შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობაში დაკარგული ( თავი 1)


23-05-2024, 13:45
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 726

ხატის წინ გაშეშებული იდგა , თვალები ანთებულ სანთელთან გაეშეშებინა და რაღაცაზე ღრმად ფიქრობდა, შეწუხებული სახე , შიშ და სევდანარევი თვალები , ძლივს იკრებდნენ ძალას, რომ თვალის კიდეებში წარმოქმნილი ცრემლის გროვა ლოყებზე არ დაშვებულიყო.
- შვილო , იცი რა ლამაზი ხარ - გოგონას მხარზე ხელი შეახო , შავებში ჩაცმულმა მოხუცმა და გაუღიმა
- უღრმესი მადლობა, - ცრემლები ვეღარ შეიკავა და სევდანარევი ღიმილით გახედა ქალს.
- მე მხოლოდ სიმართლეს გეუბნები შვილო, ძალიან ლამაზი ხარ- კიდევ ერთხელ გაუღიმა ქალმა , შემდეგ გვერძე მდგომს შეხედა და უთხრა, ნახე რა ლამაზი გოგონაა არაა?!
გოგონამ ჯვარცმული იესოს ქანდაკებიდან , წმინდა გიორგის ხატთან გადაინაცვლა, ცრემლებს ვეღარ იკავებდა, შიგნიდან რაღაცამ ამოხეთქა და გული კანკალით ეჭირა.

ცრემლი შეიმშრალა , ნელი ნაბიჯებით გასასვლელისკენ გაემართა და მშვიდად გავიდა. ეკლესიის ეზოს თვალები მოავლო და კიბეებზე დაეშვა.

იქვე ეკლესიის გვერდით , მისი საყვარელი კაფე იყო და ყავის დასალევად მიეშურა. კაფე პირდაპირ გაჰყურებდა ეკლესას და საოცარ სიმშვიდეს გვრიდა იქ ყოფნა.
აქ ხშირად ირეოდა ხალხი. ყველა იცვლებოდა , მაგრამ გოგონა უცვლელი იყო.
ხშირად მოდიოდა აქ , და თითქოს ღმერთს სულით ხორცამდე ევედრებოდა რაღაცას, მაგრამ რას ალბათ ვერავინ ვერ ხვდებოდა.

ერთი შეხედვით , თავდაჯერებული მანერებით , მიხვრა მოხვრით , ცხოვრების სტილით საერთოდ არ გავდა , ხატის წინ მომტირალ მავედრებელ გოგოს.
საოცრად ძლიერი, მხიარული და დახვეწილი იყო. თუმცა იყო თუ უბრალოდ ასე ჩანდა ამას ვერავინ მიხვდებოდა.

მშვიდად მისცა შეკვეთა მიმტანს , შემდეგ ტელეფონი აიღო და დედასთან დარეკა.
თბილად მიესალმა ქალს.

- როგორ ხარ დედი ?
- კარგად დე , სად ხარ ? სახლში არ ხარ ?
- არა , ქაშუეთში გამოვედი , სანთელი დავანთე და ყავას ვსვამ ... შენ რას შვები დე?
- კარგი გოგო ხარ დედი , მარტო ხარ ?
- კიი დე , მარტო ვარ
- ზოგჯერ მარტოობაც კარგია. კარგ ფორმაში ხარ დედი...
- და შენ რას შვები დე? ხომ არ გაგაღვიძე ?
- არა დე , შენ რომ კარგად ხარ ხომ იცი მეც კარგად ვარ, ასე ფორმაში რომ გხედავ მაშინ ვარ ბედნიერი.
- კარგი დედი. გკოცნი და მერე დაგირეკავ .
- კარგი დე.
დედას დაემშვიდობა და ყავაც მოუტანეს. მშვიდად მოსვა და ეკლესიას გახედა , რაღაცაზე ჩაფიქრდა, მერე კაფეში შემოსულ , მაღალ , ოდნავ ჩასხმულ მამაკაცს გააყოლა თვალი წამიერად და უცბად ისევ მზერა ეკლესიისკენ მიმართა.

ტელეფონი აწკარუნდა და კვლავ ტეელფონში ჩაიხედა. წამიერად გაშეშდა , ღრმა მზერა გაფიქრებინებდათ რომ ფიქრებმა სადღაც შორს წაიღეს , თუმცა ამ წამს მის გონებაში სრული სიცარიელე იყო. არავისზე და არაფერზე ფიქრობდა, უბრალოდ გაშეშებული აკვირდებოდა ეკლესიის კედლებს , ჩრდილებსა და სიღრმეებს. მერეე ხეებს, წამიერად ცდილობდა ეს სილამაზე შეეგრძნო და შეესისხლხორცებინა.

თითქოს ღმერთს ეძებდა და სულში ხელებს დააცეცებდა რომ ღმერთის შეხება ეგრძნო, ხელი ჩაეჭიდა და მთელი არსებით ეთხოვა , ხელი არ გამიშვაო. მაგრამ სულში ისევ სიცარიელე იყო. ვერავის პოულობდა, ვერც ღმერთის შეხებას, არადა ახლა ყველაზე მეტად სურდა მისი გვერდში დგომა ეგრძნო. მაინც დაჟინებით დააცეცებდა სულში ხელებს და ცდილობდა დაეცადა, სანამ უფალი მის სულს შემოდგომის ფოთოლცვენასავით მოეფინებოდა ყვითელ ფოთლებად.
უცბად ტანში ჟრუანტელმა დაუარა. სიცივე იგრძნო , ტანი ოდნავ შეარხია და ერთი გააკანკალა. მერე მხრებში გაიმართა და ეცადა , ამ ნიავისგანაც სიამოვნება მიეღო. სახე მზეს მიაშურა და კვლავ უფლის ძიება განაგრძო.
მის წინ კვლავ იმ მაღალმა , შავმაისურიანმა ბიჭმა ჩაიარა. მზერა კვლავ მამაკაცს შეავლო და ისევ სადღაც უსასრულობაში გაუჩინარდა ფიქრებით დამძიმებული.
რას სთხოვდა უფალს, ან საერთოდ ცხოვრებისგან რას ითხოვდა. ამ უკიდეგანო სამყაროში , უსასრულობაში , მტვრის ნაწილაკივით დაკარგულიყო.
აღარაფერი ანიჭებდა სიამოვნებას ძველებურად. ზოგჯერ სურდა უბრალოდ გამქრალიყო. გაუჩინარებულიყო, ამ ფიქრების მიღმა კი დაუოკებელი მონატრების სურვილი იდგა. სურდა ვიღაცას მისი არ ყოფნა შეემჩნია, მის მიმართ მონატრება ეგრძნოთ , ეკითხათ , დაინტერესებულიყვნენ , ეფიქრათ მასზე.
ზოგჯერ სჯეროდა რომ ის აუცილებლად გაახსენდებოდათ , აუცილებლად ამოუტივტივდებოდათ გონებაში.
ზოგჯერ კი საკუთარი თავი უბრალოდ სიცარიელედ წარმოედგინა , რომელიც მოჩვენებასავით დაეხეტებოდა და ვერავინ ამჩნევდა , იშვიათი გამონაკლისების გარდა.
ასე გადიოდა დღეები, არაფერი იცვლებოდა და ისევ ვერ ხვდებოდა , ხატის წინ მავედრებლად მდგარი , რას სთხოვდა უფალს. რა სურდა მისგან... მხოლოდ ის იცოდა რომ ახლა , მასზე სასოწარკვეთილი, ცარიელი, უსუსური, იმედგაცრუებული არავინ დაეხეტებოდა დედამიწის ზურგზე.
_________________________________________________________________________
მოგესალმებით , ახალი ისტორიით გიბრუნდებით დიდი ხნის შემდეგ. როგორ ფიქრობთ ღირს გაგრძელება ?



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრხელეთ სუცილებლად საინტერესო ჩანს. ველოდებით მოვლენების განვითარებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent