შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე - ორი [ თავი VII ]


23-05-2024, 00:57
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 1 092

#7
მსგავს რეაგირებას საკუთარი თავისგან არ ველოდი. მე, ხომ, ასეთი არ ვიყავი…
ყოველთვის მქონდა გარკვეული იმიჯი საკუთარ თავთან. თეთრი და ფუმფულა გოგო ვიყავი, რომელიც სიკეთის უმაღლესი გამოვლინებით იყო გაჟღენთილი. უნდა ვყოფილიყავი “კარგი” ამ სიტყვის მაქსიმალურად დადებითი არსით.
საუკეთესო მოსწავლე, შვილი, უფროსი და, სტუდენტი, მეგობარი, შეყვარებული….

“ორიანი მიიღე? ახლა გასწავლი მე შენ ჭკუას!”
“ჭურჭელი არ დარეცხე? მხოლოდ ეს დაგავალე და ესეც ვერ გააკეთე, ინვალიდი ხარ?”
“რა სულ არაფერი იცი, როცა დავალების გაკეთებაში დახმარებას გთხოვ!”
“ნიკე, რეფერატი გადამაწერინე, რა!”
“უი, გუშინდელი სთორი? ხო, ასე გამოვიდა, რომ წავედით, ძალიან სწრაფად მოხდა, თორემ დაგიძახებდით შენც!”
“სხვა ქალები უთმენენ კაცებს, შენ ესეც არ შეგიძლია!”

საკუთარი ინტერესების ხარჯზე შემეძლო ირგვლივ მყოფი ადამიანებში აღმეძრა ის შეგრძნება, რომ ვიყავი საოცრად კეთილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის დაეხმარებოდა მათ, თავის მხარს შესთავაზებდა საყრდენად და გამომდიოდა კიდეც. იდეალურად ვქმნიდი ამ საოცრად მიმზიდველ და უმაღლესი ხარისხის ღვინოსავით მათრობელა ილუზიას, რომელიც ნარკო’ტიკივით იზიდავდა ადამიანებს და ისინი ჩემზე დამოკიდებულნი ხდებოდნენ. ჟანგბადის ატომებივით ვიყავი მათთვის, რომელთა გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. ცივი წყალივით უდაბნოს გავარვარებულ დიუნებში და ძილივით, რომლის გარეშეც ადამიანი ჭკუიდან შეიშლებოდა…
ჰო, ვთამაშობდი. მაგრამ რა იცოდნენ, რომ მათ საჭიროებას მე ბევრად უფრო მძაფრად ვგრძნობდი, ვიდრე ისინი ჩემსას. ყოველთვის მჭირდებოდა სხვა იმისთვის, რათა მეგრძნო, რომ რაღაცად ვღირვარ. მთელი ჩემი რაობა მთხოვდა ყოველ ჯერზე მემტკიცებინა მისთვის, რომ ფასი მაქვს.
და ამ ირაციონალური იდეის დევნაში ვერ შევამჩნიე, რომ სინამდვილეში სრულიად გავუფასურდი…
წითელი, ლოყებღაჟღაჟა ვაშლი, რომელიც შიგნიდან დალპა - აი, ვინ ვიყავი სინამდვილეში.
მაგნიტივით მიმიზიდა სარკის პრიალა და გლუვმა ზედაპირმა. თითის წვერებით შევეხე და გაუგებარმა ჟრჟოლამ ამიტანა. ეკლებმა დამაყარა ხერხემლის გასწვრივ და თმები ყალყზე დამიდგა.
ქუთუთოები დავაშორე ერთმანეთს და დრო შენელდა. არსაიდან მესმოდა შემაძრწუნებელი ხარხარი და შიშის ხითხითი ადრენალინის მოლეკულების სახით მოედო ჩემს სხეულს. თუმცა არა… ეს არ იყო მხოლოდ შიში. როგორც კი თვალი თვალში გავუყარე საკუთარ თავს, საზარელი ღიმილიც დავლანდე, რომელიც უაღრესი ბოროტებისა და ცინიზმის დაუღალავი ცეკვის სიმბოლოდ აღბეჭდილიყო ჩემს სახეზე.
შიში შეერწყა სიამოვნების ექსტაზს, რომელიც დაძრწოდა ჩემს ორგანიზმში და თავი ყველაფრის ბატონ-პატრონი ეგონა. განა, არ იყო? თითოეული ემოცია იბრძოდა ჩემში პირველობის მოსაპოვებლად, მე კი უბრალო დამკვირვებელი ვიყავი. მტვრის ნაწილაკებად დაშლილი ნიკე, რომელიც კარგად შეფუთული, უგემური კანფეტი იყო.
ყველაფერში არ ცდებოდა ლექსო. მართლა ვთამაშობდი, ოღონდ იმ სცენარით არა, რომელიც ჩემმა დამ გადაწყვიტა.
სინამდვილეში მისი გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში, ჩვილი ბავშვის პირველ ჩასუნთქვას ჰგავდა. ბოროტულად გამიხარდა, რომ მარტო არ ვიყავი ამ სიყალბის შეგრძნებასთან, როცა საკუთარ ანარეკლს ვუმზერდი.
მზერა ამემღვრა და სარკეში მეორე ადამიანი გამოჩნდა.
ჩემი იდენტური ტყუპი…
შეხებაც კი ვიგრძენი… ვიგრძენი როგორ მომეკრო ზურგზე და მხრებზე მომეხვია. ბუმბულივით მსუბუქი, ფარფატა სხეული ჰქონდა. თხელი, თლილი თითები და გამოკვეთილი ლავიწის ძვალი, რომელსაც ნებისმიერი ფოტოგრაფი დახამდებოდა. საოცრად ლამაზი იყო, ჩემი დის მსგავსად.
ლოყა ლოყაზე მომადო და სარკეში ახლა უკვე გვერდიგვერდ ორი ერთნაირი სახე აირეკლებოდა. ისიც იღიმოდა და მეც. ერთადერთი, რაც განგვასხვავებდა ერთმანეთისგან იყო მისი სისხლით სავსე თვალები…
- აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე! - გაფერმკრთალებული დიდრონი ტუჩებით ყურის ბიბილოზე შემეხო, მისმა ჩურჩულმა კი კედლები ააზანზარა და მე აღვიგზენი. კიდურები დამიბუჟდა, დროსა და სივრცეს ვეღარ აღვიქვამდი. გავხევდი. მოძრაობა ყოვლად შეუძლებლად მესახებოდა, შენელებული კადრები ამძაფრებდნენ შეგრძნებებს, ფეხებშორის წარმოქმნილი მძლავრი პულსაცია კი უფრო და უფრო მახელებდა. ვცდილობდი იმიჯის დაბრუნებას, მაგრამ არ დამანება. - შეხედე! - თითი სარკეს მიადო. ჩემს ანარეკლს ეხებოდა, მე კი ფიზიკურ შეხებას ვგრძნობდი. შუბლის გასწვრივ, ცხვირზე, შემდეგ კი ტუჩებზე ჩამოატარა საჩვენებელი… ჩემს შიგნით არსებული ყველა ემოცია ერთდროულად აჯანყდა და სულისა და სხეულის დამორჩილება უკვე შეუძლებელი გახდა. - შეხედე! - ჩურჩულებდა იგი, მე კი მზერას ვერ ვწყვეტდი საკუთარ თავს. გულის ბაგაბუგი, რომელიც მესმოდა და სისხლის გაშმაგებული მოძრაობა, რომელსაც ინტენსიურად ვგრძნობდი, შესუსტდა, ბოლოს კი სულაც ხმაურიანმა სიჩუმემ დაისადგურა… მხოლოდ მისი მაჰიპნოზირებელი ხმა მესმოდა. მხოლოდ მე და ის ვიყავით ამ სამყაროში. სხვა არაფერი არსებობდა. - ეს შენ ხარ! - აგრძელებდა გზას. ყელს ჩამოუყვა და მკერდსშუა მოექცა. ღრმა სუნთქვას კვნესა ერთვოდა თან. - ყველგან შენ ხარ! - მუცელს მიუყვებოდა. - ნამდვილი ხარ! შენ ხარ სამყაროს ცენტრი! - გენიტალიებს მიუახლოვდა და პულსაციამ იმატა. სუნთქვა გამიხშირდა და გავარვარებული ლავასავით ჩამეღვარა ორგანიზმში აჟიტირება. - მე შენ ვარ! - ბოლო შეხება და ორგაზმის ტალღამ ატომური ბომბივით იფეთქა ჩემში. სხეული ამიცახცახდა სიამოვნებისგან და თვალები ავატრიალე.
მიტოკავდა ორგანიზმი, მასთან ერთად კი ყოველი გრძნობა, რომელიც ოდესმე განმიცდია. გულისამაწვრილებელი სიცილი ამიტყდა. რა საოცარი, შემაძრწუნებელი და აღმაფრთოვანებელი შეგრძნებაა იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ!
ავივსე და დავცარიელდი, ერთდროულად. გავაცნობიერე, რომ არც ერთი ჩემი სიტყვა თუ ქცევა ყალბი არ ყოფილა, ყველა მე ვარ.
ყველა ფერი მე ვარ!

- ნიკე, ნიკე, გამოფხიზლდი! ნიკე! - სახეში მირტყამდა ანა და ხელისგულებს მიზელდა.
- კაი, კაი, გეყო… - ხელი ავუქნიე და ვერ მოვზომე. იატაკს მივარტყი და მეტკინა. - აი, აი, აი…
- ხო, ახლა მჯერა, რომ ცოცხალი ხარ. ასე უნდა შემაშინო, ქალო? რა მოხდა?
- რანაირად შემოხვედი? - წარბი ავწიე და ეჭვის თვალით შევხედე.
- რანაირად და საკეტი გავტეხე ყურის ჩხირით! გამობრდღვნილი გქონდა შემოსასვლელი კარი, დაძებნე ყველაფერი, იქნებ, ქურდს შეეცოდე და ორი ლარი გაიმეტა! - აქოთქოთდა ანა.
- კაი, გავიგე. - ვთქვი და წამოვდექი.
- შენ რაღაც ჯანზე ხარ იმის კვალობაზე, რომ გულწასული ეგდე. - ახლა ეჭვის ანცი ქვეშევრდომები ანას სახეზე ხტოდნენ წინ და უკან.
- ჰო, მეც მიკვირს. - ვუთხარი და გავიკრიჭე.
- რამე მოხდა?
- რა უნდა მომხდარიყო?
- ასეთ დროს კიბეზე ზის ხოლმე.
- ვინ?
- რა ვინ, ერთი თვეა არ მოშორებია შენს კარს. - ხელები გულზე დაიკრიფა.
- წარმოდგენა არ მაქვს, ვისზეა საუბარი. - მხრები ავიჩეჩე და ტუმბოზე დადებულ წყლის ბოთლს დავწვდი.
- შენ ან თავი დაარტყი, ან… ლექსოზე ვამბობ, ლექსოზე. - ლამის, ყურში ჩამყვირა.
- ეგ ვინაა? - უცოდველი კრავის როლის თამაში იდეალურად გამომივიდა.
- როგორ თუ ვინაა, ამნეზია გაქვს? ლექსო!
- ეგ ვინაა-მეთქი? - ცალყბა ღიმილი დამთამაშებდა სახეზე.
- რამე უქენი? - ანას სახეზე შიშის ლანდმა გაირბინა.
- კიდევ ერთხელ გეკითხები, ვის? - სიგარეტს მოვუკიდე.
- არავის. არა, არავის. - ცივმა ოფლმა დაასხა ანას. დაცვარულ შუბლზე და წარმოქმნილ ნაოჭებზე ეტყობოდა, რომ შფოთვამ ბორკილები დაადო მას. მე კი შემეცოდა იგი ამგვარი ემოციისთვის, ამიტომ ვუთხარი.
- მაქსიმეს ბედი არ გაუზიარებია, ნუ ღელავ. - ხელი ავუქნიე და ანამაც ამოისუნთქა.
- კარგა ხანი გავიდა… - ბლუკუნით ამოთქვა ანამ.
- ჰო…

მაქსიმე ჩემი პირველი შეყვარებული იყო. სამ წელიწადზე მეტი ვიყავით ერთად და ბედნიერად თავი მასთან არც ერთხელ მიგრძვნია. რატომ ვიყავი მასთან? დაბალი თვითშეფასება, რომელსაც ვკვებავდი იმ ადამიანის ხარჯზე, რომელსაც ნარცისიზმი სისხლში ჰქონდა. და როგორც სჩვევიათ ხოლმე, ისინი შთაგაგონებენ, რომ ყველაფერს შენთვის აკეთებენ, რათა შენ იყო კარგად, რადგან თავად არაფერი შეგიძლია, ის კი შენი მხსნელი და ძალიან მაგარი ადამიანია, რადგან შენნაირ უგუნურზე ხარჯავს დროს. შენ კი ფიქრობ, რომ რადგან ამდენად კარგმა ადამიანმა შენ მოგაქცია ყურადღება ე.ი. რაღაცად ღირხარ.
ჰო, სულელი ვიყავი. იმ დონემდე, რომ მის სისტემატიურ ძალადობას ვამართლებდი იმით, რომ ის ამას ჩემთვის აკეთებდა. ფაქტობრივად, დედაჩემის ბედი გავიზიარე, თუმცაღა მაშინ გეტყოდით - “ეს სულ სხვაა, სხვა სიტუაციაა და ასეა საჭირო”.
სრული აბსურდი!
სამი წელიწადის განმავლობაში არ გათენებულა ისეთი დღე, როცა სხეულზე ერთი ჩალურჯება მაინც არ მქონოდა.
ანას აურაცხელი მოწოდებისდა მიუხედავად, ჯიუტად ვაგრძელებდი მცდელობას, რომ მაქსიმე იმ ჭაობიდან ამომეყვანა, რომელში ნებივრობაც მისთვის სიამოვნება იყო და არა ტანჯვა. მანიპულირებდა სისუსტით, თავისი წარსულით, რომელიც ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ იყო. თუმცა ფაქტი იმაში მდგომარეობდა, რომ ის არც კი ცდილობდა ემუშავა საკუთარ თავზე, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. პირიქით, ამდაბლებდა სხვებს, რომ თავად გამოჩენილიყო მათზე უკეთესი.
მასაც ჩემსავით სჭირდებოდა სხვები, რათა თავისი ღირებულება დაენახა. მაგრამ რეალურად, გახვრეტილი “ხუთკაპიკიანის” ფასიც კი არ ჰქონდა.

- შენ თუ კიდევ ერთხელ გაბედავ და ხელს ასწევ დედაჩემზე, მე მე არ ვიყო, ჩემი ხელით ყელი თუ არ გამოგჭრა! - ბრაზისა და მრისხანების მძლავრი ნაკადისგან სხეული მიცახცახებდა, თუმცა სიამოვნება მაინც ვიგრძენი, როდესაც მის სახეზე ამოვიკითხე დაუძლეველი შიში - სიკვდილის შიში. ეს აღარ იყო ის კახა, რომელიც დარწმუნებული იყო თავის სისწორეში და ფიქრობდა, რომ ყოველთვის თავისას გაიტანდა. ეს იყო პატარა, გასრესამდე მიყვანილი ტარაკანი, რომელმაც იცოდა, თუ კიდევ ერთხელ დააშავებდა, მას ბოლომდე გასრესდნენ და მისი მზე საბოლოოდ ჩაქრებოდა.
- ტაფა დადე, ნიკე. - ათრთოლებული ხმით მითხრა.
- აღარასოდეს გავიმეორებ ამას, შემდეგში უკვე გაუფრთხილებლად გადავალ მოქმედებაზე. - სახეში შევაფურთხე სიტყვები და ტაფა მისი მისამართით ვისროლე.
კისრისტეხით გამოვიქეცი სახლიდან ისე, რომ დედაჩემზეც არ მიფიქრია და მაქსიმესთან ავედი.
- მართალია მამაშენი, არაა საჭირო ქალი დატრაშუნობდეს დაქალებში საჭორაოდ. - გალეშილი მთვრალი იყო და ჭიქა ეჭირა ხელში. - შენ კი ხარ ყოჩაღი, რომ დედა დაიცავი, მაგრამ კაცს ეგრე არ უნდა ელაპარაკო, ჩემთან ეგეთები არ გაგივა! - ტონს აუწია და შემომიბღვირა.
- აჰაა! - ვიგრძენი მრისხანების თარეში სისხლძარღვებში და მზერა დამებინდა.
მხოლოდ ის მახსოვს - როგორ დავტაცე ხელი მაგიდაზე მდგარ ბოთლს…
ანას კივილმა მომიყვანა გონს. ჩამუხლული ვიჯექი მაქსიმეს გვერდით იატაკზე, ანა კი მას უმზერდა და შემაძრწუნებლად კიოდა.
- ნიკე! შენ, რა, მოკალი?!
- მოვკალი?! - თვალები გამიფართოვდა და ანას შევხედე. მუშტად შეკრული ხელები დასისხლიანებული მქონდა, მინის გატეხილი ბოთლი კი ჩემ გვერდით ეგდო. - მოვკალი?! ვინ? ვისზე ამბობ? - მზერა მაქსიმეზე გადავიტანე.
- მაქსიმეზე ნიკე!
- ვინ არის მაქსიმე? - ანას შევხედე. სახეზე ფერი არ ედო და მთელი სხეული უცახცახებდა.
- ეს, ეს არის მაქსიმე! - გაშლილი ხელით მიმითითა.
- წარმოდგენაც არ მაქვს, ვისზეა საუბარი. - ოცდათორმეტივე კბილით საზარლად გავუღიმე ანას.
ის არ იყო მკვდარი. პირველმა დარტყმამ იგი გათიშა, შემდგომი დარტყმები კი სასიკვდილო ნამდვილად არ იყო.
ვერ აღიარა, რომ ქალმა სცემა და ქურდის ისტორია გამოიგონა, რათა არ შერცხვენილიყო ხალხში. თუმცა არ ვიცი, რა ბედი მეწეოდა, მაქსიმე მთვრალი რომ არ ყოფილიყო. ალბათ, მკვლელობა მოხდებოდა და მკვლელი მე ნამდვილად არ ვიქნებოდი…

- ანუ, გამოდის ვერ გაგიყვეს და შენ ეს მოისმინე? - წამოიწყო საუბარი ანამ, როცა სიმშვიდე მოკალათდა მისი სახის თითოეულ ნაკვთზე.
- ჰო. თავი ერთსაც და მეორესაც ჩემი ბატონ-პატრონი ჰგონია. - ხელი ავიქნიე და ყავის პირველი ყლუპი საყლაპავში სიამოვნებით გადავუშვი.
- ნიკა არაა ცუდი ბიჭი. - ცალი თვალი მოჭუტა ანამ.
- ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ საკუთარ თავზე ზედმეტს იღებს. დედა ტერეზას როლი მოირგო და თავის ინტერესებს ერთ ადგილას იკეთებს.
- მესმის, თუმცა რაღაც მხრივ მართალია. ახლა რომ დაეწყო შენი შებმა, არც ისე სწორი საქციელი იქნებოდა ეგ.
- საქმე იმაშია, რომ თუ გადაწყვიტე, რომ შენს ინტერესებს ხაზი უნდა გადაუსვა, მაშინ ბოლომდე უნდა გაჩუმდე. მეზიზღება ეს შუაში გაჩხერილი მდგომარეობა. - ტუჩი ზიზღის დაკრული ნოტების რიტმში ამიცახცახდა.
- არ ვფიქრობ, რომ ეს იმდენად დიდი ტრაგედიაა, რომ ხაზი გადაუსვა. - მხრები აიჩეჩა ანამ.
- ხაზის გადასმაზე აქ არავინ საუბრობს, წარმოდგენა შემეცვალა ამ ადამიანზე. ესაა და ეს.
- ხომ ხვდები, რომ უმადური გამოხვალ. - თვალი თვალში გამიყარა ანამ.
- გაქნეულზე რომ არ მეკიდოს, ალბათ, სინდისი შემაწუხებდა. თუ ადამიანი რაღაცის გულისთვის აკეთებს სიკეთეს, მის სიკეთეს ფასი არ აქვს.
- მაგრამ ყველას უნდა, რომ დაუფასდეს მაინც და ადამიანი ხედავდეს მის გაკეთებულს. - პატარა გულუბრყვილო გოგოს მაგონებდა.
- ძალიან კარგად ვხედავ და უაღრესად მადლიერი ვარ, რომ ასე დამეხმარა. ბევრჯერ თავისი ხელითაც უჭმევია კიდევ ჩემთვის, რასაც ზოგი მშობელი დედა არ გააკეთებს. თუმცა ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლებას არ მივცემ არავის. მას უნდა თავი გამოიდოს, ვითომდა ჩემი კეთილდღეობისთვის ლექსოსთან ერთად, მაგრამ არ ითვალისწინებს ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩემს აზრს. - ლამის, დუჟმორეული ვუმტკიცებდი მეგობარს.
- ერთი მხრივ ფატალური შეცდომაა, მაგრამ მეორე მხრივ ისევ შენზე ფიქრობს და შენი კარგად ყოფნა უნდა.
- ამართლებ?
- არ ვამართლებ, თუმცა მთლად ისიც არ მგონია, რომ თოჯინად აღგიქვამს და უნდა, რომ გმართოს.
- არც მე მინდა ეგრე ფიქრი. - თვალები ხელისგულებით მოვისრისე და მაგიდას ჩავაშტერდი.
- ნიკ…
- ჰმ? - წარბს ქვემოთ ავხედე.
- რას გრძნობ ლექსოს მიმართ?
- მოულოდნელი კითხვაა.
- პასუხი?
- ზიზღით არ მეზიზღება, უფრო ვბრაზობ, რომ ამდენი გაბედა.
- გიყვარს? - ახლოს მოიჩოჩა და სახეში ჩამაშტერდა.
- არა. უკვე კარგა ხანია არა. - თავი გავაქნიე.
- ნიკა?
- რა ნიკა?
- ნიკას მიმართ რას გრძნობ?
- იგივეს, ვბრაზობ, რომ ასე მოიქცა.
- გიყვარს?
- ვინ?
- ნიკა.
- ნიკა?
- ჰო, ნიკა…
- რამდენჯერ უნდა გაიმეორო მისი სახელი?! - გავღიზიანდი და სიგარეტს მოვუკიდე. - მიმზიდველია, ფაქტია. პატარა ღლაპი რომაა, ესეც ფაქტია. თვალები რომ აქვს კოსმოსივით, კულულები ხავერდივით და სურნელი ტვინს რომ აგირევს ეგეთი, ესეც ფაქტია. მეტი რა გითხრა?
- მითხარი, გიყვარს? - ჩამაჯინდა ანა.
- რატომ მეკითხები? ეგ კი არაა მნიშვნელოვანი, ისაა მთავარი, რომ ჩემი და თბილისში დატრაშუნობს, ჩემზე იცის და ხმას არ იღებს. - ცოფების ყრა დავიწყე, მაგრამ ანა რის ანა იქნებოდა, ამით რომ შეშინებულიყო და უკან დაეხია?
- გიყვარს?!
- არ ვიცი! არ ვიცი, გაიგე?! რომ მეხება, გამოშტერებული ცამეტი წლის გოგოსავით ვბლუკუნებ! რომ იღიმის, ვდებილდები და უბრალოდ, მინდა, რომ ვუყურო. ნერვებს რომ მიშლის, მინდა მოვკლა, როცა არ მიშლის, მინდა, რომ მომიშალოს, რომ მერე მოვკლა! - წამოვხტი და მთელი სხეულით ვლაპარაკობდი.
- გასაგებია. - კმაყოფილი, ეშმაკი მელას ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე ანას.
- რა არის გასაგები? - მივვარდი და მხრებში ჩავაფრინდი.
- გიყვარს. - ხითხითებდა ანა.
- არ მიყვარს. - ვაჯანჯღარებდი, ის კი იცინოდა.
- გიყვარს, გიყვარს.
- ანა!
- ნიკასაც მოსწონხარ, ხომ ხვდები?
- თავი გამანებე, ბუდას გაფიცებ, რა!

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ლექსოს ვეჩხუბე და ნიკას ვაგრძნობინე, რომ ის ჩემგან ლექსოზე შორს იყო. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც არც ერთი მინახავს, არც მეორე.
ნიკა საფრანგეთში გაემგზავრა თავისი დისა და დედის მოსანახულებლად.
როდის ჩამოვიდოდა არ უთქვამს და არც მე მიკითხავს მისთვის.
კომუნიკაცია არ გვქონია, სოც. ქსელში აქტიური არ იყო და მეც დრო მჭირდებოდა ყველაფრის გადასახარშად.
ლექსოს არარსებობას ჩემს ცხოვრებაში ნიკა მივსებდა თავისი მუხტითა და ენერგიით, რომელსაც აქტიურად ასხივებდა და ყველაფერს ავსებდა ჩემ ირგვლივ. თუმცა ახლა არც ლექსო იყო, არც ნიკა…
სიცარიელემ შეავსო ყველა კუთხე-კუნჭული ჩემს რაობაში და მარტოსულობა მოკალათდა ჩემს სასთუმალთან. ერთგული მეგობარივით იყო, რომელიც კუბოს კარამდე გამომყვებოდა და საიქიოშიც არ დამტოვებდა. ამ პერიოდს კი სიმბოლურად წვიმიანი ამინდები დაემთხვა. ზეცა დევნიდა თავის ქვეშევრდომებს დედამიწის დასალაშქრად, თუმცა არ იცოდა, რომ დედამიწის სიკეთე მარტივად თაფლავდა წვიმის პაწია ჯარისკაცებს და ნავსაყუდელს სთავაზობდა მათ. რაზეც ზეცა უარესად ბრაზდებოდა და ელვის ღმერთს სთხოვდა დახმარებას, აქაოდა ღალატის მსხვერპლი გავხდიო.
მე კი ანც ფიქრთა კასკადის წინააღმდეგ მარტო ვიყავი… რას ვგრძნობდი ამ პატარა ბიჭის მიმართ? ვერ ვხსნიდი. მახსენდებოდა მისი მიმიკა, ჟესტები, ქცევები… მონატრების კლანჭები იმდენად ღრმად ჩაესო ჩემს ცნობიერებას, რომ ფიზიკურ ტკივილსაც ვგრძნობდი.

- შოკოლადი მაინც ჭამე, ბებერო!
- თავი დამანებე, ღლაპო, არ მშია!
- შენ არა, მაგრამ შენს ტვინს შია, ვერ ხედავ უკვე გლუვდება მისი ზედაპირი, სასიცოცხლო საწვავზე უარს რომ ამბობ! - ამბობდა და სნიკერსს მჩრიდა პირში.
- მორჩი ჩემს გაპარტახებას, ვის აქვს აქ გლუვი ტვინი!
- სოს, სოს, გამოიძახეთ დეიდა გლუკოზა, თორემ დეიდა ნიკელოზს თითქმის ყველა ნაოჭი გაუსწორდა, ვეღარ ხვდება ვის უგლუვდება ტვინი! - რუპორის იმიტაციას აკეთებდა და ჩემგან კარგა გვარიანი მუჯლუგუნიც მიიღო.
- სოს, დეიდა გლუკოზა, ბარტყი ნიკოლოზი თქვენს დახმარებას მეტად საჭიროებს. საუბრისას საფრთხის განჭვრეტის უნარი დაკარგა! - ნიშნისმოგებით ვუთხარი და გავიჯგიმე.

გაფუჭებული ფირივით ვატრიალებდი გონებაში დიალოგს, რომელიც მოვისმინე და ნელ-ნელა აზრი, რომ ნიკა დამნაშავე იყო, ცამტვერდებოდა. ვცდილობდი მტკიცედ დავმდგარიყავი და არ მიმეცა საშუალება ემოციისთვის ჩამოენგრია კედელი, რომელსაც ვაშენებდი ჩემსა და ნიკას შორის, თუმცა რამდენად გამომდიოდა - არ ვიცი. მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ თუ ყველაფერი ისე დარჩებოდა, როგორც აქამდე იყო, ჩემს სიტყვას აღარ გადავიდოდი. საკმარისი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, როცა თავადვე დავთმე ჩემი პრინციპები სხვათა გამო. რამდენჯერაც ეს გავაკეთე, იმდენჯერვე კისერი მოვიტეხე და აღარ მსურდა ძლივს შეხორცებული ჭრილობების ისევ გახსნა.
ანასთან საუბარმა ლომის წვლილი შეიტანა იმაში, რომ ასწლოვანი მუხის მსგავსად მყარად მდგომი ჩემი აზრი შერყეულიყო. მწერივით შემომიძვრა იგი კანქვეშ და ფუღუროს კეთება დაიწყო. ყველა არგუმენტს, ყველა სიტყვას თუ ბგერას ღრღნიდა და უგზოუკვლოდ აქრობდა.
თვალები მივლულე და ვცადე ძილის სამყაროსთან შერწყმა. კარგა ხანი იყო, რაც ინსომნია ცდილობდა დავეტანჯე, მაგრამ იმ იმუნიტეტს, რომელიც ფორმირდა ბოლო დროის მოვლენებიდან გამომდინარე, ვერ ძლევდა და მეც ჩამეძინა.
თუმცა მალევე მხარზე შეხება ვიგრძენი და მსწრაფლ გამოტყორცნილმა ადრენალინმა მომენტალურად გამომაფხიზლა. გვერდზე გავიხედე და ნიკას სახე დავლანდე. თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა, ზედა ტუჩი პეპლის ფრთასავით უთრთოდა, ხოლო ჩვეულებრივ გავარვარებული ხელები, ყინვაში გათოშილს მოგაგონებდათ.
- ნიკე…
- აქ რას აკეთებ? - ტუჩები ერთმანეთს დავაშორე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ხმა სივრცეში არ გაჟღერებულა.
- ნიკე…
- …
- ნიკე, გთხოვ.
- …
- ნიკე!
- ნიკა! - ადგილს ვიყავი მილურსმული. მთელი ჩემი არსებით ვცდილობდი თითი მაინც ამემოძრავებინა, თუმცა ამაოდ. სხეული ერთ უზარმაზარ ციხედ იქცა ჩემთვის, რომლის მკვიდრი მხოლოდ მე ვიყავი. კარცერში გამოკეტილს ვგავდი, სადაც არც სარკმელი იყო, არც კარი, საიდანაც გასვლა შემეძლო. ჰაერის ჩასუნთქვა ვცადე, თუმცა ცუნამივით დამეჯახა შეგრძნება, რომ წყალქვეშ ამოვყავი თავი, ნიკას ხმა კი ყრუდ მესმოდა.
- მოდი. - ცრემლის თხელი პლევრა გადაეკრო ნიკას ორ სფეროსებრს. გული შემეკუმშა ამის შემყურეს. ოღონდ მას არ სტკიოდეს…
- სად მოვიდე?! - ვყვიროდი, მაგრამ ხავილის გარდა მბგერი იოგები ვერაფერს ახერხებდნენ. საუბრის მცდელობა ოკეანის ფსკერზე წყლის ყლაპვას ჰგავდა.
- ნიკე, მოდი, გთხოვ… - თქვა და ნელ-ნელა გაქრობა დაიწყო. შემეშინდა. იმის გაფიქრებაც კი, რომ ამ ადამიანს დავკარგავდი ძარღვებში სისხლს მიყინავდა.
ნიკას სილუეტი ნელ-ნელა იდღაბნებოდა, ათრთოლებული ტუჩი აორთქლდა, სხეული ბინის ინტერიერს შეერწყა, მხოლოდ მისი თვალები ჩანდა მკაფიოდ, რომელნიც მთხოვდნენ… მაგრამ რას?
ქოშინით გავიღვიძე და ელვის სისწრაფით წამოვდექი. სხეული დაბუჟებული მქონდა, თითის წვერებზე კი უამრავი ნემსის ჩხვლეტას ვგრძნობდი, მაგრამ ამან წინააღმდეგობა ვერ გამიწია. წამოვხტი და მთელი ბინა მოვიარე. მეტისმეტად ცხადად ვგრძნობდი ყველაფერს და იმის გასააზრებლად, რომ სიზმარი იყო ის, რაც ვნახე, დიდი დრო დამჭირდა.
მაისური, რომელშიც მეძინა ცივი ოფლის ზღვაში ამოვლებულს ჰგავდა. თავისუფლად შემეძლო იგი გამეწურა. თმები აჩეჩილი, სველი და შუბლზე მქონდა მოწებებული. ხელები გამთეთრებოდა, სისხლის მიმოქცევა დარღვეულიყო, ყურებში კი ნიკას ხმა გაისმოდა ექოსავით - ნიკე, მოდი, გთხოვ…
- სად მოვიდე, ნიკა? - ხავილით ამოვთქვი და საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. გაყინული ხელი შუბლზე მოვისვი და უცნაურმა ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება.
შეტყობინება მივიღე.
ტელეფონს დავწვდი და ველოდი, რომ ნიკამ მომწერა, თუმცა შევცდი.
ჩემმა დამ დნმ-ის ანალიზი გაიკეთა და ბაზაში ატვირთა…

პ.ს. მე მეგონა, ეს თავი გამაკვირვებდა, მაგრამ მომდევნოს წერის პროცესში ვარ და... იძაბება მოკლედ ნელ-ნელა სიტუაცია.
გამიზიარეთ შთაბეჭდილებები



№1 სტუმარი ნესტან

ოოო ეს რა იყო შოკში ჩამაგდო მარტო სიზმარი ნახა ამდენი ამ ქალმა,რამდენი ხანი ეძინა ვერ გაარკვია რა უნდა საერთოდ ნიკეს

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

ნესტან
ოოო ეს რა იყო შოკში ჩამაგდო მარტო სიზმარი ნახა ამდენი ამ ქალმა,რამდენი ხანი ეძინა ვერ გაარკვია რა უნდა საერთოდ ნიკეს

სად ეძინა და რა ელანდებოდა ეგ საკითხავია ნამდვილად:დდ
მადლობა ❤️

 


№3 სტუმარი Ana-maria

იმედია ნიკას ყველაფერი კარგად ექნება. ნიკეს რეალობა და ძილში ცხოვრება დასალაგებელი აქვს. ისტორია საინტერესოდ გაგრძელდა. ბევრი კითხვა გაჩნდა...
წარმატებები ❤️

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

Ana-maria
იმედია ნიკას ყველაფერი კარგად ექნება. ნიკეს რეალობა და ძილში ცხოვრება დასალაგებელი აქვს. ისტორია საინტერესოდ გაგრძელდა. ბევრი კითხვა გაჩნდა...
წარმატებები ❤️

კი, კითხვები ბევრია და ვფიქრობ, მალევე გაეცემა პასუხი. ალბათ, ორ-სამ თავში ჩავეტევი და დავასრულებ კიდეც.
მადლობა შეფასებისთვის ❤️

 


№5 სტუმარი გიული

დადამ....მაგარია

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

გიული
დადამ....მაგარია

❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent