შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სული მსურს (თავი 1)


20-05-2024, 02:22
ავტორი miiaakv
ნანახია 846

-ჩემი აზრით, საერთოდ არ შეესაბამება ეგ ქვედაბოლო შენს მაისურს, რაღაცნაირად მოხუცებულს ჰგავხარ
-ღმერთო ჩემო, რატომ არ შეიძლება რომ უბრალოდ გაჩუმდე ? - იმედგაცრუებულმა გვერდით მდგარ ნიკოლოზს გახედა და მიხვდა, არასდროს შეიცვლება ის ვისაც არ უნდა, რომ შეიცვალოს. ნიშნის მოგებით გაუღიმა მამაკაცს და ისევ სარკისკენ მიატრიალა თავი, რად ერჩის ამ ქვედაბოლოს ? რატომ არ შეიძლება რომ უბრალოდ კომპლიმენტი თქვას ? ნუთუ რთულია ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოიჩინოს მამაკაცურობა ?
ნაღველმორეულ მარინას თვალებზე ცრემლებიღა ადგებოდა, მაგრამ თავს ვერაფრით უყადრიდა სისუსტეს. საკუთარ ანარეკლს ისე მიაჩერდა, თითქოს გონი უნდა დაეკარგა , აღარც თავისი გამხდარი მკლავები, არც სუსტი სახე აღარ მოსწონდა და იაზრებდა, რომ ყოველ დღე იკარგებოდა სადღაც, სიბნელესა და სიცივეში.
მის გვერდით მდგარ ახოვან, მხარბეჭიან ნიკოლოზს თითქოს არაფერი ენაღვლებოდა, ამაყად და უკმეხად ელოდებოდა მარინას თვალებიდან წამოსულ ცრემლებს, არც სირცხვილს, არც სიბრალურს და არც ტკივილს განიცდიდა. მის გულსა და გონებაში ძალიან დიდი ხნის წინ გაჩნდა დირე, ძალიან დიდი, რომელსაც ვეღარაფერი ავსებდა .

ნიკოლოზ მაჭავარიანის დიდებული სახელი ზანზარს სცემდა ხოლმე მთელს ქალაქს, ყველამ კარგათ იცოდა რა ჩაიდინა და როგორ მოიპოვა სახელი.
წლების უკან , ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მისი მამა , ვახტანგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო , შვრებოდა ყველაფერს იმისათვის რომ დაეგროვებინა ქონება, დებდა შეთანხმებებს ეშმაკებთანაც კი, სძალავდა ღარიბებსაც კი.
მისი გარდაცვალების შემდეგ, ერთადერთ ვაჟს დარჩა ბურთიც და მოედანიც , ზრდასთან ერთად იზრდებოდა ნიკოლოზის სისასტიკეც, ზოგჯერ დედამისსაც არ ესმოდა, როგორ თამაშობდა მის ძარღვებში ასე ძლიერ ვახტანგის სისხლი, ყველა ხერხით სცადა ბიჭის ვამოსწორება მაგრამ გონს ვერაფრით მოიყვანა.
თინეიჯერობის ასაკში კი სკოლაში პირველი ხულიგანი იყო, მაგრამ ვერავინ ტუქსავდა, ყველას ეშინოდა მისიც და მისი ბიძიისაც, რომელიც მამობას უწევდა თითქოს .

და მაშინ, როცა ნიკოლოზი სიამოვნებას იღებდა მასწავლებლების ლანძღვითა და განაწყენებით, ორშაბათ დილას , დედამისი სინანულსა და თან სიმშვიდეში ტოცებდა სხეულს, არა საკუთარი ნებით.. არა ავადმყოფობით… არამედ მამაკაცის ხელებში, რომლის თვალებიც უკანასკნელმა მხოლოდ ლეილამ იხილა და მას მერე, ვერავინ გამოიკვლია ვინ იყო, საიდან მოვიდა ? სად
გაქრა მერე.
ნიკოლოზის რეაქცია მძაფრი იყო, ანგრევდა სახლსა და ეზოებს, კედლებსა და კლდეებს, ცრემლებად იღვრებოდა, სული ნაფლეთებად ჰქონდა ქცეული,ერთადერთი ქალი იყო რომელიც უყვარდა
ერთადერთი ქალი იყო ლეილა..
დედამისიც , მისი მშველელიც , მისი ანგელოზიც რომელსაც ჯიუტი და თავხედიც უყვარდა ბიჭი.
მიატოვა სკოლაც, ქალაქიც , სახლ-კარიც და გაქრა…
წლების მანძილზე არავინ იცოდა სად იყო, რას აკეთებდა და რას ჭამდა , ბიძამისი - გელა წლების მანძილზე ეძებდა, მაგრამ რომ ვერ მიაგნო კვალს დანებდა და შეეგუა ბედს.
მაგრამ ზუსტად, ჩვიდმეტი წლის შემდეგ მოულოდნელად ქალაქში აგორდა ჭორი “ ნიკოლოზ მაჭავარიანის მსგაბსი” მამაკაცის შესახებ, რომელიც ჯერ მაღაზიებში, შემდეგ კი პარკში დაინახეს .

მისი დაბრუნება ბევრს არაფერს ნიშნავდა, იქამდე სანამ შურისძიება არ გადაწყვიტა, იქამდე სანამ სისხლის ღვრა არ დაიწყო.
ჯერ არსენიძეების ოჯახს დააცხრა,არავინ იცოდა რატომ .
მერე, დაიწყო ძებნა დედამისის მკვლელის .
ეს ორი ერთმანეთს დააკავშირა ხალხმა და
იყო მითქმა-მოთქმა
“არსენიძეების ოჯახიდან მოკლა ვინმემ?”
“აბა ტყუილად რატომ მიადგებოდა”

საკუთარი სახლის კედლებში ახლიდან გაიდგა ფესვები, უკვე ხანში შესულ ბიძასაც იქვე აცხოვრებდა ოჯახთან ერთად .

და როცა იყო გაწამაწია ნიკოლოზის ცხოვრებაში
მარინას ცხოვრებაში იყო გლოვა .
ეს ორი ერთმანეთს პანაშვიდზე გადაეყარნენ პირველად , მარინა დედ-მამას დასტიროდა, ნიკოლოზი და ოჯახის მეგობარს , უფრო სწორად მამამისის მეგობარ ზურაბს .
არც ისე ადარდებდა ქალს ნიკოლოზის ყოფნა არ ყოფნა, აი ნიკოლოზს კი მარინას ცრემლიანი თვალები მაშინვე დაამახსოვრდა, არ მოსწონდა და არც ესიმპათიურებოდა, მაგრამ გრძნობდა რაღაც საერთოს.
დიდი ხანი არ უვლია კაცს გარეშემო, ნახევარ წელიწადში ხელი ითხოვა ქალის,მარინას ძმამ უჩვრულო თანხმობა განაცხადა .
კი არ უნდოდა გათხოვება, მაგრამ თავის ძმას წინ ვერ აღუდგებოდა, ხმას როგორ ამოიღებდა აბა ..

ქორწილი დიდი გადაიხადეს,ისეთი რომ ერთი წელიწადი ახსოვდათ იქ მყოფ სტუმრებს და არამარტო, ამბობდნენ ლამაზი, სასწაულებრივად უჩვრულო და მდიდრული წვეულება იყოო, თუმცა თვითონ ქორწინება კოშმარს ჰგავდა, ამის შესახებ კი მხოლოდ ორმა იცოდნენ, ნიკოლოზმა და მარინამ.

რატომ შეირთო ცოლად ..
რად უნდოდა მარინა ..
რატომ მაინც და მაინც ის , ვერაფრით იღებდა პასუხს ქალი კითხვებზე.
არ სცემდა, თუმცა სასტიკი იყო, ცივი და უგულო ქმარი, ზედ არ იკარებდა ქალს, თითქოს შინაური ცხოველი ჰყავდა სახლში.

___________

- პალტო მოიცვი, როდემდეღა უნდა იდგე სარკის წინ - ღრმად ამოისუნთქა ნიკოლოზმა და თვალები გადააყრიალა.
მარინამ უკომენტაროდ დატოვა, ისედაც ცუდ ხასიათზე გაიღვიძა და არ უნდოდა უარესად გაეფუჭებინა განწყობა ქმრის გამო, კარადიდან კრემისფერი პალტო გამოიღო და ფრთხილად მოისხა მხრებზე
- დიდ ხანს უნდა გავჩერდეთ იქ ?
- რამდენ ხანსაც მოითხოვს სიტუაცია,და მარინა უმორჩილესად გთხოვ, გაიღიმე - ირონიულად გაიღიმა კაცმა - გაიღიმე გესმის ?
- ვგავარ შენს დაქირავებულ მოსამსახურეს ? -უხეშად უპასუხა მარინამ
-ჩემს მეუღლეს გავხარ და მინდა, რომ ვახშამზე მაგ მოღუშული სახით არ იჯდე
- რთულია კაცმა იცხოვროს შენთან და არ მოიღუშოს , ყველაზე სასიამოვნო ქმრების სიაში არ წერიხარ - ტანში გასცრა მარინას, ერთი სული ჰქონდა როდის გაეყრებოდა ნიკოლოზს . ჯერ არავინ იცოდა, რომ გეგმაში განქორწინება ჰქონდა, ამ აზრს თვეების მანძილზე ალაგებდა ქალი, საიდუმლოდ ჰქონდა გულსა და გონებაში.

ვახშამზე ნიკოლოზის მეგობრის ოჯახში იყვნენ დაპატიჟებულები, არც ისე ძალიან მოსწონდა ქალს ამ სახლში მისვლა, მაგრამ სხვა გზა თითქმის არასდროს ქონდა. უზარმაზარ მისაღებში ყოველთვის გიორგის მეუღლე ესალმებოდა
ხოლმე, მაგრამ რაც მარიამი გარდაიცვალა მას შემდეგ აღარც ყოფილან, სახლი თითქოს ცარიელი მოეჩვენა მარინას, დიდად არ მეგობრობდნენ მაგრამ მაინც გული შესტკიოდა.
-აქეთ მობრძანდით - დამხმარე ქალი გაუძღვა წყვილს წინ
- ოჰ- ხელებგაშლილი გიორგი პირდაპირ ნიკოლოზისკენ გამოემართა - როგორ გიკითხო?
- კარგად ვარ კარგად, შენ როგორ გიკითხო?
-არამიშავს რა, აგერ მევალეები იყვნენ გუშინ -სახე მიატრიალა მარინასკენ - შენ როგორა ხარ მარინა?
-კარგად - მოკლედ მოიშორა თავიდან ქალმა
-მოდით დასხედით აქ- მაგიდასთან მიიწვია გიორგიმ სტუმრები
მარინა გონება გაფანტული ჯერ ნახატებს, მერე ჭერს მიაჩერდა, საერთოდ არ აინტერესებდა ქმრისა და მისი მეგობრის დიალოგი
“ ნეტავ თუ მომძებნის როცა გავიპარები?”
უხერხულად შეიშმუშნა და ნიკოლოზისკენ გაიხედა , წარმოდგენაც კი აშინებდა იმის, თუ რის გაკეთება შეეძლო მის ქმარს
კარგად მიეყრდნო სკამის საზურგეს, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა თუ როგორ ზის მის წინ ლევანი …
ოხ, ლევანი…
უყვარდა ძალიან ..
ძალიან მოსწინდა ლევანის სუნი, ხმა და ღიმილი
სწორედ ამ მამაკაცთან ერთად ჰქონდა ჩაფიქრებული გაქცევა , ჯერ კიდევ წლების წინ შეუყვარდა ლევანი, მაგრამ გათხოვდა თუ არა კონტაქტი გაწყვიტა, მერე კი ისევ შეხვდა …

- და რომ მიყვარხარ რა ვქნა ?
- დამივიწყე
- არა

თვეების მანძილზე ატრიალებდა გონებაში დიალოგს…

- და რომ გავიპაროთ ?
-არა, რას ამბობ ნიკოლოზი დაგვხოცავს

მერე კი ისევ ახსენდებოდა თავის ქმარი….


_________
-მარინა- ნიკოლოზმა წიგნი გადადო გვერდზე
- ხო
- ეს ბოლო პერიოდია ჩაფიქრებული ხარ
- არ შეიძლება ?
- შეიძლება მაგრამ ვგრძნობ რომ რაღაცას მალავ
- ავადმყოფი ხარ - მის წინ ჩამოჯდა მარინა
-იმედია - ხმადაბლა უპასუხა ნიკამ და ისევ წიგნს დაავლო ხელი
-რატომ მომიყვანე ცოლად ? - ნიკოლოზმა ისევ გადადო წიგნი გვერდზე
-არ მოგბეზრდა ?
-ლამაზი ვარ … მსმენია, მაგრამ ამ პასუხს ვერ ვიღებ

- აბა რაზე ლაპარაკობთ? - მისაღებში გაისმა გელას ხმა
- მაინტერესებდა პასუხს თუ შეცვლიდა - გაიცინა მარინამ
- აააა , ისევ ქორწინებას განიხილავთ?
- ზოგჯერ მეც კი მაინტერესებს რატომ - ფეხზე წამოდგა ნიკოლოზი და გელას გაერიდა ..

თავის ოთახში გამოიკეტა, საწოლზე წამოწვა და მზერა ჭაღს გაუსწორა , გონებაში ატრიალებდა მარინას სიტყვებს, გრძნობდა რომ ეზიზღებოდა ქალს, იცოდა როგორც სძულდა, მაგრამ მარინამ არცნკი იცოდა
რა ძლიერი იყო ნიკოლოზში მისადმი სიყვარული, ვნება და ღელვა..
ამას ვერ იტყოდა ..
ამას ვერავისთან და ვერასდროს იტყოდა …

სანამ ფიქრებში წასული ნიკოლოზი გაუნძრევლად იწვა საწოლზე, ოთახში მარინამაც მოასწრო შესვლა, ცოტა ხანს მიაშტერდა მამაკაცს, მერე ზურგი აქცია და გახდა დაიწყო, ხმაურზე ნიკოლოზი შეიშმუშნა , თვალები დახუჭა და გადატრიალდა .
ქმრის გვერდით წამოწვა და საბანი წამოიფარა , გონებაში ლევანი უტრიალებდა მხოლოდ, სწორედ სამ დღეში უნდა ენახა, ბედნიერებას ძლივს მალავდა,თუმცა ეშინოდა კიდეც ზოგჯერ .

- შენ რომ ცოლად არ მოგეყვანე …- ხმადაბლა აღმოხდა
-ვიცი.. მე რომ არ მომეყვანე ცოლად,ლევანის ცოლი იქნებოდი ახლა
-კი
-გინდა თავისუფლება მოგცე ? -თავი წამოწია ნიკოლოზმა
-რა ? - დაიბნა მარინა
-წასვლა გინდა-თქო? - გაიმეორა
-რატომ მეკითხები ამას
-ალბათ იმიტომ რომ გეგმავ - გაეცინა მამაკაცს .
- რა ?
-ყველაფერი ვიცი
- რა ?
- ლევანი ახლა მკვდარია , შეგიძლია შენც თავიაუფალი იყო….. აწი - თითქმის ჩურჩულით ულასუხა ქალს და ხელები გულზე დაილაგა - ცხოვრებაში ორი წესი არსებობს მარინა , პირველი - ნუ შეევრძოლები იმას , რაც შენზე ძლიერია და მეორე- თავისუფლებას მხოლოდ ძლიერები პოულობენ , ხომ ხვდები ..



№1 სტუმარი კიიი

აიიი.... საოცარი სიუჟეტიაა ველიიიი ახალ თავსსსს

 


№2 სტუმარი Eku

Xoar ghadaaaaaob ?? Shemdegi gvinda

 


№3 სტუმარი მარ

კაეგია. ცოტა პატარა თავია. ხშურად დადე. და გელოდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent