შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ წინ გვყავს ის ვისაც მთელი ცხოვრებაა ველით( 5)


17-05-2024, 18:41
ავტორი La dolce vita
ნანახია 2 598

თავი5

მოთმინებით დაელოდა როდის დავასრულებდი ჩემ სათქმელს შემდეგ კი რჩევა დარიგება მომცა. ეკლესიიდან გამოსვის თანავე ისევ სევდა მომეძალა, ისევ ამა სოფლის პრობლემებს და ჩემს უძლურებაზე ვიწყებ ფიქრს. ვხვდები, რომ ტაძარში ყოფნისას უფლის მადლი გადმოდის და გვავიწყებს აქაურ პრობლემებზე. ჩემკენ ერეკლე გამოემართა და მანქანაში ჩამსვა.
– აბა, როგორ გრძნობ თავს? - მკითხა ერეკლემ და ლოყაზე მიმჩქვნიტა.
– სანამ იქ ვიყავი კარგად,მაგრამ….
– მაგრამ?
– მაგრამ ახლა ისევ , სევდა მომეძალა.- დანაღვლიანებულმა მივუგე.- ძმიკო, ძალიან მეშინია, მეშენია, რომ ვეღარასდროს გავივლი ეს მტანჯავს..- ტირილი ამივარდა.
– კარგი, რა დეა, ნუ ხარ ასე განწყობილი უფლის ხომ გწამს? დადიხარ წირვებზე მისი წყალობის გჯეროდეს დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება. მალე ოპერაციასაც გაიკეთებ და შეძლებ სიარულს.
– ხომ იცი, რა აზრისაც ვარ ოპერაციის გაკეთებაზე.
– დეა, კარგი რა თუ არ გარისკე ვერ შევძლებთ კიდურების აღდგენას.
– არა, მე ვერ გავრისკავ,რომ არ გამოვიდეს არაფერი და უარესად გავხდე ამას ვერ გადავიტან.

ერეკლემ აღარაფერი მითხრა იცოდა ჩემი ხასიათის ამბავი გვიან იყო, თუმცა ეზოში როგორც ყოველთვის ახლაც გამოფენილიყვნენ თალიკო და ლალი მაგიდასთან იჯდნენ და მზესუმზირას მიირთმევდნენ. ნეტა მეტი საქმე არ ქონდეთ რა. ერეკლეს ვთხოვე სწრაფად წავსუკიყავით, რომ არ დავენახეთ
სახლში შევედით და დედა შემოგვეგება.
– მოხვედით შვილო?
_ ჰო…- უხალისოდ ვპასუხობ.
ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა, ყველას და ყველაფერს ჩამოვცილდი უნივერსიტეტს , მეგობრებს ჩემს მანქანას და ძველი დეასგან აღარაფერი იყო დარჩენილი. არაფრის მაქნისად ვიქეცი, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო,რატომ უნდა ვყოფილიყავი მე ასე? სულ ამას ვიმეორებდი გონებაში.

– შვილო, ასე ნუ იქცევი გთხოვ.
– როგორ დედა? - ჩავეკითხე.
– აი უსიცოცხლოდ, უხალისოდ…
– აბა, როგორ უნდა ვიყო დედა?! მითხარი ვერ ხედავ რას დავემსგავსე , ასეთ სიცოცხლეს ჯობდა სულ არ გადავრჩენილიყავი.- წამოვიძახე გულმოსულმა.
– დაუფიქრდი რას ამბობ! შენ ახლა, სევდა გალაპარაკებს, მაგრამ იმაზეც იფიქრე შენ რომ რაიმე დაგმართნოდა რა დღეში ჩავარდებოდით ყველა.
უფლის წყალობით გადარჩი ეს დიდი წყალობაა, ტაძარში დადიხარ მამაოს ესაუბრები და შენზე მაინც არ მოქმედებს იქ სიარული მეგონა ცოტას მაინც მოხვიდოდი გონს, თუმცა შევცდი, თუ ასე გააგრძელებ უხეშობას და იმას რომ შენს სოცოცხლეს აზრი აღარ აქვს აჯობებს სულ აღარ იარო იქ .- გბარაზებულმა მომახალა,ყველაფერი.
– კარგი, დედა ხომ იცი არა,როგორ უჭირს ისედაც.- ჩემი დაცვა სცადა ერეკლემ.
– შენ გაჩუმდი სულ შენი გათამამებულია ეს გოგო, ერთხელ და სამუდაოდ უნდა გაიაზროს ის რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ასეთ განწყობით და ნეგატივით ვერაფერს გახდები სამყაროს ,როგორი თვალითაც შეხედავ იმას გამოგიგზავნის პასუხადაც. - ესღა თქვა და გავიდა
მე კი ვიჯექი და ვტიროდი.
– ეკო, მართლა ასეთი ცუდი ვარ?...
– არა, ჩემო პატარა, მაგრამ დედა მართალია, უფლის მადლობელი უნდა იყო რომ სიცოცხლე გაჩუქა ისევ, შენ კი ამას უარყოფ. უბრალოდ ეცადე მშვიდად იყო.
– იქნებ არ ვიმსახურებ ამ ყოველივეს და თქვენთავს აა? იქნებ მართლა საშინელი ადამიანი ვარ და უფალი ამიტომ მივლენს ამ განსაცდელებს.
– დეა, ახლა მართლა გავბრაზდები იცოდე სისულელებს ნუ ლაპარაკობ.


ოთახში შევედი საწოლზე გადავწექი და დედას სიტყვები გონებიდან არ ამომდიოდა, ნუთუ მართლა ასეთი საშინელი ვარ? ყველაფერს რომ ჩავუღრმავდი მივხვდი, რომ მართლა ცუდად ვიქცეოდი… ჩემს საუკეთესო მეგობარსაც კი ჩამოვშორდი, რატომ ვარ უფალო ასეთი აუტანელი ,რატომ? ხელის კანკალით ავიღე ტელეფონი და სესილის დავურეკე. თავიდან არ მპასუხობდა შემდეგ კი, მიპასუხა.

– დეა.. ნუთუ მართლა შენ მირეკავ?- გაოცებით მეკითხება.
– მე ვარ სესილი…- ცრემლიანი თვალებით ვიწყებ ლაპარაკს.- მინდა პატიება, გთხოვო, იმის გამო რომ გული გატკინე…ძალიან მაკლიხარ და მენატრები.
– მეც, მენატრები ჩემო.გადარეულო…

სესილისთან საუბრის, შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება ნუთუ ხეიბრად დავრჩებოდი მთელი ცხოვრება და ვეღარ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც უწინ ვიყავი ვერ ვეგუებოდი ასეთ დეას არ შემიძლო, მამაოს სიტყვები მაგონდება,რომელმაც მითხრა.
,,– შვილო, იმედი არასოდეს დაკარგო,გახსოვდეს, რომ ყველა ის განსაცდელი, რაც
შეგემთხვა შენს გამოსაცსელად დაუშვა უფალმა, რათა გამოგცადოს რამდენად გაუმკლავდები ამ სუტვაციას. რთულ სიტვაციაში უფალს უხმე და სთხოვე დახმარება,რაც მთავარია რწმენა არასდროს დაკარგო.
ამ ფიქრებში გართულს ისე გავითიშე ვერც გავიგე.

,,
უკუნითი სიბნელე სუფევდა, ირგვლივ კი საშინელი ქარის ზუზუნი ისმოდა ელ-ჭექით ამ უკუნით სიბნელეში ჩავიკარგე და იქიდან გამოსვლას ვლამობდი, თუმცა ამაოდ თითქოს სადღაც უკაცრიელ ტყეში ვიყავი დაკარგული, შემდეგ ეს ყოველივე ქრება და უფსკრულისკენ მივექანებოდი საცაა, უნდა გადავჩეხილიყავი, მაგრამ არსაიდან ვიღაცის ხმა, მაჩერებს.
– დეა,დეა! გაიღვიძე!- მიყვიროდა ჩემი ძმა და ცდილობდა გონს მოვეყვანე. ერთი ამოვიკივლე და შეშინებული წამოვხტი.
– რა მოგივიდა?- მკითხა შეშფოთებულმა- კოშმარი დაგესიზმრა?
– უჰუმ, ძალიან შემეშინდა ძამიკო - ვუთხარი და მოვეხვიე.
– ეს იმის ბრალია, რაც ბოლო დროს თავს გადაგხდა. აი წყალი გამომართვი დალიე ცოტა მოგეშვება.
წყალი დავლიე შემდეგ წამოვწექი და ვცდილობდი დაძინებას, თუმცა ვერ ვიძინებდი.

კვირა დღეს დილის 9 საათზე გვქონდა წირვა და მეც ადრიანად გავემზადე და წავედი ტაძარში, როგორც ყოველთვის ახლაც გულმხურვალედ შევთხოვდი უფალს დახმარებას.
წირვები, რომ დასრულდა მამაოს დავუძახე.
– გისმენ შვილო?- როგორც ყოველთვის ახლაც თბილი მზერით და მშვიდი ხმით მომიგო.
– მამა, გიორგი რაღაც მინდა გიამბოთ და თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით რა ახსნა გექნებათ.
– გისმენ.
– წუხელ კოშმარი დამესიზმრა, მაგრამ ვფიქრობ ეს სიზმარზე მეტი უნდა იყოფილიყო.
უკიდეგანო სიბნელეში ვიყავი ჩაკარგული და იქიდან ვერ გამოვდიოდი ,შემდეგ ეს ყოველივე სადღაც ქრება და უფსკრულისკენ მივექანებოდი ის იყო უნდა ჩავვარდნილიყავი, თუმცა რაღაც ძლიერმა ხმამ ხელი შემიშალა.
– შვილო სიმზრები არსებობს სამი სახის ერთია, როცა უბრალოდ გულში ჩაგყვა რაღაც და დაგესიზმრა მეორეა, უფლისგან ასევე ეშმაკისგანაც.
შენს სიზმარს,რაც შეეხება ამას, მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ ის,რაც ნახე იყო შენი სულიერი მდგომარეობა, ის რომ შენ შენი თავი დაკარგე და ახლა ვეღარ პოულობ შენს პიროვნებას, რომელიც შენში ცხოვრობს უნდა იპოვო, შენი მე მაგრამ არ ცდილობ მიიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის უნდა დააფასო, ის რომ უფალმა კიდევ ერთი შანსი მოგცა,რომ გეცხოვრა კიდევ ნუ იქნები უმადური. ჩემი რჩევა იქნება ყოველ დილია საღამოს უფალს მადლობა უთხრა ყოველი ახალი დღისთვის დამიჯერე ეს დაგეხმარება, რაც შეეხება ხმას რომელმაც არ მოგცა უფლება უფსკრულში გადაჩეხვის ვფიქრობ, ეს შენი მფარველი ანგელოზი უნდა იყოფილიყო.
– მფარველი ანგელოზი?- გავვოცდი მე.
– კი… - გამიღიმა თბილად. - იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. კიდევ ერთხელ შემომაგება თავის თბილი მზერა და წავიდა. საოცარი ადამიანი იყო მამა გიორგი, ისეთი თბილი და მშვიდი, რომ გინდოდა სულ გესმინა მისთვის.



*******


ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე გამერისკა და ოპერაცია გამეკეთებია. ახლა საოპერაციოდ ვემზადები საშინლად ვნერვიულობ, მეშინია, ვაი თუ ამ ოპერაციამ ვერ მიშველოს და ეს უკანასკვნელი შანსიც დავკარგო. პალატაში ჩემები მამხნევებდნენ.
– დეა, ყველაფერი კარგად იქნება, ხომ გჯერა ამის?- მითხრა ერეკლემ.
– იმედია…
პალატის კარები იღება და ოთახში მამა გიორგი შემოდის.
– კარგია, მოგისწარი..- ძალიან გამიკვირდა და თან გამახარა მისმა ვიზიტმა.
– მამაო, თქვენ?
– არ მელოდი ხო?- გაეცინა შემდეგ კი,მომიახლოვდა. - აქ იმიტომ ვარ,რომ შენი სულიერი მამა ვარ თანაც შენი სულიერი მდგომარეობაც კარგად ვიცი და ვიცი ახლა რასაც განიცდი ამიტომ მოვედი.
– მადლობა,მამაო…
– შეგიძლიათ დეასთან ცოტახნით მარტო დამტოვოთ .- მაშინვე გავიდნენ ყველა მერე კი საუბარი დაიწყო.
– დეა, ახლა რასაც გეტყვი მინდა, რომ მუდამ გახსოვდეს მისმინე ვიცი ნერვიულობ, რადგან არ იცი რა შედეგს დაიდებ,მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე რა შედეგიც არ უნდა მოვიდეს არ დანებდე იბრძოლე გახადე შენი თავი უკეთესი და კიდევ რა განწყობითაც შეხვალ საოპერაციოში სამყაროც იმას გამოგიზავნის ამიტომ კარგზე იფიქრე შვილო.
– დამლოცეთ მამაო.
– უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს - პირჯვარი გადამსახა, შემდეგ კი საოპერაციოში გამიყვანეს. საოპერაციო მაგიდაზე დამაწვინეს რაღაცნაირი შეგრძნება მეუფლებოდა ვუყურებდი ექიმებს და ექთნებს, რომლებიც ოპერაციის დასაწყებად ემზადებოდნენ. გული ამიჩქარდა. წვეთოვანში დამაძინებელი შეუსვეს და მალე მეც ძილს მივეცი თავი. რომ გავიღვიძე უკვე პალატაში ვიყავი და გარს ჩემები მეხვივნენ.
– ეკო…- ვუხმე ჩემ ძმას მე და ერეკლე განუყრელები ვიყავით ერთმანეთისთვის ბავშვობიდან დღემდე. იგი მომიახოვდა და სავარძელზე ჩამოჯდა
– გაიღვიძე ბაჭიავ,- მომიგო ჩემმა ძმამ- თავს როგორ გრძნობ?
– მორჩა დასრულდა ყველაფერი ხომ?!
– მორჩა. ახლა ექიმი შემოვა და გვეტყვის შედეგებს.
ჯერ კიდევ ანესთეზიის ქვეშ ვიყავი. გათიშული ბოლო წუთამდე არ ვკარგავდი იმედს და არც მამა გიორგის სიტყვებს ვივიწყებდი,რომელმაც მითხრა რომ იმედი არ დამეკარგა და სულით არ დავცემულიყავი.პალატაში ექიმი შემოდის და ღიმილით მეგებება.
– თავს როგორ გრძნობ შვილო?
– ჯერ კიდევ სუსტად ვარ ექიმო,მაგრამ მითხარით ოპერაციამ, როგორ ჩაიარა?- ვერ მოვითმინე და ჩავეკითხე. მას ჩაეღიმა და მომიგო.
– ოპერაციამ კარგად ჩაირა, კიდურებში დროებით პლატა ჩაგისვით.
– პლატა რა არის ექიმო?
– პლატა ძვალს ამაგრებს და ეხმარება აღდგენაში. ცოტახნით მოგიწევს მისი ტარება შემეგ მოგხსით და უკვე დავუწყებთ თერაპიებს. ოღონდ მარტო ამით ვერ დაეხმარები შენ თავს შენ თუ არ იბრძოლე და არ მოინდომე გამოჯანმრთელება ხელი უნდა შემიწყო. ახლა კი დასივენე მერე კვლავ მოგინახულებ.

ექიმის გავსლის შემდეგ ცოტახანში სესილი, მესტუმრა და ვერ ავღწერ სიტყვებით, როგორ გამახარა მისმა დანახვამ ცრემლები მომეძალა ეს ადამიანი ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო..
– სესო, როგორ გამახარე რომ იცოდე ძალიან მომენატრე.
–მეც ჩემო შუმახერო.- თვალ-ცრემლიანმა გამიღიმა ამის გაგებისას მელანქოლია მომაწვა.
_ რა მოხდა?- მკითხა,როდესაც შეამჩნია, რომ სახე შემეცვალა.
– არაფერი, უბრალოდ ძველი დრო, გამახსენდა და ის გიჟობები ერთად სევდიანმა გავიღიმე.
– აბა,ახლა მორჩი ტირილს, შენ აუცილებლად დადგები ფეხზე და უარესს გიჟობებს ჩავიდენთ ერთად შენს ბიჭთან ერთად.- გაეცინა.- ისე შენს ბიჭს რატომ ეძახი?
– რავი ისე უბრალოდ.- მხრები ავიჩეჩე.
– დღეიდან ძველი დეა უნდა დვაბრუნოთ აღარ გვინდა ეს დეპრესიონერა.- ამის მოსმენისას გულიანად გამეციმა, ამ სიტყვაზე რაღაც გამახსენდა.
– როგორც იქნა ჩვენმა გაუცინარმა ხელმწიფემ გაიცინა. - თქვა ერეკლემ.
_ თქვენ რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა.- თვალები ამიწყლიანდა.


იმ წუთას ძალიან ბედნიერი ვიყავი, გარს საყვარელი ადამიანები მეხვივნენ. ვუყურებდი და უფალს მადლობას ვუხდიდი მათი თავი რომ მაჩუქა.






*******

ღამის 22:00 საათზე ბათუმის ქუჩებში ჩემი შავი ბეემვეთი ვსეირნოდი შავი ტყავის ქურთუკი მეცვა მანქანაში დაბალ ხმაზე მუსკები მქონდა ჩართული და დავიარები მარტოხელა მგელივით ღამის ქუჩებში მარტოხელა მგელივით იმიტომ, რომ გვერდით თანამგზავრი არ მყავს
მიუხედვად იმისა, რომ მგელს თავისი ხროვა, ჰყავს და ასევე მეწყვილეც ჰყავს
არსებობს მარტოხელაც, რომელსაც გვერდით თანამგზარი არ ჰყავდეს მეც ასე ვარ 30 წლის განმავლობაში პირვლად შემიყვარდა, მაგრამ არ გამოდგა ის ადამიანი,როლემსაც ვეძებდი შესაბამისად არც ის გრძნობა იყო ნამდვილი ამიტომაც გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან სარაც. ფიქრებოდან ტელეფონის ხმამ გამომოყვანა ზარს ვუპასუხე და მიკროფონი ჩავურთე.
– გისმენთ?
– დანიელ შვილო, თქვენი მეზობელი ნელი ვარ.
– დიახ, რა ხდება ნელი დეიდა?
– იცი, არ მინდა შეგაშინო, მაგრამ დედაშენი…- ხმა გაუწყდა.
– დედას რა მოუვიდა?!- ავნერვიულდი
– ცუდად გახდა და სასწრაფოთი საავასმყოფოში გადაიყვანეს.
– ახლავე მოვდივარ.-წამოვიძახე ტელეფონი გავთიშე მანქანა საპკრისპირო მიმართულებით შემოვაბრუნე გაზის პედალს მივაჭირე და მთელი სისწრაგით მოვწყდი ადგილს.
მივქროდი მთელი სისწრაფით აღარ ვუყურებდი არაფერს ირგვლივ თვალწინ სულ დედა მედგა და რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ აღარ მაინტერესებდა უფრო ვუმატე სიჩქარეს
საშინელი სიჩქარით დავიწყე მოძრაობა, მინდოდა დედასთან დროულად მივსულიყავი. იმდენად გართული ვიყავი ფიქრებში ვერც კი შევნიშნე ჩემს მოპირდაპირედ სატვირთო მანქანა,რომელმაც ჯერ ფარები შემომანათა თვალებში და ამას დამაყრუებელი სიგნალის ხმაც მოჰყვა, სიგნალმა გამომაფხიზლა ,როდესაც საქარემინას თვალი გავუსწორე დიდმა სინათლემ თვალი მომჭრა, სატვირთო,მანქნა ძალიან ახლოს იყო საჭე დავატრიალე და ვეცადე გზიდან გადამეხვია, თუმცა ვერ დავიმორჩილე და ხეს შევასკდი თავს დავარტყი და შემდეგ გონებას ვკარგავ.
გონს მოვდივარ ვცდილობ გავიხსენო რა დამემართა. ყველაფერი ამომიტივტივდა დედას ამბავი. გასაღებს ვატრიალებ ვცდილობ მოტორი ავამუშავო,
მაგრამ არ მუშაობს კარებს ვაღებ და ბარბაცით გადმოვდივარ მანქანიდან
– ჯანდაბა,ჯანდაბა ახლა ამის დრო იყო, დედას ვჭირდები.- წამოვიძახე გამწარებულმა. საჭირო ნივთებს ვიღებ მანქანის სალონიდან შემდეგ პულტით ვბლპკავ და გზატკეცილზე გავდივარ რომ გამვლელელი მანქანა გავჩერო.
მალევე ერთმა მანქანამ გამოიარა ვთხოვე მძღოლს საავადმყოფომდე მივეყვანე და დამთანხდა.
– დიდი მადლობა დახმარებისთვის.
– მადლობის გადახდა არ არის საჭირო, მაგრამ თქვენ ხომ კარგად ხართ? შუბლიდან სისხლი გდით. - ხელით შუბლზე მიმითითა.
– არაფერია, მსუბუქად დავშავდი ახლა მთავარი დედას მდგომარეობაა.

საავადმყოფოში მივედით და მაშინვე დედაჩემის მოძებნა დავიწყე.
_ გამარჯობა, აქ ახლახანს 54 წლის ქალი დააწვინეს…
– დანიელ, როგორც იქნა მოხვედი.- მომესმა შორიდან ნაცნობი ხმა ეს ნელი დეიდა იყო და მეც მასთან მივედი.
– დედას რა მოუვიდა?
– მიკრო ინფარქტი გადაიტანა შვილო.- ჩამწყდარი ხმით მომიგო.
– რას ამბობთ? ახლა, როგორ არის?
– ექიმებმა თქვეს რომ ამაჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მისთვის ზედმეტი გადაღლა და ნერვიულობა არ შეიძლება. შენ რა გჭირს?
– არაფერია, წავალ დედას ვნახავ, თუ დამრთეს ნება.
– კარგი, მაგრამ ჯერ თავი მოიწესრიგე ასე ნუ შეხვალ, თორემ ინერვიულებს.
– მართალი ხართ ეს ვეღარ მოვტვინე.-
საავადმყოფოს საპირფარეშოში შევედივარ და თავი მოვიწესრიგე მერე კი, პალატაში შევედი ისეთი მისუსტებული და გაფითრებული იყო. მის გარდა არავინ გამაჩნია და ვერ დავუშვებ, რომ მას რამე დაემართნოდა. მის სასთუმალთან ჩამოვჯექი და მისი ოდნავ მომჭკნარი ხელი ჩემს მკლავებში მოვიქციე.
შეხებაზე გამოფხიზლდა.
– შვილო, მოხვედი…
– ჰო…
– შვილო, რაღაც მინდა გითხრა…
– გისმენ დედა?- უკვე ვხვდებოდი, რისი თქმაც უნდოდა.
– მისმინე, ხომ ხედავ ჯამრთელობა უკვე ხელს აღარ მიწყობს. მინდა შენს დაქორწინებას და შვილიშვილებს მოვესწრო.
– დედა,გთხოვ ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ შენ აუცილებლად მოესწრები ამ ყოველივეს აი ნახავ.
– მპირდები?
– გპირდები დედა, როდესაც გამოჩნდება ის ადამიანი, რომელსაც მე ვეძებ დავქორწინდები. ახლა კი დაისვენე.- ვეუბნები შემდეგ კი, პალატიდან გავდივარ.

საავასმყოფოს ეზოში გავდივარ ეზოში რკინის ბოძზე ჩამოვჯექი და ნერვებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როგორც წესი არ ვეწეოდი, მაგრამ როდესაც ფიქრი და დამშვიდება მჭირდებოდა,, მხოლოდ მაშინ თუ მოვწევ თითო ღერს.
ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვაძვრინე იქიდან ერთი ღერი ამოვიღე თითებს შორის მოვიქციე ასანთი გავუკისე და მოწევა დავიწყე
– ეს რა ცუდ დღეში ხარ დანიელ.- ვუთხარი ჩემ თავს, დედას უნდა, რომ ცოლი მოვიყვანო, მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის.
– დანიელ რა მოხდა?- მკითხა ლაშამ, როდესაც მომიახლობდა.
– დედაა, ცუდად მიკრო ინფარქტი გადაიტანა.- ამოვიოხრე და ნატკენი ადგილი მოვისრისე.
– რას ამბობ? - შეიცხადა
– ჰო, ახლა პალატაშია ისვენებს,მაგრამ მთხოვს, რომ ცოლი მოვიყვანო. გონია,რომ რამე მოუვა.
–მერე რას აპირებ?
– რას უნდა ვაპირებდე, ხომ იცი არა, რომ აღარავის ვენდობი და ვერც მოვატყუებ ვერავის, დედას ვუთხარი, რომ თუ გამოჩნდა ჩემი გულისწორი მას აუცილებლად მოვიყვანდი ცოლად.
– შენ რა ქენი ხომ არ გაგირკვევია, იმ გოგოს ამბავი?
– კი, გავარკვიე იმ გოგონას ამბავი, როგორც გავიგე ოპერაცია გაიკეთა კიდურებზე და მალე ალბათ გაივლის კიდეც.
– მართლა?
–კი…
– და იმ არამზადაზე გაიგეთ რამე, ვინ იყო და რა უნდოდა?- მოქუფრული სახით ვეკითხები.
– არ ვიცი,როგორ მოახერხა ,მაგრამ მის კვალს ჯერ ვერ მივაგენით, თუმცა მას აუცილებლად ვიპოვით. შეიძლება გავიგო,რატომ გაინგერესებს ამ გოგოს ამბავი შემთხვევით ხომ არ მოვწონს?- წარბები ამითამაშა.
– არა, რა სისულელეა წესიერად არც კი ვიცნობ და რანაირად უნდა მომწონდეს.- ამის თქმაზე ლაშამ ჩაიფრუტუნა.
– და ამ ზღაპრების შენ თუ გჯერა? საკმარისია ერთხელ შეხედო ადამიანს იმისათვის, რომ მოგეწონოს.
– ლაშა, არანაირი გრძნობა არ მაქვს მის მიმართ. უბრალოდ მაინტერესებდა, როგორ იყო ავარიის შემდეგ.
– ჰო, კაი ,კაი. აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს.- ჩაილაპარკა და წამოდგა.
– საით?- ვკითხე მე როდესაც დავინახე რომ წასასვლელად ემზადებოდა.
– წავალ საქმეები მაქვს კიდევ გნახავ.
– კარგი. დავემშვიდობე და შენობისკენ სვლა დავიწყე, მაგრამ ქალის ხმა მაჩერებს.
– დანიელ!- მისკენ ვბრუნდები და ოღონდ ეს არა.
– შენ?.

........

ესეც ახალი თავი ბოდიშით დაგვიანებისთვის
იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი La dolce vita

პატარა ხარვეზები გაიპარა წერისას და ახლა მოვკარი თვალი არ შეიმჩნიოთ.❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ინტრიგა მომეწონა, უფრო საინტერესო ხდება ყოველი მომდევნო თავი. მადლობა

 


№3  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ხათუნა
ინტრიგა მომეწონა, უფრო საინტერესო ხდება ყოველი მომდევნო თავი. მადლობა

მადლობა თქვენ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent