....ოცნება....(თავი1)
წლების განმავლობაში, ადამიანები ხშირად ვიცვლით ოცნებებს რომლებსაც ერთ დროს ვამბობდით რომ აუცილებლად ავიხდენდით. გვგონია რომ ეს არის ჩვენი მოწოდება, მაგრამ უეცრად აზრს ვიცვლით და სრულიად სხვა რამ იწვევს ჩვენს დაინტერესებას. არიან ადამიანები რომლებიც მოგვიწოდებენ იმის კეთებას რაც ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება მაგრამ ზოგიერთი შთაგვაგონებს და მხარში გვიდგას ჩვენი ოცნებების ასრულების გზაზე. მე ბავშვობიდან მეოცნებე ვიყავი ხან რაზე ვოცნებობდი ხან რაზე მაგრამ როგორც იტყვიან: "ოცნებას კაცი არ მოუკლავსო" რათქმაუნდა ოცნება კარგია მაგრამ მან ისე არ უნდა ჩაგვითრიოს რომ რეალურ სამყაროს სამუდამოდ მოგვწყვიტოს.... დედაჩემი სულ მეუბნებოდა: -"კირა, შენ რასაც გადაწყვეტ ცხოვრებაში და რასაც მიზნად დაისახავ ყველაფერი აუცილებლად გამოგივა, მე შენს გვერდით ვიქნები და ყველაფერში მხარს დაგიჭერო" მიუხედავად იმისა რომ, ეს ხშირ შემთხვევაში სიმართლე არ იყო მე მაინც მჯეროდა მისი და ჩემი მიზნებისთვის ვისწრაფოდი. მიზნების მისაღწევად განსავლელი გზა არც ისე მარტივი სჩანს ადიხარ ერთ მწვერვალზე რომელიც მის უკან სხვა უფრო დიდ და მაღალ მწვერვალს ფარავს და ასე გრძელდება იქამდე სანამ ძალა და ენერგია არ გამოგეცლება გზის გასაგძელებლად თუ შენ დანებდები და გზის გაგრძელებას უარყოფ ნელნელა ამ მწვერვალიდან ქვევით და ქვევით უფსკრულში დაეშვები და მტვრის პატარა ნაწილაკად იქცევი. მთელი ბავშვობა ვიძახდი თუ როგორ მსურდა რომ გავიზრდებოდი კარგი მწერალი გამოვსულიყავი საათობით ვიჯექი და პატარა ისტორიებს ვწერდი რომელსაც ჩემი პატარა გონებით ვიგონებდი ყველა იძახდა რომ ჩემგან არაფერი დადგებოდა, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდი ჩემი მიზნისთვის ბრძოლას. ახლა როცა უკვე 19 წლის ვარ და ყველაფერში ბევრად უფრო გარკვეული ვარ ვიცი რომ, ჩემგან არაჩვეულებრივი მწერალი დადგება, უბრალოდ უნდა დავიჯერო ეს და ხელი შევუწყო საკუთარი თავის განვითარებას. სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი მუშაობა პატარა ბარში დავიწყე გრაფიკი საკმაოდ მოსახერხებელი ჰქონდათ და ხელფასიც ნორმალური იყო მაგრამ -ღმერთო ჩემოო ძალიან დამღლელი იყო.... -მოიცათ,მოიცათ....ხოო....ალბათ ჯობია თავიდან დავიწყოთ, აქ როგორ მოვხვდიი?!.... მგონი ყველამ იცით როგორია აბიტურიენტის ცხოვრებაა ყოველდღე ერთიდაიგივე: სკოლა, სახლი, მასწავლებლები ,გამოცდებისთვის მომზადება და წიგნებით სავსე მაგიდა რომელსაც ყოველდღე დიდი ბუზღუნით მივუჯდებით ხოლმე. არც დღევანდელი დღე ყოფილა გამონაკლისი საღამოს მოსული ბუზღუნით მივუჯექი მაგიდას სადაც უზარმაზარი სქელი მათემატიკის წიგნი იდო....ვიჯექი და დავყურებდი წიგნს ისე თითქოს რამე მაინც გამეგო რა ეწერა ამ წყეულ წიგნში. უეცრად სამზარეულოდან დედას ხმა ისმის: -რამდენი ხანი აპირებ მაქ ჯდომას და წიგნის მკვლელი თვალებით ყურებას ჰა?! გამოდი ჭამე გამოცდაზე შენით უნდა მიხვიდე კიარ უნდა მიგიტანონ უიმეე!!-ამოიოხრა დედამ. -აქამდე სად იყავი?!-გავძახე მე და გახარებული სამზარეულოში შევვარდი. დედამ შეფშზე ცხელ ცხელი ხაჭაპური გადმომიღო და ჭიქაში უგემრიელესი ჩაი ჩამომისხა. დამშეულმა ისე სწრაფად დავიწყე ჭამა ვერც კი შევამჩნიე ცხელი იყო თუ არა. -ნელა დედი კიარ მოგდევენ!!-მომაძახა დედამ და გაეცინა. -ჭამე შვილო და მათემატიკა ისწავლე არ მანერვიულო იცოდე-დაღილმა თქვა და ოთახიდან გავიდა. -ნეტაი თუ ღმერთი გწამს რაში მჭირდება მაი მათემატიკა მეც ახლა სულ მათემატიკოსი არ გამოვიდე რაა....-ჩავიჩურჩულე ბუზღუნით. -აბა ეხლა დროზე ეგ ზარმაცი უკანალი აწიე და შეუდექი სწავლას თორე გამოცდაზე თუ ჩაიჭერი ვერ გიშველის თვით მიქელ გაბრიელი-გამომძახა მკაცრი ტონით თან გაეცინა. დედაჩემი მოკრძალებული ქალი იყო ცოტა მკაცრი მაგრამ მაინც შერჩენოდა კარგი იუმორის გრძნობა. მამა არასდროს ყოფილა ჩვენს გვედით მე რომ დავიბადე მიგვატოვა და წავიდა ამიტომაც ჩვენ ორნი ვიყავით მე და დედაჩემი ორი ქალი კარგი მეგრულნარევი იუმორით. ამბობენ მეგრულ ოჯახში ვერ მოიწყენო და ასეც არის, ჩვენთან ვინ მოწყენს? ვერავინ. ჩვენთან სულ ბედნიერება და სიხარული დგას, ცუდ ხასიას იუმორში ვდებთ და ასე ვირჩენთ თავს. -რა ვართ ეს მეგრელები არაა?! ჩუმად გამეცინა. სკოლის მერე მათემატიკაზე წავედი. მათემატიკის მასწავლებელი ქალბატონი ნინო ზედმეტად გულიანი და თბილი ქალი იყო მაგრამ არ მიყვარდა ეს მათემატიკა და ხომ არ მომკლავთ ახლა. გაკვეთილის შემდეგ ავტობუსის გაჩერებაზე ჩამოვჯექი და ზევით ავიხედე ტაბლოს მიხედვით 14წუთში მოვიდოდა ჩემი ავტობუსი. ავტობუსი როცა მოვიდა მასში ბედნიერად ავედი.... -გომორძგუა ბატონო ბახვა როგორ გიკითხოთ?-იუმორნარევად მივესალმე. -ვაა ვაა ჩემი ძილისგუდა მოსულაა?! ისე გაუხარდა ჩემი დანახვა მთელი გზა სიცილში და საუბარში გავატარეთ როცა სახლამდე მივედი კარიდან მომძახა: -ტკბილი ძილი ძილისგუდავ დედა მომიკითხე!!-კარები დაკეტა და ბედნიერად გზა გააგრძელა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.