მომეძალა ლექსის წერა
ისევ მომეძალა ლექსის წერა ფერებს დაეკარგა ხიბლი ემოციის. დილა აღარა გავს წინა დილას ფიქრსაც აეშალა სევდა უშენობის. საათს ეზარება დროის თრევა ანდა მე აღვითქვამ კადრებს შენელებით ისევ ვეფარები ზამთრის ყინვას დროის გასაყვანად ფერებს ვეფერები. ვფიქრობ გამეპარა საუკუნე დრო კი მეუბნევა მხოლოდ ათი წუთი მე კი უღიმღამო წუთის სიგრძეს ყველა გრძნობის გუშაგს ნატვრად გავუხდიდი . გრძნობებს მოერია უსავსობა შენი სურვილები აგონიად სხეულს ლტოლვები და აშლილობა შენთან ყოფნა რომ აქვს თერაპიად. ძილსაც მოერია უძილობა, თუმცა თვალი ეძებეს ღამეს მე კი გამახევა რა ჯანდაბამ ბრბოში თავს რომ უღმრთოდ ვხრიდე. ვხედავ დაშლილი ვარ ფრაგმენტებად სხეულს ვერ ვაკავებ ერთ გზას ამ დროს აღარ მიკვირს რომ თითებში ლექსი მეძალება სუნთქვად. ისევ მომეძალა ლექსის წერა როგორც დილას, წუხელ, გუშინ ისევ ფხიზლობს ჩემში აგონია რასა უშენობა ერქმის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.