავისთან ორივეს. და შენ რას იტყვი, მათ გაყვები, თუ ჩემთან გირჩევნია წამოსვლა?_ ბოლო სიტყვებზე ისე თბილად გაუღიმა, იმხელა სურვილი სჩანდა მის თვალებში, რომ აღელდა გოგო. ხელი წაართვა და მანქანიდან სწრაფად გადახტა. მისი გადასვლა და კახის სიცილი ერთი იყო.

_ ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, გრამი სიმართლე თუ არ ურევია შიგნით!_ სარკეში გაუსწორა საკუთარ თავს მზერა და ღიმილით თვალი ჩაუკრა.
შუქია გრძნობდა რაღაც ავი და ბნელი უახლოვდებოდა გოგონებს. მთვარის შუქშიც და ცეცხლის ალშიც ხედავდა ბნელ ლანდებს. ლანდებს, რომლებსაც საკმაოდ კარგად იცნობდა ქურუმი ქალი. თავის დროზე რომ ჯეროვნად შეეფასებინა მათი ძალა ვინ იცის, იქნებ დღეს ცხოვრება სულ სხვაგვარად წარმართულიყო, მაგრამ მაშინ ისე იყო დაბრმავებული საკუთარი თავით, რომ ისიც კი ვერ შეამჩნია, რაც ასეთი თვალშისაცემი და აშკარა იყო. ახლა კი ასე აღარ მოიქცეოდა შუქია. ძველ შეცდომას აღარ გაიმეორებდა. სხვა გზა არ რჩებოდა, ახლა როგორც არასდროს დახმარება ისე სჭირდებოდა. გამხმარი კესანების კონა მაღლა აღმართა ქალმა.

_ სადაც არ უნდა იყო, გაიგონე ჩემი ძახილი და ჩემს ხმას გამოჰყევი!_ თქვა ხმამაღლა და ყვავილების კონა ცეცხლში ჩააგდო. იისფერი ალი ავარდა ცისკენ. წვრილ ზოლად გაიკლაკნა და ცისფერ სინათლეში გადასული გაუჩინარდა ტყის ასწლოვან მოშრიალე ხეების კენწეროებში.

მეორე დღეს სოფლის ორღობეს ამოუყვა მაღალი, ჭაღარათმიანი ამოუცნობი ასაკის ქალი. წელში გამართული მოაბიჯებდა და გზას ისე შეუცდომლად ადგა, თითქოს ისიც აქ ამ სოფელში დაბადებულიყო და გაზრდილიყო. უცნაური ღიმილით ათვალიერებდა მიდამოს. ყველა შემხვედრს გულღიად უღიმოდა. მათ ნაკვთებში შეუცდომლად ხედავდა მათი წინაპრების სისხლს. მხოლოდ გენადის წინ შედგა ქალი და თვალებში ავი ცისფერი ნათება გაუკრთა.
პირდაღებული მიაჩერდა გენადი იდუმალ უცნობს. მისგან გამომავალმა სუსხმა სხეული დაუნესტრა ლოთობისგან სხეულდაბუჟებულ კაცს. ფეხი ვერც წინ და ვეღარც უკან წადგა ლოთმა.

_ ეს შენ ხარ არა?_ გაიფიქრა ქალმა და ზარივით გაიწკრიალა გენადის გონებაში მისმა ხმამ._ შენ შენი სიბნელით ჩააქრე მკურნალი სინათლე? არ იზრუნე პირობისამებრ მასზე! სადამდე დაეცი გენადი?! ნუთუ ეგ იყო შენი მისია?!
ყოველთვის, როცა სასმელით სავსე ჭიქას პირთან მიიტან, ცხადლივ გაზმანოს შენს გვერდით მცხოვრები ბილწი დემონი. დაე, ის თავად გახდეს შენი მკურნალი და განმათავისუფლებელი!

ეს წყევლა, თუ დალოცვაც ზარის უსიამო მჭახე წკრიალად ჩაესმა საწყალ ლოთს გონებაში. ქალმა გაშეშებულ კაცს გვერდი უგანა და გზა გააგრძელა. რამდენიმე წამში გამოფხიზლდა ლოთი. ბარბაცით შებანცალდა სახლში. ჭუჭყიან საწოლზე ჩამოჯდა. წამით იფიქრა, რა უცნაური ქალი იყოო და საკუთარ არეულ ფიქრებს შეჩვეულმა ესეც მორიგ მოლანდებად მიიღო. ხელის კანკალით გაიწვდინა თითები მუქი ბინძური არყის ბოთლისკენ, უკანასკნელ ხურდებად რომ ეყიდა მაღაზიაში. ხარბი მზერით მოიყუდა, მაგრამ როგორც კი ენის წვერი არაყმა დასწვა, მის წინ კაცის სიმაღლე საზარელი არსება წამოიმართა. წითელი თვალებით, შუბლზე რქით, საზარი ნაიარევი სახით და დუჟმოდებული ლორწოიანი პირით. შეჰკივლა საბრალომ და ინსტიქტურად მოიშორა ბოთლი პირიდან. აცახცახებულმა მოათვალიერა სახლი და გული დაიიმედა. სახლში არავინ იყო მის გარდა. ამოისუნთქა შვებით და ისევ მოიყუდა ბოთლი. თუმცა ვერც ამჯერად შეძლო გამოთრობა, რამდენჯერაც არ სცადა, იმდენჯერ ის საშინელი არსება აესვეტა თვალწინ. ბოლოს გაგიჟებულმა კედელს შეალეწა სასმელი და იმ ღამეს პირველად აეწვა ალკოჰოლის სურვილით არყით გაჟღენთილი სხეული. თუმცა გონებამ გამოფხიზლება დაუწყო. პირველად შეზიზღდა საკუთარი ბინძური ქვეშაგები და სახლის ნაცვლად აივანზე მდგარ ტახტზე მოასვენა განაწამები სხეული და სულისგანმორჩენილი გადაღლილი ნაკუწი.

_ კესანე!_ შემოეგება ქუჩის თავში შუქია თავის მასწავლებელს. შუქიას ასე თუ ისე ეტყობოდა ასაკის კვალი, მაგრამ კესანეს ასაკს ვერ შეატყობდა კაცი. რადგან მასში ყველა იმას ხედავდა, რისი დანახვაც მისთვის იყო საჭირო და უპრიანი.

_ შუქია!_ მხრებზე დააწყო თეთრი ხელები ქალმა.

_ სინათლე შენდა!_ მიესალმა შუქია ქალს.

_ სალამი მზიანო!_ გაუღიმა კესანემ.
იმ ღამეს ორნი გაუყვნენ ნაცნობ ბილიკს მთავრის საკურთხევლისკენ. ორნი იყვნენ, მაგრამ მათგან ერთი ნახევარ მზიანეთს უდრიდა.

_ ჩაყოლას იქნებ ჩათრევა სჯობდეს?_ ნანა ცდილობა ალიას სიჯიუტე გაეტეხა._ თუ წინაზე არ შეგჭამა, არც ახლა შეგჭამს. ან იქნებ შენ სხვა მიზეზი გაქვს, რომ წამოსვლა არ გინდოდეს?

_ რა მიზეზი?_ფაქტზე გამოჭერილივით შეცბა ალია.

_ გეშინია იმ კაცთან ახლოს ყოფნის!

_ ნუ სულელობ!

_ თუ ასეა არაფერი დაშავდება, თუ იქ ვიქნებით , სანამ საფრთხე არ გადაივლის!_ ასეთი მტკიცე არასდროს ყოფილა ნანა. ლეა დუმდა. ფიქრებით თითქოს შორს იყო მეგობრების კამათისგან.

_ მიყვარხარ ლეა!_ გონებაში მეასედ ატრიალებდა ოთოს სიტყვებს._ ვიცი, რომ შენ სულ არ გადარდებს ეს, მაგრამ მიყვარხარ!
საკუთარ თავს ებრძოდა ლეა. ნუთუ ამისთვის წვალობდა მთელი ცხოვრება, ამისთვის გამოექცა სოფელს, ამისთვის სწავლობდა და მუშაობდა, რომ ეს ღარიბი უბრალო ბიჭი შეყვარებოდა? არა! სანამ ჯერ კიდევ შეეძლო, თავი ხელში უნდა აეყვანა. სწორედ იმ ღამეს გადაიკვეთა მისი და ნიკო ბეროშვილის გზები. მსგავსი ენერგეტიკის ადამიანმა უცბად მიიპყრო ლეას ყურადღება.

_ აი ისიც! _ გაიფიქრა გოგონამ_ თამამად გაემართა მისკენ და რიტუალის დასასრულებლად სწორედ მას აჩუქა თავისი პირველი კოცნა. თუმცა, გლახოსა და კახისგან განსხვავებით, ნიკო არ იყო არც ჯენტლმენი, არც ზრდილი და არც კეთილი კაცი. არ დაბნეულა ამ უეცარი და მოულოდნელი კოცნისგან, ხელი ყელში წაუჭირა ლეას და კედელს ააკრა გაოგნებული ქალი.

_ რას აკეთებ, თუ იცი?_ ჰკითხა ჩახლეჩილი ხმით და ინტერესით ჩააცქერდა ლურჯ თვალებში მისი რეაქციით დამფრთხალ გოგოს.

_ გამეთამაშე? შენ იწყებ, მე ვამთავრებ!_ ირონიულად გაუღიმა და ტუჩებზე დააცხრა.
თითები მოკლე კაბაში ურცხვად შეუცურა. თავი რომ ვერ დააღწია გააფთრებულმა ლეამ ის აკრძალული ილეთი გამოიყენა, რომელსაც თუ სწორი ადგილისკენ მთელი ძალით მიმართავ, ნებისმიერი კაცის თავდასხმას მოიგერიებ. სანამ კედელთან ღმუილით ჩაკეცილი ნიკო გონს მოვიდოდა, ლეა უბრალოდ აორთქლდა ადგილიდან.
და წარმოიდგინეთ რაოდენ გასაკვირი იქნებოდა მისთვის, იმ სახლში მისულს მასპინძლად ნიკო რომ დახვდა.
თუ მანამდე გაგიჟებული დაეძებდა, ახლა ნიკომ უკვე იცოდა, თუ სად ეპოვნა ის არანორმალური ქალი. წამოსვლისას, როცა მანქანაში ჯდებოდნენ. კარგად დაინახა ლეამ, როგორ თავხედურად ჩაუკრა ნიკომ თვალი და როგორ ირონიულად გაუგზავნა კოცნა. თითქოს მიანიშნა, ჩვენი თამაში ახლაღა იწყებაო. ფიქრებისგან გამოფხიზლდა ლეა და სრულებით მოულოდნელად ხმამაღლა გამოაცხადა.

_ თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დღესვე მივდივარ მუჯირის სახლში!

_ ორი ხმა ერთის წინააღმდეგ!_ სახე გაებადრა ნანას და მობილურზე კახის ნომერი აკრიფა. აზრად არცერთს არ მოსვლა ლეასთვის ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი ეკითხათ.

იმ საღამოს თამრომ აშკარად იგრძნო სამთა ძლიერი კავშირი. იგრძნო და თუ მანამდე ეჭვი ეპარებოდა, ახლა დარწმუნდა, რომ ალია შემთხვევით არ იყო ამ სახლში.

_ აშკარად სიმართლის დრო მოვიდა!_სევდიანად გაუღიმა ქალმა სურათს, სადაც სამი ლამაზი გოგონა ცეცხლის ალის გარშემო თავდავიწყებით ცეკვავდა შუაგულ ტყეში.

10
_ შემხვდი! სულ ერთია მაინც მოგიწევს ჩემი ნახვა!_ აშკარად გრძნობდა ლეა მუქარის ჩრდილს ბეროშვილის სიტყვებში. ვერ ვიტყვი, რომ ეშინოდა, უბრალოდ ოდნავ ძაბავდა ნიკოსგან მისი ეს გაუგებარი აკვიატება. ხვდებოდა, მხოლოდ კოცნა ან მისგან მიყენებული ტკივილი აღარ ამოძრავებდა ნიკოს. ახლა უკვე გლახოს და ალიას გამოც იზიდავდა კაცს. ამიტომ გადაწყვიტა დროებით თავი მუჯირის სახლისთვის შეეფარებინა. ჩაფიქრებული იჯდა უკანა სავარძელზე, გოგონების შუაში და ხელზე შებმულ ლურჯ კიანიტს უნებურად თითებით ათამაშებდა. ეს პატარა ქვა შუქიამ შეაბა ბავშვობაში, რათა გოგონას სიბრაზის მართვაში დახმარებოდა და მასში არსებული ნეგატიური ენერგია ცოტათი მაინც დაებალანსებინა. არ ახსოვდა ლეას საკუთარი თავი ამ სამაჯურის გარეშე. დაბნეულობის დრისაც სწორედ მისი შეხება უმშვიდებდა ხოლმე არეულ ფიქრებს.

_ მიპასუხე! დიდხანს მაინც ვერ დამემალები!_ წაიკითხა ნიკოს ბოლო მესიჯი და მისგან მობეზრებულმა თვალდახუჭულმა ჩამოადო ნანას მხარზე თავი. ახლა ოთო სჭირდებოდა. ისე მოენატრა, ისე მოუნდა მისი დანახვა გული მოეწურა. გრძნობდა ოთო მასში არსებულ სინათლეს აძლიერებდა.

_ კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენს სახლში!_ კარში შემოეგებათ თამრო. _ მიხა გოგოების ბარგს მიხედე გენაცვალე. სთხოვა ქალმა ალიას ძველ ნაცნობს და სტუმრებს სახლში შეუძღვა.
სამივეს ერთად ყოფნა კიდევ უფრო უჩქროლებდა სისხლში შემორჩენილ მაგიის წვეთებს. სიხარული არ ეტყობოდა არცერთს. მით უფრო ალის.

_ თქვენი ოთახები მზადაა!_ თამრომ სამივეს აჩვენა თავისი საძინებელი და ცოტა ხანს მარტო დასტოვა, რათა თავი მოეწესრიგებინათ და საკუთარი ნივთები სურვილისამებრ დაელაგებინათ.
ალია გლახოს ოთახის კარს მიუახლოვდა და დააკაკუნა.

_ გლახო ბაღშია შვილო!_ უთხრა თამრომ კიბის ქვემოდან. კარი გააღო ალიამ და ნაცნობ ოთახში უკითხავად შეაბიჯა. აივანზე გავიდა და ბაღს გადახედა. გლახო და კახი რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ, თუმცა იმდენად ხმადაბლა, რომ მათი საუბრიდან სიტყვებს ვერ არჩევდა. ბოლოს გლახომ თავი დაუქნია თითქოს დასთანხმდა მის წინადადებას და მოულოდნელად საკუთარ აივანს ამოხედა. ინტერესით მომზირალ გოგოს თვალი მოჰკრა და გაუღიმა.

_ არანორმალური!_ ჩაილაპარაკა ალიამ. ვერ ხვდებოდა რა უცნაურ თავგადასავალში იყო გახვეული. გული სტკიოდა, რომ მისი მისაბაძი ადამიანი ამდენად საზიზღარი და მატყუარა აღმოჩნდა. არადა სულ ნატრობდა მასსავით შესძლებოდა კარიერის მოწყობა. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ რა იმალებოდა ვიკა არჩვაძის რისკიანი სიუჟეტების უკან. ნეტავ კიდევ რამდენი მისნაირი გულუბრყვილო და სულელი გოგო გამოიყენა საკუთარი წარმატებისთვის? რამდენს გადაურა, რამდენი გაწირა, რამდენს მოპარა სტატია და სიუჟეტი? გაბრაზდა და მუჭები აივნის მოაჯირს გამეტებით დასცხო.

_ დამპალი ქალი! მოიცადე, თუ არ განანო ეგ ტყუილი!_ სულ არჩვაძის ბრალი იყო ახლა ამ დრაკონის ბუნაგში რომ უწევდა დამალვა.

_რაო, ვინ გააბრაზა ჩემი პატარა ალქაჯი?_ მოესმა ზურგს უკან. სწრაფად მიბრუნდა და ხელში გლახო შერჩა, როგორც მოსალოდნელი იყო საკუთარი ბრაზი კვლავ მისკენ მიმართა სულ სხვაზე გაბრაზებულმა.

_ ვინ და შენმა საყვარელმა! ისე მიკვირს როგორ დაშორდით და შეელიეთ ერთმანეთს? _ ნაკვთიც კი არ შესტოკებია გლახოს.

_ რაო, არ მოგეწონა რომ გამოგიყენა არა? ახლა უკეთ გამიგებ, რატომ მძულრან ჟურნალისტები! ოღონდ უაზრო სტატია დაწერონ და ყველაფერს რომ იკადრებენ. მშობელ დედასაც კი გადაუვლიან! მართლა ესაა შენი ოცნება პატარა ალქაჯო?_ ირონია შეერია ხმაში გლახოს.

_ ერთი ცუდი ადამიანის გამო ყველას ხაზს როგორ უსმევ?_მის ირონიაზე უფრო გაბრაზდა ალია, ვიდრე მის სიტყვებზე.

_ ყველა ერთნაირია, თუ დასაწყისში არა, რაღაც მომენტში მაინც უდგებათ არჩევნის წამი და ჰოი საოცრებავ, ყველა, როგორც ერთი კარიერულ წინსვლას ირჩევს, თანაც ნებისმიერ ფასად.

_ შენც, მხოლოდ ვიკას გამო არ გაქვს მაფიოზის იმიჯი! და ყველაფერს სხვას ნუ გადააბრალებ!_ ვიკას კი არ იცავდა, უბრალოდ იმის თქმა უნდოდა, რომ რაღაც დონეზე ყველა ადამიანი, ვინც წარმატებას აღწევს, ცოტათი მაინც ხდება სხვისი ტკივილის მიზეზი _ შენ არ იყავი არსენს კაზინო რომ წაართვი?

_ მე?_ მართლა გაეცინა გლახოს._ არსენს? არსენს რომ რამე წაართვა ეშმაკზე ერთი დღით ადრე უნდა იყო დაბადებული. მე მხოლოდ იმ ცანცარა ნიკოს მივუჩინე თავისი ადგილი!

_ ანუ პირდაპირ კასიევის კლანჭებისკენ უბიძგე მეგობარს, თუნდაც ყოფილ მეგობარს! ნუთუ კარგი სულ არაფერი გახსოვს მასზე?_ ალიას სიტყვებმა გააოცა გლახო. არასდროს უფიქრია ნიკოზე ამ კუთხით. იყო რაღაც სიმართლე მის სიტყვებში. რომ არა გლახოზე შურისძიება არც ნიკო და არც ვიკა სავარაუდოდ კასიევს არ გაურიგდებოდნენ. თავი დამნაშავედ იგრძნო. გადაწყვიტა თავისი შეცდომა თავადვე გამოესწორებინა როგორმე. მიუხედავად ყველაფრისა ნიკოსთან მაინც აკავშირებდა საერთო წარსული.

_ რა ბიზნესი აქვს კასიევს ასეთი, რომ ასე ერიდება ყველა!_ გაეღიმა გლახოს, მიხვდა თავისდაუნებურად მასალას ეძებდა ალია. ალბათ მართლაც ჰქონდა ნიჭი. სწორედ ის, რაც ასე აკლდა ვიკას. აშკარა იყო ალია ალღოს სწრაფად უღებდა მოვლენებს და სიტუაციასაც სწრაფად აანალიზებდა. თუმცა მისთვის კასიევი საკმაოდ მსხვილი თევზი იყო, არა თევზი კი არა ვეშაპი. კასიევი ისე გადაყლაპავდა ალიას, რომ ამას ვერც კი იგრძნობდა. ამიტომ სულაც არ სურდა, რომ გოგონა მას თუნდაც მილიმეტრით მიახლოვებოდა. თუმცა მისნაირი მძაფრი ცნობისმოყვარეობის პატრონისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო.

_ ჩემო თავისტკივილო, არ ჯობია უფრო საინტერესო თემაზე თუ ვისაუბრებთ?_ სავარძლიდან წამოდგა და აივნის მოაჯირს მიყრდნობილ ალიას მიუახლოვდა.

_ რას იტყვი პაემანზე რომ დაგპატიჟო?_ დაინახა როგორმა ინტერესმა გაუელვა ალიას თვალებში. რაც არ უნდა შეუვალი სახე მიეღო გოგონას, მაინც აშკარად აღელვებდა მისი სიახლოვე.

_ ისიც საკმარისია შენს სიახლოვეს რომ მიწევს ცხოვრება!_ თავს მოერია ალია და მისი შემოთავაზება, როგორც გლახო მოელოდა, უარყო.

_ მატყუარა!_ გაუღიმა სასურველს.

_ რას გატყუებ?_ თვალი გაუსწორა გოგომ.

_ რას და ახლა, ამ წამს ერთი სული გაქვს როდის გაკოცებ!_ ისე ახლოს იდგა მასთან, მის ტუჩებზე წვრილ პაწაწუნა ხაზებსაც კი ამჩნევდა. თითები ფრთხილად მოხვია წელზე, თითქოს ცდილობდა არ დაეფრთხო მისი სიახლოვით გაოცებული გოგო.

_ რატომ მე ალია? იმ ღამეს მე რატომ ამომირჩიე?_ ლამის ჩურჩულით ჰკითხა, ის რაც კარგა ხანია აინტერესებდა.

_ დრაკონის გამო!_ მონუსხულივით უპასუხა გოგონამ და მის მკლავზე დახატულ მითურ ცხოველს თითებით შეეხო.

_ რატომ დრაკონი?_ ახლა ალიამ იკითხა, თან ახლოდან დაათვალიერა უცნაურად საშიში ნახატი.

_ დრაკონის წელში დავიბადე!_ საკუთარ სიტყვებზე გაეღიმა გლახოს. დიდად არ სწყალობდა ჰოროსკოპს. უბრალოდ იცოდა, რომ დედამისს უყვარდა ძალიან ეს ჯადოსნური არსება და ამით თითქოს მის ხსოვნასაც სცემდა პატივს, რაც არ უნდა უცნაური ყოფილიყო ეს.
ალიამ ინტერესით ამოხედა გლახოს, მის შავ თვალებში საკუთარი თავი გარკვევით დაინახა.

_ რა ლამაზი ხარ ჯადოქარო?!_ ჯერ ლოყაზე აკოცა გლახომ დაბნეულ ქალს. შემდეგ გულში ჩაიკრა და ტუჩებზე დაეწაფა. თითები მის ტატუს ააყოლა ალიამ და როცა გამოფხიზლდა მერეღა გაიაზრა, რომ თავადაც მთელი სურვილით ეხვეოდა წამის წინ საძულველ ადამიანს.

_ იმედია მომეჩვევი და ჩემგან წასვლა შენი ნებით აღარ გენდომება, თორემ საკმარისად ცუდი ვარ იმისთვის, რომ შენი დათმობა შევძლო!_ მის ტუჩებთან დაილაპარაკა გლახომ. არაფერი უთქვამს ალიას. მხოლოდ გაოცებული აფახულებდა მწვანე თვალებს. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ საკუთარი პრინციპები ასე ერთ კოცნაში გაუცვალა ამ პირქუშ ადამიანს.

_ შენი დუმილი თანხმობას ნიშნავს ხომ?_ ჰკითხა ღიმილით გლახომ.
_ არა!_ უპასუხა ალიამ, მაგრამ როცა კაცმა ისევ აკოცა წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, უბრალოდ თვალები დახუჭა და მას მიენდო.
მათ შორის ვნების და სურვილის გარდა იყო რაღაც ამოუხსნელი მიზიდულობა, რაც ამ ორი ადამიანის საღ აზრს მართავდა...

სამზარეულოში იდგა თამრი და საკუთარი გულსაკიდი საჩვენებელ თითზე ჩამოკიდული თვალების გასწვრივ ეჭირა. სუსტად ციმციმებდა ცრემლის ფორმის მინერალი. მაღლა აიხედა გაოცებულმა ქალმა.

_ქეთო, როგორც იქნა ერთმანეთი იპოვნეს, ისაა გესმის? მართლა მანონის შვილია!_ გარდაცვლი მეგობარს უზიარებდა სიხარულს._როგორც იქნა თავისმა წილმა სინათლემ მოაგნო ჩვენი ბიჭი._ ჩაილაპარაკა ბედნიერმა და გაიღიმა.
უხმაუროდ მოშორდა ვიღაც სამზარეულოს კარს. წყლის ასავსებად მოტანილი ჭიქა კი იქვე კედელზე მიდგმულ პატარა კარადაზე დარჩა.

_ ტენდერში გამარჯვება არც მაეჭვებდა, მხოლოდ ისაა საფრთხილო გზები თუ იქნება სუფთა? საბაჟოზე რას ვიზამთ? საქართველოს გავლით პირველად მიგვაქვს საქონელი!_ კასიევი ინტერესით უსმენდა რომელიღაც თანაშემწეს. თან გულში ნკოლოზის შემოთავაზებაზე ფიქრობდა. იქნება ჯობდა პარტიის ნაწილი აქვე გაეტანათ ბაზარზე? რატომაც არა? სულელი ნიკო საკუთარ ღამის კლუბს სთავაზობდა, პრობლემა ის ბებერი ვასილიჩიღა იყო. თუ გაიგებდა, რომ მისი შვილი ხელს კასიევის ჭუჭყიან ფულში აფათურებდა, კაცმა არ იცის, რას იზამდა მერე. არ შეიძლებოდა მისი არ დაფასება. მუჯირიც თითში შერჭობილი ეკალივით იყო. მართალი იყო ბეროშვილი, როგორმე გლახოს ქალი უნდა ჩაეგდო ხელში და ასე უნდა ეიძულებინა საქონლის გასაღებაში დახმარებოდა და მისთვის უსაფრთხო დერეფანი გაეხსნა მხოლოდ მოთმინება უნდოდა ამ საქმეს და ადრე თუ გვიან სასურველს მიაღწევდა. უჯრიდან ქაღალდები ამოიღო და თვალში გოგონების სურათები ეცა. ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ სამივენი, უარს არც ერთზე არ იტყოდა რომანი, მაგრამ თვალში ლურჯთვალა თეთრთმიანი ქალი რომ მოხვდა, ყველა სხვა ქალის სახე გაუფრინდა გონებიდან.
_ ეს რა სასწაული ვინმეა? _ ჩაილაპარაკა გაოცებულმა და სამიდან ის ფურცელი ამოარჩია, რომელშიც ლეაზე იყო საუბარი.

11
_ლეაა! ლეილაა!_ _ გამეტებით აბრახუნებდა ოთო ლეას სახლის კარზე. სახლში გამეფებული სიჩუმით ხვდებოდა, რომ იქ არავინ იყო, მაგრამ ნერვებმოშლილი მაინც გამეტებით აგრძელებდა კარზე მუშტის ცემას. კიბეებზე ფეხის ხმა რომ მოესმა, მაშინღა გაანება კარს თავი და დაღლილი, შუბლით მიეყრდნო ცივ ლითონს. ამომავალი ადამიანისთვის ყურადღება არც მიუქცევია. ცოტახანს ასე იდგა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და კიბეები ნელა ჩაიარა. დაეჭვებული მზერა გააყოლა ნიკომ მიმავალ მხრებჩამოყრილ კაცს.

_ ეს ვინღა ჯანდაბაა?_ ჩაილაპარაკა დაფიქრებულმა და ლეას კარს შორიდან შეხედა მოღუშულმა. კასიევის დილანდელი ზარი გაახსენდა. ლეაზე ეკითხებოდა რაღაცეებს ის არაკაცი. მუჭები შეკრა გაცოფებულმა. რატომღაც ალიას ნაცვლად, სწორეც ლეამ მიიქცია რომანის ყურადღება. იცოდა ნიკომ საფრთხეში იყო ახლა ლეა და სადღაც გულში აოცებდა კიდეც ის ფაქტი, რომ მასზე ასე ღელავდა. რა იყო ეს გრძნობა? და რატომ ჰგავდა ასე ძალიან ეჭვიანობას? და თითქოს კასიევი არ აკლდა და ახლა ეს ვიღაც ახალი დახვდა აქ.

_ვერაფერს იტყვი, თაყვანისმცემლები არ აკლია ქალბატონს!_ ჩაიბურდღუნა გაბრაზებულმა და შენობა დატოვა. ისედაც გასაგები იყო, ლეა სახლში არ ბრძანდებოდა. და როგორც მოგვიანებით გაარკვია, სამივე მათგანი სადღაც გამქრალიყო. სად უნდა წასულიყვნენ ასე ერთდროულად? იქნებ მუჯირმა დაასწრო? კიი! ნამდვილად ასე იყო! ამის მიხვედრამ დაამშვიდა კიდეც. კი ერჩივნა, თავად ჰყოლოდა სადმე საიმედოდ გადამალული, მაგრამ არც გლახო იყო ლეასთვის უიმედო მცველი. მობილურმა დარეკა. ეკრანს დახედა. მამამისი ურეკავდა. უსიამოდ შეიშმუშნა და ზარს უპასუხა.

_ გისმენ მამა! კარგი, მოვდივარ!_ ამოიოხრა და მანქანა დაქოქა. ისეთი ხმა ჰქონდა არსენს აშკარა იყო რაღაც ხდებოდა, რაღაც მისთვის უსიამოვნო.
მანქანა სახლის წინ გააჩერა და სწრაფად გადმოვიდა. ეზოში მდგარი ნაცნობი მანქანის დანახვისას შეცბა.

_ ამან რა მოუხშირა აქ სტუმრობას? _ გაიოცა და სახლის კარი გააღო. მისაღებში ისხდნენ გლახო და არსენი და რაღაცაზე გასაოცრად მშვიდად საუბრობდნენ.

_ მოდი აქ ნიკო!_ ხელით მიიხმო არსენმა. ცივად, უსიტყვოდ ჩაუარა გლახოს და მის პირისპირ დაჯდა. არც კი მისალმებია. სწირედ ისე, როგორც ბავშვობაში იცოდა, როცა რაღაც სათამაშოს ვერ იყოფდნენ.

_ კასიევს დიდი პარტია წამალი შემოუტანია, იცოდი ამაზე რამე, შვილო?!_ ცივი ხმა ჰქონდა არსენს. კი ეკითხებოდა, მაგრამ აშკარად უკვე ყველაფერი იცოდა. ავად გახედა გლახოს ნიკომ.

_ მას ნუ დააბრალებ! ისედაც დიდიხანია ვიცი შენი და იმ ნაძირალას საეჭვო დაახლოების ამბავი! თვალს ვხუჭავდი და ვფიქრობდი, გონს მოეგებოდი, მაგრამ არა! _ ისე გახედა შვილს არსენმა თავისი ჭროღა თვალებით, ლამის რენტგენში გაატარა.

_ თუმცა ამას დროებით თავი დავანებოთ! გლახო გაერთიანებას გვთავაზობს!
შენ კი მოგიწევს არჩევანი გააკეთო.

_ ამას ენდობი?_ არსენის სიტყვებით გაკვირვებულმა ზიზღით გახედა გლახოს.

_ ხელცარიელი არ მოვსულვარ!_ მაგიდაზე დაუდო საქაღალდე გლახომ. ნიკომ აიღო და ინტერესით გადაშალა. წართმეულ კაზინოს უბრუნებდა მუჯირი. ვერც ახლა დამალა გაკვირვება ნიკომ.

_ ეს ქრთამის სტილში?_ გაუღიმა ირონიულად და საბუთები მაგიდაზე დაუდევრად მიყარა.

_ რომც ვერ შევთანხმდეთ, სულ ერთია, მაინც ვაბრუნებ, მომბეზრდა ჩვენი, ეს გაუგებარი, ომი. მართლა არ ვიცი, რა და რატომ მოხდა თქვენსა და მამაჩემს შორის და არც მინდა ვიცოდე. მე თქვენი მტერი არა ვარ! მტერი უერთმანეთოდაც საკმაოდ ზორბა გვყავს! სანამ ჩვენს გარევას დააპირებდა თავის სიბინძურეში, კი ვხუჭავდით თვალებს, ახლა არ ვიცი, მეშინია თვალის დახუჭვამ სულ არ დაგვაბრმავოს!_ ამას რომ ამბობდა გლახო ნიკოს უყურებდა თვალებში. თვალები დახარა ნიკომ.
იცოდა გლახომ, უკვე ყველაფერი იცოდა მისი და კასიევის გარიგების შესახებ. შარში იყო ნიკო, რომანი გლახო არ იყო ტყუილზე და ღალატზე თვალი რომ დაეხუჭა.
ისევ ლეა გაახსენდა და უარესად დაუმძიმდა გული. ფიქრობდა და ვერაფრით ხვდებოდა, რომანის ყურადღება ლეადან კვლავ ალისაზე როგორ გადაეტანა. ასეთი ადამიანი იყო ნიკო, რაც მას არ ეხებოდა, არც ანაღვლებდა. მისთვის ამ მომენტში მხოლოდ ლეას ჰქონდა მნიშვნელობა. ალია არავინ იყო, სრულებით არავინ.

იმ საღამოს სახლიდან ჩუმად გამოვიდა ლეა. იმდენად ჩუმად, რომ ლეომაც კი ვერაფერი გაიგო. კატასავით მოქნილად გაძვრა ვიწრო რკინის ღობეში და სირბილით დაუყვა უკაცრიელ ქუჩას.
მიუხედავად სიფრთხილისა, ვერც კი შენიშნა, როგორ აედევნა ნაცრისფერი მოზრდილი ფურგონი. ოდნავ გადაუსწრო გოგონას და დაამუხრუჭა. ორი ზორბა ტიპი გადმოხტა მანქანიდან და გზა გადაუკეტეს. გაჩერდა ლეა და მიმოიხედა.

_ ვინ ხართ? რა გინდათ?_გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა, რატომ უშლიდა გლახო სტუმრებს სახლის დატოვებას. უკან დაიხია. ერთი პირობა იფიქრა ბუნების ძალები მოეხმო, მაგრამ შუქიას მკაცრი დარიგება გაახსენდა, მხოლოდ მაშინ გამოავლინე საკუთარი თავი, როცა სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიო. მწარედ ჩაეცინა. გამოსავალს ეძებდა, მაგრამ მოძალადეების ირონიულ ღიმილზე ხვდებოდა, ვერაფერს გააწყობდა. მოულოდნელად სპორტული მანქანა გამოვარდა მოსახვევიდან. გეზი პირდაპირ იმ ტიპებისკენ აიღო და რომ არ ეყოჩაღათ, ალბათ იქვე მიაჭყლიტავდა ორივეს, ზუსტად ლეას ფეხებთან დაამუხრუჭა მძღოლმა, კარი შიგნიდანვე გამოუღო და დაჯექიო, უყვირა. წამითაც არ უფიქრია ისე ჩახტა ლეა მანქანში და მანქანაც ადგილს მოსწყდა.

ყურადღებით შეათვალიერა ლეამ ნიკო ბეროშვილი. დაძაბული გაჰყურებდა გზას მისი მშველელი და სიჩქარეს არ ანელებდა. უკან გაიხედა ლეამ. ძალიანაც რომ სდომოდათ იმ ტიპებს ფურგონით ნიკოს მანქანას ფეხს ვერ აუწყობდნენ. გაეღიმა. ხელი დაჭიმულ მკლავზე შეახო მხსნელს და ფრთხილად მოუჭირა.

_ იქნებ სიჩქარეს მოუკლო?_ სთხოვა მშვიდად._ მეეჭვება აწი დაგვეწიონ!
წამით გამოხედა კაცმა. შემდეგ ნელა მოუკლო და ბოლოს სულაც გააჩერა მანქანა. გზისპირზე გადააყენა და ფარებიც ჩააქრო.

_სად მიდიოდი?_ ჰკითხა უხეშად.
_ მეგობრის სანახავად!_ მხრები აიჩეჩა ლეამ.
_ როგორც ვიცი, ყველა შენი დაქალი გლახოსთან არის ახლა!_ დაეჭვებით გამოხედა ნიკომ და ის ბიჭი გაახსენდა, დილას რომ შეხვდა ლეას კარებთან.

_ ვინ არის სხვა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ საკუთარ უსაფრთხოებასაც არად აგდებ?_ თითები ნერვიულად აათამაშა საჭეზე.

_ შენი საქმე არაა ჩემი პირადი!_ გულხელი დაიკრიფა ლეამ.

_ არაფერი მესმის!_ თავი გააქნია ნიკომ._ თუ მაგდენად მნიშვნელოვანი ტიპია იმ ღამეს მე რატომ მაკოცე? თუ ძაან თანამდროვე ქალი ხარ და მრავალფეროვნება გიყვარს?
ზიზღით დაემანჭა სახე ლეას. შეურაცხყოფად მიიღო კაცის სიტყვები.

_ არც ეგაა შენი საქმე! მქონდა მაგის მიზეზიც!

_ რა მიზეზი უნდა გქონდეს, რომ ერთი მოგწონდეს და მეორეს კოცნიდე?_ ჩაეცინა ნიკოს.

_ ის იმდენად ძვირფასია ჩემთვის, შენსავით ასე უბრალოდ არ გამოვიყენებ! გასაგებია ახლა?_ლურჯი თვალები ბრაზით უელავდა ლეას.

_ ძალიან აფექტური ქალი ხარ!_ ინტერესით შეათვალიერა ნიკომ.
_ მომაშორე შენი თავხედი თვალები! _ ქურთუკი შეიკრა დეონსტრაციულად ლეამ.

_ დასანახიც არაფერია!_ ჩაეცინა კაცს. მანქანა დაქოქა და უკან მოატრიალა.

_ სად მივდივართ?_ მაშინვე დაინტერესდა ლეა.
_ უნდა დავიმალოთ ძვირფასო!_ "ძვირფასო" იმდენად ირონიულად თქვა, ეჭვიც არ შეპარვია ლეას, რომ დასცინოდა.

_ გოგოებთან დამაბრუნე!_ ხმა გაიმკაცრა ლეამ.
_ იქ იყავი თუ გინდოდა და დარჩენილიყავი არავინ გიშლიდა!_ სიამოვნებით ჩაეღიმა ნიკოს. სასაცილოდ რამდენად ჰქონდა საქმე არავინ იცის, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ კასიევის ძაღლებმა იცნეს. არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, რომ პასუხს მოსთხოვდა რომანი, მაგრამ მაინც საოცრად სიამოვნებდა ამ ლურჯთვალა ქალის სიახლოვე და ისიც, რომ რამდენიმე ხანს ასე ახლოს ეყოლებოდა. მხოლოდ ის ფაქტი ჩრდილავდა მის სიხარულს, რომ ლეას ვიღაც სხვის მიმართ ჰქონდა თბილი გრძნობები, იმდენად თბილი, რომ მის სანახავად საფრთხეს უბრალოდ აიგნორებდა.

_ გააჩერე მანქანა, თავად დავბრუნდები უკან!_ კარს წაეტანა ლეა და ნიკომაც გაზს დაადგა ფეხი._ რას აკეთებ, ახლა შენ მიტაცებ? და რა განსხვავებაა ახლა შენსა და იმ უჯიშო კასიევს შორის?_ ზიზღით ჰკითხა ლეამ.

_ აი თუ რომანი ხელში ჩაგიგდებს, ძვირფასო მაგ განსხვავებას დამჯერე მაშინვე მიხვდები!_ კბილები გაახრჭიალა ამის წარმოდგენისას ნიკომ. _ მაგარ შარში ვარ შენ გამო, რომ იცოდე. ახლა ვალში ხარ ჩემთან!

_ ეს რა ადგილია?_ გაოცებულმა მოათვალიერა პატარა სახლი და ჩამობნელებულო ნაძვნარი ლეამ._ შენ და ასეთი უბრალოება?

_ და რა იცი რომ ჩემზე?_ მხრები აიჩეჩა ნიკომ. პირველად დააკვირდა ლეა კაცს. შავგვრემანი გამხდარი და მაღალი კაცი იყო ნიკოლოზ ბეროშვილი. მამას აშკარად არ ჰგავდა, მონაცრისფერო ცივი თვალები ჰქონდა, დაუდევრად აჩეჩილ შავ თმას ატარებდა და გრძელი საოცრად ლამაზი თითები ჰქონდა. როცა კაცის ირონიული მზერა დაიჭირა, მაშინვე აარიდა თვალი. სასწრაფოდ მობილური ამოიღო და ალის დაურეკა.

_ ვისთან ხარ?_ გაოცება ვერ დამალა ალიამ._ მაგასთან როგორ მოხვდი?

_ ოთოს ნახვა მინდოდა, არ მიფიქრია, რომ მართლა საფრთხე მელოდა! ვიფიქრე დილამდე ისე დავბრუნდებოდი, რომ ჩემს წასვლას ვერც კი გაიგებდით, მაგრამ იმ ვიღაც კასიევის ხალხი დამესხა თავს. რომ არა ნიკო, ახლა არც კი ვიცი სად ვიქნებოდი!_ ყველაფერი ისე მოუყვა, როგორც იყო._ თქვენც ფრთხილად იყავით, მგონი მართლა რეალურ შარში ვართ, _საკუთარ სიტყვებზე თავადაც ჩაეცინა. ისევ ნიკოს გამოხედა ფარულად. ნიკო მოშორებით იდგა, სიგარეტს ეწეოდა და მოღრუბლულ ცას მშვიდად ასცქეროდა. ესიამოვნა მისი სიმშვიდის დანახვა

ყველაფერი მაშინვე გლახოს უამბო ალიამ და ახლაღა გაიაზრა, რომ მისი დაქალი იმ არცთუ კარგი რეპუტაციის კაცთან სრულიად მარტო რჩებოდა.

_ გლახო, იქნება ლეა დავაბრუნოთ, ჰა? მეშინია იმ კაცმა რამე არ დაუშავოს.

_ ნიკო მთლად ნორმალური არაა, მაგრამ მხეცი არ მგონია იყოს! თანაც არ მგონია ასე უბრალოდ ჩარეულიყო და მხოლოდ რაინდობის გამო დახმარებოდა შენს დაუფიქრებელ თავქარიან დაქალს! ვფიქრობ, ისინი ერთმანეთს იცნობენ! მაშინაც, არსენთან, შევამჩნიე როგორ უყურებდნენ ერთმანეთს._ უარის ნიშნად თავი გააქნია ალიამ.

_ არ არსებობს! ლეა არაფერს დაგვიმალავდა!

_ ყველა მალავს რაღაცას ჩემი ლამაზო! _ გაუღიმა გლახომ გაჯიუტებულ გოგონას.

_ შენ? შენ რას მალავ?_ თვალი გაუსწორა ალიმ.

_ მე სულაც არ ვმალავ, პირდაპირ გეუბნები, მაგრამ შენ დაჯერება არ გინდა!

_ რას მეუბნები?

_ იმას, რომ ძალიან მომწონხარ!_ აბურდული თმა ყურს უკან გადაუწია და თითზე დაიხვია._ და იმას, რომ ახლა შენი კოცნა მინდა!
არაფერი უთქვამს მეტი ალის. მხოლოდ უყურებდა და თავისთვის ფიქრობდა, რომ ცხოვრება სიურპრიზებით იყო სავსე. რომ მაშინ როცა პირველად ნახა ეს კაცი, არც კი უფიქრია, რომ მისი ნახვა ოდესმე კიდევ მოუწევდა. ახლა კი მის წინ იდგა და აღიარების რცხვენოდა, რომ თავადაც სულწასულად სურდა მისი კოცნა.

მას შემდეგ, რაც კესანე სოფელში გამოჩნდა გენადიმ სმას თავი დაანება, თავისი ნებით არ მომხდარა ეს ამბავი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა?! დადიოდა გაუბედურებულ ეზოში და გაოცებული იფშვნიტავდა თვალებს. თითქოს გუშინ იყო, აქაურობა რომ სამოთხეს ჰგავდა. გუშინ იყო, ოცნების ქალი ცოლად რომ მოიყვანა, ერთგულებას და მზრუნველობას რომ დაჰპირდა. კარგად იცოდა გენადიმ ის მიზეზი, თუ რატომ დასთანხმდა მანონი მის ცოლობას. იცოდა და ერთი წამითაც კი არ უყოყმანია ისე გაუწოდა საყვარელ ადამიანს დახმარების ხელი. იმედი ჰქონდა გაწეული ამაგი ადრე თუ გვიან დაუფასდებოდა, მაგრამ მწარედ მოტყუვდა.
თვალსა და ხელს შუა ილეოდა მანონი. ეს პროცესი სულაც შეუქცევადი გახდა მას შემდეგ, რაც სამყაროს ის პატარა წითური ალქაჯი მოევლინა, დედის რძესთან ერთად მის სასიცოცხლო ენერგიასაც რომ სვამდა და დღითი _დღე აახლოებდა მანონს გარდაუვალ აღსასრულთან. როგორ აღარ ეცადა გენადი ცოლის გონს მოყვანას, მაგრამ ქალმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. უმტკიცებდა, რომ ის რაც მის თავს ხდებოდა სულაც არ იყო პატარა ალისას ბრალი. რომ სულ სხვისი დანაშაულის გამო აგებდა დედა_ შვილი პასუხს, მაგრამ გაბოროტებულ კაცს არაფრის დაჯერება არ სურდა. სიკვდილის წინ პირობაც კი ჩამოართვა ქალმა, რომ ბავშვს გაუზრდიდა და არ მიატოვებდა. პირობა როგორც შეეძლო ისე აასრულა გენადიმ. თუმცა კი რეალურად ცოლის სიკვდილის შემდეგ გალოთდა და გაუბედურდა. ვერ აიტანა მისი სიკვდილი, ვერ გაუძლო და უბრალოდ ჩამოიშალა. ალკოჰოლში ჩაახრჩო მოგონებები და აი დღეს პირველად, ოცდასამი წლის შემდეგ, გამოფხიზლდა გენადი. გამოფხიზლდა და გაოგნდა გარშემო არსებული ჯოჯოხეთით. ეზოდან გამოვიდა და სასაფლაოს გზას აუყვა თავდახრილი. ცაში ახედვის რცხვენოდა ყოფილ ლოთს. ჭუჭყიან მიწას დასჩერებოდა და თვალწინ ცოტა ხნის წინანდელი ამბავი უტრიალებდა, თუ როგორ გაყიდა მობარებული გერი სულ რაღაც 50 ლარად. გულში გავლილმა ტკივილმა სახე დაუმანჭა.

_ მოკვდი გენადი, მოკვდი და დასამარდი!_ დასწყევლა საკუთარი თავი და ღარიბული სასაფლაოს რკინის კარი ხელისკანკალით შეაღო.
საფლავის ქვა არ იდგა მანონის საფლავზე. მხოლოდ შავად შეღებილი რკინის მხრებდაშვებული ჯვარი და ერთი კონა ლურჯი ყვავილები. მიხვდა, ალიას რამდენადაც შეეძლო ზრუნავდა დედის საფლავზე და შერცხვა გენადის. მუხლებზე დაეცა ერთ დროს საფიცარი ქალის გულზე. შემდეგ ასეც ვეღარ ზიდა საკუთარი ცოდვა და ხელებზე დაეყრდნო ძალაგამოცლილი. პატიების სიტყვებს ეძებდა და ვერ პოულობდა. მხოლოდ ასე ოთხზე დამდგარი დაჰღმუოდა ცოლის ოდნავ ჩაზნექილ საფლავს. მწარე და მტკივნეული იყო ეს გამოფხიზლება. თუმცა ალბათ იმ ძილ_ ბურანს მაინც სჯობდა, რომელშიც წლების მანძილზე დემონთან მხარდამხარ იყო ჩაძირული გენადი ბუჩუკური.

იმ საღამოს მთელი ეზო დაალაგა და მოაწესრიგა კაცმა. შემდეგ სახლს მიუბრუნდა, ლოთობის ყველა კვალის წაშლა სურდა, გააფთრებული დაეძებდა ყველა კუთხეში მიყრილ ცარიელ ბოთლებს. ნაგვით სავსე ათეული ტომარა გაამწკრივა ჭიშკართან. ბინძური თეთრეულიც კი მოხიკა და ეზოში უზარმაზარი კოცონი ააბრიალა. შემდეგ არყის სუნად გაჟღენთილ სამოსს დაუარა. ძველი კარადის კარები მოაფრიალა და ყველაფერი ძირს გადმოყარა. მოულოდნელად ერთი უჯრიდან ხაკისფერ თავშალში გახვეული ნივთი გადმოვარდა და მძიმედ დაეცა იატაკზე. თავშალი ეცნო გენადის. ყელში სიმწრის ბურთი გაეხირა. ეს ხომ ის თავშალი იყო, ქორწინების წლისთავზე რომ აჩუქა თავის ცოლს. ნელა მიუახლოვდა და ნივთი ხელში აიღო. ნელა შემოხსნა ნაჭერი და ხელში პატარა ნაწერებით სავსე დღიური შერჩა. თეთრეულგაძრობილ საწოლზე დაეშვა და დღიური ფრთხილად გადაშალა. ცოლის ხელწერა ეცნო, სიყვარულით გადაუსვა თითი და კითხვა დაიწყო. კარგა ხანს კითხულობდა გენადი მანონის ხელნაწერს და სახეც ყოველი ახალი გვერდის გადაშლისას ეცვლებოდა. ახლა ყველაფერი ნათელი იყო მისთვის. დაუჯერებელი, მაგრამ სრულებით გასაგები. ბოლოს თავი რომ ასწია სულ სხვა შუქით ჰქონდა წამის წინ უიმედო თვალები სავსე.

_ გეფიცები საყვარელო, გეფიცები! ახლა ყველაფერს გამოვასწორებ!_ეს თქვა, დღიური გულის ჯიბეში ჩაიჩურთა და სირბილით დაეშვა შუქიას სახლისკენ მიმავალ დაღმართზე. სწორედ იმ დროს აივანზე მდგარმა კესანემ კმაყოფილმა გაიღიმა.

_ მხოლოდ მისი დახმარებაა შესაძლებელი, ვინც ამას ითხოვს!_ ჩაილაპარაკა ქალმა და მის გვერდით მსხდარ სამ ფერად კნუტს თვალი მხიარულად ჩაუკრა.

13
_ ანუ მანონი მკურნალი იყო?_ გულის სიღრმეში ისედაც ხვდებოდა, მაგრამ მაინც ვერაფრით იჯერებდა შუქია._მერე როგორ შეძლო ამის დამალვა, რომ ეჭვადაც კი არავის გაგვივლია?

_ დამალვა არც სჭიდებოდა იმას, რაზეც თავადაც არ ჰქონდა წარმოდგენა ბოლომდე!_ ჩაილაპარაკა კესანემ და ჩამავალ მზეს გახედა._ შენ იცი არა, რა დამანგრეველი ძალაა ეგ, თუ ავად გამოიყენებ?
დაფიქრდა შუქია. იმდენად იშვიათად იბადებოდნენ მკურნალები, რომ თითქმის არასდროს ელოდნენ მათ და კიდევ უფრო იშვიათად აღწევდნენ სიბერემდე. თანაც საკმარისი იყო თავი გაეცათ და მაშინვე ყველა მათზე იწყებდა ნადირობას. ყველას სურდა მათი უნარის სათავისოდ გამოყენება და იმას არავინ არაფრად დაგიდევდათ, თუ რის ფასად უჯდებოდათ მათ სხვების განკურნება.

მათ სამეულში მკურნალი არ იყო, და როგორც კესანესგან იცოდა არც წინა რამდენიმე თაობაში. მაშ, როგორ და ვისგან მიიღო მანონიმ ეს უცნაური საპასუხისმგებლო უნარი, ან თავად თუ გადასცა საკუთარ ქალიშვილს?

_ კესანე ალისაზე რას იტყვი?_ ჰკითხა გარინდულ ქალს.

_ არ ვიცი შუქია! ვერაფერს ვიტყვი ჯერ, სანამ არ ვნახავ მათ! მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი შეხვედრა არც ისე მარტივი იქნება არა?!

იჯდა ლეა ნიკოს მაგიდაზე ათამაშებულ თითებს უყურებდა და ფიქრებით მისგან შორს იყო. "ოთო," ისევ მისკენ გაექცა ფიქრები. და მაინც რას მისცემდა მას ოთო? ის ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო. კეთილი, მზრუნველი, მშრომელი, ჩვეულებრივი ქალისთვის ზედმეტად კარგიც კი, მაგრამ არა ალქაჯისთვის! თვალები ცრემლებით აევსო ლეას. ინატრა თავადაც უბრალო ქალი ყოფილიყო.

_ რა მოხდა?_ ნიკოს ინტერესიან მზერას თვალი თამამად გაუსწორა ლეამ.

_ რა უნდა ქნა, როცა მიხვდები რომ მისი ღირსი არ ხარ, ვინც გიყვარს?_ რატომღაც მოუნდა გულწრფელი ყოფილიყო.

_ რას ნიშნავს ღირსი არ ხარ?_ ცალყბად ჩაეცინა ნიკოს._ ვინ გადაწყვიტა, ვინ ვისი ღირსია?

_ მე ძალიან სახიფათო ვარ მისთვის!_ ამოიოხრა ლეამ._ თან ახლა მითუმეტეს!

_ სახიფათო?_ ურწმუნოდ ჩაეცინა ნიკოს._ მაინც რაში გამოიხატება ეგ საფრთხე?

_ არ გჯერა არა?_ ახლა ლეასაც შეეპარა ღიმილი. უარის ნიშნად თავი გადააქნია ნიკომ.

_ აქ რამდენ ხანს დავრჩებით?_ სახლი მოათვალიერა ლეამ.

_ არ ვიცი, მე მომწონს აქ სიმშვიდეა! _ მხრები აიჩეჩა კაცმა.

_ ხშირად ეძებ აქ სიმშვიდეს?_ თავი ააწევინა ლეას კითხვამ.

_ ხანდახან!

_ ხანდახან როცა ბოროტის როლის თამაში გღლის არა?_ ნიკო შეცბა. სულ წამით აენთო ცივი თვალები. არავის აძლევდა უფლებას მის სულში ასე ღრმად ჩაეხედა.

_ შენ როგორი ადამიანი ხარ ლეა? შენც ხომ მაგარი გოგოს როლს თამაშობ? და მეგობრების მიუხედავად მაინც მარტოსული ხარ?_ უცნაური სიმი იბმებოდა მათ შორის. რაღაცნაირად კარგად ესმოდათ ერთმანეთის. თვალებით ზვერავდნენ ერთურთს.

_ ხანდახან თავადაც მიჭირს საკუთარი თავის გაგება!_ აღიარა ბოლოს ლეამ.

_ ხანდახან ვერც ხვდები რატომ ინაპირებ სამყაროს არა?_ გაეღიმა ნიკოს.

_ ან ის გინაპირებს, სინამდვილეში!_ ამოიოხრა ლეამ.

_ და გიკვირს, რატომ არ უნდა გამოიყენო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი! _ საკუთარ თითებს დააჩერდა ნიკო._ მათ არ ესმით ჩვენი!

_ არა, ეს ჩვენ არ გვესმის მათი!

_ მე და შენ საოცარი წყვილი ვიქნებოდით!_ ისევ გაუკრთა ის ნაპერწკალი ნიკოს ნაცრისფერ თვალებში.

_ მე და შენ?_ ნიკოს უყურებდა და ისევ ოთოს ხედავდა ლეა. მძიმე ოქროსფერ თმას, თაფლისფერ თვალებს, თბილ უეშმაკო ღიმილს. რა ძალიან არ ჰგავდა ნიკო ოთოს და მიუხედავად იმ გრძნობებისა, რასაც ის ოთოს მიმართ განიცდიდა, მაინც უგონოდ იზიდავდა ეს უცნაური თავხედი კაცი. ფეხზე წამოდგა ლეა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა ნიკოს.

სახლიდან გავიდა და ცხელი შუბლი გრილ ნიავს შეუშვირა. ესიამოვნა სიცივე. ცას ახედა და ნაცრისფერი მთვარე შერჩა ხელთ, ნაცრისფერი, როგორც ნიკოს თვალები.

_ უცნაურია!_ გააოცა ამ აღმოჩენამ. აქამდე ყოველთვის ოთოს თვალებს აგონებდა მთვარისფერი.

_რას ამბობთ?იმ საცოდავმა ნიკომ? _ ხარხარი აუტყდა რომანს. მერე უცბად მოსხიპა ისტერიული სიცილი და კუშტი სახე უარესად გაეყინა._ და იმას გაატანეთ? თქვენ ხომ არ გინდათ აქვე ...

გაჩუმდა. მძიმედ სუნთქავდა გაცოფებული. ის აზრი აგიჟებდა, რომ ბეროშვილი საკუთარ საჭადრაკო დაფაზე მხოლოდ უბრალო პაიკად მიაჩნდა და აჰა, დედოფალი კი ააცალა ხელიდან. მართალი ყოფილა, ზოგჯერ სწორედ იქ იმალება საშიშროება სადაც საერთოდ არ ელი.

_ ვნახოთ, ვნახოთ!_ ჩაილაპარაკა კბილების ხრჭიალით.

_ დრო აღარ ითმენს, თუ ნიკო ჩემს წინააღმდეგ წავა და მხარს არ დამიჭერს, შესაძლოა ვასილიჩმა საქმეც კი ამირიოს. ისედაც შვილის გამო დუმდა აქამდე და თუ მუჯირს გაურიგდა, აქაური ბარები და კაზინოები დაიხურება ჩვენთვის._ ხმამაღლა უყვარდა ფიქრი კასიევს. ფართო მაგიდასთან მჯდარი ორივე ხელით ეყრდნობოდა მასიურ ხეს.

_ აჯობებს სატვირთოები დავაჩქარო! კაცმა არ იცის, რას მოიფიქრებს ბებერი მელა!_ თვალწინ ლეას სახემ გაუელვა. ასე არასდროს აუღელვებია რომანი ქალის თვალებს. ცოტა ნამდვილად არ ჰქონდა ნანახი, მაგრამ ეს პატარა გოგო სულ სხვა იყო. შინაგანად გრძნობდა ამას.

_ ნიკო, შე ძაღლო!_ დაიღრინა კასიევმა და უცნაურად დაემსგავსა უზარმაზარ რუხ მგელს._ არ შეგარჩენ მაგ საქციელს! მიწიდან ამოგიღებ!

მუჭები შეკრა გაცოფებულმა.

_ ასლან!_ მოუხმო კართან ატუზულ მოქუფრულ თანაშემწეს._ გააფრთხილე ბიჭები, ამაღამ გადიან. უსიტყვოდ დაუქნია თავი ასლანმა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სამშენებლო მასალების ნიღაბს ამოფარებული ოფისი.

_ რას უთვალთვალებ ალქაჯო?_ აივანზე გაყურსულ ალიას ჩვეული უხმაურო ნაბიჯებით მიუახლოვდა გლახო.

_ ნანა კახის გაყვა!_ გაოცებამ გაიჟღერა მის ხმაში.

_ მერე? _ ვითომ ვერ მიუხვდა გლახო.

_ მერე?_ მოუტრიალდა გაკვირვებული გოგო._ ნანა ისეთი გაუბედავია ხოლმე! რა უქნა შენმა ძმაკაცმა? დაემუქრა? შეაშინა? რანაირად აიძულა? მე ვერაფერი ვათქმევინე!_ კითხვები მიაყარა და ჯიუტად მიაჩერდა თვალებში. ვერ გაუძლო და მის სერიოზულ მზერას და ღიმილი შეაგება გლახომ.

_ კახი და მუქარა?!_ აბურდულ თმაზე წაატანა თითები. სახესთან მიიტანა და მისი სურნელი შეისუნთქა. _ რატომ ხარ ასეთი ეჭვიანი?

_ მე არ ვარ ეჭვიანი!_ ისევ ეზოს გადახედა ალიამ_ ეს თქვენ, კაცები ხართ არასანდოები!

_ რა იცი ჩემზე?_ ისე მოუნდა ჩახუტებოდა, გააკანკალა. მხოლოდ იმაზე მეტად მიუახლოვდა, ვიდრე საკუთარ თავს აძლევდა ამის უფლებას
" ეს გოგონა შენი ნაწილია, შვილო!"_ გაახსენდა თამრის სიტყვები. სწორედ წასვლის წინ რომ უთხრა._" არსად გაუშვა! ცოტა დრო მიეცი მოგეჩვიოს! და აუცილებლად გაგიმხელს საკუთარ საიდუმლოს!"
თავი გადააქნია. რას ნიშნავდა ძიძის სიტყვები? რა საიდუმლო ჰქონდა ალიას. რას მალავდა ეს პატარა გაჩხინკული წითური გოგონა. ან რა მიზიდულობა იყო ასე რომ მიიჯაჭვა გლახოს ცივი და უემოციო გული.

_ მინდა, რომ მენდობოდე!_ უთხრა მშვიდად._ რა გავაკეთო, რომ მენდო?
სწრაფად მობრუნდა ალია და ზუსტად მისი თვალების წინ აღმოჩნდა. შორიდანაც აბნევდნენ ეს შავი ღამესავით თვალები და ახალა ხომ საერთოდ.
უცნაურად ათვალიერებდა მის სახეს, თითქოს ყოველ ნაკვთს სწავლობდა.

_ მგონი დედაჩემი და დედაშენი ერთმანეთს იცნობდნენ ოდესღაც!_ ისე მოულოდნელად უთხრა გლახომ გაოცებაც ვერ მოასწრო.

_ რას გულისხმობ?_ ტუჩი მოიკვნიტა ალიამ.

_ და არა მარტო დედაშენს შენს ძიძასაც იცნობდა დედა!_ ახლა კი მართლა ვერაფერს მიხვდა გლახო

_ საიდან იცი?_ ჰკითხა სერიოზულად.

_ სიზმარში ვნახე!_ ჯერ ეგონა ეხუმრებოდა, მერე მის დაძაბულ მზერაზე გაიაზრა რომ სერიოზულად ამბობდა და ღიმილი შეეპარა.

_ სიზმარში ანუ?_ ალიამ თავი დაუქნია.

_ შენი დაბადება ვნახე სიზმარში!_ აი ახლა კი შეაცივდა სიცილი გლახოს სახეზე.

_დედამ გადაგარჩინა, და მერე ხაკისფერ მოსასხამში გაგახვიეს!_ სახის მიმიკებზე შეატყო ალიამ, რაღაც იაზრა გლახომ.

_ რა იყო?_ ჰკითხა აღელვებულმა.

_ წამოდი!_ ხელი მაჯაში მოკიდა და სწრაფი ნაბიჯით გაიყოლა. სხვენში ამავალ კიბეს მიადგნენ. გლახომ აკეცილი კიბე ხელის ერთი მოძრაობით ჩამოშალა და გოგონა პირველი აატარა.

სხვენიც კი საოცრად მოწესრიგებული იყო. ერთმანეთზე დაწყობილი ყუთები სიდიდის მიხედვით მიეწყოთ კედელთან. ერთ_ერთი მომცრო ზომის ყუთი გადმოიღო გლახომ და იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე დადო.
გახსნა და პარკში გახვეული რბილი ნივთი ამოიღო. ნელა გაშალა და ალისას აუფრიალა. თითები პირზე აიფარა ალამ.

_ ღმერთო ჩემო, ისაა, დედას მოსასხამი. ანუ სიზმარი მართალი იყო?_ ცოტა არ იყოს და დამფრთხალმა ახედა გლახოს. და თუ ეს ასე იყო, გამოდის ეს კაცი მისის სულის და ენერგიის ნაწილს დაატარებდა. აი რატომ გრძნობდა მის სიახლოვეს თავს ისე თითქოს დაკარგულ საკუთარ თავს პოულობდა. აი რატომ იზიდავდა. აი რატომ გრძნობდა მისი შეხებისას ასეთ ძლიერ მღელვარებას და ამავდროულად სიმშვიდეს.

_ნუთუ შენ ჩემი ნაწილი ხარ?_ გახედა აღელვებულმა.

_ რა ხდება ალისა?_ ისევ ვერ იგებდა მის არეულ სიტყვებს გლახო.

_ შენს ძიძას უნდა დაველაპარაკო! მან ყველაფერი იცის! დრო მოვიდა ყველაფერი მოგვიყვეს!_ უთხრა ალიამ და დედისეული მოსასხამი გულში ჩაიკრა.

13
_ არ მჯერა მე მაგ ცრურწმენების!_ ჯიუტად გააქნია თავი და მოსმენილის დაჯერება არ ისურვა გლახომ. თამროც და ალიაც დუმდნენ. არათუ გლახოს, მათაც კი აოცებდა ამ გაუგონარი დამთხვევების მთელი ჯაჭვი.

_ კარგით რა!_ ახლა მათი დუმილი უფრო აღიზიანებდა გლახოს._ სერიოზულად გჯერათ მაგ ზღაპრების?

_ შენ გჯერა, თუ არა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა შვილო! რაც გიამბეთ სრული სიმართლეა და ეს მამაშენმაც ძალიან კარგად იცოდა._ მამის შემფასებლურად მომზირალი თვალები ახსენდებოდა. მთელი ბავშვობა აოცებდა მისი ეს უცნაური მზერა. თითქოს რაღაცას ეძებდა შვილში ვანო. ეძებდა და ვერ პოულობდა. ეს დამოკიდებულება და გაუცხოება უარესად ზრდიდა მამა_შვილს შორის ჩამოწოლილ ყინულს.

_ აი რატომ არ ვუყვარდი მამას! ალბათ რთულია ჯადოქრის ვაჟის შეყვარება!_ დაუფიქრებლად წამოსცდა გლახოს და მაშინვე ინანა, როცა ალისას შემცბარი მზერა დაიჭირა.

_ ამის თქმა არ მინდოდა!_ მისკენ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ გოგონამ უკან დაიხია_ არ გინდა ალის! არც კი მჯერა ეს უაზრობა!

_ ანუ არ გჯერა რომ დედაჩემმა შენს გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის ნაწილი გაიღო არა!_ იმედგაცრუებამ გაიჟღერა ალიას ხმაში._ მიყურე თუ არ გჯერა!
სწრაფად შებრუნდა და ეზოში გავიდა. კარი ღია დატოვა. თამროც და გლახოც უკან გაჰყვნენ. თუმცა სულ განსხვავებული მოლოდინებით. იქვე მოზრდილ ქოთანში ჩარგული კამელიის სანახევროდ გამხმარ ხეს მიადგა ალია. სწორედ იმას, რომლის გადაგდება და ახლით ჩანაცვლებაც სთხოვა გლახომ მახოს წინა დღეს. ჰაერი ჩაისუნთქა ალიამ და გამხმარ ტოტზე ისე შეეხო, თითქოს ხელს ართმევდა.

_ ნებას მაძლევ?_ ცოცხალივით ჰკითხა მცენარეს. შუბლშეჭმუხნული აკვირდებოდა გლახო ამ, ერთი შეხედვით დაუჯერებელ, წარმოუდგენელ სიგიჟეს. სწორედ მის თვალწინ მწვანედ შეეფერა მოყვითალო ფოთლები მცენარეს, შემდეგ წამში გაიფოთლა, გაიკვირტა და სათითაოდ გადაიშალა წითელი უცნაური მოზაიკასავით აწყობილი ყვავილედები. ხმა ჩაუწყდა გლახოს. სიტყვა ვეღარ თქვა. ხელი შეუშვა მცენარეს ალიამ. არეული ნაბიჯით მივიდა იქვე მდგარ სკამთან და ჩამოჯდა. ხელი საფეთქელზე მიიჭირა.

_ ახლავე წყალს მოგიტან შვილო!_ გამოაფხიზლა გაოგნებული კაცი ძიძის ხმამ. თამრო სწრაფი ნაბიჯით გაემართა სახლისკენ. გაოცების ნატამალიც კი არ ემჩნეოდა ქალს მშვიდ სახეზე.

_ რა იყო ეს?_ გვერდით მიუჯდა გოგონას გლახო და დაღლილ თვალებში ჩახედა.

_ ეს სასიცოცხლო ენერგიის გაზიარება არის გლახო! _ გაეღიმა ალიას._ და ნუ მიყურებ მასე ინკვიზიტორი პაპივით! დაუჯერებელია, მაგრამ მე სწორედ ის ვარ, ვისაც საუკუნეების მანძილზე კოცონზე წვავდნენ. _ მზისფერი თმები ხელში მოიგროვა და კეფაზე დაიხვია, შენდეგ თმის ბოლოებითვე ამოინასკვა.

_ რაო, აბა გადაიფიქრე ჩემი სიყვარული!_ ჩაეცინა და ფარული სევდა ღიმილით ჩაანაცვლა.
_ და ახლა შენ .... _ არ იცოდა გლახომ კითხვა როგორ დაესვა.

_ ეს დიდი არაფერია, უბრალოდ დაღლილობას ვგრძნობ. მაგრამ ის, რაც დედაჩემმა გააკეთა დედაშენის და შენ გადასარჩენად, ვფიქრობ სერიოზული დარტყმა იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის. ერთდროულად ორი სიცოცხლის გადარჩენა? მიკვირს როგორ გაუძლო!_ ცრემლი მოერია გოგონას._ ამ სამყაროში ყველაფერს თავისი საფასური აქვს გლახო.

_ ნანობ?_ ხელები საკუთარ მუხლებს მოუჭირა კაცმა.

_ რას?_ გაოცებით გამოხედა ალისამ.

_ რომ დედაშენმა...

_ მეც იგივეს გავაკეთებდი!_ იმდენად მტკიცე იყო გოგონას პასუხი, გაოცება ვერ დამალა გლახომ. თავად? თავად თუ შეძლებდა საკუთარი სიცოცხლის გაწირვას სხვისთვის? რას იზამდა ალისას დედის ადგილას, რომ ცოდნოდა, ამ საფრთხის შესახებ?

_არ გეშინია? ნუთუ ამდენად მამაცი ხარ?_ აღფრთოვანებული შეჰყურებდა გოგონას მწვანე ზურმუხტისფერ თვალებს.

_ესაა ჩემი დანიშნულება გლახო! ესაა ჩემი მოვალეობა!
_ თავისგაწირვა?_ შეაშფოთა მისმა სიტყვებმა.

_ თუ ასე გახდება საჭირო, კი!_ მზეს გაუღიმა ალიამ.

_ არა!_ ფეხზე წამოდგა გლახო_ არა! გესმის არა! ვერ დავუშვებ, რომ ოდესმე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო! უარს იტყვი ამაზე!

_ ეს ჟურნალისტობა არაა გლახო!_ გაეცინა ალიას._ ამაზე უარს ვერ ვიტყვი,
ეს ჩემშია!

_ ვიპოვნი რამე გზას! აუცილებლად ვიპოვნი!_ მუჭები შეკრა გლახომ და სახლისკენ წავიდა. კარში შეეჩეხა თამრო. ჭიქა წყლით ხელში. ისე შეხედა ძიძას, როგორც სრულებით უცნობ ადამიანს. გვერდი აურა და საკუთარი ოთახისკენ გაემართა მძიმე ნაბიჯით.

_ მადლობა!_ წყალი მოიყუდა და ბოლომდე დაცალა ალიამ. ესიამოვნა მჟავე ბროწეულის წვენგარეული მაცოცხლებელი ცივი სითხე.

_ გაბრაზდა!_ მოწყენილმა გახედა სახლს._ ჰგონია, რომ ამაზე უარის თქმა შემიძლია!

_ ის ვერ გაიგებს ამას!_ამოიოხრა ძიძამ. ცარიელ ჭიქას ჩახედა ალიამ.

_ რატომ ვერ ვიგრძენი თქვენი ძალა?_ ისე ჰკითხა ალიამ, არ შეუხედავს.

_ ჩვენ მადლი და უნარი წაგვერთვა ქეთოს გამო, მისი ამბიციების და იმ ყველაფრის გამო, რაც მის დასახმარებლად გავაკეთე, ახლა მე უბრალოდ ქალი ვარ, ვინც იმაზე მეტი იცის, ვიდრე სხვებმა._ ამოიოხრა თამრომ და მანაც მზეს ახედა.

_ იცი რა დიდებული სანახავი იყო დედაშენი? ერთი ნახვით აჯადოებდა მნახველს და სწორედ ასე მოხდა არსენთანაც!_ ელდა ეცა ალიას.

_ ვისთან?

_ ხოო, ეს არ მითქვამს, მაგრამ რადგან კარტები ბოლომდე გავშალეთ, არც ამის დამალვა აღარ გამოვა. არსენი მამაშენია ალის! _ გულში ტკივილმა გაუარა ალიას სახე დაემანჭა.

_ რას ამბობთ. რას მეუბნებით გესმით?

_ მესმის შვილო! უყვარდა არსენს მანონი! თავს ერჩია! _ ისევ წარსულის მოგონებები წამოეშალნენ თამროს._მაგრამ შემდეგ შენ ჩაისახე და ჩვენი დაუფიქრებელი საქციელის გამო დაწყევლილი დედაშენიც დადგა საფრთხის წინაშე! თუ არაფერს იღონებდა შენ დაგკარგავდა. არსენი კი მას არ მისცემდა თავის გაწირვის საშუალებას, თუნდაც ბავშვის გამო! აუცილებლად შეეცდებოდა რამე გამოსავლის პოვნას, მაგრამ ეს გამოსავალი დედაშენს არ აწყობდა, გესმის? მისთვის შენ იყავი ყველაფერზე მთავარი!

_ დედას უნარის დათმობას მოსთხოვდა? სწორედ ისე, როგორც გლახო?!_ თან ჰკითხა და თან დაუდასტურა ალიამ ნათქვამი.

_ ჰო სწორედ მასე! ამიტომ მისგან გაქცევა გადაწყვიტა მანონიმ, მაგრამ არსენისგან გაქცევა არ იყო ასე ადვილი!_ ჩაეცინა ქალს._ ამიტომ დასახმარებლად ვანოს მიმართა, გლახუნას მამას. ცოლის და შვილის სიცოცხლით იყო ვალში დედაშენთან, ამიტომაც თავისი ხელით წაიყვანა და გადამალა მანონი. ყველაფერი გააკეთა, რომ შენ ამ ქვეყანას მოვლენოდი! და შენ რომ დაიბადე, ამით ვალი გადაიხადა ვანო მუჯირმა. ამის სანაცვლოდ მეგობარი დაკარგა, სამუდამოდ! ვერაფერი უთხრა, ვერაფერი აუხსნა არსენს!

_ ანუ გამოდის გენადი არასდროს... ღმერთო ჩემო.. აი რატომ ვძულდი მას! _ სახეზე ხელები აიფარა ალიამ. უცებ ნიკო გაახსენდა. ისევ თამროს შეაჩერდა._ ანუ ნიკო ჩემი ძმაა? ეს რა დაუჯერებელი რამ ხდება ჩემს თავს?
აივანზე გლახო იდგა და სკამზე მსხდართ წარბშეკრული დასცქეროდა. ჟურნალისტობა ეგონა სახიფათო და ალისასთვის შეუფერებელი საქმიანობა და რა გამოვიდა? სანატრელიც კი გაუხდა ახლა. ისევ არ სჯეროდა ბოლომდე, მაგრამ ფაქტს სად წაუვიდოდა. ახლა კი გამოსავალი უნდა ეპოვნა და საყვარელი ქალი ამ სახიფათო უნარისგან უნდა დაეცვა. რადგან არასდროს არავის სიცოცხლის გამო არ დაუშვებდა, რომ საკუთარი სიცოცხლის წამიც კი დაეკარგა ალიას.

_ ყავას არ დალევ?_ გამოსძახა ნიკომ ფიცრულ აივანზე მდგარ ლეას. უკმაყოფილო სახე არც კი შეცვლია ქალს ისე დაუქნია თავი.

_ როდის ვბრუნდებით უკან?_მესამე დღე იყო ეკლებზე იჯდა ლეა. მისი უცნაური დაუდგრომელი ხასიათი, რომელსაც ზოგადად არ სჩვეოდა ხოლმე სიტუაციის დრამატიზება და ხიფათის შეგრძნებაც დროსთან ერთად უნელდებოდა, ვერ ეგუებოდა იმ სიმშვიდეს და უმოქმედობას, რაც იმ მიყრუებულ სახლში იყო გამეფებული. თუმცა ამაზე მეტად ნიკოს სიახლოვეს უჭირდა სუნთქვა. გაქცევა სურდა იმ მიზიდულობისგან, რასაც მის სიახლოვეს განიცდიდა. ხვდებოდა, ცოტაც და წასვლის სურვილი გაუქრებოდა. მუდმივად ცდილობდა საკუთარი ფიქრები კვლავ შორს დარჩენილი ოთოსკენ მიემართა. თუმცა როგორღაც ისე გამოდიოდა, რომ საკუთარ თავს ნიკოს თვალთვალში გართულს გამოიჭერდა ხოლმე.

_ რას ერჩი აქაურობას!_ ნიკო ვითომ ვერ ხვდებოდა, რას გაურბოდა ლეა.

_ დენიც კი არ არის აქ, რომ ტელეფონი დავტენო! გუშინდელს აქით გოგოებს არ შევხმიანებივარ!_ გულზე ხელები გადაიჯვარედინა ლეამ და მის ზურგს უკან მიეყრდნო აივნის მოაჯირს. წინ გადაშლილ ბუნებას მოავლო თვალი. ჩამავალი მზის სინათლეზე რაღაცამ გაიბრჭყვინა ხეებში, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია ლეამ.

_ აი მე კიდე, რაც აქ ვართ, სულ არ გამხსენებია ტელეფონი!_ ყავას ფინჯანში ანაწილებდა ნიკო, თან ეშმაკურად უღიმოდა თვალები.

_ ვერ გიტან, ხომ იცი!_ შეუბღვირა ლეამ, როცა მისი მხიარულება შენიშნა.

_ სწორედ ეგ მომწონს შენში, შენც ხომ იცი?_ თვალი ჩაუკრა კაცმა, თან ფინჯანი მიუჩოჩა.

_ ჰმ, გამომივიდა აქ ბარისტა!_ ჩაიბურდღუნა ლეამ. ყავა მოსვა და სიამოვნებისგან დახუჭა თვალები. გაიფიქრა, რომ ეს ყავა კიდევ ბევრჯერ მოენატრებოდა.

_ გარეგნობაც ხასიათის შესაფერისი რომ გქონდეს, ხომ იცხოვრებდი მშვიდად!

_ რას გულისხმობ?_ ყავას თვალი მოაშორა და ნიკოს გახედა ავად.

_უჟმური ქალი ხარ და გარეგნობაც რომ მასეთი გქონდეს, რომანი კი არა სულ აღარავინ დაგახევდა კალთებს! _ჩაეღიმა მისი ნერვების მოშლით კამაყოფილ კაცს.

_ გლახოს რატომ ვერ იტან?_ სხვა თემაზე გადაიტანა ლეამ საუბარი.

_ ვინ გითხრა, რომ ვერ ვიტან მაგ გაბღენძილს?_ ტუჩები დაუწვრილდა ნიკოს.

_ სახეზე გაწერია ზიზღი!

_ იცი, ადრე, ბავშვობაში ვმეგობრობდით კიდეც!_ წარსული გაიხსენა მან.

_ მერე რა მოხდა?_ დაინტერესდა ლეა. ალბათ რთული იყო ნიკოსთვის ასე განდეგილად ცხოვრება. მიუხედავად მისი ხმაურიანი, შარიანი და თავზეხელაღებული ცხოვრების წესისა აშკარად სულ მატო იყო. მარტოობას კარგად იცნობდა ლეა. იცნობდა და ამიტომ გრძნობდა მისადმი მძაფრ თანაგრძნობას.

_ არ ვიცი გემის? მივდიოდი და მისი სახლის წინ საათობით ვიცდიდი! ის არასდროს მოსულა ჩემამდე! არასდროს უცდია ჩემკენ მომავალი გზის პოვნა. მერე მისი ყურადღება ისე მივიქციე, როგორც ყველაზე ადვილი მომეჩვენა!

_ ანუ ვინც გიყვარს ყველაზე მეტად ნერვებს მათ უშლი არა?_ უცებ მიუხვდა ლეა._ რა ხისთავიანი ხარ!

უცნაურად გამოხედა ნიკომ. თითქოს არ დაიჯერა, რომ ასე ადვილად გაუგო ამ შარიანმა ქალმა. უყურა, უყურა და მოულოდნელად სრულებით სერიოზულად უთხრა.

_ ძალიან მომწონხარ ლეა! _ გული შეუფართხალდა ქალს. გაოცდა და დაიბნა. ის კი უყურებდა ინტერესით და ოდნავი სევდით. თვალს არ აცილებდა. და რაც უფრო ღრმად ეძებდა მის თვალებში პასუხს, მით უფრო უმატებდა ლეას გული ფეთქვას. მოულოდნელად უცნაურად ნაცნობი ხმა მოესმა. გულში გაიფიქრა, იარაღის ხმააო, მაგრამ სანამ საკუთარი ნაფიქრი გაიაზრა, ნელა ჩაიკეცა ნიკო და ხის იატაკზე სანამ დაეცემოდა ხელი შეაშველა ლეამ.

_ ნიკოო!_ ჩურჩულებდა გაოგნებული და თვალს არ აცილებდა მის მკერდზე თანდათანობით მზარდ სისხლის მუქ ლაქას. პანიკა სჭირდა, უფრო სწორედ პანიკისგან გაოგნებული ვერც კი ინძრეოდა. ისევ ნიკომ გამოაფხიზლა.

_ ლეა, შემომხედე! ლეა ახლა არ უნდა შეგეშინდეს! ეს აიღე!_ ძლივს ამოიღო ქამრიდან იარაღი._ სროლა იცი ლეა?
ხმა აღარ ჰქონდა, აღარც საუბრის ძალა, მაგრამ თვალს მაინც არ ხუჭავდა, თვალებზე გადაკრულ ბინდს ებრძოდა ნიკოლოზ ბუჩუკური. სიცოცხლის ბოლო ძალებს უხმობდა საკუთარ სხეულში. ახლა სიკვდილი არ შეიძლებოდა. ჯერ ლეას უნდა დახმარებოდა. იარაღს ხელი მოკიდა ლეამ. ცივი იყო და იმაზე მძიმე, ვიდრე მის ზომას შეესაბამებოდა. მუხლებზე მდგარს ცალი ხელი მის აჩეჩილ თმაში ჰქონდა ახლართული.
აივანზე შავებში ჩაცმულმა საშიშსახიანმა კაცმა შემოაბიჯა და იარაღი ნელა დაუმიზნა უამისოდაც მომაკვდავს. თუმცა შეცდა არასწორი ადამიანი ამოიღო მიზანში.

" თქვენ არ გაქვთ უფლება სულიერს სიცოცხლე წაართვათ! ესაა ერთადერთი დაურღვეველი წესი თქვენთვის! თორემ შესაბამისი იქნება სასჯელიც!" გონებაში ჩასმოდა ლეას ბებიამისის დარიგება. მაგრამ სხეული გონებას არ უსმენდა. ან ნიკო, ან ეს მკვლელი! ცივმა ღიმილმა დაუმანჭა ტუჩები.

_ ნიკო, რა თქმა უნდა!_ უპასუხა საკუთარ თავს და სასხლეტს თითი დაუნანებლად გამოკრა. მის წინ მძიმედ გაიშხლართა უცნობი კაცის მომაკვდავი სხეული. ნიკოს დახედა ლეამ. საფეთქელზე მოჭდობილი თითების წვერებით გრძნობდა, როგორ ტოვებდა ნიკოს სიცოცხლე. გამალებით ამუშავდა პატარა ალქაჯის გონება. ინსტიქტის დონეზე სულაც გაუაზრებელად დასწვდა ფეხში მას, ვისაც წამის წინ ტყვია დაახალა. შარვლის ტოტი აუწია და წვივზე ჩაავლო გაყინული, აცახცახებული თითები. მეორე ხელი ნიკოს თავს მოხვია და მუცელზე მიიხუტა ჯერ ისევ დაჩოქილმა.
თვალები დახუჭა და რაღაც ძველი გაუგებარი და უცნაური სიტყვების ჩურჩულს მოჰყვა. სულ ცოტაც კმაროდა ახლა. და ნიკო გადარჩებოდა. სანამ საავადმყოფომდე მიიყვანდა უნდა გაეძლო. პატარა ფორა სჭირდებოდა ბუჩუკურს. სულ ცოტაც და ისევ ნახავდა მის ნაცრისფერ თვალებს. ისევ დააკვირდებოდა მის ლამაზ გრძელ თითებს, ისევ ეკამათებოდა, გალანძღავდა. ოღონდ ახლა უნდა ემოქმედა, ახლა უნდა გამართლებოდა ჩანაფიქრი ... ნელ_ნელა გაუთბა ნიკოლოზს გაყინული შუბლი, ამის საპირისპიროდ კი კანი გაეყინა მეორეს. გრძნობდა ლეა, როგორ გადადიოდა მისი სხეულის გავლით მის მიერვე განაჩენგამოტანილი კაცის სიცოცხლის ნარჩენები ნიკოს სხეულში. წამიც და ნიკომ თვალი გაახილა. გაოცებულმა ამოხედა ტრანსში მყოფი ლეას ოდნავ მოქანავე სხეულს.

_ ლეა!_სუსტად დაუძახა ხმაარეულმა. თვალები გაახილა ლეამ და ნიკო დაიფიცებდა, რომ ლურჯის ნაცვლად იისფერი სინათლის ალი უკრთოდა ლეას თვალებში.

_ დაბრუნდი?_ უცნაური კმაყოფილი და აღტყინებული ხმა ჰქონდა ლეას

_ შენ დამაბრუნე!_ ჩაიჩურჩულა ნიკომ და თვალები მშვიდად დახუჭა.

ლამის ზურგზე მოკიდებული გამოიყვანა სახლიდან წელში მოხრილმა ლეამ ნიკო. მანქანის უკანა სავარძელზე ძლივს მიაწვინა. გრძელი ფეხები სათითაოდ აუკეცა და კარი ფრთხილად მიხურა. მეტად ვერ დაეხმარებოდა, ისედაც არც ამის უფლება ჰქონდა რაც გააკეთა. ერთის სიცოცხლე მეორეს დაუთმო. ვინ იყო ლეა, ამხელა უფლებას რომ აძლევდა საკუთარ თავს? არა, ამისთვის ალბათ მწარე საფასურის გაღება მოუწევდა, მაგრამ რა ექნა? ნიკოს სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებდა. მას რომ ალიას მსგავსი უნარი ჰქონოდა ახლა ნიკოს საავადმყოფო აღარც დასჭირდებოდა, მაგრამ ლეა ალია არ იყო. მასავით არც წესების დაცვით იკლავდა თავს და პრინციპში არც ნანობდა ჩადენილს. მანქანას სწრაფად მოუარა დაქოქა და გაზს ფეხი მტკიცედ დაადგა.

_ რას ამბობ, ვაიმეე, _ შეჰყვირა შეშინებულმა ალიამ და ფეხზე წამოვარდა. _ რას ამბობ ლეა? სად ხართ? ნიკო როგორ არის? ხომ ცოცხალია?
მაშინვე ეოცა ლეას მისი ნიკოზე ასეთი ნერვიულობა, მაგრამ არაფერი უკითხავს.

_ ახლავე მოვდივართ!_ მობილური გათიშა ალიამ და კიბეებზე კისრისტეხვით დაეშვა.

_ გლახო ლეამ დარეკა, კასიევის კაცს მიუგნია მათი სამალავი. ნიკო დაჭრილიაო! კრიტიკულადააო!_ მაგიდას დაეყრდნო აკანკალებული ხელებით. ჯერ სულ ახლახანს აღმოჩენილი ძმა უკვდებოდა, ისე ეცლებოდა ხელიდან, რომ მის წესიერად გაცნობასაც ვერ ახერხებდა. არა, ამას არ დაუშვებდა ალია.

_ მერე?_ ცივად ამოხედა გლახომ.

_ ახლავე უნდა ვნახო, უნდა დავეხმარო!_ მტკიცე ხმა ჰქონდა ალიას.

_ არა!

_ რა არა?_ ვერ მიხვდა რას ამბობდა გლახო. ამის გარდა ყველაფერს მოელოდა მისგან.

_ არ მოგცემ უფლებას, თავი საფრთხეში ჩაიგდო! მე თავად წავალ არსენთან და შვილის ამბავს შვატყობინებ! საუკეთესო ექიმებსაც თავზე დავახვევ, მაგრამ შენ ამ სახლიდან ფეხს ვერ გაადგამ!_ შეუვალი ხმა ჰქონდა გლახოს.

_ რას ამბობ? გაგიჟდი?_ გაოცებისგან ვეღარ საუბრობდა ალია. მას შეძლო ძმა გადაერჩინა. ძმა, რომელსაც ასე ნატრობდა, მაგრამ ეს არანორმალური კაცი ხელს უშლიდა.

_ გგონია შენ გამაჩერებ აქ?_ ხმა შეეცვალა ალიას.

_ მგონია კი არა დარწმუნებული ვარ!_ ხმა აიმაღლა გლახომ.

_ მაგასაც ვნახავთ!_ ზურგი აქცია გოგონამ და კარისკენ გაემართა. ორ ნაბიჯში დაეწია გლახო. ხელი დაავლო და მხარზე გადაიკიდა. კიბეები ისე აიარა, მისი წივილ_კივილისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. თავის საძინებელში შეიყვანა და საწოლზე მოისროლა.

_ აქ დაეტიე ალქაჯო! ჩემი სიცოცხლის გასამწარებლად ხარ დაბადებული არა? აქ დაეტიე და დამელოდე!_ სანამ ალია გონს მოვიდოდა ოთახის კარი გამოიკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.

მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი, იცოდა ახლა მისი შემორიგება ერთი სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა, მაგრამ ისიც უეჭველი იცოდა, საკუთარ სიცოცხლეს დაუნანებლად დაახარჯებდა იმ უვარგის ნიკოს ალისა, სწორედ ამიტომ გამოკეტა ახლა ოთახში. საკუთარივე თავისგან უნდა დაეცვა ეს აუტანელი ალქაჯი.

_ რომ მოკვდეს, ამას არ გაპატიებ გლახო! არასდროს გაპატიებ!_ ტიროდა გოგონა კარს მიღმა.
კიბეები ჩაიარა გლახომ და არსენის სახლისკენ აიღო გეზი. თან მახოს დაუბარა არაფრით დაეშვა, რომ ალისას სახლი დაეტოვებინა.

14
_ რას ამბობ გლახუნა?_ ფერი დაკარგა არსენმა. გამხდარი ხელი გულზე წაივლო._ ცოცხალია?

_რეანიმაციაშია, მაგრამ არ ინერვიულოთ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო! საუკეთესო ექიმების ხელშია, თავად ვუზრუნე...

_ მადლობა გლახუნა!_ მუდამ ცივი ხმა შეცვლოდა არსენს._მე მჯერა ყველაფერს გააკეთებდი, რაც შენს ხელში იყო!

ოდნავადაც კი არ შეჰპარვია ეჭვია გლახოს არსენის გულწრფელობაში. წამოდგა და მაგიდაზე მდგარი სურიდან წყალი ჩამოუსხა ყოფილ მტერს. იცოდა არსენმა ნიკო რა კაციც იყო. იცოდა მისი შეცდომების შესახებ, რომლებსაც ხან დაუფიქრებლობით და ხანაც ჯინაზეც კი უშვებდა, მაგრამ ეს შეცდომები ვერ ცვლიდნენ მამის სიყვარულს ურჩი შვილისადმი. მაშინ რატომ ხდებოდა ისე, რომ ვანოს არ უყვარდა თავისი ლამის იდეალური ვაჟი? ნუთუ ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რასაც დედამისი წარმოადგენდა? გლახო ხომ მუდამ ცდილობდა მამის კეთილგანწყობის მოპოვებას. მაგრამ რატომღაც ეს არაფრით გამოდიოდა.

ახსოვდა მარტოობაში გატარებული ბავშვობის წლები. ის ახალი წლები და დაბადების დღეები, როცა ყველა ბავშვისთვის სანატრელ საჩუქრებში ჩაფლული სულ მარტო უჯდა სანთლებანთებულ ტორტს და საზეიმოდ გაშლილ მაგიდას, ხოლო სიხარულის გამზიარებელი მხოლოდ ძიძა ჰყავდა, მეტი არავინ.

_ ბატონო არსენ! რა მოხდა თქვენსა და მამაჩემს შორის? იმდენი დრო გავიდა და მე მაინც მგონია მაგ ამბავს რაღაც საერთო უნდა ჰქონდეს იმასთან, რომ მე მამაჩემს არ ვუყვარდი!_ ხელი შეაშველა ჯოხზე დაყრდნობილ, თითქოს წამში მოტეხილ კაცს. ნელი ნაბიჯებით გაემართნენ გლახოს მანქანისკენ. კარი გამოუღო გლახომ და დაჯდომაში დაეხმარა. მხოლოდ მაშინ, როცა გლახომ მანქანა დაქოქა ალაპარაკდა არსენი.

_ არ ვიცი გლახუნა, რა მოხდა იმ საღამოს შემდეგ, მაგრამ კარგად მახსოვს ვანოს სამყაროს ცენტრი შენ იყავი. მახსოვს, როცა დაიბადე, ვანო სახლში არ იყო. საქმეზე მოგვიწია გამგზავრება. იმ ღამეს, როცა ქეთევანმა დაურეკა და უთხრა რომ დრო იყო, ლამის გაგიჟდა მამაშენი. შემდეგ უფრო უცნაური რამ მოხდა, ქეთევანი, თამრო და მანონი, ალისას დედა სახლიდან გაუჩინარდნენ. მაშინ არც მობილურები იყო ასე, როგორც ახლაა. რეკავდა მამაშენი და სახლში მყოფებმა გოგონების ასავალ-დასავალი არ იცოდნენ. მთლად გიჟს დაემსგავსა. გამოვარდა სასტუმროდან და მანქანაში ჩახტა. უკან გამოვეკიდე, ვეხვეწებოდი ჩემთვის დაეთმო მართვა, მაგრამ ვერაფერი შევასმინე. მარტოს ვერ გამოვუშვებდი და ამიტომ გვერდით დავუჯექი. გიჟივით მოქროდა, არ ვიცი რანაირად ახერხებდა მანევრირებას. "ახლაც რომ რამე მოხდეს, ახლაც რომ დავკარგო შვილი, თავს მოვიკლავო!" იძახდა. ხომ იცი შენმა მშობლებმა შენამდე რამდენიმე ბავშვი ჩვილობაშივე დაკარგეს. სწორედ ქალაქის შესასვლელში მოვყევით ავარიაში._ წამით გაჩუმდა არსენი და მუხლი მოისრისა.

_ სწორედ მაშინ დავიზიანე მუხლი, მაგრამ ამას არ ვჩიოდი. ვანოს ვერ ვხედავდი. მანქანიდან გადმოვხოხდი და მას დავუწყე ძებნა. გონდაკარგული ვიპოვნე თხრილში. თვალი მეორე დღეს გაახილა საავადმყოფოში და პირველი "ჩემი შვილი როგორ არისო?" ეს იკითხა. როგორ გგონია, არ უყვარდი? მერე უფრო უცნაური რაღაც მოხდა, ქეთევანმა გამოაცხადა სიზმარი ვნახე და ბავშვს გლახუნა უნდა დავარქვაო. არადა ვანოს სურდა რაღაც პომპეზური სახელი დაერქმია. მაგრამ დედაშენმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. თავისიც გაიტანა._ ისევ გაჩუმდა არსენი. ცოტახანს თავისთვის ფიქრობდა და ბოლოს ისევ ალაპარაკდა.

_იმ დღეს გავიცანი მანონი გლახო! დავინახე და თავდავიწყებით შემიყვარდა. მაშინ ნიკას დედა რამდენიმე თვის წასული იყო ჩვენგან. რომ გეკითხა, სიყვარულის და ქალის გაგონებაც არ მსურდა, მაგრამ მან მომაჯადოვა!

_ ალბათ გენეტიკურია ეგ ბატონო არსენ!_ გაეღიმა გლახოს. არსენმა ეჭვით შეავლო თვალი.

_ არ იცი არა? არაფერი მოუყოლია თამროს?_ გაგრძელა საუბარი არსენმა._დღემდე არ ვიცი, სად იყვნენ მაშინ ქალები და რას აკეთებდნენ, მაგრამ ბავშვით ხელში დაბრუნდნენ უკან. თითქოს ქეთევანს ელოდა ვანო, მის დაძახილზე გაიღვიძა. მაგრამ იმ დღის შემდეგ რაღაც შეიცვალა, მათ შორის, თითქოს შავმა კატამ გაირბინა. ერთ დროს მხიარული და ბედნიერი ცოლ_ქმარი ერთმანეთში გაუცხოვდა. ვინც მათ მანამდე არ იცნობდა ვერაფერს ამჩნევდა, მაგრამ მე ვხედავდი ამ ფერიცვალებას და ვერაფრით ვხსნიდი. თუმცა მალე მანონიმ ჩაანაცვლა ჩემთვის მთელი სამყარო. ყველა და ყველაფერი დამავიწყა. _ გაჩუმდა და ფიქრებში ჩაძირულმა მოგონებებში გაუღიმა საყვარელ ქალს._ იცი, რა ძალიან ჰგავს ალისა დედამისს!
შეცბა მის სიტყვებზე გლახო. არსენმა ცალი თვალით გამოხედა და გაუღიმა.

_ დავინახე თუ არა მაშინვე ვიცანი! რთულია ამ მსგავსების უგულვებელყოფა. _ ჯიბიდან საფულე ამოიღო და გადახსნა. პატარა სურათი დაინახა გლახომ. წითურთმიანი მომღიმარი ლამაზი გოგონა იყო. ლამაზი არა საოცარი, ჯადოსნური გოგონა. სწორედ მისი ალისას მსგავსი.

_ ლამაზია არა?_ ისევ ღიმილით ჰკითხა არსენმა._ მას რომ უყურებ, შენს თვალებში ზუსტად იმ ნაპერწკალს ვხედავ, რასაც მაშინ საკუთარში ვხედავდი. თორემ, როგორ გგონია რატომ მოგეცი მისი წაყვანის უფლება. თავადაც ზუსტად მასე გიყურებს. ვხედავ და ვამჩნევ ამას. მიხარია კიდეც რომ შენ ხარ მისი რჩეული. მე გიცნობ გლახუნა! მიუხედავად ყველაფრისა, არასდროს ყოფილხარ ფლიდი და არასდროს გითამაშია ბინძურად. რასაც ვერ ვიტყვი ჩემს თავგზაარეულ ვაჟზე. ახლა კი სულაც..._ ამოიოხრა და ფანჯრიდან კვლავ გზას გახედა._ როდესაც მამა გახდები, მიხვდები ყველაფერს. ყველაფერზე ძვირფასია შვილი. თუნდაც გრძნობების გამხელა გრცხვენოდეს, ის მაინც შენი გულია და შენს გულში ფეთქავს. ახლა კი მეშინია გლახო! შიშით ვკვდები, მეშინია რომ წავა და მომენატრება ის დრო, როცა მის სულელურ საქციელებზე ვბრაზობდი!

უსმენდა გლახო არსენს და ახლაღა აცნობიერებდა, რომ ამ კაცს საერთოდ არ იცნობდა. უყურებდა და უკვირდა მის ეშმაკურად მოციმციმე თვალებში რატომ არასდროს შეინიშნავს აქამდე ეს უცნაურად შეფარული სიყვარული. წარსული გაიხსენა გლახომ. რამდენჯერ ჰქონდა არსენს მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საშუალება და რამდენჯერ დაიხია უკან. მხოლოდ ისეთ მარტივ დარტყმებს აყენებდა, რასაც გლახო შემდგომში ისევ გამოცდილებად იყენებდა.

_ ნეტავ ვიცოდე, რატომ დაეხმარა მამაშენი ჩემს მანონს გაქცევაში, ან ის რატომ გაიქცა ჩემს გოგონაზე ორსული! ნეტავ ვიცოდე გლახო!_ სევდიანი ხმა ჰქონდა არსენს.

_ ვფიქრობ, ამაზე პასუხი თავად ალისასგან უნდა მოისმინოთ, სხვაგვარად ვერ დაიჯერებთ სიმართლეს! მიუხედავად იმისა, რაც ვნახე, მე ახლაც არ მჯერა!_ უპასუხა გლახომ და გზას დაჟინებით დააცქერდა.

საავადმყოფოს მოსაცდელში მარტო იჯდა ლეა. სისხლში ამოთხვრილი ხელები მუხლებზე ეწყო და მტკიცედ მოკუმული ტუჩებით ცდილობდა ცრემლების შეკავებას. გლახოს და არსენის დანახვაზე ფეხზე წამოხტა და მათ უკან სხვას დაუწყო ძებნა.

_ სადაა ალისა! სადაა?_ მხოლოდ ეს იკითხა გაბრაზებულმა.

_ ექიმმა რა თქვა?_ მოუყრუა მის კითხვას გლახომ.

_ექიმი ვერ დაეხმარება ნიკოს! შენ არ იცი, არც ახსნის დრო მაქვს! დროზე მოიყვანონ ალისა, მხოლოდ მას შეუძლია ახლა ნიკოს დახმარება!_ ბორგავდა ლეა.

_ რას გულისხმობ? როგორ არის ჩემი ვაჟი, შვილო?_ ვერ იგებდა არსენი რატომ ითხოვდა ლეა ალისას მოსვლას._ რაში დაეხმარება ალისა ნიკოს?

_ არა მარტო ალისა, ნანაც მოიყვანეთ! რატომ არ გესმით?_ თითებს იმტვრევდა გოგონა და გლახოს უემოციო სახეზე გიჟდებოდა.

_ შენ ფეხებზე გკიდია ნიკოს სიცოცხლე არა? რატომ არ მისმენ?_ ხელები ქურთუკში ჩაავლო გლახოს და შეაჯანჯღარა.

_ მე ყველაფერი ვიცი! ისიც ვიცი, რად დაუჯდება მერე ალისას მისი გადარჩენა!_ მაჯებში მოკიდა ხელი გლახომ ლეას და ცივად მოიშორა._ თუ არჩევანი უნდა გავაკეთო, მე ალისას ავირჩევ!
გაოგნებული უსმენდა მათ საუბარს არსენი. ვერ იგებდა რანაირად შეძლებოდა მისი ქალიშვილი მისი ვაჟის გადარჩენას, ან თავად საფრთხე რატომ დაემუქრებოდა.

_თუ ნიკო მოკვდება არასდროს გაპატიებს ალისა! ხომ ხვდები არა?_ ჰკითხა გლახოს იმედგადაწურულმა ლეამ

._ შენ იცი? კიი იცი, მაგრამ საიდან?_ გაოცება ვერ დამალა გლახომ.

_ ნანას ვესაუბრე,_ ისე მიუგდო ლეამ გლახოს ზედ არც კი შეხედა.

_ სადაა ნანა?_ მიხვდა გლახო, რომ გოგონები ისევ მხოლოდ საკუთარ გულისკარნახს უსმენდნენ. მიხვდა, რაც არ უნდა ექნა ალისას ვერ შეაჩერებდა. და ის იყო ტელეფონი ამოიღო რათა კახისთან დაერეკა, რომ საავადმყოფოს დერეფანში მტკიცე სახით შემოაბიჯა ალიამ, მის უკან კი ნანა მოდიოდა, ჩვეულად მშვიდი, წყნარი სახით. სიმწრით ჩაეცინა. კახი არსად ჩანდა. აშკარა იყო ამ პატარა ალქაჯებმა ამჯერადაც შეძლეს მისი და მახოს გაბითურება. მათკენ გაიქცა ლეა.

_ დაეხმარე ალის, თუ გინდა მე გამომიყენე, მაგრამ დაეხმარე. ნუ გეშინია მე გავუძლებ!

_რაზე საუბრობთ! ამიხსნის ვინმე რა ხდება ჩემს თავს?!_ მოულოდნელად დასჭექა არსენმა. მის ხმაზე ყველა გაისუსა. საიდან ჰქონდა ამ პატარა ტანის გამხდარ კაცს ასეთი რიხი და ძალა, რომ მის ხმაზე ალქაჯებიც კი ჩუმდებოდნენ. არსენს გახედა ალისამ. ცოტახანს უცნაური ამოუცნობი მზერით აკვირდებოდა.

_ ალი, ამდენი დრო არ აქვს ნიკოს!_ ხმადაბლა შეახსენა ლეამ და ხელზე შეახო აკანკალებული თითები.

_ მგონი დრო მოვიდა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, მამა!_ ირონია მოისმა ალისას ხმაში._ წამოდით, წამოდით და საკუთარი თვალით ნახეთ სიმართლე!

_ ალის არა! არ გაძლევ უფლებას!_ მისი შეჩერება სცადა გლახომ. დამცინავი ღიმილით ამოხედა გოგონამ. ცალი ხელით თმა მხარს უკან გადაიყარა.

_ და გგონია მე შენგან ნების დართვას ვსაჭიროებ, დრაკონო?_ ზურგი აქცია და მომაკვდავი ძმის პალატისკენ შეუცდომლად გააბიჯა. სწრაფად მიჰყვნენ გოგოები უკან. არსენმა გაფითრებულ გლახოს გახედა და დაინტერესებული გაჰყვა გოგონებს. ცოტა ხანს იდგა სიბრაზისგან გაცოფებული კაცი. თვალებში წყვდიადი უელავდა. თუმცა ბოლოს თანდათან ისევ სინათლე ჩაეღვარა. იყო რაღაც ამაღელვებელი ალისას საქციელში. უყვარდა და პატივს სცემდა გლახო ძლიერ, გაბედულ და ერთგულ ადამიანებს. რაც არ უნდა ყოფილიყო, როგორ ეყვარებოდა ქალი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს სხვის სიცოცხლეზე წინ დააყენებდა და მაშინ როცა მომაკვდავს დახმარება სჭირდებოდა, კურდღელივით მის ზურგს უკან დაიმალებოდა. ალბათ დროთა განმავლობაში ასეთი სიმართლე მისი გულიდან ამოშლიდა სიყვარულს.
ახლა ბრაზობდა, მაგრამ თან ამაყობდა ამ უშიშარი, ძლიერი ქალით. ნაბიჯი წინ წადგა და თავადაც პალატაში შეაბიჯა.

ნიკო აპარატზე შეერთებული სუნთქავდა. მკერდი მხოლოდ ხელოვნური ფილტვების დახმარებით მოძრაობდა. უცნაური შიშინის ხმაზე ებერებოდა ფილტვები. წელს ზემოთ შიშველს ზედ გულთან აჩნდა ნაიარევი და ისედაც გაფითრებული სახე სულ გაცრეცილი ჰქონდა. დახუჭულ თვალებს ოდნავადაც არ ემჩნეოდათ სიცოცხლის ნიშანი. გული შეეკუმშა გლახოს. არც კი ეგონა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა ამდენად თუ იმოქმედებდა მასზე. ახსოვდა გლახოს მათი საერთო ბავშვობა. ახსოვდა გალავნის მიღმა მდგარი ნიკოს გამხდარი სხეული. ახსოვდა მისი მოუბეზრებელი ლოდინი. მაგრამ თავად იმდენად იყო საკუთარი მამისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილით ატანილი, რომ თავადვე თქვა უარი ერთადერთ და ერთგულ მეგობარზე. და ერთ დღესაც, როცა აივნიდან მომზირალმა ჩვეულ ადგილას მდგომი ნიკო ვეღარ დაინახა, ახსოვდა როგორ ჩასწყდა გულში ბოლო ადამიანური სიმიც. ისე მტკივნეულად და ისე ხმაურიანად ჩასწყდა, რომ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო დასჭირდა, სანამ გულს კახის გაუხსნიდა. მარტოსული ადამიანი იყო გლახო, მარტოსული და ცივი, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც ათბობდა ბავშვობის ხალასი მოგონებები. და ახლა როცა იმ ბიჭს ხედავდა ასეთ მდგომარეობაში, მის გალავანთან წლების მანძილზე რომ უცდიდა მისგან გამოწვდილ ხელს, ისევ დაეჭიმა გულში ის გაწყვეტილი სიმი.
გულზე ხელი მიიჭირა გლახომ და პირველად მოუნდა თავადაც შესძლებოდა რაღაც თავისი ბავშვობის მეგობრისთვის. მოულოდნელად საშინელი სიბრაზე იგრძნო. ეს ყველაფერი იმ ძაღლი კასიევის ბრალი იყო. იმ არაკაცის! სახეზე ზიზღი და ბრაზი აღებეჭდა. კარგად იცოდა ნიკომ, რომ სიცოცხლეში ყველაფრის გამოსწორება შეიძლებოდა სიკვდილის გარდა. არსენს გახედა, თავის შეკავებას ცდილობდა კაცი. მთელი ძალით უჭერდა გათეთრებულ თითებს ხელჯოხს. ახლა უკვე პირად შურისძიებად აღიქვა კასიევისთვის საკადრისი პასუხის დაბრუნება გლახომ. მაგრამ ბავშვი არ იყო გლახო და არც მარტივი თამაშის წამოწყებას აპირებდა. ერთი ძლიერი ნაბიჯით უნდა გაენადგურებინა რომანი. ისე გაეწყვიტა წელში, როგორც შხამიანი გიურზა. საწოლის გარშემო წრიულად მდგარ თვალებანთებულ გოგონებს თვალი მოავლო, ოთახი დატოვა, მობილური ამოიღო და კახის ნომერი აკრიფა.

_ ალის მე გამომიყენე, გთხოვ!_ ხელი მორჩილად გაუწოდა ლეამ. ალიამ მის გამოწვდილ ხელს დახედა და გაეღიმა.

_ ეს ჩემთან ასე არ მოქმედებს, არასდროს მიცდია, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ. _ გაუღიმა ალიამ მეგობარს და ხელი ორივეს მაგრად ჩაკიდა. მაგიური წრე შეკრეს პატარა ალქაჯებმა ნიკოს გარშემო.

იდგა გაოგნებული არსენი და თვალს ვერ სწყვეტდა მის თვალწინ განვითარებულ სასწაულს. ხედავდა და მაინც ვერაფრით იჯერებდა. რა უნდა ყოფილიყო იმაზე დიდებული სანახავი, თუ როგორ უნაწილებდა და მისთვის ფაქტობრივად უცნობ ძმას საკუთარ სასიცოცხლო ენერგიას? არაფერს ნანობდა, არ ყოყმანობდა, დაუნანებლად აძლევდა ამდენად ძვირფასს და თანაც სრულებით ნებაყოფლობით. ყოველგვარი გამორჩენის, სასყიდლის და მოლოდინების გარეშე.
რაც უფრო ეფერებოდა ღაწვები საწოლზე უძრავად მწოლარე კაცს, მით უფრო ეცრიცებოდა ფერი ალისას.

_ გეყოფა ალის!_ მკლავზე შეეხო ნანა._ გეყოფა, საკმარისია!

თვალები გაახილა გოგონამ. ტრანსიდან გამოსულს შეაკანკალა. თავბრუსხვევა იგრძნო. მისი შესაძლებლობები ახლოსაც არ იყო დედამისის უნარებთან და მაინც ღიმილმა გაუნათა სახე, როცა ნიკოს მოფერიანებულ ლოყებს გადახედა.

_ მე ეს შევძელი!_ დაიჩურჩულა ღონემიხდილმა. მხარში ამოუდგნენ გოგონები და ფრთხილად გაიყვანეს ოთახიდან.

ცოტახანს უხმოდ იდგა არსენი. საკუთარ ხლჯოხს დაყრდნობილი დასცქეროდა პირდაპირი მნიშვნელობით საიქიოდან დაბრუნებულ ვაჟს.

_ რა ვნახე ახლა მე?_ ჩაილაპარაკა ჯერ ისევ გაოგნებულმა. გაიაზრა, რომ მანონის გაქცევაც და ვანოს აუხსნელი ღალატიც სწორედ ამ საიდუმლოსთან იყო დაკავშირებული. მიხვდა, რომ სიმართლის დრო მოვიდა, მაგრამ იმაში კი არ იყო დარწმუნებული რამდენად ადვილი მოსასმენი იქნებოდა ეს სიმართლე მისთვის. შვილის საწოლთან მიდგმულ სავარძელზე ჩამოჯდა. მობილურში თამროს ნომერი მოძებნა და დაფიქრებული დააჩერდა. მცირე ხნის ფიქრის შემდეგ ამოიოხრა, გამბედაობა მოიკრიბა და მისი ნომერი აკრიფა.

_ გამარჯობა!_ აშკარა იყო ქალი მის ზარს ელოდა. ვინ იცის, იქნება წლებიც კი იცდიდა, თუ როდის მივიდოდა არსენი მასთან და როდის მოსთხოვდა მისთვის მიბარებულ იმ გასაღებს, რომელიც ცხრაკლიტურში ჩაკეტილ საიდუმლოს წლების მანძილზე საიმედოდ იცავდა.
15
_ ალისა ცუდადაა შუქი!_ მხოლოდ ეს სამი სიტყვა საკმარისი იყო, რომ ქალის გულს არანორმალურად დაეწყო ფეთქვა. წინა გამოცდილება იმდენად მწარედ ახსოვდა, რომ ფიქრი ისევ ცუდისკენ გაექცა.

_ ამ ჯერად ჩვენი ჩამოსვლა არ იქნება, იცოდე! შენ უნდა მოხვიდე ჩვენთან!_ მტკიცე ხმა ჰქონდა ლეას. კი არ სთხოვდა დახმარებას ბებიამისს, არამედ მოითხოვდა.

_ მოვდივართ!_ ლეას დიდად არ მიუქცევია მრავლობითში ნათქვამი სიტყვისთვის ყურადღება. გადაფითრებულ და თვალებმილულულ ალიას დასჩერებოდა შუბლშეჭმუხნული. ახლა ვეღარ იგებდა სწყინდა თუ უხაროდა ალისამ ნიკო რომ გადაარჩინა. ერთის მხრივ იყო კაცი, რომლის მიმართაც ჯერ ისევ ბუნდოვან გრძნობებს განიცდიდა, მეორეს მხრივ კი ერთგული მეგობარი. თუ მანამდე კიდევ ვერ იაზრებდა, რამდენად სახიფათო იყო მათი შესაძლებლობებით თამაში, ახლა უკვე ნელ_ნელა აცნობიერებდა იმას, რომ არც მისი ნამოქმედარი დარჩებოდა სანაცვლო მსხვერპლის გარეშე. მძიმედ ამოიოხრა და თავი ჩახარა.

_ ესეც შენი წარმატება!_ ინანა კიდეც ეს ყველაფერი. ისიც ინანა, ამას მხოლოდ აღთქმული წარმატების ხათრით რომ დასთანხმდა. ნეტავ რომ სცოდნოდა ამ არჩევანს რაც მოჰყვებოდა, რას იზამდა მაშინ? გაგულისებულმა მუჭები შეკრა.
ნიკოს პალატაში შეაბიჯა და მოშორებით მდგარი სკამი საწოლთან ახლოს მიაჩოჩა. გასაოცარი სისწრაფით იკრავდა მკერდზე გახსნილი ჭრილობა პირს. იმდენადაც კი რომ მკურნალი ექიმი გაოცებული იჩეჩავდა მხრებს.

_ ამდენად ძლიერი ვიყო და სამაგიეროს ვერ ვუხდიდე იმ ნაძირალას?_ ისევ იისფერმა გადაფარა მისი თვალების ლურჯი ფერი.

_ ისედაც დამსჯიან ჩადენილისთვის და ერთით მეტი, ერთით ნაკლები!_ ჩაიცინა ნაძალადევად და ნიკოს მშვიდ ძილს დააკვირდა._ სულ არ გავხარ იცი, საკუთარ თავს.
თითები ფრთხილად შეახო მაინც უცნაურად გაყინულ თითებზე. გაიფიქრა, რომ ისევ სურდა მისი ფიქრებმიმალული თვალების ნახვა. სურდა იმ უცნაურ ნაცრისფერ თვალებში ისევ ეძებნა ამოუხსნელი გამოცანები.
რამდენი ხანი იყო რაც ოთოზე არაფერი გაეფიქრა. ესეც ხომ უჩვეულო იყო მისთვის? ისე თანდათან ჩაანაცვლა ნიკომ ოთო რომ ლეამ ლამის ვერც კი შეამჩნია. აქამდე თუ ის ადარდებდა, რომ ძალიან განსხვავდებოდა ოთოსგან და ეს არ აძლევდა წინ წასვლის საშუალებას, ახლა პირიქით სწორედ ის მსგავსება ბორკავდა, რასაც ნიკოს მიმართ განიცდიდა.

_ რატომაა სიყვარული ასეთი რთული?_ ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და ვერ შეამჩნია როგორი წამიერი ღიმილი გამოკრთა ნიკოს გაფითრებულ ტუჩებზე.

_ გენადი წაგვიყვანს, ისე განერვიულდა როცა გოგოების ამბავი გაიგო, ცოტა არ იყოს მეშინია კიდეც გზაში არაფერს გადაგვყაროს!_ ეზოში წლების წინ გაჩერებულ და კაცმა არ იცის მისგან რა გზით გადარჩენილ მანქანას დაფუსფუსებდა ვიღაც საოცრად ნაცნობი ნაკვთების პატრონი. ერთი შეხედვით მას არაფერი ჰქონდა საერთო სოფლის ლოთთან, წელშიგამართული სიმპატიური კაცი იყო, ნათელი ცისფერი თვალებით. ერთ დროს მომჩვარული სხეული თითქოს კვლავ ჯან_ღონით ავსებოდა. ახლად დაბადებულივით გრძნობდა თავს

_ გენადის რომ ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სადღაც შორს იყო წასული და ახლაღა დაბრუნდა!_ უთხრა კესანეს შუქიამ. იდუმალი ღიმილით აკვირდებოდა კესანე გენადის.

_ რას იზამ, ძნელია დემონთან ერთად ცხოვრება!_ გაიღიმა ქალმა._ შენ ხომ იცი როგორი პარაზიტია ეგ საზიზღარი. ერთხელ თუ შემოუშვი სულში, ისე ჩაბუდდება მასპინძელს მონად გაიხდის.

_ ვხვდებოდი რაც ხდებოდა მის თავს, მაგრამ შენსავით გონება ალბათ მე არ მიჭრის კესო. მაინც რამ მოგაფიქრა ეგ ?_ ჩაეცინა შუქიას.

_ ადამიანი მანამდე არ აღიარებს, რომ დახმარება სჭირდება, სანამ საკუთარ პრობლემას პირდაპირ თვალებში არ ჩახედავს! მე მხოლოდ ის პატარა რეალობა დავანახე, რაც მის თავს ხდებოდა, დანარჩენი თავად გენადიმ მოახერხა. ტყუილად არ აურჩევია მანონს ეს კაცი. უბრალოდ ვერ გათვალა, რომ სიყვარული რამდენადაც ძლიერი მოტივატორია აღორძინებისთვის, ამდენადვე ყველაზე ადვილად შეუძლია ადამიანის ნაპრალში გადაჩეხვა. ისე, როგორც ეს ქეთევანს დაემართა. მას სამწუხაროდ საკუთარი თავი და კეთილდღეობა სამყაროს ბალანსს ერჩია. და შედეგიც ყველამ ვნახეთ. სამწუხაროა, რომ ის საცოდავი თამროც თან გადაიყოლა!

_ მზად ვარ!_ გამოსძახა მოულოდნელად გენადიმ ქალებს. მანქანას სახურავზე ხელი დასცხო და საინტერესო საუბარი შეაწყვეტინა.

წარსულის გახსენება და თვითგვემა რუტინად დაიჩემა გენადიმ. ვერაფრით ინელებდა იმას რომ მიბარებულ საგანძურს ვერ გაუფრთხილდა. სირცხვილით იწვოდა, როცა იხსენებდა, როგორ გაყიდა ქალიშვილი 50 ლარად. ყელში ბურთივით ეჩხირებოდა წარსული შეცდომები. ახლა კი ერთადერთი სურვილი ჰქონდა კაცს, როგორმე შვილისგან პატიება დაემსახურებინა. ამისთვის ყველაფერს იზამდა გენადი. აბსოლუტურად ყველაფერს. თითები მტკიცედ მოუჭირა საჭეს.

_ ისე არ მოხდეს გენო, რომ ერთმა დემონმა მეორე ჩაანაცვლოს!_ ისე უბრალოდ და ხმადაბლა ჩაილაპარაკა კესანემ, ფანჯრიდან გადაშლილი ხედისთვის თვალიც არ მოუშორებია. ტუჩი მოიკვნიტა კაცმა და სევდიანად ამოიოხრა. თუმცა გადაწყვეტილება კი არ შეუცვლია.

_ ნანა!_ ოთახში მოღრუბლული სახით შეაბიჯა კახიმ._ რატომ ხართ ასეთი ჯიუტები, თქვე მართლა ალქაჯებო! ხვდებით მაინც ახლა რამდენად სახიფათოა მასეთი თამამი ნაბიჯები? ნიკოს დაჭრამაც ვერაფერს მიგახვედრათ?

_ ესაა ჩვენი დანიშნულება და ბოდიში თუ შენს სურვილებს არ ერგება ჩვენი სამყარო!_ გულზე დაიკრიფა ხელები ნანამ. თავდაცვის პოზაში ჩადგა.

_ მაგ შენს სამყაროში ჩემი ადგილი არ არის არა?_ სევდამ გაიჟღერა კაცის ხმაში. ხმა არ ამოუღია ნანას, იცოდა რამეს თუ იტყოდა აუცილებლად გასცემდა საკუთარ თავს და გრძნობებს.

_ არაფერს მეტყვი ნანა?_ მისმა სიჩუმემ უარზე მეტად გაანაწყენა კახი. იდგა და ჯიუტად დამუნჯებულ ქალს თვალს არ აშორებდა. ჩამავალი მზის სინათლეზე სულ სხვა იდუმალი სინათლით უელავდა ნანას შოკოლადისფერი თვალები. ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა. კარგად თუ დააკვირდებოდი ნანას, თვალებში აშენებული გადაულახავი ბარიერის მიღმა ვნების ალში იწვოდა მთელი მისი სამყარო და რაც უფრო ცდილობდა ქალი ამ ცეცხლის დამალვას, მით უფრო ედებოდა მისი ალი. შიგნიდან იწვოდა ყინულის დედოფალი. იწვოდა და მისი დამცავი ყინული წვეთ_წვეთად დნებოდა. იქნებ ერთი შეხებაც კმაროდა? ან ერთი ჩახუტება? იქნებ ხანგრძლივი კოცნა და ჩამოინგრეოდა რუდუნებით ნაშენი ყინულის გალავანი. ოდნავ გაეღიმა კახის. მთელი ცხოვრება წამითაც კი არასდროს დაუჯერებია, რომ ისეთ ქალს შეხვდებოდა ოდესმე, ვისთვისაც ხელის გაშვება სიკვდილივით შეაშინებდა უშიშარს და აი ახლა ეს ქალი მის წინ იდგა და კახის მისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი არ ჰქონდა.
მისი სახე ხელისგულებში მოიქცია და უფრო მეტად მიუახლოვდა. აშკარად იგრძნო როგორ აუჩქარდა გული ქალს. თვალებიდან მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა. ახლა რომ არ ეკოცნა მისთვის ალბათ მოკვდებოდა.

_ მაკოცე რა ალქაჯო!_ სთხოვა სურვილითატანილმა. არ გაკვირვებია როცა იგრძნო, როგორ მოეხვია წელზე ნანას ხელები. ჰაერი ისე ჩაისუნთქა, თითქოს ოკეანის ღრმა ფსკერზე აპირებდა ჩაყვინთვას და მის ტუჩებს შეეხო...

საწოლში იწვა ალისა. სიცივე სტკიოდა სხეულში. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც აკლდა, მაგრამ რა?! ვერაფრით ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. სურვილი ჰკლავდა ანთებულ ცეცხლში შეებიჯებინა, რომ როგორმე ეს სხეულში გამეფებული სიცივე გაედევნა. აკანკალებული უფრო მეტად გაეხვია საბანში და თვალები დახუჭა.

_მედიტაცია მჭირდება!_ ჩაილაპარაკა, მაგრამ ვერაფრით იპოვნა საკუთარ არეულ გონებაში სიმშვიდის წერტილი.
ტელეფონი მოიჩოჩა და ინსტიქტურად აკრიფა გლახოს ნომერი. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. სხვა დროს პირველივე ზარზე პასუხობდა ის საძაგელი დრაკონი. საწოლზე წამოჯდა განერვიულებული.

_ ალბათ რაღაც ხდება!!_ ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა. საბანი მხრებზე მოისხა და სცადა საწოლიდან წამომდგარიყო. ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო. თვალთ დაუბნელდა და ისევ საწოლზე ჩამოჯდა. ვერც ასე შეიმაგრა თავი. უკან დაბრუნდა ლოგინის სიღრმეში. ისე მოიკუნტა, როგორც ბავშვობაში. ისე, როგორც მაშინ როცა დედა დაკარგა. საბანი თავზე გადაიფარა და ბავშვივით ატირდა. ამოუხსნელ მარტოობას განიცდიდა, სწორედ ისე როგორც ბავშვობის იმ სევდიან დღეს. ახსენდებოდა, როგორ შემოვიდა გენადი მის მოცუცქნულ საძინებელში. როგორ ჩამოუჯდა საწოლზე და გამხდარ ბეჭებზე როგორ მოუთათუნა აკანკალებული ხელი.

_ იტირე შვილო! იტირე და ამოიტირე! _ გაიგონა როგორ მოიყუდა ბოთლი გენადიმ პირზე. ცხვირი აუწვა ალკოჰოლის მანამდე უცნობმა სურნელმა. ტირილი შეწყვიტა და გაოცებულმა გამოიჭყიტა საბნის ქვეშიდან. ლამის ბოლომდე ჩამოცალა კაცმა სასმელი.

_ ის წავიდა ალისა, წავიდა და არასდროს დამიბრუნდება!_ ამოიტირა მამობილმა._ არასდროს შემოაბიჯებს ამ კარში, არასდროს გაიშლის ცეცხლისფერ თმებს! ახლა მარტო მე და შენ დავრჩით!
მე და შენ!

და იმ დღის შემდეგ ალისას აღარ უტირია, სამაგიეროდ მის სატირალსაც არყით გაჟიებული გენადი ტიროდა ლამის ყოველდღე, მაგრამ ვეღარ იგებდა პატარა ალისა, დედას დასტიროდა სიყვარულის დაკარგვით გაბეჩავებული მამობილი, თუ საკუთარ წყალწაღებულ თავს.

_ ალის!_ თითქოს მეხსიერების სიღრმიდან მოესმა ჩაძინებულ გოგონას ნაცნობი მზრუნველი ხმა.

_ ალის!_ გამეორდა ისევ_ სადა ხარ ალის?
ხმაში ისეთივე მზრუნველობა იგრძნობოდა, როგორც იმ მივიწყებული ბავშვობის მოგონებებში, როცა დედა ჯერ ისევ მათთან იყო. გაოგნებულმა საბანი გადაიხადა და თავი წამოსწია.

_ მამა?_ გაეპასუხა ბურანში მყოფი ინსტიქტურად.

_ აქა ვარ ალის! _ ოთახში შემოაბიჯა ზეცისფერთვალებიანმა კაცმა._ მე აქა ვარ შვილო!
წლობით ნაგროვალმა ცრემლმა ერთდროულად იხუვლა გოგონას თვალებიდან. წამიც საკმარისი იყო ის ძველი გამოხედვა რომ ეცნო. გამოხედვა, რომელიც ერთდროს სამყაროს ყველა სიბოროტისგან დაცვას და მზრუნველობას ჰპირდებოდა.

_ მამა!_ ტირილს ამოატანა საბრალო ობოლმა და ისე გაუწოდა კაცს ხელები, როგორც მხოლოდ ხსნად მოსულს ეგებებიან.

16
თამრომ გაყინულ შუბლზე ხელი დაადო ალიას და თავადაც გააკანკალა. არასდროს ენახა ასე გადაციებულიყო ადამიანი. გათბობას აუწია და ცხელი ჩაიც შემოუტანა, მაგრამ როდესაც ჩაძინებული გოგონას გაღვიძება სცადა და გონზე ვერ მოიყვანა. მერეღა იაზრა, რომ სხვა ამბავთან ჰქონდა საქმე. კესანე და შუქია სამზარეულოში ისხდნენ და ალისას გაღვიძებას ელოდნენ. თან მშვიდად საუბრობდნენ.

_ რა ხდება თამრი?_ კესანემ პირველმა იგრძნო ყოფილი თანამოაზრის შინაგანი ღელვა.

_ ალისას რაღაც სჭირს, რაღაც ვერაა მის თავს რიგზე!_ შუქიამ და კესანემ ასაკისთვის შეუფერებელი სიმარდით მაშინვე აირბინეს კიბეებზე.

_ ალის!_ ოდნავ შეანჯღრია შუქიამ მძინარე გოგო. მაჯები გაუსინჯა კესანემ. იგრძნო, ენერგიის მინიმუმი შემოენახა გოგონას საკუთარი თავისთვის. ცუდის მოლოდინით თავი უსიამოვნოდ გადააქნია.

_ პირველ ჯერზე ვერ მოზომა ალბათ. ვფიქრობ, აქამდე არასდროს უცდია ამდენად რთული რიტუალი._ ხელის გულები ერთმანეთს გაუსვა თითქმის უსიტყვო ჩურჩულით. ესიამოვნა თითებში გაჩენილი მხურვალე ნაპერწკლები. თავთან დაუჯდა მძინარეს და ხელები გაყინულ საფეთქლებზე დაადო. თვალდათვალ შეეფაკლა ღაწვები ალისას. შვებით ამოისუნთქა შუქიამ. მაგრამ როგორც კი კესანემ ხელები მოაშორა ისევ იგივე მდგომარეობას დაუბრუნდა გოგონა. გაოგნებულმა გახედა შუქიამ მეგობარს.

_ რა ხდება კესო? ასეთ რამეს პირველად ვხედავ!_ კესოც დაბნეული უყურებდა ალისას. რამდენჯერაც არ სცადა, როგორც კი ხელს უშვებდა გოგონა სასიცოცხლო ბალანსს კვლავ სწრაფად კარგავდა.

_ ვერ ვიგებ რა ხდება!_ აღიარა ბოლოს კესომ._ ასე არ უნდა იყოს! ასე არასდროს მომხდარა. გაუგებარი სიტუაციით გაოგნებული ქალი კვლავ ალისას მიუჯდა გვერდით. ხელები გაითბო და საკუთარი უშრეტი ენერგია ალისას გათოშილი სხეულისკენ ისევ დაუნანებლად მიმართა. მაგრამ სამუდამოდ ასე ხომ ვერ დაუჯდებოდა თავთით?! რაღაც სხვა უნდა ეღონა.

_ გოგონები მოიყვანეთ!_ გასცა მოკლე და გასაგები ბრძანება. ოთახის კარებთან მდგარი თვალცრემლიანი თამრო თვალს არ აშორებდა განვითარებულ ამბავს. ოთხი ძლიერი სული გამეტებით ცდილობდა ალისას გადარჩენას. მაგრამ ყოველი მცდელობის შემდეგ უფრო უარესად ხდებოდა გოგო.

_ რა სჭირს ჩემს ქალიშვილს?_ მოესმა თამროს ხმაჩამწყდარი კითხვა. უკან მოიხედა და დაზაფრულ გენადის ჰკიდა თვალი. კაცი ხელით კარის დირეს ეჭიდებოდა და სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. ალისას თავი კესოს ესვენა კალთაში. დანარჩენები წრიულად იდგნენ მისი საწოლის გარშემო და ალისას გადარჩენისთვის ბრძოლაში მის უღონო სხეულს საკუთარ ძალას ახმარდნენ. თუმცა ყველაფერი იმაზე სწრაფად მიდიოდა უარესისკენ, ვიდრე ამას კესანე წარმოიდგენდა. თითქოს ალისას სხეული ძირგავარდნილი დოქი იყო. რაც არ უნდა სწრაფად გაევსოთ სასიცოცხლო წყლით, ის ამ ენერგიის შენარჩუნებას ვერ ახერხებდა.

_ არ ვიცი რა უნდა ვქნა! ვერაფერს ვხვდები! თუ ვერაფერი მოვიფიქრეთ ალისას დავკარგავთ! _ ჩაილაპარაკა საკუთარი უმწეობით ნერვებმოშლილმა. მისმა ნათქვამმა მკერდში ისარივით გაუარა გენადის.

_ არა! შეუძლებელია! ისიც დედამისის ბედს ვერ გაიზიარებს!_ ამოილაპარაკა გამწარებულმა კაცმა._ რამე გზა უნდა არსებობდეს! ხომ ასეა?
იმედით გამოხედა საცოდავად აწურულ თამროს. ქალი ალისაზე დარდობდა და უფრო მეტად ალბათ თავის აღზრდილზე. წარმოდგენაც კი არ უნდოდა, რა მოხდებოდა გლახოს თავს, თუ ალისას დაკარგავდა. გაახსენდა ის მოქუფრული გაუღიმარი კაცი, რომელიც ამ საოცარმა გოგომ გამოაცოცხლა. გული მოეწურა დედობილს.
მისი დაბადების ღამე გაიხსენა, როგორ გაუნაწილა მანონიმ ქეთოს და მის ჯერ არდაბადებულ ვაჟს საკუთარი სინათლე. გაახსენდა და ამ გახსენებამ კიდეც გამოაფხიზლა.

_ გლახო! მას გლახო სჭირდება! _ შესძახა ქალმა და სამზარეულოში გაიქცა. ეჭვით გააყოლა მზერა კესანემ გაქცეულს. იეჭვა რაღაც იმაზე მეტ საიდუმლოს ინახავდა წარსული, ვიდრე მას წარმოედგინა. მაგრამ ალისას ხელი ვერ შეუშვა.

მობილურს დასტაცა ხელი თამრომ და ნერვიულობისგან აკანკალებული თითებით აკრიფა გლახოს ნომერი.
გლახო რამდენიმე დღე იყო სახლში არ ბრუნდებოდა. კასიევს უწყობდა ხაფანგს. ყველაფერს სათანადოდ გეგმავდა და არსენის დახმარებით საერთო მტერს ისეთ ქსელში აბამდა, საიდანაც რომანი თავს ვეღარ დაიხსნიდა.
მიუდგომელი კაცი იყო რომან კასიევი. მიუდგომელი და უნდო. ყველაზე ახლობელსაც კი არ ანდობდა გულისფიქრებს. ასეთ კაცს, რა თქმა უნდა სიყვარულის ენა არ ესმოდა. მან მხოლოდ აკვიატება და მისაკუთრება იცოდა, მეტი არაფერი. სწორედ ასე თავგადაკლულად ეძებდა ახლა ლეას. და რაც უფრო უჭირდა მისი პოვნა, მით უფრო ეძალებოდა სურვილი. ლეა კი არსენთან ცხოვრობდა. წამითაც არ შორდებოდა ჯერ ისევ უგონოდ მყოფ ნიკოს. რომელიც მამამისმა მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე სამკურნალოდ საკუთარ სახლში გადმოიყვანა.

ზარი გადიოდა, მაგრამ გლახო არ პასუხობდა. ალბათ ასე მეხუთე მცდელობაზე უპასუხა ძიძას.

_ გისმენ თამრო, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაქვს სათქმელი?_ მკაცრი ხმა ჰქონდა კაცს.

_ გლახო, შვილო, ალისას სჭირდები. არ ინერვიულო, მაგრამ ცუდი ამბავია ჩვენს თავს!_ ძლივს ამოღერღა ქალმა სათქმელი.

_ რა ხდება თამრო? რა სჭირს ალისას? _ ახლა კი შეეცვალა ცივი ხმა გლახოს.

_ უნდა მოხვიდე შვილო! ამას ასე ვერ აგიხსნი!_ ტელეფონი რომ გათიშა შვებით ამოისუნთქა ქალმა.

_ მისი მეორე ნახევარი სჭირდება! უბრალოდ ის აკლია, რაც ისედაც მისია!_ ორაზროვნად ჩაილაპარაკა თამრომ და ისევ საძინებლისკენ აუყვა კიბეებს.

_ ახლავე ვბრუნდები!_ ქურთუკი მოიცვა გლახომ. და მანქანის გასაღები აიტაცა._ რაღაც იმაზე ცუდი ხდება, რომ წარმომიდგენია! შენ იცი, რაც უნდა ქნა. გათენებამდე მეც დავბრუნდები! თავი დაუქნია კახიმ გლახოს. თუმცა გული კი ეთანაღრებოდა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. თუ ახლა ოპერაციას ჩაშლიდნენ კასიევს ალბათ ვეღარასდროს მოიხელთებდნენ. სწორედ იქ, გამთენიისას უნდა მოსულიყო რომანის ძვირფასი ტვირთი. ფაქტზე უნდა აეყვანათ. თორემ როგორც ყველა სხვა ბრალდებას, ამასაც ჩვეულად ნაცრად აქცევდა რომანი კავშირების და ფულის ძალით.

_ თამროო! ალის!_ სახლში სირბილით შევარდა გლახო. კიბეები აირბინა და საძინებლის კარი შეაღო.
სანთლის შუქით განათებულ ოთახში იდგნენ ქანცგაწყვეტილი ქალები და მაინც მტკიცედ ებრძოდნენ ოთახში ჩამოწოლილ წყვდიადს. თოვლივით თეთრი, ახლაღა მიხვდა გლახო, თუ რას გულისხმობდა ეს ფრაზა. იწვა თოვლივით თეთრი ალისა და მართლაც თოვლივით დნებოდა. აღარც ტუჩები ჰქონდა ჩვეულად წითელი. მის საყვარელ ალისფერ თმასაც კი თითქოს ფერი დაეკარგა და გახუნებულიყო. გადაღლილი სახით ამოხედა მის თავთან მჯდომმა მოხუცმა ქალმა გლახოს. ერთიანად დასტყობოდა კესანეს განვლილი წლები. ლანდებს ჰგავდნენ გოგონებიც. კუთხეში მუხლებზე იდგა გენადი და თავისი აქამდე მივიწყებული ღმერთის სახელზე ლოცულობდა ჩუმად.

_ რა ხდება აქ?_ ხმა გაებზარა წამით გლახოს.

_ მთელი დღეა ასე ძალით აკავებენ! მიდის ალისა შვილო!_ მკლავზე თითები მოუჭირა თამრომ. უცნაური მზერით ჩამოხედა კაცმა.

_ რას ამბობ?_ ჰკითხა მკაცრად. მისი თითები მოიშორა და საყვარელ ქალს საწოლთან ჩამოუჯდა.

_ ალის!_ დაუძახა ხმადაბლა და ხელები მოხვია ბუმბულად ქცეულ სხეულს.

_ ალის გაიღვიძე!_ მუდარა ისმოდა მის ხმაში. მაგრამ გოგონას აღარ ესმოდა მისი.

_ თუ ეს ყველაფერი მართალია, ის გააკეთეთ, რაც უნდა გააკეთოთ! როგორც ლეამ უშველა ნიკოს!_ მაჯა გაუწოდა ერთ დღეში დაბერებულ უმაღლეს ქურუმს გლახომ.

_ არ შეიძლება!_ მტკიცე ხმა ჰქონდა ქალს. _ ზუსტად მაგ წესების დარღვევამ მიგვიყვანა აქამდე!
კესანე მზად იყო საკუთარი სიცოცხლე დაეთმო ალიასთვის, მაგრამ არა სხვისი. ყოველგვარი უმცირესი წესების დარღვევის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო, მკაცრი ქურუმი ქალი.

_ ზოგჯერ უბრალოდ გაშვება უნდა შეგეძლოს. ეს ბუნების კან...

_ ლეა!_ იღრიალა გლახომ, სიტყვის თქმაც არ დააცადა კესანეს. მისთვის არ ჰქონდა მის რეგალიებს, წესებს და კანონებს მნიშვნელობა. მითვის მთავარი იყო ალისა, ცოცხალი და უვნებელი.

_ ლეა, დამეხმარე!_ ახლა მას გაუწოდა მუდარით ხელი გლახომ. თან მეორე ხელი ალისას მოხვია და გულში ჩაიხუტა.

_შენ დახმარება არ გჭირდება შვილო! მე ვნახე შენი დაბადება! უბრალოდ ის უნდა დაუბრუნო მას, რაც წლების წინ დედამისმა მოგაბარა!_ არ ეშინოდა თამრის კესანეს მრისხანების. ის უკვე დიდი ხანი იყო მათ წრეს აღარ ეკუთვნოდა.

_ წესები ..._ ისევ შეწინააღმდეგება სცადა კესანემ.

_ ჯანდაბას თქვენი წესები! _ სიბრაზეს ვეღარ აკონტროლებდა ლეაც. თვალები იისფრად უელავდა. _ წესები იმისთვისაა, რომ დაარღვიო!

ნაბიჯი გლახოსკენ გადადგა და ისევ რამდენიმე დღის წინანდელის გამეორება დააპირა. ხვდებოდა, თუ ამას ისევ გააკეთებდა, უბრალო სასჯელის დადების ნაცვლად შესაძლოა მისთვის ძალები სულაც წაერთმიათ. მაგრამ არც ამას ჰქონდა ახლა აზრი. მაჯაში ხელი ჩაავლო გლახოს და მეორე ხელში ალისას გაყინული ხელი მოიქცია.

_ აბა მზად ხარ?_ ჰკითხა და თვალებში ჩახედა. სულ წამით გაიფიქრა გლახომ, რომ ეს სასიკვდილოდ სახიფათო იყო, მაგრამ საპასუხოდ თავადაც ჩასჭიდა თითები ლეას.

_ არა! ვერ მოგცემთ ამის უფლებას, თანაც აქ ჩემს თვალწინ!_ ფანჯარას მოშორდა და მათკენ წამოვიდა კესანე. ნაბიჯით დაასწრო ნანამ და მათ შორის ჩადგა. ხელები გაშალა და მოულოდნელად ისეთი რამ მოხდა, რასაც ნანასგან არავინ ელოდა.
შუბლზე ნახევარმთვარე აენთო გოგონას, მერე კიდევ ერთი და კიდევ, და კიდევ, და ბოლოს ამ პატარა შვიდმა ნახევარმთვარემ მზის სიმბოლო გამოსახეს. თვალები ისე აუელვარდა, როგორც მზის გული.. თითებმაც, როგორც გამღვალმა ლავამ ელვარება დაიწყეს. ადგილზე გაშეშდა კესანე.

_ შეუძლებელია!_ ამოიგმინა გაოცებულმა ქალმა.

_ ღმერთო ჩემო!_ გაოგნებისგან წლების შემდეგ პირველად დასცდა ღმერთის სახელი შუქიასაც.

_ ამას შენც ხედავ შუქი?_ საჩვენებელი თითი ნანასკენ გაიშვირა კესომ._ ის თავადაა ბორჯღალა!

ასე და ამგვარად, სწორედ უიმედობის, წყვდიადის ზეიმის და სიკვდილის საუფლოს გზაგასაყარზე ნანაში უძველესმა ღვთაებამ გამოიღვიძა. ახლა ის თავად იყო ცეცხლი. შიგნიდან იწვოდა და ეს თავად მასვე აძლიერებდა. გაახსენდა შუქიას ცეცხლის წინასწარმეტყველება. თურმე ერთი შეხედვით ყველაზე სუსტი ყველაზე ძლიერ საიდუმლოს მალავდა საკუთარ არსებაში. იმდენად ძლიერს რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თავად.

_ უცნაურია!_ ჩაილაპარაკა ლეამ _ არც კი მჭირდება ძალის დატანება, ეს თავისთავად ხდება. მაგრამ განა შენ კარგავ ძალას, პირიქით თითქოს ერთიანდებით. ვერც განსხვავებას ვხედავ თქვენ ორის ენერგიებს შორის.

_ იმიტომ რომ ორივეს სიცოცხლე მანონის ნაწილია, როგორ არ გესმით?_შვებით გაიღიმა თამრომ._ ალისა და გლახუნა ერთმანეთის ნახევრები არიან. მსგავსები, ერთმანეთს ისე იზიდავენ, როგორც მაგნიტები.

_ რა გინდა თქვა, რომ ერთი სასიცოცხლო ენერგია აქვთ?_ ახლა მოეგო გონს კესანე.

_ ორი თავიდანვე სიკვდილისთვის განწირული სული გამოსტაცა მანონმა წყვდიადს._ თავი დაუქნია შუქიამ თამროს._ ახლა ჩემთვისაც ნათელია ყველაფერი._ ფაქტობრივად ეს წესების დარღვევა არცაა კესანე! ჩემი შვილიშვილი მხოლოდ მათი საერთო ენერგიის გამტარია! ისინი ამ თვითგანკურნებას თავადვე აკეთებენ!

_ამას რომ თავი დავანებოთ, ლეას უკვე აქვს რაღაც სათქმელი ჩვენთვის!_ წარბები შეიკრა კესომ._ თუმცა ამაზე მერე! მგონი ალისა იღვიძებს! მის სიტყვებზე ოდნავ მოიშორა გულიდან გლახომ ძვირფასი სხეული და ინტერესით დააკვირდა აწითლებულ ლოყებზე. გრძელ ძველებურად ბრჭყვიალა თმაში ახლართა თითები.
გოგონამ თვალები გაახილა და გლახოს დანახვისას გაეღიმა.
_ გამარჯობა დრაკონო!_ მიესალმა თავის ნახევარს.

კესო ნანას მიუახლოვდა. წამის წინანდელი მრისხანე ქალღმერთისგან კვალიც კი აღარ დარჩენილიყო მასში. ინტერესით ჩააჩერდა ღამისფერ თვალებში.

_ შენ იცოდი ამაზე რამე?_ ჰკითხა გაკვირვებულ გოგოს.

_ რაზე?_ ისე გულუბრყვილოდ ჰკითხა ნანამ, ეჭვიც არ შეჰპარვია კესანეს მის გულწრფელობაში. წარბ აწეულმა გამოხედა შუქიას. მხრები აიჩეჩა ქურუმმა ქალმა. ამაზე ბევრი სმენოდა, მაგრამ არასდროს ცოცხლად არ ენახა ბორჯღალა.

_ შენ ყამარ!_ ხელი გაიშვირა ლეასკენ. _ ანუ მთვარე! სიცოცხლის მიქცევა და მოქცევა! შენ მთიები, ანუ ცისკრის ვარსკვლავი, გზამკვლევი და თავად ენერგიის წყარო. _ შეხედა ალიას._ აი შენ კი ნანა თავად არდი ხარ, ანუ მზე! იცი რამდენი საუკუნეა არდი არ განსხეულებულა ჩვენში?

_ ვინ იცის მაგი კესანე? რომ არა დღევანდელი ამბავი, იქნებ ვერც ვერასდროს გაგვეგო მათზე ვერაფერი. როგორღაც საკმაოდ კარგად ახერხებენ თავის შენიღბვას! მანონიც ასე არ იყო?! ვერავინ გაიგო მკურნალი რომ იყო._ გაეცინა შუქიას.

_ და ისე გამოდის, რომ აწი თქვენ სამნი თავად ხართ უმაღლესი ქურუმები!_ მათ წინ გაჩერდა კესანე და თავი მდაბლად დაუხარა სამთავეს.

_ ახლა ხომ გჯერა ჩვენი?_ ჰკითხა ალიამ გლახოს და მის მკლავზე თავი დადო.

_ ხოო, ძნელია არ მჯეროდეს! გვერდით ნამდვილი კუდიანი მყავს!_ გაეცინა მას.

_ მასე ნუ მეძახი! მე კუდიანთან იმდენი საერთო მაქვს, რამდენიც შენ კასიევთან!_ კასიევის ხსენებაზე უსიამოდ გაეღიმა გლახოს. განთიადამდე ორიოდე საათი რჩებოდა. წასასვლელი იყო.

_ უნდა წახვიდე არა?_ ისევ მიუხვდა ფიქრებს ალია.

_ წავალ, მაგრამ მალე დავბრუნდები! ახლა, როცა ვიცი, რომ შენ აქ მელოდები. ჩემი პირადი პატარა ალქაჯი! _ საკოცნელად დაიხარა გლახო.

_ ხოდა თუ მაგას ხვდები, იცოდე ჯობია არასდროს გამაბრაზო! წარმოიდგინე რამხელა ჯადოს დადება შემიძლია შენთვის!_ ხელებით ცირკის ჯამბაზების მიერ ბავშვების მოსატყუებლად მოგონილი მოძრაობა გააკეთა. თვალებში რომ შეხედა თითქოს დაავიწყდა, რომ ეხუმრებოდა.

_ იცი? მგონი სულაც პირიქით არის ყველაფერი!_ მკლავზე საოცარი სიზუსტით მოხატულ დრაკონის ქერცლს თითი გადაუსვა._ ეს შენ მომაჯადოვე! დანახვისთანავე და მაიძულე შენთვის მეკოცნა! ეს შენ ხარ ნამდვილი ჯადოქარი დრაკონო!

_ ანუ აღარ გძულვარ და ახლა შემიყვარებ კიდეც?_ თითი ტუჩებზე გადაუსვა, სულწასულად სურდა გლახოს მისი შეხება. გაახსენდა, როგორი ბრძოლა გადაიტანა ამ ჯიუტ ქალთან.

_ მე შეგიყვარე უკვე გლახო!_ ფიქრებიდან გამოაფხიზლა მისმა პასუხმა. ჯერაც უგრძნობმა სიამოვნებამ და სიხარულმა აავსო გლახო. დაიხარა და თამამად აკოცა. მაღლა აწეული თმა გაუშალა და საწოლზე გველებივით გასრიალდნენ წითელი თმის ველური კლაკნილები.

განთიადამდე ცოტა ხნით ადრე ფრთხილად ადგა გლახო საწოლიდან. მძინარე ქალს შიშველ მხარზე აკოცა. ბედნიერებამ აავსო მისი პირქუში არსება და შიგნიდან ამოანათა. კიბეებს დაუყვა მხიარულად. მოუნდა გარშემო ყველაფერს ებრწყინა. გაიფიქრა, რომ ამ სახლს სიცოცხლის ფერები აკლდა. ამ სახლში ხომ მისი საკუთარი მზე ცხოვრობდა ახლა.
სახლიდან გავიდა. ლეოს თავზე მიეფერა.

_ ლეო არასდროს გაუშვა ამ სახლიდან ის საძაგელი ალქაჯი! სანამ მე მოვალ კარგად უდარაჯე იცოდე!_ მანქანას მიუახლოვდა და ჩაჯდა. მზე ერთდროულად ამოდიოდა ნაძვნარის თავზე და გლახოს გულში.

მოულოდნელად მანქანის ფანჯარაზე გენადიმ მოუკაკუნა. შუშა ჩასწია გლახომ.

_ მეც მოვდივარ!_ გადაწყვეტილად უთხრა ალისას მამამ. მიხვდა გლახო ახლა კამათს აზრი არ ჰქონდა. უხმოდ გამოუღო მანქანის კარი.

_ არადა ერთი სიმამრი სრულიად კმაროდა!_ გაიფიქრა მხიარულად და მანქანა დაქოქა.

17
თვალები გაახილა ნიკომ და უცბად ვერც კი გაიაზრა მომხდარი. ფანჯარას გახედა და გაუკვირდა, რატომღაც ისევ მთის სახლში ეგონა იყო. ასადგომად წამოიწია და მკერდის ყრუ ტკივილმა მაშინვე შეახსენა თავი. ტკივილს გაყუჩება სცადა, შემდეგ პლედი გადაიწია და თითქმის პირშეკრულ ჭრილობას დახედა. ხელი გადაისვა მუქფერ იარაზე გაოცებულმა. მეხსიერება დაძაბა და მოგონებები გამოაღვიძა. ახსოვდა როგორ გაიხრჭიალა ნეკნზე გულსამცდარმა ტყვიამ. ახსოვდა ლეას შიშჩამდგარი თვალები. საკუთარი შიშიც კარგად ახსოვდა ლეას სიცოცხლის გამო. სიბრაზისგან მუჭები შეკრა. ისევ გაუარა ტკივილის ელვამ მკერდში.

_ ლეა! _ დაიძახა ცუდი მოგონებით გაღიზიანებულმა. ბუნდოვნად ახსოვდა გასროლის შემდეგ მომხდარი. ყველაფერი უფრო სიზმარს ჰგავდა, ან ზღაპარს.

_ ლეა!_ ისევ უიმედოდ დაუძახა და წამითაც კი არ უფიქრია, თუ მის ძახილზე ოთახის კარს მართლაც ის შემოაღებდა.

_ როგორც იქნა გაღვიძება ინებე, აუტანელო!_ ღიმილზე ეტყობოდა გოგოს, როგორ უხაროდა ამ მისი მზისქვეშეთში დაბრუნება.

_ შენ მართლა აქ ხარ?_ გაოცება ვეღარ დამალა ნიკომ.

_ თუ აქ არ გეგონე, რაღატომ მეძახდი? ასე მოგენატრე?_ ბალიში გაუსწორა და კომფორტულად დაწოლაში დაეხმარა. მაჯაში ფრთხილად მოკიდა თითები ნიკომ და სახესთან მიიტანა მისი ხელი.

_ შენ აქ ხარ!_ თითქოს საკუთარი თავი დაიმშვიდა ამ სიტყვებით. ბედნიერს გაეღიმა.

_ ეტყობა სიკვდილის გემო უნდა გაგეგო, რომ შენი ღიმილი მენახა, არა?_ გაეცინა ლეას. უცნაურად ამოხედა ნიკომ. წამით ფრაგმენტულმა მოგონებამ გაუელვა გონებაში. ლეას ლურჯი კი არა იისფერი თვალები ჰქონდა თითქოს. საკუთარ მოგონებაში დაეჭვებულმა თავი უარის ნიშნად გადააქნია.

_ რა მოხდა იქ ლეა? როგორ გაუმკლავდი იმ კაცს?_ ჰკითხა ინტერესით.

_ როგორც მასწავლე! _ არ დაიბნა გოგო. _ იარაღი ავწიე, დავუმიზნე და ვესროლე!

_ ასე მარტივად?_ ისევ დაეჭვდა ნიკო.

_დაკითხვას მიწყობ მგონი! არადა წესით უნდა გიხაროდეს!_ გულზე დაიკრიფა ხელები ლეამ.

_ მიხაროდეს? რა უნდა მიხაროდეს? რომ შენი დაცვა ვერ მოვახერხე და ჩემი გასაკეთებელი ქალს გავაკეთებინე?_ისევ მუჭები შეკრა ნიკომ._ არაუშავს! რომანმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა!
ჩაილაპარაკა ხმადაბლა.
ვერ იღებდა იმ სიმართლეს, რომ ლეამ მის გამო ადამიანი მოკლა, თუნდაც ეს ადამიანი რომანის ძაღლი ყოფილიყო, ვისაც თავად ისე ესროდა, რომ სინანულსაც კი არ იგრძნობდა. მაგრამ სწორედ ლეამ მოადუნა მისი ყურადღება. ამ ქალის გვერდით უკეთესობისკენ იცვლებოდა ნიკო. როგორღაც ლეა მასში ჩაბჟუტული სინათლის მინავლულ ნაღვერდალს სულს უბერავდა და აღვივებდა. მაგრამ ნიკოს ეს ცვლილება აშინებდა, რადგან საკუთარ სისუსტედ მიაჩნდა.

_ აქ რატომ ხარ ლეა?_ ჰკითხა და პასუხის მოლოდინში ფანჯარას გახედა. _ მეგონა მაშინვე მასთან გაიქცეოდი!

_ ახლა მას საფრთხეში ვერ ჩავაგდებ! _ უდარდელად უპასუხა ქალმა._ თუ ჩემ გამო ვინმე უნდა მოკვდეს, ეს ვინმე შენსავით სულწაწყმედილი იყოს ჯობია. ასე სინდისის ქენჯნას ნაკლებად ვიგრძნობ!

სიმწრით გაეღიმა ნიკოს. საშინლად ატკინეს გული ამ უგულო სიტყვებმა. მას რომ სიმართლე სცოდნოდა.... მაგრამ ალბათ ყველა სიმართლეს თავის გამოჩენის საკუთარი დრო და ადგილი აქვს.
საწოლიდან წამოიწია და ფეხები იატაკზე დააწყო. თავბრუსხვევას თვალდახუჭული გაუმკლავდა.

_ რას აკეთებ თუ იცი!_ მაშინვე მიეჭრა ლეა._ ძლივს გამოვგლიჯეთ შენი საძაგელი თავი სიკვდილს და ახლა გინდა ისევ ჩემი ხელით მოგკლა?_ მხრებში დაეჯაჯგურა და სცადა ისევ საწოლში დაებრუნებინა._ ახლავე დაწექი!

წელზე მოხვია მკლავები კაცმა, სხეულზე მიიკრა. ტკივილს ყურადღება აღარ მიაქცია, თითქოს შეეჩვია კიდეც.

_ მჭირდები ლეა! მომწონხარ ლეა! მიყვ...

_ არ მინდა მაგის მოსმენა!_ გააწყვეტინა სიტყვა ლეამ და პირზე ხელისგული მიაფარა._ ნუ იტყვი! ჯობია არაფერი თქვა!

მღელვარებისგან მძიმედ სუნთქავდა. იცოდა, თუ ახლა ნიკო ეტყოდა ჩემთან დარჩიო დარჩებოდა, მაგრამ კარგად იაზრებდა, რომ ეს დარჩენა არც ისე მარტივი იქნებოდა.

ხელი გაუშვა კაცმა და სახე ფანჯრისკენ იბრუნა. სცადა ემოცია არ დასტყობოდა. გული უგრძნობდა არ იყო ლეა მისდამი გულგრილი. მაგრამ რაღაც ბოჭავდა და ხელს უშლიდა. თითქოს არც გაუბედავ გოგოს ჰგავდა, მაშინ რატომ იჭერდა მასთან დისტანციას? თუ მიზეზი სხვა იყო, ახლა წესით მასთან უნდა ყოფილიყო ლეა. რადგან აქ იყო, გამოდიოდა, რომ არც ის სხვა იყო მისი თავდაჭერილობის მიზეზი.

_მამა სადაა?_ სულ სხვა რამ ჰკითხა საწოლის ბოლოში უხერხულად მჯდარ გოგოს.

_ არ ვიცი!_ პასუხი თავიდან აირიდა ლეამ. ხმაზე შეატყო რაღაცას უმალავდა.

_ ლეა!_ ხმა გაიმკაცრა._ სადაა არსენი?
ისევ თვალი აარიდა ლეამ. რომ ეთქვა ეს არანორმალური მაშინვე იქ გაიქცეოდა.

_სროლის შემდეგ რა მოხდა, მითხარი!

_ არაფერი, მანქანაში ჩაგსვი და საავადმყოფოში მოგიყვანე!_ მხრები აიჩეჩა ლეამ.

_ ის?

_ ვინ ის?

_ მკვლელი!

_ ჰმ, _ ჩაეცინა ლეას._ მკვლელში ჩემს მიერ მოკლულ კაცს თუ გულისხმობ, გლახომ და არსენმა მიხედეს, ალბათ!

_ გლახომ?_ სწრაფად მონახა მისი თვალები ნიკომ._ გლახო რა შუაშია?

_ გლახო და მამაშენი გაერთიანდნენ და ერთად აპირებენ იმ ჯანდაბა კასიევის ჩამოშორებას!

_ ახლა სად არიან?_ ისევ ნერვიულად წამოიწია საწოლიდან და ახლა უკეთ გამოუვიდა. ტკივილს ყრუდ გრძნობდა.

_ არასდროს მინახავს ჭრილობა ასე მალე შუშდებოდეს!_ ცერად გახედა ქალს. ფანჯრის მიღმა ფიჭვის ტოტზე მჯდარ ბეღურას უყურებდა ლეა.

_ ლეა შენი თვალები..._ არ იცოდა როგორ ეკითხა.

_ რა ჩემი თვალები?

_ იქ, ტყეში, მათ სხვა ფერი ჰქონდათ!

_ კვდებოდი ნიკო! კვდებოდი და რაღაც მოგეჩვენა!_ ამოიოხრა ლეამ. წამოდგა და ოთახიდან დაუმშვიდობებლად გავიდა.

_ მომეჩვენა? _ ჩაილაპარაკა ნიკომ დაფიქრებით._ არაფერიც არ მომჩვენებია!
ჯიუტი ბავშვივით გააქნია თავი.

_ მამა! მეც მანდ უნდა ვიყო ახლა! მე ყველაზე უფრო მეკუთვნის მანდ ყოფნა! ხომ არ გავიწყდება მაგ ახ...ს ჩემი მოკვლა სურდა! ჩემი ლეა უნდა მაგ ნაბი...რს! _ ხვდებოდა ამ მდგომარეობაში მყოფს ახლოს არ გაიკარებდნენ, მაგრამ ვერაფრით ისვენებდა.

_ ნიკო!_ მკაცრი ხმა ჰქონდა არსენს._ რაღაც მინდა გთხოვო !

_ რა ხდება?_ პირველად ხდებოდა, რომ არსენი მის გამდგარ, გაჯიუტებულ ვაჟს რაღაცას სთხოვდა.

_ რანაირად ლაპარაკობ? რამე სახიფათო ხდება მანდ ახლა?

_ რაც არ უნდა მოხდეს! როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დღე! ალისას მიმიხედე შვილო!

_ ალისას?_ დაიბნა ნიკო. რა შუაში იყო აქ ალისა?_ მამა, ვერ ვხვდები, რის თქმას ცდილობ?

_ ალისა ჩემი ქალიშვილია შვილო! შენი სისხლი და ხორცი! იცოდე სწორედ ალისას დამსახურებითაა დღეს რომ ცოცხალი ხარ!_ არსენი ყველაფრისთვის მზად იყო იმ წამს.

_ ალისა ჩემი დაა?_ ჯერ სიბრაზემ დაუარა სხეულში, რომ აქამდე არაფერი იცოდა. გაახსენდა მასთან პირველი შეხვედრა და საკუთარ თავზეც გაბრაზდა, რომ მაშინ ვერაფერი იგრძნო. მტერივით უყურებდა აქამდე. იმასაც კი ფიქრობდა, რომ გლახოს გასამწარებლად რომანი მისით დაეინტერესებინა. საკუთარ მუჭზე იკბინა სიმწრით. საკუთარი თავი შეზიზღდა. გახურულ კარს გახედა შუბლშეკრულმა. ლეამ აშკარად ყველაფერი იცოდა. ყველამ იცოდა, მხოლოდ მან არა. მოტყუებულად იგრძნო თავი. აი რატომ ეხმარებოდნენ სინამდვილეში გლახო და არსენი ერთმანეთს გამოდის საერთო საზრუნავი ჰქონდათ.

_ ლეააა!_ დაუძახა გაცეცხლებულმა._ ლეააა!
ხმა რომ არავინ გასცა. გაჭირვებით წამოდგა და ახლადფეხადგმული ბავშვივით ძლივს გაიარა ოთახი. კართან ოჯახის დიასახლისი შემოხვდა. მის დანახვაზე შეკრთა ქალი. ცარცის ფერი ედო სისხლნაკლულ კაცს.

_ ვაიმე! სად მიდიხარ შვილო!_ შეიცხადა ქალმა. მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაუბედა პირქუშ უფროსს.

_ სადაა ლეა?_ მკაცრად შეხედა კართან უხერხულად გახირულ ქალს.

_ წავიდა. არ დაუბარებია სად!_ უპასუხა ქალმა და სწრაფად გაეცალა. სახე შეიჭმუხნა. სად წავიდოდა, თუ არა გლახოსთან? იქ ხომ მეგობრები ეგულებოდნენ. ალიას გახსენებამ ხასიათი გაუფუჭა. ქურთუკი გაჭირვებით მოიცვა და კიბეები ფრთხილად ჩაიარა. მანქანაში ჩაჯდა და ტკივილი დააიგნორა. ასე იცოდა ბავშვობიდან. არ აღიარებდა რომ რამე სტკიოდა. მანამდე ითმენდა სანამ ტკივილი ბოლო ძალებს არ ამოაცლიდა და უგონოდ არ წაიქცეოდა. არასდროს არავის უზრუნია ნიკოზე. არასდროს არავისგან უგრძვნია დედობრივი სითბო. მაგალითად ისეთი, როგორც თამრო ზრუნავდა გლახოზე. სულ ცდილობდა მამამისისთვის თავის მოწონებას და ეგონა, თუ ტკივილს შეიმჩნევდა საამაყო ვაჟი აღარ იქნებოდა. სინამდვილეში არც ასე იყო საქმე. ბევრ რამეს ხედავდა არსენი, უბრალოდ, ისევე როგორც მის ვაჟს, თავადაც არ ეხერხებოდა სიყვარულის და გრძნობების გამოჩენა. უმწეოდ უყურებდა შვილის გაუცხოებას და ვერაფერს შველოდა. ალბათ ამიტომ იყო, რომ შემდეგ როცა ნიკომ შეცდომების დაშვება დაიწყო უსიტყვოდ აგვარებდა მის არეულ_დარეულ საქმეებს. როგორც ვერშემდგარი მშობელი თავს მოვალედ თვლიდა, რადგან შვილს ვერ მისცა ის სითბო და სიყვარული, რაც ამდენად მნიშვნელოვანი იყო ობოლზე უარესი, დედისგან მიტოვებული ბავშვისთვის.
რატომღაც დაცვამ მარტივად შეატარა. გაუკვირდა, მაგრამ არ შეყოვნებულა. მანქანა სახლის პარმაღის წინ გააჩერა და გაჭირვებით გადმოვიდა. ის იყო კარი მიხურა რომ საიდანღაც ლეო გამოვარდა გაავებული ღრენით.

_ შენღა მაკლდი ქოფაკო!_ ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და ზურგით მანქანას მიეყრდნო. თავდასაცავად მოემზადა. სულ საბრძოლოდ და თავდასაცავად იყო მომართული მისი გონებაც და სხეულიც. უკვე ინსტიქტში ჰქონდა გადასული სიფრთხილე

_ ლეო!_ გაისმა ქალის მბრძანებლური ხმა და ძაღლი ადგილზე გაიყინა. თუმცა გამაფრთხილებელი პოზა არ შეუცვლია და არც დაკრეჭილი კბილები დაუმალავს. ხმადაბლა და ავად ღრინავდა და გაფაციცებული ადევნებდა თვალს უცხო სტუმრის უმცირეს მოძრაობასაც კი. ნიკოს ერთი არასწორი ამოსუნთქვაც კმაროდა, რომ ლეოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეესრულებინა. აკი გლახომ ალისას დაცვა და დარაჯობა დაავალა?!

_ გამარჯობა ნიკო! _ ისე უშუალოდ მიესალმა გოგონა, რომ ნიკოს წინასწარ ამოშენებული თავდაცვის მყიფე გალავანი ხელებში შემოეფშვნა._ ჯერ არ გელოდით! კარგად ხარ?
ნერწყვი გადაყლაპა კაცმა. არ იცოდა რა ეთქვა. ისე უყურებდა თითქოს პირველად ხედავდა. სულ არაფრით ჰგავდა ეს ფერადი, არა, უფრო სწორად ცეცხლისფერი გოგონა მას.

_ შემოდი სახლში ნიკო!_ მიხვდა სიამოვნებდა მისგან საკუთარი სახელის მოსმენა. მანქანას მოშორდა, დაკრეჭილ ძაღლს ზიზღით გახედა და მასპინძელს უსიტყვოდ აედევნა. ზურგიდან აკვირდებოდა ყველაზე ახლობელს. მთელი ბავშვობის ნატვრა განსხეულებული მიუძღვოდა ახლა წინ. ცრემლი მუჭით ამოიწმინდა ფარულად და სწრაფად.
ნელა მიდიოდა ალისა კიბეზე. თითქოს მის ჭრილობას უფრთხილდებოდა.

_ რამეს დალევ? ჩაი, ყავა?_ რატომღაც სამზარეულოში შეუძღვა ალისა ძმას და სკამი გამოუწია.

_ წყალს._ უცნაურად დაბნეული იყო ნიკო. ლეასთანაც კი არ გრძნობდა თავს ამდენად დაუცველად. მოზრდილი ჭიქა გაუვსო ალისამ და უკითხავად ჩაამატა ყინულები. რატომღაც გაეღიმა ნიკოს. ვერ იტანდა შემთბარ წყალს და სულ მუდამ სჭირდებოდა შეხსენება, რომ ყინული დაემატებინათ ხოლმე მისთვის.

_ ყინულიანი წყალი, ყინულის ბიჭს!_ შეცბა ამ სიტყვების გაგონებისას და გაოცებულმა ამოხედა გოგოს. მის გამომეტყველებაზე ალისასაც გაეცინა.

_ მიხარია, რომ კარგად ხარ ნიკო!_ ისევ გულწრფელად ჟღერდა მისი სიტყვები.

_ ხოდა მის კარგად ყოფნას კინაღამ საკუთარიც გადაატანე!_ უდარდელი სახით შემოაბიჯა ოთახში ლეამ. ახლა მას გამოხედა ნიკომ გაოცებით. რა შუაში იყო მის გადარჩენასთან ალისა? ალბათ სისხლი თუ მისცა? ვარაუდობდა გულში.

_ აქ ხართ?_ ლეას ნანა შემოჰყვა. ისიც მაგიდას მიუჯდა ისე, თითქოს ნიკოც მათი ძველი მეგობარი იყო. მათი უშუალობა, აკვირვებდა კაცს. მის გვერდით ყველა იძაბებოდა. თითქოს მომართული ნაღმი იყო და წუთიწუთზე აფეთქდებოდა ისე ეცლებოდა ყველა გვერდიდან. მიჩვეული იყო ამგვარ დამოკიდებულებას. რა ხანია ადამიანურად, თავისუფლად და უდარდელად არავისთან მჯდარიყო.

_ გშია ნიკო?_ ეს შეკითხვაც ისეთი უბრალოდ გაისმა, მაგრამ მისთვის იმდენად უცხო იყო, რომ ამ უბრალოებით კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ჟღერდა.
თავი გააქნია ნიკომ. თითქოს გამოფხიზლება სცადა. ჩაახველა. არეული ხმა დაალაგა თითქოს.

_ სადაა გლახო?_ იკითხა, ისე რომ დის კითხვა დააიგნორა.

_ მამაშენთან ერთად კასიევის გამოჭერას ცდილობს!_ მშვიდად უპასუხა ალისამ, მაგრამ ხმაზე შეეტყო სიმშვიდეს ვერ გრძნობდა.

_დაურეკე, სად არიან! იქ უნდა წავიდე!_ ცდილობდა ცივად და მკაცრად ესაუბრა.

_ შენ ვერსად ვერ წახვალ ბატონო მოღრუბლულობავ!_ ჩაეცინა ლეას._ თორემ შენი ამბავი რომ ვიცი, ისევ შარში გაეხვევი! კესანე კი შენი გადარჩენის მორიგ მისიას აღარ გვაპატიებს!_ სამთავეს მხიარულად გაეცინათ კესანეს მოქუფრული სახის გახსენებისას.

_ კესანე ვინღაა?_ ახლა სულ დაიბნა ნიკო. და ბავშვივით დაინტერესდა რა მისიაზე საუბრობდნენ გოგონები.

_ ამან არაფერი იცის არა?_ ღიმილით შეათვალიერა ნანამ

_ რა არ ვიცი?

_არა!_ თავი უარის ნიშნად გააქნია ლეამ._ რომც მეთქვა, ისეთი ქვა და კლდეა მაინც არ დაიჯერებდა!

_ რას არ დავიჯერებდი?_ უკვე მოთმინება ელეოდა ნიკოს.

_ ვაჩვენო?_ ჰკითხა ალისამ გოგონებს. გოგონები თითქოს ნიკოს დაბნეულობით და ინტერესით ერთობოდნენ. ლეამ მხრები აიჩეჩა.

_ არ გეშინია, რომ შეეშინდეს და გაგექცეს?_ გაეცინა ალისას.

_ არსად გაიქცევა, უშიშარი ბიჭია!_ წელზე ხელი მოხვია ლეამ ნიკოს და ზურგზე მიეხუტა. ამ ჟესტმა სულ დააბნია უამისოდაც არეული კაცი. ასე დაბნეული არასდროს ყოფილა. ერთის მხრივ სიამოვნებდა ლეას სიახლოვე. მეორეს მხრივ ბრაზობდა მათზე, რადგან ხვდებოდა, რომ დასცინოდნენ.

_ რაზე საუბრობთ?_ იკითხა მკაცრად, თან წელზე მოხვეული ლეას ხელი უფრო მჭიდროდ შემოიჭირა. გამარჯვებული ღიმილით თვალი ჩაუკრა ლეამ გოგონებს.

_ აჩვენე ალის! კარგად მყავს დაჭერილი, ვერ გაიქცევა!_ ისევ იცინოდა ლეა. ნიკოსაც გაეცინა მის სიტყვებზე.

_ კარგად უყურე! ახლა ნამდვილ ჯადოქრობას ნახავ!_ თვალები ეშმაკურად მოჭუტა და იქვე ლარნაკში ჩაწყობილი შემჭკნარი ყვავილები გამოაღვიძა.
გაოცებისგან გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა ხასხასა ყვავილებს ნიკო.

_ ეს როგორ?_ ბავშვივით ინტერესით შეხედა მომღიმარ ალისას._ რა ფოკუსი იყო ეს?

_ წმინდა ჯადოქრობა !_ ყურში უჩურჩულა ლეამ.

კარგა ხანს უყვებოდნენ გაოცებულ კაცს დაუჯერებელ ამბავს. და მიუხედავად წამის წინ ნანახისა, მაინც ურწმუნოდ აქნევდა ნიკო თავს შიგადაშიგ.

_ აბა?_ ჰკითხა ნანამ ამბის დასრულების შემდეგ. _ ახლავე გაიქცევი, თუ დარჩები ვახშმად, კიდევ ცოტა ხანს?

_ გლახომ იცის? კახიმ? არსენმაც?_ ყველა კითხვის მერე თავს უქნევდნენ პატარა ალქაჯები ნიკოს.

_ მგონი ზღაპარში მოვხვდი!_ მორჩილად ამოხედა ბოლოს მის მხარზე ნიკაპით დაყრდნობილ ლეას ბედსშეგუებულმა ნიკომ.

_ კი ნამდვილად, ოღონდ ამ ზღაპარს სამი კეთილი ფერიის ნაცვლად, სამი ალქაჯი ჰყავს მთავარ გმირებად!_ გაეცინა ლეას. წამით სახე შეეცვალა ნიკოს. ქვემოდან ახედა თავს წამომდგარ ალისას.

_ ისიც მართალია, რაც არსენმა მითხრა ჩვენზე?_ ახლა უკვე ყველა კარტი გაშლილი იყო. აღარც დასამალი, აღარც მოსარიდებელი არაფერი იყო დარჩენილი. თავი დაუქნია ალისამ.

_ ანუ გამოდის პატარა და მყავს, თანაც კუდიანი? ბედის სიურპრიზიც ამას ჰქვია!_ ჩაეცინა ნიკოს და წყალი მოსვა.

_ და არა მარტო და!_ თვალი ჩაუკრა ლეამ._ მგონი აწი შეყვარებულიც კუდიანი გეყოლება!
წყალი გადასცდა საწყალ კაცს. ხველა აუტყდა.

_ ამოასუნთქეთ ადამიანი! ხომ არ გავიწყდებათ, ჭრილობაც არ შეხორცებია ჯერ! _ მადლიერი მზერა მიაპყრო ნიკომ ნანას._ ისე შეყვარებულის საუკეთესო დაქალიც კუდიანია, რომ იცოდე, ყოველი შემთხვევისთვის!

უბრალოდ დააყოლა ნანამ ნათქვამს. ნიკომ ამოიოხრა და საცოდავი სახით ახედა ჭერს. მთელი სამყარო შეიცვალა იმ წამს ნიკოსთვის. ახლა იმ სულისშემხუთავი სიმარტოვისგან, რაშიც წლები ცხოვრობდა, აღარაფერი იყო დარჩენილი. მაგიდის გარშემო მსხდარი გოგოები ინტერესით მოათვალიერა. გლახოს სულაც რომ არ მიეღო დაშვებული შეცდომების შემდეგ, ეს სამი მხიარული ალქაჯი სრულებით კმაროდა ნიკოს ბედნიერებისთვის.

_ მგელივით მშია, იქნება რამე მაჭამო პატარა დაიკო!_ ღიმილით წამოდგა ალისა და სულაც არ უცდია მათგან დაემალა სიხარულის ცრემლები.

ასეა, ვინც და რაც არ უნდა იყოს სულიერი, ყოველთვის ესწრაფვის რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი იყოს. მარტოობა არავის უყვარს და არავის სიამოვნებს სინამდვილეში. უბრალოდ მარტოსული ადამიანები სიცივის ნიღბებს ირგებენ, რათა სხვებმა მათი სისუსტე არ დაინახონ ხოლმე.

_ მოვიდნენ!_ გამაფრთხილებლად გაისმა კახის ხმა. სამი დიდი სატვირთო ჩამოდგა მიყრუებულ გზაზე. მშვიდად გადმოვიდნენ საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებული მძღოლები. სწორედ აქ უნდა შეხვედროდნენ კასიევის ხალხს და ტვირთი გადაებარებინათ. სამიდან ერთმა ტყისპირი ყურადღებით მოათვალიერა და მხოლოდ მისთვის შესამჩნევ მოდარაჯეებს ნიშანი მისცა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებიათ. ხუთიოდე წუთში ფეხდაფეხ მოჰყვა "ძვირფას" ტვირთს კასიევიც. რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, ვიკა არჩვაძეც გადმოვიდა მისი მანქანიდან. ზიზღით შეეჭმუხნა სახე გლახოს.

_ ამას რაღა უნდა აქ?_ გაოცება ვერ დამალა კახიმ.

_ ეს ვაი ჟურნალისტი მუდამ იქ ტრიალებს, სადაც ფულის სუნია._ გაეღიმა არსენს. _ ნეტავ იცოდეთ, როგორ მძაგს ასეთი ფულის ხამი ვითომ ჟურნალისტები!

"ნეტავ თუ იცის, რომ მისი ქალიშვილის სანუკვარი ოცნებაა ჟურნალისტობა?!"_ ჩაეცინა გლახოს.

_ ყველა არაა ასეთი სულგაყიდული! ჩემი გოგო პატიოსანი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი იქნება!_ გენადის სიტყვებმა გააკვირვა არსენი. როცა გენადი გლახოსთან ერთად მივიდა ჩასაფრების ადგილზე მაშინაც გაუკვირდა. ნიკოსგან იცოდა, რომ ალისას მამობილი ლოთი და წყალწაღებული ადამიანი იყო, მაგრამ ეს კაცი არც ლოთს ჰგავდა და არც უვარგის მამას. შვილის დასაცავად მოსული, ძლიერი და თავდაჯერებული კაცი იდგა ახლა მის წინ. კაცი, რომელმაც წლების წინ ის შეძლო, რაც თავად ვერ. გენადი, რაც არ უნდა გასჭირვებოდა არსენს ამის აღიარება, ის კაცი იყო, რომელმაც მანონის ნდობა მოიპოვა. და ახლა რა უფლება ჰქონდა თავად შეეტანა მასში ეჭვი. ახლაც ისე საუბრობდა, რომ აშკარა იყო ამაყობდა თავისი აღზრდილით და უპირობოდ სჯეროდა მისი ოცნების. აი ეს იყო განსხვავება ნამდვილ და ბიოლოგიურ მამობას შორის. თუმცა არსენიც გადასდებდა საკუთარ თავს შვილების საჭიროებისთვის, მაგრამ არ ესმოდა უბრალო სიმარტივე, თუ რას ნიშნავს შვილის უპირობოდ ნდობა. მისი გადაწყვეტილების პატივისცემა და მხარდაჭერა. გენადიმ კი ეს ყველაფერი ერთ წინადადებაში ჩაატია ამ წამს.

_ ყურადღებით! ახლა სწორედ საჩვენო მომენტია!_ გამაფრთხილებლად გაისმა კახის ხმა და სწორედ მაშინ, როცა კასიევის ხალხი სატვირთოებში ჩასხდნენ და ტვირთი ოფიციალურად გადაიბარეს, ტყეს მოედო სირენების ავი კივილი. გზა ორივე მხრიდან გადაკეტა პატრულის მანქანებმა. მიხვდა კასიევი გასაქცევი რომ აღარსად ჰქონდა. კუთხეში მიმწყვდეული ნადირივით მიმოიხედა და მზერა სახეაჭრილ ვიკას დაასო. გამხდარ კისერში ხელი დაუნდობლად ჩაავლო და საფარად იფარა გაოგნებული ქალი.

_ მუჯირი ვიცი რომ აქ ხარ! გზა გახსენით, თორემ იცოდე ამ შენს ძუკნას ტვინს გავასხმევინებ!_ რატომღაც ეგონა კასიევს სწორედ ვიკას გამო ებრძოდა გლახო.
სიმწრით გაეცინა გლახოს. მიუხედავად ყველაფრისა ადამიანი იყო ვიკა. და ახლა როცა მის შიშისგან დამრგვალებულ და სხვა დროს კი აფთარივით მომზირალ თვალებს ხედავდა, ხვდებოდა, სულაც არ სურდა მისი სიკვდილი.

_ იარაღი დააგდე და დაგვნებდი! სულ ერთია ალყაში ხარ!_ გაისმა მეთაურის ხმა. ახლა ვიკას ბედი ყველაზე ნაკლებად იყო გლახოზე დამოკიდებული. მაგრამ მაინც ვერ გადაუარა საკუთარ ადამიანობას. გაუფრთხილებლად გადადგა ნაბიჯი წინ. საფარიდან გამოვიდა და წინ გადაუდგა მტერს.

_ გაუშვი ვიკა რომან! მგონი შენგან სულ ცოტა ეს მაინც დაიმსახურა თავისი ძაღლური ერთგულებით!_ სულ არ ცდილობდა ზიზღის დაფარვას. ცრემლებით აევსო ვიკას თვალები. სწორედ გლახუნა იყო მისი შურისძიების მთავარი მოტივი. ფული და ფუჭი, დაუმსახურებელი დიდება უყვარდა ვიკას, მაგრამ არანაკლებ სურდა სასურველი კაციც. მაგრამ როცა გლახომ ხელი კრა და გააგდო საკუთარი ცხოვრებიდან ვერ აიტანა უარყოფილმა ქალმა. ასე მოხვდა ვიკა კასიევის წრეში. ახლა კი მისი თანამზრახველი საფეთქელში აბჯენდა იარაღს, ხოლო მისგან ნაღალატევი კაცი მისი არაფრისმაქნისი სიცოცხლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდა.

18
_ დააგდე იარაღი!_ მეთაურის ბრძანებას არაფრად აგდებდა რომანი. იდგა და რამდენიმე ნაბიჯით დაშორებულ გლახოს თვალებით ბურღავდა. უემოციო იყო გლახოს მზერა. ოდნავადაც არ ეტყობოდა შიში. წამითაც არ შეუხედავს ვიკასთვის. თითქოს სავსებით არ აინტერესებდა მისი არსებობა. "არა, ასე არ იქცევიან შეყვარებული კაცები!" გაიფიქრა გულში რომანმა. მის მკლავებში საცოდავად მობუზულ ვიკას იმედგაცრუებით დახედა. მიხვდა მართლაც არაფრად უღირდა ამ უტეხ მუჯირს მისი მძევლად აყვანა..

_ როგორც სჩანს, ამ კაცს არ უყვარხარ ქალბატონო ჟურნალისტო! ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია, რადგან სწორედ ამან გადაგარჩინა ამ წამს_ ჩაულაპარკა ყურთან. შემდეგ, როგორც სრულებით უსარგებლო რამ, გვერდზე მოისროლა. ვიკამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, წაფორხილდა და გზისპირზე მუხლებით დაეცა. თვალი არ მოუშორებია კასიევს გლახოსთვის, ახლა ის ამოიღო მიზანში.

_ ვიცი, რომ ეს შენი დამსახურებაა! ამას არ შეგარჩენ იცოდე!_ ჩაილაპარაკა მუქარით. ხელები გაშალა გლახომ. აქაოდა სხვას რას ელოდიო?!

_ ერთი მარტივი ჭეშმარიტება კარგად გავიაზრე, ვინც ყეფს ის არ იკბინება რომან!_ ირონია გაისმა გლახოს ხმაში.
ნერვიულად ჩაეცინა კასიევს.

_ ახლა საკმარისია ოდნავ გავინძრე და ტვინს გამასხმევინებენ ეს ძაღლები! გგონია ვერ ვხვდები ამას?_ ნელა დაუშვა იარაღი, დაიჩოქა და დაკუნთული ხელები კეფაზე დაიწყო მორჩილად._ მაგრამ ციხიდან ადვილად გამოვალ! მერე კი აუცილებლად გადაგიხდით სამაგიეროს! შენც და იმ ძაღლიშვილ ნიკოსაც!_ წამში აიყვანა პოლიციამ კასიევი. როცა მანქანაში სვამდნენ ბორკილდადებულს მხარსუკან გამოხედა რომანმა გლახოს და ვითომ მეგობრულად ჩაუკრა თვალი.

იდგა გლახო და მოღუშული გაჰყურებდა მიმავალ მანქანას. ხვდებოდა ამ დღით კი არ მთავრდებოდა, სულაც პირიქით, სწორედ ახლა იწყებოდა მათ შორის მთავარი შუღლი. იცოდა არც ხუმრობა იყო კასიევის მუქარა და არც მისი მტერი დასჯერდებოდა ტყუილ მუქარას.

_ გლახო!_ მოესმა ზურგს უკან ერთდროს ძვირფასი ხმა. მის გაგონებაზე ზიზღით გააჟრჟოლა ახლა. მძიმედ შეტრიალდა. თვალცრემლიანი და მოფუზული იდგა ვიკა არჩვაძე და ისე შეჰყურებდა, თითქოს გლახო მისი უკანასკნელი იმედი იყო.

_ შეიძლება ვილაპარაკოთ გლახო?_ჰკითხა მისი დუმილით დაბნეულმა ქალმა. ირონიულად ჩაეცინა გლახოს.

_ მგონი დღეს ჩემზე უფრო მნიშვნელოვან ხალხთან მოგიწევს ხანგრძლივი საუბარი!_ თავი გვერდზე გააქნია. ნაჩვენები მიმართულებით გაიხედა ვიკამ და კაცმა არ იცის საიდან ლეშზე სვავებივით მოფრენილ თავის თანამშრომლებს მოჰკრა თვალი. გამწარებულები რომ იმარჯვებდნენ კამერებს.

_ ჩვენთან უნდა წამობრძანდეთ ქალბატონო!_ პოლიციელის ხმაზე შეკრთა ვიკა. უკან დაიხია, მაგრამ ზურგს უკან კიდევ სხვა დახვდა.

_ როგორც კასიევის თანამზრახველი და საქმის თვითმხილველი განყოფილებაში უნდა გადაგიყვანოთ!_ პოლიციელმა მოკლედ გააცნო უფლებები და რობოტივით უემოციო, ცარიელი, დაღლილი ქალი მანქანისკენ წაიყვანა. ბოლოჯერ გამოხედა იმედით ვიკამ გლახო მუჯირს, მაგრამ გრამი თანაგრძნობა ვერ დაინახა მის მზერაში. კამერები ანათებდნენ პატრულის მანქანას. ყოველი მხრიდან უსვამდნენ კითხვებს ქალს ის ჟურნალისტები, რომლებსაც გამარჯობის ღირსადაც არ თვლიდა ცოტა ხნის წინ. შუშის თვალებით უყურებდა მათ ვიქტორია არჩვაძე და მათი დაუნდობელი სახეების ნაცვლად საკუთარ აფთრის თვალებს ხედავდა.

_ გიყვარს?_ ჰკითხა ჩურჩულით ალისამ ლეას და თვალით ნიკოზე ანიშნა.
მხრები აიჩეჩა ლეამ.

_ არ ვიცი, გეფიცები არაფერი არ ვიცი, მაგრამ არ მსურს რომ წამით მაინც მოვაცილო თვალი! ასე მგონია, მუდამ რაღაც ხიფათი მოელის. მე კი არ ვიცი, როგორ ვიქნები მის გარეშე! _ გულწრფელი იყო ლეა. მას შემდეგ, რაც ნიკო რეანიმაციაში მოხვდა მისი დაკარგვის უცნაური შიში აეკვიატა. არ ჰყოფნიდა ის დრო, რასაც მის გვერდით ატარებდა. რადგან გამოცანას ჰგავდა ეს პირქუში კაცი. ლეას კი გამოცანები და სირთულეები უყვარდა.

_ და ოთო?_ სევდიანად გახედა მაგიდაზე აწკრიალებულ ტელეფონს ალისამ._ აი, ვახსენე და რეკავს კიდეც!

ოთოს ხსენებაზე შეცბა ლეა. ძალიან დიდხანს ფიქრობდა რომ ითო უყვარდა. ლამის ბავშვობიდან, მაგრამ ნიკოსთან შეხვედრამ სულ აურია ფიქრები.

_ არ ვიცი, არ გესმის? არაფერი არ ვიცი!_ გაიმეორა ჯინიანი ბავშვივით.

_ არ მგონია ეს კაცი ოთოსავით მომთმენი და დამთმობი იყოს ლეა! არც კეთილშობილება აქვს მასავით უხვად! თუ დარწმუნებული არ ხარ, არ გინდა მასთან თამაში! _ მხრებზე მოეფერა ხელით ალია არეულ მეგობარს და მობილურს მხიარულად უპასუხა.

_მისამართს გეტყვი და აუცილებლად ამოდი ოთო! კი, ყველაფერს მოგიყვები!_ დაემშვიდობა და ნანას მიუჯდა გვერდით. იცოდა უნდა ელაპარაკათ ოთოს და ლეას. ყველაფერი უნდა გაერკვიათ. თანაც ნიკოს და ოთოს ერთად დანახვა ლეას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა. არცერთი იმსახურებდა ცრუ იმედებში ცხოვრებას.

_ რაზე ფიქრობ ნანიკო? რატომ მოიწყინე?

_ კესანეზე ვფიქრობ. როგორ გგონია შეძლებს საკუთარ თავში ბალანსის აღდგენას, ლამის 50 წლით ჩამობერდა იმ ღამეს! თანაც დიდად კმაყოფილი არ უნდა იყოს ჩვენი თავნებობით!

_ არ ვიცი, შუქიამ სოფელში ჩასვლა გვთხოვა. ალბათ ახლა მას სჭირდება ჩვენი დახმარება! მეც კი არ მჯერა, რომ კესანე ამდენი წლის შეიძლება იყოს! _ გაეღიმა ალისას.

__ შუქიამ თქვა: ჩემს ბავშვობაში სოფლის ულამაზესი ქალი იყოო! არადა მას მერე სამოც წელზე მეტია გასული და მას ასაკი სულ არ ეტყობა! ნეტავ ჩვენც ასე ვიქნებით?_ გაეცინა ნანასაც.

_ თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არა მგონია!_ სკამი ხმაურით გამოსწია ლეამ_ ეგ ამბავი მათზე არ ვრცელდება, ვინც წესებს არ იცავს! პრინციპში არც მინდა უბერებელი რომ ვიყო!
ოთახის ბოლოში დივანზე მიწოლილ ნიკოს გახედა.

_ არ მგონია იმ აუტანელმა მაგდენი ხანი გამიძლოს! ისედაც არ უქნია ღმერთს!_ მასზე ანიშნა გოგოებს.

_ალის იაზრებ, რომ ეს ალქაჯი რძლობას გიპირებს?_ აკისკისდა ნანა.

_ მერე რა? მაგის ამბავი ისეა: მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვაო!_ მხარი აუბა ალისამაც მეგობარს.

_ჩემი მადლობელი უნდა იყო შენ! ჩემ გარდა ნეტავ ვის რად უნდა შენი ფხუკიანი, გაუღიმარი ძამიკო!_ ტუჩი აიბზუა ლეამ. ახარხარებულ გოგონებს ეჭვით გამოხედა ნიკომ. აშკარა იყო მას ჭორავდნენ. თავი გადააქნია.

_ გაძლება მომეცი ღმერთო!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა.

_ სად არიან აქამდე?_ აივნიდან ოთახში და მერე ისევ უკან დაბორგავდა ალია. როცა სახლიდან ყველა წავიდა და თამრომაც გაიხურა კარი უკვე საკმაოდ გვიანი იყო. არც გლახო, არც გენადი ზარს არ პასუხობდნენ. არსენთან დარეკვა ჯერ ისევ ერიდებოდა. თუმცა ხვდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. და თუ ესენი არ პასუხობდნენ, არც დანარჩენები უპასუხებდნენ. ისევ ნანას დაურეკა.

_ სადაა ნანა კახი?_ ჰკითხა მოუთმენლად.

_ მე საიდან უნდა ვიცოდე?_ თავი დაიფასა ნანამ.

_ არ დაგირეკია?

_ კი დავრეკე._ აღიარა გაბუტული ხმით._ მაგრამ არ მიპასუხა! ახლა იდგეს და მელოდოს, მე როდის ვუპასუხებ!

_ ეეეჰ!_ამოიოხრა ალისამ და ტელეფონი გათიშა. საშინლად აინტერესებდა რა ჰქონდათ ამდენი სასაუბრო. მის ორ მამას და ... და.... და ვერაფრით დაარქვა გლახოს სახელი. ვინ იყო გლახო? თაყვანისმცემელი? შეყვარებული? იქნება საქმრო? არაა! არცერთი მათგანი! და თუ ასე იყო, მაშინ რას აკეთებდა ახლაც მის სახლში? იმ საფრთხემ, რის გამოც აქ მოხვდა ხომ უკვე ჩაიარა, არა?!

როცა გლახომ აქ თავისი ნების წინააღმდეგ მოიყვანა თვალი სულ გაქცევაზე ეჭირა. გაეცინა, როცა გაახსენდა როგორ დალეწა და გაანადგურა მაშინ ყველაფერი. ახლა კი როცა წასვლის დრო დადგა, სინანული იგრძნო. აქ გაღვიძება მხოლოდ იმიტომაც უხაროდა, რომ იცოდა მას ნახავდა. დილას მასთან ერთად დაიწყებდა. მის გვერდით ისაუზმებდა და სწორედ ისე, როგორც ახლა მოუთმენლად დაელოდებოდა დაგვიანებულს.

პირისპირ ისხდნენ გენადი და არსენი. ერთმანეთის გაცნობას ცდილობდნენ. რაც არ უნდა უცნაური იყოს, არავითარ ბრაზს ან შუღლს არ გრძნობდნენ. ორი ათეული წლის წინ რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს, ვინ იცის იქნება არც დაენდოთ ერთურთი. ახლა კი ყველაფერი როგორღაც ჩავლილი და ანგარიშგასწორებული იყო. მხოლოდ პასუხგაუცემელი კითხვები იდგნენ მათ შორის ძახილის ნიშნებად.

_ წლები ვეძებე მანონი. მაგრამ ვერ მივაგენი!_ საუბარი არსენმა დაიწყო.

_ მანონს არასდროს უთქვამს, ვინ იყო ალისას მამა. მას სიყვარულზე არასდროს უსაუბრია ჩემთან. პრინციპში შვილის გარდა სხვა სადარდებელი არც ჰქონდა!_ სევდიანად გაეღიმა გენადის.

_ წლები მტანჯავდა კითხვა, ახლაც ვერ ვხვდები, რატომ მიმატოვა!

_ იმდენად დაუჯერებელი მიზეზი ჰქონდა, სანამ არ დავკარგე, ვერც მე დავიჯერე! მერე კი .. ყველამ იცის რაც დავმართე საკუთარ თავს!_ მაგიდაზე ვისკის სირჩები იდგა. გენადი კი ალკოჰოლით სავსე ჭიქას არც კი შეხებია.

_ ამ დემონს უფლება მივეცი ჩემი გონება შეეჭამა! ვერ გავუწიე ჩვენს გოგონას ღირსეული მამობა! არადა სწორედ მის გამო დათმო საკუთარი სიცოცხლე დედამისმა!_ გაოცებით გამოხედა არსენმა.

_ რას გულისხმობ? მის გამო?_ თავი დაუქნია გენადიმ.

_ შენ რომ გაგეგო ამ ბავშვის დაბადება მანონს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა, რას იზამდი არსენ?_ სწორედ ასე პირდაპირ ჰკითხა გენადიმ._ ვის აირჩევდი, გულწრფელად მიპასუხე!

_ მანონს! ჩემს საყვარელ ქალს ავირჩევდი, რა თქმა უნდა!_ არც კი დაფიქრებულა არსენი.

_ ხოდა სწორედ ამიტომ წავიდა შენგან! _ ახლა კი დაფიქრდა არსენი. ყველაფერი გაიხსენა.

_ ვანომ იცოდა არა?_ ეჭვით გახედა გლახოს. ახლაღა მიხვდა, მეგობრის მაშინდელი ნაბიჯის სიმართლეს

_ იცოდა. მამა ვალში იყო მასთან. ჩემი სიცოცხლე ემართა! დახმარების თხოვნაზე უარს ამიტომ ვერ ეტყოდა. _ უპასუხა გლახომ და ჭიქა ერთი მოყუდებით დაცალა._თუ ამ დაუჯერებელ ამბავს დავუჯერებთ, ჩემი დაბადება მათი უნარების წყალობა იყო მხოლოდ. წესით არც მე უნდა გადავრჩენილიყავი! მაგრამ ისინი ბედის წინააღმდეგ წავიდნენ! ზუსტად ისე, როგორც გოგოებმა ნიკო გადაარჩინეს იმ დღეს.

_ არასდროს მჯეროდა ცრურწმენების!_ ჩაილაპარაკა არსენმა._ თავი ყოველთვის რაციონალური კაცი მეგონა.

_ სამყარო ძალიან დიდი და შეუსწავლელი რამაა, იმისთვის რომ სასწაულების არარსებობა მტკიცედ გვჯეროდეს!_ ფეხზე წამოდგა გენადი._ დღეიდან ჩვენ საერთო გვყავს! ორი მამის ერთი ქალიშვილი!_ ხელი გაუწოდა მის წინ მჯდომ ყოფილ მეტოქეს.

_ კარგად თქვი იცი? ორი მამის ერთი ქალიშვილი!_ წამოდგა არსენიც და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. _ და ვაი მას, ვინც ჩვენს სასწაულს გულს ატკენს! ორივემ ცერად გახედა გალახოს. წარბიც არ შეუხრია გლახუნა მუჯირს. მხოლოდ გაეღიმა ოდნავ.

_ მგონი სწორედ ახლა არის ის მომენტი, როცა ალისას ხელი უნდა გთხოვოთ!_ ჯერ ერთს გაუსწორა თვალი, მერე მეორეს.

_ ჩემი ქალიშვილი თავად გადაწყვეტს ვინ შეიყვაროს და ვის გაუღოს გულის კარი!_ მარცხენა მხარზე ხელი მძიმედ დაადო გენადიმ.

_ და მგონი ჯერ მისი თანხმობა გჭირდება, რაც არ მგონია ასე ადვილად მიიღო!_ გლახოს მეორე მხარზე მძიმედ დაეშვა არსენის მარჯვენა.

კახი სავარძელს მიყრდნობილი მშვიდად უყურებდა მის წინ განვითარებულ კომიკურ სიტუაციას და გულში კიდეც დასცინოდა მეგობარს.
" გამართლებაა რომ ჩემი წილი სიმამრიც მას შეხვდაო!"

აივანზე თვლემდა პლედში გახვეული ალია. ნიავი აწეწილ ალისფერ თმას უფრიალებდა. მოხრილ მკლავზე ედო თავი და სიზმრების სამყაროში მოგზაურობდა. ხელში აიყვანა გლახომ და მის აბურდულ ჯადოსნურ თმაში ჩაყო სახე.
_ მოხვედი?_ ნამძინარევი ხმა ჰქონდა მას.

_მელოდებოდი?_ გაეღიმა კაცს. ქალმა თავი დაუქნია და კისერზე მოხვია ხელები.

_ გელოდებოდი, გირეკავდი და არ მიპასუხე!_ თვალებში ჩახედა და თვალებიც ჯადოსნურად აუბრჭყვიალდა.

_ შენმა მამებმა მითხრეს, რომ ჯერ შენი ნებართვა უნდა ავიღო!_ ეშმაკურად გაეღიმა კაცს და ფრთხილად დასვა გულში ჩახუტებული გოგონა.

_ რისი ნებართვა?_ ჰკითხა ალიამ, თუმცა გულმა ფეთქვას უმატა სასურველი ამბის მოლოდინში.

_ რომ სამუდამოდ აქ დაგიტოვო და არასდროს აღარ გაგიშვა!

_ ანუ?_ თვალები მოჭუტა ალისამ.

_ ანუ მიყვარხარ ალის!_ მისი სახე ხელებში მოიქცია._ შენ არაფერს მეტყვი?

გოგონა უცნაურად დუმდა. სახეზე არაფერი ემჩნეოდა. წამით ეჭვიც კი შეეპარა გლახოს, რომ მის შეთავაზებს იღებდა. მოულოდნელად უცნაური რამ შენიშნა. ყვავილი ყვავილზე იშლებოდა მათ გარშემო. ჯერ აივანი ჩაეფლო ყვავილების საბანში. შემდეგ მთელი ეზო აფერადდა და აბრდღვიალდა. ასეა, სიყვარული ხომ ყველაფერს აფერადებს და აკეთილშობილებს.

_ მგონი შენი პასუხი უსიტყვოდაც გასაგებია!_ გაოგნებას თავს ვერ აღწევდა გლახო. მის თვალწინ სასწაული ხდებოდა.

_ მიყვარხარ!_ მოესმა სანახაობით გართულს. და სწორედ ისე, როგორც მაშინ სულ პირველად, ჩაეხუტა და მთელი გრძნობით აკოცა ალისამ. ერთმანეთში აირია და ერთურთს შეერწყა მათ სხეულში ჩაბუდებული ცეცხლი. გრძნობებში ჩაკარგულ და თავდავიწყებულ წყვილს, დროის შეგრძნება დაეკარგა. " შენი არჩევანი შენი ბედია!" ჩაესმოდა ალისას გონებაში უცნაური ჩურჩული.
ძლივს მოსწყდნენ ერთმანეთს. საყვარელი კაცის მკერდში ჩაკრული გაჰყურებდა ვარსკვლავებიან ცას. "როდის მოასწრო დაღამებაო?" ფიქრობდა გულში გაოცებული.

_ იცოდე, ჟურნალისტობაზე უარს არ ვიტყვი დრაკონო!_ ჯინიანად ამოხედა უეცრად ალიამ.

_ ეჭვიც არ მეპარება!_ დანებების ნიშნად გაეცინა გლახოს.

იმ საღამოს შუქიასთან შეგროვდა ყველა. საკუთარ ჭერქვეშ ამდენი სტუმარი ერთად კარგა ხანია არ ახსოვდა მოხუც ქურუმს. ჯერ ხომ შვილიშვილის ბედნიერება უხაროდა და მერე კიდევ ამ შვილივით გამოზრდილი ობოლი გოგონებისაც.

_ რას იტყვი კესანე? გაამართლეს არა ჩვენი იმედები?_ ძველებურად უცნაური იყო კესანე. ძველებურად არ ემჩნეოდა ასაკი. და ყველა, ვინც მას შეხედავდა, იმას ხედავდა, რაც გონებაში ჰქონდა. ვისაც სილამაზე აღაფრთოვანებდა ლამაზ ქალს აღიქვამდა მასში, ვისაც სტკიოდა_ ექიმს, ვისაც ეშინოდა_ მფარველს. რეალურად ვინ იყო კესანე და როგორი სახე ჰქონდა, მგონი თავადაც არ ახსოვდა უკვე.

_ დროა!_ გამოაცხადა საზეიმოდ და ფეხზე წამოდგა. თეთრი კაბის ფრიალით გავიდა სახლიდან და უკანმოუხედავად დაადგა ტყისკენ მიმავალ უხილავ, მაგრამ ნაცნობ ბილიკს. სიტყვის უთქმელად გაჰყვა შუქიაც მის გზას.

_ დროა!_ მხურვალე კოცნა დაუტოვა ალისამ გლახოს და ქურუმებს გაედევნა.

_ დროა!_ თვალი ჩაუკრა ნანამ კახის.

_ მეც წამოვალ რა!_ ჩურჩულით სთხოვა ნიკომ ლეას და ბავშვივით გამოუწია ყელი.
.
_ არ შეიძლება! რამდენჯერ გითხრა!_ წარბი ასწია ლეამ._ არ გამოგვყვე იცოდე!

_ თორემ?

_ თორემ კესანე მოგაჯადოვებს და გომბეშოდ გაქცევს, ჩემო უფლისწულო!_ გადაიკისკისა ლეამ. ნიკოს სწრაფად აკოცა და წინ მიმავალ დობილებს გამოუდგა.

კრიალი გაუდიოდა ცაზე სავსე მთვარეს. ზეცას ახედა ლეამ.

_ მართლაც რომ საჩვენო დროა!_ ჩაილაპარაკა იდუმალი ღიმილით და უშიშრად შეაბიჯა ტყეში.

ცისფრად შეღებილ ღობეზე ერთმანეთის გვერდით სამი კატა იჯდა: ცეცხლივით წითური, ღამესავით შავი და თოვლივით თეთრი. ტყეში ქურუმი ქალები უძველეს შელოცვას მღეროდნენ. სოფელს ტკბილი, უდრტვინველი ძილით ეძინა და ამბავი, რომელიც ახლა გიამბეთ, უბრალო ცრურწმენა ეგონა. პრინციპში თქვენც ხომ ასე გგონიათ, არა?! ...

დასასრული

ვე რა

№1  offline წევრი GMG

რა საყვარლობა იყო,როგორ მომწონს შენი ისტორიები და მიხარია,რომ ისევ მალე გაგვახარე❤️

№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

GMG
რა საყვარლობა იყო,როგორ მომწონს შენი ისტორიები და მიხარია,რომ ისევ მალე გაგვახარე❤️

ყოველ მორიგ ისტორიაზე მგონია ხოლმე რომ მკითხველს არ მოეწონება, და ამიტომ მიხარია ყველა დადებითი კომენტარი. მადლობა რომ ემოციის გამოხატვა არ გეზარებათ.))))

№3  offline წევრი ვიპნი

აუ რა კარგი იყო,ზღაპარში მეგონა თავი ❣️

№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ვიპნი
აუ რა კარგი იყო,ზღაპარში მეგონა თავი ❣️

მიხარია, რომ მოგეწონათ))))

№5  offline წევრი CinemonGirl

ძალიან კარგი იყო და არ მინდოდა დასრულებულიყო heart_eyes ძალიან ვისიამოვნე heart_eyes მადლობა heart_eyes heart_eyes

№6  offline ახალბედა მწერალი ვე რა

CinemonGirl
ძალიან კარგი იყო და არ მინდოდა დასრულებულიყო heart_eyes ძალიან ვისიამოვნე heart_eyes მადლობა heart_eyes heart_eyes

ძალიან მიხარია, რომ მკითხველს მოსწონს. მადლობა. თქვენ.

№7 სტუმარი სტუმარი ანა გაბაიძე

ძალიან კარგი იყო. ????

№8  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ანა გაბაიძე
ძალიან კარგი იყო. ????

მადლობა))))

№9 სტუმარი სტუმარი რუსკა

რა კარგი იყოო.მადლობა ვერაა,რომ გვანებივრებ ასე.მაგარი გოგო ხარ!!!

№10  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი რუსკა
რა კარგი იყოო.მადლობა ვერაა,რომ გვანებივრებ ასე.მაგარი გოგო ხარ!!!

მიხარია, რომ მოგწონთ, მადლობა თქვენ რომ შეფასების გაკეთება არ გეზარებათ.

№11 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან საინტერესო.იყი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მადლობა ❤️

№12  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი იაკო
ძალიან საინტერესო.იყი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მადლობა ❤️

აუ რომ იცოდეთ, როგორ მიხარია მკითხველს რომ მოსწონს)))

№13 სტუმარი მატილდა

ძალიან ნიჭიერი, განათლებული, უზომო ფანტაზიის პატრონი ხართ ვერა. ძალიან ძალიან ვისიამოვნე, ამ ისტორიითაც. წარმატებები ♥️

№14  offline წევრი Life is beautiful

იმდენად მომეწონა ბორჯღალოზე ინფორმაციებს დამატებით აუცილებლად მოვძებნი.
ვუსიამოვნე, ნანას გარდასახვაზე წარმოდგრნა არ მაქვს რატომ, მაგრამ ვიტირე... ყველაზე ძლიერი მომენტი იყო.
როცა ყველაზე სუსტი გაამხელს საიდუმლოს ...

№15  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Life is beautiful
იმდენად მომეწონა ბორჯღალოზე ინფორმაციებს დამატებით აუცილებლად მოვძებნი.
ვუსიამოვნე, ნანას გარდასახვაზე წარმოდგრნა არ მაქვს რატომ, მაგრამ ვიტირე... ყველაზე ძლიერი მომენტი იყო.
როცა ყველაზე სუსტი გაამხელს საიდუმლოს ...

ბორჯღალი ოდიდგანვე იყო ჩვენი მზის კულტის სიმბოლო. და ქურუმი ქალების ტაძრებიც გვქონდა. ლილეც მზის საგალობელია. რაღაცეები მე თავად გამოვიგონე ისე როგორც მე ვხედავ ამ ძველ ამბებს. თუმცა არცერთ ქვეყანაზე ნაკლები მითები და ლეგენდები ჩვენ არ გვაქვს. ულამაზესი მითოლოგია გვაქვს.მიხარია რომ რომ მოგეწონათ. მადლობა.

მატილდა
ძალიან ნიჭიერი, განათლებული, უზომო ფანტაზიის პატრონი ხართ ვერა. ძალიან ძალიან ვისიამოვნე, ამ ისტორიითაც. წარმატებები ♥️

მადლობა დიდი კეთილი სიტყვებისთვის.

№16 სტუმარი

საოცრად ნიჭიერი ხარ! უზომო კრეატივის და ფანტაზიის მფლობელი! ❤️

№17  offline ახალბედა მწერალი ვე რა

საოცრად ნიჭიერი ხარ! უზომო კრეატივის და ფანტაზიის მფლობელი! ❤️

მადლობა გაიხარეთ)))

№18 სტუმარი One

Vera, yvela janri rom shegidzliat sainteresod agwerot da moargot tqveni weris stils, es aris udidesi nichiereba❤️
Yochagh, kidev ertxel gamaocet sasiamovnod, warmatebebi))

№19  offline ახალბედა მწერალი ვე რა

One
Vera, yvela janri rom shegidzliat sainteresod agwerot da moargot tqveni weris stils, es aris udidesi nichiereba❤️
Yochagh, kidev ertxel gamaocet sasiamovnod, warmatebebi))

მადლობა უღრმესი )))

№20  offline წევრი TamoTi

ძალიან მომეწონა♥️♥️უზომოდ მომწონს თქვენი რომანები,საინტერესო და ჩამთრევია♥️♥️

№21  offline ახალბედა მწერალი ვე რა

TamoTi
ძალიან მომეწონა♥️♥️უზომოდ მომწონს თქვენი რომანები,საინტერესო და ჩამთრევია♥️♥️

მადლობა ძალიან მიხარია როცა თქვენს ემოციებს მიზიარებთ.

№22 სტუმარი ეკა 5

ვე რა
GMG
რა საყვარლობა იყო,როგორ მომწონს შენი ისტორიები და მიხარია,რომ ისევ მალე გაგვახარე❤️

ყოველ მორიგ ისტორიაზე მგონია ხოლმე რომ მკითხველს არ მოეწონება, და ამიტომ მიხარია ყველა დადებითი კომენტარი. მადლობა რომ ემოციის გამოხატვა არ გეზარებათ.))))

მე ყველა მომეწონა, რომლებიც წავიკითხე❤️ სასიამოვნო წასაკითხია, მსუბუქი, იუმორით სავსე და ბედნიერი დასასრულით❤️

№23 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან განსხვავებული იყო ????ძალიან მომეწონაა ????არ მეყო, კიდევ მინდოდაა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent