შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პითეკანთროპი(8)


23-05-2024, 02:08
ავტორი sati
ნანახია 929

მარიამი სახლში დაქანცული მივიდა, მთელი დღე ფეხზე იდგა და ცოტნეს დასდევდა. ფეხმძიმობის გამო ფეხები სულ დასიებული ჰქონდა. სახლში მივიდა თუ არა ტაშტში ჩაასხა ცხელი წყალი და ფეხები ჩაილბო.
-იქნება უკვე აიღო დეკრეტი?-ქეთა განიცდიდა მარიამის ცუდად ყოფნას და ასე დაღლას.
-რა დეკრეტი ქეთა, მაქსიმალურად უნდა დავაგროვო ეხლა ეს ფული რაც მაქვს. ბავშვს უამრავი რამ დაჭირდება.
-დედა და მამას როდის ვეტყვით?
-არ ვიცი. ჯერ დემეტრესთან უნდა გავერკვიო. ფაქტია არ გამოვა იმის მოტყუება, რომ მუცელი მომეშალა. არ დაიჯერებს.
-შერიგებას აპირებ?
-გააფრინე ქეთა? შენ რა ქენი ალეკოსთან?
-დავშორდი. უსაქმურია და დავიღალე. უნივერსიტეტს მივხედავ.
-მადლობა ღმერთს-მარიამმა შვებით ამოისუნთქა-შენ მაინც არ დაუშვა ჩემი შეცდომები.
-კაი, ისე ვნერვიულობთ გეგონება შვილი ვიღაც უცხო კაცისგან გყავს და არა შენი მეუღლისგან.
-საქმრო იყო ქეთა, მეუღლეც არ იყო.
-მაშინ დემეტრეს დაველაპარაკოთ და ვთქვათ ვითომ ხელი მოწერილი გქონდათ უკვე და ქორწილის გადახდა არ გინდოდათ ჯერ-ძაღლი ახსენე და გამოჩნდებაო. დემეტრემ დაურეკა.
-გისმენ.
-არ ველოდი რომ აიღებდი. უნდა დავილაპარაკოთ. ხვალ რომლისთვის გეცლება?
-სამსახურიდან გამოვალ შესვენებაზე თუ სადმე იქვე მოხვალ და კაფეში დავჯდეთ.
-კარგი. გამოგივლი მანქანით. 1 ზე?
-კი. მოგწერ მისამართს-მოკლედ მოილაპარაკეს და მარიამმა ეგრევე გათიშა.
-არ მითრა რომ შერიგებას აპირებ!
-ქეთა, ბავშვს დედაც ჭირდება და მამაც. როგორც არ უნდა მინდოდეს ვერ დავუმალავ დემეტრეს არსებობას. იმან კიდე აქედანვე იცოდეს, რომ მოუწევს დახმარება თუნდაც ფინანსურად, ან მის აღზრდაში მონაწილეობა.
-და გინდა რომ დემეტრემ გაზარდოს ეს ბავშვი?
-არანაირად. მაგრამ არჩევანი არ მაქვს. სამართლებრივად თუ რამე არ დაუშავა ბავშვს ან მე არ მაქვს უფლება ავუკრძალო მიახლოვება. თან დედა და მამა კიდე უფრო გაგიჟდებიან.
-ჰო... ისე დარეკეს.
-მერე? ეხლა უნად მეუბნებოდე ამას?
-ზეგ აპირებენ ჩამოსვლას, მოგვენატრეთო. ბიძა და ბიცოლასთან ჩამოვლენ და იქ მოდითო, ბიძაშვილებიც რამდენიხანია არ გინახიათო, სულ იმას წუწუნებენ ტატო და მიშო რომ არ გვნახულობენო.
-ანუ ეჭვი აქვთ უკვე რაღაცაზე?
-ჰო. ხო იცი რომ გაიგონ რომ ქმარს გაშორდი სოფელში წაგვიყვანენ.
-ვერ წაგვიყვანენ, აქ ვმუშაობ მე.
-და მე ვსწავლობ, მეტყვიან ქუთაისში ისწავლეო.
-ვერ გეტყვიან დამშვიდდი. მოკლედ, ზეგ მე დაველაპარაკები. ეხლა მაგაზე არ მაფიქრო ძალიან გთხოვ.
მარიამს მეორე დილით საშინელი ტოქსიკოზი ჰქონდა. 3-ჯერ მაინც გადაისვა ტონალური, მაგრამ მკვდრის იერს სსახიდან მაინც ვერ იცილებდა ისე ცუდად იყო. 9-ს აკლდა 10 წუთი სამსახურში რომ მივიდა. ცოტნეც ტრადიციულად მარიამის მოსვლიდან 30 წამში გამოჩნდა მანქანით ოფისთან და მასთან ერთად შევიდა ლიფტში.
-დილა მშვიდობის ბატონო ცოტნე-თანამშრომლები სათითაოდ მიესალმნენ, მაგრამ ცოტნეს არც ერთისთვის არ გაუცია პასუხი, უბრალოდ ცივად გახედა და თავი დაუქნია. ლიფტის კარი გაიღო თუ არა პირველი გავიდა. მარიამი ჯერ თავის კაბინეტში შევიდა დღის გეგმა შეადგინა და ცოტნესთან შევიდა.
-ცვლილება შენს გეგმაში დღეს-ცოტნემ არც დააცადა დაწყება-ბათუმში უნდა გადავფრინდეთ, ბატონ პავლე დადეშქელიანთან გვაქვს შეხვედრა, პირადად დამირეკა. 15 წუთში გავდივართ, სხვა შეხვედრები გადადე.
-ბ..მაგრამ.. რომელზე დავბრუნდებით?-მარიამს ენა დაება.
-ალბათ 1-ს ნახევარზე ან 1-ზე. რამე პრობლემაა?-ცოტნემ ცალი წარბი აწია და მკაცრად გახედა მარიამს.
-არა, არანაირი. კარგი, გადავწევ სხვა შეხვედრებს-მშვენიერი. მის ტოქსიკოზს და თავბრუსხვევა ახლა ფრენაღა აკლდა.
-ჩემი მანქანით წავიდეთ, 10 წუთში ქვევით იყავი-მარიამი ოფისიდან გამოვიდა.
-დილა მშვიდობის მარიამ-ლაშას შეეჩეხა-ბათუმიდან რაც წამოხვედი ვეღარ გადავიკვეთეთ. მე ძირითადად სახლიდან ვმუშაობ.
-დილა მშვიდობის. ახლაც ზუსტად ბათუმში ვბრუნდები.
-ხო დადეშქელიანთან გვაქვს შეხვედრა.
-შენც მოდიხარ? უფრო სწორად, თქვენც?
-კი-ლაშას გაეცინა-მარიამ, შენზე ალბათ 3-4 წლით დიდი ვიქნები, თქვენობით ნუ მომმართავ. ცოტნე კი არ ვარ. ისე, შენ კიდე აშკარად ბევრად უფრო ლოიალურად გექცევა. თეონას მატარებლით გამოუშვებდა დილის 5 საათზე თბილისიდან. ევა უნდა წამოსულიყო, მაგრამ შენთვის აღარ რჩებოდა ადგილი ვერტმფრენში და ამოშალა სიიდან.
-ბ... ხო-მარიამმა კეფაზე მოიკიდა ხელი, გაუკვირდა ცოტნეს საქციელი-კარგი, ჩემს ნივთებს ავიღებ და წავიდეთ-კაბინეტში შევიდა და ევა დახვდა სავარძელზე. შიშისგან უცბად შეკრთა, იცოდა რომ ევასგან ახლა კარგი არაფერი ელოდა. გაცეცხლებული მიჩერებოდა მარიამს.
-ვიცი გეჩქარება-ევა წამოდგა და მარიამთან მივიდა-მაგრამ მინდა რამე ერთი გაითავისო-ყურებამდე გადაჭიმული ღიმილით ესაუბრებოდა, რადგან იცოდა შუშებს იქით ყველაფერი ჩანდა და არ უნდოდა ვინმე მიმხვდარიყო რომ ჩხუბობდა-ნაშა ცოტნეს ბევრი ყავს, შენ არც პირველი ხარ და არც ბოლო. მაგრამ ცოლად შენნაირს არასდროს არ მოიყვანს. თეონაც მაგ ამბიციებით იყო და კი ხედავ ეხლა სადაც არის.
-და რა მაინტერესებს-მარიამმა ვერ მოითმინა- აბა შენ უნდა გახდე ცოტნეს ცოლი?
-პატარა გოგო-ევამ ზემოდან დახედა-შეადარე ჩემი და შენი თავი ერთმანეთს. გინდ გარეგნულად, გინდ ინტელექტით და გინდ წარმომავლობით. ამერიკაში რომ ისწავლე არ ნიშნავს რომ იქაური ხარ, ისევ ჩამოსული გოიმი სოფლელი ხარ, რომელიც პეტრეს კურსელი თუ რაღაც იყო და იმიტომ მოეწყო აქ. თან ასისტენტად. ამიტომ თავში ნუ აგივარდება.
-თავი შეიაკვე შეურაცხყოფებისგან. არც მე ვარ შენზე დიდი წარმოდგენის მქონე, მაგრამ არ ვაპირებ შენთან სკოლის ასაკის თინეიჯერი გოგოსავით შენთან საქმის გარჩევებს, თუ ვისი იქნება ცოტნე. წაიყვანე, გყავდეს, ცოტნეც და მისი ნაშებიც. ჩემნაირ საწყალ ჩამოსულ გოიმებს ჩვენი გასაჭირიც გვყოფნის-მარიამმა გვერდი აუარა, ჩანთა აიღო და ოთახიდან სულ გაწითლებული გამოვიდა. ცოტნე და ლაშა მოდიოდნენ მისი ოფისისკენ.
-წავედით-ცოტნემ ცივად უთხრა. ეგრევე შეამჩნია მარიამის სახის გამომეტყველებით, რომ რაღაცა რიგზე ვერ იყო. ამ დროს ევაც გამოვიდა ოთხიდან და ყველაფერს მიხვდა, მაგრამ არაფერი უთქვამს მისთვის. 40 წუთში უკვე ბათუმში იყვნენ. მარიამი პირველი ჩავიდა, რადგან თავს საშინლად გრძნობდა. ბარბაცებდა და წამით ფეხიც დაუცდა კიბეებზე, მაგრამ უკნიდან ლაშამ დაიკავა მკლავით.
-თავბრუ დაგეხვა?-მშვიდი ხმით ჰკითხა, თითქოს ვერ შეამჩნია მთელი გზა ნახევრად მკვდარი რო იჯდა. ან მართლა ვერ შეამჩნია.
-ცოტა-მარიამმა ხელი უხეშად გააშვებინა და თავად ჩავიდა კიბეზე. არ უყვარდა შეხება და რატომღაც ლაშასგან თუნდაც დახმარების ეს ჟესტი განსაკუთრებით აღიზიანებდა. ცოტნეც ლაშას მერე ჩამოვიდა ვერტმფრენიდან და მარიამს დაეწია და მის და ლაშას შორის ჩადგა. მარიამმა გაკვირვებულმა გახედა, რადგან ლამის სირბილით მივიდა მათთან. უნდოდა ეკითხა ჰო მშვიდობა გაქვსო, მაგრამ გაახსენდა რომ ლაშაც მათთან ერთად იყო და ფამილარობაზე სამსახურში თვითონ ეჩხუბა ცოტნეს. მანქანაში ჩასხდნენ და რესტორნისკენ დაიძრნენ. მარიამს ტელეფონზე დემეტრემ დაურეკა. ხვდებოდა რომ არ აეღო გასკდებოდა რეკვით და უპასუხა.
-გისმენ?
-მარიამ, უბრალოდ ვაზუსტებ, დღეს პირველზე მოვიდე ჰო? უცბად მიპასუხე თუ შეხვედრა გაქვს ან რამე.
-კი, შეიძლება.. ოდნავ დამაგვიანდეს და მოგწერ.
-მოიცადე, მეც ვმუშაობ და დაგაგვიანდეს ანუ? როდის ავიღო ლანჩის საათი.
-გაგაგებინებ დე..-მეტრე აღარ დააყოლა, რადგან არ უნდოდა ცოტნეს გაეგო ვინ ურეკავდა. ახლა კი ისე გამოვიდა თითქოს დედამისს ელაპარაკებოდა.
-დე?-დემეტრეს ხმა ჩაუწყდა, თუ გაკვირვებისგან, თუ ეჭვებისგან, თუ გაბრაზებისგან.
-მოკლედ გაგაგებინებ დღეს შევძლებ თუ არა გამოსვლას-გაუთიშა და ფანჯარაში გაიხედა, რადგან სახეზე სულ გაწითლებული იყო. კიდევ კარგი ლაშა და ცოტნე წინ იჯდნენ და ვერ ხედავდნენ. არც ერთს არაფერი უკითხავს, არ აპირებდნენ მის პირად ცხოვრებაში ჩარევას.. მაგრამ ცოტნესთვის რომ შეგეხედათ მიხვდებოდით, რომ ინტერესით კვდებოდა. ისიც ეტყობოდა, რომ ეს შუაში გაწყვეტილი დე.. არც თუ ისე დამაჯერებელი იყო მისთვის. უკანა ხედვის სარკიდან მარიამს დაძაბული აკვირდებოდა და ელოდებოდა რაიმე ნიშანს, რითიც მიხვდებოდა თუ რაში იყო საქმე. სად ეჩქარებოდა ასე ძაან, რომ დილიდანვე ნერვიულობდა დაგვიანებაზე? რესტორანი სანაპიროზე იყო, ღია ცის ქვეშ უნდა ესადილათ. პავლე დადეშქელიანი მის მდივანთან ერთად უკვე ელოდებოდა მაგიდასთან.
-ბატონო ცოტნე!-პავლე მათ დანახვაზე წამოდგა, ეგრევე ეცნო ცოტნე ნაკიანი. ბოლო-ბოლო ორივე სვანი იყო. ცოტნე დიდი ხანი ფიქრობდა სვანეთში სასტუმროს გახსნაზე, მაგრამ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ტურისტების ნაკადიც არ გამოირჩეოდა სიუხვით-ცოტნე ნაკიანი, ოხ რა გვარი! რა კაცი! და რა საქმე!-პავლე დადეშქელიანი ერთ-ერთი საქვეყნოდ ცნობილი ბიზნესმენი იყო, რომელსაც რამდენიმე ბიზნესი ჰქონდა ერთდროულად. როგორც ყველა მისი ასაკის კაცმა მანაც საქმე პირველად მოსკოვში წამოიწყო და შემდეგ გამდიდრდა. რუსეთიდან წამოსული პავლე საქართველოში ტურიზმის აყვავებას გეგმავდა-და რა მამა?!-მარიამს ცოტა რამ სმენოდა ცოტნეს მშობლების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს პავლე ახლოს იცნობდა. მოკლედ რომ ვთქვათ პავლე დიდი სიყვარულით დახვდა ცოტნეს, რასაც მასზე ვერ ვიტყოდით. ის მხოლოდ გულგრილი ღიმილით და ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა.
-ბატონო პავლე, ეს ჩვენი მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორია ლაშა.
-სასიამოვნოა-პავლემ ორივე ხელი ჩამოართვა ლაშას-რა გვარი ხართ ბატონო ლაშა?
-შავლაძე-ლაშამ გაუღიმა-რაჭველი ვარ, მაგრამ სვანების არაფერი საწინაღმდეგო არ მაქვს-პავლეს გაეცინა.
-გენაცვალეთ ბიჭებო. თქვენ მარიამი ალბათ, თქვენ გესაუბრეთ შეხვედრაზე. სასიამოვნოა-მარიამს ხელზე აკოცა და უცნაურად მიაჩერდა-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
-ასევე-მარიამმაც გულწრფელად გაუღიმა.
-დაბრძანდით-პავლემ სკამი ოდნავ უკან წაწია და მარიამიც მორიდებულად დაჯდა პირველი. ცოტნემ მის გვერდით დაიკავა ადგილი და დანარჩენებიც დასხდნენ.
-ჩემი მდივანი, ელენე-პავლემ მისი მდივანიც, იგივე ასისტენტი გააცნო და გადავიდნენ საქმეზე ლაპარაკზე.
-როგორ გითხრა ეხლა ცოტნე, კი ტურისტები არ არიან იმიტომ რომ გზაა აქ მთავარი ამბავი. მაგრამ რაც ბოლო წლებია გაიხსნა ეს აეროპორტი, უკვე მოწესრიგდა ეს პრობლემაც. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ტურისტებს აეროპორტიდან ტრანსპორტიც ჩვენ სასტუმრომდე, მე უკვე არჩეული მაქვს ტერიტორია. მეტსაც გეტყვი, ნაყიდიც მაქვს. ტყესთან არის ახლოს და შეგვიძლია ეგ ადგილიც დავიმტკიცოთ, მთავრობაში მყავს ნაცნობი იმასაც პატარა წილში ჩავსვამთ.
-კი, როგორც ხდება ხოლმე-ცოტნესთვის უცხო არ იყო მსგავსი ტიპის გარიგებები მთავრობასთან. თელავში ასე ჰქონდა სასტუმროსთვის უკან ტყის ნაწილი შემოსაზღვრული.
-ჰოდა, აი დამიჯერე რა. იმუშავებს? იმუშავებს კი არა მალე ყველაზე მეტ შემოსავალსაც ეს მოგვიტანს. რა თქმა უნდა საკმაოდ დიდ ინვესტიციას ვაპირებ. აი სირცხვილი არ არის, მე და შენ რომ სვანეთში სასტუმრო ჯერ არ გვაქვს? ნაკიანი და დადეშქელიანი, ორივე სვანები ვართ. ორივე ბიზნესმენები. მარიამ, თქვენ რა გვარი ხართ?
-დაშნიანი-მარიამმა ამაყად გაუღიმა.
-აგერ! დიდებული გვარია. შენ.. ასკარტიდან იქნები! -პავლე მხიარული კაცი ჩანდა. სულ ხუმრობას ცდილობდა, მარიამიც ზრდილობის გამო იცინოდა, რადგან ცოტნე და ლაშა ნამდვილი უჟმური პითეკანთროპებივით ისხდნენ და შიგადაშიგ ცივ ყავას წრუპავდნენ-მოკლედ მინდა რომ თუ თანახმა ხარ ცოტნე, ეხლავე გადავფრინდეთ და გაჩვენო რა ტერიტორიაზეც მაქვს ლაპარაკი. ძალიან მალე ვიქნებით. დროულად დასაწყები საქმეა, რომ მომავალ სეზონზე მზად იყოს.
-კი, ასკარტიდან ვარ.
-ბატონო პავლე, უდავოდ შესანიშნავი იდეაა-ლაშამ გააწყვეტინა მარიამს და პავლეს საუბარი-მაგრამ ახლა იქ მშენებლობის დაწყება რა ძვირი დაჯდება წარმოგიდგენიათ ხომ?-საუბარში ლაშაც ჩაერთო და მისკენ გადაიხარა, მაგიდაზე დააწყო ხელები-სვანეთამდე ხო უნდა ჩატანა მასალას, ესეც სულ ვერტმფრენებით ხომ არ მოხდება.
-ლაშა, შვილო, მარტო თბილისში კი არ არის სამშენებლო მასალა. ქუთაისშიც არის, აგერ ბათუმშიც არის. და თან კი ხარ მარკეტინგის დირექტორი, მაგრმა ისეც უნდა გესმოდეს, რომ დიდი ხარჯის გარეშე მოგება არ არსებობს. ცოტნე, რას იტყვი აბა?
ცოტნე ჩაფიქრებული იყო, ასე მალე არ ჩვეოდა გადაწყვეტილების მიღება. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რადგან ბატონი ნაკიანი არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას. მარიამს ტელეფონი მაგიდაზე ედო, როცა ისევ დემეტრემ დარეკა. ცოტნემ მის ეკრანზე ეგრევე ამოიკითხა სახელი და მარიამს ბრაზით აღსავსე თვალებით და საყვედურით შეხედა. მარიამს ეგონა ცოტნე იმის გამო გაბრაზდა, რომ ხმა არ ჰქონდა ჩაწეული და იმწამსვე გაუთიშა დემეტრეს.
-მოდით, წავიდეთ დღესვე და უბრალოდ ვნახავ ადგილს-ცოტნემ ნიშნის მოგებით გაიღიმა, რადგან მიხვდა მარიამი ვისთან შეხვედრასაც გეგმავდა. მარიამმა ტუჩზე იკბინა სიმწრისგან.
-ოქრო! ეხლავე გადავრეკავ!-პავლე და მისი მდივანი წავიდნენ ვერტტმფრენის დასაჯავშნად. ლაშაც საპირფარეშოში გავიდა და მარიამი და ცოტნე მარტო დარჩნენ. ნერვიულობისგან მარიამი ისევ იმ თითს იწვალებდა, სადაც ნიშნობის ბეჭედი ეკეთა.
-ცოტ.. ბატონო ცოტნე-მარიმმა უცბად შეასწორა-მე მგონი აღარ გჭირდებით ხომ?
-არა-ცოტნემ გულქვად უპასუხა-თუ გინდა შეგიძლია იყიდო ბილეთი, 3 საათში გადის მატარებელი ოღონდ. ჩვენ მაგაზე მალე ჩავალთ. გეჩქარება სადმე?-ტელეფონისკენ მიუთითა.
-დიახ, შესვენების დროს შეხვედრა მქონდა დათქმული.
-შეხვედრა, გასაგებია-ცოტნე სკამის საზურგესმ იეყუდა და ახლა თვითონ იკბინა შემთხვევით ტუჩზე სიბრაზისგან. უნდოდა ესაყვედურა მარიამისთვის რომ იმ არამზადასთან იჭერდა ისევ საქმეს, მაგრამ ეს მისი საქმე არ იყო-სამწუხაროა. ხშირად იქნება ჩვენთან ესეთი გასვლები, მაგრამ როგორც ადრე გითხარი, დღევანდელი დღე ორმაგად ანაზღაურდება. ლანჩის საათის ჩათვლით-ცოტნემ შეამჩნია რომ მარიამს არაფერი უჭამია. ამაზეც უნდოდა ეთქვა, რომ არ შეიძლებოდა ორსულის შიმშილობა, მაგრამ მარიამი ფამილარობაში ჩაუთვლიდა და ჩუმად იჯდა-არ მოგწონს აქაური საჭმელი?
-არა, როგორ არა. უბრალოდ არ მშია.
-ლანჩის საათი შეილება საღამომდე არ გვქონდეს. ამას ისე გეუბნები, მერე რომ არ მეწუწუნო სახლში წასვლაზე და ჭამაზე.
-არა, არ ვაპირებ ბატონო ცოტნე-მარიამს აღიზიანებდა მისი უაზრო რეპლიკები და თავს ზედმეტად და შემაწუხებელ ადამიანად აგრძნობინებდა. ცოტნე მას პატარა ბავშვივით ექცეოდა, რომელსაც როცა უნდოდა დატუქსავდა და როცა უნდოდა შეაქებდა და თავზე ხელს გადაუსვამდა. ისევ დემტრემ დარეკა.
-უპასუხე, ახლა შეხვედრა ხომ აღარ არის.
მარიამმა ადგომა დააპირა, მაგრამ ცოტნემ ისე მკაცრად გახედა მოერიდა და ისე უპასუხა დემეტრეს.
-მოკლედ დამაგვიანდება დღეს, ხვალ შევხვდეთ თუ შენც გეცლება.
-შენ გოგო..-იქიდან ყვირილი გაისმა და მარიამმა ეგრევე გაუთიშა.
-მშვიდობაა?-ცოტნე ძლივს იკავებდა თავს რომ არ გაეცინა მარიამის აწითლებულ სახეზე.
-ბატონო ცოტნე, ახლა ხომ ლანჩის დროა?
-კი.
-კარგი, ანუ შემიძლია ავდგე და სანამ პავლე არ დაბრუნდება არ გიყურო და ვისმინო შენი უაზრო კბენები-მარიამი ადგა მაგიდიდან და სანაპიროზე გავიდა სასეირნოდ. ცოტნე თავისას არ იშლიდა და თან გაყვა უკან-5 წუთიც არ მაქვს დასასვენებლად?-გაბრაზებულმა გახედა ცოტნეს, მაგრამ არ გაჩერებულა, სეირნობას აგრძელებდა.
-მეც ვისვენებ-ცოტნემ ზღვას გახედა.
-არ ვიცოდი სვანი თუ იყავი. ისე ბევრ რამეს მივხვდი მაგით.
-მაგალითად?-ცოტნემ ეგრევე ინანა ეს კითხვა რომ დაუსვა.
-მაგალითად იმას მივხვდი რატომ ხარ ასეთი ხისთავიანი, ჯიუტი და შეუგნებელი.
-მარიამ-ცოტნეს ჩაეცინა, მაგრამ ეგრევე შეიცვალა სახეზე გამომეტყველება და ხმაც დაიბოხა-შეიძლება შესვენების საათია, მაგრამ მაინც შენი უფროსი ვარ.
-ბიპოლარული აშლილობა სამწუხაროდ სვანობასთან კავშირში არ არის, მაგრამ ეგეც გახასიათებთ. ხან მთხოვ რომ გითრა რასაც ვფიქრობ..
-კი, ნამდვილად ეგრეა-ცოტნემ გააწყვეტინა-როცა გეტყვი, რომ ილაპარაკო, ლაპარაკობ. როცა გეტყვი რომ გაჩუმდე, ჩუმდები-წინ გადაუდგა და გააჩერა-ასეთი რთული გასაგებია?
-შენ მონა გჭირდება თუ ასისტენტი?
-მორჩილი ასისტენტი მჭირდება-ცოტნემ კიდევ უფრო მკაცრად უპასუხა-რომელიც არ ლანძღავს თავის უფროსს. გამოსაცდელი ვადა რამდენიმე დღეში მთავრდება და შენს ადგილას ცოტა ფრთხილად მოვიქცეოდი-მარიამი ცარიელი გამომეტყველებით უყურებდა ცოტნეს და ადგილიდან არ იძროდა-არ აპირებ პასუხს?
-ველოდები ბრძანებას ბატონო ცოტნე, ვილაპარაკო?-ცოტნემ თვალები აატრიალა და თავზე შემოირტყა ხელი-არა, როგორ აქამდე არ დავაკვირდი რომ სვანი ამყავდა სამსახურში.
-შენთითონაც სვანი ხარ!
-შენ წმინდა სვანი ხარ. ნამდვილად ასკარტში დაიბადე და გაიზარდე.
-კი და ვამაყობ ამით-მარიამი ჯიუტად ედგა წინ.
-ჰოდა იამაყე არასამუშაო დროს. ახლა მითხარი, გასაგებია თუ არა როგორ უნდა მოიქცე?-მარიამი ისევ ჩუმად იდგა-ეხლა შეგიძლია მიპასუხო.
-დიახ!-უცბად წამოიყვირა, თითქოს ჯარში ყოფილიყო და გენერალს პასუხობდა.
-რა დიახ?
-დიახ, გასაგებია ბატონო ცოტნე, უფროსო, ბატონო... ცოტნე-მარიამი ძლივს იკავებდა სიცილს.
-არა, მოსაკლავია პეტრე შენ რომ აგიყვანა სამსახურში-ცოტნემ მარიამს გვერდი აუარა და გზა განაგრძო. ახლა მარიამი აედევნა-მასხარა ხარ.
-ბატონო ცოტნე, შეიძლება მაგაზე გიპასუხოთ?
-არა-მარიამი მართლაც გაჩუმდა-აი ასე მორჩილად და დამჯერად თუ მოიქცევი მთელი დღე და საერთოდ თვე, პრემიას ჩაგირიცხავ-მარიამი ისევ ჩუმად იდგა და მითითებას ელოდა. ფიქრობდა თავისთვის როგორ გაემწარებინა თავისივე წესებით ცოტნე.
-ცოტნე-უხერხული სიჩუმე რომ ჩამოვარდა მარიამმა ვეღარ მოითმინა-ბოდიში მინდა მოგიხადო გუშინდელისთვის.
-და რისთვის?-ცოტნემ ისე გაკვირვებულმა გახედა, თითქოს გუშინ მარიამს არ გაულანძღავს.
-რისთვის და.. შენ დახმარება გინდოდა და მე ...-მარიამი ბლუყუნებდა, უცბად გადაწყვიტა ბოდიშის მოხდა, რადგან ამჩნევდა ცოტნეს დამოკიდებულებაში ცვლილებას მის მიმართ.
-ცოტა დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე-ცოტნემ თვალი აარიდა და ზღვისკენ გაიხედა- არაფერი არ მწყენია. არ უნდა ჩავრეულიყავი შენს ოჯახურ იდილიაში, როგორც ვხედავ უკვე ყველაფერი შენით მოაგვარე. რომ მცოდნოდა ურიგდებოდი მეუღლეს..-ახლა მარიამმა გააწყვეტინა.
-ვურიგდები?



№1 სტუმარი სტუმარი დეა

გთხოვ სწორად წერე გვარი “ნაკანი” ????

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის იქნება შემდეგი? ????

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

გამარჯობა, აღარ აგრძელებთ?(

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

5 ივნისიააა, კიდევ რამდენი ხანი უნდა ველოდოთ? ????????

 


№5 სტუმარი სტუმარი ელენე

აღარ აგრძელებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent