შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლის ტრიუმფი.


12-06-2024, 05:59
ავტორი zia-maria
ნანახია 748

შავი ღრუბლით იყო ცა დაფარული, საათს შეხედა და ჯერ კიდევ 8 სთ იყო უნდოდა კიდევ დაეძინა, მაგრამ ტელეფონის ზარმა კიდევ უფრო დაუფრთხო ძილი და უხალისოდ უპასუხა.
-გისმენთ.
-როგორ ხარ ჩემო პრინცესა.
-ძმაო, როგორ გამახარე აქამდე რატომ არ დამირეკე.
-საქმეები მქონდა დაო და ვერ მოვახერხე, ისეთი დაღლილი მოვდიოდი რამდენჯერმე გაუხდელად დავწექი და დილამდე გაუნძრევლად მეძინა.
-მართლა, ძალიან იღლები?
-არა უშავს, რამდენიმე დღე და ისევ ერთად ვიქნებით, რამდენიმე ადგილზე ჩემი სივი გავაგზავნე და რომ ჩამოვალ სამსახურს ვიპოვი, რომ ამიერიდან სულ ერთად ვიყოთ. -რამდენიმე დღეში დაბრუნდები?
-მეჩვენება თუ შიშმა გაიელვა შენს ხმაში, ლილე კარგად ხარ?
-მე კარგად ვარ, მაგრამ დავიბენი ხომ მითხარი შესაძლებელია რამდენიმე წლით ვერ დავბრუნდეო.
-შეიცვალა გეგმები, რამდენიმე დღეში თავისუფალი ვარ და დავბრუნდები. უნდა დავიძინო და მალე შეხვედრამდე დაიკო.
-შეხვედრამდე. უხასიათოდ გაუთიშა ერთადერთ ძმას ტელეფონი და ხმით ატირდა, ყრუ ტკივილი იგრძნო მუცელში და ხელი დაიდო.
-შენ ჩემზე მეტად შეგეშინდა, მაგრამ დამშვიდდი გპირდები პატარავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ადგა და ფანჯრიდან დაინახა ქარი ძლიერად რომ არხევდა მყარად მდგარ ხეებს, თითქოს ცა ჩამოიშალა და ჭექა ქუხილიც დაიწყო, რამდენჯერმე ელვამაც გაანათა ცა და უეცრად ჩამობნელდა, უყურებდა ამ ყველაფერს და ჩურჩულით თქვა.
-ვერ მოგერევა ვერც ქარი და ვერც ელვა, შენი ფესვები მშობლიურ მიწაშია გართხმული და ეს შენც იცი, ამიტომ დგეხარ ასე მყარად და უშიშრად. უეცრად ძლიერი ტკივილი იგრძნო ამჯერად და წელშიც მოიხარა, გაჭირვებით ჩაიცვა და გარეთ გავიდა ბინას გაყვა კედელ-კედელ ხელის დახმარებით, სახეში წვიმა ასხამდა და თითქოს არც ადარდებდა რომ წვიმა მასზე გადმოვიდა იერიშით. მოულოდნელად გზიდან გადაუხვია, მთავარ გზაზე გადავიდა და რამდენიმე მანქანის გაჩერებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ.
-ღმერთო დაგვიფარე მე და ჩემი პატარა, თვალები ცრემლით აევსო ტკივილმაც უმატა და მუხლებზე დაეცა.
-ცუდად ხართ? სასოწარკვეთილმა შეხედა მის წინ მდგარ გოგონას და ცრემლით სავსე თვალებით შეხედა მის გადამრჩენელს და ტირილით უთხრა.
-მიშველეთ, ჩემს გადარჩენას არ გთხოვთ ჩემი პატარა გადაარჩინეთ.
-ასეთ მდგომარეობაში და ასეთ ამინდში მარტო რატომ გამოდით, ბავშვის მამა სახლში არ არის?
-ტკივილი უფრო და უფრო იმატებს, ვეღარ უძლებ ამ ტკივილს გთხოვთ გადამირჩინეთ ჩემი პატარა.
-დამშვიდდით სასწრაფოს დაურეკავ ახლავეს. გოგონამ ტელეფონი ამოიღო და ანერვიულებული ხმით აუხსნა ექიმს რაც ხდებოდა.
-არ მიატოვოთ, გამოვდივართ.
-ღრმად ისუნთქე, ღრმად ისუნთქე გთხოვ. გოგონამ ცარიელი ქუჩას გახედა, ლილეს შეეშინდა და ხელხე ხელი მოუჭირა.
-არ მიმატოვო, მარტო არ დამტოვო გთხოვ.
-არ მიგატოვებ, დამშვიდდი სასწრაფოც მალე მოვა.
-რა ხდება, ცუდად არის? გოგონას გვერდით ახალგაზრდა წყვილი გაჩნდა და მუხლებზე დამდგარ ლილეს უყურებდნენ გაოცებული.
-მშობიარე არის, სასწრაფოს დავურეკე და ველდებით, მაგრამ აგვიანებს.
-ჯიბეში ტელეფონი მაქვს, უნდა დავრეკო. გოგონამ ტელეფონო ამოიღო და მისცა, ნერვიულბისგან მთელი სხეულით ცახცახებდა, მაგრამ შეძლო სასურველ ნომერზე დარეკვა და გოგონას უთხრა.
-უთხარი სად უნდა მოვიდეს და ისიც უთხარი, რომ ახლავეს წამოვიდეს. რამდენიმე ზარის მცდელობის შემდეგ დაბოხილი ხმით უპასუხა მოსაუბრემ.
-გისმენთ.
-თქვენი მეუღლე მშობიარობს, ის ძალიან ცუდად არის და საჩქაროდ უნდა მოხვიდეთ. -უკაცრავად? -თქვენი მეუღლე ცუდად არის, მშობიარობს.
-ნომერი შეგეშალათ, მე მეუღლე მყავს და შვილიც. ტელეფონი გაითიშა და გოგონა გაოცებული დარჩა............. -რა გითხრა, მოვალო?
-მოვა ქალბატონო, თქვენ არ ინერვიულოთ. გოგონამ იქვე მდგარ მამაკაცს შეხედა ცრემლიან თვალებით და უთხრა.
-სულ მარტოა, მას არავინ არ ყავს.
-დრო არ იცდის, სასწრაფოც აგვიანებს ჩემი მანქანით გადავიყვანოთ საავადმყოფოში. მამაკაცის დახმარებით ლილე მანქანაში ჩასვეს და ტკივილისგან საშინელი ხმით იყვირა. -ვეღარ უძლებ, გთხოვთ ჩემი შვილი გადაარჩინეთ. დიდი სისწრაფით მიდიოდა და წითელზედაც გადავიდა რამდენჯერმე, საავადმყოფოში მივიდა თუ არა სასოწარკვეთილმა იყვირა.
-ჩქარა საკაცე, მშობიარე ცუდად არის. ლილე სამშობიარო ბლოკში შეიყვანეს, მაგრამ უეცრად მამაკაცს ხელზე ხელი მოკიდა და უთხრა.
-სულ მარტო დარჩება ჩემი შვილი, გთხოვ მომეცი პირობა რომ მას არ მიატოვებ და ღირსეულ ადამიანად აღზრდი.
-თქვენი სახელი მითხარით............
-მე, მე, მე ლილე ვარ მიქელთაძე და როცა გაიზრდება უთხარით რომ მე ის ძალიან, ძალიან მიყვარს.
-მამა, ვინ არის მამა.
-მას მარტო დედა ყავს, არ მინდა მამამისივით არაკაცი გამოვიდეს. გთხოვ დამპირდი, გთხოვ.
-გპირდები, გპირდები რომ არასოდეს მიგატოვებთ. ლილეს ღიმილმა გაუნათა ტკივილით სავსე სახე და შემდეგ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა.
-მადლობა.
-ალექსანდრე...................... ალექსანდრე იდგა და იმ დაკეტილ კარს უყურებდა სადაც ასაკით პატარა გოგონა დედა უნდა გამხდარიყო. მკლავზე შეხება იგრძნო, თავი მოაბრუნა და შეხედა ნატას რომელიც ერთიანად ცახცახებდა.
-ალექსანდრე ვინ არის ეს გოგონა..................
-ის არის ქალი და სულ მალე გახდება დედა, რომელიც შესაძლებელია ახლად დაბადებული შვილი ვეღარასოდეს ნახოს და ვერ შეეხოს, ვერც მისი სურნელი ვერ შეიგრძნოს.
-დაურეკე მის ქმარს.........
-ვფიქრობ ქმარი არ ყავს, ვიღაც ნაბიჭვარმა მისით გაერთო და აღარ უნდა შვილი აღიაროს, ასეთ ადამიანებს მამობრივი გრძნობა არ აქვთ და პასუხისმგებლობა საიდან უნდა ჰქონდეთ. იქვე მდგარ გოგონას შეხედა და უთხრა.
-მე ალექსანდრე ვარ ხვედელიძე ეს კი ჩემი მეუღლეა ნატა. -
მონიკა მონიავა.
-ძალიან კარგი, ლილეს ტელეფონი სად არის.
-მე მაქვს, დაურეკო კიდევ მის ქმარს თუ ვინც არის?
-ვცადოთ ისევ. მონიკამ ნომერი მიუთითა ალექსანდრეს და ალექსანდრე გაოცებული დარჩა, როცა სცადა ნომერზე დაკავშირებას.
-რა მოხდა, არ ღებულობს?
-დაბლოკილია, ზარი არ გადის.
-დაბლოკა რომ ისევ არ დაგვერეკა.
-შენი ნომრით დარეკე ალექს.
-ნატა მართალია, ჩემი ნომრით დავრეკავ. ტელეფონი ამოიღო ნომერი აკრიბა და გოგონებს ანიშნა რომ ზარი გადიოდა.
-გისმენთ.
-თქვენი მეუღლე თუ შეყვარებული ან უფრო სწორად თქვენგან გაუბედურებული ქალი სიკვდილს ებრძვის თქვენი შვილი რომ ამ ქვეყანას მოავლინოს და თქვენ მის ნომერს ბლოკავთ.................
-მომისმინე, ზედმეტები მოგდით ჩემი მეუღლე სახლშია, თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს ან არ იცის ვისგან ელოდება ბავშვს. -
ლილე მიქელთაძე არაკაცო, გოგონა მოატყუილე და ახლა აღარ იცნობ მას, მიწიდან ამოგთხრი, დაიმახსოვრე დღევანდელი დღე...........
-მამა, მამიკო პარკში წამიყვან? მოესმა ალექსანდრეს ხმა და ირონიულად ჩაიცინა. -გასაგებია, ოჯახს უფრთხილდები, მაგრამ გპირდები სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევ ნაგავო.
-მორიგი საყვარელი ხართ ალბად და თუ ასე შეგტკივათ გული მასზე თქვენი გვარი მიეცით პატარას.
-მე მისი ძმა ვარ ნაგავო და მიფრთხილდი გზაზე არ გადამეყარო. ალექსანდრემ ექიმი დაინახა და ტელეფონი გათიშა, თეთხალათიანმა ახალგარდა მამაკაცმა კი მათ ელვის სისწრაფით ჩაუქროლა და ნატამ თქვა.
-რაღაც მოხდა, ვგრძნობ რაღაც მოხდა. ლოდინი რამდენიმე საათი გაგრძელდა, არავინ არაფერს ამბობდა და სამივე მხოლოდ ლილეზე ფიქრობდა.
-ნატა კარგად ხარ, გინდა რომ წავიდეთ?
-არა, არა რას ამბობ აქედან არსად არ წავალ სანამ არ გავიგებ როგორ არის დედა-შვილი. -შიგნით რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ალექს.
-დამშვიდდი, ექიმი გამოვა და ყველაფერს იტყვის. ნატა ვერ მშვიდდებოდა და ექიმის მოლოდინში კედლიდან კედლამდე ნაბიჯებს ითვლიდა. გაუსაძლისილოდინის შემდეგ, როგორც იქნა ექიმი გამოჩნდა. თვალებში უყურებდა ექიმს და პასუხის მოლოდინში ერთიანად ცახცახებდა.
-დედა-შვილი როგორ არის ექიმო.... ალექსანდრეს ხმა გაებზარა და თვალები ჩაუწითლდდა.
-ნაადრევი მშობიარობის შედეგად ბავშვი ჯამრთელია, მაგრამ....
-მაგრამ რა მოხდა, დედა როგორ არის.........
-დედას გაუჭირდა, მაგრამ შევძელით და დავიბრუნეთ. ალექსანდრე დადუმდა, თვალები ცრემლით აევსო და ორი წლით უკან დააბრუნა მტკივნეულმა მოგონებებმა.
-ექიმო როგორ არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი............... -ალექსანდრე ვწუხვარ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ბავშვი ვერ გადავარჩინეთ.
-ნატა, ნატა როგორაა.
-ნატა კარგად არის, თუმცა ძალიან ვწუხვარ ის შვილს ვეღარ გაგიჩენს მეგობარო. ნატამ მკლავზე ხელი მოკიდა ალექსანდრეს და თვალებში ჩახედა.
-წარსულში დაგაბრუნა მტკივნეულმა მოგონებებმა,
-შენ რას ფიქრობ ნატა.
-შენ ხომ უქმელად ხვდები ყოველთვის მე რაც მინდა.
-დარწმუნებული ხარ? ნატამ თვალები დახუჭა და უთხრა. -
დარწმუნებული ვარ ალექსანდრე.
-ერთი პირობით.
-გისმენ.
-რასაც გადავწყვეტთ, ამას ლილესთან ერთად გავაკეთებთ, ჯერ მას დაველაპარაკოთ. -თანახმა ვარ, მიყვარხარ. ალექსანდრემ ნატას შუბლზე აკოცა და ექიმთან წავიდა, მაგრამ უეცრად მიუბრუნდა ნატას და უთხრა.
-ინდირას დაურეკე ის დაგვჭირდება. შემდეგ იქვე მდგარ მონიკას შეხედა და უთხრა.
-დაგვჭირდები მონიკა შენ მთავარი მოწმე ხარ დღევანდელი დღის.
-გასაუბრება მქონდა, მაგრამ .......
-მაგრამ აქ ხარ საჭირო და უარი არ გამოვა. ალექსანდრე წავიდა და მონიკა ნატას მიუბრუნდა.
-თქვენ შვილი არ გყავთ?
-მყავს 3 წლისაა ჩემი ლილიანა, მაგრამ მეორე შვილი დავკარგეთ.
-ამიტომ ჰქონდა ალექსანდრეს ასეთი მძაფრი რეაქცია ლილეზე.
-ლილიანა რომ დაიბადა რთული მშობიარობა მქონდა, ექიმმა გვითხრა რომ მეტი შვილის გაჩენა არ შემეძლო, მაგრამ როცა ორსულად დავრჩი მეორეზე გამიკვირდა და ექიმთან წავედი, ექიმმა კი სასწრაფოდ აბორტის გაკეთება მთხოვა, რადგან ეს სარისკო იყო ჩემს ჯამრთელობასთან მე კი არ დავიჯერე და ექვს თვემდე მივედით, მაგრამ ნაადრევი მშობიარობა დამეწყო და ბავშვი დაიღუპა, შემდეგ ჩემს გადარჩენაზე ბრძოლობდნენ, ამიტომ ძალიან მინდა ეს პატარა ჩემთან გაიზარდოს თუმცა არ ვიცი დედაჩემი როგორ შეხვდება ამ ამბავს.
-იწუწუნებს, მაგრამ მიეჩვევა.უთხრა ალექსანდრემ და ნატას ხელი მოხვია.
-როგორ ხარ, დამშვიდდი?
-მე კარგად ვარ, შენ რა გითხრა ექიმმა.
-დაველაპარაკე, მაგრამ ლილეს გამოღვიძებას უნდა დაველოდოთ და რასაც იტყვის ლილე ჩვენც ისე ვიმოქმედებთ. ადვოკატი გვჭირდება, რომ ოფიციალურად გავაფორმოთ საბუთები. შენ დაურეკე ინდირას?
-დავურეკე, მაგრამ არ მპასუხობს და რა გავაკეთოთ?
-მე წავალ და მოვიყვან თქვენ აქ დამელოდეთ. ალექსანდრე გაუთვუსწინეველი სისწრაფით მიდიოდა, წითელზედაც კი გაიარა სიჩქარის გამო და როგორც იქნა ინდირას ბინასთანაც მივიდა და კარზე მანამ აბრახუნა სანამ შეშინებულმა ინდირამ კარი არ გაუღო.
-ალექსანდრე აქ რას აკეთებ, მოხდა რამე? ალექსანდრემ ინდირას შეხედა და გაბრაზებულმა კითხა.
-კარგად ხარ?
-კარგად ვარ რატომ მეკითხები, ნატას ან ბავშვს რამე დაემართა? ალექსანდრემ სახლს მოავლო თვალი და ისევ ინდირას შეხედა.
-ამ სახლში ვინც შემოვა დარწმუნებით გეტყვი რომ ყველას ეჭვი შეეპარება შენს კარგად ყოფნობაში.
-დია ადრიან შემომიხტი სახლში და რა გჭირს აღარ იტყვი?
-კარგად ვარო და კარგად თუ ხარ ამ არეულ სახლში როგორ ზიხარ ან როგორ გძინავს ან როგორ მუშაობ ან საჭირო ნივთებს როგორ აგნებ. ინდირა ვეღარ გცნობ,თვეში ერთხელ გაქვს დასუფთავების დღე თუ წელიწადში ერთხელ.
-ალექს მოთმინებიდან გამოგყავარ........
-არა, არ გამოვრიცხავ რომ წელიწადში ერთხელ ასუფთავებ.
-როცა ახალ საყვარელს ვპოულობ, მაშინ ვალაგებ სახლს.
-მაშინ რატომ, რომ არ გაგექცეს? უთხრა და გულიანად გაიცინა, მაგრამ ინდირას ხმამ შეახსენა მასთან რისთვის მივიდა.
-მითხარი აქ რატომ მომაკითხე, მონატრებით გამორიცხულია არ მოგენატრებოდი და გისმენ. -ჯერ გეტყვი რომ რაც შეიძლება მალე იპოვე ახალი საყვარელი, თორემ ვირთხები წაგიყვანს ან მძინარეს შეგჭამს......
-მე არ ვიჭმევი მეგობარო......
-იჭმევი, მაგრამ ყველასთვის არა.
-ალექს მეძინა.....
-ჩაიცვი და წამომყევი, მჭირდები.....
-სად, სად მივდივართ. მითხარი რა მოხდა, ალექს...
-ტელეფონზე რომ გეპასუხა აქ არ მოვიდოდი, ახლა ჩაიცვი და დაბლა დაგელოდები. ალექსანდრე წავიდა და ინდირამ ბუზღუნით ჩაიცვა ტელეფონი აიღო და ნატასგან რანდენიმე ფგამოტოვებული ზარიც ნახა.
-რაღაც მოხდა, კარგი მივალ და გავიგებ. სირბილით ჩაიარა კიბეები და ალექსანდრეს გვერდით მოკალათდა, მიუბრუნდა რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ალექსანდრემ გააჩუმა. -სანამ ადგილზე არ მივალთ არაფერი არ შემეკითხო ისედაც ნერვებზე ვარ. ინდირაც იჯდა და საავადმყოფოს ეზოში შესვლამდე ხმა არ ამოუღია.
-რა მოხდა აქ რა გინდათ, ვერაფერი ვერ გავიგე.
-გამომყევი. ინდირამ ნატა დაინახა თუ არა უთხრა.
-შენი ქმრისგან ვერაფერი ვერ გავიგე და მითხარი აქ რატომ ხართ ხალხო.
-გაიცანი ეს მონიკაა............
-ჩვენი იოანეს ნათლია იქნება შენთან ერთად.
-იოანე ვინ არის, გთხოვთ ამიხსენით რა მოხდა ან რა ხდება. ალექსანდრემ ინდირას ყველაფერი აუხსნა, მაგრამ ინდირამ შეხედა და უთხრა.
-დედა თანახმა არის ჯერ საბუთებს რომ აგვარებ?
-დავითანხმებთ დედას, რადგან ის სულ მარტო არის და დამხმარე არავინ არ ყავს. -ბავშვის მამა დაგთანხმდება?
-ის არაკაცია და არც ვკითხულობ ვინ არის, თუმცა მაინც მომიწევს გავიგო, რადგან თავისი ადგილი მინდა მივუჩინო იქ სადაც იმსახურებს ყოფნას.
-ალექს როდის გავალთ აქედან, ექიმმა რა გითხრა.
-ხუთშაბათამდე გაქვს დრო, რომ ყველა საჭირო საბუთი მოაგვარო ინდირა.
-გასაგებია, ალექსანდრე ერთი რამ მაინტერესებს....
-რა ვერ გაიგე ინდირა.....
-რატომ არ იჭერ ბავშვის მამას თუ იცი ვინც არის.
-არ ვიცი ვინ არის, მაგრამ არც ისეთი სუფთა წარსულის უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ ოდესმე მოვა ჩემამდე ის არამზადა.
-შენ უკეთ იცი რასაც აკეთებ.
-შენ მხოლოდ საბუთების მოგვარება გევალება, სხვას მე პირადად მივხედავ.
-გასაგებია უფროსო.
-ახლა უნდა დაგტოვოთ რადგან მნიშვნელოვანი თათბირი მქონდა დილით და რამდენიმე საათით გადავდე, ნატა მოგვიანებით დაგირეკავ, მონიკა შემიძლია წაგიყვანო გასაუბრებაზე თუ არ ხარ დაგვიანებული.
-არ მინდა ჩემს გამო გზიდან გადაუხვიოთ.
-ეს არაფერია, მხოლოდ საკონტაქტო ნომერი დაუტოვე ინდირას რომ დაკავშირება შეძლოს. მონიკამ დაუტოვა ინდირას თავისი ნომერი, ნატას დაემშვიდობა და ალექსანდრესთან ერთად დატოვა საავადმყოფო. ორივე ჩუმად იყო თავიანთ ფიქრებში და ორივე ლილეზე ფიქრობდა, მაგრამ მონიკამ დაარღვია ეს სიმყუდროვე და ალექსანდრეს უთხრა.
-აქ დამტოვე სადმე, იმედია ჯერ კიდევ ადრე არის.
-უმუშევარი ხარ?
-გუშინ დამირეკეს ჩემი სივი მქონდა გაგზავნილი, არ ვარ დარწმუნებული რომ აღფრთოვანებით შემხვდებიან.
-რატომ?
-ჩვენს ქვეყანაში თუ არ გყავს ცნობილი ახლობელი, ნათესავი და ძლიერი ზურგი არ გაქვს შეუძლებელია კარგი სამსახური იშოვო.
-რა განათლება გაქვს, ასაკი?
-28 წლის ვარ, განათლება კი სამართალმცოდნეობა.
-ასეთი სივით და ასეთი განათლებით ამ პატარა სააგენტოში გინდა იმუშავო?
-სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი საქართველოში და სიმართლე გითხრა მრცხვენია რომ ჩემს სამშობლოს არ ვიცნობ, არც ხალხს ვიცნობ და ვიცი რომ ძალიან გამიჭირდება, მაგრამ მინდა აქ ვიყო და ყველაფერს გავაკეთებ აქ დავიმკვიდრო ჩემი ბუდე.
-რას იტყვი ჩემთან მუშაობაზე, მონიკა ძალიან გვჭირდება კარგი და ნიჭიერი კადრი. -მართლა გჭირდებათ თუ........
-დაგარწმუნო რომ ტყუილს არ ვამბობ? მონიკას გაეცინა, ალექსანდრემ კი მანქანა ადგილიდან დაძრა და განყოფილებაში მივიდა, მონიკას სივი კი ხელში ეჭირა. მონიკას გაუხარდა ალექსანდრეს შემოთავაზება, მაგრამ შინაგანი ხმა არ აძლევდა საშუალებას მასთან ახლოს დამდგარიყო. ალექსანდრემ მანქანა გააჩერა და მონიკას შეხედა.
-ფერი არ გადევს რა მოხდა, გეშინია?
-არა, არ მეშინია, მაგრამ თქვენი შემოთავაზება ძალიან მოულოდნმელი იყო და.....
-არ ელოდი, გადავიდეთ და დღეიდან აყვანილი ხარ სამსახურში.
-გასაუბრების გარეშე?
-მონიკა ხუმრობ თუ მართლა მეკითხები რომ გასაუბრება გჭირდება.
-არ ვიცი, მე............
-გადადი და დაიმახსოვრე, როცა საქმე სამსახურს ეხება მე არ ვხუმრობ.
-გასაგებია. ოროივე ერთდროულად გადავიდა მანქანიდან.
-მანქანა სადგომზე დააყენეთ ახლოში, ერთ საათში გავდივარ.
-გასაგებია კომისარო. მონიკა აკვირდებოდა ალექსანდრეს და გაოცებული იყო, განყოფილებაში კომისარი ყველას ღიმილით ხვდებოდა და ესალმებოდა. ერთ ერთი კაბინეტის კარი გააღო და ყველა ფეხზე წამოდგა.
-შმაგი.
-გისმენ უფროსო.
-ორ წუთში ჩემთან შემოდი.
-მოვდივარ უფროსო. შმაგიმ მონიკას შეხედა და თვალი ჩაუკრა რაც მონიკას არ მოეწონა და წარბაწეული აედევნა უკან ალექსანდრეს.
-აქ დამელოდე და დაგიძახებ. ალექსანდრე კაბინეტში შევიდა და შმაგიც მის უკან იყო
-მოვედი უფროსო.
-მოდი, მოდი შმაგი.
-როგორაა საქმე შეივსო კადრი?
-არა უფროსო, დღეს არის დანიშნული გასაუბრება.
-დარეკეთ და უთხარით რომ კადრი შეივსო და აღარ გვჭირდება. მონიკა მონიავა შმაგი ის კადრია ვინც ჩვენ გვჭირდება, უფრო სწორად ჩვენს განყოფილებას.
-დარწმუნებული ხართ კომისარო.
-წავიკითხე მისი სივი და გაოცებული დავრჩი იცი რატომ, შმაგი ის ჯერ მხოლოდ 28 წლის არის და იცნობს იურისტის საქმიანობას ეთიკის ეთიკურ პრინციპებს. მოწოდებულია ემსახუროს სამართლიანობას ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით.
-კომისარო......
-შესწევს უნარი გაითვალისწინოს სამართლიანი შენიშვნები და მკაცრი კრიტიკაც კი. -კომისარო ჩვენ გვჭირდება ისეთი კადრი რომ უცხო ენებიც იცოდეს ან ესმოდეს საუბრის დონეზე.
-ოჯახი ინგლისურ ენაზე საუბრობს, რადგან ეს ენა პატარა ასაკიდან აითვისა. ასევე იცის გერმანული, ფრანგული, თურქული, ესპანური, აფრიკული და რა თქმა უნდა ქართული. შმაგი გვყავს ასეთი კარდი? -არა კომისარო..........
-დაუძახე მონიკას შემოვიდეს. შმაგიმ მონიკას დაუძახა და კომისარს უთხრა.
-გავაფორმო უკვე?
-მონიკა გილოცავ, დღეიდან აქ მუშაობ. შმაგი შენს კაბინეტში გამოუყავი მონიკას ადგილი, ჯერ ჯერობით ასე იყოს.
-არის ჩემს კაბინეტში ცარიელი მაგიდა და ის მაგიდა იქნება მონიკასი.
-კარგია, მონიკა მიაცილე მის მაგიდასთან და ისევ შემოდი ჩემთან. შმაგი მონიკასთან ერთად გავიდა და თავის კაბინეტში შევიდნენ.
-ეს მაგიდა არის თავისუფალი, იქ საბა ზის და ამ ოთახში სამნი ვიქნებით.
-გასაგებია. მონიკამ მაგიდას თითი გადაუსვა და შემდეგ შმაგის შეხედა.
-არ ვიცოდი თუ მოხვიდოდი თორემ გავწმინდავდი, მაგრამ ეს ქალებს უფრო კარგად გეხერხებათ. მონიკას გაუცინა და ისევ ალექსანდრეს კაბინეტში დაბრუნდა.
-მოდი, შმაგი ეს ნომერი გამომართვი და გაიგე ყველაფერი მასზე, მისი ყველა ნაბიჯი უნდა ვიცოდე, მისი ოჯახური, ეკონომიური და მატერიალური მდგომარეობა. დღესვე გაარკვიე და მითხარი, თავისუფალი ხარ. შმაგი კართან იყო მისული რომ ალექსანდრემ უთხრა.
-ეს არავის არ ანდო, შენ გაიგე პირადად.
-გასაგებია უფროსო. შმაგი წავიდა ალექსანდრემ კი ნატას დაურეკა.
-გისმენ ალექსანდრე.
-როგორ ხართ, ლილე უკვე ნახე?
-არა, ჯერ ისევ სუსტად გრძნობს თავს.
-კარგი, რომ ნახო უჩემოდ არაფერი არ უთხრა მოვალ და ერთად დაველაპარაკოთ.
-ალექსანდრე ლილე დაგვთანხმდება?
-დაგვთანხმდება, ნატა ის ჯერ კიდევ ბავშვია და მე როგორც მისი უფროსი ძმა ისე დაუდგები გვერდით და ის ჩვენი მხარდაჭერით და დახმარებით მყარად დადგება ფეხზე.
-მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ ასეთი კარგი რომ მყავხარ და ჩემი ხარ.
-მეც მიყვარხარ, მოიფიქრე დედაშენს რას ეტყვი ან როგორ აუხსნი ამ ამბავს.
-დედაჩემი მე მომანდე, მას მე დაველაპარაკები.
-კარგი, კარგად იცი რომ არ მინდა ჩავერიო თორემ იცი რომ რაც უფრო ჩუმად ვარ მით უფრო მევსება მოთმინების ფიალა.
-პაციენტი გადავიყვანეთ პალატაში შეგიძლიათ მისი ნახვა.
-მადლობა ძვირფასო, ალექსანდრე ლილესთან შევდივარ და კარგია თუ შენც მალე მოხვალ.
-უკვე გამოვდივარ. ნატამ ტელეფონი გათიშა და ლილესთან შევიდა, ლილე ძალიან დასუსტებული იყო მაგრამ მის თვალებში შიში დაინახა, ნატას ცრემლები ახრჩობდა, ხელზე ხელი მოკიდა და უთხრა.
-არ შეგეშინდეს რთული დღე იყო, მაგრამ შენც და შენი შვილიც კარგად ხართ.
-ჩემი შვილი უკვე ნახეთ?
-ვნახე, ძალიან საყვარელი პატარაა.
-მადლობა, თქვენ რომ არა ჩვენ.......
-დამშვიდდი, რამდენი წლის ხარ ლილე. -19 წლის ვარ, სტუდენტი.
-გასაგებია, ფაკულტეტი?
-იურდიულზე ჩავაბარე, მაგრამ მომიწევს სწავლა მივატოვო.
-რატომ?
-ჩემმა მშობლებმა რომ გაიგოს ბავშვის შესახებ არ მაცოცხლებს არც მამა და არც ძმა.
-შენი ძმა რამდენი წლის არის.
-28 წლის არის, ისიც უმაღლესი განათლებით არქიტექტორია და ჩემით ამაყობდა ჩემს ფირმას გავხსნი და ფირმის ადვოკატი იქნებიო, მე კი მისი იმედები დავამსხვრიე და გავანადგურე.
-ყველაფერი გამოსწორდება ლილე.
-როგორ, ბავში?
-როგორ ხართ. პალატაში ალექსანდრე შემოვიდა ლამაზი თაიგულით და ლილეს გაუღიმა.
-ეს თაიგული პატარა დედიკოს, შენს სილამაზეს უკეთესი თაიგული შეეფერება, მაგრამ შემდეგში გავითვალისწინებ. ლილემ ცრემლი ვერ დამალა და ხმით ატირდა, ალექსანდრე დაელოდა მის დამშვიდებას, ნატამ ცრემლი მოიწმინდა და ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა.
-დაწყნარდი და მინდა იცოდე მარტო არ ხარ, შენს გვერდით ჩვენ ვართ. ნატამ წყალი მიაწოდა ლილეს და როცა დამშვიდდა ალექსანდრე მიუახლოვდა.
-ლილე მინდა მოგისმინო, გპირდები რომ მე ძმობას გაგიწევ და არ მოგცემ უფლებას ცხოვრება გაიუბედურო, მინდა მომიყვე რა შეგემთხვა, რა გადაიტანე.
-მე, მე........... ცრემლიანი თვალებით შეხედა ალექსანდრეს, ალექსანდრემ ცრემლი თავის ხელით მოწმინდა და გაბზარული ხმით უთხრა.
-მომიყევი რა შეგემთხვა, მე გისმენ ლილე.
-სკოლა დავამთავრე წითელ დიპლომზე და იმავე წელს იურდილზე მოვეწყვე, ჩემი ოცნება იყო იურისტობა და ეს ოცნება ავისრულე. ყველას უხაროდა ჩემი წარმატება და მით უფრო ჩემს ძმას. თავად მიქირავა თბილიში ბინა და იმედიანად დამტოვა თავად კი საზღვარგარეთიდან შემოთავაზება მიიღო და წავიდა რამდენიმე თვით თუ წლით ეს არ ვიცი, სწავლა დაიწყო და მეც ვმეცადინეობდი, მქონდა ჩვეულებრივი ურთიერთობა კურსელებთან და ბედნიერი ვიყავი, ერთ საღამოს კი ყველაფერი შეიცვალა როცა ბინასთან უცხო მამაკაცი დამხვდა და სცადა გამომლაპარაკებოდა რაც არ მომეწონა და პასუხი არ გავეცი, მე ბინაში შევედი და ასე გრძელდებოდა თითქმის ერთი თვე შემდეგ კი ბინის პატრონი მოვიდა და მითხრა. ერთი წლის ქირა წინასწარ არის გადახდილი, ეს თანხა ამოიწურება და ბინა დაცალე არ მინდა აქ იყო და ყოველ საღამოს სახლში მამაკაცები გაკითხავდესო. იმ ღამით მთელი ღამე ვტიროდი, გათენდა თუ არა ბინის ძებნა დავიწყე და ვიშოვე სასწავლებელთან ახლოს ბინის პატრონს უთხარი გადავდივარმეთქი და ექვსი თვის თანხა გამოვართვი თუმცა არ უნდოდა დაებრუნებინა. რამდენიმე თვე მშვიდად ვიყავი და ისევ გამოჩნდა ჩემთვის უცნობი მამაკაცი ჩემს ბინასთან, არ ვიცი რა მიზანი ჰქონდა, მაგრამ მისგან დამალვა ვერ შევძელი. ერთ საღამოს მეგობართან დავრჩი მხოლოდ მან იცოდა ჩემი მდგომარეობა და შემიფარა თუმცა იქაც მომაგნო, ისევ გამოვიცვალე ბინა და ისევ იგივე მოხდა და უკვე გაბრაზებული პოლიციაში მივედი, მაგრამ განყოფილებასთან მისულს ორმა უცნობმა მამაკაცმა იარაღი დამანახა და მითხრა
-ვიცი შენი ოჯახი სადაც არის დს და თუ პოლიციაში მიხვალ მათ ამოვხოცავო.
-შეგაშინეს და გამოგიყენეს.
-შემეშინდა, შიშით ვცხოვრობდი და ერთ საღამოს არ ვიცი როგორ შემოვიდა სახლში და ჩემზე ძალა იხმარა. ვცადე, მაგრამ მეგობარმა გადამარჩინა. რამდენიმე კვირა არ მოსულა, ვიფიქრე მიიღო რაც უნდოდა და თავი დამანებამეთქი, მაგრამ ისევ გამოჩნდა ვერ შევძელი მისგან დამალვა და რამდენიმე თვე ჩემთან ცხოვრობდა. როცა ორსულობა გავიგე გაბრაზდა და მითხრა ბავშვი მომეშორებინა, ექიმთანაც წამიყვანა, მაგრამ ვერ შევძელი, ვერ გავბედე აბორტის გაკეთება ის ხომ სულ პატარაა და მხოლოდ დედაზეა მიჯაჭვული.
-ლილე შენ მსხვერპლი ხარ ერთი არა ადამიანის, არა კაცის და ასეთები ადამიანები არ არიან, ამიტომ მინდა ძლიერი იყო, ძალიან ძლიერი და მე დაგეხმარები.
-როგორ, თქვენ როგორ დამეხმარებით.
-თუ შენი სურვილი იქნება შენი ძმა გავხდები, გვერდით დაგიდგები, მხოლოდ მითხარი რას ფიქრობ ბავშვზე გინდა შენ გაზარდო თუ......
-თუ გავაშვილებ? არა, მას ვერ შეველევი, მაგრამ როგორ გავზრდი მას მარტო ეს არ ვიცი ან სად წავიყვანო ჩემებს ვერ ვეტყვი ბავშვზე ვერაფერს.
-სწორედ ამის თქმა მინდა, ლილე ჩემთან წაგიყვანთ ორივეს და ერთად გავზარდოთ პატარა. მინდა აკადემიური აიღო ან ონლაინით დაესწარი ლექციებს ამას მე მოგიგვარებ და ცოტა რომ წამოიზრდება მინდა საზღვარგარეთ გაგიშვა შენ გახდები წარმატებული და მინდა თავად აგებინო პასუხი იმ ნაბიჭვარს.
-მაგრამ მე.............
-მინდა რომ ძლიერი ქალი იყო ლილე.
-რატომ...
-რა რატომ, ვერ გავიგე შენი კითხვრა.
-რატომ აკეთებთ ამ სიკეთეს, რატომ გინდათ დამეხმაროთ მე ხომ სულ უცხო ვარ თქვენთვის..
-ველოდი ამ კითხვას შენგან და ვიცი რომ უცნაურად მოგეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ კარგად მომისმინე. 13 წლის ვიყავი, როცა მშობლები დაიღუპნენ და დავრჩით მე და ჩემი უფროსი და მარტოები. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, ჩემი და მუშაობდა და ჩემზე ზრუნავდა ის ჩემზე 5 წლით დიდი იყო, როცა 17 წლის გავხდი ჩემი და უგზო უკვლოდ დაიკარგა. ლილე ჩემი და ჩემთვის დედაც იყო, დაც იყო და მეგობარიც იყო, მაგრამ ერთმა ნაბიჭვარმა სწორედ ისე მიექცა ჩემს დას როგორც შენ მოგექცა ის უცნობი არაკაცი, მაგრამ შენ ცოცხალი ხარ ჩემი და კი გააუპატიურა და ცოცხლად დაწვა.
-ვწუხვარ, დიდი ტკივილი გქონიათ გულში.
-ერთხელ გაუპატიურებას არ დასჯერდა, თვეების მანძილზე აუპატიურებდა და ჩემი მოკვლით აშინებდა, მაგრამ როცა პოლიციაში დააპირა მისვლა ტყეში წაიყვანა და ისევ ძალა იხმარა მასზე, შემდეგ იქვე დაწვა. დავიფიცე ჩემი დის საფლავთან რომ ასეთ არაკაცებს არ გავახარებ და შენი დახმარებით ჩვენ შევძლებთ მის განადგურებას. თანახმა ხარ?
-თანახმა ვარ, რადგან მეც მინდა ძლიერი ვიყო.
-რაც შეეხება ბავშვს, მას ჩემს გვარზე დავწერ რომ ბიოლოგიურმა მამამ ვერასოდეს ვერ იპოვოს მისი შვილი, ამიტო შენი თანხმობით პატარა დღეიდან ჩემი და ნატას შვილი გახდება, როცა შენ დაბრუნდები ნასწავლი, განათლებული, ძლიერი და თავდაჯერებული ჩვენ მას სიმართლეს ვეტყვით.
-არ ვიცი რა გითხრათ, თქვენ რომ არა მე ვერაფერს გავაკეთებ და ჩემი შვილი შესაძლებელი იყო გამეშვილებინა უცხოზე, მაგრამ ის თქვენთან იქნება და მე ბედნიერი ვარ თქვენი არსებობით.
-მაშინ ყველაფერი გადაწყვეტილია, დღესვე გავაფორმებთ საბუთებს შენს ძმას კი მე დაველაპარაკები როგორც კაცი კაცს.
-ნაადრევი იყო ჩემი მშობიარობა, ჯერ არ უნდა მემშობიარა ალბად ეს შიშმა გამოიწვია მითხრა რამდენიმე დღეში დავბრუნდებიო და ვინერვიულე.
-ყველაფერმა ჩაიარა და უფლის ნებით ორივე კარგად ხართ. ნატამ შვებით ამოისუნთქა და ალექსანდრეს მადლიერი თვალებით შეხედა, ლილემ კი მორიდებით შეხედა ალექსანდრეს და უთხრა.
-მომეცით უფლება მადლობის სახით პატარას თქვენი სახელი დავარქვა, მინდა ალექსანდრე იყოს მისი სახელი.
-ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ხვედელიძე, ნატა რას იტყვი თანახმა ხარ?
-მინდოდა იოანე გვყოლოდა, მაგრამ პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას.
-მადლობას ასე გადაგიხდით, თქვენ ღმერთივით მომევლინეთ და მახსოვს კიდევ ერთი გოგონა იყო თქვენთან ერთად.
-მონიკა ისიც მოვა თქვენს სანახავად, ექიმის თქმით ხუთშაბათს წავალთ აქედან. ალექსანდრემ ყველა საჭირო საბუთი მოაგვარა ინდირასთან ერთად და დამშვიდებული წავიდა, მაგრამ წასვლის წინ მან მკაცრად გააბრთხილა ექიმები რომ ლილეს სანახავად არავინ შეეშვათ მასთან.
-გასაგებია, კომისარო ყველაფერს გავაკეთებთ რომ დედა და შვილი მშვიდად იყოს. ნატა ალექსანდრესთან ერთად მაღაზიაში წავიდა და ორივე დედა-შვილს უამრავი რამ უყიდა, სახლში მისულებმა კი პატარას ოთახის მოწყობაც კი დაიწყეს. ლილია დასდევდა დედას და ვერაფერი გაეგო რატომ ან ვისთვის აწყობდა მამა ახალ ოთახს, მაგრამ პატარა საწოლი რომ დაინახა თავისი პაწაწა ხელებით ტაში შემოკრა და ალექსანდრეს უთხრა.
-ბაია? ალექსანდრემ ლილია ხელში აიყვანა და უთხრა.
-ბაია მოვა ჩვენთან ჩემო პრინცესა. კარზე ზარის ხმა იყო და ნატამ ალექსანდრეს შეხედა
-ვინმეს ელოდები?
-არა, ალბად ინდირა მოვიდა.
-მიდი კარი გაუღე თორემ ხომ იცი არ იცის ზარზე ხელის აშვება.
-არ უნდა იყოს ინდირა რადგან ზარი შეწყდა. ალექსანდრემ და ლილიამ კარი გააღო და კართან მომღიმარი მერი დახვდა.
-თქვენ არ გახსოვთ რომ მე ვარსებობ, ამიტომ ისევ მე მოგაკითხეთ.
-მობრძანდით, დაბრძანდით, ნატა სტუმარი გვყავს.
-ვინ არის?
-დედაშენი ვარ, ჯერ კიდევ თუ გახსოვს დედა რომ გყავს. -მე აღარ მახსოვხარ თუ შენმა დაქალუშკებმა დაგავიწყეს რომ შვილი გყავს და მხოლოდ მაშინ გახსენდები როცა ალექსანდრე და მისი სტატუსი დაჭირდებათ.
-როგორ მელაპარაკები შვილო, გინდა მითხრა რომ მე ჩემს სიძეს ვაწუხებ?
-მომისმინე დედა, ძალიან დიდია შენი სამეგობროს სია და გთხოვ შეწყვიტე მათი ქომაგი და დაცვა, დაიმახსოვრე რომ ალექსანდრეს თუ სტატუსი აქვს კიდევ უფრო დიდი სტატუსები აქვთ მის უფროსობას და მას ყოველთვის არ შეუძლია დაეხმაროს შენს დაქალებს და მათ თავხედ შვილებს.
-შვილო..............
-რა შვილო, გუშინ კიდევ დაურეკა შენმა საუკეთესო დაქალმა, სწორედ იმან ალექსანდრეს გამო რომ გეწებება და ამიტომ მეგობრობს შენთან.
-მე არ ვიცოდი, გეფიცები მთხოვა და უარი უთხარი....
-არ ვიცი უკვე მერამდენედ დაიხსნა ციხის გისოსებისგან ის თავზეხელაღებული ბიჭი, მაგრამ ამჯერად უარით გაისტუმრა. ამიტომ ვიკავებ თავს სახლში მოსვლაზე, ამიტომ არ მინდა ისინი ვნახო, რადგან ვიცი თავს ვერ შევიკავებ და მწარეს ვეტყვი.
-ნატა ნუ ერევი ჩემს საქმეში.
-ალექსანდრე ვიცი როგორ წუხარ როცა არ შეგიძლია დაეხმარო ვინმეს, როცა არ გამოგდის, გინდა დაეხმარო და ვერ ეხმარები და ეს უნდა შეწყდეს.
-დამშვიდდი. მკაცრი იყო ალექსანდრეს ნათქვამი ერთი სიტყვა და ნატაც გაჩუმდა, ლილია ალექსანდრეს უყურებდა გაოცებული და შემდეგ სატირლად მოემზადა, მაგრამ მამამ მოეფერა და დაამშვიდა, ლილიამ ცრემლიანი თვალებით შეხედა მამას.
-შენ მამას პრინცესა ხარ და მამა არასოდეს გიყვირებს. -ბაია? თქვა და ისევ ტაში შემოკრა, მერიმ კი გაოცებულმა შეხედა ნატას და შემდეგ ალექსანდრეს.
-ორსულად არის? ალექსანდრე დაგავიწყდა რა გითხრა ექიმმა.............
-ორსულად არ ვარ, გადაწყვეტილება მივიღე, რომ ლილია მარტო არ იყოს და ბავშვი უნდა ავიყვანო.
-ღმერთო ჩემო, ასე ადვილია ბავშვის აყვანა?
-რატომ არის რთული, რამდენი სითბოს და სიყვარულს მოკლებული ბავშვებია და ამიტომ ავიყვანეთ კიდეც ხუთშაბათს სახლში მოვიყვანთ.
-არა, ვერ აიყვან ის ხომ სხვა სისხლის არის, არც მისი წარმომავობა იცით, არც ის ვინ არის დედა, მამა და მე წინააღმდეგი ვარ. -დედა მე მეორე შვილი მეყოლება და შენ მას მიიღებ ისე როგორც ლილია მიიღე, ისინი და-ძმა იქნება და ორივე ერთად კი შენი შვილიშვილები.
-მას არასოდეს მივიღებ და არასოდეს შევხედავ ისე როგორც ლილიას.
-ქალბატონო მერი ამ სახლში სულ მალე კიდევ ერთი პატარა შემოვა და ორი ბავშვი ერთად გაიზრდება, მას ისე გავზრდი როგორც ჩემი საკუთარი შვილი და თქვენ გინდათ თუ არ გინდათ ამას უნდა მიეჩვიოთ, რადგან პატარას ჩემი სახელი და ჩემი გვარი ექნება.
-მაგრამ არ ექნება შენი სისხლი შვილო........
-ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება, მაპატიეთ თუ გატკინეთ, მაგრამ ამ სახლში მე და ჩემი მეუღლე ვწყვიტავთ ჩვენს მომავალს.
-გასაგებია, პირდაპირ მეუბნები რომ მე თქვენთვის ზედმეტი ვარ და აქ აღარ მოვიდე.
-დედა...................
-მე ეს არ მითქვამს, თქვენ გებულობთ ისე როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ვფიქრობ უკვე იმ ასაკში ვარ ჩემით მივიღო გადაწყვეტილებები თუ რა უკეთესია ჩემთვის და ჩემი მეუღლის ბედნიერებისთვის. ამ წლების მანძილზე პირველად ვარ უხეში თქვენს მიმართ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ გავჩუმდი, ბევრჯერ თვალი დავიბრმავე და დავყრუვდი კიდეც და ეს იმიტომ რომ არ მინდოდა ნატასთვის გული მეტკინა, მაგრამ საკმარისია ისე მკიცხავ თითქოს ერთი უნიათო ადამიანი ვიყო, მაგრამ დამიჯერე ვიცი რა მინდა და რას ვაკეთებ. ალექსანდრემ ნატას შეხედა, შუბლზე აკოცა და ყურში უჩურჩულა.
-მაპატიე ჩემი სიუხეშე, მაგრამ როგორც შენ თქვი ყველაფერს საზღვარი აქვს. სამსახურში მივდივარ თუ რამე გინდოდეს დამირეკე. ალექსანდრემ არც კი დაემშვიდობა მერის და კარი ისე ძლიერად დაიხურა რომ მერი შიშისგან შეხტა, შემდეგ ნატას შეხედა და უთხრა.
-ასეთი ალექსანდრე არასოდეს მინახავს.
-შენი დაქალის დამსახურებაა დედა გუშინაც შეაწუხა და დღესაც, რადგან არ შემიძლია დაგეხმარო რომ უთხრა ეს ვერ გაიგო, რომ ალექსანდრე ღმერთი არ არის და ყველას ყოველთვის ვერ დაეხმარება.
-არ ვიცოდი, მე შენი მეშინია, მეშინია არ დაგკარგო შვილო.
-ვინ გითხრა რომ დამკარგავ, დამიჯერე დედა შენი შიში უსაფუძვლოა.
-სულ ამ შიშით ვიღვიძებ და ვიძინებ, რომ ერთ დღეს ცუდს გავიგებ და არ მინდა ამ დღემდე ვიცოცხლო, არ მინდა უშენოდ ვსუნთქავდე შვილო.
-დედა დაწყნარდი და თავი ხელში აიყვანე, შემომხედე მე აქ ვარ შენს გვერდით.
-მეუბნები შენი დაქალუშკები გახსოვს მარტოო, ნატა შვილო სიყვარული არ არსებობს, ტყუილია რომ ამბობენ სიგიჟემდე უყვარსო მე მხოლოდ შეჩერებულ დროს ვხედავ, უმოძრაობას ვხედავ,სიცარიელეს სულშიც და სხეულშიც. სიყვარული არა და სულის ტკივილი კი არის ჩემში დარჩენილი. მთელი ცხოვრება სისხლიანი ცრემლებით დავიტირე და მთელი ჩემი ახალგაზრდობა მარტოობის საბანით ვთბები. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობდა ვისთვისაც ვცოცხლობდი და ვცხოვრობდი. ეს ადამიანი არსებობს ახლაც და იგივე სიყვარულით არსებობს დღემდე.
-ახლაც? დღემდე გიყვარს ვინმე დედა.
-არა, ჩემი ცხოვრების სიყვარული ნათელი წერტილი შენ ხარ ნატა. მამაკაცი მხოლოდ ერხელ იყო ჩემს ცხოვრებაში ესეც წარსულში შენს დაბადებამდე, დაიბადე შენ და ყველა მამაკაცი გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან, რადგან ცხოვრება შენ მოგიძღვენი.
-რატომ დედა, რატომ აღარ გააგრძელე ნორმალური ცხოვრება, რატომ აღარ შეიყვარე დედა.
-ძნელია როცა თვალებს ხუჭავ და გინდა წაშალო ყველა მოგონება რაც არ გინდა გაიხსენო და გინდა გულიდან ამოიგლიჯო. გადის დრო და ვერც კი ხვდები ისე გაძარცვული ხდები და ერთ დროს რომ ფიქრობ თავს შესწირავდი შენს სიყვარულს აღმოაჩენ რომ ეს გრძნობა არ გიყვარს, გეზიზღება. გრძნობა, რომლის გამო მზად იყავი სიცოცხლეც კი დაგეთმო. ტრიალებს, აქამდე ტრიალებს ჩემს გონებაში წარსულის მძიმე და რთული კადრები და სწორედ ეს ძალას რომ მაძლევს როცა ხალხში ვარ და სწორედ ეს წარსულია რომელიც მკლავს, მანადგურებს და სიცოცხლეს ნელა ნელა მართმევს.
-დედა არასოდეს მოგიყოლია ჩემთვის.....
-მეც მიყვარდა შვილო, მეც ვიგემე ამ დიადი გრძნობის ტკბილ მწარე ნექტარი. დიახ, შენ ერთი დიდი სიყვარულის ნაყოფი ხარ, მაგრამ ძალიან მალე დასრულდა ჩემი ბედნიერი დღეები, თითქოს ერთი ნაპერწკალის აფრიალება იყო და ჩაქრა, ჩაიფერფლა ეს ნაპერწკალიც შემოდგომის ერთ დილით, როცა უსიტყვოდ და ჩუმად გამოვიხურე იმ სახლის კარი სადაც დავტოვე ჩემი ბედნიერებაც და სიყვარულიც.კარზე ზარის ხმა იყო, ნატამ ცრემლი მოიწმინდა და კარი გააღო, კარში ინდირა იდგა და გაოცებული უყურებდა აცრემლებულ დედა-შვილს.
-რატომ ტირით, რამე მოხდა?
-არა, არა არაფერი ვსაუბრობდით და ცოტა ცრემლი მოგვერია.
-მერი დეიდა როგორც ყოველთვის ახლაც გვჩრდილავ თქვენი სილამაზით.
-ჩემო გოგო, ჩემო ინდირა შენ ყოველთვის ასეთი თბილი და საყვარელი ხარ, მაგრამ დრო სწრაფად გადის შვილო და მერი დეიდაც ბერდება.
-რა დროს სიბერეა, აქეთ გვჭირდები.
-მე საჭირო აღარ ვარ უკვე მოვხუცდი.
-შეიძლება ასაკი გაქვს, მაგრამ თქვენი საიდუმლო რეცეპტის წყალობით ძალიან ხალგაზრდად გამოიყურებით.
-რა საიდუმლო, არანაირი საიდუმლო .....
-თქვენი სილამაზის საიდუმლო უნდა გვასწავლო რომ თქვენს ასაკში ჩვენც ასე ლამაზად და მხნედ გამოვიყურებოდეთ.
-როგორ გამაცინე, არანაირი საიდუმლო არ არსებობს, შენ მითხარი როგორ ხარ.
-კარგად ვარ, ვმუშაობ არასასურველ ქორწინებაში მყოფთ ვეხმარები განქორწინებაში. იცით ჩემი საქმიანობა.
-ეს ყველაფერი შენი არჩევანია, მაგრამ როდის უნდა შექმნა ოჯახი შვილო.
-ეს დროც მოვა, ჯერ არ ვჩქარობ. უნდა დაგტოვოთ, ნტა ეს საქაღალდე ალექსანრეს გადაეცი. ინდირამ პატარა ჩაკოცნა, ნატას საქაღალდე დაუტოვა და წავიდა, დედას გაუხარდა შვილის ნახვა და შეპარვით კითხა.
-დღეს დარჩები, შენი საყვარელი გუფთა გავაკეთე რომ მითხარი მოვალო, მაგრამ თუ გეჩქარება და უნდა წახვიდე სახლში გაგატან.
-არა დავრჩები, მამა სად არის.
-აგარაკზე წავიდა, წვიმები რომ იყო თქვა ეზოს შემოვივლი წვიმამ რამე არ გააფუჭოს. შენსკენ რა ხდება, ახალი არაფერი არის?
-არ მცალია დედა ჩემი თავისთვის დილას ადრე გავდივარ და საღაოს გვიან ვბრუნდები.
-აქ დარჩი შვილო, ძალიან გამხდარი ხარ თბილ კერძს დაგახვედრებ და ადამიანურად შეჭამ. ინდირა იმ ღამით დარჩა დედასთან, კომპიუტერში იმუშავა და გვიან დაწვა, ყავის მძაფრმა სუნმა გააღვიძა და ფრთხილად ადგა, გაოცებულმა შეხედა მის სამუშაო მაგიდასთან მჯდარ მამას.
-მამა? მამაკაცი შემობრუნდა და წარბაწეულმა შეხედა მის წინ მდგარ ერთადერთ შვილს და ნაწყენი ხმით უთხრა.
-კარგია საკუთარი მამის სახე რომ გახსოვს შვილო.
-გაბრაზებული ხარ, მაგრამ მე მომენატრე მამიკო.
-არ მჯერა.
-რატომ არ გჯერა მართლა მომენატრე, გვიან იყო რომ დავწექი და რატომ ვერ გავიგე შენი დაბრუნება.
-სარკე გაქვს სახლში და შენს თავს ხედავ, რითინ იკვებები ან როდემდე გაგრძელდება ასეთ რეჟიმში მუშაობა.
-ჩემს საქმეს არ აქვს ამოწურული დრო, დაკითხვაზე ვარ უფროსო თუ რა ხდება.
-არა, დაკითხვაზე არ ხარ და არც ის იფიქრო შენს პირადულში ვერევი, მაგრამ თუ ხვდები და აცნობიერებ რომ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით.
-მამა გთხოვ, ნუ დაიწყებ ისევ საყვედურებს.
-შენ ჩემი შვილი ხარ ერთადერთი შვილი და არასოდეს მინდოდა ამ სახლიდან შენი წასვლა, მაგრამ ხომ უნდა გესმოდეს რომ შენზე ვნერვიულობთ მეც და დედაშენიც. შენ ნორმალურად მიგაჩნია შენი მუშაობის რეჟიმი? -
ვერ ვასწრებ მამა, გვიანობამდე ვრჩები რომ მეორე დღეს ყველა საბუთი მზად მქონდეს, შენც ხომ იურისტი ხარ და იცი თუ როგორი დაძაბული გრაფიკით ვმუშაობთ.
-შენი არჩევანი ეს არის, მაგრამ შენი თავიც უნდა გახსოვდეს.

-დღე და ღამე მხოლოდ შენზე ვფიქრობ, ვიცი უპატიებელი შეცდომა ჩავიდინე, ისიც ვიცი რა დიდი გული გაქვს სიკეთით სავსე და რომ ვიცოდე ჩემს შეცდომას მაპატიებდი შევიცვლები, გეფიცები შევიცვლები, მაგრამ იმ დღის შემდეგ ყველაფერმა დაკარგა ჩემთვის აზრი და უფრო სასტიკი გავხდი.ვერც კი ვგრძნობდი როგორ მივყვებოდი ჩემი სულის ამოძახილს და შეცდომას შეცდომაზე უშვებდი, არავინ მყავდა ისეთი გვერდით გამოვეფხიზლებინე, მჯეროდა რასაც და როგორაც ვაკეთებდი ეს იყო სწორი, ჩემთვის დრო გაჩერდა და ფსკერზე დავეშვი. მთელი ცხოვრება რაც კი ჩემს თავს ვიცნობ ჩემივე თავის ძიებაში ვარ და შემიძლია დავიფიცო ბედნიერი მხოლოდ შენთან ვიყავი. ცუდად ვგრძნობ თავს და როცა მინდა ვიყო მარტო ყველასგან და ყველაფრისგან გარიყული ვზივარ და ვიხსენებ როგორი ბედნიერი ვყოფილვარ ის მცირე დრო. ვერც კი მიხვდა როგორ მიუახლოვდა მისთვის ნაცნობ ბარს და ადვილად შეამჩნია მეგობარი ვინც მას ელოდა.
-დაგაგვიანდა, გაიგე ახალი რამე?
-არა არაფერი, ვიცი რომ საავადმყოფოშია და მეტი არაფერი არ ვიცი.
-აქ რას აკეთებ, მიდი საავადმყოფოში იქნებ რამე შეემთხვა, იქნებ ჯერ კიდევ ბრძოლობს სიცოცხლისთვის და შენ აქ როგორ სუნთქავ, როცა იცი რომ შენს გამო გადის ამ რთულ წუთებს. გოგო არ გაინტერესებს, მაგრამ ბავშვი, არც ბავშვი არ გაინტერესებს დაიბადა თუ არა?
-თუ დაიბადა სად წავიყვანო, ოჯახში რა ვთქვა.
-გამოსავალი მოიძებნება ის ხომ შენი შვილია.
-ეს არის, ეს მამაკაცია.
-რა ხდება პოლიცია შენსკენ მოდის, გოგიტა რა შარში გაეხვიე ან ასე მშვიდად რომ ხარ ვინ არის, იცნობ?
-რამდენიმე დღის წინ კამათი მომივიდა და მიპოვა, მაგის.......
-ყველგან შენ როგორ ხარ გარეული ამ გაუგებრობებში, არ მოგწყინდა ეს არეულ დარეული და დაულაგებელი ცხოვრება? პოლიციელი გოგიტას მიუახლოვდა და უთხრა.
-თქვენზე საჩივარია, განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთ.
-აქ დავილაპარაკოთ....
-აქ არც ადგილია დავილაპარაკოთ და არც დრო, არ გვაქვს უფლება სხვას დაურღვიოთ სიმშვიდე.გოგიტა განყოფილებაში გადაიყვანეს და შმაგიც კომისარის კაბინეტში შევიდა მნიშვნელოვანი ამბით.
-კომისარო დადგენილია ტელეფონის ნომრის ვინაობა.
-ვინ არის, გაარკვიეთ მასზე რამე?
-ძალიან შევეცადეთ და გავარკვიეთ, დაოჯახებულია და ჰყავს 3 წლის შვილი, ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. აქვს ბიზნესი, მაგრამ მისი მადლობელი არავინ არის.
-რატომ არ არიან მადლობელი მუშები?
-ამუშავებს და კაპიკებს უხდის საწყალ ხალხს.
-ამდენი რამ გავიგეთ და სახელი, გვარიც ვიცით მისი.
-გოგიტა გოგოძე და ქალაქში არის ცნობილი მექალთანედ, მას მეუღლის გარდა რამდენიმე ქალბატონთან აქვს ურთიერთობა.
-გასაგებია და უნდა იპოვოთ.
-ის აქ ყავთ უფროსო განყოფილებაში.
-მოიცადე შმაგი, გოგიტა გოგოძე ნაცნობი სახელი და გვარია, ეს ხომ ის პიროვნებაა რამდენჯერმე გაფრთხილება რომ მივეცით.
-ის არის კომისარო.
-რატომ მოიყვანეს იცი?
-რაღაც გაუგებრობაში არის გარეული და ვისთანაც მოუვიდა კამათი მან უჩივლა.
-კარგი, დაკითხვაზე ყავთ?
-საბას ყავს შეყვანილი დასაკითხად.
-კარგი, მეც დავესწრები დაკითხვას. ალექსანდრემ საათზე დაიხედა და შემდეგ მონიკასთან შევიდა.
-გისმენთ კომისარო....
-როგორ ხარ, კარგი კოლექტივი გვყავს და მალე შეეჩვევი ყველას. ბიჭებო ქეთის როდის უმთავრდება შვებულება იცით?
-კიდევ რამდენიმე დღე და დაბრუნდება უფროსო. მონიკამ შმაგის შეხედა და ალექსანდრეს ჩურჩულით უთხრა.
-გაარკვიეთ ვინაობა ვინ არის?
-გავარკვიეთ და აქ ყავთ მოყვანილი, იქ მივდივარ უნდა ვნახო.
-ეტყვით ბავშვის შესახებ?
-ჯერ გავიგო რა იცის, შემდეგ გადავწყვიტავ რას ვეტყვი ან თუ ვეტყვი. შმაგიმ ეჭვის თვალით შეხედა მონიკას და ირონიულად ჩაიცინა, ალექსანდრემ მონიკას თვალი ჩაუკრა და საბასთან წავიდა, საბამ ალექსანდრეს შეხედა თუ არა ფეხზე წამოდგა.
-კომისარო.....
-გააგრძელე დაკითხვა. უთხრა და იქვე დადებულ საქაღალდე ხელში აიღო.
-თქვენს დოსიეს გადავხედე და ძალიან ბევრი დარღვევა გაქვთ....
-როგორც....
-შეგიწყდათ კონტრაქტი ერთი წლის უკან და თქვენ ბიზნესს ისევ აწარმოებთ, უკანონდ ამუშავებთ დაქირავებულ მუშა ხელს და არც ხელფასს უხდით მათ გამომუშავებულ თანხას.
-არ ვიცი ვინ რა გითხრათ, მაგრამ მუშას ხელფასი ყოველი თვის 15 რიცხვში ეძლევა. ალექსანდრემ შეხედა გოგიტას და შემდეგ ისევ დოსიის კითხვა გააგრძელა.
-ძალიან ქედმაღალი და ამაყი პიროვნება ხართ გოგოძე.
-მე ყოველთვის ამაყი ვარ ჩემი სახელით.
-კი გაქვს საამაყოდ საქმე, დოსიეში რაც წერია ნამდვილად უნდა იამაყოთ თქვენი მექალთანეობით და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ.
-ძალას არ ვხმარობ უფროსო...
-გინდა თქვათ ყველა ის გოგოები ვინც გააუბედურეთ, ყოველ ჯერზე რაც ხდებოდა თავიანთი სურვილით ხდებოდა? გოგიტა დაიბნა და ალექსანდრეს თვალებში ჩახედა, ალექსანდრეც გოგიტას უყურებდა და საბას უთხრა.
-გაუშვი საბა.
-კომისარო...
-გაუშვი, ამჯერადაც მიეცი გაგფრთხილება და წავიდეს. გოგიტა თვალს არ აშორებდა ალექსანდრეს და დამცინავი კილოთი უთხრა.
-რას მივაწერო კომისარო თქვენი გულმოწყალება, სხვა დროს მახსოვს უფრო მკაცრი იყავით, დღეს კი მიკვირს თქვენგან ასეთი გულკეთილობა.
-უკეთესია პირად ცხოვრებას მიხედო და თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხი აგოთ, ყოველთვის ვერ შეძლებ სირთულეებს გვერდი აუაროთ ერთ დღესას თქვენს მიერ დაშვებული შეცდომის პირისპირ აღმოჩნდები და შეგრცხვება თუ კი გაქვს სირცხვილის გრძნობა. გოგიტა გაფითრდდა და კარში გასულ ალექსანდრეს თვალი გააყოლა, საბამ კი ხელები გაუხსნა და უთხრა.
-დღეს თვით კომისარმა შეგიწყალა, მაგრამ კომისარი ყოველთვის არ ესწრება დაკითხვას და შენნაირი ცხოვრების ადამიანი დარწმუნებული ვარ აქ კიდევ მოხვალ.
-შენ, შენ რას ფიქრობ იმაზე რაც გაქვს მოსატანი და ვფიქრიბ გაქვს გააზრებული რაც მოყვება სიტყვის არ შესრულებას. დრო იწურება პატარავ და დროც ფული ღირს ჩვენთვის. გოგიტამ საბას თვალი ჩაუკრა და განყოფილება დატოვა, ისევ იმ ბარში დაბრუნდა საიდანაც აიყვანეს და ბარმენთან მივიდა.
-რას მიირთმევთ?
-ლუდი ჯერ და საღამოს ერთად გავიდეთ აქედან.
-კიდევ რას მეტყვი, დამელოდე.
-გოგიტა გოგოს თავი დაანებე და მე მომხედე, ეს მისამართია კარგად დაიმახსოვრე.
-მარტო მივდივარ?
-დაგირეკავ და გეტყვი დაზუსტებით.
-კარგად იხდიან?
-კარგი მაყუთია მეგობარო და გამაზვა არ ღირს.
-ყველაფერი მოგვარებულია?
-ყველაფერი გათვლილია და სიფრთხილით უნდა იმოქმედო, საქმე არ უნდა ჩავარდეს. გოგიტამ ქაღალდი გამოართვა მისამართი წაიკითხა და ქაღალდი დაწვა.
-რას აკეთებ, ჯიბეში ჩაიდე.
-იდიოტო ეს ხომ ნივთმტკიცებაა, დავიმახსოვრებ.
-ხვალ საღამოს სასტუმროში იქნება მეუღლესთან ერთად და უნდა მოახერხო მარტო ნახო, ესეც გამომართვი და გქონდეს ჯიბეში.
-ეს რა არის ან რად მინდა.
-იარაღი არ იხმარო, ეს სპრეი პირში ჩაასხი და გულის შეტევა დაფიქსირდება.
-კარგი ყველაფერი გასაგებია, წავედი საქმეები მაქვს და საღამოს შენს ზარს ველოდები.

გაბრაზებული, კოპებშეკრული შევიდა განყოფილებაში. თავის კაბინეტის კარს მიღმა აღმოჩნდა თუ არა მაგიდიდად ჭიქა აიღო ჯერ ხელის თითებში მოიქცია და შემდეგ სასმელი დაისხა, სულმოუთქმელად გადაკრა და სხეულში ყველა ძარღვში გაიარა მწარე სითხემ. ტელეფონის ეკრანი განათდა შმაგი ურეკავდა, მაგრამ არავისთან არ უნდოდა საუბარი და არ უპასუხა. უეცრად ჩამობნელდა, ცაზე მჭიდროდ შეერთდა შავი ღრუბლები და წვიმაც წამოვიდა. მაგიდაზე დაწყობილ ფერად საქაღალდეებს თვალი გადაავლო და სათითაოდ წაიკითხა თითოეული მათგანი. მუშაობდა, უნდოდა სიბრაზე ჩაეხშო და ვერ გაიგო დრო როგორ გავიდა. მოულოდნელად ცაზე ელვამ დაიკლაკნა და დაიგრუხუნა, ფარჯარასთან მივიდა და თვალი გაუშტერა წვიმას. ძლიერად წვიმდა, ქუჩა ცარიელი იყო ქარი დაჰქროდა ხეებს შორის და ხის ტოტებს ძლიერად აქნევდა. არ გადაუარა სიბრაზემ, მანქანის გასაღები აიღო და ქუჩაში გასულს წვიმამ და ქარმა ერთმანეთზე შეთანხმებულივით დაესხა თავს. ნელა ნელა მიდიოდა წვიმაში, რადგან იმ წუთებში მხოლოდ ერთზე ფიქრობდა მის სიმარტოვეზე და სიმყუდროვეზე სადაც ძველი მოგონებები ამოუტივტივდა და სიბრაზემ უფრო გაახელა.
-,, ნატა რატომ ტირი საყვარელო, მოხდა რამე?''
-,, ალექს ბებო, ბებო აღარ არის?'' არც დაფიქრებულა, ნატას ხელი მოკიდა და წაიყვანა,
ნატას დედასთან მისულს უამრავი ხალხი დახვდა, მერიმ შეხედა ალექსანდრეს და არც დაფიქრებულა უთხრა.
-,, ალექსანდრე აქ შენი ადგილი არ არის, შენ არ უნდა იყო ამ სახლში.''
-,, დედა რას ამბობ, ალექსანდრე ჩემი ქმარია.''
-,, დამშვიდდი ნატა გარეთ დაგელოდები, აქ არაფლის ახსნა არ ღირს.'' ალექსანდრემ მერის თვალი გაუსწორა და ოთახი დატოვა, მერის არ მოწონდა ალექსანდრე, მაგრამ ხედავდა მის ქალიშვილს შეეძლო მისი საყვარელი მამაკაცისთვის სიცოცხლეც კი დაეთმო, ალექსანდრე მერის თვალში არ მოხვედრია, მაგრამ მან გაიღო დასაფლავების ყველა ხარჯი, ის ხომ ნატას საყვარელი აღმზრდელი ბებო იყო. მოულოდნელად გზიდან გადაუხვია და იქ მივიდა სადაც თავისუფლად სუნთქვა შეეძლო.
-ალექსანდრე რა გჭირს შვილო.
-ცუდად ვარ, მხოლო აქ შემიძლია ვისუნთქო და მოვედი.
-მივხვდი, რთული დღე გქონდა.
-ძალიან რთული და უნდა დავიცალო, ვიხრჩობი.
-დარწმუნებული ხარ?
-შემირჩიე ძლიერი შენი მოსწავლეებიდან.
-გავიგონე ბრძოლა გინდათ, შევებრძოლოთ ერთმანეთს? ალექსანდრემ მის უკან მდგარ უცნობ მამაკაცს შეხედა, ვერ იცნო, მაგრამ არც უარზე დამდგარა ხელთათმანები მოირგო და უცნობი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
-ვინ ხარ, რატომ გინდა ასე ძალიან ჩემთან ბრძოლა.
-მე მინდა ბრძოლა კომისარო.
-კომისარო? უცნობმა უკან დაიხია და უარი თქვა ალექსანდრესთან ბრძოლაზე, მაგრამ ალექსანდრეს წინ გაბრაზებული საბა დადგა.
-რა მოგივიდა, გაბრაზებული ხარ თუ მეჩვენება.
-არ გეჩვენებათ, თქვენ გამაბრაზეთ დღეს.
-ამიტომ გინდა ჩემთან ბრძოლა, მოდი რას ელოდები.... ორთა ბრძოლა დაიწყო, ძლიერი იყო ალექსანდრე, მაგრამ არც საბა იყო სუსტი.
-თქვი, ამოღერღე და განთავისუფლდი დაგროვილი ბოღმისგან.
-რატომ გაუშვი, ის ხომ დამნაშავე იყო.
-ვიცი რომ დამნაშავეა, მაგრამ მასთან სულ სხვა მიზანი მაქვს.
-მაინც?
-გპირდები, სულ მალე იქნება ისევ დასაკითხ ოთახში.
-რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, რას მალავ და რატომ ხარ საიდუმლოებებით სავსე.
-მალე გაიგებ, მინდა ისეთ დანაშაულზე დავიჭირო რომ ციხიდან ვერასოდეს გამოვიდეს, ის უნდა ჩალპეს ციხეში საბა.
-როდის გავიგებ სიახლეებს.
-სულ მალე, ყურადღებით იყავი მანამდე.
-ახალი საქმე გვაქვს?
-პირადულია, მაგრამ დიდ დამნაშავესთან გვაქვს საქმე და სულ მალე დაგტვირთავ ახალი საქმით.
-რატომ არაფერს ამბობ, გინდა დრო მოიგო?
-სწორად გაიგე, მინდა დრო მოვიგო რომ უფრო დარწმუნებული ვიყო. ალექსანდრემ ერთი ძლიერად მოუქნია საბას და წააქცია, შემდეგ კი უთხრა.
-არასოდეს შეებრძოლო იმას ვისი ძალებიც არასოდეს გამოგიცდია, იცოდე წააგებ.საბა წაქცეული იყო და ალექსანდრეს უყურებდა.
-ბოქსი სად ისწავლე.
-ეს გრძელი ამბავია დიდი და მტკივნეული ისტორიაა.
-გვაქვს დრო, მომიყევი.
-რამდენი წელია მიცნობ, ახლა მოგინდა ჩემი ახლოს გაცნობა?
-საკმარისად გიცნობ, მაგრამ მინდა უფრო მეტი ვიცოდე ჩემს უფროსზე.
-კარგი, 16 წლის ვიყავი როცა ტკივილს ვერ ვუმკლავდებოდი და სიბრაზისგან დავიწყე ვარჯიში და უკვე 14 წელია ვვარჯიშობ. ორთა ბრძოლაშიდაც მიმიღია მონაწილეობა და უთანასწორო ბრძოლაშიც საიდანაც ყოველთვის გამარჯვებული გამოვდიოდი.
-აკრძალულ ბრძოლებშიდაც ბრძოლობდი?
-ვიყავი რამდენჯერმე, მაგრამ შემდეგ ჩვენმა ნოდარამ დამაფიცა და აღარ წავსულვარ.საბა ფეხზე წამოდგა და მტკიცე ხმით თქვა.
-რა ხდება, რაღაც ხმაურია იარაღი გაქვს? ალექსანდრემ საბას შეხედა და იარაღი ამოიღო, შემდეგ კი ნოდარას დაუყვირა.
-ნოდარა გაიყვანე ბიჭები დარბაზიდან.
-რა მოხდა შვილო. შეშინებული უყურებდა ნოდარი ალექსანდრეს.
-დაიმალეთ, არ მომწონს ეს ხმაური და დატოვეთ ყველამ დარბაზი. იყვირა ალექსანდრემ და საბას უთხრა.
-ჩემს უკან დადექი, ფრთხილად იყავი.
-ჯგუფი გამოვიძახოთ.
-გამოიძახე, დახმარება ითხოვე.
-კომისარო აქ არ გელოდით......
-ვინ ხარ, უიარაღოდ მოდი. უცნობმა გაისროლა და კედელს მოხვდა ბრმად გასროლილი ტყვია, რამდენიმე წუთში კი ბრძოლის ველს დაემსგავსა ალექსანდრეს საყვარელი ადგილი.
-ვინ არიან, რას გვერჩიან.
-საბა ეს ის ხალხია ვინც ჩვენ ვერ გვიტანს, კრიმინალები. სროლა მიწყნარდა და ისევ გაისმა უცნობის ხმა.
-ეს გაფრთხილება იყო კომისარო და მინდა მიხვდე, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ რომლებსაც ხუმრობა არ გვიყვარს.
-ვიღაც გვითვალთვალებს, ჩვენი აქ ყოფნა ვინ იცოდა.......
-უცნობი, ის უცნობი........... გარედან ისევ სროლის ხმა გაისმა და როგორც უცებ დაიწყო ასე უცებ დასრულდა და დარბაზში შმაგი შემოვარდა ყვირილით.
-კომისარო, საბა......
-აქ ვართ შმაგი.
-კარგად ხართ, დაჭრილები ხომ არ ხართ.
-კარგად ვართ, ვინმე აიყვანეთ?
-ვერა, გაგვასწრეს.
-სათვალთვალო კამერები შეამოწმეთ და გაიგეთ ვინ არიან ან რა უნდათ, გაფრთხილება დატოვა და მიკვირს, რატომ პირდაპირ არ მოვიდა ჩემთან.
-დამშვიდდი, ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ.
-ნოდარა, ბავშვები სად არიან, შმაგი ნახე ვინმე ხომ არ დაშავდა. შმაგი წავიდა და შეშინებული პატარა ბიჭები გამოიყვანა დარბაზში, ნოდარიმ ალექსანდრესთან მივიდა და უთხრა.
-კარგად ხართ, ვინ იყვნენ ისინი.
-არაფერი არ ვიცით, მაგრამ გავარკვევთ.
-საბა.....
-კარგად ვარ. უთხრა საბამ და ყველამ ერთდროულად დატოვა დარბაზი, კარებთან მისული ნოდარის ხმამ გააჩერა.
-ალექსანდრე ფრთხილად იყავი შვილო, უხილავი მტერი გყავს.
-ვიცი და შევეცდები გავიგო ვინ მემტერება. საბას შეხედა სახეზე ფერი არ ჰქონდა და უთხრა.
-წავიდეთ. გაბრაზებული დაბრუნდა ბიჭებთან ერთად განყოფილებაში, მათზე თავდასხმა ისე ორგანიზებულად და დალაგებულად იყო მომხდარი ვერ გაიგო ვინ და რატომ დაესხა თავს.
-დღეს რაც მოხდა, ეს უნდა გაიგოს უფროსობამ.
-უფროსობამ იცის კომისარო.
-მაშინ წადით, მარტო მინდა დავრჩე , მაგრამ რომ არ დამავიწყდეს აქვე გეტყვით. ხვალ საღამოს ჩემთან მოხვალთ, შმაგი გაიგონე?
-გავიგონე, მაგრამ რა ხდება. შმაგიმ საბას შეხედა, საბამ კი მხრების აწევით უთხრა რომ არაფერი არ იცოდა და ვერც ხვდებოდა რა ჰქონდა ალესანდრეს ჩაფიქრებული. ფიქრობდა და ეძებდა ვინ შეიძლება ყოფილიყო დღევანდელი დღის ორგანიზატორი, მაგრამ ვერაფერს მიაკვლია, ძალიან გვიან იყო სახლში წასვლა რომ გადაწყვიტა და თავისი კაბინეტის კარი ფრთხილად დაკეტა, საბას კაბინეტს რომ გაუსწორდა შუქი დაინახა და გაოცებული დარჩა როცა საბას საუბარს შეესწრო, საბას ეგონა ყველა წასულიაო და მთელი ხმით იღრიალა, მაგრამ მოგვიანებით კარში მდგარ ალექსანდრეს შეხედა და შერცხვა მისი სისუსტის.
-საბა რა ხდება, ვინმე გემტერება?
-ალექსანდრე.....
-დაჯექი და გისმენ, არც იფიქრო რომ რამე დამიმალო მინდა გულახდილი იყო და ყველაფერი მომიყვე.
-მაპატიე, არ ვიცოდი თუ თავს დაგვესხმებოდა.
-მომიყევი, გელოდები.
-ვითამაშე, სახლი და ყველაფერი ბანკში ჩავდე, მაგრამ ვალი იმდენად დიდია ვერ დავფარე, ვეუბნები დრო მომეცითქო და მითხრა დრო ამოიწურა ოჯახს ამოგიწყვიტავო.
-ოჯახის ამოწყვეტით მიიღებს დარჩენილ თანხას?
-ჩემი გამწარება უნდა, ის შეუბრალებელია.
-ვინ არის, ვიცნობ?
-ის ვინც დღეს გაუშვი, ასე უბრალოდ გაუშვი.
-ამიტომ არ გინდოდა მისი გაშვება?
-დალევ რამეს?
-დაასხი. საბამ კონიაკი დაასხა და ალექსანდრესაც მიაწოდა ორივემ სულმოუთქმელად გადაკრა და ალექსანდრე ფეხზე წამოდგა.
-არაფერი მოიმოქმედო, ტელეფონზე შემოსულ უსიამოვნო ზარებს არ უპასუხო, დაგირეკავ და ხაზზე იყავი.
-სად მიდიხარ, ალექსანდრე..............
-საბა ჩემს ზარს დაელოდე.
-ვიცი სადაც მიდიხარ,ვიცი რაც ჩაიფიქრე, მაგრამ მეც წამოვალ.
-გინდა აქ ჩაგკეტო?
-გთხოვ ალექსანდრე.
-აქ დამელოდები, განყოფილებიდან არ გახვალ შესაძლებელია გითვალთვალებდეს ვინმე მისიანი, ამიტომ პლედი იქ დევს და აქ დამელოდები. ალექსანდრე სახლში მივიდა, გამოიცვალა და ნატას უთხრა.
-არ დამელოდო, დაწექი და დაიძინე ღამით შემოვლაზე მივყვები ბიჭებს და ტელეფონი გამორთული მექნება, დასრულდება თუ არა შემოვლა მე თავად დაგირეკავ რა დროც იქნება.
-ალექსანდრე ხომ იცი ამ დროს ყოველთვის ვნერვიულობ და არ დამეძინება, გთხოვ დამირეკე.
-არ გაქვს შიშის მიზეზი, მაგრამ აუცილებლად დაგირეკავ. უთხრა და წავიდა, ალექსანდრე ერთ ერთ კაზინოში მივიდა.
-ალექსანდრე თუ კომისარო, აქ არ გელოდი.
-როცა იქ მიხვალ სადაც არ გელიან, მუღამი ამას აქვს ბუთხუზ.
-ბოდიში დღევანდელისთვის....
-რაც უკვე გავლილია ის დავიწყებულიც არის.
-მართალი ხარ, მაგრამ აქ რატომ ხარ გინდა ითამაშო?
-როგორც ვიცი აქ სათამაშოდ მოდიან და გასართობად, მეც მომეწყინა და მინდა გავერთო.
-მაშინ შევიდეთ შიგნით თუ გინდა ცალკე...............
-უკეთესია ცალკე გავიდეთ.
-მეც ვფიქრობ ასე უკეთესია. ალექსანდრეს ჩაეცინა და ბუთხუზას შეხედა.
-ბუთხუზ რატომ მალავ შენს სახელს.
-მთავარია შენ ხომ იცი ნამდვილად რა მქვია, სხვებმა იცოდეს ის როგორც მიცნობენ. ბუთხუზა იქვე მდგარ ბიჭებს მიუბრუნდა და უთხრა.
-განსაკუთრებული სტუმარია და განსაკუთრებულ ოთახში შეიყვანეთ. ალექსანდრე რამდენიმე მოთამაშესთან ერთად შევიდა ცალკე ოთახში, მაგრამ გოგიტამ შეხედა და უთხრა.
-აქ ხელზე ფული გვჭირდება უფროსო.
-კარგად ვიცი კაზინოს წესები ბუთხუზ.
-მაშინ გაერთეთ, მე დაგტოვებთ.
-არა, მინდა შენთან ვითამაშო.
-ჩემთან?
-დიახ შენთან, დღეს აქ ამ მაგიდასთან მე და შენ უნდა ვითამაშოთ და არ მითხრა რომ შენ არ თამაშობ.
-ვთამაშობ, მაგრამ............ გაფრთხილებ ალექსანდრე თუ თანხა გჭირდება მითხარი და მოგცემ რამდენიც გჭირდება. ალექსანდრე არც დაფიქრებულა ბუთხუზას შეხედა და უთხრა.
-80 000$ მჭირდება დღესვე.
-80 000$ და დღესვე, თან დოლარი? გაოცებული უყურებდა ბუთხუზა.
-დიახ დოლარი.
-ვითამაშოთ, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ შენგან არ ველოდი თუ ოდესმე მოხვიდოდი ჩემს კაზინოში სათამაშოდ.
-ყველას ცხოვრებაში ხდება რაღაც ერთხელ და აი მეც ერთხელ გადავწყვიტე მომენახულებინე, დავიწყოთ?
-დავიწყოთ, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან გინდა თამაში?
-მხოლოდ მე და შენ, მოიყვანე რამდენიმე მოწმე, რადგან შენგან სუფთა თამაშს არ ველოდები.
-აქ არც კამერებია და არც არავინ შემოვა, მაგრამ შენ თუ გინდა მოწმე გვყავდეს იქნება კიდევ ორი პიროვნება ჩვენს გარდა.
-დავიწყოთ.
-დავიწყოთ, მაგრამ თუ წააგებ ამ 80,000$ დაემატება ზემოდან მისი ნახევარი.
-თანახმა ვარ, შენ თუ გაქვს გააზრებული რამდენი ხალხი გყავს გაუბედურებული.
-მე არავის ვეძახი უფროსო, არც კაზინო მიდის ვინმესთან ხალხი თავად მოდის როგორც შენ მოდი დღეს მოულოდნელად.
-ბუთხუზ კარგად მომისმინე, თუ წავაგე მე თანახმა ვარ შენს შემოთავაზებაზე და ზემოდან ჩემს ბინას გაძლევ, მაგრამ თუ წააგებ ამ თანხას დღესვე მომცემ და ზემოდან ეს კაზინო ჩემია, თანახმა ხარ?
-კაზინო? ჩემი კაზინო გინდა წაიღო? ბუთხუზამ გულიანად გაიცინა და მასთან ერთად იცინოდა იქ მყოფებიც, მაგრამ ალექსანდრე მშვიდად იყო და ბუთხუზას რექციას აკვირდებოდა, მიხვდა რომ მის წინ მყოფ კარგად ნაცნობ პიროვნებას ნერვიული სიცილი ჰქონდა.
-გესმით რას ამბობს, უნდა ჩემს კაზინოზე მეთამაშოს.
-მე გარეთ გავალ და დაფიქრდი ბუთხუზ. უთხრა მთელი სერიოზულობით და სიგარეტი ამოიღო, არ უყვარდა მოწევა, მაგრამ როცა ნერვიულობდა კიარ ეწეოდა სიგარეტს ღეჭავდა.
-ალექსანდრე გხედავ ნერვიულობ და დარწმუნებული ვარ მე ჩემი კაზინო დამრჩება, შენ კი აქედან ყველაფრის გარეშე წახვალ.
-წინასწარ ნუ გამოგაქვს დასკვნები, შედეგებზე ბოლოს ვისაუბროთ ხომ იცი წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.
-კარგი, თანახმა ვარ და მამუკა შენ დაარიგე, ხვიჩა შენ ზედამხედველი ხარ და დავიწყოთ. რამდენიმე საათი თამაშობდნენ, ალექსანდრე მშვიდად იჯდა და ნერვიც არ შეტოკებია სახეზე, ბუთხუზა კი ქშინავდა და ნელა ნელა შიში იპყრობდა.
-წაიღე 80,000$ და წადი ალექსანდრე.
-მე სესხად არ წავიღებ თანხას, ბუთხუზ მხოლოდ მაშინ გავალ აქედან როცა კაზინოს ჩემზე გადმოაფორმებ და ეს დღესვე მოხდება.
-ნუ ხარ ასე დარწმუნებული, გესმის?
-მშვიდად, რა დღეში გაქვს ნერვები ბუთხუზ.
-მშვიდად ვარ, ეს უკვე ბოლო დარიგებაა და ვიმეორებ ყველაფერზე თანახმა ვარ. თქვა ბუთხუზამ და კარტი აიღო ხელში შემდეგ შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და ალექსანდრეს შეხედა.
-გახსენი კარტი ალექსანდრე. ალექსანდრემ კარტი გაშლილად დააწყო და ბუთხუზამ სიბრაზისგან ყველაფერი დაამსხვრია, ალექსანდრე კი მშვიდად იჯდა.
-რატომ ხარ მშვიდად, რატომ არაფერს ამბობ.
-როცა ჩვენს ორს შორის შემოგთავაზე თამაში დამცინე, ბუთხუზ შენ მე დამცინე, მაგრამ ვხედავ ახლა ტირიხარ.
-მაჯობე, ჯერ ჩემთვის არავის მოუგია თამაშში.
-ეს იყო სუფთა თამაში ჩაწყობის გარეშე, შენ ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირე შეგნებულად თუ შეუგნებლად, დრო იყო შენთვის ვიღაცას ჭკუა ესწავლებინა.
-კაზინო?
-აქ კაზინო აღარ იქნება, სადაც გახსნი ყველგან მოგაგნებ და არ გაგახარებ გოგიტა. დროა შენი ნამდვილი სახელიც გაიგოს შენს გვერდში მყოფებმა, რას იზამ დღესაც დამესმები თავს და მესვრი? მოდი მესროლე, არავინ იცის აქ რომ ვარ. გოგიტა იჯდა მხრებში მოხრილი და გულში ალექსანდრესთან დაპირისპირების დღეს წყევლიდა. ალექსანდრე მეორე დღეს შუადღით მივიდა სახლში, გამოუძინებელი და დაღლილი იყო, მაგრამ კარგ ხასიათზე გამოიცვალა და კმაყოფილი სახით მივიდა განყოფილებაში სადაც საბა წინ შეეგება და გაბრაზებულმა უთხრა.
-სად ხარ დღეს აქამდე, წუხელ სად იყავი.
-საბა საქმეზე ვიყავი, დიდ საქმეზე..
-ალექსანდრე კარგ ხასიათზე ხარ, სად იყავი წუხელ და რა გააკეთე.
-ეს ნახე და მიხვდები. თხელი საქაღალდე ამოიღო ჩანთიდან და საბას გაუწოდა.
-ეს რა არის. საქაღალდე გამოართვა და წაიკითხა, შემდეგ ისევ ალექსანდრეს შეხედა.
-რატომ მიყურებ ასე გაოცებული, სიმართლეა რაც წაიკითხე ბუთხუზა და მისი კაზინო აღარ არსებობს, მაგრამ თუ გავიგე რომ ისევ თამაშობ ჩემი ხელით ჩაგაგდებ საკანში და სანამ ჭკუაზე არ მოხვალ არ გაგანთავისუფლებ.
-შენ, შენ ჩემს გამო რისკზე წახვედი. შენ...............
-დამშვიდდი, მარტო შენს გამო არ წავსულვარ იმ კაზინომ ძალიან ბევრი ადამიანი გააუბედურა, ბევრმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან წაგებული თანხა ვერ გადაიხადა და დრო იყო ეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ.....
-მაგრამ ბუთხუზასნაირი ხომ ბევრია, ახლა შენ გადაგეკიდება.
-ჩემზე ნუ ნერვიულობ, მე თავს მივხედავ. ალექსანდრეს ტელეფონი ნოდარის ნომერმა გაანათა და გაოცებულმა შეხედა საბას.
-ნოდარი მირეკავს, არ იცის დარეკვა ხოლმე მე თუ არ შევახსენე თავი.
-მიდი უპასუხე, იქნებ რამე ჭირდება.
-გისმენ ნოდარა.
-ალექსანდრე ლეო ვარ ნოდარას კარდეოლოგი.
-რა მოხდა, ნოდარას რამე დაემართა?
-მოდი, ჩემთან არის. შეეშინდა და გული აუჩქარდა, საბას შეხედა და დაბნეულად თქვა.
-მოვდივარ.
-მეც წამოვალ ალექსანდრე.
-შენ აქ მჭირდები, არ ინერვიულო მშვიდად იყავი და დაგირეკავ. ალექსანდრე შეშინებული მივიდა ექიმთან და ნოდარაც იქ დახვდა.
-არ უნდოდა დამერეკა, არ შეაწუხოო და მე მაინც დაგირეკე.
-მისით მოვიდა თუ რა მოხდა აქ რომ არის.
-გულმა შეაწუხა და მოვიდა მისი ფეხით და იმაზე მეტი სერიოზულად არის ნოდარა შენი გული რომ არ ველოდი.
-გასაგებია, რა უნდა ვქნა აღსარება ჩავაბარო თუ ცოდვები მოვინანიო ექიმო.
-არც ერთი და არც მეორე, თუ გამომყვები და მკურნალობას არ შეწყვიტავ გულს თავის ადგილზე ჩავსვამთ. ეწევი?
-ეს ბოლო პერიოდი ღამეც ვეწევი ამის დაფიცვა არ შემიძლია.
-უნდა შეწყვიტო ნოდარა მოწევა, სასმელი გვერძე უნდა გადადო.
-მოწევა არა, სასმელი არა, ქალები არა და რა გამოვიდა ცოცხალი ადამიანი არისო ვერ იტყვით, მე ხომ ნახევრად მკვდარი ვარ.
-ცოცხალი ხარ და აქ ხარ ჩვენს გვერდით, წამლებს შევცვლით და ზუსტად ერთ თვეში აქ მოხვალ. ალექსანდრე შენ მჭირდები.
-გისმენ ექიმო, მითხარი რა უნდა გავაკეთო.
-მხოლოდ შენ გიჯერებს და შენი დიდი რიდი აქვს, მინდა მასთან ახლოს იყო და ყოველ დღე გააკონტროლო მისი წამლები.
-გასაგებია, ყოველ დღე მასთან ვიქნები ან სულაც ჩემთან წავიყვან და ნატა მოგხედავს, ასე რომ უარი არ მიიღება.
-მეც ვფიქრობ რომ ასე უკეთესია.
-არა შვილო, ჩემს სახლში ვიქნები.
-იქნები კი ბატონო, მაგრამ მარტო იქნები და კიდეც მოწევ, კიდეც დალევ და ვინ იცის იქნებ ვინმე ქალმაც კი მოგაკითხოს თავად სახლში.
-ალექსანდრე..............
-აქ ვარ, ექიმო რეცი მომეცი და წამლებს ვიყიდი.
-ექიმო რა არის ახლა ეს.............
-ექიმი ჩემს მხარეს არის, იმიტომ რომ ორივეს გვინდა რომ იცოცხლო, ჯერ კიდევ შეგიძლია ბევრი სასახელო მძლეოსანი აღზარდო.
-კარგი, კარგი ორივემ პირი შეკარით. თქვა ნოდარამ და ალექსანდრეს შეხედა, ალექსანდრე კი მხრებში გამართული წამოდგა ექიმს თვალი ჩაუკრა და ნოდარასთან ერთად დატოვა ექიმის კაბინეტი.
-შენთან კამათის თავი არ მაქვს, ამიტომ გნებდები და სახლში უნდა მიმიყვანო.
-პირველად შენთან მივალთ რაც გჭირდება წამოიღებ და აფთიაქშიც შევივლი, ეს ერთი თვე ჩემთან იქნები.
-შენი ხასიათი ჩემზე უკეთ არავინ იცის შვილო და ამიტომ არ გეკამათები, რადგან ვიცი მაინც შენსას გაიტან. იყოს ისე როგორც შენ გინდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რომ დამაბა არ გავჩერდები.
-ნუ ჩქარობ, ექიმის სიტყვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ნოდარას ჩაეცინა და ალექსანდრეს მხარზე ხელი მოუთათუნა და სევდინად თქვა.
-მამაშენს უნდა სცოდნოდა შენს შესახებ, უნდა გაეცანი და უნდა სცოდნოდა რომ საუკეთესო შვილი ეზრდებოდა.
-მაგრამ თავად არ უნდოდა ეს როგორც დედამ მითხრა, ვისაც არ უნდივართ მას არ ვახსენებთ, თავად წავიდა და სხვასთან გააგრძელა ცხოვრება თუმცა ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის მის მიერ შექმნილი ბედნიერი ბუდეში ცხოვრება, ერთ წელიწადში ავტო ავარიის მსხვერპლი გახდა, დედამ ინერვიულა იმდენად დიდი იყო სიყვარული მასში ვერ გადაიტანა ადვილად, ვერ გამოვიდა სტრესიდან და სულ პატარები დაგვტოვა.
-ნუ გაიხსენებ წარსულს შვილო, წარსულს მხოლოდ ტკივილის გახსენება შეუძლია შენთვის.
-ჩემი ულამაზასი დაიკო ვიღაც ს მსხვერპლი გახდა, შენ რომ არა მე ვინ ვიქნებოდი დღეს, ერთი გზას აცდენილი ახალგაზრდა მამაკაცი რომელსაც მომავალი არ აქვს და არც ექნებოდა.
-ალექსანდრე............
-დამშვიდდი კარგად ვარ, არ მიყვარს წარსულის ტკივილზე ასე ხმამაღლა საუბარი ეს მხოლოდ შენთან შემიძლია გავაკეთო და ნუ გამაჩერებ, მაგრამ მოვედით უკვე და გთხოვ თავი იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. ალექსანდრემ კარი გააღო და ლილიას ხმაც გაიგონა.
-მამა მოიდა, მამა მოიდა.....
-მოვიდა მამა რომ შეგჭამოს. პატარა ხელში აიყვანა და რამდენჯერმე ჰაერში ააგდო, ლილიას კისკისზე ნატაც გამოვიდა და ისიც იცინოდა.
-ოთახი უკვე მზად არის და პატარა პრინცს ელოდება.
-კარგია, ყოჩაღი გოგო მყავხარ, მაგრამ სტუმარი გვყავს და მისთვის ოთახი უნდა მოვამზადოთ, რადგან ძალიან ჯიუტი პაციენტია და აქ შენი მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, როცა სახლში ვიქნები მე მივხედავ, ნატა წამლები ზუსტად იმ საათებში უნდა მიიღოს როგორც ექიმმა დაგვიწერა.
-შვილო ნატა შენმა ქმარმა.......
-ძია ნოდარ ჩემმა ქმარმა ძალიან კარგად მოიქცა რომ აქ მოგიყვანათ...
-ეს შენზე უარესი იქნება ვერ მოვისყიდი.
-გეუბნები ეს არც კი გაბედო. სამივე იცინოდა და ნატამ ალექსანდრეს უსაყვედურა.
-რატომ არ დამირეკე ოთახს მოვამზადებდი და უკვე დაისვენებდა, მაგრამ ახლავეს მოვამზადებ.
-ვეღარ გაგაფრთხილე, უფრო სწორად დავიბენი ექიმმა რომ დამირეკა, როგორაა ჩვენი პატარა კაცი და მისი დედიკო.
-კარგად არიან და ხვალ უკვე სახლში იქნებიან.
-ნატა პატარა სიურპრიზი ხომ არ მოუწყოთ დედა-შვილს.
-უკვე ყველაფერზე ვიფიქრე, მონიკა ხვალ დილით მოვა და მომეხმარება.
-ინდირა....
-ინდირა არ ვიცი სად არის, ვერ მოვიძიე.
-რა ხდება, რა ბავშვზეა ლაპარაკი ალექსანდრე. ალექსანდრემ მოუყვა ნოდარას რაც გადახდა თავს და ნოდარა ჩაფიქრდა.
-საუკეთესო ადამიანი ხარ და მე ვამაყობ შენით შვილო.
-ლილია ხვალ ბაიას შენ დააძინებ?
-მე დააზინო? გაოცებულმა შეხედა მამას პატარამ და ალექსანდრეს გაეცინა ლილიას დაფიქრებულ თვალებზე.
-ბაბუ.....
-ეს ბაბუ აქ იქნება და გეთამაშება. ალექსანდრემ ლილია ძირს დასვა და ნატასთან გავიდა, მხრებზე ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა.
-დაიღალე, ნორმალურად ვერ დაისვენე ეს დღეები.
-ხვალიდან დავმშვიდდები, შენებიდან ვინ მოვა.
-საბა, შმაგი, ბაჩო და მონიკა თავისთავად. გინდა მონიკას ხვალ დილიდან გამოუშვებ და დაგეხმარება.
-ყველაფერი მზად მაქვს, მონიკა მხოლოდ ლილიას გასართობად მჭირდება.
-მაშინ დაურეკავ და ვეტყვი. ალექსანდრემ მონიკას დაურეკა და მონიკამ გაბედულად უპასუხა მის ზარს.
-გისმენ ალექს.
-განყოფილებაში ხარ?
-კი, ჯერ კიდევ აქ ვარ.
-ხვალ დილით აქ მოდი ლილიასთან უნდა დარჩე ძიძას დასვენების დღე აქვს, ნატამ კიდე მეც მომეხმარებაო.
-კარგი მოვალ, მაგრამ........
-რა მაგრამ შმაგია პრობლემა და ვერ მეუბნები?
-ხვალ რომ გნახავ გეტყვი.
-რა მოხდა მონიკა.
-არ მომწონს მისი გამოხედვა, როცა........
-კარგი, უკვე მივხვდი და ხვალ შერცხვება როცა მიხვდება რომ შეცდომა დაუშვა. ხვალ აქ მოხვალ, მისამართს მოგწერ ახლა კი რაღაც მოვიფიქრე....
-რა მოიფიქრე, ალექსანდრე არ გამითიშო......ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა მონიკას და შმაგის დაურეკა.
-გისმენთ უფროსო.
-შმაგი მონიკას ჩემი მისამართი მიეცი დილით უნდა მოვიდეს ჩემთან.
-გასაგებია უფროსო. შმაგიმ მონიკას შეხედა და სიბრაზისგან სახეზე გაწითლდა, მაგრამ ალექსანდრეს თითქმის ჩურჩულით უთხრა.
-მივცემ თქვენს მისამართს უფროსო. ტელეფონი გათიშა თუ არა ქაღალდზე ალექსანდრეს მისამართი დაწერა მონიკას მაგიდაზე დაუდო და უთხრა.
-ხვალ დილით უფროსი სახლში გელოდება. არც კი დაელოდა მონიკას პასუხს თავის მაგიდაზე კომპიუტერი გათიშა და წავიდა, მონიკამ თვალი გააყოლა შმაგის და ალექსანდრეს ზარს უპასუხა.
-გისმენ ალექსანდრე რა არ გასვენებს. ალექსანდრე იცინოდა და მონიკასაც გაეცინა.
-რა უთხარი ისე წავიდა არც კი დამემშვიდობა,
-იცი რა მოვიფიქრე, ხვალ ორივე კარში დავხვდეთ ბავშვით ხელში. ორივე იცინოდა ალექსანდრეს ნატაც დაეთანხმა, მხიარულად დაასრულეს საუბარი მონიკამ საათს შეხედა უკვე გვიანი იყო და წავიდა, იმ ღამით მარტო იცინოდა შმაგის გაბრაზებული სახე რომ ახსენდებოდა, დილით კი ძალიან ადრე გავიდა სახლიდან, მოიარა მაღაზიები და უამრავი რამ უყიდა პატარას და გაღიმებული ბედნიერი სახით შეხვდა ალექსანდრეს.
-მონიკა დილით მოდითქვა გითხარი, მაგრამ ასე ადრეც არათქო ძვირფასო.
-უკან გავბრუნდე?
-შემოდი, შემოდი და ყავა მიირთვი დილით?
-არა, ვერ მოვასწარი აქეთ მეჩქარებოდა.
-რომ მიგერთვა ყავა ნახევარი საათით გვიან მოხვიდოდი, მაგრამ ახლა ერთად მივირთვათ.
-ნატა სად არის?
-მალე შემოგვიერთდება, წამოდი სამზარეულოში გავიდეთ. მონიკამ დივანზე დააწყო ჩანთები და ალექსანდრეს გაყვა, ორივე იცინოდა შმაგიზე.
-ნატა უკვე აქ ხარ და თქვენ ორნი ვისზე საუბრბთ ასე გულიანად რომ იცინით.
-ძვირფასო გაგაღვიძეთ, ყავას მივირთმევთ და ვსაუბრობთ.
-შემდეგ ეს ბუშტები დაბერეთ და დავკიდოთ.
-დაგვასაქმა, ვერ აგვიტანა დამჯდარი.
-მესმის.
-არაფერია ძვირფასო, მონიკას ვეუბნები როგორ ძალიან მიყვარხარ. მონიკა გაოცებული იყო ალექსანდრე ასე მხიარული და თავისუფალი რომ ნახა, რადგან მას სამსახურში გაუცინარ ხელმწიფეს ეძახიან ჩუმად.
-მე რა მევალება ნატა.
-მონიკა არაფერს გავალებ ძვირფასო, მხოლოდ ლილიასთან იყავი. არ არის რთული ბავშვი, მაგრამ ჯიუტია......
-დედამისივით.....
-მამას ჰგავს სიჯიუტით.
-მაინც გადმომწვდა, ვერ ძლებს უჩემოდ რომ არ მიკბინოს. მონიკა ლილიასთან ერთად ერთობოდა, შმაგი კი ისეთ ხასიათზე იყო ყველას უღრენდა.
-შმაგი ალექსანდრემ დაგირეკა? შმაგიმ საბას შეხედა და უთხრა.
-დამირეკა, მაგრამ მე არ მოვდივარ.
-რატომ, საქმეების გამო?
-ბევრი საქმე მაქვს, ორი დაკავებული მოიყვანეს და უნდა დავკითხო.
-ბაჩოც წამოიყვანეო მითხრა და არ ვიცი რა აქვს ჩაფიქრებული, მონიკა არ მოსულა?
-მონიკა დილით ადრე უნდა მისულიყო მასთან და ალბად უკვე იქაა.
-კარგია, ჩვენც 4-ის მერე წავიდეთ.
-კარგი, კარგი წავიდეთ საბამ შმაგის წაუსვლელობა გადააფიქრებინა და სამუშაო საათების დასრულებამდე შმაგის ისევ შეახსენა წასვლის შესახებ.
-შმაგი გავდივართ.....
-მზად ხართ უკვე?
-კი, ბაჩო გარეთ გველოდება.
-არ ვიცოდი ბაჩოსთან ასე ახლოს თუ იყო უფროსი ან რაღაც აქვს ჩაფიქრებული.
-არაფერი ვიცი, წავიდეთ და გავიგებთ.
-საბა არ ვიცი კომისართან სახლში რატომ მივდივართ, არც ის ვიცი რა უნდა ვიყიდოთ, იცი რამე და გაქვს რამე გულში?
-არაფერი ვიცი და არაფერს არ ვყიდულობ მივიდეთ და გავიგებთ, მითხრა სალაპარაკო მაქვსო.
-კარგი წავიდეთ, მაგრამ ლილიას უყიდოთ რამე.
-ლილია დამავიწყდა, პატარა პრინცესა. მაღაზიაში შევიდნენ და ლილიას უამრავი ტკბილეული უყიდეს, ასევე თოჯინები, ალექსანდრე კი საათზე იხედებოდა და მოუსვენრად გადი-გამოდიოდა ნატა და მონიკა კი ბავშვის ოთახში იყო, ლილია პატარას საწოლზე უჯდა და გაოცებული უყურებდა და დედას უთხრა.
-დედა ლატო ალის ასე პატალა?
-შენც ასეთი პატარა იყავი საყვარელო, გაიზარდე და უკვე დედას ლამაზი გოგო ხარ.
-სტუმრები მოვიდნენ. მოესმათ ალექსანდრეს ხმა და მონიკამ დაინახა შმაგის გაოცებული სახე, მას პატარა ჰყავდა ხელში და მის დამშვიდებას ცდილობდა.
-რატომ ტირი პატარავ ალბად მოგშივდა და დედასთან მიგიყვან საყვარელო. მონიკამ ლილეს მიუყვანა პატარა და შემდეგ შმაგის შეხედა.
-გაიცანი ეს ჩემი ნათლული ალექსანდრეა.
-ალექსანდრე ეს პატარა...........
-ბიჭებო გაიცანით ეს ჩემი პატარა კაცია, პატარა ალექსანდრე.
-ეს, ეს, ეს შენი შვილია?
-წამოდით, სალაპარაკო გვაქვს. შმაგის მხრებზე ხელი მოხვია და მისაღებში გავიდნენ, ალექსანდრემ მეგობრებს ლილეს ისტორია მოუყვა და თან მკაცრად გააფრთხილა სამივე.
-პატარას ჩემი სახელი და გვარი აქვს, მას მე და ნატა გავზრდით და ეს ჩვენს გარდა არავინ არ უნდა იცოდეს, ერთ დღეს კი მისი ბიოლოგიური მამა ინანებს მის მიერ ჩადენილ შეცდომას.
-არ ვიცი რა ვთქვა, ეს რაც თქვენ გააკეთეთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, პირველი თქვენი თავის წინაშე და შემდეგ თავად პატარას წინაშე.
-აღიარე რომ სულ სხვაგვარად ფიქრობდი შმაგი........... ალექსანდრემ გულიანად გადაიხარხარა და მონიკას შეხედა.
-ვაღიარებ რომ ვბრაზობდი, რადგან ეს ჩურჩული და სატელეფონო ზარები არ მომწონდა, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა რომ მრცხვენია ჩემი შეცდომის, რადგან რეალობა სულ სხვაა და მიხარია რომ ჩემს ფიქრებისგან ძალიან შორს ვარ.
-შმაგი მონიკა ძალიან კარგი გოგოა და თუ სერიოზულად ფიქრობ მასზე არ დაიხიო უკან, შენ სწორ გზას მიყვები. ყოველი ჩემი ნაბიჯის გადადგმაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, რომ შეცდომა არ დავუშვა, რადგან ჩემი დაშვებული შეცდომით არ ვატკინო ჩემს საყვარელ ადამიანებს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს, ამიტომ საბა შენ ისევ კრიმინალურ განყოფილებაში დარჩები ისევე როგორც შმაგი და მონიკა, მაგრამ ვფიქრობ საკმარისია ბაჩომ დაცვაში იმუშაოს დრო მოვიდა მისი დაწინაურების........
-უფროსო...........
-ბაჩო შენ მეოთხე დაემატები მათ და ერთი გუნდი იქნებით, მე თქვენ გენდობით და მჯერა თქვენი.
-მადლობა უფროსო, იმედებს არ გაგიცრუებთ. -დაიმახსოვრეთ ბიჭებო, რომ თქვენს ცხოვრებაში ორი ძლიერი მეომარი გყავთ ,,მოთმინება და დრო''. შენ უნივერსიტეტი დაამთავრე და შენს ცოდნას წლები შეალიე, დრო გაიცრიცა ერთ ადგილზე ტკეპნით და მოთმინებით, ხვალიდან ამათ კაბინეტში იქნება შენი მაგიდაც. დრო მოვიდა შენც აიმაღლო რამდენიმე საფეხურით მაღლა.
-ალექსანდრე მაგიდა მზად არის და მობრძანდი სტუმრებთან ერთად.....
-ჩვენც მზად ვართ, ძია ნოდარა სად არის.
-აქ ვარ შვილო, მოვედი რადგან ვიცი არ მოისვენებ სანამ აქ არ დამინახავ.
-ყველა აქ ვართ, მხოლოდ ინდირა იგვიანებს.
-დღეს პროცესი აქვს და მომწერა მოგვიანებით მოვალო. -მოვედი, მოვედი აქ ვარ, მაგრამ მალე უნდა წავიდე. აბა როგორ ხართ, უჩემოდ თავს როგორ გრძნობთ.
-ძალიან მშვიდად ვიყავით აქამდე. ინდირამ ალექსანდრეს გვერდით გამოწია ცარიელი სკამი და ნატას შეხედა.
-ძაღლივით მშია, თქვენ გააგრძელეთ საუბარი მე საქმეს მივხედავ.
-დაბმული იყავი?
-დილიდან გადაბმულად რამდენიმე პროცესი ჩავატარე, გეფიცები ძალიან დავიღალე.
-არ შეიცვლები და მეც ასეთი მიყვარხარ. უთხრა ნატამ მეგობარს, ალექსანდრემ შეხედა და თქვა.
-დარწმუნებული ვარ დღეს განგებ შიმშილობ აქ რომ ჩამსკდარიყავი.
-რაც გინდა თქვი არ მესმის შენი ხმა, ნატა ასე გემრიელად როგორ ამზადებ, მე რატომ არ გამომდის ასე გემრიელი კერძი.
-ნატა სიყვარულით ამზადებს, შენ კი გაქცეულად და ამიტომ გამოდის კერძი შენსავით უგემური.
-ალექსანდრე პროფესია დაგავიწყდა ვინ ხარ და რა სტატუსი გაქვს?
-არა, ჩემი პროფესია ყოველთვის მახსოვს როცა სახლიდან გავდივარ, ახლა კი მე უბრალო ადამიანი ვარ და აქ ყველა ერთი ვართ, შენ ხარ მხოლოდ გამონაკლისი........
-მწარე.......
-როცა სიმართლეს ამბობ მწარე ხარ....
-მწარე.......
-რა მოხდა, წყალი მოუტანე მონიკა კვდება და არ მინდა ჩემს სახლში მოკვდეს. მონიკამ ჭიქით წყალი მიუტანა ინდირას და როცა სული მოითქვა ინდირამ თეფშზე დადებული წიწაკას შეხედა.
-ნახე რა პატარაა და ეს მკლავდა ახლა.
-ხოდა უნდა გვერბინა ყვეალს სასამართლოში სიმართლის დასამტკიცებლად. ინდირამ ხაჭაპურის ნაჭერი გადმოიღო და ალექსანდრეს უთხრა.
-გაანეიტრალებს წიწაკას გემოს. შემდეგ სატელეფონო საუბარი ჰქონდა რამდენიმე წუთში კი ყველას დაემშვიდობა და როგორც ქარიშხალივით შემოვარდა სახლში ისევ ისე გავარდა.
-რა ენერგია აქვს, გეფიცები მისი მშურსდა იცი რა მომწონს მასში, ის არასოდეს შეიცვლება და ასე უბერებელი დარჩება. მაგიდას მხიარულება არ შეუწყვეტია და გვიან ღამემდე საუბრობდნენ, როცა ყველა გააცილა ალექსანდრემ სახლში სიმშვიდე იგრძნო და პატარას სანახავად შევიდა, იქვე ნატას ჩასძინებოდა პატარას გვერდით და ბედნიერი ღიმილით უყურებდა ლილიას და ნატას, მაგრამ შემდეგ ფრთხილად გააღვიძა ნატა და უთხრა.
-ძალიან პატარაა ჯერ აქ ყველა ვერ მოისვენებთ. ნატამ ლილიას აკოცა და ალექსანდრეს შეხედა.
-რა ბედნიერი იყო დღეს ჩვენი გოგო, პატარას არც კი მოსცილდა მასთან იყო და უმღეროდა რომ დასძინებოდა.
-ნახე რა საყვარელია და რა მშვიდი.
-საყვარელო, როცა პატარა მშვიდ გარემოში იზრდება ის თავადაც მშვიდია, ახლა კი ორივე ერთად გაიზრდება და ლილიას ძმობას გაუწევს.
-დაისვენე და მეც მალე მოვალ.
-ლილე ხომ არაფერი გინდა.
-არა, არა მადლობა.
-რამდენიმე დღეში შენი საბუთები გამზადდება და აქედან წახვალ, შენ სწავლაზე უნდა იფიქრო სხვაზე არაფერზე და არავისზე.
-ჩემი ძმა?
-დაბრუნდება შენი ძმა და როოცა სიმართლეს გაიგებს არაფერს გეტყვის, პირიქით თავის თავს დაიდანაშაულებს. ალექსანდრემ პატარას ხელზე მოეფერა, შემდეგ ლილიანა აიყვანა ხელში და თავის საძინებელში შევიდა ნატამ კი ყველაფერი მიალაგა და საძინებელში ფრთხილად შევიდა, რადგან იფიქრა რომ ალექსანდრეს უკვე ძინავდა, მაგრამ ალექსანდრემ მკლავი გაშალა და საყვარელი ქალი თავის მკლავზე დაიწვინა, სიყვარულით ჩახედა თვალებში და უთხრა.
-ერთადერთი ხარ ვის დანახვაზეც ჩემი გული ძლიერად ძგერს, გახსოვდეს რომ ძალიან მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ, ჩემი გული ხარ და მთელი ჩემი სამყარო შენ ხარ.

ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ლამპიონებით განათებული ქუჩა, ნერვიულობდა და სიჩქარეს ნელა ნელა უმატებდა, მოულოდნელად გააჩერა და მანქანაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჯდა.
-მივლინებაში მიდიხარ, მაგრამ ჩემთვის არ გითქვია. -დღეს ხომ არ მივდივარ, წასვლამდე გეტყოდი.
-არ უნდა დაგეშვა, რომ მე სხვისგან გამეგო ამ წასვლის შესახებ.
-მაპატიე, რომ მეთქვა და წამოსვლა შემომეთავაზებინა არ დამთანხმდებოდი.
-შემომთავაზე და უარი გითხარი?
-მართლა წამოხვალ?
-ეს ჩემს თქმამდე რომ შემოგეთავაზებინა ყველაფერს დავტოვებდი და შენთან ერთად სამყაროს ბოლოშიც წამოვიდოდი, მაგრამ ახლა არა, ახლა მარტო წადი ილია.
-ინდირა ხომ იცი შენგან შორს როგორ მიჭირს ყოფნა, რადგან არ წამოხვალ რამდენიმე დღე და მერე ისევ ერთად ვიქნებით.
-ხვალ მიდიხარ?
-ხვალ მივდივარ, დილით ადრე. -ეს ღამე არ გავატაროთ ერთად?
-არა, დილით ადრე უნდა ავდგე თან ბარგი მაქვს ჩასალაგებელი.
-თითქმის ერთი წელია ერთად ვართ და ერთხელ არ მითხარი შენს სახლი მოვსულიყავი, ჩემებს გაგაცნობ უკვე დრო არის. შენ რა მეთამაშები?
-არ გეთამაშები საყვარელო, ჯერ არ მოსულა დრო რომ ჩემები გაგაცნო და ჩვენს ურთიერთობას სერიოზული სახე მივცე.
-გამოდის არც სერიოზულად ფიქრობ ჩვენს ურთიერთობაზე, ესე იგი დრო გაგყავს ჩემთან ან ოჯახი გყავს.
-არა, არა, შენ ვერ გამიგე.....
-მე ვერ გაგიგე მართალია, გაკვირდები და ვერ გავიგე როგორი ადამიანი ხარ, მაგრამ მე ხომ ისეთი შემიყვარდი როგორიც ხარ და იქნებ სხვაც გყავს, რადგან შენი ეს ხშირი მივლინებები საერთოდ არ მომწონს.
-მე სხვა მყავს?
-ხომ იცი თუ მოვინდომე წუთებში ჩამოგხსნი ნიღაბს........
-მე სხვა მყავს? ინდირა რას ამბობ, როგორ თუ სხვა მყავს, შესაძლებელია მამაკაცს შენნაირი ქალი უყვარდეს და იყო სხვასთანაც?
-ფერი შეგეცვალა, ვფიქრობ ეს კითხვა მოულოდნელი იყო და არ ელოდი, რადგან აშკარად დაიბენი. მანქანა გააჩერა და მამაკაცს შეხედა გაბრაზებულმა.
-გადადი ილია.
-რატომ?
-გადადი, იპოვე ისეთი ქალი ვისთანაც სერიოზულად შეხედავ, მე არ ვარ სათამაშო თოჯინა.
-ინდირა.........
-გადადი.......... მკაცრი იყო ინდირას ხმა
-ახლა დრო არ მაქვს, დავბრუნდები და დაგირეკავ, იცოდე რომ მომენატრები.
-დროს ნუ დაკარგავ, უკეთესია სხვა იპოვო არ გაგიჭირდება.
-ინდირა ვიცი რომ ნაწყენი ხარ, მაგრამ ისიც ვიცი რომ პესიმისტი ხარ და ყველაფერში ცუდს ხედავ ეს შენი პროფესიის ბრალიც არის.
-ჩემი პროფესია არაფერ შუაშია ილია.
-არის, ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებ და გთხოვ ეს ცუდი ჩვევა დაივიწყე.
-დავივიწყებ თუ ხელს მთხოვ და დავქორწინდებით. ილიამ თვალები აატრიალა და მანქანიდან გადავიდა, ინდირაც ადგილიდან მოწყვეტით წავიდა და რამდენიმე წუთში ტელეფონის ხმა გაიგონა, გაოცებული იყო, რადგან ვერ გაიგო საიდან მოდიოდა ტელეფონის სასიამოვნო მელოდია, მაგრამ იქ სადაც ილია იჯდა ტელეფონი დაინახა და ხელში აიღო, უნდოდა ეთქვა ილია არ არისო, რომ მელოდია შეწყდა და შეტყობინება მოვიდა. -,,საყვარელო სად ხარ, ძალიან დაგაგვიანდა ვნერვიულობ შენზე''. ხელები აუკანკალდა, მაგრამ ტელეფონი გადაჩხრიკა და სხვა შეტყობინებებიც ნახა, თავისი ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
-ინდირა? რა გჭირს, კარგად ხარ?
-ალექსანდრე.............
-ვიცი რომ მე ალექსანდრე ვარ, მაგრამ შენ თუ იცი რომელი საათია?
-ვიცი რომელი საათია და ვიცი რომ გვიან არის, ისიც ვიცი რომ გაწუხებ, მაგრამ უნდა დაგელაპარაკო, ვიღაცას უნდა დაველაპარაკო.
-სახლში არ ვარ.
-სახლში თუ არ ხარ სახლის ტელეფონზე როგორ მპასუხობ...........
-ალექსანდრე ვინ არის ასეთ დროს, რამე მოხდა?
-ვინ იქნება ამ დროს გიჟის და უსაქმურის მეტი. ტელეფონი გათიშა და ნატას შეხედა, სულ მალე კარზე ზარის ხმა გაისმა და ორივეს გაეცინა.
-ნუ იცინი კარი გააღე, თორემ მთელ ბინას გააღვიძებს.
-იცი რა მოვიფიქრე?
-რა მოიფიქრე.
-გაუშვათ სადმე ეს გადარეული რამდენიმე დღით და ჩვენც დავისვენებთ ნატა.
-გააღე, გააღე კარი ბავშვებმაც დაიღვიძეს და მერე ვიფიქროთ სად გაუშვათ. ალექსანდრემ კარი გააღო და ინდირა გიჟივით მოთქვამდა ხმამაღალი ხმით. ალექსანდრემ მიიხედ-მოიხედა მეზობლებმა ხომ არ დაიღვიძაო და ინდირა ბინაში შემოატარა.
-რა დაგემართა რომ მოთქვამ, მოკვდა ვინმე?
-არააააა.
-გაიტანე ვინმე მანქანით და გადამალე მიცვალებული?
-არაააააა.
-მდაააა, რაღაც სერიოზული მოხდა.
-მტკივააააა.
-რა გტკივა.
-გული, სული და ყველაფერიიიი.
-მერე ვინ მოგასწავლა ალექსანდრე ექიმი არისო ან შენ არ იცი რომ აქ ექიმი არ მყავს არავინ?
-მტკივაააააა.
-ძალიან თუ გტკივა მყავს კარგი კარდეოლოგი და დაურეკავ მას.
-სულიც მტკივააააა. ალექსანდრე გაბრაზდა და ინდირას ხმამაღალი ხმით მკაცრად უთხრა.
-ინდირა თქვი რა ხდება თორემ გარეთ გაგადებ და ქუჩაში იტირე რამდენიც გინდა.
-უხეში ხარ, უტაქტო ხარ, ცივსისხლიანიც ხარ. აი ამ დანით მოვკლავ, გეფიცები მოვკლავ.
-ოპა, ოპა, ოპა, დანა ადგილზე დადე და მომიყევი რა მოხდა, ნატა წყალი მოუტანე.
-ურთიერთობა მქონდა უკვე ერთი წელია და შემიყვარდა, მართლა შემიყვარდა.
-ეს ვიცით, შენ ყოველ თვეში იყავი შეყვარებული, მაგრამ ამ ურთიერთობამ ერთი წელი დაითვალა და გამოდის მართლა შეგიყვარდა. მომიყევი რა მოხდა, ილიას დაემართა რამე?
-არააა, მე დამემართა ალექს რადგან დავბრმავდი, სიყვარულმა დამაბრმავა.
-დამშვიდდი, მოდი წყალი დალიე და მშვიდად მოყევი ყველაფერი. ინდირამ წყალი მოსვა და ჩურჩულით თქვა.
-დაქორწინებულია.
-ოოო, ეს ცუდია.
-ჩემო მეგობარო. უთხრა ნატამ და ინდირას მოეფერა.
-როგორ გაიგე.
-ამ საღამოს შევხვდით ერთმანეთს, რადგან სხვისგან გავიგე რომ მივლინებაში მიდიოდა მე კი გავბრაზდი რატომ თავად არ მითხრამექი და საუბრის დროს მითხრა ისეთი რამ რასაც არ ველოდი, ამიტომ გავბრაზდი და მანქანიდან გაუშვი.
-მერე.........
ტელეფონი დარჩა მანქანაში და შეტყობინება რომ მოვიდა წავიკითხე, ალექს წლებია დაქორწინებულია.
-გასაგებია, ეს მე ძალიან მომწონს.
-მოგწონს?
-ძალიან მომწონს არ მოგესმა, რადგან ეს ტიპი არ მომწონდა, მაგრამ კარგია რომ ილიამ თავად ჩაგიტარა კარგი გაკვეთილი.
-რატომ მტკენ უარესად.........
-უნდა გეტკინოს, რადგან არ იცი ადამიანის გადამოწმება.
-არ გეცოდები?
-სულაც არა, რადგან უტვინო ხარ.
-რატომ ვარ უტვინო.
-განთქმული ადვოკატი და კარიერა შემდგარი ქალი ხარ, ნორმალური მამაკაცი არ შეგიძლია იპოვო?
-მე ილია შემიყვარდა, მე ილია მიყვარს.
-ჰოდა დაჯექი და იტირე, მაგრამ ტირილს რომ მორჩები პლედი აიღე და დაიფარე ან წასვლისას უბრალოდ გაიხურე კარი.
ალექსანდრე როგორ ელაპარაკები ისედაც ცუდად არის.
-ვიცი მაგის ცუდად ყოფნა რამდენიმე საათიანია, ხვალ ყურებამდე გაღიმებული შემომივარდება კაბინეტში და მეტყვის, საღამოს არაფერი არ დაგეგმო ჩემი საქმრო უნდა გაგაცნო.
-იდიოტი ხარ................. უთხრა ინდირამ და უფრო უმატა ტირილს, ნატამ კი ხელი აუქნია ალექსანდრეს და თავადაც გაეცინა.
-მე ვწვები, შენ მიადე მეგობარს თავი თავზე და ორივემ ერთად იტირეთ.
-მე რატომ ვიტირო.
-მარტო ხომ არ იტირებს ხათრის გამო მაინც აყევი, თან დუეტში იტირებთ.
-მომწყდი თავიდან ნერვების კიბო ხარ, შენთან მოვედი გამიგებსთქო და შენ უარესად გამხადე.
-დასამშვიდებლად მოდი გამთენიის 4 სთ-ზე, ამ დროს დაღლილ ხალხს ძინავთ. ვიფიქრე რამე შეემთხვამეთქი თორემ არც გიპასუხებდი, უზნეო ქალი ხარ. სწორედ ამიტომ ვთიშავ ღამით ჩემს ტელეფონს, მინდა მშვიდად დავისვენო, მაგრამ შენ მასვენებ?
-რატომ მოვედი, რას ველოდი შენგან............. ალექსანდრე ინდირასთან მივიდა პირზე ხელი ააფარა და უთხრა.
-ნუ ღრიალობ, ბავშვები არ დააღვიძო თორემ მართლა ვერ გადამირჩები. ინდირამ გაოცებულმა შეხედა ნატას და უთხრა.
-ნატა ეს კაცი შეცვალა ვინმემ თუ ის ალექსანდრეა მე რომ ვიცნობ.
-ზოგჯერ მოგიწევს ასეთი ალექსანდრეც ნახო. ალექსანდრემ მეგობრები მარტო დატოვა და მშვიდად დაიძინა, ნატამ მეგობარს მიუჯდა გვერდით და ორივეს ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაეძინათ. დილით ალექსანდრემ მძინარე დაქალები რომ დაინახა თავი ვერ შეიკავა და გულიანად გაეცინა, მის სიცილზე კი ორივემ გაიღვიძა და ინდირამ დაბღვერილმა შეხედა.
-რატომ მიბღვერ, გამოიგლოვე უკვე შენი სიყვარული?
-ნუ დამცინი, ალექსანდრე ძალიან ცუდად ვარ.
-ერთი წელი ხარ მასთან, იცი სად ცხოვრობს, ოჯახი გაგაცნო?
-არა და ახლა ვხვდები რატომაც იკავებდა თავს და როცა დაქორწინებაზე დავილაპარაკებდი, ყოველთვის სადღაც ეჩქარებოდა და სადღაც გარბოდა.
-თუ კარგად მახსოვს და არ ვცდები, როცა ერთად ვივახშმეთ მითხრა რომ შენ იყავი მისთვის ერთადერთი ქალი. თქვა ალექსანდრემ და ისევ გულიანად გაიცინა. -ალექს ნუ მიშლი ნერვებს.
-რას აპირებ.
არ ვიცი, მაგრამ გპირდები რომ მწარედ გადაიხდის.
-ყავა გინდათ?
-გააკეთე, გამოვფხიზლდებით.
-ტელეფონი რეკავს არ გესმით? თქვა ნატამ და სამზარეულოში გავიდა.
-ჩემი არ არის, შენი ჩანთიდან ისმის ნახე ვინ არის იქნებ დაგეძებს სად არის ჩემი გულის ვარდიო.
-ნატა გუშინ კომისარი შეგვიცვალეს ეს არ არის შენი ქმარი.
-მე მომწონს ის მხიარულიც და მოწყენილიც და შენ თუ არ მოგწონს ნუ უსმენ მას და ტელეფონს მიხედე.
-აი პასუხი, ჩემი ცოლია მე გამოვზარდე.ინდირამ ტელეფონი გახსნა და უხასიათოდ უპასუხა.
-გისმენ დედა.
-სად ხარ, სახლის ტელეფონზე გირეკავ და არ მპასუხობ და არ ვიცი საიდან და ვისგან დავიწყო შენი ძებნა.
-პოლიციას მიმართე მარინა დეიდა.
-ალექსანდრესთან ხარ?
-არა, მე ნატასთან ვარ და ალექსანდრეს დღეს ვერ ვცნობ.
-ვერაფერი ვერ გავიგე, დღეს აუცილებლად მოდი სახლში სტუმრები გვეყოლება.
-დედა არავინის ნახვა არ მინდა, დღეს რთული დღე მაქვს სასამართლო სხდომა მაქვს და ვერ დაგპირდები რომ მოვალ.
-შენ ჩემთვის არასდროს არ გაქვს დრო.
-დედა...............
-კარგი, კარგი შვილო, როცა დროს იპოვი დამირეკე და მინდა გახსოვდეს რომ დედა გყავს ცოცხალი და ჯამრთელი. ტელეფონი გათიშა და გაბრაზებულმა თქვა.
-ეს ქალი კიდევ ცალკე მიშლის ნერვებს.
-ის დედაა და შვილის ბედი აწუხებს, მაგრამ კარგია რომ არ იცის როგორი უნაირო შვილი ყავს.
-ალექსანდრე.............. ალექსანდრემ ყავის ფინჯანი გამოართვა ნატას და ინდირას შეხედა და უთხრა.
-თქვი რა გინდა ვცნობ შენს გამოხედვას.
-ტელეფონს გავთიშავ და ჩათვალე რომ ერთი უსახ-კარო ქალი შეიკედლეთ რამდენიმე დღით, გთხოვ აქ დავრჩები.
-ერთი კვირით?
-თუ მეტით არა შემიძლია დავრჩე ერთი კვირით?
-ათი დღით?
-ბევრია?
-არა, ჩემთვის პრობლემა არაა მე სახლში არ ვარ, როცა მოვალ გვიან მოვალ,დავწვები და შენი ატანა არ მომიწევს, მაგრააააამ.........
-რა მაგრააააამ......
-მოიმარაგე ათი დღის საკვები რას ჭამ, რას სვამ, შენ კი ნატა ძიძა დაითხოვე და შვებულებაში გაუშვი ლილიას ეს ქალბატონი მიხედავს.
-რააააააა?
-არა შენმა მზემ წამოგაჯენ აქ ფეხი ფეხ გადადებულს, ან მხარ თეძოძე წამოწოლილს და მოგართმევს ჩემი ცოლი რასაც ინებებ.
-მიყვარხარ, ვიცოდი რომ უარს არ მეტყოდი, მაგრამ დაგაფასე და შეგეკითხე.
-ინდირა რაღაც მინდა გკითხო, მართლა სერიოზულად ყოველგვარი ხუმრობის და იუმორის გარეშე.
-ამიტომ დასერიოზულდი უცებ გინდა მკითხო რაღაც, გისმენ.
-რატომ არ ცხოვრობ მშობლებთან, რატომ ხარ ცალკე მათგან შორს.
-ალექს შენ კარგად მიცნობ და იცნობ ჩემს მშობლებსაც, მათთან რომ ვცხოვრობდე აშკარად არ მოეწონებათ მათ ჩემი ცხოვრების სტილი და გამუდმებით უნდა ვიკამათოთ, მამა კი დარწმუნებული ვარ არა მარტო მემკვიდრეობიდან, არამედ შვილობიდანაც ამომშლის.
-მართალია, ვიცი როგორი მკაცრია მამაშენი და არც მისი მემკვიდრეობაა დასაკარგი.
-დავიჯერო ორივე დაყრუვდით მე მესმის ტელეფონის ხმა სამზარეულოში. გაბრაზებულმა შეხედა ორივეს ნატამ, ინდირამ კი ალექსანდრეს შეხედა.
-ჩემი ტელეფონი აქ მიდევს, შენი ტელეფონია ალექს.
-არც ჩემია, ჩემს ტელეფონს იმხელა ხმა აქვს მეცხრე სართულზე ესმით მისი ხმა.
-ვაიმე, ის რეკავს და რა ვქნა?
-მომეცი ტელეფონი მე დაველაპარაკები ვნახოთ რას იზამს მამაკაცის ხმას რომ გაიგონებს.
-ორივე ერთნაირები ხართ ამიტომ გაუგეთ კარგად ერთმანეთს. თქვა ნატამ და ლილიასთან წავიდა, ალექსანდრემ კი ტელეფონი აიღო და უპასუხა.
-გისმენთ.
-უკაცრავად ინდირა მინდოდა ბერიძე.
-ინდირა ვერ დაგელაპარაკებათ, ბანაობს და ვინ კითხილობს?
-თქვენ ვინ ხართ?
-ეს თქვენ არ გეხებათ მეგობარო.
-მართალია მე არ მეხება, მაგრამ უნდა ვნახო გუშინ ჩემი მობილური დამივარდა მის მანქანაში და მინდოდა მეკითხა, იპოვა?
-დიახ იპოვა ერთი მობილური და აქ დევს.
-გასაგებია, მადლობა. ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და ინდირას შეხედა.
-შენი ილიკო არ ელოდა მამაკაცის ხმას და დაიბნა, დარწმუნებული ვარ ეჭვიანობისგან ტუჩებს იკვნეტს.
-იეს, ეს მომწონს და უნდა დაიტანჯოს ფიქრისგან თუ ვინ უპასუხა ჩემი ნომრიდან.
-ნახე, ნახე როგორ გაუხარდა რა სადიზმია შენში. ალექსანდრე მხიარულობდა ინდირას ბედნირებისგან განათებულ სახეს რომ ხედავდა, უეცრად ინდირა მიუბრუნდა და უთხრა.
-იდეა მაქვს.
-რა იდეა გაქვს, გინდა თამაშში აგყვე?
-ამყვები?
-თუ არ მომეწონება რასაც მეტყვი არ აგყვები.
-შენ იქნები ჩემი ახალი შეყვარებული.
-რაააააა. პირდაღებული უყურებდა ალექსანდრე ინდირას და შემდეგ იყვირა.
-ნატა, ნატაააა, ნატა სად ხარ.
-რა მოხდა, რა გაყვირებს შეეშინდა ბავშვს და გაიღვიძა ლილემაც თქვენს ხმაურზე.
-ნატა ეს ბიუსტი გაიტანე ჩემი სახლიდან და ჩვენი სახლიდან შორს დატოვე, ძალიან შორს.
-რატომ, რა გითხრა ასეთი. ნატა უყურებდა ალექსანდრეს და მის გამოხედვაზე იცინოდა. -მას უნდა რომ შემაცდინოს და მისი შეყვარებული ვიყო.
-რააა, რატომ?
-ილია რომ აეჭვიანოს.
-უკვე ბავშვობთ, ინდირა რა გემართება კომისარი კაცი ასე უნდა გააბრაზო?
-საუკეთესო იდეა არის რა მოხდება რომ დამეხმარო.
-ინდირა დასერიოზულდი, მე ყველა მიცნობს და იცის ილიამ რომ მეგობრები ვართ, თან ოჯახი მყავს. ვამბობ არასერიოზული ქალი ხარო და ბრაზდები, იდეა მეც მაქვს.
-მითხარი შენი იდეა.
-ბაჩო საჯაია.
-ბაჩო დაცვის თანამშრომელი?
-აღარაა დაცვაში დავაწინაურე და რატომ გაგიკვირდა, ის ძალიან კარგი ადამიანია.
-სხვა ვერ გამონახე ჩემთვის, თუნდაც ის შმაგი.
-ააააა, შმაგის არ შეეხო ის დაკავებულია.
-მართლა, შეყვარებული ყავს?
-მონიკა მოსწონს.
-კარგი არჩევანია, ყოჩაღ შმაგი.
-ვერ ვიჯერებ, ვერ ვიჯერებ რომ ინდირამ ხელი მკრა. ტელეფონზე დარეკა და თქვა.
-სად ხარ, მოვდივარ არ წახვიდე. ტელეფონი გათიშა პიჯაკს ხელი მოკიდა და კარისკენ წავიდა, რომ ნათიას ხმა გაიგონა.
-სად მიდიხარ ასეთ დროს.
-მინდა გავიარო, თან გოგიტას შევხვდები ჩემი ნახვა უნდა.
-სულ წასული ხარ, ზოგჯერ ვფიქრობ რომ ჩემთან თავს ვერ გრძნობ კარგად და კომფორტულად ან გოგიტასთან რა გაქვს ამდენი გასარკვევი ყოველ დღე ერთად ხართ.
-ეს რა შუაშია, მეგობარს ვნახავ და დავბრუნდები.
-კარგი მე დავწვები, მე ხომ არც მეგობრები მყავს და არც გარეთ გავდივარ. მოხვალ და დაიძინებ ეს ბოლო პერიოდი ძილის მეტს მაინც არაფერს ვაკეთებთ და-ძმასავით ვწევარ საწოლში. ილია მიხვდა მის დანაშაულს რომ ცოლი საერთოდ დაავიწყდა და ნათიას ღიმილით უთხრა.
-დაწექი, მოვალ და მოგხედავ ახლა კი უნდა გავიდე. მიდიოდა ფეხით და გული კვნესოდა, ნაღვლიან მზერას აყოლებდა ხელი-ხელ ჩაკიდებულ წყვილებს და ბოლოს თავიანთ ნაცნობ ბარში შევიდა. მოათვალიერა ბარი და ბარმენის ხმაც გაიგონა.
-განაპირა მაგიდასთან გელოდება, შეკვეთა იგივე?
-იგივე მეგობარო. მაგიდას მიუახლოვდა და მეგობარს მხარზე დაადო ხელი.
-მოხვედი, რა გჭირს ასე გვიან რომ დამირეკე ან ასეთი დარდიანი რატომ ხარ.
-მიმატოვა და სხვასთან წავიდა.
-როდის მიგატოვა გუშინ ერთად იყავით.
-სწორედ გუშინ საღამოს მიმატოვა და დღეს უკვე სხვასთან არის.
-არ დაურეკე და არ თხოვე აეხსნა რატომ მოიქცა ასე?
-დაურეკე, მაგრამ სხვამ მიპასუხა მის ნომერზე.
-ილია ვფიქრობ სცდები, რამდენიმე დღის წინ მითხარი რომ ძალიან ბედნიერი იყავი.
-ვიყავი, მიყვარდა და უყვარდი და ვიცი ახლაც უყვარვარ, მაგრამ......
-რას იზამ მეგობარო, შენ ქალის პოვნა არ გაგიჭირდება.
-არავინ მინდა, ახლა მხოლოდ ის მინდა ვიცოდე ვისში გამცვალა და ვინ არის მამაკაცი ვისთანაც ჩემი ინდირა არის.
-რომ გაიგო ვინ არის, რას იზამ.
-არ იცის ვისთან აქვს საქმე, ინდირას არავის დაუთმობ გოგიტა.
-ნათია, დავიჯერო ნათია ვერაფერს ხვდება?
-ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ ძალიან მომთხოვნი გახდა და მეც არ ვაკონტროლებ მის ნებაზე მიუშვი.
-ეს უფრო საეჭვოა მეგობარო. გოგიტას ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა და ილიას შეხედა.
-გადაგამოწმა შენმა ცოლმა.
-როგორ, უკან გამომყვა აქ არის?
-არა, შეტყობინება მომივიდა აინტერესებს თუ ვართ ერთად.
-გადავიღოთ ფოტო და გადაუგზავნე. გოგიტამ ილიასთან გადაიღო ფოტო და ნათიას გაუგზავნა, მაგრამ ნათია ვერც ფოტომ დაამშვიდა და თავის მარტოსულ დაიკოს დაურეკა.
-რა მოხდა, დაო ისევ მარტო ხარ?
-მარტო ვარ, მე ხომ ყოველთვის მარტო ვიყავი და სულ ასეა.
-მოვიდე?
-დალო ვეჭვობ რომ ილიას საყვარელი ყავს.
-ჩემო დაო უკვე გაიღვიძე................
-დალო..............
-გილოცავ ახალ სამყაროში გამოღვიძებას თუ ერთ საჩუქარს მოგიტანს ჩემი სიძე და ისევ იმავე აზრზე დადგები.
-არა, უკვე დარწმუნებული ვარ რომ ყავს სხვა ქალი.
-როგორ, შეხედე რომ სხვასთან ერთად იყო?
-არა არ შემიხედია, მაგრამ რასაც ვეუბნები არაფერზე უარს არ მეუბნება, როგორც შენ თქვი დაიწყო უკვე ძვირფასი საჩუქრების ყიდვა, უფრო დატკბა და თბილად მექცევა. მისი სიუხეშე სადღაც გაქრა, დღეს საკრედიტო ბარათიც კი მომცა, რომ რაც გინდა ის იყიდე განაახლე შენი გარდერობიო. დალიკო ქმარს ვკარგავ და უნდა გავიგო ვინ მართმევს ჩემს ქმარს.
-როგორ უნდა დავრწმუნდეთ, გაქვს რამე იდეა?
-მაქვს, მაგრამ სარისკოა.
-მითხარი რა იდეა გაქვს, დეტექტივი?
-დეტექტივი მინდა ავიყვანო თუ ჯერ დავიცადო.
-ჩემი აზრით უნდა მოირგო მდიდარი ქალის როლი და შეირგო შენი ქმარუკას ფულები, იყიდე დაო რაც გინდა, რაც შენ მოგწონს, რაც კი შენ გაგახარებს.
-მაშინ წავიდეთ ერთად შოპინგზე.
-წავიდეთ თანახმა ვარ და მეც მიყიდი რამე რუმეებს.
-გიყიდი, დილით ადრე მოდი. ნათია დასთან საუბრის შემდეგ კმაყოფილი დაწვა და იმ ბედნიერ ოცნებებში ჩაეძინა დილით რომ ელოდა. სიბნელე ჩამოწვა, მაგრამ ნათიას გული ოხრავდა და სხეული მისი ყრუდ კიოდა. ნელა-ნელა თვალებიც მილულა ფიქრში და ჩაეძინა. ბედნიერი გაიღვიძა დილით, ყავა დაისხა და კარზე ზარიც გაისმა დალის შეეგება მისი ბედნიერი ღიმილით, აღარ მოუნდა ყავა და შოპინგ თერაპიაზე წავიდა, მაგრამ მისმა გაუთვალისწინებელმა წინდაუხედაობამ დიდ პრობლემებში გაახვია.
-დაო არ ფიქრობ რომ ზედმეტი მოგდის დღეს?
-რატომ უნდა ვიფიქრო ასე?
-იქნებ გამოსაცდელად მოგცა საკრედიტო ბარათი, არ დაფიქრებულხარ?
-დასაფიქრებელი არაფერია, როგორც ვთქვი ისე იქნება. -არ გინდა მანქანის ქირაობა ტაქსი ავიყვანოთ და უფრო მშვიდად ვიქნებით.
-რა ვერ გაიგე დაო, მინდა ბედნიერება ბოლომდე შევიგრძნო.
-როგორც გინდა, ისე აგივარდა თავში ქმრის ფულები აღარაფერზე აღარ ფიქრობ და გთხოვ ფრთხილად იარე. მთელი დღე მაღაზიებში სიარულით დაიღალა და როგორც იქნა გადაწყვიტა სახლში წასულიყო, მაგრამ მის წინ მანქანამ მოულოდნელად გააჩერა და ნათია მას დაეტაკა უკნიდან.
-ესღა მაკლდა დღევანდელი ბედნიერი დღე ასე დამესრულებინა.
-ესეც შენი ბოლომდე შეგრძნებული ბედნიერება, ჯიუტი ხარ დაო ჯიუტი.
-გაჩუმდი და უფრო ნუ მანერვიულებ შენი ბუზღუნით.
-გადადი იქნებ დაელაპარაკო, ფული შეაძლიო და შეთანხმდეთ ისე რომ პოლიცია არ ჩაერიოს.
-ვნახოთ რა გამოვა თუ დღევანდელი ბედნიერება ბოლომდე უნდა შევიგრძნო, მაშინ რაღაც გამომივა. ნათია გადავიდა და წინა მანქანის გაბრაზებულ მძღოლს შეხედა და უთხრა.
-ნუ მიყურებ ასეთი თვალებით.
-აბა როგორ შეგხედო, ტაში დაგიკრა და გითხრა ყოჩაღ ყველაფერი კარგად არისთქო? ნათიამ ხმას აუწია და მძღოლი იქით დაადანაშაულა.
-უცებ გააჩერე და მეც დავიბენი.
-აქეთ მიბრაზდები?
-არ გიბრაზდები, რადგან თქვენც დამნაშავე ხართ.
-დამნაშავე ვარ, უკნიდან შემომახტი და მე ვარ დამნაშავე?
-ამის გარჩევას მოუნდეთ დღეს აქ ვინ ვის შეახტა თუ რამე ვიღონოთ.
-მაინც რა ვიღონოთ იქნებ თავად მითხრათ.
-დაურეკეთ ხელოსანს და რასაც დააფასებს გადავიხდი.
-ეს ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ქალბატონო მადამ.
-დაუძახე და გავიგოთ რამდენს დააფასებს..... ნათიას ნერვიულობისგან ნიკაპი აუკანკალდა და მძღოლმა ხმას დაუწია, უფრო მშვიდად უთხრა.
-დამშვიდდი, დაურეკავ და მოვა. მამაკაცმა ტელეფონზე დარეკა და მეგობარს სასწრაფოდ მისვლა სთხოვა.
-რა არის ასეთი სასწრაფო, ვმუშაობ და ვერ გამოვალ.
-პატარა ავარია მომიხდა და უნდა მოხვიდე, როგორც ხელოსანი და არა როგორც ჩემი მეგობარი.
-გასაგებია, გამოვა რამე?
-როგორც ერთი შეხედვით შევხედე გამოვა და თან ორი შეშინებული ქალი არის.
-კარგი მოვდივარ, მისამართი გამომიგზავნე. მძღოლი ნათიას მიუბრუნდა და უთხრა.
-მოვა ხელოსანი და დამშვიდდით. იქვე მაღაზიაში შევიდა და ნათიას წყალი მიუტანა, რამდენიმე წუთში კი ხელოსანიც მოვიდა, მანქანას შემოუარა გარშემო და თქვა.
-ძვირია ამ მანქანის შეკეთება ქალბატონო და უკეთესია თუ მეუღლეს დაურეკავთ.
-გთხოვთ ჩვენში მოვაგვაროთ ეს საქმე, მითხარით რამდენი უნდა გადავიხადო.
-უკან როგორც ხედავთ ყველაფერი გამოსაცვლელი აქვს და მარტო ეს არ არის, ამ მანქანის ნაწილები გამოწერით უნდა შევიძინოთ, რადგან აქ არ იყიდება.
-კარგი, ყველაფერზე თანახმა ვარ გამოწერეთ ნაწილი და გადავიხდი თანხას. ეს ჩემი ნომერია და დამიკავშირდით ამ ნომერზე. მამაკაცებმა კარგად შეათვალიერა დები და მოურიდებლად თქვა ერთ ერთმა.
-შეგვიძლია სხვაგვარადაც მოვგვარდეთ თუ გეშინია რომ მეუღლე შეამჩნევს დიდი თანხის მოხსნას.
-რას, რას ამბობთ, მე დაქორწინებული ვარ, ეს......
-ყველაფერი შეიძლება მოხდეს ძვირფასო, ადამიანები ვართ. თვალი ჩაუკრა და ტაქსით გაუშვა დაბნეული და გაოცებული დები. დალიკო ვერაფერს ამბობდა და სახლთან მისულმა ნათიას მიუბრუნდა.
-უნდა უთხრა ილიას რაც შეგვემთხვა?
-არა, არაფერს ვეტყვი.
-რომ გაიგოს?
-საიდან გაიგებს ან როგორ. კარი გააღო და ილიას ხმაც გაიგონა.
-დაგაგვიანდა ძვირფასო.
-საათი დაინიშნე და მელოდებოდი?
-არა, მაგრამ დილიდან გასული ხარ.
-მარტო არ გავსულვარ, დალოც ჩემთან ერთად იყო.
-დილიდან ამ დრომდე შენი სახლში არ ყოფნა შესამჩნევია ძვირფასო.....
-კარგი, მართალი ხარ და შენიშვნაც სამართლიანია, ეს აღარ განმეორდება. გაინტერესებს რა ვიყიდე?
-რაც შეიძლება მეტი დახარჯე რომ ძალიან მალე გავკოტრდეთ.
-რა გჭირს, რამეზე ნერვიულობ?
-არა, რა მაქვს სანერვიულო.
-არ გინდა შენი დარდი გამიზიარო, გული გადამიშალო?
-მე წავალ და მარტოებს დაგტოვებთ.
-ნათია დღეს სახლში ვარ მარტო და მომშივდა, ვფიქრობ დაღლილი ხარ დღეს და უკეთესია გარეთ ვივახშმოთ, მაგრამ მარტო არა.
-აბა ვისთან ერთად გინდა ივახშმო ძვირფასო.
-დროა ავღნიშნოთ შენი და დალიკოს შერიგება..
-მართლა,დალო ივახშმებ ჩვენთან ერთად?
-უმჯობესია წავიდე და მარტო დაგტოვოთ. დალოვერ იტანდა ილიას და ცდილობდა დასთან მაშინ მისულიყო როცა ილია სახლში არ იყო.
-მინდოდა ერთად გვევახშმა, მაგრამ რადგან წასვლა გინდა................. დალო წავიდა და ნათია დაღონდა, სამზარეულოში გავიდა და თქვა.
-სახლში მოვამზადებ რამეს, სპაგეტი რომელიც ილიას ძალიან უყვარს. რამდენიმე წუთში კი ილიას დაუძახა.
-უკვე მზად არის ვახშამი, მოდი ძვირფასო. ილიამ მაგიდას გადახედა და სპაგეტის დანახვაზე წარბი ასწია მაღლა, მაგრამ..........
-სალათი არაფერი არ გვაქვს?
-გვაქვს, ქათმის სალათი გვაქვს ასევე კომბოსტო სტაფილოთი და მაიონეზით და ახლავეს მოვიტან. მაგიდა შეავსო და მიხვდა, რომ ძალიან მოშივებოდა.
-დალი რატომ წავიდა, ასე გვიან რატომ გაუშვი ან რამე ხომ არ ეწყინა.
-წასვლა უნდოდა და წავიდა, არ ვიცი რა უნდა წყენოდა.
-როგორც მახსოვს ერთმანეთს არ ელაპარაკებოდით.
-ეს ადრე იყო, წლები გავიდა მას შემდეგ და წყენა დავივიწყეთ.
-კარგია და მიხარია რომ ისევ ერთად ხართ. ილიამ ივახშმა და საინფორმაციო გამოშვებას მოუსმინა, რამდენიმე სატელეფონი ზარიც ჰქონდა და დაწვა, დილით კი კარზე ზარის ხმამ გააღვიძა.
-ვინ არის ასე ადრიანად, ნათია არ გესმის? ნათია საწოლში არ იწვა და კარი თავად გააღო სადაც ანერვიულებული გოგიტა შემოვარდა.
-რა ხდება, ვინმე გამოგეკიდა და აქ თავის შესაფარებლად მოდი?
-სად არის ნათია.
-არ ვიცი ახლა გავიღვიძე. ილიამ მაგიდაზე წერილი დაინახა და გოგიტას შეხედა.
-წერილი დაუტოვებია, ასე ადრე სად უნდა წასულიყო.
-მარკეტში მივდივარ, საუზმე გამზადებულია საყვარელო.
-ძალიან ხშირი გასვლა აქვს შენს ცოლს მეგობარო, შეამჩნიე?
-გავიდეს, სამსახური არ აქვს და დრო ხომ უნდა გაიყვანოს.
-ილია ამ დღეებში ბოლომდე უნდა დასრულდეს ყველაფერი, ის ალექსანდრე უნდა მოკვდეს.
-ალექსანდრეს შეეშვი, ჯერ რაც გითხარი ის უნდა გაკეთდეს.
-გამაკოტრა, ნოლზე დამსვა და როგორ გგონია შერჩება?
-არ შერჩება, მაგრამ იცი ვის წინააღმდეგაც მიდიხარ, ალექსანდრეს ვიცნობ და მისი ზედმეტსახელიც იცი მას ყველა მგელს ეძახის გოგიტა და იცი რასაც ნიშნავს ეს სახელი. სიძლიერს, შეუპოვრობს და გამძლეობას ნიშნავს და რთულია მასთან ჭიდავი, დამიჯერე.
-მე მგელზე უარესი ვარ, მხოლოდ არ ვჩანვარ.
-რაც გინდა ის ქენი, შენ მითხარი იმ საქმეზე ვინ არის კიდევ ჩვენთან ერთად..
-ამირანი, ლაშა და ემზარი.
-ემზარი ბარის მეპატონე?
-ბარის მეპატრონე, რადგან შეუძლებელია მასზე ვინმემ ეჭვი აიღოს.
-კარგი მე თანახმა ვარ, მაგრამ კარგად გადაამოწმეთ ყველაფერი. კარი გაიღო და ნათია დაბნეული და შეშინებული შემოვიდა სახლში.
-რა მოგივიდა, შეგაშინა ვინმემ?
-მე, მე, მარკეტში ვიყავი.
-მერე?
-რა მერე....
-რა იყიდე მარკეტში, მიდი შეხედე ისევ იქ თუ იყო მარკეტი და უკან დაბრუნდი?
-ვიყიდე და.....
-რა იყიდე, ნათია კარგად ხარ?
-კარგად ვარ, კარგად ვარ, კი კარგად ვარ, მაგრამ სად არის რაც ვიყიდე, ილია მარკეტში დავტოვე ყველაფერი.
-მაგას გეკითხები მეც, მარკეტში დატოვე?
-არ ვიცი, არ ვიცი სად დავტოვე.
-ნათია მაშინებ უკვე. ილია გაოცებული უყურებდა ნათიას, მაგრამ გოგიტამ ჩაიცინა და თქვა.
-შეშინებული ხარ და თუ ვინმემ შეგაშინა თქვი დაო.
-არა, არა, არ მახსოვს და არ ვიცი რატომ გავითიშე. ნათიამ ცრემლიანი თვალებით შეხედა ილიას.
-კარგი ადი შენს ოთახში და გავარკვევთ ყველაფერს.
-არა, არა არ გახვიდე სახლიდან.
-რატომ, ვინმესი გეშინია და არ მეუბნები? მითხარი რამე და ნუ ხარ ჩუმად, მაშინებ შენი სიჩუმით. ილიამ ნათია საძინებელში აიყვანა და დააწვინა, გაოცებული იყო და ჩუმად უთხრა.
-იმედია მეტყვი რა შეგემთხვა, რამ ან ვინ შეგაშინა. ჩაიცვა და გაბრაზებული გოგიტასთან დაბრუნდა.
-რა ხდება გითხრა რამე?
-არა, არაფერი მითხრა და არ მომწონს ეს ყველაფერი.
-იქნებ.....
-იქნებ რა შენც ის იფიქრე რაც მე?
-დააცადე და თუ ასეა თავად გეტყვის. ილიას სახე გაუნათდა და გოგიტას გადაეხვია, მაგრამ არ იყო დარწმუნებული სანამ თავად ნათია არ ეტყოდა თუ რატომ შეიცვალა ასე ძალიან.
-მე მაინც გადავამოწმებ, იმედია არ გეწყინება და თუ რამე საეჭვოს ვნახავ შეგატყობინებ.
-არა რატომ უნდა მეწყინოს მეც ძალიან მაინტერესებს რა ხდება მის თავს. მთელი დღე სახლში გაატარა საღამოს გავიდა და მალე დაბრუნდა რამოდენიმე ჩანთით, ნათიას მართლაც მარკეტში დაეტოვა სავსე ჩანთები, ვისკი ბოთლიდან მოსვა გაბრაზებულმა და ნათიას ხმაც გაიგონა.
-სვამ, როდის მერე დაიწყე მარტო დალევა.
-შენზე ვინერვიულე დღეს, არ გინდა მითხრა რა დაგემართა?
-რამდენიმე დღეა შენზე ვნერვიულობ.
-ჩემზე, რატომ საყვარელო.
-ძალიან შეიცვალე ილია.
-7 წელია დაქორწინებულები ვართ, ზოგჯერ მეც ვიღლები, მაგრამ შენ არასოდეს მავიწყდები. მომისმინე, რამდენიმე დღე არ ვიქნები და რომ დაგირეკო მიპასუხე არ შემაშინო, გესმის?
-აუცილებელია რომ წახვიდე?
-აუცილებელია საყვარელო, მხოლოდ რამდენიმე დღე და თუ მარტო ყოფნა არ გინდა მოვიდეს დალი და იყოს აქ ჩემს დაბრუნებამდე, მეც მშვიდად ვიქნები.
-კარგი, დაურეკავ და მოვა. ილია მოემზადა და მეორე დღეს საღამოს საათებში გავიდა სახლიდან, ნათიამ კი ტელეფონზე შეტყობინება მიიღო.
- ,,ძვირფასო ამ ღამეს მარტო ხარ და არ გეშინია?''
- ,,ვინ ხარ, რა გინდა ჩემგან''.
- ,,შენ მინდიხარ, შენ ვისაც ნამდვილი მამაკაცი გჭირდება''. ბოლო შეტყობინებას არ უპასუხა და თავის საძინებელში ავიდა, ჯერ შხაპი მიიღო შემდეგ ილიას პერანგი ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა.
-არ მახსოვს კარი თუ გადავკეტე, მაგრამ ვინ შემოვა. თქვა და ჭიქაში წყალი დაასხა და სვენებ-სვენებით სვამდა რომ კარის სახელური ჩამოიწია ფრთხილად და სახლში შავებში ჩაცმული მამაკაცი შემოვიდა დაელოდა ნათიას საძინებელში შესვლას და როცა სრული სიჩუმე ჩამოწვა საძინებელში ფრთხილად შევიდა დასაძინებელი სპრეი გაუშვა რაზედაც ნათიას ძალიან ღრმად დაეძინა. რამდენიმე წუთი დაელოდა და ტანისამოსი გაიხადა, ნათიასაც გახადა, მაგრამ ნათია ჩაძინებამდე ბუნდად ხედავდა ყველაფერს.
-ვინ ხარ, რა გინდა ჩემგან.
-შენ მინდიხარ, შენი თეთრი მკერდი მინდა ჩემს ხელებში რომ თრთოდეს. ნათიას ჩაეძინა, მამაკაცმა კი რაც უნდოდა და როგორც უნდოდა ისიამოვნა და ნათია სრულიად შიშველი დატოვა. დილით ნათიამ საშინელი თავის ტკივილით გაიღვიძა და თავბრუსხვევით წამოდგა საწოლიდან და გაოცებული უყურებდა თავის თავს რომელიც სრულიად შიშველი უყურებდა სარკიდან და ტანზე დაიხედა. ვერ გაიგო რა მოხდა და როდის გაიხადა, საწოლზე ჩამოჯდა და დაფიქრდა, ნელა ნელა აღიდგინა კადრები რა მოხდა ღამით.
-ღმერთო ის აქ იყო, ის ჩემს სახლში შემოვიდა, მაგრამ როგორ ან საიდან იცის სად ვცხოვრობ. სახეზე მოისვა ხელები, შემდეგ მკერდზე და თვალები მაგრად დახუჭა.
-ძალიან ლამაზი ხარ, შეგხედე თუ არა შენთან სექსი მომინდა. გამაგიჟა შენმა სხეულმა და მკერდმა. ნათიას წითელი ბაგეებიც დააგემოვნა და სიამოვნების ბურუსში ჩაიძირა, მაგრამ კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა და შიშველ სხეულზე ხალათი შემოიმცვა, კარი გააღო და კართან კურიერი დახვდა ვარდების თაიგულით ხელში.
-ნათია თქვენ ხართ?
-დიახ მე ვარ, ვისგან არის?
-არ ვიცით, ბარათი დევს და ნახეთ ქალბატონო. ნათიამ ბარათი ნახა და გაიღიმა.
-,,სიყვარულო ამ ღამითაც მარტო იქნები, მაპატიე. ილია.''
-ხელი მოაწერეთ ქაღალდს. ნათიამ ხელი მოაწერა თაიგული ღიმილით საყვავილეში ჩააწყო და კარზე ისევ ზარის ხმა გაიგონა, მაგრამ ამჯერად კართან მისთვის ნაცნობი მამაკაცი იყო, მძღოლი ვის მანქანასაც ნათია დაეტაკა.
-შენ, შენ, შენ აქ რატომ ხარ.
-მინდოდა ილია მენახა.....
-ილიას საიდან იცნობ, ვინ ხარ.
-სად არის ილია.
-არ არის, ილია რამდენიმე დღე არ იქნება ტელეფონზე დაურეკე და აქ აღარ მოხვიდე. ნათიას კარი უნდა დაეკეტა, რომ მამაკაცმა პირზე ხელი ააფარა და იქვე გააშლევინა ფეხები.
-ვიცნობ შენს ქმარს, გინდა უთხრა მანქანა რომ დამიმტვრიე და ვალი გაქვს გადასახდელი.
-ხომ გითხარი გადაგიხდითქო.....
-ასეც ვიცოდი გეშინია ქმრის, ვალს გადავიხდი.
-გადამიხდი, ვალსაც გადამიხდი და ასეც ვისიამოვნებ. ნათიამ ვერ შეძლო თავის დაცვა და ღრმად სუნთქავდა, მამაკაცმა ჩაიცინა და უთხრა.
-იკვნესე, ისიამოვნე თავს ნუ იკავებ ვიცი რომ გსიამოვნებს.
-რატომ, რატომ აკეთებ ამას.....
-შენ ქმარს საყვარელი ყავს და შენ რატომ არ უნდა გააკეთო ის რაც გინდა, რატომ უნდა ითმინო და ელოდო მას როდის შემოგხედავს როგორც ქალს.
-რას ამბობ, ტყუილია.
-შენც იცი რომ სიმართლეს ვამბობ, შენც იცი რომ შენმა ქმარმა დაგივიწყა როგორც ქალი. ნათია გაოგნებული იყო მის თავს მომხდარით, მამაკაცი კი კმაყოფილი იდგა მის წინ და ბედნიერი ღიმილით უღიმოდა.
-პოლიციაში დავრეკავ და ყველაფერს ვიტყვი. თქვა ნათიამ, მაგრამ მის ხმას გამბედაობა აკლდა, უფრო ტირილის მსგავსი ბგერები ამოუშვა.
-დარეკე და დამტვრეული მანქანის შესახებაც უთხარი პოლიციას.
-წადი, წადი ჩემი სახლიდან. იყვირა ნათიამ და ხმით ატირდა, მამაკაცმა ცრემლები თავის ხელით შეუმშრალა და ბოლოს მის ათრთოლებულ ბაგეებზე შეაჩერა მზერა.
-წავალ, მაგრამ წასვლის უნდა გავიყოლო..... ამჯერად ნელა და ფაქიზად შეეხო ნათიას ბაგეებს, თვალები თავადაც დახუჭული ჰქონდა, მაგრამ გრძნობდა ნათიას სუნთქვაზე მისგან ელოდა ამ კოცნას და ოდნავ დაშორდა კოცნისგან დაწითლებულ ბაგეებს. თვალი გაახილა, შეხედა ნათიას ისევ თვალებ დახუჭული იდგა რადგან ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო სასიამოვნო ეიფორიისგან და თავად მიიწია მამაკაცთან, ამჯერად კოცნა უფრო ვნებიანი გახდა და მამაკაცი ბაგეებიდან ყელში გადავიდა, შემდეგ ისევ ტუჩებს დაუბრუნდა და უკვე მის მკლავებში კრუსუნებდა სრულიად შიშველი ქალი. ორივე ხელები მოხვია და მკერდზე ძლიერად მიიკრა, ამაღელვებელი იყო ნათიასთვის ეს მომენტი და თავადაც მოხვია მამაკაცს ხელები. რამდენი თვე იყო ასე ბედნიერი არ ყოფილა, ასე სიამოვნება არ მიუღია და სულ მალე თავის საძინებელში აღმოჩნდა მისივე საწოლზე მამაკაცთან ერთად. დაივიწყა ყველაფერი და ის დღე ერთმანეთის ალერსში გაატარეს, როცა მამაკაცი წასასვლელად მოემზადა ნათიამ შეხედა და დარხცხვენილმა უთხრა.
-სახლში შემომივარდი, საწოლშიც ჩამიწექი და სახელიც არ გინდა რომ მითხრა? მამაკაცს გაეცინა და უთხრა.
-ნიკა, უბრალოდ ნიკა.
-ნიკა ილიას საიდან იცნობ.
-შენი ქმარი ნამდვილი არაკაცია და მინდა მისი ნამდვილი სახე დაინახო.
-გაბრაზებული ხარ, მითხარი რა მოხდა და საიდან იცნობ ილიას.
-ახლა მნიშვნელოვანია შენ დაინახო რომ მიყვარხარ, მენდე და ამ არაკაცისგან გიხსნი. არ გაფასებს, ნათია შენს ქმარს არ უყვარხარ.
-შენ........................ ნათია ტელეფონის ხმამ შეაკრთო და შეშინებულმა შეხედა ნიკას.
-უპასუხე, მშვიდად იყავი. ნათიამ ტელეფონი აიღო და უპასუხა.
-გისმენ.
-მე ვარ საყვარელო, როგორ ხარ.
-კარგად ვარ, როდის დაბრუნდები.
-ვფიქრობ ხვალ დასრულდება ჩემი ვიზიტი.
-მაშინ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს.
-კარგი საყვარელო.
-ნათია კარგად ხარ?
-კარგად ვარ, რატომ მეკითხები?
-წუთიერად გავიფიქრე ჩემი ხმის გაგონება არ გაგიხარდა. -უხასიათოდ ვარ, როგორ არ გამიხარდა ეს როგორ იფიქრე. -შეხვედრამდე საყვარელო.
-შეხვედრამდე, გელოდები. ნიკა დაემშვიდობა ნათიას და წავიდა, ნათიამ თავი მოიწესრიგა ყავა მიირთვა და მსუბუქი სალათაც გააკეთა. იჯდა და ფიქრობდა, ტელევიზორი ჩართო და გაგულისებულმა თქვა.
-ყოველდღიურად სულ ერთი და იგივეს ხდება და ცხოვრება ერთფეროვანი გახდა, ყველაფერი უკან მიდის. უეცრად თვალი გაუშტერა ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულ ფოტოს.
-,,გუშინ ღამით გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი ბესო კიკნაძე გარდაცვალების მიზეზი კი უცნობია,ბიზნესმენი სასტუმროს ნომერში დილით მეუღლემ იპოვა გარდაცვლილი და პოლიციას შეატყობინეს, პოლიცია და გამოძიება ერთად მუშაობს დაადგინოს ეს შეკვეთილი მკვლელობაა თუ ბუნებრივი სიკვდილი.''
-ეს რა ხდება, სასტუმროც საშიში გახდა. სამზარეულოში გავიდა, უეცრად კარის ხმა გაიგონა და შეშინებული შებრუნდა, კარებში ილია იდგა დიდი თაიგულით ხელში.
-უკვე დაბრუნდი, დილით ხომ მითხარი ხვალ მოვალო. -დროზე ადრე დავასრულე საქმე და მოვედი, არ გაგეხარდა?
-გამეხარდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მამოწმებ.
-ჩემს ცოლს შემოწმება არ ჭირდება თუნდაც ერთი წელი არ დავბრუნდე სახლში.
-გშია, რამეს მოვამზადებ.
-რამე გემრიელი მომაზადე და მე შხაპს მივიღებ. ილია სააბაზანოში შევიდა და მისი ტელეფონი კი გამუდმებით რეკავს.
-ილია ტელეფონი რეკავს, ვახო არის.
-შემომიტანე. ნათიამ ტელეფონი მიუტანა და ისევ სამზარეულოს დაუბრუნდა.
-გისმენ ვახო.
-სად ხარ ილია.
-სახლში ვარ, რა მოხდა.
-სასწრაფოდ ოფისში უნდა მოხვიდე.
-რა ხდება, მინდა დღეს დავისვენო.
-უფროსი გარდაიცვალა, ბესო აღარ არის ყველა გაოგნებულები ვართ. ილია დაიბნა, ანერვიულდა და ენის ბორძიკით უპასუხა ვახოს.
-რას, რას ამბობ ვახო ან როდის, როგორ.
-ჯერ არავინ არ იცის როგორ, მაგრამ ვიცით სად და როდის.
-მოვდივარ. ილია სასწრაფოდ მოემზადა, ნათიამ გაბრაზებულმა შეხედა ქმარს და უთხრა.
-სად მიდიხარ ასე საჩქაროდ სახლშიც ახლა დაბრუნდი.
-მოკლეს......
ვინ მოკლეს ვერაფერი ვერ გავიგე. თქვა და ისევ ტელევიზორს მიაჩერდა, შემდეგ კი გაოგნებულმა ილიას უთხრა.
-ილია ეს შენი უფროსი არ არის?.... ილიას აღარ გაუგონია ნათიას სიტყვები ის უკვე მანქანასთან იყო და ტელეფონზე საუბრობდა.
-გოგიტა როგორც ვივარაუდე სწორედ ისე არის ყველაფერი.
-უკვე დაგირეკეს?
-დამირეკეს და გაგრძელება რა იქნება ჩემთვის ესაა საინტერესო, მხოლოდ ეს მაინტერესებს.
-მივყვეთ დინებას, ადვოკატი დაგვჭირდება. ილია ოფისში ჩქარი ნაბიჯით შევიდა დამწუხრებული სახით, ალექსანდრე კი თავის კაბინეტში ბაჩოს პირისპირ იჯდა.
-ვერ გავიგე, უფროსო......
-ბაჩო კარგად მომისმინე, გარკვეული დროით შეყვარებული მამაკაცის როლი უნდა ითამაშო.
-ვისთან, ვისი შეყვარებული უნდა ვიყო.
-ჩემი.... თქვა ალექსანდრემ და ბაჩოს შეხედა რომლის გაოცებულ სახეზე თავი ვერ შეიკავა და გულიანად გაიცინა.
-კარგი, კარგი ვიცი რომ მეღადავები.
-არა, არა მართლა მჭირდება შენი დახმარება და მართლა შეყვარებული როლი უნდა გაითავისო.
-მეტყვი ვისი შეყვარებული უნდა ვიყო?
-ინდირასი.
-ინდირასი, როგორც ვიცი მას....
-უკვე არავინ არის მის ცხოვრებაში და შენ უნდა იყო მის გვერდით.
-გასაგებია, მაინც როდემდე გაგრძელდება როლისთვის მოცემული განსაზღვრული დრო?
-თავად საქმის მსვლელობა გვიჩვენებს. ბაჩო ჩაფიქრდა, ალექსანდრე უყურებდა ბაჩოს და გულში ისიც კი გაიფიქრა ,,ვინ იცის რა მოხდება თქვენს შორის''. კიდევ უფრო ინტერესში შევიდა ბაჩო და ინდირა დაეახლოვებინა ერთმანეთთან და ბაჩოს უთხრა.
-როგორც ვიცი მარტო ცხოვრობ, დღეიდან ინდირასთან ერთად უნდა იცხოვრო და როგორც წყვილი ისე იცხოვრებთ....
-როგორც წყვილი?....
-ეს გარეთ სხვების დასანახად, ოთხ კედელს შიგნით რა მოხდება ეს მე არ მაინტერესებს. კარი გაიღო და ინდირა შევიდა, ბაჩომ შეხედა და ინდირას უთხრა.
-გასაგებია, მობრძანდით ჩემს ბუდეში. ბაჩოს იუმორზე ალექსანდრეს გაეცინა, ინდირამ კი ალექსანდრეს შეუბღვირა.
-ნუ მიბღვერ სამსახურში ვართ და ბედნიერი ვარ.
-რატომ, რას მივაწერო შენი ასეთი გაბედნიერება.
-დღეს შენგან კი გავნთავისუფლდები, მაგრამ ეს კაცი მეცოდება უთქმელია და არ ვიცი აგიტანს თუ ჩემი ხათრით გაჩუმდება.
-გპირდები სულ მალე ავამღერებ. ინდირამ ბაჩოს შეხედა და უთხრა.
-ოფისში მივდივარ, ეს მისამართია და იქ უნდა მომაკითხო რომ იქედან ერთად წავიდეთ ჩვენს ბუდეში.
-კარგი და რომ მოვალ დაგირეკავ. ინდირა როგორც უცებ გამოჩნდა ისე უცებ გაუჩინარდა, ალექსანდრემ კი ღიმილით თქვა.
-ინდირა ერთ დღეს გულს გამიხეთქავ შენი მოულოდნელი სიურპრიზებით და ბაჩოს სერიოზულად უთხრა.
-ბაჩო ინდირას შენ გაბარებ, მამაკაცი ვინც მის გვერდით იყო სერიოზული დამნაშავეა და მან ეს არ იცის.
-გასაგებია და მის გვერდით ვიქნები უფროსო ყოველთვის.
-ილია ქავთაძე ეს პიროვნება კრიმინალია და შავი, ბინძური წარსული აქვს. მას უკვე ჩვენი ბიჭები უთვალთვალებს, როგორც ინდირა ამბობს უყვარს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული მან ინდირა გააბედნიეროს ამიტომ ნელა ნელა ინდირამ უნდა გაიგოს ვინ არის ეს პიროვნება სინამდვილეში.
-რაც შემიძლია გავაკეთებ.
-წადი, დღეიდან იწყება შენი რომანტიკული ცხოვრება. ბაჩოს გაეცინა და რამდენიმე საათში სწორედ იმ მისამართზე მივიდა რომელიც ინდირამ დაუტოვა და ინდირას გარეთ ელოდებოდა. ინდირა ტელეფონზე ელოდა ბაჩოს ზარს და მოულოდნელად ფანჯრიდან გადაიხედა სადაც ბაჩოს შეხედა და ხელი დაუქნია, ინდირას აღფრთოვანება არ გამორჩენიათ თანამშრომლებს და ფანჯრებს მიაწყდნენ მტრედებივით, ინდირამ კი ჩანთა აიღო და ოფისიდან გავიდა.
-ინდირა უნდა დავილაპარაკოთ....
-დრო არ მაქვს, მელოდებიან....
-უკვე იპოვე ჩემი შემცვლელი თუ გყავდა და მომენტს ელოდი როდის დამტოვებდი.
-შენ ხომ გყავს შემცვლელი და მატყუებდი მთელი ეს დრო, მე რატომ გამიჭირდებოდა შემცვლელის პოვნა და ცნობისთვის შენ მართალი ხარ, ის უკვე დიდი ხანია რაც ჩემს ცხოვრებაშია, მაგრამ მე შენით ვიყავი დაბრმავებული მადლობა იმ ღამეს რომ თვალები ამეხილა.
-ესე იგი გამოდის შენ მე მღალატობდი.
-არა, არასოდეს მიღალატია შენთვის, მას უშვებდი ყოველ ჯერზე უარით, მაგრამ დავფიქრდი და დროა ჩემი ცხოვრება დავალაგო იმ ადამიანთან ვინც მართლა მაფასებს და ვინც ჩემი სულის მესაიდუმლე გახდება. ილია გაოცებული დარჩა, ინდირამ ის გაშეშებული დატოვა და ბედნიერი ღიმილით მიუახლოვდა ბაჩოს.
-ახედე ფანჯრებს, გვიყურებენ?
-კი, მტრედები არიან ჩამომსხდარი ფანჯრებზე.
-მაშინ უკან არ დაიხიო და ჩამეხუტე, მაგრად ჩამეხუტე რომ ეჭვები გაუფანტოთ ჩვენს ცნობისმოყვარე მტრედებს. ბაჩოს გაეცინა და წუთიერად მის სიცილზე ინდირა გაშეშდა, შემდეგ კი მის გაწვდილ მკლავებს შეეხო და მის მკერდზეც დაიდო ბინა. ბაჩომ ყურზე თმა გადაუწია მის მკერდზე მინავებულ ქალს და უთხრა.
-არ გეშინია რომ სხვების ეჭვიანობით ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შემოტრიალდეს? ინდირა ბაჩოს მკერდს მოშორდა და თვალებში ჩახედა
-შენ როგორ ფიქრობ.......
-მე ვფიქრობ ყველაფერი უფლის ნებით ხდება და როგორც მას სურს ისე იქნება.
-მაშინ დაველოდოთ უფლის ნებას, მანამდე კი სხვები ვაეჭვიანოთ.
-წავიდეთ?
-წავიდეთ ჩვენს ბუდეში. ბაჩომ მანქანის კარი გაუღო და ლამაზი მუსიკის თანხლებით მივიდა ბინასთან, კარი გააღო და ინდირა შეატარა პირველი, ინდირამ ბინა მოათვალიერა და ბაჩოს შეხედა.
-ნამდვილად არავინ არ გყავს და მარტო ცხოვრობ?
-არავინ არ მყავს და ნამდვილად მარტო ვცხოვრობ.
-დედა, მამა, დედმამიშვილები.
-ჩემები სოფელში ცხოვრობენ, რატომ მეკითხები. -ზედმეტად სისუფთავეა მარტოხელა მამაკაცის ცხოვრებისთვის.
-მართალი ხარ და უნდა გითხრა რომ მე ჩემი წესებით ვცხოვრობ. გამაცანი შენი წესები.
- 1. ვერ ვიტან მიყრილ-მოყრილ ტანისამსს.
2.ნიჟარაში არ დარჩება საღამოს გასარეცხი ჭურჭელი.
3.აბაზანაში ჩვენ-ჩვენი პირსახოცი გვექნება. და ყველზე მნიშვნელოვანი....
4.11სთ-ზე უკვე მძინავს.
-გასაგებია, არ ვიცი რამდენად დავიცავ შენს წესებს, მაგრამ შევეცდები.
-არ შეეცდები, ინდირა ყველა წესს დაიცავ და მხოლოდ მაშინ შევეწყობით ერთმანეთს.
-ბაჩო მე ზოგჯერ ღამის 11 საათზე პროცესზე ვარ ან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს კლიენტთან.
-როცა დაგჭირდება მე შენს გვერდით ვიქნები, ინდირა ყველანაირად შევცეცდები გაგიგო, მაგრამ დაიმახსოვრე არ მიყვარს სახლში ტოცა უწესრიგოდ ყრია ნივთები.
-გასაგებია.
-ახლა კი დაისვენე, მე დილით ადრე უნდა ავდგე და ამიტომ უნდა დავისვენო.
-მე აქ და......
-ინდირა საძინებელი იქ არის, აქ დივანზე მე დავიძინებ, საღამურები ჩემი კომოდის ურაში დევს და შეგიძლია ჩაიცვა იქ ახლებიც დევს. ინდირამ ბაჩოს საძინებელში შევიდა და იქაც ზედმიწევნით იყო ყველა ნივთი დასუფთავებული, კომოდის უჯრა გამოაღო და ღიმილით შხედა ფერების მიხედვით დალაგებულ საღამურებს ერთ-ერთი ამოარჩია და ჩაიცვა, არ დაეძინა და დილამდე ფიქრობდა.
-ცხოვრება ერთფეროვანია და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოლოდინზე. მართლა არაფრის იმედი აღარ მაქვს, ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ მოხდა, უამრავი რამ გადავიტანე და დღესაც მოლოდინის იმედზე ვარ. ჩურჩულებდა თავისით და ძილი გაუტყდა, ძალიან ადრე იყო რომ ადგა და თავი მოიწესრიგა, უნდოდა უხმაუროდ დაეტოვებინა სახლი, მაგრამ ბაჩოს დივანს რომ გასცდა იატაკზე დაგებულ ნოხზე ფეხი აებლანდა და ხმაურით დაეცა, ბაჩომ თვალი გაახილა და მშვიდად თქვა.
-სად მიიპარები ასე ხმაურით.
-გაგაღვიძე?
-არა, ჯერ ისევ მძინავს და ძილში ვლაპარაკობ.
-მაპატიე არ მინდოდა.
-სად მიდიხარ, ჯერ ნორმალურად არც გათენებულა.
-გუშინ რომ დავწექი მეზობელმა დამირეკა მილი გასკდა ჩემთან და ვფიქრობ წყალი არის ჩამოსული შენს ბინაშიო, უნდა წავიდე და ვნახო შემდეგ სასამართლო სხდომაა და არ ვიცი როდის დასრულდება.
-ერთად წავალთ, შენ მარტო აღარ ხარ ინდირა და ეს უნდა გაითავისო. ბაჩო ადგა თავი მოიწესრიგა და ინდირასთან ერთად გავიდა, მაგრამ ტელეფონზე შმაგის ზარს გაკვირვებუმა დახედა და უპასუხა.
-რა მოხდა ამ დროს რომ მირეკავ.
-თუ ისევ საწოლში ხარ ახლავეს ადექი და მოდი განყოფილებაში.
-მოვდივარ, უკვე გზაში ვარ. ბაჩომ ინდირას შეხედა და უთხრა.
-რაღაც მოხდა...
-რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია შენ წადი მე ტაქსით წავალ. ბაჩომ შეხედა ინდირას და თვალით ანიშნა დაჯექიო, ინდირაც სიტყვის უთქმელად დაჯდა ბაჩოს გვერდით და ბაჩო დაფიქრეული მიდიოდა, დილით ქუჩა ცარიელი იყო და ინდირას ბინასთან მალე მივიდა.
-აქედან ტაქსით წავალ, შენ არ დაგაგვიანდეს. ბაჩო არ უსმენდა ინდირას და მასთან ერთად ავიდა ბინაში, ინდირამ გაოცებულმა შემოიარა ოთახები და ყველაფერი წესრიგში იყო.
-არ არის წყალი ჩამონასვლელი. ბაჩომ შეხედა ინდირას და უთხრა.
-დაურეკე ზემოთ მეზობელს და უთხარი რომ ყველაფერი წესრიგშია.
-რატომ გაბრაზდი, ბაჩო.....
-დაურეკე. ინდირამ დაურეკა მეზობელს და ნამძინარევმა უპასუხა.
-გისმენთ.
-ზაირა დეიდა ინდირა ვარ ყველაფერი წესრიგშია არ ინერვიულოთ.
-ილია ჯერ არ მოსულა ინდირა შვილო.
-რააააა, ვინ არ მოსულა.
-მაპატიე, ახლავე ჩამოვალ.
-გაიგონე, ილია ჯერ არ მოსულაო გაგასულელა და ტყუილი გითხრა რომ მილი გასკდა, აქ უნდოდა მოსულიყავი და მოგიყვანა, სულ მალე კი ისიც მოვა. კარზე ზარი იყო და ბაჩომ უთხრა.
-გააღე, მე აქ ვიქნები.
-ბაჩო მე არაფერი არ ვიცოდი....
-ვიცი, მაგრამ ახლა ამ ქალბატონსაც და იმ არაკაცსაც ვასწავლი როგორ უნდა შენი აქ ტყუილით მოყვანა. ინდირამ კარი გააღო და გაღიმებული შემოვიდა ზაირა.
-როგორ ხარ ჩემო გოგო, საქმეები როგორ მიდის.
-კარგად ვარ, პრობლემა ჩემგან არ გაქვს ასე რომ ტყუილად ინერვიულე და ახლა უნდა წავიდე რადგან ძალიან ვჩქარობ მეც და ჩემი საქმროც.
-საქმრო გყავს?
-დიახ, რატომ გაგიკვირდათ. თქვენ 50 წლის ასაკში გაგვაცანი თქვენი საქმრო და მე ხომ ჯერ 27 წლის ვარ ზაირა დეიდა.
-არა შვილო არც გამიკვირდა, უბრალოდ......
-მოვედი დამაგვიანდა?
-არა, არ დაგაგვიანდა ილია ინდირაც ახლა მოვიდა და ძალიან კარგი რომ მოდი დაგტოვებთ და ილაპარაკეთ.
-ზაირა დეიდა ასეთი რამ არასოდეს აღარ გააკეთოთ.
-შვილო ილიამ მთხოვ......
-საყვარელო ბინაში ყველაფერი წესრიგშია და არანაირი პრობლემა არ არის. გაოცებული უყურებდა ბაჩოს ზაირა და ბაჩომაც თავაზიანად მიესალმა მეზობელს.
-დილა მშვიდობის ინერვიულეთ, მაგრამ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ბინა სუფთაა და მეორედ ნუ გაებმებით სხვის მახეში ინდირას საკუთარი ცხოვრება აქვს და ნუ ჩაერევით მის ცხოვრებაში.
-შვილო მე, მე, მე......
-ინდირა დაკეტე კარი და წავიდეთ, ორივეს გვაგვიანდება განყოფილებაში. ინდირამ კარი დაკეტა და იქვე მდგარ ილიას მიუბრუნდა.
-არ გაბედო და მეორედ არ დამირეკო შენი ტყუილებით, რა იფიქრე სიხარულით შეგხვდებოდი აქ თუ გნახავდი? ბაჩომ ილიას მიუახლოვდა და მშვიდად, მაგრამ მტკიცე ხმით უთხრა.
-დაიმახსოვრე დღეიდან, რომ ინდირას გვერდით მე ვარ ბაჩო საჯაია და თუ გინდა რამე მითხრა, ადვილად შეგიძლიათ იპოვოთ ჩემი ნომერი და დამირეკე. თვალებში ჩახედა ილიას, მის გვერდით მდგარ ზაირას უხმოდ დაემშვიდობა და ინდირასთან ერთად წავიდა.
-მიგიყვან განყოფილებაში და წავალ, დღეს რთული დღე იქნება დილიდან დაძაბული არის შმაგი. ინდირა მიიყვანა განყოფილებაში, ინდირამ ბაჩოს ხელზე დაადო ხელი და უთხრა.
-შემომხედე, მე რატომ მიბრაზდები, მე ხომ არაფერი არ ვიცოდი.
-შემდეგში უფრო დაკვირვებული იქნები, გამიშვი მეჩქარება ინდირა. გაბრაზებული წავიდა და შმაგის მოცემულ მისამართზე მივიდა, შმაგიმ შეხედა ბაჩოს და უთხრა.
-დაგაგვიანდა.
-უკვე მოვედი, მონიკა მოვიდა?
-არა, ურეკავ და არ მპასუხობს. მონიკა ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა და ერთ სახლთან გაჩერდა, მან უცნაურად მოათვალიერა სახლის წინ პატარა ეზო.
-ვის ეძებთ, სახლში არავინ არის შვილო.
-აქ ცხოვრობთ?
-დიახ აქვე ვცხოვრობ, ქუჩის თავში მაღაზია რომ არის ჩემია.
-გამოდის აქ ყველას იცნობთ.
-კი შვილო, ვთქვათ რომ ძველი მაცხოვრებელი თითქმის მარტო მე ვარ.
-ამ სახლში თუ ცხოვრობს ვინმე.
-რატომ მეკითხები რამე მოხდა? მონიკამ თავისი საბუთი აჩვენა მამაკაცს და მანაც ყველაფერი უამბო.
-აქ შვილო ცნობილი ექიმი ცხოვრობდა, ახლა კი მისი შვილიშვილი ცხოვრობს, მაგრამ არც ის არის სახლში.
-არ იცი სად იქნება?
-გუშინ ჩემოდნით წავიდა და სად წავიდა ნამდვილად არ ვიცი.
-გასაგებია, მადლობა დახმარებისთვის. მონიკამ ტელეფონს უპასუხა და შმაგის განრისხებული ხმაც გაიგონა.
-რამდენჯერ დაგირეკე სად ხარ მონიკა და რატომ არ მპასუხობ.
-ლოკაციას გამოგიგზავნი და ჯგუფთან ერთად მოდი.
-განყოფილებაში გელოდები, დატოვე ყველაფერი და მოდი.
-შმაგი უცნაური ზარი მივიღე დილით და მოვედი ანონიმურ მისამართზე, ჯგუფი მოიყვანე და მოდი, რადგან ვგრძნობ აქ რაღაც საშინელებაა მომხდარი.
-ოხ მონიკა, არსად არ შეხვიდე ხელთათმანების გარეშე და მოვდივარ. რამდენიმე წუთში საბა და შმაგი მონიკასთან ერთად იყო და ისინიც გაოცებული უყურებდნენ სახლის კიბესთან სისხლის ლაქებს.
-მონიკა......
-ჩუუუუუ, აქ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა. მონიკამ თვალები დახუჭა და ქარის მიმართულებით შებრუნდა, რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა.
-ორნი იყო, სახლიდან ორნი გამოვიდა. ეს ადგილი მონიშნეთ და არავინ გაიაროს ამ ადგილზე.
-რას აკეთებ. გაოცებული უყურებდა შმაგი მონიკას მაგრამ მონიკამ არც კი შეხედა ისე უთხრა შმაგის.
-არ დამელაპარაკო, ხელს მიშლი და გამომყევით. მონიკამ სახლს შემოუარა და რამდენიმე ადგილზე უფრო ძაბავდა ყურადღებას.
-ხელთათმანები გაიკეთეთ, აქედან სამ ნაბიჯში მნიშვნელოვან სამხილს ნახავთ, აქ დაუვარდა ერთ ერთს ის სამხილი. სამ ნაბიჯში საბამ დაიხარა და გასაღებების აცმა აიღო, შმაგის შეხედა და შმაგიმ ანიშნა რომ ჩუმად ყოფილიყო. მონიკა ისევ თვალდახუჭული იყო, შმაგი და საბა მის უკან იდგა და ბაჩოც შეუერთდა მათ.
-რა მოხდა, მკვლელობაა?
-მგონი მკვლელობაა, მაგრამ რაღაც უცნაური მკვლელობა არის მომხდარი.
-ბიჭებო მზად ხართ?
-რას აპირებ მონიკა.
-სახლში უნდა შევიდეთ, დამიჯერეთ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა და ჩვენ დღეს ბნელ საიდუმლოს ამოვხსნით, კვანძი რომელიც ჩაიხლართა უნდა გავხსნათ.
-როგორ გავაღოთ კარი, მეზობელს უნდა დაუძახოთ.
-საქმე გაგვიადვილეს, საბა შეხედე კარი ღია დაგვიტოვეს.
-მოწმეს გარეშე არ შეხვიდეთ, ვინმეს უნდა დაუძახოთ. საბამ რამდენიმე მეზობელს დაუძახა და მონიკა ბიჭებთან ერთად შევიდა სახლში, მაგიდაზე მიყრილ-მოყრილ ქაღალდებს შეეხო და ერთ ერთზე წაიკითხა.
-ზანდა ჯიქია. ვინ ხარ ზანდა ან სად ხარ. უეცრად ქალმა ფარდა ააფრიალა და იქით წავიდა, შეხედა ძველ ანტიკვარულ კომოდზე ასევე ძველი მოდის საათი იდგა და შემოატრიალა, შემდეგ ძირს დააკვირდა და თქვა.
-აქაც სისხლია, გამოიძახეთ უფროსი და ასევე ექსპერტთა ჯგუფი. ბაჩომ ალექსანდრეს დაურეკა და ისიც რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა, ყურადღებით მოუსმინა საბას და ეზო დაკვირვებით მოათვალიერა, შემდეგ სახლში შევიდა და მონიკას შეხედა რომელიც მის წინ აღმართულ კედელს უყურებდა.
-მონიკა...... მონიკამ ხელით ანიშნა გაჩუმდიო და შემდეგ დარწმუნებით თქვა.
-ეს კედელი მოანგრიეთ, სასწრაფოდ.
-რატომ, რას ერჩი ამ კედელს. მონიკა არავის უსმენდა, ვერ შეძლო ხელით შეხებოდა კედელს და კედელთან მდგარი დივანი გამოწია, ყური მიადო კედელს და შემდეგ ხელით დააკაკუნა კედელზე და თქვა.
-სასწრაფოდ მოანგრიეთ ეს კედელი, უნდა უშველოთ იქნებ ცოცხლები არიან.
-გავგიჟდები, ნათელმხილველი ხარ თუ ვინ ხარ. შმაგიმ და საბამ კედელს მძიმე საგანი მიარტყა, მაგრამ მონიკას ხმაზე შმაგი ადგილზე გაშეშდა.
-მანდ არა, მანდ არ დაარტყა მოკვდება შმაგი.
-მონიკა პანიკაში ხარ თუ რა გემართება.
-დაბლა, დაბლა კუთხიდან მოყევი. რამდენიმე წუთში კედლის მესამედი ჩამოანგრიეს და მათ წინ ორი ადამიანი აღმოჩნდა ერთს უკვე სუნთქვა უჭირდა და სიკვდილის კარიბჭესთან იდგა, მგრამ თითქოს იმედი აძლიერებდა. მეორე კი ჯერ ისევ თბილი იყო და
გარდაცვლილს ჰგავდა. ალექსანდრე დაიბნა წუთიერად, მაგრამ შემდეგ იყვირა.
-სასწრაფო გამოიძახეთ, ორი ადამიანი სიკვდილს ებრძვის. ხალხი აჩოჩქოლდა და ვიღაცამ იყვირა ექიმი ვარო, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია მამაკაცს, იმედიანი თვალებით შეხედა ალექსანდრეს და თქვა.
-ძალიან სუსტი პულსი აქვს თუ მოუსწრებს ექიმი შესაძლებელია გადავარჩინოთ, მაგრამ ეს ქალბატონი გადარჩება, უფრო ძლიერია მისი გულის ცემა. სასწრაფოს მოსვლამდე რაც საჭირო იყო ექიმმა ყველაფერი გაუკეთა და ორივე საავადმყოფოი გადაიყვანეს, მაგრამ ერთი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. ალექსანდრე მონიკას მიუახლოვდა ჯერ მონიკას გაოცებული უყურებდა და შემდეგ უთხრა.
-როგორ გაიგე რომ იქ ორი ადამიანი იყო.
-მე მათი კვნესა მომესმა, გეფიცები ვიგრძენი რომ ვიღაც შველას ითხოვდა და თავად კედელმა მიმიხმო მასთან, თითქოს მითხრა უშველე აქ არიანო. ესეც რომ არა მაგიდაზე ორი ჭიქა იდო და ორივეზე იქნება დარჩენილი კვალი ერთს ისედაც ეტყობა წითელი პომადა.
-შესაძელებელია ეს კვალი იმ ქალის იყოს რომელიც გარდაიცვალა, მას ესვა წითელი პომადა.
-არ გამოვრიცხავ რადგან ძალიან ახლოს არის ლოგიკასთან ეს აზრი, მაგრამ ანალიზი საჭიროა ჩვენი აზრის დასადასტურებლად და მეორე გონზე უნდა მოვიდეს რომ გავიგოთ აქ რა მოხდა, ამიტომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი რომ ეს ქალი გადარჩეს.
-საუკეთესო ნამუშევარია, ვამაყობ თქვენით და ყოჩაღ თქვენს გუნდს. ალექსანდრე მონიკასთან ერთად მსჯელობდა, რომ ნატამ დაურეკა.
-ნატა რთული დილაა და უცებ მითხარი რამე მოხდა?
-ლილეს ძმამ დაურეკა და მისი ნახვა უნდა, რა ვქნათ მიწეროს მისამართი რომ აქ მოვიდეს პირდაპირ?
-უკვე დაბრუნდა, მომწერეთ მისი ნომერი და მე დაურეკავ. ალექსანდრემ გათიშა თუ არა ტელეფონი შეტყობინებაც მიიღო და ნატას მოწერილ ნომერზე გადარეკა.
-ბესოს ვესაუბრები ლილეს ძმას და ვფიქრობ არ ვცდები.
-არა არ სცდებით, მაგრამ თქვენ ვინ ხართ.
-ალექსანდრე ხვედელიძე კრიმინალური განყოფილების უფროსი და მინდა შეგხვდეთ, ჩვენ ორივეს აუცილებელ და მნიშვნელოვან თემაზე გვაქვს სასაუბრო.
-რა ხდება, მე რა საქმე მაქვს კრიმინალთან.
-თქვენ არანაირი, მე თქვენს დაზე ლილეზე მინდა დაგელაპარაკოთ.
-რაააა, რა ჩაიდინა ჩემმა......
-არ ინერვიულოთ, ლილე კარგად არის. დამშვიდდით, თუ არ შევხვდებით ერთმანეთს და არ დავილაპარაკებთ ასე ტელეფონით შეუძლებელია რამე აგიხსნათ.
-მოვდივარ, სად შეგხვდეთ.
-არავის გააგებინოთ, ჯერ მომისმინეთ და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღეთ.
-კარგი, შევხვდებით ერთმანეთს და ახლოდან მოგისმენთ. ალექსანდრემ გაუგზავნა მისამართი და თავადაც წავიდა შეხვედრის ადგილზე. ჩქარობდა და თან ნერვიულობდა, საათს წუთი წუთზე უყურებდა, ადგილზე მისულს შეხედა ახალგაზრდა მამაკაცს რომელიც ძალიან ნერვიულობდა და ძალიან ჰგავდა ლილეს.
-უკაცრავად მნიშვნელოვან საქმეზე ვიყავი და დამაგვიანდა. მამაკაცი ფეხზე წამოდგა, ბესომ მიხვდა რომ მის წინ ალექსანდრე ხვედელიძე იდგა და სიბრაზისგან ვერ გააკონტროლა ხმა, ამიტომ ალექსანდრეს უხეშად დაელაპარაკა.
-მითხარით რა საქმე აქვს კრიმინალთან ჩემს დას, ის ძალიან სუსტი და მორიდებული გოგონაა....
-პირველ რიგში მშვიდად უნდა იყოთ და ვფიქრობ უნდა მომისმინო, ვიცი რომ ლილე სუსტია და მისი სისუსტით ისარგებლა ერთმა არაკაცმა, ის გამოიყენეს, მაგრამ დღეს დღეობით ის კარგ ხელშია.
-მითხარით თქვენ ვინ ხართ, ჩემი და სად არის და საიდან იცით მასზე ეს ყველაფერი.
-გთხოვთ დამშვიდდით, ლილე ჩემთან არის, ჩემს ოჯახში და მე ის დად მივიღე, ასევე ავიღე ჩემს თავზე მათზე პასუხისმგებლობა.
-მათზე? ვისზე, ვინ არის კიდევ მის გვერდით.
-თქვენის დის გვერდით მისი შვილია, ის პატარა კაცია პატარა ალექსანდრე.
-მოიცადე დავიბენი, მითხარით და ამიხსენი ვინ არის ალექსანდრე.
-ალექსანდრე ხვედელიძე თქვენი დის-შვილია, პატარას ჩემი გვარი და ჩემი სახელი აქვს, ეს ლილეს არჩევანი იყო და მეც უარი არ უთხარი.
-თქვენ ხართ ბავშვის მამა?
-არა მეგობარო, მე გვარი მივეცი პატარას. ალექსანდრემ ყველაფერი მოუყვა ბესოს რომელიც გაოცებული უსმენდა და თავი შეურაცყოფილად იგრძნო, რომ მის ერთადერთ დას როგორ უჭირდა და ის მის გვერდით არ იყო.
-არაფერი არ მითხრა, არაფერი არ ვიცოდი......
-არ უნდოდა გენერვიულა და არ უნდოდა მის გამო გზიდან გადაგეხვია.
-ჩემებმა არაფერი იციან, მითხრეს კარგად მეცადინეობს და თან მუშაობს რომ ჯიბის ფული ჰქონდეს ჩვენ არ გვაწუხებსო.
-მე უთხარი ასე ეთქვა მშობლებისთვის, ორჯერ გაუგზავნა თქვენებს თანხა, რომ ისინიც მშვიდად ყოფილიყო.....
-ვინ არის.
-ეს უკვე ჩემი საქმეა, შენ ის მითხსრი რას აპირებ.
-წავიყვან ჩემს დას პატარასთან ერთად.
-ეს არ არის გამოსავალი, გამოდის ლილემ სწავლას უნდა დაანებოს თავი და მერე მისი ოცნებები, მისი ფიქრები?
-თქვენ რას მირჩევთ, რა გეგმები გაქვთ მინდა ვიცოდე და ერთად განვიხილოთ.
-ლილე კარგი და წარმატებული სტუდენტია, მიუხედავად იმისა რომ ის უკვე დედა გახდა ღამე დილამე მეცადინეობს და არ ჩამორჩენილა არცერთ ლექციას. არ ვიცი რას იტყვი, მაგრამ ჩემი მიზანია ლილე ძლიერი ქალი გახდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
-ალექსანდრე.......
-ლილე საზღვარგარეთ წავა, ისწავლის და ის ნასწავლი, განათლებული და თავის თავში დარწმუნებული ძლიერი ქალი დაბრუნდება.
-ბავშვი?
-შეუნახე შენს დას ეს ერთადერთი და დიდი საიდუმლო, კითხულობ ბავშვს რა ბედი ეწევა? ბავშვი ჩემთან დარჩება მე და ჩემი ნატა გავზრდით ალექსანდრეს და როცა სურვილი იქნება ბავშვს ნახავთ, წაიყვანთ კიდევაც და მოისიყვარულებთ, მაგრამ გაიზრდება და სიმართლეს გაიგებს თუ ვინ არის მისი ბიოლოგიური დედა.
-ვგრძნობ რომ რაღაც დიდი ტკივილი გაქვს გავლილი..........
-სწორად მიხვდი, მე პატარა ასაკის ვიყავი და რომ მომიკლა ერთმა არაკაცმა, ლილე ცოცხალია და თავად იძიებს შურს მის ტკივილზე, მაგრამ რაც მე ვერ გავაკეთე ჩემი დის გარდაცვალების დროს გავაკეთებ ახლა და პასუხს მოვთხოვ იმ არაკაცს.
-უკვე ვხვდები ყველაფერს, მე მადლობა მინდა გითხრა რასაც აკეთებ ლილესთვის და რაც გააკეთე, მაგრამ ჩემებს ამ ამბავს ვერ დაუმალავ. მინდა ორივემ ერთად უთხრათ ჩემებს ეს ტკივილით სავსე ისტორია, არ მინდა მარტო ვიყო, რადგან არ ვიცი დედას თვალებში როგორ შევხედო.მე მენდო ორივემ და ვიცოდი კარგად იქნებოდა, ბინაც უქირავე და დარწმუნებული ვიყავი ყველაფერი გავაკეთე ჩემი ერთადერთი დისთვის, მაგრამ.....
-შენს გვერდით ვიქნები და ორივე ერთად ვეტყვით.
-როდის...........
-მითხარი როდის შეძლებ, როდის იქნები მზად.
-როცა მეტყვი.....
-მაშინ დღესვე წავიდეთ, რატომ უნდა გადავდოთ და მინდა მხოლოდ ჩვენ ვიყოთ ოჯახის წევრები. ბესო არ შემეძლო გვერდი ამევლო ლილესთვის როცა ის ტკივილისგან ხმით ტიროდა, ამას ვერ გავაკეთებდი არც მაპატიებდა ჯერ ჩემი სინდისი და მერე ჩემი მეუღლე.
-მესმის, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა.
-რა სიმართლე.....
-არ ვარ დარწმუნებული მე თუ თქვენსავით მოვიქცეოდი, დავიბნეოდი, ვერ ვიფიქრებდი ლოგიკურად თქვენსავეთ და მშვიდად ვერ დავჯდებოდი.
-ნუ იტყვი ნურაფერს სანამ ფაქტის წინ არ დადგები, წავიდეთ?
-წავიდეთ. ალექსანდრემ ბაჩოს ჩააბარა ყველა საქმე და ბესოსთან ერთად წავიდა. ბესო სტუმართან ერთად მივიდა მშობლიურ სახლში, გაოცებული უყურებდა დაბნეული მამა უცხო სტუმარს და უფრო გაოცდა როცა ალექსანდრემ ტელეფონზე უპასუხა.
-გისმენ შმაგი.
-კომისარო აქ ყველაფერი დავასრულეთ და ვბრუნდებით განყოფილებაში.
-ქალბატონის ჯამრთელობა როგორაა.
-ექიმები ჯერ ვერაფერს ამბობს, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
-შმაგი ის უნდა გადარჩეს, რადგან ის არის ერთადერთი სულიერი ვისაც შეუძლია გვითხრას რა მოხდა იმ სახლში.
-გასაგებია კომისარო.
-აუცილებლობის შემთხვევაში დამირეკე, ბაჩოსთან ერთად იმოქმედე რამდენიმე საათით გასული ვარ ქალაქიდან მნიშვნელოვან საქმეზე. ტელეფონი გათიშა და იქვე მყოფ ბესოს მიუბრუნდა.
-ბოდიში, დილა დიდი სირთულეებით დაიწყო და უნდა მეპასუხა. ბესოს გაუჭირდა, მაგრამ მშვიდად და წყნარად აუხსნა მშობლებს სტუმრის იქ ყოფნის მიზეზი და ისიც უთხრა, რომ ლილეს ისტორია ოჯახში საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო.
-რა ვთქვა, ჩემი შვილი ასეთ დღეში იყო და ჩვენ აქ მშვიდად ვიყავით.
-მითხრა რომ ვმუშაობო, თურმე.....
-ეს ჩემი თხოვნით გითხრათ, უკეთესი იყო ასე გცოდნოდათ, მაგრამ გპირდებით თავად მივყვები ბოლომდე ამ საქმეს და სამუდამოდ გამოვამწყვდევ ციხეში დამნაშავეს.
-შეგვიძლია ვნახოთ შვილიშვილი?
-როგორ არ შეგიძლიათ, როცა სურვილი გექნებათ მობრძანდით მეც დრო მექნება თუ არა მოგიყვანთ, ოჯახით მოვალ და გაჩვენებთ თქვენს პატარა კაცს. ალექსანდრე კმაყოფილი დაბრუნდა, მოეწონა ლილეს უბრალო და მართალი ოჯახი. სახლში შესულმა კი ნატას უთხრა.
-კვირის ბოლოს სტუმრები გვეყოლება.
-სამსახურიდან? მათ სტუმრებად არ ვთვლი, როცა უნდათ მოვიდნენ.
-არა, ლილეს მშობლები მოვლიან.
-რააა, უკვე შეხვდი მის ძმას? რა გითხრა, ძალიან გაბრაზდა?
-თავად გეტყვის. უთხრა ალექსანდრემ და მის უკან კარი ფართოდ გააღო.
-მობრძანდი, ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ. ბესო ნატას მიესალმა და ნატამ დაბნეულად შეხედა ალექსანდრეს.
-ნატა ლილესთან მიდი, მოულოდნელობისგან ბავშვი არ გაუვარდეს ხელიდან. ნატა საძინებელში შევიდა ლილეს შეხედა ის კითხულობდა, ბავშვი თავად აიყვანა ხელში და ლილემ დაღლილი თვალები მიანათა ნატას.
-იტირა, არც კი გამიგონია მისი ხმა.
-ისე ხარ გართული კითხვაში სულ სხვა სამყაროში ხარ გადასული, მაგრამ უნდა შეგაწყვეტინოთ კითხვა, რადგან სტუმარია შენთან.
-ვინ მოვიდა. ფეხზე წამოდგა და დაინახა კარებში ბესომ შემოაბიჯა, დაიბნა და თვალები ცრემლით აევსო. ბესომ მიხვდა ლილეს მისი ეშინოდა და თან რიდი ჰქონდა, ამიტომ თავად მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა შემდეგ კი ორივე ტიროდა. ალექსანდრემ ნატას ხელი უქნია გამოდიო და მარტო დატოვეს მონატრებული და-ძმა.
-მაპატიე, იმედები გაგიცრუე ძმაო.
-დამშვიდდი ყველაფერი ვიცი, ალექსანდრემ მითხრა და მისი მადლობელი ვარ ცხოვრების ბოლომდე, მან გიპოვა დაცემული და ხელი ჩაგჭიდა, როგორც საკუთარ ნაწილს არ მიატოვებდა ამ დიდი ტკივილთან მარტო არც შენ არ დაგტოვა და გააკეთა ის რაც უნდა გამეკეთებინა მე შენს ძმას, მაგრამ მან უფრო მეტი გააკეთა. ლილე კარგად მიცნობ და იცი სიმშვიდეს ვერ შევინარჩუნებდი, ეს საქმე ასე ჩუმად და წყნარად არ დასრულდებოდა. ერთი სააღის სიჩუმის შემდეგ ალექსანდრემ ფრთხილად მიაკაკუნა კარზე და გაღებული კარიდან დაინახა ლილეს ცრემლიანი თვალები, რომელიც გულზე მოხვდა.
-გთხოვთ თავი გაკონტროლოთ და ბრაზი დაივიწყოთ, ეს ორივეს გეხებათ, მშვიდად უნდა იყოთ და ასე მშვიდად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე. ბესომ ცრემლი მოიწმინდა და ბავშვს შეხედა, პატარას ხელებზე მოეფერა, ნატამ კი ღიმილით უთხრა.
-აიყვანე ხელში, ის ძალიან ფაქზია და შენი სულის ნაწილია.
-არა, არა, წამოიზარდოს და შემდეგ ვასეირნებ კიდეც, ასეთ პატარას კი ვერ ავიყვან ხელში.
-ნატა ინდირა რომ წავიდა მის მერე იყო მოსული?
-არა, არც დაურეკავს საერთოდ დავავიწყდით. თქვა ნატამ ღიმილით და კარზე ზარის ხმაც გაისმა, ნატა წავიდა კარის გასაღებად, მაგრამ ალექსანდრემ შეაჩერა და უთხრა.
-მოვიდა და მე შევხვდები....
-ამ დროს იცის რომ სახლში არ ხარ.
-ჰოდა ახლა აქ ვარ.
-აბა შემომხედე, როგორი ვარ?
-საუკეთესო ცვლილება გაქვს, მომწონს.
-გულს მიკეთბ თუ მართლა მოგწონს.
-არა, გულწრფელად გეუბნები სულ სხვა სახე გაქვს და გიხდება ახალი სტილი.
-რადგან ასე სერიოზულად ამბობ, ესე იგი მართლა მიხდება.
-აქამდე სად დადიხარ ანგუინ ღამით სად ბრძანდებოდი.
-გვიან გაგახსენდა გაბრაზება, ბაჩოსთან ვიყავი და ამიერიდან იქ ვიცხოვრებ.
-არც კი დაფიქრდი ისე გადადი უცხო კაცის სახლში საცხოვრებლად.
-რატომ უნდა დავფიქრებულიყავი ეს შენი იდეა იყო და შენს რჩევას მივყევი და დაგასვენე ჩემი ბუზღუნით.
-ბუზღუნით არა წუწუნით და დასერიუზულდი, სტუმარი გვყავს.
-გვიან გაგახსენდა გეთქვა სტუმრის შესახებ. ინდირამ ბესოს შეხედა ხელი ჩამოართვა და ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო.
-გისმენ დედა, არა სახლში არ ვარ.
-შენთან მოვდივარ და დაგირეკე სახლში მოდი.
-მე იქ აღარ ვცხოვრობ, გადავედი ბინიდან დედა.
-ინდირა სად ხარ შვილო და ვისთან ხარ. ხმა შეეცვალა დედას და მიხვდა ინდირა დედას ტირილი მოერია.
-დედა დამშვიდდი ამ დღეებში მოვალ ბაჩოსთან ერთად და გაგაცნობ.
-შენი ხელი უნდა რომ მთხოვოს?
-მოდი ეს სიურპრიზად დავტოვოთ და თუ მოვახერხე ამ საღამოს გესტუმრები, მაგრამ ბაჩოს უნდა დავეკითხო. ტელეფონი გათიშა და ალექსანდრე გაოცებული უყურებდა ინდირას.
-რას აკეთებ, კარგად ხარ?
-რას ვაკეთებ, ბაჩოს გავაცნობ ჩემებს.
-მეცოდება ეს ბიჭი, დავღუპე ადამიანი.
-ალექსანდრე...... ბესომ ლილეს შეხედა და უთხრა.
-ალექსანდრეს და არის?
-არა ბავშვობის მეგობრები არიან.
-მართლა გინდა დაქორწინდე ბაჩოზე?
-შენ არ გეხება.... ნატა ჩემი ნივთები სად არის.....
-რა მოიტანე უკან რომ გინდა წაიღო.
-ასეთი მეგობრობა წლებს ითვლის. თქვა ბესომ და ინდირას შეხედა.
-რაც თავი მახსოვს ვიცნობ და ყოველთვოს ნერვებს მიშლის რადგან ჩემს საქმეში ერევა, უფრო მას შემდეგ რომ გაიგო არ მყავდა და-ძმა დაუკითხავად მოირგო უფროსი ძმის როლი.
-მე რომ არა დაიკარგებოდი და ბაჩოს პატარძალი ვერ გახდებოდი.
-ნატა უკვე პიკზე ვარ.
-როდის არ ხართ თქვენ ორნი პიკზე, ერთ დღეს გული მიმტყუნებს და თქვენ ორივე იქნებით დამნაშავე, მხოლოდ თქვენ.
-ნატა ორივეს გვაშაყირებ?
-არა, გონს მოდით.
-მე წავალ, მოიცადე შენ ამ დროს სახლში რატომ ხარ დღეს განყოფილებაში ქაოსი იყო.
-ვიცი და მეც გავდივარ უკვე.
-კარგი, სტუმარო დრო არ მაქვს შემდეგში გაგიცნობ უფრო კარგად, ახლა კი მაპატიე.
-ბესო არ გაბედო, მე არ გირჩევ მასთან დაახლოებას, იცოდე რომ ეშმაკს დაუახლოვდები.
-შენ ეშმაკთან მეგობრობ?
-ასე გამოდის, ყველაზე დიდი ეშმაკი ქალი ხარ ვისაც კი ვიცნობ.
-არ მინდა ნერვები მოვიშალო, დღეს მნიშვნელოვანი სხდომაზე მივდივარ რამდენიმე საათში.
-წადი, მაგრამ მოწმედ ხომ არ გინდა გამოგყვე.
-არა, არ მჭირდება მოწმეები, ვისაც ჭირდება იმათმა იფიქროს მოწმეებზე. ინდირა კარებში გასვლისას შემობრუნდა და ალექსანდრეს ლოყაზე აკოცა.
-ეს რატომ, რომ შეგიფარე? ეს შენი სახლიც არის, შენს გარეშე სიცოცხლე ჩერდება რომ არა ლილია და ახლა ეს პატარა კაცი ძალიან უინტერესო იქნებოდა ყველაფერი.
-სანთელი უნდა დავანთო რაღაც კარგი თქვა ჩემს მიმართ.
-მართალს ვამბობ ის დღე დღედ არ მიმაჩნია შორს მყოფი თუ ახლოს მყოფი არ აგაყვირო და არ გაგაბრაზო. განუმეორებელი მეგობარი ხარ და ეს შენც იცი, ამიტომ მიტან ასე უთქმელად. ალექსანდრე და ინდირა ერთმანეთს გადაეხვია, ინდირას გული აუჩუყდა ცოტაც და იტირებდა, მაგრამ ალექსანდრემ ყურში უჩურჩულა.
-სტუმართან ერთად ვერ გითხარი, მაგრამ იცოდე ეს დივანი უნდა გადავაგდო, სველი იყო დილით ძილში გაგეპარა და ვეღარ გაამხილე?
-იდიოტი ხარ, მეც ვიფიქრე გული დაწყდა რომ მივდივართქო და წუთით დამავიწყდა რა სადისტიც ხარ პროფესიას არ ღალატობ. აღარ დამირეკო და აღარ დამელაპარაკო.
-მეც მიყვარხარ საყვარელო მეგობარო. ალექსანდრემ კარი მიხურა და ინდირამ კიბეები ალექსანდრეს ლანძღვაში ჩაიარა, მანქანასთან მდგარ ბაჩოს გაბრაზებულმა უთხრა.
-წავედით.
-რა მოხდა, რა გაბრაზებული ხარ.
-შენმა უფრომა გამაბრაზა, მაგრამ აუცილებლად გადაუხდი.
-მე არ ვერევი თქვენს საქმეში, კიდევ გაქვს რამე საქმე?
-შენ თუ გაქვს დრო, რამოდენიმე საათით თავისუფლებაც საკმარისია.
-დროს გამოვნახავთ, მითხარი რა მოხდა.
-ჯერ სახლში მივიდეთ მოვემზადოთ და დედასთან მინდა რომ წავიდეთ.
-დღეს უნდა წავიდეთ, რამე დღესასწაულია თუ ისე უბრალოდ.
-დამირეკა და ჩემზე ნერვიულობს, მინდა დამშვიდდეს რომ დაინახავს სერიოზულ ნაბიჯს ვდგამ ცხოვრებაში.
-კარგი, მაგრამ დღეს როგორ მივიდე როგორც სასიძო რომ შენი ხელი ვთხოვო?
-ბაჩო უნდა რომ გაგიცნოს და გაფრთხილებ, რადგან ყველაფერს კარგად აკვირდება შესაძლებელია ერთი კითხვა რამდენჯერმე სხვა და სხვა კუთხით დაგისვას.
-ფიქრობ მიხვდება რომ ყალბია ჩვენი ერთად ყოფნა?
-არ ვიცი, მაგრამ უნდა დავაჯეროთ.
-კარგი, რამდენიმე წუთით გავალ საქმე მაქვს თან რამეს მოვიფიქრებ. ინდირამ კაბა შეარჩია და მზადებას შეუდგა, ბაჩო მაღაზიაში შევიდა და საჩუქარი აარჩია თან ეშმაკურად ჩაიღიმა. გრძნობდა რომ შინაგანად შეიცვალა, ინდირას მის გვერდით ყოფნას მიეჩვია და ერთმანეთის მიმართ მალული გრძნობაც გაჩნდა, მაგრამ არცერთს არ უნდოდა პირველი ნაბიჯის გადადგმა. სახლში შესული კარებთან გაშეშდა წარბი მაღლა ასწია და ჩაუსტვინა, ასე სტვენა სტვენით აუარა გვერდი ინდირას და თავადაც გამოეწყო, არც ინდირა დარჩენილა გულგრილი ბაჩოს ნახვით და მისი სტილით.
-წავიდეთ?
-წავიდეთ თუ უკვე დაასრულე ჩემი თვალიერება, მაგრამ ჯერ რაღაც მინდა რომ გითხრა.
-გისმენ. ბაჩო ძალიან ახლოს მივიდა ინდირასთან და თვალებში ჩახედა, შემდეგ თითქოს მისი სურნელი შეიგრძნო და ჩუმი ხმით უთხრა.
-სიყვარული ჯერ არ მწვევია, მაგრამ თუ ოდესმე შევიყვარებ მინდა შენნაირი ქალი მიყვარდეს.
-საუკეთესო ადამიანი ხარ და თუ ოდესმე შეიყვარებ, ის ვინც შენს გულს მოგპარავს და შიგ ბინას დაიდებს ვიცი რომ ის ქალი ძალიან, ძალიან ბედნიერი იქნება.
-ასე ფიქრობ?
-სიმართლეს ვამბობ და მადლობა შენ რომ ჩემს თამაშში ამყევი, გპირდები მალე დასრულდება ეს თეატრი და ჩემგან განთავისუფლდები.
-რატომ ჩქარობ, იქნებ არც მინდა დასრულდეს ან იქნებ არც მინდა შენგან გავნთავისუფლდე და მინდა უსასრულოდ გაგრძელდეს ეს თამაში.
-ძალიან კარგი რომ ხარ ეს თუ იცი და რომ მიყვარხარ ამას თუ გრძნობ.
-შენი არ ვიცი, მაგრამ მე მართლა მიყვარხარ ინდირა.
-კარგია, რეპეტიცია გავიარეთ და ახლა წასვლის დროა. ბაჩოს ჩაეცინა ინდირას თვალი გააყოლა და უთხრა.
-მე ცარიელი ხელით ვერ მივალ სიდედრთან.
-გინდა საჩუქარი უყიდო?
-პირველად უნდა ვნახო და ყვავილი მაინც ხომ უნდა მივართვა.
-ყვავილები რად უნდა პანაშვიდზე მივდივართ?
-ინდირა......
-კარგი ჩუმად ვარ, რაც გინდა ის იყიდე. ბაჩოს ჩაეცინა და ვითომ გაბრაზებულმა ინდირას არც კი უყურებდა, რამდენიმე ყვავილების მაღაზიასთან გაიიარა და ინდირამ გაოცებული უყურებდა.
-გააჩერე ყვავილები ხომ გინდოდა.
-ცარიელი ხელით მივალ და ეს შენი ბრალია, რადგან არც შენს თავს აფასებ არც მე და არც შენებს.
-ბაჩო.....
-რა ბაჩო, რა ბაჩო გისმენ.
-არაფერი. უთხრა ბოლოს და ბაჩომაც მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და ბინასთან მისული დააპირა უკან დაბრუნებულიყო.
-რას აკეთებ, უკან მიდიხარ?
-შენ გეწყინა და ასე მოწყენილს ვერ მიგიყვან შენებთან.
-ბაჩო საკმარისია, ჩემი ბრალია ვაღიერებ და უკვე მოვედით. ბაჩომ ღიმილით შეხედა ინდირას და თითით აჩვენა ლოყაზე რომ უნდა ეკოცნა.
-რატომ უნდა გაკოცო, დაიმსახურე?
-ნამდვილად რომ დავიმსახურე და სანამ არ მაკოცებ არსადაც არ მოვდივარ.
-ღმერთო ჩემო. თქვა ინდირამ და ბაჩოს ლოყაზე აკოცა, ბაჩომ მანქანიდან გადავიდა და წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული გადმოიღო. ინდირა გაოცებული და თვალებგაფართოვებული უყურებდა ბაჩოს და ბაჩოს გაეცინა ინდირას რექციაზე.
-ეს სად გქონდა, ნაყიდი გქონდა?
-შენ ჯერ არ იცნობ შენს საქმროს ძვირფასო საცოლევ. ინდირამ ღიმილით შეავლო თვალი ვარდების თაიგულს და შემდეგ ბაჩოს მხოლოდ ამის შემდეგ მისცა ზარი კარზე და კარიც გაიღო.
-მობრძანდით, გელოდით ჩემო ძვირფასებო.
-ეს თქვენთვის არის ქალბატონო......
-მადლობა, რა სილამაზეა. დაბრძანდით და მეც ახლავე მოვალ რა მოგართვათ, რას მიირთმევთ.
-არაფერს დედა, შემდეგ.....
-კარგი, როგორც იტყვი შვილო.
-მამა სად არის, სადმე წავიდა?
-არა, გასულია და მალე მოვა.
-როლეტა მოვედი და აქ ვარ, იმედია ბავშვებზე ადრე მოვედი.
-დაგასწრეს, ბავშვები უკვე აქ არიან გიორგი.
-მამა, მამიკო ძალიან მომენატრე.
-მეც მომენატრე შვილო, ერთ ქალაქში ვართ და შვილი მენატრება ეს სად გაგონილა ინდირა. ინდირა მამას მოეხვია და იქვე მორცხვად მდგარ ბაჩოს თვალი შეავლო.
-რა ვქნა მამა ძალიან ბევრი საქმე მაქვს, თითქმის ყოველ დღე სასამართლო სხდომებია. ინდირა მამას გადაეხვია და გიორგიმ მორცხვად მდგარ ბაჩოს შეხედა.
-სტუმარიც მოგიყვანია.
-გაიცანი მამიკო, ეს ბაჩოა ჩემი....
-ინდირას საქმრო და მიხარია თქვენი ახლოს გაცნობა.
-არ მჯეროდა ინდირამ დედას რომ უთხრა, მაგრამ არჩევანი კარგი გაუკეთებია ჩემს შვილს გხედავ სერიოზული პიროვნება ხარ.
-სამსახური და პროფესიაც შეეფერება მის პიროვნებას.
-რა პროფესია გაქვს შვილო თუ საიდუმლო არ არის.
-კრიმინალურ განყოფილებაში ვმუშაობ, გამომძიებელი ვარ.
-ეს დიდი საპასუხისმგებლო საქმეა, ჩემს შვილს როგორ შეეწყვე.....
-კარგად, ვფიქრობ ჩვენ ორნი ერთმანეთისთვის დავიბადეთ. ინდირა თვალს არ აშორებდა ბაჩოს და თითქოს მასში გადატრიალება მოხდა და ბაჩოს სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში
,,იქნებ არც მინდა შენგან გავნთავისუფლდე''.
,,შენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მიყვარხარ''. ინდირამ დედას შეხედა და უთხრა.
-დედა მშია არ გავაწყოთ მაგიდა?
-მომეხმარე და გავაწყოთ. ინდირამ დედასთან ერთად გააწყო მაგიდა, ბაჩომ კი ინდირას მორიდებულად უთხრა.
-ხელები სად დავიბანო, მიმასწავლე. ინდირამ სააბაზანოსთან მიიყვანა და ბაჩომ ჩურჩულით უთხრა.
-როგორ შევასრულე ჩემი როლი.
-შესანიშნავად და ვფიქრობ ღრმადაც კი შეიჭერი როლში. ინდირას ტელეფონზე დაურეკეს და ბაჩოს შეხედა.
-უპასუხე, გაიგე ვინ გირეკავს და მეც მოვალ. ინდირამ ტელეფონს უპასუხა და ბაჩოს მიუბრუნდა.
-სად გაქვს ტელეფონი ვერ დაგიკავშირდნენ და ალექსანდრემ ჩემთან დარეკა.
-რატომ, ისევ რამე მოხდა?
-სასწრაფოდ მოვიდეს განყოფილებაშიო.
-ნამდვილად რაღაც მოხდა.....
-წავიდეთ?
-უხერხულია.
-მაგრამ შენი სამსახური ასეთია.
-ინდირა როგორ წავიდეთ, უხერხულია.......
-არა უშავს, სხვა დროს მოვახერხებთ და დავსხდებით ერთად. ბაჩომ დაემშვიდობა გულდაწყვეტილ გიორგის და ლორეტას და საჩქაროდ ჩაირბინა კიბეები, ინდირა კი ბედნიერი ღიმილით უკან მისდევდა.
-როგორი გული დამწყდა, ნორმალურად ვერც კი დაველაპარაკე ბავშვებს გიორგი.
-რას ვიზამთ, ასეთი სამსახური აქვს სიძეს. ორივე კმაყოფილი დარჩა შვილის არჩევანით, მაგრამ ბაჩომ შეხედა ინდირას და მის ღიმილზე მიხვდა რომ მის მახეში გაება, მანქანა გააჩერა და ინდირას მკაცრად დაელაპარაკა.
-რა გააკეთე, ტყუილი მითხარი ალექსანდრემ არ დაგირეკა, ინდირა ვინ დაგირეკა.
-არ გაბრაზდე, ლელამ დამირეკა და მასთან მისვლა მთხოვა.
-ლელა? ინდირა შენს მშობლებთან ვიყავით და დედაშენმა მაგიდა გააწყო იწვალა რომ ჩვენ ერთად გვევახშმა, ვინ არის ლელა.
-ჩემი მეგობარია და მეც მინდოდა უკვე იქედან წამოსვლა.
-იცი იქ ვინ იქნება?
-ვიცი და არ გაბრაზდე, სწორედ იმიტომ მინდა იქ მისვლა.
-გინდა აჩვენო რომ ბედნიერი ხარ მის გარეშე. წავიდეთ, მაგრამ თავი ხელში აიყვანე და გახსოვდეს რომ შენს გვერდით ვარ. ბაჩო მალე მივიდა ინდირას მიერ ნათქვამ მისამართზე და ხელი ხელ გადახვეულები შევიდნენ ბინაში.
-მოვიდნენ, აი ისინიც მოვიდნენ თქვენ გელოდით. ინდირას მეგობრები გარს შემოეხვია, ბაჩო ყველას გააცნო და წყნარ მუსიკაზე ბაჩომ წელზე შემოხვია ხელი ინდირას და საცეკვაოდ გაიყვანა.
-დავინახე, ის აქ არის. ინდირა თვალებში უყურებდა ბაჩოს და ღიმილით უთხრა.
-აქ არის, შენს უკან.
-ჩემს უკან და შენს პირდაპირ.
-ჩემს პირდაპირ და შენს უკან.
-გვიყურებს?
-გვიყურებს და რაც მოვედით თვალებით გვჭამს.
-მაშინ არ გაიკვირვო და მომენდე. უთხრა ბაჩომ და მუსიკის ფონზე ინდირა მის მკლავებში რამდენიმეჯე შემოატრიალა და შემდეგ გონზე მოსვლაც არ დააცადა მის ბაგეებს შეეხო.
-ისევ გვიყურებს?
-გაოცებული და გაოგნებული გვიყურებს.
-კარგია, ყურადღება არ მიაქციო.
-აღარ მიიწევს გული მისკენ.....
-გინდა მითხრა, რომ თამაში გაგიტკბა?
-ფიქრობ რომ ორივე გაგვიტაცა და ჩაგვითრია ამ თამაშმა.
-ჰოდა მივყვეთ ჩვენც ამ თამაშს და ორივე ვნახავთ სადამდე მივალთ.
-მაცივარი ცარიელი რომ არის როდის შევავსოთ?
-ხვალ, ადრე მოვალ ან სამსახურში გამოგივლი და მარკეტში წავიდეთ.
-თანახმა ვარ, დავიღალე არ წავიდეთ სახლში?
-ჩემს დედოფალს წასვლა უნდა, მაშინ წავიდეთ. მეგობრებს დაემშვიდობა ინდირა, ლელამ მადლობა მოუხადა ბაჩოს რომ ის საღამო ერთად იყვნენ და ძალიან დაღლილები მივიდნენ სახლში.
-ცა მუქია, ძალიან ძლიერი წვიმა წამოვა ღამით.
-დილით არ მინდა წვიმა. თქვა ინდირამ და ილიას სახე გაახსენდა როდესაც ბაჩომ აკოცა და გაეცინა, მაგრამ ბაჩოს კოცნაზე სერიოზლად დაფიქრდა.
-რაზე ფიქრობ, ოჯახურ ცხოვრების გაკვეთილებს გადიხარ გათხოვდები და ყველაფერი გეცოდინება. ბუნება დუმს და ისეთი სულისშემძვრელი სიჩუმეა, არ უნდა ამ იდილიის დარღვევა, ამიტომ ჩუმად შევიდა სამზარეულოში და ყავა გაიკეთა ვერანდაზე გავიდა და ყავასთან ერთად ფიქრობდა.
-შენ, ყავა და ღამე........ მარტო გინდა დაისაკუთრო ეს ღამე?
-თქვი გაწვიმდებაო, მაგრამ ნახე რა მშვიდია ცა.
-ცა ჯერ ჯერობით მშვიდია, მაგრამ როცა ადგები დილით წვიმა იქნება. მართლაც, დილით წვიმა იყო და ინდირამ მოწყენილმა შეხედა ბაჩოს.
-მე რატო მიბრაზდები, ცა მოქუფრული გუშინ ღამიდან იყო და აი გასკდა კიდეც და გადმოღვარა მისი ცრემლები.
-წავიდეთ, მაგვიანდება.
-წავიდეთ, მაგრამ წვიმაში ჩქარა ვერ ვივლი. მშვიდად მიდიოდა ბაჩო, რომ ინდირამ უთხრა.
-აქ გამიჩერე, დღეს 2-ზე ვიქნები თავისუფალი.
-არის უფროსო. უთხრა ბაჩომ და ინდირას ლოყაზე აკოცა.
-რას აკეთებ, გუშინ არაფერი არ გითხარი და გხედავ სითამამა მოგემატა.
-გუშინ შენ მაკოცე ლოყაზე მაშინ როცა არავინ გვიყურებდა და ახლა გვიყურებენ და სწორედ ის გვიყურებს.
-მართლა? ინდირა მოლბა ბაჩოს მხრებზე დაუსვა ხელი და ხმამაღლა უთხრა.
-2-ზე გელოდები მარკეტში ერთად წავიდეთ.
-წავიდეთ, მაგრამ რაღაც დამავიწყდა.
-რა დაგავიწყდა. მკლავში წაავლო ხელი და კიდევ უფრო ვნებიანი კოცნა დაუტოვა ინდირას და უთხრა.
-ეს კოცნა დღეს ჩემი საზრდო იქნება, შეხვედრამდე. ბაჩო წავიდა, ინდირა შებრუნდა იქვე მდგარ გოგოებს შეხედა, მათთან ახლოს კი ილია იდგა ნათიასთან ერთად. ილია ნათიას მიუბრუნდა და უთხრა.
-წადი სახლში, დღეს ვანო და გოგიტა მოვლიან საღამოს.
-მაშინ მარკეტში გაიარე და რამე იყიდე. ინდირამ გვერდი აუარა ილიას და გოგოებთან მივიდა.
-გოგონი ბედნიერებისგან დნები, ქორწილი როდის არის?
-მალე, სულ მალე. ინდირა დაპირებულ 2-სთ-ზე ვერ განთავისუფლდა, რამოდემიმე წუთი ბაჩოსაც დააგვიანდა ინდირა რომ ვერ დაინახა ოფისთან გადაწყვიტა მასთან ასულიყო კაბინეტში, მანქანის კარი დაკეტა უკვე კაბინეტთან უნდა მისულიყო ინდირა რომ შეეგება კარებში
-დიდხანს გალოდინე, მაპატიე საყვარელო კლიენტთან ვიზიტი გამიგრძელდა და ძალიან დამღალა მასთან საუბარმა.
-თუ დაიღალე გადავდოთ მარკეტში წასვლა.....
-არა, არა ყველაფერი გათავდა და უნდა ვიყიდოთ, არც სარეცხი საშუალებები აღარ გვაქვს.
-ინდირა დამშვიდდი, აქ არავინ არის და არაა საჭირო თამაში.
-კედლებსაც ყურები და თვალები აქვს, წავიდეთ. ბაჩოს გაეცინა ინდირას ხელი გადახვია და ორივე ასე სიცილით მივიდა მანქანასთან, შემდეგ კი ღიმილით უთხრა
-სასიამოვნო თამაში წამოვიწყეთ, არ მეთანხმები? ინდირას გაეცინა და მარკეტში შესულმა ყველა საოჯახო საჭირო ნივთი იყიდა ბაჩო კი მანქანაში დიდი სიფრთხილით აწყობდა ნივთებს და ინდირას თვითეულ მათგანზე ეკითხებოდა, მაგრამ უეცრად თქვა.
-ვიფიქრო დამთხვევაა თუ გვითვალთვალებს? მოდი, მოდი აქაც ჩვენ ვართ.
-რა მოხდა, დაინახე ვინმე?
-შენი კაცი გვიყურებს გაოცებული.
-სად არის, ნუთუ.....
-მარკეტიდან გამოვიდა.
-მართლა?
-სიმპატიურია, რატომ უგვერდე?
-დაქორწინევბული აღმოჩნდა და მატყუებდა.
-ჰოოოო, მე რომ თავისუფალი ვარ.
-ბაჩო ნუ ცდილობ.....
-რას ვდილობ, აბა მითხარი რას ვდილობ. ბაჩომ ცალი ხელით მიიზიდა ინდირა და მის ბაგეებს დაეწაფა....
-ნუ სარგებლობ მომენტებით......
-უფრო დამაჯერებელია ჩვენი სიყვარული. უთხრა და ისევ აკოცა, მაგრამ ამჯერად ინდირამაც იაქტიურა და ორივეს სხეულში ცეცხლი აგიზგიზდა ილია კი გაბრაზებული მივიდა სახლში სადაც გოგიტა და ვანო უკვე იქ დახვდა და მიხვდა გოგიტა ილიას უხასიათობას.
-რა მოხდა, რა სახე გაქვს.
-ისევ ერთად ვნახე და იცი სად?
-სად ნახე...
-მარკეტში, იცი რამდენი წელია ნათიასთან ერთად მარკეტში არ წავსულვარ და ეს ნიშნავს რომ......
-არ თამაშობენ, ისინი დაქორწინდებიან ილია.
-დღემდე მეც მასე ვფიქრობდი, ვფიქრობდი რომ თამაშობდა ჩემს გასაბრაზებლად, უნდა ვნახო და უნდა დაველაპარაკო. ილიამ იმ ღამით იმდენი დალია თავი ვერ გააკონტროლა და გვიან ღამით დარინას ბინასთან მივიდა, მაგრამ გოგიტამ უკან გაყვა და სახლში წაიყვანა. ილია კი სახლში არ შესულა, სიბნელეში იჯდა და ტიროდა, დილით კი დარინას კაბინეტში დახვდა და დარინას შეეშინდა.
-აქ რა გინდა, როგორ შემოდი ჩემს კაბინეტში.
-თუ სადმე მინდა შესვლა მიზანს ყოველთვის ვაღწევ.
-ყოველთვის არა, რადგან ყოველთვს ისე არ არის როგორც შენ გინდა ბატონო ილია.
-რატომ, რატომ ინდირა ან რით არის ჩემზე უკეთესი.
-რით არის შემნზე უკეთესი, თუნდაც ის რომ დაქორწინებელი არ არის თავისუფალია და ვიცი უყვარვარ. არ ცდილობს ტყუილი მითხრას და არ ცდილობს დამალოს რაღაც რაც გულს მატკენს.
-ინდირა ჩემს სიყვარულში......
-დატოვე ჩემი კაბინეტი ახლავეს.
-ინდირა შეიცვალე, ილია ვარ შენი ილია.
-შენ შემცვალე, შენ ხარ ამ ყველაფრის შემოქმედი და რატომ ხარ უკმაყოფილო, რატომ არ მოგწონს ასეთი ინდირა, მაგრამ შენ ხომ ის შტერი ინდირა უფრო მოგწონდა როგორც გინდოდა ატყუებდი.
-ინდირა..........
-დატოვე ჩემი კაბინეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვას დაუძახებ.ილია არ ელოდა ინდირასთან ასეთ შეხვედრას და გულნატკები დატოვა ის ადგილი სადაც უამრავი ბედნიერი წუთები ჰქონდა მოსაგონებლად, ინდირამ კი ვერ დაუდო მუშაობას გული და წავიდა. ჯერ უმისამართოდ იარა და არც ტელეფონის ზარებს არ პასუხობდა, მაგრამ ბაჩომ მიაგნო სადაც იყო და მიხვდა ინდირას რაღაც აწუხებდა, ამიტომ მშვიდად და ჩუმად მიუჯდა გვერდში და დაელოდა როდის დამშვდდებოდა, შემდეგ ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.
-რა გჭირს, შეგიძლია ყველაფერი მითხრა.
-ის მოვიდა.....
-რა იგრძენი რომ შეხედე როცა იქ არ ელოდი.
-სიცივე, ზიზღი და არც დავფიქრებულვარ ისე გავუშვი ჩემი კაბინეტიდან.
-არ მოუსმინე?
-უნდა მომესმინა და რას მეტყოდა ახალს, ისევ მისი ტყუილი დაპირებები და მეტი არაფერი.
-რას ფიქრობ, რა გინდა რომ გააკეთო.
-დავქორწინდეთ.
-დავქორწინდეთ? ხიდან ჩამოცვენილ ფოთოლს დაემსგავსა,ქარი რომ აქეთ იქეთ თავის ნებაზე დააფარფატებს სადღაც უსასრულობაში და ნელ-ნელა ცდილობდა რეალობაში დაბრუნებას და იმის გაანალიზებას რაც უთხრა ინდირამ.
-არ ელოდი და გაგიკვირდა, დაივიწყე.....
-ინდირა ყველა ადამიანი უკეთესი მომავლის იმედით ახალ გზებს ვეძებთ, დარწმუნებული ხარ რაც თქვი?
-ვაღიარებ, რომ არეულად მივყევი ჩემი ცხოვრების გზას და უგზო უკვლოდ ვიარე, მაგრამ ახლა მინდა იმ ახალ გზაზე გავიდე რომელზედაც ვდგევარ. დარწმუნებული ვარ, ბაჩო დღეს დავრწმუნდი.
-ქორწინება სერიოზული გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ კარგად გესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა.
-კარგად ვიცი რომ ხუმრობით არ ქორწინდებიან, დაივიწყე რაც გითხარი ბაჩო.
-მე წინააღმდეგი არ ვარ, სერიოზული თანამდებობა გვაქვს შენც და მეც......
-ვიცი, ვიცი და მე ყველაფერზე ვიფიქრე და მაინც მინდა ეს ქორწინება, სხვას მომავალი გვიჩვენებს. ბაჩო სერიოზულად ფიქრობდა ინდირაზე, მაგრამ არ იცოდა ინდირა რას ფიქრობდა მის მიმართ. რამდენიმე დღე მათ შორის პაუზა იყო და ერთ დილით მოულოდნელად შეაღო ალექსანდრეს კაბინეტის კარი და ალექსანდრე ფეხზე წამოდგა.
-რა მოხდა, რა სახე გაქვს.
-რჩევა მჭირდება, ალექს სერიოზულად.
-ინდირა არ მინდა დავიჯერო, მაგრამ გხედავ რაღაც მართლა გიჭირს ბაჩოსთანაც გაგიფუჭდა ურთიერთობა?
-არა, არა ალექსანდრე ბაჩო მართლა მომწონს...
-რა თქვი, სერიოზულად იფიქრე ბაჩოზე? ინდირამ ყველაფერი უთხრა ალექსანდრეს თუ რას გრძნობდა ბაჩოს მიმართ და რა გადაწყვეტილებაც მიიღო.
-გამოდის ორივემ ერთად მიიღეთ გადაწყვეტილება, ინდირა პატარა აღარ ხარ და იცი ოჯახი სერიოზული თემაა ისე როგორც ქორწინება.
-ვიცი რომ ბევრი შეცდომა მქონდა დაშვებული და ყველაზე დიდი შეცდომა ილია და ილიასთან დაკარგული ერთი წელია. მომისმინე, დავიღალე ალექს და მინდა მომავალი ბაჩოსთან ერთად მქონდეს, ოჯახს თუ შევქმნი მხოლოდ ამ ადამიანთან და არავინ სხვასთან.
-ბაჩო კარგი ადამიანია და არ მინდა მას ატკინო, შენი ოფოფების ამბავიც ვიცი და ისიც ვიცი შესაძლებელია ერთ დღეს მოგწყინდეს ოჯახური ცხოვრება და წახვიდე მისგან, ის არ იმსახურებს ხელის კვრას შენგან.
-რას ამბობ, ეს არ მოხდება.
-შენს სიტყვას არ დაივიწყებ ინდირა.
-არ დავივიწყებ, გპირდები.
-მაშინ მოვემზადოთ ქორწილისთვის.
-უფროსო.
-შემოდი, ბაჩო რამე ახალი გვაქვს? ბაჩომ საქაღალდე ალექსანდრეს მიაწოდა და უთხრა.
-ილია ქავთაძე და ამ საქაღალდეში არის მასზე ყველაფერი დეტალებში. ინდირა საქაღალდეს უყურებდა და უეცრად პირზე ხელი მიიდო და ალექსანდრე ფეხზე წამოხტა.
-აქეთ, აქეთ მოდი.
-მაქეთ რა მინდა.
-ტუალეტი აქეთ არის გოგო. ინდირამ გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
-ტუალეტში რატომ მიშვებ.
-გულის რევის შეგრძნება გაქვს, ორსულად ხარ?
-რას ამბობ, ორსულად ვარ და მე არ ვიცი?
-პირზე მიიდე ხელი და ვიფიქრე რომ.........
-ინდირა იქნებ მართლა ორსულად ხარ.
-ალექსანდრე თემა ნუ გადაგაქვს, ეს ის ილია არის?
-არა, სხვა ილია არის და დამთხვევაა სახელი და გვარი. ბაჩოს არაფერი არ ესმოდა, მხოლოდ ინდირას უყურებდა და ნელა ნელა მიუახლოვდა, მხრებზე ხელი დაადო და თვალებში ჩახედა, ინდირამ იმ დღეს დაინახა ბაჩოსგან სიყვარულიც და სევდაც.
-თუ მართლა ორსულად ხარ.....
-საიდან მოიტანეთ ეს ორსულობა ორივემ, მაგრამ თუ ვიქნებოდი ორსულად ისე მოვიშორებდი ამას ვერცერთი თქვენთაგანი ვერ გაიგებდა.
-არა, ის პატარა და უცოდველი არსებაა. არ ვიცი როგორი მამა ვიქნები, მაგრამ შენს გვერდით ვიქნები და პატარას ერთად გავზრდით.
-არ ვიცი როგორი მამა იქნები, მაგრამ ბავშვს თუ გავაჩენ მინდა შენგან გავაჩინო შენ გგავდეს და შენი ხასიათი, შენი თვისებები ჰქონდეს. ახლა კი დაგტოვებთ და ორივე დამშვიდდით. ინდირა წავიდა, ალექსანდრემ ბაჩოს შეხედა და უთხრა.
-შეგიყვარდა.
-ამბობენ სიყვარულს ვერ დაფარავ როცა გიყვარსო და ალბად მეც მეტყობა სიყვარული რომ შემომეპარა.
-შეყვარებული ადამიანი ადვილი შესამჩნევია.
-განსხვავებული ქალია......
-თუ იმიტომ მოგწონს რომ ის განსხვავებულია, უნდა გითხრა, რომ ინდირას სხვებივით ვერ მოექცევი.
-ვიცი და არც მიფიქრია რამე ისეთი რომ მას გული ვატკინო, ალექსანდრე სერიოზულად ვფიქრობ მასზე.
-ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს, მიხარია თქვენი გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და მინდა ისე ძალიან გიყვარდეს, რომ მისი სულის პარტნიორი იყო, მეგობარი და მესაიდუმლე იყო და ბოლოს საუკეთესო მეუღლეც იყო. ახლა წადი და საქმეს მიხედე, ამ საქაღალდეს წავიკითხავ და შემდეგ შევადგინოთ გეგმა როგორ მოვიქცეთ.
-გასაგებია.....
-მოიცადე, რა ხდება საავადმყოფოში ვინ წავიდა.
-მონიკა და შმაგი წავიდა, ჯერ არაფერი არ ვიცით.
-კარგი, მე შევეხმიანები მონიკას. ბაჩო გავიდა და ალექსანდრემ მონიკას დაურეკა.
-გისმენ უფროსო.
-რა ხდება, რამე გაარკვიეთ?
-ჯერ ვერაფერი აქ მისი შვილებია და არაფერს ამბობენ, ცდილობენ თავი აარიდონ ჩვენთან საუბარს.
-მონიკა უნდა გავიგოთ რაღაც რასაც ხელს ჩავჭიდებთ.
-შევეცდები.
-მონიკა არ შეეცდები, რასაც გააკეთებ დარწმუნებული უნდა იყო რომ გააკეთე ის რაც უნდა გაგეკეთებინა, დაიმახსოვრე ჩვენს საქმეში სიტყვა შევეცდები არ არსებობს, გასაგებია?
-გასაგებია.
-კარგია და კიდევ ერთი რამ უნდა გააკეთო.
-გისმენთ.
-გადმოგიგზავნი გოგიტა გოგოძის მისამართს, მიხვალ და მისი მეუღლე უნდა მოიყვანო, მაგრამ გოგიტამ ეს არ უნდა გაიგოს. მონიკა ეს ქალბატონი ძალიან გვჭირდება, ველოდები შენგან ზარს. მონიკა რამოდენიმე საათი დარჩა საავადმყოფოში, მაგრამ მიხვდა ტყუილა კარგავდა დროს და შმაგისთან ერთად წავიდა გამოგზავნილ მისამართზე და როგორც იქნა მოახერხა ქალბატონს მარტო შეხვედროდა.
-აქ ვის ელოდებით, მე ვცხოვობ.
-თქვენ გელოდებით ქალბატონო.....
-დიანა. დიანა ქავთაძე.
-დიახ ქ-ნო დიანა. მონიკამ თავისი პირადობა აჩვენა და დიანა შეცბა.
-წადით, თქვენ აქ არ უნდა დაგინახოთ, გთხოვთ წადით.
-დამშვიდდით, ჩვენ ვაკონტროლებთ ყველაფერს და თქვენივე კეთილდღეობისთვის უნდა წამობრძანდეთ განყოფილებაში.
-ვერ მოვალ ჩემო გოგო, გთხოვ წადი აქედან.
-თქვენი სიცოცხლე საფრთხეშია, რამე უნდა მოვიფიქროთ რომ გადაგარჩინოთ. დიანა დაფიქრდა და მონიკას შეხედა.
-მოვალ, წადი აქედან და გარეთ დამელოდე, მაგრამ ბინასთან მოშორებით. დიანა სახლში შევიდა და თითქმის ერთი საათის ლოდინის შემდეგ დიანაც გამოჩნდა, შეშინებული უყურებდა ყველას, მაგრამ განყოფილებაში შესულმა დაცულად იგრძნო თავი.
-დამელოდეთ, უფროს ვეტყვი რომ აქ ხართ.შმაგი შევიდა ალექსანდრესთან და უთხრა.
-მოვიყვანეთ უფროსო, ქალბატონი დიანა აქ არის.
-როგორ არის...
-რა გითხრათ, შევამჩნიე რომ შეშინებულია.
-შემოიყვანე, თავად მინდა დაველაპარაკო და შენც აქ იყავი. შმაგიმ კარი გააღო და დიანას კაბინეტში შეუძღვა.
-მობრძანდით გელოდებოდით, რას მიირთმევთ, რა მოგართვათ?
-წყალი თუ შეიძლება.
-ეწევით?
-ვეწევი, შეიძლება?
-შეიძლება. დიანამ სიგარეტი ამოიღო და ალექსანდრემ ცეცხლი მიაწოდა.
-როგორც ვიცი განქორწინება გინდათ.
-წლებია ვცდილობ მიზანს მივაღწიო, მაგრამ უშედეგოდ.
-რატომ არის თქვენი მცდელობა უშედეგო, რას ითხოვთ მისგან.
-არაფერს, მხოლოდ შვილთან ერთად მინდა ვიცხოვრო. ჩემი შვილი მინდა და სიმშვიდე, ესაა ჩემი ოცნება.
-რა გითხრათ როცა განქორწინება უთხარით.
-ერთხელ უთხარი და ყურადღებაც არ მომაქცია, შემდეგ რამოდენიმე კვირის შემდეგ ისევ ვუთხარი და ორი თვე ვიწექი საავადმყოფოში. შვილი რომ შემეძინა ჩაწყნარდა, მაგრამ ცუდ საქმეებში არის გახვეული და თუ არ გაუმართლებდა ჯავრს ჩემზე იყრიდა.
-რას ქვია თუ არ გაუმართლებდა, რას გულისხმობთ.
-ვგულისხმობ თუ საქმე ჩავარდებოდა და არ გაუმართლებდა ფულსაც ვერ იშოვიდა, ამიტომ ჯავრს ჩემზე იყრიდა.
-ჩვენც ვიცით რომ ცუდ საქმეებში არის შემჩნეული და ბევრი დანაშაული აქვს, მაგრამ ჩვენ ფაქტები გვჭირდება.
-ვერ იპოვით ფაქტებს, ის ისე სუფთად და მშვიდად აკეთებს ყველაფერს აუღელვებლად კვალს არ ტოვებს, დამიჯერეთ მას ჩემსავით არავინ იცნობს.
-როგორ მიანდეთ ცხოვრება ასეთ ადამიანს.
-მე ვინ შემეკითხა, მოიყვანეს და მითხრეს ამ ადამიანზე უნდა დაქორწინდეო ბევრი ვიტირე, ვიყვირე, მაგრამ არავის ესმოდა ჩემი. მხოლოდ დედა ტიროდა ჩემთან ერთად,ქორწინებიდან რამოდენიმე კვირაში დავრწმუნდი მას ჩემთან თავშესაფარი უნდოდა. მიიღო თავშესაფარი და ფრთები გაშალა რამდენიმე საყვარელი ყავდა, მხოლოდ ეს არა, აუბედურებს პატარა ასაკის გოგოებს და შემდეგ გოგონები უკვალოდ იკარგებიან.
-სწორედ ეს დეტალები გვინდა გვქონდეს ხელთ...
-სამწუხაროდ ხელთ არც მე მაქვს რამე მნიშვნელოვანი რომ დაგეხმაროთ, დაქორწინებული ხართ? ალექსანდრემ გაოცებულმა შეხედა დიანას და უთხრა.
-დაქორწინებული ვარ შვილებიც მყავს.
-თქვენს მეუღლეს კარგად იცნობთ, ასეა?
-დიახ, საკმაოდ კარგად ვიცნობ.
-იფიქრეთ იმაზე რომ გიყვართ ქალი ვისაც კარგად იცნობთ, მაგრამ შეიძლება გიყვართ პიროვნება ვინც სულ სხვა არის და ვერ წარმოგიდგნიათ თუ ის ცუდ საქმეს ჩაიდენს. მე ვცხოვრობ იმ კატეგორიის ადამიანთან ერთად თუ შეიძლება მას ადამიანი ეწოდოს, რომელსაც ორი სახე აქვს.
-როგორ.....
-ის საზოგადებისათვის და მაღალი ელიტისათვის წარმოსადეგი პიროვნებაა, პიროვნება ვისაც შეუძლია ყველას დახმარება, ბევრი იმედგაცრუებული ადამიანისთვის ღმერთია და ამ ადამიანისთვის ყველა ძნელად გასაღები კარი ადვილად იღება...
-მეორე სახე?
-მისი მეორე სახე ისაა, რომ ბევრი მტერი ყავს და მის მტრებს უნდათ ბოლო მოუღოს და ისევ მასთან მიდიან დასახმარებლად, ამიტომ რა დასკვნა გამოიტანეთ ბ-ნო კომისარო.
-მისი თავის გადასარჩენად ადვილად შეუძლია გაწიროს უბრალო ხალხი, ვისაც გადაუხდის დიდ თანხას და არჩენს მათ ოჯახებს. მე არ შემიძლია დაგეხმაროთ და ხელთ მოგცეთ მისი დანაშაულებების დამამტკიცებელი საბუთი, მაგრამ გეტყვით, რომ მის გარშემო ეძებეთ მტერი და დამიჯერეთ მას ძალიან იოლად იპოვით.
-გასაგებია, როგორ შევძლო თქვენთან დაკავშირება.
-ვერ დამიკავშირდებით, არ მინდა ზედმეტი პრობლემები და არც ის ვიცი დღევანდელი დღე როგორ დასრულდება, მან ჩემი ყველა ნაბიჯი იცის.
-რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ თქვენი აქ მოსვლას ეჭვის თვალით არ შეხედოს.
-არ დაიჯერებს არაფერს რაც არ უნდა მოიფიქროთ.
-ჩვენ უნდა დავაჯეროთ, რომ ძალიან შეგაშინეს. ვცადოთ?
-ვცადოთ, მაგრამ.....
-ჩანთა მომეცით, რაც გაქვთ ჩანთაში ყველაფერი დაგიბრუნდებათ უკან. ალექსანდრემ ბაჩოს დაურეკა და დიანას ნომერი ქსელიდან გაათიშინა, ნერვიულობდა დიანა მაგრამ იმედი უფრო გაღრმავდა მასში, რომ თავს დააღწევდა იმ მტკიცედ შეკრული გისოსებიდან სადაც იძულებით ცხოვრობდა.რამდენიმე წუთი მიცვალებულივით იდგა ყოველგვარი სიცოცხლეს მოკლებული, გადაწყვიტა ებრძოლოს ურჩხულს რომელიც მის სახლში მისი ქმრის სახით ყავს, იცის რომ ეს ბრძოლა უშედეგოა, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ბრძოლა რაღაც გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.
-დამიჯერეთ, მასთან ვერაფერს გავალთ ის არის მატერიალური სიმდიდრის ძიებაში. ის ხარბი პიროვნებაა და ყველაფერს რთულად აღიქვამს. ფეხზე წამოდგა, ოთახში რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა და იცოდა დრო შეზღუდული ჰქონდა, მაგრამ ფიქრობდა, ფიქრობდა რაღაც დამაჯერებელი რამ მოეფიქრებინა და ალექსანდრეს შეხედა.
-მიხვდება რომ ჩანთის დაკარგვა ეს დადგმული სცენაა.
-მაშინ თქვენ გვითხარით რა გავაკეთოთ, რა იქნება მისთვის დამაჯერებელი.
-სინამდვილეს უნდა დაემსგავსოს დღევანდელი დღე.
-მესმის, მაგრამ როგორ...... დიანამ მაგიდაზე დადებულ საფერფლეს შეხედა და მოულოდნელად თავში ჩაირტყა, შუბლზე ჭრილობა გაჩნდა და სისხლმაც იწყო დენა. დიანას ეს ქმედება იმდენად მოულოდნელი იყო ვერცერთმა იქ მყოფმა ვერ გაიაზრა რა მოხდა, დიანამ კი საფერფლეს ნამსხვრევებით ხელიც გადაისერა, კაბა მხარზე თავისივე ხელით ჩახია და თავისი ქმედებით კმაყოფილმა ღრმად ამოისუნთქა.
-ახლა ჰგავს სინამდვილეს დღევანდელი დღე.
-რას აკეთებთ, თქვენ თქვენი ხელით დაიზიანეთ საკუთარი თავი. გაოცებული იყო ალექსანდრე დიანას მოფიქრებით და ქმედებით.
-განა ტყუილად ვფიქრობდი ამდენ ხანს, თქვენთვის რომ მეთქვა არ გააკეთებდით, მეც მინდა თქვენსავით მშვიდი ცხოვრება და არ მინდა შიშში ვცხოვრობდე.
-გასაგებია, მესმის რაოდენ ძნელია თქვენთვის იმ ადამიანთან ცხოვრება, მისგან გაქცევა გინდათ და გპირდებით ყველაფერს გავაკეთებთ რომ გაგანთავისუფლოთ მისი ტყვეობიდან. დიანა განყოფილებაში ყველასთან ერთად გეგმავდა როგორ მოეპოვებინა განქორწინება, გოგიტა კი ერთ ერთ სასტუმროში იყო განცხრომაში, რომ კარზე ზარი გაისმა.
-გააღე კარი, ალბად სადილი მოიტანეს. მოხდენილმა და ნახევრად შიშველმა გოგონამ კარი გააღო და ნომერში შემოვიდა შავგვრემანი გოგონა, რომელიც გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ ნახევრად შიშველ ქერას.
-გოგიტა აქ რა ხდება, ქალი თუ გყავდა მე რატომ დამირეკე.
-შენს მოსვლამდე გართობა გვინდოდა, მაგრამ ძალიან მალე მოდი და შენი სიჩქარე მეუბნება რომ ძალიან მოგენატრე.
-გაუშვი, ახლავეს წავიდეს....
-ითხოვ რომ გაუშვა?
-გაუშვი.
-მაშინ შენც იმას გააკეთებ რასაც ის აკეთებს.
-მაშინ მე წავალ და გაერთეთ, აღარ დამირეკო. კართან მივიდა და უნდა გასულიყო, რომ გოგიტას ხმამ ადგილზე გააშეშა.
-არ გაბედო ამ ნომრიდან გასვლა. ქერას ანიშნა წასულიყო, ქერამაც იქვე დაგდებული კაბა აიღო და გოგიტას ვნებიანი კოცნა დაუტოვა, კარის ხმაზე გამოერკვა რომ ქერა წავიდა და გოგიტას მიუბრუნდა.
-ბრაზობ თუ მეჩვენება, რომ ეჭვიანობ?
-საეჭვიანო არაფერი მაქვს, მითხარი რატომ გინდოდა ჩემთან შეხვედრა. მოულოდნელად შეშინებულმა შეხედა გოგიტას და ენის ბორძიკით უთხრა.
-ეს, ეს, ეს იარაღი რად გინდა გოგიტა.
-ჩემს საქმეს ჭირდება ჩემო გოგო.
-შენ ადამიანებს კლავ?
-ჩემი ხელით ჯერ არ მომიკლავს, რადგან სიტყვის მეორედ განმეორება არ დამჭირვებია.
-შენი სიტყვებით გავიგე, რომ დაგჭირდეს არც დაფიქრდები მოკლავ.
-ფული იარაღის გარეშე არ მოდის და რომ დამჭირდეს, რა თქმა უნდა დაფიქრებაც არ მინდა ისე მოვკლავ. გოგიტას თვალები უელავდა რისხვისგან და ნელა ნელა სიბრაზე გაქრა.
-შენ რა გჭირს კანკალბ, რა დაგემართა შეგაშინე? ეს თავში უნდა გეფიქრა სანამ ჩემთან დაწვებოდი თეა ძვირფასო.
-შენ რაც გინდა გააკეთე, ვინც გინდა დააშინე მე მივდივარ.
-მიდიხარ და ვინ გითხრა წადიო ან საიდან ამდენი გამბედაობა, წასვლას ამ ნომრიდან შენ ვერ გადაწყვეტ თუ როდის ადგები და წახვალ, წასვლას მაშინ შეძლებ, როცა მე გეტყვი.
-ჩემგან რა გინდა გოგიტა.
-დღეს ის მინდა მომცე რასაც აქამდე მაძლევდი, სხვა შემდეგ იყოს. სიგარეტი საფერფლეზე ჩააქრო და იქვე მდგარ თეას მიუბრუნდა, რომ მისმა ტელეფონმაც არ დააყოვნა, არ უნდოდა ეპასუხა, მაგრამ უცხო ნომერს რომ შეხედა გაუკვირდა.
-გისმენთ. მოულოდნელობისაგან ხმა წაერთვა და მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა.
-მოვდივარ. ტელეფონი გათიშა თუ არა თავი მოიწესრიგა და ნომრიდან გასვლისას თეას დაუყვირა.
-თავიდან მომწყდი. რამდენიმე წუთში ანერვიულებული და ფერდაკარგული შევიდა განყოფილებაში და ძალიან არ უნდოდა ალექსანდრესთან შეხვედრა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
-სად მოხდა თავდასხმა, იცანი სახეზე ვინ იყო? არ უნდოდა დიანას შეემჩნია, მაგრამ შიშისაგან კანკალებდა, რომ სიმართლეს არ მიმხვდარიყო გოგიტა.
-იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი ვერ შევძელი მათი სახეები დამემახსოვრებინა, ეს პოლიციელები დამეხმარნენ და მერე აქ მოვედით.
-ჩემთვის უნდა დაგერეკა, მაგრამ ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვით ხომ ასეა კომისარო.
-რა თქმა უნდა ვიპოვით და სამაგალითოდ დავსჯით.
-მადლობა კომისარო, რომ ჩემს მეუღლეს დროულად აღმოუჩინეთ დახმარება.
-ეს ჩვენი პოლიციელების დამსახურებაა, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდნენ.
-კომისარო ჩემი ნომერი გაქვთ და დამიკავშირდით რა ინფორმაციასაც მოიპოვებთ.
-აუცილებლად, ჩვენს ზარს დაელოდეთ. გოგიტამ დიანას მიუბრუნდა და უთხრა.
-წავედით საყვარელო. ფრთხილად წამოაყენა, მაგრამ ისე მაგრად უჭედა მკლავზე ხელს დიანამ შიშით შეხედა ალექსანდრეს და ალექსანდრეც მიხვდა თუ რას ნიშნავდა დიანას თვალებში გაჩენილი ცრემლი. კარი დაიკეტა და ყველამ ერთად ამოისუნთქა, ალექსანდრე კი ისევ კარს უყურებდა.
-შეხედეთ დიანას თვალებში ცრემლი ჰქონდა, ეშინია იმ ადამიანის, მას საკუთარი ქმრის ეშინია და უნდა შევძლოთ დავიხსნათ მისი სისასტიკიდან.
-რა გავაკეთოთ უფროსო.
-შმაგი ბაჩოს დაუძახე და ერთად მოდით. შმაგი გავიდა და რამდენიმე წუთში ბაჩოსთან ერთად დაბრუნდა. ბაჩომ შეხედა ალექსანდრეს და შმაგის უთხრა.
-ასე ძალიან რთული იქნება მასთან ბრძოლა?
-რთული თემაა...
-რა გავაკეთოთ ალექს....
-დავიცადოთ ორი დღე და მასთან მიდით, უნდა ნახო როგორ იქნება დიანა.
-მისვლის მიზეზი?
-ვთქვათ რომ საფულე ვიპოვეთ პირადობასთან ერთად და აუცილებელია განყოფილებაში მისი მოსვლა. ბაჩო და შმაგი კაბინეტიდან გავიდა, დიანა კი მოკუნტული და შეშინებული იჯდა გოგიტას გვერდით, სახლში მისვლამდე გოგიტა არც დალაპარაკებია, სახლში შევიდა თუ არა დიანას მკლავში ხელი მოკიდა და სასტიკად გაუსწორდა, დიანა ტკივილისგან მაღალ ხმაზე კიოდა და თხოვდა მისი ცემა შეეწყვიტა.
-ხომ გითხარი სახლიდან ჩემთან შეთანხმების გარეშე არ გახვიდემეთქი.
-მესმის და შეწყვიტე ჩემი ცემა, შეწყვიტე.
-დაიმახსოვრე, ვინც არ დამემორჩილება ნებისმიერს ვინც არ უნდა იყოს შეუძლებელს შევძლებ და დაუფიქრებლად წავაცლი თავს.
-მემუქრები?
-არ გემუქრები, გაფრთხილებ დიანა. გოგიტამ გაბრაზებულმა დატოვა სახლი და ილიას დაურეკა, მაგრამ ილიამ არ უპასუხა და ბარში წავიდა. ილია ინდირასთან დაკავშირებას ცდილობდა და როგორც იქნა ინდირამ უცხო ნომერს უპასუხა.
-გისმენთ.
-ილია ვარ ინდირა თუ არ დაგვიწყებია ჩემი ხმა.
-დაივიწყე ჩემი ნომერი, გაიგე რომ შენ ჩემთვის აღარ არსებობ.
-შენი ფოტო მიჭირავს ხელში, ინდირა შენთან შეხვედრა მინდა.
-დასრულდა შეხვედრები, მშვიდობით ილია.
-შენ ჩემი მომავალი იყავი, მაგრამ ძალიან ცუდად თამაშობ და ეს თამაში ძალიან, ძალიან ცუდად დასრულდება. დაიმახსოვრე, ძვირად გადაიხდი, არავის შერჩენია ჩემთან თამაში და არ შეგრჩება არც შენ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაგამწარო ინდირა.
-როგორც შენი კომპანიის უფროსს გადაუხადე ისე გადამიხდი მეც?
-რას ბოდავ, სიცოცხლე მოგბეზრდა?
-იცი სადაც ვცხოვრობ, გაბედე და მოდი.
-ინდირა მომისმინე....
-ილია თუ მართლა ასეთი გაბედული ხარ და თუ არ გეშინია მოდი. უკანასკნელად გაფრთხილებ თავი დამანებე, შემეშვი. ტელეფონი გაითიშა და ილია გაბრაზებული დაბრუნდა ოფისში, ჩანთა მაგიდაზე დადო და შეამჩნია თავის მაგიდაზე ნივთები გადაადგილებული დახვდა და კომპიუტერს შეხედა. არაფერს შეეხო და თავის მდივანს დაუძახა.
-გისმენთ, ბოდიში დამაგვიანდა შესვენებაზე ვიყავი გასული....
-ჩემს კომპიუტერში რა გინდოდა.
-ვერ გავიგე?
-ჩემს კომპიუტერში რას ეძებდი მადლენ.
-თქვენს კომპიუტერს მე არ შევხებივარ.
-შენ ხარ პასუხისმგებელი ჩემს კაბინეტში რაც მოხდება, ეს გახსოვს?
-მახსოვს, მაგრამ......
-ვიღაც შევიდა ჩემს კომპიუტერში და შენ აქ რისთვის ხარ, რას აკეთებ, ყველა გამვლელს შეუძლია ჩემს კომპიუტერს შეეხოს?
-არ მესმის რას ამბობთ, აქ არავინ არ მოსულა და არც მე გავსულვარ არსად აქედან.
-გაარკვიე ვინ იყო ჩემს კბინეტში, უფროსი აქ არის?
-თავის კაბინეტშია. ილიამ დაუკაკუნებლად შეაღო უფროსის კაბინეტი და გაბრაზებულმა უთხრა.
-რას ეძებ და რა გინდა ჩემს კაბინეტში, პრობლემებს ეძებ?
-რა გჭირს, რა ბზიკმა გიკბინა, გხედავ პრობლემებს თავად ეძებ.
-არ გამაბრაზო, ვახო ჩემი გაბრაზება ძვირად დაგიჯდება. უთხრა და კაბინეტი დატოვა, ისევ თავის მდივანთან მივიდა და უთხრა.
-არ მინდა ცხოვრება გაგირთულო და თუ გინდა აქ გააგრძელო მუშაობა, ფრთხილად უნდა იყო ჩემს ყველა ნივთთან, გასაგებია?
-გასაგებია.
-კარგია თუ გასაგებად გაიგე ჩემი გაფრთხილება. ილიამ თავისი კაბინეტი დაკეტა და წავიდა მადლენმა კი ტელეფონზე გადარეკა და გაუთიშეს, მაგრამ შეტყობინება მიიღო.
-,, მალე შეგხვდები ნაცნობ ადგილზე, ფრთხილად იყავი არავინ დაგინახოს.'' რამდენიმე წუთში კი ისევ მიიღო შეტყობინება.
-,, პარკინგზე ვარ, აქ მოდი უკანა მხრიდან.'' წავიდა და თვალებით ეძებდა, მოულოდნელად მხარზე შეხება იგრძნო და შეშინებული შებრუნდა.
-აქ ვარ, ეს კუთხე დამალულია კამერებისგან.
-ბაჩო შემაშინე, გაიგო რომ ვიღაც შევიდა მის კომპიუტერში.
-პანიკას ნუ აყვები, მშვიდად იყავი ქეთი და არაფერი არ მოხდება.
-მაგრამ.....
-ალექსანდრემ დამაბარა ძლიერი უნდა იყო და ილიას დაჭერის შემდეგ თანამდებობას შეიცვლი, ქეთი უნდა დაგვეხმარო, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყო ის ძალიან საშიში ადამიანია.
-ვიცი რომ საშიშია, გამოხედვაზე ეტყობა რომ ყველაფრის მკადრებელია.
-წავედი და შენს ზარს ველოდები, ყველაფერი ჩაიწერე მისი ტელეფონზე ვინც დარეკავს.
-როგორც კი მოვახერხებ, ბაჩო.........ბაჩომ უეცრად ქეთის ხელი კრა და ორივე კედელს აეკრა, მათთან ახლოს ილიამ გაიარა მანქანით.
-სულ ცოტაც და გამოგვიჭერდა, ამიტომ უნდა იყო ყურადღებით, გთხოვ ქეთი.ბაჩო დაემშვიდობა ქეთის და ინდირას დაურეკა.
-სამუშაო საათები დასრულდა, ინდირა რთული დღე მქონდა გამოგივლი და სადმე წავიდეთ.
-სახლში წადი შხაპი მიიღე და დაღლილობას მოგიხსნის, ორ საათში ვიქნები მეც თვისუფალი.
-კარგი, შევთანხმდით ორ საათში მოვალ. ინდირა საბუთებს ახარისხებდა და ორი საათიც გავიდა, ყველა მნიშვნელოვანი საბუთი გადააწყო და საათს შეხედა.
-წასვლის დროც მოსულა. რთული აქმეების საქაღალდე ჩანთაში ჩაიდო, კაბინეტი ჩაკეტა და რამოდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ სიურპრიზი დახვდა. ბრაზით და ზიზღით სავსე თვალები პირადაპირ თვალებში უყურებდა, გასაღები ჩანთაში ჩაიდო და თავადაც თვალებში ჩახედა ილიას.
-რაც ტელეფონში გითხარი აქ მოხვედი რომ ისევ გაგიმეორო?
-ჯერ მომესალმე და მითხარი როგორ ხარ, მინდა ერთად ვივახშმოთ.
-ერთად ვივახშმოთ, ილია მეთამაშები თუ არ გინდა გაიგო რომ ჩვენს შორის ის ძაფი გაწყდა რომელიც გვაკავშირებდა სულ მცირე ერთი წლით.
-არ მინდა დავიჯერო, არ მინდა ეს ერთი წელი დასრულდეს საყვარელო. მხოლოდ ერთი ვახშამი, ჩვენ ხომ გვიყვარდა განმარტოვებით გასვლა, მოდი ახლაც გავიდეთ ისევ ერთად თითქოს ეს პაუზა ჩვენს შორის არც ყოფილა.
-მაგრამ დასრულდა, ახლა საქმრო მელოდება და უნდა წავიდე.
-საქმრო? მართალი ხარ, საქმრო არ უნდა ალოდინო. გაგიშვებ, მაგრამ დამპირდი რომ ერთ საღამოს დამითმობ, ვთქვათ რომ გამოსამშვიდობებელი საღამო გვაქვს. ინდირას ჩაეცინა და ილიას იგივე ირონიით უთხრა.
-ილია მეცოდები, შენ მხოლოდ საკუთარი ღირებულებების ერთგული ხარ, სხვისი გრძნობები შენთვის არაფერს არ წარმოადგენს და სანამ არ განთავისუფლდებით იმ ზიზღისგან, რომელიც შენშია და ანგრევს შენს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. მიზანს ვერ მიაღწევ. ინდირამ ლიფტის კარი გააღო და ილია გზიდან ჩამოიშორა, მაგრამ დაბლა ჩასულს ილია იქვე დახვდა, კიბეებით ჩამოსულიყო და ელოდა.
-ძალიან ადვილი იყო შენთვის ჩვენი სიყვარულის დავიწყება, ვიცი რომ ისევ გიყვარვარ და მინდა დაგიბრუნო.
-ეს არ მოხდება.
-რატომ?
-იმიტომ რომ ვქორწინდები ილია და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებ.
-ესე იგი სერიოზული ნაბიჯი უნდა გადადგა.
-პირველად შევხედე მამაკაცს სერიოზული ხედვით და მივხვდი, რომ მეც მინდა მქონდეს ჩემი ბუდე, მაგრამ ჩემს მყუდრო ბუდეში შენი ადგილი არ არის. მვიდობით ილია და არასოდეს მინდა გადამეყარო გზაზე.
-მშვიდობით არა, ინდირა შეხვედრამდე რადგან ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს და ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა და როგორც მე ვიტყვი.
-ილია ნუ გამომცდი თორემ წარმოდგენა არ გაქვს შენს წინ დაპირისპირებული როგორ ინდირა დადგება.
-მაშინებ?
-შენ გაბრაზებული ინდირა არ გინახია და ვერ წარმოიდგენ თუ ამდენი სიბრაზე იარსებებდა ჩემში.
-აშკარად მუქარაზე გადადი უკვე, რომელიც ძალიან არ მომწონს.
-საერთოდ არა, მე გაგაფრთხილე.
-არ ხუმრობ, სერიოზულად ამბობ.
-ილია ნუ გამაბრაზებ თორემ იმ ინდირას ნახავ შენს პირდაპირ, რომელიც არასოდეს არ გინახავს და ვერც წარმოიდგენდი თუ ასეთი სიბრაზე შემეძლო.
-მემუქრები?
-გიმეორებ, რომ გაფრთხილებ.
-როგორ შემაშინე, შემხედე სულ ერთიანად ვცახცახებ. ვისი იმედი გაქვს, შენი პოლიციელის?
-მას არც შევაწუხებ შენს გამო ისე მოგიღებ ბოლოს. ინდირა შებრუნდა და რამოდენიმე ნაბიჯში ბაჩოც დაინახა, ბაჩომ ხელები გაშალა და ინდირას ღიმილით უთხრა.
-გელოდებოდი და რომ არ გამოსულიყავი უკვე მაღლა მოვდიოდი.ინდირა გაბედულად წავიდა ბაჩოსკენ და მის გაშლილ მკლავებში აღმოჩნდა, შემდეგ არც დაფიქრებულა ისე ვნებიანი კოცნა აჩუქა, მაგრამ ბაჩომ ცალი თვალით შეხედა ილიას და ინდირას უთხრა.
-რა უნდოდა, შენთან რატომ მოვიდა.
-მითხრა სავახშმოდ წავსულიყავი მასთან ერთად.
-ახვარი, არაკაცი დამაცადე ბოლოს მოგიღებ . ჩაილაპარაკა ბაჩომ და გაბრაზებული წავიდა.
-ნელა წადი მე გავეცი პასუხი რასაც იმსახურებდა.
-კარგი ნუ გავიფუჭებთ საღამოს უაზრო ადამიანების გამო და ეს საღამო იყოს ჩვენი საღამო.
-იყოს, მეც დაღლილი ვარ და ყველაფერზე გნებდები. სად მივდივართ?
-მენდობი?
-სიცოცხლის ბოლომდე.
-მაშინ ენდე ჩემს გემოვნებას და წავედით. დაივიწყეს ილია და საღამო მართლაც მშვიდად გაატარეს არანაირი სატელეფონო საუბარი არ ჰქონდათ, ინდირამ წუთიერად მოიწყინა და ბაჩომ უთხრა.
-ნუ ხარ მოწყენილი ნახე ცა უკვე ნაცრისფერია, შემდეგ გაშავდება, მაგრამ სიშავეს სითეთრე დაჯაბნის და ლამაზი დილა დაგვათენდება. ინდირა ხალხს შორის უხილავი ხიდია და თუ ამ ხიდზე გადავალ მას დავამარცხებ, გპირდები მისგან გაგანთავისუფლებ. დილით რამოდენიმე ზარის შემდგ გაეღვიძა ბაჩოს და ამ ზარის შემდეგ სასწრაფოდ გავიდა სახლიდან, ინდირა კი მშვიდად მოემზადა და პარკინგზე ქეთის დახვდა.
-აქ რატომ დამხვდი ინდირა.
-ვიცი რომ ბაჩოს ეხმარები...
-საიდან გაიგე, ბაჩომ გითხრა?
-არა, უთვალთვალებდი.
-ინდირა.......
-მომისმინე ჩვენი სააგენტოს უფროსი ილიას და მისი მეგობრის მოკლულია, სულ მალე ჩემს ხელთ იქნება მნიშვნელოვანი ჩანაწერი თავისი ვიდეო მასალით.
-მაშინ მე.....
-არ მინდა ან შენ და ან ბაჩო გაერიოთ ამ ბინძურ საქმეში, ვიცი რომ ბაჩო ამას ჩემს გამო აკეთებს, მაგრამ თქვენ ორივე მნიშვნელოვანი ხართ ჩემთვის და არ მინდა რამე დაგემართოთ. ილია ყველაფერზეა წამსვლლი, ქეთი ის ძალიან საშიში პიროვნებაა და ეს გვიან აღმოვაჩინე, ახლა კი მინდა ბაჩოს სიცოცხლე დავიცვა და ასევე შენი.
-გვიან მიხვდი, მაგრამ კარგია რომ მიხვდი.
-შემზარავი გამოხედვა აქვს, გუშინ დამხვდა ჩემს ოფისში და მის თვალებში სიბნელე დავინახე, ასეთ ადამიანებს ყოვლთვის შემზარავი ფიქრები და ოცნებები აქვს თავში.
-როგორ........
-მათი სანუკვარი ოცნებაა ჩემო ქეთი წაქცეულ ადამიანს გადაუაროს, ავნოს, ატკინოს და გაანადგუროს. ისინი თავიანთ ბნელ გონებაში ინახავენ თავიანთ ბნელ, მუქ და საშიშ მოგონებებს. ასე რომ მეც ამ საქმეში ვარ, ჩვენ ერთად ვამხელთ დამნაშავეს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ ორმა უნდა ვიცოდეთ.
-ინდირა....
-ვიცი ალექსანდრე რასაც დაგპირდა, ის სიტყვის ადამიანია და ის შეასრულებს დანაპირებს, შენ მიიღებ თანამდებობას მეც მხარს დაგიჭერ, რადგან უშიშრად წადი მათ შემოთავაზებაზე და სიცოცხლე რისკზე დადე. ქეთი შენ სახელი ამიტომ შეგიცვალეს და მადლენი ხარ, შენი სიცოცხლე საფრთხეშია, ხვდები ამას?
-ვხვდები და ვიცი რამხელა რისკზე მივდივართ ყველა, მაგრამ ეს ჩემი საქმეა ინდირა და მიყვარს ჩემი საქმე როგორც შენ.
-კარგი, ჩემი ტელეფონი იცი და ყოველთვის შეგიძლია დამირეკო თუ გაგითიშავ ვერ გელაპარაკები თუ გათიშული იქნება ჩემი ნომერი პროცესზე ვარ და მე თავად დაგირეკავ.
-გასაგებია.
-მშვიდად იყავი საყვარელო და ყველაფერი გამოვა. ინდირა წავიდა, ქეთი კი უფრო შემართებით მივიდა თავის სამუშაო ადგილზე სადაც ილია უკვე მისული დახვდა.
-მადლენ ადრე მოდი....
-ტაქსით წამოვედი და საცობი არ იყო გზაზე, ყავაზე ჩავდივარ მოგიტანოთ?
-უშაქრო და რძის გარეშე მომიტანე. მშვიდი იყო ილია და ქეთის გაუადვილდა მშვიდ ილიასთან საუბარი, ნათიას კი ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა, რომ შეტყობინება მიიღო.
-,,მიყვარხარ და მინდა ჰარმონიული დილა გაჩუქო შემხვდები ჩვენს სასტუმროში''? პასუხი არ მიწერა და ძილი შეიბრუნა, რამდენიმე წუთში კი ვიდეო ზარის ხმა გაიგონა და ნამძინარებმა უპასუხა.
-გისმენ.
-,,ძილის გუდა გაიღვიძე, შემომხედე ძალიან საყვარელი ხარ ახალი გაღვიძებული.
-ამ სიტყვებს იმიტომ მეუბნები, რომ არ გინდა გული მატკინო?
-სულაც არა ძალიან საყვარლად გამოიყურები და დიდია ჩემი სურვილი ახლა ჩემს მკლავებში მოგამწყვდიო და ასე მყავდე მთელი ცხოვრება.
-მეშინია ნიკა.
-რისი ან ვისი გეშინია, მე შენს გვერდით ვარ და არ უნდა გეშინოდეს. საყვარელო ზოგ ტკივილს გამზიარებელი სჭირდება და მე ვიქნები ყოვლთვის შენს გვერდით თუ განქორწინებას იფიქრებ და წახვალ სადაც იქნები გიპოვი, მოვალ და შენთან ვიქნები.
-რომ დაგავიწყდეს ეს სიტყვები და დამტოვო?
-გითხარი ეს არასოდეს არ მოხდება, შეგიძლია გამოხვიდე?
-მოვალ, ისევ იქ მოვიდე?
-ისევ იქ დაგელოდები. ღიღინებდა და ხშირად იხედებოდა საათზე, სიყვარული ხომ ბრმა არის და სიყვარულის გზაზე რომ გავდივართ ეკლიანი გზებიც უნდა გავიაროთ, რომ ეს გრძნობა ბოლომდე შევიგრძნოთ. ტკივილამდე უნდა შეგიყვარდეს თვით სიყვარულის არსებობა რომ გაიზიარო და სიყვარულის ზღვაში შეცურვაც სასიამოვნოა თუ პრობლმების გარეშე ილივლივებ ამ მარადიულ და დიად გრძნობაში. შეხვედრა შედგა, შეხებაც არ უნდოდა, არწივის გამოხედვით შეხედავდა მის გვერდით მდგარ საყვარელ ქალს და მისი გამოხედვით თითქოს ყველა მამაკაცს აფრთხილებდა ,,ეს ქალი ჩემია და მხოლოდ მე მაქვს უფლება მას შევეხო''. რამდენიმე თვე გაგრძელდა მათი სიყვარული და ერთ დღეს სახელოსნოში მყოფს რამდენიმე მამაკაცი ესტუმრა. უცნობმა შეხედა ნიკას და ნიკამ თავისი ჩვეული ღიმილით მიესალმა სტუმრებს.
-გამარჯობათ და გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ.
-ნიკოლოზ საჯაია გვინდა ვნახოთ მეგობარო.
-მე ვარ ვისაც ეძებთ, გისმენთ.
-გვერძე გავიდეთ და სერიოზულ თემაზე გვინდა ვისაუბროთ. ნიკამ იქვე მდგარ მეგობარს შეხედა და უთხრა.
-დავითა გავდივარ, და მიხედე საქმეს.
-დაბრუნდები?
-არ ვიცი, დაგირეკავ. დავითმა უცხო სტუმრებს შეხედა და ნიკას მიუბრუნდა.
-დაურეკავ ბიჭებს და უკან გამოგყვებით, არ მომწონს მარტო რომ მიყვები მათ.
-არა უშავს, მე თავად დაგირეკავ. ნიკა უცხო სტუმრებს გაყვა, მაგრამ ერთ-ერთმა მანქანის კარი გააღო და უთხრა.
-შენი ნახვა უნდათ, უნდა წავიდეთ. უხმოდ გაყვა , რადგან ერთი ოთხს ვერ მოერეოდა და აზრი არ ჰქონდა მათთან შებრძოლებას. ორიოდე საათი იარა მანქანამ და გზიდანაც გადაუხვია, ერთ მიუალ ადგილზე თეთრი მერსედესი დაინახა, მანქანიდან გადასულს მისთვის ნაცნობი მამაკაცი დახვდა და ღიმილით მიესალმა.
-უცნაური დღეა, როგორ ხარ ნიკოლოზ.
-შენთან თუ მოვდიოდა, ამ მიუალ ადგილზე რატომ მომიყვანე ძია გოგიტა.
-უცნაურია აქ რომ შევხვდით ერთმანეთს, ვერ ხვდები აქ რისთვის მოგიყვანეს?
-ვხდები, მაგრამ შენ.....
-ვიცი რაც გაინტერესებს, მაგრამ მომისმინე. ნიკოლოზ შენში დაბადებულ უცნაურ სიყვარულს უნდა დაემშვიდობო.
-თქვენ საერთოდ გაგეგებათ სიყვარული რა არის?
-სიყვარული კარგია არ ვამბობ რომ ცუდი გრძნობაა, მაგრამ ურთიერთობები რომ დაიწყოს წყვილმა ორივე თავისუფალი უნდა იყოს, სხვა მხრივ ტკივილიანი და ცრემლიანია .წყვილს შორის თუ ერთ ერთს პირადი ცხოვრება აქვს. ეს სიყვარული რომელიც შენშია იმედს გაგიცრუებს და სინანულს მოგიტანს და შესაძლებელია სიცოცხლეც დაგათმობინოს. ნიკოლოზ დამიჯერე, სიყვარულს ტკივილი მოაქვს შვილო.
-დღეს ღამე მოყვება, ღამეს კი სინათლე უნდა შეიგრძნო და თუ ტკივილი არ ნახე ვერც სიყვარულის გემოს გაიგე და ვერ შეიგრძნობ თუ რაოდენ ძალიან გიყვარს. მთავარია ტკივილის გაძლება უნდა შევძლოთ, გაუძლოთ მუქარასაც და ყოველგვარ დაბრკოლებას რაც წინ შეგვხვდება.
-შენ, შენ თუ გაუძლებ ტკივილს სიყვარულისთვის.
-ჩემს გულში სიყვარული ძალიან ღრმად ჩასახლდა და მზად ვარ გაუძლო ყველანაირ ტკივილს. შემიყვარდა და თუ სიყვარული დანაშაულია, მე ჩემი დანაშაულისთვის მზად ვარ.
-დღეს აქ შენი მოყვანა გაფრთხილებად მიიღე თუ ისევ გააგრძელებ მასთან შეხვედრას იცოდე მე გვერძე გავდგები, რადგან სასჯელი მწარე იქნება და არ მინდა მე შეგეხო.
-რა გინდათ ჩეგან, მიყვარს ის ქალი სიყვარული დანაშაულია?
-სიყვარული არ არის დანაშაული, მაგრამ ქალს როცა ქმარი ჰყავს და ოჯახი აქვს მის ქმარზე არ გიფიქია რას იზამს დამცირებული მამაკაცი, როცა გაიგებს ცოლი ღალატობს.
-მისი ცოლი არ არის დამცირებული სხვის ქალებს რომ დასდევს?
-ესე იგი იცი ვინ არის მისი ქმარი, მაგრამ არ იცი რამდენად შორს წასვლა შეუძლია მის მრისხანებას.
-რას მიზამს, მომკლავს?
-ქალს შეეშვები თუ გინდა იცოცხლო, იცნობ ილიას შეხედულად, მაგრამ არ იცი რამდენად თავშეუკავებელია. ნიკოლოზ შვილო ნათიას ეტყვი რომ მისგან მიდიხარ.
-მომისმინე.......
-ეტყვი რომ მისგან მიდიხარ, გასაგებია? გოგიტას ხმა ექოსავით მოედო კედლებს და ნიკამ თავი დაუქნია.
-გაიმეორე რაც გითხარი.
-ვეტყვი რომ ვეღარ გაგრძელდება ჩვენი შეხვედრები.
-გაგრძელდება და ვეღარ გააგრძელებ სიცოცხლეს. ანრი, არ ფიქრობ ანრიზე მას ხომ მხოლოდ შენ დარჩი და სხვა არავინ არ ყავს ნიკა.
-ბაბუა ძლიერია გაუძლებს, მაგრამ შენ, შენ გაუძლებ ბაბუას შეხედვას?
-ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ამიტომ მინდა დაგიცვა, გთხოვ დაივიწყე ის ქალი ნიკა.
-გინდა თავზე აიცილო, გინდა თქვა რომ არაფერში არ ხარ დამნაშავე, მაგრამ თუ რამე დამემართება შენ ხარ დამნაშავე. ჩემი დაცვა თუ გინდოდა აქ არ მომიყვანდი, ჩემთან მოხვიდოდი და როგორც კაცი კაცს ისე დამელაპარაკებოდი, მაგრამ გინდა თქვან რომ მეგობრისთვის აკეთებ რასაც აკეთებ, მაგრამ რა მატლიც ხარ ეს ყველამ იცის პირში არავინ გეუბნება.
-რაც გინდა ის ქენი, მე აღარ ვერევი.
-უკვე ჩაერიე გოგიტა და რაც დამემართება მხოლოდ შენი ბრალი იქნება. გოგიტა წავიდა გაბრაზებული და ნიკა დარჩა მარტო უკაცრიელ ადგილზე. ტელეფონი ამოიღო და მეგობარს დაურეკა.
-მომაკითხე დავითა მიამართს მოგწერ.
-კარგად ხარ, რამე დაგიშავეს?
-კარგად ვარ, გელოდები. იჯდა და ფიქრობდა, ჯერ მხოლოდ დილის 11 სთ-ი იყო მაგრამ მიუხედავად გაზაფხულისა დღე ცივი იყო. გულში ნისლი ჩამოწვა, მიხვდა რომ ფრთხილად უნდა ემოქმედა, ისევ დარეკა ტელეფონზე.
-როგორ ხარ მინდა გნახო, შეძლებ?
-მოგწერ.
-საყვარელო დაიმახსოვრე ყველა გვირაბის ბოლოს სინათლე არის.
-ჩემი იმედი ხარ.
-მინდა მეტი დრო გამონვახოთ ერთმანეთისთვის, ჩვენი სიყვარულისთვის.
-ის ვინც ძალიან ახლოს არის ჩემთან, მიუწვდომელია და ვინც შორს არის, ის არის ჩემი ახლობელი. ვერც კი ხვდები როგორი ახლოს ხარ ჩემს გულთან და სულთან. ცხოვრებას მილამაზებ შენი არსებობით, შეხვედრამდე. ტელეფონი გათიშა და მანქანაც მის ფეხებთან გაჩერდა, კარი გააღო და უხმოდ დაჯდა მძღოლის გვერდით.
-ვინ იყვნენ რა უნდოდათ ან აქ რისთვის მოგიყვანეს.
-სიყვარული დაივიწყეო მითხრეს დავით.
-მერე, მათი თქმით უნდა დაივიწყო?
-ფარულ სიყვარულს პრობლები აქვს, რამდენიმე თვის წინ ჩემი თავის გარდა არავინ და არაფერი არ მახსოვდა, ვტკბებოდი სამყაროს ყურებით, მოგზაურობით და ნახულს ემოციბით და შთაბეჭდილებებით ვივსებოდი. შემიყვარდა, ჩემთვის ახალი და უცხო სამყარო აღმოვაჩინე და არავინ იცის რამდენი ღამე მასზე ფიქრით, მე მისი სულის და გულის ქურდი ვარ დავით. როგორ დავთმო ის ხომ ძალიან ფაქიზი სულის ადამიანია, სულიერად ვმშვიდდები როცა მასთან ერთად ვარ და მიყვარს, მართლა ძალიან მიყვარს. სიყვარულისთვის უნდა დავისაჯო?
-ვერაფერს ვერ გეტყვი მეგობარო, რჩევას ვერანაირს ვერ მოგცემ, მაგრამ...........
-უფალს მივენდოთ, წავიდეთ. სახელოსნოში მისულმა მუშაობას გული ვერ დაუდო და იმ ღამით გვიან შეხვდნენ და გაუჭირდათ ერთმანეთის დათმობა.
-ერთადერთი ხარ ვისაც ვაღმერთებ, შორს ხარ, მაგრამ ჩემს გულში ხარ.
-მომენატრე ნიკოლოზ.
-საყვარელო შეხვედრები დროებით უნდა შევაჩეროთ, დღეს ილიას მეგობარმა გამაფრთხილა....
-რა მოხდა, ვინ გაგაფრღხილა.
-პრობლემები გვაქვს, გვითვალთვალებენ.
-გოგიტა გვითვალთვალებს და ილიას ეტყვის, ილიამ არ უნდა გაიგოს ნიკა.
-გაიგებს და გაეყრები, განქორწინდები და ასე ჩუმად აღარ შევხვდებით სულ ერთად ვიქნებით.
-ილია ძალიან რთული ადამიანია, გგონია ასე ადვილად დამთანხმდება განქორწინებაზე?
-აბა რა ვქნათ, მე მზად ვარ ყველაფრისთვის, მაგრამ შენ როდემდე გაუძლებ ასე ჩუმად შეხვედრებს.
-ამ სახლში ვერ ვსუნთქავ, ჰაერი არ მყოფნის და უნდა გავიქცე აქედან რაც შეიძლება შორს, მაგრამ კარგი, დროებით ნუ შევხვდებით..... ნიკოლოზს ნაცნობი სტვენის ხმა მოესმა და ნათიას შეხედა, ნათიამ შეშინებულმა უთხრა.
-გვიპოვეს, ნიკოლოზ უნდა წახვიდე.
-მივდივარ, მაგრამ ისევ მოვალ. რამდენიმე კვირა ტელეფონით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრები გაგრძელდა რაც მათთვის სახიფათო აღმოჩნდა. მოსაღამოვდა, ქალაქში ლამპიონების შუქზე წვიმის წვეთები ცეკვავდნენ, ნიკოლოზმა სახელოსნო დაკეტა მეგობრებს დაემშვიდობა და სახლისკენ ფეხით წავიდა, მაგრამ უკნიდან ვიღაცამ თავში ჩაარტყა და უგონოდ წაიქცა. არავინ იყო რომ დახმარება გაეწია, წვიმის წვეთები სახეზე ეცემა, რამდენიმე ძლიერი დარტყმა იგრძნო და უგონო მდგომარეობაში მყოფი მანქანის საბარგულში ჩააგდო. უკვე თენდებოდა თვალი რომ გაახილა, ვერ მიხვდა სად იყო და ფორთხვით სამანქანო გზამდე მივიდა, ისევ დაკარგა გონი და რამდენიმე საათი იყო გონდაკარგული. თეთრხალათიანი ექთანი იდგა საწოლთან და იქვე მდგარ მამაკაცს უთხრა.
-იღვიძებს.
-სად ვარ.
-საავადმყოფოში ხარ მეგობარო.
-ტელეფონი, ჩემი ტელეფონი.
-თქვენი ტელეფონი არ ვიცით, მაგრამ ახლა უნდა დაიძინოთ.
-უნდა წავიდე, აქ ვერ გავჩერდები. ექიმის მცდელობის მიუხედავად ნიკა მეორე დღეს წავიდა საავადმყოფოდან და სახლში იწვა. ნიკას გაუჩინარება დავითს არ გამორჩენია და ტელეფონზე ურეკავდა, მაგრამ უშედეგოდ ბოლოს სახლში მივიდა და ნახა ნიკა საშინელ მდგომარეობაში იყო თითქოს სიკვდილს ებრძოდა.
-რა დაგემართა, ასე ვინ მოგექცა.
-დავით......
-დაწექი და ექიმს მოვიყვან.
-არ მინდა ექიმი საავადმყოფოში ვიყავი ეს დღეები. -რატომ არაფერი არ შემატყობინე, წამლები გაქვს?
-ყველაფერი მაქვს და უკეთესია სახლში გავაგრძელო მკურნალობა.
-როგორც იტყვი. ნიკას ფეხზე დადგომას კვირეები დაჭირდა, როცა უკეთესობა დაეტყო დავითს უთხრა
-მითხარი რა გავაკეთო.
-ტელეფონი დავკარგე, წაიღე ჩემი კრტა და ახალი ტელეფონი მიყიდე..... დავითი წავიდა ახალი ტელეფონიც მოუტანა, საჭმელით აუვსო მაცივარი და უთხრა.
-სახელოსნოში წავალ ვიმუშავებ, რამდენიმე დღეა არ ვყოფილვარ და დავხედავ ბიჭებს.
-წადი და თუ რამე დამემართოს სახელოსნო შენი იყოს დავით.
-რას ამბობ მეგობარო არაფრი დაგემართება. მერაბი წავიდა, ნიკამ ტლეფონი აიღო და ნაცნობი ნომერზე დარეკა.
-გისმენთ.
-მე ვარ, როგორ ხარ.
-ნიკა, როგორ ხარ ტელეფონი რატომ გაქვს გათიშული ან ეს ვისი ნომრით მირეკავ.
-მოულოდნელად გავედი ქალაქიდან, ტელეფონი დავკარგე და ახლა მოვახერხე ყიდვა.
-როდის დაბრუნდები.....
-დავბრუნდები და უნდა ვილაპარაკოთ.
-რა მოხდა, ნიკა არ მომწონს შენი ხმა.
-არა უშავს, ვერ გელაპარაკები და რომ დავბრუნდები ყველაფერს აგიხსნი. ტელეფონი გათიშა და ფეხზე წამოდგომას შეეცადა, ვერ შეძლო და ყრუდ დაიღმუილა.
-არ შეგარჩენ, გეფიცები არ შგარჩენ გოგიტა. ნიკას სიბრაზისგან გული ძლიერად უცემდა და ორივე ხელებს მუჭებად კრავდა, მიხვდა ნათია რა არა ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობდა და მოუნდა ბოლომდე დაეცვა თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ბაჩომ გადაწყვიტა დიანა მოენახულებინა და გაბედულად მივიდა მის ბინასთან, ასევე გაბედულად მისცა ზარი კარებზე და გულის ფრიალით დაელოდა ვინ გააღებდა კარს. კარი გაიღო, მაგრამ გაოცებისგან სიტყვა ვერ წარმოთქვა თვალებ ჩალურჯებული დიანას რომ შეხედა, ძალა მოიკრიბა და თქვა.
-ქალბატონო დიანა თქვენი საფულე ვიპოვეთ და განყოფილებაში უნდა მობრძანდეთ.
-მარტო ვარ სახლში ვერ წამოვალ, როგორც მხედავ ამაზე უარესს დამმართებს და უკვე მომბეზრდა ცხოვრება, რომ არა ჩემი შვილი თავს არ ვიცოცხლებდი.
-დიანა შეგიძლია უჩივლო დაგიცავთ ეს ჩვენი მოვალეობაა, აქ ხომ ძალადობაა დაო.
-არა, ის ცხოველია და არ მინდა თქვნც რამე მოგწიოს. წადი, გთხოვ წადი ბაჩო.
-კარგი წავალ, მაგრამ თუ ორ დღეში არ მოხვალ განყოფილებაში იცოდე დავბრუნდები.
-მოვახერხებ, როგორმე მოვახერხებ და მოვალ.
-სულ ცრემლი ძალიან მძიმე სატარებელია, დამიჯერე დიანა მიეცი ცრემლს გზა და გული აგიმჩატდება. ბაჩო განყოფილებაში წავიდა და ალექსანდრეს დაელაპარაკა.
-რაღაც უნდა გავაკეთოთ, ბოლოს ისე იზამს ან შემოაკვდება ან რაღაც მოხდება.
-დაველოდოთ, მოვიდეს და თუ თავად არ დაწერს განცხადებას ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ნიკა ნელა ნელა უკეთ გრძნობდა თავს, საწოლზე იყო წამომჯდარი და ტელეფონით დავითს ელაპარაკებოდა, შემდეგ გათიშა უნდოდა დაესვენა, მაგრამ ისევ ტელეფონი ახმაურდა და ნაძალადევი ღიმილით უპასუხა.
-როგორ ხარ ახალგაზრდავ.
-შვილო ნიკა აქეთ აღარ მოდიხარ?
-მოვალ, იმ კვირაში ჩამოვალ ბაბუ. კარზე ზარის ხმა რომ გაისმა და გაჭირვებით წამოდგა.
-არ გათიშო, კარზე ზარია. ტელეფონი იქვე დადო და კარი გააღო, მის წინ გოგიტა იდგა.
-გაბედე კიდეც და აქაც მოხვედი, გინდა აქაც დამასიო შენი ლეკვები და ჩემს სახლში აცემინო ჩემი თავი?
-მე არაფერ შუაში არ ვარ, გაგაფრთხილე, მაგრამ არ გაფრთხილდი გგონია მარტო მე გიყურებ?
-გოგიტა წადი ჩემი სახლიდან....
-მაგდებ შენი სახლიდან?
-წადი და აღარასოდეს აღარ გადამეღობო გზაზე.
-დაივიწყე ეს სიყვარული, დაივიწყე ნიკოლოზ.
-ვერც შენ და ვერც სხვა ვერავინ დამავიწყებს იმ ქალს ვინც მე მიყვარს.
-ისევ შენი სიცოცხლისთვის მიდი და უთხარი რომ მიდიხარ მისგან, გესმის?
-მესმის, მხოლოდ წადი.
-გაიმეორე რაც გითხარი.
-ვეტყვი რომ ვეღარ გაგრძელდება ჩვენი შეხვედრები.
-გაგრძელდება და ვეღარ გააგრძელებ სიცოცხლეს.
-ამაზეც შენ იზრუნებ?
-მე არა, ხელს არ გავისვრი, სხვები მოგხედავს. ნიკამ კარი მიუხურა გოგიტას და გაახსენდა რომ ტელეფონი ჩართული დატოვა.
-ნიკოლოზ რას ითხოვს გოგიტა ენგან, რა მოხდა შვილო პრობლემები გაქვს?
-არა უშავს მოვაგვარებ ბაბუ ახლა უნდა გაგითიშო. ტელეფონი გათიშა და ისევ ფიქრებში ჩაიძირა.

დედამიწა იღვიძებს, ღრუბლები ფერს იცვლიან და წყვდიადი ნელა ნელა მიიპარება და შავ უსიცოცხლო ცას სითეთრე შემოერია.ფიქრებში დაათენდა თავზე და გადაწყვეტილება მიიღო დროებით უნდა წასულიყო ქვეყნიდან. რამოდენიმე კვირის შემდეგ ისევ დაურეკა და ნათიას ხმის გაგონებაზე გული აუჩქარდა, მაგრამ თავს მოერია და შეხვედრა სთხოვა. სიხარულით სავსე იყო და ილია წავიდა თუ არა თავადაც გაემზადა,წავიდა, მაგრამ გასაკვირი იყო ნიკამ შეხვედრა ხალხმრავალ ადგილზე სთხოვა. გული ძლიერად უცემდა საყვარელი ადამიანის ლოდინში, ნიკოლოზს დააგვიანდა. უყურებდა და რაც უფრო უახლოვდებოდა მას ბედნიერების სხივი მის თვალებში გამქრალიყო, მიხვდა რომ რაღაც მოხდა.ნიკა უკვე უახლოვდებოდა ნათიას, რომ მძიმედ დაადო ხელი მხარზე მისთვის უცნობმა მამაკაცმა და ნიკა მთელი ტანით მიუბრუნდა უცნობს, მაგრამ მის უკან კარგად ნაცნობი პიროვნება იდგა.
-გამოჯამრთელებულხარ.
-როგორც მხედავ გამოვჯამრთელდი.
-იმედია ისევ არ შევხვდებით ერთმანეთს, დაასრულე. გოგიტა წავიდა და ნათია ბედნიერი ღიმილით მიუახლოვდა ნიკას.
-აქ რატომ დამიბარე, ჩვენს ადგილზე მოვიდოდი.
-ნათია დღეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა...........
-რა, რას ამბობ ნიკა.
-უნდა დავასრულოთ ის რაც ჩვენს შორის იყო.
-მაგრამ.........
-მომისმინე, ნათია დასრულდა ჩვენი ურთიერთობა.
-რატომ, მითხარი და დამპირდი რომ არასოდეს მიმატოვებდი.
-ჩვენ ერთმანეთი გვიზიდავდა და ჩვენი შეხვედრებიც ჩვენივე სურვილით ხდებოდა, ამიტომ ბევრი ვიფიქრე მაგრამ აქ უნდა დავასრულოთ, ნათია თვალებში უყურებდა ნიკოლოზს და თითქმის ჩურჩულით უთხრა.
-ყველაფერი ტყუილი იყო?
-შენ ოჯახი გყავს, ქმარი და არცერთს არ გვინდა ზედმეტი პრობლემები. ნათიამ ყელში მოწოლილი ცრემლი ხმაურით გადაყლაპა და ცრემლიანი თვალი გაუსწორა ნიკას.
-რადგან ასე გადაწყვიტე დასრულდეს, დასრულდეს ნიკა დღესვე და აქვე. ყველა სიტყვა რაც კი მითხარი ტყუილი ყოფილა, როგორ გენდობოდი. სურვილი გიზიდავდა ჩემამდე და ის სურვილიც დასრულდა. დაე დასრულდეს, მშვიდობით ნიკოლოზ. ნიკოლოზი წავიდა, თვალებით თხოვდა გამიგეო, მაგრამ ნათია თვალებდახუჭული იყო არ უნდოდა დაენახა როგორ მიდიოდა მისგან საყვარელი მამაკაცი. რამდენიმე წუთი იყო ერთ ადგილზე, შემდეგ ცრემლი მოიწმინდა და არეული ნაბიჯით გაუყვა გზას.ვერ მიხვდა სახლამდე როგორ მივიდა, სახლის კარი შეაღო და ილიას ხმაც გაიგონა.
-სად ხარ, საწოლში დაგტოვე მოვედი და უკვე გასული დამხვდი ორი საათია გელოდები, ტელეფონიც სახლში დაგიტოვია.
-ვსერნობდი სუფთა ჰაერზე და ვერ გავიგე დრო როგორ გავიდა, შენ ამ დროს სახლში რატომ ხარ.
-მნიშვნელოვანი საბუთები დამრჩა და წასაღებად მოვედი. ილია ნათიას მიუახლოვდა და კითხა.
-რა გჭირს, კარგად ხარ?
-ილია მე ცუდი ცოლი ვარ?
-რას ამბობ, ეს აზრი რატომ გაგიჩნდა.
-მითხარი, მე ცუდი ცოლი ვარ?
-დაღლილი ხარ და დასვენება გჭირდება.
-ეს პერანგი დილით არ გეცვა არც გიხდება, რამდენი დრო გავიდა რაც არ ჩაგიცვამს.
-შეამჩნიე?
-შევამჩნიე, თითოეული შენ ნივთი ვიცი სად დევს.
-დაისვენე და საღამოს ვილპარაკოთ.
-ბედნიერი ხარ ჩემთნ?
-ბოლო დროინდელმა მოვლენებმა დაგვაშორა ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი თანაცხოვრების 7 წელს რომ გადავხედო არაფერს ვნანობ.
-შენ, შენ თუ ხარ ბედნიერი.
-გულახდილად გეტყვი და არ ვიცი, მე ვეებ ილია სად დარჩა ჩემი ბედნიერი დღეები. ზოგჯერ მიხარია, ზოგჯერ მტკივა.....
-რა გემართება, მითხარი რა გავაკეთო ძვირფასო შენთვის.
-ვიცი რომ წყვილის ცხოვრებაში იდიალურად არ არის ყოვეთვის ყველაფერი, შენც გჭირდება რაღაც, ის რაღაც ალბად ჩემგან რომ ვერ ღებულობ და ამიტომ სხვასთან მიდიხარ. მითხარი რა გავაკეთო შენთვისო, რომ გითხრა რაც მინდა დამთანხმდები?
-მითხარი რა გინდა და დავფიქრდები, მე ხომ არ ვიცი რა სურვილი გაქვს.
-განქორწინება მინდა, დავშორდეთ ერთმანეთს და მივცეთ ერთმანეთს დრო იქნებ ცალ ცალკე ცხოვრებით მივხვდეთ ვართ თუ არა ერთმანეთის გარეშე ბედნიერები.
-განქორწინება გინდა ანუ ჩემგან გინდა წასვლა, ამიტომ ხარ ასეთი დაბნეული და არეული. მოდი დამშვიდდი, კიდევ იფიქრე კარგად და მეც დავფიქრდები. ახლა ვჩქარობ და გპირდები ამ საკითხზე ვიფიქრებ, მაგრამ აქვე გეტყვი, რომ იმედი არ გქონდეს დაგთანხმდები.ილია გაბრაზდა, ნათიას შეეშინდა ილიას თვალებში დანახული სიბრაზე მას ხომ ასეთი ილია არასდროს არ უნახავს და მართლა დაფიქრდა, თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა და გადაწყვიტა ილიას ისევ იმ აზრზე დახვედროდა, ტელეფონზე შეტყობინება მიიღო.
-,,ნათია გვითვალთვალებენ და ილიას მეგობარმა იცის ჩვენს შესახებ''.
-,,ამიტომ მითხარი რაც მითხარი''?
-,,იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ''.
-,,ფრთხილად იყავი გოგიტა ძალიან სასტიკი ადამიანია''.
-,,ვიცი, ვიგემე მისი სისასტიკე''. ნათიამ ტელეფონი გულზე მიიდო და თვალები ისევ აევსო ბედნიერებით.
კარგად გამოძინებულმა გაიღვიძა, სიცოცხლის ძალა შეემატა და უფრო ბედნიერია. ახალი დღე დაიწყო, მისთვის ყველა ახალი დღე მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელი დღე ყველაზე სამახსოვრო და მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალაიან ლამაზი უნდა იყოს დღეს და ბაჩოს გადახედა.
-ადრე გადიხარ ამ დილით?
-ხო, რა მოხდა რამე საქმე გქონდა?
-არა, მე მოგვიანებით გავალ და იცოდე რომ გელოდები.
-რომ მიხვალ დამირეკე და წამოვალ. ბაჩო უკვე წავიდა, ინდირამ დილა მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმო მას ხომ რამოდენიმე საათში მნიშვნლოვანი წარსდგენა აქვს ყოფილი თანამშრომლების წინაშე და ყველაფერი გააკეთა რომ ყველა მისი ზემოქმედების ქვეშ აღმოჩენილიყო, მისი შესაძლებლობები დღეს შეუზღუდავია, რადგან უნდა შთაბეჭდილება მოახდინოს დღეს ყველაზე და დარწმუნებულია დღევანდელი დღე ყველასთვის განსაკუთრებით კი ილიასთვის იქნება მოულოდნელი, რომელიც საკუთარი სულის გამოქვაბულში ჩაიკეტება ამ მოულოდნელობით.
-სად მიდიხარ ილია, ჯერ ხომ ძალიან ადრეა.
-დღეს რამდენიმე კლიენტი მყავდა და უკვე თავისუფალი ვარ, რამდენიმე საათით უნდა გავიდე.
-დაბრუნდები?
-დავბრუნდები, მაგრამ მოგვიანებით ან დილით შევხვდებით.
-ადვოკატის რა გაარკვიე, გავიგე ინდირა აქ აღარ არის.
-წავიდა, მაგრამ ვიპოვით ვინმეს. რას ამბობენ ჩვენი ფირმა როდემდე იქნება კიდევ უფროსის გარეშე ან არ გითხრეს ვინ არის კანდიდატურად წაყენებული?
-არაფერი არ ვიცი და ვფიქრობ ძალიან გაიწელა ეს საქმე.
-ილია ჩემი აზრით შენ გეკუთნის უფროსის სავარძელი და ძალიან სწორი გადაწყვეტილებას მიიღებენ ზემოთ თუ შენ დაგნიშნავენ.
-ავშენდებით. ჩაილაპარაკა ვახომ და მის გვერდით მყოფს თვალი ჩაუკრა, მაგრამ ილიამ გაბრაზებული მიუბრუნდა ვახოს.
-რა თქვი?
-არაფერი, მეც მასე ვფიქრობ როგორც ვატომ თქვა.
-მიხვდებიან და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. უკვე წასასვლელად მოემზადა რომ ლივტის კარი გაიღო და თავისი უჩვეულო და ჯადოსნური ღიმილით ინდირა დაინახა.
-ინდირა?
-ინდირაა და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან შეიცვალა აქედან წასვლის შემდეგ. უკეთესი ცხოვრება აქვს, რომელსაც ნამდვილად იმსახრებს და ამას მისი ბედნიერი ღიმილიც გვიდასტურებს.
-გამარჯობათ, მე დამხვდით თუ ელოდებით ვინმეს.
-ვიღაცას ველოდებით, მაგრამ ეს ვიღაცა თუ შენ ხარ ძალიან გამიხარდება.
-ეს როგორ, დამირეკეს რომ აქ მოვსულიყავი.
-კაბინეტში შევიდეთ ჩემო გოგო. ინდირამ გვერდი ისე აუარა ილიას არც კი შეხედა მას და კაბინეტის კარი დაიხურა თუ არა ვახო მიუბრუნდა ინდირას.
-ჩემო ინდირა ძალიან გამახარე მიღებული გადაწყვეტილებით, მაგრამ დიდი დრო დაგჭირდა ფიქრისთვის.
-დრო ძვირი ღირს ძია ვახო, ამიტომ ფიქრიც საჭიროა რომ სწორად დაფიქრების შემდეგ მივიღოთ სასურველი გადაწყვეტილება.
-გეთანხმები. დაბრძანდი საყვარელო და მეც ახლავეს მოვალ, მხოლოდ რამდენიმე წუთით დაგტოვებ ძვირფასო. დალილა.....
-გისმენთ.
-ყავა მოართვი ჩვენს სტუმარს. ვახო გავიდა და ვატოს უთხრა.
-ყველა შეკრიბე და ჩემთან შემოდით.
-რა მოხდა ვახო.
-მეც არაფერი არ ვიცი, ყველა ერთად გავიგებთ რა მოხდა ან რა მოხდება.
-ილია მიდის ...
-დააბრუნე.
-ილია დაბრუნდი უფროსის კაბინეტში უნდა შევიკრიბოთ.
-ვახო რას აკეთებ, ილია და ინდირა ხომ.... ვახომ გაბრაზებულმა შეხედა სათვალეებიან მამაკაცს და უთხრა.
-გივი ვაკეთებ იმას რაც სწორია ჩვენი ფირმისთვის.
-ვფიქრობ კარგად იფიქრე ყველაფერზე.
-ძალიან დიდი დრო გავიდა რაც მხოლოდ ფირმაზე ვფიქრობ და არავის სექსუალურ ცხოვრებაზე.
-იმედია ყოფილი უფროსის ბედს არ გაიზიარებ ვახო.
-სულ მალე გამოჩნდება დამნაშავეც, თუმცა შენ ყველაზე უკეთ იცი სად უნდა იპოვონ დამნაშავე, მაგრამ ჩუმად ხარ ალბად ამ სიჩუმისთვის კარგადაც გადაგიხადეს.
-რას ამბობ, ვახო....
-მე ყოველთვის პირდაპირ ვამბობ სათქმელს, მაგრამ მე არ ვარ პოლიცილი, არც მოსამართლე. მე უბრალო ადამიანი ვარ ვინც თავის საქმეს აკეთებს და სხვის სავსე თეფშს არ უყურებს შურიანი თვალით. უბრალო ადამიანები კმაყოფილდებიან იმით რაც აქვს, იმედია ესეც გასაგებია შენთვის რაც გითხარი და როგორც გითხარი გივი.
-გასაგებია.
-რა მოხდა, ვახო რატომ მოვიდა ინდირა.
-ყველა მოვიდეს და თქვენთან ერთად გავიგებ მეც მეგობრებო. ოფისის რამდენიმე თანამშრომელი ვახოს კაბინეტში შეიკრიბა, ვახომ ყველას გადაავლო თვალი და მაგიდის უჯრა გამოაღო საიდანაც საშუალო ზომის კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადო.
-რა ხდება ვახო ახლა ზემოდან უნდა დააჩერდე ამ პატარა ქაღალდს, ამ ქაღალდის გამო ხომ შეგვკრიბე აქ გახსენი და ნახე რა არის. ვახომ გაბრაზებულმა შეხედა ილიას და კონვერტი გახსნა, მაგრამ სხეული აუკანკალდა და შუბლზე გამოსული ოფლი ხელის კანკალით მოიწმინდა, შემდეგ კი თქვა.
-აქ ერთი ადამიანის სახელი წერია, ის ადამიანი......
-იქნება ოფისის ხელმძღვანელი.
-ილია მოდი და აქედან ილაპარაკე ან დამაცადე ვთქვა ჩემი სათქმელი, მაგრამ სწორად გამოიცანი სწორედ ამ კონვერტში დასახელებული პიროვნების სახელი იქნება ამ დაწესებულების უფროსი და ეს ადამიანი აქ არის ჩვენს შორის. ვახომ ინდირას შეხედა და ღიმილით უთხრა.
-ბედნიერი ვარ რომ საშუალება მომეცა პირველმა მე მოგილოცო ჩვენი ფირმის ხელმძღვანელობა.
-რა თქვი, ინდირამ რა უნდა გააკეთოს ფირმისთვის, ის ვერ შეძლებს ფირმის ხელმძღვანელობას.
-ილია როგორც ჩანს დარწმუნებული იყავი რომ უფროსის სავარძელი შენ გელოდა, მაგრამ შენი ოცნებები არ ახდა და სიხარულის ასეთი გამოხატვაც არ შეიძლება.
-საკმარისია, დალილა შემოიტანე შამპანიური ჩვენს ახალ ხელმძღვანლს მივულოცოთ. ილია კანკალებდა, ინდირას მიუბრუნდა და უთხრა.
-შეცდომას შეცდომაზე უშვებ და იმედია ეს შეცდომა ძვირი არ დაგიჯდება. ინდირამ ირონიულად ჩაიცინა და ილიას თვალებში ჩახედა.
-მადლობა ილია ასეთი გულთბილი მოლოცვისთვის, მაგრამ უნდა გითხრა რომ მე ისეთ შეცდომა დაუშვი რომლის გამოსწორება შემიძლია, მაგრამ შენს მიერ დაშვებული შეცდომები ვფიქრობ რომ ძალიან ბნელია და ბინძურია, იმედია შენც ამ სიბნელეში და სიბინძურეში ჩაიკარგები. მეგობრებო ვინც გულით მომილოცა დღევანდელი დღე დიდი მადლობა ყველას, ჩემს გეგმებს კი უახლოეს მომავალში გაგაცნობთ, დღეს მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ, მაგრამ უახლოეს დღეებში სულ თქვენს გვერდით ვიქნები. ინდირა ყველას დაემშვიდობა, ვახოს მადლობა უთხრა და წავიდა, ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და უნდა დაერეკა რომ რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ ილია გადაუდგა წინ, ინდირამ შეხედა და მკაცრად უთხრა.
-გამატარე.
-რატომ.
-რა რატომ.
-ეს ადგილი შენთ სირთულეებს მოგიტანს ინდირა.
-ვიცი რომ სავარძელს უმიზნებდი და გგონია შენთვის იოლია უფროსის სავარძელში ჯდომა.
-მე შემიძლია სირთულეებს წინ აღუდგე. ინდირა ძალიან ახლოს მივიდა ილიასთან და უთხრა.
-ვიცი რომ ჩემზე მეტი შეგიძლია, მე სუსტი ვარ და უძლური ალბად გაინტერესებს რატომ ვარ ასეთი სუსტი? მკვლელი არ ვარ ილია და არ შემიძლია მოვკლა ადამიანი, მე შემიძლია მკვლელობისთვის გავასამართლო, დავსაჯო და ეს სამართლიანად გავაკეთო.
-რას ბოდავ.
-არ ვბოდავ და ეს შენც კარგად იცი.
-რა ვიცი ამიხსენი რისი თქმა გინდა.
-აგიხსნა, რა აგიხსნა ილია როგორ მოკალი ამ ფირმის მფლობელი? ამის ახსნა არ გჭირდება, ეს ჩემზე უკეთესად იცი.
-ინდირა.
-რა ინდირა, რა გინდა რომ მითხრა ტყუილია რასაც ვამბობ? არ არის ტყუილი, შენი მოწყობილია ის ღამე, შენ ხარ მკვლელი. ილია გაჩუმდა, მაგრამ მის თვალებში სიყვარული აღარ იყო, იყო სიბრაზე და ინდირას უთხრა.
-სიკვდილს ეთამაშები და მე არ ვიცი დანდობა ინდირა.
-არც საყვარელ ქალს არ დაინდობ, სად გაქრა სიყვარული ილია.
-ინდირა ნუ მეთამაშები...
-მე დავამტკიცებ რომ შენ ხარ მკვლელი.
-მე გაგაფრთხილე.
-არც შენი გაფრთხილების, არც შენი მუქარის და არც შენი მეშინია, რადგან თავად ხარ მშიშარა. ინდირა შებრუნდა და წავიდა, კიბეებზე კი ბაჩო დიდი ვარდების თაიგულით ამოვიდა და დაღლილი ხმით უთხრა ინდირას.
-დავაგვიანე? მომწერე თუ არა წამოვედი, მაგრამ ვხედავ რომ დავაგვიანე.
-არა საყვარელო, ძალიან დროული იყო შენი მოსვლა. ბაჩომ ხელები გაშალა და ინდირა მის მკლავებში მოექცა და ჩაიხუტა გულში და უთხრა.
-გილოცავ საყვარელო. ილია გაბრაზებული შევიდა თავის კაბინეტში სადაც ყველაფერი გადმოყარა მაგიდიდან გარედან კი მქუხარე ტაშის ხმა გაიგონა, ორ შეყვარებულ ადამიანს ტაშს უკრავდა თანამშრომლები. ბაჩომ ყველას ღიმილით მადლობა გადაუხადა, ხელი გადახვია ინდირას და ბედნიერებით სავსემ დატოვა ის ადგილი.
-დაინახე რა სახე ჰქონდა?
-დავინახე და ბედნიერებით ავივსე რომ დაგინახე.
-დღევანდელი დღე უნდა ავღნიშნოთ. ბაჩოს უნდოდა ის საღამო განსაკუთრებული ყოფილიყო ინდირასთვის და ეშმაკური ღიმილით შეხედა ინდირას.
-რატომ იცინი, რაღაც ჩაიფიქრე.
-გინდა ეს საღამო ჩვენი საღამო იყოს?
-მინდა, ძალიან მინდა.
-მაშინ გამომართვი ტელეფონი გათიშე და შენიც გათიშე, წავედით.
-სად წავიდეთ, რა ჩაიფიქრე ბაჩო.
-მოდი ამას სიურპრიზად დავტოვებ.
-მიყვარს სიურპრიზები.
-ესე იგი მენდობი.
-რას ამბობ, ჩემი ცხოვრება უნდა მოგანდო და დღევანდელ დღეზე უარს გეტყვი? ბაჩოს გაეცინა და ღიმილით გაყურებდა გზას, გზას რომელიც ერთი საათის განმავლობაში სასიამოვნო მელოდიის თანხლებით მიუყვებოდა და როცა სიჩქარეს მოუკლო ისინი ერთი ულამაზესი სახლის წინ გაჩერდნენ. სახლი სულ მწვანეში იყო, ეზო ნაირ-ნაირი ყვავილებით ყვაოდა.
-ბაჩო ვისია ეს სახლი, აქ ვინ ცხოვრობს.
-მოგწონს?
-საოცარი სილამაზეა, სიმშვიდე და ყვავილების ნარ ნაირი სურნელი ტრიალებს ჰაერში.
-ეს სახლი ჩვენია, ჩვენი მყუდრო ადგილი და მინდა აქ გავატაროთ თავისუფალი დრო როცა გვექნება, დღეს კი პირველი დღეა.
-მშვიდი ღამე, ვარსკვლავებით მოჭედი ცა და ჩვენ ორნი მეტი რა უნდა ვინატრო თუ არა შენთან ერთად გატარებული ძალიან ბევრი ლამაზი წლები.
-მართლა?
-მართლა.
-არ დაფიქრდები კიდევ უფრო კარგად?
-დასაფიქრებელი არაფერია, მე გადაწყვეტილება მივიღე.
-მაშინ დავეთანხმები შენს გადაწყვეტილებას და გეტყვი რომ მეც მინდა უამრავი წლები გავატაროთ მშვიდად, ბედნიერად და ტკბილად.
-ბედნიერები ვიქნებით ჩემო ძვირფასო.
-გპირდები რომ ვიქნებით ბედნიერები. განსაკუთრებული ღამე ჰქონდათ და დილით ტელეფონი ჩართო ინდირამ სადაც ალექსანდრესგან რამდენიმე გამოტოვებული ზარი ჰქონდა ზედიზედ და ბაჩოს ხელი კრა.
-რა მოხდა, ვფიქრობდი კოცნით გამაღვიძებსმეთქი.
-ტელეფონი ჩართე, ჩემს ნომერზე აქვს რამდენჯერმე დარეკილი ალექსანდრეს.
-დაურეკე და გაიგე რა უნდა.
-არ მეტყვის, ალბად შენ დაგეძებს და რომ ვერ გიპოვა საყვედურებით გვამკობს. ინდირამ მაინც დაურეკა ალექსანდრეს და რამდენიმე ზარის შედეგ უპასუხა.
-არ დამენახოთ არც ერთი და არც მეორე.
-მომესალმე ზრდილობის გამო მაინც, რა მოხდა, რა გაყვირებს.
-სად ხართ, სად გადამალე ჩემგან ბაჩო ასეთ ადგილზე რომ ვერ ვიპოვე.
-ქალაქიდან გავედით.
-რატომ?
-განტვირთვის დღე მოვიწყვეთ.
-რამ დაგღალა ასე ძალიან განტვირთვის დღე რომ მოიწყვეთ და ჩვენ მოგვტეხე.
-მარტოებს გვინდოდა ყოფნა.
-წამართვი მეგობარი, გადაიყვანე შენს ჭკუაზე.
-შენმა იდეამ გაამართლა.....
-დავღუპე მეგობარი, დავღუპეეეე..... ბაჩოს ესმოდა ალექსანდრეს ხმა და იცინოდა, ინდირას კი ნელა ნელა სიბრაზე იპყრობდა.
-მართლა თქვი რატომ რეკავდი ალექს.
-სადაც არ უნდა იყოთ, რა გეგმაც არ უნდა გქონდეთ ყველაფერი გადადეთ გვერძე და ბაჩო განყოფილებაში მოვიდეს.
-არ იტყვი რა მოხდა?
-უკვე აღარ ვხუმრობ ინდირა და სასწრაფოდ მოვიდეს. ბაჩომ საწოლიდან ადგა და ჩაცმა დაიწყო, ინდირას კი უთხრა.
-რაღაც მოხდა ხუმრობით დაიწყო, მაგრამ შევამჩნიე რომ ხმაში სიბრაზე შეეპარა.
-კარგი წავიდეთ, კარგად გამოდის როგორ უნდა ჩააშხამოს სხვას ბედნიერი წუთები და მომენტები.ღამე ტელეფონები გავთიშეთ თორემ ის ღამეც არ გვექნებოდა რაც გვქონდა.
-გპირდები გავიმეორებთ.
-ყოველი სიტყვა ნათქვამი სიბრაზით, ზიზღში არ გადაიტანო. ზიზღი რომელსაც შენს თვალებში ვხედავ დღეს, საზიანოა ურთიერთობის დასასრულებლად და შენ ალექსანდრესთან მეგობრულ ურთირთობის დასრულებას არასოდეს გაიფიქრებ.
-ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ადამიანის მიერ მოყენებულმა ტკივილმა ზიზღის ჭრილობებით შეიძლება კიდევ დიდხანს იცხოვროს შენში.ერთმანეთს ბინასთან დაშორდნენ და ბაჩო მივიდა თუ არა განყოფილებაში პირდაპირ ალექსანდრეს კაბინეტში შევიდა, სკამი გამოწია და ალექსანდრეს შეხედა.
-პირველი უნდა დაგსაჯო ტელეფონი რომ გათიშე, მაგრამ გადამიარა სიბრაზემ, სად ბრძანდებოდით.
-ქალაქიდან გავედით, რამდენიმე საათით.
-დაისვენა ქალბატონმა. ბაჩოს ჩაეცინა და ალექსანდრეს შეხედა.
-გაბრაზებულია.
-გადაუვლის.
-ალექს რა მოხდა, შენს ხმაზე მივხვდი რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.
-შენს გამომეტყველებაზე უნდა ვთქვა რომ არაფერი არ იცი, ამიტომ ეს ვიდეო იყურე. ბაჩომ ტელეფონი გამოართვა ალექსანდრეს და ვიდეოს შეხედა ნელა ნელა კი მის სახეზე გაოცება სიბრაზემ შეცვალა და ალექსანდრეს უთხრა.
-როგორ მოხდა, სად არის დიანა.
-დიანა ფსიხიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.
-დარწმუნებული ხარ?
-სანდო წყაროდან მაქვს ინფორმაცია.
-მისი ქმარი გჯერა რომ დიანამ დაჭრა?
-დარწმუნებული არ ვარ და ამიტომ.....
-დიანა გოგიტას არ დაჭრიდა, ამიტომ უნდა ვნახოთ, მაგრამ შევძლებთ?
-შევძლებთ თუ მოვისყიდით ვინმეს კლინიკიდან, დიანა ჯამრთელია და უნდა დავიცვათ იმ პრეპარატებისგან რასაც იქ გაუკეთენენ და მართლა დაავადდება.
-ყველაფერს გავაკეთებ რომ დიანა იქედან დავიხსნათ.
-ექიმი, უნდა გაიგო ვინ არის მთავარი ექიმი და მასზე მოიძიო ყველა ინფორმაცია.მხოლოდ შენ გენდობი ბაჩო და.....
-ვიცი, იმ ქალზე რა ხდება საავადმყოფოში გაირკვა რამე?
-გარდაიცვალა, მაგრამ მონიკა გაარკვევს ყველაფერს ეს საქმე მას მივეცი შმაგი და მონიკა ამ საქმეზე მუშაობს, ბაჩო შენც რთული საქმე გაქვს, მაგრამ შენზეა დამოკიდებული დიანას ჯამრთელობა და თავისუფლება.
-წავედი.
-შენს ზარს ველოდები ან კარგი ამბით დაბრუნდი. ბაჩო წავიდა და კლინიკაში მომუშავე ყველა პერსონალის ისტორია შეისწავლა და ბოლოს დაღლილი, მაგრამ გახარებული ესტუმრა კლინიკას.
-ვინ ხართ, აქ უცხო პირთა შემოსვლა აკრძალულია.
-ვიცი გავეცანი თქვენს წესებს, მაგრამ მთავარი ექიმის ნახვა მინდა.
-მე ვარ კლინიკის მთავარი ექიმი.
-შესანიშნავია, თქვენ ღიბრაძე კახი ბრძანდებით და მე ვარ ბაჩო საჯაია. უთხრა ექიმს და თავისი პირადობა აჩვენა.
-გისმენთ.
-თუ შეიძლება ცალკე ვისაუბროთ, კაბინეტში. ექიმი თავის კაბინეტში შევიდა და ბაჩოს უთხრა.
-მობრძანდით, დაბრძანდით და რით შემიძლია თქვენი დახმარება.
-დახმარება ნამდვილად მჭირდება ექიმო.
-ვერ გავიგე როგორ დაგეხმაროთ.
-თქვენი ახალი პაციენტი უნდა ვნახო.
-პაციენტი? ექიმი გაოცებული უყურებდა ბაჩოს და შემდეგ უთხრა.
-ეს შეუძლებელია.
-რატომ?
-რატომ და პაციენტის ნახვა მხოლოდ მის ახლობლებს შეუძლია და მათთვისაც შეძღუდულია ნახვის დღეები, მე კანონს ვერ დავარღვევ.
-ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ გაქვთ კანონი დარღვეული ექიმო.
-რას ამბობთ.....
-ამ საქაღალდეში თქვენი ისტორიაა სადაც ჩვენი ნიჭიერი თანამშრომლებისგან მოძიებულია ის ინფორმაციები რაც ხდება ამ დაწესებულებაში. პაციენტების წამება, პრეპატარების შეცვლა და ამაზე რომ თვალი დავხუჭოთ, ვერ დავხუჭავთ თვალს რამდენჯერმე ახალგაზრდა გოგონაზე როგორ იძალადეთ. ექიმი დაიბნა, მაგრამ მაგრად იდგა ბაჩოს თვალებში შეხედა და უთხრა.
-თქვენ ვერაფერს დამიმტკიცებთ, ეს წლების წინ იყო.....
-მე ყველაფერი შემიძლია გავაკეთო ექიმო, ამ ფლეშკაზე შენახულ ვიდეოში ნახავთ როგორ უცვლით პრეპარატებს ჯამრთელ პაციენტებს, რომ არაფერი თქვას ახლობლებთან. თქვენ არ აუმჯობესებთ პაციენტების ჯამრთელობას, თქვენ თქვენი უფლებების ზედმეტად გამოყენებით აუარესებთ მათი ჯამრთელობის მდგომარეობას.
-გინდათ დამაშანტაჟოთ, ვერაფერს დამიმტკიცებთ რადგან ხელთ არაფერი არ გაქვს.
-თუ დიანას ამ კლინიკიდან გამოყვანაში არ დამეხმარები ამ ვიდეოთი სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს.
-რა ვიდეო გაქვს, არანაირი ვიდეო არ არსებობს.
-ძალიან სცდები ექიმო, გაჩვენებთ ახლავეს როგორ ექცევით პირადად თქვენ პაციენტებს და მოსამართლე თავად მოგისჯით სასჯელს. ბაჩომ ვიდეო აჩვენა ექიმს და ექიმი დამუნჯებული უყურებდა იმ კადრებს რომლებიც წლების წინ ეგონა რომ წაშლილი იყო, მაგრამ ეს ვიდეო დღეს ბაჩოს ხელთ იყო.
-საიდან გაქვთ ეს ვიდეო, ვინ მოგცათ.
-ეს ინფორმაცია არ გაიცემა ექიმო.
-რა, რა, რა გინდათ რომ გავაკეთო.
-თქვენ ხართ ამ კლინიკის მთავარი ექიმი და დიანასთან უნდა შევიდე, დაველაპარაკო.
-მხოლოდ ეს თხოვნა გაქვთ?
-არის კიდევ თხოვნა, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ყველა იმ წამლების მიცემა რომლებიც მართლა საფრთხეს შეუქმნის მის ჯამრთელობას
-მაგრამ..............
-ვიცი რომ მისმა არაკაცმა ქმარმა დიდი თანხა გადაგიხადათ, რომ დიანა დაადებილოთ წამლებით, მაგრამ თქვენ კეთილი ადამიანი ხართ და ამას არ გააკეთებთ.
-რა გავაკეთო...
-მისთვის გათვლილი პრეპარატები ცალკე გაქვთ, ასეა?
-კი, ნამდვილად ასეა.
-შეცვლით ამ წამლებს და მისცემთ ვიტამინებს და მესამე არ აჩვენებთ მის ქმარს დიანას. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა გააფრთხილებთ დიანას ქმართან შეხვედრის შესახებ.
-გასაგებია, თქვენ....
-მე ახლავეს უნდა ვნახო დიანა და დაველაპარაკო მას როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს.
-შეუძლებელია ახლა მისი ნახვა, წუთი წუთზე წამლის ახალ დოზას გაუკეთებენ.
-უნდა დავასწროთ, გესმის ეს როგორი მნიშვნელოვანია? ექიმი ადგა ხალათი გამოიღო გარდერობიდან და ბაჩოს მისცა.
-ჩაიცვი, აქ ყველა ყველას და ყველაფერს აკვირდება. ბაჩომ სათვალე მოირგო და ექიმთან ერთად გაიარა ის ჰოლი სადაც შეშლილი პაციენტები იყვნენ და ზოგი მათგანი მღეროდა, ზოგიც უაზროდ იცინოდა, ზოგს კი ძალიან სევდიანი ცარიელი და არაფლის მთქმელი გამოხედვა ჰქონდა. ბაჩომ ვერ გაუძლო ამ აუტანელი ტკივილით სავსე გარემოს და თვალები მაგრად დახუჭა, ექიმი კი ერთ ერთი ოთახის კართან მივიდა და გასაღებით გააღო. ბაჩომ შეხედა დიანა ხელებით და ფეხებით ჰყავდათ საწოლზე მიბმული და მისი თვალები კი ცრემლებით იყო სავსე.
-როგორ ფიქრობთ ექიმო ეს არ არის კანონის დარღვევა? როგორ ექცევით სრულიად ჯამრთელ ადამიანს, იმიტომ ხომ არა რომ მის ნაბიჭვარ ქმარს ასე უნდა რომ იყოს.
-ბაჩო აქაც მოხვედი, გთხოვ გამიყვანე აქედან.
-დამშვიდდი, ყველაფერი ვიცით და ვცდილობ გაგიყვანოთ აქედან.
-მპირდები რომ გამიყვან?
-გპირდები აქედან სულ მალე გაგიყვანთ.
-ბატონო....
-ექიმო მარტო დამტოვე დიანასთან.
-გასაგებია. ექიმი გავიდა და ბაჩომ ყველაფერი აუხსნა დიანას.
-ვერაფერს გააკეთებ ბაჩო მას ექიმი და ყველა პერსონალი მოსყიდული ყავს.
-ექიმს ისეთი ბინძური ვიდეოები აღმოუჩინეთ ის უკვე ჩვენს მხარეს არის და არ გაგყიდის, წამლებს მხოლოდ მაშინ მიიღებ როცა აქ შენი ქმარი იქნება და ისიც რაღაც ვიტამინებს. გააკეთებ ისე რომ ვერ იცანი ვინ მოვიდა, ჩვენ თვალს გადევნებთ.
-როგორ...
-მოვალთ ერთ საღამოს და აქ მალულ კამერას დავაყენებთ.
-ეს საკმარისი იქნება?
-საკმარისი იქნება, რადგან აქ დაცული ადგილია და დაუფარავად იტყვის ყველაფერს, შენ კი გაყრაზე როცა შეიტან ისევ განცხადებას ამ ვიდეოს გამოვიყენებთ.
-გასაგებია, მაგრამ.....
-შენ მართალი ხარ რადგან არსებობს ერთი მაგრამ, მაგრამ გარკვეული დრო მოგიწევს აქ ყოფნა და სწორედ ამ ვიდეო ჩანაწერებით დაიხსნი მისგან თავს და მისი ქონების ნახევარს მიიღებ.
-რა ქონება, ბაჩო გოგიტა ჩემს სალში ცხოვრობს, ჩემს ბინაში მას თავისი კუთხე არც კი ვიცი სად აქვს.
-გასაგებია, მაგრამ ქორწინებაში შეძენილი რაც არის ის გაიყოფა და ეს მარტო არ არის, მისი ქონება რომ მიიღო შენ და შენმა შვილმა ყველა მისი სიბინძურე რაც კი ჩაუდენია უნდა გამოვააშკარაოდ. ამ ყველაფერს კი დაემატება წამება და სიცოცხლის შეზღუდვა სრულიად ჯამრთელი მეუღლის მიმართ, ის ძალიან დიდ კონპესაციას გადაიხდის მორალური და მატერიალური ზიანის მიყენებისთვის. ახლა მითხარი როგორ ხარ, გტკივა რამე?
-როგორ ვარ, შიში აღარ მაქვს რადგან დარწმუნებული ვარ ვერ მოვა და ვერ მომექცევა ისე როგორც მექცეოდა, მაგრამ სული მტკივა ბაჩო ჩემი შვილის მონატრებით.
-ბავშვი სახლში იყო რომ წამოგიყვანა?
-არა, იცოდა ბავშვი რომელ საათზე ბრუნდებოდა ბაღიდან და მის დაბრუნებამდე მოასწრო ყველაფერი.
-შენ დაჭერი?
-შენ გჯერა რომ მე დავჭერი?
-არა და სიმართლც რომ იყოს მაინც გამიჭირდება დავიჯერო.
-თავად დაიზიანა თავისი თავი, მერე ისე სისხლიანი მომვარდა და ისე მცემა ვეღარ გაუძელი და რაც მომყვა ხელში თავში ჩავარტყი. დაბარბაცდა და წაიქცა მე ოთახში ჩავიკეტე, მაგრამ შემოამტვრია დანა ხელში ჩამიდო თითქოს მე მივაყენე ჭრილობები. არ დაიჯერებ, მაგრამ შემდეგ ძალა იხმარა ჩემზე და მითხრა საბოლოოდ ღებულობ სიამოვნებასო. როცა სააბაზანოში შევედი და თავი მოვიწესრიგე სახლში რამდენიმე მამაკაცი შემოვიდა, ჯერ მშვიდად მიყურებდნენ შემდეგ კი თეთრი ხალათი ჩამაცვეს ხელები გამიკრეს და აქ მომიყვანეს.
-როგორ შეძელი აქამდე მის გვერდით ცხოვრება.
-ბოლო წელია რაც უხეშობა დაიწყო, იყო უხეში, მაგრამ ასე არ ძალადობდა და არ მცემდა. მიუხედავად იმისა ვიცოდი საყვარელი ყავდა სახლში ყოველთვის ღიმილით ბრუნდებოდა, მაგრამ საყვარელმა მიატოვა რამდენიმე თვის წინ და მასზე გაბრაზებული ჩემზე გადმოვიდა.
-მხოლოდ ქალებთან არის მაგარი, მაგრამ იმედია შევაჩერებთ.
-ვერ შეაჩერებთ, ის კვალს არასდროს ტოვებს.
-არც ექიმს ეგონა კვალს თუ დატოვებდა, მაგრამ ძალიან მარტივად შეცდა.
-ქორწინების პირველი თვიდან უკვე შიში მაქვს და მხოლოდ ჩემს თავს ვიდანაშაულებ, არ უნდა შემშინებოდა და არ უნდა დამეხარა თავი მისთვის შიშისგან.
-თავს ნუ იდანაშაულებ, ასეთი პიროვნების გვერდით შენს ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყო ყველა იგივე ბედს გაიზიარებდა, როგორიც შენ გქონდა მასთან. დიანამ ბაჩოს შეხედა და სევდიანი ხმით უთხრა.
-ისევ მოხვალ?
-მოვალ, უნდა დავრწმუნდეთ რომ მისი ხალხი არ ყავს დაყენებული, რომ მოსვლა შევძლოთ.დიანა უნდა წავიდე, შემდეგ მოსვლაზე ტელეფონს მოგიტან და ასე შევეხმიანებით ერთმანეთს. ბაჩო წასასვლელად მოემზადა და ვერ შეხედა დიანას წასვლის დროს რადგან არ უნდოდა მის თვალებში დანახული სევდა თან გაყოლოდა, მაგრამ უეცრად შემობრუნდა და უთხრა.
-დღეს რამე ჭამე?
-არა.
-წამლებით ხარ გაჟღენთილი, ვეტყვი ექიმს რომ ნორმალური კვება იყოს შენთვის. ბაჩომ დატოვა დიანა და ისევ ექიმის კაბინეტში შევიდა.
-დაასრულეთ საუბარი......
-ექიმო პაციენტი დღეს მშიერი გყავთ, როგორ ფიქრობთ ეს ინფორმაცია ტელევიზიაში რომ გაჟღერდეს არავინ მოგთხოვთ პასუხს? აქ ხომ უამრავი პაციენტია და მათი ახლობლები თანხას უხდის ამ კლინიკას.
-მას ისეთი წამლები აქვს მიღებული რომ შიმშილს ვერ იგრძნობს....
-მაგრამ გრძნობს შიმშილს, დაურეკე ვისაც ევალება ეს საქმე და ახლავეს რამე შეუტანონ, რომ ამ დიდ ტკივილთან ერთად შიმშილის გრძნობაც არ ჰქონდეს. გვიან იყო კლინიკა რომ დატოვა, სახლში მივიდა და ინდირა სამზარეულოში დახვდა რომელსაც მისი საყვარელი სალათა გაეკეთებინა და უკვე მაცივარში ინახავდა.
-ეს რა არის რატომ წვალობ შეკვეთას მივცემდი, მაგრამ....
-მაგრამ...............
-შენს გაკეთებულ კერძებს სულ სხვა გემო ექნება.
-სწორედ ამიტომ გავაკეთე, მინდოდა შენს სახეზე ღიმილიც და გაოცებაც დამენახა.
-რაც ჩაიფიქრე გამოგივიდა.
-რა ჩავიფიქრე...
-ჩემი გაოცება და გაღიმება, მაგრამ ერთი რამ დაგავიწყდა.
-რა დამავიწყდა...
-ჩემს ღიმილს და ჩემს გაოცებას ჩემი ბედნიერებაც უნდა დაამატო, მაგრამ ახლა შენზე მომიყევი როგორი იყო პირველი დღე შენს ახალ სამსახურში.
-არ გამიჭირდა მათთან კომუნიკაცია რადგან ყველას ვიცნობ, მაგრამ არის ერთი ვინც თავიდან უნდა მოვიშორო.
-ვიცი ვისაც გულისხმობ, ინდირა მომისმინე სერიოზული კითხვა მინდა დაგისვა. ინდირა ბაჩოს მიაჩერდა და მოუთმენლად დაელოდა რა კითხვას დაუსვამდა.
-რა მოხდა, ჩვენ გვეხება.....
-არა, არა ერთ ნაცნობ ქალს ეხება რომელიც ქმარმა ფსიხიატრიულში გამოკეტა და რა შეიძლება გავაკეთოთ რომ ქალი გავანთავისუფლოთ იმ კლინიკიდან. ინდირა შეცბა და ბაჩოს მიაჩერდა აშკარად დაეტყო რომ ანერვიულდა და ბაჩო მიხვდა მისი ნერვიულობის მიზეზს.
-ვინ არის ის ქალი და რამდენად ახლოს იცნობ. ბაჩოს გაეცინა ინდირას თვალებში შიში რომ დაინახა.
-ნუ გეშინია და ნუ ფიქრობ სხვაგვარად, ის ქალი ჩემი კლიენტია.....
-იმდენად ახლოს იცნობ შენს კლიენტს, რომ გინდა დაიხსნა ქმრის მრისხანებისგან?
-ინდირა მისი ქმარი დამნაშავეა და მასზე ინფორმაციას ვაგროვებთ ეს ალექსანდრემაც იცის, მაგრამ დიანა უდანაშაულო არის და მისი ქმრის მსხვერპლია. დაიმახსოვრე რომ სანამ შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში სხვა ქალი არ იარსებებს და თუ არ მენდობი, არ გჯერა ჩემი ქორწინებაც დაივიწყე.
-იმდენად მოულოდნელი იყო ეს კითხვა დავიბენი, ბოდიში.
-მითხარი რა უნდა გავაკეთოთ ამ ქალის კლინიკიდან დასახსნელად.
-აუცილებელია ჯერ გავესაუბრო ექიმს, მერე ცნობაზე მისი ხელმოწერა რომ პაციენტი ჯამრთელია და არ საჭიროებს ფსიქიატრიულში ყოფნას. მესამე, ექიმის საუბარიც საკმარისია, რომ დიანა ქმრის ბრძანებით არის გამოკეტილი კლინიკაში, რომ ის ნაცემი მოიყვანეს. ფოტოები, ვიდეოები და ყველა უმნიშვნელო ინფორმაციაც საჭიროა. უნდა შევხვდე და დაველაპარაკო, სხვა შემთხვევაში ძალიან გამიჭირდება დახმარება თუ ის გავლენიანია ხომ იცი ჩემს ზემოთ უფრო დიდი ხალხი ზის და როგორც ისინი იტყვიან ისე იქნება გადაწყვეტილებაც, მაგრამ მტკიცებულებები თუ საკმარისი იქნება ჩემი გადაწყვეტილება მათზე მაღალია სასამართლო პროცესის დროს.
-წაგიყვან და შეგახვედრებ მას.
-ვინ არის მისი ქმარი შეუძლებელია არ ვიცოდე.
-გოგიტა გოგოძე ადრე ნასამართლებია სხვადასხვა დანაშაულობებზე.
-გოგიტა გოგოძე ვიცნობ მას, ილიას მეგობარია და დარწმუნებული ვარ ორივე ერთად არის ყველა ბინძურ საქმეებში.
-სწორედ რომ ასეა.
-გავაწყო მაგიდა?
-დღეს ძალიან დავიღალე, წყალს გადავივლებ და შემდეგ ვისადილოთ. ბაჩო რამდენიმე წუთში ინდირასთან ერთად შეექცეოდა გემრიელ ვახშამს, ილია კი სახლში დაბრუნდა და ნათიას ისევ გაბრაზებულმა შეხედა.
-როგორ ხარ, დამშვიდდი თუ ისევ იმავე აზრზე ხარ.
-არ გშია თუ ისევ გარეთ ივახშმე როგორც ყოველთვის.
-რა გაქვს, მოამზადე კი რამე დღეს ჩემთვის.
-მობრძანდი და თავად ნახე, მანდ მოგართვა? ილიამ ჩანთა თავის სამუშაო ადგილზე დადო და ხელები დაიბანა, სამზარეულოში შესულმა მაგიდას გადახედა და კმაყოფილმა ჩაილპარაკა.
-მიხვდი დღეს შეცდომა რომ დაუშვი და გული გინდა მომილბო, ჩემი საყვარელი კერძია მაკარონი კატლეტით. ყოჩაღ, ყოველთვის იცი რა მომეწონება და კარგ ხასიათზე რა დამაყენებს. მიირთვა გემრიელად, წყალიც გადაივლო მოგვიანებით დაწვა, ნათია კი ჯერ ტელევიზორთან იჯდა, მოგვიანებით ავიდა საძინებელში როცა დარწმუნდა ილიას ეძინა, მაგრამ ილია ფხიზლად დახვდა.
-დაგაგვიანდა.
-შეზღუდული არის საათები?
-არა, მაგრამ გამიკვირდა რომ დაიგვიანე.
-ილია სიყვარული რა არის, ნამდვილ სიყვარულს ვგულისხმობ.
-სიყვარული ტანჯვა და ტკივილია, გიყვარს, მაგრამ საპასუხოდ არაფერს ელი.
-ეს უპირობო სიყვარულია.
-მართალია, უპირობო სიყვარულია.
-არც შენ ელი საპასუხოდ არაფერს?
-მე 7 წელია ველოდები რაც გამაბედნიერებს და ჩემს ცხოვრებას შეცვლის, მაგრამ არ არის. დიდი იმედი მაქვს ერთ დღეს გამაბედნიერებ ამ დიდი სიხარულით და წლების ლოდინს გაამართლებ. რამდენიმე დღე მშვიდ გარემოში ცხოვრობდა, მაგრამ ნათიას უცნაურობა დაეტყო და ილიას შეეშინდა მის მოულოდნელ გულის წასვლებზე.
-ილია სამსახურში დაგაგვიანდება, არ მიდიხარ დღეს?
-არა, დღეს ექიმთან წავალთ ნათია.
-კარგად ვარ, არ არის საჭირო ექიმთან წასვლა.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ, უბრალო ვირუსია და გამივლის. ილია ჩაფიქრდა, მაგრამ არაფერი თქვა და წავიდა, სახლიდან გასულს გოგიტამ დაურეკა და მასთან შესახვედრად წავიდა.
-სამსახურში მივდივარ, მოხდა რამე?
-მიძინებულია ის საქმე, იცი რამე?
-არაფერი ვიცი, მაგრამ ცუდი წინათგრძნობა მაქვს.
-ჩვენ ყოველთვის უხილავები ვართ, ეს არ ინერვიულო.
-ვნახოთ.
-ნათია როგორ არის, დაელაპარაკე რამე გითხრა?
-არაფერი სერიოზული, რამოდენიმეჯერ გული წაუვიდა, მაგრამ მითხრა ვირუსი არის უბრალოო და მეტი არაფერი.
-ილია ფრთხილად იყავი.
-რაზე ან ვისზე, რატომ მაფრთხილებ გოგიტა.
-მეტი არაფერი ვიცი, მეტი დრო გაატარე შენს ოჯახში და შენს ცოლთან.
-მოიცადე, მოიცადე შენ რაღაცას მიკაკუნებ და რას ვერ ვხვდები.
-რაც გითხარი ის გაითვალისწინე სანამ ცუდი მომხდარა, სხვას ყველაფერს მოევლება.
-მაინც ვერ გავიგე, რატომ მეუბნები ამ სიტყვებს.
-რა გინდა ან როგორ გითხრა სხვაგვარად თვალებში ჩაგთხარო თითი თუ ფაქტზე მიგიყვანო.
-თქვი რისი თქმაც გინდა რომ შემოიარე სამყარო და დამღალე ლოდინით.
-ვერ ხვდები ვერაფერს, შენს ცოლს მეგობარი ყავს.
-რა მეგობარი, როგორი მეგობარი ან ვინ არის და სად არის.
-სხვის ქალებს დევნას და სიყვარულობანას თამაშს, შენს ცოლს მიხედე მეგობარო. ილია გაბრაზდა და სახლში დაბრუნდა, ნათიას შეხედა რომელიც სარკესთან იდგა და ღიღინებდა. სარკეში შეხედა ილიას ნათიამ და გაოცებულმა უთხრა.
-რატომ დაბრუნდი, ხომ გითხარი რომ კარგად ვარ.
-დავფიქრდი და უნდა დავილაპარაკოთ.
-რა მოხდა, რაზე დაფიქრდი ან რაზე უნდა დავილაპარაკოთ.
-გადაწყვეტილება მივიღე, რომ აქედან წავიდეთ.
-რა, რა თქვი. ილია სად უნდა წავიდეთ, აქ ჩვენი ცხოვრებაა და ჩვენი კუთხე.
-წავიდეთ და უფრო ბედნიერები ვიქნებით.
-აქ რა გვიშლის ხელს ბედნიერები რომ ვიყოთ, ვინმე გეწინააღმდეგება თუ საყვარელი დაგშორდა და არ გინდა ძველი ლამაზი მოგონებები გაგახსენოს მასთან შეხვედრამ.
-ირონია არ გიხდება ნათია.
-არ მოგწონს ირონია, რადგან მოულოდნელად დაფიქრდი ოჯახზე და ოჯახურ ბედნიერებაზე. მაინტერესებს რატომ გაგიჩნდა ეს გრძნობა, რომ აქ ბედნიერები არ ვართ და სხვაგან ვიქნებით.
-დაჯექი და მომისმინე კარგად.
-ილია მარტო შენ იღებ გადაწყვეტილებას და ფიქრობ, რომ შენი სიტყვა კანონია, როგორ ფიქრობ მე არ მაქვს სიტყვის თქმის უფლება? ახლა კარგად შენ მომისმინე, ჩემი ცხოვრება აქ არის და არსად წასვლას არ ვაპირებ.
-შენი ცხოვრება იქაა სადაც ჩემი ცხოვრებაა.
-ილია რა იფიქრე, ერთ დილას გაიღვიძებ და აღმოაჩენ რომ წავედი ყველაფრის აუხსნელად?
-არავის წინაშე არ ხარ ვალდებული რამე აუხსნა, ეს ჩვენი ცხოვრებაა,ჩვენ ორს გვეხება და ჩვენ ორი ვგეგმავთ ჩვენს ცხოვრებას თუ არის ვინმე ვინც აქ გაკავებს. არ დაიბნა ნათია და ილიას მიუბრუნდა, თვალებში ჩახედა და უთხრა.
-მაკავებს, აქ ჩემი ოჯახია, ჩემი და, ჩემი მამა. მე არსად არ მოვდივარ, შენ სადაც გინდა იქ წადი, ისედაც მარტო ვცხოვრობ სულ წასული ხარ თუ საყვარლები და თუ გოგიტა ესენია შენი ცხოვრება. მართლა წასვლა გინდა და გოგიტაც თან მოგყავს, თქვენ ხომ განუყრელები ხართ.
-ნათია............
-არსად არ მოვდივარ ილია.
-შენ ჩემი ცოლი ხარ.....
-მაგრამ შენ ეს არ გახსოვს, ყოველ შემთხვევაში დღემდე არ გახსოვდა.
-არა უშავს, ახლა გავიხსენებ და ყოველ ჩემს შემოხედვაზე შენც გაგახსენდება რომ შენი ქმარი ვარ.
-რაც გინდა გააკეთე, ილია თუ გგონია განქორწინება გადავიფიქრე გეტყვი რომ არა, განქორწინება მინდა. ილია შეცბა, წაბარბაცდა რადგან დარწმუნებული იყო ნათია სიტყვა განქორწინებას აღარ გაიმეორებდა და გაბრაზებულმა შეხედა.
-განქორწინებას ვერ მიიღებ, არ განვქორწინდებით ნათია.
-განვქორწინდებით ილია.
-არა, განქორწინება არ იქნება, რადგან შენ ჩემი საკუთრება ხარ. გაოცებული რატომ მიყურებ, გაუგებრად ვამბობ რამეს? ნათია უყურებდა ილიას და გულში თქვა.
-,,ან ახლა, ან არასოდეს''. ფეხზე წამოდგა ილიასთან ახლოს მივიდა.
-ცოლი ვარ და თან საკუთრება, მაშინ არ ვიყავი შენი ცოლი ყოველ მესამე დღეს რომ მიდიოდი და მარტო მტოვებდი თუ მაშინ არ მთვლიდი შენს საკუთრებად. ააა, გამახსენდა მაშინ ხომ საყვარლებს უმტკიცებდი როგორი მაგარი მამაკაცი ხარ სექსში, მაგრამ დიდი არაფერი ხარ ჩემზე უკეთ ვერავინ გაგიცნობს ილია.
-ვერც შენ მიცნობ, რადგან წარმოდგენა არ გაქვს გაბრაზებულზე რა შემიძლია გავაკეთო. ილიამ პიჯაკი აიღო და სახლიდან გავიდა, ნათიამ კი მიაძახა.
-გოგიტასთან შესვლა არ დაგავიწყდეს გული გადაუშალე ის კი დაგამშვიდებს. ილია შორს არ წასულა სახლთან ახლოს მდებარე ბარში შევიდა და სიგარეტს ეწეოდა, რამდენიმე მაგიდის შემდეგ ქერა ქალი დაინახა და ჩაიღიმა, სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და ქერასთან მივიდა.
-შეიძლება თქვენი სიგარეტი ავიღო, აღმოვაჩინე რომ გამითავდა, ბოლო ღერი რამდენიმე წუთის წინ ჩავაქრე.
-აიღეთ. უთხრა ქერამ, მაგრამ არც კი შეხედა ილია კი იდგა მასთან ახლოს და უყურებდა.
-მე ილია ვარ.
-მე ლალი ვარ.
-სასმელს ეტანები, რამე პრობლემები გაქვს?
-მიღალატეს და ვფიქრობ როგორ გადაუხადო სამაგიერო თუ მოვკლა და დავისვენო.
-დაგიჭერენ და გიღირს კი ცხოვრების გაუბედურება, ვფიქრობ შენც იგივე ტკივილი მიაყენო როგორც შენ გატკინა. ქერამ შეხედა ილიას და უთხრა.
-არ არის ცუდი იდეა, ჩემთან წავიდეთ? ილიამ ჩაიცინა ამჯერადაც დაითანხმა ქალი და ქერასთან ერთად მისივე ბინაში წავიდა, ნათიაზე გაბრაზებულმა სამსახურიც დაივიწყა და ის დღე ქერასთან ერთად გაატარა.
-რომელი საათია, ჩამობნელდა თუ ოთახში ბნელა.
-დაღამდა ძვირფასო უკვე 10სთ-ია.
-უნდა წავიდე.....
-არ დარჩები, წინ დიდი და სასიამოვნო ღამე გვაქვს.
-არა, უკვე უნდა წავიდე. ილია სახლში მივიდა და ნათია არ დახვდა, გაბრაზებულმა ყველა ოთახები შემოიარა, მისი ნივთებიც შეამოწმა და ბოლოდ მაგიდაზე წერილი დაინახა.
-,,მივდივარ და არ მეძებო, ამ სახლში აღარ დავბრუნდები.''
-დაგაბრუნებ, დაგაბრუნებ ჩემი ხელით და ზედმეტი თავისუფლება რომ მოგეცი ესეც ჩემი ბრალია. იცოდა სადაც მივიდოდა ნათია და წავიდა, არ უნდოდა სიბრაზე შეემჩნიათ და სახლში შესულმა ნათიას ურეაქციობამ სიბრაზე უფრო მეტად მორია და მკლავში ხელი მოკიდა.
-ხელი გამიშვი, არ მოვდივარ ილია.
-სანამ ხელ მოწერილები ვართ ვალდებული ხარ ჩემს სახლში იყო, ჩემს გვერდით. ნათია კარებში გასვლისას დალოს მიუბრუნდა და უთხრა.
-არ გამომყვე, მე თავად გაუმკლვდები.
-ნათია დაო...
-არ ინერვიულო, დაგირეკავ. სახლში მისულ ილიას სიბრაზე მრისხანებაში გადაუვიდა და ნათია სახლის სარდაფში ჩაიყვანა.
-აქ რა მინდა, ილია სულ გააფრინე?
-აქ იქნები სანამ ბოდიშს არ მომიხდი. ილია მთელი ღამე იჯდა და ფიქრობდა, დილით თავი მოიწესრიგა და სამსახრში წავიდა და რამოდენიმე დღე ასე გაგრძელდა უხმოდ მიდიოდა და უხმოდ ბრუნდებოდა, ნათიას წყალს და საკვებს დაუტოვებდა და სახლიდან გადიოდა. ერთ დილით დადარდიანებული მივიდა ოფისში და თავისი კაბინეტის კარი ღიად დახვდა, იქვე მისი მდივანი იდგა და გაოცებულმა კითხა.
-რა ხდება, რამდენჯერ გითხარი ჩემს კომპიუტერს არავინ შეეხოსმეთქი. ხელი კრა მდივანს და მდივანმა უშიშრად შეხედა ილიას.
-პოლიციიდან არიან.....
-პოლიციას რა უნდა ჩემგან ან რას ეძებენ ჩემს კომპიუტერში.
-მათ კითხვებს რომ უპასუხოთ ბ-ნო ილია. ილიამ უცნაურად შეხედა მდივანს და შემდეგ პოლიციელებს მიუბრუნდა.
-რას ეძებთ ჩემს ნივთებში შეიძლება გავიგო?
-დამშვიდდით, მივაგნებთ რასაც ვეძებთ.
-მაგრამ უფლება მაქვს გავიგო აქ რას აკეთებთ.
-მხოლოდ ვიცი რომ ადვოკატი დაგჭირდებათ და იზრუნეთ თქვენს თავზე. ილია გაბრაზდა და მდივანთან მივიდა.
-დაურეკე.
-ვის დაურეკო.
-ახლავეს დაურეკე და მოვიდეს.
-ვინ მოვიდეს მითხარით და დაურეკავ.
-ინდირას დაურეკე.
-ინდირა გასულია, აქ არ არის და დააგვიანდება. ილია ინდირას ნომერზე რეკავდა, მაგრამ ინდირამ ტელეფონს დახედა ხმა გაუთიშა და კლინიკის კიბეები ნელა და მშვიდად აიარა.
-სიძულვილის გრძნობა დაივიწყე და იცხოვრე სიყვარული და რომანტიული ურთიერთობებით, დასრულდი ილია და ბოლომდე მე დაგასრულებ. პრობლემა ისაა, რომ ჯერ კიდევ საზოგადოებაში ტრიალებ. შენ გაართულე ჩემში ზიზღი და იმდენად დიდია ეს გრძნობა, რომ შენი ხმის გაგონებაც კი არა არათუ დანახვაც არ მინდა.
-რა მოხდა, ვინ გირეკავს რამე სერიოზულია?
-არა და არც არასდროს ყოფილა.
-ისევ ის არის?
-გავთიშე ტელეფონი, შედი და მაჩვენე დიანა. ბაჩო დიანასთან ინდირასთან ერთად შევიდა.
-ბაჩო ისევ აქ ხარ, სიტყვა შეასრულე.
-აქ ვარ, მოვედი და მარტო არ მოვსულვარ, ადვოკატი მოგიყვანე თან საუკეთესო.
-მართლა?
-მართლა და მითხარი კვება როგორია, გააუმჯობესეს?
-კარგად ვარ, ექიმი ხშირად შემოდის და მესაუბრება. წამლებს აღარ მიკეთებენ, მაგრამ აქედან გასვლა მინდა.
-აქედან რომ გახვიდე, ამ ქაღალდს ხელი უნდა მოაწერო და საქმეს ავღძრავთ შენი ქმრის წინააღმდეგ, მაგრამ ყველაფერი უნდა მომიყვე. რამდენიმე საათი საუბრობდნენ, ინდირა დრო და დრო ინიშნავდა დიანას ნათქვამიდან მნიშვნელოვან მომენტებს. ილიამ რამდენჯერმე სცადა დაკავშირებას, მაგრამ ტელეფონი დუმდა, კლინიკიდან გამოსულმა ქეთის დაურეკა.
-რა ხდება ქეთი ამიკლო ილიამ ზარებით.
-ილიას კაბინეტში პოლიციაა.
-ეს მომწონს, დააგვიანდათ კიდეც. ერთ საათში დავბრუნდები შესაძლებელია უფრო გვიან რადგან მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. ილიამ ვერ შელო ინდირასთან დაკავშირება და გოგიტას დაურეკა.
-გისმენ ილია.
-ჩემს კაბინეტში პოლიციაა, გოგიტა ჩემი საქმე ცუდად არის.
-ადვოკატი აიყვანე და მშვიდად იყავი. ილია კაბინეტიდან გამოვიდა და ერთ ერთი თანამშრომლის კარი ღიად იყო და ტელევიზორს გაშტერებული უყურებდა, სადაც მომხდარ მკვლელობას აცხადებდა და მოკლული ის ქერა ქალი იყო ვისთანაც ერთი დღე გაატარა ილიამ.
-მომიწყვეს, გეფიცები ეს მე არ ჩამიდენია.
-რა მოხდა, რა პანიკაში ხარ.
-გოგიტა მომიწყვეს, მე არ მომიკლავს.
-ვინ არ მოგიკლავს, რას ბოდავ გათიშე ტელეფონი. ილიამ ტელეფონი გათიშა და ყველას შეუმჩნევლად ოფისიდან გავიდა, მალე კი გოგიტას შეხვდა.
-რა მოხდა, რა ფერი გადევს. ილიამ დამშვიდდა და ყველაფერი მოუყვა გოგიტას
-დარწმუნებული ხარ ის ქალი არის?
-ის ქალია, ფოტო დავინახე სწორედ ის ქალია.
-სახლში არ გაჩერდე, სატუმროში მიდი ან ვინმე ნაცნობი ნახე სადაც ვერავინი ვერ გიპოვის. საღამომდე იბორიალა და შემდეგ ერთ ერთ ბინასთან მივიდა, დაუფიქრებლად აიარა კიბეები და კარზე დააკაკუნა. კარი გაიღო და კარში გაოცებული ქეთი იდგა.
-აქ რა გინდა, ჩემს ბინაში რას აკეთებ.
-რამდენიმე დღე ვიქნები და შემდეგ წავალ.
-ახლავეს აქედან წადი.
-წავალ, მაგრამ ცოტა ხნით შემიფარე მადლენ.
-რას გაურბიხარ და რას ემალები, პოლიციას დაურეკავ ილია.
-ბა, ბა, ბა, ბ-ნი ილია აღარ ვარ?
-ეს სამსახურში და არა ჩემს პირად სივრცეში. ილიამ ქეთას თვალი გაუსწორა, საათზე დაიხედა და წავიდა. ქეთა გაოცებული იდგა და უყურებდა მიმავალ ილიას, ილია გვიან ღამით მივიდა სახლში და გაახსენდა ნათია სარდაფში რომ ჰყავდა, სარდაფის კარი გააღო და ნათია ძირს პირდამხობილი იწვა გულწასული.
-საყვარელო, თვალი გაახილე გთხოვ. შეშინებულმა წყალი მოიტანა და სახეზე შეასხა, ნათია ნელა ნელა გონს მოვიდა და ილიას შეხედა.
-მკვლელი ხარ, მეზიზღები და ვერ გიტან.
-მაპატიე, გთხოვ მაპატიე.
-განქორწინება მინდა, შენგან უნდა წავიდე რომ ჩემი შვილი შენისთანა არა ადამიანი არ გაიზარდოს. ილია დაიბნა, სიტყვა ვერ თქვა თუმცა ნათიაც გაჩუმდა რადგან ეს ილიას არ უნდა გაეგო.
-რა, რა, რა თქვი. შენ, შენ, შენ ორსულად ხარ და აქამდე არ მითხარი.
-არც ვაპირებდი თქმას, რადგან შენნაირი ადამიანი შვილის ღირსი არც არის.
-წამოდი მაღლა ავიდეთ, ძალიან ადვილად გამოგდის ატკინო სხვას.
-კიდევ მე გატკინე, ეს წლები ჩუმად ვარ საყვარლებს იცვლი ისე როგორც გინდა და მთვლი რომ ერთი ფულზე დახარბებული ქალი ვარ, რაც გავაკეთე შენ მიმიყვანე ამ ზომამდე რომ მინდოდა მეტკინა შენთვის ისე როგორც შენ მტკენდი.
-რა თქვი, ნათია რას ამბობ ჩემი გამოცდა გინდა ასეა ხომ?
-რაც გაიგონე, მე შენ გიღალატე, ხედავ რა გაბედული ვარ შენსავით არ ვმალავ საიდუმლოდ რამეს.
-შენ, შენ, ნათია შენ გესმის რას მეუბნები?
-გაგიკვირდა, გაოცდი, რადგან შენი უწყინარი ნათიასგან არ ელოდი ღალატს და მერე აღიარებას, მაგრამ გაიღვიძე ეს სიმართლეა.
-საკმარისია ნათია. ილიამ იღრიალა და მაგიდაზე დადებული ბროლის გრაფინა კედელს მიანარცხა.
-არაფერი არ იცოდი, გამიკვირდა შენმა მეგობარმა გოგიტამ რომ არაფერი არ გითხრა.
-გოგიტამ, მითხრა გოგიტამ, მაგრამ არ დავიჯერე.
-,,ძალიან დიდ თავისუფლებას აძლევ ცოლს მეგობარო''. უკან-უკან დაიხია და სახლიდან გავიდა, ნათიამ კი ნიკას დაურეკა.
-გაიგო, სიმართლე მე თავად უთხარი და ის შენთან მოვა, ნიკა სახლი დატოვე.
-არ ინერვიულო, გასული ვარ სახლიდან, როგორც გითხარი მივდივარ ქვეყნიდან. ნათია დამშვიდდა, ილია გოგიტასთან მივიდა და უთხრა.
-რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა, რომელიც მე არ ჩამიდენია, მაგრამ დღეს რაც მოხდება მე ჩავიდენ და მისამართს შენ მეტყვი თუ სად ცხოვრობს ის .
-ვინ სად ცხოვრობს.
-იცი ვისზედაც გეუბნები გოგიტა. ილია ნერვებს ვერ იმორჩილებდა და ერთიანად კანკალობდა.
-შენ გაბრაზებული ხარ და უნდა დამშვიდდე.
-დავმშვიდდე, როგორ დავმშვიდდე თავად მითხრა რომ მიღალატა, მითხრა რომ ორსულად არის და იცი ამ წუთებს 7 წელი ველოდი, მაგრამ თითქოს არც მიხარია რადგან სიხარული ვერ შევიგრძენი.
-ფიქრობ რომ ბავშვი შენი არ არის?
-ჩემია, ეს ბავშვი ჩემი იქნება და ვერავინ გაიგებს სიმართლეს.
-ილია სახლში შემოდი და დამშვიდდი.
-მითხარი სად ცხოვრობს, უნდა ვნახო.
-ხვალ ვნახოთ, ზეგ ვნახოთ, მაგრამ არა ახლა.
-ახლა მინდა ვნახოთ.
-მეც წამოვალ, ერთად ვნახოთ. გოგიტამ წაიყვანა ილია და ნიკოლოზის ბინაში მივიდა, მაგრამ ბინაში არავინ დახვდა.
-დაბრუნდება, გეფიცები მოვკლავ. რამოდენიმე დღე უთვალთვალებდა ილია ნიკოლოზის ბინას, მაგრამ არავინ შესულა მის ბინაში და არც არავინ გამოსულა ბინიდან, დალო ელოდა ელოდა ნათიასგან ზარს, მაგრამ ტელეფონი დუმდა.
-დალო სად ხარ, აქ ყოფილხარ, მე გავდივარ და შეიძლება დამაგვიანდეს.
-მამა......
-შენ რა ტირი?
-მამა.....
-რა მოხდა შვილო. ნათიას ვერ ვუკავშირდები და მეშინია.
-ძინავს ალბად, ან მოულოდნელად გათიშა ტელეფონი.
-არა, ნათია მეტყოდა ტელეფონის გათიშვას თუ აპირებდა.
-დაელოდე შვილო, თუ საღამომდე არ გიპასუხა შემდეგ ვიფიქროთ სერიოზულად. ვერ შეძლო დალომ ნათიასთან დაკავშირება და დილით მასთან წავიდა, აკანკალებული ხელით მიცა ზარი და თან გულში ლოცულობდა.
-გთხოვ კარი გამიღე დაო, კარი გაიღო და მის წინ მოუვლელი, თმა დაუვარცხნელი და ნაწამები ნათია იდგა. ანერვიულდა ასეთი ნათია რომ დაინახა, მაგრამ შვებით ამოისუნთქა.
-დაო გუშინდელი დღიდან ვცდილობ დაგიკავშირდე, მაგრამ რა გჭირს.
-მოვწესრიგდები და გავიდეთ, უნდა ვილაპარაკოთ. დალომ თავი დაუქნია და ჩუმად იკითხა.
-ილია სად არის.
-არ ვიცი და არც ვკითხულობ. მიხვდა დალო რომ და და სიძე ნაჩხუბრები იყვნენ და ნათიას დაელოდა, თითქმის ერთი საათი ელოდა ნათიას და მოთმინებას ნელა ნელა კარგავდა, მაგრამ როგორც იქნა ნათიაც გამოჩნდა.
-წავედით დაო.
-სად მივდივართ.
-წავიდეთ, მინდა მნიშვნელოვანი რამ გითხრა. დები ერთ ნაცნობ სახაჭაპურეში შევიდა, განაპირა მაგიდა აირჩია და შეკვეთაც მისცა ცხელი ხაჭაპურის.
-რა გჭირს, მითხარი რა სერიოზული უნდა მითხრა.
-ცუდად ვარ, ისეთ მდგომარეობაში ვარ არ ვიცი რა ვქნა და როგორ მოვიქცე.
-რა მოხდა, შეგილია გული გამიხსნა და მითხრა ყველაფერი.
-მინდა განვქორწინდე.
-ეს აქამდეც უნდა გექნა, იცის ილიამ?
-იცის, გუშინ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.
-რა მოხდა, გცემა? ნათია ჩუმად იჯდა და ცრემლებს გზა მისცა, დალოს გაუკვირდა და მიხვდა, რომ მათ შორის რაღაც სერიოზული იყო მომხდარი. ნათიას ხელზე შეეხო და კითხვა გაუმეორა.
-რა მოხდა, არ გამოიყურები კარგად. ნათიამ დას მოეხვია და ტირილით მოუყვა რაც მოხდა, დალო უსმენდა დას და სიბრაზეს ვერ ფარავდა.
-მოვკლავ, ჩემი ხელით მოვკლავ.
-არა, ამ ადამიანის გამო მკვლელი არ უნდა გახდე.
-რას ფიქრობ, ისევ მასთან გინდა დაბრუნდე?
-ორსულად ვარ.
-რა, რა თქვი, ორსულად ხარ?
-ორსულად ვარ დაო, დედა გავხდები.
-ეს ხომ დიდი სიხარულია 7 წელი ელოდი ამ დღეს, ნათი ილიამ იცის?
-იცის, მაგრამ ილია არ არის ჩემი შვილის მამა.
-რა თქვი, ილია თუ არ არის მამა ვინ არის ნათია ბავშვის მამა.
-გახსოვს ხელოსანი ნიკოლოზი....
-მახსოვს, შენ მასთან...... ნოკოლოზი არის ბავშვის მამს?
-ნიკოლოზი არის, გავხდები დედა და რომ გავიგე ჩემში მეორე პატარა გული ძგერს, მივხვდი, რომ არ ვყოფილვარ უნიათო როგორც ილია მეუბნებოდა, ,,ვერ შეძელი დედა გამხდარიყავი''. ეს მან ვერ შეძლო გავეხადე დედა და ახლა ნიკოლოზით ვარ ბედნიერი.
-ახლა რას ფიქრობ, ისევ იქ გინდა რომ დარჩე?
-ჯერ-ჯერობით იქ ვიქნები და შევეცდები დავითანხმო განქორწინებაზე.
-თავად ბავშვის მამამ იცის?
-ჯერ არაფერი არ იცის, დაბრუნდება და ვეტყვი, ვიცი რომ ძალიან გაუხარდება.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ და გთხოვ მამას არაფერი არ უთხრა, მე თავად ვეტყვი.
-ნათი ილია?
-ილიამ ჩემი საკუთრება ხარო, დამღალა მისმა ვითომ კაცურმა ქცევებმა და დღეს მე თავად მივახალე რომ ორსულად ვარ, მაგრამ არა მისგან.
-ახლა რა მოხდება, მეშინია.
-მეც მეშინია, მეშინია რომ ნიკას რამე არ დაუშავოს, მაგრამ ქვეყნიდან არის გასული.
-ნიკოლოზს საიდან იპოვის.
-მისი ვირთხა მეგობარი, ვერ ვიტან იმ ადამიანს. რამოდენიმე დღის წინ გამაფრთხილა, შემდეგ ნიკა მოვიდა და მითხრა რომ უნდა დავშორდეთო.
-ვერ გავიგე, თუ უყვარხარ.....
-ნაცემი იყო ვირთხას ბრძანებით, შემდეგ მე გამაფრთხილა და დღეს დაურეკე და დავმშვიდდი რომ მითხრა ქვეყნიდან გავალ რამდენიმე საათში ბინაში არ ვარო. გოგიტა ძალიან ნერვიულობდა, ილიას არ შორდებოდა და სულ მასთან იყო, ილია კი ნიკას ბინასთან აივლიდა ჩაივლიდა.
-გოგიტა წადი მე თავად მივხედავ ჩემს პრობლემებს. რამდენიმე დღე გავიდა, ილია ნათიას უხმოდ აკვირდებოდა და სამსახურში დადიოდა, მაგრამ ნიკა არ ავიწყდებოდა, ნიკა არსად არ წასულა, უბრალოდ მთელი ეს დრო დავითას ბინაში იყო და ტელეფონი გათიშა, მაგრამ ერთ დღეს მარტო გავიდა გარეთ და ბინაშიც მივიდა, რამდენიმე წუთში კი კარზე ზარი იყო, გაუკვირდა მაგრამ კარი გააღო და ილია იდგა მის წინ.
-ნიკოლოზ როგორ ხარ.
-აქ რას აკეთებ, რისთვის მოდი ილია.
-მეკითხები რატომ მოვედი? ილიამ უეცარი მოძრაობა გააკეთა და ნიკას დანა მოუქნია, მაგრამ ნიკამ აიცილა და ილია კარგადაც ცემა, მაგრამ ილია ზურგიდან დაესხა თავს და დანა ჩაარტყა. ნიკა მუხლებზე დაეცა და ილიას უთხრა.
-მომკალი ....
-რა გეგონა ჩემს ცოლთან გულავი შეგრჩებოდა?
-ბედნიერი ვარ რომ თუნდაც რამოდენიმე თვე ნათია ჩემს გვერდით ნამდვილი ქალი იყო და ბედნიერებისგან ბრწყინავდა. რაც შენ 7 წელიწადში ვერ შეძელი მე რამოდენიმე თვეში შევძელი მისი გაბედნიერება. შენ ვერ აჩუქე მას ბედნიერება და არც იმსახურებ ნათიასნაირი ქალი იყოს შენს გვერდით.
-ჰოდა ჩაკვდი და ვერასოდეს გაიგებ, რომ შენი შვილი დაიბადება. ნიკას ცრემლი დაედინა თვალზე და წაიქცა, ილიამ კარი ღია დატოვა და კიბეებზე ჩადიოდა რომ გოგიტას შეეფეთა.
-რა გააკეთე, მოკალი?
-გამატარე...
-რა გააკეთე, გაგიჟდი?
-კიდევ დიდხანს გავჩერდი.
-წამოდი ჩქარა არავინ დაგვინახოს. ილია თავის მანქანასთან მივიდა, მაგრამ გოგიტამ გასაღები წაართვა და უთხრა.
-აქ დაჯექი და მოვალ. ბიჭებს მიუბრუნდა და უთხრა.
-ნახეთ და დაუკვირდით თუ ოდნავ აქვს პულსი გადაარჩინეთ, თუ უკვე მკვდარია იცით რაც უნდა გააკეთოთ და სადაც უნდა მიიყვანოთ. ილიას მიუბრუნდა და უთხრა.
-წავედით.
-მანქანა აქ დავტოვო?
-მანქანა იქ მოვა სადაც საჭირო იქნება, მაგრამ დღეიდან ამ მანქანით აღარ ივლი.
-შენ ნამდვილი მეგობარი ხარ გოგიტა.
-არ უნდა მოგეკლა, დიდი შეცდომა დაუშვი ანრი მიწიდან ამოგთხრის.
-არ ვნანობ...
-დამშვიდდი, პანიკას არ აყვე და ცხოვრება გააგრძელე მშვიდად, რამდენიმე დღე ჩემთან იქნები.
-არა, სახლში წავალ.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ. გოგიტამ სახლში მიიყვანა ილია და უთხრა.
-შემოვიდე?
-არა, მარტო შევალ. ილია სახლში შევიდა და შეხედა ნათიას ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა ხელში.
-სახლის გზა არ დაგვიწყებია, მობრძანდით.....
-შენ მთვრალი ხარ?
-ისე კითხულობ თითქოს გადარდებს და განიცდი მე რას გავაკეთებ.
-ნათია შენ ორსულად ხარ და მუცლით ჩემს შვილს ატარებ.
-არა, არა ძალიან სცდები ძვირფასო ეს ნიკოლოზის შვილია და არა შენი. უეცრად ჭიქა ხელიდან გაუვარდა და ილიას შეხედა.
-სად იყავი, ასეთ მდგომარეობაში ვინ ჩაგაგდო, შენ ნიკას რამე დაუშავე?
-რას ბოდიალობ, მთვრალი ხარ და დაისვენე.
-ნიკა გასულია ქვეყნიდან, მაგრამ იცოდე თუ ნიკას რამეს დაუშავებ არ გაპატიებ, არასოდეს გაპატიებ ილია. ნათია თავის საძინებელში შევიდა, ილია კი დივანზე დაჯდა და თავზე შემოიწყო ხელები შემდეგ გოგიტას დაურეკა, მაგრამ არ პასუხობდა და ფიქრებში როგორ ჩაეძინა თავადაც ვერ გაიგო.

მზით ადუღებული დღე საღამოს გრილმა ნიავმა შეცვალა, ღრუბლები აიშალნენ და ცაზე უმისამართოდ დაიწყეს გაშლა, თითქოს ნიავმა ისე დაუბერა ღრუბლები განდევნა და დაბლა ხეებს შორის დაიწყო ნარნარი, ნიავის სიმსუბუქემ ხის ძლიერი ტოტებიც კი ააშრიალა, დღე გააცილა ნიავმა და ღამეს შრიალით შეხვდა, ცაზე ვარსკვლავებმაც დაიდო ბინა და დიდი სავსე მთვარემაც დაამშვენა შავი უკუნი ცა. ნელა და მშვიდად მიდიოდა და გარემოს ყურადღებით ათვალიერებდა, ერთ ერთ ბინას ჩაუქროლა და სიბნელეში რაღაც უცნაური მოძრაობა შეამჩნია, შეჩერდა და ღამეში უცნაურ სილუეტებს დააკვირდა.
-მეჩვენება თუ სამნი არიან.ტელეფონი აიღო ხეში და ალექსანდრეს ზარიც დაფიქსირდა.
-გისმენ ალექს.
-სად ხარ, ბაჩო მჭირდები.
-ალექსანდრე ერთ ქუჩაზე გავჩერდი და რაღაც უცნაური ხდება.
-არ გაბედო მარტო მიუახლოვდე, არ იცი ვინ არიან.
-სამნი არიან, ერთი ტელეფონზე ლაპარაკობს, როგორც გავიგე ტელეფონით ღებულობს მითითებებს.
-ხაზზე იყავი, ბიჭბს გამოვაგზავნი. ბაჩომ ტელეფონს ხმა გაუთიშა და ჯიბეში ჩაიდო, მანქანის კარი დიდი სიფრთხილით გააღო და სიბნელეში დაიმალა, შემდეგ ნელა ნელა მიუახლოვდა ღამის უჩვეულო სტუმრებს. ყველაფერს კარგად აკვირდებოდა და რამოდენიმე წუთის შემდეგ სამი უცნობი საერთო ბინიდან მხარზე გადებული მძიმე ტვირთით გამოვიდა და უხმაურო მოძრაობით ტვირთი მანქანაში მოათავსეს, ბაჩომ მანქანის ნომერი შეტყობინებით გადაუგზავნა ალექსანდრეს და თავად მოახერხა სასწრაფოს მანქანას ზემოდან მოექცა. ალექსანდრე აღელდა და შიშმა შეიპყრო დაურეკა საბას და შმაგის აუხსნა ტელეფონით რაც ხდებოდა და თავად ლოკაციას მიყვა სადამდე მიიყვანდა ბაჩოს ტელეფონი. ბაჩომ როგორღაც მოახერხა და ალექსანდრეს დაურეკა, ალექსანდრემ ანერვიულებულმა უპასუხა.
-სად ხარ, არ გაბედო და მარტო არ შეებრძოლო.
-არ ვიცი რა გადააქვთ, მაგრამ ვფიქრობ მიცვალებულია.
-მოვყვები ლოკაციას მარტო არ დაგტოვებთ. მოულოდნელად სასწრაფოს მანქანა გაჩერდა და სამმა უცნობმა ბაჩო სასტიკად სცემა და ასე ნაცემი მიატოვეს გზაში. რამდენიმე წუთში ალექსანდრეც მოვიდა და დაინახა ბაჩო უგონო მდგომარეობაში, შეეშინდა და აკანკალებული მიუახლოვდა.
-ბაჩო, გესმის ბაჩო ჩემი ხმა.
-თავი აქვს დარტყმული.
-ნაცემია, შეამჩნიეს და ცემეს. ბაჩომ თვალი გაჭირვებით გაახილა, თავზე ხელი მოიკიდა და ალექსანდრეს უთხრა.
-გაყევით, აქ ნუ ჩერდებით მიცვალებული ყავთ გახვეული და უნდა გადააგდონ ან სადმე უნდა დაფლან.
-დაწყნარდი, ისინი უკვე შორს არიან წასულები, მაგრამ მივაგნებთ. ბაჩომ წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ალექსანდრემ ნება არ დართო და მალე სასწრაფო დახმარებაც მოვიდა.
-უნდა გადავიყვანოთ, ნაცემია და გადაღება დაჭირდება მუცლის ღრუში.
-თავზე იკიდებს ხელს, თავიც აქვს დარტყმული.
-გადაღებები ჭირდება და ყველაფერს დავადგენთ.
-მე ბაჩოს გავყვები, თქვენ კარგად დაათვალიერეთ ეს მიდამო იქნებ ვიპოვოთ რამე. ალექსანდრე ბაჩოს გაყვა და გზიდან ინდირას დაურეკა, რომელიც უკვე საავადმყოფოში ელოდა. დრო გაქვადა, უცნაური გრძნობა ჰქონდა სადღაც იყო და წყლის დაუოკებელი წყურვილს გრძნობდა, შეეცადა გაეგო სად იყო, მაგრამ უკვირდა წყვდიადში რატომ იყო ხელი ასწია და შემდეგ ნელა ნელა შეეცადა თვალები გაეხილა, ბუნდოვნად დაინახა ინდირას ცრემლიანი თვალები, იქვე ალექსანდრეს ჩასძინებოდა და ინდირას ხელზე ხელით შეეხო. ინდირამ შეხედა ბაჩოს და სიხრულისგან ალექსანდრეს დაუძახა.
-ალექს გაიღვიძა, ბაჩომ თვალი გაახილა. ალექსანდრემ შეხედა ბაჩოს და ღიმილით უთხრა.
-მიხარია რომ ისევ ჩვენთან ხარ, როგორ ხარ და თავს როგორ გრძნობ.
-თავი მტკივა, მაგრამ თქვენ ვინ ხართ. ალექსანდრე გაშეშდა და ინდირას შეხედა, ინდირამ დაიხარა და ბაჩოს უთხრა.
-შემომხედე, ბაჩო ინდირა ვარ საყვარელო. ბაჩოს გაეცინა და ინდირას ხელზე ხელი მოუჭირა.
-როგორ შემაშინე, ვიფიქრე მეხსიერება დაკარგე.
-შენ არ ყოფილიყავი აქ გენახა ალექსანდრეს რას დავმართებდი, მაგრამ შენ ვერ გაგიმეტე.
-ასეთ მდგომარეობაში არ იყო მართლა დაგიკარგავდი მეხსიერებას.
-ძაანაც შეგეშინდა. იცინოდა ბაჩო და ალექსანდრეს უყურებდა.
-რა გაცინებს იდიოტო გული ლამის გაიპარა ჩემგან შიშისგან.
-ხუმრობა იქით იყოს და აქ რატომ ვარ ან რამდენი დღეა რომ მძინვს.
-ნეტავ რატომ ხარ, ხომ გითხარი მარტო არ მიუახლოვდე არ იცი ვინ არიანთქო, შვიდ თვიანი ხარ რომ ვერ ჩერდები?
-გაიგეთ ვინ იყვნენ ან რა გადაჰქონდათ?
-შეგამჩნიეს და თავიდან მოგიშორეს, ვერაფერი ვერ გავიგეთ რა მოხდა იმ ღამით.
-ერთი უცხოელი იყო კარგად მახსოვს.
-ასე ვერაფერს ვერ გავარკვევთ......
-მომისმინე, ალექს იმ გზაზე სადაც მე დამტოვეს სადღაც ახლოს რამდენიმე კილომეტრში მათი დასასვენებელი სახლია, ნაწილ ნაწილ მესმოდა მათი საუბარი.
-შენ იწექი სადაც წევხარ, ვერ გამოდექი გმირის როლში და სხვას დააცადე მუშაობა. ალექსანდრე წავიდა და ბაჩო ინდირას მიუბრუნდა.
-შენთან როგორ არის საქმე, დიანასთან იყავი ან გაიგე რამე?
-როგორ წავიდოდი ბაჩო მეოთხე დღეა აქ ვართ მეც და ალექსანდრეც.
-წადი დღეს, მე უკეთ ვარ და დიანასთან მიდი გაიგე როგორ არის.
-მერე მარტო დაგტოვო?
-კარგად ვარ, თავი მტკივა, მაგრამ ვეტყვი ექთანს. ინდირამ ბაჩოს დაუჯერა და წავიდა დიანასთან.
-მოხვედი, რატომ დაგაგვიანდათ ინდირა.
-ვერ მოვედი ბაჩო საავადმყოფოშია და ეს დღეები მასთან ვართ.
-რატომ, რა მოუვიდა ბაჩოს და აქ შენ რატომ წამოდი.
-კარგად არის, შედარებით უკეთესად არის დღეს და თავად გამომიშვა.
-ყველა ჩემს მდგომარეობას განიცდის, ჩემი ქმარის გარდა. ინდირა დიანასთან ახლოს მივიდა და უთხრა.
-დიანა ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ, მაგრამ არის რაღაც კითხვები რომლებიც მოსვენებას არ მაძლევს.
-მკითხე ინდირა მე მზად ვარ ყველა შეკითხვაზე გიპასუხო.
-მაინტერესებს რა იყო თქვენი გაუთავებელი ჩხუბის და კამათის მიზეზი და წინააღმდეგი თუ არ იქნები საუბარი უნდა ჩავიწერო.
-თქვენ როგორც გიხერხდებათ, რომელი ერთი გავიხსენო ინდირა ან საიდან დავიწყო, მაგრამ შევეცდები. დაქორწინების შემდეგ რამოდენიმე თვე გავიდა და დამიწყო რომ მე კარგად ვერ ვიყავი, შეიცვალე და არ მომწონხარ ექიმს უნდა ეჩვენო. დამჭირდა იმის მტკიცება, რომ კარგად ვარ და არაფერი არ მჭირს. ერთ დღეს ექიმი მომიყვანა სახლში და ახლა ვფიქრობ შესაძლებელია არც იყო ექიმი ესეც მისი გეგმის ნაწილი იყო და ამ ვითომ ექიმმა რაღაც პრეპარატი გამომიწერა, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო.
-არ გახსოვს რა ჰქვიოდა პრეპარატს ან მიიღე?
-არ მახსოვს რა პრეპარატი იყო, მაგრამ მივიღე რამოდენიმეჯერ.
-როგორ გრძნობდი თავს აბების მიღების შემდეგ.
-გამოფიტული, გათიშული, არაფლის მთქმელი მხედველობით, მაგრამ სიმართლე გითხრა ვერც გეტყვი როგორ ვიყავი.
-მაგრამ თავს აშკარად ცუდად გრძნობდი.
-კი ცუდი შეგრძნება მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი რომ უყვარვარ და უნდა რომ კარგად ვიყო, სახლში ექიმიც კი მომიყვანათქო......
-რომ ყვარებოდი ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ მოახდენდა შენზე.
-მეც გვიან დავრწმუნდი რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, მაგრამ ვერ მივხვდი რის მიღწევას ცდილობდა, რა უნდოდა, რა ჰქონდა ჩაფიქრებული.
-შემდეგ რა მოხდა ან როგორ შეწყვიტე იმ აბების მიღება.
-რამდენიმე დღე ძალა გამოცლილი ვიყავი და სულ ვიწექი, ძილად ვიყავი მიგდებული და დაფიქრდა, რომ ეს აბები ცუდად მოქმედებდა ჩემზე და მითხრა რომ აღარ გამეგრძელებინა მიღება. ინდირა ჩაფიქრდა და რამდენიმე წუთი სიჩუმე იყო, დიანამ შეხედა და ეს სიჩუმე არ მოეწონა.
-ინდირა დაფიქრდი, რაღაც არ მოგწონს და მითხარი რა გაინტერესებს.
-დიანა ვერსია სრულყოფილი უნდა იყოს და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი უნდა მქონდეს, ვფიქრობ რაღაც არის მისი ასეთი ზიზღის მიზეზი. შეუძლებელია ადამიანს ზიზღი არაფლის და არავის გამო ჰქონდეს, დიანა მინდა ყველაფერი ვიცოდე, მითხარი თუ რამეს მალავ. მითხარი დაო ვის გამო და რის გამო იტანდი მისგან ასეთ სისასტიკეს, რომ შვილის დაბადების შემდეგაც არ შეიცვალა.
-გოგიტას არანაირი საერთო არ აქვს ჩემს შვილთან.
-როგორ, ვერ გავიგე.
-გაგიკვირდა, მეც გამიკვირდებოდა შენს ადგილზე.
-გოგიტა არ არის ჩემი შვილის მამა.
-გოგიტამ სიმართლე იცის?
-გოგიტამ იცოდა ჩემი ორსულობის შესახებ და ეს ჩემი მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენა, მამასთან მივიდა და დაელაპარაკა ისიც ჩემს დაუკითხავად დასთანხმდა. კარგი მეუღლე იყო, მაგრამ შეიცვალა და მოგვიანებით გავიგე, რომ მამა ყოველ თვეში გარკვეული რაოდენობის თანხას აძლევდა, რომ შვილიშვილს გვარი ჰქონოდა.
-ბავშვი ჯერ პატარაა სიმართლე იცოდეს.
-ჯერ პატარაა, მაგრამ გაიზრდება და სიმართლეს გაიგებს.
-ბავშვის მამა ვინ არის ან სად არის.
-ზვიადის და მე ოთხი წელი გვიყვარდა ერთმანეთი, როცა ბავშვის შესახებ უთხარი სიხარულისგან ატირდა და მითხრა, რომ მამას დაელაპარაკებოდა, მოვიდოდა ოჯახში და ჩემს ხელს ითხოვდა.
-არ მოსულა?
-მოვიდა, დავსიტყვდით და მამამ საჩუქრდ ბინა გვიყიდა, ის ბინა სადაც მე და გოგიტა ვცხოვრობთ, მაგრამ ქორწილამდე ერთი კვირით ადრე გაუჩინარდა, ის აღარ მინახავს.ზვიადი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან ან გააქრეს.....
-ფიქრობ ეს გოგიტამ ჩაიდინა, რომ ზვიადის არ გამოჩენის შემდეგ შენზე დაქორწინებულიყო, მას შანსი ჰქონდა.
-სხვა ახსნას ვერ ვპოულობ და მეც ასე ვფიქრობ, ზვიადის გაქრობა გოგიტას გეგმის ერთ ერთი ბნელი ნაწილია. მამას თანხმობის შემდეგ ქორწილზე მეც დავთანხმდი, დაიბადა ჩემი შვილი და ჩეს ცხოვრებას აზრი მიეცა, ერთი წლის შემდეგ კიდევ დავფეხმძიმდი და გოგიტას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ერთ საღამოს მისი დაჟინებით მეგობრთან წავედით და იქედან დაბრუნებულებს გზაში უბედური შემთხვევა მოხდა,ორივე საავადმყოფოში მოვხვდით, გოგიტა მსუბუქად იყო დაშავებული მე სამი თვე ვებრძოდი სიკვდილს და გადავრჩი. გადავრჩი, მაგრამ ბავშვი დავკარგეთ და ზიზღიც ასე გაჩნდა, შეზიზღდა ჩემი შვილიც და შევზიზღდი მეც. ამის შემდეგ ვიტავ ამ დამცირებას,სისასტიკეს და მძიმე სასჯელს.
-ყველაფერს გადავიკითხავ, გადავამოწმებ და მოვემზადოთ პროცესისთვის, დიანა სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს. ინდირამ დაემშვიდობა დიანას და ოფისში მივიდა, ვახომ შეხედა ინდირას და გაოცებულმა უთხრა.
-აქ რას აკეთებ, ბაჩო როგორ არის.
-კარგად არის, ბევრად კარგად.
-თუ აუცილებელი საქმე არ გაქვს წადი და მეუღლის გვერდით იყავი, აქ მე მივხედავ საქმეებს.
-მასლობა ძია ვახო, ნამდვილი მეგობარი ხარ გულწრფელი და მართალი სიტყვებით. ილიამ ვახოს შეხედა და უთხრა.
-ბაჩოს რა დაემართა, რამე სერიოზულია?
-რთული პროფესია აქვს ჩვენს სიძეს და მარცხიც ყოველთვის მის გვერდითაა, მაგრამ კარგი მეგობრების გვერდში დგომით უკვე კარგად არის.
-დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება რაც არ უნდა რთული იყოს მისი პოვნა მაინც ვპოულობთ ბოლოს და სასჯელსაც შესაბამისს მიიღებს.
-უკაცრავად ბ-ნო ილია შეიძლება დაგელაპარაკო? ინდირამ ახალ მოსული აათვალიერა და ვახოს მიუბრუნდა.
-ეს ვინ არის პირველად ვხედავ, აქ რას აკეთებს.
-შენი წასვლის შემდეგ ავიყვანეთ, თორნიკე ტიკარაძე კამერებს აკონტროლებს. ილია კაბინეტში შევიდა და თორნიკეს შეხედა.
-რა მოხდა, რამე გაარკვიე?
-თქვენ მართალი იყავით, იმ დღეს ვიღაც შევიდა თქვენს კომპიუტერში.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი სამუშაო არის.
-გასაგებია, ჩანს ვინ არის?
-არა, არ ჩანს, მაგრამ თავად შეგიძლიათ ნახოთ რა წაიშალა და რა დატოვეს.
-ვინ იყო ჩემს კომპიუტერში ამას ვერ გავიგებთ ვერანაირი გზით.
-ვერ გავიგებთ, ამის გაგება შეუძლებელია. ინდირამ ვახოსთან საუბარი დაასრულა და თავის კაბინეტში შევიდა, მგიდაზე აბდა უბდად დაყრილ ქაღალდებს თვალი გადაავლო და ყველა დაახარისხა, საქმეში ისე გაერთო ბაჩოსთან დარეკვა დაავიწყდა და ტელეფონის ხმამ შეაშინა.
-გისმენ, ბაჩო ოფისში ვარ.
-ნუ მოხვალ ჩემთან, სახლში წადი და დაისვენე.
-სახლში წავიდე და დავიძინო, შენ მარტო დაგტოვო?
-არ მინდა აქ მოხვიდე, მინდა დაისვენო რამდენი დღეა აქ ხარ და დასვენება გჭირდება.
-არგი არ მოვალ, მაგრამ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული.
-არაფერი არ ჩამიფიქრებია, თავი მტკივა ექთანს წამალს ვეტყვი და ჩამეძინება.
-კარგი თუ ასეა დილით მოვალ, მაგრამ ჯერ კიდევ აქ ვარ.
-საქმეები დაგიგროვდა და ვერც გაიგებ ისე დაგათენდება თავზე, წადი სახლში და დაისვენე თუ შენც რამე არ ჩაგიფიქრებია და არ მეუბნები.ინდირას გაეცინა და ტელეფონი გათიშა, კიდევ რამდენიმე საათი იმუშავა კაბინეტი დაკეტა და წავიდა, სახლში შესულმა პირველად აბაზანაში შევიდა, შემდეგ ბაჩოს დაურეკა ვიდეო თვალით და დარწმუნდა რომ კარგად იყო, მაგრამ რაღაც არ ასვენებდა და ალექსანდრეს დაურეკა.
-ინდირა ისევ ბაჩოსთან ხარ, მოვიდე?
-სახლში ვარ, დღეს ოფისშიც ვიყავი და ახლა ბაჩოსაც ველაპარაე კარგად ვარო, მაგრამ რაღაც მოუსვენრად ვარ.
-რატომ ექიმმა ხომ გითხრა სირთულე დაძლია.
-კი მაგ მხრივ არ ვნერვიულობ, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგი არის იქ მივიდე და ვფიქრობ რაღაც აქვს ჩაფიქრებული.
-მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ არ ინერვიულო საბა და შმაგი მასთან არიან ისე, რომ მან არაფერი არ იცის.
-ვიყო მშვიდად და არ წავიდე?
-დაისვენე, ბიჭები იქ არიან და მეც იმედიანად ვარ.
-ალექსა რატომ გადაწყვიტე გეთვალთვალა ბაჩოსთვის.
-ვიცნობ ბაჩოს და ვიცი რომ არ მოისვენებს სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს.
-კარგი გადაწყვეტილება მიიღე, მადლობა მშვიდად დავიძინებ.
-არც შენ დამვიწყებიხარ, შენს სიმშვიდეზეც ვიზრუნე ქალბატონო.
-მზრუნველი მეგობარი ხარ და ამიტომ მიყვარხარ მეც.
-აბა რა, ვერ დავიძინებ ისე როცა ვიცი შენ მშვიდად არ ხარ. ორივეს გაეცინა გულიანად და ინდირამაც უპასუხოდ არ დატოვა.
-ვიცი, ვიცი სანამ შენ მყავხარ მე რა მომკლავს. ტელეფონი გათიშა და დაწვა, ბაჩო მშვიდად იწვა დამჯერი იყო ექთნების მიმართ და ხუმრობაც კი დაიწყო. ბოლო შემოვლა გააკეთა ექთანმა და ტკბილი ძილი უსურვა პაციენტებს, ბაჩო ფხიზლად იყო და როცა ყველა მიწყნარდა გაჭირვებით ჩაიცვა, საავადმყოფოდან გავიდა და ლამპიონებით განათებულ ქუჩას გაუყვა. ქუჩაში მომაბეზრებელი სიჩუმეა და ძალიან არ მოეწონა ეს არაფრისმთქმელი დუმილი ირგვლივ, რომელსაც მარტოობის სევდაც თან ახლდა. გზა ცარიელია, მხოლოდ ლამპიონები ანათებს გარშემო. თავზე ხელი გადაისვა და ღიღინით გაუყვა გზას მტანჯველი სიმარტოვის განსაფანტად, რამოდენიმე ნაბიჯი გაიარა და გაოცებული უყურებდა მისკენ მომავალ გაღიმებულ მეგობრებს.
-აქ რას აკეთებთ, მითვალთვალებთ?
-როგორი დარწმუნებული იყავი, რომ რაც ჩაიფიქრე გამოგივიდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რა მოუსვენარიც ხარ და აქ გელოდებით, სწორედ იქ სადაც შენ არ გველოდი. ბაჩომ საავადმყოფოსკენ გაიშვირა ხელი და ბიჭებს უთხრა.
-ვერ დამაკავებთ, ძალით იქ ვერ დამაბრუნებთ.
-კარგი დამშვიდდი, გვითხარი სად მიდიხარ და ჩვენც წამოვალთ.
-ალექსანდრემ იცის აქ რომ ხართ, თუმცა რატომ ვკითხულობ ეს მისი მოფიქრებულია, ამიტომ არ არის თავად აქ მშვიდად არის სახლში. ბიჭებს გაეცინათ და ბაჩოს უთხრა საბამ.
-ალექსანდრე შენზე ფიქრობს და არა მარტო შენზე, ის ყველაზე ფიქრობს და კარგად იცი ასეთია ალექსანდრე. თქვი სად მივდივართ და წავიდეთ, თუ არ გინდა ჩვენთან ერთად წამოსვლა და მარტო გინდა რომ წახვიდე ისევ.
-წავიდეთ. ბაჩომ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ შმაგი დაუდგა წინ და უთხრა.
-წავიდეთ, მაგრამ ერთი პირობით.
-რა პირობა გაქვს შმაგი.
-საქმეს მოვილევთ და ისევ აქ დავბრუნდებით.
-კარგი, თანახმა ვარ მხოლოდ გავიგო რა ტვირთი გადაზიდეს იმ ღამით.
-შევთანხმდით და წავედით.
-გახსოვთ სად მიპოვეთ იმ ღამით, იმ ადგილზე მიმიყვანეთ. ნახევარ საათში საბა იმ ადგილზე გაჩერდა, ბაჩომ გზას გახედა გზა მთებისკენ მიდიოდა და საბას უთხრა.
-ამ გზას დავადგეთ, ინტუიციით ვგრძნობ რომ ამ გზაზე უნდა წავიდეთ და თუ კარგად მახსოვს რამდენიმე კილომეტრში ვიპოვით მათ ვილას.
-წავიდეთ და გზა და გზა შევხედავთ რას ან ვის წავაწყდებით. საბამ ბაჩო უკანა სავარძელზე დასვა, სამივე ყურადღებით აკვირდებოდა გზას, ერთი აღმართიც აიარეს და ტყეც დაიწყო.
-ქალაქიდან უკვე შორს ვართ, შეუძლებელია აქ ვინმე ცხოვრობდეს.
-რატომ, დაფიქრდით შავ-ბნელი საქმეების დასაფარად რა შესანიშნავი ადგილია. თქვა საბამ და უეცრად შმაგიმ წამოიყვირა.
-ოპაააა, ბაჩო შენ მართალი ხარ აი მათი ვილაც, მაგრამ აქ სად უნდა დავიმალოთ რომ ვინმემ არ შეგვამჩნიოს.
-ძაღლის ხმაც ისმის, მაგათ დაგეშილი ძაღლები ეყოლება და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
-სისხლის სუნს მისდევს ის ძაღლები......
-გააჩერე, გააჩერე. საბამ მანქანა გააჩერა და ბაჩოს შეხედა.
-რა მოხდა, რა დაინახე.
-უკან დაიხიე და აი იმ ტუპიკში შედი, დამალული ადგილია ბნელი და მანქანა იქ დავტოვოთ. ორი გადავიდეთ და გავიგოთ რა ხდება, ერთი აქ დარჩეს და რომ რამე ამუშავებული მანქანით უცებ გავალთ.
-ბაჩო შენ დარჩი აქ რადგან ჩქარა ვერ ივლი, მანქანის წაყვანას კი შეძლებ.
-საფრთხეს იგრძნობთ და უკან ბრუნდებით, ტელეფონზე ერთი ზარი და მეც მზად ვიქნები. წავიდნენ, ბაჩო ნერვიულობდა, მაგრამ საბამ მანქანა სადაც დააყენა კარგად მოათვალიერა ის ადგილი, რამდენიმე მეტრი გაიარა და ერთი პატარა ხის ქოხიც იპოვა სადაც უამრავი იარაღი ჰქონდათ გადამალული. არავინ არ იდგა ქოხთან და ვიდეო გადაიღო რომელიც ალექსანდრეს გადაუგზავნა. საბა და შმაგი ვილასთან ახლოს მივიდა, ერთი მცველი შმაგიმ მიაძინა, იქვე ძაღლი ყეფდა გაუჩერებლად და ფეხებით მიწას პოტნიდა.
-ძაღლი დაბმულია და რატომ დააბეს, ნუთუ გვითვალთვალებენ და სამივეს ერთად დაგვხოცავენ?
-აუშვათ ძაღლი და მივყვეთ სად მივა. საბამ ძაღლს მოეფერა და აუშვა, ძაღლმა ორივეს დაუყეფა თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უთხრა მათ და გაიქცა, ორივე მას მიყვა უკან და სულ მალე მივიდნენ ადგილზე სადაც ძაღლმა ფეხებით მიწის თხრა დაიწყო.
-საბა აქ რაღაც არის, ძაღლმა იცის აქ რაც მოხდა.
-უნდა ვნახოთ და შემდეგ ალექსანდრეს დაურეკოთ. საბა ძაღლს დაეხმარა და მიწა როგორც შეძლო გადაჩიჩქნა, მაგრამ უეცრად ფეხზე წამოხტა და შმაგის შეხედა.
-კარგად გაიგო ბაჩომ აქ მიცვალებულია.
-სახლში შევიდეთ და ვნახოთ იქ რა ხდება, ბაჩოს დაურეკე. საბამ ბაჩოს დაურეკა და უთხრა.
-რა ხდება შენსკენ, შეამჩნიე რამე უცნაური?
-აქ ქოხი ვიპოვე საბა და იარაღი აქვთ უამრავი.
-აქ მიცვალებული ვიპოვეთ, ყარს აქაურობა და სახლში რა ხდება არ ვიცით.
-ალექსანდრეს დაურეკავ და მოვლიან, აქ დიდი საქმე გაიხსნება საბა.
-მიდი დაურეკე და უთხარი უხმოდ მოვიდნენ სირენების გარეშე, ჩუმად უნდა დავადგეთ თავზე.
-რამდენი არის შეძლებ დაითვალო?
-სახლში მოძრაობა შეინიშნება, მაგრამ რამდენი არიან ვერ გეტყვი.
-მათ იარაღი აქვთ, საბა არ გაბედო სახლში შესვლა. ორი საათი დასჭირდა ალექსანდრეს ბაჩოსთან მისულიყო, ბაჩომ პირველად ქოხი აჩვენა და ალექსანდრემ თქვა.
-არ მომწონს ეს სიწყნარე, ასე თავისუფლად რომ მიუახლოვდით ეს საფრთხილოა, სადღაც ხაფანგი აქვთ. ნელა ნელა სახლთან მივიდნენ, სახლთან ახლოს შმაგი და საბაც იპოვა და ყველამ ერთად სახლი ალყაში მოაქცია, შმაგიმ რამდენიმე პოლიციელი იქ მიიყვანა სადაც მიცვალებული იპოვეს, ალექსანდრე რამდენიმე პოლიციელთან ერთად აივანზე ავიდა და კარზე დააკაკუნა, შიგნიდან სიჩუმე დადგა, მაგრამ რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ალექსანდრეს წინ უცხოელი დადგა, პოლიცია სახლში შევიდა და გაოცებული უყურებდა ერთად მწოლიარე ახალგაზრდებს, რომლებიც წამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
-ყველა აიყვანეთ, ოთახები შეამოწმეთ. გასცა ბრძანება ალექსანდრემ.
-ყველა ავიყვანეთ, მაგრამ სახლი სუფთაა კომისარო.
-პადვალში ჩადით, მთავარი ვინც არის აქ არ იქნება მან გაგვასწრო საბა.
-ამიტომ შემოვედით თავისუფლად.
-რა თქმა უნდა, სხვა გვარად ეს ადგილი ბრძოლის ველს დაემსგავსებოდა, მაგრამ უნდა გავიგოთ ვინ არის ამ ბუდეში უფროსი, ვისი არის ეს ვილა.
-გავიგებთ, უფროსო ყველაფერს გავიგებთ.
-კომისარო წამობრძანდით ეს უნდა ნახოთ. ალექსანდრემ საბას შეხედა და ბაჩოსთან ერთად გავიდა, პადვალში რამდენიმე მცირე წლოვანი ბავშვი იყო და რამდენიმე მიცვალებული სადაც საშინელი სუნი იდგა.
-ღმერთო ეს რა უბედურებაა, ბავშვები არიან......
-დაუძლურებულები არიან უჭმელობით კომისარო. ვილასთან რამდენიმე სასწრაფო გაჩერდა და ასევე ტელევიზია, ახალი შემზარავი ამბავი ყველა არხზე გავიდა პირდაპირ ეთერში.
-დაადგინეთ მიცვალებულების ვინაობა, ეს რა სადისტობაა, როგორი არა ადამიანი უნდა იყო ბავშვებს ასე რომ მოექცე. აღშფოთებული იყო ალექსანდრე ნანახით და ნერვებს ვერ იმორჩილებდა, დაძაბული და რთული ღამე იყო ყველასთვის, ბაჩოს შეხედა და უთხრა.
-არ ვიცი გისაყვედურო თუ შეგაქო, მაგრამ მაინც შექებას იმსახურებ, შენით მივაკვლიეთ ამ დიდ საქმეს და გადავარჩინეთ ეს პატარები. ილია ქაღალდებს ამოწმებდა რომ უეცრად ტელევიზორში ნაცნობი გარდაცვლილის ვიდეო აჩვენეს და ტელევიზორს ხმა აუწია.
-მალვინა ლეკიშვილი გარდაცვლილი იპოვეს თავისივე ბინაში, გარდაცვალების მიზეზი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებია, რომლებიც სასიკვდილო აღმოჩნდა. ძიება გრძელდება, იმედი მაქვს გამოძიება სწორ მიმართულებას გაყვება და იმკვლელს იპოვის. ილია ანერვიულდა და კაბინეტიდან გავიდა.
-გავდივარ და ორ საათში დავბრუნდები. ინდირამ გვიან შეხედა მიმავალ ილიას და ქეთასთან შევიდა.
-სად წავიდა, დაბრუნდება?
-თქვა დავბრუნდებიო, მაგრამ ძალიან ანერვიულებული იყო და არ ვიცი დაბრუნდება თუ არა. ინდირა ილიას კაბინეტში შევიდა და შეხედა კომპიუტერი ჩართული დარჩენოდა ილიას რომელიც უცნაურად მოეჩვენა და გადაწყვიტა შეემოწმებინა, ინდირამ მიმოწერებიც შეამოწმა და საინტერესო მიმოწერები ამოიღო, ასევე ვიდეოსაც შეხედა რომელმაც დააფიქრა და ქეთის მიუბრუნდა.
-რასაც ვეძებდით უკვე ხელთ გვაქვს, რამდენ რამეს ინახავს კომპიუტერში ამ ფაქტებს ყველას მის წინააღმდეგ გამოვიყენებ.
-კარგია რომ ხელთ გვაქვს მნიშვნელოვანი ჩანაწერები.
-ქეთა რას ფიქრობ, აქვს ილიას რამე კავშირი ამ მკვლელობასთან?
-ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა რამდენჯერაც შეხედა ამ ვიდეოს ყოველთვის ანერვიულდა.
-უნდა ვიპოვო ვინ იძიებს ამ მკვლელობას. ილია მანქანით მიდიოდა, რომ პოლიცია აედევნა და შეშინებულმა სვლა შეანელა, პოლიციამ ნიშანი მისცა გვერძე გადაეყენებინა მანქანა და ისიც მიდგა გვერძე.
-რა მოხდა, რამე წესი დავარღვიე?
-შემოწმებაა და ყველას ვამოწმებთ. ილიამ საბუთები მისცა, ერთ ერთმა პოლიციელმა სახეზე დააკვირდა და მკაცრად უთხრა.
-გადმოდი მანქანიდან. ილია შეშინებული უყურებდა და მანქანის კარი გააღო, პოლიციელმა ორივე ხელი გადაუგრიხა და უთხრა.
-იმედია ვცდებით და მკვლელი არ ხარ თავად კანონის დამცველი.
-რა მკვლელი, დიდ შეცდომას უშვებთ. ინდირა ტელეფონით ხელში იჯდა და ზარს ელოდა, როგორც იქნა სასურველი ზარიც დაფიქსირდა.
-დავალება შესრულებულია, ნაცნობი სახე გავაჩერეთ და შეშინებულია, ასევე დაბნეული.
-რაც შეიძლება შეაყოვნეთ, ჩამიგდე ლოკაცია სად ხართ გაჩერებული. ინდირამ ჩანთა აიღო და იქვე მდგარ ვახოს უთხრა.
-გავდივარ და შესაძლებელია დავბრუნდე.
-მიხედე შენს საქმეს და ბაჩო მომიკითხე. ინდირამ ლოკაცია მიიღო და რამდენიმე წუთში მივიდა იმ ადგილზე სადაც ილია ჰყავდათ პოლიციელებს გაჩერებული, მოშორებით დააყენა მანქანა და რამდენიმე წუთი უყურებდა ილიას რომელიც უმტკიცებდა პოლიციელებს რომ ის უდანაშაულო არის.
-ილია რა საცოდავი ხარ, გიყურებ და გული მერევა შენზე.
-უნდა წამობრძანდეთ.
-სად წამოვიდე, უდანაშაულო ვარ.
-მე ნუ მეუბნებით, ადვოკატი დაგჭირდებათ. ილიამ ტელეფონი ამოიღო და ინდირას დაურეკა, ინდირამ ტელეფონი გათიშა და კლინიკაში წავიდა სადაც პირდაპირ ექიმის კაბინეტში შევიდა.
-გისმენთ, რით შემიძლია თქვენი დახმარება.
-დღეს თქვენ უნდა დამიმოწმოთ რომ თქვენი პაციენტი ქ-ნი დიანა შემოვიდა ნაცემი და უგონო მდგომარეობაში, თქვენი დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინეთ რომ პაციენტი არ საჭიროებს ფსიხიატრიულ მკურნალობას შემოყვანის დღიდან დღემდე.
-ამას ვერ გავაკეთებ, ეს შეუძლებელია.
-რატომ?
-თქვენ არ იცნობთ მის მეუღლეს.
-ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცნობთ რა არაკაცი ბრძანდება მისი ქმარი, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვს მის არა ადამიანობაში.
-სწორედ ამიტომ არ შემიძლია არანაირი ხელის მოწერა გავაკეთო.
-ექიმო გგონიათ არ ვიცი ვინ ხართ და რაები გაქვთ გაკეთებული ამ კლინიკაში უკანონოდ, ჩემი ერთი ზარი და ყველა ვიდეო ინტერნეტ სივრცეში გავა, იქედან კი დაიწყება გამოძიება თქვენზე და როგორ დასრულდება თქვენი სიცოცხლე, თვითმკვლელობით ან გისოსებს მიღმა ნესტიან კედლებში. ექიმი დაფიქრდა და ინდირას შეხედა.
-დამიცავთ იმ შეშლილისგან?
-დაგიცავთ, პირობას გაძლევთ. ინდირამ მიიღო ექიმისგან რაც უნდოდა და მხიარული სახით დატოვა კლინიკა და ილიას ზარსაც უპასუხა.
-გისმენ ილია.
-ინდირა განყოფილებაში ვარ, ჩემს ადვოკატს აგვიანდება და გთხოვ დამიხსენი აქედან.
-მოვდივარ. განყოფილებაში მისულმა დაინახა ილია კიდევ უფრო დაპატარავებულიყო, ალექსანდრესთან შევიდა და უთხრა.
-ის მართლა მკვლელია?
-არ ვიცით, ამას გამოძიება დაადგენს. ინდირა გინდა მისი დვოკატი იყო და ის დაიცვა?
-არა, ამას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა დაველაპარაკო, ალექს რაღაც ეჭვები მჭამს და შემიშვი მასთან, მინდა პირისპირ დაველაპარაკო.
-ჩვენ ხელთ არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გვაქვს და არც უფლება გვაქვს დავაკავოთ აქ მთელი ღამით, ის უკვე თავისუფალია. ინდირამ უკვე თავისუფალ ილიას შეხვდა და როცა გარეთ გამოვიდნენ თვალებში ჩახედა და უთხრა.
-რამ შეგაშინა, შენ ამბობ რომ უდანაშაულო ხარ მაგრამ დაიბენი, შეგეშინდა კიდეც და რატომ ილია.
-მე, მე, მე არ შემშინებია, უბრალოდ......
-უბრალოდ იფიქრე რომ უკვე გამოგიჭირეს.
-გამომიჭირეს? ილია სულ დააბნია ინდირას კითხვებმა და მანქანისკენ წავიდა.
-შენ მოკალი?
-მე მოვკალი, ვინ მოვკალი რას ამბობ ინდირა.
-ილია ჩემსავით ვერავინ ვერ გიცნობს, შენ ხარ მკვლელი და ეს უკვე მეორე მკვლელობაა შენგან.
-რას ამბობ მე არავინ მომიკლავს.
-სად იყავი იმ ღამით, დაამტკიცე რომ უდანაშაულო ხარ და მე დაგიცავ.
-შენ არ ხარ ჩემი ადვოკატი, ჩემს ადვოკატს ყველაფერი უთხარი რაც საჭირო იყო.
-შენი საიდუმლოც უთხარი ილია რომელსაც გულში მალავ.
-ინდირა..... მიფრთხილდი......
-მეც მომკლავ ისე როგორც ბესო მოკალი?
-მე არავინ არ მომიკლსვს.
-ქერა, რა დაგიშავა ქერამ.
-არ მომიკლავს არც ქერა და არავინ არ მომიკლავს.
-იცნობდი, არ მითრა რომ არ იცნობდი.
-ვიცნობდი, იმ დღეს მასთან ვიყავი, მაგრამ ღამის 10სთ-ი იყო რომ წამოვედი მისგან, დამიჯერე ინდირა მე ის ცოცხალი დავტოვე, გეფიცები ჩემს ადამიანობას.
-გგონია ადამიანი ხარ, ადამიანობას რომ იფიცებ?
-როგორ დაგიმტკიცო რომ მე არ მომიკლავს.
-კარგი ვთქვათ ქერა არ მოგიკლავს, მაგრამ ბესო, რა დაგიშავა ბესომ ილია.
-რას ბოდავ ინდირა.
-შენ მოკალი ბესო კიკნაძე და მე ყველაფერი ვიცი ილია.
-არაფერიც არ იცი და ვერც დაამტკიცებ.
-მაგასაც ვნახავთ, როცა ერთმანეთს სასამართლოში შევხვდებით მე ფაქტებით ვილაპარაკებ და შენ შენი ფანტაზიებით შეთხზავ მოგონილ ისტორიებს.
-შენ, შენ იყავი ჩემს კომპიუტერში შესული.
-ილია აქ კი სცდები, რადგან მე არ მჭირდება შენი კომპიუტერი, სულ სხვა გზებით დავადგინე რომ შენ და შენი მეგობარი ხართ ბესოს მკვლელი. სულ მალე იქ გნახავ სადაც თქვენი ადგილი არის, საიდანაც ვეღარავის ვერ მიწვდებით რომ ცხოვრება წაართვათ. ინდირას უკან ილიამ ალექსანდრე დაინახა და უხმოდ შებრუნდა, ალექსანდრემ კი ინდირას შეხედა და უთხრა.
-რა იფიქრე ილიას გაუცინებ და სიმართლეს მეტყვისო?
-ისედაც ვიცი სიმართლე, მაგრამ ჯერ არაფერს ვამბობ.
-საით მიდიხარ, მანქანით ხარ?
-შენთან მივდივარ ბავშვები მომენატრა და უნდა ვნახო.
-მერე ცარიელი ხელით უნდა ნახო პატარები ტორტი არ უნდა იყიდო? ინდირამ გულიანად გაიცინა და ალექსანდრეს უთხრა.
-ლილია კარგი, მაგრამ პატარამაც დაიწყო უკვე ტორტის ჭამა?
-შენ იყიდე და მე ვაჭმევ ტორტს, შოკოლადის იყოს. გინდა აგარჩევინო? ალექსანდრე ინდირასთან ერთად იყიდა ტორტი და ორივე სიცილით შევიდა ნატასთან.
-რა გჭირთ, დალიეთ რამე?
-ტორტი მაყიდინა ბავშვებს უნდაო.
-ბავშვებს თუ თავად უნდოდა, შენ როგორ მიიცალე არ დაგვიწყებია ჩვენი სახლის გზა.
-ალექსანდრემ მომიყვანა ისე ვერ მოვიდოდი.
-ვიცი, ვიცი როგორ შეეგუე ახალ ცხოვრებას.
-ნატა ბედნიერი ვარ, სად არის ლილე და ბავშვები.
-ლილე უნივერსიტეტში წავიდა დღეს, პატარას ძინავს და ლილიამ მამა დაინახა და ჩვენთვის აღარ სცალია.
-მამიკოს გოგო ჩემთან არ მოხვალ შენი ინირა მოვიდა საყვარელო. ლილიას ხმა არ ისმის, ნატა მშვიდად ზის და მზესუმზირას აკნატუნებს.
-ბავშვის ხმა არ ისმის ნატა....
-აქ ვარ ვერ მხედავ? თქვა ლილიამ და ინდირას შეხედა.
-საყვარელო რატომ ხარ მოწყენილი ან ეს რა კაბა ჩაგიცვამს მონაზონს გავხარ.
-დედამ ჩამაცა, მამა დედა დილიდან ნელვებს მიშლის.
-რას შვება? ინდირამ გაოცებულმა შეხედა ლილიას და შემდეგ ნატას.
-ნუ მიყურებ მე აგერ მამა და აგერ შვილი, საყვედური კი მამა ეკუთნის ასეთი ენა გრძელი რომ არის სულ მისი ბრალია.
-რა არის ჩემი ბრალი. ლილიამ ალექსანდრეს შეხედა და თვალები აუცრემლიანდა, ნატას კი გაბრაზებულმა შეხედა.
-ჩემი მამიკო მოიდა.
-არ დაგეკარგოს შენი მამიკო არსად. უთხრა ინდირამ და ალექსანდრეს შეხედა, შემდეგ კი ნატას მიუბრუნდა.
-ამ კაცზე რატომ დაქორწინდი, გაიძულა და იძულებით ხარ ქორწინებაში?
-ქოწინება ლა ალის? ნატამ ლილიას ხელი მოკიდა და უთხრა.
-შენი საქმე არ არის დიდების საუბრის მოსმენა, პატარა ჭორიკანა ხარ.
-მე უკვე გავიზალდე და კველაფერი ვიცი.
-რა იცი, შემთხვევით შენც კომისარი ხომ არ იქნები.
-კომუ, კომუსალი? ინდირამ პირზე აიფარა ხელი და ნატას უთხრა.
-სულ დაიბნა ბავშვი ნატა. ლილია დაბნეული უყურებდა ინდირას და ვერ გაიგო რატომ იცინოდნენ, გაბრაზებულმა შეხედა ნატას და ალექსანდრეს უთხრა.
-ჩენი ქმალი გააშუმე, გესმის?
-ვინ გავაჩუმო? ალექსანდრე გულიანად იცინოდა და ლილია გულში ჩაიკრა.
-მამიკო ცუგოს მიყიდი?
-ცუგო, ძაღლი გინდა რომ გყავდეს?
-მიდა, ძალიან მიდა და კომუსალი რომ ვიქები დაგეხალებით მე და ცუგო.
-დედიკო გესმის ჩვენს გოგოს უნდა კომისარი გახდეს, შენ თანახმა ხარ?
-არა.
-არა, რატომ? იკითხა ალექსანდრემ და ლილიამაც იგივე ითხვა დაუსვა დედას.
-ლატომ, გამოხედე ქაბატონო, ლატომ? ნატას არ უნდოდა ლილიასთვის შეეხედა, რადგან თავს ვერ შეიკავებდა და ალექსანდრეს შეხედა, ალექსანდრემ მიხვდა ნატა თავს იკავებდა რომ არ გასცინებოდა, მაგრამ თვალი ჩაუკრა იქვე მდგარ ლილიაზე ანიშნა.
-კითხვა დაგისვა შვილმა და პასუხს ელოდება.
-იმიტომ რომ გოგოს საქმე არ არის კომისრობა, შენ ექიმი უნდა გამოხვიდე, საკმარისია ერთი კომისარი სახლში.
-მე ექიმი ვიქები და გაგსიჯავთ, წალალსაც დაგიწერთ.
-შენი გამოწერილი წამალი სიცოცხლეს დამიბრუნებს. უთხრა ალექსანდრემ და ლილია ხელში აიყვანა, შემდეგ კი ნატას მიუბრუნდა.
-ლილე სად არის, ჯერ არ დაბრუნებულა?
-არ დაბრუნებულა, დააგვიანდა. ალექსანდრემ საათს დახედა და თქვა.
-მართლაც რომ დააგვიანდა.
-მე გავაღებ. თქვა ნატამ და წავიდა კარის გასაღებად, კარი გააღო და კართან შეშინებული, ფერმკრთალი ლილე იდგა.
-რა მოხდა, ლილე კარგად ხარ?
-წყალი, ალექს წყალი მოიტანე ცუდად არის. ინდირამ მოიტანა ჭიქით წყალი ალექსანდრემ ხელში აიყვანა ლილე და დივანზე დასვა, შემდეგ ჭიქით წყალი მიაწოდა და უთხრა.
-მოსვი წყალი და სახეზეც მოისვი სველი ხელი, სული მოითქვი და შემდეგ გვითხარი რა შეგემთხვა. ნატამ ატირებული პატარა აიყვანა ხელში და ლილეს მიუყვანა, ლილემ გულში ჩაიკრა პატარა თითქოს მისმა სურნელმა ძალა მისცა, დამშვიდდა და პატარა ალექსანდრეს შეხედა, მაგრამ ნატამ უთხრა.
-არ გააღვიძო იძინოს, მშვიდად ძინავს.
-ვხვდები ვინც შეგაშინა, მაგრამ უკეთესია შენ თქვა რა მოხდა.
-დავინახე, პირველ კურსელ გოგონასთან ერთად იყო.
-მანაც შეგხედა, შეგამჩნია?
-შემხედა და შეეცადა ჩემთან მოსვლას, მარამ დავემალე და უნივერსიტეტის უკანა შესასვლელიდან გამოვედი. ცნობისმოყვარეობამ მძლია და უნივერსიტეტთან მივედი იქ იდგა და მელოდა, დარწმუნებული ვარ მე მელოდა.
-უნივერსიტეტში აღარ წახვალ, სახლში იმეცადინებ და ონლაინით მოუსმენ ლექციას. ინდირა სხვას შენ მიხედე, ჭკუა უნდა ვასწავლოთ იმ ნაბიჭვარს.
-ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩემო ალექს და იცი რა თქვა ცნობილმა ფრანგმა ბრძენმა სტელდელიმ ,,სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო ის უფრსკულის პირას''......
-სტენდელი ფრანგი იყო, მაგრამ მისი ნამდვილი სახელია ,,ანრი მარი ბელი'' და ძალიან კარგი გამონათქვამები აქვს სიყვარულზე, მაგალითად ,,როცა პირველად ნებდება ქალი ფიქრობს, რომ მან მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო რომელიც მას ძალიან უნდოდა. ქალი კი ფიქრობს, რომ მარადისობა აჩუქა მის სიყვარულს, მამაკაცს კი ჰგონია მიიღო ის წუთი რომელსაც ელოდა''.
-გასაგებია, ის ისევ ეძებს სათამაშოს.....
-მაგრამ არა ლილეს, მან სხვა სათამაშო იპოვა.
-მინდა სულ ოდნავ ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ სულში, მაგრამ ვიცი, რომ ცოდვათა მორევი რაც ჩემს სულშია შემაძრწუნებს, თუმცა რაც დრო გადის ვაცნობიერებ ჩემს მიერ დაშვებულ შეცდომას, დიდ შეცდომას და დღეს უფრო დავრწმუნდი რომ ასე არასწორად და არა კაცურად რატომ მოვიქეცი. ღამე არ დამეძინა, მის თვალებს ვხედავდი, თვალებს რომელშიდაც უზარმაზარი შიში დავინახე.
-მას შეხვდი?
-ეშინია, მას ჩემი ეშინია ილია.
-თუ შეგამჩნია იქ მისული, როგორ ფიქრობ ისევ გაქვს იმედი რომ შეგხვდება და ისევ ნახავ?
-არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ეს თვეები მხოლოდ მასზე ვფიქრობ და მიჭირს ჩემს თავსაც რომ გაუმხილო სიმართლე.
-არ უნდა დაგეტოვა მარტო და ეს შეცდომა თავს ყოველთვის შეგახსენებს.
-ამიტომ ვერ გავბედე მასთან ახლოს მისვლა, მე ხომ მის თვალში ერთი მატყუარა ვარ, რომ მე ის უბრალო გოგო გამოვიყენე და მივატოვე.
-გოგიტა შეგიყვარდა, ის ხომ ბავშვია შენთან შედარებით.
-ბავშვია, მაგრამ ილია ის ჩემი ბავშვია.
-გოგიტა დილიდან დაგეძებ, ტელეფონი სად გაქვს.
-რა მოხდა ხვიჩა ფერი არ გაქვს, უნდა ვინერვიულო?
-პრობლემა გვაქვს.
-თქვი რა მოხდა, რა სახე გაქვს ადამიანო. გაბრაზდა გოგიტა და ხვიჩას თვალს არ აშორებდა.
-პოლიციამ ჩვენს ქოხს მიაგნო და ის გვამიც იპოვეს რამდენიმე დღის წინ რომ დავმარხეთ სახლის უკანა ეზოში.
-რას ამბობ, დაცვა სად იყო.
-ყველა აიყვანეს ვინც იქ იყო.
-ქვემოთაც ჩავიდნენ?
-ყველაფერი გადაჩხრიკეს. გაბრაზდა გოგიტა და ილიასაც არ ჰქონდა კარგი ფერი.
-გაიგებენ აგარაკი ვის სახელზე არის, ილია რა გავაკეთოთ.
-მე რა გავაკეთო, რას მეტყვი.
-წადი და რამოდენიმე დღე არ გამოჩნდე, თავად დაგიკავშირდები. ხვიჩა წავიდა და გოგიტამ ტელეფონი აიღო.
-მომისმინე, გაიგებდი რაც მოხდა აგარაკზე ხვიჩამ მითხრა და ამ პატარამ ყველაფერი იცის და არ ვიცი რას გააკეთებ, მაგრამ უნდა ჩამოიშორო.
-როგორ ჩამოვიშორო, გოგიტა ის ხომ ძალიან პატარაა.
-მოაწყვე ისე რომ უბედური შემთხვევა ეგონოს ყველას.
-სად ხარ ტელევიზორი ჩართე შენთვის საინტერესო თემაზე საუბრობენ, დაგაინტერესდება. გოგიტამ ილიას შეხედა და ტელევიზორი ჩართო, გაოცებული უყურებდა აგარაკს სადაც პოლიციამ ათამდე ნარკომანი აიყვანა, ასევე უამრავი იარაღიც და ყველაზე მთავარი გვამის აღმოჩენა იყო ვისი ვინაობაც ჯერ დაუდგენელია.
-,,ნაპოვნია მამაკაცის გვამი, მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზის პასუხის შემდეგ იქნება ცნობილი ვინ არის გარდაცვლილი''.
-იპოვეს, იპოვეს ილია და შენს გამო მოხდა ეს ყველაფერი, ახლა პოლიცია მოსვენებას არ მოგვცემს.
-მე მოვკალი, მაგრამ არ ვნანობ....
-გაჩუმდი და უკეთესია თუ საერთოდ არაფერს იტყვი. გოგიტა გაბრაზებული უყურებდა ილიას და ილიამ მიხვდა, რომ უნდა წასულიყო რადგან თავს უკვე ზედმეტად გრძნობდა.რამდენიმე დღე სამსახურშიც არ წასულა კითხულობდა გაზეთებს და უყურებდა ყველა საინფორმაციო გადაცემას, ერთ საღამოს მშვიდად ვაშმობდა, რომ ტელევიზორში გადაცემა შეწყდა და საინფორმაციო არხი ჩაირთო.
-,,მკვლელობა რომელსაც გამოძიება იძიებს დღემდე ბურუსით არის მოცული, დადგინდა გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა, გარდაცვლილი 38 წლის ნიკოლოზ საჯაია არის''. ნათიას თეფში ხელიდან გაუვარდა, სხვა არაფერი გაუგონია და გულწასული დაეცა, ილია ნათიასთან მივიდა, მაგრამ გაუჭირდა მისი გონზე მოყვანა და სასწრაფოს დაურეკა.
-როგორ არის ექიმო...
-მის მდგომარეობაში გულის წასვლები, ღებინება დაშვებულია, მაგრამ უმჯობესია მისმა ექიმმა ნახოს.
-გასაგებია, მადლობა ექიმო. ნათია იწვა და ჭერს უყურებდა, თვალებიდან ცრემლი სდიოდა ხელი კი მუცელზე დაედო. ილიამ ექიმი გააცილა და ნათიას მიუბრუნდა.
-როგორ ხარ, ძალიან შემაშინე. ნათიამ ილიას შეხედა და ილიამ მის გამოხედვაში უზარმაზარი ზიზღი დაინახა.
-მკვლელი ხარ, შენ მოუკალი ჩემს შვილს მამა. მკვლელებო, შენ და შენი ვირთხა მეგობარი ორივე მკვლელები ხართ.
-რას ამბობ, სულ გააფრინე. მიღალატე, სხვა მამაკაცს დაუწექი და არც კი ფიქრობ გულს როგორ მტკენ შენი სიტყვებით.
-7 წელია მღალატობ, 7 წელია ტყუილში მაცხოვრებ და კიდევ გგონია რომ ბედნიერი ვიყავი შენთან ერთად ამ სახლში? ერთი დღეც არ ვყოფილვარ ბედნიერი, დამცირებას ვიღებდი ყოველდღე შენგან, დამცინოდი საყვარლებთან თუ როგორი უნიათო ქალი ვიყავი შვილი ვერ გაგიჩინე,მამა ვერ გაგხადე. საერთოდ არ მიცნობდი და არც იცოდი რა მინდოდა შენგან, რას გთხოვდი სიყვარული და სითბო მინდოდა და შენ, სხვას ჩუქნიდი სიყვარულსაც და სითბოსაც.მშვიდად იყავი, რადგან დიდ უზარმაზარ სახლში ვცხოვრობდი და ესეც საკმარისზე ზედმეტი იყო შენგან ჩემთვის.....
-დაწყნარდი, დამშვიდდი, ბავშვზე ცუდად იმოქმედებს შენი ნერვიულობა.
-არ გაგშორდები ილია და იყოს ისე როგორც შენ გინდა, მაგრამ შენ ჩემთვის აღარ არსებობ.
-ეს როგორ......
-ჩვენ ერთ სახლში ვიქნებით, მაგრამ ცოლი და ქმარი აღარასოდეს ვიქნებით.
-ძვირფასო მომისმინე......
-თუ გინდა შენი სიბინძურე საიდუმლოდ დარჩეს, მაგრამ არ ვიცი ეს როდემდე დარჩება საიდუმლოდ ყველაფერს გააკეთებ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. ერთი შეცდომა, ერთი ხმამაღალი ხმა და ყველაფერს ვიტყვი, განზრახ მვლელობისთვის კი შესაძლებელია უვადო პატიმრობაც კი შეგიფარდოს მოსამართლემ. ნიკოლოზი არ იყო მარტო, მისი სამეგობრო ფეხზე დადგა და მკვლელს ეძებდა, უნდოდათ პოლიციაზე ადრე ეპოვათ რომ თავად გასწოებოდა მეგობრის მკვლელს.

სინანული გულის და სულის წვაა, იდგა და ხელში ეჭირა ნიკოლოზის პერანგი, თვალებში კი ცრემლები ჰქონდა. ყველა ნივთს შეეხო, საწოლს შეხედა და რამდენიმე წუთით საწოლზე დაწვა თვალები დახუჭა და გაირინდა.
-შეგიყვარდა, სათნო და ერთგული იყავი. საწოლიდან წამოდგა ტელეფონი აიღო და დარეკა.
-უნდა შევხვდეთ სალაპარაკო გვაქვს.
-სად და როდის.
-ჩვენს ძველ ადგილზე დაგელოდები ან დამელოდე. თმა გათეთრებული და უკვე ასაკში შესული მამაკაცი იდგა და ელოდა, მანქანა გაჩერდა და ღიმილით ხელებგაშლილი შეხვდა ძველ მეგობარს მასთან შედარებით უფრო ახალგაზრდა მამაკაცს.
-20 წელი გავიდა ანრი მეგობარო რაც ერთმანეთს არ შევხვედრივართ და სიმართლე გითხრა გამიკვირდა შენი ზარი.
-თუ ჩემი ზარი ისევ ჩემი სახელით შემოვიდა შენს ტელეფონში, გამოდის რომ ისევ გახსოვარ და ისევ მეგობრად მთვლი.
-წლები გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, მაგრამ სულ მახსოვხარ.
-უნდა დამეხმარო გოჩა.
-რა მოხდა, შეგხედე თუ არა მივხვდი რომ რაღაც მოხდა, გისმენ მეგობარო.
-ნიკოლოზი, ჩემი ნიკოლოზი მომიკლეს.
-რას ამბობ, ნიკუშა მოკლეს? ანრიმ თვალებში ჩახედა მეგობარს და რაოდენ დიდი იყო მის თვალებში გაოცება.
-ეს დღეები ტელევიზია და ყველა საინფორმაციო გადაცემა მკვლელობაზე ლაპარაკობს და ის მოკლული ჩემი ნიკოლოზია, ჩემი ნიკუშა. გოჩა უნდა მაპოვნინო ნიკუშას მკვლელი, პოლიცია სანამ იპოვის მე უნდა ვიპოვო და ამას შენს გარდა ვერავის ვეტყვი. ჩარიე ვინც გინდა, მაგრამ თუ ფიქრობ რომ თანხა არის საჭირო, თანხა არის ეს არ მიჭირს შენც კარგად იცი.
-ანრი თანხაზე ჩვენს შოროს საუბარი არ გაბედო, მაგრამ დრო არის საჭირო.
-დრო გაქვს და ვიცი რომ შენებური გზებით შეძლებ ჩემს დახმარებას, არ დამვიწყებია რა დაუნდობელი და საშიში გიჟი ხარ.
-მომიყევი რა მოხდა, ყველაფერი მინდა ვიცოდე.
-ქალი იყო მის ცხოვრებაში.....
-დაქორწინებული ქალი.....
-მართალი ხარ, ქალი დაქორწინებულია და მკვლელიც მისი ქმარია, მაგრამ არის კიდევ ერთი მამაკაცი.
-ვინ და რატომ ან მესამეს რა უნდოდა მათ შორის, ნუთუ ორს ერთი ქალი უყვარდა?
-არა, არა იმ მესამეს შენც იცნობ. მან ნიკუშა სასტიკად სცემა და ახლა მკვლელს აფარებს ხელს, გოჩა ქალს არავინ შეეხება.....
-ქალს არ ვეხები, ანრი ვინ არის ის სახელი, გვარი და მისამართი, მაგრამ რატომ არ გინდა ქალს შევეხოთ.
-ერთადერთი მყავდა ნიკუშა და ერთადერთი შვილი დამიტოვა რომ გავზარდო, ქალი ორსულად არის და ის ჩემი ერთადერთი მემკვიდრეა. მარტო ეს არა, უნდა უთვალთვალოთ და უნდა ვიცოდე მისი პირადი ექიმი, მისი ყველა ვიზიტზე მეც მასთან ერთად უნდა ვიყო.
-ქალს უყვარდა და ეს იმით მტკიცდება, რომ მზად არის ნიკუშას შვილი გააჩინოს.
-ქვეყნიდან არ უნდა გავიდეს, ვერ დავკარგავ მას გოჩა.
-ყველაფერი გასაგებია, მექნება თუ არა ინფორმაცია დაგირეკავ. რამოდენიმე დღე უთვალთვალებდნენ ნათიას გოჩას დავალებით, მაგრამ ნათია სახლში ჩაიკეტა და ერთ დღესაც ინტერნეტის საშუალებით გაიგო სად დაასაფლავეს ნიკოლოზი და წასასვლელად მოემზადა.
-სად მიდიხარ, ასეთ მდგომარეობაში სად გინდა წასვლა გული მიგდის ყოველ ნახევარ საათში.
-სად მივდივარ გაინტერესებს?
-რა თქმა ნდა მაინტერესებს სად მიდიხარ ასეთ დროს, მეც გამოგყვები სადაცაა დაღამდება.
-ჩემი შვილის მამის საფლავზე მივდივარ ილია.
-ვერ წახვალ და დაიმახსოვრე ეს ჩემი შვილია და არა იმ.......
-არ გაბედო მასზე ცუდი სიტყვის თქმა.
-ვერ წახვალ ნათია.
-ვფიქრობ მახსოვრობასთან პრობლემები გაქვს და ისევ მომიწევს შეგახსენო, იმ ადამიანის საფლავზე მივდივარ ვინც შენ მოკალი და გზა დამითმე უნდა გავიდე.
-ეს ყოველ დღე უნდა შემახსენო?
-როცა მეხსიერება გღალატობს შეხსენებაა საჭირო სად რა გააკეთე და რატომ, რამდენიმე საათი დაგტოვებ და შენ დაფიქრდი იქნებ მარტო რომ იქნები იტირო კიდეც თუ გული გაქვს ან სინანულის გამო და ნუ შეიკავებ ცრემლს, იტირე ილია სანამ ეს შესაძლებელია. იქნებ გგონია ცრემლი სისუსტის ნიშანია და გეტყვი, რომ ძალიან სცდები და იტირე რომ გულმა შვება იგრძნოს.ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი რომ იტიროს, რომ ცრემლით უთხრა უფალს ნანობ იქნებ გაპატიოს და შეგინდოს შენი ცოდვები. ნათიამ ზიზღით შეხედა ილიას და წავიდა, მიდიოდა ნელი და გაწონასწორებული ნაბიჯით და ერთ საფლავთან გაჩერდა სადაც ყვავილები ჯერ კიდევ ცოცხლად იწვნენ მიწაზე. აკანკალდა, ხელით ხეს მიეყრდნო და ცრემლს გზა მისცა, შემდეგ ნელა ნელა მივიდა საფლავთან და ჩურულით უთხრა.
-რამდენი კვირა გავიდა და მე ისევ შენზე ვფიქრობ, ვფიქრობ რომ დაბრუნდები, მაგრამ რომ გავიაზრებ ვეღარასოდეს გნახავ გული მტკივა. უშენოდ დრო გაჩერდა და მონატრება გაუსაძლისი გახდა, ისევ ისე გელოდები გულ ანთებული, ისევ ისე ძლიერ მიყვარხარ ნიკოლოზ. იქვე დიდი ქვა იყო და ცივ ქვაზე ჩამოჯდა, ამობურცულ მიწას თვალი გადაავლო და ცრემლი მოიწმინდა.
-შენზე ფიქრში ღამე იცრიცება, ვხედავ წყვდიადი როგორ მიიპარება დამნაშავესავით და უსასრულოდ შავ ცას სითეთრე ერევა. სიცოცხლე გრძელდება და ყველა თავის გზით მიდის, მაგრამ გზაც გაწყდა შენგან ჩემამდე მოსასვლელი. უკვე მერამდენე დილაა შენს ზარს რომ არ გაუღვიძებივარ და არ გითქვამს ,, ჩემო ძილისგუდა გაიღვიძე მე უკვე ვმუშაობ''. შენს გაცნობამდე შეგუებული ვიყავი უსიყვარულოდ ცხოვრებას, მაგრამ შენ გამოჩნდი და შეცვალე ჩემი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების ყველა წუთი და წამი სიკვდილის ბოლომდე შენზე ვიფიქრებ, შენ ხომ დიდი სიხარული დამიტოვე, ჩვენი სიხარული. დღეს გავბედე შენამდე მოსვლა, ამიერიდან ძლიერი ვიქნები ჩვენი შვილის გამო რომ ჯამრთელი დაიბადოს. არ ვიცოდი სად მეძებნე და გზამ თავად მომიყვანა შენამდე, მოვედი აქ ვარ და სიყვარულის ფერი გაქრა, აქ ყველაფერი მუქია, მაგრამ აქ შენ ხარ და გაბედულად მოვედი ამ მუქ ფერებში. მოვედი რომ მეთქვა როგორ დღითი დღე იზრდება ჩვენი შვილი, არ შემეკითხო სქესი რადგან არ ვიცი ვინ მოევლინება სამყაროს, მაგრამ ვინც დაიბადება ჩვენს სიყვარულზე მოუყვები, გაიგებს რომ სიყვარულის გამო მოგკლეს ნიკოლოზ. ფეხის ხმა გაიგონა და შეშინებული წამოხტა ფეხზე.
-არ შეგეშინდეს შვილო.....
-ვინ ხართ, აქ რატომ ხართ. ტირილისაგან შეცვლილი ხმით კითხა მის წინ მდგარ გათეთრებულ მამაკაცს.
-აქ ჩემი ახლობელი ადამიანი წევს შვილო, მაგრამ შენ ვინ ხარ, ასაკში ვარ და მახსოვრობა მღალატობს.
-მე, მე, მე, ნიკას მეგობარი ვარ, ძალიან ახლო მეგობარი.
-უკვე საათზე მეტია აქ ხარ და შენს მდგომარეობაში აქ ცივ ქვაზე ჯდომა საზიანოა, თუ მენდობი მინდა დაგელაპრაკო და სადმე ჩამოვსხდეთ.
-მე,........
-არ მინდა გამირბოდე შვილო.
-არ გაგირბივართ, უბრალოდ.....
-არ მენდობი უცხო ვარ, მაგრამ რომ იცოდე როგორი ახლობელი ვარ შენი და მანდ რომ გიზის პატარა მოთმინებით. ნათიამ მუცელზე ხელი დაიდო და გაეღიმა, შემდეგ კი გაღიმებულმა შეხედა მოხუცს და უთხრა.
-მართლა?
-წამოდი რამე მივირთვათ და ვისაუბროთ. ანრიმ ხელი გაუწია ნათიას და სასაფლაოს ეზოდან გაიყვანა, შემდეგ შეხედა და უთხრა.
-სად წავიდეთ, რა გინდა რომ მიირთვა, რას გთხოვს გული.
-მე ვინც მინდა შეუძლებელია ის დაბრუნდეს, მაგრამ რა მინდა მართლა არ ვიცი.
-მაშინ მენდე და ერთ ადგილზე წაგიყვან. ანრიმ ნათია ერთ პატარა და უბრალო ლამაზდ მოწყობილ ბარში შეიყვანა, მაგიდასთან დასვა და თავადაც მის წინ მოკალათდა.
-აბა მითხარი როგორ ხარ, რას მიირთმევთ დედა შვილი და როგორ არის ჩემი შვილიშვილი. ნათიამ შეშინებულმა შეხედა მოხუცს, მაგრამ მის თვალებში სითბო, სიყვარული და ერთგულება დაინახა.
-რატომ შეგეშინდა შვილო, ნიკამ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა რომ ძალიან იყო შეყვარებული ერთ ქალზე, მაგრამ ვერ მოასწრო რომ ჩემამდე მოეყვანე.
-ნიკა თქვენ გგავდა.
-რით მამსგავსებ ნიკას.
-თვალებით, მასაც თქვენნაირი თვალები ჰქონდა და თქვენსავით სიყვარული ჰქონდა თვალებში, ის თვალებით ბედნიერებას ასხივებდა.
-მართალი ხარ, ჩვენ ვგავდით ერთმანეთს, მაგრამ უფრო თვალებით და ჩემი მეუღლე მეუბნებოდა ჩვენმა შვილიშვილმა ის თვალები მოიპარა შენში მე რომ ძალიან მიყვარსო.
-ამბობდა....
-დიახ ამბობდა, სამწუხაროდ ნიკას მშობლები და ჩემი მეუღლე ერთმა მთვრალმა ნაძირალამ მანქანით გაიტანა და სამივე ადგილზე დაიღუპა.
-ვწუხვარ, არ ვიცოდი.
-რას მიირთმევ შვილო.
-ცხელი შოკოლდი და რამე....
-ტკბილი?
-არა, რამე მარილიანი და მწარე. ანრის ჩაეცინა და შეკვეთა მისცა, რამდენიმე წუთში ნათია ცხელ შოკოლადს მიირთმევდა და კუბდარი რომელსაც გაბრწყინებული თვალებით შეხედა, შემდეგ გემრიელად დააგემოვნდა. ანრი უყურებდა და უეცრად მოიწყინა, ცრემლიც მოერია და არ უნდოდა ნათიას შეემჩნია.
-რა ბედნიერი ვიქნებოდი ეს წუთები ჩემებს რომ დაენახათ.
-მეც ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ......
-კარგი წარსულს ვერ შევცვლით, მითხარი გულწრფელად რას აპირებ მომავალში.
-რადგან ასეთი ახლობელი ხარ მეც მინდა გულწრფელად დაგელაპარაკოთ, აქედან წასვლაზეც ვიფიქრე. ანრი შეცბა, უეცრად მის თვალებში მრისხანებამ გაიელვა და ნათიას შეხედა.
-ამას არ გააკეთებ, მე მხოლოდ ეს პატარა დამრჩა ვინც ჩემს გვარს გააგრძელებს და წასვლის ნებას არ მოგცემ.
-არ დამასრულებინეთ, აქ ნიკუშას საფლავია და ჩემმა შვილმა უნდა იცოდეს მისი მამა სად არის და იქ რატომ არის.
-მე ვიცი რომ დაქორწინებული ხარ, ვიცი რომ მკვლელი შენი ქმარი არის და ის სასჯელს მოიხდის, შენ იცი სიმართლე და მკვლელს ხელს აფარებ და შემიძლია პოლიციაში დაგაბეზღო, მაგრამ არ გავაკეთებ.
-რატომ?
-მე უნდა დავსაჯო ჩემი ნიკუშას მკვლელი, შენ კი როგორც ახლა ხარ ჩუმად, შემდეგაც ჩუმად იქნები. ნათიას შეეშინდა ანრის ხმაც და გამოხედვაც მკაცრი და მომთხოვნი იყო.
-შენზე მომიყევი.
-უნივერსიტეტი დავამთავრე და მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, ჩემი ოცნებები ახდენილიყო, მაგრამ გავიღვიძე ერთ დღეს და ჩემს თავს თეთრ კაბაში ვხედავ. მე არავინ დამეკითხა მინდოდა კი ილიაზე დაქორწინება, მაგრამ მამას სიტყვა ოჯახში კანონი იყო და წინ ვერ აღუდგა ვერც დედა და ვერც მე, ამიტომ ბედს შევეგუე. 7 წელია ვცხოვრობ მამაკაცთან ვინც არ მიყვარს და არც უცდია რომ შემყვარებოდა, ეს წლები მღალატობს და მეც არ ვიცი როგორ, მაგრამ გადამეკეტა და სიბრაზისგან იგივე გავაკეთე რასაც ის მიკეთებდა, მაგრამ მასთან განსხვავებით მე შემიყვარდა.
-ნანობ?
-არა, არ ვნანობ და სწორედ ეს პატარა ვინც ჩემშია ეს არის ჩემი მომავლის იმედი.მხოლოდ ჩემი პატარას გამო მიხარია ყოველი ახალი დღე და რომ დასჭირდეს ჩემს სიცოცხლეს დაუფიქრებლად დავთმობ მის გამო.
-მიხარია რომ გაგიცანი, მინდა შევხვდეთ ზოგჯერ და ვისაუბროთ.
-შევხვდეთ, მინდა ვიცოდე რას უზამთ ილიას.
-ეს უკვე ჩვენი საქმე არის....
-არ მინდა ხელი გაისვაროთ მის სისხლში, არ ღირს და დამიჯერეთ მართლმსაჯულებას მიანდეთ მისი დასჯა. არ იფიქროთ, რომ მეცოდება, ის და მისი ვირთხა მეგობარი მკაცრად უნდა დაისაჯოს.
-დაისჯებიან, ორივე მკაცრად დაისჯებიან. შენ უნდა დაისვენო ფეხები გაქვს შეშუპებული შვილო და ნება მომეცი სახლამდე მიგიყვანო. უარი არ უთხრა და სახლთან მისულებმა დადებითი ენერგიით დაემშვიდობა ანრის და სახლში შევიდა, მაგრამ ილია არ დახვდა არც ტელეფონზე მოუკითხავს სად იყო წასული თავის საძინებელში ავიდა და თავის საწოლზე წითელი ვარდების თაიგული დახვდა, ზიზღით აიღო თაიგული და კარებში დაყარა რომ ილიას კარგად დაენახა, ილია კი ბარში იჯდა და გოგიტას ელოდა.
-ბარში ვარ და გელოდები.
-რა მოგართვათ?
-მეგობარს ველოდები, მაგრამ სანამ მეგობარი მოვა ვისკი მომიტანე. დიდხანს ელოდა ილია გოგიტას, ერთ ჭიქას მეორე მოყვა, მეორეს მესამე და კარგად იყო შემთვრალი ბარიდან რომ გამოვიდა და ბარბაცით გაუყვა ქუჩას და გაურკვეველად ბუტბუტებდა მისთვის, დახრილი და დაბნეული თვალებით მიიწევდა წინ შიშის დასაძლევად, რისკავს თითქოს წინასწარ იცის სიტუაციის საშიშროება რა ელოდება იმ გზაზე გასვლისას და ჩქარობდა ბარში მეგობარი ელოდებოდა. ჩქარა უნდოდა გზის ბნელი მონაკვეთის გავლა, მაგრამ მოულოდნელად წინ ნიღაბში გამოწყობილი მამაკაცი გადაუდგა.
-ვინ ხარ, რა გინდა ჩემგან.
-შეგაშინეთ?
-არა, არ შემშინებია, უბრალოდ მოულოდნელად დამიდექი წინ.
-გეშინია ნამდვილ მამაკაცთან შებრძოლება, ქალებთან კი უშიშარი ხარ კაცობ, მაგრამ იმ ქალებმა არ იციან როგორი უსუსური და მხდალი ხარ.
-გამეცალე.....
-გაგეცალო და გგონია ასე ადვილად წახვალ?
-რა გინდა, ფული თუ გინდა თან არ მაქვს აი ეს საათი წაიღე. საათი მოიხსნა ხელზე და უცნობს გაუწოდა, უცნობმა კისერში მოკიდა ხელი და კედელს მიანარცხა, შემდეგ ძირს დააგდო და ფეხებით შედგა. ვერ გაძღა მანამ სანამ სისხლის გუბე არ დაინახა, შეხედა რომ უგონოდ ეგდო მიწაზე და ასე უგონო მდგომარეობაში მიატოვა, რომელიც შემთხვევით გამვლელმა იპოვა და ახლო მდებარე ბარში მყოფ ბარმენს უთხრა.
-იქ ადამიანი წევს სისხლის გუბეში და დაურეკეთ სასწრაფოს.
-ვინ არის იცნობ?
-ვერ ვიცანი სახე სისხლით აქვს მოსვრილი.
-რამე შარში არ გამხვიო ბავშვო.
-ვინც არ უნდა იყოს ადამიანია და მას შველა უნდა, დაურეკეთ სასწრაფოს ის თქვენი მეგობარი არის აქ ხშირად შემოდის. ბარმენი შეშფოთდა წავიდა და სისხლში ამოსვრილი გოგიტას რომ შეხედა დაიბნა, შემდეგ კი სასწრაფოს დაურეკა, რამდენიმე წუთში პოლიციაც მოვიდა ადგილზე და ალექსანდრეს შეატყობინეს მომხდარის შესახებ.
-დამნახავი არის ვინმე მოქალაქე ვინ სცემა.
-არა უფროსო, უკვე გვიანი ღამე იყო და არავის დაუნახავს.
-გადაიყვანეთ საავადმყოფოში, დაელოდეთ გონზე მოვა და დაკითხეთ.
-გასაგებია. რამდენიმე საათის შემდეგ საბა და შმაგი განყოფილებაში დაბრუნდა და ალექსანდრე მათ კაბინეტში დახვდა.
-სად ხართ, ტელეფონს არ პასუხობთ და გინდათ ჭკუიდან ამჭრათ? გაბრაზებული უყურებდა ორივეს.
-ვინ არის დაზარალებული რომ ვერ დატოვეთ.
-გოგიტა არის დაზარალებული.
-ცემა დააკლო ვინც ცემა, კარგად უნდა ეცემათ რომ აზროვნება გაეთიშა მისთვის.
-უფროსო სად უნდა ვეძებოთ დამნაშავე ამხელა ქალაქში ყოველი მესამე თუ არა მეხუთე ადამიანი მისი მტერია. ალექსანდრე ახლოს მივიდა საბასთან და უთხრა.
-ეს ღამე ჩვენია ბიჭებო......
-რა მოხდა, აქ რატომ ხართ ამ დრომდე.კაბინეტში ბაჩო შევიდა და სამივე შეათვალიერა.
-კარგია რომ მოდი ბაჩო.
-ვიცი რაც მოხდა, ტელეფონზე დამირეკა საბამ და მითხრა, მაგრამ აქ თუ უყავით არ ვიცოდი. ალექსანდრემ აათვალიერა ბაჩო და მზერა მის ხელებზე შეაჩერა, შემდეგ კი ეჭვნარევი ხმით უთხრა.
-შენ სად იყავი ან აქ რატომ მოდი.
-შემოვლა გავაკეთე და მოვედი, რატომ მიყურებ ის მითხარი რას ვაკეთებთ ახლა.
-კარგი შემდეგ დაგელაპარაკები, მაგრამ ეს ღამე ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.
-როგორ, ვერ გავიგე.
-გოგიტა არ ვიცი ვინ სცემა, მაგრამ მის გამოჯამრთელებამდე დიანას კლინიკიდან გამოყვანა გაგვიადვილდება ბაჩო.
-ეს მართალია და უნდა მოვასწროთ.
-ყველა მნიშვნელოვანი საბუთი ხელთ გქონდეს მისი მტკიცებულებებით და დიანას საქმე დავასრულოთ, აღარ გავწელოთ დრო უნდა გამოვიყენოთ.
-ხვალ მოვაგვარებ ყველაფერს, კამერებს შევამოწმებთ.
-საბა, შმაგი წადით თავისუფლები ხართ. ბიჭები წავიდნენ და ალექსანდრე ბაჩოს მიუბრუნდა.
-ნუ შეაკლავ თავს დამნაშავეს ძებნას, რასაც იმსახურებდა იმაზე ნაკლები მიიღო, მაგრამ ალბად სხვა დროს სხვა გადაუხდის შენ რაც შეძელი კარგი ნამუშევარია, მომწონხარ მეგობარო.
-რა, რა, რას ამბობ.
-ჩემთან მაინც ნუ იტყვი ტყუილს, გიცნობ ბაჩო და ეს საიდუმლო მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით.
-დარწმუნებული ხარ ალექს.
-დარწმუნებული ვარ და მივდივარ, საქმეს მიხედე და საქმეში დიანას ვგულისხმობ და არა იმ არაკაცს.
-ალექს ილია?
-მასაც მივხედავთ, ახლა უნდა წავიდე სტუმრები გვყავს დღეს სახლში. ალექსანდრე წავიდა და დატოვა ბაჩო დაფიქრებული, ინდირა კი ბაჩოს ელოდა, მოულოდნელად თავისი ძველი ყუთი გახსნა და შიგ ჩაწყობილი ძველი ფოტოები ამოალაგა, სანთებელა აანთო და ილიასთან გადაღებული ყველა ფოტო დაწვა. ტელეფონი აიღო და დარეკა, ელოდა იმ ხმას ვისი ხმაც იმ წუთში ბედნიერს გახდიდა და კიდევ უფრო იგრძნობდა დიდ სიყვარულს.
-გისმენ ინდირა დღეს დაგირეკე და შენს უპასუხო ზარზე მივხვდი პროცესზე იყავი, კარგად ხარ რამე გჭირდება?
-შენი ხმის გაგონება მინდოდა, მხოლოდ შენ მჭირდები ახლა და სხვა არავინ.
-ინდირა მიყვარხარ და მინდა შენს გვერდით ვიყო ახლაც და სიცოცხლის ბოლომდეც, მაგრამ მაპატიე ვერ მოვალ საყვარელო.
-ვიცი, შენი ხმა გავიგონე და დავმშვიდდი, მეც მინდა მყავდე უსასრულოდ. ბაჩომ ხელებზე დაიხედა და გაეცინა.
-ალექსანდრე ყნოსვით ხვდები ყველაფერს, მიხარია რომ შენს გვერდით ვარ და ვიქნები ყოველთვის, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. ალექსანდრემ სახლში შევიდა და ნატას გამოხედვაზე მიხვდა, რომ დააგვიანდა, მაგრამ სტუმრები ისე იყო პატარების ფერებაში გართული არც შეუმჩნევიათ ალექსანდრეს დაგვიანება.
-ალექსანდრე.....
-ნუ მიყურებ გაბრაზებული ვიცი რომ დამაგვიანდა, მაგრამ რთული დღე მქონდა.
-მოდი ალექსანდრე და თავს ნუ იდანაშულებ, ვიცით შვილო რთული პროფესია გაქვს და ყოველ დღე სირთულეებით ხარ დატვირთული.
-როგორ ხართ, კარგია რომ ყველა ერთად ვართ და ლილეს თემაც ერთად გადავწყვიტოთ.
-ჩვენ ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ და სამივე ერთ შეთანხმებაზე მივედით.
-გისმენთ ბესო რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ მე თანახმა ვარ, სიტყვის თქმის უპირატესობა თქვენ გაქვთ.
-ჩვენ თანახმა ვართ ალექსანდრე.
-ეს ძალიან კარგია რომ თანახმა ხართ, ლილე ამ წელს აქ დაასრულებს და ახალი სასწავლო წლიდან ინგლისში წავა, ყველაფერი მოგვარებულია, ბინა სად უნდა იცხოვროს და ვინ იქნება მის გვერდით.
-ზუსტად როდის წავა.....
-სექტემბრის დასაწყისში უკვე იქ უნდა იყოს, ასე რომ ლილე დრო გაქვს პატარასთან ერთად იყო და მოისიყვარულო. ვახშამი მიირთვეს სტუმრებმაც და საუბრობდნენ ტელეფონმა დარეკა, ნატამ შეხედა ალექსანდრეს და უთხრა.
-სასწაულია ერთი საათი რომ ჩუმად იყო შენი ტელეფონი, ბაჩო რეკავს. ალექსანდრეს გაეცინა და ბაჩოს უპასუხა.
-ერთი საათია რაც დავშორდით ერთმანეთს, უკვე ვერ ჩერდები ხომ ჩემს გარეშე.
-კლინიკაში ვიყავი დიანა ვნახე და ექიმსაც ვესაუბრე, ალექს ექიმი თანახმა არის სასამართლოზე თქვას სიმართლე.
-ძალიან კარგად დასრულდა დღევანდელი დღე, გადაეცი ინდირას ეს მნიშვნელოვანი ქაღალდი და დარწმუნებული ვარ პირველივე მოსმენაზე მოხდება მათი გაყრა. დიანა მშვიდად იყო და ფიქრობდა, არ იყო დარწმუნებული თუ ბოლო ღამე იყო მისი იმ თეთრ კედლებში, მაგრამ შეცდა დიანა მეორე დღეს კლინიკიდან გაიყვანეს. ინდირამ ყველა მნიშვნელოვანი საბუთი წარუდგინა მოსამართლეს და ექიმის დამამტკიცებელი სიტყვებით დიანას და გოგიტას ქორწინება დასრულდა, ასევე დაეკისრა კონპესაცია ფიზიკური და მორალური დაზიანებებისთვის.
-არ მჯერა და არც ის ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
-ძლიერი იყავი და ვერასოდეს მოგერევა ის ვინც ცდილობს ზიანი მოგაყენოს, ძალიან ბევრი ცუდი აქვს იმ არამზადას შენთვის გაკეთებული. უთხრა ინდირამ და მხარზე ხელი დაადო.
-ძალიან ბევრი მოვითმინე, ძალიან ბევრი ავიტანე და ალბად ამ დღისთვის ვითმენდი რომ ეს ბედნიერი წუთები შემეგრძნო. რასაც ვფიქრობდი და რასაც ვოცნებობდი უფალმა შეისმინა და სიმართლე გითხრათ მრცხვენია, ადამიანმა რაც არ უნდა დაგიშავოს სასიკვდილოდ ვერ იმეტებ.
-სწორად მსჯელობ დაო, წაგიყვანო სახლში?
-წამიყვანე, იმ სახლში არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო, მაგრამ მინდა მივიდე. ინდირამ ბინასთან მიიყვანა დიანა და ბინამდეც აყვა, შემდეგ ხელოსანს თავად დაურეკა და კარებზე საკეტი გამოცვალეს, სახლში შევიდა დიანა და დაითრგუნა, მაგრამ ფანჯრებიდან ფარდები გადასწია, სინათლე შემოუშვა სახლში და გაღიმებულმა შეხედა ინდირა.
-ამიერიდან ვერასოდეს შეძლებს შემეხოს.
-მომწონხარ და ყოველთვის ამ შემართებით მიყევი ცხოვრებას. ერთმანეთს გადაეხვია და ინდირამ მშვიდად დატოვა დიანა. დიანამ შხაპი მიიღო, თავი მოიწესრიგა და სარკესთან დამდგარმა ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ კი თქვა.
-ჩემი დრო მოვიდა, ამიერიდან მე ვითამაშებ შენს ნერვებზე და შენ ხმას ვერ ამოიღებ. რამდენიმე თვე დაჭირდა გოგიტას გამოჯამრთელებას, დიანამ გოგიტას პირადი ნივთები რამოდენიმე ჩემოდანში ჩააწყო და მის მეგობარს გაატანა, თავად შებრუნდა და პირველივე კლიენტს მიყიდა სახლი თავად კი საცხოვრებლად ბავშვთან ერთად დედასთან გადავიდა, მომვლელი კი დაითხოვა. დიანას ცხოვრება ნელა ნელა დამშვიდდა, ნათია კი უკვე წამოზრდილი მუცლით იჯდა სახლში და ზოგჯერ გაოცებული უყურებდა ილიას უცნაურ ქცევებს, ილიას სამსახურშიც არ უმართლებდა რამდენჯერმე წააგო პროცესი და ერთ საღამოს გაბრაზებული დაბრუნდა სახლში, მაგრამ სახლში სიურპრიზი დახვდა რასაც არ ელოდა და გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ თმაშევერცხლილ მამაკაცს.
-გოდერძი?
-მე ვარ ილია და გაოცებული რატომ მიყურებ, თუმცა კარგია სახელი რომ გახსოვს და არც დაგვიწყებივარ, მიკვირს მიცანი კიდეც.
-რატომ ვერ უნდა მეცვნეთ.
-რატომ? ძალიან ხშირად დავდივართ ერთმანეთთან შვილო და ამ ხშირი მიმოსვლით თავი მოვაბეზრეთ ერთმანეთს. მე ისიც არ ვიცოდი ჩემი შვილი ორსულად თუ იყო და შვილიშვილს ველოდი, შემთხვევით სხვისგან გავიგე.
-მამა, როცა სურვილი გექნეს ყოველთვოს შეგიძლია მოხვიდე, ყოველთვის გამიხარდება შენი ნახვა.
-შენ, ასეთი ცუდი მამა ვიყავი შენთვის?
-არა, ეს არ გაიმეორო შენ საუკეთესო მამა ხარ შვილებისთვის მამა.
-ყოველთვის მჯეროდა შენი, ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი შენში და ყოველთვის მშვიდად ვიყავი. შენზე შიში არასოდეს გამივლია გულში, უფრო დალიკოსი მეშინოდა, მაგრამ .....
-გთხოვ მამიკო თავს ნუ იდანაშაულებ......
-ვინ დავადანაშაულო თუ არა ჩემი თავი ამ ადამიანის მკლავებში ჩემი ხელით მოგაქციე, შენ იმედები გამიცრუე ილია.
-მე, მე.......
-გგონია რადგან შარვალი გაცვია ამიტომ ხარ კაცი, შენ რა კაცი ხარ შენი ცოლი სხვის მკლავებში უფრო ბედნიერი იყო და მისგან შვილს აჩენს, 7 წელი დედა ვერ გახდა ილია.
-მამა.....
-რა მამა, შენი თვალები ჩამქრალია შვილო სად გაქრა ჩემი თვალებ ციმციმა შვილი, სად არის შენს თვალებში ბედნიერების სხივი ნათია.
-ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ მამა დედა გავხდები სულ მალე და შენ მყავხარ, დალიკო მყავს ეს საკმარისია ჩემი ბედნიერებისათვის.
-ბავშვის მამა.....
-მე ვარ ბავშვის მამა, პატარა ვის მოლოდინშიც ვართ ჩემი შვილია.
-ილია მასხრად იგდებ თავს, მე ყველაფერი ვიცი და ნუ ცდილობ ჩემს თვალში ამაღლდე რადგან ვითომ საუკეთესო ქმარი ხარ, მთელი ცხოვრება სხვის ქალებს დასდევ და საკუთარი ცოლი სხვასთან გაუშვი.
-ვისგან გაიგეთ....
-მასაც მოკლავ?
-მამა....
-რა მამა ჩაალაგე შენი ნივთები და სახლში წამოდი, გგონია მე წავალ და შენ აქ დაგტოვებ? ნათიამ ილიას შეხედა რომელსაც ფერი საერთოდ არ ჰქონდა და გოდერძის უყურებდა ჩაწითლებული თვალებით.
-ბოლოჯერ გეუბნები ჩაალაგე რაც აუცილებელი ნივთი გჭირდება და წამოდი, დაივიწყე ეს სახლი და ეს სამყარო შვილო. მე შეცდომა დაუშვი, მაგრამ ახლა გამოვასწორებ. ნათიამ თავი დახარა და გაუბედავად გადადგა ნაბიჯი, რამდენიმე წუთში ჩანთით დადგა ილიას წინ და უთხრა.
-ჩვენი ცხოვრების გზა აქედან იყოფა, ჩვენ ერთმანეთთან საერთო აღარაფერი გვაქვს.
-ნუ გააკეთებ ამას, ნუ წახვალ.....
-ორივესთვის ასე უკეთესია. ნათიამ მამას შეხედა და კარისკენ წავიდა, ილია უყურებდა მიმავალ ნათიას და გული ძლიერად უძგერდა, კარი დაიხურა და კარის დაკეტვის ხმამ სუნთქვა შეუწყიტა, თვალები დახუჭა და როცა გაახილა მიხვდა ილია დიდ სახლში დარჩა დამარცხებული და მარტოსული.

სიყვარული არის ძალიან მძაფრი გრძნობა, წყვილის სიყვარულში უამრავი სასიამოვნო
მოგონებაა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სასიამოვნო მომენტებიც გვაქვს და გვეშინია რაღაც სევდიანი შეიძლება მოხდეს, რომ ერთმანეთს დაგვაშოროს.
-კომისარო ვიღაცამ ჩვენი ერთ ერთი პოლიციელის დაჭრა სცადა....
-რას ამბობ შმაგი.
-სხვები სად არიან გავდივართ დრო არ უნდა დავკარგოთ, მონიკა სად არის.
-კაბინეტშია, ისიც წამოვა?
-არა, მონიკა აქ დარჩეს საშიშია იქ მისი ყოფნა, ამიტომ ამ ოპერაციაში ის არ მიიღებს მონაწილეობას.საბა ანერვიულებული შევიდა ალექსანდრეს კაბინეტში და შმაგის შეხედა.
-შმაგი.......
-რა მოხდა საბა.
-მონიკა, მონიკა დამნაშავეს გაყვა..... შმაგი გაბრაზდა და მაგიდას ხელი ძლიერად დაარტყა.
-წავედით, გაჩერების დრო არ გვაქვს მარტო არ უნდა იყოს მონიკა დამნაშავესთან ერთად, ჩვენც მის სიახლოვეს უნდა ვიყოთ, დავბრუნდეთ უვნებელი და პასუხს მერე მოვთხოვ. შმაგიმ არავის დაელოდა და დიდი სისწრაფით მიდიოდა, უკან გაყვა ალექსანდრე ბაჩოსთან და საბასთან ერთად, მონიკამ კი დამნაშავე ერთ ტუპიკში შეიტყუა და იარაღით დადგა მის წინ.
-სიკვდილს ეთამაშები და არ მინდა ასეთი ახალგაზრდა მოკვდე, გამიშვი და იცოცხლებ.
-მოდი ვილაპარაკოთ გულახდილად.
-არაფერი მაქვს სათქმელი, გამიშვი და არ შეგეხები.
-გხედავ არ ხარ მკვლელი, მაგრამ ვიღაცის დავალებით უნდა მოკლა ადამიანი და ასე ადვილია ადამიანის მოკვლა?
-გესვრი თუ გზას არ დამითმობ.
-მე მინდა დაგეხმარო, მაგრამ რადგან არ იშლი მესროლე პროფესიად გინდა შეისწავლო მკვლელობა.
-მე ხუმრობა არ მიყვარს პოლიციელო.
-არც პოლიციელები გიყვარს, სხვაგვარად იარაღს არ აწევდი პოლიციელზე.
-დროს ნუ მაკარგვინებ, გამიშვი.
-მესროლე და ასე ჩამომიშორე გზიდან.
-რადგან ასე ძალიან გინდა მოკვდე, მაშინ მოკვდი. თქვა და ესროლა, მონიკა უკან გადავარდა დამნაშავეს კმაყოფილი სახე ჰქონდა, რადგან ეგონა პოლიციელი მოკლა. ახლოს მივიდა მონიკასთან ზემოდან დახედა და წავიდა, რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ტყვია ფეხში მოხვდა, უკან მოიხედა და მონიკა მიწაზე მუხლებით დამდგარი იარაღს ისევ უმიზნებდა.
-მონიკაააააა. გაიგონა შმაგის ხმა და უკან მიიხედა, დაჭრილმა იარაღი ხელიდან გააგდებინა და უნდოდა მონიკასთვის ესროლა, მაგრამ ალექსანდრემ დაასწრო და იმ ხელში დაჭრა რომელშიდაც ეჭირა იარაღი.
-დააკავეთ ეს ძაღლის შვილი. მონიკას შეხედა გულზე ედო ხელი და მძიმედ სუნთქავდა.
-მონიკა.....
-კარგად ვარ არ შეგეშინდეს.
-დაჭრილი ხარ და კარგად როგორ ხარ.
-გულში, გულში მესროლა.
-რას ამბობ გულში არ მოგხვდებოდა. მუხლებზე დაეცა შმაგი და მონიკას გული გადაუხსნა, მაგრამ მონიკამ ხელი აუკრა და სვენებ სვენებით უთხრა.
-ჟილეტი მეცვა, მაგრამ ახლოდან მესროლა და ძალიან მტკივა მკერდი.
-სასწრაფოს დაურეკეთ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ.
-ორივე უნდა გადავიყვანოთ ჭრილობებს დაუმუშავებენ, შემდეგ სადაც მისი ადგილია იქ უნდა წაიყვანოთ. ალექსანდრემ საბას შეხედა და ჩურჩულით უთხრა.
-ლიმონივით გამოწურე და გაიგე ვინ დგას მის უკან.
-გაქვს ვინმეზე ეჭვი?
-ვვარაუდობ, მაგრამ ჩვენ ვარაუდებით არ ვმოქმედებთ, ჩვენ მტკიცებულებები გვჭირდება და ეს მტკიცებულებები უნდა მოვიპოვოთ.
-გასაგებია უფროსო. ალექსანდრე დაღლილი და ძალა გამოცლილი იყო, შმაგიმ შეხედა და წყალი მოუტანა.
-კომისარო დაისვენეთ....
-მეტყობა რომ დავსუსტდი?
-თქვენში დიდი ენერგიაა, თქვენ ასე ადვილად ვერავინ წაგაქცევთ.
-კარგად ვარ, მაგრამ ვიღაცას უნდა წამაქციოს, მაგრამ ვიპოვი და პირადად გაუსწორდები.
-უხილავი მტერი გყავთ კომისარო.კომისარმა შმაგის შეხედა და უთხრა.
-არ დატოვო მონიკა მარტო, იზრუნე მასზე შმაგი.
-ვიზრუნებ და მისი ფარი ვიქნები კომისარო. დარდიანი და დაფიქრებული მივიდა მანქანასთან და წავიდა, წავიდა თავის ფიქრებში ჩაძირული თავისი გამჭრიახი გონებით ეძებდა მის მტერს და გოგიტა ამ დროს თავის ნაცნობ ბარში იჯდა და ნერვიულად ელოდა მნიშვნელოვან ზარს.
-გოგიტა რა მოხდა, რამე პრობლემა გაქვს? ტელეფონის ეკრანი განათდა და გოგიტამ პირველივე ზარზე უპასუხა.
-თქვი, მითხარი რომ დავალება შეასრულა და დასრულდა ყველაფერი.
-ვერ შეძლო, ვერ შეასრულა დავალება პოლიციელი ცოცხალი არის.
-ღმერთმა დასწყევლოს....
-ხომ გითხარი მე წავალთქო და არ დამიჯერე.
-სოსო მოკლეს?
-დაჭრილია, საავადმყოფოში გადაიყვანეს ჭრილობებს დაუმუშავებენ და გადაიყვანებენ განყოფილებაში.
-სოსოს აალაპარაკებენ და ეს არ უნდა მოხდეს, ემზარი სოსო უნდა მოკვდეს და რამე მოიფიქრეთ.
-პოლიციელი?
-პოლიციელს სხვა დროს მივხედავთ ახლა უნდა შევჩერდეთ. შმაგი მონიკას არ ტოვებდა მარტო და მასთან იყო.
-კარგად ვარ ნუ ნერვიულობ, წადი დაისვენე. ოთახში ექიმი შემოვიდა, შმაგი ფეხზე წამოდგა და ექიმს შეხედა.
-ექიმო რამე საშიში არის?
-საშიში იქნებოდა რომ ჟილეტი არ ცმოდა, მაგრამ იმდენად ახლოს არის ტყვია ნასროლი კარგია თუ გადაღებას გავიკეთებთ რომ დავრწმუნდეთ ყველაფერი კარგად არის, ასევე გამოკვლევებია საჭირო. ალექსანდრემ ბოდიში მოიხადა და ტელეფონს უპასუხა, მაგრამ გაგონილისგან დამუნჯდა.
-კომისარო არ ვიცი რატომ გამოგვრჩა, მაგრამ ტყეში ნახული გვამი ბაჩოს ბიძაშვილი არის ნიკოლოზ საჯაია. ალექსანდრემ მოულოდნელად ბაჩოს შეხედა, ბაჩომ მიხვდა რომ რაღაც მოხდა და ალექსანდრესთან მივიდა, მაგრამ ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და ჩუმად იდგა.
-რა მოხდა, ფერი დაკარგე ალექს.
-არაფერი, თავს შეუძლოდ ვგრძნობ.
-თქვი რა მოხდა, ვხედავ თქმა გიჭირს და თქვი ალექს.
-ნიკოლოზ საჯაიას კარგად იცნობ? ბაჩო ალექსანდრეს უყურებდა და ნელა ნელა მის თვალებში სიბრაზე გაჩნდა.
-ნერვები უნდა გააკონტროლო არ ვიცი რატომ არ შეგვატყობინეს, ბაჩო ტყეში ნახული გვამი ნიკოლოზ საჯაიას ეკუთნის.
-მოკლეს, მაგრამ ვინ ან რატომ ის ხომ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო.
-მიცვალებული გახრწნილი იყო და ამიტომ დაასაფლავეს საჩქაროდ.
-ვიპოვი, პირადად ვიპოვი შენს მკვლელს და გპირდები შენს საფლავზე დავაკლავ. ილია ძალიან შეიცვალა, არავის არ ელაპარაკებოდა და თანამშრომლებმა ბევრჯერ შეამჩნია რომ ის თავის კაბინეტში ჩაკეტილი ვიღაცას ეკამათებოდა.ქეთის დააინტერესდა ილიას ასეთი ცვლილება და ერთ დღეს კაბინეტის კარი ოდნავ ღიად დატოვა და რამდენიმე წუთში გაიგონა ილიას ხმა.
-სულ მარტო ვარ გოგიტას ჩემთვის დრო აღარ რჩება.
-,,აღარასოდეს დაგტოვებ მარტო, ჩვენ სულ ერთად ვიქნებით''. მოესმა ხმა, მაგრამ ხელები ჰაერში ააქნია და თქვა.
-არა, არა, შენზე არ უნდა ვიფიქრო, გგონია შემაშინებ? მე კლდე ვარ და შენ ვერაფერს მიზამ. მე ილია ვარ და შენნაირები ბევრი მყავს გასტუმრებული.
-,,ვიცი და ვაი რომ გიცნობ, ვიცი რომ ბევრი სიბინძურე გაქვს გაკეთებული. შენ მხოლოდ შენი თავი გიყვარს სხვა არავინ და ამიტომაც შენი კეთილდღეობისთვის ყველაფერზე ხარ წამსვლელი. ილია ამიერიდან ვერ მოისვენებ, რადგან შენი სულის სიმძიმედ გადავიქცევი.''
-,,მკვლელო, მეც შენი სულის სიმძიმე ვარ.''
-,,უფროსო აქ როგორ შემოდით, რომ ვერავინ შეგამჩნიათ''.
-,,შენს გარდა ვერავინ მხედავს და ამიერიდან ასე იქნება, ყველა ის ადამიანი მოგაკითხავს ვისაც სიცოცხლე წაართვი.'' ილიამ ყურებზე მიიჭირა მაგრად ხელი, რადგან უამრავი ხმები ერთმანეთში აირია. ქეთი გაოცებული იდგა და შეშინებული გაიქცა ინდირასთან.
-რა მოხდა, ილიამ რამე გითხრა?
-ის, ის, ვერ არის კარგად ინდირა.ინდირამ წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა შეშინებულ ქეთის და უთხრა.
-დამშვიდდი და ყველაფერი მითხარი. ქეთიმ წყალი მოსვა და ინდირას ყველაფერი უთხრა, ინდირა გაოცებული უსმენდა.
-ამაზე მეტი ფაქტი არ გვჭირდება ქეთი მის დასაკავებლად, მაგრამ ასე თქმით ვერაფერს გავაკეთებთ რამე ჩანაწერი გვჭირდება და ამას მე მოვაგვარებ. ნათია მშობლიურ სახლში დაბრუნებით თავს მშვიდად გრძნობდა, დილით ნოყიერი საუზმის მიღების შემდეგ გადაწყვიტა სუფთა ჰაერზე გაევლო, მაგრამ კარი გააღო და კართან მოულოდნელი სტუმარი დახვდა, რამაც ძალიან გააკვირვა.
-თქვენ, თქვენ აქ არ გელოდით.
-შენ სადაც ხარ ჩემო გოგო მე ყველგან ვარ, ამიერიდან ასე იქნება.
-როგორ მომაგენით ან როგორ გაიგეთ ჩემი სახლიდან წამოსვლა.
-უკან დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს მე თავად წამოგიყვანდი იმ სახლიდან, მაგრამ შეუძლებელია.
-ვინ არის შვილო სახლში შემოიყვანე კარებში რომ გააჩერე. გოდერძი ნათიას მიუახლოვდა და ნათია უფრო გააოცა მათმა შეხვედრამ.
-სიყვარული ბედისწერას მივაწეროთ, ვიდრე ძალისხმევას. თუმცა, მტკიცე სიყვარული ალბათ, უფრო თავად უნდა შევქმნათ და შენ შექმენი მტკიცე სიყვარული როგორი ბედნიერი ვიქნებოდი უფრო ადრე წლების წინ გეპოვათ ერთმანეთი და შეგექმნათ ოჯახი, გეცხოვრათ თქვენი სიყვარულით ერთმანეთის გვერდით.
-ჩემო ანრი მეც ძალიან ბედნიერი მამა ვიქნებოდი, მაგრამ როგორც დრო არ დაბრუნდება უკან ისე არც ნიკოლოზი არ დაბრუნდება, ანრი გპირდები ნიკოლოზის მკვლელი დაისჯება.
-დაისჯება კი და ეს ძალიან მალე იქნება.
-ანრი მეგობარო მიხარია რომ გხედავ და აქ ხარ, სახლში შემოდი უცხო ხომ არ ხარ.
-მივხვდი, ყველაფერს მივხვდი საიდან გაიგე ჩემი მდგომარეობა მამა და ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი ვინ მოგაწოდა.
-ბრაზობ რომ მამამ სიმართლე გაიგო?
-არა, არ ვბრაზობ, მაგრამ უნდა გეთქვათ ჩემთვის რომ მამას ასე კარგად იცნობდით.
-ჩემო გოგო ნუ ნერვიულობ, მე პირობა მოგეცი ილიას არ შევეხებიმეთქი, მაგრამ ის არ მითქვია არც სხვა არ შეეხებოდა მას.
-ვიცი დაუსჯელი არ დარჩება, ისიც ვიცი როდემდე იქნება პოლიციის და გამოძიების ჩრდილში, მაგრამ დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს. ადამიანს სიცოცხლეს ართმევ ვინ ხარ, რომ ამ სისასტიკეს ჩადიხარ, უფლის ნაბოძებ სიცოცხლეს რა მიზნით ართმევ.
-მართალი ხარ და გეთანხმები, მაგრამ მინდა მომისმინო რომ სიმართლე იცოდე ნათია.
-რას გულისხმობ, სიმართლე ვიცი ისედაც.
-არ იცი ბოლომდე სიმართლე, არ იცი რა არაკაცი არის შენი ქმარი. ნათია ილიამ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეწყვიტა, ბევრი გააუბედურა და არც ჩემი ნიკოლოზი დაინდო. ეს მკვლელობა არ არის მისთვის პირველი, მან ასევე მისი უფროსი მოკლა ბიზნესმენი ბესო კიკნაძე.
-ეს შეუძლებელია, როცა ბესო მოკლეს ილია მივლინებაში იყო და იმ დილით დაბრუნდა, ბესოს მკვლელობა ტელევიზიიდან გავიგეთ ორივემ ერთად.
-შენ ის იცოდი რაც მან გითხრა, რომ მივლინებაში იყო, მაგრამ ის იმ სასტუმროში იყო სადაც ბესო მეუღლესთან ერთად ისვენებდა, ამის მტკიცებულებები არსებობს ჩემო გოგო და უნდა გაითავისო თუ ვისთან ცხოვრობდი ეს 7 წელი. ნათია დაიბნა, ნერვიული კანკალი დაეწყო ვეღარ მშვიდდებოდა, ანრის შეეშინდა და ექიმს დაურეკა, ექიმის თქმით ნათია დააწვინეს და დაელოდა მის დაწყნარებას. ილია კი ფიქრობდა თუ როგორ შეხვედროდა ინდირას, მაგრამ ინდირა ჩაიძირა საქმეებში და აღარც თავის თავი ახსოვდა რომ არა ბაჩო მის გვერდით. როგორც იქნა ცოტა თავისუფლება იგრძნო ბაჩომ სამსახურიდან და საღამოს ინდირას შეხვეული კონვერტი დაუდო მაგიდაზე, ინდირამ გაოცებულმა ახედა ბაჩოს და მისი მომღიმარი სახით და ბედნიერებისგან სავსე თვალებით მიხვდა, რომ რაღაც სასიხარულო უნდა წაეკითხა და თავადაც ღიმილით გახსნა დახურული კონვერტი, ღიმილი სიცილში გადავიდა, შემდეგ ბაჩოს შეხედა და ბედნიერებით სავსემ უთხრა.
-ეს როდის მოასწარი, როდის გააკეთე.
-როცა გულით გინდა გააკეთო რაღაც დროს ყოველთვის გამონახავ საყვარელი ქალი რომ გააბედნიერო, ვფიქრობ გამომივიდა.
-გამოგივიდა, მაგრამ აქ რაღაც აკლია და უნდა დავამატოთ.
-დიახ, ეს შენ მოგანდე და თავად გადაწყვიტე თარიღიც და დღეც.ინდირა მე როგორც ხედავ კარგად ვიფიქრე, რომ ფეხი შევდგათ ცხოვრების ახალ საფეხურზე, რომელსაც ოჯახური ცხოვრება ჰქვია.
-მაშ იწყება ჩვენი თანაცხოვრება კანონიერად და ამიტომ ბ-ნო ჩემო ქმარო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქორწინების პირველი ღამე სიყვარულის ღამედ იქცეს.
-აქამდე არ გვქონია სიყვარულის ღამე?
-ქორწილის ღამეს სულ სხვა ელფერი აქვს ძვირფასო, ალექსანდრეს შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა.
-ოოოო, ეს სიამოვნება ორივემ ერთად ვახაროთ. ბაჩო სააბაზანოში შევიდა და ინდირას ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა და დაუფიქრებლად უპასუხა.
-გისმენთ.
-ილია ვარ თუ არ დაგვიწყებია ჩემი ხმა.
-შენც დამავიწყდი და შენი ხმაც, შენ ჩემთვის აღარ არსებობ და აღარ დამირეკო მეორედ გაფრთხილებ უკვე.
-მინდა შეგხვდე, შემხვდი ინდირა თორემ შენი ცუდი თამაში ჩემს მიმართ უფრო ცუდად დასრულდება, გპირდები ძალიან გაგამწარებ ჩემთან თამაში არავის შერჩენია და არც შენ არ შეგრჩება.
-იცი სადაც ვცხოვრობ, გაბედე და მოდი. უკანასკნელად გაფრთილებ აღარ დამირეკო.
-მე კი უკანასკნელად გეუბნები, რომ შემხვდე. ინდირამ ტელეფონი გაუთიშა და სააბაზანოდან გამოსულ ბაჩოს შეხედა.
-ვინ იყო, ისევ ის იყო?
-ის იყო, ისევ შეხვედრას მთხოვს.
-ნერვიულობად არ ღირს, მალე დასრულდება მაგის თავისუფალი ცხოვრება.ბაჩომ არაფლად ჩააგდო ილიას ზარი, მაგრამ ინდირა უკვე შიშმა აიტანა და ფიქრობდა რაც შეიძლება ილია მალე უნდა აიყვანოს მართლმსაჯულებამ და გასამართლდეს ჩადენილი დანაშაულისთვის. ყველა მნიშვნელოვანი საბუთი ერთ საქაღალდეში ჩააწყო და თითქოს დამშვიდდა, დილით ბაჩოსთან ერთად გავიდა და ჯერ ოფისში მივიდა და შემდეგ განყოფილებაში.
-ალექსანდრე უნდა ვნახო, წამოხვალ?
-წამოვალ, მის აღფრთოვანებულ სახეს ვერ გამოვტოვებ. ინდირამ კარზე დააკაკუნა და თან კარიც შეაღო, ალექსანდრეს შეხედა და ღიმილით უთხრა.
-კარგი ამბით მოვედი, უფროსო შემოვიდეთ?
-მობრძანდი და მომახსენე კარგი ამბავი დილა გაღიმებულმა რომ დავიწყო.
-იმედია ჩვენს გვერდით იქნები.
-მიდიხართ სადმე თუ თქვით რა მოხდა ან რა ხდება.
-ეს ნახე და თავად მიხვდები. კონვერტი გაუწოდა და ალექსანდრემ გაოცებულმა შეხედა ჯერ ინდირას, მერე ბაჩოს.
-ორსულად ხარ?
-გახსენი და გაიგებ. გახსნა კონვერტი და სიხარულით წამოიყვირა.
-ქორწილი გვაქვს, ღმერთო ამდენი დაძაბული დღეების შემდეგ ძლივს კარგი რამ გავიგე. ინდირას ტელეფონზე ქეთის ზარი დაფიქსირდა და გაღიმებულმა უპასუხა.
-გისმენ ძვირფასო.
-ეს სიმართლე არის?
-მოსაწვევი ნახე?
-ვნახე და ძალიან მიხარია, იმსახურებ ბედნიერ ცხოვრებას საყვარელ ადამიანთან ერთად.
-რამ გაგახარა ასე ძალიან. ილია იდგა და ქეთის ხელში მოსაწვევს უყურებდა, მიუახლოვდა და მოსაწვევი გამოართვა.
-ჩემთვის არ არის ეს მოსაწვევი?
-არ ვიცი, მეც მაგიდაზე ვიპოვე რომ შემოვედი.
-ალბად ჩემთვისაც მაგიდაზე დატოვა. სევდიანად დაუბრუნა ქეთის ბარათი, კაბინეტში შევიდა რამდენიმე საათი გაუნძრევლად იჯდა, არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა, შემდეგ ტელეფონზე დარეკა, არ ელოდა თუ უპასუხებდა, მაგრამ მაინც გაბედა. ინდირამ უცხო ნომერს რომ შეხედა არ უპასუხა, მიხვდა რომ ილია იქნებოდა, მაგრამ ბაჩომ შეხედა და უთხრა.
-ქორწილის შესახებ გაიგო და დაგირეკა უნდა მოგილოცოს რა გულცივი ქალი ხარ. ალექსანდრეს გაეცინა და ბაჩოს შეხედა, შემდეგ დაფიქრდა და თქვა.
-ან უნდა მოგილოცოს ან რაღაც ჩაიფიქრა.
-არ მინდა ისევ მისი მუქარები ვისმინო, არ ვუპასუხებ. ალექსანდრე ამ საქაღალდეში მაქვს ყველა ის მტკიცებულებები ფაქტებით ვინ მოკლა ბიზნესმენი ბესო კიკნაძე.
-ვინ არის მისი მკვლელი ან შენ ეს ყველაფერი საიდან და როგორ მოიპოვე.
-მე ყველაფერი გამოვიძიე ჩემი გზებით......
-ეს ხომ ბაჩოს საქმე იყო, შენ რატომ ჩაერიე ინდირა.
-იმიტომ რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი და არ მინდოდა ან ბაჩოს ან შენ რამე მოგსვლოდათ. ეს ყველაფერი ქეთისთან ერთად მოვიძიე, მან დამეხმარა.
-იცი რომ საქმეში ქეთიც იყო?
-ყველაფერი ვიცი და იმ ყველაფრის პასუხები აქ დევს, ვფიქრობ ის უნდა აიყვანოთ, უკვე დრო არის. ალექსანდრემ ტელეფონს დახედა და თქვა.
-უცხო ნომერი რეკავს. უპასუხა უცხო ზარს და გაოცებულმა შეხედა ინდირას.
-დარწმუნებული ხართ?
-დარწმუნებული ვარ და მინდა გადმოგცეთ ყველა ეს ნივთმტკიცებულებები, მაგრამ არ მინდა გამოვჩნდე და მინდა ანონიმურად დავრჩე.
-გასაგებია, ამ ნომერზე დაგიკავშირდებით. ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და ინდირას მიუბრუნდა.
-გადარეკე იმ ნომერზე და რაც გითხრას დათანხმდი, დარწმუნებული ვარ ილია არის, მეც ბაჩოს აზრზე ვარ.
-რა გითხრა და საიდან იცი რომ ილია არის.
-გადარეკე ახლავეს ინდირა. ინდირამ უცხო ნომერზე გადარეკა და დაელოდა.
-ინდირა გუშინ მითხარი აღარ დამირეკოო, მაგრამ უკანასკნელად გთხოვ შეხვედრას. ბაჩომ და ალექსანდრემ ანიშნეს რომ დათანხმებულიყო ილიას თხოვნას და ისიც დასთანხმდა.
-კარგი შევხვდეთ, სად და როდის.
-საღამოს, ამ ნომრით გამოგიგზავნი მისამართს სად ვიქნები და სად დაგელოდები. ინდირამ ტელეფონი გათიშა და ბაჩოს შეხედა, თვალებში ცრემლიც კი გაუჩნდა შიშისგან და თქვა.
-სად მიშვებთ, ის უკონტროლოა და საიდან უნდა გავიგოთ რა აქვს ჩაფიქრებული.
-წახვალ ინდირა და შეხვდები, ჩვენც იქ ვიქნებით. დღეს ილიას ავიყვანთ ბაჩო და ყველაფერი კარგად უნდა გავთვალოთ. ბაჩომ ტელეფონზე შემოსული შეტყობინება გახსნა და გეცინა.
-რა მოხდა, რა გაცინებს.
-ვიცი რაც ჩაიფიქრა, ნახე შეტყობინება მოგივიდა. ინდირამ გახსნა შეტყობინება და სასტუმროს მისამართი იყო მითითებული, დრო კი 9 სთ-ი.
-შენც მოგწერა მისამართი, უნდა თავისი ჭკუით რომ თქვენი ქორწილი შეაჩეროს. წადით და მოემზადეთ, დღეს ძალიან რთული საღამო გვექნება. ალექსანდრემ საქაღალდე აიღო ხელში, ინდირა უკვე კარში გადიოდა რომ ალექსანდრემ შეაჩერა.
-ინდირა ყველაფერი კარგად დასრულდება, არაფერს არ შეეხო ნომერში და არც არაფერი მიიღო რაც მოგაწოდოს. როგორ მოვიდა წასვლის დრო ვერც კი გაიგო, უბრალოდ ჩაიცვა არანაირი მაკიაჟი და მისამართზე აღნიშნული სასტუმროშიც მივიდა ნომერში წითელი შუქი ენთო, მაგიდას წითელი ვარდების თაიგული ამშვენებდა და იქვე შამპანიურიურის ბოთლი იდგა ორი თავისუფალი მაღალი ჭიქით. ნერვიულობდა და ყოველ 5 წუთში საათზე იხედებოდა, ბოლოს ფანჯარასთან დადგა და თქვა.
-მოხვალ, აუცილებლად მოხვალ. ოცნება აუსრულდა და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე აფრინდა, როცა დაინახა თავაწეული და გამართული ნაბიჯებით სასტუმროსკენ მომავალი ინდირა.
-ვთქვი მოხვალთქო და მოდი, დღეს ამ ნომერში დასრულდება შენი ბედნიერი ოჯახური ცხოვრება. გითხარი რომ მხოოდ მე მეკუთნოდი და ჩემი სიტყვა ასრულდა კიდეც, შენ სამუდამოდ და საუკუნოდ ჩემი ხარ და ეს არ შეიცვლება. რაღაც წვეთები ჩაასხა ჭიქაში და ორივე ჭიქა შამპანიურით გაავსო, კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და კარიც გაიღო. ინდირა უყურებდა ილიას და დაინახა მის თვალებში რაოდენ დიდი იყო სიხარული,მას ორივე ხელში შამპანიურით სავსე ჭიქა ეჭირა და ინდირამ უთხრა.
-რას ნიშნავს ეს ყველაფერი ილია.
-რა რას ნიშნავს, ინდირა დავიჯერო ვერაფერს ვერ ხვდები?
-რას უნდა მივხვდე, სასტუმრო, წითელი ოთახი და ოთახში წითელი ვარდები....
-შამპანიურიც გვაქვს, რადგან დღეს უნდა გამოვემშვიდობოთ ჩვენს სიყვარულს.
-გამოემშვიდობო, ამიტომ მომიყვანე აქ რაღაც არ მჯერა და რატომ?
-უნდა დაიჯერო, რადგან მივხვდი რომ უკვე დაგკარგე და სხვისი ხარ, სხვას ეკუთნი და არა მე.
-შენ მე იმ დღეს დამკარგე როცა გავიგე დაქორწინებული იყავი, იმ დღეს დავწვი და დავფერფლე ყველა ის ოცნება რასაც შენთან ერთად ვოცნებობდი.
-მე შენ მიყვარდი ინდირა.
-მეც მიყვარდი, მაგრამ ის სიყვარული წარსულში დავტოვე და მე მომავალში სხვისი ვარ, სხვას ვეკუთნი და ის სხვა მიყვარს.
-მივხვდი რომ ყველაფერი წარსულში დარჩა, მოდი შევსვათ ჩვენი ბოლო შეხვედრის და იმ წუთების ერთად რომ ბედნიერები ვიყავით და დღევანდელი დღე ყოველთვის გახსოვდეს.
-დღევანდელი დღე რით არის ასეთი დასამახსოვრებელი, ვფიქრობ დიდი შეცდომა დაუშვი ჩემი აქ მოყვანით. ილია დრო არის შენს შეცდომებზე მაინც ისწავლო ცხოვრება......
-დღეს ჩვენ ორნი შეცდომებზე არ ვსაუბრობთ.
-შენ არ გინდა ისაუბრო, მაგრამ მე მინდა და შეგახსენებ ამ სასტუმროში და ამ ნომერში მოკალი ბესო კიკნაძე და აქ იმიტომ მომიყვანე გინდა მეც მომკლა?
-ბესო მოვკალი იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და დიდი ფული შეჭამა ჩემი კლიენტიდან, ის თანხა მე მეკუთნოდა და წამართვა, ამიტომ დაისაჯა და რაც დაიმსახურა ის მიიღო კიდეც. ილია გაჩუმდა და ინდირას უყურებდა, შემდეგ მიუახლოვდა და სავსე ჭიქა გაუწოდა.
-შენ მიყვარხარ ინდირა და მინდა ჩვენი სიყვარულის სადღეგრძელო შევსვათ.
-ნიკოლოზი იმიტომ დასაჯე რომ შენი ცოლი შეუყვარდა, მაგრამ არ დაფიქრებულხარ შენს ცოლსაც რატომ შეუყვარდა ნიკოლოზი იმიტომ რომ სიყვარული ასწავლა რაც შენ ვერ ასწავლე ან ვერ მიეცი.
-გაჩუმდი.
-სიმართლე მწარე არის არ მოგწონს?
-გაჩუმდიიი....
-არ გავჩუმდები, სიმართლე არ გინდა აღიარო.
-ნიკოლოზი ჩემს ცოლს შეეხო და იმიტომ მოვკალი. კარი გაიღო და ნომერში პოლიცია შემოვიდა, ილია გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ პოლიციელებს და მათ შორის ბაჩოსაც რომელიც გაბრაზებული უყურებდა ილიას.ერთ ერთმა პოლიციელმა ილიას შამპანიურით სავსე ჭიქები აართვა და ალექსანდრემ უთხრა.
-ექსპერტიზაზე წაიღე ახლავეს ეს ჭიქები.
-რა ხდება, ინდირა პოლიციას აქ რა უნდა.
-დამირეკე და შეხვედრა მთხოვე, მაგრამ ასევე შეხვედრა სთხოვე ჩემს მეუღლეს და რატომ? ჭკვიანი გგონია შენი თავი, მაგრამ ვერ ხვდები ამ შეტყობინებებით შენი თავი შენვე გაეცი და ისევ შეცდომა დაუშვი. უშეცდომოდ ვერ ცხოვრობ, ამიტომ ეს შედომაც სხვა შეცდომებთან ერთად დაიდებს ბინას.
-ინდირა.....
-თქვენ დაკავებული ხართ ბესო კიკნაძის მკვლელობაზე...
-არა მარტო ბესო კიკნაძე, შენ ნიკოლოზ საჯაია მოკალი ილია და გპირდები ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ. უთხრა ბაჩომ და ილია სასტიკად ცემა, ბაჩომ დაკარგა კონტროლი და რომ არა სხვა პოლიციელები ილიას მოკლავდა.
-მე, მე, მე ეს ტყუილია.....
-ბაჩო დამშვიდდი ეს კანონის დარღვევაა, გთხოვ თავი ხელში აიყვანე.
-წაიყვანეთ.
-ინდირა....
-სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს ილია.
-შეცდომას უშვებ ამ ადამიანთან ქორწინებით და როცა მიხვდები გვიან იქნება.
-შეცდომა ის იყო ერთი წელი შენთან რომ დავკარგე.
-ჭიქები სად არის, ვინ გაიტანა. იკითხა ბაჩომ და ალექსანდრეს შეხედა.
-მე უთხარი ექპერტიზაზე წაეღოთ, დამშვიდდი.
-უნდა გავიგო რა ჩაყარა იმ ჭიქაში.
-ექსპერტიზა დაადგენს ყველაფერს. ილია შეშინებული მიყვებოდა პოლიციელებს, ინდირა და ბაჩო ბედნიერები იყვნენ დღის ბედნიერი დასასრულით.
-სიმართლე გითხრა მეშინოდა ქორწილზე რამე სისულელე არ ჩაედინა, მაგრამ უკვე მშვიდად ვარ და ვიცი რომ იქ სადაც იქნება ვერავის მიაყენებს ზიანს. იმ ღამით ბაჩომ ვერ მოისვენა და ღამით გავიდა სახლიდან, საბას დაურეკა.
-გაგაღვიძე, მაგრამ მჭირდები.
-სად მოვიდე უკვე გამოსული ხარ?
-კარი გამიღე შენთან ვარ მოსული. საბამ კარი გააღო და პირველად რაც შეამჩნია ბაჩოს ჩაწითლებული თვალები იყო.
-რა მოხდა, თქვი რამე შეგემთხვა?
-საბა ილიას უნდა შემახვედრო, მხოლოდ საიდუმლოდ.
-ვიცი რაც არ გასვენებს, მაგრამ ჩემზე უკეთესად იცი რომ ჯერ ვერ შეეხები მას.
-საბა.....
-გპირდები ილიას შეგახვედრებ, მაგრამ განყოფილებაში არა მეგობარო, ციხეში გადაიყვანებენ და შენს ხელში იქნება რა თქმა უნდა საიდუმლოდ. ბაჩო განყოფილებაში მივიდა სადაც გაოცებული შეხვდა დაცვის თანამშრომლები, დილამდე კაბინეტში იჯდა და მნიშვნელოვან კლიენტთან შესახვედრად ემზადებოდა, მაგრამ ვინ იყო ეს მნიშვნელოვანი კლიენტი დღის პირველ ნახევარში შეეძლო გაეგო, მანამდე ინდირას შეხედა რომელიც განადგურებული იყო ნანერვიულები ბაჩოს ღამით გაუჩინარებით.
-ინდირა?
-ბაჩო...
-მაპატიე საყვარელო რომ განერვიულე, მაგრამ აქ ვარ მთელი ღამე მნიშვნელოვანი საბუთები მოვამზადე რამდენიმე საათში მნიშვნელოვან კლიენტს უნდა შევხვდე.
-მე არ ვნერვიულობ, შემეშინდა გაუფრთხილებლად რომ წამოდი, მაგრამ გხედავ შენ ნერვიულობ და ვინ არის ის კლიენტი.
-არ ვიცი, მითხრა შემხვდები და თავად მიცნობო.
-დამშვიდდი, მე მჯერა შენი ყველაფერს თავს გაართმევ. წავედი რომ ხელი არ შეგიშალო, მაგრამ შენს ზარს ველოდები. რამდენიმე დღე ილია წინასწარ დაკავების იზოლატორში იყო, გოგიტას დრო არ ჰქონდა მეგობართან მისულიყო ის მისი ქონების დაბრუნებაზე ფიქრობდა და ძველი მეგობარი გაახსენდა.
-გოგიტა რა ქარმა გადმოგაგდო საუკუნეა არ მინახიხარ, მაგრამ ჩემამდე რაღაც ტკივილმა მოგიყვანა, ვხვდები სერიოზული პრობლემები გაქვს.
-ადამიანი პრობლემების გარეშე ცხოვრობს და ცოცხლობს?
-ამ ბოლო დროს ძველ დავიწყებულ მეგობრებს ვახსენდები და ვფიქრობ ხო კარგად ვარ ნამდვილად არაფერი არ მჭირს. ვინ მოგინახულა, ვის გაახსენდი ჩემამდე.
-ანრის გავახსენდი საჯაიას, მისი შვილიშვილი მოკლეს და ძალიან გამწარებულია მას ხომ მხოლოდ ის ყავდა გვარის გამგრძელებლად.
-რას ამბობ, გაიგეს მკვლელი ვინ არის?
-გაიგეს მეგობარო და მკვლელიც დააკავეს, გაასამართლებენ და ალბად იტყვის ვინ უწყობდა ხელს რომ გვერდით დაისვას იქ მარტო არ იყოს. გოგიტა გაფითრდა და ფერი დაკარგა, ხველა დაეწყო, მაგრამ აზრზე მოვიდა.
-რა გჭირს, თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობ ვერ გამოკეთდი, ხომ აგრძელებ მკურნალობას მეგობარო.
-კი ვმკურნალობ, გოჩა ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ.
-მესმის სხვა მხრივ აქ არ მოხვიდოდი, მითხარი როგორ დაგეხმარო, გავიგე ცოლს დაშორდი და რამდენად მართალია ინფორმაცია ეს არ ვიცი, მაგრამ გამიკვირდა. გოგიტა რატომ დასრულდა თქვენი ქორწინება, სხვა ვინმე ნახე?
-შეცდომა დაუშვი გოჩა და ვნანობ, ვცდილობ გამოვასწორო და არ არის იოლი, წლებია თავი მოვაბეზრე ჩემი სულელური ეჭვიანობით. მყავდა საყვარელიც, მაგრამ დიანას გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია ჩემთვის, თუმცა ვიცი რომ ჩემი შეცდომა უპატიებელი არის. გახსოვს ჩვენი ქორწილი?
-მახსოვს, დიანასნაირი პატარძალი მას შემდეგ არც მინახია.
-გოჩა შვილი გვყავს და არ მინდა მისგან შორს ვიყო, უნდა დამეხმარო.
-გოგიტა მე ყველაფერი ვიცი....
-ყველაფერი იცი...
-დიანა ვნახე, მან მიცნო და გამიხარდა რომ ვილაპარაკეთ ჩვენი შეხვედრა კი შემთხვევით მოხდა, ყველაფერი მომიყვა, როგორ ცემდი, როგორ აწამებდი და მერე აუპატიურებდი შენ რა მაზოხისტი ხარ? კლინიკაშიდაც კი მოათავსე, ქალი ფაქტობრივად გაანახევრე და გააუბედურე. ამდენი შეცდომის შემდეგ გგონია დიანა დაგიჯერებს და დაიბრუნებ მას? როგორც ვიცი ქონება რაც გაქვთ შენი არაფერი არის დიანას მშობლებისგან აქვს სახლიც და სხვა უძრავი რაც არის, მას შენგან არაფერი არ უნდა და არც გაწუხებს. შვილი გყავთ? შვილი დიანასი არის და შენ მასთან არანაირი კავშირი არ გაქვს, ჩუმად იყავი ძველი საქმეები არ გაგიხსნას და მერე იჭიკჭიკებ მასე მეგობარო.
-მხოლოდ ჩემზე ილაპარაკა უარყოფითად და მასზე გიამბო რამე?
-თავის თავზე რა უნდა ეთქვა ქალი გაანადგურე და ლანდს დაამსგავსე, რა უნდა ეთქვა რომ გიღალატა? შენ უღალატე, შენ სცემდი, შენ აუპატიურებდი კიდევ რა გითხრა ჩემზე უკეთესად იცი რაც დააშავე.
-გოჩა ვთქვი რომ ბევრი შეცდომა დაუშვი, მაგრამ....
-მაგრამ იმაზე ფიქრით დაიბრუნო ის რაც შენ არ გეკუთნის, იფიქრე როგორ შეგიძლია ანრის შეხედო თვალებში, ნიკოლოზის საცემად ხელი როგორ აწიე, შენი საუკეთესო მეგობრის შვილიშვილი სცემე და მერე უკაცრიელ ადგილზე მიატოვე.
-შენ, შენ......
-გითხარი, რომ მე ყველაფერი ვიციმეთქი.
-ანრიმ იცის?
-იცის რომ სცემეს ნიკოლოზი მაგრამ ვინ სცემა არ იცის, ეს რატომ გააკეთე სიცოცხლე წაართვი ახალგაზრდა ადამიანს რატომ, სიყვარულის გამო? გოგიტა ვინ არის ილია შენთვის ეს რომ გააკეთე, რატომ შეიცვალე რა გინდოდა მათ ერთმანეთი შეუყვარდათ შემთხვევით ილიას ცოლი შენც შეგიყვარდა და ამიტომ? გაოცებული უყურებდა გოჩა ძველ მეგობარს და გოგიტამ მუხლებზე დაეცა მის წინაშე.
-არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი თუ....
-რა არ იცოდი, რომ ნიკოლოზი ანრის შვილიშვილი იყო? დაიჭექა გოჩას ხმამ და გოგიტა მოიკუნტა, დაპატარავდა მის წინაშე.
-იეჭვიანე იმ ქალზე ვინც არასოდეს არ შემოგხედავდა, ვისაც ეზიზღებოდი და მისთვის ადამიანი არა ვირთხა იყავი და კარგადაც შეგირჩია სახელი. რა არ იცოდი, თავად ნიკოლოზმა გითხრა ანრის როგორ შეხედავ თვალებშიო, როგორ გინდა რომ შეხვდე მეგობარს.
-გოჩა...........
-წადი, წადი გოგიტა არაკაცობა დაივიწყე, კაცობით იცხოვრე. გოგიტამ დატოვა მეგობარი და წავიდა, წავიდა დიდი სისწრაფით და როცა მიხვდა საკმაოდ გაშორდა ქალაქს მანქანა გააჩერა, გადმოვიდა მანქანიდან და მთელი ხმით იღრიალა. ტელეფონის შეუჩერებელმა ზარმა კიდევ უფრო გააბრაზა, მაგრამ ნომერს დახედა თუ არა უპასუხა.
-ისეთ ხასიათზე ვარ მხოლოდ შენ თუ დამამშვიდებ.
-კარგი ამბებით გირეკავ უფროსო.
-გისმენ, არ გაჩერდე და ყველაფერი მითხარი.
-პიროვნება ვისაც თქვენ ეძებთ კარგად არის....
-ბავშვი?
-ბიჭი დაიბადა და დედა-შვილი კომისარის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
-კომისარი, გასაგებია.გოგიტა გაშეშდა, შემდეგ კი დეტექტივს უთხრა.
-ერთ საათში მოვალ და ვისაუბროთ დაწვრილებით ჩემი გეგმის შესახებ. გოგიტა ისევ დაბრუნდა ქალაქში და დეტექტივთან მივიდა.
-ყველაფერი მომიყევი, მინდა მათზე ყველაფერი ვიცოდე.
-ისევ გიყვარს?
-ჩემი თავი მეზიზღება მისი მონატრებისგან.
-მაშინ მიდი ინახულე და ესაუბრე, აუხსენი....
-ახსნა არ აქვს იმას რაც მე ჩავიდინე დეტექტივო.
-არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა, მაგრამ ვფიქრობ უნდა ნახო და უნდა ისაუბროთ.
-არ ვიცი როგორ ვნახავ მას, მაგრამ შევეცდები. დეტექტივს დაემშვიდობა და ოფისი დატოვა, მანქანაში იჯდა და ფიქრობდა, შემდეგ კი გაბრაზებულმა თქვა.
-ყველაფერი წამართვი და დაგითმე, მათ კი ვერ დაგითმობ კომისარო. სიცოცხლეს დავთმობ და მათ არ დავთმობ.
ნაშუაღამევს გაეღვიძა, შეეცადა მაგრამ ძილი ვეღარ შეიბრუნა და სააბაზანოში შევიდა ცივი წყალი მოუშვა და თითქოს მის სხეულზე მოკიდებული ცეცხლი ცივმა წყალმა ჩააქრო. იცოდა ვეღარ დაიძინებდა და ყავა გაიკეთა, სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარა გამოაღო.
რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი, ვინ ხარ ან აქამდე სად იყავი, ასე რატომ დარჩა ჩემში შენი სევდიანი თვალები.
-ხვალ, ხვალ ვეტყვი ალექსანდრეს სიმართლეს და გული განთავისუფლდება რაც არ უნდა მითხრას, მის სიტყვას ვენდობი. ძალიან ადრე გავიდა და განყოფილებაში პირველი მივიდა, ვერ გაბედა ალექსანდრესთან შესვლა, მაგრამ მაინც გაბედულად შევიდა და უთხრა.
-უფროსო შეიძლება შემოვიდე?
-საბა შემოდი, მოხდა რამე?
-არა, არა სიმშვიდეა დღეს, მაგრამ მინდა დაგელაპარაკო.
-გინდა გადამრიო, ისევ პრობლემები გაქვს.
-არა, არა ეს პირადულია და თქმა მიძნელდება.
-რა მოხდა საბა გამბედაობა დაკარგე, მითხარი რა გჭირს.
-ზოგჯერ ამ შენობაში ისე ღამდება დრო არ გვაქვს ერთმანეთს სალამი რომ ვუთხრათ, შესაძლებელია რაღაც გამოგვრჩეს რადგან ვერ ვამჩნევთ ჩვენს გარშემო ვერავის და ვერაფერს, დრო კი როგორც თავად იცი ხოლმე თქმა გარბის, მაგრამ ადამიანიც უნდა გარბოდეს იქ სადაც იცის რომ ბედნიერება ელოდება.
-საბა ძალიან შორიდან უვლი სათქმელს და ამიტომ გიძნელდება, მოდი უბრალო ენით მითხარი რისი თქმა გინდა.
-გეტყვი, გეტყვი მაგრამ არ შემაჩერო.
-ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა, მაგრამ გისმენ.
-თვეები გავიდა რომ ჩემი მშვიდი ცხოვრება თავდაყირა დადგა, არასოდეს მიფიქრია აქამდე საკუთარ თავზე, მაგრამ დროა მეც ნამდვილი ბედნიერება ვიპოვო ან მოვიპოვო.
-საბა ლილეზე თუ ფიქრობ, გეტყვი რომ მას სხვა მიზნები აქვს.
-ვიცი, ვიცი რომ უნდა ისწავლოს. ვიცი, ესეც ვიცი რომ აქედან უნდა წავიდეს.
-საბა შენ მისცემ მას რაც არასოდეს არ ჰქონია?
-რას გულისხმობ უფროსო....
-მას არავისგან არ ქონია ერთგულება, არ იცის რა გრძნობაა სიყვარული. საბა ლილე არის მსხვერპლი ერთი არაკაცის და მას ნამდვილი გრძნობები სჭირდება, მას ძლიერი მამაკაცი ჭირდება. ნამდვილი გული ჭირდება რომელიც მხოლოდ სიყვარულით, ერთგულებით და თანადგომით იქნება სავსე. ლილემ დიდი ტკივილი გამოიარა, გამოიარა დამცირება და მან 18 წლის ასაკში ისწავლა არა სიყვარული არამედ ზიზღი, ადამიანების მიმართ ზიზღი.
-ყველაფერი ვიცი ალექს.
-შეძლებ ეს ზიზღი გაუქრო დაავიწყო და გაიცნო ახლოს და შეაჩვიო ნელა ნელა შენს სიახლოვეს, შეგიძლია ბოლომდე იყო მისი საყრდენი?
-თუ ნებას დამრთავ შევეცდები გავაკეთო ის რაც მას ნატკენ გულს გაუთბობს და ჩემი არსებით შევეცდები მოვიპოვო მისი ნდობა.
-მე არ შემიძლია მის მაგივრად მივიღო გადაწყვეტილება და დაგეთანხმო, თანხმობა მისგან უნდა მიიღო მეგობარო. საბა დაემშვიდობა ალექსანდრეს და თითქოს სიმსუბუქე იგრძნო გული რომ გაუხსნა მეგობარს, ალექსანდრემ არ შეიმჩნია, მაგრამ დადებითად მიიღო საბას საუბარი და სახლში მისვლამდე ფიქრობდა, არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა ლილეს და სახლში მისულმა ჯერ ნატას დაელაპარაკა.
-რას ფიქრობ ნატა....
-საბა ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ ვფიქრობ თავად ლილემ უნდა გადაწყვიტოს მისი მომავალი და არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს. ლილემ ძალიან რთული პერიოდი დაძლია, ჩვენ მის გვერდით დავდექით, დავეხმარეთ და გზა ვუჩვენეთ, ამ გზაზე თავად უნდა გავიდეს და მეტი ჩვენ არ გვეხება ალექს. გავა დრო და წარსული ნელა ნელა დაავიწყდება, მისი ბედი გაიხსნება და პირად ცხოვრებასაც ააწყობს, დაძალებით ვერ დავაძალებთ, თავად უნდა უნდოდეს.
-მართალი ხარ, ლილემ მხოლოდ სწავლაზე და კარიერაზე უნდა იფიქროს. მითხრი როგორ ხართ, ეს ბოლო დღეები ძალიან გვიან ვბრუნდები სახლში ბავშვებს ძინავს და მომენატრა მათთან თამაში.
-ლილიას ორი დღეა სიცხე აქვს და დღეს ხელებზე შევამჩნიე პატარა ლურჯი წინწკლები, ალექს ვფიქრობ ანალიზები უნდა აუღოთ და გავიგოთ რამ გამოიწვია ეს სილურჯეები.
-მამა, მამიტო შოტოლადი ჯიბეში გაქს? ალექსანდრემ ხელში აიყვანა ლილია და ყურში უჩურჩულა.
-ჯიბეში მაქვს, მაგრამ დედას არ ვაჩვენოთ შოკოლადი...
-მე და ჩენ ჩუმად ჭამოთ?
-ჰო მე და შენ ჩუმად ვჭამოთ.
-ალესანდლეს ალ ვაჭამოთ?
-ის ჯერ პატარაა შოკოლადს ვერ შეჭამს. ალექსანდრემ შეამჩნია ლილიას თეთრ და ფუმფულა მკლავებზე ლურჯი წინწკლები, შემდეგ შუბლზე ტუჩები მიადო და ნატას მიუბრუნდა.
-ნატა ლილიას ახლაც სიცხე აქვს, მოდი წავიყვანოთ ექიმთან.
-რა მოხდა ისევ სიცხე აქვს? ლილემ ალექსანდრეს შეხედა და შემდეგ ლილია გამოართვა.
-წავიყვანოთ, სიცხე არ იწევს დაბლა 37 და 38 აქვს ყოველ საღამოს, მაგრამ ლილე მარტო დარჩები სახლში?
-დავრჩები, ბვშვს ძინავს და მეც მასთან ვიქნები.
-მარტო ვერ დაგტოვებ საბას დაურეკავ და......
-არა არავინ არ მინდა მოვიდეს, ალექს გთხოვ.
-კარგი როგორც შენ იტყვი, მაგრამ ტელეფონზე დაგირეკავთ. ნატას ჩაეცინა ალექსანდრეს მცდელობაზე, მაგრამ მოეწონა ლილეს გადაწყვეტილება და ალექსანდრეს თვალი ჩაუკრა. კარებში გადიოდა ნატა ლილემ რომ შეაჩერა.
-ნატა ვნერვიულობ და დამირეკე გთხოვ.
-დაგირეკავ, მშვიდად იყავი. საავადმყოფოში მისულებს ექიმმა გულდასმით გასინჯა ლილია და ჩაფიქრდა, ალექსანდრეს შეხედა და უთხრა.
-ვერ გავჩერდებით, დღესვე დავიწყებთ და ყველა საჭირო ანალიზს აუღებთ პასუხების მიხედვით გეტყვით დიაგნოზს, ასე არ შემიძლია რამე ვთქვა. ნატამ ექიმს ვედრებით შეხედა და ცრემლნარევი ხმით უთხრა.
-ექიმო უნდა შემეშინდეს?
-ანალიზების პასუხების მიხედვით ვიმოქმედებთ, ახლა ვერაფერს გეტყვით. ალექსანდრე მიხვდა, რომ ექიმს სიმართლის თქმა გაუჭირდა და რამდენიმე წუთში კაბინეტში მიაკითხა.
-ექიმო მინდა ყველაფერი მითხრათ.
-ნუ დამაძალებ რამე გითხრა, რადგან არ მინდა შევცდე და არც ის მინდა ის იყოს რაზედაც ვიფიქრე, ამიტომ გთხოვთ დაველოდოთ ანალიზების პასუხს.
-მითხარი რაზე ფიქრობთ, შევხედე თქვენს შეცბუნებულ სახეს და მივხვდი მდგომარეობა სერიოზული არის.
-მინდა ვცდებოდე, მაგრამ ალექსანდრე პატარას ლეიკემიის ნიშნები აღენიშნება სხეულზე.
-ეს პატარა ლურჯი წინწკლები......
-დიახ, სხეულს სისხლის ნაკლებობა აქვს რაც იმას ნიშნავს, ლეიკემია ფეხს იკიდებს მის ორგანიზმში. დაიბნა ალექსანდრე და გაფითრდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და ექიმს უთხრა.
-ყველაფერი გააკეთეთ რაც საჭირო არის, ჩემმა მეუღლემ ჯერ არ უნდა გაიგოს სიმართლე.
-გასაგებია, ყველაფერს გავაკეთებ პატარას ჯამრთელობისთვის.
-ეს ჩემი საკონტაქტო ნომერა და გთხოვ დამირეკეთ თუ აქ არ ვიქნები. ლილიას ყველა საჭირო ანალიზი გაუკეთდა იმ ღამეს და პასუხების მოლოდინში ალექსანდრე ძალიან ნერვიულობდა და მეორე დღეს ტელეფონზე უცნობი ზარი დაფიქსირდა და ჩვეული სიმშვიდით უპასუხა.
-გისმენთ.
-ალექსანდრე ექიმი ვარ, უნდა გნახო ეს სასწრაფო არის.
-მოვდივარ. ალექსანდრემ ყველაფერი მიყრილ მოყრილი მიატოვა და ბაჩო ვერ იპოვა, მაგრამ შმაგის დაუბარა.
-გავდივარ, ყურადღებით იყავით.
-რა მოხდა...... საბამ თვალი გააყოლა მიმავალ ალექსანდრეს და თქვა.
-ლილია ყავთ ავად....
-ლილია, რამე სერიოზული არის?
-არ ვიცი, მაგრამ ძალიან შეშინებული არის. ალექსანდრემ ექიმის კაბინეტთან შეისვენა და ღრმად ამოისუნთქა, კარი შეაღო დაღლილმა და ძალა გამოცლილმა.
-უკვე აქ ხარ, მოდი გელოდებოდი.
-პასუხები უკვე მოვიდა?
-დავაჩქარე და პასუხები ხელთ მაქვს, მაგრამ ვწუხვარ, ალექს რისიც მეშინოდა სწორედ ის არის.
-თქვენი ვარაუდი და შიში გამართლდა ექიმო, მაგრამ ახლა რას ვაკეთებთ, მითხარი მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
-ლილიას გარდა სხვა შვილი გყავთ?
-არა, ეს ერთი შვილი გვყავს.
-ეს ცუდია, მაგრამ როგორც მამამ სისხლი უნდა გაიღოთ და ახლავეს, ალექსანდრე დრო არ უნდა დავკარგოთ.
-გავიღებ, ჩემი სისხლი ჩემს შვილს გადაარჩენს ხომ ასე არის ექიმო.
-ვერაფერს გეტყვი, ანალიზის პასუხი გვეტყვის დონორი იქნებით თუ კიდევ უნდა ვეძებოთ სხვა.
-ნუ გავჩერდებით და გავიღებ სისხლს, დედამაც უნდა გაიღოს სისხლი?
-ჯერ თქვენგან დავიწყოთ. ალექსანდრემ სისხლი გაიღო და ლილიასთან გაღიმებული შევიდა, ნატამ შეხედა და ჩუმად უთხრა.
-გული ცუდს მიგრძნობს, სხეულზე დღეს კიდევ უფრო დიდი ლაქები გაჩნდა.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება, ექიმები აქ არიან და გამოიკვლევენ.
-სახლში გაგვიშვებენ თუ კიდევ უნდა აიღონ ანალიზი.
-არ ვიცი ნატა ექიმი რასაც გვეტყვის ისე მოვიქცევით.
-ალექს შემომხედე, არაფერს არ მიმალავ?
-დამშვიდდი, ძლიერები უნდა ვიყოთ პირველივე სირთულეზე ნუ დავიკარგებით.
-რატომ მეუბნები ამ სიტყვებს, რაღაც იცი რაც მე არ ვიცი. კარი გაიღო და ექიმი შემოვიდა, ალესანდრეს შეხედა და მიხვდა ალექსანდრე რომ ნატას ყველაფერი უნდა გაეგო.
-რა ხდება, ჩუმად რატომ ხართ ექიმო და რა ჭირს ჩემს შვილს.
-ვლოცულობდი რომ ეს არ ყოფილიყო, მაგრამ ვერ ავცდით ამ დიდ და რთულ განსაცდელს და სიმართლე უნდა იცოდეთ.
-გვითხარი ექიმო. მყარად იდგა ალექსანდრე ფეხზე და ნატას წელზე მოხვია ხელი, შეეშინდა გაგონილით რამე არ მოსვლოდა.
-ქალბატონო, როგორც დედამ სისხლი უნდა ჩააბაროთ.
-ეს უშველის ჩემს შვილს?
-ჩვენ ყველაფერი უნდა ვცადოთ, ნუ დავაგვიანებთ და დროს ნუ დავკარგავთ. ექთანმა ნატას სისხლი აუღო, მოლოდინით და დიდი იმედით ელოდა პასუხს, მაგრამ რამდენიმე საათში ექიმმა ალექსანდრეს მასთან შესვლა სთხოვა და ისიც ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა ექიმთან.
-მოვიდა პასუხები ექიმო.
-არ ვიცი როგორ გითხრათ, მაგრამ ვწუხვარ თქვენ ვერც დედა და ვერც მამა პატარას დონორი ვერ იქნებით.
-რატომ, ექიმო ის ხომ ჩვენი შვილი არის.
-სწორედ ამის ახსნა მიჭირს, თქვენ არ ხართ ლილიას მამა.
-რას ამბობთ, ლილია ჩემი შვილი არის ექიმო ერთადერთი შვილი.
-სწორედ ეს გაუგებრობა რომ გაგვერკვია თქვენს დაუკითხავად გავაკეთეთ დნმ-ის ანალიზი და თქვენ არ ხართ ბავშვის მამა.
-შეუძლებელია, დაუჯერებელია, ეს როგორ უნდა მომხდარიყო ექიმო, ეს ნატას როგორ უნდა ავუხსნა.
-ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ აქ არის, თქვენ არ ხრთ პატარას მშობლები, არც ნატა არის მისი ბიოლოგიური დედა. ალექსანდრე სულ დაიბნა და ექიმს უაზრო თვალებით უყურებდა გაშეშებული.
-გამოდის.......
-მშობიარობის დროს მომხდარი შეცდომა არის, მე ასე ვფიქრობ.
-შეუძლებელია, ეს როგორ უნდა მომხდარიყო. ექიმმა წყალი მიაწოდა ალექსანდრეს და ექთანს შეხედა.
-არსად არ წახვიდე დედაც გაიგებს სიმართლეს და ყველამ ვიცით ეს რთული დასაჯერებელი არის, მაგრამ უნდა გაიგოს. ექთანმა ნატას დაუძახა და ექიმმა შეძლებისდაგვარად აუხსნა თუ რა სირთულის წინაშე იდგა ყველა ერთად.
-რას ამბობთ ექიმო, ლილია ნაადრვი მშობიარობით გაჩნდა და მე ვარ მისი დედა, მე ვატარე ის 7 თვე ჩემი სხეულით.
-ქალბატონო ნატა დრო არ გვაქვს, ბავშვს უნდა ვუშველოთ სისხლი გვჭირდება. ალექსანდრემ ინდირას დაურეკა და საავადმყოფოში მისვლა სთხოვა, ინდირამაც მიატოვა ყველაფერი და ბაჩოსთან ერთად მივიდა, მაგრამ ორივე გაოცებული უყურებდა საწოლზე მწოლიარე ლილიას რომელიც ლურჯი ლაქებით იყო აჭრელებული.
-ინდირა, ბაჩო ყველასთან გადარეკეთ სისხლი გვჭირდება, ჩემი შვილი უნდა გადავარჩინო თუ საჭირო გახდა ყველაფერს გავყიდი აქედან წავიყვან და გადავარჩენ. ინირამ ყვლას დაურეკა, ასევე ბაჩომ და იმ დღეს უამრავმა ადამიანმა ჩააბარა სისხლი. ლილე ძალიან განიცდიდა ლილიას მდგომარეობას და ალექსანდრეს უთხრა.
-მინდა მეც გავიღო სისხლი, მაგრამ ერთი აზრი მომივიდა თუ დამთანხმდები პატარასაც აუღოთ ანალიზი.
-რას ამბობ ლილე შენ აიღე სისხლი, მაგრამ ჩვენი კაცი პატარაა ასეთებისთვის და მეორედ არ გაიმეორო. ლილემ არ დაუჯერა ალექსანდრეს და მეორე დღეს პატარასთან ერთად წავიდა საავადმყოფოში, გულით გრძნობდა რომ პატარა ალექსანდრესაც უნდა მიეღო მონაწილეობა ლილიას გადარჩენაში და სასწაულიც მოხდა, როცა ყველა იმედი გადაიწურა ექიმმა სიხარულით ახარა ალექსანდრეს.
-დონორი ვიპოვეთ, ალექსანდრე ვიპოვეთ...... ალექსანდრე ექიმს უყურებდა, ნატაც დაიბნა და ძლივს იპოვა სიტყვები.
-ვინ არის, სად არის, რამდენსაც თხოულობს მეტს გადაუხდით.... ექიმი უკან გაბრუნდა და სულ მალე პატარა ალექსანდრესთან ერთად დაბრუნდა.
-აი დონორც მოვიდა.
-როგორ, ეს ჩვენი კაცი არის, ჩვენი ალ;ექსანდრე.
-ლილე.... ნატამ ატირებულმა მოეხვია ლილეს და შემდეგ პატარა ჩაიკრა გულში, პატარას ვერ გაეგო სად იყო და რატომ გადადიოდა ხელიდან ხელში და ატირდა, მხოლოდ ალექსანდრეს მკავებში დამშვიდდა და თავი მხარზე დაადო.
-ექიმო ამისხენით რა ხდება ჩემს თავს, მე ძალიან დავიბენი და ახსნას ვერ ვპოულობ.
-ალექსანდრე უნდა ვილაპარაკოთ. უთხრა ინდირამ რამდენიმე ქაღალდი გაუწოდა და ნატასაც უთხრა.
-წაიკითხეთ და სიმართლეს აქ ნახავთ. ალექსანდრემ ბავშვი ისევ ლილეს დაუბრუნა და ქაღალდები საჩქაროდ გადაიკითხა.
-იმ დღიდან დავიწყეთ მე და ბაჩომ გამოძიება და ვიპოვეთ, ალექსანდრე ექიმმა სწორად მიგანიშნა იმ დღეს დიდი შეცდომა მოხდა.
-თქვი რა შეცდომა მოხდა ინდირა.
-იმ დღეს ნატას გადარჩენა სასწაული იყო, გახსოვს ექიმმა არჩევანის წინაშე დაგაყენა ან შვილი ან ცოლი და ერთ ერთი უნდა აგერჩია, მაგრამ შენ კატეგორიულად ორივეს გადარჩენა სთხოვე ექიმს.
-მახსოვს, კარგად მახსოვს ყველაფერი, მერე?
-ნატა გადარჩა, მაგრამ ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლო ექიმმა.....
-მაშინ ლილია?
-ნატასთან ერთად ერთი გოგონა მშობიარობდა სულ ბავშვი უყო ის გოგონა, რომელიც დაიღუპა, ვერ შეძლო, ვერ გაუძლო მშობიარობის ტკივილებს დაიღუპა და ლილიაც მისი შვილი არის.
-იმ გოგონას მამა..... ღმერთო ეს ხომ დაუჯერებელია ინდირა.
-მაგრამ მარტო ეს არ არის ალექსანდრე.
-კიდევ რა არის და ამაზე მეტი რა უნდა გამიკვირდეს 3 წელია ლილია ჩემი შვილი მგონია, ჩემი ერთადერთი შვილი.
-ლილია და პატარა ალექსანდრე ბიოლოგიური და-ძმა არის.
-არა, არა, არა, ეს უკვე ძალიან ზედმეტი დარტმა არის და რატომ ღმერთო, რატომ.
-მაგრამ ეს სიმართლე არის, გოგონა იმავე მამაკაცისგან იყო გაუბედურებული ვინც ჩვენი ლილე გააუბედურა და მისით გაერთო. გაჩუმდა ალექსანდრე, მაგრამ ნატამ ამოიღო ხმა და თქვა.
-ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის დონორი გვყავს და ჩვენი პატარა კაცი გადაარჩენს ჩვენს ლილიას მის საკუთარ დაიკოს, ალექსანდრე ახლა მხოლოდ ლილიაზე ვიფიქროთ, სიბრაზე მოთოკე და შვილის გადარჩენაზე იფიქრე.

ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო, მაგრამ უნდა გითხრათ რომ ცდებით.
სიყვარული ვნებაც არის, მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული, რადგან
ვნებამ ცეცხლივით იცის აგიზგიზება და მალევე ქრება, თანაც უკვალოდ, მაგრამ ლილეს ცხოვრებაში არც ვნება იყო და არც სიყვარული, თუმცა დიდი ტკივილის გავლის მიუხედავად დიდი სიხარული არგუნა უფალმა და ამ სიხარულს დედობა ჰქვია. პატარა გულზე ყავდა მიწვენილი და სევდიანად უმღეროდა ნანას, სექტემბერიც დაიწყო და ლილეს სევდა უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა რაც ალექსანდრეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და უთხრა.
-ნერვიულობ, გგონია რამე შეიცვლება?
-არა და არც მინდა შეიცვალოს, მაგრამ ჩემს შვილზე ვფიქრობ.
-ლილე ყველაფერი ისე იქნება როგორც ვთქვით და როგორც დავგეგმეთ. უნდა მოემზადო, რომ პატარასგან შორს იცხოვრებ, ამიტომ ეს ბარათი აიღე თუ რამე გჭირდება იყიდე, ეს თანხაც ყველაფერი ბარათით შეიძლება ვერ იყიდო და ეს კი ბილეთია შენი გასამგზავრებელი, ლილე ორ დღეში აქედან მიდიხარ.
-მადლობა ალექსანდრე და გასვლა მართლა მჭირდება რამდენიმე ნივთი რომ ვიყიდო.
-მარტო წახვალ?
-მალე დავბრუნდები, გაყოლა არ მინდა.
-კარგი, ნატაც გასული არის და მე დავრჩები ბავშვებთან. ლილე გავიდა, პატარა ხელში აიყვანა და გაუცინა.
-ვფიქრობ ბედი იყო თქვენი ამ სახლში მოყვანა ჩემო ვაჟკაცო, შენ გადაარჩინე ჩემი ლილიანა. ლილე მიდიოდა და ერთ მაღაზიაში შევიდა, მოულოდნელად პირზე ხელი ააფარა ვიღაცამ და ყურში საზარელი ჩურჩულიც გაიგონა.
-კარგი სამალავი გიპოვია, მაგრამ მე ვერ დამემალები ხომ ხედავ გეძებე და გიპოვე.
-გამიშვი, ხელი გამიშვი. იყვირა ლილემ მაგრამ მამაკაცმა გააჩუმა.
-დამშვიდდი და მომისმინე, უნდა ვილაპარაკოთ.
-რა მაქვს შენთან სალაპარაკო.
-გვაქვს სალაპარაკო და რაზე ან ვისზე ეს შენც კარგად იცი.
-მაღალ ფეხზე ხარ პოლიციას რომ არ უთხარი შენზე, რა გინდა ჩემგან, ცხოვრება წამართვი და უსარგებლო ნივთივით მიმაგდე ქუჩაში უცხო ადამიანების ანაბარად.
-მართალი ხარ და ვაღიარებ შეცდომა დაუშვი, მაგრამ ახლა მშვიდად ვილაპარაკოთ. გაბრაზებულმა შეხედა ლილემ და უთხრა.
-გამეცალე არაფერი არ გვაქვს სათქმელი ერთმანეთისთვის, ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა.
-არ დასრულდა და არც დასრულდება ლილე.
-რატომ, რადგან შენ ასე გინდა?
-ცოლს გავშორდი, უკვე მარტო ვარ და მინდა დაგიბრუნო, ორივე მჭირდებით.
-არასოდეს, ეს არასოდეს არ მოხდება.
-ლილე რაც შენ დაგშორდი ყველაფერი უკუღმა მიდის ჩემს ცხოვრებაში, სულ არ ნანობ რომ დავშორდით?
-რატომ უნდა ვინანო, იყო რამე სასიამოვნო რომ გავიხსენო გული დამწყდეს და ვინანო ან გინატრო? რაც შეიძლება შორს მინდა ვიყო შენგან, ძალიან შორს, რადგან როგორც ჩემთვის შენ ყველასთვის უბედურება მოგაქვს.
-მართალი ხარ, მაგრამ ვნანობ და მითხარი როგორ დაგაჯერო შენი სიტყვები.
-არც შეეცადო ჩემს დაჯერებას, რადგან არასოდეს არ დაგიჯერებ რომ ნანობ. მკვლელი ხარ და კიდევ რამდენი უბედურება გაქვს ჩადენილი ეს მხოლოდ შენ იცი და შენი ადგილი ციხეშია, ასე თავისუფლად არ უნდა დადიოდე.
-შეიცვალე, ძალიან შეიცვალე ლილე რაც ძალიან არ მომწონს.
-არ მოგწონს რადგან აღარ ვარ ისე სამართავი როგორც მმართავდი, როგორც გინდოდა ისე მექცეოდი, მცემდი კიდეც და წადი ჩემი ცხოვრებიდან, წადი.
-ნუ ყვირი გაიგონებენ....
-გაიგონონ, ყველამ უნდა გაოგონოს რომ შენ მოძალადე ხარ, რომ შენი ადგილი ციხეში არის, რომ იმდენი გოგო გყავს გაუბედურებული ცოცხლად უნდა დაიწვა....... ლილემ კონტროლი დაკარგა და ყველა მას უყურებდა, გოგიტა კი ამშვიდებდა, მაგრამ მოულოდნელად ლილეს გვერდით საბა გაჩნდა.
-ლილე...
-საბა წამიყვანე აქედან.
-ეს მამაკაცი ვინ არის ლილე....
-შენი საქმე არ არის და ჩემი პირადი შენთან არ განიხილება, მხოლოდ მინდა რომ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან. ლილიამ შეამჩნია უმარავი ხალხი, მაგრამ გაბედულად იდგა თავაწეული. გოგიტამ საბას შეხედა და ლილეს მიუბრუნდა.
-მივდივარ, მაგრამ აქ არ დასრულებულა ჩვენი საუბარი, ამ საუბარს გაგრძელება აქვს.
-არც იოცნებო. უთხრა ლილემ და ზურგი შეაქცია, საბა გაოცებული იყო ლილეს სიმტკიცით.
-ლილე იყიდე რაც გინდოდა?
-არა, გადავიფიქრე სახლში მივდივარ. ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა და ბინას რომ მიუახლოვდა სისუსტე იგრძნო, სვენებ სვენებით მივიდა კართან და რომ არ წაქცეულიყო საბამ ხელი შეაშველა.
-არ მისცე ზარი, უნდა დავმშვიდდე ასეთი სახით მათ ვერ დავენახვები.კართან იდგა ორივე რომ ნატამ კარი გააღო და მოულოდნელად იყვირა.
-ლილე რა გჭირს, აქ რატომ ხარ გაჩერებული.
-კარგად ვარ, უკვე კარგად ვარ არ მინდოდა შენი შეშინება.
-საბა რა მოხდა ან შენ სად იყავი.
-მოულოდნელად შევხვდი და სახლამდე მარტო არ გამოუშვი. ალექსანდრემაც შეხედა ლილეს ჩაწითლებულ თვალებს, მაგრამ ტელეფონზე საუბრობდა.
-ყველას ინდირა ვინც იქ იყო იმ დღეს ექიმი გინეკოლოგი, ექიმი ანესთეზიოლოგი, ბებია ქალი ესენი ყველა დაკითხე, მაგრამ არ მინდა ინფორმაციამ გაჟონოს და ფრთხილად იყავი ჟურნალისტებს მოერიდე. ტელეფონი გათიშა და საბას მიუბრუნდა.
-რა მოხდა, ვხედავ ლილემ იტირა და რატომ.
-მოულოდნელად მაღაზიაში ნახა.....
-გასაგებია და ვფიქრობ დრო მოვიდა მოვინახულოთ.
-მეც წამოვალ თქვენს გვერდით ვიქნები.
-შეატყობინე ბაჩოს მე ერთ ადამიანს უნდა დაურეკო.
-ალექს რამე შარში არ გაგხვიოს, გთხოვ ფრთხილად იყავი.
-ნატა ჩემი ოჯახის დასაცავად და თქვენი სიმშვიდისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი, მე ყოველ დღე უფალს მადლობას უხდი რომ სიმშვიდე მაქვს და ბედნიერება სუფევს ამ სახლის კედლებში. არავის არ აქვს უფლება ეს ბედნიერი და სასიამოვნო წუთები წამართვას, მე ვცხოვრობ მადლიერებით და სიყვარულით, რადგან ცხოვრება ისედაც ხანმოკლე არის და ამ ხანმოკლე ცხოვრებით ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ ძალიან საინტერესო გზა, გზა სასიამოვნო თავგადასავლებით და არა შიშით და ცრემლით. ადამიანი მაშინ ბრაზდება, როცა რაღაც უნდა და ვერ ღებულობს და იმედგაცრუებული იწყებს გამოსავლის ძებნას თუ როგორ დაიმისოს ის რაც ძალიან უნდა.
-გიპოვე და გგონია არაფერს გავაკეთებ რომ დამიბრუნდე, გგონია ოცნებად დავიტოვებ შენს დაბრუნებას. ან დაბრუნდები ან არავისი არ იქნები, მოგკლავ ან იმას მოვკლავ ვინც იქნება შენს გვერდით. სიგარეტი თითებში ჩაიფერფლა და ნამწვავი მანამ არ გადააგდო სანამ არ იგრძნო თითების წვა. იდგა სიბნელეში და ელოდა შუქები როდის ჩაქვრებოდა, მაგრამ ლილე არ ჩქარობდა შუქის ჩაქრობას პატარას მის გულზე დასძინებოდა და ფიქრობდა.
-,,როგორ შეცვლილხარ და ძალიან არ მომწონს''.
-,,არ მოგწონს, რადგან ისე ვეღარ მომექცევი როგორც მექცეოდი''.
-გაქრი ჩემი გონებიდან და გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. თქვა და საწოლიდან ფრთხილად წამოდგა, პატარა თავის საწოლში დააწვინა და თავადაც ღამის პროცედურები ჩაიტარა და დაწვა, თითქმის ჩაძინებული იყო ფეხის ხმა რომ ჩაესმა და თვალები გაახილა.
-არ შეგეშინდეს, მე ვარ საყვარელო. შეშინებული უყურებდა მის წინ მდგარ გოგიტას და დაბნეულმა უთხრა.
-აქ რას აკეთებ, აქ როგორ შემოხვედი.
-კომისართან ხარ სახლში, მაგრამ ყველა ჭრილში შემიძლია შევძვრე და შეუძლებელია დამემალო ლილე.
-ვიყვირებ და ყველა გაიგონებს, დაგიჭერენ.
-ვერ იყვირებ, მაგრამ თუ იყვირებ ვერცერთი მოგეშველება რადგან ამ სპრეის გაუშვებ და ყველას ამოგხოცავთ.
-აქ ამიტომ შემოდი რომ ყველა დაგვხოცო? გაოცებული უყურებდა ლილე გოგიტას და დააკვირდა შავი ხელთათმანები რომელიც კვალის დაფარვის მიზნით ეკეთა მასზე წვრილი ძუა ჰქონდა დახვეული.
-ეს რად გინდა, გინდა ჯერ მე მომკლა?
-შენი გადასაწყვეტია იცოცხლებ თუ მოკვდები
-გზაზე გადამიდექი და ცხოვრება დამინგრიე, არ გეყო რაც დამიშავე ახლა უნდა მომკლა და გგონია ხვეწნა მუდარას დაგიწყებ ან ფეხებში ჩაგივარდები ან ტირილით თავს მოგაბეზრებ?
-შენი თავი არ გეცოდება, მაგრამ ბავშვიც არ გეცოდება?
-შიშში ცხოვრებას სიკვდილი მიჯობს და შენთან არ დავბრუნდები.
-მე ოცნებები მქონდა შენთან ერთად.........
-ლილე ჯერ არ დაწოლილხარ? ალექსანდრეს ხმა გაიგონა, ფანჯრიდან გადავიდა სიბნელეს შეერია და გაუჩინარდა, ლილე კი იდგა შეშინებული და ვერ გაიგო ალექსანდრე როდის შემოვიდა ოთახში რომელიც ლილეს უყურებდა და შემდეგ ღიად დარჩენილ ფანჯარასთან მივიდა.
-რა მოხდა, ლილე ფანჯარა ღია რატომ გაქვს ორივე გაცივდებით. ლილე არ იძროდა ადგილიდან ის ქანდაკებასავით იდგა და ალექსანდრემ შეხედა როგორ წავიდა ლილეს სხეული იატაკისკენ, გაიქცა ხელი შეაშველა და ნატას დაუძახა.
-ნუ მაშინებ ლილე ხმა გამეცი, ნატაააა.
-რა მოხდა, ალექსა..... ლილეეე, რა დაემართა ლილეს. ორივემ საწოლზე დააწვინა ლილე და ერთმანეთს შეხედეს.
-აქ რაღაც მოხდა, მაგრამ ვერ ვხვდები რა. ლილე ცახცახმა აიტანა და ძლივს გასაგონი ხმით თქვა.
-მიპოვა, გაიგო სადაც ვარ და მოვიდა....
-აქ როგორ შემოვიდა ან როგორ გაბედა აქ შემოსვლა. ნატა გაოცებული იყო გაგონილით და თავადაც შეეშინდა.
-რამე უნდა გააკეთო, ალექსანდრე ეს ადამიანი ასე თავისუფლად დადის ბავშვებს რომ შეეხოს და რომ წაიყვანოს? ალექსანდრემ ბაჩოს დაურეკა და განყოფილებიდან ჯგუფი გამოიძახა, რომლებიც რამდენიმე წუთში უკვე ალექსანდრეს ბინაში იყვნენ.
-ლილე დამშვიდდი საყვარელო ორ დღეში აქედან წახვალ და ვეღარ გიპოვის.
-ინდირა მე წავალ, მაგრამ აქ ამათ რომ რამე დაუშავოს?
-ეს არ მოხდება, ალექსანდრესთან მტრობას არავის ვურჩევ, რადგან ალექსანდრე თავის სიცოცხლეს დათმობს საყვარელი ადამიანებისათვის.
-კომისარო ყველაფერი შევამოწმეთ, ყველაფერი გათვლილად აქვს გაკეთებული კვალი არ არის, მტკიცებულებები არ გვაქვს.
-შმაგი ამ ადამიანს პირადად მიხედე, ყველამ ვიცით რა შეშლილთან გვიწევს ბრძოლა და არ მინდა ბაჩოს მივცე მასზე ინფორმაციის მოძიება, ვიცი მკვლელი გახდება და არც ეს მინდა მოხდეს.
-გასაგებია, კარზე საკეტი გამოვცვალეთ და ფრთხილად იყავით.ალექსანდრემ თავი დაუქნია შმაგის და კარამდე მიყვა, საბას და ბაჩოს თვალით ანიშნა დარჩითო და შმაგი გააცილა თუ არა ინდირას შეხედა.
-ამ ღამით აქ დარჩი ჩვენ გავდივართ და თუ დამჭირდი დაგვირეკავ რა დროც იქნება. სამივე გავიდა სახლიდან და ალექსანდრემ კიდევ ერთი სატელეფონო ზარი გააკეთა და მოკლედ უთხრა.
-გელოდები, დრო მოვიდა. გოგიტა სიბნელეში გაუჩინარდა და თავისი თავით კმაყოფილი კაზინოში შევიდა და თამაშში ჩაერთო, მანქანა ბინასთან მოშორებით დააყენა და სიბრაზისგან ჩაწითლებული თვალებით გაჰყურებდა გზას გოგიტას მოლოდინში, გოგიტა კი თამაშში გაერთო და მოსვლას აგვიანებდა.
-ბუთხუზ დაგაგვიანდა, მაგრამ გეტყობა რაღაც კარგი გააკეთე ან ჩაიფიქრე კმაყოფილებით სავსე სახე გაქვს.რას გვიმალავ მეგობრებს?
-არაფერს არ გიმალავთ, ყველამ ვიცით ეკონომიურად როგორ შევვიწროვდით რაც ჩემი კაზინო დაიხურა, თანხა გვჭირდება და გოგო ვიპოვე ვისაც ვეძებდი.
-იპოვე და დაიბრუნე?
-დაბრუნებაზე უარს არის, მაგრამ უნდა ავიყვანოთ და ბორდელში მიიყვანეთ მისგან კარგ მაყუთს ვიშოვით, გამოვიყენოთ მისი სილამაზე.
-ყველაფერი კარგად გათვალე?
-ვფიქრობ გახსოვს ვინ ზის შენს წინაშე და იცი რისი გაკეთება შემიძლია, თუ ეს საქმე არ გამოვა ისე მოვკლავ თვალს არ დავახამხამებ. ბუთხუზას ვერავინ გაქცევა და ვერც დაემალება.
-ყველაფერი თუ ისე გაქვს გათვლილი როგორც საქმეს სჭირდება, შენს ზარს ველოდებით და გოგოს ავიყვანთ ისეთ ადგილზე გადავმალავთ ვერავინ ვერ მიაგნებს.
-ასეა და მე წავედი, აუცილებლობაზე იცით ჩემი ნომერი და დამირეკეთ. საათები გაგრძელდა უკვე შუაღამე იყო გადასული, რომ ალექსანდრეს მანქანის გვერდით კიდევ ერთი მანქანა დადგა და ალექსანდრემ მინა ჩამოსწია მძღოლს უთხრა.
-ველოდებით, ჯერ არ მოსულა.
-დარწმუნებული ხარ რომ მოვა?
-დაველოდოთ, შენ მანდ იყავი. ალექსანდრემ ტელეფონზე შეტყობინება მიიღო და გაეღიმა.
-,,წამოვიდა, რამდენიმე წუთში ადგილზე იქნება.''
-,,როგორ გრძნობს თავს.''
-,,ძალიან ბედნიერია და დღევანდელი დღით კმაყოფილი.''
-,,გააგებია, ყველა შეტყობინება წაშალე და სახლში წადი.''
-რაო ინფორმატორმა, მალე მოვაო?
-მოვა, სხვა წასასვლელი არსად არ აქვს.
-ხელი მექავება ძალიან და მასზე უნდა მოვიქავო რადგან ეს შანსი მომეცა.
-დამღალა უკვე მისი არსებობით და უნდა გაიგოს ვისთან აქვს საქმე რომ ალექსანდრე მეტრეველი არასდროს ხუმრობს. სხვა გამოსავალს არ მიტოვებ, შენი ტვინს და გონებას მეტი ფიქრის უნარი არ აქვს, ამიტომ დროა მახსოვრობა შეგიზღუდო და რაც იცი ისიც დაგავიწყო.
-მანქანა მოდის და აბა თქვენ იცით.
-მე გადავალ და გზაში შევხვდები.
-ბესოოოო.....
-დამშვიდდი, მეც ვიცი რაღაც თქვენ არ გამოჩნდებით. ბესო გადავიდა და სიბნელეში დაიმალა, გოგიტამ მანქანა ბინასთან მოშორებით დააყენა და თავად ფეხით წავიდა ბინისკენ, მთვარიანი ღამე იყო, მაგრამ მის წინ უცხო ადამიანი მიდიოდა და გაუკვირდა, ხელი ჩაიქნია და გზა გააგრძელა, მაგრამ უცნობი მოუბრუნდა და მასზე ორი თავით დაბალ გოგიტას ზემოდან დახედა.
-მიცანი ?
-ვინ ხარ, ჩემგან რა გინდა.
-გინდა გაიგო ვინ ვარ, გეტყვი ვინც ვარ მე ბესო ვარ.
-ბესო? არაფერს არ მეუბნება შენი სახელი.
-მაშინ სხვაგვარად გეტყვი, მარიას იცნობ?
-ვინ მარიას.......
-ვინც დააორსულე და მიატოვე, ასეთები პატარა გოგოები კიდევ რამდენი გყავს გაუბედურებული და მიტოვებული, მარია მოკვდა და ბავშვიც მოკვდა.
-მე არ ვიცი ვინ მარიაზე მეუბნები.
-რომ აორსულებდი ხომ იცოდი ვინ იყო მაშინ . ბესომ თავი დაარტყა გოგიტას და წინა კბილები ჩამოაცალა. გოგიტამ ხელები აიფარა სახეზე და მუხლებზე დავარდა.
-არ ვიცი ვინ არის, არ ვიცნობ.
-სამი წლის წინ პატარა გოგონასთან გაერთე ის გოგონა ჩემი და იყო და გეგონა ყველაფერი შეგრჩებოდა, მინდა იცოდე იმ დღიდან შენს ძებნაში ვარ რა დღესაც ჩემი და დავასაფლავე.ბესომ რამოდენიმეჯერ კიდევ დაარტყა გოგიტას და ისიც ადგილზე გაითიშა.
-ქალებთან გაქვს დიდი გული და მათ აშინებ, შეხედეთ შიშისგან ჩაისველა.
-მაგარია, კარგია ლილე რომ არ ახსენე მიხვდებოდა ეს ეშმაკის მოციქული. წაიყვანეთ და სარდაფში ჩაკეტეთ, იყოს რამოდენიმე დღე და იფიქროს იქნებ მიხვდეს რომ ძალიან დააწუხა ხალხი მისი არსებობით და დროა ვიღაცამ შეაჩეროს.
-ალექს თქვენ წადით ამას ჩემს ჯოჯოხეთში წავიყვან და მე მივხედავ. გოგიტა ბესოს მანქანის საბარგულში ჩატენეს და ალექსანდრემ ბესოს უთხრა.
-ხვალ ლილე მიდის ყველამ უნდა გავაცილოთ, შენებიც ჩამოიყვანე.
-ტუსაღს დავაბინავებ და შემდეგ წამოვიყვან ჩემებს, ყველა მოვალთ. ალექსანდრე მშვიდად იყო გოგიტა ბესოს ხელში დატოვა და დილიდან განყოფილებაში ტრიალებდა, საქმეებში გაერთო და საათზე დაიხედა თვალები გაუფართოვდა და ნატას დაურეკა.
-გამოვდივარ, მზად ხართ?
-სტუმრები მოვიდნენ და ყველა შენ გელოდებით. სიჩქარეს მოუმატა და მაინც დაოზე მივიდა, ლილე მოწყენილი იყო და ნატას აცრემლებულმა ჩაეხუტა, ნატამ ორივე ხელები მოხვია ლილეს და უთხრა.
-მშვიდად იყავი და თავს მიხედე, სწავლას და კარიერას. შენ ჩემთან შენს სულს ტოვებ და მე ვალდებული ვარ გაუფრთხილდე მას.
-ცრემლი არ მინდა დავინახო და მხოლოდ ამაზე იფიქრე რომ წინ შესანიშნავი ცხოვრება გელოდება, ყველა სირთულე უკან დარჩა და შენ მხოლოდ მომავალზე უნდა იფიქრო, შენს მიზნებზე და შენს მისწრაფებზე. ლილე შენი სწავლით და შენი განათლებით თავად შექმნი შენს დიდებულ ცხოვრებას, მე მჯერა შენი და ვიცი რომ ძალისხმევას არ დააკლებ და მაქსიმალურზე მეტს გააკეთებ.
-ალექსანდრე, ნატა მადლობა მინდა გითხრათ რაც ჩემთვის და ჩემი შვილისთვის გააკეთეთ, შევეცდები ეს სიკეთე სიკეთით დაგიბრუნოთ უკან.......
-შენ უკვე სიკეთე გადაგვხიადე, შენ და შენმა შვილმა შვილი დამიბრუნეთ და მჯერა შემთხვევითობა არ ყოფილა ჩვენი შეხვედრა, უფალმა იცის როგორ რას აკეთებს. წავედით, დრო მოვიდა.
-ნატა ბავშვები მოგყავს?
-არა, ალექ უკეთესია აქ დაემშვიდობოს პატარას. ლილემ კიდევ ერთხელ ჩაიხუტა პატარა და კიდევ ერთხელ ნატას ჩაეხუტა ძლიერად.
-მშვიდად იყავი, შეძლებ თუ არა დაგვირეკე. აეროპორტში ბაჩო, საბა და ინდირაც მივიდა, მაგრამ ინდირამ გაბრაზებულმა უთხრა ბაჩოს.
-სად ხარ ეს ორი დღეა ტელეფონზე გირეკავ და მითიშავ.
-საქმეები მქონდა
-რა საქმე იყო ასე რომ გაასაიდუმლოვეთ.
-შენ არ გეხება და არც აქ სალაპარაკო არის.
-ციხეში იყავი?
-ციხეში ვიყავი ილიას ნახვა მინდოდა...
-მერე, ნახე?
-არა, არ მანახეს, მაგრამ მაინც ვნახავ.
-ფრთხილად იყავი შარში არ გაეხვიო, მიიღო სასჯელი და მოეშვი. ლილემ რეგისტრაცია გაიარა და კიდევ ერთხელ დაემშვიდობა ყველას, ინდირა და დედა ბოლომდე მიყვა ლილეს და ინდირამ უთხრა.
-გთხოვ ძალიან ცოტა დრო დახარჯე წარსულზე ფიქრში, მაგრამ შენი სხვა დრო და შენი ენერგია გამოიყენე და დაუთმე შენს ცოდნას. ლილე არ ჩაგძიროს წარსულმა, შენ მომავალზე უნდა იფიქრო და გახსოვდეს, რომ აქ გელოდებით. ნება მიეცი დაო შენს შესაძლებლობლებს ფრთები შეისხას, იყო ძლიერი და წარმატებული ქალი. დედას ჩაეხუტა და ყველას ერთად დაუქნია ხელი, თვითმფრინავში ასულმა თავისი ადგილი დაიკავა თუ არა ტელეფონზე ალექსანდრეს ნომერი დაფიქსირდა.
-გისმენ ალექსანდრე.
-ლილე ტირიხარ?
-არა, არ ვტირი.
-ტირიხარ, მაგრამ გჯეროდეს რომ არსებობს გამოსავალი ყველა პრობლემიდან და შეეცადე ისეთი ცხოვრება შექმნა როგორიც შენ გსურს.
-მადლობა, მადლობა ყველაფრისთვის.
-შენს ძმას დაელაპარაკე.
-ლილე კარგად მიცნობ და იცი როგორ არ მიყვარს გრძნობების გამომჟღავნება, მაგრამ როგორც ყველას მეც მჯერა შენი, ხომ იცი ყოველთვის მჯეროდა და დადგება შენთვის დიდებული ცხოვრება და შენი მოქმედების დროც მოვა. სწორედ ახლა გაქვს შანსი და მომენტი გადადგა საუკეთესო ნაბიჯი იმ მიმართულებით სადაც შენ გსურს ყოფნა მთელი გულით. უნდა დაივიწყო რაც იყო, რა ტკივილიც გაიარე და ისეთი ძლიერი უნდა იყო შენ თავად უნდა შეცვალო შენი მომავალი, შენი ცხოვრება. გთხოვ არაფერზე არ ინერვიულო და არ იჯავრო, გელოდებით ყველა დიდი სიყვარულით.

არ ღირს ყველაფერი დაინახო,არ ღირს ზედმეტად შეიყვარო თუ გინდა ცხოვრება გაიმარტივო და ზედმეტი დარდი მოიცილო. ვიცი, რომ არ ღირს რამეთუ ყველა სიტყვა ნათქვამია, ყველა შენი ნათქვამი სიტყვა ძალადაკარგულია და აქედან გამომდინარე, ძალადაკარგული სიტყვებიც კი მომენატრა. ამიტომ ვწვალობ და ამიტომ ვეძებ იმ ერთადერთ სიტყვას, სიტყვას ბგერით გამოუთქმელს. სიტყვას, რომელსაც ვერ დაშლი ფუძედ, თავსართად, მაგრამ ვაი, რომ ვერ ვპოულობ და ვერ გპოულობ.მალე, სულ მალე ავიყვან ხელში ჩვენს პატარას. უცნაური ღამე არის, რაღცნაირად ჩახუთული და ასეთი ღამე იყო ის ღამე პირველად რომ შემეხე. რატომ, რატომ ადრე არ შემხვდი და უსამართლო ცხოვრებაში როცა შეგხვდი უკვე მენატრები. შენ ააფეთქე ჩემში სიყვარული და შენ შეძელი დაგევიწყებინა ჩემთვის როგორ უაზრო იყო ცხოვრება შენს გაცნობამდე. დაგკარგე, ძალიან მალე წამართვეს შენი თავი და აღარ ხარ ჩემს გვერდით, მაგრამ შენი სიყვარული მუდამ თან დამაქვს და ჩემში არის. ტელწეფონის ხმამ შეაწყვეტინა ფიქრები და საათს შეხედა, საათის ისრები ღამის 4-ს უჩვენებდა და შეშინებულმა უპასუხა მოულოდნელ ზარს.
-გისმენთ....
-ნათია ანრი ვარ შვილო.
-რა მოხდა, ანრი პაპა დამელაპარაკე.....
-უნდა შეძლო შვილო........ მოხ...ვიდე.....
-ალო, ალო გესმის ჩემი ხმა, უკვე გამოვდივარ.ხმა აღარ ესმოდა და როგორც შეეძლო წამოდგა საწოლიდან, რაც მოყვა ხელში ჩაიცვა და გზაზე გავიდა, დაგვიანებული და დაღლილი მძღოლი მიდიოდა სახლში და ნათია წინ გადაუდგა, თითქმის თავის სიცოცხლე შესწირა იმ უცნაურ ღამეს. მძღოლმა მოასწრო და გააჩერა და გაბრაზებული გადმოვიდა მანქანიდან.
-რას აკეთებ, სიცოცხლე მოგბეზრდა?
-ბოდიში, მაპატიეთ მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა.
-შენ თუ მოგბეზრდა სიცოცხლე მაგ პატარას რას ერჩი შენივე სხეულით რომ ატარებ.
-ვაგვიანებ, უნდა წამიყვანო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია....
-მითხარი მისამართი. ნათიამ მისამართი უთხრა და ერთიანად ცახცახებდა, რადგან შუაღამე გადასული იყო და გზაც თავისუგფალი არის მალე მივიდა მძღოლი აღნიშნულ მისამართზე და საფულე ამოიღო ნათიამ, მაგრამ მძღოლმა შეხედა და უთხრა.
-საფულე შეინახე, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისგან მე თანხას ვერ ავიღებ, პირველ რიგში ადამიანი ვარ გრძნობებით სავსე და მეორე ადამიანს როცა უჭირს მაშინ უნდა დავეხმაროთ ანაზღაურების გარეშე.
-მადლობა, არ ვიცი რა ხდება შიგნით და როგორ მდგომარეობაში არის.
-წამოგყვები, ასეთ მდგომარეობაში მყოფს არ შეგეშინდეს. მძღოლი პირველი შევიდა ბინაში და დაინახა ანრი ძირს უგონო მდგომარეობაში იწვა, ტელეფონი კი იქვე ეგდო მის გვერდით. მივიდა ყელზე ორი თითი დაადო და ნათიას უთხრა.
-დაურეკე სასწრაფოს, სუსტი პულსი აქვს .
-უნდა გადარჩეს, ეს ადამიანი უნდა გადარჩეს. ხელის კანკალით დაურეკა სასწრაფოს და ისევ ანრის შეხედა, სასწრაფო მალე მოვიდა და ანრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნათია მძღოლთან ერთად ელოდა ექიმს და ლოდინში უკვე გათენდა კიდეც, როგორც იქნა ექიმი დაინახა მათკენ მოდიოდა და ხმის კანკალით უთხრა.
-როგორ არის.....
-შეგაშინათ, წლებია ანრის გულის დაავადება აქვს და წლებია ერთად ვებრძვით ამ დაავადებას, მისი ნიკოლოზის მკვლელობის შემდეგ ორი თვე საავადმყოფოში იწვა, მაგრამ დაძლია და სირთულე გადალახა, ახლაც გაუმეორა და იგივე სიპტომები ჰქონდა როგორც მაშინ, მაგრამ შედარებით რთულად.
-ახლა როგორია მისი მსგომარეობა.
-რა ვთქვა გარდა იმისა სიმართლე უნდა ითქვას, მისი გული უფრო და უფრო სუსტდება რაც ძალიან არა სასიამოვნოა, მაგრამ ვფიქრობ ამჯერადაც გამოძვრა და უკვე სტაბილურია მდგომარეობა და მე მჯერა ამ ბავშვის დაბადების მოლოდინი აძლევს ძალას და აძლიერებს მის დასუსტებულ გულს.
-მადლობა უფალს რომ გადალახა და კარგად არის.
-დროზე მიიღო სამედიცინო დახმარება, დაგვიანებულს ვეღარ ვუშველიდით. მასთან იყავი საღამოს?
-არა 4სთ-ზე დამირეკა ცუდად ვარო და მეც არ ვიცი როგორ მივედი ბინაში რომ არა ეს კეთილი ადამიანი ვერ მივუსწრებდი და დაიღუპებოდა.
-ნათია შვილო ანრიდან გიცნობ ჩვენს მეგობრობას ათეული წლების ათვლა აქვს და მინდა დაუფარავად გითხრა, ანრის გულის მდგომარეობა სერიოზული აქვს, ძალიან რთულია მის ასაკში ასეთი ავადმყოფი გულით იცოცხლოს, მისი გული ვთქვათ ძაფზე არის დაკიდებული და როდის გაწყდება ეს ძაფი არავინ იცის. რატომ გეუბნები ამ ყველაფერს, მისი მარტო დატოვება არ შეიძლება და დროა ერთად იცხოვროთ, ეს ხომ მისი გვარის გამგრძელებელია მისი ნაწილი.
-უნდა დავფიქრდე.......
-მაპატიე რომ გეუბნები ეს თქვენი პირადი საქმე არის, მაგრამ შეუძლებელია მან მარტო იცხოვროს.
-შემიძლია ვნახო?
-შეგიძლია, შედი გელოდება.ნათიამ ცრემლები მოიწმინდა და ფრთხილი ნაბიჯებით შევიდა ანრისთან.
-კიდევ აქ ხარ შვილო....
-აქ ვარ, როგორ ძალიან შემაშინეთ.
-მაპატიე, მაპატიე შვილო, მაგრამ შენ რომ არა......
-რა გაპატიო, რა გაქვს საპატიებელი.
-ექიმი ნახე დაელაპარაკე, რა გითხრა.
-ნერვიული სტრესი იყო, უჰაერობა და დროზე ჩავრიეთ სამედიცინო დახმარება, მდგომარეობა სტაბილური არის, მაგრამ ექიმის ყურადღების ქვეშ უნდა იყოთ და მკურნალობას იმედი მაქვს გააგრძელებ.
-ნათია მოდი ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ და სიმართლე ვთქვათ, წლებია გულის დაავადებას ვებრძვი და როგორც ხედავ ნელა ნელა მივდივარ ჩემს ნიკოლოზთან, თავს ვერ ვგრძნობ კარგად და არ მინდა შენს წინაშე თავი დამნაშავედ ვიგრძნო. მე არავინ არ მყავს, მხოლოდ ამ პატარას დაბადებამდე მინდა ვიცოცხლო ხელში ავიყვანო და ნიკოლოზი დაუძახო, იმ დღემდე მინდა ვიყო რომ დამიძახოს პაპა და მისი ხმა დავიმახსოვრო.
-იცოცხლებ, არ შეგიძლიათ თქვენც მიგვატოვოთ, არც ჩვენ გვყავს არავინ.
-მარტო ეს არ არის და მინდა იცოდე მე ყველაფერზე ვიზრუნე და შენს სახელზე დავწერე ანდერძი, ყველა ჩემი უძრავი და მოძრავი ქონება შენ და შენს შვილს გიტოვებთ, მაგრამ მინდა ნიკოლოზი ჩემს სახლში გაიზარდოს.
-ჩვენ ერთად გავზრდით პატარას.....
-ჩემამდე რითინ მოდი შვილო, ასე გვიან საათებში ადვილად იპოვე ტაქსი?
-ერთი კეთილი ადამიანი დამეხმარა, წარმოიდგინე ფულიც კი არ გამომართვა და ჯერ კიდევ აქ არის.
-ვინ არის, დაუძახე მოვიდეს ჩემამდე უცხო ადამიანს სიკეთე უნდა დაუფასოთ. ნათიამ გარეთ გავიდა და დაინახა მძღოლს სკამზე ჩასძინებოდა, მიუახლოვდა და ფრთხილად შეეხო მხარზე, მძღოლმა შეშინებულმა გაახილა თვალები და ნათიას შეხედა.
-ჩამძინებია, რამე მოხდა?
-რამდენიმე საათია ერთად ვართ და მე სახელიც არ გკითხეთ.
-გაბრიელი მქვია, ყველა გაბოდ მიცნობს და მძღოლი ვარ, როგორ არის.
-მდგომარობა სტაბილურია და მას თქვენი ნახვა უნდა.
-ჩემი, მე მას არც კი ვიცნობ.
-და მაინც უნდა რომ ნახოთ. მძღოლი ნათიას გაყვა, ანრიმ შეხედა გაბრიელს და ხელით ანიშნა ახლოს მისულიყო.
-გამოჯამრთელებას გისურვებთ.
-მადლობა, თხოვნას შემისრულებ?
-გისმენთ, თუ შემიძლია რატომაც არა.
-არ ვიცი ვინ ხარ და ცხოვრებაში პირველად ვხედავთ ერთმანეთს, მაგრამ აქამდე აქ ხარ უცნობი ქალის გვერდით და კეთილი ადამიანი ხარ. თვალები ჩაწითლებული გაქვს ეს დაღლილობის ბრალი არის და როგორც მივხვდი რთული სამსახური გაქვს.მძღოლი ხარ?
-სწორად გამოიცანით, მძღოლი ვარ.
-სიკეთეს სიკეთით უნდა გადახდა შვილო.
-რას ამბობთ ყველა ჩემს ადგილზე ასე მოიქცეოდა.
-არა და ძალიან სცდები, დღევანდელ დროში ძალიან რთული არის სწორი და კეთილი ადამიანის ცნობა.
-მაინც გამოირჩევა, ყველა არ არის ცუდი. გისმენთ რა გინდათ მთხოვოთ და შევეცდები თქვენი თხოვნა შეძლებისდაგვარად შეგისრულოთ.
-ნათია დამტოვე მარტო ამ უცხო და კეთილ ადამიანთან. ნათიამ მკრთალი ღიმილით გაუღიმა გაბოს და ისევ ანრის შეხედა, ეს თანხმობის ნიშანი იყო და ოთახიდან გავიდა ანრიმ კი გაბოს მიუბრუნდა და უთხრა.
-ოდესმე გიგრძვნია მარტოობა?
-სულ მარტო ვარ, არავინ მყავს.
-ვგრძნობ რომ ერთმანეთი ვიპოვეთ მარტოსულმა ადამიანებმა და ჩემი თხოვნაა ნათია მარტო არის, მას არავინ ყავს და გთხოვ ნუ დატოვებ მარტო მის მდგომარეობაში.
-ძია ანრი მე რა შემიძლია მისთვის გავაკეთო.
-გთხოვ იყავი მის გვერდით, მის ცხოვრებას ნელა ნელა გაიგებ დასამალი არაფერი არის.
-გასაგებია, შევეცდები მასთან ახლოს ვიყო, მაგრამ მე ვმუშაობ და არ ვიცი რამდენად შევძლებ ყოველ დღე მის გვერდით ყოფნას.
-დღეიდან ჩემთან მუშაობ, ხელფასს მე გადაგიხდი. შევთანხმდით?
-შეიძლება დრო მომცეთ და პასუხი რამდენიმე დღეში გითხრათ.
-შეიძლება შვილო მე ძალას არ გატან, მაგრამ სანდო ადამიანი მჭირდება იყოს მის გვერდით. ნათიას ვეტყვი ჩემს ნომერს მოგცემს და როცა საჭიროდ ჩათვლი დამირეკე, ახლა კი დამტოვე ძალიან დავიღალე. გაბო ანრის ოთახიდან დაფიქრებული გამოვიდა და ნათიასთან მივიდა ჯერ ჩუმად იყო და შემდეგ მორიდებულად კითხა.
-შეიძლება გკითხო?
-მკითხე გაბო რაც გაინტერესებს.
-ბავშვის მამა.....
-ბავშვის მამა ნიკოლოზ საჯაია არის ადამიანი ვინც რამდენიმე თვის წინ იპოვეს მიწაში ჩაფლული და ნიკოლოზი ანრი პაპას შვილიშვილი არის, ერთადერთი შვილიშვილი.
-მოკლეს?
-მოკლეს, ჩემი ნიკოლოზი სიყვარულის გამო მოკლეს და შემდეგ ტყეში დამარხეს ძაღლებმა იპოვეს მისი გახრწნილი გვამი. გაბრიელი დაიბნა და ნათიას ვეღარაფერი კითხა, რამდენიმე წუთი დუმილი ჩამოვარდა და შემდეგ წყნარად უთხრა.
-დაიღლებოდი და წაგიყვან სახლში, გათენდა უკვე და ორივეს გაგიჭირდებათ ფეხზე დგომა.
-კარგად თქვი, შევალ და ვეტყვი რომ წავალთ. ნათია ანრისთან შევიდა და ანრიმ თავად უთხრა
-წადი შვილო დაისვენე და თუ შეძლო მოდი ნაშუადღევს. ნათია წავიდა გაბოსთან ერთად და გაბომ მუცელზე შეხედა ნათიას.
-როდისთვის ელოდები პატარას.
-ორი თვე უნდა კიდევ ჩემს ბიჭს ხელში ავიყვანო.
-ცუდია მამა რომ ვერ ნახავს საკუთარ შვილს.
-ჩემი შვილი, გავიგე თუ არა დედა გავხდებოდი ჩემმა ცხოვრებამ ახალი კარიბჭე გამიხსნა, ჩემი ახალი ცხოვრება იწყება ახალ სამყაროში სადაც მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვიქნებით ანრი პაპასთან ერთად.კიდევ უფრო დააფიქრა ნათიასთან საუბარმა გაბრიელი და ბოლოს მისი ტელეფონის ნომერი მისცა და უთხრა.
-ეს ჩემი ნომერია, დაისვენე და მზად რომ იქნები დამირეკე მოვალ და ანრის ძიასთან წაგიყვან.
-გამოდის ეთანხმები ანრის....
-იცოდი მისი თხოვნის შესახებ?
-არა, კართან ვიდექი და გავიგონე.
-ნათია თანახმა ვარ.
-გაბრიელ პაპა ძალიან დაკვირვებული ჭკვიანი ადამიანია, ნაკითხი და განათლებული და ყველაზე მთავარი ის სწორად არჩევს ადამიანებს. მან იცის თუ რა ძნელი და რთულია დღეს სწორი და სანდო ადამიანის პოვნა.
-აქ გამიჩერე, დაისვენე და ნაშუადღევს დაგირეკავ. დაემშვიდობა გაბოს და მანქანიდან გადასვლა გაუჭირდა, გაბოს არ მოეწონა ნათიას ფერებში აჭრელებული სახე და შეშინებულმა კითხა.
-ნათია ფერი არ გადევს, ცუდად გრძნობ თავს?
-ჯერ ადრეა მშობიარობა, ვფიქრობ დღევანდელი ნერვიულობის ბრალია დავისვენებ და გამივლის, წადი შენ დაისვენე....
-რომ წავიდე მარტო დარჩები, მოდი ისევ საავადმყოფოში წავიდეთ და გნახავს ექიმი.
-ღმერთო ჩემი პატარა ჩქარობს ტკივილი მაქვს, მუცლის არეში მტკივა და ტკივილი იმატებს. გაბომ მანქანა დაძრა და ქალაქის ახმაურებულ ქუჩებში შეძლებისდაგვარად მიაღწია საავადმყოფოს.
-მიშველეთ, ექიმო ჯერ წინ ორი თვე გვაქვს, მაგრამ ტკივილები ძლიერია და ვეღარ უძლებ ამ ტკივილს.
-მოუსვენარი შვილი გყავს ძვირფასო და უნდა ადრე დაიბადოს, სამშობიარო ბლოკში შეიყვანეთ და მეც ახლავეს მოვალ.
-ღმერთო ჯერ მზად არ ვარ, გაბო გასაღები გამომართვი ჩემს საძინებელში გამზადებული ჩანთა დევს და ის ჩანთა მომიტანე, გთხოვ.
-მოვიტან, შენ არ ინერვიულო და მშვიდად იყავი ყველაფერი კარგად იქნება.
-მომისმინე, თუ რამე მომივიდეს ანრი არ მიატოვო და მის გვერდით იყავი, მას დაეხმარე ის ძალიან კარგი ადამიანია. ორივეს შენ გაბარებ მეგობარო, დამპირდი რომ მათზე იზრუნებ.
-კარგად იქნები....
-დამპირდი...
-გპირდები არცერთს არ მივატოვებ, მაგრამ შენ კარგად იქნები და შენს შვილს ერთად გაზრდით. ნათია შეიყვანეს, გაბრიელი დაბნეული და დაფიქრებული წავიდა ნათიას სახლში და გაუჭირდა სხვის სახლში შესვლა, მაგრამ მიაგნო საძინებელს და სასწრაფოდ უკან დაბრუნდა, სწორედ მაშინ გამოვიდა ექიმიც და გაბრიელს შეხედა.
-მამა თქვენ ხართ?
-როგორ არის ექიმო დედა და შვილი.
-შვილი კარგად გრძნობს თავს და ჯამრთელი ბიჭი არის, მაგრამ დედას მდგომარეობა რთული არის ამიტომ რეამინაციაში გადავიყვანეთ.
-რატომ გართულდა მდგომარეობა.
-არც ჩვენ ველოდით, მაგრამ მას გული გაუჩერდა და შევძელით მისი დაბრუნება, ამიტომ ყველა გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს.
-გაბრიელ როგორ არიან დედა და შვილი....
-ძია ანრი თქვენ რატომ ადექით, თქვენი ფეხზე დგომა არ შეიძლება და ვინ გითხრათ აქ რომ ვიყავით.
-გავიგე შვილო და მადლობა რომ მის გვერდით იყავი, ჩემი ბრალი არის ნაადრევად რომ დაიბადა პატარა.
-პატარა ჯამრთელი ვაჟკაცი არის, დედას მდგომარეობაც დასტაბილურდება და ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ დამშვიდდით ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ მის გამოსაჯამრთელებლად.
-შეიძლება ვნახო?
-მხოლოდ ორი წუთი. ანრი თავად ექიმმა მიიყვანა ნათიას საწოლთან და ანრიმ მუხლებზე დადგა.
-შვილო, არ დამტოვო ჩემო გოგო. ჩემთვის არა, შენი შვილისთვის, შენი ნიკოლოზისთვის იბრძოლე შვილო შენ ჭირდები პატარას შენს სითბოს და სიყვარულში უნდა გაიზრდოს.
-ესმის ძია ანრი და იმედია იბრძოლებს.
-როგორი არის ახლანდელი მდგომარეობა, ყველაფერი მინდა ვიცოდე.
-გარეთ გავიდეთ და იქ ვისაუბროთ. გარეთ გასულმა ექიმს მიუბრუნდა და გაბრიელიც მათთან მივიდა.
-დღევანდელი ანალიზები რაც ჩაუტარდა ვერ ვიტყვი რომ ძალიან საშიში არის, ხვალ მთავარი ექიმიც მოვა და ყველაფერი ჩაუტარდება სპეციალისტების თანდასწრებით.
-ყველაფერი გააკეთეთ რომ ჩემმა შვილმა იცოცხლოს სხვა მხრივ ამ საავადმყოფოს ჰაერში ავწევ და ამ კედლებში თქვენ ყველა ექიმს მოგისპობთ სიცოცხლეს, რადგან ეს უსამრთლობაა პატარა დედის გარეშეც დარჩეს.
-ყველაფერს ვაკონტროლებთ, მაგრამ თავადაც უნდა იბრძოლოს რომ ჩვენ იმედი გვქონდეს.
-ჩემი და როგორ არის, ჩემი და აქ ვინ მოიყვანა. დალიკო ტირილით უყურებდა ანრის.
-დამშვიდდი ნათია გამოჯამრთელდება, მას უფლება აქვს დედობა შეიგრძნოს და იყოს შვილის გვერდით.
-ვერ ვიჯერებ, ჩემი და ასეთი უძლური არასოდეს ყოფილა.
-უფლის ლოცვით დაგვიბრუნდება, ნათია კარგად იქნება და ცოცხალად ადამიანის დატირება სად ნახე დალიკო.
წვიმს, ოთახის ფანჯრები სველია და წვიმის წვეთები მინაზე აწკაპუნებს. თვალი გაახილა, ვერ მოისვენა ფრთხილად ადგა და ჩაი გაიკეთა. ფრთხილობდა რომ ნატას არ გაღვიძებოდა, მაგრამ ღამის სიჩუმეში სახლის ტელეფონი აწკრიალდა და მიხვდა, რომ რაღაც მოხდა.
-გისმენთ.
-ალექსანდრე გოგიტა გაიქცა.
-როგორ, ეს როგორ მოხდა.
-არ ვიცი ყველაფერი გათვლილად გავაკეთე.
-ვიღაც გვითვალთვალებდა და დარწმუნებული ვარ მან ჩვენზე იცის.
-მეც მასე ვფიქრობ და რა გავაკეთოთ, როგორ გავიგოთ ვინ არის.
-შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ყურადღებით იყავით ის ახლა საშიში არის. შეუპოვრობას და მარცხს ერთად თანაარსებობა არ შეუძლია, უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, რადგან დამარცხებისთვის არ დავბადებულვართ, სხვლას არ ვაჩერებთ და წინ მივდივართ, მარცხიც სწორედ მაშინ მოდის როცა მცდელობას ვწყვიტავთ.სხვა მხრივ სიმშვიდე გვაქვს?
-ილიას მეუღლემ იმშობიარა, ჯერ კიდევ საავადმყოფოში არის.
-იქ აუცილებლად მივა, დაცვა დააყენეთ ისე რომ არავინ არაფერი იცოდეს.
-იდეა მაქვს...
-გისმენ....
-მაქვს ერთზე ეჭვი და სწორედ იმას დავაყენებ დაცვად.
-კარგი აზრი არის და შორიდან მას დაუყენე დაცვა.
-სწორედ ეს მაქვს ჩაფიქრებული უფროსო.
-კარგია, დილით შევხვდებით ერთმანეთს. ტელეფონი გათიშა და მის უკან მდგარ ნატას შეხედა.
-მაპატიე ძვირფასო გაგაღვიძე.
-რა მოხდა, მნიშვნელოვანი არის და უნდა წახვიდე?
-არსად არ მივდივარ დილით წავალ, შენ წადი დაიძინე სანამ ის ორი შემოსძახებს და გაგაღვიძებს მერე ვერ დაიძინებ, ჯერ კი ადრე არის და მოსწრებ დაძინებას.ნატამ ხელები შემოხვია ალექსანდრეს და ჩურჩულით უთხრა.
-ხშირად მითხარით, რომ გიყვარვართ, თორემ დავცარიელდი.
-ყოველ დღე, ყოველ გაღვიძებაზე და ყოველ შემოხედვაზე გეტყვი თუ რაოდენ ძლიერ მიყვარხარ.
-მეც რომ მიყვარხარ ჩემიც ხომ გჯერა.
-მჯერა საყვარელო, მჯერა.
-ჩაის სვამ უჩემოდ და მეც რომ მინდა. ფინჯანი აართვა ხელიდან ალექსანდრეს და მოსვა, მაგრამ გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა.
-ეს ჩაი არ არის ალექსანდრე ეს სიროფია, არ გეშინია დიაბეტი რომ დაგემართოს?
-მე ტკბილი ადამიანი ვარ და ყველაფერი ტკბილი მიყვარს, ტორტი კიდევ დაგვრჩა?
-ამ დროს ტორტის შეჭამ?
-არა, შევხედავ მივესალმები და მაცივრის კარს ისევ დავხურავ. ნატას გაეცინა და თავი გადააქნია და ტორტის მოზრდილი ნაჭერი დაუდო თეფშზე, ალექსანდრეს თვალები ეშმაკურად აუციმციმდა და ტელეფონი აიღო ხელში.
-ვის ურეკავ ამ დროს სულ გაგიჟდი?
-უნდა გავაღვიძო მე რომ არ მძინავს მას როგორ ძინავს. რამოდენიმე ზარის შემდეგ ინდირას ნამძინარევი ხმა გაიგონა.
-ალექსანდრე მოხდა რამე?
-მოხდა და შენ გძინავს მშვიდად.
-რა მოხდა ალექს. ტელეფონი ბაჩოს ხმა გაისმა და ასევე ინდირას ხმაც გაიგონა.
-რაღაცას მაიმუნობს, გათიშე ტელეფონი კარგად ვიცნობ მაგის ხმას როცა რამე მნიშვნელოვანი არის.
-მინდოდა ტორტზე დამეპატიჟებინე და შენ ხომ არ გაახარებ ადამიანს.
-ალექსანდრე ტორტის მიირთმევ და ამიტომ დარეკე ამ დროს?
-მოდი ერთად ვჭამოთ არ დამეწვევით? ნატამ პატარა კოვზი აიღო და ალექსანდრეს შეხედა.
-მეც მინდა, გავიყოთ ეს ნაჭერი?
-მეტი არ არის?
-ისინი რომ მოვიდნენ?
-არცერთი არ ხართ ნორმალური არც ცოლი და არც ქმარი. თქვა ინდირამ და ტელეფონი გათიშა.
-შენ რა შეგშურდა ჩემი და იმიტომ ჭამ? ნატამ შეხედა ალექსანდრეს და უთხრა.
-დაიმახსოვრე, როდესაც ღმერთი რაღაცას გვართმევს, ის რაღაცას იძლევა სანაცვლოდ.
-ვერაფერი ვერ გავიგე რაც თქვი.
-გასაგებადაც გეტყვი, მაგრამ ახლა არა.
-ლილემ დარეკა?
-შეტყობინება მომივიდა, ჩავედი და როგორც კი დავლაგდები დაგირეკავო.
-კარგია, თითოეული იმ ცრემლისთვის უნდა აზღვევინოს ღამით ბალიშს რომ ასველებდა ტირილით.
-ლილე მიზანდასახული გოგო არის, ძალიან მომწონს ასეთი რისკიანი ქალები.
-არასდროს არ არის ქალი ისე ძლიერი, როგორც დამარცხების შემდეგ. პატარაც რომ მშვიდად არის და არ ტირის?
-გაიზარდა უკვე 9 თვის არის და ორი კბილიც აქვს წინ.
-ნატა ვერ დავწვები უნდა გავიარო. ნატას გულიანად გაეცინა და სიცილით უთხრა.
-იხტუნე ალექს.
-ნუ დამცინი ნატა.
-არა მე სამი ბავშვი მყავს და არა ორი, შენ სერიოზულ ადამიანად მიგაჩნია შენი თავი?
-რომელი საათია იქნებ ჩემი წასვლის დროც მოვიდა. საათს შეხედა და დაუსტვინა.
-შენ დამცინი და 7 სთ-ია და ალექსანდრე უნდა მოემზადოს. ალექსანდრე მოემზადა და ნატას კოცნით დაემშვიდობა, განყოფილებაში მივიდა და თავის კაბინეტში შესულს ბაჩოც უკან შეყვა.
-ასე ადრე რატომ მოდი ბაჩო.
-დამირეკეს და საავადმყოფოში მივდივარ, წამოხვალ?
-საქმეები მაქვს შენ წადი თუ რამე დამირეკე და გამოვალ.
-ტორტი მართლა შეჭამე ისე ადრე?
-მივირთვი და თუ გინდათ კიდევ არის მაცივარში. ბაჩოს გაეცინა და წავიდა, მანქანა საავადმყოფოს სადგომზე დააყენა და თავად საავადმყოფოში შევიდა, სიხარულით გადაეხვია ანრის და ანრიც ხარობდა ბაჩოს ნახვით.
-ძალიან მიხარია პაპა.
-ჩემი ნიკოლოზი დაიბადა შვილო.
-ხომ არაფერი გჭირდებათ, მითხარით.
-არა შვილო თუ რამე შეგეხმიანები. ბაჩომ ანრი გვერძე გაიყვანა და ჩუმად უთხრა.
-შესაძლებელია არა სასიამოვნო სტუმრებიც კი გყავდეს და ფრთხილად იყავი პაპა.
-გაუმკლავდები შვილო არ ინერვიულო.
-კარგი წავედი და ისევ შემოგივლით. ანრიმ როგორც ყოველთვის ხელი იარაღისკენ წაიღო, მაგრამ იარაღი ადგილზე არ ჰქონდა და გაოცებულმა შეხედა ანრის.
-რა მოხდა, ფერი არ გადევს სახეზე.
-შეუძლებელია ჩემი იარაღი სადმე დამრჩენოდა.
-იქნებ სახლში დაგრჩა.
-არა, გავიკეთე მახსოვს ყველგან თან მაქვს სადაც მივდივარ.
-იქნებ მანქანაში გაქვს. ბაჩო წავიდა და იარაღი მანქანაშიდაც არ აღმოჩნდა, ანრის მიუბრუნდა და უთხრა.
-არ არის, არც მანქანაში არ დევს.
-უფროსმა იცის?
-ახლა შევამჩნიე რომ თან არ მაქვს.
-სასწრაფოდ წადი და განცხადება დაწერე, უფროსს უთხარი როგორც კი მიხვალ.
-კარგი წავალ და გავაცხადებ. ბაჩომ განცხადება დაწერა და ალექსანდრესთან შევიდა, ალექსანდრემ წაიკითხა განცხადება და ბაჩოს შეხედა.
-აქედან სად წადი გუშინ, იქნებ გაიარე სადმე.
-არა სახლში წავედი და მთელი დღე გარეთ არ გავსულვარ, დილით გავიკეთე და აქ მოვედი, მაგრამ კაბინეტში მაგიდაზე დავდე.
-მერე სად იყავი გასული.
-არსად, რამდენიმე წუთით ტუალეტში გავედი, გამოვედი იქედან და აქ შემოვედი, შემდეგ კი საავადმყოფოში წავედი და იქ აღმოვაჩინე რომ იარაღი თან არ მქონდა.
-ეს ცუდია და შენც იცი ძალიან ცუდია ბაჩო. განცხადებას ხელი მოაწერა ალექსანდრემ და პროკურორთან გააგზავნა.
-ვიცი რომ ცუდი არის, რა გავაკეთო.
-შესაძლებელია მკვლელობაც ჩაიდინოს ვინმემ შენი იარაღით და ეს იმიტომ რომ შენ დაგბრალდეს. ძალიან შეწუხდა ბაჩო და ალექსანდრეც განიცდიდა, ტელეფონმა დარეკა და ალექსანდრემ უპასუხა.
-დიახ პროკურორო აქ არის და ძალიან განიცდის.
-ყველაფერი იღონეთ და იარაღი უნდა იპოვოთ.
-ვცდილობთ პროკურორო, შესაძლებელია მკვლელობაც მოხდეს ამ იარაღით.
-მეც სწორედ ეს ვიფიქრე, მაგრამ ბაჩო უდანაშაულო არის ეს ყველამ ვიცით. ტელეფონი გათიშა და ბაჩოს შეხედა.
-პროკურორიც განიცდის და უნდა დამშვიდდე, შენ უდანაშაულო ხარ მეგობარო და შენს გულს უნდა მიენდო.
-უფროსო ცუდი ამბავი გვაქვს.
-რა მოხდა საბა.
-ციხიდან დარეკეს ილია მოკლეს.....
-ილია მოკლეს..... გაოცებული უყურებდა ალექსანდრე ბაჩოს და შემდეგ საბას შეხედა.
-იარღით არის მოკლული და იარაღიც იქვე ნახეს.
-სად არის იარაღი, ვინ ნახა საბა.
-ერთ ერთმა პოლიციელმა და უკვე ექსპერტიზაზე არის წაღებული.
-ალექსანდრე შენც იმას ფიქრობ რასაც მე?
-ყველაფერი გაირკვევა, გუშინ აქედან ერთად გავედით, ასე რომ დამნაშავეს ვიპოვით. იარაღი ბაჩო ან აქ დაიკარგა ან საავადმყოფოში ამოგაცალეს და ეს ყველაფერი განგებ გააკეთეს, მაგრამ ერთი დადებითი მხარე გვაქვს რომ განცხადება იმაზე ადრე შემოიტანე სანამ მკვლელობა მოხდებოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-ყველაფერი კარგი გავიგე, მაგრამ იარაღი როგორ შეიტანეს ციხეში თუ.....
-ნაცნობი არ ყავს ან თავად არ არის პოლიციელი.
-საბა ყველას უთხარი და დატრიალდით, კამერები გადაამოწმეთ ყველგან ყველა შემოსასვლელში და გასასვლელში და ყველა ახალი აყვანილი გაშიფრეთ ვინც საეჭვოდ მოგეჩვენოთ. შმაგი, მონიკა თქვენ დღეს დაკითვაზე იმუშავებთ და ყურადღებით თან მშვიდად იყავით ახლებთან, მე იმედი მაქვს ჩემი გუნდის და საღამომდე შედეგი უნდა გვქონდეს. რამდენიმე საათი მუშაობდნენ და დაღლას ვერ გრძნობდნენ, რადგან ეს მათ მეგობარს ეხებოდა და მათმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო, მონიკამ საეჭვო პიროვნება იპოვა ვინც აიღო ბაჩოს იარაღი, შეისწავლა შმაგისთან ერთად პიროვნება და მისი ბინაც ადვილად იპოვა, ეს იყო უბრალო სარაია რამდენიმე ოთახით და ერთ ერთ ოთახში უამრავი პოლიციელის ტანისამოსი აღმოაჩინეს.
-ეს არის მკვლელი.
-შემოგზავნილია, რომ ბაჩო გაამწაროს.
-არაფერს არ შეეხო მონიკა და როგორც არის ისე დავტოვოთ ყველაფერი, მან ეჭვი არ უნდა აიღოს რომ ვიპოვეთ.
-შმაგი აქ რაღაც ქაღალდები არის, ნახე ჩვენი სახელები წერია. ვიდეო გადაიღე ან ფოტოები რომ სამხილებად გვქონდეს. ბაჩო ნერვიულად გადი გამოდიოდა ალექსანდრეს ხელში ქაღალდი ეჭირა და ბაჩოს წინ გაფითრებული იდგა.
-ალექსანდრე შენს გამოხედვას კარგად ვიცნობ, რაღაც ცუდი უნდა მითხრა და მითხარი.
-ექსპერტიზის პსუხი მოვიდა. ხელით ანიშნა ქაღალდი, მაგრამ ბაჩო არა ქაღალდს ალექსანდრეს უყურებდა.
-მერე.........
-შენია იარაღი, ბაჩო ილია შენი იარაღით მოკლეს. ყველაფერი ისეა როგორც ვივარაუდეთ ვიღაცას შენი განადგურება უნდა და ვის.
-სწორედ ეს არის საინტერესო ვის, ილიას რომ მოეგზავნა ილიას ხომ არ მოკლავდნენ. ვინ არის ასე ზურგიდან რომ ჩამარტყა და პირდაპირ არ ეყო კაცობა მოსულიყო. ბაჩო თავს ვეღარ აკონტროლებდა და კაბინეტში ანრი შემოვიდა ის მივიდა ბაჩოსთან და ძლიერად დაუყვირა.
-თავს მოერიე, შენ სუსტი არ ხარ, გესმის?
-ვიღაცას ჩემი გაუბედურება უნდა პაპა და ვის, ვინ არის ის .
-ვინც მე გამაუბედურა შვილო. შენზე ვნერვიულობდი, იარაღის გაქრობა ეს არ არის შემთხვევითობა.....
-უკაცრავად, თქვენ.....
-გაიცანი უფროსო ჩემი პაპა არის ანრი საჯაია, ჩემი და ნიკოლოზის პაპა.
-გასაგებია, დაბრძანდით თუმცა აქ ყველაფერი ბრძოლის ველს ჰგავს.
-სხვაგან არ ეძებოთ ეს საქმე გოგიტას გაკეთებული არის და მე მივხედავ მას.
-ბატონო ეს უკვე პოლიციის საქმე არის.
-კომისარო ის ვინც დღეს მოკლეს მან და გოგიტამ მე შვილი მომიკლეს და იცით რატომ? სიყვარულისთვის, ჩემი ნიკოლოზი სიყვარულის გამო ჯერ ცემეს და მერე მოკლეს ეს კი გოგიტას ხელწერა არის.
-ნამდვილმა მკვლელმა მიიღო სასჯელი ბატონო და უფალმა აპატიოს.
-როგორ......მკვლელი დაისაჯა, მაგრამ ვინ უბიძგა მკვლელობისკენ ჯერ კიდევ ცოცხალი დაიარება და სხვებს უნდა გადააბრალოს თავისი ცოდვები. სწორედ ამიტომ გაუჩინარდა შენი იარაღი, რომ შენი იარაღით მოეკლათ ილია და მკვლელობაც შენ დაგბრალდებოდა.
-სწორედ ასეა როგორც ამბობ, მაგრამ ახლა რა გავაკეთო.....
-მე მორიელი ვარ და მე ვიპოვი შენს იარაღს, თქვენ თქვენებურად მიხედეთ საქმეს, მე ჩემებურად მივხედავ. ანრიმ განყოფილება დატოვა და ტელეფონზე ნაცნობი ზარიც დაფიქსირდა.
-გისმენ გოჩა.
-ანრი გოგიტამ დამირეკა და შენზე მკითხა მითხრა საავადმყოფოში არისო, ეს მართალია?
-ვიყავი რამდენიმე დღე ვიწექი ახლა კარგად ვარ, შენ მითხარი თავად სად არის გოგიტა და მინდა შეგხვდე როდის მოახერხებ.
-ჩვენს ადგილზე მოდი მეგობარო. ანრი გაბრიელს მიუბრუნდა და უთხრა.
-გაბრიელ ტაქსით წადი შვილო საავადმყოფოში, მე საქმეები მაქვს და იქ მოვალ, მაგრამ ეს გამომართვი. ანრიმ ჯიბიდან ფული ამოიღო და არც დაუთვლია ისე მისცა გაბრიელს და გაბრიელმა გაოცებულმა შეხედა.
-მაქვს ფული ძია ანრი და გთხოვ უხერხულში.....
-გამომართვი. ისე მტკიცე იყო ანრის ხმა გაბომ ვერაფერი უთხრა და ფული საფულეში ჩაიდო. ანრი წავიდა და რამდენიმე წუთში იქ იყო სადაც გოჩა ელოდა.
-რას ფიქრობ გოჩა, მინდა ვიცოდე.
-გოგიტამ შენზე დამისვა კითხვები რას საქმიანობ, რა გეგმები გაქვს და საერთოდ რის გაკეთებას ფიქრობ ნიკოლოზის მკვლელზე.
-შენ რა უპასუხე მე ეს მაინტერესებს.
-ვიცი რაც აინტერესებს, გოგიტას უნდა გაიგოს......
-ჩვენ თუ ვხვდებით ერთმანეთს.
-ასეა და მეც უთხარი, რომ არანაირი კავშირი არ მქონდა შენთან, ამიტომ არ მოვედი შენს სანაავად.
-გასაგებია, გოჩა უნდა გაიგო სად არის და ვინ არის მასთან ერთად. დაუკავშირდი დღესვე და გადაეცი, რომ მისი ნახვა მინდა მე სახლში დაგელოდები თუ შეატყო დაფიქრდეს და უარი გითხრას, უთხარი რომ გაგონილს გეუბნები რომ შვილთაშვილი უნდა ჩაგაბაროს გაზარდე და ქონებას მიიღებთქო.
-რას ამბობ ანრი.
-დამიჯერე რასაც გეუბნები....
-გასაგებია, რაღაც ჩაიფიქრე. ანრიმ თვალი ჩაუკრა გოჩას და წავიდა, გოჩას ჩაეცინა და ჩაილაპარაკა.
-არ იცვლები ჩემო მეგობარო. ტელეფონი ამოიღო და გოგიტას დაურეკა.
-სად ხარ უნდა გნახო, აუცილებელი რამ უნდა გითხრა ანრის ეხება.
-სად მოვიდე და სად გნახო.
-ჩემთან მოდი მეც გასული ვარ და მალე მოვალ სერიოზულ თემაზე მინდა დაგელაპარაკო. გოგიტა რამდენიმე საათში მივიდა გოჩასთან და გოჩამ მოწყენილად შეხვდა.
-დღეს ანრის გამოგზავნილი კაცი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ანრის შენი ნახვა უნდა.
-გაბრაზებულია ჩემზე....
-არა, პირიქით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო რამ უნდა გითხრას გოგიტა.
-თუ ასეა წავიდეთ. გოჩამ ინტერესით შეხედა გოგიტას და უნდოდა იქვე ეცემა, მაგრამ მანქანის გასაღები აიღო და გარეთ გავიდა. ანრის სახლში მისულებს მოსამსახურე შემოხვდათ წინ და გოჩამ იკითხა.
-როგორ არის, შეიძლება რომ ვნახო?
-შედი, გელოდება. გოგიტა დაძაბული შევიდა ანრის ოთახში და საწოლს მიუახლოვდა, ანრიმ ხელით ანიშნა ახლოს მისულიყო მასთან.
-მითხრეს რომ ჩემი ნახვა გინდოდა, გისმენ მეგობარო.
-ორი დღის წინ ჩემი ნიკოლოზის შვილი დაიბადა. თქვა და სუნთქვა გაუხირდა.
-დამშვიდდი და ნელა ნელა მითხარი, ვხედავ რომ სუსტად ხარ.
-დღეს ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს და მინდა გითხრა რომ შენ გენდობი, მხოლოდ შენ გენდობი გოგიტა. გოგიტას გულის ცემა გაუხშირდა და უფრო ახლოს მივიდა ანრისთან.
-გისმენ, მითხარი რა გავაკეთო.
-ჩემთვის არა, ჩემი პატარა ნიკოლოზისთვის გააკეთე და მისი მამის მკვლელი შენი ხელით მოკალი, ასევე ისინიც ვინც ნიკოლოზი ცემა.
-მე დავსაჯო მკვლელი?
-შენ დასაჯე და ჩემი სიკვდილის შემდეგ, ჩემს პატარაზე რომ იზრუნო ჩემი ქონება შენს სახელზეა, მხოლოდ ჩემი თხოვნის ასრულების შემდეგ. გოგიტა განცვიფრდა, გული აუფრიალდა სიმდიდრის სუნი შეიგრძნო და საწყლად უთხრა.
-შენ მშვიდად იყავი მე ყველაფერს მივხედავ.
-ჩემი სათქმელი უკვე გითხარი და ახლა მარტო დამტოვე, ვერ ვგრძნობ თავს კარგად. გოგიტა მხრებში გაშლილი და გაზრდილი გავიდა ანრის ოთახიდან და გულში გაიფიქრა.
-,,ჩემს ხელში ხარ ქალბატონო.''
-როგორ არის ან რა გითხრა ასე რომ მოიწყინე. გოგიტამ შეხედა გოჩას და გულზე მოიკიდა ხელი და ჩურჩულით თქვა.
-წყალი თუ შეიძლბა. გოჩამ წყალი მიაწოდა გოგიტას და იქვე დაჯდა მასთან ახლოს და უთხრა.
-არ გამოიყურები კარგად. გოგიტა ჩუმად იყო და არაფერს ამბობდა, მაგრამ გოჩა მას კარგად იცნობდა.
-არ მითხრა რომ ცუდად ხარ.
-ანრის რომ შევხედე, ძალიან განვიცადე.
-რა მხრივ გახდი ცუდად მალე დამტოვებსო თუ სიმდიდროს სუნი იგრენი და იმიტომ გახდი ცუდად მეგობარო. გოგიტამ შეხედა გოჩას და გოჩამ თვალი ჩაუკრა.
-შენ იცოდი აქ რატომ მოვედით?
-ძალიან კარგად გიცნობ, ვიცოდი რომ სერიოზული სალაპარაკო ჰქონდა მე ასე მითხრეს. გოგიტა ყველას ეჭვის თვალით უყურებდა და არ სჯეროდა ანრის სიტყვების, არც გოჩას ცინიზმით სავსე გამოხედვა მოეწონა და გაბრაზებულმა დატოვა სახლი. ზიზღი, რატომ აქვს ეს გრძნობა ადამიანს ადამიანების მიმართ და შური? შურით ხომ შეიძლება დაავადმყოფდეს, შური არის სხვისი ქონებით გამოწვეული უარყოფითი ემოცია, რომელიც ძალიან დიდი დოზით იყო გოგიტას გონებაში. არ უფიქრია შედეგებზე თუ რა მოყვებოდა მის გადადგმულ ნაბიჯს და როცა ფიქრობდა ანრი გოგიტას თავისი ხერხით ჭკუას ასწავლიდა, შეცდომა დაუშვა. ანრიმ მანქანის გასაღები აიღო და უკვე წასვლას აპირებდა გაბრიელის ზარი რომ დაფიქსირდა ტელეფონზე და მხნედ უპასუხა.
-უკვე მოვდივარ, მაგრამ გისმენ გაბრიელ.
-ძია ანრი ნათიამ გაიღვიძა და პატარას ნახვა უნდა, მაგრამ......
-მაგრამ რა მოხდა, გაბრიელ პატარას რა დაემართა.
-პატარა გაქრა, ექიმებმა ვერ იპოვეს რომ დავბრუნდი ექიმი შეშინებული დამხვდა.
-რამდენიმე წუთში მანდ ვიქნები. ანრიმ გულზე ხელი მიიდო და გოჩას შეხედა.
-ჩემს წინაშე დამნაშავე უსირცხვილოდ დადგა და არ დავინდობ, გოჩა გადაეცი ჩემი სიტყვები გოგიტას პატარას რომ რამე დაემართოს არავინ არ მჭირდება, არც პატრული და არც სასამართლო. ჩემი ხელით გამოვჭრი კისერს, ჩემი ნიკოლოზისგან მხოლოდ ის დამრჩა და მან მომცა ძალა რომ ვიცოცხლო კიდევ რამდენიმე წელი.
-რას ამბობ, ანრი ჩვილ ბავშვთან რა უნდოდა. ანრიმ გაბრაზებულმა დაურეკა ბაჩოს და ახალი ამბავი აცნობა, ბაჩო იდგა უსმენდა ანრის და გაოცებული უყურებდა ალექსანდრეს.
-ბავშვი, ორი დღის ბავშვი გაიტაცა საავადმყოფოდან.
-ეს უკვე მეტის მეტია. თქვა ალექსანდრემ და ჯგუფის შეკრება ბრძანა, მაგრამ რამდენიმე საათში მის ტელეფონზე უცნაური ვიდეო მიიღო, გახსნა და თვალცრემლიანი უყურებდა.
-რა მოხდა, ალექსანდრე რა მოხდა.
-ნატა, ჩემი ნატაც მას ყავს.
-ჯერ ბავშვი, ახლა ნატა. ალექსანდრე გიჟს დაემსგავსა და პროკურორთან შეთანხმებით ბრძანება გასცა ბავშვის და ნატას მოძებნის შესახებ, გაბრიელი კი საავადმყოფოში იყო და ექიმის გაღიმებული სახის დანახვაზე გული აუფრიალდა.
-გაიღვიძა, ჩვენმა დედიკომ გაიღვიძა და იმედი მაქვს ნელა ნელა დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს.
-შეიძლება ვნახო?
-შეიძლება. გაბო ნათიასთან შევიდა და საწოლთან ახლოს ჩამოუჯდა, მისი ხელი ხელში აიღო და ჩუმად უთხრა.
-გაიღვიძე, ძილის დრო არ გაქვს უნდა გაიღვიძო ნათია.
-გაბრიელ მღვიძავს, ჩემი შვილი რატომ არ შემოყავთ.
-პატარა კარგად არის და შენ უნდა მოძლიერდე, ენერგია გჭირდება სიძლიერესთვის.
-ჩემი შვილის ნახვა მინდა.
-გაჩვენებენ, როგორც ნაადრევი მშობიარობით დაბადებული ინკუპატორში ყავთ. ნათია ელოდა როდის აჩვენებდნენ პატარას და გოგიტა მშვიდად მიაბიჯებდა ქუჩაში, მოულოდნელად მის წინ დიანა აღმოჩნდა, ქალი ვისაც შეაზარა სიცოცხლე და რამდენჯერმე თვითმკვლელობამდეც მიიყვანა, ასევე ყველას უთხრა რომ მისი ცოლი ფსიქიკურად შეშლილია. არ შეშინებია, მისი ოპტიმიზისთვის და თვითრწმენისთვის მშვიდად მიუახლოვდა.
-აქ რა გინდა, ჩემს ბინასთან რა გესაქმება, რატომ მოდი.
-ტელეფონზე გირეკავდი და არ მიპასუხე.
-არ ვარ ვალდებული უაზრო ზარებს უპასუხო.
-რატომ, მე ხომ შენი ქმარი ვარ დიანა.
-იყავი, იყავი და ყოველთვის ასე ფიქრობდი რადგან ქმარი ხარ ყველაფრის უფლება გაქვს, ამიტომ მცემდი შეუბრალებლად და მაუპატიურებდი. იყავი ქმარი, მაგრამ ჩვენი ქორწინება არასოდეს არ ყოფილა ბედნიერი.
-რატომ...
-იმიტომ რომ შენ მოგაქვს ყველასთვის უბედურება და უბედურება სადაც არის იქ ბედნიერება არასოდეს არ იქნება.
-რასაც ამბობ გჯერა შენი სიტყვების?
-არა მარტო მჯერა, დარწმუნებული ვარ. მშვიდად განაგრძე ცხოვრება და სხვასაც სიმშვიდეს ნუ დაურღვევ, მე კი შენს გარეშე ძალიან მშვიდად ვარ.
-მართლა მშვიდად ხარ უჩემოდ?
-გოგიტა ცხოვრება წინ მიდის და მეც წინ მივდივარ, არ მინდა გავიხედო იქ სადაც შენ ხარ, მაგრამ ის ადგილი სადაც იყავი ახლა თავისუფალია და ვინ იცის გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ იქნებ ოდესმე ვინმემ შეავსოს ის სიცარიელე, მაგრამ ყოველ შენთხვევაში შენით არ შეივსება. დიანამ გვერდი აუარა გოგიტას და წავიდა ისევე მშვიდად როგორც მას შეხვდა მშვიდი და გაწონასწორებული.
-შეცდომას უშვებ დიანა.
-არა უშავს ჩვენც ხომ შეცდომებზე ვსწავლობთ ცხოვრებას, მშვიდობით. დიანამ ყვავილები იყიდა და ტაქსი გააჩერა, ალექსანდრე კი არასოდეს ყოფილა ასეთი დაბნეული როგორც ახლა, მის ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა და უხალისოდ უპასუხა.
-გისმენთ.
-უკაცრავად კლინიკიდან გაწუხებთ, თქვენს მეუღლეს ვერ დავუკავშირდით ბ-ნო ალექსანდრე.
-კლინიკიდან, რა ჭირს ჩემს მეუღლეს.
-თქვენმა მეუღლემ ანალიზები აიღო და პასუხები უკვე ხელთ გვაქვს, მაგრამ მისი ნომერი გათიშული არის.
-ტელეფონი დაეკარგა მე მითხარით პასუხები და გადავცემ ან თავად მოვალ, რამე სერიოზული არის?
-არა, არა პირიქით გილოცავთ, თქვენ კიდევ ერთხელ გახდებით მამა. ალექსანდრე გაჩუმდა და ნატას სიტყვები გაახსენდა.
-,,დაიმახსოვრე, როდესაც ღმერთი რაღაცას გვართმევს, ის რაღაცას იძლევა სანაცვლოდ.'' დაიბნა სიხარულისგან, მოულოდნელობისგან, ტელეფონი გათიშა და ხმით აღრიალდა. ალექსანდრეს ხმაზე ყველა მასთან შევიდა, ასეთი უმწეო მდგომარეობაში მყოფი უფროსი მათ არასოდეს ენახათ, ბაჩომ ინდირას დაურეკა და სთხოვა სასწრაფოდ მათთან მისულიყო და ისიც რამდენიმე წუთში მათთან იყო.
-რა მოხდა, იპოვეთ რამე კვალი?
-ვერც ნატას კვალს მივაკვლიეთ და ვერც ჩვილის კვალს....
-ინდირა ნატა, ჩემი ნატა ორსულად არის, გესმის ორსულადაა.
-უნდა ვიპოვოთ, ნატაც და ბავშვიც უნდა ვიპოვოთ. უეცრად გაშეშდა ალექსანდრეს მიუბრუნდა და გაუბედავად კითხა.
-რა, რა, რა თქვი, ორსულად არის ნატა ეს სიმართლეა?
-სიმართლე არის კლინიკიდან დამირეკეს და მითხრეს, გოგიტაა ყველა ბნელ საქმეში და უნდა ვიპოვოთ, ის უნდა ვიპოვოთ, იქ უნდა მივიდეთ.....
-უფროსო იქ უნდა მივიდეთ სადაც ის დადის ყოველდღიურად, მაგრამ....
-მაგრამ ჩვენ ვერცერთი ვერ მივალთ.
-რატომ, ჩვენთვის არ შეიძლება ბარში შესვლა?
-ბარში შესვლა შეიძლება ის ყველას გვიცნობს, ამიტომ უცნობი და უცხო სახე გვჭირდება.
-მონიკა?
-არა, არ გამოვა მასაც იცნობს.
-მე წავალ უფროსო. ყველამ იქით მიბრუნდა საიდანაც ხმა მოდიოდა და ქეთი იდგა გაბედულად.
-ვერ შელებ, ქეთი ამოგიცნობს და ის ძალიან საშიშია.
-ყოველ დღე შიშით მივდიოდი ოფისში როცა ილიასთან ვმუშაობდი და არ ვფიქრობ რომ ილიაზე მეტი საშიში იყოს ვინმე, დამიჯერე უფროსო მე მას გავუმკლავდები და თუ ბავშვი იქ არის წამოვიყვან კიდეც. უფროსო უნდა გავერთიანდეთ და ერთობლივი ძალებით ვიპოვით ნატას.
-მადლობა ქეთი და თანახმა ვარ, რადგან მეტი გამოსავალი არ გვაქვს და ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედო. საბა მოსასმენი დაუყენეთ და მისი ყველა გადადგმული ნაბიჯის შესახებ უნდა ვიცოდეთ, საათში და ბეჭედში ჩადეთ პატარა მოსასმენი თუ ერთი გაუქმდება მეორე ამუშავდება.
-გასაგებია, ქეთი წავიდეთ. ქეთი და საბა წავიდა, ქეთიმ პოლიციელის ფორმა გაიხადა და მოემზადა რთული დავალების შესასრულებლად.
ყველაფერი აირია, ბაჩოს უდანაშაულობაში ყველა დარწმუნებული იყო, მაგრამ ეს ისე ორგანიზებულად იყო ყველაფერი გაკეთებული ვერ დაამტკიცეს მისი უდანაშაულობა, ძალიან არ უნდოდა ალექსანდრეს მაგრამ ბაჩო წინასწარი დაკავების საკანში თავად შევიდა.
-რას აკეთებ, შენი ადგილი აქ არ არის და შევძლებთ დავამტკიცოთ შენი უდანაშაულობა.
-ვიცი რომ გიჭირს აქ რომ მხედავ, მაგრამ როცა დავამტკიცებთ მე ისევ თქვენს გვერდით ვიქნები მეგობარო. ყველაფერს აკეთებდა ალექსანდრე რომ ბაჩო იმ მძიმე წუთებში მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ თავადაც რთულ მდგომარეობაში ნატას გამტაცებლის კვალს ვერ მიაკვლია და გიჟს გავდა.ინდირას ღამეები არ ეძინა, ვიდეო კამერებიც კი მის წინააღმდეგ იყო მას ყველაფრის გაკეთება შეეძლო რომ ბაჩო თავისუფალი ყოფილიყო, მაგრამ ბაჩომ არ მისცა უფლება და უთხრა.
-მე უდანაშაულო ვარ და ვიცი ჩემი სიმართლე დამტკიცდება, დაველოდები იმ დღეს როცა ეს წუთები დადგება და მშვიდად ვიქნები რადგან ვიცი შენ მელოდები. ინდირამ მკერდზე მიადო თავი და ტირილით უთხრა.
-ყველაფერს გავაკეთებ ამ გისოსებიდან გამოგიყვანო.
-შენ ყველაფერი სცადე, მადლობა და მხოლოდ გთხოვ მშვიდად იყო ჩემს ლოდინში. სიმართლე ვინც უნდა თქვას ის აღარ არის ცოცხალი, მაგრამ შენ ამიერიდან მისი აღარ შეგეშინდება, შენ სამუდამოდ ჩემი ხარ. ინდირა სამუდამოდ ჩემი ხარ და გესმის გული როგორ მიფეთქავს როცა შენ მეხები? ახლა ყველაფერი დაივიწყე, მეც დამივიწყე და ალექსანდრეს გვერდით დადექი, მას სჭირდება დახმარება და უნდა დაეხმარო ჩემს მაგივრადაც უნდა დაეხმარო, გესმის?
-დავეხმარები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ნატასაც ვიპოვით და შენც დაგიხსნით. ყველამ მიიღო დავალება და წავიდნენ, რამდენიმე საათი გავიდა და სიბნელეც ჩამოწვა ყველა საეჭვო ადგილი მოიარეს, მაგრამ არცერთს არ ჰქონდა არანაირი ხელჩასაჭიდი. ყველა განიცდიდა და ყველა ნერვიულობდა, მხოლოდ გოგიტა იდგა მშვიდად და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.
-რას აკეთებ. სიგარეტის ნამწვავებს შეხედა და გოგიტას ხმაც გაიგონა.
-ვეწევი ხომ ხედავ.
-შენი ფილტვები არ გეცოდება?
-დაიძინე ჯერ ადრე არის, ჩემი პერანგი მზად არის?
-მე შენი ცოლი არ ვარ და არც შენი მოსამსახურე.
-კარგი, კარი იცი საით არის და რომ გახვალ ამ სახლიდან ამ სახლის გზაც და მისამართიც დაივიწყე.
-მაგრამ მე....
-წადი, არ მეშლება თავს როგორ მივხედო და რისთვისაც მჭირდებოდი გადაგიხადე. ქალი იდგა და უყურებდა, გაბრაზებულმა შებრუნდა ქალისკენ და დაუყვირა.
-დრო იწურება, წადი. შეშინებული შებრუნდა და ხმაურით გაიხურა კარი, კარის ხმაზე კი ჩაიცინა და თქვა.
-თავისუფლება კარგად უნდა შეიგრძნო გოგიტა წინ რთული დღეები გელოდება, დღეიდან ჩემს დაკრულზე გაცეკვებ კომისარო და ინანებ რაც გამიკეთე. ტელეფონი აიღო და მშვიდი ხმით იკითხა.
-როგორ არის.
-გოგიტა ძალიან შორს შეტოპე, წარმოდგენა არ გაქვს ვის წინააღმდეგ მიდიხარ, ანრის დაუბრუნე ჩვილი ბავშვი.
-ვიფიქრებ ამ საკითხზე ჩვილს დაუბრუნებ ჩემს მეგობარს, მაგრამ ნათია....
-შეეშვი იმ ქალს ძალიან კარგად იცი რა არაკაციც იყო მისი ქმარი, რაც გინდა გააკეთე მე გავდივარ საქმიდან, რადგან უდანაშაულო ხალხს არასდროს შევეხები.
-საქმიდან გადიხარ და ასე იოლად მეუბნები, გგონია ასე მშვიდად წახვალ?
-რა არის იოლი ჩემთვის და რა რთული ამას მე გადავწყვიტავ, ამ საკითხზე აღარ დამირეკო. გოგიტას ტელეფონი ხელში ეჭირა, მაგრამ სიბრაზისგან ჩაუწითლდა თვალები გაჩიულ ტელეფონს დახედა და სახლიდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა. კარგად გათენებული არ იყო გზაზე შემთხვევით გამვლელმა ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილი იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა თავისივე მანქანით, დაჭრილმა უცნობს ხელზე ხელი მოკიდა და სვენებ სვენებით უთხრა.
-საჯაია ანრი იპოვე ეს ადამიანი და უთარი თაზომ მოგიკითხათქო.
-ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი. დაჭრილმა თვალები დახუჭა ტკივილისაგან და ისევ შეხედა უცნობს.
-აქ მოსვლამდე ფრთხილად იყოს, შესაძლებელია უთვალთვალებდნენ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო მნიშვნელოვანი რამ უნდა უთხრა, ეს ბაჩოს ეხება მის შვილიშვილს.
-ვეტყვი, როგორც კი მივალ განყოფილებაში ვნახავ და აქ გამოუშვებ.
-იჩქარე, კომისარიც უნდა ვნახო თუ გაიგეს ცოცხალი ვარ მიპოვის.
-წავალ, მაგრამ უკეთესია დაურეკო კომისარს და თავად მოვა.
-ვერ მოვა ის მისი ცოლის ძებნაშია, მე თაზო ვარ და შეცდომა დაუშვი, ჩემი დიდი შეცდომა გოგიტასთან მეგობრობა არის.
-და ეს როგორ მოხდა, მეგობარმა სასიკვდილოდ გაგიმეტათ?
-გამიმეტა საქმიდან გავდივართქო და ჯერ მცემეს, შემდეგ იფიქრა მოვკალიო და პარკში მიმატოვა ნაცემი. უცნობი ჩქარობდა განყოფილებაში მისვლას და ალექსანდრემ ყველას დაუძახა თავის კაბინეტში, უცნობმაც გაბედულად დააკაკუნა კარზე და შევიდა კაბინეტში.
-მეგობრებო გაიცანით ჩვენი ახალი გუნდის წევრი ლუკა ალადაშვილი. ლუკა ყველას მიესალმა და ალექსანდრეს უთხრა რაც დაჭრილმა უთხრა.
-ლუკა ხაფანგს ხომ არ გვიწყობს ვინმე.
-არა, საავადმყოფოდან მოვდივარ ძალიან არის ნაცემი და დაჭრილიც არის ამიტომ დამაგვიანდა, უფროსო დარწმუნებული ვარ მან ძალიან ბევრი იცის, უნდა ვიჩქაროთ.
-ბიჭებო მე ლუკასთან ერთად გავალ და თქვენ მიყევით გოგიტას კვალს, შეეცადეთ არ დაგეკარგოთ კვალი და მიყევით სადამდეც შეძლებთ მიყოლას.
-ალექს მე....
-შენ ჩემთან ერთად წამოდი, დამჭირდები. ალექსანდრე საავადმყოფოში მივიდა და დაჭრილთან შეხვედრა ითხოვა, როგორც კომისარი ვერავინ უთხრა უარი და ისიც დაჭრილთან შეიყვანეს. დაჭრილმა შეხედა კომისარს და ჩურჩულით უთხრა.
-კომისარო უკვე აქ ხართ, გთხოვთ მაპატიოთ. ალექსანდრე მკაცრი იყო და დაჭრილს პირდაპირ კითხა.
-სად არის ჩემი ცოლი.
-ყველაფერს გეტყვი, რადგან ვიცი ბევრი დრო არ მაქვს და მათან ფრთხილად უნდა იყოთ მას თქვენი განადგურება უნდა.
-ვინ, ვინ არის ჩემი მტერი და ვის უნდა ჩემი განადგურება ყველაფერი უნდა მითხრა, სიმართლე თქვი თუნდაც სიკვდილის წინ გააკეთე სიკეთე რომ უფალმა ცოდვები შეგინდოს.
-გოგიტა,ის არის თქვენი მტერი და მას უნდა თქვენ მის ფეხებთა დაიჩოქოთ და პატიება სთხოვოთ. კომისარო, მას ვიღაც ყავს თქვენთან ვინც ზურგს უმაგრებს და მფარველობს.
-ვინ არის სახელი მითხარი მისი.
-არ ვიცი, არასდროს არ მინახავს ჩვენ არ გვენახება და რაც შეეხება ბაჩოს ის უდანაშაულო არის, მას თქვენთან ყავს მტერი გოგიტას ნაყიდი ვინც იარაღი მოიპარა და იმ იარაღით თავად მოკლა ილია მისი მეგობარი.
-ნატა სად არის, სად ყავს.
-დაჭრილმა ძალა მოიკრიბა და ძლივს გასაგონი ხმით უთხრა სადაც ყავდათ ნატა და თვალები დახუჭა. ყველაფერი გაქრა მის გარემო და მხოლოდ დაჭრილი დარჩა, მხოლოდ მას უყურებდა. თვალებში მხოლოდ სიბრაზე და ზიზღი ჰქონდა, ალექსანდრე მეტრეველი ვინც ყოველთვის გაწონასწორებული ადამიანი იყო, მაგრამ ახლა ამ წუთებში მასში სხვა ალექსანდრე დაბინავდა ზიზღით და სიბრაზით სავსე.
-გარდაიცვალა, კომისარო ის თქვენ გელოდათ, რომ ყველაფერი ეთქვა თქვენთვის. ალექსი იდგა დაძაბული და ბოლოს ინდირამ დაადო მხარზე ხელი და უთხრა.
-სიკვდილთან მებრძოლმა გვითხრა სად უნდა ვეძებოთ და ვიპოვით, მხოლოდ შენს თავს დაუბრუნდი და რასაც გააკეთებ აზრი დაატანე ყველაფერს.
-შენ წადი ბაჩო გელოდება, ჩაიწერე ყველაფერი?
-ჩავიწერე და იმედი მაქვს ეს ჩვენება გვიშველის.
-გაანთავისუფლებენ დღეს და წადი ნახე დაელაპარაკე, სხდომა დღეს არის და სხდომის დაწყებამდე უნდა ნახოს მსაჯულებმა ეს ჩანაწერი. დაჭრილმა თვალები გაუშტერა სივრცეს და ის ჯერ კიდევ ხედავდა ნატას შეშინებულ თვალებს.
-გაიღიმე, სამყაროს გაუღიმე და აცნობე რომ ბედნიერი ხარ.
-ვინ ხართ და ჩემგან რა გინდათ.
-სულ მალე გაიგებ თოჯინავ. ნატა ორ უცნობმა მამაკაცმა შუაში ჩაიყენა და მისთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა, მიდიოდა და თვალებით შველას ითხოვდა, მაგრამ ვერავინ გაუგო, მისი შიში ვერავინ წაიკითხა მის სახეზე და არც მისი ცრემლი იყო სხვებისთვის შესამჩნევი. ის ერთ ბნელ სარდაფი მიიყვანეს, ერთმა მათგანმა მკერდზე ღილები შეუხსნა, პირი აუკრა და ფოტო გადაუღო.
-გეშინია? შენს თვალები შიში დავინახე თოჯინავ, მაგრამ ნუ შეგეშინდება რამდენიმე საათი იქნები აქ და გაგიშვებთ, მხოლოდ არ უნდა იხმაურო თუ არ გინდა ხმაურისთვის დაისაჯო და არ მინდა შენი დასჯა, თუმცა არც უარს ვიტყოდი.
-შეცდომას უშვებთ, დიდ შეცდომას.....
-არ იყო სხვა გამოსავალი და ისევ ჩვენი კომისარი შევაწუხეთ. სარდაფის კედლები ცივი იყო, ნატა კანკალებდა შიშისაგან და სიცივისაგან, ინდირა კი ჩქარი ნაბიჯებით მიიწევდა წინ სასამართლოს კარი შეაღო და წითელ ხალიჩაზე გაიარა, თვალებით მოიძია ვისაც ეძებდა და რაღაც შეხვეული გადასცა, მამაკაცმა ინდირას მხარზე დაადო ხელი და უთხრა.
-გადავხედავთ და თუ საკმარისია სამხილი მის გასანთავისუფლებლად, გპირდები დღეს ბაჩო თავისუფალი იქნება. ინდირა გაღიმებული და ბედნიერი შევიდა დარბაზში და თვალებით მიესალმა ბაჩოს, ბაჩომაც მის თვალებში წაიკითხა დიდი იმედი და შვებით ამოისუნთქა.
-ვიძახებთ მოწმეს იგორ მახარეიშვილს. დარბაზში მხრებში მოხრილი მამაკაცი შემოვიდა და არც კი გაიხედა დაკავებულისკენ.
-გთხოვთ დაიფიცეთ, რომ იტყვით სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს.
-ვფიცავ სიმართლეს ვიტყვი.
-ჰოდა უმენთ თქვენს სიმართლეს, დაიწყეთ.
-იმ დღეს მეც ციხეში ვიყავი ახლობლის მოსანახულებლად, დავინახე ბრალდებული შეშლილი სახით გამოვიდა მნახველების განკუთვნილი ოთახიდან.
-ბრალდებულმა თქვენ შეგხედათ?
-არა, არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული.
-დარწმუნებული თუ არ ხართ, როგორ შეგიძლიათ ხელი დაადოთ და მკვლელობაში დაადანაშაულოთ ასე საჯაროდ.
-მე მისი სახე დამამახსოვრდა.
-იქნებ სხვა საქმეზე იყო იქ მისული ბრალდებული, თქვენ კი ამტკიცებთ ის არის მკვლელი.
-არ ვიცი ბატონო ეს ადამიანი იმ დღეს იქ დავინახე.
-თქვენი მეუღლე თქვენ მოკალით?
-რას ამბობთ. ხმა შეეცვალა მოწმეს და შეშლილი თვალებით მიაჩერდა გამომძიებელს.
-რატომ გაგიკვირდათ ჩემი დასმული კითხვა და ამიტომ კითხვას გავიმეორებ, თქვენი ცოლი თქვენ მოკალით?
-მე არ მომიკლავს, ის მოკლეს.
-თქვენ დაამტკიცეთ თქენი სიმართლე?
-წლების შემდეგ გაირკვა სიმართლე და დაისაჯა მჯვლელი, მე კი.....
-უკვე თავისუფალი ხართ და როგორი წარმოდგენა დაგრჩათ იმ წლებზე რომლებიც ტყუილზე აგებული ჩვენებებით მოგისაჯეს და თქვენ კი სრულიად უდანაშაულო იყავით.
-საშინელება იყო, გახსენებაც ცუდად მხდის.
-მიკვირს რომ თქვენც უდანაშაულო იყავით, მაგრამ გინდათ თქვენთვის სრულიად უცნობმა პიროვნებამაც იგივე სასჯელი მიიღოს რომელიც არ ეკუთნის და არც იმსახურებს.
-სხდომა რამდენი წუთი შეწყდება, რადგან ახალი ჩვენება გვაქვს ხელთ. ინდირა ბაჩოსთან მივიდა და მანაც პირველი რაც იკითხა ნატა იყო.
-ალექსანდრეს ვერ ვხედავ, ნატაზე რა ისმის.
-გავარკვიეთ სად ყავთ.
-გაიწელა ეს თემა ინდირა.
-მოითმინე დღეს კარგი ფეხით და კარგი ინფორმაციით მოვედი, არ გამოვრიცხავ პირდაპირ დარბაზიდან გაგანთავისუფლონ.
-როგორ, საქმე ადგილიდან არ იძვრის და ეს მოწმე ვინ არის.
-ჩვენ უფრო კარგი მოწმე გვყავს დარწმუნებული თავის თავიში, რომ შენ უდანაშაულო ხარ, რომ მოგპარეს იარაღი და იმ დროს შენ ალექსანდრესთან ერთად იყავი.
-ვინ არის ან სად არის.
-დაჭრილი არის და საავადმყოფოშია, იქედან მოვდივარ და ჩანაწერი გადავეცი მსაჯულს, განიხილავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ ერთად.
-შენ აქ რატომ ხარ, იქ რატომ არ ზიხარ.
-შეუძლებელია მე მათთან ვიყო, შენ ჩემი ნაწილი ხარ ჩემი ქმარი და ამიტომ საუკეთესო ადვოკატი ავიყვანე.
-სასამართლო სხდომა გრძელდება. მოსამართლე ფეხზე წამოდგა და დარბაზს თვალი მოავლო, შემდეგ ბაჩოს შეხედა და თქვა.
-ბაჩანა საჯაია ახალი მოწმეს ჩვენებით თქვენ განთავისუფლებული ხართ სასამართლოს დარბაზიდან, გილოცავთ. ბაჩომ ინდირას შეხედა მის ღიმილში ისახებოდა მისი ბედნიერებაც და მადლიერებაც, სასამართლო დარბაზი დატოვა თუ არა ინდირას უთხრა.
-დასვენების დრო არ არის, მითხარი სად უნდა ვიპოვო ალექსანდრე. ინდირამ ალექსანდრეს დაურეკა და ბაჩოს განთავისუფლება ახარა.
-კარგია მიხარია და გილოცავთ, სახლში წადით დაისვენეთ და შემდეგ დავილაპარაკებთ.
-სად ხარ, ალექსანდრე შენთან მოვდივართ ახლა ნატა არის მნიშვნელოვანი.
-ბაჩო ბიჭებს მიეხმარე მათთან იყავი და თუ დამჭირდები დაგირეკავ, უხელმძღვანელე მათ. ბაჩომ შმაგის დაურეკა და მათ მიცემულ მისამართზე წავიდა, მაგრამ ალექსანდრეზე ფიქრობდა. ვიღც იმ დღეს ტიროდა, ვიღაც იცინოდა და ვიღაც ღიღინებდა წყნარ მელოდიას და ეს ვიღაც დიანა იყო, ღიღინი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა.
-გისმენ შალვა.
-როგორ ხარ დიანა.
-ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ მოკითხვისთვის მადლობა.
-გეტყობა ხმაზე რომ კარგად ხარ.
-შალვა გისმენ, რაო ამჯერად რა დავალება უნდა შეასრულო.
-ახლოდან მინდა გნახო და დავილაპარაკოთ.
-მობრძანდი, არა ადამიანებისთვის არის ჩემი სახლის კარი დაკეტილი მხოლოდ.ერთ საათში შალვა დიანასთან იყო.
-რა მოგართვა, რით გაგიმასპინძლდე.
-გარეთ სიცივეა და ცივი ქარი ქრის, რამე ცხელს დავლევდი. დიანამ ჩაი მიართა სტუმარს და თავადაც ჩაი დაისხა.
-გისმენ შალვა აქამდე ვერ შეეგუა განქორწინებას თუ ჩემს ქონებას მისტირის ჯერ კიდევ.
-დიანა მოდი ორივე მხარე პირდაპირები ვიყოთ, ყველამ ვიცით გოგიტა რა უხეში და ნერვრებად ქცეული ადამიანი არის, მაგრამ ასე არაფლის გარეშე ეს არა სწორია, თუმცა შენი მხრიდან ძალიან კარგი გაკვეთილი იყო. არ მოგასვენებს, კიდევ ვიღაცას გამოგიგზავნის და მარტო ვერ შეძლებ ყოფნას.
-რას გულისხმობ, ვერ გავიგე საუბარი საით მიგყავს.
-ვიცი რომ რთული ცხოვრება გაიარე, ნდობა დაკარგე, მაგრამ ყველაში გოგიტას არა ადამიანობას ნუ შეხედავ. დიანა.....
-გისმენ და აქამდე ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ.
-პირდაპირ გეტყვი, დიანა დავქორწინდეთ.
-კარგად იფიქრე?
-მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და რომ დაგიცვა, დავქორწინდეთ.
-დაქორწინება გამოსავალს გვაპოვნინებს?
-დიანა ზიზღია შენში და ეს ზიზღი უნდა დაძლიო, არ გამტყუნებ, მაგრამ დამიჯერე შენზე ვფიქრობ. ერთი კვირაა შენს ანგარიშებში ცდილობს შესვლას თუ შევიდა ნოლზე დაგსვამს.
-შალვა ჩემი ანგარიშები დაცულია და თუ ასე გააგრძელებს გადაეცი რომ სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს.
-ის წილს ითხოვს დიანა.
-წილს მიიღებდა მაშინ ჩვენი ქორწინების პერიოდში რომ შეგვეძინა რამე, მე რაც მაქვს მამას ნაგროვები და მისი მოცემული ქონება მაქვს. ასე რომ ჩემს დასაცავად დაქორწინება არ არის საჭირო, არ ვაპირებ ჩემი ცხოვრება დაუკავშირო ვინმეს ვისაც მხოლოდ ქონების და ფულის გამო ვჭირდები.
-დიანა.......
-თავისუფალი ხარ, ლაშა ჩემთან იმ შემთხვევაი მოხვალ თუ აუცილებლობა იქნება. შალვა დაიბნა და წავიდა, დიანამ გაბრაზებულმა დახურა კარი და მაგარი ორმგი ყავა გაიკეთა რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ ვერ იყო მშვიდად ალექსანდრე, ბაჩო, საბა და ყველა ვინც ნატას კვალზე იყო გასული და ვინც პატარას ეძებდა. კარგად დაბინდებული იყო ქეთი ბარში რომ შევიდა, პოტო მოითხოვა და ნელა ნელა სვამდა და მისი მახვილი თვალებით კი ბარს ათვალიერებდა, ორი ჭიქა პოტო რომ დალია ბარმენს შეხედა და უთხრა.
-ტუალეტი სად არის?
-კიბეს ჩაუყევი და ქვემოთ ჩადი, მაგრამ ფრთხილად იყავი....
-რატომ?
-აქ პირველად გხედავ და მარტო ხარ, ამიტომ მე გაგაფრთხილე.
-მადლობა მეგობარო.... ქეთი კიბეს ჩაუყვა და ვიწრო დერეფნს გაყვა, ერთი ოთახიდან ქალის შეშფოთებული ხმა გაიგონა.
-ვერ ვაჩუმებ, ტირის ადამიანები არ ხართ შეიცოდეთ ჩვილი ბავშვი უღმერთოებო.
-გაჩუმდი და მიხედე, გააჩუმე აქ ამიტომ ხარ და ამოდენა თანხას ამიტომ გიხდიან. ფეხის ხმა გაიგონა და ისე მოიქცა თითქო უგონოდ იყო და კედელ კედელ გაყვა ტუალეტამდე, მამაკაცმა თვალი გააყოლა და თქვა.
-შეხედე ანგელოზია რომ შეხედავ არადა გახრწნილია.ქეთას ხელი კრა და გზა გაინთავისუფლა, მამაკაცი წავიდა თუ არა ტუალეტში შევიდა რომ დარწმუნებულიყო იქ მარტო იყო და თქვა.
-ბავშვი ვიპოვე აქ არის, შევეცები გამოვიყვანო.
-ქეთი ძალიან ფრთხილად უნდა იყო, გარეთ დაგელოდებით.
-უკვე აქ ხართ?
-ბაჩოც მოვიდა და ყველა აქ ვართ, ქეთი გეგონა მარტო იყავი?
-კარგია ჩემს ზარს დაელოდეთ. ქეთიმ გული აირია და ისევ ბარბაცით გაუყვა ვიწრო დერეფანს, ოთახთან მისული ოდნავ ღიად დარჩენილ კარში დაინახა რომ ქალი პატარას ეფერებოდა და მიხვდა ეს ქალი არ იყო ბოროტი ის იძულებით ჰყავდათ ბავშვთან და კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-შე, შე, შეიძლება შემოვიდე?
-შვილო რა დღეში ხარ აქ არ უნდა დაგინახონ, ეს არ შეიძლება.
-ვიცი, ბავშვი უნდა წავიყვანოთ და შენც გადაგარჩინო მათგან თუ თანახმა იქნები, სხვაგვარად ისინი არ გაცოცხლებენ.
-ჩემს ოჯახს ამოწყვიტავენ, არ შემილია აქედან წავიდე.
-თუ დამეხმარები გაგიყვან და ოჯახსაც გადაარჩენ.
-რა გავაკეთო, მითხარი როგორ დაგეხმარო.
-გარეთ გველოდებიან, ბავშვი ჩანთაში ჩასვი და მომეცი, შენ უკან გამომყევი, მაგრამ თმა გაიშალე და სახე დაიფარე.
-ღმერთო შენ გვიშველე. თქვა ქალმა და ქეთის შეხედა იმედით სავსე თვალებით.
-ქეთი კიბესთან ახლოს ჩვენიანი დაგხვდება და გადაგეფარება, მთავარია გარეთ გამოხვიდეთ.
-ქალს ეშინია....
-გავიგონეთ, მისამართი გვითხარი რომ ბრიგადა გაუშვათ და ოჯახის წევრები გადავარჩინოთ. ქალმა მისამართი თქვა და დიდი ჩანთაც იპოვა, ქეთიმ რაღაც წვეთი ჩაასხა პირში პატარას და ჩანთაში ჩასვა, კარი ფრთხილად გააღო და კიბეს აუყვა, კიბის თავზე ერთმა მამაკაცმა გზა გადაუღობა.
-სად მიდიხარ ანგელოზო.
-გარეთ გავალ და შემოვბრუნდები, გიპოვი და ეს ღამე ჩვენია ძვირფასო. საბას გაეცინა ქეთას საუბარზე და ბაჩოს უთხრა.
-ვერ გაგვიცვნია ჩვენ ქეთი კარგად, ის იმაზე მეტად ძლიერი არის ვიდრე ამჟღავნებს. ქეთიმ ჩამოიშორა უცნობი და გარეთ გავიდა, ბაჩომ ბავშვი გამოართვა და ქალთან ერთად მივიდა მანქანასთან, უკან მოიხედა და ქეთი ერთ ადგილზე იყო გაჩერებული.
-ქეთი რას ელოდები.
-წადით და მალე შეგეხმიანებით. ბაჩომ ბავშვი და ქალი ანრისთან წაიყვანა, ქეთი კი ბარში შებრუნდა და ისევ ბარმენთან მივიდა.
-ისევ აქ ხარ, ვეღარ შეგხედე და ვიფიქრე უკვე წადი.
-აქ ვარ, დღეს რთული დღე მქონდა და დამისხი ისევ უნდა დავლიო. მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და ერთმა მამაკაცმა იყვირა.
-ქალი ბავშვთან ერთად გაქრა ვერ ვპოულობთ.
-რას ქვია გაქრა, აქედან ვინ გაიყვანა ჩვილი ბავშვი ეს ხომ შეუძლებელია.
-სხვა გასასვლელი აქვს ამ შენობას.
-აქვს, მაგრამ ის მხარე დაკეტილი არის ქალი იქედან ვერ გავიდოდა.
-მაგრამ არსად არ არიან.
-ეს ბავშვი ჩემი სიცოცხლის გარანტია არის გესმით?
-გვესმის, მაგრამ აქ უნდა იყო როცა ასეთ საქმეს აკეთებ გოგიტა.
-რისთვის გიხდით ფულს, ბავშვი იპოვეთ და მოიყვანეთ ერთ საათში ბავშვი და ქალი აქ იყოს და მის ოჯახის წევრები ყველა აქ მოიყვანეთ. ქეთამ მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ბარბაცით დატოვა ბარი, მანქანის ფარებმა თვალებში მოანათა და მიხვდა ჯერ კიდევ იქ ელოდა მეგობრები და მათკენ ბარბაცით წავიდა, ბარს დაშორდა თუ არა გაიქცა და იმ ადგილიდან ყველა ერთად გაუჩინარდა.
-ქეთა ყოჩაღ თქვი და გააკეთე, უშიარი და გამბედავი ხარ.
-საბა ის ქალი იქ იძულებით ყავდათ, მისი ოჯახი საფრთხეში არის.
-ბრიგადა უკვე იქ არის და მშვიდ ადგილზე გადაიყვანებენ, ახლა ნატა უნდა ვიპოვოთ.
-გვაქვს რამე ინფორმაცია.
-ინფორმაცია გვაქვს, ბიჭებიც იქ არიან და დავაზუსტებთ რამდენად სიმართლე არის ჩვენი ინფორმაცია. სადაც მზე ანათებ თბილი ფერებით, ირგვლივ სიმშვიდეა და ყველაფერი მხოლოდ ღიმილის ფერია, სწორედ ამ ბედნიერი ღიმილით იღიმოდა ინდირა ბაჩოსთან ერთად, მაგრამ ალექსანდრე იდგა მარტო ფიქრებისგან დაღლილი სახით. მიდიოდა წარბებ-შეყრილი და მხოლოდ წინ გზას უყურებდა, ტელეფონმა შეახსენა არსებობა და უპასუხა.
-გისმენ ინდირა.
-ალექსანდრე სად მიდიხარ.
-არ ვიცი სად მივდივარ, მაგრამ ვიცი რომ რაღაც უცნაური გრძნობა მაქვს და მეც უცნაურად ვარ. ინდირა ნატას ვეღარასოდეს ვნახავ?
-რას ამბობ ნატას ვიპოვით, მითხარი სად ხარ და მოვალ.
-წადი შენ მე ნუ გამომყვები, ტელეფონი გქონდეს სულ ჩართული დაგირეკავ. ალექსანდრე წავიდა, ტელეფონზე მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღო და გაბრაზებულმა აღნიშნულ მისამართზე წავიდა, მაგრამ იქ ნახევრად დანგრეული შენობა დახვდა, იარაღი ამოიღო და ფრთხილად მიიწევდა სიბნელეში.
-გელოდებოდი კომისარო. ხმა შორიდან მოდიოდა და მიხვდა ხაფანგში გაება.
-გამოდი მარტო ვარ, რატომ ხარ ვიღაცას ან რაღაცას ამოფარებული ხომ ვიცი ვინც ხარ.
-კომისარო ძალიან გაბედული ხარ, საყვარელი ქალის გამო ყველაფერზე წახვალ?
-მითხარი რა გინდა, რას ითხოვ და დავილაპარაკოთ მე ყველაფერზე თანახმა ვარ.
-სიყვარულო რა ძალა გაქვს.
-გამოდი, გამოდი და პირის პირ დავდგეთ.
-მაგ დროც დადგება წაქცეულს ზემოდან რომ დაგხედავ, მანამდე ასე გიყურებ. ალექსანდრე გაბრაზდა და ხმის მიმართულებით გაიხედა, მოულოდნელად ძლიერი დარტყმა მიიღო და წაიქცა.
-შენი ფეხით მოდი ჩემამდე ალექსანდრე ახვლედიანო, მაგრამ ვნატრობდი ჩემს ფეხებთან მენახე დაჩოქილი შენ კი დაწოლილი ხარ.
-რა უნდა უფროსს ამ ადამიანისგან, მოიყვანეთ ჩემამდეო და უნდა წავიყვანოთ, მაგრამ კომისარია და ასე ადვილად ეს საქმე არ ჩაივლის მურთაზ.
-არ ვიცი რაც გვითხრა უნდა გავაკეთოთ. ბაჩო ვერ ისვენებდა და საბას უთხრა.
-დაურეკე.
-5 წუთის წინ დაურეკე, გათიშულია.
-კიდევ დაურეკე.... საბამ ტელეფონი აიღო და ისევ დარეკა.
-არ მომწონს ეს სიჩუმე, წამოდი შევამოწმოთ მისი ტელეფონი გავიგოთ ადგილ მდებარეობა.
-კარგი აზრია, მაგრამ დროს ვკარგავთ ინდირას დაურეკავ ჯერ კიდევ განყოფილებაში არის.
-ბაჩომ ინდირას დაურკეა, მაგრამ ინდირა დიდი სისწრაფით მიდიოდა, ყურადღებით დაათვალიერა მიდამო და შუქები ჩააქრო, ასე უშუქოდ მიიწევდა წინ, მოულოდნელად ალექსანდრეს მანქანას შეხედა და გააჩერა.
-აქ ხარ, მაგრამ აქ რატომ ხარ. ჩურჩულებდა და თან ტელეფონზე ბაჩოს ზარს უპასუხა.
-გისმენ ბაჩო ვერ გელაპარაკები.
-სად ხარ, რატომ ვერ ლაპარაკობ.
-ალექსანდრეს მანქანა ვიპოვე.
-სად იპოვე, სად ხარ შენ სულ გაგიჟდი?
-გავგიჟდი, გაქრა ჩემი მეგობარი და მე ხელებდაკრეფილი ვერ დავჯდები.
-მარტო რას გააკეთებ, მითხარი სად ხარ. ინდირას ხმაური შემოესმა ტელეფონი გათიშა და ხმის მიმართულებით წავიდა იარაღით ხელში. ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და ერთს წაართვა იარაღი, მაგრამ მეორემ ფეხებში ძლიერად ჩაარტყა, ალექსანდრე ჯერ მუხლებზე დაეცა, მაგრამ ძლიერი იყო და მალე მოეგო გონს ისევ წამოდგა ფეხზე და ორი განაიარაღა მეამემ თავში ჩაარტყა და გათიშა. ბაჩომ ტელეფონში ინდირას ნომერით გაიგო სადაც იყო და ბიჭებთან ერთად წავიდა, ინდირა კი ნელა ნელა მიიწევდა სიბნელეში და მოულოდნელად უცნობის წინ აღმოჩნდა.
-სად მიდიხარ ლამაზო.
-გზა ამებნა, არ ვიცი სად ვარ.
-ამ ადგილზე ბევრი საშინელებები მომხდარა.
-ვინ არის ამ საშინელებების ავტორი, შენ?
-არ გეშინია?
-ვისი შენი?
-არა, არ გეშინია.
-იცი რომ მალე გაივსება ეს ადგილი პოლიციით და ყველა იმას მიიღებთ რასაც იმსახურებთ? უცნობი ახლოს მივიდა ინდირასთან და მოულოდნელად ხელები გადაუგრიხა და კედელზე მიაყენა, იარაღი წაართვა და ხელის კვრით წაიყვანა, ერთ ბნელ ოთახში შეიყვანა.
-აქ იქნები უფროსის მოსვლამდე.
-წყალი. გაიგონა ნაცნობ ხმა და სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა.
-წყალი გინდა ლამაზო, წყალი არ გვაქვს კოკა კოლას მოგიტან. უცნობი წავიდა, ინდირამ სიბნელეს თვალი შეაჩვია და გაოცებული უყურებდა იატაკზე მჯდარ საოცრად დაუძლურებულ ნატას.
-ნატა, ჩემო საყვარელო ძალა მოიკრიბე ყველაფერი კარგად იქნება.
-ინდირა როგორ მიპოვე, აქ როგორ მოდი.
-აქედან მალე გავალთ ჩვენები გზაში არიან, აქვე სადღაც ალექსანდრეც არის.
-ჩემი ლექსანდრე როგორ ინერვიულებდა, მაგრამ ვიცოდი რომ მიპოვიდა. ინდირამ ხელები გაიხსნა და ნატაც გაანთავისუფლა, რამდენიმე წუთში ნატას წყალი შეუტანეს, მაგრამ ინდირამ მამაკაცს კისრის არეში ხელი ჩაარტყა და გათიშა, ნატას ხელი დაავლო და უთხრა.
-უნდა გავიქცეთ ძალა მოიკრიბე მეგობარო. მოულოდნელად სიბნელეში ორმა მამაკაცმა გაირბინა და ორივე კედელს აეკრა და მათი საუბარი გაიგონეს.
-ძლიერი ყოფილხარ კომისარო, მაგრამ ახლა აქ მე ვარ შენი უფროსი.
-ვინ ხართ და რა გინდათ.
-სწორი კითხვაა, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მიიღებ მოგვიანებით.
-ჰოდა თქვი რა გინდათ.
-მე არაფერი მინდა არც კი გიცნობ, მაგრამ არის პიროვნება ვინც მისას თხოულობს და უნდა დაუბრუნო.
-არავისი არაფერი არ მაქვს და არც არავის არ უბრუნებ არაფერს.
-ხომ არ დაფიქრდები კარგად.
-არ მჭირდება დაფიქრება, რადგან ვიცი რასაც ვამბობ. უეცრად იარაღის ხმა ექოსავით მოედო დანგრეულ კედლებს და ალექსანდრეს მარჯვენა ბარძაყში ესროლეს. ინდირამ პირზე ააფარა ხელი ნატას და ასე გააჩუმა, მაგრამ მეორე სროლის ხმაზე და ალექსანდრეს ღრიალზე ნატამ ვეღარ მოითმინა და სიბნელიდან გაიქცა ალექანდრეს გადაეფარა, მაგრამ ინდირაც და ნატაც დაიჭირეს და ისევ ბნელ ოთახში ჩაკეტეს. ბაჩომ ადვილად მიაგნო ის ადგილი და სიბნელეში მიიწევდნენ წინ როცა გასროლის ხმა და ალექსანდრეს ხმა გაიგონეს.
-აქ არის, უნდა ვიჩქაროთ. თქვა ბაჩომ და ორ უცნობს თავს დაესხა.
-სად გყავთ ალექსანდრე თქვე ნაბიჭვრებო...
-სიკვდილს ებრძვის და არ უნდა რომ მოკვდეს, მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლებს და ეს ასე უნდა მომხდარიყო.
-ვინ ხართ, რა გინდათ.
-შენმა მეგობარმაც სწორედ ეს კითხვა დასვა, მაგრამ ჩვენ პატარა პაიკები ვართ, მხოლოდ ბრძანებებს ვასრულებთ. ბაჩოს ხმაური შემოესმა და სიბნელიდან კიდევ ერთი გამოვიდა.
-ვინ არის, ეს ადგილი ბევრჯერ გადავამოწმეთ და არავინ მოდის. შეშინებულმა მიიხედ-მოიხედა, მაგრამ საბამ ძლიერი ილეთი ჩაუტარა და იარაღი უკვე მის ხელში იყო, შმაგიმ კი საბას შეხედა და უთხრა.
-კარგად ხარ?
-კარგად ვარ, ალექსანდრე უნდა ვიპოვოთ. შმაგიმ ალექსანდრეს მიაგნო და შეეცადა ფეხზე წამოეყენებინა და უთხრა.
-შმაგი დამტოვე და აქვე სადღაც ინდირა და ნატა ყავთ, იპოვე ისინი.
-დაჭრილი ხარ და საავადმყოპფოში უნდა გადაგიყვანოთ.
-ჯერ ისინი იპოვე, ნატას რამდენიმე დღე აქ ტანჯავენ და ახლა ინდირაც მასთან ერთად არის.
-ალექსანდრე აქ ვარ მოვედი.
-ბაჩო ფეხები, ფეხებს ვერ ვგრძნობ.
-ყველაფერი კარგად იქნება, ნატაც ვიპოვეთ.
-ინდირა, ინდირაც მასთან ერთად დავინახე.
-ალექს ორივე ვიპოვეთ, გაგიყვანთ აქედან და მერე ვილაპარაკოთ.
-არ წავალ სანამ ნატას არ შევხედავ ან ხმას არ გავიგონებ.
-ალექსანდრე უნდა ვნახო, ალექს. გაიგონა ნატას ხმა და სიცილ ტირილით თქვა.
-გიპოვე, ცოცხალი გიპოვე მადლობა ღმერთო.
-ალექსანდრე.
-აქ ვარ საყვარელო.ბედნიერების ღიმილმა გადაუარა სახეზე, მაგრამ უეცრად სახე დაუსერიოზულდა და ბაჩოს უთხრა.
-ჩემები წაიყვანე დაცულ ადგილზე, ახლავეს წადი აქედან ბავშვები დაიცავი ისინი საფრთხეში არიან.
-შენ საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთ, მათ დავიცავთ და მივხედავთ შენს გამოჯამრთელებამდე.
-ორივე ფეხებში მესროლა და ორივე ფეხი წამართვა. ბაჩოს ტელეფონზე ანრის ზარი დაფიქსირდა და უპასუხა.
-გისმენ პაპა.
-როგორ ხართ, ალექსანდრე და ნატა იპოვეთ შვილო.
-ვიპოვეთ, ალექსანდრე დაჭრილი არის.
-თუ რამეში დაგჭირდე დამირეკე და მოვალ. ანრიმ პატარას შეხედა და გაუღიმა.
-ისევ ჩემთან ხარ, აქ ხარ დედიკოსთან მიგიყვან და მე საქმეები მაქვს. უამრავმა უპასუხო ზარებმა ლილე საგონებელში ჩააგდო და ბოლოს ბესოს დაურეკა.
-ალექსანდრეს და ნატას ვერ ვპოულობ, ნომრები გათიშული აქვთ ძმაო გთხოვ გაიგე რა ხდება.ბესომ არაფერი უპასუხა ლილეს თუმცა თავადაც უცნაურად მოეჩვენა ეს სიჩუმე მათგან და თავადაც დარეკა ალექსანდრესთან და ალექსანდრემ სიჩუმით უპასუხა.
-სად ხარ ალექსანდრე ან უცნაურია შენი ნომერი რომ გათიშული არის. თქვა და გადაწყვიტა განყოფილებაში მისულიყო და მივიდა, უნდა ეკითხა ალექსანდრეს კაბინეტი რომ ინდირა დაინახა და დაუძახა.
-ინდირა, ინდირა...
-ბესო? რა მოხდა, აქ რატომ ხარ შემიძლია შენი დახმარება?
-შეიძლება სადმე მშვიდ ადგილზე ვისაუბროთ?
-ალექსანდრეს კაბინეტში შევიდეთ, ის რამდენიმე კვირით გასულია ქალაქიდან და შეგვიძლია მშვიდად ვისაუბროთ. ინდირამ ალექსანდრეს კაბინეტში შევიდა და საბას უთხრა.
-არავინ შეგვაწუხოს მნიშვნელოვანი სტუმარი მყავს და ბაჩოს დაუძახე შემოვიდეს.
-აქ ვარ, მოვდივარ. ბაჩომ ბესოს მიესალმა და მათთან ერთად შევიდა კაბინეტში. ინდირამ ბესოს მოუყვა რატომ არის ტელეფონები გათიშული და ბესო გაოცებული უსმენდა.
-რატომ არ დამირეკეთ, რატომ არ გაგახსენდით და არაფერი არ მითხარით. სად არის ნატა და ბავშვები.
-სასტუმროში და დაცვა არის მათთან ახლოს.
-რას ამბობ ბაჩო სასტუმროში მათი მიყვანა რომელმა გადაწყვიტეთ, მითხარით სად არიან ან ვინმე გამაყოლეთ სანდო და სოფელში წავიყვან მათ. ინდირამ ბაჩოს შეხედა და ბაჩომ დაფიქრებულმა თქვა.
-კარგი აზრია, მაგრამ.....
-არანაირი მაგრამ არ გამაგონოთ, არსად არ წავალ და მათი დაცვა მე ვიქნები. ბავშვებისთვისაც კარგია სოფლის ჰაერი, ბიოლოგიურს მიირთმევენ ყველაფერს.
-კარგია, მაგრამ უხერხულია.
-რა არის უხერხული, ალექსანდრემ ჩემი და სიკვდილს გადაარჩინა და სიცოცხლის საშუალება მისცა, სწავლაზე ხელი არ შეუალა და თავის შვილად დაიწერა ჩემი დის შვილი, დედა-შვილზე იზრუნა რომელ უხერხულობაზე მეუბნები ბაჩო ჩემი ჯერი არის მეც დავდგე მის გვერდით და სიკეთე სიკეთით გადავიხადო.
-მოდი ასე გავაეთოთ, ეს მისამართი და წადი სასტუმროში ჩვენ ვერცერთი ვერ წამოვალთ დარწმუნებული ვარ გვითვალთვალებენ. მანქანით ხარ?
-არა გაფუჭებულია და ჩავაყენე, ტაქსით წავალთ აქედან.
-საბას დაურეკავ და ის წაგიყვანს სოფელში.
-მეც გავდივარ ტაქსი გამოვიძახე და მელოდება, ბესო არავინ არ უნდა გაიგოს რაც მოხდა.
-სამარე ვარ ინდირა. ინდირა განყოფილებიდან გამოვიდა და ტაქსით წავიდა, ბაჩომ ვერ გამოუსწრო ინდირას და დაცვის თანამშრომელს უთხრა.ინდირა გამოვიდა შენობიდან?
-გამოვიდა ტაქსი ელოდა და წავიდა.
-შედი კამერებიდან ამოიღე ტაქსის ნომერი და ტელეფონზე გადმომიგზავნე.
-გასაგებია. ინდირა მშვიდად იჯდა და თავის ჩანაწერებს კითხულობდა და აწყობდა საქაღალდეში, რომ მძღოლმა სარკიდან გახედა და უთხრა.
-ლამაზი ქალი ხართ. გაუკვირდა ინდირას, მაგრამ უპასუხოდ არ დატოვა და მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა.
-გმადლობთ.
-დაქორწინებული ხართ?
-დაქორწინებული ვარ, მისამართი გითხარით და მიმიყვანეთ ადგილზე.
-გზიდან რომ გადაუხვიოთ?
-ყველა კლიენტთან ასე უზრდელობთ?
-ყველასთან არა, მხოლოდ ვინც მომწონს. ინდირამ ტელეფონი ჩართო, მაგრამ ბაჩოსთან არ დაურეკია საბასთან დარეკა და საბა გაოცებული უსმენდა შმაგისთან ერთად მძღოლის და ინდირას დიალოგს.
-დამთანხმდები გადაუხვიო გზიდან თუ მაიძულებ ძალა ვიხმარო.
-ძალას ხმარობ ყველა გოგოსთან ვინც მოგწონს?
-თუ არ მნებდება, მე არ ვნებდები და ჩემსას ყოველთვის ვიღებ.
-რამდენი გოგოზე იძალადე გაქვს დათვლილი?
-თქვენ მეთვრამეტე იქნებით.
-მეთვრამეტე მე და ის ჩვიდმეტი დანაშაული შეგრჩა?
-მე კვალს არ ვტოვებ საყვარელო და არც დღეს მოხდება.
-მანიაკი ხართ?
-ხმამაღლა ნათქვამია და არ მომწონს ასე რომ მიყურებენ.
-როგორ გიყურებ, მასწავლე შენისთანა არამზადას როგორ შევხედო თუ არა ზიზღით და სიძულვილით.
-ვხედავ რომ შენში ზიზღი და სიძულვილი ერთადაა და შენი თავშეკავებით უფრო მიზიდავ.
-სად უნდა წამიყვანო არ მეტყვი?
-არა, ის ჩემი საიდუმლო ადგილია. საბამ და შმაგიმ ტელეფონით დაადგინეს ტაქსი რა მიმართულებით მიდიოდა და ჯგუფთან ერთად გავიდა, მაგრამ ტაქსი გაჩერდა ერთ დაუსახლებელ ადგილზე და მძღოლი ინდირას მიუბრუნდა, მაგრამ ინდირამ სპრეი შეასხა თვალებში და მამაკაცმა მთელი ხმით იღრიალა, ინდირამ ხელები და ფეხები შეუკრა და იმ მიუვალ ადგილზე დატოვა თავად კი ტაქსით მთავარ გზაზე გავიდა, როცა ჯგუფი ტაქსთან მივიდა იქ არავინ დახვდა და საბამ ტელეფონზე დარეკა.
-სად ხარ, ტაქსი ვიპოვეთ, მაგრამ აქ არც მძღოლი არ არის.
-მე უკვე იქ ვარ სადაც უნდა ვიყო, კარგად ვარ და სხდომა იწყება უნდა გავთიშო.
-გიჟი არის სად წაიყვანა მძღოლი ეთქვა მაინც.
-მიატოვა გზაზე და თავი დაიხსნა მისგან, წავედით უკან ვბრუნდებით ბიჭებო. რამოდენიმე დღე ინდირა არ გამოჩენილა, ერთ საღამოს სახლში იყო ბაჩოსთან ერთად და ხმაური გაიგონა ვერანდაზე რომელიც არ მოეწონა და ბაჩოს შეხედა.
-დაიმალე.
-რატომ დავიმალო. გაოცებული უყურებდა ბაჩო ინდირას და ფეხზე წამოდგა.
-დაიმალე, შესაძლებელია იარაღი ქონდეს და ორივეს გვესროლოს.
-იარაღიანი გიჟი ჩემს ბინაში უნდა შემოვიდეს და დავიმალო? რას მეუბნები, გადი საძინებელში და მე დავხვდები, შემოვიდეს.
-გადი გთხოვ.
-რა შეგემთხვა, მე რატომ არაფერი ვიცი ინდირა.
-ჩუმად ილაპარაკე და დაიმალე, მერე გეტყვი. ბაჩო საძინებელში გავიდა და ოდნავ ღიად დარჩენილი კარიდან ყველაფერს ხედავდა, უცნობი სახლში შემოვიდა და ინდირას ნელა ნელა მიუახლოვდა და ყურზე თმა გადაუწია.
-გეძებე და გიპოვე, მიმიზიდე და გაუჩინარდი, მაგრამ მოვედი და ეს ღამე ჩვენი ღამე იქნება.
-როგორ შემოდი სახლში.
-ვერანდიდან, არ იყო რთული.
-იცი ვის სახლში შემოდი და შენს წინ ვინ დგას?
-ვინც არ უნდა იყო დღეს ჩემი ხარ. მოულოდნელად კარი გაიღო და ბაჩო უცნობს დაეტაკა, უცნობი დაიბნა და ინდირას გაბრაზებულმა შეხედა.
- უარი მითხარი ჩემთან რამოდენიმე საათით სიამოვნებაზე და სახლში საყვარელი გყავს. ინდირა გაბრაზდა და იარაღი დაუმიზნა მძღოლს, მაგრამ ბაჩომ შეხედა და წინ გადაუდგა.
-არ ესროლო, არაკაცების გამო მკვლელი არ უნდა გახდე და კარიერა რომელსაც წლებია აშენებ და ქმნი არ უნდა დაამსხვრიო. ბაჩომ იარაღი წაართვა ინდირას და უცნობს მიუბრუნდა, იარაღი თავში ჩაარტყა და ძირს დააგდო.
-გამოიძახე ჯგუფი და წაიყვანონ იქ სადაც მისი ადგილი არის.
-გამოვალ და მაინც გიპოვი, მოვალ და ჩემი გახდები.
-მოსამართლის გაუპატიურება სცადე, მის სახლში შედი და როგორ გგონია ოდესმე კიდევ ივლი თავისუფლად? შმაგი გაბრაზებული იყო და მისი ჯავრი მძღოლზე ამოიღო.
-დასრულებულია შენი სიცოცხლე, არც კი იცი რა გელოდება.
-ცხოვრებაში უპატიებელი შეცდომა არ არსებობს, მაგრამ შენი შეცდომის პატიება შეუძლებელია შენს ხელებს 17 უდანაშაულო გოგონას სისხლის სუნი ასდის და როგორ ფიქრობ სასჯელი მსუბუქი იქნება? სიკვდილით დასჯა რომ არ აეკრძალათ არც დავფიქრდებოდი ისე მოგისჯიდი დახვრეტას, რადგან ეს სისასტიკე სხვამაც არ გაიმეოროს.
-წაიყვანეთ, თავისუფალი ცხოვრება ვერ შეირგო და იქ ჩასვით სადაც მისი ადგილია. საბამ წინ გაიგდო დამნაშავე და შმაგი ბაჩოს მიუბრუნდა.
-ალექსანდრესი რა ისმის, როგორ არის.
-ალექსანდრე კარგად არის, ოპერაცია ჩაუტარდა ორივე ბარძაყიდან ამოიღეს ტყვია, მაგრამ მარჯვენა ბარძაყის ძვალი არის დაზიანებული და დრო უნდა ფეხზე დადგეს.
-ალბად ვინმეს გამოაგზავნიან ალექსანდრეს ადგილზე.
-არის კანდიდატურა, მაგრამ დროებით სამსახურზე არ თანხმდება.
-ეს როგორ, ალექსანდრეს ადგილი უნდა დაიმისოს მუდმივად?
-ვნახოთ ამ ორ დღეში რაც გადაწყდება და ვინც მოვა ჩვენც ის უნდა მივიღოთ, რადგან ჩვენ არავინ დაგვეკითხება ვინ მოვიდეს და ვინ იყოს უფროსად.
-მართალია, ნატა და ბავშვები?
-კარგად არიან საიმედო ადგილზე არიან და ალექსანდრეც იმედიანად არის.ნატა მართლაც კარგად გრძნობდა თავს, ბავშვების სიცილ-კისკისი ავსებდა სახლს და ეზოს, ლილია ყოველ დილით საქონლის სამბულში მიყვებოდა ნანი ბებოს და რძეს სვამდა, შემდეგ პატარა ხელებით მიჰქონდა პატარა ალექსანდრესთვის რძე და ეუბნებოდა.
-მოდიტანე და დალიე იცი ლა გემიელია? იმ დილით გაუწვიმდათ და წვიმაში ნატამ არ გაუშვა ლილია, შემდეგ გაბრაზებულმა დაწვა და ისევ დაიძინა, მაგრამ ლილეს ზარმა გააღვიძა ორივე, ნატამ შეხედა ორივეს საწოლზე წამომჯდარს და ლილეს უთხრა.
-აღარ გიპასუხებ როცა ამათ ძინავთ, შეხედე როგორ წამოჯდნენ ტელეფონის ხმაზე და გელოდებიან. ლილე იცინოდა, ლილია ტაშს უკრავდა და პატარა ცდილობდა ლილიასთვის მიებაძა თავის პაწაწინა ხელებით.
-ამინდი გაგვიფუჭდა....
-გაგიწვიმდათ?
-გაგვიწვიმდა, ეზოში სათამაშო ამინდი არ გვაქვს.
-იცი ბავშვობაში როცა წვიმდა ბოტებს ჩავიცმევდი და სადაც წყლის დიდი გუბე იყო იქ ჩავჯდებოდი.
-თუ გუბეში ჯდებოდი ბოტები რაღად გინდოდა. ნატას კისკისი გაიგონა სამზარეულოში ნანი ბებომ და ღიმილით შევიდა საძინებელში ორივე ხელში თბილი რძით სავსე ჭიქები ეჭირა და სახე ბედნიერებისგან უცინოდა.
-აბა თბილი რძე მოვიდა და ვის უნდა, ვის უნდა გაიზარდოს დიდი გოგო და დიდი ბიჭი.
-მე, მე, მე. წამოხტა ლილია და ალექსანდრემაც შემოკრა ტაში, შემდეგ მოულოდნელად ლილიას ხელი მოკიდა და საწოლზე წააქცია, თავად კი ნანი ბებოს ხელი გაუწოდა.
-შეხედე რა გააკეთა, ლილიამ არ მომასწროსო და წააქცია და ნახე როგორ გემრიელად მიირთმევს.ლილია გაბრაზებული წამოდგა და ალექსანდრეს მიუბრუნდა მასაც უნდოდა ხელი რომ ეკრა, მაგრამ ნატამ დაუძახა.
-ლილია. ლილიას აწეული ხელი ჰაერში გაუშეშდა და ნელა ნელა ჩაიცხრო სიბრაზე.
-შენ დიდი გოგო ხარ ის პატარაა ნახე ვერც კი ლაპარაკობს, მხოლოდ მომე იცის.
-ამიტომ უდა მკას ხელი და წამაციოს?
-პატარას უნდა დაუთმო და თუ შეეშლება უნდა ასწავლო.
-ვითო დამიჯელებს, უდელი ბიჭი. ბესო კართან იდგა და ლილიას საუბარზე იცინოდა, შემდეგ კარზე დააკაკუნა და ღიმილით თქვა.
-ვინც რძე დალია ის მალე გაიზრდება და აი იმ მთაზე წავიყვან.
-იჩ თები ქომ ჯალინ შოლს ალის.
-ჩვენ გადავივლით ქედებს, ღელეებს, მინდვრებს და ავალთ მწვერვალზე როგორც ლილე მოიდებდა პაპას ზურგჩანთას და რომელიმე ჩვენგანზე გაბრაზებული მთაში მიდიოდა.
-სად მიდიოდა. ნატა სიცილიგან ვეღარ სუნთქავდა.
-იცინე შენ და ლილე მიდიოდა მთაში, მაგრამ გაიზარდა და ჯერაც ვერ მიაღწია.
-ბესო რა სასაცილო ხარ შვილო. უთხრა ნანი ბებომ და თავადაც იცინოდა. ლილემ მოიწყინა და ბესოს ცრემლნარევი ხმით უთხრა.
-აქ სუნთქვა მიჭირს, რაღაც მახრჩობს. ეს ადგილი ჩემი არ არის, აქ ყველასთვის უცხო ვარ და ეს გაუსაძლისია ჩემთვის. ახლა ყველაზე ლაღად, ყველაზე მშვიდად და ყველაზე დაცულად მხოლოდ მაგ მთებში ვიგრძნობ თავს. უსაშველოდ მენატრება ყველა და ყველაფერი და ჩემი მთებიც მენატრება.
-ვიცი როგორც ხარ, მაგრამ გაუძელი და ჩვეზე მეტად ალექსანდრეს და ნატას იმედი უნდა გაამართლო.
-გავამართლებ, ამ წელს დავასრულებ და დარჩენილ ორ წელს ექსტერნად ჩავაბარებ და მაგისტრატურასაც გავივლი. ლილე დარწმუნებუი იყო თავის თავში ეს ბესომაც კარგად იცოდა, მაგრამ მაინც შეეკითხა.
-დარწმუნებული ხარ რომ შეძლებ?
-შევძლებ, უნდა შევძლო რადგან მე პირობა დავდე და მიცემულ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ. ბესომ ფანჯრიდან გაიხედა და ლილეს უთხრა.
-ლილე უნდა გავთიშო ვიღაც მოვიდა.
-ვინ არის, ვინ მოვიდა.
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ მოგვიანებით მოგწერ. ნატა გარეთ არ გამოხვიდე, აქ იყავით. ბესო სახლიდან გავიდა და ეზოში შემოსულ ახალგაზრდა მამაკაცს ღიმილით შეეგება.
-ფეხის გულები ბალახს გრძნობს, წვიმის შემდეგ კი მიწის სუნი მიყვარს. მოვდიოდი და გზაში ყველაფერს ვაკვირდებოდი, არაფერი არ შეცვლილა გზის კიდეებს ძველი ხის სახლები ამშვენებს, მაგრამ ბევრი მათგანი დაკეტილია და დადუმებულია ეზო კარი.აქ კი გამიხარდა სიცოცხლე და სიხარულია, ამ ეზოში გაიარა ჩემმა ბავშვობამ. ბესო აქ სილა ეყარა მე და შენ იმ სილაზე პატარა მანქანებით ვთამაშობდით.
-მე მშენებელი ვიყავი შენ ექიმი. იოსებ ადამია ნუთუ მართლა შენ ხარ, საბოლოოდ დაბრუნდი?
-ნუთუ ასე შევიცვალე ჩემი ცნობა გაგიჭირდა. ბავშვობის მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია და ეზოში ნანიც გამოვიდა.
-სტუმარი წვიმაში დააყენე შვილო, სახლში შემოიყვანე.
-დედა იცანი? ნანიმ დააკვირდა სტუმარს და შემდეგ ხელები გაშალა.
-ჩემი შვილობილი დაბრუნებულა.
-მიცნო, ნანი დეიდამ მიცნო.
-ჩემი გადარეული, როგორ გაგახსენდით.
-სულ მახსოვხართ, მახსოვს შენი გაკეთებული ლიმონიანი სუფი და პურზე წაყრილი შაქარი. პურს რომ აცხობდი შაქრიან პურებსაც გვიკეთებდი და სანამ არ შეგრილდებოდა არ გვაძლევდი ნებას აგვეღო, რადგან ცხელ შაქარს გულ-მკერდზე ვისხამდით.
-გასოვს, ყველაფერი გახსოვს. შვილო მამაშენი დილიდან არ ჩანს, დაინახე სად წავიდა?
-მე რომ ავდექი გასული იყო, ალბად პურზე გავიდა. სახლში შემოდი, მართლა სტუმარივით ხარ ეზოში გაჩერებული. სტუმარმა ეზოს და სახლს თვალი კიდევ შეავლო და ბესოს უთხრა.
-ლილე, სად არის ლილე.
-ლილემ უნივერსიტეტიდან ლონდონში წავიდა საუკეთესო სტუდენტის წოდებით და ამართლებს ამ წოდებას, სტიპენდიაც დაუნიშნეს.
-ყოველთვის მჯეროდა მისი და მისი მიზანდასახულობის, იურდიულზე სწავლობს?
-კი იურისტობა იყო მისი ოცნება ახლა მოსამართლე უნდა გახდეს.
-ბესო ეს პატარა გოგო შენია, დაქორწინდი და მე არ ვიცი? ბესომ უკან მიიხედა და ფანჯარაში გადმომდგარ ლილიას შეხედა და თქვა.
-ღმერთო ჩემო ეს ბავშვი გადამრევს. თქვა და აჩქარებული ნაბიჯით შევიდა სახლში.
-ნანი დეიდა....
-არა შვილო ბესოს მეგობრის ცოლი და შვილები არიან დასასვენებლად. ბესომ ფრთხილად შევიდა სახლში და ლილიას ხელი შემოხვია, ლილიამ თავი მოაბრუნა და ბესოს გაბრაზებულ თვალებს რომ შეხედა მიხვდა რაღაც შეცდომა დაუშვა და ფანჯრიდან ძირს ჩაიხედა.
-აქ რას აკეთებ ლილია.
-მიბალდები? ბესოს გაცინება უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა და უთხრა.
-მიხვდი რომ გაბლადებული ვარ? ლილიამ თავი დაუქნია, შემდეგ შებრუნდა ლოყაზე აკოცა და ორივე ხელები კისერზე შემოხვია.
-აქ არასოდეს არ ამოხვიდე, გაიგე?
-რა მოხდა ბესო ორი წუთით გავედი. ნატა შეშინებული უყურებდა ლილიას და გულზე ხელი მიიდო რომ მიხვდა რაც მოხდა.
-არაფერი დროულად მოუსწარი და ეს სკამები ნატა თუ რამე არის ფანჯარასთან ახლოს კედელს უნდა დავაშოროთ, რომ ეს ვირთხა ისევ არ აძვრეს, მაგრამ ახლა არა მოგვიანებით, ახლა სტუმარი მყავს. ბესომ ლილიას ლოყები დაუკოცნა, ძირს დასვა თითი დაუქნია და წავიდა, ნატამ კი დატუქსა ლილია და ისიც გაბუტული იჯდა ერთ კუთხეში, ბესო კი ისევ სტუმართან გავიდა, ნანი კი სამზარეულოში ტრიალებდა.
-სად წავიდა ეს კაცი რომ არ დაიბარებს.
-მოვედი, მოვედი აქ ვარ პური მოვიტანე ნახე შვილო რა ცხელია იფ, იფ, იფ რა გემრიელია. ყველი ამოიღე ქალო და ცხელ პურს მიატანს ბავშვები.ნატას ესიამოვნა ცხელი პური და ყველთან ერთად ლილიასაც მისცა, ალექსანდრეს პურის ქერქი მისცა ხელში და სამზარეულოში შევიდა.
-შენ ბაბუ ქერქის კაცი ხარ ჯერ პურს ვერ მიირთმევ, ჩემსავით უკბილო ხარ? ნატა და ნანი უყურებდა ბაბუას და შვილიშვილს და ორივე იცინოდა.
-მე ყელი ალ მაქვს.
-პური მიატანე მარტო ყველს რომ ჭამ ეშმაკო.
-ნანი დეიდა მოგეხმარები.
-ორი ბავშვი გყავს შვილო და მათ მიხედე, ლილია ძალიან ცელქია და თვალი არ მოაშორო შენი ჭირიმე ყველაფერს მე გავაკეთებ.
-რას საქმიანობ იოსებ მომიყევი შენზე.
-ექიმი ვარ ძმაო, ჩემი ოცნება იყო ადამიანებს დავხმარებოდი და ეს ოცნება ამისრულდა.
-ბრუნდები ისევ თუ სულ ჩამოხვედი.
-ჩემი კარიერა გერმანიაში ავაწყვე, შეუძლებელია იმ ყველაფრის დატოვება რაც შევქმენი. კარგია აქ ჩიტების ჟღურტული გაღვიძებს დილით, ნეტარია აქ ყოფნა და სანამ აქეთ ვარ კარგად უნდა შევიგრძნო ნამიანი და ხასხასა ბალახის სურნელი. უნდა დავიმახსოვრო ცაზე წვიმის შემდეგ მზის სხივებისგან დაფლეთილი და გაყრილი ღრუბლები.

სახეზე ყალბი ღიმილით აიარა კიბეები, საერთოდ არ ფიქრობდა ვინ როგორ უყურებდა ან ვინ რას ეტყოდა, განყოფილებაში ფუსფუსი იყო რადგან ახალ კომისარს ელოდნენ და ისიც მოვიდა. ალექსანდრეს კაბინეტის კარი ღიად დახვდა და იქ მყოფი ჯერ ყველა სათითაოდ შეათვალიერა და შემდეგ მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმა ახალ თანამშრომლებს. ჩანთა იქვე დადო თავის სავარძელზე, ოთახს თვალი მოავლო და იქვე მდგარ საბას მიუბრუნდა.
-ამ ოთახიდან ყველაფერი გაიტანეთ და ახალი ინტერიერით შეავსეთ.
-მაგრამ ეს ნივთები ალექსანდრეს არის.
-ალექსანდრეს არის და არა ჩემი, სადაც გინდათ იქ წაიღეთ, მაგრამ აქ ჩემს სივრცეში არ უნდა იყოს ისინი. ყველა გაოგნებული უყურებდა კომისარს, კომისარმა კი ჩანთა გახსნა და შემდეგ ტელეფონის ზარს უპასუხა.
-გისმენთ.
-ცოტნე ლევანი ვარ ბიბილური უნდა მნახო.
-ლევან საქართველოში ხარ?
-საქართველოში ვარ, მისამართს მოგწერ და გელოდები.
-მოვდივარ. ტელეფონი გათიშა და ჩანთიდან რაღაც შეხვეული ამოიღო და შმაგის გადასცა.
-ეს კარზე გააკეთე. შმაგიმ ნივთი გამოართვა და გახსნა, ყველამ წაიკითხა ,,კომისარი ცოტნე ნადარეიშვილი.'' ისევ შეათვალიერა ყველა ჩანთა აიღო და უხმოდ გავიდა, მხოლოდ კართან მისულმა შებრუნდა და თქვს.
-დავრუნდები აქ ყველაფერი ახალი დამხვდეს. სიბრაზე ნელა ნელა ედებოდა მთლიან სხეულს და თავის გაკონტროლება უჭირდა.
-ჩემი მანქანა მომიყვანეთ. უთხრა ერთ ერთ დაცვის თანამშრომელს და დაელოდა, მანქანა მოიყვანეს და კარიც მძღოლმა გაუღო.
-საიდან გამოჩნდი ამდენი წლის შემდეგ ან რას გინდა და ან რას ითხოვ ლევან.
-სად მიგიყვანოთ უფროსო. ცოტნემ მისამართი უთხრა მძღოლს და წავიდა, რამდენიმე წუთში უკვე სასტუმროს წინ იდგა.
-დამელოდე ერთ საათში თუ არ დავბრუნდი მომაკითხე.
-გასაგებია უფროსო. წყნარი ამინდი იყო, მხოლოდ მოულოდნელი სიო თუ შეარხევდა ნაზად ხის ფოთლებს, ცოტნე მტკიცე და გაბედული ნაბიჯებით მიიწევდა წინ.
-გისმენთ, ნომერი დაჯავშნილი გაქვთ?
-მელოდებიან, შეხვედრა მაქვს მეგობართან.
-გასაგებია, მობრძანდით. გაბედულად მივიდა ნომერთან, მაგრამ კართან მისულმა მუხლებში სისუსტე იგრძნო და გაიფიქრა კიდეც უკან დავბრუნდებიო, მაგრამ კარი გაიღო და მის წინ წლების უნახავი მეგობარი იდგა უკვე თმა გათეთრებული და სახეზე წლების სიმტკიცეც რომ დამჩნეოდა.
-მოხვედი, თუმცა არ ველოდი რომ მოხვიდოდი.
-რატომ,რატომ არ უნდა მოვსულიყავი და რატომ უნდა ამერიდებინა თავი ამ შეხვედრაზე?
-დარწმუნებული ვარ უცნაურად მოგეჩვენა ჩემი ზარი ამდენი წლის შემდეგ და მით უფრო შეხვედრა.
-ვაღიარებ რომ იყო დიდი სიურპრიზი, რა მოხდა ლევან პრობლემები გვაქვს?
-ყველას გვაქვს პრობლემები და ვფიქრობ ცხოვრება არც არაფერი არის პრობლემების გარეშე, როგორ ხარ მეგობარო რას საქმიანობ, კლასიკურად გამოწყობილი ხარ და ვფიქრობ კარგი სამსახურით სარგებლობ.
-დღეს ჩემი პირველი დღეა ჩემს ახალ თანამდებობაზე, კომისრად დამნიშნეს, დროებით, მაგრამ ამ ადგილის დათმობას არ ვაპირებ.
-შენ კომისარი ხარ? ლევანიმ გულიანად გაიცინა, მაგრამ ცოტნეს სერიოზული სახეს რომ შეხედა, შეწყვიტა სიცილი და უფრო დარწმუნებულმა კითხა.
-სერიოზულად მეუბნები ცოტნე.
-სერიოზულად.
-გასაგებია, მაგრამ მაინტერესებს სახელი და გვარი რატომ შეიცვალე, დედის გვარზე გადასულხარ, მაგრამ გოგა ნებურიაც კარგად ჟღერდა ერთ დროს, ახლა კი ცოტნე ხარ ნადარეიშვილი.
-გოგა ნებურია აღარ არსებობს ლევან და გთხოვ შენც დაივიწყო.
-ვხედავ გინდა წარსული შეცვალო, მაგრამ ზოგი რამ არ იცვლება, უბრალოდ ვერ შეცვლი წარსულს.
-არც ვცვლი, არ მინდა გავიხსენო.
-მართალი ხარ, არ გინდა გაიხსენო და ვფიქრობ სახელი და გვარის გამოცვლით წაიშლება ის რაც გამოვიარეთ? ეს ნახე, აბა გაიხსენე ამ დროს რამდენი წლის ვართ და რა საქმეებს ვაკეთებდით.
-ლევან მოდი პირდაპირ მითხარი რა გინდა.
-ამ ფოტოზე ჩვენ ყველა ერთად ვართ, დააკვირდი მე, შენ, რომა გეგეშიძე, ვალერი გაბისკირია, პავლე კოხრეიძე, თეიმურაზ ლატარია, მამუკა სეფიშვილი, დავით კანდელაკი და სულ 8 ვიყავით. ჩვენ ერთნი ვიყავით ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობდით, ვიცოდით ძმობა და ვიცოდით მეგობრობა, ერთმანეთის ტკივილი გვტკიოდა და ერთმანეთის სიხარული გვიხაროდა. მეც დავამთავრე უნივერსიტეტი ექიმი გავხდი და თავდაუზოგავად ვმუშაობდი დღე ღამე კი თქვენს გვერდით ვიყავი და ერთად ვაწიოკებდით მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენს შორის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი შენ იყავი, მაგრამ ასევე ყველას დამცველი იყავი და ყველას ფარად გვედექი, მაგრამ როცა დავითი და პავლე გამოგვაკლდა არ მოხვედი, ბოლო წუთამდე გელოდით ბიჭები, მაგრამ არ გამოჩნდი დრო ვერ გამონახე ალბად მაშინ უკვე ცოტნე იყავი და გოგა დავიწყებული გყავდა.
-ლევან......
-ორი გამოგვაკლდა და მე ისინი დღემდე მტკივა, ორივეს ამ ხელებით გაუკეთე ოპერაცია, მაგრამ ვერ შევძელი, ისინი ვერ გადავარჩინე და დავრჩით ხუთნი რომლებიც დღემდე ერთად ვართ და ისევ გვტკივა ერთმანეთის ტკივილი ისე როგორც სიხარული გვიხარია ერთმანეთის. შენ კი თურმე დიდი კაცი ხარ, თანამდებობა გაქვს და დაივიწყე წარსული და ამით დასრულდა ყველაფერი? გოგა ეს ფოტო ბოლო ძარცვის დროს გადაღებულია, როცა ბანკი გავიტანეთ და დავრჩით მილიონების წინ და ეს რეალურად მოხდა, თანხა მიწაში დავმარხეთ და წლების შემდეგ გავიყავით, სწორედ ამის შემდეგ გაიყარა ჩვენი გზები.
-მაშანტაჟებ?
-არა მეგობარო არ გაშანტაჟებ, უბრალოდ მინდა შეგახსენო რომ ჩვენ ერთი ცხოვრებით ვცხოვრობდით და რადგან შენ თავად მიიღე გადაწყვეტილება და ჯგუფიდან გახვედი აღარ თვლი თავს ჩვენი ჯგუფის წევრად, კარგად მომისმინე მინდა რაღაც შეგახსენო. ცოტნეს ფერებმა გადაუარა სახეზე, მაგრამ მაინც გაბედულად შეხედა ლევანს.
-როცა ჩვენ მილიონები გავიყავით და ერთმანეთს დავშორდით ჩვენ შვიდმა მეგობარმა აღმოვაჩინეთ რომ ჩვენ თითოეულ ჩვენგანის წილს აკლდა გარკვეული თანხა და ეს შენ გააკეთე ჩვენ ყველა მოგვტეხე და საერთო თანხას მოაკელი, გაყოფილ თანხას მოაკელი და ეს როგორ მოახერხე არ ვიცი და იდეა არ მაქვს, მაგრამ იმ ღამიდან რაც მახსოვს ჩვენ ყველამ თავის ტკივილით გავიღვიძეთ და შენ კი აორთქლდი, გაქრი იმ ღამიდან. ცოტნემ გულიანად გაიცინა და ლევანს შეხედა, მაგრამ ლევანის გამოხედვაში იმხელა ზიზღი დაინახა თავი გააკონტროლა და გაჩუმდა.
-იცინი, იცინი იმიტომ რომ გაგახსენდა თუმცა ყოველთვის გახსოვდა როგორ გაგვაბითურე 7 მეგობარი და დღემდე იცინი, მაგრამ არ დაფიქრდი რა მოხდებოდა წლების შემდეგ.
-ლევან აქ რისთვის მომიყვანე........
-შეგახსენე ჩვენი ცხოვრება და ახლა კარგად მომისმინე გოგა ხარ თუ ცოტნე თუ ჩემს მოთხოვნას არ შეასრულებ ამ ფოტოს გარდა მე ხელთ მაქვს ვიდეო ჩანაწერები სადაც მხოლოდ შენ, დავითი და პავლე ხართ მილიონებზე დაწოლილი და ყველაფერს ყვებით როგორ გაიტანეთ ბანკი, ის ორი ცოცხალი აღარ არის და შენ, შენ აქ ხარ ახალი თანამდებობა, ახალი კოლექტივი დათმობ ამ ყველაფერს? ხალხი გაიგებს თუ როგორი კანონიერი კომისარი ხარ, მაინტერესებს რაც შენ გაქვს გაკეთებული ვინ უნდა დაიჭირო თავად დასაჭერი ხარ.
-ამას არ გააკეთებ ლევან.
-დააბრუნე თანხა რომელიც აგვართვი თვითეულ ჩვენგანს.
-რას ამბობ, გესმის?
-მესმის, წაღება ადვილი იყო დაბრუნება გიძნელდება?
-ლევან.....
-მათ ობლები დარჩა და დღემდე ჩვენ ვპატრონობთ დავითის და პავლეს ობლებს, შენ სად ხარ გოგა და რა გააკეთე მეგობრებისთვის. ყველაფერს გააკეთებ რაც გითხარი, დრო ჩაირთო და დრო მხოლოდ 24სთ-ი გაქვს.
-ლევან არ გააკეთებ ამას.
-შენ დაგავიწყდა ის ლევანი ვისაც იცნობდი, მოდი ახლა წლების შემდეგ თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი მე ლევან ბიბილური ვარ მისი წარსულით და მისი მომავლით. ცოტნემ სასტუმრო არეული ნაბიჯებით დატოვა და განყოფილებაში გაბრაზებული დაბრუნდა, ყველას ეჩხუბებოდა და ყველაფრით უკმაყოფილო იყო თითქოს თითოეულ მათგანზე უნდოდა ჯავრის ამოეყარა. კაბინეტის კარი შეაღო ჩანთა მოისროლა და დაღლილი ჩაესვენა თავის სავარძელში.
-ვერასოდეს წაიწიე წინ შენი წარსულით გოგა და უნდა შეეგუო დამარცხებას. მონიკამ კარზე დააკაკუნა და შევიდა თუ არა გაბრაზებულმა უთხრა.
-არავინ შემაწუხოს, დღეს არავის არ შევხვდები. მონიკა დაბრუნდა თავის კაბინეტში და შმაგის უთხრა.
-არ მომწონს ეს ადამიანი, ძალიან უხეშია და უტაქტო.
-გეთანხმები უხეში არის, მაგრამ სხვა რა შეამჩნიე.
-ეს ადამიანი თავის თავზე ძალიან შეყვარებულია, ის რაღაც დიდ საიდუმლოს მალავს და ვფიქროს მისი საიდუმლო მისი წარსული ცხოვრება არის...
-მონიკა......
-ჩუმად ვარ, მაგრამ დაიმახსოვრეთ ადრე თუ გვიან სიმართლეს გავიგებთ.
-უნდა გაუძლოთ, მოვითმინოთ და ავიტანოთ მისი უტაქტობა ალექსანდრეს დაბრუნებამდე. ცოტნე სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ფიქრობდა თუ როგორ გადაერჩინა თავი ლევანისგან და როგორ დაემალა წარსულის აჩრდილები. ტელეფონი ამოიღო და ერთ ერთ ნომერზე დარეკა.
-უნდა შეგხვდე.
-მივხვდი, მაგრამ როდის და სად.
-ახლავეს, ძველ ადგილზე სადაც ვხვდებოდით ერთმანეთს. ისევ მოულოდნელად გავიდა განყოფილებიდან და მძღოლს უთხრა.
-დაისვენე დღეს არ მჭირდები თვითონ წავალ.
-გასაგებია უფროსო. წავიდა ერთ ერთ უბრალო ბარში შევიდა, რამდენიმე წუთით დაელოდა და მის უკან მაგიდასთან მჯდარ მამაკაცს რაღაც გადასცა.
-ვინ არის ან სად უნდა ვიპოვო.
-ყველაფერი მანდ დაგიწერე, უნდა შეხვიდე მის ნომერში და იპოვო ჩიპი სადაც ინახება ძველი ჩანაწერები და იქვე სადმე იქნება ასევე ძველი ფოტოც.
-მიცნობ და იცი არ მიყვარს გასაიდუმლოებული საქმეები.
-სწორედ ამ საქმისთვის გიხდი უამრავ თანხას, ეს ავანსი არის საქმეს დაასრულებ და სრულ თანხას მაშინ მიიღებ.
-თავად პიროვნებას რას უპირებ, უნდა მოვკლა?
-ჯერ ეს მომიტანე რაც გთხოვე და თან გაფრთხილება დაუტოვე თუ არ გაჩერდა მაშინ მოვიფიქროთ რას გავაკეთებთ შემდეგში.
-გასაგებია.
-ველოდები სიახლეებს. ცოტნე წავიდა, უცნობმა მისამართი წაიკითხა, შეკვეთა მიიღო და ჩაფიქრდა, მოულოდნელად მის მაგიდასთან გოგონა მივიდა და ხელის ცეცებით სკამი გამოსწია, უცნობმა შეხედა გოგონას და შავი სათვალით მიხვდა რომ ის ბრმა იყო, გოგონამ ჩანთა გახსნა სველი სალფეთქი ამოიღო ჯერ ხელები გაიწმინდა და შემდეგ ახალი სალფეთქით მაგიდა გაასუფთავა, ხელი ყავით სავსე ჭიქას მოხვდა და შეჩერდა.
-აქ ვინმე ზის, უკაცრავად.
-არა უშავს, უკვე მივდიოდი. მამაკაცმა პაკეტი გახსნა 100-იანი კუპიურა ამოიღო მაგიდაზე დადო და ხელის აწევით უხმო სელვიტორს, შემდეგ ისევ გოგონას შეხედა.
-გისმენთ.
-ჩემი ყავის და გოგონასიც გადახდილია, ხურდა დაიტოვეთ.
-ბატონო ეს ბევრია.....
-როცა რამეს გჩუქნიან აიღე ან ჩათვალე რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ. უცნობი წავიდა, გაოცებული უყურებდა მიმტანი მიმავალ უცნობს და გოგონამ უთხრა.
-რა მოხდა, ვერ გავიგე.
-უცნობმა ყავაზე დაგპატიჟათ, თქვენი გადახდილი არის.
-რატომ, მე ხომ მას არც ვიცნობ.
-არც მე ვიცნობ და მოდი როგორც თავად თქვა, უბრალოდ კარგ ხასიათზე იყო. გოგონამ ყავა მიირთვა ტკბილიც აიღო და მადლობის მოხდით დატოვა ბარი, ტაქსი აიყვანა და ფიქრობდა, ტაქსმა მიიყვანა მიცემულ მისამართზე და მარტო დარჩა თუ არა სათვალე მოიხსნა და თქვა.
-ვიცოდი, ვიცოდი რაღაც ბნელ საქმეებს ატრიალებ, სიბნელესთან ხარ დაკავშირებული და ვფიცავ აუცილებლად გავიგებ ვინ ხარ სინამდვილეში, ასე ადვილად ვერ წაბილწავ ალექსანდრეს სუფთა სავარძელს, შენს ყველა ნაბიჯშს დავითვლი ამიერიდან კომისარო. სათვალე გაიკეთ და ტელეფონს უპასუხა.
-გისმენ შმაგი.
-სად ხარ, ასე ჩუმად სად წადი დარწმუნებული ვარ რაღაც ჩაიფიქრე.
-მოვდივარ უკვე აქ ვარ და უნდა ვილაპარაკოთ. მონიკამ შმაგის ყველაფერი უთხრა, შმაგი დაფიქრდა და გადაწყვიტა ბაჩო, საბა და ლუკა ჩართულიყო მათ საქმეში. ბაჩომ მოუსმინა მონიკას და ბიჭებს სათითაოდ დააკვირდა, შემდეგ კი თქვა.
-როგორც მივხვდი შენი თქმით ახალი უფროსი რაღაც ბნელი საქმით არის დაკავებული და ორი სახე აქვს, მაგრამ ეს გზა საშიში და სახიფათო არის.
-უნდა გამოვაშკარავოთ, ბაჩო ეს ადამიანი არ არის სუფთა წარსულით და არც ახლა ცხოვრობს სუფთად.
-მონიკა მართალია, მოდი შიში გვერძე გადავდოთ და ყველამ ვიმოქმედოთ. ყველამ გაინაწილა პოზიციები, რამდენიმე კვირა გავიდა და როგორც იქნა სასიხარულო ზარიც გაისმა მონიკას ტელეფონზე.
-გისმენთ.
-როგორ ხარ ჩემი შვილის ნათლიავ. მონიკა დაიბნა და ფეხზე წამოხტა.
-მე მეკითხები როგორ ვარ, მითხარი შენ როგორ ხარ ალექსანდრე. ალექსანდრეს სახელის გაგონებაზე ყველა ფეხზე წამოდგა და მონიკას მაგიდასთან მივიდნენ.
-უფლის ნებით კარგად ვარ ჯერ ვერ ვირბენ ვერც ფეხბურთს ვითამაშებ, მაგრამ შემიძლია დაუბრუნდე ჩემს სამსახურს და ჩემს სავარძელს რამოდენიმე თვეში.
-უნდა დაბრუნდე, ძალიან მოწყენილობაა უფროსო უთქვენოდ და ჩვენც გვჭირდები.
-მონიკა რამე მოხდა?
-ახალი უფროსი არ მოსწონს. თქვა შმაგიმ და მონიკამ გაბრაზებულმა შეხედა.
-არ მოსწონს თუ არ მოგწონთ, ალბად მიზეზიც არსებობს, მაგრამ არაფერი არ მოიმოქმედოთ.
-ასე მუშაობთ, ეს არის ყველასთვის სანაქებო გუნდი ასე თავგადაკლული მუშაობა იცით? ალექსანდრეს ზარმა ყველა გაახარა და ვერავინმა ვერ გაიგო ცოტნეს შემოსვლა და მონიკამ ტელეფონი მაგიდაზე დადო.
-უფროსმა მოგვიკითხა კომისარო.
-უფროსი აქ მე ვარ ჯერ კიდევ ვერ შეეგუეთ, დღის ბოლოს ველოდები შეჯამებულ გეგმას, ხვალიდან კი დაიყოფით და ცალ ცალკე იმუშავებთ, ეს გუნდი უნდა დაიშალოს. მონიკამ ხელები მომუშტა და ცოტნეს გაბედულად შეხედა რაც ცოტნეს არ მოეწონა.
-ჩვენი გუნდი არ დაიშლება და თუ შეეცდებით ჩვენ ერთმანეთს დაგვაშოროთ პირველი მე დავტოვებ სამსახურს.
-ვაკანსია გამოაკარი და ისე წადი. ცოტნე შებრუნდა, ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და უპასუხა.
-გისმენ ბელა.
-ცოტნე.....
-რა მოხდა, ბელა რატომ ტირი.
-გუშინ, გუშინ გავიდა დაქალთან მივდივარო და დღესაც არ დაბრუნებულა, არც ტელეფონის ზარს არ მპასუხობს.
-ნიაკო სახლში არ არის?
-არ არის და უკვე მეშინია ცოტნე.
-აქამდე რატომ არაფერი არ მითხარი, მოვდივარ. ტელეფონი გათიშა უკან მოიხედა ყველას თვალებში ამოიკითხა დახმარება, მაგრამ მხრები ასწია ორივე ხელები გაშალა და თქვა.
-არაფერი არ ვიცი რა ხდება, მივდივარ. მონიკამ ცოტნეს თვალებში შიში დაინახა და სიბრალული იგრძნო მის მიმართ და უთხრა.
-უფროსო შეგიძლიათ გაგვენდო და ერთად ვიმოქმედოთ.
-შევძლებთ დაგეხმაროთ თუ დაგვთანხმდები უფროსო.უთხრა ბაჩომ და თვალებში ჩახედა ცოტნეს, მაგრამ ცოტნემ ვერაფერი თქვა და თავის კაბინეტში შევიდა.ჩანთა აიღო და უკვე მიდიოდა, რომ ტელეფონს უპასუხა.
-გისმენთ.
-კარგად მომისმინე გოგა რაც წაიღე ჩემი ოთახიდან საღამომდე დააბრუნე თუ იფიქრე რომ მხოლოდ ეს ერთადერთი მქონდა შემორჩენილი ძალიან ცუდად გიფიქრია.
-რა დავაბრუნო ლევან.....
-საღამომდე გოგა სხვაგვარად შენს ქალიშვილს ვერასოდეს ვერ ნახავ და ყველა გაიგებს ვინც ხარ სინამდვილეში. ტელეფონი გულზე მიიდო და თავისივე ხელზე იკბინა, შემდეგ კი გაუბედავად უპასუხა.
-არ გაბედო და ჩემს შვილს არ შეეხო, ყველაფერზე ვარ წამსვლელი ანანოს გამო. არა ნორმალურო ის ხომ ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და ცხოვრება წინ აქვს. ცოტნემ გაბრაზებულმა დატოვა განყოფილება და მძღოლი არ გაიყოლა, დიდი სისწრაფთ მიდიოდა მონიკამ კი ბიჭებს შეხედა და თქვა.
-რაღაც მოხდა...
-თან მნიშვნელოვანი....
-ალექსანდრე, ტელეფონი სად დავდე. მონიკამ ტელეფონი აიღო და ანერვიულებულმა ჩასძახა.
-ალექს აქ ხარ?
-აქ ვარ დამაგდე სიბნელეში, მაგრამ ყველაფერი გავიგონე, გპირდებით რამდენიმე კვირაში დავბრუნდები და საბა შენ გავალებ ახალ კომისარზე მოიძიე ინფორმაცია ვინ არის, მისი ნათესაური და სამეგობრო წრე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დაიწყე მისი სკოლის ასაკიდან და დიდობაში რა ცხოვრებით იცხოვრა, რა წარსულის პიროვნება არის, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთო არავინ არ უნდა გაიგოს გყავს შენ ამის ხალხი რომ ჩუმად იმოქმედო.
-ყველაფერს ისე გავაკეთებ როგრც მითხარი, მართლა დაბრუნდები?
-მართლა დავბრუნდები, მაგრამ მოდი ეს სიურპრიზად დავტოვოთ. ტელეფონი გათიშა მონიკამ და სიხარულისგან შეხტა.
-მოვა, მოვა, დაბრუნდება და ისევ აქ იქნება.ბაჩო იდგა განცალკავებით და ფიქრობდა, შემდეგ კი თქვა.
-მე ის მაინტერესებს ცოტნეს ვინ დაურეკა, რატომ წავიდა და თუ მიიღებს ჩვენგან დახმარებას.
-დაველოდოთ, წინათგრძნობა მაქვს რომ ჩვენს გარდა მას ვერავინ ვერ დაეხმარება, მაგრამ ძალიან ამაყი არის და არ მიიღებს ჩვენგან დახმარებას.
-მე კი დარწმუნებული ვარ მას ეშინია.
-ვისი ჩვენი, ნუ სულელობ.
-ჩვენიც ეშინია და ეშინია არ გავიგოთ ის რასაც ასე გულდასმით მალავს.
-აქ კი ვეთანხმები ლუკას ის რაღაც მნიშვნელოვანს მალავს და საბა ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც გითხრა ალექსანდრემ. ცოტნემ ყველგან დარეკა სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, გაიხსენა დავიწყებული მეგობრებიც, მაგრამ ნიაკოს კვალს ვერსად ვერ მიაგნო. გაბრაზებული შევიდა სახლში და განადგურებულ ტირილისაგან დაცლილ ბელას შეხედა, ვერ შეძლო მასზე გაბრაზება და გულში ჩაიკრა.
-ვხედავ როგორ მდგომარეობაში ხარ, მაგრამ უნდა გითხრა რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იცოდე. ბელამ შეხედა ცოტნეს და უთხრა.
-რაღაც გაიგე, რაღაც იცი და გიჭირს თქმა.
-არა, არა ნიაკოზე ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ გავიგე რომ ლევანი დაბრუნდა, ბელა ლევანი აქ არის. დარწმუნებული ვარ ნიაკო მას ყავს ასე უნდა რომ ჩვენზე უფრო შენზე შური იძიოს და გაგამწაროს.
-შეუძლებელია, ლევანი ამას არ გააკეთებს იმის გამო რომ შური იძიოს, რამე აწყენინე?
-არა, დამირეკა და უბრალოდ ვისაუბრეთ.
-ეს როდის მოხდა, როდის შეხვდი.
-რამდენიმე დღის წინ, არ გითხარი რომ არ გენერვიულა.
-ცოტნე მან სიმართლე არ უნდა გაიგოს, არ უნდა იცოდეს.
-რამე რომ დაუშავოს, მან ხომ არ იცის სინამდვილეში ნიაკო ვინ არის.
-გამოდის უნდა გაიგოს, უნდა უთხრა, მაგრამ როგორ.
-დამშვიდდი ჯერ დავლოდოთ.
-როდემდე დაველოდოთ ცოტნე.
-კიდევ ორი დღე და თუ არაფერი გამომივიდა მაშინ დაურეავ და შეხვედრას ვეტყვი, შეხვდები და შენ ეტყვი სიმართლეს.
-ვერა, ვერ შევძლებ.
-შეძლებ, ანანოს გამო შეძლებ.
-ცოტნე ანანო 18 წლის არის და.......
-ნუ დაივიწყებ ბელა მან ორსული ქალი მიგატოვა სრულიად მარტო და უფულოდ, ყველაფრის გარეშე.
-მახსოვს, ყველაფერი მახსოვს და ეს ტკივილად მაქვს დღემდე გულში დამარხული. ცოტნეს ტელეფონზე ნაცნობი ზარი ისევ გაისმა და არც დაფიქრებულა ისე უპასუხა.
-გისმენ ბიძინა.
-ვიპოვეთ ვისაც ვეძებდით.
-იცის სად არის ანანო?
-ვერაფერი ვათქმევინეთ, მოდი.
-მოვდივარ.
-ვინ იყო რა გითხრა ანანოზე.
-არაფერი არ ვიცი ჯერ, მაგრამ გპირდები ანანოს ვიპოვი და მოვიყვან.
-პოლიციას რატომ არ ურეავ.
-არ არის საჭირო პოლიცია, მე თავად ვიპოვი. ცოტნე წავიდა და რამდენიმე წუთში ნაცნობ ადგილზე მივიდა.
-სად არის, სად გყავთ, თუ გითხრათ რამე.
-უარს ამბობს ჩვენთან თანამშრომლობაზე და წასვლა უნდა.
-წასვლა უნდა და აქ მოსული ასე ადვილად რომ ვერ წავა აქედან ეს უნდა იცოდეს, რომ იცოდეს უნდა აუხსნათ.
-თქვენ არ გითქვიათ რომ ნარკოპტიკით უნდა მევაჭრა, მე არ ვარ ნარკომანი.
-არც ჩვენ ვართ ნარკომანები, ნუ მოიხმარ გაასაღე შენც ჭამე და ჩვენც გვაჭამე.
-არა, არ მინდა ასეთი სამსახური გამიშვით აქედან.
-რა ვქნათ უფროსო.
-შეიყვანეთ იქ და როცა დარწმუნდება, რომ აქედან წასვლა შეუძლებელია გაანთავისუფლეთ და საქმე მიეცით.
-გასაგებია უფროსო, გაიყვანეთ.
-ჩემს გოგოზე ვინ რა იცის ან რა გაიგეთ.
-საღამოს გავიგებთ უფროსო.
-კარგია, მაგრამ იმედი მაქვს კარგი ამბით დასრულდება დღევანდელი დღე.
-პატარა ეჭვი თუ გაქვთ.....
-არ ვიცი, სად ხარ ანანო სად გეძებო რამე ნიშანო მომეცი რომ გიპოვო. ფიქრობდა სად უნდა ეძებნა ანანო, ანანო კი ერთ ბნელ სარდაფში იყო და საშინლად ციოდა სარდაფის კედლებში. ციოდა,სიბნელე იყო ირგვლივ, სიბნელე და მარტოობა უზარმაზარ შიშთან ერთად. ოთახში პატარა ფანჯარა იყო და ისიც სიმაღლეზე, ცას ახედა და მიხვდა შავი ღრუბლებით უკვე ღამდებოდა. არ ახსოვს მერამდენე დღე დაღამდა ამ სიბნელეში და ცრემლი მოერია.წყურვილმა პირი გაუშრო, ადგა და წყლის ბოთლი აიღო ხელში, მაგრამ წყალი აღარ ჰქონდა და კართან მივიდა.
-გამიშვით, რას ელით ჩემგან რა გინდათ.საპასუხოდ მხოლოდ სიჩუმე იყო და ჯიუტად გააგრძელა თავის თავთან საუბარი იცოდა იქ ვიღაც იყო და უსმენდა.
-მამაჩემი კომისარი არის დავიჯერო არ გეშინიათ, რომ ოდესღაც გიპოვით და დაისჯებით.
-მამაშენი ისეთივე კომისარი არის როგორიც მე ვარ, ოდესღაც მასაც იპოვნიან ძველი ცოდვებისთვის შვილო.
-იტყუებით, მამა კეთილი ადამიანი არის ძალიან ბევრს ეხმარება.
-ასაკის მატებასათან ერთად გაკეთილშობილებულა და მიხარია.
-რა გიხარიათ .....
-მამაშენს სამოთხეში შეუნახავენ ადგილს, მაგრამ მეეჭვება მისი ჩადენილი სიბინძურეების შემდეგ სამოთხეში მოხვდეს, მას სამოთხის კართანაც არ მიუშვებენ.
-როგორი ზიზღია თქვენში, ამდენ ზიზღს თქვენი გული როგორ ზიდულობს, მამა გეზიზღებათ სხვაგვარად ასეთი ღვარძლით და შურით არ ილაპარაკებდი. მამაკაცი წამოდგა ირონიულად შეხედა ანანოს და სტვენა სტვენით დატოვა სიბნელე, გარეთ გასულმა ტელეფონი ამოიღო და გადარეკა.
-გისმენ.
-სად არის ლევან ჩემი შვილი.
-გიხაროდეს შენს შვილს ძალიან უყვარხარ, 10სთ-ზე ჩემგან გამოგზავნილს გამოატან იმას რაც წაიღე ჩემგან და ნუ გგონია ის ერთადერთი სტიკერი არის რომელიც მაქვს, მაგრამ სტიკერს არ დამიბრუნებ და შენს ბინძურ სახეს პოლიციას გადავცემ.
-პოლიციასთან თანამშრომლობ?
-გაგიკვირდა, მაგრამ ჩემთვის უკვე ცხოვრება სულერთია, მე რამდენიმე თვის სიცოცხლე დამრჩა შენ კი დაემშვიდობე შენს შექმნილ კარიერას რომელსაც იყენებ შენი საქმეებისთვის, შენს საყვარელ ადამიანებს და შენს ერთადერთ ქალიშვილს. ცოტნე მიხვდა რომ ჩიხში მოიმწყვდია ის ლევანიმ და ბოლო გაბრძოლებაღა დარჩა ანანოს დასაბრუნებლად.
-ბელას შენთან მნიშვნელოვანი საქმე აქვს, რაღაც უნდა რომ გითხრას.
-ბელას, საინტერესოა 18 წელი გავიდა მას შემდეგ და რა უნდა მითრას, რა არის ეს მნიშვნელოვანი შენ მითხარი.
-თავად შეგხვდება და გეტყვის, რამდენიმე წუთში დაგირეკავ. ტელეფონი გათიშა და იქვე მდგარ რომას შეხედა, რომამ კი დაეჭვებით კითხა ლევანს.
-დარწმუნებული ხარ რომ გადაიხდის?
-გადაიხდის, დარწმუნებული ვარ ყველას დააბრუნებს.
-ჩამოგვშორდა, დაიკარგა რამდენიმე წელი და ეს რისი ნიშანი არის შენც კარგად იცი და ჩემგან არ გესწავლება ლევან.
-დაველოდოთ.
-თუ ტყუილი აღმოჩნდა ლოდინი?
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს ის როგორი მშიშარა არის.
-გოგა მშიშარა, შენ ძალიან სცდები მეგობარო.
-არ ვცდები და ვიცი მისი ერთადერთი ქალიშვილისთვის ყველაფერზე არის წამსვლელი ეს ერთი და მეორე ის არის რომ წარმოდგენა არ გაქვს სადამდე მიაღწია და რა თანამდებობა უკავია.
-ლევან მე და შენ ერთი და იგივე ადამიანზე ვლაპარაკობთ?
-ერთი და იგივე ადამიანის განადგურებისთვის ვართ აქ მეც და შენც და თუ არ შეასრულებს რასაც ვითხოვ მას მისივე ბნელი წარსული ჩაძირავს.
-ეს როგორ უნდა გავიგო, იქნებ გასაგებად ამიხსნა.
-კომისარი გახდა ჩვენი ბიჭი და ხომ წარმოგიდგენია ვინმემ მასზე რომ იყნოსოს და ძველი წარსული ამოქექოს თუ რა საქმეებს ატრიალებდა რამდენიმე წლის წინ ვერავინ ვერ უშველის მას და მეც მიცნობ ასევე ჩემს პრინციპებს თუ რამე ჩავიფიქრე ვერავინ ვერ შეძლებს შემაჩეროს. მე იმას ვითხოვ რაც ჩემია, სასჯელზე მერე ვიზრუნებ თუ როგორ დავსაჯო.
-ვფიქრობდი მე ვიცნობდი გოგას ყველაზე კარგად, მაგრამ საერთოდ არ მცნობია ეს პიროვნება.
-დაველოდოთ, იმედი ბოლოს კვდება მეგობარო.
-დაველოდოთ ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს. რამდენიმე წუთი სიჩუმე იყო, ორივე ფიქრობდა და ტელეფონის მუსიკის ხმამ ორივე შეაშინა.
-ღირდა ლოდინად თუ იმ პასუხს მივიღებ რაც მე მინდა. ტელეფონი აიღო და უპასუხა.
-გისმენთ.
-შეხვედრა გვინდა.
-გინდათ?
-ორივეს გვინდა შეგხვდეთ და დაგელაპარაკოთ.
-ვერ გავიგე, გოგა მაშაყირებ?
-არა, მეც და ბელასაც შეხვედრა გვინდა.
-ბელას რა საქმე აქვს ჩვენს საქმესთან, გინდა თავი დაიძვრინო?
-დამიჯერე, ლევან უნდა შევხვდეთ რადგან ეს შეხვედრა შეცვლის შენს ცხოვრებას.
-არ ვიცი რა ჩაიფიქრე, მაგრამ შეგხვდებით მომწერე როდის და სად.
-ახლავეს, სასტუმროში სადაც პირველად.
-მოვდივარ.
-ბელა დაგხვდება მე მოგვიანებით მოვალ.
-მე ბელასთან საქმე არ მაქვს გოგა და საქმე ნუ გადაგაქვს სხვა რაღაცეებზე, ამ თანხის გადახდა რაც არ უნდა მოხდეს არ აგცდება. ტელეფონი გათიშა და გაოცებულმა შეხედა რომას.
-რა უნდა მითხრას ბელამ ამდენი წლის შემდეგ, ვერ ვხვდები.
-უცნაურია, მაგრამ წადი და შეხვდი. ლევან ვიცი რთულია მასთან შეხვედრა, მაგრამ მოუსმინე იქნებ რა აქვს სათქმელი. ლევანი ერთ საათში შეხვედრის ადგილზე იყო, კართან მივიდა და ხელი ასწია, მაგრამ კარი ღიად იყო და შეაღო. ფანჯარასთან იდგა ბელა და გული შეუტოკდა, მაგრამ წარსულმა შეახსენა თავი და წლებისგან დაგროვილი სიბრაზე უფრო ძლიერი იყო მასში. დაიმორჩილა სხეული, თავიც მოთოკა და უხმოდ თავის დაქნევით მიესალმა, თითქოს მის წინ სრულიად უცხო და უცნობი ქალი იდგა.
-არ ველოდი ასეთ შეხვედრას წლების შემდეგ.
-რას ელოდი, ელოდი გულის ფრიალით მოვიდოდი გულში ჩაგიკრავდი და შუბლზეც გაკოცებდი?
-წლები გავიდა, მაგრამ სიბრაზე ისევ შენში ბობოქრობს.
-რა ნახე მასში ჩემზე უკეთესი, რით მოიხიბლე რომ ერთ ღამეში დამივიწყე და დაივიწყე ის რაც ერთად გავიარეთ.
-დამიჯერე უკეთესი ვერაფერი ვერ ვნახე, მაგრამ ის იმ დროს დამიდგა გვერდით როცა ძალიან მიჭირდებოდა გამხნევება.
-შენ გჭირდებოდა გვერდში დგომა, გამხნევება და მე სად ვიყავი იმ დროს?
-სად იყავი შენ, შენ ყოველთვის გიზიდავდა არეული ცხოვრება. შენი გაუჩინარება, შენი დუმილი, უპასუხო ზარები და ვერც კი ხვდებოდი ეს ყველაფერი ჩემთვის რაოდენ მტკივნეული იყო.
-გასაგებია და ამიტომ დასთანხმდი ცოლობაზე ჩემს საუკეთესო მეგობარს, იყო კი ის ჩემი საუკეთესო მეგობარი როცა ჩემს საცოლეს, ჩემს საყვარელ ქალს ცოლობა სთხოვა. იცი, შენი ქმარი წავიყვანე და მისი მოწონებით ვიყიდე შენთვის ბეჭედი, იმ საღამოს ყველამ იცოდა რომ შენთვის ხელი უნდა მეთხოვა, მაგრამ დავაგვიანე შენ უკვე მისი კანონიერი ცოლი იყავი.
-შენი აქ მოსვლის თემა ეს არ ყოფილა, ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი თემა უნდა განვიხილოთ.
-გისმენ, ბევრი დრო არ მაქვს და თქვი რისი თქმაც გინდა, რა არის ეს მნიშვნელოვანი.
-ანა არის სალაპარაკო თემა.
-რა თქმა უნდა, მაგრამ შენთან არ განვიხილავ ამ თემას.
-ანა უნდა გაანთავისუფლო ლევან.
-იდეა ქმარმა მოგაწოდა წამოსვლამდე თუ გზაში მოიფიქრე, გამოგიშვა და კურდღელივით დაიმალა თავად.
-ლევან მომისმინე.....
-ამ თემაზე შენთან არ ვილაპარაებ ბელა. თქვა ლევანიმ და წასასვლელად შებრუნდა.
-ანა ჩვენი შვილია, ჩემი და შენი შვილი. ლევანი გაშეშდა, შებრუნდა და ბელას უყურებდა და სიბრაზე მორეულმა მაგიდაზე მუჭი დაარტყა.
-რას მეუბნები, ბელა აზროვნებ კარგად და ხვდები რას მეუბნები?
-ვიცი ახლა როგორ მდგომარეობაში ხარ, მაგრამ ეს სიმართლე არის, ანა ჩვენი შვილი არის.
-ახლა მეუბნები რომ შვილი მყავს, შენ გესმის რას მეუბნები და ეს თუ სიმართლე არის, ეს არა ადამიანი 18 წელია ჩემი შვილის გვერდით ცხოვრობს და მეუბნები ჩუმად ვიყო?
-ლევან მომისმინე....... ლევანი ჩაწითლებული თვალებით მიაჩერდა ბელას და უყვირა.
-რატომ მოგისმინო, რა უნდა მითხრა ბელა ისეთი რომ შენზე აზრი შევიცვალო, შენ ჩემთვის აღარ არსებობ როგორც ქალი. იქნებ ფიქრობდი ამდენი წლიანი პაუზის შემდეგ ისევ სიყვარულით ანთებული მოვიდოდი შენამდე, არა ბელა დასრულდა სიყვარული რაც იყო ჩემს გულში და ის პატარა ბიჭი აღარ ვარ. აირჩიე ჩემი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვს შენი ცოტნე თუ გოგა რას წარმოადგენს, არასოდეს გიფიქრია რატომ შეიცვალა სახელი? გიკითხია საიდან აქვს ამდენი ფული?
-ის დიდ თანამდებობაზე დანიშნეს და არც მიკვირს თუ უფრო მეტი ხელფასი აქვს.
-მართალი ხარ მუშაობს და სუფთა ხელფასით ცხოვრობს, მაგრამ თუ გგონია რომ მუშაობს დღე და ღამე გადაბმულად და ოფლს თავისივე ხელით იწმინდავს ძალიან სცდები. ის ნარკო მოვაჭრე არის უამრავი ადამიანის სიცოცხლე დევს მის სინდისზე და ამიტომაც ჭირდება მისი თანამდებობა რომ მისი ბინძური საქმეები დამალოს, შენ კი თვალებს გიხვევს ულამაზესი თაიგულებით და სამკაულებით, სხვა არც არასოდეს არ გაინტერესებდა არაფერი.
-თაიგულებს შენც მჩუქნიდი ლევან......
-გჩუქნიდი, შენი ყურადღების მისაქცევად ნემსის ყუნწში ვძვრებოდი და დაგიმისე, ჩემი გახდი. გჩუქნიდი, თაიგულებს გჩუქნიდი სახლში ავადმყოფი დედა წამალს ელოდა შენ კი უკეთესი და უკეთესი გინდოდა უფრო ძვირიანი და ღირებული, ამიტომ არასოდეს მყოფნიდა ჩემი გამომუშავებული თანხა და დავადექი ბნელ გზას, გესმის შენს გამო გავაკეთე იძულებული ვიყავი და შენ, შენ რამ გაგხადა იძულებული ცოტნეს დასთანხმებოდი ცოლობაზე.
-გშურს რომ ბედნიერი ვარ ლევან.
-ბედნიერი ხარ? ლევანი ბელას მიუახლოვდა, თვალებში ჩააშტერდა და უთხრა.
-შენს თვალებში სხვაგვარად მაქვს დანახული ბედნიერების სხივი, ახლა კი შენი თვალები ჩამქრალი და არაფლისმთქმელია. ბელამ გვერძე გაიხედა, ცრემლი რომელიც მის თვალებში გაბრწყინდა არ უნდოდა ლევანს დაენახა, ესეც რომ არა გაიხსენა რატომ დასთანხმდა ცოტნეს ცოლობაზე და გვიან მიხვდა ტყუილის მსხვერპლი რომ გახდა.
-,,სერიოზული პრობლემის წინ აღმოჩნდი, შესაძლებელია გულის გადანერგვა დაგჭირდეს და ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
-ექიმო გააკეთე რაც უნდა გაკეთდესს, ყველაფერი იღონეთ და ბელა და შვილი გადამირჩინოთ. თანხას გადავიხდი, ყველა ხარჯს მე დავფარავ.
-ლევანი, სად ხარ ლევან მჭირდები.
-ლევანი არ მოვა, გაიგო რომ ორსულად ხარ და არ მოვა.
-მოვა, ლევანი არ მიმატოვებს.
-გგონია სრულ თანხას გადაიხდის და სიცოცხლეს გაჩუქებს ან შენ და ან პატარას?''
-გვიან, ძალიან გვიან გავიგე რომ ეს ცოტნეს დადგმული სცენარი იყო, მაგრამ მოხდა ის რაც მას უნდოდა.
-ბოლოს რომ შემხვდი რატომ მაშინ არ მითხარი ბავშვის შესახებ, უკვე გოგას ცოლი გერქვა, მაგრამ სიმართლე გეთქვა, რა იფიქრე არ დაგიჯერებდი ან ბავშვს არ მივიღებდი?
-ვერ შევძელი მაშინ მეთქვა, მაგრამ მოვედი, შენს სახლთან მოვედი და ყოველ დღე მოვდიოდი რომ მენახე, შენთვის შემეხედა, მაგრამ ვერ გიპოვე ლევან. მაშინაც მოვედი როცა ჩვენი ანანო დაიბადა, ჩვენი შვილი, მაგრამ ვერც მაშინ გნახე. მე კი გელოდი, გელოდი როგორც ქუჩაში მდგარი მათხოვარი, შენი ხილვის და შენი სიყვარულის მათხოვარი გავხდი ლევან.
-გვიანი იყო შენი მცდელობა ბელა მე წასული ვიყავი და დისერტაციას ვიცავდი.
-გვიან იყო, მე შევცდი და ვაღიარებ ჩემს შეცდომას ცხოვრება ჯოჯოხეთად ვიქციე, ვცხოვრობ ადამიანთან ვინც არ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია. მე შევცდი მივენდე უფალს თუმცა შენს პოვნას მაინც ვცდილობდი და ვოცნებობდი შენთან შეხვედრას რომ მეთქვა ჩვენს შვილს შენი თვალები აქვსმეთქი. მე აქ ვარ ლევან რაც გინდა ის მითხარი, რაც გინდა ის გააკეთე, მიყვირე, გამლანძღე, ხელიც გამარტყი რაც გინდა მე ყველაფრისთვის და ყველანაირი სასჯელისთვის მზად ვარ, მხოლოდ ჩემი შვილი, ჩვენი ანა დამიბრუნე. კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა გაოგონა ორივემ, მაგრამ არცერთი არ განძრეულა და თვალებჩაწითლებულმა შეხედა ნომერში შემოსულ ცოტნეს, ცოტნემ ორივე შეათვალიერა და ლევანიმ ირონიულად უთხრა.
-შეგეძლო დაუკაკუნებლდ შემოსულიყავი, სხვის ქალებს მე არ ვეხები, არაკაცურად არასდროს მოვქცეულვარ არავის წინაშე.
-შეგეშინდა თუ მთვრალი ხარ.
-შემეშინდა და ვისი, შენი? შენი არადროს შემეშინდება ახლა კომისარი ხარ თუნდაც პროკურორი გახდე და სიმთვრალე არ მჭირდება როცა შენისთანა მატლებს უნდა შევხვდე გოგა.
-უკეთესია თუ სიტყვებს დაუკვირდები წარმატებული ქირურგი ხარ და ყველგან ყველა გიცნობს, მაგრამ თუ ჩუმად ვარ და არ გპასუხობ ისევ ჩვენი მეგობრობის ხათრით, მხოლოდ საზღვრებს ნუ გასცდები და ნურც ჩემს მოთმინებას გამოცდი, კარგს გააკეთებ თუ პირს მოკეტავ.
-თუ საზღვრებს გავცდი რას მიზამ, დამიჭერ?
-კარგია თუ თავს გავაკონტროლებთ, სულ ეს არის.
-გოგა იქნებ ელოდები ჩემი აქ მოსვლით ბოდიშიც მოგიხადოთ ორივეს.
-ლევან......
-გავიგე შენ გადაგირჩენია ბელა გული გადაუნერგე და თანხაც შენ გადაიხადე ის თანხა იყო მეგობრებს რომ მოპარე, მაგრამ ბელას გულის პრობლემა არ ჰქონდა ასე რომ არც გული გადაგინერგავთ. რატომ გაჩუმდი, არაფერი გაქვს სათქმელი? თქვი, მითხარი რომ ზიზღი რომელიც ჩემს მიმართ გქონდა ბელას წართმევით მატკინე, მაგრამ შენ ბელა არასოდეს გყვარებია არც ახლა გიყვარს, მხოლოდ გინდოდა ჩემგან წაგეყვანა.
-გაჩუმდი....
-შენ გშურდა ჩემი რადგან ქალებში არასოდეს გიმართლებდა, შენ ფული გქონდა და მეგობრებიც ფულით გყავდა ნაყიდი ჩვენი ბიჭების გარდა. გოგა ფულით ყველაფერს იყიდი, მხოლოდ სიყვარულს ვერ იყიდი ეს გრძნობა არ იყიდება. გული რომელიც მე ამომგლიჯე და დამაშორე დღემდე ჩემს გამო ფეთქავს და ცოცხლობს, შენი ადგილი მის გულში არასოდეს არ ყოფილა.
-ლევან გაჩუმდი.....
-გავჩუმდი, სათქმელი აღარაფერი არის ჩვენს შორის. მშვიდობით ბედნიერო ოჯახო, მაგრამ თუ გგონია თავი დაიძვრინე იმიტომ დღეს რაც გავიგე აქაც შეცდომა დაუშვი, გითხარი ის სტიკერი ერთადერთი არ იყო, გეთქვა და მოგცემდი მოპარვა აღარ დაგჭირდება დაგიტოვებ და უყურე, დატკბი შენი ახალგაზრდობით როგორ ქურდობდი, როგორ კლავდი. სტიკერი მაგიდაზე დატოვა საბოლოოდ შეხედა განადგურებულ ბელას და წავიდა.ცოტნემ ბელას მიუბრუნდა და უთხრა.
-იმედია არ დაიჯერე რაც თქვა ბოლოს.
-ეს რა არის რაც ლევანიმ დატოვა.
-ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება.
-ცოტნე ვინ ხარ.
-ეს კითხვა არ უნდა დაგესვა საკუთარი ქმარისთვის და რადგან მკითხე მე სხვანაირად გეტყვი, ვგრძნობ რომ ნელა ნელა იმსხვრევა ის რაც 18 წელი ვაშენებ და ვქმნით ბელა.
-ერთად ვქმნიდით, ყოველთვის ბედნიერი ქალის როლს ვთამაშობდი, მომბეზრდა და დავიღალე, არ ვიცი თუ ხვდები, მაგრამ მე ღიმილიც აღარ შემიძლია. თვეობით ხარ წასული, დაბრუნებულს მინდა არ მინდა ღიმილით უნდა შეგხვდე.
-ბოლო წლებში ბევრი უსიამოვნება მოხდა, გეთანხმები და მე ვცდილობ შევინარჩუნოთ ერთმანეთი, შენ?
-მე, მე მთელი 18 წელია ვცდილობ შემამჩნიო ცოტნე.
-როგორც ყოველთვის ახლაც უმაყოფილო სახით დგეხარ ჩემს წინ, გითხარი ანანო დაბრუნდებამეთქი და დაბრუნდება, მე ჩემი სიტყვა შევასრულე ბელა. ბელა ზურგშექცევით იდგა და ცოტნეს არც დანახვა უნდოდა და აღარც ხმის გაგონება, ცოტნე კი ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
-ჩაფიქრდი, მითხარი რას ფიქრობ.
-გულახდილად გინდა გითხრა რასაც ახლა ვფიქრობ?
-რა თქმა უნდა, დღეს ყველაფერი გულახდილად უნდა ვთქვათ.
-მაშინ გეტყვი რას ვფიქრობ, დღეს თვალი ამეხილა აქამდე ბრმა ვიყავი და დავფიქრდი, ღირს თუ არა გავაგრძელო ერთად თანაცხოვრება.
-რა გაკლია, ბელა რას ეძებ.
-რას უნდა ვეძებდე წლებია ცოტნე თუ არა ქალურ ბედნიერებას რაც არასოდეს არ მქონია და არ მიგრძვნია 18 წელია, შენთან ყოფნის ეს წლები ცარიელი წლებია, ეს წლები შენს გვერდით გატარებული სიყვარულის, ერთგულების და პატივისცემის გარეშე. მიდიხარ, იკარგები და თვეების შემდეგ ბრუნდები თაიგულით ხელში და ფიქრობ რომ მხოლოდ ეს საკმარისი არის ქალის გასაბედნიერებლად.
-მე არასოდეს შემიზღუდიხარ, გქონდა ის რაც გინდოდა და აკეთებდი იმას რაც მოგწონდა.
-მიუხედავად იმისა ვერ შეგიყვარე ყოველთვის მქონდა შენი პატივისცემა, მე არასოდეს არ მქონია სურვილი მყოლოდა მეორე ოჯახი. უნივერსიტეტი დავამთავრე შენ სახლში დამაჯინე და იშვიათად გავდივარ საზოგადოებაში, შენ კი თვეობით იკარგები და მეუბნები საქმეებში იხრჩობი და ამ დროს შენს ცოლთან და შვილთან ხარ.
-რას ამბო...........
-მე ყველაფერი ვიცი, არ უარყო დიდი ხანია ვიცი რომ მეორე ოჯახი გყავს.
-ვინ გითხრა, როგორ გაიგე.
-ეს არის შენი სათქმელი, სხვა არაფერს მეტყვი?
-ვინ გითხრა უნდა ვიცოდე ბელა.
-აქვს ამას მნიშვნელობა როგორ გავიგე?
-ჩემთვის აქვს მნიშვნელობა და უფრო მნიშვნელოვანია ის რომ მისი გამოჩენით ჩვენი მშვიდი ცხოვრება აირია, მას ჩვენი დაშორება უნდა და როგორც ვხედავ მიზანსაც მიაღწევს. ცოტნე წავიდა, ბელამ დარწმუნდა რომ მარტო იყო და ხმით ატირდა. ტიროდა წარსულს და ტიროდა საყვარელი ადამიანის გარეშე გასულ ცარიელ წლებს.დღეებმა თვე შეავსეს, თვეებმა წლები. გაზაფხულს ზაფხული ცვლიდა, შემოდგომას ზამთარი და 18 წელი გავიდა. წლები როგორც მდინარე მიდის და მიედინება, ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ სიყვარული დარჩა მხოლოდ უცვლელი გულში. ტიროდა, გულიც ტიროდა დაკარგულ სიყვარულს. ტიროდა დაშვებულ შეცდომას და ამ შეცდომისთვის მწარედ გადახდილ წლებს. ლევანი სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და სიბრაზითაც ვერ ბრაზდებოდა, რადგან მან ვერ შეძლო გაექრო მისი ხედვიდან ბელას ჩამქრალი და უსიცოცხლო თვალები.
-არ გადაამოწმებ და ასე ბრმად ენდობი მათ ნათქვამს?
-ბელა არ ტყუოდა, თვალებში მიყურებდა და შვილის დაბრუნებას მთხოვდა. მამა ვარ, რომა მე 17 წელია მამა ვარ და ეს დღეს გავიგე.
-მოსალოდნელი იყო გოგა რაღაცას მოიფიქრებდა და თავს აარიდებდა იმ თანხის გადახდას. ბავშვი გამოიყენა და ეს კოზირიც მის სასარგებლოდ შემოატრიალა.
-გადაიხდის, სტიკერი დაუტოვე და იცის ის რაც მომპარა მხოლოდ ის არ მქონია, ამიტომ გადაიხდის და თუ არ გადაიხდის ერთ დღეს წააგებს და იმ ერთ დღეს გადაიხდის ყველაფრისთვის, გპირდები ეს ასე იქნება.
-უნდა ვიპოვოთ ისეთი რამ რაც მას შეაჩერებს, მაგრამ რა ამაზე უნდა ვიფიქროთ.
-რომა სასტუმროში მოიყვანე გოგონა.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ.
-სიმართლეს არ ეტყვი?
-ვეტყვი, მაგრამ ჯერ გავიცნობ. ლევანი წავიდა და რამდენიმე წუთში სასტუმროში მიიყვანეს შეშინებული ანანო.
-აქ რატომ მომიყვანეთ, ჩემგან რა გინდათ.
-აქ არავინ შეგაწუხებს, თავი მოიწესრიგე და უნდა ვილაპარაკოთ. ანანო გაოცებული უყურებდა მისთვის უცნობ მამაკაცს და მის პირის-პირ დადგა.
-გისმენთ, მინდა სათქმელი ახლავეს მითხრათ.
-ძალიან უცნაურია მოულოდნელად შენს ცხოვრებაში უცხო მამაკაცის გამოჩენა, მაგრამ არც იცი და არც წარმოდგენა გაქვს როგორი ძალიან ახლობელია ის უცნობი შენთვის.
-რას ამბობთ, ვერაფერი ვერ გავიგე.
-ვერ გაიგებ შვილო რადგან იდეა არ გაქვს რა ხდება შენს ცხოვრებაში.
-ჰოდა მითხარით რის თქმას ცდილობთ. ლევანიმ სიგარეტს მოუკიდა და ანანოს თვალებში უყურებდა.
-არასოდეს ვეწეოდი, სიგარეტის სუნსაც ვერ ვიტანდი მაგრამ ერთ დღეს გადატრიალდა და შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ვსვამდი მხოლოდ ყავას, ვეწეოდი და სხვა არავინ არსებობდა ჩემთვის, მხოლოდ სიგარეტი და ყავა. მიყვარდა, სიგიჟემდე მიყვარდა და მის გამო შემეძლო სიცოცხლე დამეთმო და სიგიჟის ზღვარზე ვიყავი როცა მოულოდნელად ჩემს მკლვებში გული წაუვიდა, მალე მოვიდა გონს და მითხრა რომ იმ დილით საუზმე არ მიუღია და ამიტომ წაუვიდა გული......
-რატომ არ დაქორწინდით.....
-როცა მასთან მივდიოდი ბეჭედი უნდა მიმეცა და სამუდამოდ ჩემი გამხდარიყო ის სხვისი გახდა.....
-ვინ არის ის სხვა......
-მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ, ახლა დაისვენე. ლევანი წამოდგა და კარებისკენ წავიდა, ანანო წინ გადაუდგა და უთხრა.
-გიყვარს დღესაც?
-დღემდე მიყვარს, მაგრამ ის სხვისია ჩემი აღარ არის და აზრიც აღარ აქვს ფიქრს. ლევანი გავიდა, ანანო ფიქრობდა და ეჭვად მიხვდა, მაგრამ უნდა დაემტკიცებინა მისი ეჭვები და სასწრაფოდ მოითხოვა სახლში დაბრუნება.
-უთხარი სიმართლე, გაიგო რომ მისი მამა ხარ?
-ზოგადად უთარი, სხვას დედამისი ეტყვის მე კი როგორმე დროს გამოვნახავ დავუახლოვდები და გავიცნობ ახლოს.
-ძალიან შეცვლილია გოგა და ამას არ ველოდი.
-ახლა არ შეცვლილა ის ყოველთვის ასეთი იყო, ყოველთვის ცდილობდა თავის წარმოჩენას, რომ ის ჩემზე მეტი იყო, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს მოგვერდოს როდის გაუკეთებ, ისეთ დროს შევარჩევ თავად რომ გაგიკვირდეს, მაგრამ ჩვენი შეხვედრა იქნება მეორედ და საბოლოოდ.
-რა ჩაიფიქრე, შეიძლება ვიცოდე?
-ყველაფერს გაიგებ როცა დრო მოვა, მე მამასთან წავალ ეს დღეები არ შემივლია, შენ გოგო წაიყვანე და ბინასთან ახლოს ჩამოსვი, რომა უადგილო ადგილას არ დატოვო. ლევანი წავიდა, ფიქრობდა როგორ მიდგომოდა ცოტნეს არც ის უნდოდა სიბრაზის გამო საღად აზროვნება დაეკარგა და მხოლოდ შურისძიებაზე ეფიქრა.
-არა, არა, არა არა შემიძლია სიძულვილი, ჩემს შვილს გავიცნობ და დავიბრუნებ, გაიგებს რა არა კაციც არის ცოტნე და მე მას აუცილებლად დავიბრუნებ. მანქანა პარკინგზე დააყენა და ჩანთით ხელში შევიდა ბინაში კარს გასაღები მოარგო, მაგრამ კარი გაიღო და ღიმილით შეეგება მარინა.
-როგორ ხარ მარი მამა სად არის, ისვენებს?
-თავის ოთახშია, გუშინ გელოდა და რომ არ მოდი გაბრაზდა დღეს საერთოდ არ გამოსულა, სადილზეც უარი მითხრა.
-კარგია, გაამზადე სადილი და ერთად ვისადილებთ. ლევანიმ მამას საძინებელთან მივიდა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-მარინა არ გამოვალ არ ვისადილებ, არ მინდა.
-მამა მე ვარ, დღეს ერთად ვისადილოთ მე და შენ.
-ლევან გუშინ რატომ არ მოდი, დაგაგვიანდა.
-გაწყენინე გუშინ რომ ვერ მოვედი და ამიტომ არ გინდა ისადილო და ასე დამსაჯო? მე ხომ ვმუშაობ მამა და ყოველთვის ვერ ვახერხებ მოსვლას, დღეს შედარებით თავისუფალი დღე მაქვს და მოვედი. კარი გაიღო და მოხუცი ლევანს უყურებდა, ხელი მოკიდა და თვალებში ჩახედა.
-რა მოხდა, შეცვლილი სახე გაქვს ნანერვიულები და არა მუშაობით გადაღლილი, ყველაფერი მითხარი რა შეგემთხვა.
-შენ რატომ ხარ უხასიათოდ, მარინას რატომ აწვალებ ის ხომ შენს გამო ჩერდება აქ მარტო.
-ლევან თავს ვერ ვგრძნობ კარგად და მინდა ანდერძი დავტოვო შვილო.
-ანდერძი, რად გინდა ანდერძი კიდევ გყავს შვილი სადმე ჩემს გარდა და მე არ ვიცი?
-ლევან.......
-მამა........
-ნუ სულელობ, წლები ძალიან სწრაფად გადის და უკვდავი არ ვარ, მეც სხვებივით მოკვდავი ვარ, ერთ დილას ვერ გავიღვიძებ და მაღლა ვიქნები უფალთან ასული და ამიტომ ისე მინდა დავტოვო ყველაფერი როგორც მე მინდა.
-ხასიათს გამოგიკეთებ და გამოგაჯამრთელებ ახლა ისეთ რამეს გეტყვი.
-მივხვდი რომ რაღაც მოხდა, შენ ეს დღეები სანერვიულო შეგხვდა და ამიტომ არ მოდი.
-მამა შენს შვილს 17 წლის ქალიშვილი ყავს. მოხუცმა ლევანს გაოცებულმა შეხედა, სათვალე კარგად მოირგო თვალზე და ენის ბორძიკით კითხა.
-ვ, ვ, ვერ გავიგე, გაიმეორე რა თქვი?
-მამა შვილიშვილი გყავს, 17 წლის გოგონა.
-რას მეუბნები ლევან და სად არის.
-მეც შენსავით გავშეშდი ადგილზე, მამა ძალიან დაბნეული ვარ და არ ვიცი რა როგორ გავაკეთო.
-მომეხმარე, მაგიდასთან მიმიყვანე ვისადილოთ და მომიყევი ყველაფერი რაც მოხდა ეს გოგონა საიდან და როგორ გამოჩნდა ან დედა სად არის და აქამდე რატომ არაფერი არ გითხრა. მოხუცი უსმენდა ლევანს და ბოლომდე ჩუმად იყო, უყურებდა როგორ უჭირდა ლევანს საუბარი და დაელოდა დაცლილიყო ბოლომდე სიბრაზისგან.
-შვილო შვილი გყავს და ეს ძალიან გვიან გაიგე ეს გავიგე, მაგრამ უნდა გკითხო, რას გრძნობ იმ ქალის მიმართ.
-რას ვგრძნობ, არ ვიცი რას ვგრძნობ. 18 წელი გავიდა რაც ერთმანეთი არ გვინახავს და მინდოდა მოვხვეოდი, მაგრამ ის ხომ ჩემი აღარ არის, არც ისე აღარ უბრწყინავს თვალები როგორც ადრე, არც სიცილი აქვს ადრინდელი და ჩემს წინ სულ სხვა ქალი იდგა დღეს სრულიად უცნობი და უცხო.
-ჯონ კენედიმ თქვა ,,აპატიე შენს მტრებს, მაგრამ არასოდეს დაივიწყო მათი სახელები''.
-ვერ ვაპატიებ, შვილი მყოლია და დამიმალა არ მითხრა, ეს როგორ შევძლო და ვაპატიო.
-თუ არ აპატიებ საკუთარი სიძულვილის ტყვე იქნები, ცხოვრებას ვერ ააწყობ და რომ არ გინდოდეს გაუთვითცნობიერებლად გაიმეორებ შეცდომებს. შვილი გაიცანი დაუახლოვდი, შეიგრძენი რომ ის შენი სხეულის ნაწილია და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარე მასთან, სიკვდილამდე მეც მინდა ვნახო, გავიცნო და მისი თვალები დავიმახსოვრო.
-შენი სიტყვებით გამოდის უნდა ვაპატიო.
-უნდა აპატიო შვილო, სუსტებს არ შეუძლიათ პატიება, პატიება ძლიერების ძლიერი თვისებაა.
-არ ვიცი, არ ვიცი რა გავაკეთო, ახლა მხოლოდ აქედან წასვლაზე ვფიქრობ.
-სად მიდიხარ, სად უნდა წახვიდე, შვილი გყოლია ახლა გაქცევის და დამალვის დრო არის?
-ახლა რომ არ წავიდე ვიცი რაღაც გამოუსწორებელს ჩავიდენ და ამიტომ დროებით უნდა გავერიდო ყველას და ყველაფერს.
-წასვლას არ გირჩევდი, მაგრამ შენ უფრო კარგად იცი რას აკეთებ.


ღამეული ცა, ირგვლივ მდუმარება და ცა ჯერ კიდევ ბინდისფერია, რადგან კარგად არც გათენებულა. ძილის ბურანიდან კარგად არც გამოსულა და ფიქრებით სიმძიმისგან თავდახრილი უხმო დუმილით აიარა კიბე და კარი შეაღო, იქ მყოფთ კი უხმოს მიესალმა.
-შენს ხსენებაში ვართ, დაიკარგე და აღარ ჩანხარ რა მოხდა, ასეთი დაფიქრებული რატომ ხარ.
-არ მითხრა რომ ინერვიულე.
-ვინერვიულე, ვიფიქრე რამე დაემართათქო და ნუ უხეშობ, თქვი რა გჭირს.
-კარგად ვარ, მშვენივრად ვარ.
-მოჩვენებას დაემსგავსე და ამბობ რომ კარგად ხარ?
-გადაწყვეტილება მივიღე, ვინც გვერდით დამიდგება დიდ მაყუთს იშოვის.
-რა გადაწყვეტილება, რაზე ამბობ.
-რაზე არა, ვისზე ვამბობ ძმაო.
-ვერ გავიგე......
-გინდათ კარგად იშოვოთ და გარკვეული დრო კარგად იცხოვროთ?
-ეს ვის არ უნდა, მაგრამ როგორ.
-მინდა ჩემი დავიბრუნო, ნებით თუ ძალით დამიბრუნდება და ჩემთან იქნება.
-გინდა დაიბრუნო და ნებით თუ არ დაგიბრუნდა გინდა ძალა გამოიყენო, კარგად გავიგე?
-ასეა, ჩემი სისხლის დაბრუნებას ვითხოვ აქ გაუგებარი არაფერია.
-გაუგებარი ის არის რა სინდისით გინდა დაიბრუნო და რომ დაიბრუნო ეს თავადც იცი როგორი რთული არის მისი დაბრუნება. გოგო ჯერ გააუპატიურე, მერე აშინებდი და ბოლოს მიატოვე სასიკვდილოდ გაიმეტე, მაგრამ არ მოკვდა გადარჩა და შვილიც გადაარჩინა, მან იბრძოლა რადგან ის დედაა. შენ ვინ ხარ და რა უფლებით ითხოვ უკან დაგიბრუნოს მისი გაჩენილი შვილი, ვინ ხარ შენ. ბავშვი ერთი წლის არის და მეტის რა გააკეთე მისთვის, არც არაფერი და ამიტომ ნუ რძოლობ და ნუ კაცობ იმისთვის რაც შენი არ არის და ნუ შეებრძოლები იმას ვისთანაც ბრძოლა გაგიჭირდება და იცი დამარცხდები. დუმხარ, არაფერს ამბობ, მაგრამ ჩაიხედე საკუთარ გულში რამდენი სიბინძურე გაქვს გაკეთებული და თავი დაანებე მათ დაალაგე შენი ცხოვრება სადაც არ იცი რა ადგილი გიკავია. მე ასეთ საქმეში არ ვერევი და არც ჩემს გვერდით მყოფი ჩაერევა, ჩემზე წინ თუ რომელიმე წახვალთ ჩაემგანაც წახვალთ. გოგიტა ადგა და უხმოდ დატოვა შეკრებილთა ადგილი, ერთმა მათგანმა თვალი გააყოლა და კარი დაიხურა თუ არა თქვა.
-კაცი რომელიც ისეთ ცოლს ვერ შეინარჩუნებს როგორიც დიანა არის არც მეგობრობა ღირს მასთან.
-გოგო გააუბედურა და მერე დედა-შვილი სასივდილოდ გაიმეტა, მას კაცი გონია თავის თავი შეეშვით წავიდეს. სიგარეტით ხელში მიუყვებოდა სიბნელეში გზას გრძნობდა თითქოს თეთრ ლაბირინთში შედიოდა მთვარის შუქზე და ბოლოს მომენტალურად ხმამაღლა თქვა რასაც ფიქრობდა.
-ახია შენზე გოგიტა, სამეგობრომ ზურგი გაქცია აღარც დიანა გყავს და აღარც ლილე ორივემ მოძებნა თავისი გზა მხოლოდ შენ დარჩი გზა-არეული.
-ჩვენ ერთი მტერი გვყავს და თუ ჩემს გვერდით დადგები ყველაფერი გექნება. გოგიტა მობრუნდა და მის გვერდით მდგარი უცნობი დაათვალიერა.
-ვინ ხარ, მომყვები და მისმენ რას ვლაპარაკობ?
-გავიცნოთ ერთმანეთი და ვიყოთ მეგობრები, ვიცი ვინც ხარ მე კი ახალი კომისარი ვარ ცოტნე ნადარეიშვილი.
-კომისარი, ალექსანდრეს.....
-დიახ, სავარძელი რომელზედაც ალექსანდრე ახვლედიანი იწონებდა თავს უკვე ჩემი სავარძელი არის.
-ჩემგან რა გინდათ კომისარო.
-ვიცი რომ ალექსანდრე შენი ბრძანებით დაიჭრა.
-მერე დამიჭირე, აქ ვარ.
-მოგბეზრდა ცხოვრება?
-მითხარი ჩემგან რა გინდათ.
-მინდა ჩემს გვერდით იყო და ჩემი მარჯვენა ხელი იყო.
-რატომ, საერთოდ არ მიცნობ და რატომ გინდათ ვიყო თქვენს გვერდით მე ხომ არაფერი არ მაქვს.
-გექნება დღესვე ბინაც, მანქანაც და ფულიც. გაჩუმდა, დაფიქრდა და კომისარს შეხედა.
-ჩვენ ერთი და იგივე ადამიანის განადგურება გვინდა, მან დამტოვა ყველას და ყველაფრის გარეშე და სიცოცხლეზე ხელჩაქნეულს სიცოცხლის ხალისი დამიბრუნეთ კომისარო.
-თანახმა ხარ და ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ დროებით უნდა გაუჩინარდე და რამდენიმე თვე არ გამოჩნდები.
-ეს ადვილია, დავისვენებ და ახალი ბრძოლისთვის ძალებს მოვიკრებ.
-მაშინ წავიდეთ. ცოტნემ გოგიტას მკლავი გამოსდო და ორივე სიბნელეში გაუჩინარდა, ბაჩო კი წრიალობდა და ვერ ისვენებდა, საწოლზე წამოჯდა და ინდირას შეხედა.
-რა გჭირს რატომ წრიალობ და ვერ ისვენებ, რამდენიმე ღამეა ნორმალურად არ გიძინია.
-თითქოს შენ გძინავს და არ ფიქრობ ნატაზე, ალექსანდრეზე და ბავშვებზე.
-ვფიქრობ, როგორ არ ვფიქრობ, მაგრამ რა გავაკეთო.
-ალექსანდრე მკურნალობს და დაბრუნდება, მაგრამ რომ დადგეს ფეხზე დრო უნდა ნატას ადგილიც მის გვერდით არის ინდირა.
-მეც ვფიქრობ რომ ნატა უნდა წავიდეს, ორსულად არის და იქ ექიმების ახლოს იქნება, ქმარიც და შვილებიც მასთან იქნება, ლილეც იქ არის და ბავშვების მოვლაში ისიც დაეხმარება.
-კარგია რომ ჩემს აზრზე ხარ და ხვალ პროკურორთან შევალ, რომ ბავშვებს ვიზები გაუკეთოთ, ასევე პასპორტები უნდათ და გაუშვათ.
-მე ჩავყვები იქამდე ჩავაბარებ უფროსს მის ნამატს და დავბრუნდები....
-საქმეები გაგიშვებს? ინდირას გაეცინა ბაჩოს ჩაეხუტა და უთხრა.
-საქმეები კი გამიშვებს, მაგრამ შენ გამიშვებ?
-რამდენი დღით წახვალ.....
-რამდენიმე თვით შემიძლია წავიდე.
-ინდირა ნერვებს მიშლი....
-რამდენიმე დღით ჩავალ,ოხ რა კარგია ალექსანდრეს ავაწიოკებ მის ნერვებს ავშლი დავკუწავ და წამოვალ ნასიამოვნები. ბაჩოს გაეცინა და გულზე მოეშვა,არც ინდირას შეეძლო დიდი ხნით ბაჩოს დატოვება, ინდირას ხელი მოხვია მაგრად და ჩახუტებულებს ჩაეძინათ. უკვე გათენებული იყო თვალი რომ გაახილა და ინდირა გააღვიძა.
-გაიღვიძე გათენდა ორივეს დაგვაგვიანდა. სასწრაფოდ ადგა ორივე თავი მოიწესრიგეს და წავიდნენ, ბაჩო პირდაპირ პროკურორთან წავიდა და მოკრძალებით შეაღო უფროსის კაბინეტის კარი.
-უფროსო შეიძლება?
-ბაჩო შემოდი, რა მოხდა შვილო ალექსანდრეს რამე ჭირდება?
-არა, არა, ალექსანდრე კარგად არის და მკურნალობასაც შედეგი აქვს, ჯოხით დადგა ფეხზე, მაგრამ ჯერ დრო უნდა სრულად გამოჯამრთელებას.
-გისმენ, რაღაც გაწუხებს.
-კი მაწუხებს და მოვედი გთხოვოთ რაღაც, მაგრამ არა ჩემთვის ისევ ალექსანდრესთვის.
-მითხარი, ალექსანდრესთვის ყველაფერს გავაკეთებ.
-ნატა შვილს ელოდება, ორსულად არის და ალექსანდრემ არ იცის, ვიფიქრე თუ დამეხმარებით ვიზები რომ გაუკეთოთ ბავშვებს და გაუშვათ სამივე ალექსანდრესთან.
-მიხარია რომ შვილს ელოდებიან, გაუშვათ ეს რა პრობლემა არის გავახაროთ ჩვენი ალექსანდრე.
-პრობლემა ხომ არ იქნება უფროსო....
-დავრეკავ და გეტყვი სად მიიტან ფოტოებს, ჯერ პასპორტები გავაკეთოთ და მერე ვიზებს არ აგვიანდება.
-მაგრამ არ მინდა ვინმემ გაიგოს.
-გასაგებია, საიდუმლოა და საიდუმლოდ იყოს, ხვალვე შეუდგეთ საქმეს. ბაჩომ ნატას დაელაპარაკა და სიხარულით შეუდგნენ საბუთების მზადებას, ბესომ ფოტოები გადაუღო ბავშვებს და რამდენიმე დღეში ყველაფერი მზად იყო. ბავშვებს შეჩვეული ბებია ბაბუა თვალცრემლიანი დაემშვიდობა მათ და ბესოს აფრენამდე ხელში ეჭირა მოუსვენარი ალექსანდრე, შემდეგ ჩაკოცნა და ნატას გადასცა.
-ინდირა ნატას თვალი არ მოაშორო მისი ფერი არ მომწონს და გონებაც რამდენჯერმე დაკარგა, აუცილებლად ექიმთან მიიყვანეთ.
-ბესო ის ორსულად არის და ამ ორსულობის შესახებ ალექსანდრე ეტყვის.
-ეს როგორ, დედა გახდება ისევ და თავად არ იცის და ალექსანდრემ იცის?
-როცა გაიტაცეს იმ დღეს ალექსანდრეს დაურეკეს კლინიკიდან და მას უთხრეს მისი ორსულობის შესახებ და თქვა რომ თავად ეტყოდა ნატას ამიტომ ჩვენც არაფერი არ უთხარით.
-დიდებულია, ეს შესანიშნავი სიურპრიზია ინდირა.
-ცხოვრება ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ყოველთვის არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული, მაგრამ ნატამ გაიმარჯვა და პატარა ალექსანდრეს შვილობით უფალმა მასაც მისცა შანსი გახდეს დედა.
-მართლაც, უფალო დიდია შენი ძალა. აფრინდა თვითმფრინავი და ყველამ თვალი გააყოლა სიმაღლეზე აჭრილ თვითმფრინავს, ღრუბლებმაც მალე შთანთქა თეთრი მასა. რამდენიმე საათიანი მგზავრობაც დასრულდა, დაღლილობა იგრძნო და ძალა გამოეცალა. თვითმფრონავიდან ჩამოსულებს წვიმდა, შავ ასვალტზე გამეტებით ეცემოდა წვიმა თქეშად. საოცარი შეგრძნება იყო ლილეს და პატარას შეხვედრა, ასევე ნატას ალექსანდრეს ნახვა და ლილიამ მამა დაინახა თუ არა მონატრებისგან იყვირა და ტირილით ჩაეხუტა ალექსანდრეს. ხვევნა კოცნით გული იჯერეს თუ არა ინდირამ ნატას უთხრა.
-მომეცით რამდენიმე წუთი მეგობარი მეც მოვინახულო და მერე სულ შენი იყოს.
-ვეღრ გაძელი უჩემოდ და აქაც მომაკითხე, არადა ერთი სული გაქვს როდის მომშხამავ, მაგრამ დღევანდელ სიხარულს ვერ გამიფიჭებ. ალექსანდრე ნატას მიუბრუნდა და დააკვირდა, შემდეგ ინდირას შეხედა, ინდირამ თვალი ჩაუკრა და მიხვდა რომ ეს სასიხარულო ამბავი თავად უნდა ეთქვა პირველს.
-როგორ იმგზავრეთ, გაგიჭირდათ?
-მშვიდად ვიმგზავრეთ, მაგრამ დავიღალეთ.
-ბავშვები?
-ბავშვები თითქოს გრძნობდნენ რომ შენთან მოდიოდნენ და წყნარად იყვნენ.
-მესამესაც ასეთი შეგრძნება ჰქონდა?
-ვის მესამეს, ინდირას?
-მადლობა ღმერთს ინდირა მე არ გამიზრდია, თორემ ასეთ გველს არ გამოვზრდიდი. შენს მუცელში რომ ზის ის როგორ გრძნობს თავს, ძალიან გაწვალებს?
-ალექსანდრე შენ, შენ....... ნატა ალექსანდრეს ჩაეხუტა და ატირდა.
-იცოდი, დარწმუნებული იყავი რომ შვილი გვეყოლებოდა და არაფერი არ მითხარი, როგორც მაშინ ახლაც დამიმალე.
-ვიცოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი და შენ საიდან ან როგორ გაიგე.
-რამდენჯერ მაქვს ნათქვამი რასაც გაიფიქრებ იმასაც ვგებულო და ნუ დამიმალავ რამესთქო.
-საიდან გაიგე...
-შენ რომ გაგიტაცეს იმ დღეს დამირეკეს კლინიკიდან და მითხრეს რომ 3კვირის ორსული იყავი, გამოდის ახლა 12 კვირის ხარ ესე იგი 3 თვის.
-კიდევ 6 თვე და შვილი გვეყოლება, მესამე შვილი ალექსანდრე და ჩვენი ოჯახი იზრდება და ვფართოვდებით.
-საუკეთესო ექიმთან მივალთ, აქ მედიცინა წინ არის წასული, მაგრამ ნატა დამპირდი თუ ექიმმა ორსულობის შეჩერება გვითხრა არც კი დავფიქრდებით და ვიცი რთულია, მაგრამ დაიმახსოვრე შენ მჭირდები, მე მჭირდები და ბავშვებს ჭირდები.
-დამშვიდდი, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ანალიზები გვეტყვის ყველაფერს.
-დამპირდი ნატა.....
-გპირდები, შენთან შეუთანხმებლად არაფერს გავაკეთებ.
-დაიფიცე...
-ალექს....
-ნატა დაიფიცე, ჩვენი სიყვარული დაიფიცე, მე დამიფიცე....
-რა გჭირს, ყველაფერი კარგად იქნება რას ბავშვობ. გაბრაზდა ნატა და ზურგი აქცია ალექსანდრეს, ალექსანდრემ კი ხელები მოხვია უკნიდან და რამდენიმე წუთი ასე იყო ორივე გარინდული.
-შენ არ იცი და წარმოდგენა არ გაქვს ის დღე როგორი რთული იყო ჩემთვის ექიმთან შეხვედრა, დალაპარაკება და სანამ შენ გნახავდი მეც მკვდარი ვიყავი. ნატა.........ნატა ალექსანდრეს მიუბრუნდა, სახეზე ორივე ხელები მოკიდა და უთხრა.
-შემომხედე, ყველაფერი კარგად იქნება. ნატა სააბაზანოში შევიდა და ინდირამ გვერდით მიუჯდა ალექსანდრეს.
-მე გავყვები ექიმთან და თუ რამე საეჭვოდ თქვა ექიმმა, ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ თქვი ალექს.
-ინდირა მეშინია, მეშინია ეს ორსულობა საბედისწერო არ იყოს. ინდირა ყველგან გაყვა ნატას ექიმებსაც ელაპარაკა და ინდირამ ექიმის საკონტაქტო ნომერიც კი ჩაიწერა რომ მასთან ეკონტაქტა და გაეგო როგორ მიდიოდა ორსულობა.
-ამ წუთებში ვერაფერს გეტყვით, ბავშვი ნორმალური და ჯამრთელი არის და რაც შეეხება დედას ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ თუ რამე შეიცვალა პირდაპირ გეტყვით და ორსულობას შევაჩერებთ, მაგრამ ამ ეტაპზე არ საჭიროებს ამის გაეთება. ინდირა მშვიდად დაემშვიდობა ყველას და დაბრუნდა, რადგან უამრავი საქმე ელოდა.

ზოგჯერ ცხოვრება მუქი ფერებით იმოსება, ამ მუქ ფერებში სიხარულის სხივებიც კრთის, მაგრამ ვიცით რომ ყველა მოკვდავისთვის სიცოცხლე სტუმარია და ადამიანებს ზოგჯერ გაქცევა უნდათ იმ ვალდებულებებისგან რომლებიც აუცილებელი ვალდებულებაა ყველას ცხოვრებაში და ეს დედობრივი გრძნობაა. იჯდა ტელეფონით ხელში დაცლილი და გამოფიტული, ნანერვიულები და უძინარი თვალებით ცდილობდა ნატასთან დაკავშირებას და რამდენიმე დღე ასე გაატარა, ვერ დაუკავშირდა ვერ შეძლო ვერც ალექსანდრეს ნომერზე გასვლას და ინდირა გაახსენდა, ინდირამ ზარს ვერ უპასუხა, მაგრამ მოგვიანებით თავად ესტუმრა და ბოდიში მოუხადა.
-მერი დეიდა დღეს ვერ შევძელი თქვენს ზარზე მეპასუხა და თავად მოვედი ახლოდან გნახოთ და დაგელაპარაკოთ.
-კარგია რომ მოდი, ინდირა შვილო მითხარი რა ხდება ჩემს თავს ნატას ვერ დაუკავშირდი ვერც ალექსანდრეს და ვერც იმ გოგონას, ხომ კარგად არიან და არაფერს არ მიმალავ.
-კარგად არიან, მხოლოდ ნატა და ალექსანდრე ქვეყნიდან არიან გასულები და ასევე ლილეც.
-ასე ერთად რატომ წავიდა ყველა,მე რატომ არაფერი არ ვიცი, იქნებ რაღაცას მიმალავ ინდირა.
-არაფერი გითხრეს იმიტომ რომ ინერვიულებდი.
-რაღაც მოხდა და არ მეუბნები, ვხვდები და ვგრძნობ, რომ რაღაც მოხდა.
-მოხდა მერი დეიდა, ალექსანდრე დაჭრილია და მას ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა ახლა კი მკურნალობის კურს გადის გამოჯამრთელდება და დაბრუნდება.
-რას ამბობ, ეს როდის მოხდა და მე არაფერი არ ვიცი.
-სწორედ ამ შეშფოთებისთვის არ გითხრა ნატამ არაფერი, რომ ინერვიულებდი და თქვენს ასაკში თავს უნდა გაუფრთხილდეთ.
-სად წავიდნენ, ინგლისში არიან?
-კი იქ არიან, იქ გაიკეთა ოპერაციაც და არ მითხრა რომ წახვალ.
-წავალ, უნდა წავიდე აქ ვერ გავჩერდები. რადგან თქვა წავალო მერი სიტყვას არ გადავიდოდა და ინდირამ ბილეთიც აუღო, აეროპორტშიც გააცილა და შემდეგ კი ნატას დაურეკა.
-არ გამიბრაზდე, მერი დეიდამ ძალიან განიცადა და ინერვიულა ალექსანდრეს მდგომარეობა.
-წამოვიდა?
-ვერ გავაჩერე, შენზე არაფერი არ უთხარი ნატა გნახავს და თავად მიხვდება.
-კარგი დავხვდები.
-არ უნდა დახვედრა, მისამართი იცის და არც პირველი შემთხვევაა რომ მოდის ინგლისში და კიდევ მითხრა არაფერი არ გითხრა, შენც გააკეთე ისე თითქოს არაფერი არ იცი რომ მოდიოდა.
-ყოველთვის ახერხებ ჩემს გაცინებას ინდირა.
-უნდა გაიცონო და კარგ ხასიათზე იყო, სულ მალე დედა გახდები.
-ინდირა ერთგული მეგობარი ხარ და ხარ ადამიანი ვისი იმედიც ყოველთვის მაქვს, მადლობა მეგობარო. ინდირამ ტელეფონი გათიშა და ბაჩოს შეხედა.
-ბედნიერი ვარ რომ ერთად არიან და უსაფრთხოდ, შიშის გარეშე არიან, მაგრამ შინგანად ვნერვიულობ და რატომ მაქვს ცუდი შეგრძნება, რატომ ვნერვიულობ ნატაზე ასე ძალიან.
-რატომ ნერვიულობ და განიცდი ასე ძალიან, ექიმს ხომ თავად ელაპარაკე და იცი უჩვეულო არაფერი არ ხდება.
-ვიცი, მაგრამ მაინც ვნერვიულობ.
-ნუ ნერვილობ, ექიმის ნომერი გაქვს და დაურეკე, დაელაპარაკე. დამშვიდდი და საქმე რომელიც აიღე ყურადღებით მიუდექი, ყველაფერი კარგად იქნება არამზადა დავიჭიროთ და ყველა დავმშვიდდებით სანამ ის გარეთ არის ყველას საფრთხე გვემუქრება მეც, შენც და მათაც. ნუ გგონია რომ ისინი დაცული არიან, მათ ხალხი ყველგან ყავთ და თუ მოინდომა იქაც მიაგნებს, მაგრამ ალექსანდრეს გვერდით არიან და ეს გვამშვიდებს. ნატა ნერვიულობდა, ლილეს მოსვლას დაელოდა და უდოდა ალექსანდრესთან წასულიყო, რომ კარზე ზარის ხმა გაიგონა, ლილეც მოვიდა და სიხარულით მოემზადა საყვარელ ადამიანთან მიდიოდა.
-წავედი ლილე და საღამომდე დავბრუნდები. ლილე კარებამდე მიყვა და კარი ნატამ გააღო, კართან კი გაფითრებული მერი იდგა მგზავრობისგან დაღლილი.
-შვილო, როგორ ხართ ალექსანდრე როგორ არის.
-ალექსანდრე საავადმყოფოშია და მასთან მივდივარ.
-არაფერი არ მითხარით, არაფერი არ ვიცოდი ინდირამ მითხრა.
-არაფერი არ იცოდი, რადგან იმ დღეს გირეკავდი, რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხე ხმაურიან ადგილზე იყავი და სიტყვის თქმაც არ დამაცადე უცებ მითხარი, მეგობრებთან ერთად ვარ და მოგვიანებით დაგირეკავო. არ დარეკე დედა, იმ დღეს ჩემს გადასარჩენად ალექსანდრემ თავისი სიცოცხლე სასწორზე დადო. შენ, შენ სად იყავი დედა, არც დაგაინტერესდა რატომ გირეკავდა შენი ერთადერთი შვილი ატირებული და ანერვიულებული.
-ეს ფიქრადაც არ გამივლია, შვილო ეს საიდან უნდა მცოდნოდა. დაიბნა მერი და პასუხი არ ჰქონდა, შვილს თვალებშიდაც ვერ უყურებდა.
-შენ იცი მხოლოდ ერთადერთი ,,იმედია რამე სერიოზულია რომ მირეკავ და რამე უაზრობის გამო ხელს არ მიშლი''. მხოლოდ ფულის ხარჯვა იცი, ასეთ ცხოვრებას მიგაჩვია მამამ და მხოლოდ მეგობრების ჯავრი გაქვს და ვფიქრობ ჩვენ შენთვის ზედმეტები ვართ, შენ მარტო უფრო კარგად გრძნობ თავს. აქ რატომ მოდი, გინდა მაჩვენო რომ ჩვენი ტკივილი გტკივა, ინერვიულე თუ ალექსანდრეს სტატუსი სადაქალოს დააკლდა და გაიგებ როდის უნდა დაუბრუნდეს საკუთარ სავარძელს.
-ნატა......
-მამამ გამზარდა დედა, რადგან შენ დრო არასდროს გქონდა ჩემთვის და დღეს მე არ მჯერა შენი ცრემლების, მაპატიე სიმართლე გეტკინება, მაგრამ თავადაც იცი რომ სიმართლეს ვამბობ. მერიმ ალექსანდრე მოინახულა და რამდენიმე დღეში ისევ უკან დაბრუნდა, ერთ საღამოს მაღაზიიდან ბრუნდებოდა რომ შეამჩნია ვიღაც მოყვებოდა უკან და ასე გრძელდებოდა ყოველ დღე, მაგრამ ერთ დღეს მოულოდნელად მიუბრუნდა უცნობს მერიმ და გაბედულად უთხრა.
-ვინ ხართ, რამდენიმე დღეა ჩემს ნაფეხურებს მოყვებით და რა გინდათ ჩემგან.
-თქვენგან არაფერი ქალბატონო მერი ჩვენ თქვენი სიძე გვაინერესებს.
-ჩემს სიძეს თქვენნაირ ხალხთან არაფერი ესაქმება, რა გინდათ მისგან.
-გაბედული ხარ და ამაყი ქალბატონი ხართ, მაგრამ თქვენს თვალებში შიში დგას.
-სცდებით, მე არაფლის და არავის მეშინია, რადგან ჩემი ოჯახი სუფთა წარსულით ცხოვრობს და თქვენნაირი ბინძური წარსული არ გვაქვს რომ შემეშინდეს.
-დეიდა თავაზიანები ვართ, მაგრამ მოთმინებაც დიდი თავშეკავებაა.
-მითხარით რა გინდათ ჩემი სიძისგან.
-უნდა ვნახოთ და უნდა გვითხრა სად არის.
-არ ვიცი სად არის, არ მაქვს მათთან კონტაქტი.
-ტყუილს ამბობ, მაგრამ არა უშავს და როცა დაელაპარაკებით მოკითხვა გადაეცი ჩვენგან უცნობი მეგობრებისგან ის თავად მიხვდება. მერი შიშმა აიტანა და რამდენიმე დღე ჩუმად იყო, მაგრამ ინდირას დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა, ინდირა დააფიქრა მერის ანერვიულებულმა ხმამ და არც დაფიქრებულა მასთან მივიდა.
-რა მოხდა, რატომ ინერვიულე. მერიმ მოუყვა უცნობების შესახებ და ინდირა დაფიქრდა, მაგრამ მერი დაამშვიდა და უთხრა.
-არ ინერვიულო, გავარკვევთ ვინ არიან ან რა უნდათ ალექსანდრესგან.
-ნატა როგორ არის, რამდენჯერმე დაურეკე მაგრამ უბრალო მოკითხვით შემოვიფარგლებით ვერ შევძელი მასთან საუბარი ავაწყო და დაველაპარაკო როგორც დედა-შვილი. მე მასთან დამნაშავე ვარ, ის მართალია სათქმელს პირდაპირ მეუბნება მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს მეგობრებს მივუძღვენი და ჩემი შვილი, ჩემი ერთადერთი შვილი ყოველთვის მარტო გრძნობდა თავს. ასეთი ცხოვრება მქონდა, გარეთ ვიყავი გასული სამსახირიც ხელს მიწყობდა და ქმარიც არაჩვეულებრივი მყავდა, მაგრამ არასოდეს დავფიქრებულვარ შვილი გაიზრდება და ტკივილად დარჩება გულში დედისგან უყურადღებობა. მაშინ ვფიქრობდი, რომ კარგად ვიქცეოდი, რომ შვილს მამა ზრდიდა და მე უმეტესად მივლინებები მქონდა და სამსახურს, კარიერას შევალიე ჩემი ცხოვრება. ახლა მეშინია, ინდირა მეშინია რომ ეს ორსულობა მას ზიანს მიაყენებს ამას ვგრძნობ.
-კარგად არის, ექიმთან კონტაქტი მაქვს და საშიშროება არაფერი არ არის, ასე რომ მშვიდად უნდა იყო.
-მასლობა უფალო, მადლობა შენ ინდირა რომ მოდიხარ ამბები მოგაქვს და შენი შეხედვით გული მშვიდდება. არა მარტო მერის ნატას ორსულობის ალექსანდრესაც და ინდირასაც ეშინოდა. ნატამ ერთ დღეს ექიმის ვიზიტიდან ანერვიულებული დაბრუნდა და ლილეს სიმართლე უთხრა, ლილე შეშფოთდა.რამდენიმე დღე ჩუმად იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა ნატამ დააფიცა ალექსანდრესთვის სიმართლე არ ეთქვა ის საავადმყოფოში მივიდა და გადაწყვიტა სიმართლე მაინც ეთქვა მისთვის.
-ლილე ლექციები დაგიმთავრდა, ჯერ ხომ ადრეა.
-შენთან მოვედი, როგორ ხარ.
-რა გჭირს, დაძაბული ხარ თუ მეჩვენება.
-ხელჯოხი აქ რატომ გაქვს, შეეცადე ფეხზე დადგომას?
-შევეცადე და გამომივიდა.
-ჯერ ადრე არ არის გავლა?
-ავდექი დღეს კიდეც ექიმმა მითხრა თუ შეეცდები დიდი ხნით ვერა, მაგრამ ცოტა გაიარე უკეთესი არისო.
-კარგია და მიხარია, რომ შედეგი კარგია და ნელა ნელა მაგრამ უკეთესობისკენ მიდიხარ.
-მითხარი რა გჭირს, ვხვდები რაღაც გინდა რომ მითხრა და ვერ ბედავ. ლილე რა მოხდა,
ხომ იცი შეგიძლია ყველაფერი მითხრა.
-მომეცი პირობა რომ ნატას არ ეტყვი ახლა რასაც გეტყვი.
-ნატას ეხება, მითხარი რა მოხდა.
-ალექს მოხდა ის რაზედაც ვნერვიულობდით და გვეშინოდა, ნატას ექიმმა უთხრა რომ ორსულობა უნდა შეუჩერდეს რადგან რაღაც სიმსიმურმა კვანძებმა იჩინა თავი და ეს საშიშია მისი სიცოცხლისთვის.
-რას ამბობ, ექიმი თავად ნახე?
-არა, ნატამ მითხრა მაგრამ რაღაც უმნიშვნელო არისო, ინდირამ დამირეკა და მითხრა რომ მდგომარეობა ნელა ნელა გართულდება თუ ორსულობა არ შეჩერდება და ეს ნატას არ ესმის ან არ უნდა გაიგოს.
-მე რატომ არ დამირეკა ინდირამ.
-მე დამირეკა რადგან ეგონა ნატა მეტყოდა და ყველაფერი მეცოდინებოდა. ნატას დაველაპარაკე, მაგრამ მას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მისი სიცოცხლის ფასად უნდა შვილის გაჩენა.
-არა, შეუძლებელია ეს არ უნდა მოხდეს. ალექსანდრე შეეცადე ფეხზე წამოდგომას, მაგრამ ვერ შეძლო და სიბრაზისგან საწოლთან მდგარი ტუმბო გადააბრუნა, ხმაურზე და ალექსანდრეს ყვირილზე ექთანი შემოვიდა და ალექსანდრეს დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო და ბოლოს დამამშვიდებელი გაუკეთა.
-არ მინდა ნემსი, ფეხზე მინდა დავდგე და აქედან წავიდე.
-არ შეიძლება თქვენი ფეხზე დგომა ორივე ფეხზე ძვალი დაზიანებულია და ფეხზე დგომას საათობით მით უმეტეს სიარულს ვერ შეძლებ, მკურნალობა უნდა დასრულდეს თუ გინდა შედეგი მიიღო სასურველი. ნატა ერიდებოდა ალექსანდრესთან მისვლას და ზოგჯერ მას ზარებზედაც არ პასუხობდა, მაგრამ ისინი მაინც შეხვდნენ ერთმანეთს და ნატას უჭირდა ალექსანდესთვის სახეში შეეხედა.
-რას აკეთებ, გავიგე ექიმის სიტყვა შენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ არც მე არაფერს არ ვნიშნავ შენთვის?
-ბავშვი დაიბადება, ალექს ჩვენი შვილი დაიბადება და აზრს ვერავინ ვერ შემაცვლევინებს.
-ვერც მე?
-მაპატიე, ვერც შენ.
-რომ გაიზრდება რა უნდა უთხრა ნატა პატარას რამე რომ დაგემართოს შენი ჯიოტობით და არ დაუჯერებლობით.
-არაფერი არ დამემართება, დარწმუნებული ვარ.
-ექიმი ტყუილს ამბობს?
-აბუქებს, ყველა ექიმი ერთნაირია.
-ნატა ზედმეტები მოგდის და გთხოვ.....
-7 თვემდე მივედი, ორი თვეც მალე გავა და შენც ფეხზე დადგები მეორე ოპერაციაც წარტმატებით დასრულდა, სულ ცოტა დარჩა გთხოვ მოითმინე ეს ცოტაც.
-ნატა მე მოვითმენ, მაგრამ სიმსივნე რომელიც შენს ორგანიზმშია არ მოითმენს ეს რატომ არ გინდა გაიგო.
-ბავშვი დაიბადება ალექს. ნატა ფეხზე წამოდგა მუცელში ყრუ ტკივილს გრძნობდა, მაგრამ არ იმჩნევდა, არ უნდოდა ალექსანდრე დაეთრგუნა და შეეშინებინა ამიტომ ალექსანდრეს დაემშვიდობა და კარებში გასვლისას უკან მიბრუნდა ალექსანდრეს თვალებში ჩახედა და კოცნა დაუტოვა.
-მიყვარხარ, ყოველთვის გახსოვდეს. ნელა ნელა მიდიოდა და უკვე საავადმყოფო უნდა დაეტოვა ისევ იგრძნო ძლიერი ტკივილი და შიგნიდან ძლიერი დარტყმა თითქოს ბავშვი ჩქარობდა დაბადებას და მსუბუქად შეჰკივლა რაც იქვე მყოფ ექთანს შეუმჩნეველი არ დარჩენია და ნატასთან მივიდა.
-დახმარება გჭირდებათ ქალბატონო.
-არა, არა, გამივლის ჯერ ადრე არის.
-მაგრამ თქვენ სისხლი გდით.... ნატამ ძირს დაიხედა და დაინახა სისხლი რაზედაც გონება დაკარგა და რამდენიმე საათი იწვა სიბნელეში. ალექსანდრემ გაიგო ნატას მდგომარეობა და ორ ჯოხზე დაყრდნობილი მივიდა, მაგრამ ნატასთან არავინ შეუშვა იდგა სასოწარკვეთილი და არ იცოდა რა გაეკეთებინა, მას ხომ სიარულიც არ შეეძლო.
-მითხარით გთხოვთ როგორ არის ჩემი ცოლი.
-უნდა მოითმინოთ და დაელოდოთ. ექიმი რამდენიმე საათის შემდეგ შევიდა ნატასთან და მის გაღვიძებას შეეცადა, მაგრამ ნატა ისევ უგონოდ იწვა. ექიმი განიცდიდა ნატას მდგომარეობას, გულახდილად ესაუბრა ალექსანდრეს და სიმართლე უთხრა.
-ეს არ უნდა მომხდარიყო, აქამდე კარგად მოვედით და სიმსივნე ორსულობის ბოლო კვირაში გამოვლინდა და საჭირო გახდა საშვილოსნოს ამოკვეთა.
-საშვილოსნოს ამოკვეთით სიმსივნე შეჩერდება ექიმო ან როგორია მდგომარეობა და რა სტატიაშია სიმსივნე.
-რაც ყველაზე ცუდი არის ძალიან სწრაფი ზრდა აქვს, არ შეგვეძლო სხვაგვარად. ბავშვი პატარა არის წონით, მაგრამ ჯამრთელია და ლამაზი გოგონა გყავთ.
-ექიმო პაციენტმა გაიღვიძა. ექიმი საჩქაროდ წავიდა და ნატასთან მივიდა.
-როგორ ხარ ძვირფასო, თავს როგორ გრძნობ.
-არ ვიცი როგორ ვარ, ვერ ვხედავ და ნივთების გარჩევა არ შემიძლია.
-მე მხედავ? ექიმი ნატასთან ალოს მივიდა და გაოცებული უყურებდა, რადგან ამ მდგომარეობას არ ელოდა.
-თეთრ ხალათს ვხედავ სხვას ვერაფერს, თქვენს სახეს დაბურულად ვხედავ.
-გტკივათ რამე, ტკივილებს გრძნობთ?
-არა, ტკივილით არაფერი არ მტკივა, მაგრამ ჩემი შვილი ცოცხალია, ხომ ცოცხალი გავაჩინე შვილი ექიმო.
-ცოცხალია, ულამაზესი გოგონა გყავს, პატარა თოჯინა არის.
-ალექსანდრა, მას ალექსანდრა ჰქვია და ექიმო სხვა.....
-ვიცი რაც გაინტერესებს ნატა ანალიზების პასუხებს ველოდებით, გარეთ მეუღლე გელოდებათ. ექიმი გავიდა და ალექსანდრას ნება დართეს შესულიყო ნატასთან და ისიც ნელა ნელა მიუახლოვდა ნატას საწოლს.
-ალექსანდრე, ალექს შენც აქ ხარ, ჩემთან ხარ შენ აქ მარტო როგორ მოდი.
-შენს გამო უფეხოდაც მოვალ იქ სადაც შენ იქნები, სამყაროს დასალიერშიც მოვალ საყვარელო მხოლოდ ვიცოდე შენ მელოდები ნატა.
-შევძელი, ნადრევად დაიბადა, მაგრამ ჯამრთელი არის და გთხოვ თვალის ჩინივით გაუფრთხილდი.
-ერთად, ერთად გაუფრთხილდებით ჩვენს შვილებს საყვარელო.
-ალექსანდრე შენს გვერდით კარგი ადამიანი არის და მშვიდად ვარ, ყველაფერი ნელა ნელა დალაგდება უჩემოდ და ჩემს გარეშე, მაგრამ მშვიდად ვარ ვიცი რომ მშვიდი ცხოვრება გექნებათ.
-რას ამბობ ნატა ჩვენ ერთად ვიქნებით მე და შენ და შენს ადგილზე სხვა ვერ დადგება.
-ვიცი რომ მტკიცე ხასიათის ხარ და შენს ტკივილს შენს გულში ინახავ, მაგრამ მარტოობისთვის ცოდო ხარ საყვარელო შენ ახალგაზრდა მამაკაცი ხარ.
-ნატა.....
-ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე როცა ექიმმა მითხრა, რომ ჩემს სიცოცხლეს სასწორზე ვდებდი.
-ნატა ლილე მე დად მივიღე და ნუ ფიქრობ სხვაგვარად იმას რაც არასოდეს არ მოხდება.
-გაუჭირდება ლილესაც მაგრამ ვიცი დაგთანხმდება, მას მე დავაფიცე შენთვის არ ეთქვა სიმართლე...
-მაგრამ ლილემ მითხრა სიმართლე და არა შენ ნატა.
-ოდესმე მითქვია შენთვის, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ შენით.
-ბევრჯერ, უამრავჯერ და მეც ვამაყობ შენით, მადლობა რომ შესანიშნავი წლები მაჩუქე ნატა.
-პაციენტმა უნდა დაისვენოს. ალექსანდრე ოთახიდან გავიდა, ნატამ თვალი გააყოლა და კარი დაიხურა თუ არა შეკავებულ ცრემლს გზა მისცა.
-როგორ ძალიან მიყვარხარ ალექსანდრე. ალექსანდრემ ლილეს დაურეკა და ბავშვების ამბავი იკითხა, შემდეგ კი ძალა გამოცლილმა ჩურჩულით უთხრა.
-ნატასთან ვარ, უნდა მოხვიდე ლილე. ლილეს შეეშინდა და ხმა ვერ გააკონტროლა ისე უთხრა ალექსანდრეს.
-სად ხარ, ნატა სად არის ალექსანდრე.
-გოგო დაიბადა, პატარა თოჯინა.
-დაიბადა, ჯერ ხომ ძალიან ადრე არის.
-არც ექიმი ელოდა, არც თავად....
-ღმერთო როგორ არის, მოვდივარ.
-გელოდები ლილე მოდი, მარტო ვარ და ძალიან მიჭირს.
-მოვდივარ, ძიძა მოვიდა და უკვე გამოვედი. ლილეს დააგვიანდა საცობის გამო და ალექსანდრე საათს უყურებდა.
-ლილე ძალიან დაგაგვიანდა, სად ხარ. ალექსანდრე ტელეფონის ზარმა შაკრთო და ბაჩოს ზარს უპასუხა.
-ალექსანდრე როგორ ხარ, გავიგე ფეხზე გაიარე და მიხარია.
-ბაჩო გოგო დაიბადა.
-უკვე, ჯერ ხომ......
-ნაადრევი მშობიარობა ჰქონდა...
-ხომ კარგად არის დედა და შვილი ალექს.
-ბავშვი კარგად არის ჯამრთელი გოგონაა, ნატას ანალიზებს უკეთებენ.
-ალექს მოვდივართ მე და ინდირა შენ მარტო არ იქნები მეგობარო.
-ბაჩო ექიმი მოდის უნდა გავთიშო.... არ შეეძლო საუბარი და ბაჩოს გაუთიშა, ლილემაც როგორც იქნა მივიდა და ალექსანდრეს დანახვაზე გული აუჩუყდა, მივიდა და ჩაეხუტა.
-მეშინია, ნატას ვკარგავ ლილე.
-არა, არა ცუდზე ნუ ფიქრობ, ეს შეუძლებელი არის.
-ექიმი მიუახლოვდა ორივეს და ალექსანდრეს შეხედა.
-ყველაფერს ვცდილობთ, მაგრამ იმედს ვერ მოგცემთ....
-ცუდი არ მოხდება, შეუძლებელია ნატას ცუდი დაემართოს.
-ლილე ნატასთან შედი, გელოდება.
-მე, მე მელოდება? დაიბნა ლილე და ალექსანდრეს უყურებდა.
-შედი..... ლილე ფეხის თრევით მივიდა კარებთან და ფრთხილად გააღო კარი, ნატამ შეხედა ლილეს და გაუღიმა.
-მოხვედი, აქ ხარ და მიხარია რომ გნახე.
-დამაგვიანდა, წვიმს და საცობში მოვხვდი.
-ლილე მომისმინე ძვირფასო, კარგად გაგიცანი და ვიცი კარგი ადამიანი ხარ, ისეთი დედა ხარ ჩემს შვილებს რომ ჭირდებათ. უფალმა გამომიგზავნა შენი თავი, რომ მარტო არ დარჩეს არც ჩემი შვილები და არც ალექსანდრე.
-ნატა....
-მომისმინე, ბედია ყველაფერი არ მეთანხმები?
-ნატა შენ კარგად იქნები, ფეხზე დადგები და ყველა ერთად ბედნიერები ვიქნებით.
-ვგრძნობ ლილე რომ ბედნიერება გაგრძელდება, მაგრამ უჩემოდ და შენთან ერთად. ვიცი რთულია შენთვის, მაგრამ ალექსანდრე მარტო არ დატოვო, უნდა შეძლო ეს ჩემს გამო. ნატას ღებინება დაეწყო და ლილემ ექიმს დაუძახა.
-გითხარით დრო აღარ მაქვს, ლილე ალექსანდრეს შენ გაბარებ.
-ნატა, იბრძოლე საყვარელო უშენოდ გამიჭირდება. ესმოდა ნატას ალექსანდრეს ხმა და თავადაც ცრემლი სდიოდა.
-შვილი მოუყვანეთ ანახეთ. თქვა ექიმმა და გაფითრებულ ალექსანდრეს შეხედა.
-შეტევა იყო გაუვლის, შესაძლებელია ისევ გაუმეოროს, მაგრამ რამდენად გადაიტანს არ ვიცი მდგომარეობა ძალიან გართულდა.ნატას რამდენიმე საათი ძინავდა, გულზე დაუწვინეს პატარა თოჯინა და მისი სურნელი შეიგრძნო, მაგრამ ისევ გაითიშა.
-ექიმო..... ალექსანდრეს საუბარიც უჭირდა და ექიმს თვალებში უყურებდა.
-სამწუხაროდ ანალიზების პასუხები არ არის ისეთი როგორსაც ველოდი, ვფიქრობ აზრი არ აქვს ქიმიურის დაწყებას ორგანიზმი დასუსტებული არის და ამას თავად პაციენტიც გრძნობს, მას ბრძოლაც არ შეუძლია.
-ექიმო...... ახლა რა იქნება, ასეთ მდგომარეობაში როდემდე იქნება.
-შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რომ ისიც არ ვანერვიულოთ. ლილემ ალექსანდრეს შეხედა, შემდეგ კი ისევ ექიმს მიუბრუნდა.
-გინდათ თქვათ, რომ იმედი არ არსებობს?
-იმედი არ არსებობს, არსებობს სასწაული და დრო, სასწაული არ ვიცით მოხდება თუ არა ეს უფლის ნებაა და დრო ორგანიზმს არ აქვს, ის დაცლილია ემოციებისგან და მიღებული სტრესისგან. სიმსივნემ გაიმარჯვა ის მთელ ორგანიზმს მოედო და დაეპატრონა, ჩვენ მხოლოდ ღიმილით შეგვიძლია ტკივილი შევუმსუბუქოთ, გაატარეთ მასთან მეტი დრო და ბავშვიც მასთან იყოს. ბოლოს რომ შევედი მთხოვა თქვენთვის მეთქვა, რომ ბავშვის სახელი ალექსანდრა არის. ექიმმა თაგრძნობით მხარზე შეეხო ალექსანდრეს და წავიდა, ალექსანდრეს უჭირდა ფეხზე დგომა და კედელს მიეყრდნო, შემდეგ ლილეს შეხედა და უთხრა.
-ლილე წადი ბავშვებთან მე აქ ვიქნები და დაველოდები.
-ვერ გაუძლებს ალექსანდრე შენი ფეხები კიდევ დატვირთვას.
-აქ ვიქნები არსად არ წავალ, იქნებ რამე დასჭირდეს, იქნებ დამიძახოს და აქ არ ვიყო. რამდენიმე დღე ებრძოდა კარის ზღუბლზე მდგარ სიკვდილს ნატა, ბაჩო და ინდირაც ალექსანდრეს გვერდით იყო და მათი იქ ყოფნა ძალას აძლევდა. ნატას ძალა აღარ ჰქონდა, მაგრამ ინდირას დანახვა ძალიან გაუხარდა, თითქოს მოკეთდა და დაავიწყდა ავადმყოფობაც.
-როგორ გამიხარდა შენი დანახვა, პატარა ნახე?
-ვნახე, თოჯინა გვყავს.
-ინდირა....
-გთხოვ ცუდი არაფერი არ მითხრა, შენ ძლიერი ხარ და გადაიტან, დაამარცხებ ამ ვერაგ ავადმყოფობას. გაქვს წარმოდგენა ალექსანდრე როგორ განიცდის?
-ვიცი, ყველაზე მეტად ალექსანდრეს მარტოობას განვიცდი, ჩემსავით მას არავინ იცნობს და დაიმახსოვრე ჩემი თხოვნაა ლილე იყოს ალექსანდრეს გვერდით.
-რას ამბობ ნატა....
-ლილეს, მხოლოდ ლილეს შეუძლია ალექსანდრე სიცოცხლისკენ შემოაბრუნოს, სამსახურს დაუბრუნდეს და დარდი, ტკივილი თავისთავად შეუმსუბუქდება. ინდირა უფალს უნდოდა ასე ყოფილიყო და ლილეც ამიტომ გამოაგზავნა ჩვენთან.
-არ ვიცი რა გითხრა, შენ ყველაფერზე გაქვს უკვე ნაფიქრი, მე რატომ მეკითხები დაო.
-დამიჯერე, ინდირა ლილე საუკეთესო ადამიანი არის და ბავშვებს კარგადაც მიხედავს. წადი ახლა და აქედან რომ გახვალ გაიღიმე, მინდა საბოლოოდ ჩვენი შეხვედრა ღიმილით დაიმახსოვრო.
-წავალ, მაგრამ იმიტომ წავალ რომ შენ დაისვენო, გარეთ ვართ ყველა. გვიანი ღამე იყო სკამზე ჩასძინებოდა ინდირას და ლილეს გვერდი გვერდ, ნატას ისევ ღებინება ჰქონდა და გვიან ექიმის დანახვა ალექსანდრეს არ ესიამოვნა და ბაჩოს ჩაავლო ხელი.
-ექიმო......
-ალექსანდრე ძალიან ვწუხვარ, ნატას გულმა ვეღარ გაუძლო ბრძოლას და რამდენიმე წუთის წინ გაჩერდა, ბოლო ამოსუნთქვაზე თქვენი სახელი თქვა. ალექსანდრეს გული ძალიან ძლიერად უფეთქავდა, ძლიერი ყოფილა მისი გული არ გაჩერდა და ცოცხლობდა. ექიმმა საბოლოოდ შეხედა ალექსანდრეს და თითქმის ჩუმად თქვა.
-ძლიერი სიყვარულის ყველაზე დიდი ტკივილი საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილია. ალექსანდრემ ხმით იღრიალა და არც მორიდებია ცრემლებით ტიროდა, ბაჩოც ტიროდა, ინდირა ალექსანდრეს წინ დაემხო მუხლებზე და მასთან ერთად ისიც ხმით მოთქვამდა მეგობრის დაარგვას. ლილე იჯდა გაშეშებული და ერთ წერტილს უყურებდა, ვერ გაბედა ფეხზე დადგომა და ალექსანდრესთან მისვლა. ყველაფერი დავიწროვდა, ფერები ერთმანეთში აირია და გაუცნობიერებლად დაიწყო ხმამაღალი ღმუილი. ინდირა ლილესთან მივიდა ხელი სახეში შემოარტყა, მაგრამ მისი დამშვიდება ვერ შეძლო, ლილე შოკში ჩავარდა და ისტერიკულად ყვიროდა. მისმა ასეთმა რეაქციამ ყველა შეაშინა, ექიმმა დამამშვიდებელი გაუკეთა და თქვა.
-მოსალოდნელი რეაქცია არის, დაცემა ცხოვრების ნაწილია და ადამიანები ყველანაირ ტკივილს უძლებს და ცხოვრება გრძელდება გვინდა თუ არ გინდა. ლილე იწვა სრულ სიბნელეში, ნატამ დატოვა საყვარელი ხალხი და დატოვა სამყარო სადაც 30 წლის ლამაზი მოგონებები დატოვა, ახლა ლილეზე ნერვიულობდნენ და ექიმს თვალებში უყურებდა ალექსანდრე.
-ექიმო როგორ არის ლილე.
-შოკშია, უნდა დაველოდოთ. ორი დღე იწვა ლილე და ნელა ნელა გაახილა თვალი, საწოლთან ინდირა იჯდა თვალცრემლიანი და ჩუმად გულში ლოცულობდა ლილეს კარგად ყოფნას. ხელი გაანძრია და ინდირამ შეხედა, ფეხზე წამოდგა და ახლოს მივიდა.
-ლილე, ლილე როგორ ხარ საყვარელო.
-ინდირა დრო იბრძვის, დრო კვდება და ჩემს გარშემო სიცარიელე არის. ჩემი უაზრო სულის ძახილით გული გასივდა, გასივდა და ყელს მიებჯინა არც გატეხილა, არც გამსკდარა, თან არ წამიყვანა, მაგრამ დაშლა დაიწყო ლოთის ღვიძლივით. ინდირა დრო იბრძვის, მაგრამ დროსაც არაფრის შეცვლა არ შეუძლია.
-დამშვიდდი, ლილე კარგად უნდა იყო სამი ბავშვი გყავს და შენ უნდა მიხედო მათ, ბავშვებთან ერთად ალექსანდრეც ბავშვივით არის ახლა.
-როგორ არის ან რას ვკითხულობ განადგურებულია ეს ხომ ისედაც ვიცი.
-დაურევავ და ვეტყვი რომ დაგვიბრუნდი, ძალიან ნერვიულობს. ინდირამ ტელეფონზე დარეკა და ბაჩომ უპასუხა.
-ალექსანდრე სად არის, რატომ არ მიპასუხა ბაჩო.
-ტელეფონი დარჩა მანქანაში და წამოვიღებ, საავადმყოფოში ვართ უკვე. ინდირამ კარი გააღო და კართან ალექსანდრეს შეხედა.
-შემოდი, ლილე დაგვიბრუნდა კარგად არის.
-ძლივს კარგი ამბავი გავიგე, ლილე ძალიან შეგვაშინე.
-ალექსანდრე....
-ლილე ვიცი როგორ განიცადე, ვიცი რომ ძალიან გეტკინა, მაგრამ შენი ძალების უკანასკნელი ენერგია მოიკრიბე და ფეხზე დადექი, შენ ჩვენ ყველას გვჭირდები. ექიმმა ლილე კიდევ ნახა და დარწმუნდა, რომ შოკიდან გამოწვეული სტრესით არანაირი ზიანი არ ჰქონდა მიღებული და უთხრა.
-თავს მიხედე ჩემო გოგო, სერიოზული სტრესი გადაიტანე და ეს არ უნდა განმეორდეს. ლილეს ტელეფონზე ბესო გამუდმებით რეკავდა და ბოლოს ბაჩომ უპასუხა.
-გისმენ ბესო.
-ბაჩო შენ ინგლისში ხარ?
-რამდენიმე დღეა აქ ვართ მე და ინდირა.
-რა მოხდა, ლილე სად არის.
-ლილე გასული არის მალე მოვა.
-ბაჩო სიმართლე მითხარი, არ გამოგდის ტყუილის თქმა.
-მართალი ხარ, მაგრამ ძალიან მიჭირს გითხრა.
-რა მოხდა, ლილეს რამე შეემთხვა?
-ბესო ნატა დავკარგეთ.
-რას ამბობ, შეუძლებელია და დაუჯერებელიც, ალექსანდრე?
-განადგურებული და გათიშული, ამიტომ ვართ აქ მე და ინდირა.
-ის ხომ შვილს ელოდა ბაჩო.
-დაიბადა, ლამაზი თოჯინა გვყავს, პატარა ალექსანდრა.
-რა მოხდა შვილო. ბესოს გაოცებული უყურებდა მშობლები, რადგან მის რეაქციაზე მიხვდნენ რომ რაღაც ცუდი მოხდა.
-დაჯექი დედა რაღაც უნდა გითხრათ....
-ლილე, ლილეს რაღაც შეემთხვა.
-ლილე კარგად არის, ნატას და ალექსანდრეს პატარა გოგონა ჰყავთ.
-მერე ამიტომ გაოცდი და შეგვაშინე შვილო.
-დედა ნატა აღარ გვყავს.
-როგორ აღარ გვყავს, დაიბნა ნანი და ბესოს თვალებში უყურებდა შეშინებული.
-ნატა გარდაიცვალა.
-რას ამბობ შვილო. ხმით მოთქვამდა ტკივილისგან გამწარებული ნანი და გულზე ხელს ირტყამდა.
-რატომ, რატომ შვილო რა კეთილი და სათნო იყავი ამიტომ ამოგირჩია უფალმა და წაგიყვაა. ბესომ ბაჩოსთან შეთანხმებით ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მიცვალებულის გადმოსვენებას დრო ჭირდება. საავადმყოფოს არ შორდებოდა ალექსანდრე მაგრამ იმ ღამით სახლში წაიყვანა ინდირამ და სახლში შესულს გული და სული ტკივილამდე შეემკუშა, როცა ბავშვებს შეხედა. ტკივილის დასაფარად ბავშვებს გაუღიმა და ლილია ხელში აიყვანა, ლილეც უხმოდ იდგა და ცრემლებს ჩუმად შეუმჩნევლად ყლაპავდა. სული გაუმწარა ტკივილმა და შიგნიდან დაანგრია. უნდოდა ხმით ეღრიალა, მაგრამ ბავშვების ეშინოდა და თავს იკავებდა, ცდილობდა ცრემლი ლილიას არ დაენახა. ალექსანდრემ შეხედა ლილეს, ლილია ძირს დასვა და ახლოს მივიდა ლილესთან.
-უკეთესია იტირო, სულიერ ტკივილს ისევ ცრემლი თუ განკურნავს ლილე.
-ალექსანდრე........
-ჩუ, ჩუ, ჩუ, ვიცი რომ განიცდი, ვიცი რომ ძალიან გტივა ეს დღესაც გითხარი, მაგრამ შეცვლით ვერაფერს ვერ შევცვლით ეს არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია, ის აღარ დაბრუნდება. ბაჩო, ინდირა ბავშვებს ვერ წავიყვანთ, ლილე ბავშვებთან ერთდ აქ დარჩება ჩვენ წავალთ და დასაფლავების შემდეგ უკან დავბრუნდები. ინდირა ჩუმად იყო თავის ფიქრებთან, მოულოდნელად ტელეფონის ხმამ შეაშინა და ალექსანდრეს შეხედა.
-უპასუხე ინდირა და თუ მარტო არის ნუ ეტყვი, იქ ვიღაც უნდა იყოს ამ დიდ ტკივილს მარტო ვერ გაუმკლავდება.
-გისმენ მერი დეიდა.
-ცუდი სიზმარი მაქვს ინდირა და ნატაზე ვნერვიულობ შვილო.
-გოგო დაიბადა, გილოცავ პატარა ალექსანდრა გვყავს.
-ჯერ ხომ ადრე იყო ნატა როგორ არის, რატომ იმშობიარა ასე ადრე.
-ჯერ სუსტად გრძნობს თავს, ძალიან ადრე იყო მაგრამ ჯამრთელია ბავშვი.
-ნატა ნახე და ელაპარაკე?
-კი, კი, ველაპარაკე და კარგად არის, სახლში მოვედი ალექსანდრე იქ დარჩა მე სახლში მოვედი.
-კარგი შვილო, ხვალ ისევ დავრეკავ. ინდირას ცრემლები ახრჩობდა და ალექსანდრემ ჩურჩულით უთხრა.
-მონიკას დაურეკე წავიდეს და მასთან იყოს, ასაკშია და თან გულის პრობლემები აქვს. ინდირამ დაურეკა მონიკას და ყველა დუმდა ნატას გამო, რამდენიმე საათში მონიკა, შმაგი, საბა და ლუკა მერისთან მივიდნენ, რომლებსაც ღიმილით შეხვდა მერი.
-მობრძანდით, შვილიშვილი შემეძინა ბედნიერი ვარ შვილებო, დაბრძანდით და ახლავეს ტკბილს გამოვიტან პატარა უნდა დამილოცოთ.
-მერი დეიდა...... მერიმ მონიკას მიუბრუნდა და სახე წაშლილ მონიკას თვალებში ჩახედა, შემდეგ კი ხმის კანკალით თქვა.
-ჩემი შვილი, ჩემი ნატა....... მონიკამ თავი ვერ შეკავა და ხმით აღრიალდა, რაზედაც მერის ხმამაღალმა ღრიალმა მეზობლებიც კი დააფრთხო და ყველა გაოცებული იყვნენ გაგონილით.
-რატომ, რატომ, რატომ წამართვი ღმერთო ჩემი ერთი ცალი. ნატა ვეღარასოდეს ვეღარ გნახავ შვილო, ვიცოდი და გეუბნებოდი საბედისწერო არის ეს ორსულობათქო და უნდა გავაჩინო გააჩინე პატარა თოჯინა, მაგრამ შენ დამეკარგე შვილოოოო.
ალექსანდრე გულჩათხრობილი გახდა, გაურბოდა ფიქრებს და გაურბოდა საკუთარ თავსაც. ტკივილით დამძიმებული წელში გამართული ვეღარ დადიოდა და ტკივილი, ეს აუტანელი ტკივილი მისი გულის ფსკერძე დაილექა. არეული იყო საათი, წუთი,წამი მისი შიში იზრდებოდა და იმ მომენტებზე ფიქრობდა როცა ნატასთან ერთად დაბრუნდებოდა, მაგრამ განსხვავება ის იყო ნატა იმ ბნელი ოთხკუთხა ყუთით იმგზავრებს. ნატას გაფიქრებაზე აუტანელ სიცივეს გრძნობდა და იმ საღამოს მისმა თვალემა იმედისგან მიტოვებული და გაძარცვული გამოხედვით შეათვალიერა ლილია და ალექსანდრე. მოუნდა სადღაც შორს გაქცეულიყო, გულში ტკივილი ტრიალებდა გარეთ კი ქარი ბღავილით ეხეთქებოდა ფანჯრებს და გაუჩერებლად ყვიროდა, თითქოს ბუნებაც განიცდიდა მის მდგომარეობას და უეცრად ფეხზე წამოდგა ბაჩოს შეხედა და კარისკენ წავიდა, რომ ბაჩო გადაუდგა წინ.
-სად მიდიხარ ასეთ ამინდში.
-უნდა გავიდე, მარტო მინდა ყიფნა.
-მაშინ მეც გამოგყვები.
-არ მინდა, არავის არც დანახვა მინდა და არც დალაპარაკება. ბაჩომ ვერაფერი ვერ უთხრა და მარტო წავიდა, მიაბიჯებდა მშვიდად, მყარად და ცბიერი ღიმილით მიყვებოდა სიბნელე ფეხ და ფეხ. უეცრად ცამ დაიქუხა და ძლიერი წვიმა წამოვიდა, ცა ელავდა, თითქოს ბრაზობდა ალექსანდრეზე ,,სად მიდიხარ ასეთ ამინდში უკან დაბრუნდიო.'' შეჩერდა, წვიმას ახედა და არც უცდია სადმე თავის შეფარება წვიმის მსხვილი წვეთები მის სახეზე თამაშობდა და მის ირგვლივ სამყარო ბობოქრობდა.
-რა არსება ხარ, ალექსანდრე ასეთ ამინდში აქ რა გინდა. ჯიბეში ტელეფონის ზარი არ წყდებოდა და ძალა გამოცლლილმა უპასუხა.
-ხომ გითხარი მარტო მინდა ყოფნათქო.
-სად ხარ, არ შეიძლება შენი ფეხზე დგომა მითხარი სად ხარ მეც მოვალ და ერთად ვიქნებით.
-არ ვიცი სად ვარ, არც ის მინდა საერთოდ ვარსებობდე და ვსუნთქავდე, სიცოცხლეს ვგრძნობდე, მაგრამ ვარსებობ, ვგრძნობ კიდეც და ვსუნთქავ. ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და ხმით აღრიალდა, ბაჩო ვერ ეგუებოდა ასეთ ალექსანდრეს და ცრემლები მოაწვს ყელში, ტელეფონს ხელი მოუჭირა და თითქმის ჩურჩულით უთხრა.
-გთხოვ მითხარი სად ხარ, მოვალ შენამდე. ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და მისამართი შეტყობინებით გაუგზავნა. სირბილით მივიდა იმ ადგილზე და დილამდე დახეტიალობდნენ წვიმიან ქალაქში, დილით ერთ ერთ დამკრძალვ ბიუროსთან შეჩერდა ალექსანდრე და არც დაფიქრებულა შევიდა, ირგვლივ სამგლოვიარო მუსიკის ჰანგები ისმოდა, თავად შეარჩია ნატასთვის სამუდამო სახლი და ბაჩოს უთხრა.
-აქ ამ ბნელ ყუთში ჩემი გულიც მასთან ერთად იქნება.
-იმედი მაქვს ამინდი ჩაწყნარდება. ბაჩომ ყველაფერი მოაგვარა და რამდენიმე დღეში წავიდნენ, აეროპორტში უამრავი ხალხი დახვდა, მერიმ შავ პრიალა სასახლეს ჯერ მშვიდად გადაუსვა ხელი.
-ასე მშვიდად რატომ ხარ, ისევ გინდა გვერდი ამიარო და გამაბრაზო, მაგრამ არ გავბრაზდები არც არასოდეს გავბრაზებულვარ შენზე, მაგრამ რომ არ დამიჯერე არც მე არც შენს ქმარს ამაზე ვბრაზობ ჩემო ერთადერთო. დაუტოვე პატარა თოჯინა და ყველა მარტო დატოვე შენს გარეშე. არ შეგეცოდა არც ბავშვები და არც ალექსანდრე რადგან დარწმუნებული იყავი საუკეთესო მამასთან დატოვე შვილები, მაგრამ მე, მე როგორ მიმატოვე. აქ მე უნდა მეძინოს სამუდამო ძილით ამ ყუთში შვილო, მაგრამ შენ წევხარ, შენი დუმილი ჩემთვის ძალიან მტკივნეული არის ნატა. ალექსანდრე მივიდა მერისთან და ხელი მოხვია.
-არ ესმის, ყველას გვაქცია ზურგი და წავიდა.
-შვილო, ალექსანდრე შენღა დამრჩი შვილო. ტირილით მიეყრდნო ალექსანდრეს და მკერდზე მიადო თავი. რამოდენიმე წუთი ასე იდგა ორივე, ინდირამ მერის მოკიდა ხელი, ბაჩომ ალექსანდრეს და საფლავიდან ოდნამ დაიხიეს უკან. ტკიოდა, მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობდა. ციოდა, მაგრამ იდგა გაუნძრევლად თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ელოდა და მოულოდნელად იფეთქა საფლავებიდან კივილის და კვნესის ხმამ. თითქოს მიდამო ცრემლის ტალღამ გადარეცხა და მის თვალებში შიშმა დაიდო ბინა პირდაღებულ შავ საფლავს რომ შეხედა და წარმოიდგინა დიდი შავი ხვრელი, რომელიც მზად არის გემრიელი ლუკმის ჩასაყლაპად. ალექსანდრე ადგილიდან არ დაძრულა და ცრემლიანი თვალებით უყურებდა როგორ ეშვებოდა შავი ყუთი დიდ შავ ორმოში.ალექსანდრეს დიანა მიუახლოვდა და თვალცრემლიანმა შეხედა, გული შეეკუმშა და სული აეწვა ალექსანდრეს გამომშრალ და ცარიელ გამოხედვას თვალი რომ გაუსწორა, ხელით შეეხო და ჩურჩულით უთხრა.
-არ ვიცი რა გითხრა ან რა სიტყვა გითხრა დასამშვიდებლად, მაგრამ ძალიან ვწუხვარ.
-ვიცი, დიანა შენს თვალებში ვხედავ შენს თანადგომას, ტკივილს კი ვერც გამოთქვამ და ვერც გადმოცემ იმ ტკივილით გეტკინა ნატას წასვლას.
-არ მჯერა, არ მჯერა შენ რომ ასეთ დღეში გიყურებ.
-ყველაფერი ეს რასაც დაიჯერე, რადგან დღევანდელი დღე რეალობაა დიანა და უნდა შევეგუოთ, ის აღარ დაბრუნდება. წავიდა, წავიდა სამუდამოდ და მე დამტოვა ტკივილით სავსე.
-სიტყვებს ვერ ვპოულობ რამე გითხრა, მხოლოდ გეტყვი არ იმსახურებდით ასეთი დიდი ტკივილი გამოგეცადა.
-მეგონა ყველაფერი კარგად იყო შენს სახეზე ღიმილს რომ ვხედავდი, ყველაზე ბედნიერი ვიყავი როცა შენი ღიმილით მაბედნიერებდი, მაგრამ შენ ჩუმად იყავი შენს ტკივილთან ერთად და ნელა ნელა მშორდებოდი, სამუდამოდ მიდიოდი ჩემგან. გამომეცალე, ხელიდან წამგლიჯეს შენი სიცოცხლე და ჩემს გულს მოსწყვიტეს შენი თავი, ჩემი სიყვარული წამართვეს და ის აქ დავვასაფლავე, სიყვარულთან ერთად ჩემი გრძნობებიც შენ გაგატანე ნატა.მარტო დარჩა საფლავთან და წვიმისგან ატალახებულ გზას გახედა, ორივე ხელი მოისვა ძლიერად სახეზე, საფლავზე ამობურცულ მიწას შეეხო და სველ მიწაზე დაიჩოქა.
-ჩემო ნაწილო რატომ ასე ადრე, რატომ გვერგო ჩვენ ეს დიდი ტკივილი ნატა. ჩვენი შვილები ხომ ჯერ ძალიან პატარები არიან, მაგრამ ამ სამყაროში მარადიული არაფერია და ვერც ჩვენ ვიქნებით უკვდავები. ჩვენ ხომ მოკვდავნი ვართ და მხოლოდ 10 წელი გამოიმეტა განგებამ ჩვენი ერთად ცხოვრების და მადლობა რომ ეს წლები ბედნიერი და ლამაზი წლები იყო შენთან ერთად. სული შიგნიდან მებრძვის, ღამე თვალს გავახელ დაც სიბნელეს უყურებ შენი ხმა მელანდება თითქოს ჩემთან ხარ და მეხები, თვალს ვხუჭავ მინდა ჩაგეხუტო, შეგეხო და შეგიგრძნო, მაგრამ რაც არ უნდა ძალიან მინდოდეს ეს სიმართლე იყოს, ეს მხოლოდ ოცნებებია. საუკუნოდ მეჩვენება უშენოდ გატარებული რამდენიმე დღე და ამიერიდან შენი მონატრება მექცევა ტანჯვად. ჩვენი სიყვარული წარსულის წიგნის ფურცლებზე დარჩა დაწერილი შენ კი თავად აქ ხარ მყუდროდ და წყნარად, მე კი სახლში დაბრუნებულს სიცოცხლე შემზიღდა, რადგან შენ არ მხვდები, ლილიას ცრემლიან თვალებს ვხედავ და ჩემს უკან დედას ეძებს რომ ჰგონია რომ მას ემალები. ყოველ დღე ერთი და იგივე გზას გადიოდა ჯოხით ხელში და წითელი ვარდებით მიუყვებოდა ვიწრო ბილიკს, ჯერ შორიდან უყურებდა, შემდეგ ახლოს მიდიოდა საათობით იჯდა მიწაზე და თავდახრილი კოჭლობით ბრუნდებოდა სახლში, სახლში სადაც შესვლა არც უნდოდა, ერთ საღამოს დარინასთან წავიდა რომ ბაჩოს დალაპარაკებოდა, მაგრამ ბაჩოს დივანზე ჩასძინებოდა და არ გააღვიძა მასთან ახლოს სავარძელში ჩაჯდა, მოულოდნელად ბაჩო წამოხტა და ალექსანდრეს ყელში წვდა, დაიბნა ინდირა და მით უფრო ალექსანდრც მაგრამ ინდირას ხელით ანიშნა ჭიქით წყალი შეასხი დამშვიდდებაო, ინდირამ ჭიქით წყალი მოიტანა და ბაჩოს შეასხა, ალექსანდრე ბაჩოს თვალებში უყურებდა და ცდილობდა ხელებში მოკიდებული ხელი არ გაეშვა, როგორღაც მოახერხა და უთხრა.
-რას აკეთებ, ბაჩო მე ვარ ალექსანდრე...... ბაჩო გონს მოეგო და ნელა ნელა ალექსანდრეს ხელი გაუშვა, შემდეგ კი მეგობარი გულში ჩაიკრა და უთხრა.
-მაპატიე თავი ვერ გავაკონტროლე.
-რა გჭირს ბაჩო.
-ძილში გვეპარებოდნენ და გვირტყამდნენ. ვინც სუსტები იყო ძლიერები ვიცავდით, მაგრამ ზოგჯერ რამდენიმე ერთად დაგვესხმოდა თავს და საკუთარი თავის დაცვასაც სასწაულად ვახრხებდით. ინდირამ ცრემლიანი თვალებით შეხედა და ბაჩოს უთხრა.
-ამიტომ გაქვს ზურგზე ჭრილობები.
-ეს ჭრილობები სხეულზე არაფერია შეხორცდება და გაქრება, მაგრამ უსამართლოდ მოყენებული ტკივილი არ გადის ადვილად.
-მაგრამ წარსულის მონაც ვერ გახდები, ტკივილიც დამღლელია და ცხოვრება ამ ყველაფერთან ერთად გრძელდება.
-ალექსანდრე რაზე ფიქრობ მეგობარო.
-ცარიელი ვარ, შიგნიდან დავცარიელდი მაგრამ ცხოვრებას უნდა შევებრძოლო შვილებისთვის, ლილესთვის მიცემული სიტყვისთვის.ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ღირებული რაც და ვინც გამაჩნია ის სამი პატარა არის, მაგრამ ინდირა წარმოდგენა არ გაქვს შენი მეგობარი რა ძალიან სუსტი არის. სუსტი, უსუსური და მარტოსული, მაგრამ მეც ხომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ და არ ვიცი სად დაუშვი შეცდომა და არც ის ვიცი რა სასჯელისთვის დავისაჯე ასე მწარედ და მტკივნეულად.
ალექსანდრე უნდა ძლიერი იყო არ გაქვს სიკვდილის უფლება, ცახცახმა აიტანა, მაგრამ იდგა მყარად. ბინდი ეფინა თვალებზე და სუნთქვა გაუხშირდა. ხელის წავლება იგრძნო ხელზე, თვალი გაახილა და ერთგული მეგობარი ბაჩო იდგა მის წინ. 3 საათის ძილის შემდეგ ალექსანდრე თავის რეალურ სახეს დაუბრუნდა და ტელეფონი ჩართო, ბავშვების ფოტოები ნახა, შემდეგ კი ლილეს ნომერზე დარეკა, მაგრამ ლილეს ნაცვლად ძიძამ უპასუხა.
-ლილე როგორ ხართ.
-ლილე რამდენიმე დღეა საწოლიდან არ ამდგარა და სულ ტირის, ძალიან დასუსტდა.
-ტელეფონი გადაეცი უნდა დაველაპარაკო.
-ჩაეძინა ბავშვებთან ერთად.
-კარგი გადაეცი რომ დავრეკე და მალე დავბრუნდები. დაფიქრდა, ღრმა და სევდიანი გამოედვა ჰქონდა და ინდირას შეხედა.
-რა მოხდა, სახე შეგეცვალა ალექსანდრე.
-ლილე თავს ცუდად გრძნობს.
-მისთვისაც რთულია ამ ყველაფრის გადატანა.
-ყავას გამიკეთებ?
-გავაკეთებ, ბაჩო შენ?
-გამიკეთე, მეც შემოგიერთდებით. ინდირამ ყავა გააკეთა და ალექსანდრეს წინ დაჯდა, ალექსანდრემ შეხედა და მკრთალად გაუღიმა.
-გისმენ, თქვი რისი თქმაც გინდა.
-კარგად მიცნობ და ჩემი ხასიათიც იცი არ მიყვარს, როცა ახლობლებს და ჩემს საყვარელ ხალხს სულს რაიმე უტანჯავთ, რადგან დახმარება არ შემიძლია და ძალიან განვიცდი. ალექს დაუბრუნდი სამსახურს და შენს ცხოვრებას, რომ ამ ტკივილს მოერიო, ეს ტკივილი არ გაივლის არც შეიცვლება არაფერი, მაგრამ შენ ცოცხალი ხარ და ცხოვრება გრძელდება.
-არ ვიცი რას ვიზამ, მაგრამ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რომ ფეხზე დგომა შევძლო.
-ეს კარგია და ვიცი შეძლებ, შენ ძლიერი ადამიანი ხარ ალექსანდრე. ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და მიხვდა ბაჩომ რასაც ფიქრობდა ალექსანდრე ხელით დახია უკან და უთხრა.
-ვიცი სადაც მიდიხარ და მე წაგიყვან. ინდირას გადაეხვია და უხმოდ გავიდა ბინიდან ბაჩოსთან ერთად, რამდენიმე წუთში კი სევდიანი თვალებით ღრუბლების ზემოდან უყურებდა თუ როგორ შორდებოდა მშობლიურ ქალაქს და ნაცნობ სამყაროს. ბაჩო იდგა და უყურებდა სანამ არ დაიმალა ღრუბლებში თვითმფრინავი, ლილე კი იწვა და ტირილისგან დასიებული თვალების გახელა უჭირდა.
-ლილე ადექი რას დაემსგავსე, რამე უნდა შეჭამო როდემდე გინდა ასე იყო....
-არ მინდა, არც აქ ყოფნა მინდა და მინდა წავიდე შორს სადაც იქნება სიწყნარე და სიმყუდროვე. რამდენიმე დღის უჭმელს პირი გაუშრა, უნდოდა ამდგარიყო, მაგრამ თავბრუსხვევა იგრძნო და ისევ ღრმა ძილით დაეძინა, ძილში სასიამოვნო სურნელი იგრძნო და თვალების გახელას შეეცადა, ლილეს საწოლთა ალექსანდრე იდგა.
-ალექსანდრე.....
-გაიღვიძე, ბულიონი გაგიკეთე და უნდა შეჭამო, რა გგონია უჭმელობა კარგ რამეს მოგიტანს? ლილე ძალა გვჭირდება და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.
-შევეცდები ავდგე და გამოვალ, ცოტა დრო მომეცი რომ აზრზე მოვიდე.
-დრო გაქვს, მხოლოდ რამდენიმე წუთი და გელოდებით. ლილემ თვალი გააყოლა ალექსანდრეს და ისეთი გრძნობა გაუჩნდა რომ ყველა გრძნობა სურვილი, განცდები, აწუხებდა და მის გარშემო სამყარომ სუნთქვაც კი შეწყვიტა. სადღაც გარბოდა თავდაღმართში და მხოლოდ უნდოდა ეტირა, ასე ცდილობდა გულის სიღრმიდან ამოეღო ტკივილი რომელსაც ვერ უმკლავდებოდა. საწოლზე წამოჯდა, უეცრად თავში შემოიცხო ორივე ხელები და თქვა.
-ლილე გამაგრდი, განა ვერ ხვდები რომ ალექსანდრეს შენზე მეტად უჭირს და არ უნდა დაენახო მას სუსტი და უსუსური. როგორც იქნა ადგა, თავი მოიწესრიგა და ნელი, მაგრამ გაწონასწორებული ნაბიჯებით წავიდა, გაოცებული დარჩა როცა ფანჯრიდან ღამემ შემოხედა.
-დაღამებულა კიდეც. უეცრად ყურებმა წივილი დაუწყო, თითქოს სუნთქვა შეეკრა და შიშისგან შველა ვერ ითხოვა მუხლები აუკანკალდა.
-რა მემართება, მგონი ცუდად ვარ. კედელს მიეყრდნო, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადადგა, მხოლოდ თვალით გადაზომა მანძილი კარიდან საწოლამდე თუ რამდენი ნაბიჯის გადადგმა მოუწევდა და თავს ძალა დაატანა. გაბედა, კედელს დაშორდა და ორი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ იგრძნო როგორ გამოეცალა ფეხქვეშ იატაკი და მძიმედ დაეცა. ჯერ სხეულით დაეხეთქა იატაკს და შემდეგ ინერციულად თავიც დაარტყა. ვერაფერს გრძნობდა, თვალებში ყველაფერს შავად ხედავდა.
-მოვკვდი? გაიფიქრა, მაგრამ გრძნობდა ცოცხალი იყო.
-არა, მკვდარი არ ვარ რადგან ვაზროვნებ. ნელა ნელა სიშავემ გაიარა და შეხედა მის ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო.
-სად ვარ, საავადმყოფოში? კარი გაიღო და ერთიანად გათეთრებული ალექსანდრე იდგა მის წინ.
-ალექსანდრე.....
-არ ილაპარაკო, საავადმყოფოში ვართ.
-საშინლად ვარ, ვერ ვიტან საავადმყოფოს აქედან უნდა წავიდე.
-ვერსად ვერ წახვალ და რატო, პირველი თავი დაარტყი და მეორე,ძალიან დასუსტებული ხარ. გონს მოდი, რას აკეთებ ლილე.
-ძალიან გამიჭირდა შევგუებოდი რეალობას.
-ლილე ზოგჯერ შეიძლება საკუთარი თავი დაანგრიო, მაგრამ უნდა იცოდე ზიანს არა მარტო საკუთარ თავს აყენებ, შენს გარშემო ყველას აზიანებ. მეც ძალიან მიჭირს, მაგრამ როცა მდინარეზე ხიდი არ არის, გზა წყდება?
-ვპოულობთ გამოსავალს წინ წავიდეთ ხიდის გარეშეც, მაგრამ მას ოცნებები ჰქონდა ალექს.
-ვიცი, მისი ყველა ოცნება ვიცი რაზედაც ოცნებობდა, ჩვენ ერთად ვოცნებობდით. ექიმმა შემოაღო კარი და ლილეს გაუღიმა.
-როგორ ხარ ლამაზო.
-რადგან წყვდიადი გაქრა და თქვენ გხედავთ, გამოდის კარგად ვარ.
-ბრძოლობ თუ ნებდები.
-თუ ბრძოლას აქვს აზრი, ვაგრძელებ ბრძოლას.
-კარგია, მომწონს ეს შემართება. ლილემ დაღლილი მზერა სტყორცნა ექიმს და კითხა.
-რა მჭირს, დიაგნოზი......
-სრულიად ჯამრთელი ხარ, მაგრამ საკუთარი გული ზურგზე მოიკიდე ტვირთად და გული ეს ხომ ძალიან პატარა ორგანო არის ჩვენს ორგანიზმში მას ბევრის ატანა არ შეუძლია, შენ კი ძალიან დატვირთე ლამაზო და ვეღარ შეძლო, დაიღალა.
-არც ტვირთის ტარების მეშინია და არც სიკვდილის, რადგან იქ ძალიან კეთილი ფერია დამხვდება.
-შვილო ჯერ რა ნახე ცხოვრებაში შენი სიცოცხლით რომ დაიღალე, რატომ წვალობ და სხვასაც რატომ აწვალებ თუ შენი თავი არ გენანება მიდი და თავი მოიკალი, მაგრამ არ არის გამოსავალი.
-ექიმო.......
-მომისმინე, მეც დავკარგე ძალიან ახლობელი, ძალიან საყვარელი ადამიანი და მეც მიჭირდა ცხოვრების გაგრძელება, ტკივილისაგან გონებაც დავკარგე, მაგრამ გონს მოვედი ძალა მოვიკრიბე და ფეხზე მყარად დავდექი. შვილო ძლიერი უნდა იყო რომ ცხოვრებაში ერთმა ტკივილმა არ დაგკარგოს, ცხოვრება გრძელდება, ცხოვრება დროს მისდევს და დროს ჩვენ მივყვებით. დამშვიდდი, დაისვენე და ისევ გინახულებ, რადგან ეს საღამო აქ უნდა იყო. ექიმი წავიდა, ალექსანდრე დაღლილი და ძალა გამოცლილი მიუახლოვდა ლილეს.
-ლილე.....
-მაპატიე....
-დამპირდი, დამპირდი რომ ამიერიდან რაც არ უნდა გადაგვხვდეს ერთად გავუმკლავდებით და ამიტომ ძლიერი იქნები.
-გპირდები. ცრემლები ახრჩობდა ორივეს, მაგრამ ორივე ცდილობდა ცრემლების დამალვად და გულში გაიფიქრა.
-,, შენი სიახლოვე გამაძლიერებს ალექსანდრე.''
-დარწმუნებულად დამპირდი და არა მოვალეობის მოხდის მიზნით.
-გპირდები ძლიერი ვიქნები და თავს მოვერევი. უთხრა, მაგრამ იმ წუთში უნდოდა ეღრიალა და ემოციებისაგან დაცლილიყო.
-შენი სიძლიერით მეც ძლიერი ვიქნები და ახლა დაისვენე იქნებ ჩაიძინო.
-წადი ბავშვებთან შეეშინდებათ.
-ძიძა არის მათთან და ხვალ ერთად წავალთ, ხვალიდან შეეცდები შენს ძველ ფორმას დაუბრუნდე. ლილე ცხოვრება ომია და ჩვენ კი ჩვენივე ცხოვრების მეომრები, შენ ვალდებული ხარ კარგად იყო და უნდა შეძლო ტკივილს გაუმკლავდე. გთხოვ ეს ჩემს გამო, ბავშვების გამო და შენების გამო გააკეთე.ლილე რამდენიმე დღეში კარგად იყო და ლილესთან ერთად პატარა ალექსანდრაც სახლში მიიყვანა. ლილეს ღამეები არ ეძინა პატარა მთელი ღამით ხელში ყავდა, ერთ ღამით დივანზე დამჯდარს ჩასძინებოდა ბავშვით ხელში და ალექსანდრემ დიდი სიფრთხილით ააცილა ბავშვი ხელიდან, რაზედაც ლილეს ისტერიკა დაემართა.
-არა, არა, არ გაგატან.....
-ლილე მე ვარ, ალექსანდრე ვარ. უეცრად თვალები გაახილა და მიხვდა რომ სიზმარში იყო.
-მაპატიე ვიღაც ბავშვის წართმევას ცდილობდა....
-ძინავს და თავის საწოლში ჩავაწვინოთ და შენც დაისვენე გადაღლილი ხარ. პატარა თავის საწოლში დააწვინა და ლილე ბავშვებთან დაწვა, მაგრამ ლილიამ გაიღვიძა და ალექსანდრეს უთხრა.
-მამიკო აქ დავიძინოთ ერთად. ალექსანდრეც ლილიას გვერდით დაწვა და ოთხივეს ერთად ჩაეძინათ. დილით ლილე სამზარეულოში გავიდა და დაინახა ალექსანდრე სიგარეტით ხლში.
-ალექსანდრე სახლში არ ეწეოდი.
-ისედაც იშვიათად ვეწეოდი, მაგრამ.....
-მახსოვს თქვი სიგარეტს თავს დავანებებო.
-ვცდილობ სიტყვა შევასრულო და გპირდები შევასრულებ, გაიღვძა ბავშვებმა?
-არა, პატარას მოშივდა ნახე როგორ ეძებს საწოვარას. ალექსანდრემ პატარას შეხედა და ღიმილით გადაუსვა მუცელზე ხელი.
-დღითი დღე უფრო და უფრო მეტს მიირთმევ და ღიპიც დაგაჩნდა.
-მსუქანა გოგო. თქვა ლილემ და ალექსანდრეს შეხედა, გული ტკიოდა მის თვალებში დანახული ტკივილს და სევდას რომ უყურებდა. ნელა-ნელა დაუბრუნდა ყოველდღიურ ცხოვრებას, მოძლიერდა და სასწავლებელშიც დაიწყო სიარული. იღლებოდა სამი ბავშვის მოვლა რთული იყო ოჯახის საქმეებთან ერთად, ამიტომ ალექსანდრემ კიდევ ერთი დამლაგებელი აიყვანა რომ ძიძას ბავშვებისთვის მიეხედა, მაგრამ ძიძა მხოლოდ დღე იყო მათთან, საღამოს ალექსანდრე აძინებდა ბავშვებს თავად კი მეცადინეობდა და ეს რთული იყო, მაგრამ შანსი რომელიც მას მისცა ცხოვრებამ მის მიცემულ სიტყვასთან ერთად არ უნდოდა დაეკარგა და ამიტომ ძალიან ცდილობდა რომ ალექსანდრეც არ შეეწუხებინა მისი სისუსტით.სამი თვე გავიდა, როგორ მალე გადის დრო. ლილე კვირა დღეს სახლში იყო და გადაწყვიტა ბავშვების გარდერობის დალაგება და სადაც ლილიას ტანისამოსი იყო ნახა ლამაზი ყუთი სადაც ნატას ოქროულობა იყო მოთავსებული და ყუთში წერილი რომელიც ლილეს ეკუთნოდა.
,,ჩემო საყვარელო, როცა ამ ყუთს და წერილს ნახავ მე უვე თქვენგან ძალიან შორს
ვიქნები, მაგრამ მშვიდად მივდივარ, რადგან ვიცი ჩემი საყვარელი ადამიანები შენთან
ერთად არიან და შენ მათ არასოდეს არ მიატოვებ. შენი არსებობით მშვიდად ვხვდები
ჩემი ცხოვრების დასასრულს, დარწმუნებული ვარ როცა ჩემი შვილები გაიზრდებიან
ჩემზე მოუყვები მათ და მინდა უთხრა, რომ მათი სიყვარულით იქაც ბედნირი ვიქნები.
ლილე ჩვენი შევედრა არ ყოფილა შემთხვევითობა, უფალმა კარგად დაგეგმა ყველაფერი
და ვიცი, მჯერა რომ ღირსეულ ადამიანებად აღზრდი. გთხოვ, ჩემი უკანასკნელი
თხოვნა გაითვალისწინო ალექსანდრე მარტო არ დატოვო, მას გაუჭირდება მარტო
ცხოვრება და ერთმანეთი გააძლიერეთ. შენ გიტოვებ ჩემს სიყვარულს და ჩემს
სიმდიდრეს ჩემს შვილებს.
,,ნატა.''
ლილეს თვალები ცრემლით დაებინდა და ვერ გაიგო როგორ წამოადგა თავზე ალექსანდრე, წერილი ხელიდან აართვა ლილეს და თავადაც წაიკითხა, ორივე იატაკზე იჯდა ერთმანეთის გვერდი გვერდ. ალექსანდრემ წერილი დაკეცა და ლილეს შეხედა.
-ყველაფერზე იფიქრა და მან ჩვენი მომავალი წინასწარ დაინახა, ამიტიომ მვიდად წავიდა იმედით სავსე, რომ ბავშვები კარგი ადამიანის ხელში დატოვა.
-ალექსანდრე რასაც ნატა მთხოვს ეს ჩემთვის ძალიან რთულია......
-ფიქრობ ჩემთვის ადვილია და მარტივად მივიღებ ამ ყველაფერს?
-არცერთისთვის არ არის ადვილი.....
-დრო არ კურნავს ტკივილს, უბრალოდ იხურება ჭრილობა, არ ვიცი დრო რამდენი დაჭირდება, მაგრამ ადამიანი ცხოვრებას აგრძელებს ყ=ტკივილთან ერთად და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება, რადგან ახალი სიცოცხლე იღვიძებს. დრო ძალიან ცუდი ექიმია, რადგან სწორედ დრო გაიძულებს ლილე დაივიწყო და დახურო ძველი ჭრილობა. ვიცი რომ რთულია წარსულით ცხოვრება, მაგრამ ჩემთვის ჩემი წარსულია ათასი მოგონება მასთან ერთად. ალექსანდრა ატირდა და ორივემ ერთდროულად მივიდა ბავშვთან, ორივეს დანახვაზე პატარამ გულიანად გაიცინა და თავის ენაზე აჟღურტულდა.
-რაო პატარავ მოგწყინდა მარტო ყონა? უთხრა ლილემ და ხელში აიყვანა, ალექსანდრემ ტელეფონის ხმა გაიგონა და მერის ნომერი რომ დაინახა ძალიან უჭირდა მასთან საუბარი.
-გისმენ მერი.
-ალექსანდრე როგორ ხარ შვილო.
-ვცოცხლობ, როგორც ვარ შენც იცი მერი.
-როდის ბრუნდები, ალექსანდრე შენს მეტი არავინ არ მყავს შვილო და ნუ მიმატოვებ წარსულში დაშვებული შეცდომის გამო.
-არ ვიხსენებ წარსულს და ვიცი რომ გიჭირს, არ ვიცი როდის დავბრუნდები. მერი
დამიჯერე აუტანელია ტკივილი ჩემთვის ეს სამი თვე, მაგრამ ცხოვრება ჩვეულებრივად მიდის, დროს ვერ შევაჩერებთ ეს შეუძლებელია.
-ხომ დაბრუნდები ბავშვებთან ერთად.
-არ ვიცი როდის, მაგრამ დავბრუნდები თუ არა გნახავ. ტელეფონი გათიშა და ლილეს შეხედა.
-ლილე უნდა დაგელაპარაკო, რადგან ახლა ამ წუთში მივიღე გადაწყვეტილება.
-რა, რა გადაწყვეტილება მიიღე.
-გავაგრძელებ მკურნალობას და დავბრუნდები, შენ და ბავშვები აქ იქნებით სწავლას გააგრძელებ ჩვეულებრივად მე კი დრო და დრო ჩამოგაკითხავთ.
-მიხარია რომ მკურნალობის გაგრძელებაზე იფიქრე და მიხარია რომ სამსახურს გინდა დაუბრუნდე, ბავშვების ჯავრი არ გქონდეს ჩემი სიცოცხლის ფასად დავიცავ მათ და გაუფრთხილდები.
-ვიცი და მჯერა შენი, ნატასაც სჯეროდა შენი ლილე. რაც შეეხება სამსახურს ჯერ არ მიფიქრია იქ დაბრუნებაზე, რადგან წინ რთული რეაბილიტაცია უნდა გავიარო და ამას დრო სჭირდება შესაძლებელია წელიწადიც რომ მყარად დავდგე ორივე ფეხზე.ლილე უყურებდა ალექსანდრეს და შეამჩნია თვალებს მცირედი ნაოჭების კვალი დასტყობოდა მძიმე ტკივილისგან, მის თბილსა და ხავერდოვან ხმასაც თავისი კვალი დაემხო, ოდნავ სიმკაცრე შეპარვოდა და დამაჯერებლობა მის ტონს. მშვიდად და გაწონასწორებულად საუბრობდა, სწონიდა ყველა სიტყვას, აზრს და უხდებოდა ეს ყველაფერი ძალიან, ის იყო სრულფასოვანი ინტელიგენტი მამაკაცი ტკივილით, დარდით და სევდით სავსე.

-მეც მინდა ვიპოვო სულის თავისუფლება, ბობი დასრულდა ჩვენი გასეირნება ახლა სახლში დაგტოვებ და მე სამსახურში წავალ. ბინის კარი გააღო და ბობი სახლში შეიყვანა, მაგრამ კართან ვაშლით ხელში დახვდა ჟანა.
-უკვე ადექი, საუზმეც მიირთვით და ვაშლს შეექცევი.
-დღეს ადრე დაბრუნდები?
-დავბრუნდები, იმედია რამე აუცილებლობა არ დამაყოვნებს და მოვალ მაგიდის გაწყობაში დაგეხმარები, დღეს შენი იუბილე უნდა ავღნიშნო ისე რომ ყოველთვის გახსოვდეს რა რომანტიკოსი ქმარი გყავს და უნდა დააფასო მისი შესაძლებლობები.
-ლუკა არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული არ მინდა, იცი სიურპრიზები არ მიყვარს და მხოლოდ ადრე მოდი ეს იქნება საჩუქარი შენგან.
-კარგი წავალ ფორმას ჩავიცმევ თორემ დამაგვიანდება და მერე უნდა დავემშვიდობო ადრე მოსვლას.
-მანქანა გამოიყვანე ხელოსნიდან?
-არა, ბაჩომ მომცა გასაღები ალექსანდრეს მანქანა მყავს სანამ ჩემი გაკეთდება. ლუკამ თავი მოიწესრიგა და განყოფილებაში წავიდა, მიიჩქაროდა და კიბეებიც სწრაფად აირბინა.რამოდენიმე საათი შემოვლაზეც გაიარა და შემდეგ კომისართან შევიდა განცხადებით.
-უფროსო შეიძლება შეგაწუხოთ?
-შემოდი, ლუკა გისმენ შვილო მალე მამა გახდები...
-სულ ცოტა დარჩა და პატარაც დაიბადება, ბედნიერი ადამიანი ვარ უფროსო.
-დახმარება ხომ არ გჭირდება, მითხარი არ მოგერიდოს.
-მხოლოდ დღეს მინდა ადრე წავიდე.
-ორი დღე გიშვებ, წადი მიხედე შენს საქმეს შვილო.
-მადლობა, მადლობა უფროსო. ლუკა გახარებული წავიდა, კიბეები ღიმილით ჩაირბინა საბა და ბაჩო დაინახა განყოფილების ეზოში და მათთან მივიდა.
-აქ რას აეთებთ, ელოდებით ვინმეს?
-ახალი დავალებაა, გვითხრეს აქ დაგველოდეთო და ველოდებით შენ სად მიდიხარ.
-კომისარმა ორი დღით გამიშვა და თუ საჭირო ვიქნები დამირეკეთ მეც თქვენთან ერთად ვიქნები, მაგრამ ახლა უნდა წავიდე საღამოს კი გელოდებით. იქვე მოშორებით მდგარ საბას შეხედა და უთხრა.
-საით იხედები მეგობარო, გაიგონე რაც ვთქვი?
-გავიგონე და მოვალთ აუცილებლად.
-რაღაც უხასიათოდ ხარ, რა მოხდა.
-დილიდან აქ წრიალობს კეპკიანი მამაკაცი მოშორებით რომ დგას, იცნობ მას? ლუკა მიბრუნდა და რამოდენიმე წუთი უყურებდა უცნობს, შემდეგ კი თქვა.
-არ ვიცი ვინ არის, მე მელოდება თუ იცნო ალექსანდრეს მანქანა რომ არის და ფიქრობს დაბრუნდა ალექსანდრე.
-არ ვიცი რაც აქ ვართ თვალს არ გვაშორებს, ეს არ მომწონს.
-შეეშვი გაიაროს თუ არაფერს აშავებს შარს ხომ არ მოვდებთ, ეს ქუჩა ყველასია იდგეს და გვიყუროს. თქვა და ბაჩოს შეხედა, ბიჭებს ღიმილით დაემშვიდობა და წავიდა, მანქანასთან მისული ისევ მიბრუნდა მათკენ თითქოს არ ეთმობოდა მეგობრებთან განშორება და ღიმილით დაუძახა მეგობრებს.
-საღამოს არ მალოდინოთ, გელოდებით უკლებლივ ყველას. ბაჩოს გაეცინა და ლუკას ხელი აუწია.
-ლუდი შედგი მაცივარში და ყველა ერთად მოვალთ საღამოს. ბაჩოს პასუხით კმაყოფილმა ორივე ხელები ასწია და ისევ დაუძახა.
-მონიკა, ქეთი და ინდირა არ დატოვოთ. მანქანის კარი გააღო, საბა იდგა და მამაკაცს თვალს არ აშორებდა, უცნობმა ქუდი დაიხურა შებრუნებით და ის ადგილი აჩქარებული ნაბიჯით დატოვა, უეცრად საბამ ხელი კრრა ბაჩოს და ყვირილით გაიქცა.
-ლუკა, ლუკააააა, შეჩერდი არ წახვიდე ლუკაააააა. საბა გარბოდა, მაგრამ მოულოდნელად მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია და ლუკა მანქანასთან ერთად ჰაერში ავარდა, საბა ცეცხლში შევარდა, მაგრამ ლუკა ვერ გადაარჩინა. წუთიერად მოხდა ყველაფერი, განყოფილება ფეხზე დააყენა აფეთქების ხმამ, ბაჩო გამოერკვა და ცეცხლმოკიდებულ საბასკენ გაიქცა გზა და გზა თავისი ქურთუკი გაიხადა და საბას შემოახვია შემდეგ ორივე მიწაზე დავარდა. შმაგიმ შეხედა ბაჩოს და ყვირილით გაიქცა მისკენ.
-ბაჩოოო, საბაააა. ბაჩომ შეხედა შმაგის შეშლილ სახეს და ცრემლმორეულმა უთხრა.
-შმაგი ლუკა დაიღუპა, საბა რთულ მდგომარეობაში არის სასწრაფოს დაურეკეთ უნდა გადავარჩინოთ. შმაგიმ ყელზე დაადო საბას ორი თითი და თქვა.
-ცოცხალი არის, მაგრამ სუსტი პულსი აქვს. ტელეფონი ამოიღო და სასწრაფო გამოიძახა, სასწრაფო დახმარებაც მალე მოვიდა საბას სახე და ხელები ჰქონდა დამწვარი და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი საათი ელოდა მეგობრები გარეთ ექიმის გამოსვლას, უძრავად იდგა ორივე და კედელზე ერთ წერტილს უყურებდნენ, ვიღაცამ მხარზე შეეხო ბაჩოს და ძალა დაცლილიმა შეხედა მის გვერდით ინდირა იდგა.
-ლუკა, ლუკა დავკარგეთ ინდირა.
-ვიცი, ძალიან ვწუხვარ და რას ფიქრობ ვისზე გაქვს ეჭვი, ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა.
-ვფიქრობ ლუკამ გადამარჩინა, დღეს თუ ცოცხალი ვარ ეს ლუკას სიცოცხლის სანაცვლოდ მოხდა ინდირა.
-ეს როგორ, შენ ვინ რას გერჩოდა ბაჩო.
-ორი დღეა ალექსანდრეს მანქანით ვმოძრაობ და ხვდები რა მოხდა?
-მივხვდი, იფიქრეს ალექსანდრე დაბრუნდა.
-ასეა, გუშინ საღამოს მივეცი გასაღები შენ გყავდეს დაგჭირდება ორსული ქალი გყავს სახლშითქო და დღეს ჩემსა და ალექსანდრეს ნაცვლად ლუკა დაიღუპა.
-დამშვიდდი, ადრე თუ გვიან ყველა აგებს პასუხს თავიანთ ჩადენილზე. ექიმი გამოვიდა და ბაჩომ ცრემლიანი თვალები ხელით შეიმშრალა.
-ექიმი მოდის, დამშვიდდი. შმაგი შეხვდა ექიმს და სევდიანი ხმით უთხრა.
-როგორ არის ექიმო, გადარჩება?
-დამწვრობა სერიოზულია, მაგრამ გადარჩება. დამწვარი ადგილები შესიებულია და შეხორცებას რამდენიმე დღე ჭირდება, შეხვევა დამწვრობის აუცილებელი არ არის, მთავარია ჭრილობები სუფთად შეინახოს პაციენტმა, როცა სახლში იქნება გარეთ კი შეიხვიოს როგორც ახლა აქვს, ასევე დღეში რამდენჯერმე უნდა დაიბანოს ცივი წყლით და ჩვენს მიერ მოცემული მალამო წაისვას.
-ტკივილები აქვს?
-ტკივილები ექნება რადგან ძალიან შემაწუხებელია დამწვრობით გამოწვეული ტკივილი და შეგიძლიათ მისცეთ ძლიერი ტკივილის დროს დიკლოფეროლი ან კეტოლინგი მიიღოს.
-მადლობა ექიმო. კიდევ ერთი საათის ლოდინის შემდეგ საბა ისევ მათთან იყო ხელებ შეხვეული, საავადმყოფოდან გამოვიდნენ თუ არა საბა ჩაიკეცა და ხმით იღრიალა.
-დამშვიდდი, რადგან არ ვღრიალებთ გგონია ადვილია ჩვენთვის იმის გაცნობიერება რაც რამდენიმე საათის წინ მოხდა?
-ლუკა, ლუკა აღარ არის და ჟანასთან როგორ მივიდეთ ბიჭებო.
-, კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს არაკაცმა.
-დღეს საღამოს გველოდება, ჟანას როგორ უთხრათ.
-ყველა ერთად წავალთ ჟანასთან და მისი მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ.
-ეს დაგეგმილი მკვლელობა არის, მაგრამ არა ლუკა არამედ სხვა უნდა ყოფილიყო მანქანაში და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
-ყველამ ვიცით სადაც არის და ვისთანაც არის ბინძური საქმის გასაღები და ვისგან მიდის წლების წინ შეკრული კვანძი.
-ადექი საბა წავიდეთ, სხვალ უფროსს დაველაპარაკები და ვნახოთ რას გვეტყვის, რა აზრზე არის.
-ვის დაელაპარაკები კომისარს? შენც ნახე პიროვნება ვისაც ლუკას სიკვდილი ეტკინა, კარგი რა ბაჩო.
-არა, პროკურორთან შევალ, სხვა გზა არ არის ალექსანდრე უნდა დაბრუნდეს.
-ალექსანდრეს დაბრუნება აუცილებელია, მაგრამ რთული იქნება....
- ახლა წავედით და მაგ თემაზე პროკურორთან ვილაპარაკოთ. სამივე უხმოდ იდგა ლუკას ბინის კართან, აკანკალებული მუხლებით მიუახლოვდა კარს საბა და ასევე აკანკალებული ხელით მისცა კარზე ზარი საიდანაც სამივემ გაიგონა ჟანას ხმა.
-მოვდივარ საყვარელო. ჟანამ კარი გააღო და გაღიმებულმა თქვა.
-ადრე მოდი დღესთქო და ასე ადრეც არ გელოდი, მაგრამ მე მაგიდა უკვე გავამზადე. ბიჭებს უყურებდა გაღიმებული, მაგრამ საბას შეხედა და შეშფოთებულმა უთხრა.
-საბა რა გჭირს, ლუკა სად არის ვერ ვხედავ. ვერცერთმა ვერ დაუბრუნა პასუხი ჟანას და ჟანამ საბას მკერდზე ორივე ხელები ძლიერად დაარტყა და ხმამაღალი გაუკონტროლებელი ხმით იკითხა.
-სად არის, ლუკა თქვენთან ერთად რატომ არ არის საბა. საბა იდგა და თვალცრემლიანი უყურებდა ჟანას და მისკენ უფრო ახლოს წაიწია.
-ჟანა.....
-საბა წამიყვანე, ლუკასთან წამიყვანე ახლავეს. ნელა ნელა ხმას უმატებდა და საბას ხელებზე ძლიერად დაერყრდნო და ბაჩოს შეხედა.
-შენ, შენ მითხარი სიმართლე, ლუკა სად არის ბაჩო.
-ვწუხვარ, ჟანა ყველას გვიჭირს ლუკას დაკარგვა.
-ლუკაააააა, ვიცოდი გული ცუდს მიგრძნობდა. ლუკაააა, წამიყვანე შენთან საყვარელო ჩვენი ოცნებები იქ ავისრულოთ ერთად, აქ ვერ შევძელით ლუკააააა.
-ჟანა, ჟანა გთხოვ.....
-საბა რას მთხოვ, მშვიდად ვიყო? როგორ, მითხარი როგორ ვიყო მშვიდად. შემდეგ მუცელზე ხელი დაიდო და საბას თვალებში შეხედა.
-იგრძნო, ჩვენმა პატარამაც იგრძნო რომ მამა აღარ არის..... ჟანას გული წაუვიდა და საბას მკლავებში უგონოდ ჩაუვარდა, ბაჩომ ცრემლები მოიწმინდა და შეშინებულმა დაიყვირა.
-სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ, სისხლდენა აქვს. შმაგიმ აიყვანა ხელში ჟანა და დიდი სისწრაფით ჩაიარა კიბეები, კარი ღიად დარჩა სისხლის გუბესთან ერთად და იქვე მდგარ ატირებულ მეზობლის ქალმა დაამშვიდა ბაჩო.
-მე, მე მივხედავ და კარსაც მე დავკეტავ შვილო თქვენ ჟანას მიხედეთ გასაღები ჩემთან იქნება. საავადმყოფოში მისულები ნერვიულად ელოდნენ რა შედეგით დასრულდებოდა დღევანდელი დაძაბული და რთული დღე. ყველა ლოცულობდა გულში დედა-შვილის გადარჩენას, მაგრამ დღე სავალალო შედეგით დასრულდა რაც ყველასთვის საწყენი და მტკივნეული იყო.
-ექიმო......
-ვწუხვარ, ჩვენ ყველაფერი ვცადეთ. ნერვიულმა სტრესმა გამოიწვია სისხლდენა, ნაყოფი ისედაც სუსტი იყო და ვერ გაუძლო პატარამ დიდ სტრესს, ვერ გადაიტანა. ურთულესი წუთები დადგა ყველასთვის, ყველა ცალ ცალკე იდანაშაულებდა თავს.
-მკვლელი ძალიან ახლოს არის, მან ჩვენი ყველა ნაბიჯი იცის. თქვა შმაგიმ. რთულზე რთული იყო ჟანასთან შესვლა და მისი ნახვა, განადგურებული ქალი ყველაფრის გარეშე მათ უყურებდა და ცრემლებს ჩუმად ყლაპავდა, იცოდა თუ როგორ უჭირდა ბიჭებს იქ ყოფნა.
-დავკარგე, დღეს ორივე ერთად დავკარგე. მითხრა სიურპრიზს გიკეთებო და აი მისი სიურპრიზიც მივიღე და თქვენ არ გადანაშაულებთ. ლუკა თქვენით ხარობდა და ამაყობდა, მეც ვიამაყებ თქვენი მეგობრობით და ერთად დგომით, ჩვენ ერთად ვიპოვით ლუკას მკვლელს.რამდენიმე დაძაბული და რთული დღე გავიდა და იმ დილასაც ძალიან რთული იყო იმ ოთახში შესვლა სადაც ლუკას მაგიდა იდგა და მაგიდაზე მისი ნივთები ედო, უსიცოცხლო სახეებით ისხდნენ თავიანთ მაგიდასთან თითოეული მათგანი და სიჩუმეში ცოტნეს ხმა ექოსავით მოედო კედლებს.
-ხვალიდან ახალი თანამშრომელი შემოგემატებათ და ის მაგიდა ცარიელია, ამიტომ იქ იქნება მისი ადგილი. ბაჩოს სიბრაზე მოერია და არც დაფიქრებულა ისე თქვა.
-ის მაგიდა ლუკასია და იმ მაგიდას მხოლოდ მისი მეუღლე მიუახლოვდება, სხვა იმ ადგილს ვერ დაიკავებს კომისარო.
-შენ არ გეკითხები ვინ მოვა და ვინ წავა ან ვინ დარჩება ამ ოთახში, ეს ჩემი გადასაწყვეტია და არა შენი.
-ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი გარდაცვლილი მეგობრის სულებს აქამდე აქ ასე ვაკეთებდით და არც ახლა შეიცვლება თუ მაინდამაინც 40 დღე ვერავინ შეეხება იმ მაგიდას.
-მაგასაც ვნახავთ. გაბრაზებულმა შეხედა ბაჩოს და გავიდა, მაგრამ ოთახში შმაგი შემოვიდა და ქეთის ეხედა.
-ქეთი გეძახის.
-რატომ, რა უნდა აქ იყო თუ რამე უნდოდა ეთქვა.
-არ ვიცი რა უნდა, მითხრა შემოვიდესო და გითხარი. აქ რა მოხდა, რატომ გავარდა გაბრაზებული.
-უნდა ვიღაც შემოგვისახლოს და ლუკას მაგიდასთან იმუშავებსო.
-ეს უკვე ზედმეტია და ახლა ქეთი ამოიჩემა, რა უნდა ამ გოგოსთან.
-წადი ქეთი და გაიგე რა უნდა. ქეთი წავიდა და ფრთხილად შეაღო კარი.
-მითხრეს რომ მეძახდით უფროსო.
-შემოდი, გელოდებოდი.
-გისმენთ.
-საუბარი რომელიც ჩვენს შორის შედგება საიდუმლოდ უნდა დარჩეს, გასაგებია? ქეთი დაიბნა და კომისარს გაოცებული უყურებდა.
-ვხედავ გაგიკვირდა და მესმის შენი რომ ამგვარ საუბარს არ ელოდი, მაგრამ 1 წელია აქ ვმუშაობ და ჯერ კიდევ არავის არ ვიცნობ, დახმარება მჭირდება და უნდა დამეხმარო.
-კომისარო მაპატიეთ პირდაპირობისთვის, მაგრამ თქვით აქ არავის არ იცნობთ თქვენ არ გიცდიათ გაგეცნოთ ახლოს ჩვენი გუნდი და უნდა გითხრათ რომ სამეგობროდ და საამხანაგოდ საუეთესოები ჩვენს გუნდში არიან.
-ალბად ოდესმე დაუახლოვდები მათ და გავიცნობ, რას ფიქრობ დამეხმარები?
-მე როგორ დაგეხმაროთ, მე რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო.
-ინფორმაცია მჭირდება ქეთი.
-ინფორმაცია გჭირდებათ და ვისზე?
-თქვენს ყოფილ უფროსზე.
-ინფორმაცია რა უნდა მოგაწოდოთ გარდა იმისა, რომ ალექსანდრე ჩვენი მეგობარია სამსახურის გარეთ და სამსახურში არაჩვეულებრივი უფროსი. მან ყველას გაჭირვება და დალხინება იცოდა და შეძლებისდაგვარად ყველას გვერდით იდგა.
-მომისმინე, მის ერთგულებაზე და გაკეთებულ სიკეთეებზე ვერ დავდგები და ვერ ვიტირებ ცრემლებით, მე სულ სხვა რამ მაინტერესებს. ქეთა დამეხმარები და ანაზღაურება ხელფასზე უკეთესი იქნება, ვიცი რომ რაიონიდან ხარ და ნაქირავებში ცხოვრობ, მე შემიძლია შეგიქმნა უკეთესი პირობები, დაგეხმარო ეკონომიურად და დადგე ძლიერად, შენ ყველაზე კარგი ცხოვრება გექნება. ქეთი დაფიქრდა და რამდენი წუთი მდუმარედ იყო, შემდეგ ცოტნეს შეხედა და თქვა.
-დრო მჭირდება, უნდა დავფიქრდე.
-სწორედ ეს სიტყვა მინდოდა გამეგონა, დრო გაქვს და პასუხს დილით ველოდები, დილამდე კარგად იფიქრე. მაგიდის უჯრა გამოაღო და სქელი შეკვრა ქეთის მიაწოდა.
-ეს რა არის უფროსო....
-ეს ჩვენი საუბრის ანაზღაურება....
-მე ხომ ჯერ თანხმობა არ მომიცია.
-აიღე გამომართვი და პასუხი ხვალ მითხარი. ქეთა მიხვდა რომ ცოტნესთან უარის თქმა არ გამოვიდოდა ის ყველაფერზე არის წამსვლელი და შეკვრა გამოართვა.
-შეგიძლია წახვიდე და იფიქრო. ქეთი უხმოდ შებრუნდა და წავიდა, დაბნეული და გონება არეული დაბრუნდა თავის მაგიდასთან, მონიკას თვალებში შეხედა, მაგრამ თქმით ვერაფერი ვერ თქვა, რამდენიმე წუთი გაოგნებული იჯდა შემდეგ ჩანთა აიღო და წავიდა, წასვლამდე მონიკას მაგიდაზე ქაღალდი დააგდო, შმაგიმ და საბამ თვალი გააყოლა მიმავალს და შმაგი მონიკასთან მივიდა, მონიკა ცრემლიანი თვალებით დასჩერებოდა რვეულის ფურცელზე არეულად დაწერილ სიტყვებს და შმაგის ხმაც გაიგონა.
-რა ხდება, რას გწერს ან რა დაემართა რომ არაფერი თქვა. მონიკამ ფურცელი მაგიდაზე დადო და ხელით გაასწორა, შმაგიმ აიღო და წაიკითხა.
-,,თავს მოვიკლავ და ალექსანდრეს არ უღალატებ, ალექსანდრეზე ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ დიდ თანხას დამპირდა და დილამდე მაქვს ფიქრის დრო თუ დადებით პასუხს არ ვეტყვი, შესაძლებელია ამ საუბრის გამო ხვალ ლუკას შემდეგ მე ვიყო. ეს წერილი დახიე, დაწვი ფერფლად აქციე, მხოლოდ მისამართი დაიმახსოვრე და ბიჭებსაც აჩვენე, გთხოვთ მარტო არ დამტოვოთ.''
-შმაგი გამოდის ქეთი მისი ინფორმატორი უნდა იყოს ან შესაძლებელია მისი საყვარელი?
-საყვარელი არ ვიცი ეს მისი პირადი თემაა და ჩვენ არ გვეხება პირადი ცხოვრება, მაგრამ ინფორმატორი უნდა გახდეს. ეს ალექსანდრემაც უნდა გაიგოს, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.
-შმაგი დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ, მონიკა ვფიქრობ ქეთის დახმარებით ჩვენ შევძლებთ გავიგოთ ვინ არის ეს ადამიანი და რა მიზნები აქვს მას ან რა უნდა ალექსანდრესთან. ყველა ჩაფიქრებული იყო და სიჩუმე ოთახში შემოსულმა ბაჩომ დაარღვია.
-რა გჭირთ ხალხო, ქეთი სად წავიდა დავინახე რომ მიდიოდა.
-წავიდა. მოკლედ უთხრა მონიკამ და წერილი გაუწოდა.
-ეს რა არის, ქეთიმ დატოვა?
-ამდენი კითხვის დასმას უბრალოდ რომ შეხედო და წაიკითხო ხომ შეიძლება. ბაჩომ მონიკას გაოცებულმა შეხედა და შემდეგ ფურცელი გაშალა, რამდენიმე წუთი უხმოდ იდგა და შემდეგ შებრუნდა ბიჭებისკენ.
-ღადაობთ თუ ეს რაც წავიკითხე რეალობა არის. შმაგიმ თავი ასწია და უთხრა.
-რეალობა არის და წადი უფროსს აჩვენე ეს ხუმრობა არ არის, ბაჩო ქეთი საფრთხეშია. ბაჩომ ქაღალდი ჯიბეში ჩაიდო და ოთახიდან გავიდა, წინ ცოტნეს შეხვდა და ცოტნემ გააჩერა.
-დღეს აქ იქნები მთელი დღე, გავდივარ და თუ ვინმემ მიკითხოს ჩემს ნომერზე გადმომისამართეთ.
-აუცილებლად უფროსო. გავიდა ცოტნე და დაცვის თანამშრომელს შეეკითხა.
-ჩემი მანქანა სად დგას, გასაღები მომიტანე.
-გასაღები აქ არის და მანქანა პარკინგზე დგას, მოვიყვან უფროსო.
-იყოს ფეხით გავივლი. ნელა მიდიოდა აუჩქარებლად, მანქანაში ჩაჯდა და ტელეფონმაც დარეკა, თვალები გადაატრიალა და უხალისოდ უპასუხა.
-გისმენ.
-ყველა წავა შენი ცხოვრებიდან და ნუ დაელოდები მათ უკან დაბრუნებას, შენ თვალი დახუჭე შენს წარსულზე და წმინდანის როლი მოირგე ისეთ სფეროში შეაბიჯე თავად დამნაშავე დამნაშავეების ძებნაში ხარ.
-რა გინდა, ლევან რით ვერ გადახარშე და რით ვერ გაიგე, რომ ყოველგვარ ბნელ საქმეს ჩამოვშორდი. ყელში ვერ შეძლებ გადამიტანო თორემ მზად ხარ გადამიარო და გადამყლაპო. გითხარი რაც გაინტერესებს გავიგებ, ველოდები ინფორმაციას სანდო წყაროდან, ხო შეიძლება დამელოდო თუ მენდობი და თუ არ მენდობი აქ დავემშვიდობოთ ერთმანეთს, ამ თემაზე აღარ დამირეკო. ტელეფონი გათიშა და გაბრაზებულმა მოისროლა, შემდეგ კი შეხედა იქვე მდგარ მამაკაცს რომელიც ცოტნეს თვალს არ აშორებდა, ცოტნემ მკრთალად გაუღიმა და დამშვიდობების მიზნით ხელიც აუწია, ჩურჩულით კი თქვა.
-შენი კარგიც ლევან..... საიდან და როგორ მომაგენი. უხმოდ მიდიოდა და ფიქრობდა ლევანზე თუ როგორ მოეშორებინა თავიდან, მოულოდნელად ტელეფონი აიღო და ხმამაღალი ხმით ჩასძახა.
-სად ხარ, მჭირდები და ნაცნობ ადგილზე დაგელოდები. მანქანა მოაბრუნა და ამჯერად მშვიდად წავიდა, ადგილზე მისულს არავინ დახვდა და უბის პატარა წიგნაკი ამოიღო რამდენიმე სიტყვა დაწერა და იმ წუთში მოსულ მამაკაცს დაუტოვა.
-მიხედე, ეს ავანსიც აიღე და თანხას სრულად მიიღებ საქმის დასრულების შემდეგ. ყველაფერი აქ არის მითითებული, ველოდები შენგან ზარს.
-გასაგებია ბრძანება მიღებულია, მაგრამ დარჩენილ თანხასაც ხელზე მომცემ.
-ხელზე მიიღებ თანხას არც მე მაწყობს გადარიცხვა გადმორიცხვები. ცოტნე დამშვიდებული დაბრუნდა სახლში, ბაჩო და შმაგი პროკურორის კაბინეტში იყვნენ და სერიოზულ თემას განიხილავდნენ და თემა ცოტნე იყო. პროკურორს ქაღალდი ეჭირა ხელში და გაოცებული იყო, არ სჯეროდა თუ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა.
-რა გავაკეთოთ, პროკურორო დაველოდოთ კიდევ რამდენი უდანაშაულო მსხვერპლი დაიღუპება მათი დასახული ბინძური მიზნებისთვის?
-ჩავრთოთ ქეთი და ისე მოვიქცეთ არავინმა არაფერი არ ვიცით, მაგრამ ქეთი შეძლებს?
-შეძლებს, ქეთი ძლიერია.
-ქეთი შეძლებს, მაგრამ უნდა დავიცვათ ქეთის ოჯახი ცოტნემ რომ რამე იეჭვოს ან ქეთის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს არ აცოცხლებს. ქეთი ნახეთ და უთხარით ჩემგან რომ ფრთხილად უნდა იყოს ინფორმაციის მიწოდების დროს და დააკვირდეს მის რეაქციას, ვის დაელაპარაკება და ვინ მივა მასთან კაბინეტში.
-გამოდის ჩვენს აზრზე ხართ და გვეთანხმებით უფროსო.
-გეთანხმებით და თქვენზე ვჯავრობ, ამბები შიგა და შიგ უნდა გამაგებინოთ.
-აუცილებლად უფროსო კონტაქტი გვექნება.
-შვილებო, ტყუილზე აგებული ცხოვრებას დრო მოვა ყველა ტყუილს სიმართლე ჩაანაცვლებს და მის ნამდვილ სახეს ადრე თუ გვიან დავინახავთ. ცხოვებაში ყველაფერი ხდება და როგორადაც არ უნდა შეეცადოს მისი ნამდვილი სახის დაფარვას და მისი ვინაობის დამალვას შეიძლება გვიან, მაგრამ ტყუილის ადგილზე სიმართლე დადგება.სიმართლე კი ერთ ერთი რამაა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ალტერნატივა არ მოეძებნება. მე უბრალო ენით ვიტყვი, რომ ის ლაჩარია და ლაჩრულად ცხოვრობს. არ ვიცი რას გაექცა ან ვის გაურბის, მაგრამ გავიგე მეც რომ მას სახელი და გვარი შეცვლილი აქვს მისი ბინძური წარსულის გამო და ეს უნდა გავიგოთ. არც მე მომწონს ეს ადამიანი, შევხედე თუ არა მივხვდი ჩვენი სიმშვიდე დასრულდა, რადგან ის არის ადამიანი პიროვნება ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოკლებული და რა გამოდის, რა არის თუ არა ლაჩარი და არაკაცი.
-უფროსო გამორიცხული არ არის მას აქ ვიღაც ყავდეს.
-ჩემო ბაჩო მეც მაგ აზრზე ვარ, მაგრამ ვერაფერს დავამტკიცებთ სანამ საქმე საქმეზე არ მივა.
-მოსმენისთვის და რჩევის მოცემისთვის მადლობა უფროსო, ეს წერილი თქვენთან დარჩეს ეს დიდი ნივთმტკიცებაა.
-იყოს შვილო ჩემთან და მადლობას მე გიხდით, რომ ყველაფერი გულახდილად მითხარით ქეთი გააფრთხილეთ, რომ დღე ღამის მონაკვეთში 24 საათის განმავლობაში შეუძლია დამირეკოს, დაგირეკოს თქვენ და ინფორმაცია მოგაწოდოთ, მხოლოდ ტელეფონი სხვა უნდა ჰქონდეს მას თქვენთან დასაკავშირებელი. შმაგი და ბაჩო მხრებგაშლილი დაბრუნდნენ თავიანთ სამუშაო მაგიდასთან და საღამოს ქეთას მიცემულ მისამართზე ყველა ცალ ცალკე მივიდა, ქეთა იჯდა გაშეშებული და ძალიან უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ბაჩომ ალექსანდრეს დაურეკა და რამდენიმე საათი განიხილავდნენ როგორც ქეთას საკითხს ისე მისი დაბრუნების საკითხს.
-ვიცი რომ ძალიან რთულია შენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ რისკზე მიდიხარ და ჩვენ ყველა შენს სიახლოვეს ვიქნებით და შენიანებს უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანთ, მათ დაცვა ეყოლებათ.
-მოვიფიქრე, ასე უცებ ვერ წავლიან და ცოტა დრო გავიდეს ჩემებს ბელგიაში გაუშვებ.
-წავლიან?
-წავლიან და ჩემთვისაც უკეთესია, რომ მათზე ფიქრში რამე შეცდომა არ დავუშვა.
-კარგი აზრია ხვალვე განვიხილავ პროკურორთან ამ საკითხს და მოვაგვარებთ.
-მარტივი არ არის ბაჩო ხალხი ასე ადვილად ადგეს და წავიდეს, მათ აქვთ საქმე რომელსაც ადვილად ვერ დათმობენ და მათი წასვლა არ არის მათი სიამოვნებისთვის ეს არის სახელმწიფოს საქმე, რომ ამ ხალხს ანაზღაურება გადაუხადოს მთავრობამ.
-შმაგი მართალია, ეს ხალხი უნდა წავიდეს თავისი ქვეყნიდან და თავიანთი ბუდიდან რომ ჩვენ ისინი დავიცვათ და გადავარჩინოთ ბოროტი ადამიანებისგან, სიცოცხლე შეუნარჩუნოთ. ეს საიდუმლო თემა არის და როცა ყველაფერი კარგად და მშვიდობით დასრულდება ოჯახი დაბრუნდება და მიიღებს ანაზღაურებას.
-ქეთი ყველაფერი უთხარი ჩემზე ტყუილი და მართალი ერთმანეთში აურიე, მხოლოდ ლილე არსად არ გარიო ეს ლილეს გარეშე გააკეთე ქეთი. გვიან ღამით დაიშალნენ და დილით ქეთი უფრო გაბედული მივიდა განყოფილებაში, პირდაპირ კომისართან შევიდა.
-შემოდი, შემოდი ვხედავ გადაწყვეტილება მიიღე, გისმენ ქეთი.
-თნახმა ვარ უფროსო, თუმცა.....
-თუმცა, გეშინია.
-დიახ, მეშინია და ამას არც ვმალავ.
-რა თქმა უნდა შიშის მიზეზი გაქვს, რადგან ინფორმაცია თუ გაჟონავს ჩვენში რაც ითქმება პასუხისმგებელი შენ ხარ. ქეთა შეგიძლია თავშეკავება, რომ საიდუმლოს შეინახავ რაც არ უნდა მოხდეს?
-თანახმა ვარ უფროსო, მაგრამ ერთი პირობით.
-გისმენ, მითხარი შენი პრობლემები.
-არსად არ წავალ და არანაირი ურთიერთობა არ იქნება არავისთან, მე მხოლოდ ინფორმაციას მოგაწოდებთ და სულ ეს არის.
-გპირდები და სიტყვას გაძლევ შენ არავინ შეგეხება, მაგრამ დაიმახსოვრე ერთი შეცდომა და მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, გიღირს შენი სიცოცხლე რისკზე დადო?
-მზად ვარ ყველაფრისთვის.
-ფულის გამო რას არ გააკეთებს ადამიანი, მაგრამ შენ ძლიერი გოგო ხარ და ვხედავ რომ შეძლებ ჩემთან თანამშრომლობას.
-ალექსანდრეზე რა გაინტერესებთ ის მინდა ვიცოდე.
-ალექსანდრეზე უნდა ვიცოდე ყველაფერი რას ჭამს, რას სვამს, სად დადის, რითი არის დაკავებული. მისი სამეგობრო ვიცი ჩემს თვალწინ ხართ ყველა, მაგრამ უნდა ვიცოდე როდის დარეკავს და რაზე ისაუბრებენ, აპირებს თუ არა დაბრუნებას ეს ბოლო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამ ყველაფერს მეტყვი და ეს ტელეფონი აიღე, მნიშვნელოვან ინფორმაცია ამ ტელეფონით მეტყვი. ნომერი და თანხაც არის ჩარიცხული, ასე რომ მზად ხარ უკვე ახალი სამსახურისთვის. ქეთიმ ტელეფონი აიღო და წასასვლელად შებრუნდა, რომ ცოტნემ ისევ გააჩერა.
-გუშინ ღამით სახლში არ ყოფილხარ, შეიძლება გავიგო სად იყავი? ქეთი დაიბნა, მაგრამ მიხვდა რომ ცოტნე მას უთვალთვალებდა და გაბრაზებულმა უთხრა.
-ეს ჩემი საიდუმლოა უფროსო და ჩემთვის დავიტოვებ, მაგრამ მშვიდად რომ იყოთ გეტყვით, ფიქრისთვის და გადაწყვეტილების მისაღებად მარტო ყოფნა მჭირდებოდა.
-გასაგებია. ქეთი წავიდა, თავის მაგიდაზე ორი ტელეფონი დადო, მის მოძრაობას ყველა თვალს ადევნებდა და მიხვდნენ რომ საუბარი არ შეეძლო. ჩანთა ჩაალაგა, გასვლამდე რაღაც დაწერა და მონიკას დაუდო მაგიდაზე, წავიდა და მიდიოდა დაფიქრებული მის ირგვლივ ვერავის ამჩნევდა, მონიკამ კი ქაღალდი გაშალა და წაიკითხა.
-,,მითვალთვალებს, იცის რომ წუხელ სახლში არ ვიყავი, მაგრამ ვერ გაიგო სად ვიყავი. არაფერი არ გითხარით, რადგან ტელეფონი მომცა და შესაძლებელია მოსასმენი იყოს შიგნით დაყენებული და ამიტომ ხვალიდან მხოლოდ საქმეების გარშემო ვისაუბრებთ, ყველას უთხარი რომ არანაირი სხვა თემა არ განიხილება. ვიცი რთულ საქმეს შევეჭიდე და თქვენც ნერვიულობთ, მაგრამ ვიცი რას ვაკეთებ და მაქვს იმედი თავს გავართმევ.'' მონიკამ წერილი ამობეჭდა და შეტყობინების სახით ყველას გადაუგზავნა წერილის ორიგინალი კი ბაჩოს გადასცა რომელმაც პროკურორს მიუტანა, მონიკამ შექმნა ასევე ჩათი სადაც ყველას შეეძლო ერთად ესაუბრათ და განეხილათ დღის გეგმები. წერილის შინაარსი ასევე ალექსანდრემაც მიიღო, რომელიც ძალიან დაამწუხრა მეგობრების სევდიანმა საუბარმა და უფრო მეტად ფიქრობდა ქეთიზე. ჩაფიქრებული იჯდა და ვერ გაიგო როდის დაჯდა მის გვერდით ლილე.
-მოხდა რამე, ალექს ცუდად ხარ?
-არა, ცუდად არ ვარ კარგად ვარ, მაგრამ ბიჭებზე ვფიქრობ და უფრო ქეთაზე ვფიქრობ.
-გავიგონე რომ დაბრუნებას გთხოვენ, ალბად უჭირთ უშენოდ და საჭირო ხარ მათ გვერდით.
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა გავაკეთო.
-გინდა გითხრა ჩემი მოსაზრება.
-მითხარი რას ფიქრობ, მითხარი ლილე.
-ვფიქრობ უნდა წახვიდე.....
-ლილე ამ ფეხებით სად წავიდე, ერთი მხრივ აქ თქვენთან ერთად ვარ და მშვიდად ვარ, მეორე მხრივ ყოველთვის მათთან ვარ ფიქრებით. ყველაფერი დავტოვე ჩემი კარიერა, მეგობრები და აქ ვარ, ახლა კი ისინი ყველა ერთად მთხოვს დავბრუნდე, გამოდის მე მათ ვჭირდები მე კი ჩემი სიჩუმით მათ თხოვნას არ ვპასუხობ და ყველას სათითაოდ ვღალატობ.
-არა, არ ხარ მართალი შენ ერთი წუთით არ უნდა იფიქრო რომ მათ უღალატე, მათმაც იციან რომ შენი ტკივილი უკიდეგანო არის. ყველას უნდა რაღაც შეცვალოს თავიანთ ცხოვრებაში, შენ გქონდა სწრაფვა, წარმატებები შენს კარიერაში, შენს საქმიანობაში, მაგრამ შენს თავზე დატეხილმა უბედურებამ შეგაჩერა ალექსანდრე. ყოველ დღე, ყოველ წუთს შეგიძლია ადგე და წახვიდე, შეგიძლია დაუბრუნდე საქმეს და დაუბრუნდე მეგობრებს, შენ ისინი გელოდებიან და ყოველთვის სიხარულით მიგიღებს ყველა როცა ჩახვალ. ჩვენ დაგელოდებით, როდესაც სამუდამოდ კარგავ უფალი შენს გვერდით არის და არ გივიწყებს ძალას გაძლევს სიცოცხლე გააგრძელო. დამიჯერე, შენი საქმიანობა ვერ დაგავიწყებს რაც გამოიარე, მაგრამ ნელა ნელა შეგიმსუბუქებს ტკივილს და ფეხზე მყარად, ძლიერად დაგაყენებს. ალექსანდრე უსმენდა ლილეს და გაოცებული მიუბრუნდა.
-ლილე შენ....
-მომისმინე, მე შენით ვარ ძლიერი ეს სიძლიერე შენ ჩამინერგე როცა ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე. უცხო მხარეში გამიჭირდა, მაგრამ შევძელი აქ ცხოვრება და რატომ იცი, შენ სიტყვა მოგეცი და ეს სიტყვა არ უნდა დამავიწყდეს. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი ჩემგანაც ისწავლეს და ყველაზე დიდი ბედნიერებაა როცა სხვის თვალებში ბედნიერების სხივს ხედავ და ეს ბედნიერება შენით არის გამოწვეული. შენ ხარ მათი იმედი და ბედნიერია ყველა შენი არსებობით თუნდაც შორს იყო, წარმოიდგინე ახლა რომ იმათთან იყო და ახლოს იყო.
-მიხარია შენი წარმატებები და მიხარია რომ ცხოვრებას გაბრაზებული არ უყურებ.
-არა, პირიქით დაცემულს ხელი გამომიწოდე და ფეხზე დავდექი და ეს შენ გააკეთე, ახლა მე გთხოვ დაუჯერე მათ და დაბრუნდი. ალექსანდრე უყურებდა ლილეს და ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან რამდენჯერმე შეავლო თვალი მის წითელ ბაგეებს და სახე არეულმა გვერძე გაიხედა, გულში კი გაიფიქრა.
-,,რაზე ფიქრობ ალექსანდრე და ვისთან.'' რამდენიმე თვის შემდეგ პირველად იგრძნო თავი ადამიანად და მასში გრძნობებმა გაიღვიძა,მთელი სხეული დაძაბვოდა და უთრთოდა, გრძნობდა რაღაც უჩვეულოს, უთქმელს, გამოუხატავს და მასში დაუმორჩილებლობა გრგვინავდა, მაგრამ ძალიან ჩუმად, ძლივს გასაგონად თქვა.
-აღარაფერი აღარ იქნება ისე როგორც უწინ ლილე.

განყოფილების წინ იდგა, გაბედა და კიბეები მარდად აირბინა შიგნით შესვლა კი ვერ გაბედა. ეძებდა ადამიანს ვინც მოუსმენდა, დაელაპარაკებოდა და დამძიმებულ გულს ტვირთისგან გაანთავისუფლებდა.
-ტყუილად არ მინდა ვიოცნებო არც გამოგიგონო, რახან აქ მოვედი უკან არ უნდა დავიხიო, გიპოვი და ყველაფერს გეტყვი, რადგან ასე ძალიან მჯერა შენი არსებობის ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობ და შენ ცოცხალი ხარ. იქვე ჩამოჯდა და ყველას თვალს ადევნებდა, დაინახა ულამაზესი ქალი კიბეზე მძიმე და დაღლილი ნაბიჯებით რომ ამოდიოდა, ხელში დიდი სქელი საქაღალდე ეჭირა და უეცრად საქაღალდე ხელიდან გაუვარდა და ქაღალდები კიბეებზე გაიშალა. ბიჭუნა მარდად წამოხტა და ინდირას ფურცლების აკრეფაში დაეხმარა.
-მადლობა საყვარელო, რა ლამაზი თვალები გაქვს აქ ელოდები ვინმეს?
-ველოდები, მაგრამ ვერ ვპოულობ.
-წამოდი შიგნით და იქ დაელოდე, აქ სიცივე არის და გაცივდები.
-დეიდა აქ იმიტომ ვარ პოლიციელს ველოდები, ვინც მართლა მომისმენს მე ისეთ პოლიციელს ველოდები. ინდირა დაიბნა და პატარას დაკვირვებით დააკვირდა და უთხრა.
-ვინც მოგისმენს, რაღაც გაქვს სათქმელი და ყველას ვერ ეუბნები ასეა?
-კი ასეა თქვენ გამოიცანით.
-შეგიძლია მე დამელაპარაკო, მაგრამ აქ დგომა ორივესთვის საზიანოა.
-აბა სად უნდა წამიყვანო, თქვენც წამიყვანთ და ჩამკეტავთ? მიხვდა ინდირა პატარას სერიოზული პრობლემა ჰქონდა და გაღიმებულმა უთხრა.
-დღეს არაფერი მიჭამია, წამოდი რამე ვჭამოთ და თან ვილაპარაკოთ. ბიჭი არ ჩქარობდა ინდირას გაყოლოდა, ჯერ ფიქრობდა, მაგრამ ინდირამ ისევ ღიმილით უთხრა.
-დახმარება თუ გჭირდება მე დაგეხმარები.
-არ ვიცი გენდო თუ არა, ისინიც ასე დამპირდნენ, მაგრამ......
-მენდე საყვარელო, გინდა კარგ და სამართლიან პოლიციელს დაურეკო?
-მართლა იცნობ კარგ პოლიციელ ალექსანდრეს მასთან მიმიყვან?
-ალექსანდრეს შენ იცნობ?
-არა, ახლოდან არ ვიცნობ გამიგონია ბევრი კარგი მასზე.
-ალექსანდრე ჩემი მეგობარია, მაგრამ დღეს ის ქალაქში არ არის მის ძმას რომ შეგახვედრო არც მაშინ არ მენდობი, რომ შენი დახმარება მართლა მინდა?
-კარგი დაურეკე და დაგელაპარაკებით ორივეს.
-მადლობა რომ მენდე, დაურეკავ და ისიც ახლავეს მოვა. ნიდირამ ბაჩოს ნომერი აკრიბა და მოკლედ აუხსნა რატომ ურეკავდა......
-ვერ გავიგე ინდირა ვისი ბავშვი გყავს, ვინ არის შენთან ერთად. ბაჩო ტელეფონით ხელში მიუახლოვდა ინდირას და იქვე მდგარ 11-იოდე წლის ბიჭს შეხედა.
-აი მოვიდა სანდო პოლიციელი, წავიდეთ? ბაჩომ ისევ ინდირას შეხედა...
-ამიხსნი რა ხდება?
-რაღაც სერიოზული აქვს სათქმელი და უნდა მოუსმინოთ, იქნებ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვითხრას.
-კარგი წავიდეთ ძალიან მშია. თქვა ბაჩომ და ინდირას თვალი ჩაუკრა. რამდენიმე წუთში განყოფილებასთან ახლოს ისინი წყნარ კაფეში ისხდნენ და საუბრობდნენ.
-მითხარი ალექსანდრეს ვიცნობო, მართლა მეგობრები ხართ?
-გინდა მასთან შეხვედრა?
-შეგიძლია?
-შემიძლია, მაგრამ შეხვედრით ვერ შეგახვედრებ.
-ხომ გითხარი ის ქალაქში არ არის, დაგალაპარაკებ გინდა? უთხრა ინდირამ და პატარას ხაჭაპურის ნაჭერი დაუდო თეფშზე.
-ძალიან ბევრჯერ გავიგონე რომ სამართლიანია და თუ სიმართლე გაიგო არავის დაინდობს, იცით ეშინიათ კიდეც ალექსანდრესი იმ კაცებს.
-მართალია, სამართლიანია და კანონებს ემორჩილბა და ჩვენს მისი მეგობრები მის ბრძანებებს ვასრულებთ ის ჩვენი უფროსიც არის და არის ასევე ჩვენი ძმაც. დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?
-კი, ძალიან დავინტერესდი ამ პიროვნებით და მინდა გავიცნო.
-გაიცნობ, გპირდები რომ მე გაგაცნობ მას და ახლა მითხარი ვინ არიან ის კაცები ვისაც ეშინია ალექსანდრესი.
-იცით მე არ მინდოდა ცუდი რამ გამეკეთებინა, მე დამავალეს და ამ დავალების შესრულებისთვის ფული გადამიხადეს. ბაჩომ უკვე მიხვდა რომ სერიოზულ თემაზე საუბრობდა პატარა ინდირას შეხედა და უთხრა.
-შმაგის დაურეკე, მოვიდეს.
-მითხარი რა დაგავალეს, ყველაფერი უნდა გაიხსენო და მითხრა ჩვენ დაგიცავთ.
-დედა და და მყავს, ჩემი დაიკო ძალიან ავად არის წამალი სულ უნდა ჰქონდეს რომ ისუნთქოს და ამიტომ მამას გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა მე სკოლას თავი დავანებე და გზაში მანქანების მინებს ვწმინდავ, ზოგჯერ სალფეთქებსაც ვყიდი და ზაფხულზე გაყინულ წყალი გამაქვს ქუჩაში, ზამთარში ქადებს აცხობს დედა და ასე ვწვალობთ, რომ ვიარსებოთ.
-დიდი თანხა გადაგიხადეს როგორც ჩანს და წამალიც უყიდე დაიკოს.
-ერთ დილით წვიმაში გამოვედი, ერთმა ქალმა და კაცმა მითხრა რომ კარგად გადამიხდიდნენ თუ მათ წავყვებოდი და ერთ მარტივ დავალებას შევასრულებდი.
-დათანხმდი?
-ჯერ დავფიქრდი და მერე დავთანხმდი 300$ რომ დავინახე ეს დიდი თანხა იყო ჩემთვის, წამლებიც ვიყიდე დედას თბილი ნასკები და ოთახის ჩუსტებიც მივუტანე და ჩემს დაიკოს თბილი პლედიც უყიდე, რადგან არ უნდა გაცივდეს თორემ საშიშია მისთვის გაცივება. არ ვიცნობდი მათ, არც ის ვიცოდი სად წამიყვანდნენ და რა დავალებისთვის გადამიხადეს, მაგრამ მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ და მათთან მივედი. ერთ დიდ და უზარმაზარ სახლში მიმიყვანეს, ჯერ ჩემი დაბანა უბრძანეს მოსამსახურეებს და ყველაფერი ახალი მომცეს, შემდეგ სამზარეულოში გამიყვანეს.
-კარგი კერძი გაჭამეს?
-კი კარგი იყო, კატლეტებიც მომიტანეს და ბოლოს ტკბილიც მაჭამეს, შემდეგ მითხრეს რომ კიდევ სხვაგან უნდა წავეყვანე იქვე ახლოს, მაგრამ არა იმ სახლში. წავედით და სახლთან მოშორებით კიდევ ერთი სახლი იყო შედარებით დაბალი, მაგრამ კარგად და კომფორტულად მოწყობილი. მითხრეს რომ იქ უნდა ვყოფილიყავი და იმ სახლიდან არავინ არ უნდა გამოსულიყო, თუ გამოვიდოდა მათთვის უნდა მეთქვა იმ წუთში.
-ვინ ცხოვრობდა იმ სახლში, ვინ ყავდათ და რატომ დარაჯობდნენ.
-გოგონა იყო გრძელი თმებით შავი დიდი თვალებით, ძალიან ლამაზი გოგონა იყო და სულ ტიროდა, გაშვებას ითხოვდა, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას.
-შენ შეგეძლო მასთან დალაპარაკება?
-ახლა ჩემს წინ მჯერა რომ ნამდვილი პოლიციელი ზის. ბაჩოს და ინდირას გულიანად გაეცინა, ბიჭუნას თავზე ხელით თმები აუჩეჩა ბაჩომ და თეფშზე კიდევ დაუდო კუბდარის დიდი ნაჭერი.
-ჭამე და ისე ვილაპარაკოთ, გინდა შენც პოლიციელი გამოხვიდე?
-ძალიან მინდა, მაგრამ მე ხომ სკოლა მივატოვე,უნდა ვიმუშავო და წამალი ვიყიდო, დედას მივხედო.
-გპირდები და პოლიცილის სიტყვას გაძლევ, შენს დაიკოს წამალი სულ ექნება და შენ სკოლაში ივლი, შევთანხმდით?
-შევთანხმდით, მაგრამ....... დადარდიანდა პატარა და თვალები ცრემლით გაევსო...
-რა მაგრამ თქვი რა გაწუხებს...
-მაგრამ ისინი მე ისევ მიპოვის.
-შენ მითხარი კიდევ ვინ მოდიოდა იმ სახლში, ვის ხედავდი ხშირად ან თუ გაიგონე ვიზე ან რაზე საუბრობდნენ.
-ძალიან ხშირად ახსენებდნენ ალექსანდრეს და ერთხელ ქალიც ახსენეს ილდა თუ ინდირა აღარ მახსოვს.
-ინდირა, მე ვარ ინდირა საყვარელო.
-ხოდა ინდირა დეიდა ფრთხილად უნდა იყო, ძალიან ფრთხილად.
-მომისმინე იმ სახლს მიაგნებ რომ წაგვიყვანო? ბიჭუნამ გაიხედა გვერდით მაგიდისკენ და შეშინებულმა შეხედა ბაჩოს.
-მიპოვეს, ერთ ერთი მათგანი აქ არის.
-რომელია, სად არის მითხარი. ბაჩოს თვალები სიბრაზით აენთო, მაგრამ პატარა უეცრად წამოხტა და გაიქცა, ეს ისე უცებ მოხდა ინდირამ და ბაჩომ ვერც კი შეძლეს მისი შეჩერება. ბიჭუნა გარბოდა და ბაჩომ პიჯაკს დაავლო ხელი და უკან გაყვა, არ უნდოდა ეს ბავშვი დაეკარგა, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა სათქმელი. ფეხ და ფეხ მისდევდა და ჰაერის მოზღვავებულ ნაკადს გრძნობდა სახეზე, გრძნობდა ასევე გული როგორ ჩქარა უცემდა და შიშმა მოიცვა. შეხედა პატარას ქუჩის გადაკვეთა უნდოდა და ბაჩომ დაუყვირა.
-არ გადახვიდე, სწრაფი მოძრაობა არის მანქანების ფრთხილად იყავი. ფრთხილობდა, მაგრამ სწრაფად მომავალი მანქანამ არც კი გაითვალისწინა რომ პატარა ბავშვი იდგა შეშინებული ქუჩაში და ბაჩომ შეხედა როგორ დაუნდობლად ისროლა მძღოლმა ბავშვი რომელიც რამდეიმე მეტრში დავარდა, ბაჩომ უკან მიიხედა და შეხედა შმაგიც მისკენ მორბოდა და დაუყვირა.
-ტელეფონი თან არ მაქვს, სასწრაფოს დაურეკე. ბაჩოს ტელეფონი ინდირას ეჭირა ხელში და ისიც შმაგის უკან იდგა. ბაჩო მივიდა ბავშვთან და პირქვე დამხობილი ამოაბრუნა, ბავშვმა თვალი გაახილა და თქვა.
-დედას გეფიცებით მე არ მინდოდა ცუდის გაკეთება, დამავალეს.
-ნუ ლაპარაკობ, სასწრაფო მოვა და საავადმყოფოში გადაგიყვანთ, შენ კარგად იქნები ფეხზე დადგები და პოლიციელიც იქნები, კარგი და სამართლიანი პოლიციელი.
-მტრები გყავთ, ინდირა დეიდას მოკვლა უნდათ.
-მისამართი, მისამართი თუ გახსოვს იმ სახლის მითხარი პატარავ. შმაგი გაოცებული უყურებდა ბავშვს და ბაჩოს უთხრა.
-სასწრაფო აგვიანებს, ბაჩო ეს ბავშვი უნდა გადავარჩინოთ მან ძალიან ბევრი რამ იცის და უნდა გვითხრას. ინდირა მუხლებზე დაემხო და პატარას ტირილნარევი ხმით უთხრა.
-შენ გადარჩები პატარავ, შენ დიდი და კეთილი საქმე გააკეთე ჩვენთან რომ მოდი და შენი სიცოცხლე რისკზე დადე ისე რომ ეს თავადაც არ იცოდი.
-მაპატიეთ, გოგონას გადარჩენა ვერ შევძელი. თქვა და თვალები დახუჭა, ინდირა კი ხმით აღრიალდა.
-არა, არა, არა, შენ უნდა იცოცხლო და გპირდები იცოცხლებ. შმაგიმ პატარა ხელში აიყვანა და იქვე გაჩერებულ მანქანასთან მივიდა, მძღოლმა არც კი კითხა სად მიყავდა თავად უთქმელად გააღო კარი წავიდა საავადმყოფოში, პატარას თავი ინდირას კალთაში ჩაედო და ძალიან სუსტი იყო მისი პულსი. ბაჩომ საბას მიუბრუნდა და უთხრა უთხრა.
-აქ ყველგან კამერებია, იპოვეთ მძღოლიც და მანქანაც ეს შემთხვევითობა არ ყოფილა, პატარა გააჩუმეს, რომ არაფერი ზედმეტი არ ეთქვა საბა.
-ვიღაც ნინო ახსენა და დროულად უნდა უშველოთ, რომ გადარჩეს.
-მონიკასთან მიდი დააკვალიანე უთხარი რაც მოხდა და მოგწერ სად ვიქნებით, იქ მოდი. საავადმყოფოში მისულები ძალიან ღელავდნენ ექიმის ლოდინში და ერთი საათის ლოდინის შემდეგ ექიმი მივიდა ბაჩოსთან.
-ექიმო ბავშვი უნდა გადაარჩინოთ, არ ვიცი რას და როგორ გააკეთებთ, მაგრამ ის უნდა გადარჩეს.
-ნუ ღელავ ბავშვი გადარჩება ძალიან ძლიერი ბიჭი არის, რამდენიმე დღე დაკვირვების ქვეშ იქნება და შემდეგ შეძლებთ მის ნახვას.
-ეს საიდუმლო დავალებაა და ბავშვი არავინ არ უნდა ნახოს,მათ საბაც შეუერთდა და ბაჩომ ექიმს მიუბრუნდა.
-ჩვენს გარდა აი აქ ვისაც გვიყურებ ბავშვთან მხოლოდ ჩვენ შევალთ ან ვიკითხავთ მის ჯამრთელობის ამბავს, სხვისთვის ბავშვის ნახვა შეუძლებელია, რადგან ის მათთვის რთულ მდგომარეობაში არის და მასთან არავინ არ უნდა შევიდეს.
-გასაგებია.
-აქ ეს ორი დარჩება და მათთან შეთანხმების გარეშე ბავშვთან ექთანიც არ უნდა შევიდეს.
-მივხვდი, მდგომარეობა იმაზე მეტად რთულია ვიდრე წარმოვიდგენდი, მაგრამ ამ პატარა მტრები რატომ ყავს ან რა უნდათ მისგან.
-მისი გაჩუმება უნდათ ექიმო და ეს არ უნდა დაუშვათ, რამე რომ დაემართოს ბავშვს თქვენ აგებთ პასუხს. ბაჩო მკაცრი იყო ექიმის წინაშე და მიხვდა ექიმი რომ შეცდომა არ უნდა დაუშვას, ბაჩო განყოფილებაში დაბრუნდა, პროკურორთან შევიდა და მომხდარის შესახებ უთხრა.
-კომისარმა იცის ამ ყველაფრის შესახებ?
-არა, არ იყო ადგილზე როცა ეს ინციდენტი მოხდა და არც ვაპირებ რამე უთხრა.
-გასაგებია, მიხედე ბაჩო ბავშვს და გაიგე რა ხდება, უფლის ნებით პატარა გადარჩება. ცოტნემ მითითებები მისცა პოლიცილებს და ბაჩო იკითხა.
-შესვენებაა უფროსო და გასულია.
-მონიკა შესვენება დასრულდა და როცა დაბრუნდეს ჩემთან შემოვიდეს აქ ყველა მის ჭკუაზე დადის. ტელეფონზე შეტყობინება მიიღო და წაიკითხა თუ არა შუბლი ოფლით დაეცვარა, პირზე ხელი მიიფარა და თავისივე ხელზე იკბინა, შემდეგ კი ხელის გულში აღმუვლდა. ანერვიულდა ძალიან და ერთიანად აკანკალებული ხელებს ვეღარ იმორჩილებდა და როგორც იქნა ტელეფონში სასურველი ნომერი იპოვა და დარეკა.
-რას აკეთებთ, როგორც გინდათ შეცდომა გამოასწორეთ და სადაც გინდათ ბავშვი იპოვეთ. მონიკა ცოტნეს კაბინეტის კართან გაიარა და ფეხი შეიჩერა, ყური დაუგდო ცოტნე გაბრაზებული ყვიროდა, ბაჩომ შეხედა მონიკას და ნელა მიუახლოვდა.
-რატომ ყვირის, რა აღრიალებს იცი? მონიკამ უთხრა რაც მოისმინა ბაჩოს და ბაჩომ თავზე შემოიწყო ორივე ხელები.
-მონიკა დარწმუნებული ხარ ბავშვი ახსენა?
-დარწმუნებული ვარ, როგორც გინდათ შეცდომა გამოასწორეთ და ბავშვი სადაც გინდათ იპოვეთო.
-რომ შევიდე რა უთხრა, რატომ მოვედითქო.
-გაქვს მასთან შესვლის მიზეზი, გიკითხა სად არისო და რომ მოვიდეს ჩემთან შემოვიდესო.
-მიკითხა, რა უნდა არ უთქვია?
-არა, გაბრაზებულმა გიკითხა.
-წავალ და გავიგებ მისი გაბრაზების მიზეზი რა არის.
-სად იყავი, რაც მოხდა პროკურორმა იცის?
-ვნახე, მასთან ვიყავი ახლა. მონიკა საბას და შმაგის დაურეკე და აუხსენი რაც მოისმინე, არცერთმა არ უნდა დატოვოს პოსტი და ფრთხილად იყვნენ.
-კარგი, ახლავეს დაურეკავ შმაგის და ვეტყვი. მონიკა წავიდა და თავად უფროსის კაბინეტის კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-შემოდი. ბაჩომ კარი შეაღო და მიხვდა ცოტნე ძალიან გაბრაზებული იყო და მორიდებულად იკითხა.
-მითხრეს რომ მეძახდით.....
-საქმე როცა თავზე საყრელად გვაქვს, სამუშაო საათებში ვერცერთს ვერ გპოულობთ და სად დადიხართ, უჩემოდ რა საქმეებს ხლართავთ.
-უფროსო.....
-აქ სამსახურში ხარ თუ სადმე ბარში გგონით თავი როცა გინდათ შემოხვალთ და როცა
გინდათ გახვალთ. გაბრაზდა ბაჩო ცოტნეს უტაქტობაზე და თავადაც აუწია ხმას რაც ცოტნეს არ მოეწონა, მაგრამ ბაჩომ უკან არ დაიხია და ახლოს მივიდა ცოტნესთან თვალებში ჩააშტერდა და უთხრა.
-განყოფილების წინ უბედური შემთხვევა მოხდა, მე ადამიანი ვარ და არ შემეძლო გვერდი ამევლო და სიკვდილისთვის მიმეგდო 11 წლის ბავშვი რომელსაც დაუნდობლად დაარტყა ვიღაც არაკაცმა და ცივსისხლიანმა მანქანა ჩემს თვალის წინ და მიატოვა, მაინტერესებს თქვენ რას იზამდით იქ რომ ყოფილიყავით, დაელოდებოდით უფროსი როდის დაგრთავდათ ნებას რომ ბავშვი გადაგერჩინათ თუ შორიდან უყურებდი როგორ კვდებოდა პატარა.
-კარგი, კარგი დამშვიდდი მეც გავიგე და ვინერვიულე, ახლა როგორ არის ბავშვი ან რას ამბობს ექიმი. ცოტნეს ბავშვის ამბავი არც აინტერესებდა, უნდოდა გაეგო როგორ მდგომარეობაში იყო პატარა ან გადარჩებოდა თუ ვერა.
-რთული მდგომარეობაა, ბავშვი რეამინაციაში ყავთ ექიმები ჯერ ვერაფერს ამბობს.
-იპოვეთ ვინ იყო მძღოლი, გაარკვიეთ რამე.
-ვიპოვით, ვერსად ვერ წავა და ვერ დაიმალება დამნაშავეს ქვესკნელშიც ვიპოვით, რადგან ის ჩვენგან დამალვად ვერ შეძლებს.
-მე მივხედავ მაგ საქმეს, თუ რამეს გაარკვევთ ინფორმაცია მომაწოდეთ მე პირადად უნდა დავაკავო დამნაშავე.
-უფროსო თუ ვიპოვით, მიხედვიდაც მივხედავთ და გპირდები დამნაშავე ვინც არ უნდა იყოს მწარედ დაისჯება. სხვა რამე გინდოდათ ჩემგან?
-არა, ყველაფერი უნდა ვიცოდე ამ ბავშვის შესახებ. ბაჩომ თავი დაუკრა და გავიდა, მონიკასთან მივიდა და უთხრა.
-გაარკვიეთ ვისი არის მანქანა.
-გავარკვიე, ვინმე ნინო ნინაშვილი არის ექიმი უროლოგი.
-კარგია, ცოტნეს არაფერს არ ეტყვი და მე პროკურორთან შევალ. მონიკამ ბაჩოს შეხედა და უთხრა.
-რაღაც გავიგე და მინდა გითხრა.
-რა გაიგე, ვის ეხება კარგია ამბავია თუ ცუდი მონია.
-ბაჩო კომისარი არ არის კარგი ადამიანი, მას სახელი და გვარი აქვს შეცვლილი და წარსული მისი ძალიან ბინძურია.
-რას ამბობ მონიკა ან შენ საიდან, როგორ გაიგე.
-დიდი ხანია უკვე მასზე გამოძიებას ვაწარმოვებ და გავიგე.
-იცი რომ პროკურორმაც იგივე მითხრა?
-პროკურორს მე უთხარი რაც ვიცოდი ცოტნეზე.
-კარგია, ძალიან გამახარე მონიკა.
-გაგახარე, არ მიბრაზდები?
-რატომ უნდა გაგიბრაზდე, იცი რაც აქ მოვიდა მის მერე ვეჭვობ რომ რაღაცაში არის გარეული.
-მაშინ ახლა რას ვაკეთებთ.
-ვაიძულებთ ალექსანდრეს რომ დაბრუნდეს, ის ჩვენ ყველას და განყოფილებას ჭირდება მონიკა. მშვიდად იყავი არ გიბრაზდები დაო, ახლა პროკურორთან წავალ. ბაჩომ ისევ შეაწუხა პროკურორი რომელსაც არ გაკვირვებია ბაჩოს ვიზიტი.
-რა მოხდა ბაჩო.
-უფროსო ვინმე ნინო ნინაშვილი ექიმი უროლოგი არის, გეცნობათ ეს სახელი და გვარი?
-ნინო ნინაშვილი, ბაჩო ეს ცნობილი ექიმი არის და ნუთუ.....
-ექიმი ქალი დავიჯეროთ რომ ბანდასთან არის შეკრული?
-ყველაფერი გაარკვიეთ, ქვემოთ რა ხდება. ბაჩომ უთხრა ცოტნესთან შეკამათების შესახებ და ბავშვის ამბავმაც როგორ დააინტერესა.
-ბაჩო არ მინდა ცუდი ვიფიქრო, მაგრამ........
-უფროსო მონიკამ გაიგონა როგორ ღრიალებდა კაბინეტში ბავშვი იპოვეთო, ცოტნე ამ ბავშვთან კავშირშია და ბავშვი გადარჩება ყველაფერს იტყვის.
-ყველაფერი გააკეთე ეს ბავშვი გადარჩეს, ალექსანდრესი რა ისმის როგორ არის.
-ვცდილობ დავითანხმო დაბრუნდეს.....
-ძალიან გვჭირდება ალექსანდრე ბაჩო, მაგრამ მის ტკივილთან გაუჭირდება აქ მუშაობა.
-პირიქით ეს სამსახური მისთვის უკეთესია, მხოლოდ მე ძალიან ვნერვიულობ მასზე ვერ გაუძლებს დატვირთვას ორივე ფეხზე ოპერაცია აქვს გაკეთებული.
-მოვიდეს აქამდე და აქ მოსულს უკან არ გაუშვებთ, შენ წადი და სანამ ბავშვი არ გამოჯამრთელდება იქ იყავი მასთან. ბაჩომ ღიმილით დატოვა უფროსი, მონიკას დაუბარა გავდივარო და საავადმყოფოში წავიდა, საბა და შმაგი რეამინაციის კართან იდგა და ექიმის გამოსვლას ელოდა, ლოდინიც ძალიან გაგრძელდა.
-როგორ ხართ, გვაქვს სიახლე?
-ექიმი შევიდა და ჯერ არ გამოსულა, ველოდებით.
-დაველოდოთ, მეც აქ ვარ. ბაჩოს ტელეფონზე მონიკას ზარი დაფიქსირდა და ბაჩოს უპასუხა.
-გისმენ მონიკა კიდევ რამე სიახლე გვაქვს, გაარკვიე რამე?
-სიახლე გვაქვს, ექიმი ნინო ნინაშვილი არის ერთ ერთი დაჯგუფების ხელმძღვანელი და მის გარშემო გაურკვეველი დაჯგუფების ადამიანები არიან, რომლებიც ნადირობენ მდიდარ ბიზნესმენებზე და ვფიქრობ სწორედ ამ ხალხში და თუ თავადაც გარეული არ არის ამ სიბინძურეში ამ ნინოს გარშემო უნდა ვეძებოთ დამნაშავ. ბაჩომ ექიმი დაინახა და მონიკას უთხრა.
-ექიმი გამოვიდა უნდა გაგითიშო.
-დამირეკე და ბავშვის ამბავი მითხარი, გელოდები.
-როგორ არის, რა მდგომარეობა გვაქვს ექიმო.
-მდგომარეობა სტაბილურია, შიშისაგან გაუჩერდა სუნთქვა და ანალიზებიდან გაირკვა პატარას გულის რთული დაავადება აქვს მოხდილი, წლებია მკურნალობა არ მიუღია, ამიტომ დასუსტებულმა გულმა ვერ გაუძლო შიშს და სუნთქვა დაუქვეითდა. შიშმა გათიშა, ხვალამდე ისევ რეამინაციაში დავტოვებთ და დავაკვირდებით ხვალ კი პალატაში გადავიყვანთ.
-მთავარია გადარჩა, სირთულემ გაიარა და ყველაფერს გაუკეთებთ ექიმო.
-გადარჩა და მკურნალობას ექვემდებარება. ექიმი წავიდა, მაგრამ მოულოდნელად შემობრუნდა და ბაჩოს უთხრა.
-მითხარით, რომ მასთან არავინ არ შეუშვათ, ჩემთან ახალგაზრდა ქალბატონი მოვიდა და მთხოვა ბავშვი მეჩვენებინა, მაგრამ თქვენი თქმით ჯერ პაციენტის ნახვა შეუძლებელია ის რთულ მდგომარეობაში რეამინაციაში წევს.
-გასაგებია და მადლობა ექიმო. ღამე სამივემ საავადმყოფოში გაატარა, დილით პატარა ოთახში გადმოიყვანეს და უკვე აქ საჭიროებდა სიფრთხილეს პატარა, რადგან დაგეშილ მელიებს უნდოდათ მისი ნახვა.
-ჩავალ ყავას ამოვიტან, თქვენც გინდათ?
-არ გინდა ყავა, საბა წადი და მანქანაში დაიძინე მერე შმაგი წავა.
-შენც უძილო ხარ და ასე როდემდე გასტან, უნდა დაიძინო ბაჩო.
-გაუძლებ, მერე მეც დავისვენებ. საბა წავიდა და ერთ საათში დაბრუნდა, შემდეგ კი მისი დაჯინებული თხოვნით ორივე გაუშვა დასაძინებლად თავად კი ექიმი ნახა და დაელაპარაკა.
-გთხოვ ექიმო უარს ნუ მეტყვი, ბავშვს მეორე ოთახში გავიყვან თქვენი თანხმობით.
-მოხდა რამე და არ ამბობ?
-თუ არ გავიყვან მოხდება და შემდეგ გვიან იქნება სინანული, ამიტომ.....
-კარგი, კარგი გადაიყვანე, მაგრამ ექთანი დაგეხმარება და მასთან იყავი მარტო არ დატოვო.
-სანდო ექთანი, ექიმო რომ ენდობი კარგად და იცნობ ისეთი ექთანი მინდა.
-კარგი, კარგი. გაეცინა ექიმს და საბასთან ექთანი გამოგზავნა. საბამ ამ კეთილი ექთნის დახმარებით პატარა სულ სხვა ოთახში გადაიყვანა და კარიც დაკეტა, შემდეგ კი ექთანს დააწერინა როდის უწევდა პაციენტს ნემსი ან წამლის მიღების დრო როდის ჰქონდა. ექთანმა ყველაფერი დაუწერა და საბამ რამოდენიმეჯერ წაიკითხა, რომ ყველაფერი ზეპირად სცოდნოდა. კარგად დაღამდა და უკვე ყველა მიწყნარდა, მაგრამ თავად საბა ვერ იყო მშვიდად, ოდნავ ღიად დარჩენილი კარიდან უყურებდა ოთახს სადაც პატარა იწვა და აი გამოჩნდა სტუმარიც ქერა თმიანი ექთანი და პალატაში შესვლამდე მოათვალიერა ყველაფერი და კარი ფრთხილად შეაღო, მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა საწოლი ცარიელი დახვდა და გაბრაზებულმა დატოვა პალატა, ტელეფონი ამოიღო და ყვიროდა.
-ვერ დაიმახსოვრე რომელ პალატაში დააწვინეს, ასეთი დებილი ხარ? აქ არ არის არა, სხვაგან გადაიყვანეს და ახლა ეძებე სად წაიყვანეს. საბამ ყველაფერი გადაიღო და დარწმუნდა ქერას პატარას მოკვლა უნდოდა, როცა დარწმუნდა წავიდა დამშვიდდა და თქვა.
-წყვდიადში ხარ ჩაძირული და ვერც ხვდები სამარადისოდ რომ ჩაიძირები სულ მალე შენივე ბინძურ წყვდიადში. შემდეგ მიუბრუნდა პატარას შუბლზე ხელი დაადო და უთხრა.
-არავის არ მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს, ჩვენ დაგიცავთ პატარავ. არ იყო კარგად გათენებული ბაჩომ ცხელი ყავა და ხაჭაპურით რომ შევიდა პალატაში და ყავის სუნზე საბამ გაიღვიძა, მაგრამ არ შეიმჩნია და ბაჩომ მხარზე ფრთხილად შეეხო.
-მღვიძავს, რა იფიქრე დამეძინა?
-დაიღალე, ღამე როგორი იყო მშვიდად იყავი?
-უცნაური ღამე იყო ბაჩო.
-ეს მეც შევამჩნიე, რომ რაღაც მოხდა რადგან აქ ხარ და რა მოხდა, ვინმე მოვიდა?
-საიდან დავიწყო და სად დავასრულო.
-თქვი რა მოხდა და მარტო როგორ გაუმკლავდი. უცნაურად უყურებდა პატარაც საბას რადგან მან ვერაფერი ვერ გაიგო რა მოხდა და საბამაც ყველაფერი მოუყვა მეგობრებს რაც ღამით მოხდა.
-როგორ მიხვდი რომ ქერა აქ მოდიოდა.
-ხომ გამიშვი მანქანაში დაისვენე ცოტაო, რომ მივდიოდი გვერდი ქერას გაუარე და თეთრ ხალათში ვიფიქრე ექთანი არისმეთქი და მეც ღიმილით მივესალმე, ტელეფონზე ლაპარაკობდა და დამაინტერესა რაზე ან ვისზე ლაპარაკობდა ცოტა დავშორდი თუ არა კედელს მოვეფარე. არ მკითხო რატომ გავაკეთე ასე, რატომ დავინტერესდი გეტყვი რომ არც მე არ ვიცი, მაგრამ მოვისმინე ღამით შემოვიდოდა და ნემსს გაუკეთებდა, ამიტომ ექიმის თანხმობით პალატა შევცვალე და სხვა ოთხიდან უყურებდი ვინ შევიდოდა იმ ოთახში.
-რატომ არაფერი არ გვითხარი, ამიტომ გაგვიშვი ორივე აქედან?
-ვიცოდი ინერვიულებდით და ასე ყურადღებას მივიქცევდით, მარტო უკეთესად გავართვი თავი. ასე რომ ნუ ბრაზობთ, მადლობა ყავისთვის და ხაჭაპური შენ მიირთვი პატარავ.
-კარგია კარგად გაართვი თავი ყველაფერს და ბავშვი გადაარჩინე, მაგრამ აქ რომ ვყოფილიყავით ავიყვანდით ან გავიგებდით ვინ იყო ახლა კი გაურკვევლობაში ვართ და ხელთ არაფერი არ გვაქვს.
-გვაქვს და ნუ ნერვიულობ, აი ფოტო როგორც მოვახერხე ისე გადავიღე და აი ვიდეოც რომ ყვიროდა გადაიყვანეს და სად ვეძებოთ სად წაიყვანესო.
-ეს შესანიშნავად გამოგივიდა, ყოჩაღ საბა ნამდვილი პოლიციელი შენ ხარ მეგობარო.შმაგიმ პატარას შეხედა და დანანებით თქვა.
-ეს ხომ ჯერ ძლიან პატარა არის ასეთი სირთულეებისთვის.
-თავადაც გულით არის დაავადებული და მაინც არ ჩერდება ეხმარება დედას და წვალობს დაიკოს წამალი უყიდოს.
-ვიცი ვინც ხართ, თქვენ სამივე ნამდვილი და კეთილი პოლიციელები ხართ. თქვა პატარამ და სამივეს გაეცინა.
-კარგია რომ იცი და ის თუ იცი აქ რატომ ხარ
-ვიცი და ისიც ვიცი იმ მანქანით ვინ დამეტაკა.
-კარგია, გახსოვს გუშინ რაც მომიყევი?
-ყველაფერი მახსოვს და ვიცი აქ იმ ძიამ მომიყვანა ხელში აყვანილი.
-მართალია და ორი დღე გეძინა შიშისგან ჩემო ბიჭო, მაგრამ ყველაფერი კარგად არის, ახლა კი აქ ვერავინ შეგაშინებს და უნდა მოგვიყვე მშვიდად ყველაფერი, მათთან როგორ მოხვდი თავიდან გვითხარი.
-მე ლადო ვარ 11 წლის, მამა გარდამეცვალა როცა 9 წლის ვიყავი და დედასთან და დასთან ვცხოვრობ. მათთან მოხვედრა იყო ჩემი დიდი შეცდომა პოლიციელო, ის ცოტა დრო რაც იქ ვიყავი დავჭუჭყიანდი და მინდა ეს სიბინძურე ჩამოვირეცხო. რომ არა ჩემი დის უწამლოდ დაკარგვის შიში არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს, მაგრამ ეს ყველაფერი შიმშილმა და არ ქონებამ, უწამლობამ და უსახსრობამ გადამადგმევინა. დავთანხმდი მათ და როცა გავაცნობიერე სად მოვხვდი დავიწყე იმაზე ფიქრი იქედან როგორ გავქცეულიყავი რომ მათგან თავი დამეღწია, რადგან იოლად ვერ წამოვიდოდი იქედან ერთადერთი გამოსავალი გამოქცევა იყო, ამიტომ გამოვიქეცი და თქვენამდე მოვედი და კარგია ბედად თქვენ რომ შემხვდით ნამდვილი პოლიციელები.
-ლადო გისმენ და არ მჯერა თუ ჩემს წინ 11 წლის ბავშვი ზის.
-რატომ არ გჯერა, მართლა 11 წლის ვარ.
-იცი რომ ცხოვრებამ 9 წლის ასაკში უკვე კაცად გაქცია?
-დედაც მაგას ამბობს, ძალიან სწრაფად გაიზარდე აზროვნულად, მაგრამ ასაკით ძალიან პატარა ხარო.
-მომიყევი იქ რა დაინახე და ვინ დაინახე.
-რომ წამიყვანეს ერთ დიდ სახლში მიმიყვანესთქო ხომ გითხარი იმ დღეს, იქ გოგონა იყო ულამაზესი 16-17 წლის მეტის არ იქნებოდა.
-შენ თანხა მოგცეს?
-მომცეს 300$ იქ წასვლამდე და წამლები ვიყიდე, ცოტა თანხა დედას დაუტოვე ჩემს მოსვლამდე გქონდესმეთქი.
-უფრო ხშირად ვის ხედავდი, გოგონასთან ვინ შედიოდა.
-იქ მისვლამდე მითხრეს რომ მშვიდად ვიცხოვრებდი და მე არავინ შემაწუხებდა, ერთი სახლის კარი უნდა მედარაჯა და ამისათვის ფულს გადამიხდიდნენ, რადგან სამძიმო და რთული საქმე არ იყო დავთანხმდი, იქ გოგონასთან მხოლოდ ერთი ქალი შედიოდა სულ ანერვიულებული გამოდიოდა იმ სახლიდან.
-ქერა თმები ჰქონდა?
-რა გითხრათ ერთ დღეს ქერა იყო, მეორე დღეს შავი თმები ჰქონდა და ასევე წითელი თმებიც ჰქონდა იმ ბოლო დღეს, ამიტომ ვერ გეტყვით ზუსტად რა ფერის თქმა ჰქონდა.
-კიდევ ვის ხედავდი, ვინმე მამაკაცი მოვიდა?
-მოვიდა შავი დაბუური ფანჯრები ჰქონდა მის მანქანას, ის არ იყო უბრალო კაცი დიდი კაცი იყო როგორც პარლამენტში აცვიათ შარვალი-კოსტუმიში გამოწყობილი თეთრი პერანგით.
-ფოტო რომ გაჩვენო იცნობ?
-ვიცნობ, ორჯერ ვნახე იქ ის კაცი. ბაჩომ ტელეფონში ცოტნეს ფოტო ნახა და ლადოს აჩვენა.
-ეს იყო, ეს კაცი მოვიდა იქ ორჯერ.
-კარგად დააკვირდი, ლადო აქ შეცდომა დაუშვებელია და გამორიცხული.
-არ უშვებ შეცდომას, ეს იყო დარწმუნებული ვარ.
-ბაჩო ეს ხომ ცოტნე არის.....
-მერე გეტყვით, ლადო გაიხსენე კარგად ეს არამზადა კაცი გოგონასთან შედიოდა? პატარა დაფიქრდა და ბაჩოს შეხედა.
-შევიდა ერთხელ, მახსოვს ოთახიდან მსხვრევის ხმა მოდიოდა, ერთმა დაცვამ ხელი მომკიდა და სახლის უკან გამიყვანა მინდორში არ ვიცი რატომ, მაგრამ რომ დავბრუნდი გოგონა ხმით ტიროდა, ის კაცი მიდიოდა და ხელზე სისხლის ლაქები ჰქონდა, კარი ღიად იყო და შევიხედე გოგონა ძირს იჯდა და ტიროდა მის გარშემო დამსხვრეული ჭიქა და ნივთები ეყარა იქ რა მოხდა ეს არ ვიცი.
-ლადო მადლობა რომ ჩვენთან მოდი და ეს ამბავი მოგვიტანე ჩვენ შენ დაგეხმარეთ უსაფრთხო ადგილზე წაგიყვანთ და ახლა იმ გოგონას უნდა დავეხმაროთ. ბაჩო კარში გადიოდა, რომ ლადომ წამოიყვირა და სამივემ მას შეხედა.
-გამახსენდა, არ მითქვია იმ დღეს რატომ გამოვიქეცი და ისე ძალიან რატომ მეშინოდა.
-თქვი პატარავ კიდევ რაც გაქვს სათქმელი.
-იმ დღეს გოგონა სადღაც წაიყვანეს და მე მოვისმინე იმ კაცმა ფოტო რომ მაჩვენე დაიბარა გოგონას ადგილი შეუცვალეთ და ეს ვირთხა სადმე მიაგდეთ და მიაძინეთ. მივხვდი რომ საუბარი ჩემზე იყო და ჩემი მოკვლა უნდოდათ, წასვლამდე გოგონას უთხარი მე აქედან წავალ და ამ ყველაფერს პოლიციას ვეტყვითქო და მითხრა, პოლიცია ვერ დაგვეხმარება ეს თავად პოლიციელი არისო და ამიტომ ვეძებდი ნამდვილ პოლიციელს და არა იმ კაცისნაირ პოლიციელს.
-კარგია ეს ყველაფერი და იმ მამაკაცს რა ქვიოდა სახელი იცი?
-მას გოგიტა ჰქვიოდა და იმ ქალმა გოგიტას ესროლა, შემეშინდა და რადგან დიდი ჭიშკარი ღიად დავინახე არც დავფიქრებულვარ ისე გამოვიქეცი.
-შენ შეხედე გოგიტას რომ წაიქცა როცა ნინომ ესროლა?
-შევხედე რომ წაიქცა, სისხლსაც შევხედე.
-რატომ ესროლა ნინომ ეს არ იცი?
-რაღაც საკითხზე კამათობდნენ და ვერ შეთანხმდნენ, ნინომ უთხრა ის ხომ ჯერ სულ ბავშვი არისო და ესროლა.
-ესროლა, მაგრამ იქნებ სასიკვდილო ჭრილობა არ იყო.
-არ ვიცი, დედაჩემზე და ჩემს დაზე ვფიქრობ, მეშინია მათთან არ მივიდნენ.
-იციან სადაც ცხოვრობ?
-მე არ მითქვამს, არც უკითხიათ ვინ მყავდა ოჯახში, მაგრამ იმათმა ყველაზე ყველაფერი იციან.
-ორივე უნდა ვიპოვოთ და თუ ნინოს ვიპოვით ვიპოვით გოგიტასაც.
-ისევ ეს გოგიტა ვერა და ვერ მოვიშორეთ.
-სროლის წინ ნინომ უთხრა გოგიტას ,,ადამიანს ვისაც სიყვარული არ შეუძლია ის ადამიანი ვერასოდეს ვერ გახდება, სიყვარულიდან მოდის ადამიანში ყველა გრძნობა, მაგრამ შენ არარაობა ხარ.
-შენ, შენ ხარ ადამიანი და შენ რით ხარ ჩემზე უკეთესი.
-შენგან განსხვავებით მე სიყვარული შემიძლია.'' უთხრა და ესროლა, მე კი გამოვიქეცი.
-გოგიტა ცოცხალი არის, ის არ მოუკლავთ. თქვა ბაჩომ და შმაგის შეხედა.
-ცოტნე, ცოტნე დგას გოგიტას უკან და ამიტომ არის ის ძლიერი, ამიტომ ვერ შევძელით მისი დაჭერა ვერსად, ის უშიშრად არის რადგან დიდი დამცველი ყავს. ბაჩო გარეთ გავიდა და შმაგის თვალი უქნია გამოდით გარეთო და სამივე გავიდა პალატიდან, ბაჩო დაფიქრებული იდგა და ორივეს შეხედა.
-საიდუმლო მინდა გითხრათ. ორივე ცბიერად შეათვალიერა და თვალები უელავდა, მაგრამ არა სიბრაზისგან არამედ სიხარულისგან.
-თქვი რა საიდუმლო არის გული წამივიდა. უთხრა საბამ.
-ალექსანდრე ბრუნდება. საბამ და შმაგიმ ერთმანეთს გადაეხვია, ლადო საწოლზე წამოჯდა და კარს უყურებდა როდის დაბრუნდებოდნენ და ბაჩომ შეხედა ლადოს და მასთან შევიდა.
-რატო ადექი, არ შეიძლება.
-შეიძლება მეც რომ ვნახო ალექსანდრე?
-აუცილებლად ჩემო პატარავ, ის თავად მოვა შენთან და გნახავს. გინდა დაგალაპარაკო?
-მინდა, ძალიან მინდა. ბაჩომ დარეკა და ალექსანდრემ უპასუხა.
-გისმენ ბაჩო როგორ ხართ, ბავშვი როგორ არის.
-კარგად ვართ და ამ ბავშვს ძალიან უნდა შენი გაცნობა და გელოდება.
-ძალიან კარგი, აუცილებლად გნახავ პატარავ როცა დავბრუნდები.
-მალე უნდა დაბრუნდეთ პოლიციელო ძალიან ბევრი ბოროტები უნდა დაიჭიროთ.
-დავიჭერთ, შენ კი სკოლაში ივლი და ისწავლი, გასაგებია? ლადომ გაოცებულმა შეხედა ბაჩოს და უთხრა.
-იცის სკოლაში რომ არ დავდივარ?
-ალექსანდრემ ყველაფერი იცის, ხომ გითხარი კარგად ვიცნობთქო.
-არ მომატყუე, იმიტომ რომ კარგი პოლიციელი ხარ.
-ალექს მერე დაგირეკავ. ტელეფონი გათიშა და ფეხზე წამოდგა, იქვე მდგარ საბას შეხედა და უთხრა.
-მე წავალ, შენ აქ დარჩები ისევ პროკურორმა იცის აქ რომ ვართ. ლადო ისევ საავადმყოფოში დარჩა და საღამოს ბაჩო ინდირასთან ერთად დაბრუნდა მასთან ახალი ტანისამოსით, ფეხსაცმელებით და ლადო სახლში წაიყვანეს სადაც მას დედა და დაიკო ელოდა. ლადომ არ იცოდა რა სიურპრიზი ჰქონდა მისთვის ინდირას და ლადომ მოწყენილად თქვა.
-ჩემები, ისინი საფრთხეში არიან.
-ისინი უსაფრთხო ადგილას არიან და სულ მალე ერთად იქნებით. როცა ბინასთან მივიდნენ რომელიც ლადოს არ ეცნო, ინდირამ უთხრა.
-შენთვის სიურპრიზი გვაქვს, მაგრამ კითხვები არ დამისვა თავად ნახავ.
შენი სითბო, ენერგია, სიცოცხლის მუხტი დაკარგე და სად, სადღაც სადაც არავინის ხმა არ გესმის და ვერც ვერავის ამჩნევ, მაგრამ შეგრძნება გაქვს და იგრძნო ნაზი შეხება.
-ჩაფიქრდი.
-ვიცი, ფიქრებმა გამიტაცა. აღიზიანებდა ყველაფერი, მაგრამ იცოდა რეალობას ვერ გაექცეოდა. თავის ჩემოდანს ალაგებდა და საჭირო აუცილებელ ნივთებს აწყობდა, ლილე უყურებდა და უნდოდა დახმარებოდა, მაგრამ თავად უთხრა უარი და იდგა მისგან მოშორებით, უნდოდა ეყვირა და ეთქვა არ წახვიდეო, მაგრამ თავად ურჩია წასულიყო და ახლა თქმას ვერ ბედავდა.
-რატომ დაფიქრდი, გინდა გადაიფიქრო წასვლა? ალექსანდრემ შეხედა ლილეს და უთხრა.
-არა, არ გადამიფიქრებია წასვლა მე ლუკაზე ვფიქრობ, იმ დღეს ლილე ლუკა ჩემს გამო დაიღუპა, ის მოკლეს და მკვლელი უნდა ვიპოვო. ვიცი შენც არ გინდა რომ წავიდე და ისე როგორც მე არ მინდა და აქ ვტოვებ ჩემს გულს, სულს და ჩემს გრძნობებს. აქ ვტოვებ ადამიანებს ვინც ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და მათაც უანგაროდ უყვარვარ, ვადარდებ და ვიცი მოვენატრები. მე ჩემს გაორებულ ცხოვრებას ვდარდობ თუ იქით და თუ აქით, მაგრამ დამიჯერე სანამ ის არაკაცი კიდევვ გარეთ დადის თქვენ აქ უნდა იყოთ. ლილე თქვენ რომელიმეს რომ რამე დაგიშავდეთ ჩემი სიცოცხლე აღარ არის სიცოცხლე, მე იმ დღეს მოვკვდები სამუდამოდ და მიხარია რომ ჩემი გესმის, მხარს მიჭერ და ჩემს გვერდით ხარ.
-ეს ყველაფერი დროებითია, 2 წელი დასრულდა აქ რომ ვართ და როგორ სწრაფად გავიდა ეს დრო, დარჩენილი დროც დასრულდება და ისევ ერთად ვიქნებით.
-ვიქნებით, ერთსდ ვიქბნები ყველა და ესაა ცხოვრების გაგრძელების აზრი. ალექსანდრე უყურებდა ლილეს და გული ჩქარა უცემდა, ლილეს ხელი გაუწია და მანაც შეაგება მისი ხელი, მისკენ მიიწია და გულზე აიკრა, ლილესაც აუჩქარდა გული როცა მისივე მკერდზე მიკრულმა ალექსანდრემ იგრძნო მისი გულის ჩქარება და ლილემ ორივე ხელები მოხვია და ასე იდგა ორივე გაუნძრევლად. ბოლოს ხელი ასწია და თვალებიდან თმები გადაუწია, თვალებში ჩახედა და ყურში ჩურჩულით უთხრა.
-მადლობა რომ ჩემი გესმის ლილე. შემდეგ საათზე დაიხედა და თქვა.
-წასვლის დრო არის.
-მე გაგყვები ძიძასთან დარჩებიან ბავშვები.
-არ მინდა ღამე მარტო იარო.
-არა უშავს, ამიერიდან მარტო ვივლი და უნდა მივეჩვიო.
-ეს გამომართვი, ბარათი არის და შენთან იქნება კოდს მოგწერ თანხას დრო და დრო ჩაგირიცხავ, ძიძას ოთხი თვის თანხა გადახდილია ბარათზე საარსებო თანხა არის რაც კი დაგჭირდება იყიდე. ლილე უხმოდ უქნევდა თავს და ვერ უყურებდა ალექსანდრეს რადგან თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
-შემომხედე. ლილემ გვერძე გაიხედა, ალექსანდრემ კი ორივე ხელებით დაუჭირა თავი და უთხრა.
-მეც მიჭირს წასვლა და გთხოვ არ იტირო და ცრემლს ნუ გამატან ისედაც ცრემლი სდის ჩემს გულს. ალექსანდრემ ძიძას დაემშვიდობა, ბავშვები დაკოცნა და ლილესთან ერთად დატოვა ბინა. აეროპორტში მისულს არ უნდოდა ლილე იქ გაეჩერებინა და თხოვა დაბრუნებულიყო, ტაქსი გააჩერა და ლილეს შეხედა.
-წადი ლილე შესაძლებელია აფრენა დაგვიანდეს აქ ვერ გაგაჩერებ.
-წავალ, შენს წასვლამდე მე სახლში ვიქნები, არ მიყვარს დამშვიდობება, მაგრამ.....
-სხვა გამოსავალი არ არის. გაეცინა ალექსანდრეს და ლილე კიდევ უფრო მაგრად მიიკრა გულზე თითქოს მისი გულის ხმას იმახსოვრებდა, შემდეგ ლოყაზედაც აკოცა და უთხრა.
-მომენატრები-(თ), რთული საქმე არის იმ ნაბიჭვარს ეხება, დასრულდება თუ არა არც დავფიქრდები ისე დავბრუნდები, ტელეფონი ყოველთვის ჩართული გქონდეს რომ ზარი არ გამოგეპაროს და არ ვინერვიულო. ლილეს გაეცინა და ალექსანდრეს შეხედა, შემდეგ ლოყაზე აკოცა. ალექსანდრემ შეძლო თავის გაკონტროლება და ლილეს დაემშვიდობა, ხელის ქნევით დაშორდა და სანამ ტაქსი არ წავიდა ალექსანდრე უყურებდა ლილეს ცრემლიან თვალებს. ლილე თვალებდაწითლებული დაბრუნდა სახლში და სახლში შესულს გაუკვირდა სიწყნარე რომ იყო, იქვე მშვიდად მჯდარ ძიძას შეხედა და სახლი მისილაგებული რომ დახვდა გაეღიმა.
-ძინავთ?
-ძინავთ, ლილიან იტირა მამა რომ წავიდა და ალექსანდრეც აყვა ტირილში, მესამემაც არ ჩამოუგდო მათ მხარი და სამივე ტიროდა.
-ვაიმე გრეტა როგორ გამაინე, სამივე ერთ ხმაში ტიროდა და შენ რა ჭკუაზე იყავი. ბავშვებს დახედა და სამივეს ტკბილად ჩასძინებოდა.
-ჩასძინებოიათ, უკვე დროც იყო მათი დაძინების და მადლობა რომ აქ ხარ ჩემო გრეტა.
-მოდი ჩემთან თუ გინდა იტირე, მაგრამ ის დაბრუნდება.
-ვიცი დაბრუნდება.
-მაგრამ თავსაც არ გინდა გამოუტყდე, რომ ძალიან მოგენატრება. ლილემ შეხედა გრეტას და ცრემლი მოერია.
-შეგიყვარდა და ეს არ გინდა აღიარო ლილე.
-ნატა, ნატას ვერ.......
-ნატას ეს თავად უნდოდა, ეს ასე უნდა მომხდარიყო და მოხდა და ეს ყველაფერი უფლის ნებით მოხდა. ლილე ეს არავის არ უნდოდა, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასეთია ამას ვერავინ ვერ შეცვლის და შენც უნდა შეეგუო იმას რაც შენს გარშემო ხდება. ალექსანდრე რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ თავის ბინაში შევიდა სადაც სიცივე და სიცარიელე შემოეფეთა, გული შეეკუმშა სამზარეულოში გავიდა და წყალი მოუშვა, შემდეგ ერთი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად დაცალა. ტელეფონში ნომერი ჩადო და ლილეს მიწერა რომ უკვე სახლში იყო და წყალი ჩართო უნდოდა წყალი გადაევლო, მაგრამ სიმყუდროვე ტელეფონის ხმამ დაურღვია და ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა რამაც ძალიან გააკვირვა და გაოცებულმა უპასუხა.
-გისმენთ.
-???
-დიახ მე ვარ ეს ესაა დავბრუნდი, მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით.
-??? ალექსანდრე საათს შეხედა და დაღლილი ჩახლეჩილი ხმით უთხრა.
-მოვდივარ, ერთ საათში მანდ ვარ.
-ბინაში ნუ გაჩერდები, სასტუმროში მიდი გითვალთვალებენ შვილო. ალექსანდრე უკვე გათიშულ ტელეფონს უყურებდა და თავის ჩემოდანს დაავლო ხელი ისევ გაიტანა ბინიდან და გავიდა, ცოტნე ამ დროს მეგობრებთან ერთად იყო და მსჯელობდნენ ბავშვი სად უნდა გამქრალიყო.
-ვინ წაიყვანა საავადმყოფოდან ვერ დაინახეთ?
-საავადმყოფოდან ბავშვი არ გამოსულა, ცოტნე მათმა ბავშვი სხვა გასასვლელიდან გაიყვანეს, არც იმ ოთახში იყო სადაც შეიყვანეს ის მეორე დღესვე წაიყვანეს იქედან.
-ყველაფერს იტყვის, მან მე ორჯერ დამინახა ან სად იპოვეთ ეს ქუჩის ლეკვი რომ მოათრიეთ.
-ვიპოვით სად დაიმალება, შენ რა გააკეთე პროკურორს შეხვდი ელაპარაკე?
-ისე ლაითად ველაპარაკე და გასაგებია მისთვის რაც უთხარი.
-თუ ვერ გაიგო?
-გავაგებინებთ, ეს ხომ ჩვენთვის პრობლემა არ არის.
-კარგია და ის როგორ არის, იმედია ჯერ იცოცხლებს.
-იცოცხლებს ალექსანდრეს დაბრუნებამდე, გაიგე როდის ბრუნდება?
-არ ვიცი, ვერაფერი გავიგე და არც არაფერს ამბობენ ისე არიან შეკრულები.
-მის ბინას ვუთვალთვალოთ და გავიგებთ.
-გამოვიარე მის ბინასთან და ჩაბნელებული არის ბინა.
-არც განყოფილებაში შეინიშნება რამე უცნაური ვინმეს ელოდებოდნენ, არც პროკურორი ამბობს არაფერს, ჩემს ნერვებზე თამაშობს ყველა. ალექსანდრემ ბაჩოს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, ბაჩომ საბა და შმაგი წაიყვანა ალექსანდრესთან შესახვედრად და მეგობრები ღამით 4 სთ-ზე მალულად და საიდუმლოდ შეხვდნენ ერთმანეთს. გახარებულებმა ერთმანეთი მოიკითხეს და საბამ უთხრა.
-შენს ბინას უთვალთვალებენ, ალექს ჩემთან წამოდი მარტო ვცხოვრობ სახლში. უთხრა საბამ და შმაგიც დაემოწმა.
-კარგად მოიფიქრე საბა უკეთესია ჯერ ბინაში თუ არ მიხვალ, მტერი გვყავს და ეს მტერი ჩვენს გვერდით არის, ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს ბავშვი რომ ყველაფერი გვითხრა.
-ახლა ერთ მისამართზე მივდივარ, აუცილებლად უნდა მივიდე და ხვალ შევხვდებით ერთმანეთს.
-აუცილებელია რომ წახვიდე და მარტო?
-აუცილებელია ბაჩო და ხვალ ვილაპარაკოთ, ინდირას არაფერი არ უთხრა, ბავშვი სად არის.
-ბინაში მივიყვანეთ მისიანებთან ერთად და მარტო ვერ დავტოვებთ ჯერ კიდევ ეშინიათ.
-გასაგებია, ყველა წავიდა და ალექსანდრემ ზარს უპასუხა.
-გზაში ვარ და მომწერეთ სად მოვიდე. დაელოდა შეტყობინებას და ლოდინში ლილეს დაურეკა.
-გისმენ ალექს უკვე ჩახვედი, როგორ იმგზავრე.
-მშვიდად ვიმგზავრე, ნივთები ჯერ კიდევ თან მაქვს მანქანაში და საქმეზე ვარ გამოსული, დაგირეკე რომ უკვე აქ ვარ და ვმუშაობ.
-სხვას არც ველოდი შენგან, დილამდეც ვერ ოითმინე უკვე სამსახურში გადი, წარმატებები.
-ბავშვები?
-რომ დავბრუნდი უკვე ძინავდათ, ლილიამ იტირე და სამივე ერთად ტიროდაო ძიძამ.
-ჩამიკოცნე და უვე მენატრებით ლილე.
-ჩვენც გვენატრები ალექსანდრე.
-ვიცი და დარწმუნებული ვარ ეს მონატრება გულწრფელი და სიყვარულით სავსეა. გაგაღვიძე, მაგრამ ......
-არ მეძინა, ვმეცადინეობ უკვე გამოცდები მეწყება.
-ხომ დაასრულე გამოცდები.
-სიურპრიზია....
-ლილე.....
-მომავალ ზარს დაველოდები ალექს.
-მაინც არ მეტყვი?
-არა, არ გეტყვი რამდენიმე დღეში შეიძლება გითხრა.
-კრგი დაგელოდები, ტკბილი ძილი და ვიცი ახლა მშვიდად დაგეძინება. შეტყობინებაც მიიღო, ტელეფონი გაღიშა ღიმილით და წავიდა, თუმცა არ იცოდა სად და ვისთან მიდიოდა. ალექსანდრე გაუწონასწორებელი სიჩქარით მიდიოდა, ვერც თავს აკონტროლებდა სიბრაზისგან და ღრმად სუნთქავდა, რადგან ფილტვები ჰაერს ვეღარ იტევდა. მიდიოდა და მკაცრი გამოხედვით უყურებდა გზას, გზას რომელსაც დასასრული არ ჰქონდა და გზის გარშემო ასახული სიმშვიდე თრგუნავდა. იცოდა რასაც გაიფიქრებდა, ის დახვდებოდა მის წინ. მიდიოდა სიბრაზით სავსე და დროის დინებას ვერ გრძნობდა, თუ საერთოდ აღარ არსებობდა მისთვის დრო. შენიშნა, რომ მიდიოდა, მაგრამ აღარაფრის ეშინოდა და უნებურად გაიფიქრა.
-შიშიც დროსთან ერთად გაქრა და აღარ ვფიქრობ შიშზე ახლა მხოლოდ შენზე ვფიქრობ, რადგან უნდა გიპოვო, მე უნდა გიპოვო და მერე რა რომ შენ ჩემი მტრის შვილი ხარ, შენ ყველაზე უცოდველი არსება ხარ იმათთან ვინც შენს გარშემო არიან. დანიშნულ მისამართზე მისასვლელად დაბურული ტყე უნდა გაევლო, მანქანა გააჩერა და სიბრაზისგან ჩაწითლებული თვალებით უყურებდა მის წინ გაშლილ გრძელ მოასფალტებულ გზას.
-უნდა გაიარო ალექსანდრე ეს გზა, შენ უნდა მიხვიდე დათქმულ მისამართზე, უფალო ნუ მიმატოვებ განსაცდელში და იყავი ჩემს გვერდით. მანქანა აამუშავა და წავიდა, რამდენიმე წუთში გზამ უზარმაზარ სახლთან მიიყვანა, მანქანა გააჩერა და ვერ გაიგო საით წასულიყო, კართან მივიდა და დაცვა იდგა, მოულოდნელად მამაკაცის ხმა გაიგონა.
-ბილიკს გამოყევი და ჩემამდე მოგიყვანს. დაცვამ კარი გაუღო ვიწრო ბილიკს გაყვა და უზარმაზარი შავი მოჩუქურთმებული კარის წინ აღმოჩნდა, კარი თავისით გაიღო და ალექსანდრე დიდი უზარმაზარი დარბაზის შუაში აღმოჩნდა, კარი როგორც გაიღო ისევ ისე თავისით დაიკეტა და დარჩა მარტო ამ დიდ და იდუმალ სახლის შუა გულში.
-შეუპოვარი ხარ ალექსანდრე. ალექსანდრე ხმის მიმართულებით შებრუნდა და მისკენ მომავალი ჯოხით ხელში სანდომიანი ჭაღარა მოხუცი დაინახა, რომელიც 70 წლამდე იქნებოდა.
-გამარჯობა ძია.
-გამარჯვებული იარე, ალექსანდრე შენზე ძალიან ბევრი კარგი რამ მითხრეს და ძალიან მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს სამართლიან ადამიანთან მომიწევს თანამშრომლობა. იცოდე ეს საქმე რასაც შენ გააკეთებ გულგრილს არ დაგტოვებს და ამაზე უკვე ვიზრუნე შვილო.
-ჯერ გისმენთ მოხუცო და რაც შეეხება იმას რომ მე რამეს მოვითხოვ ეს დაივიწყეთ, გამორიცხულია მე ყველაფერს კანონის ფარგლებში გავაკეთებ თუ არ მეხება არც დაგაიმედებთ.
-ასეც ვიცოდი, ზუსტად ასეთი პასუხს ველოდი შენგან.
-მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
-ჩამოვსხდეთ ასე ფეხზე დგომით დავიღლებით შვილო, მოდი აქეთ ბუხართან დავსხდეთ და ვისაუბროთ.
-ჩამოვსხდეთ, როგორც მივხვდი ჩვენი საუბარი დროს მოიცავს.
-ასეა, ბაჩო საჯაიას იცნობ და როგორც მითხრეს საუკეთესო მეგობრები ხართ.
-კი ასეა, მე და ბაჩო მეგობრები ვართ.
-ანრის იცნობ?
-ძია ანრის კარგად ვიცნობ.
-ალექსანდრე ანრის რჩევით გთხოვე აქ მოსვლა, ანრი რომ ადამიანს ენდობა ის ადამიანი უნდა ვიცნო ადამიანად, რადგან ანრი ძალიან იშვიათი ადამიანია ძნელად თუ ენდობა სხვას.
-მაგრამ ეს თხოვნა არ იყო, ეს მუქარას უფრო ჰგავდა.
-ვიცი, ბოდიშს გოხდი ჩემი უტაქტობის გამო, მაგრამ ეს განგებ გავაკეთე რომ ჩემამდე რაც უფრო ჩქარა მოხვიდოდი მეც ეს მინდოდა.
-როცა სერიოზულ და რთულ საქმეს ეხება და უნდა ჩავერიო ვინც არ უნდა იყოს ის ჩემთვის, მხოლოდ მითხრას ,,მოდი, მჭირდები'' მე ჩემს დაუძინებელ მტერთანაც მივალ და მის გვერდით დავდგები.
-ალექსანდრე ვიცი ყველაფერი რაც შეგემთხვა, რაც გადაიტანე, რა ტკივილით ცხოვრობ და ისიც ვიცი შეუძლებელია სამსახურის გარეთ დაკავდე ამ თემაზე, მაგრამ ლევანი ბიბილური ჩემი შვილია, იმ გოგონას ბიოლოგიური მამა არის ვისი მოძებნაც მინდა დაგავალო.
-ბიოლოგიური მამა?
-ცოტნე ნადარეიშვილი იცი ვინც არის, მან თავისი შეთხზული ტყუილებით დააჯერა ბელა და დააშორა ერთმანეთს ორი საყვარელი არსება. ცოტნემ არ ვიცი როგორ, მაგრამ ბელაზე დაქორწინდა, ბელა ლევანზე გაბრაზებული იყო და ორსულობის შესახებ არაფერი თქვა გოგონა დაიბადა და მისი მამა ცოტნე გახდა. გაოცებული უყურებდა ალექსანდრე მოხუცს და მოხუცმა ალექსანდრეს შეხედა.
-სიკვდილს ველოდები დღე და ღამ და ახლა გავიგე რომ შვილიშვილი მყავს, შვილიშვილი რომელიც 17 წლის გოგონა არის ალექსანდრე და ის 17 წელია ტყუილში ცხოვრობს. ალექსანდრე უნდა იპოვო ჩემი შვილიშვილი, მხოლოდ შენ და ბაჩოს გენდობით სხვა არავინ არ მინდა არც არავის მოუსმენ.
-ბავშვის მამა სად არის.
-ლევანმა სულ რამდენიმე დღეა რაც გაიგო გოგონას შესახებ და ის ჯერ კიდევ შოკშია. მინდა ყველაფერი გითხრა, ცოტნე ნადარეიშვილი ძალიან ბინძური წარსულის ადამიანი არის და ახლაც ნარკოტიკებზე ვაჭრობს, ის თავიდანვე ბნელ სამყაროში გაიზარდა და მისი ნამდვილი სახელი გოგა ნებურია არის.
-რას ამბობთ ეს სერიოზული დანაშაული არის, კომისარს სუფთა წარსული უნდა ჰქონდეს, ეს რატომ არავინ არ გამოიძია ასე უბრალოდ როგორ დანიშნეს ჩემს ადგილზე.
-ალექსანდრე უფრთხილდი, ცოტნესთან ფრთხილად უნდა იყო ის ძალიან ცბიერი პიროვნება არის და მისმა ვითომ კეთილმა ღიმილმა არ მოგატყუოს.
-ყველაფერს გავაკეთებ ანანოს დასახსნელად, დაე იყოს ცოტნე ან ლევანი ჩემი მტერი, გოგონა სრულიად უდანაშაულო არსება არის.
-ვიცოდი, ვიცოდი რომ დამეხმარებოდი. ალექსანდრე მოხუცს დაემშვიდობა და წავიდა, გზიდან ბაჩოს დაურეკა და ადგილი უთხრა სადაც შეხვდებოდა.
-სად იყავი, რატომ არაფერი მითხარი, მარტო ვისთან მიდი ან რა საქმეზე იყავი ასე საიდუმლოდ. ალექსანდრემ ბაჩოს მოუყვა მოხუცის შესახებ, ბაჩო მშვიდად უსმენდა და ასევე მშვიდად უთხრა.
-ვიცი რომ ბინძური წარსული აქვს, მონიკამ ყველაფერი გამოიძია და მითხრა, ეს პროკურორმაც იცის და ამიტომ მისცა ნება ქეთის მასთან თამშრომნობაზე.
-ეს ვიცი ხომ მითხარი, მაგრამ როგორ მიდის საქმე ეს აღარ ვიცი თუმცა ხვალ განყოფლებაში მოვალ და გადაწყვეტილება მივიღე, სამსახურში ვბრუნდები ბაჩო. ბაჩომ შეხედა ალექსანდრეს და შემდეგ მზერა მის ფეხზე გადაიტანა.
-მიხარია რომ დაბრუნება გადაწყვიტე, მაგრამ ფეხი, დარწმუნებული ხარ რომ დატვირთვას შეძლებს შენი ფეხი?
-შეძლებს, უნდა შეძლოს სხვა გამოსავალი არ არის.
-ყველას ძალიან გაახარებს შენი დაბრუნება.
-არავის არაფერს არ ეტყვი, მოდი ხვალინდელი დღე სიურპრიზად დავტოვოთ.
-გასაგებია, არც უფროსმა არ უნდა იცოდეს?
-უფროსს ველაპარაკე მან ყველაფერი იცის და მელოდება, მაგრამ არ იცის უკვე აქ რომ ვარ. ბაჩომ გულზე ხელი მოიკიდა და გაღიმებულმა თქვა.
-ძლივს ვეღირსეთ შენი წასვლის შემდეგ გაღიმებას და ხვალ ყველას სახეზე მართალ და ალალ ღიმილს დაინახავ.
-დავბრუნდები მხოლოდ ლუკას გამო, რომ ლუკას მკვლელი ვიპოვოთ და დაისაჯოს.
-მე რომ გელაპარაკე უარი მითხარი, ასე უცებ როგორ გადაწყვიტე დაბრუნება ისეთი მტკიცე უარი მითხარი აღარ გელოდი. ალექსანდრემ ბაჩოს შეხედა და თქვა.
-მართლა ბევრი ვიფიქრე და შემდეგ ჟანა, ჟანა მოვიდა ჩემთან იქ ლონდონში.
-რას ამბობ, ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს, მაგრამ არაფერი არ გვითხრა. ალექსანდრეს გაახსენდა ჟანას სტუმრობა თუ რა მოულოდნელი იყო ინგლისში მასთან შეხვედრა ისიც მისივე ბინაში.
-სახლში მარტო ვიყავი, ბავშვები ყირაზე გადადიოდნენ მეც მათთან ერთად ვთამაშობდი ლილეს დაბრუნებამდე უნდა გამერთო ისინი რომ ერთად გაგვეყვანა გარეთ სასეირნოდ,ლილიამ კარზე ზარის ხმა რომ გაიგონა კართან მიირბინა და ხმამაღალ ხმაზე იცინოდა.
-მოვიდა, მამა ლილე მოვიდა. მეც ამოვისუნთქე და კარი გავაღე, კართან კი ჟანა იდგა. გამიკვირდა და ისე დავიბენი სახლშიც ვერ შემოვიპატიჟე ისევ თავად მითხრა.
-შეიძლება შემოვიდე? მეც უხმოდ დაუთმე გზა, როგორც იქნა ხმა ამოვიღე და დაველაპარაკე.
-ჟანა აქ როგორ მომაგენი. ჩაეცინა და თვალებში შემომხედა, მისი თვალები ცრემლით იყო სავსე არ ტიროდა, მაგრამ თვალებში ცრემლი ჰქონდა.
-როგორ ხარ ალექსანდრე.
-უძლებ ჩემს დიდ და ძლიერ ტკივილს, რომელიც ცხოვრებამ მომაყენა ჟანა.
-ალექს მინდა პირდაპირ თემაზე გადავიდე და გეტყვი რომ უნდა დაბრუნდე, უშენოდ ბიჭები ცოდოები არიან, მათ ძლიერი და შეუპოვარი უფროსი სჭირდება როგორიც შენ ხარ.
-არ შემიძლია, ჟანა მიჭირს დაბრუნება.
-შენ ჩემსავით არ გიჭირს, შვილები გყავს, ლილე გყავს. მე, მე რა უნდა ვქნა, ალექსანდრე მე საყვარელი ადამიანი დავკარგე ჩემი ლუკა დავკარგე და შვილიც ვერ გავაჩინე ისიც დავკარგე. მარტო ეს ორი არა, მე ჩემი საკუთარი თავიც დავკარგე და ძალიან დიდი დრო დამჭირდა ხელში ამეყვანა ჩემივე თავი და შევგუებოდი რეალობას და ამ ტკივილს რომელსაც გულით დავატარებ.
-ლუკა ჩემი პატარა მეგობარი იყო ჟანა.
-ლუკა აღარ დაბრუნდება, მისი მკვლელი კი თავისუფლად დადის ქუჩაში და ის ჩვენს სიახლოვეს არის ალექსანდრე.
-ახალი კომისარი ყველაფერს აკეთებს მკვლელი რომ იპოვოს.
-ცოტნეზე ამბობ, ის თავად მკვლელი არის და ლუკას მკვლელს როგორ იპოვის ალექს.
-რას ამბობ, ჟანა იცნობ მას ან იცი მასზე რამე ისეთი რაც მის კარიერას დაანგრევს?
-მე დავანგრევ მის კარიერას, ჯერ არ შევსულვარ მასთან რომ დაველაპარაკო.
-მეც გავიგე მასზე რაღაც ისეთი რაც მის თანამდებობას არ შეესაბამება...
-არ ვიცი შენ რას იზამ, მაგრამ მე ვბრუნდები განყოფილებაში და ლუკას ადგილს მე დავიკავებ. მაპატიე აქ რომ მოვედი და შეგაწუხე, მაგრამ თუ დაფიქრდები თავად მიხვდები რომ უნდა დაბრუნდე.
-მაპატიე, მაპატიე ამ ეტაპზე არ ვფიქრობ დაბრუნებას.
-რა გაეწყობა, მინდოდა მკვლელი ერთად დაგვეჭირა, მაგრამ არა უშავს მე მარტოც შემიძლია ბრძოლა, დაიმახსოვრე მე მინდა დავსაჯო ის ვინც ასე უსამართლოდ ხოცავს ხალხს. ლუკამ შენი სიცოცხლე გადაარჩინა, მკვლელმა შენი მანქანა დაინახა სამი დღე ქალაქში რომ მოძრაობდა და იფიქრა რომ შენ დაბრუნდი, ასე რომ მკვლელი შენ ისევ გელოდება ალექსანდრე იმ დღეს კი ბაჩო გადაარჩინა ლუკამ თავისი სიკვდილით და თქვენ ორივე სამუდამო ვალში ხართ ლუკასთან. ჟანას წასვლის შემდეგ ძალიან ბევრი ვიფიქრე, ლილესაც დაველაპარაკე და გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ ჩემი აქ დაბრუნების. ამიტომ აქ ვარ დავბრუნდი, ექიმთან ვიზიტს დრო და დრო გავაგრძელებ როცა ჩავალ მათაც მოვინახულებ და რეაბილიტაციასაც გავივლი.
-კარგია, ხვალ შევხვდებით განყოფილებაში ერთმანეთს.
-ხვალ შევხვდებით ერთმანეთს და ამიერიდან ერთად ვიქნებით ისევ, ახლა საბასთან წავალ და დროებით მასთან ვიქნები. ბაჩოს ტელეფონზე შმაგის ზარი დაფიქსირდა და ალექსანდრეს შეხედა.
-გისმენ შმაგი.
-საიდუმლო ზარი არის გოგიტა უნდა ავიყვანოთ, გელოდები.
-იპოვეთ სადაც არის?
-ჩქარა მოდი, შენ გელოდებით.
-ალექს უნდა წავიდე, წამოხვალ ჩაერთვები საქმეში?
-გავიგონე, მაგრამ არა ეს საქმე თქვენია და თქვენ მიხედეთ. ბაჩო წავიდა განყოფილებაში მისულმა გადახედა ჯგუფს და შემდეგ კომისართან წავიდა, მაგრამ საბამ შეაჩერა და უთხრა.
-აქ არ არის, დღეს დილიდან გასულია.
-შარს მოგვდებს მის გარეშე რომ გავიდეთ. კარი გაიღო და პროკურორის დანახვაზე ყველა ფეხზე დადგა.
-მზად თუ ხართ დროა წახვიდეთ.
-მაგრამ კომისარი აქ არ არის უფროსო.
-მე ვარ აქ უფროსი, მას მე დაველაპარაკები.
-გასაგებია, გავიდეთ. ყველა გავიდა და რამდენიმე წუთში კომისარიც მოვიდა, გაბრაზებულმა გააღო კარი და შიდა ტელეფონით ქეთის დაურეკა, მაგრამ ზარი უპასუხოდ გაითიშა, სხვაზე გაბრაზებულმა ქეთიზე უნდოდა ჯავრის ამოყრა და მათ კაბინეტში შეიჭრა იქ კი მოულოდნელი სიურპრიზი დახვდა.
-პროკურორო აქ რატომ ხართ, ან ესენი სად არიან.
-რადგან კომისარი ადგილზე არ არის დავალებაზე ვიღაც უნდა წავიდეს და წავიდნენ ბიჭები, მათი უფროსი დღეს ბაჩო არის.
-მე, მე, რატომ არაფერი არ ვიცი უფროსო.
-ადგილზე უნდა იყო დავალება რომ მიიღო, მაგრამ შენ დილიდან გასული ხარ და კანონით სხვებს ელაპარაკები, მაგრამ თავად შენ გავიწყდება კანონი და მოვალეობები.
-რა მოხდა, პროკურორო დღეს თქვენი სიბრაზე საერთოდ არ მომწონს.
-კომისარო ძალიან აუშვი აფრები და ეს ბოლო პერიოდი ძალიან არ მომწონს თქვენი ხშირი გასვლა შემოსვლა. გხედავთ რომ თქვენს თავს არ გავხართ, ძალიან ადვილად ბრაზდებით და კარგავთ მოთმინებას, პრობლემები გაქვს?
-რომ გითხრა პრობლემები მაქვს, მომეხმარები?
-თუ გულს გამიხსნით, აქ რატომ ვართ შვილო ყველა ყველას ვეხმარებით პრობლემების აღმოფხვრაში და დაძლევაში.
-ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ალექსანდრე არის პროკურორო.
-რა გინდა ალექსანდრესთან ის მის ადგილს დაუბრუნდება და ეს თავიდან იცოდი, ამიტომ როცა ის მოისურვებს მისი დაბრუნებაც მაშინ მოხდება.
-ჰოდა უნდა დამეხმარო რომ არ დაბრუნდეს.
-რატომ, ვეღარ თმობ რბილ სავარძელს?
-აქ მარტო ჩვენ ვართ და არავინ არ გვისმენს, მე შემიძლია თქვენ იმდენი მოგცეთ რამდენსაც მეტყვით.
-რას ამბობ, გინდა ქრთამით მიყიდო?
-გეშინია, გეშინია რომ დამეხმარო.
-დღეს სულ სხვა ადამიანი დგას ჩემს წინაშე, ვეღარ გცნობ ცოტნე.
-აქამდე მიცნობდი პროკურორო, არ მიცნობდი და თქვენ ჩემი დახმარების გეშინია.
-მე არავის მეშინია, უბრალოდ მინდა შეგახსენო რომ ძალიან ძლიერ და დაუნდობელ პიროვნებასთან მოგიწევს შერკინება. არა მარტო ალექსანდრე ეს გუნდი ძლიერი გუნდია და ყოველთვის ერთად არიან.
-ვიცი და ეს გუნდი მინდა რომ დაიშალოს.
-ეს გუნდი არ დაიშლება, უფროსი აქ მე ვარ და მათ მე ვაკონტროლებ.
-მე მხოლოდ ინდირა მაინტერესებს.....
-პრობლემებს დასდევ ცოტნე...ინდირას ქმარი ყავს და ისინი ერთად მუშაობს ამ განყოფილებაში.
-ვიცი და მანამდე საყვარელი ყავდა, ესეც ვიცი....
-არავინის საქმე არ არის თანამშრომლების პირადი ცხოვრება, შენ რა მანიაკი ხარ? გაბრაზდა პროკურორი და ცოტნეს ხმის აწევით დაელაპარაკა.
-კეთილი ინებე და აქ თუ მუშაობ საქმეზე იფიქრე, იფიქრე ლუკას საქმე არ დაიხუროს და მკვლელი იპოვე და არა სხვისი პირადი ცხოვრება ეძებო. ცოტნემ კარი გასაღებით გადაკეტა, რაც პროკურორს ძალიან არ მოეწონა, მაგრამ ძლიერად იდგა და ცოტნეს თვალებში უყურებდა.
-გაფრთხილებ, პროკურორო არც იფიქრო დათანხმდე ალექსანდრეს დაბრუნებას.
-ცოტნე.....
-გესმის რას გეუბნები, შენი სიცოცხლე ჩემს ხელშია და ნუ მეთამაშები ნურც მე და ნურც შენს სიცოცხლეს.
ნერვიულად დააბიჯებდა სასტუმროს ნომერში და გოგიტასთან ერთად ანანოს თავიდან მოშორების გეგმას ადგენდა.
-გავიგე ცოტნეს ვიღაც ქალი შეუყვარდაო და მასთან დაახლოებას ცდილობს, მაგრამ ვერ შეძლო.
-მას ბელა უყვარს, გამორიცხული არის ბელას რომ უღალატოს.
-რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული.
-ცოტნემ სიყვარულის გამო დახუჭა თვალები ბელას ორსულობაზე და მაინც დაქორწინდა მასზე როცა ბელა მარტო დარჩა, მაგრამ მე მისი არც პირადი ცხოვრება მაინტერესებს და არც მისი საყვარლები.
-ცოტნემ შურის და ეგოისტობის გამო დახუჭა თვალი, რაც არ იცი მის ნათქვამს ყველაფერს ნუ დაიჯერებ და მერე კიდევ, რატომ ნერვიულობ ასე ძალიან გოგო სარდაფში არის და მისი ადგილი ჩვენს გარდა არავინ არ იცის, მისი ბიოლოგიური მამა თანხას მოიტანს და შვილსაც წაიყვანს.
-ნინო ჩემი მომავალი გეგმები ამ გოგოში ჩავდე და არა ცოტნეს საყვარლებში, ფულს ავიღებ და რაც მაქვს მიზნად იმას გავაკეთებ თუ არ გამომივიდა არც სხვისთვის დავტოვებ და არც ჩემთვის აღარ იქნება.
-გეგმაში გაქვს ვინმეს გასაღება?
-ეს უკვე შენ აღარ გეხება, რადგან მხოლოდ ჩემი საქმე არის.
-რომ მოვაწყოთ ისე რომ გოგო გავანთავისუფლოთ დავაბრუნოთ უკან და ავტო საგზაო შემთხვევას ემსხვერპლონ, მარტოდ დარჩენილი გოგო ჩემი დიდი თავსატეხი გახდება, ამიტომ სამივე უნდა მოკვდეს გოგიტა.
-ეს არანაირი პრობლემა არ არის ჯერ ისინი მოვიცილოთ და შემდეგ გოგო.
-წარმოიდგინე სამივეს დაღუპვის შემდეგ ყველაფერი მე დამრჩება, სრულიად ყველაფერი.
-სხვისი შექმნილი ქონება ასე ადვილად გინდა გახდეს შენი საკუთრება?
-რატომ სხვისი, ბელას მამა და მამაჩემი ძმები იყვნენ, ერთადერთი ნათესავი მე ვარ ბელას მხრიდან და ქონებაც მე გადმომეცემა. გოგიტა სადაც გვინდა იქ წავალთ, შეგვიძლია ეს ქვეყანაც დავტოვოთ და ცხოვრება ახალი ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ მე და შენ ერთად, არ გინდა ასე მოხდეს?
-სხვისი მოხვეჭილი ქონებით გინდა გამდიდრე, მაგრამ ძალიან საინტერესოა საიდან იყო ასეთი მდიდარი ბელას მშობლები?
-ჩვენი დიდი ბაბუა იყო სიმდიდრის სათავე, ბელას მამა ძალიან ჭკვიანი იყო და გაზარდა ეს სიმდიდრე, მაგრამ ცოტნეს მოსვლის შემდეგ უფრო და უფრო ძლიერები გახდნენ.
-შენ მხოლოდ სიმდიდრე არ გინდა, ნინო შენ ამ სიმდიდრესთან ერთად ცოტნე გინდა გყავდეს გვერდით და არა მე.
-რას ამბობ, გულს მტკენ შენი არასწორი მსჯელობით.
-ძალიან მართალს ვამბობ შენში დარჩა ზიზღი როცა ცოტნე ბელაზე დაქორწინდა, ამიტომ გინდა ბელა მოიშორო რომ ცოტნე შენ დაგრჩეს და ასე იძიო შური ბელაზე რადგან მან წაგართვა საყვარელი ადამიანი. ვერ შეძელი წაგერთმია ბელასთვის ქმარი, მიუხედავად იმისა ბევრჯერ იყო შენი მხრიდან მცდელობა მაინც ვერ შეძელი, ცოტნემ ბელას შემდეგ არც კი შემოგხედა, არც კი შეგიმჩნია რომ შენ არსებობდი ოდესღაც მის ცხოვრებაში.
-რატომ ქექავ გოგიტა წარსულს, რა გინდა გაიგო. შენ ფული გინდა, ხო მე ცოტნე მინდა მყავდეს, მაგრამ რადგან ცოტნე ჯერ კიდევ ბელასთან არის თანხას გავიყოფთ ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდება და ჩვენი გზით წავალთ. გოგიტა ადგა ნინოსთან მივიდა თვალებში ჩახედა და ზიზღით უთხრა.
-არა მარტო სხეულით, სულით და ხორცით ხარ სამწუხაროა რომ აქამდე ვერ შევამჩნიე და ვფიქრობდი ჩემთან სიყვარულით წვებოდი, მაგრამ შევცდი გინდოდა მიგეღო შენი და შენ შენი სიამოვნებისთვის იხდიდი ჩემს წინაშე და არა სიყვარულით. კარზე ზარი იყო და ზარის ხმაზე ნინოს თვალებში შიში ჩაუდგა.
-ვინ იცის აქ რომ ვართ, ვის უთხარი.
-არავის, არც ცოტნემ იცის სად ვართ, გააღე სადილი მაქვს შეკვეთილი და მოიტანეს, შენი ყურებით შიმშილისგან გულის რევა დამეწყო რამე გემრიელს შევჭამ. ნინომ კარი გააღო და კართან შეიარაღებული რამდენიმე პოლიციელი იდგა, გოგიტამ ფანჯრისკენ გაიწია, მაგრამ პოლიცია ვერანდაზეც დახვდა და ამიტომ დანებდა, ნინო კი ჯიქურად დადგა პოლიციის წინ და გაოცებულმა იკითხა.
-რა ხდება, ვინმეს ეძებთ?
-ვისაც ვეძებდით წლებია უკვე ვიპოვეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დუმილის უფლება.
-რა ბრალი გვედება უფროსო, ჩვენს გაგვარკვიეთ რომ ვიცოდეთ.
-ცნობილი ექიმი უროლოგი და არ გეშლებათ საბუთების გაყალბება, ბავშვების და უდანაშაულო ხალხის გატაცება, მკვლელობა და კიდევ რა დანაშაული გაქვთ სადაც მიგიყვანთ იქ დაამღერებთ ორივე ერთად. ორივე განყოფილებაში მიიყვანეს, გოგიტას დანახვაზე ცოტნეს თვალები გაუფართოვდა და ფერიც დაკარგა სახეზე, გულზე ხელი მოიკიდა მომენტალურად და როცა პოლიციელმა გოგიტა მის წინ ჩაატარა, ცოტნემ თვალებში შეხედა გოგიტას, მაგრამ გოგიტამ გაუცინა და თვალი ჩაუკრა რაც შმაგის შეუმჩნეველი არ დარჩენია და იქვე მდგარ ბაჩოს გადახედა. პროკურორი თავს ცუდად გრძნობდა ცოტნესთან დაპირისპირების შემდეგ და ფიქრობდა, თან თავის თავზე ბრაზობდა.
-ეს ვინ არის, ეს არ არის ადამიანი და ვერც ცხოველს ვერ ვუწოდეს. როგორი ძნელია გამოიცნო ადამიანი პიროვნულად, ეს შეუძლებელია. კარზე კაკუნი ხმა გაიგონა, მაგრამ სტუმარმა პასუხს არ დაელოდა და კარი თავად შეაღო.
-ბაჩო დაბრუნდით, მითხარი რომ ამჯერად ყველაფერი გამოგივიდათ. ბაჩომ შეხედა უფროსს თუ არა არ მოეწონა მისი ფერი და უთხრა.
-ყველაფერი კარგად არის, ორივე ერთად ავიყვანეთ, მაგრამ ამაზე ინერვიულე თუ რამე მოხდა. კარგად ვერ გამოიყურები, ცუდად ხართ?
-შემოდი და დაჯექი, კარგია რომ აქ ხარ ჩანთაში ჩემი გულის და წნევის წამალი მაქვს და და მომიტანე შვილო. ბაჩომ იპოვა წამლები და უფროსს წყალთან ერთად მიუტანა, შემდეგ კი ტელეფონი აიღო და თქვა.
-ექიმს გამოვიძახებ......
-არა, არ გინდა დაჯექი მნიშვნელოვანი რამ მინდა რომ გითხრა.
-რა მოხდა, ჩვენ რომ წავედით კარგად დაგტოვე, ვინმესთან უსიამოვნო შეხვედრა მოხდა?
-ცოტნე, ცოტნე ძალიან საშიში პიროვნებაა და მას უნდა უფრთხილდეთ. გაბრაზდა ძალიან მის გარეშე რომ წადით, მაგრამ მოვაჯინე მის ადგილზე საიდანაც მალე მოსრიალდება და სულ გაბრძანდება აქედან.
-რა გითხრა ასეთი რომ ინერვიულე.
-ალექსანდრე სძულს და მისი დაბრუნება არ უნდა, არ უნდა იმ ადგილის დათმობა და დამემუქრა დავეხმარო.
-თუ არ დაეხმარები?
-შენი სიცოცხლე ჩემს ხელში არისო და სიცოცხლით დამემუქრა, შენ რაც მითხარი ბაჩო არა 100%-ით 1000%-ით სიმართლე არის. ის ამოფარებულია მის სავარძელს და ძალიან ბინძური ცხოვრება აქვს, ეს უნდა დასრულდეს შვილო.
-უფროსო ლუკას მკვლელობა ძველ საქმეებში გვაბრუნებს.
-მეც მაგაზე ვფიქრობ, ლუკამ იმ დღეს ალექსანდრე ან შენ გადაგარჩინათ, თქვენ რომელიმე დაიღუპებოდით რომ ლუკას არ ჰყოლოდა ის მანქანა ბაჩო და ვინ არის ეს ადამიანი, აქ ვინ მოგვიგზავნა, ვინ მფარველობს მას.
-მას აქ ვიღაც ყავს მხოლოდ უფრო ზევით, თქვეზე მაღალი წოდებით ვინც არიან და ალექსანდრე უნდა დაბრუნდეს, მისი აქ ყოფნა არის აუცილებელი ყველასთვის.
-უნდა დაბრუნდეს, მიუხედავად ცოტნეს მუქარისა ალექსანდრეს დღესვე დაუკავშირდი ის დაბრუნდება, უნდა დაბრუნდეს.
-მიხარია რომ მუქარის მიუხედავად მაინც სწორი გადაწყვეტილება მიიღე უფროსო. -ალექსანდრეზე ყველაფერი იცის და არ არის გამორიცხული ინფორმაცია ჩვენზედაც არ ჰქონდეს ან ალექსანდრეს ბინას არ უთვალთვალებდეს.
-დამშვიდდი, დღეს ეს დაუმორჩილებელი წლების რომ ვეძებთ უკვე საკანშია აქ არის და ყველაფერი ნელა ნელა დასრულდება. ოჯახი გაიყვანე და დღესვე დატოვეთ თქვენი საცხოვრებელი ბინა, ეს შეურაცხადია და არაა გამორიცხული რაც თქვა არ გააკეთოს. ალექსანდრე გუშინ დაბრუნდა გვიან ღამით და უკვე აქ არის, დროებით საბასთან იცხოვრებს სანამ რამეს იპოვის და სანამ ეს საქმე არ ჩამთავრდება ბოლომდე.
-კარგია, დარწმუნებული ვარ ხვალ თუ დღეს დიდი დღე დადგება ჩვენი ლომი დაგვიბრუნდა. მოხუცთან რთული საუბრის შემდეგ, ალექსანდრემ გადაწყვიტა ისევ თავის ბინაში მისულიყო, მაგრამ ბინასთან მისულს სიურპრიზი დახვდა ხესთან ორი სილუეტი დაინახა და მიხვდა, რომ მას ელოდა ვიღაც უსიამოვნო სტუმარი და ჩაიცინა.
-იმედი უნდა გაგიწბილოთ ჩემო უძვირფასესო სტუმრებო, მოლოდინი ყველაზე დიდი ტანჯვაა და მელოდეთ მე დავბრუნდი აქ ვარ, მაგრამ დღეს ვერ მნახავთ.ჩვენი შეხვედრის დროც დადგება, გპირდებით პირისპირ შევხვდებით ერთმანეთს.

რამდენჯერ შეიცვალა აზრი, გაიფოფრა კიდეც და სიბრაზეს აღარავის წინაშე აღარ ფარავდა. კაბინეტში იჯდა რბილ სავარძელში ასე ძალიან რომ მიეჩვია და აღარ ეთმობოდა და მხოლოდ ტელეფონით იძლეოდა ბრძანებებს.
-ქეთი შემოდი. ქეთი ცოტნეს კაბინეტში შევიდა და ცოტნეს თავიც არ აუწევია ისე იკითხა.
-გვაქვს ახალი რამე ალექსანდრეზე.
-ჯერ ჯერობით არაფერია ახალი უფროსო.
-კარგი წადი და ჩემთან არავინ შემოუშვა, აქ არ ვარ.
-გასაგებია. რამდენჯერმე ცოტნეს ტელეფონი ახმაურდა, მაგრამ ცოტნე დახედავდა ნომერს და საუბრის სურვილი არ ჰქონდა, ამიტომ არც ზარებს არ პასუხობდა. ერთი საათის შემდეგ განყოფილებაში მაღალი სიმპატიური მამაკაცმა ცოტნეს კაბინეტი იკითხა, მაგრამ ქეთიმ მტკიცე ხმით უთხრა.
-უფროსი აქ არ არის, გასულია.
-დარწმუნებული ხარ რომ აქ არ არის? უცნობი ქეთას თვალებში უყურებდა და ტელეფონი ამოიღო, ცოტნეს ნომერზე დარეკა და ხმა კაბინეტიდან მოდიოდა, ტელეფონი გათიშა და ქეთას უთხრა.
-დამჯერი გოგო ხარ, მაგრამ ყველაფერს ნუ დაიჯერებ რასაც ცოტნე გეტყვის, რადგან ტყუილი ძალიან დიდი ხნით არ რჩება დამალულად, ის ძალიან მალე გამოდის დღის სინათლეზე და ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებს. უცნობი კაბინეტში შევიდა და ცოტნე გაოცებული უყურებდა მოულოდნელ სტუმარს.
-შენ აქ რატომ მოდი, რას აკეთებ ჩემს კაბინეტში ტატო. ქეთი კართან იდგა და გარკვევით ესმოდა მათი ხმები და უფრო ყურადღებით უსმენდა, ბაჩომ შეხედა და უთხრა.
-რას აკეთებ, ქეთი ცოტნეს საუბარს უსმენ?
-შედი და მოვალ, დღეს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა და გაბრაზებულია. ბაჩო შევიდა კაბინეტში, ქეთა კართან ახლოს მივიდა და გაიგონა.
-ტელეფონზე რომ გეპასუხა აქ აღარ მოვიდოდი, რატომ არ პასუხობ ჩემს ზარებს. ცოტნე ის ადამიანი იქ რომ დაამწყვდიე და აღარ უშვებ, როდემდე გინდა ჩაკეტო გგონია ოჯახი არ მოიმოქმედებს არაფერს თუ რა ხდება, ძალიან შეიცვალე მეგობარო სულ ნერვებზე ხარ და ვფიქრობ შეცდომასაც გააზრებულად აკეთებ.
-მოვალ მოგვიანებით და მძღოლს დაველაპარაკები, მეორე რას შვრება ისევ ტირის?
-ის პატარა ასაკის არის ხმას არ ამოიღებს, ეს უფრო საშიში არის კარგად იცი მძღოლი არის და რომ აღარ გამოჩნდება კონტაქტზე მის ძებნას შეუდგება როგორც ოჯახი ისე მისი უფროსობა.
-შიშის გაქრობაც შეიძლება, წადი და მოვალ. ქეთი კარს მოშორდა და თავის ადგილს დაუბრუნდა, უცნობმა ქეთი კიდევ ერთხელ შეათვალიერა უცნაურად და წვიდა. რამდენიმე საათის შემდეგ ცოტნეც წავიდა და ერთ სარდაფში ჩავიდა სადაც საუკეთესოდ მოწყობილი ოთახები ჰქონდათ ყველანაირი კომფორტით იქ რამოდენიმე მამაკაცი ცხოვრობდა კიდევ ერთ ქერასთან ერთად. ცოტნემ პროდუქტებით სავსე ჩანთები მაგიდაზე დააწყო და იქვე მდგარ ქერას უთხრა.
-როზა ყველაფერს მისი ადგილი მიუჩინე და დაიმახსოვრე, არ მიყვარს როცა უწესრიგოდ დაყრილ ნივთებს ვხედავ.
-მეც ახლა მოვედი და მამაკაცები სისუფთავეს არ უფრთხილდებიან ცოტნე.
-სხვები სად არიან, მძღოლი სად ყავთ?
-მძღოლთან არიან დღეს დილიდან და როგორც გავიგე შედეგს ვერ მიაღწიეს, შენ უნდა დაელაპარაკო ცოტნე სხვა გვარად საქონელი ჩაწობა და გასაღება გაჭირდება როცა დასტდება პაკეტებში.
-ყველაფერი მოგვარდება როზა. ცოტნემ თვალი ჩაუკრა როზას და იმ ოთახის კარზე დააკაკუნა სადაც მძღოლი ყავდათ, კარი თავად შეაღო და ყველას მიესალმა, ცოტნე კი მხოლოდ მძღოლს უყურებდა.
-გამარჯობათ.
-უფროსო მობრძანდით.
-მითხრეს ძალიან ჯიუტი ყოფილხარ, მინდა კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ და მოვრიგდეთ ერთმანეთში.
-არ ვიცი ვინ ხართ და არც ვკითხულობ რა საქმეს ეწევით ცხოვრებაში, მაგრამ ვიცი მე რას ვაკეთებ და დარწმუნებით გეტყვით, რომ არანაირი კავშირი არ მაქვს ნარკოტიკთან, არ ვკავდები ამ საქმით.
-გიცნობ და ვიცი ვინც ხარ, ვიცი რომ უბრალო ადამიანი ხარ და მხოლოდ ამ ერთხელ გთხოვ დახმარებას და კაცურ, ადამიანურ სიტყვას გალევ აღარასოდეს შეგაწუხებ. ცოტნე უყურებდა მძღოლს და ნელა ნელა ბრაზდებოდა, მიხვდა მძღოლი რომ ვერ გავიდოდა ამ ხალხისგან და დაფიქრდა, ცოტნეს შეხედა რამოდენიმე წუთში და უთხრა.
-უნდა დავფიქრდე, დრო მჭირდება.
-მაგრამ დრო საერთოდ არ გაქვს, მხოლოდ რამდენიმე საათით დაგტოვებ და იფიქრე, შემდეგ კი ერთად ვივახშმოთ. ცოტნე სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თავის გემოვნებით მოამზადა ვახშამი და როცა ყველაფერი მზად იყო როზას უთხრა.
-როცა განიშნო მაგიდა გააწყვე როგორც მე მიყვარს, ღვინო მაცივარშია და გამოიტანე. ისევ მძღოლთან დაბრუნდა საიდუმლო ოთახში და სიგარეტი ამოიღო მაგიდაზე დადო და მძღოლს შეხედა.
-მოწიე, დარდს გაგიქარვებს.
-მადლობა არ ვეწევი, არ მომწონს.
-კარგია რომ ნებისყოფა გაქვს და არ ეწევი, მითხარი ვასო რა მოიფიქრე.
-ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება თავადაც ხვდებით, მაგრამ დადებითი პასუხი რომ მიიღოთ ჩემს ოჯახს არ უნდა შეეხოთ.
-სიტყვა მოგეცი ადამიანური და კაცური, ოჯახს არ შევეხები და ანაზღაურებაც კარგი იქნება გული არ დაგწყდება ჩვენთან თანამშრომლობაზე ვასო.
-შემიძლია წავიდე და ოჯახი ვნახო ან დაველაპარაკო გავიგო როგორ არიან.
-შეგიძლია დაურეკო, ვასო ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს გრძნობები.
-ტელეფონი ჩემი აქ არ იჭერს, მიჩვენეთ ადგილი საიდანაც შევძლებ საუბარს. ცოტნეს აღიზიანებდა ვასოს თითოეული სიტყვა, მაგრამ თავს იკავებდა, რადგან თავშეკავება ჭირდებოდა და უთხრა.
-შემოსასვლელში ერთი ოთახია მისაღები და მხოლოდ იქედან შეგიძლია დაურეკო შენებს, მაგრამ აქ კედლებსაც ყურები აქვს. ვასომ ტელეფონი ამოიღო და ცოტნს მითითებულ ოთახში შევიდა, ორიოდე ზარის შემდეგნ აცნობი და საყვარელი ხმა გაიგონა.
-ვასო, ვასო როგორ ხარ ჩემს ზარებს არ პასუხობ ან გათიშული გაქვს, ხომ კარგად ხარ გული გამისკდა ნერვიულობით.
-კარგად ვარ მაია.
-არ ხარ კარგად, პრობლემები გაქვს რამე შეგემთხვა?
-კარგად ვარ და არაფერია სანერვიულო, კიდევ რამდენიმე დღე და დავბრუნდები.
-შენი წასვლა ყოველთვის ძალას მართმევს, მაგრამ წლებია გელოდები, ახლაც დაგელოდები საყვარელო და ნუ მატკენ იმ ადგილს სადაც დაგაყენე ვასო.
-კიდევ გაუძელი რამდენიმე დღე და სულ ერთად ვიქნებით, გპირდები.
-მიყვარხარ და მინდა ერთად მოუსმინოთ ჩვენი შვილების სუნთქვას სიჩუმეში, გელოდები ჩემო საყვარელო. ვასოს ცრემლი მოერია, მაგრამ მშვიდად უთხრა.
-გპირდებით ჩვენი შვილების სუნთქვას ერთად მოუსმენთ და ბედნიერებიც ვიქნებით.
-შენი ხმა არ მომწონს, მითხარი ასეთი სევდიანი ხმა რატომ გაქვს.
-მომენატრე და ამიტომ, დამშვიდდი უნდა გავთიშო და შევძლებ თუ არა დაგირეკავ. ტელეფონი გათიშა და ნერვიულობისგან აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო, ცოტა აზრზე რომ მოვიდა თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა.
-ყველაფერი კარგად არის მეგობარო.
-მადლობა, ყველაფერი კარგად არის და მივიღე გადაწყვეტილება, თანახმ ვარ. ცოტნეს ბედნიერი გაუხდა სახე და ღიმილით თქვა.
-ვიცოდი, ვიცოდი რომ დამთანხმდებოდი, დღეს შეგხედე თუ არა დავრწმუნდი.
-რატომ იყავი ასეთი დარწმუნებული.
-მეგობარო სიკვდილის შიში ადამიანს ყველაფერს გააკეთებინებს მისი თავსუფლებისათვის. ვასომ ახლოს მივიდა ცოტნესთან და მტკიცედ უთხრა.
-მე სიკვდილის არ მეშინია, ჩემს გარშემო არის ხალხი ვინც მელოდება, ჩემზე ნერვიულობს და ასევე ჩემი იმედი აქვს. ცოტნეს ჩაეცინა და ირონიულად შეხედა ვასოს რაც ვასოს ძალიან არ მოეწონა, მაგრამ სიტყვა უკვე მიცემული ჰქონდა.
-შეგიძლია წახვიდე ვასო მაგრამ დღეიდან ერთი ჩემი კაცი სულ შენს გვერდით იქნება და იმედია ეს დისკომფორტს არ შეგიქმნის.
-სულაც არა. უთხრა ვასომ და ერთ უცხოელთან ერთად დატოვა სარდაფი, ძალიან გაუხარდა მაიას ვასოს დანახვა და ორი დღე გასტანა მხოლოდ ბედნიერებამ, მესამე დღეს ბალიშის ქვეშ ფული და წერილი ნახა, წაიკითხა და შეშინებულმა საწოლზე დაყარა ფულის შეკვრა, შემდეგ ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
-მაია რა მოხდა, იტირე?
-ვასო დაბრუნდა ონისე....
-მერე, რა დაემართა ვასოს.
-არაფერი წავიდა და ეს ვნახე ბალიშის ქვეშ და მოგიტანე, რამე უნდა ვიღონოთ. ონისემ ქაღალდი გამოართვა მაიას და წაიკითხა, შემდეგ ფული აიღო ხელში და შეშფოთებულმა თქვა.
-საფრთხეშია ჩემი მეგობარი, შესაძლებელია შენ გითვალთვალებდეს ვინმე გამორიცხული არაფერია, მე მივხედავ ამ საქმეს და გპირდები ვასო დაბრუნდება ისევ ერთად ვიქნებით. მაია წავიდა, ონისემ საღამოს მაღაზია დაკეტა და ჯერ ქალაქში გაიარა დარწმუნდა რომ არავინ მიყვებოდა კვალზე და განყოფილებაში მივიდა.
-გამარჯობათ, ვის შემიძლია დაველაპარაკო. ქეთიმ შეხედა უცნობს და უთხრა.
-კომისარი ადგილზე არ არის, მაგრამ იმ კაბინეტში შედით და ბაჩო საჯაია იკითხეთ. ონისემ ადვილად იპოვა ბაჩოს კაბინეტი და შეაღო კარი თუ არა იკითხა.
-ბაჩო საჯაია რომელია თქვენს შორის. რამოდენიმე წყვილი თვალი უცნობს უყურებდა და ბაჩო ფეხზე წამოდგა.
-გისმენთ, მე ვარ ბაჩო საჯაია მაგრამ აქ ვისაც დაელაპარაკებით ყველა მოგისმენთ.
-ონისე საშუარაშვილი ვარ და გამარჯობათ, დახმარება მჭირდება თქვენი.
-მობრძანდით, დაბრძანდით და გისმენთ.
-უცნაური რამ ხდება, ჯერ ეს წაიკითხეთ და მერე ეს ნახეთ. ბაჩომ ქაღალდი გამოართვა ონისეს წაიკითხა და შმაგის შეხედა, ეს ნიშანი იყო მასაც უნდა წაეკითხა ეს ქაღალდი, შემდეგ მაგიდაზე დადებული დიდი რაოდენობის თანხა ამოიღო ქაღალდის პაკეტიდან და უცნაურად შეხედა ჯერ ონისეს და შემდეგ შმაგის.
-პიროვნება დიდ და სერიოზულ საფრთხეში არის, რას საქმიანობს.
-წვალობს როგორც ყველა ნორმალური და პატიოსანი ადამიანი ოჯახისთვის, ახალდაქორწინებული არის და მეუღლე შეშინებულია. ტრაილერი ყავს ტვირთი გადააქვს და დადის უცხო ქვეყნებში ტვირთის გადაზიდვაზე, რომ რამე დაუშავონ კვირეები და თვეები გზაშია ამიტომ ვერავინ გაიგებს სად რა შეემთხვა.
-გასაგებია, მონიკა სატვირთოს ნომერი და სერია გადაეცი ჩვენს ბიჭებს, საქმე ძალიან სერიოზულია და დღეიდან უნდა მივხედოთ ყველა წუთი ძვირფასია საფრთხეში მყოფი ადამიანისთვის.
-მე რა გავაკეთო და როგორ დაგეხმაროთ.
-თქვენ აქ მოსვლით დაეხმარეთ უკვე თქვენს მეგობარს და მას სიცოცხლეს ჩვენ შევუნარჩუნებთ, უბრალოდ იყავით ჩვენს გვერდით. ჩვენ დაგვჭირდება მეგობრის ფოტო, გექნებათ ტელფონში. ონისემ ტელეფონიდან ვასოს ფოტო ამოიღო და ბაჩოს აჩვენა, ბაჩომ კი მონიკას შეხედა.
-ფოტო ამობეჭდე მონიკა და ყველა საგზაო პოლიცია ჩართეთ ძებნაში.
-ბაჩო ვერ ვენდობით ყველა პოლიციელს, გამყიდველი და ფულზე დახამებული პოლიციელები ბევრია მეგობარო.
-ონისე ვიცი მეც რომ ბევრი პოლიციელი ფულზეა გაყიდული, მაგრამ ჩვენ ჩვენი სანდო ხალხი გვყავს ყველგან, ასე რომ უნდა გვენდო და როცა დაგვჭირდებით ჩვენს გვერდით იყოთ. ონისე წავიდა, საბამ ბაჩოს შეხედა და უთხრა.
-ცოტნემ უნდა გაიგოს?
-უფროსს უნდა უთხრათ, მაგრამ პროკურორს და არა ცოტნეს. ბაჩო კარი გააღო და ისევ ქეთის შეეფეთა.
-რა მოხდა, სადმე მიდიხარ?
-უფროსთან მივდივარ, ქეთი გინდოდა რამე?
-უფროსი გასულია, აქ არ არის.
-პროკურორთან ქეთი და არა კომისართან.
-კარგი და მერე გნახავ. ბაჩო მიხვდა ქეთის რაღაც სათქმელი ჰქონდა და უთხრა.
-შემოდი პროკურორთან იქ დავილაპარაკოთ...... ბაჩო პროკურორთან შევიდა და ვასოს შესახებ უთხრა, ორივე დაფიქრდა და შემდეგ პროკურორმა შეხედა ბაჩოს.
-რას ფიქრობ ბაჩო.
-არ ვიცი, მაგრამ ვასო როგორც მისმა მეგობარმა თქვა ვასო თვეობით და კვირეებით გზაშია, ვფიქრობ უნდათ მისგან ტვირთთან ერთად ნარკოტიკი გადაიტანონ ამაზე ორი აზრი არ ასებობს.
-შეიძლება შემოვიდე?
-შემოდი შვილო.
-ქეთის რაღაც აქვს სათქმელი უფროსო.
-ქეთი როგორ ხარ შვილო.
-ჯერ ჯერობით აქ ვარ და კარგად ვარ. გაეცინათ სამივეს, მაგრამ ქეთიმ უფროსს შეხედა და თქვა.
-უფროსო დღეს უცნაური რამ მოვისმინე, ცოტნემ მითხრა, რომ არავისთვის არ იყო ადგილზე და ყველასთვის მეთქვა, რომ გასულია. მოვიდა ვიღაც უცნობი მგონი ტატო ჰქვიოდა და ცოტნე იკითხა, როგორც მითხრა მეც უთხარი რომ უფროსი ადგილზე არ არის და გასულია, მაგრამ მან ტელეფონით დარეკა და ტელეფონი შიგნიდან ახმაურდა. უცნობმა არც კი მომისმინა კაბინეტში შევიდა, ცოტნემ დაინახა და თავი ვერ გააკონტროლა, უყვირა თუ რატომ მოვიდა განყოფილებაში, მან კი გაბრაზებულმა უთხრა ჩემს ზარებზე რომ გეპასუხა აქ არ მოვიდოდი რა უყო იმ მძღოლს სარდაფში რომ გყავსო. ბაჩომ ქეთის შეხედა და შემდეგ თქვა.
-ასეც ვფიქრობდი, გეფიცები ვფიქრობდი მაგრამ ცოტნე არ მიგულისხმევია. უფროსო ძალიან აიშვა ამ ცოტნემ და რა ვუყოთ მას.
-ფაქტები, ფაქტები გვინდა ბაჩო ისე ვერაფერს ვერ ვიზამთ თუ რამე ფაქტი არ გვექნა. ცოტნე ძალიან ეშმაკი პიროვნებაა, ის უთვალთვალებდა ვასოს გარკვეული დროის მანილზე და შეისწავლა მისი მარშუტები და თავად პიროვნება, იფიქრა ადვილად დაითანხმებდა, მაგრამ როგორც ხედავ მძღოლმა გამოსავალი მოებნა და ჩვენამდე ფაქტით მოვიდა, მაგრამ აქ ცოტნე არ ჩანს.
-დარწმუნებული ვარ, თავის საქმეს გააკეთებინებს და მისი მოკვლის ბრძანებას გასცემს.
-მიხედე ბაჩო საქმეს, ისე რომ რამდენადაც გამოვა ცოტნე შორს იყოს ამ საქმისგან. ბაჩომ და ქეთიმ ერთად დატოვა უფროსის კაბინეტი, ქეთიმ შეხედა ბაჩოს და სევდიანად უთხრა.
-ალექსანდრეზე მთხოვს ინფორმაციას ბაჩო....
-ქეთი უთხარი რომ ალექსანდრე მალე დაბრუნდება, მაგრამ ეს მალე როდისთვის არის დაგეგმილი არ იცი.
-ღალატში ხომ არ......
-მომისმინე ნუ ხარ ასეთი დაძაბული, გიცნობ და ვიცი რომ ძლიერი ქალი ხარ და შეძლებ თავის დაცვასაც. ამ ყველაფერს ჩვენთან შეთანხმებულად აკეთებ, ღალატი მაშინ იქნებოდა რომ არაფერი არ ვიცოდეთ არცერთმა და ჩუმად აწვდიდე ცოტნეს ინფორმაციას. სანერვიულო არაფერი არ გაქვს, დამშვიდდი ქეთი და საქმეს მშვიდად მიუდექი. შენები წავიდნენ?
-წავიდნენ და არ ვიცი იქ რამდენი დრო მოუწევთ გაჩერება.
-ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დაწყნარდება სულ მალე და ჩვენც მშვიდად ვიქნებით. ბაჩომ მეგობრებს გადახედა ოთახში შესულმა და ხმამათლა თქვა.
-ახალი საქმე გვაქვს, უნდა დავირაზმოთ და როგორც ყოველთვის ამჯერადაც წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ ალექსანდრეს გუნდი ვართ და მისი სახელი არ უნდა შევარცხვინოთ. რამდენიმე დღე დასჭირდათ ვასოს პოვნა, მაგრამ ერთ დღეს საბას ტელეფონზე სასიხარულო ინფორმაცია უთხრეს.
-გისმენ სულხან.
-საბა სატვირთოს რომელსაც თქვენ ეძებთ ჩვენს ბენზინგასამართზე შემოვიდა.
-დარწმუნებული ხარ?
-სერია და ნომერი ემთხვევა მეგობარო.
-ფოტოს გადმოგიგზავნი და მძღოლს დაუკვირდი ან თუ შეძლებ გადაუღე ფოტო და გადმომიგზავნე, გელოდები.
-რა მოხდა საბა ასეთი რა გაგიხარდა.
-ხუთ წუთში გეტყვით და თან გავდივართ. საბამ შეტყობინება მიიღო და ბაჩოსთან მივიდა.
-ფოტო ამოიღე შეხედე და მერე ამ ფოტოს დააკვირდი,ვისაც ვეძებთ ვიპოვეთ. ცხვირი გავს-გავს, თვალი გავს-გავს და რა გამოდის მძღოლიც ხელთ გვყავს.
-სად არის, ვინ გადმოგიგზავნა. საბამ მეგობარს დაურეკა და უთხრა.
-იქნებ დალაპარაკება შეძლო, რომ რამე მოიფიქროს და წასვლა შეაფერხოს, ჩვენც გამოვდივართ.
-ტურა ხარ საბა, ტურა. უთხრა შმაგიმ და ყველა ერთად გავიდა, გზიდან კი ბაჩომ ონისეს დაურეკა.
-გისმენ პოლიციელო.
-ონისე გვჭირდები მეგობარო.
-მოვდივარ, მომწერე სად მოვიდე.
-მისამართს გადმოგიგზავნი და იმ მისამართზე მოდი. ბიჭები ჩქარობდნენ ვასოსთან შეხვედრას და ალექსანდრე ერთიანად ცეცხლის ალშია გახვეული, ნამდვილი ნიაღვარი გულის კედლებს შიგნიდან ეხეთქებოდა და ფიქრობდა, რომ დროა თავისი დრო და ადგილი მიუჩინოს ლილესთან ურთიერთობას. ნერვიულობდა, მაგრამ ტელეფონი ამოიღო და აკანკალებული ხელით აკრიბა ნაცნობი ნომერი.
-გისმენთ.
-ბესო ალექსანდრე ვარ და მინდა გნახო, სერიოზულ თემაზე მინდა დაგელაპარაკო.
-ალექსანდრე კითხვა არ უნდა გჭირდებოდეს ჩემს სახლში როდის შეგეძლება მოსვლა, ჩემი სახლი შენი სახლიც არის და როცა სურვილი გქონდეს ჩვენ აქ ვართ.
-ბესო......
-როცა მარტო ყოფნა მოგინდეს, ამაზე უკეთეს ადგილს მშვიდად იყო ვერსად ნახავ.
-მოვდივარ, უკვე ახლოს ვარ. რამდენიმე წუთში იდგა უკვე ბესოს წინ და ბესოს ღიმილიანი სახის დანახვამ ცოტა დაამშვიდა. ეზოში იყო ბესო სიგარეტს მოუკიდა ალექსანდრემ ეზო რომ გადაკვეთა ხელჯოხით და მისკენ წავიდა, ფეხის ხმაზე შემობრუნდა და გაოცებული უყურებდა ალექსანდრეს მას რომ უახლოვდებოდა და ნელა ნელა გაოცებული სახე ღიმილმა შეცვალა, ერთმანეთს გადაეხვია.
-როგორ ხარ, როდის დაბრუნდი და მინდა მითხრა რომ სულ დაბრუნდი და ამიერიდან აქ ხარ.
-დავბრუნდი, გადაწყვეტილება ლილესთან ერთად მივიღე მანაც მითხრა რომ უნდა დავბრუნდე, სხვები სად არიან. ბესომ სახლისკენ გაიხედა და ბედნიერი ხმით დაიძახა.
-დედა სტუმარი გვყავს, სად ხარ.
-აქ ვარ შვილო, სტუმარი გვყავსო და სახლში შემოიყვანე დედამ გენაცვალოს. გულზე მალამოსავით მოხვდა ნანის სიტყვები ალექსანდრეს და სახლში თავად შევიდა, ნანიმ ალექსანდრეს დანახვაზე ბედნიერების ბგერები ამოუშვა პირიდან და შემდეგ მის უკან გაიხედა, მაგრამ მიხვდა ალექსანდრემ რომ ის თვალებით ლილეს ეძებდა და ღიმილით უთხრა.
-სულ მალე მოგიყვან ოთხივეს და გარკვეული დრო აქ იქნებიან.
-მე მათი კარგად ყოფნა გამახარებს შვილო. ნანიმ სახელდახელო სუფრა რამდენიმე წუთში გააწყო და მაგისად შემოუსხდა ყველა ერთად, ალექსანდრეს უჭირდა საუბარი, მაგრამ უნდა ეთქვა ის რის გამოც მივიდა მათთან და ბესომ გაუადვილა სათქმელი.
-ალექსანდრე გიმძიმს საუბრის დაწყება.....
-მიმიხვდი, რადგან თემა ლილეს ეხება.
-ვიცი.
-იცი?
-მივხვდი, ლილემ მითხრა და და როგორც შენ გიმძიმს მასაც უმძიმს ალექსანდრე არცერთისთვის არ არის იოლი ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ უნდა გკითხო შენ რას გრძნობ.
-ტკივილს, უზარმაზარ ტკივილია ჩემს გულში. დრო ჩვენ არ გველოდება და ცხოვრება გრძელდება ჩვეულებრივი გზით მიდის, როცა ნატა იყო ჩემს გვერდით არც ვფიქრობდი თუ რას იტყოდა ხალხი, ვინ არის და რატომ არის უცხო გოგონა ჩვენს გვერდით, მაგრამ ახლა მარტოხელა მამაკაცი მქვია და მის სახელსაც უნდა მოვუფრთხილდე. ესეც რომ არა, სამი ბავშვია ბესო უდედოდ და მათ დედა სჭირდებათ.ჯიბიდან წერილი ამოიღო, მორიდებულად შეხედა ბესოს და უთხრა.
-წაიკითხე და დასკვნა თავად გამოიტანე თუ უარს იტყვით მე ხელებს ავწევ და მივდივარ, მაგრამ არაფერი შეიცვლება როგორც აქამდე მოვედით ისე დარჩება ყველაფერი. ბესომ გაოცებულმა გაუწოდა ხელი და წერილი წაიკითხა, თვალზე ცრემლი მოადგა და მშობლებს შეხედა, შემდეგ ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდა.
-მე ვერაფერს ვერ გეტყვი და თუ ვიტყვი ჩემს სიტყვას ცუდი სათქმელი არაფერი მაქვს, მაგრამ მე ვერაფერს ვიტყვი ალექსანდრე ეს ლილემ უნდა თქვას, მის გარეშე ძნელია დასკვნის გაკეთება.....
-და თუ ლილე დადებითად უყურებს ამ ყველაფერს?
-მაშინ რაც არ უნდა გამიჭირდეს ამ სიტყვების თქმა, გეტყვით რომ მინდა ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ.
-შვილო რას ამბობ, მაპატიე ალექსანდრე ძალიან გაფასებ და ჩემს ბესოში არასოდეს გაგარჩევ, მაგრამ ნატას შემდეგ ვერ შევხვდები სიხარულით შვილო......
-დედა ეს ნატას თხოვნა არის, ნატას გადაწყვეტილებაა აი წერილი და წაიკითხეთ ორივემ ეს მისი უკანასკნელი თხოვნა არის.
-მერე სიყვარული, შვილო ოჯახი უსიყვარულოდ ვერ იქნება მყარი ოჯახი.
-ეს კაცი აქამდე არ მოვიდოდა გრძნობა რომ არ იყოს მათ შორის და სიყვარულიც მოვა ჩვენ მივცეთ დალოცვა ჩვენს შვილებს, თუმცა ნატა ყველას გვემახსოვრება. სიჩუმე ჩამოვარდა, რამოდენიმე სათი კიდევ დარჩა მათთან და მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარის შემდეგ ოჯახს დაემშვიდობა, მსუბუქად გრძნობდა თავს და უფრო მშვიდად იყო მათთან შეხვედრის დალაპარაკების და ახსნის შემდეგ.

დაძაბული იყო ყველა, გზაში გეგმა შეიმუშავეს და რამდენიმე საათში დანიშნულების ადგილზეც მივიდნენ, ყველა სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი რომ ეჭვი არავის აეღო ასე კი ვასოს უფრთხილდებოდნენ.
-ონისე უნდა მოახერხო და დაელაპარაკო, რამე მოიფიქრე. ონისემაც შეხედა გაბრაზებულ მძღოლს და მიუახლოვდა.
-რა დაემართა მეგობარო, დაგეხმაროთ? ვასო არ დაიბნა და ნერვიულად უთხრა.
-უეცრად გაჩერდა მანქანა არ მეშლება, მაგრამ ვერ გავიგე რა ჭირს.
-შეიძლება შევხედო? ვასომ გზა დაუთმო და უთხრა.
-მობრძანდით. ხელები გაიწმინდა და გზა დაუთმო მეგობარს, მარიოს კი უთხრა.
-მარიო შედი და რომ განიშნო დაქოქეთქო, დაქოქე. მარტო რომ დარჩნენ ვასომ მეგობარს შეხედა და უთხრა.
-მაიამ მოგიტანა წერილი და ფული, მაგრამ აქ როგორ მომაგენი თუ უბრალოდ დამთხვევაა.
-პოლიცია უკვე შენს კვალზე არის, მათ გეგმა აქვთ და ვერავინ ვერ მიხვდება რომ შენგან ვიცით რაც შეგემთხვა.
-ონისე ოჯახს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ, მათი სიცოცხლე ჩემზეა დამოკიდებული.
-ხვდები რომ საფრთხეში ხარ და შენი სიცოცხლით გევაჭრებიან?
-ვიცი, ვიცი, მაგრამ რა გავაკეთო.
-რა პირობები წამოგიყენეს, ტუალეტში პოლიციელი გელოდება, უნდა შეძლო ნახო და დაელაპარაკო ვასო. მარიო თვალს არ აშორებდა ვასოს და უნდოდა მათთან მისულიყო, მაგრამ ვასომ შეამჩნია და მარიოს ხელით ანიშნა.
-დაქოქე მარიო. მარიომ დაქოქა მანქანა დ ამუშავდა, ვასომ გახარებულმა შეხედა ონისეს და მადლობა მოუხადა, შემდეგ კი იქვე მდგარ მარიოს უთხრა.
-გადავრჩით მარიო წავალ და ხელებს დავიბან, მალე დავბრუნდები. ვასო ჩქარი ნაბიჯით წავიდა და თვალს მოეფარა თუ არა შმაგი და ბაჩო გადაუდგა წინ.
-არ შეგეშინდეს პოლიციიდან ვართ.
-არ მინდა უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავდგე.
-არ ვიცი რას დაგპირდნენ, მაგრამ საშიშ დამნაშავეებთან ხარ და წინ დადებულ ქვას ფეხი არ წამოკრა ვასო.
-მომისმინე მეგობარო, ჩვენ შენი დახმარება გვინდა, ერთად გადავწყვიტოთ და თუ შენ არ დაგვეხმარე ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებით უშენოდ შენი დახმარების გარეშე, დაბნეულები ვართ.
-კარგი, იცით რომ ბევრი დრო არ მაქვს და აქ დიდხანს ვერ გავჩერდები, არ მინდა მარიომ ეჭვი აიღოს.
-გარეთ ჩვენი ხალხი არის, ყველაფერს აკონტროლებენ.
-ამ საღამოს ტვირთი რომელიც მაქვს ნარკოტიკით შეავსებენ და ჩემს ტვირთთან ერთად უნდა გავიტანო.
-უფრთხილდი ტვირთთან ერთად თავიც არ წააგო, ცოტნე ძალიან საშიში პიროვნებაა და ვასო ის არ ფიქრობს ვინ დაუშვა შეცდომა და რატომ მოხდა ეს შეცდომა, ის ფიქრობს შედეგებზე და შედეგი მის სასარგებლოდ უნდა იყოს. როგორ ფიქრობ, პიროვნება რომელიც ნარკოტიკით არის დაკავებული აქამდე უსისხლოდ მოვიდა? მის ხელებზე უამრავი ადამიანის სისხლი არის შემხმარი და გამონაკლისი არც შენ ხარ მეგობარო.
-რა გავაკეთო, როგორ დავაღწიო თავი.
-ჩვენ მისი ფაქტზე დაჭერა გვინდა, მისი ბიზნესი უნდა ჩავაგდოთ, ჩვენთან კონტაქტი უნდა გქონდეს. ეს ტელეფონი აიღე და ამ ტელეფონით დაგვიკავშირდი როგორც კი შეძლებ ჩვენ შენს ზარს ველოდებით.
-კარგი ვითანამშრომლებ თქვენთან და მოგწერთ სიახლეებს, ახლა უნდა გამიშვათ რამე არ იეჭვოს.
-შმაგი, ბაჩო ვასოს თანმხლები პირი აქეთ მოდის.
-გელოდებით ვასო. ვასო მარტო დარჩა და ტუალეტში ხელებს იბანდა როცა მარიო მივიდა მასთან, ვასო თავისით ბუზღუნებდა და მარიოს გაეცინა.
-შენი გაფუჭება იქნებოდა ახლა, კიდევ კარგი კეთილი ადამიანი გამოჩნდა და დამეხმარა.
-ვასო გვაგვიანდება. ვასომ შებრუნდა მარიოსკენ და გაბრაზებულმა უთხრა.
-რამდენი ხანია ვიბან და ზეთი ვერ მოვიშორე, ხელები სულ გამიშავდა.
-ბენზინი დაისხი ხელებზე და მოგშორდება, ზეთს უბრალო ცივი წყალი არ მოგაშორებს.
-დავაგვიანეთ, გავიდეთ და ადგილზე რომ მივალთ იქ დავიბან. ვასო მიდიოდა დაძაბული იყო და გზას თვალს არ აშორებდა, მარიოს გახედა და უთხრა.
-მარიო რატომ არის ცხოვრება უცნაური, რატომ გვიშლიან ხელს ვიცხოვროთ ისე როგორც ჩვენ გვინდა და რატომ მივდივართ ამ ცხოვრებიდან უაზროდ.
-შენს ცხოვრებას აქვს აზრი გყავს მეუღლე და შვილებსაც გააჩენ, ეს მე ვარ უაზროდ რომ გავლიე ჩემი ცხოვრება.
-რატომ უაზროდ, ოჯახი არ გყავს?
-არ მყავს ოჯახი, რადგან ვცხოვრობ ადამიანთან ვინც მისი ეპოქა შექმნა და უამრავი ადამიანის ცხოვრებაც შეცვალა.
-მართალი ხარ, გეთანხმები შენმა უფროსმა უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უარესობისკენ და არა უკეთესობისკენ, ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ უაზროდ დაასრულა ცხოვრება.
-ვასო მოვედით აქ გველოდებიან, აქ უნდა შეიყვანო მანქანა რომ გზიდან არ გამოჩნდეს.
-ამხელა ტრაილერი სად დავმალო მარიო.
-შედი ეზოში და თავისთავად დაიმალება მაღალი შემოგარენი ფარავს ეზოს.
-კარგი შევიყვანოთ, აქ უნდა დაიტვირთოს?
-შენ მხოლოდ იქამდე მიდი და სხვები დატვირთავს.
-იქ თუ საჭირო არ ვარ შეიძლება აქ დავრჩე და დავისვენო?
-დარჩი და დაისვენე წინ გრძელი და რთული გზა გვაქვს. მარიო ჩავიდა და წინ ცოტნე შეხვდა.
-დაგაგვიანდათ მარიო.
-გვიმტყუნა გზაში მანქანამ, მოულოდნელად გაჩერდა.
-მოულოდნელად თუ დაურეკა ვინმეს და ვინმეს შეხვდა.
-არა, არავისთან დაურეკია და არავის დალაპარაკებია თუ მენდობი უნდა დამიჯერო.
-შენ გენდობი, მას არა.
-მასაც უნდა ენდო ის ძალიან უბრალოა. ცოტნემ ვასოს მანქანის კარი გამოაღო და შეხედა ვასო დაძინებას ცდილობდა და აღარ გამოელაპარაკა, ისევ მარიოსთან მივიდა და უთხრა.
-მარიო ეს ბიჭი უნდა მოკვდეს, საქმეს დაასრულებთ და მოკალი.
-უფროსო......
-მარიო მე სიტყვას ორჯერ არ ვიმეორებ და რასაც ვამბობ ის უნდა შესრულდეს. ცოტნე წავიდა, ვასომ გაიგონა რაც თქვა ცოტნემ და სიბრაზით აინთო, ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
-გისმენ ვასო შმაგი ვარ.
-მართალი იყავით ჩემი მოკვლის ბრძანება უკვე გასცა, მანქანა იტვირთება და ღამით გავალთ.
-გასაგებია, ბენზინგასამართ სადგურზე დაგხვდებით და გეტყვით რა უნდა გააკეთო, სხვას ჩვენ ვიმოქმედებთ. ცოტნე ღიღინით მიდიოდა ქეთისგან შეტყობინება რომ მიიღო.
-უფროსო ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის. ცოტნემ ტელეფონზე გადარეკა და ქეთის უთხრა.
-გისმენ ქეთი აბა რას მეტყვი სიახლეებში.
-დღეს მოვისმინე რომ ალექსანდრე ბრუნდება არ ვიცი როდის, არ თქვეს, მაგრამ როცა დაბრუნდება სამსახურს უბრუნდება. ტელეფონს ხელი მაგრად მოუჭირა და კბილებში გამოცრა.
-ეს შეუძლებელია, არ დაუშვებ რომ ალექსანდრე დაბრუნდეს. ქეთის შეეშინდა ცოტნეს რეაქციაზე და ტელეფონი გათიშა, ეშინოდა ცოტნესი და მის ხმაზე ცახცახს იწყებდა ეს ყველამ იცოდა, ამიტომ ყველა ყურადღებას აქცევდა ქეთის. უკვე საღამო იყო, მაგრამ ცოტნე განყოფილებაში დაბრუნდა და ბელას დაურეკა.
-დამაგვიანდება, დაწექი არ დამელოდო. განყოფილებიდან ყველა წავიდა, სამუშაო საათები დასრულდა და ცოტნე ნერვიულად დააბიჯებდა ოთახში კედლიდან კედლამდე, ვერ მოითმინა და ტელეფონზე დარეკა.
-გისმენ უფროსო.
-მარიო უკვე გახვედით?
-გავედით უფროსო და უკვე გზაში ვართ.
-კარგია და მომწონხარ და იმედი მაქვს შეხსენება არ დაგჭირდება რაც უნდა გააკეთო, იცი ამ საქმეს როგორი დასასრულიც აქვს.
-ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვენ გსურთ უფროსო. შუაღამე გადავიდა როცა ცოტნეს ისევ დაურეკეს და შეშფოთებულმა უპასუხა.
-რა მოხდა, ასეთ დროს რატომ მირეკავ მარიო
-გაგვაჩერეს უფროსო.
-რატომ, შემოწმება არის ან ვასო სად არის.
-ვასო აქ არის ჩემს გვერდით და ავტო საგზაო შემთხვევა არის და ამიტომ გაგვაჩერეს.
-გასაგებია, იცი როგორც უნდა მოიქცე რომ რამე მოხდეს მარიო.
-მახსოვს ყველაფერი. მარიომ ტელეფონი გათიშა და ჩაფიქრდა, დრო და დრო ვასოს თვალს შეავლებდა, რამდენიმე წუთი ჩუმად იყო და სიჩუმე ვასოს ტელეფონმა დაარღვია.
-გისმენ საყვარელო.
-მომისმინე, ისევ შმაგი ვარ ვასო და ჩემთან კონტაქტი არ გაწყვიტო, შესაძლოა ეს ტელეფონი წაგართვას და მეორე ტელეფონით დამიკავშირდი.
-ნუ ნერვიულობ, მე კარგად ვარ და რამდენიმე დღეში დავბრუნდები.
-შენზე ვნერვიულობთ, რადგან ცოტნე არასოდეს დაგანებებს თავს. საქმეს დაასრულებ და ბრძანება გაცემულია შენი მოშორების და ძაღლივით მიაგდებს შენს გვამს სადმე უკაცრიელ ადგილზე, ამიტომ ჩვენი გეგმით იმოქმედე, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შენთან.
-გითხარი დავბრუნდები, მაგრამ არ ვიცი რამდენ დღეში და ნუ მირეკავ გზაში როცა ვარ. ტელეფონი გაბრაზებულმა გათიშა და მარიოს შეხედა.
-გთხოვ ნომერი ამოიღე.
-რატომ?
-ამოიღე ნომერი, რადგან ტელეფონი არ მჭირდება. მარიომ ნომერი ამოიღო და გაოცებული უყურებდა ვასოს ტელეფონი ფანჯრიდან რომ მოისროლა, ვასომ კი მისი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა.
-საჭირო არ არის, იქ სადაც მივდივარ ახალს ვიყიდი.
-თუ ასე თვლი საჭიროდ ასე იყოს. თქვა მარიომ და ვასოსთან ერთად გულიანად გაიცინა.
-ამარო ძალიან დავიღალე, სადაცაა გათენდება და ყავა ხომ არ ვიყიდოთ სადმე და ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.
-ვასო დანიშნულ ადგილზე დროზე უნდა მივიდეთ, დაგვიანებას უფროსი არ გვაპატიებს.
-გზაში წასულ ადამიანს რა შეემთხვევა ეს არავინ იცის, სადმე გავჩერდეთ და ცხელი ყავა გამოგვაფხიზლებს.
-კარგი დამიყოლიე, სიმართლე გითხრა ცხელი ყავა არც მე მაწყენს. ნელა ნელა გათენდა დილა ღრუბლიანი, ცა მოღუშული იყო და საწვიმრად ემზადებოდა ვასომ ერთ დასახლებულ პუნქტში ხალხ მრავალ ადგილზე გააჩერა და მარიოს შეხედა.
-მკლავები დამეღალა, აქედან რომ წავალთ შენ ატარე. მანქანის მინაზე უკვე წვიმის წინწკლები ეცემოდა და წვიმაც ნელა ნელა უმატებდა, ორივე გადავიდა და სულ მალე
წვიმის თქეშის ხმამ ორივე შეაშფოთა. ვასომ კაფე მოათვალიერა და შმაგი შენიშნა, ალექსანდრემ კი განყოფილების კიბეები ნელა ნელა აიარა და მისი ნახვა ყველას გაუხარდა, ქეთისთან მივიდა ალექსანდრე და ღიმილით უთხრა.
-უფროსს შეატყობინე რომ სტუმარი ყავს. ქეთის ძალიან გაუხარდა უფროსის დაბრუნება და ცოტნესთან შევიდა.
-შეიძლება?
-შემოდი ქეთი.
-უფროსო ალექსანდრე დაბრუნდა, ის აქ არის.
-როგორ თუ აქ არის, ის.....გაოცებული უყურებდა ცოტნე ალექსანდრეს და შემდეგ უთხრა.
-კაბინეტი შეგეშალათ.
-არ ველოდი ასეთი გაოცებული სახის დანახვას კომისარო, მე ჩემს ადგილს დაუბრუნდი და ვფიქრობ აქ გასაკვირი და გასაოცარი არც არაფერია, რაც შეეხება კაბინეტში შეცდომით შემოსვლას წლებია ეს კაბინეტი მე მეკუთნის და დრო მოუვიდა დავუბრუნდე ჩემს სამუშაო ადგილს.
-მაგრამ......
-მაგრამ თქვენი დრო ამოიწურა, როგორც ხედავთ.
-ესე იგი დაბრუნდით და გინდათ თქვენი ადგილიც დაიბრუნოთ.
-თქვენ აქ დროებით ხართ კომისარო...
-გვიან ხომ არ არის თქვენგან თქვენს ადგილზე დაბრუნების მცდელობა.
-გვიან არასოდეს არის ის გააკეთო რაც გინდა და რაც გიზიდავს, რაც ყველაზე ძალიან მოგწონს ეს კი ცხოვრების აზრს გაძლევს. გვიან არის მაშინ ყოველგვარი მცდელობა როცა წაქცეული ვეღარ წამოდგები და წამოდგომას სხვისგან ელოდბი, მე კი როგორც მხედავ არავის ველოდები მეგობარო, ახლა ვცდილობ წაქცეული წამოვდგე და ფეხზე დავდგე ისე მყარად როგორც არასდროს. გადაწყვეტილება თავად მივიღე, რომ ჩემს ადგილს დავუბრუნდე სადაც ჩემი ცხოვრების გარკვეული წლები ჩავდე.
-რატომ არავინ არ გამაფრთხილა, მე მითხრეს რომ სამუდამოდ დავრჩებოდი ამ ადგილზე.
-შეცდომით გითხრეს ან თავად გაიგეთ შეცდომით, ეს ადგილი ძველ პატროს ნიბრუნებს.
-უფროსთან შევალ და გავარკვევ რა ხდება. ცოტნე გავიდა, ქეთიმ ალექსანდრეს სქელი საქაღალდე შეუტანა და უთხრა.
-უფროსი აქ არის ჩვენი შეფიქ ყველა ბინძური საქმეები. ქეთი სასწრაფოდ გავიდა და ალექსანდრემ ზოგადად გადაიკითხა დოსიე, მაგრამ სამარისი იყო გაეგო თუ რა ცხოვრებით ცხოვრობდა ცოტნე და როგორ ჩამოეშორებინა გზიდან .
-თქვენი დაბრუნების ესახებ გადაწყვეტილება არავის მიუღია, ასე რომ იჩქარეთ დაბრუნება.
-ისინი არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ რომ სამსახურიდან დღესვე წახვიდეთ თქვენი სურვილით და არა ჩემი მოთხოვნით.
-რატომ, რატომ უნდა წავიდე ვერ ვხვდები ეს იმიტომ რომ თქვენ ასე გინდათ?
-არა, ცუდად მსჯელობთ, მაგრამ უნდა შევეგუოთ რომ ყველაფერი კარგი ოდესღაც სრულდება და თქვენი თანამშრომლობა რომლითაც არც თუ ძალიან აღფრთოვანებული იყავით დღეს აქ დასრულდა
-თქვენ გგონიათ რომ დასრულდა, მაგრამ მე არ ვასწულებ და თქვენ წახვალთ აქედან და არა მე.
-კარგი წავალ კამათს არ ვაპრებ თქვენთან, მაგრამ ამ საქაღალდესაც თან წავიღებ და იქ მივიტან სადაც სწორ გადაწყვეტილებას მიიებენ, თავისუფლებაზე ჯობია დარჩენა თუ უვადო პატიმრობაზე წახვალთ.
-რას ბოდავ, რას ამბობ.
-დაგაინტერესდათ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ თქვენ ცოტნე არ ხრთ თქვენ გოგა ხართ ნებურია ეს არის თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი და ძალიან გეშინიათ წარსულის.საზღვარგარეთ ბანკებში დიდი თანხა რა გზით შედის ეს თავად იცით ყველაზე კარგად, მაგრამ თუ ნებას დამრთავ შეგახსენებ რომ მკვლელობაც უცხო ხილი არ არის თქვენთვის
-ეს, ეს, ეს შეუძლებელია, ეს თქვენი ფანტაზია არის.
-მკვლელობა ღამით და გაუჩინარება ესეც ჩემი ფანტაზია არის? ძველმა მეგობარმა მომიყვა თქვენი ცხოვრების შესახებ. ცოტნეს სიბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა, ორივე ხელები მომუშტა, თავში თითქოს ვიღაც უროს ურტყამდა ისე ძლიერ უფეთქავდა საფეთქლები და უნდოდა ალექსანდრე იქვე მოეკლა, მაგრამ კარი გაიღო და პროკურორი შემოვიდა.
-არ გაგვაფრთხილე, არ გვითხარი დაბრუნების ზუსტი თარიღი, მაგრამ კეთილი იყოს შენი დაბრუნება. პროკურორი ცოტნეს მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა.
-ჩვენი თანამშრომლობის დრო ამოიწურა, აქ დავემშვიდობოთ ერთმანეთს.
-მაგრამ.......
-ბიჭებო დაცალეთ ეს ოთახი და ალექსანდრეს ნივთები დააბრუნეთ. რამდენიმე წუთში ოთახი ალექსანდრეს ნივთებით შეივსო და კარზე ისევ მისი სახელი მიაკრეს ,,კომისარი ალექსანდრე ხვედელიძე.'' ცოტნე განყოფილებიდან გავიდა, მიდიოდა სიბრაზით სავსე და თავი ვეღრ გააკონტროლა.
-შურისძიება გინდა, სულელი ყოფილხარ ალექსანდრე თუ გგონია დღევანდელი დღე ასე იოლად შეგრჩება. დღეების განმავლობაში იჯდა სახლში და სიგარეტს-სიგარეტზე ეწეოდა, ბელა ხედავდა რომ ცოტნეს რაღაც ტანჯავდა, მაგრამ არაფერს ამბობდა.ალექსანდრეს დაბრუნება ყველას გაუხარდა, ქეთიმ ალექსანდრესთან მივიდა და მორიდებულად უთხრა.
-შეიძლება შემოვიდე?
-ქეთი ასეთი მორიდებული ადრე არ იყავი, რა შეიცვალა მეგობარო მე ხომ ისევ ისეთი ალექსანდრე ვარ. ქეთი მიუახლოვდა და უნდოდა მოხვეოდა ალექსანდრეს, მაგრამ მის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა.
-უფროსო...... ალექსანდრე ადგა და ქეთის მიუახლოვდა, ორივე ხელები მხრებზე დაადო და თავისკენ მიიზიდა.
-ყველა მომენატრეთ, მინდა დიდი მადლობა გითხრა რომ ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდე.
-მინდა გთხოვოთ, რომ ფრთხილად იყოთ ის შეურაცხადია და არაფერზე არ დაიხევს უკან.
-ვიცი და მითუმეტეს ახლა, როცა ასე მოულოდნელად დატოვა სამსახური. კარი გაიღო და გაღიმებული, სიხარულით სავსე მონიკა ალექსანდრეს გადაეხვია.
-როგორ გამახარე შენი დაბრუნებით, არა მარტო მე ყველას უხარია ალექსანდრე.
-ვიცი და აი ეს ენთუზიაზმი და ეს ემოცია მაკლდა მონიკა.
-ჩემი ნათლული როგორ არის, უკვე ლაპარაკობს იმედია.
-ახერხებს, ცდილობს რაღაც გვითხრას ზოგჯერ გვეჩხუბება და თუ ვერ გავიგეთ რა უნდა ბრაზდება.
-როგორ ძალიან მომენატრა, ლილე როგორ არის.
-სწავლობს, ძალიან დატვირთული პროგრამა აქვს, მაგრამ უმკლავდება, ძალიან ნიჭიერი არის.
-მიხარია, მართლა მიხარია რომ თავის ოცნებებს აიხდენს და დაბრუნდება სულ სხვა ლილე.
-ნამდვილად რომ ასე იქნება, მონიკა დღეიდან საბა ქეთის გვერდით იქნება, რადგან ქეთის მარტო ვერ დავტოვებთ.
-გასაგებია, მოვა თუ არა ვეტყვი.
-სად არიან, აქ არცერთი არ არის.
-რომ სცოდნოდა მოხვიდოდი არცერთი არ წავიდოდა, მაგრამ ძალიან რთული საქმე არის და ყველა ამ საქმეზე მუშაობს.
-გასაგებია, მიხედეთ საქმეს.
-ალექს პროკურორმა ჩემთან შემოვიდესო და ის გეტყვის თავად ყველაფერს.
-კარგი წავალ მეც რაღაც მაქვს სათქმელი და ქეთი თუ ვინმემ მიკითხოს, დამელოდოს. ალექსანდრე თავისი ჩვეული დინჯი ნაბიჯებით გავიდა კაბინეტიდან ხელჯოხის დახმარებით, მაგრამ გოგოებმა შეამჩნიეს ის შესამჩნევად კოჭლობდა, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია მისი ნაკლი არავის, მაგრამ არ გამოდიოდა.დინჯად, აუჩქარებლად მიაბიჯებს ერთიანად დაძაბული და სუნთქვაშეკრული. პროკურორის კაბინეტთან მისულმა შვებით ამოისუნთქა და კარზე დააკაკუნა.
-მობრძანდით.
-პროკურორო, მითხრეს რომ მეძახდით.
-მოდი ალექსანდრე შენზე ვლაპარაკობდით ახლა და მე ვამბობ, რომ შეუბრალებელი ლომი
ხარ და მხოლოდ შენ იცი როგორ მიუდგე დამნაშავეს.
-ვინ გყავთ მხედველობაში ეს უნდა ვიცოდე.
-ცოტნე ალექსანდრე ძალიან საშიში პიროვნებაა,ასევე დამნაშავე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ხელთ ფაქტები.
-ვიცი რომ ცოტნე ბინძურ თამაშებს თამაშობს, ეს ყველამ იცით უკვე, მაგრამ სამხილის და ფაქტის გარეშე ძნელია ბრალი წაუყენო. ვთქვათ ავიყვანეთ, როდემდე გააჩერებ დაკავებულს, რამდენიმე საათი და მერე აქეთ შემოგიბრუნდება და ბრალს წაგიყენებს, ამიტომ უნდა ვეცადოთ სამხილი გვქონდეს, უნდა ვიპოვოთ რამე მის წინააღმდეგ.
-ჩვენი სათქმელიც ეს არის და უნდა დაველოდოთ, სხვა გზა არ გვაქვს.
-უფროსო მინდა რამდენიმე თემა განვიხილოთ, იცით რომ ქეთიმ თავისი სიცოცხლე დიდი რისკის წინაშე დააყენა და ჯერ არ დასრულებულა არაფერი, თამაში გრძელდება და ჩემი ფიქრი და გადაწყვეტილებაა ქეთის გვერდით იყოს საბა.
-კარგად გიფიქრია, მე ვეთანხმები ალექსანდრეს.
-ყველა ვეთანხმებით და უნდა ავღნიშნო,რომ ალექსანდრე შენი დაბრუნებით ძალიან ბევრი საქმე წაიწევს წინ.
-მადლობა რომ ასე ძალიან მენდობით და მეყრდნობით, ვეცდები ეს თქვენი იმედები გავამართლო და კიდევ ერთი თემა მინდა განვიხილო თქვენთან ერთად.
-სერიოზული დასაწყისია, გისმენთ შვილო.
-თემა ეხება ერთ წყვილს და მათ საერთო შვილს რომელიც დაიკარგა, მაგრამ პოლიცია საქმეში არ არის გარეული, რატომღაც გოგონას დაკარგვის შესახებ განცხადება არავინ შემოიტანა.
-ვინ არის ეს წყვილი და გოგონა როდიდან არის გაუჩინარებული.
-გოგონას მამა ვინმე ლევან ბიბილური არის, მაგრამ ლევანმა გოგონას არსებობის შესახებ სულ რამდენიმ კვირის წინ გაიგო და ჯერ კიდევ შოკში არის, რომ ის 17 წელია მამა არის და აქამდე არაფერი არ იცოდა, არც სხვა შვილი არ ყავს. ლევანის ცხოვრებაში ქალი სერიოზული სქესით არ არის და არც დაოჯახებულა არასოდეს, მას ერთი უყვარდა და დღემდე უყვარს, მაგრამ ის ქალი სხვისი არის, სხვისი საკუთრებაა. მნიშვნელოვანი ახლა უნდა გითხრათ და თქვენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო, გოგონას დედა და ლევანი შეყვარებულები იყვნენ, მაგრამ მათ შორის ჩადგა ლევანის საუკეთესო მეგობარი და ისინი დააშორა, ქალი ორსული დარჩა ისე რომ ბავშვის შესახებ მამას არაფერი არ უთხრა და ასე გავიდა ამ სიჩუმეში 17 წელი და გოგონა გაიზარდა მამისგან შორს. ეს მეგობარი კი რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, არის ცოტნე.
-ცოტნე, ყველაფერთან ერთად არაკაციც ყოფილა საუკეთესო მეგობარს ქალი როგორ წაართვა.
-ყველაზე მნიშვნელოვანი მე რასაც ვფიქრობ გოგონა ცოტნეს ყავს და პოლიციას ამიტომ არ რევს საქმეში.
-რატომ ფიქრობ ასე ალექსანდრე.
-ლევანის მამა მნიშვნელოვანი ფიგურა არის შავ სამყაროში, მთხოვა მისი სახელი არ გამეჟღერებინა და ყველამ იცით რატომ, ამ საუბარში ყველაზე მნიშვნელოვანს რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ისაა რომ ცოტნე ნადარეიშვილი მეგობრებო არ არის ცოტნე ნადარეიშვილი.
-რას ამბობ ან რას გულისხმობ, ვერაფერი ვერ გავიგე.
-ცოტნე და ლევანი მეგობრები იყვნენ როგორც გითხარით და ბავშვობიდან ერთად მოდიან, ისინი ყველა საქმეში ერთად გადიოდნენ, მაგრამ მათი გზები გაიყარა, ცოტნე ერთ დღეს გაუჩინარდა კიდეც ლევანის ქალთან ერთად და ის მაშინ იყო გოგა ნებურია, წლების შემდეგ კი საზოგადოებას წარუდგა როგორც ცოტნე ნადარეიშვილი. დღეს ჩვენ მას ვიცნობთ როგორც ცოტნედ და არა როგორც გოგად. თქვენ კი დაფიქრდით, ეს რას ნიშნავს?
-ის წარსულს მალავს, სხვა ახსნა არ მაქვს.
-ასეა მას ბნელი წარსული აქვს, ალექსანდრე გამოიძიეთ ვინ არის ეს პიროვნება შენ შეგიძლია ის გამოაშკარავო და ყველამ გაიგოს მისი ნამდვილი სახე.
-მე დღეიდან საქმეში ვებმები, საქმე ძალიან ბევრია და დრო ძალიან ცოტა, ამიტომ უნდა დაგტოვოთ. ალექსანდრე დაემშვიდობა უფროსებს და წავიდა, ცოტნე კი გაბრაზებული ყველას ერჩოდა და მარიოს დაურეკა.
-როგორ მგზავრობთ, შეფერხება ხომ არ გაქვთ.
-არა, კარგად მოვდივართ უფროსო, აქამდე კარგად მოვედით.
-ტვირთი ადგილზე მიიტანე და თავად ჩააბარე, თანხა აიღე და ზედმეტი ტვირთი მოიშორე თუ არ გააკეთებ რასაც გეუბნები აქ დაბრუნებულს შენ გაგაჩუმებ სამუდამოდ მარიო. მარიო მიხვდა ცოტნე გაბრაზებული იყო და არც შეეპასუხა, ვასომ შეხედა და უთხრა.
-შენი არ ვიცი, მაგრამ მე გზას ვეღარ გავაგრძელებ თუ რამე არ შევჭამე და ტუალეტშიც არ გავიარე.
-მართალი ხარ ვერაფერს ვერ გეტყვი, მაგრამ დიდი დროით ვერ გავჩერდებით. მარიო ბოლომდე არ ენდობოდა ვასოს და ორივე ერთად წავიდა სადილისთვის, სადილმა მშვიდად ჩაიარა, უცხო მამაკაცმა ვასოს თვალი ჩაუკრა და ვასო მიხვდა რომ უნდა გასულიყო, მარიოს შეხედა და უთხრა.
-ტუალეტშიც გავივლი და წავიდეთ მარიო.
-კარგი, მაგრამ არ დააგვიანო მე გადავიხდი შენს მოსვლამდე.
-ყავაც აიღე გზაში გავიყოლოთ.
-კარგი, კარგი. გაეცინა მარიოს. ვასო გავიდა, უცნობი გარეთ ელოდა და უთხრა.
-პოლიციიდან ვარ, შენს სიახლოვეს ვართ და გვაქვს გეგმა შემუშავებული, ამ გეგმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ.
-ტელეფონი არ მაქვს, სად უნდა გიპოვოთ.
-აქედან ერთად წავალთ ისე რომ თქვენ ვერაფერს შეამჩნევთ.
-ის მათი კაცია და მას ვერ შეეხებით.
-შევეხებით, მაგრამ ცუდად არა. უცნობი წავიდა, ვასო ადგილს დაუბრუნდა და უკვე წასვლას აპირებდნენ რომ მარიოს მთვრალი მამაკაცი მიუახლოვდა.
-შენ, შენ მიყიდე ჩემს შვილს ნარკოტიკი. მარიომ შეხედა მთვრალს და მშვიდად უთხრა.
-წადი, გაქრი არ გიცნობ ვინ ხარ. მარიო ფეხზე წამოდგა და ვასოც წამოიწია, რომ მოულოდნელად მთვრალმა მარიოს სავსე ბოთლი ჩაარტყა თავში, მარიო მთვრალს მიუბრუნდა და უნდოდა ხელით მიწვდომოდა, მაგრამ მეორე მხრიდანაც ჩაარტყეს ბოთლი და ის უგრძნობლად დაეცა, თავიდან კი სისხლი სდიოდა.
-საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ.
-ეს არის თქვენი გეგმა? გაოცებულმა შეხედა ვასომ უცნობ პოლიციელს და მის გვერდით მდგარი ბიჭები შეათვალიერა.
-ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, უფროსებთან შეთანხმებულები ვართ ამ ადამიანმა საავადმყოფოში უნდა გაიღვიძოს. ვასო ეს ოპერაცია ჩემთვის და ჩემი ბიჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გთხოვ ჩვენს მითითებებს გამოყევი მეგობარო. მარიო საავადმყოფოში გადაიყვანეს და გონზე მოსვლამდე თავზე გადაუღეს, როცა გონს მოვიდა ექიმმა ეჭვით შეხედა და უთხრა.
-როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ.
-მტკივა ექიმო, ძალიან მტივა.
-ხშირად გაქვს თავის ტკივილები?
-ხშირად არა, მაგრამ ახლა გაუსაძლისად მტკივა.
-ვფიქრობ თქვენ სერიოზული პრობლემა გაქვთ და აქ უნდა დარჩეთ, საჭიროა სრული გამოკვლევა ჩაიტაროთ.
-ეს დღევანდელ დარტყმას უკავშირდება?
-არა, თქვენ თავში გაქვთ სიმსივნური წამონაზარდები და თუ გინდა ჯერ კიდევ იცოცხლო, რადგან ძალიან ახალგაზრდა ხარ და უნდა იცოცხლო გამოკვლევის ჩატარება არის აუცილებელი, ჩვენ კი თქვენის ნებართვით მკურნალობას დაგინიშნავთ და ვეცდებით სიცოცხლე შეგინარჩუნოთ.
-ასე ძალიან ცუდად არის ჩემი საქმე ექიმო.
-სამწუხაროდ საიმედოს ვერაფერს გეტყვი, მე როგორც ექიმი ვალდებული ვარ სიმართლე გითხრთ.
-ექიმო დღეს ეს არ მოხდება, რადგან დრო საერთოდ არ მაქვს.
-ახალგაზრდავ თქვენ ისეთ მდგომარეობაში ხართ, მე არ მაქვს უფლება აქედან გაგიშვათ და არც თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ გამოკვლევაზე და ჯამრთელობისთვის დრო ყოველთვის უნდა გამონახო.
-არ შემიძლია გავჩერდე, უნდა წავიდე. ანერვიულდა მარიო და ექიმმა დაამშვიდა.
-უფლება არ მაქვს ასეთ მდგომარეობაში გაგიშვათ, მაგრამ არც ის შემიძლია ძალა გამოვიყენო. იმედი მაქვს დაფიქრდებით და ჩემამდე მოხვალთ, მე კი აქ დაგხვდებით. აქედან გასული კი ეს პრეპარატი იყიდეთ და აუცილებლად მიიღეთ დილით და საღამოს, რომ ტკივილი შეგიმსუბუქდეთ. მარიომ მადლობა გადაუხადა ექიმს და დადარდიანებულმა დატოვა მისი კაბინეტი, გარეთ გამოსულმა ვასოს შეხედა, ვასომ კი მარიოს თვალებში დიდი ტკივილი დაინახა.
-წავიდეთ, ვასო ვაგვიანებთ.
-დარწმუნებული ხარ მარიო.
-უკვე აღარაფერში აღარ ვარ დარწმუნებული, წავედით.
-რა გითხრა ექიმმა.
-რა მნიშვნელობა აქვს ექიმმა რა მითხრა. მარიო გაჩუმდა, რამოდენიმე კილომეტრი ასე სიჩუმეში გაიარეს და ვასომ სვლა შეანელა, ორივე გაოცებული უყურებდა წინ ჩახერგილ მანქანებს და უამრავ პოლიციელებს.
-ამარო დავიღუპეთ, შემოწმებაა.
-არაფერი შეიმჩნიო იყავი თავისუფლად, უამრავჯერ გავიარეთ ასეთი შემოწმებები და ყოველთვის გავსულვართ, მაგრამ დღეს რაღაც ცუდი შეგრძნება მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ რამე მოხდეს უფროსი ორივეს მოგვკლავს, მე კარგი ისედაც მკვდარი ვარ, მაგრამ შენ?
-ნუ ნერვიულობ გამოსავალს ვიპოვით.
-როგორ, როგორ ვიპოვოთ გამოსავალს. ვასო......
-მარიო მომისმინე, მოდი გულახდილად ვილაპარაკოთ წლებია ცოტნესთან მუშაობ და რა გაქვს, მუშაობ იმიტომ რომ ცოტნემ მოიხვეჭოს სიმდიდრე და შენ? შენ რა გააკეთე ეს წლები, რა შექმენი მეგობარო არც არაფერი და მხოლოდ ცოტნეზე ფიქრობ ის იყოს კარგად, ცოტნე არ გაბრაზდეს. გაბრაზდეს მისი დედაც...... შენ რას აკეთებ შენი თავისთვის ძმაო. მარიო გაჩუმდა და ვასოს პასუხი ვერ დაუბრუნა, იქნებ გულში ფიქრობდა კიდეც რომ ვასომ სიმართლე უთხრა.
-იცი როგორი ცუდი ადამიანია, იცი რამდენი ახალგაზრდა მოკვდა ამ ნარკოტიკით და შენ ხელს უწყობ, რომ შეგაქოს უფროსმა და გენდოს ყველაფერს აეთებ მარიო და არც ჩემს მოკვლაზე დაიხევს უკან როცა საქმეს დაასრულებ, ასეა? მარიომ გაოცებულმა შეხედა ვასოს მაგრამ ვასო არ უყურებდა მარიოს და აგრძელებდა.
-მარიო არასოდეს გიფიქრია, რომ დროა ცოტნე ვიღაცამ უნდა შეაჩეროს?
-ვასო შენ არ იცნობ მას, მისი შეჩერება არავის შეუძლია ის დაუნდობელი მხეცი არის. მან თუ სიტყვა თქვა ან ვინმე ამოიჩემა მოკვდება და არავის გაახარებს. ვიცი მისით უამრავი ადამიანის სუნთქვა შეწყდა და მას გამართლება არ აქვს, მაგრამ ის ასეთია უმართავი, სასტიკი და დაუნდობელი. ცოლი ყავს რომელიც საკუთარ ძმაკაცს წაართვა მისი ტყუილებით, შვილივით გაზარდა მისი შვილი, მაგრამ.......
-რა მაგრამ თქვი დაასრულე მარიო.
-წინ იხედე პოლიციელი მოდის. ვასოს საბუთები პოლიციელმა შეამოწმა და მისდა გასაკვირად ვასო გაატარეს, მაგრამ ერთ ერთმა პოლიციელმა ისევ გააჩერა ვასო და გააფრთხილა.
-ფრთხილად იყავით გზაზე, ორი დღე არის აქ ვდგევართ რამდენიმე ტრაილერი დააყაჩაღეს და მსხვერპლიც არის.
-ამიტომ არის გზა ჩახერგილი, რომ არავინი გავიდეს შეუმოწმებლად?
-დიახ ვამოწმებთ ყველას ეს ჩვენი მოვალეობა არის. ვასო ნელა ნელა დაიძრა და რამდენიმე საათში უკვე თავისუფალ გზაზეც გავიდა, მარიოს შეხედა და მის გამოწვდილ ხელს ხელი დაარტყა.
-გავედით, ეს იყო ადგილი სადაც მეშინოდა ძალიან და ამიერიდან აღარავინ გაგვაჩერებს. კიდევ რამდენიმე საათი მიდიოდნენ და მოულოდნელად ტრაილერს ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე შავ-ნიღბიანმა და ვასომ მარიოს უყვირა.
-გადახტი, მანქანიდან გადახტი მარიო.
-შენ აქ მარტო როგორ დაგტოვო ვასო.
-გადახტი, შევეცდები რკალი გავარღვიო და შენ თავი გადაირჩინე როგორმე. მარიო გადახტა, ვასომ ნიღბიანების რკალი გაიარა, მაგრამ სროლა არ შეწყვეტილა და მანქანა აფეთქდა, მარიო გზის კიდეზე იყო დავარდნილი და იგრძნო ვიღაც სახეში ხელს ურტყამდა.
-კარგად ხართ? მარიომ თვალი გაახილა და შეხედა უცნობს რომელიც მისი გონზე მოყვანას ცდილობდა, შემდეგ გზაზე გაიხედა და შეხედა მათი ტრაილერი ცეცხლის ალში იყო გახვეული, ისევ უცნობს შეხედა და ისევ გონება დაკარგა, როცა თვალი გაახილა თეთრ კედლებს შეხედა, მასთან ახლოს კი უცნობი იყო და შეშინებულმა იკითხა.
-ვასო, ვასო როგორ არის, გადარჩა?
-მძღოლი გადარჩა, მაგრამ ძალიან რთულ მდგომარეობაში არის. თქვენ როგორ გრძნობთ თავს, გაწუხებთ რამე?
-არ ვიცი თავს როგორ ვგრძნობ, მაგრამ ვიცი რომ ეს ყველაფერი მომბეზრდა, მგონია რომ დასასრული არასოდეს ექნება ბოროტებას. მასთან ექიმი მივიდა და მარიოს შეხედა.
-გადარჩით და მნიშვნელოვანი ეს არის, ახლა კი უნდა გამოჯამრთელდე.
-როგორ არის, ეს ორი ადამიანი ჩემი ხალხი არის და უნდა ვნახო. გაიგონა მარიომ ცოტნეს ხმა და თვალები მაგრად დახუჭა.
-პაციენტის მდგომარეობა რთულია და დიდი ხნით ვერ შეაწუხებთ. ოთახში ცოტნე შევიდა და შეხედა მარიოს გაფითრებულ სახეს, მაგრამ ცოტნემ მშვიდად დაელაპარაკა.
-როგორ ხარ მარიო.
-ცოტნე ძალიან ვწუხვარ რომ ასე მოხდა.
-ვასო შენთან ერთად იყო?
-ერთად ვიყავით როცა ცეცხლი გაგვიხსნეს და მე გადმოვხტი მანქანიდან, ის გასვლას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო.
-არ ვიცი რას გააკეთებ ან როგორ გააკეთებ, მაგრამ ეს ადგილი დროზე ადრე დატოვე და ტვირთი რაც გაუჩინარდა ორივემ გადაიხადეთ. მარიომ გაოცებულმა შეხედა ცოტნეს და უთხრა.
-რას ამბობ, ცოტნე მე ეს თანხა როგორ გადავიხადო ან რა სახსრებით.
-არ მაინტერესებს როგორ და საიდან გადაიხდი, უნდა გადაიხადო მარიო. მარიო საგონებელში ჩავარდა, ცოტნე კი გააფრთებული გადი გამოდიოდა და მის თანმხლებ პირს უთხრა.
-ვასო და მარიო უნდა მოკვდეს, არცერთმა არ უნდა იცოცხლოს. გაბრაზებული და გააფრთებული მივიდა ვასოს პალატასთან და იქ შესასვლელად ექიმმა შეაჩერა.
-სად მიდიხართ, აქ შესვლა არ შეიძლება. ცოტნემ ექიმს შეხედა და უთხრა.
-იცი მე ვინ ვარ?
-ვინც არ უნდა იყოთ ვერ შეხვალთ, პაციენტი რთულ მდგომარეობაში არის.
-გასაგებია და როგორ არის, როგორია მისი მდგომარეობა.
-ნათესავი ხართ?
-ვთქვათ რომ მისი ნათესავი ვარ.
-პაციენტი დაჭრილია და ასევე ის შოკურ მდგომარეობაშია.
-თქვენი პასუხით როგორც გავიგე ჯერ კიდევ ცოცხალია პაციენტი.
-ცოცხალია და მას ოპერაცია სჭირდება.
-ოპერაცია და ის ამ ოპერაციაზე მოკვდება.გაოცებული უყურებდა ექიმი ცოტნეს და ბოლოს გაუბედავად კითხა.
-რას ამბობთ, თქვენ კარგად ხართ?
-ძალიან კარგად ვარ ექიმო.ცოტნემ ხელზე ხელი მოკიდა და ჩურჩულით უთხრა.
-უამრავ ფულს მოგცემ, ამიტომ ვიხდი ამ თანხას რომ ის უნდა მოკვდეს, მან არ უნდა იცოცხლოს.
-თქვენ ვერ ხვდებით რას ამბობთ, თქვენ მთავაზობთ მე ექიმი მკვლელი გავხდე.
-ნუ მიყურებ გაოცებული, ვიცი რასაც ვამბობ და რას გთავაზობთ და ისიც ვიცი რომ დამთანხმდებით.
-თქვენ ხვდებით რომ ავად ხართ?
-ექიმო ნუ მეთამაშებით, იმედი მაქვს გინდათ ჯერ კიდევ იცოცხლოთ ამიტომ რასაც გერტყვით იმას გააკეთებთ.
-აქედან მიბრძანდით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვას გამოვიძახებ.
-მე წავალ, მაგრამ გაფრთხილებ ამ საუბრის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს და პაციენტი უნდა მოკვდეს. გასაგებია, უნდა მოკვდეს. ექიმი შიშმა აიტანა, ის ცახცახებდა და ცოტნეს შეშინებული უყურებდა, ცოტნეს მისთვის უცნობი მიუახლოვდა და უთხრა.
-ყველაფერი რიგზეა უფროსო.
-გასაგებია, აქ დარჩი ოპერაცია დასრულდება და დამირეკე. წავიდა გაბრაზებული და უკვე გვიანი ღამე იყო ტელეფონზე რომ დარეკა და ნამძინარევმა ხმამ უპასუხა.
-შეხვედრა მინდა, უნდა ვილაპარაკოთ.
-როდის.
-ახლავეს, მისამართს გამოგიგზავნი. პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ ტელეფონი გათიშა. საწოლიდან ადგა და სააბაზანოში შევიდა, ცივი წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა, თავი რომ მოიწესრიგა ტელეფონი აიღო და ნაცნობი ხმის გაგონებაზე გული აუჩქარდა.
-როგორ ხართ.
-შენი ხმა რომ დამშვიდებული მესმის, კარგად ვარ და მთელი დღე კარგად ვიქნები.
-ამინდი როგორი გაქვთ, გარეთ გადიხართ?
-რაც შენ წადი წვიმს, ეზოშიდაც არ გავსულვართ.
-გთხოვ ისევ არ ჩაიკეტო, სულ ცოტაც და ყველაფერი დასრულდება, გპირდები მშვიდი ცხოვრება გველოდება.
-ვიცი და შენთან ერთად არავის და არაფლის მეშინია.
-გაკოცეთ, უნდა გავთიშო. ტელეფონი გათიშა და ისევ დარეკა.
-ალექსანდრე რა არ გასვენებს, რატომ არ გძინავს.
-რამოდენიმე წუთის წინ უცნაური ზარი მქონდა და იცი ვინც იქნებოდა.
-გასაგებია, რა მინდაო.
-შეხვედრა და ველოდები მისამართს.
-იმედია მარტო არ აპირებ შეხვედრაზე წასვლას.
-შეხვედრაზე წავალ, შევხვდები და გავიგებ რა უნდა.
-შენ რომ რამეს ჩაიფიქრებ, მომწერე მისამართი.
-ველოდები მისამართს, მომწერს.
-ჰოდა რომ მიიღებ მომწერე, კარგია ერთად მივსულიყავით.
-არ უთქვია თანმხლები პირებით შემხვდიო.
-იქნებ მახეს გიგებს და უნდა რამე შარში გაგხვიოს.
-გამორიცხული არაფერია, მაგრამ უნდა წავიდე ბაჩო.
-ძალიან ჯიუტი ხარ და ზგჯერ აუტანლად ჯიუტი, ალექსანდრე მისამართი მომწერე. ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა, შეტყობინებაც მიიღო და ბაჩოსაც გაუგზავნა, ბაჩომ შმაგი გააღვიძა და ალექსანდრე მისამართმა ერთ უზარმაზარ სახლთან მიიყვანა, მანქანა სახლიდან მოშორებით გააჩერა და ფეხით მივიდა სახლამდე, ყველაფერს ათვალიერებს დაკვირვებულად და ცდილობს არაფერი გამოეპაროს მხედველობიდან, მაგრამ უცნაურად მოეჩვენა, რომ სახლის შესასვლელი კარი ოდნავ შეღებული დახვდა და არც დაფიქრებულა ისე გაიარა სახლამდე მისასვლელი ლამაზი ქვებით მოპირკეთებული წვრილი გზა და სახლის კართან შეჩერდა. კარზე ზარი მისცა, მაგრამ თვით სახლის კარიც ღიად იყო. იდუმალებით მოცულ სახლს ახედა და არ იცოდა რა ელოდა ან რა ხდებოდა შიგნით, მაგრამ უნდა გააგრძელოს გზა საკუთარ ალღოს მინდობილმა. მძიმე გამოცდის წინაშე დადგა, ტვინს უბურღავდა ბაჩოს სიტყვები.
-,,იქნებ მახეს გიგებს მტერი.'' ფიქრობს და ვერ ურიგდება იმ აზრს, რომ ვიღაცას მისი სიბინძურეში ჩათრევა უნდა.
-,,ვიღაცას შენი დაღუპვა უნდა, ვის ეზიზღები ასე ძალიან ალექსანდრე და რატომ, ნუთუ იმიტომ ყველა შემოგყურებს, შენს მიღმა ნაბიჯს არ დგამს არავინ, შენ განსაკუთრებული ხარ, სხვებზე ბევრად აღმატებული და შეუცვლელი, ეს იცის მტერმა და ამიტომ ეზიზღები.'' მიდიოდა დიდი სისწრაფით ბაჩო და ალექსანდრეზე ფიქრობდა, ალექსანდრე კი რამდენიმე წუთი იდგა ღია კართან, სახლის სიღრმეში შევიდა თვალი მოავლო სახლს და იატაკზე სისხლის ლაქები შეამჩნია.
-,,ვინ ხარ და რას ცდილობ, გინდა მახეში გამაბა და გგონია ასე გამისწორდები შენს სიბრაზეს ჩემზე რომ გადმოანთხევ?'' ფეხის ხმა გაიგონა და შებრუნდა, მაგრამ საბედნიეროდ ბაჩო და შმაგი იდგა მის წინ, ბაჩომ ღრმად ამოისუნთქა ალექსანდრეს რომ შეხედა და უთხრა.
-რამეს შეეხე?
-არა, არაფერს არ შევხებივარ და შენ მართალი იყავი.
-როგორც ყოველთვის......
-მახე დამიგო, თუმცა არ გამოუვიდა.
-მტერი გააქტიურდა და როგორც ხედავ მახეში უნდა გაგაბას, უფროსო მტერმა აქ გვამი დაგახვედრა.
-გვამი? ალექსანდრემ და ბაჩომ ერთმანეთს შეხედა და შმაგიმ მიუბრუნდა ალექსანდრეს.
-არასოდეს არ დაუშვა ასეთი დიდი შეცდომა, იდუმალი ზარის შემდეგ როცა არ იცი ზარის უკან ვინ დგას არ წახვიდეთ მარტო.
-ვხვდები ვინც არის, მაგრამ ისევ ფაქტი ხელთ არ გვაქვს ის ძალიან კარგად არის შენიღბული.
-ვიღაც ბობოლა ძალიან გაბრაზებულია. თქვა ბაჩომ და ჯგუფი გამოიძახა. ყველაფერი უფრო და უფრო გართულდა, ძალიან ძნელი გახდა მტრის შემოგერიება რადგან არ იცი როდის და სად დაგარტყამს მოულოდნელად. თვალი გაახილა და მის გვერდით საწოლი ცარიელი დახვდა, ადგა და ნერვიულად დაიწყო სახლში კედლიდან კედლამდე ნაბიჯების თვლა. ვერ ისვენებდა, უკვე რამდენჯერმე გადაიხედა ფანჯრიდან და თავისივე გულის ხმა მკაფიოდ ესმოდა. შეშლილივით გადი გამოდიოდა, აღარ იცოდა რაზე ეფიქრა, დროის შეგრძნებაც დაკარგა და თითქოს სადღაც უკაცრიელ კუნძულზეა სადაც გაჩერდა დრო და მოწყდა რეალურ სამყაროს. ვეღარ გადადგა ნაბიჯი და გრძნობდა თავისივე ნაბიჯები ამძიმებდა, თავში ყველაფერი აირია და ცდილობდა ფაქტები ერთმანეთზე დაეკავშირებინა, რა გამორჩა, რა არ ახსოვს და სად წავიდა ასეთ დროს, რატომ წავიდა ან რატომა რაფერი არ უთხრა თუ მიდიოდა. ჩუმად იყო ფიქრებში ჩაძირული კარი რომ გაიღო და ფეხის ხმაც გაიგონა, შეშინებულმა შეხედა კარში მდგარ ბაჩოს ალექსანდრესთან ერთად. ცრემლი მოერია და ბაჩოს ძლიერად მოეხვია, შემდეგ კი ალექსანდრეს.
-სად წადი, იცი როგორ ვინერვიულე.
-რა მოგივიდა, რა გჭირს.
-კარგად ვარ, მაგრამ ვინერვიულე ჩემს გვერდით რომ არ იყავი.
-პირველად ხომ არ გავსულვარ ამ დროს გარეთ, ინდირა მეჩვენება თუ გულჩვილი გახდი.
-სიცხე გაუსინჯე, მეც ვფიქრობ რომ რაღაც ჭირს და არ ამბობს.
-ალექსანდრე შემეშინდა.....
-მე კი დავბერდი თმაც ნელა ნელა გამითეთრდა და დღემდე არ ვიცოდი გველებმა ტირილი თუ იცოდა. ინდირა გაბრაზდა და ბაჩოს შეხედა.
-ჩემი ბრალია გიჟივით დავდივარ გელოდებით და ვნერვიულობ. ხელი კრა ბაჩოს და საძინებელში შევიდა, ბაჩომ ალექსანდრეს შეხედა და უთხრა.
-არასოდეს შეიცვლებით.
-არც მინდა შევიცვალო, წადი დაუყვავე და დაამშვიდე თორემ დილით შხამს გადმოანთხევს და დაგვწამლავს.
-დივანს გაგიშლი.....
-არა, წყალს შევისხამ და წავალ ბაჩო.
-არსად არ წახვალ და თუ წახვალ ამ კარიდან ერთად გავალთ. ბაჩომ კარი ჩაკეტა და გასაღები თან წაიღო საძინებელში, ალექსანდრეს გაეცინა და როგორც თქვა სახეზე წყალი შეისხა, შემდეგ დივანზე დაჯდა, მაგრამ ძილი მოერია და ვერც კი გაიგო როგორ ჩაეძინა.
ღამე წვიმდა, მაგრამ ნათელი დილაა გათენდა და 6 საათი იყო თვალი რომ გაახილა, ბეღურების ჟრიამულმა ღიმილი მოგვარა სახეზე, უცნაური განცდა იგრძნო და წელს ზემოთ შიშველი მივიდა ფანჯარასთან, ესიამოვნა დილის სუფთა ჰაერი და თქვა.
-მშვენიერი ხარ სამყაროვ. სიმშვიდე ტელეფონის ხმამ დაურღვია და საბას ზარს სასწრაფოდ უპასუხა.
-უფროსო სად ხართ, კარგად ხართ?
-საბა კარგად ვარ, ჩუმად რატომ მელაპარაკები.
-უნდა მოხვიდეთ უფროსო.
-რა მოხდა, საბა შენი ხმა არ მომწონს.
-ტელეფონში ვერ გეტყვი, მისამართს გამოგიგზავნი სად უნდა მოხვიდე, მაგრამ მარტო არ მოხვიდე. ალექსანდრე სასწრაფოდ მოემზადა და წასვლას აპირებდა, მაგრამ გაახსენდა რომ კარი დაკეტილი იყო და გაჩერდა, ბაჩომ გაიგონა ალექსანდრეს ხმა და ისიც ადგა, მოემზადა და ალექსანდრეს უთხრა.
-ამ დროს საბა რეკავს, ნიშნავს რაღაც მოხდა.
-ხმა არ მომეწონა საბასი, ბაჩო უნდა წავიდეთ. ორივემ საჩქაროდ დატოვა ბინა და წავიდნენ, ბაჩომ საბას დაურეკა.
-გამოვედით და მისამართი მომწერე საბა.
-აქ არიან ვერ გელაპარაკები, მისამართი ალექსანდრეს მივწერე. ბაჩო დაიბნა და ალექსანდრეს შეხედა, მაგრამ ისევ ტელეფონს დახედა და თქვა.
-ვინ არიან, საბა ვერაფერი ვერ გავიგე.
-გთხოვ გათიშე გაიგონებენ ხმას და ორივეს მოგვკლავს. გაიგონა ბაჩომ ქეთის ხმა და ისევ ალექსანდრეს შეხედა.
-რაღაც მოხდა, რაღაც რაც ძალიან სერიოზულია
-შმაგის დაურეკე, ნახე ჩემთან შეტყობინებებში მისამართი და გაუგზავნე იმ მისამართზე მოვიდეს, ადგილზე მისულებს შმაგი და მონიკა დახვდა.
-კარგია რომ თქვენც მოდით, საბამ ეს მისამართი ჩვენც მოგვწერა და წამოვედით, თუმცა როგორც ჩვენ გეტყობათ არაფერი იცით რა ხდება შიგნით.
-შმაგი ჩურჩულით მელაპარაკა და ვერაფერი ვერ გავიგე, აქ რა უნდა საბას. უეცრად სროლი ხმა გაისმა და ოთხივე სიბნელეში მიიმალა, შმაგიმ შეხედა სამნი იყო გზაზე გამოსული და ირაღით ხელში ვიღაცას დაეძებდნენ.
-სად წავიდნენ, ორნი იყო.
-როგორ გაგექცა უფროსმა რომ გაიგოს სამივეს დაგვხოცავს, გოგოს კარგად უნდა მივხედოთ ის გოგო მისი სიცოცხლის კოზირია, დიდი კოზირი.
-წავედით, უბრალოდ ქუჩაში წყვილმა გაიარა ცოტნეს შიშით კაცს ქალი ვერ შეუყვარებია გაუშვით მათმა მაინც გაიხაროს თავიანთი სიყვარულით, ჩვენ სანამ ამ საქმეში ვართ და სანამ ცოტნესთან ერთად ვართ სიყვარულზე და ოჯახზე ვერ ვიფიქრებთ. სამივე წავიდა, ნელა ნელა სიბნელიდან გამოვიდა ოთხივე და შმაგიმ ტელეფონი ამოიღო ისევ საბას დაურეკა.
-მოვედით სად ხარ, აქ იარაღიანი ხალხი დგას.
-ეზოში უნდა შემოხვიდე როგორმე და მარცხნივ ერთი პატრა სახლი დგას რომელიც კიბით უერთდება დიდ სახლს და დიდი სახლის კედელთან ნახავთ სარდაფში ჩასასვლელს, იქ უნდა ჩამოხვიდეთ ჩაკეტილები ვართ შმაგი და უნდა გაგვიყვანო აქედან.
-ვინ არის კიდევ შენთან.
-ქეთი და რაღაც იღონეთ ქეთი მაინც გაიყვანეთ აქედან. შმაგიმ ტელეფონი გათიშა და იქ მყოფებს შეხედა, ბაჩომ კი მიხვდა რთულად იყო საქმე და უთხრა.
-გითხრა სადაც არის ან ვინ არის მასთან ერთად?
-მითხრა და იქ ყველა ვერ წავალთ, ქეთი არის მასთან ერთად და უნდა გამოვიყვანოთ ორივე.
-ქეთი? სამივემ ერთად წამოიძახა და ალექსანდრემ თავში შემოირტყა ხელი.
-ოხ საბა, ოხ საბა გამოგიყვანო მაქედან და მერე დაგახრჩობ.
-თუ ახრჩობ და კლავ რატო ვწვალობთ ალექსანდრე. უთხრა მონიკამ და ოთხივე დაძაბული იყო, მაგრამ მაინც გაეცინათ.
-კარგი არ გვაქვს დრო, უნდა შევიდეთ ეს უნდა შევძლოთ. თქვა ბაჩომ და ალექსანდრეს მიუბრუნდა.
-შენ და მონიკა აქ დარჩებით, ვერ ენდობი ფეხს ალექს და ჩვენ ორი წავალთ. კედელ-კედელ მიდიოდა ორივე და შეამჩნიეს რომ სახლი ძველი იყო, კედელ-კედელ ჩამოცონცხილი იყო ნალესი. სარდაფის ჩასასვლელი იპოვეს და ბაჩო კიბეებს ჩაუყვა იარაღით ხელში, ადვილად მიაკვლია გზა სარდაფში სადაც კეთილ მოწყობილი მარანიც გაიარა და ტელეფონში ჩუმი ხმით ჩასძახა.
-საბა აქ ხარ? სიჩუმე იდგა, მაგრამ ხელების ყრუ ბრახუნი შემოესმა და ხმას მიყვა.
-საბა თუ გესმის ჩემი ხმა მითხარი რომ ხმას სწორად გამოვყვე.
-მესმის ხმა უკვე ახლოდან, პირველ კართან მოდი ურდულით არის დაკეტილი. მიაგნო ბაჩომ რკინის ურდულით გადაკეტილი კარი და გააღო, ბაჩო გაოცებული უყურებდა ქეთის რომელიც საბას ხელით მოყავდა.
-აქ როგორ მოხვდით ან რას აკეთებდით აქ ორივე ერთად.
-გავიდეთ აქედან და ყველაფერს გეტყვით, კარი როგორც იყო დაკეტილი ისე დაკეტე რომ არ იეჭვოს ვინმემ სხვისი ყოფნა.
-დავკეტე და უნდა ვიჩქაროთ, შესაძლებელია დაბრუნდნენ.
-ბაჩო აქ ხალხი ყავთ და უნდა გავიყვანოთ.
-ახლა არა, საბა საკმარისი ძალა არ ვართ. საჩქაროდ დატოვეს სარდაფი და უცნაური ადგილსაც გაეცალნენ, ქეთი საბას გვერდით იყო და არ იმჩნევდა, მაგრამ საგრძნობლად იყო შეშინებული, ალექსანდრემ შეხედა და უთხრა.
-აქ რა გინდოდათ, ვინმეს გამოყევით?
-მე გამოვყევი ცოტნეს და მის მეგობარს, განყოფილებაშიდაც იყო ის მეგობარი მოსული რომელსაც ცოტნემ გაუბრაზდა იქ მოსვლის გამო და მივხვდი რაღაც ჰქონდათ ჩაფიქრებული.
-ქეთი მარტო რატომ გაყევი, რომ შეემჩნიე ცოტნეს?
-არავის შეუმჩნევივარ, მაგრამ იმ სარდაფში რაღაც დიდი სიბინძურე ხდება.
-ცოტნეს უნდა ერიდო, მასთან ერთად როცა იქნები მისი მოწოდებული არაფერი არ აიღო, გესმის?
-რთული იქნება, მე მისი გამოხედვის მეშინია ბაჩო.
-შენ მარტო არასდროს არ ხარ, შენს სიახლოვეს ყოველთვის არის ერთი, უკეთესია არ იცნობდე ვინც შენთან სიახლოვეს იქნება, მაგრამ საბა დღეს ქეთის მარტო დატოვება შეუძლებელია და მასთან დარჩი. ალექსანდრე შმაგის მიუბრუნდა და უთხრა.
-როგორ არის შმაგი ვასო და მარიო, როგორ ფიქრობ შევძლებთ მარიო ავალაპარაკოთ ცოტნეზე რამე რომ გვითხრას.
-ჯერ კიდევ ორივე საავადმყოფოი არიან, ვფიქრობ მარიო უნდა ავიყვანოთ, ასევე ვასოც.
-მეც მასე ვფიქრობ, რომ ცოტნესგან დავიცვათ და ამიტომ საავადმყოფოდან ორივეს განყოფილებაში ავიყვანთ რომ ორივე ნარკოტიკზე დავაკავეთ.
-მე კი სულ სხვა რამეზე ვფიქრობ. თქვა მონიკამ და ალექსანდრეს შეხედა.
-თქვი რასაც ფიქრობ და ყველა ვერსია განვიხილოთ.
-რადგან ვასომ იცის ჩვენ მის სიახლოვეს ვართ და მას ვიცავთ, უნდა გაუშვათ ორივე, რა თქმა უნდა ეს ვასოს ეცოდინება შეთანხმებულად გავაკეთებთ, ასე გავიგებთ ცოტნე მათ უთვალთვალებს და რას მოიმოქმედებს როცა ორივეს გარეთ დაინახავს.
-მომწონს მონიკას აზრი და ასე გავაკეთოთ და უფროსს უნდა შეუთანხმდეთ ალექს.
-ჩემი აზრით უფროსთან არ შევალთ.
-რატომ?
-რატომ, ცოტნეს ვიღაც ყავს ჩვენს სიახლოვეს და ჩვენი ყველა ნაბიჯი იცის, ამიტომ გვასწრებს ყოველთვის წინ რამდენიმე ნაბიჯით და ფაქტები ხელთ არ გვაქვს, ვფიქრობ საიდუმლოდ დავტვოთ ეს გეგმა და ჩვენ მივხედოთ ცოტნეს და მის ხალხს.
-იმიტიმ ვერ ვაკავებთ ამ ნაგავს.
-თუ მოხდა და ცოტნე დავიჭირეთ, გოგიტასაც ავალაპარაკებთ და ის ყველაფერს იტყვის მას სხვა გზა არ აქვს იცის რომ იქ სადაც არის ძალიან დიდი ხნით დარჩება.
-კარგი აზრია და ვასო უნდა ვნახოთ, მაგრამ როგორ ვნახოთ მას რომ დაველაპარაკოთ.
-ონისე, დაურეკოთ ონისეს და დაველაპარაკოთ, რადგან ჩვენ ვერ გამოვჩნდებით.
-კარგად დავგეგმეთ მომწონს დღევანდელი შეხვედრა და ახლავეს დაურეკე ბაჩო და ხვალვე ავუხსნათ ვასოს ჩვენი გეგმის შესახებ. ბაჩომ ონისეს ნომერი იპოვა ტელეფონში და მიუხედავად ძალიან ადრე იყო ონისემ პირველივე ზარს უპასუხა.
-გისმენთ.
-დილა მშვიდობის ბ-ნო ონისე პოლიციელი ბაჩო ვარ.
-ვიცი, ვიცი თქვენი ნომერი ჩანიშნული მაქვს, ვასოს ხომ......
-ვასო კარგად არის, განყოფილებაში უნდა მოხვიდეთ კომისარს სურს თქვენთან გასაუბრება.
-კი, კი მოვალ არ დამაგვიანდება, მალე ვიქნები ადგილზე.
-მადლობა და ბოდიში რომ გაგაღვიძეთ.
-გათენდა კიდეც და უკეთესია ჩვენც განყოფილებაში წავიდეთ, საბა ქეთი წაიყვანე და წადით თავი მოიწესრიგეთ, შმაგი გაატანე შენი მანქანა. საბა და ქეთი წავიდა, ოთხივემ განყოფილების კიბეები შეწყობილად აიარა და დაცვის თანამშრომლები გაოცებული უყურებდნენ დილა ადრიან მოსულ კომისარს თავისი გუნდის წევრებით. კარგად გათენებული იყო ონისე უკვე კომისარის კაბინეტში რომ შევიდა ბაჩოსთან ერთად და ალექსანდრეს უთხრა.
-კომისარო, ვასოს მეგობარი ონისე საშურაშვილი. ალექსანდრემ ფეხზე წამოდგა და ონისეს ხელი ჩამოართვა, შემდეგ მონიკას შეხედა და უთხრა.
-ცხელი ყავა არცერთს არ გვაწყენს, მოიტანე და მოდი. მონიკა გავიდა და რამდენიმე წუთში ცხელი ყავის გამაოგნებელი სურნელით აივსო ოთახი, ყავა ყველას ესიამოვნა და ალექსანდრემ გარკვევით აუხსნა ონისეს თავიანთი გეგმა და ონისე რამდენიმე საათში უკვე ვასოსთან იყო რომელმაც თავად ესაუბრა ალექსანდრეს ვიდეო თვალით.
-დილა მშვიდობის ჩვენი გმირო, კარგად უნდა იყო რადგან ჯერ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და უნდა გითხრა ჩვენს წინ უსასტიკესი პიროვნება დგას რომლის ფაქტზე აყვანა ძალიან რთულია, უნდა დაგვეხმარო ვასო.
-ამიხსნა მეგობარმა თქვენი გეგმის შესახებ და თანახმა ვარ, მხოლოდ ეს არა ადამიანები გავწმინდოთ და მოვიშოროთ, მაგრამ არ ვიცი მარიოს როგორ დავითანხმებთ მას ცოტნესი ძალიან ეშინია.
-კარგია, მომწონხარ და მარიოსთან რამეს გავხდებით ერთმანეთთან შეთანხმებით. ონისე იმ დღეს ისევ მივიდა ალექსანდრესთან და გაოცებულმა შეხედა ალექსანდრემ.
-რა მოხდა, ვასომ გადაიფიქრა ჩვენი დახმარება?
-არა, კომისარო ვასო ისევ იმავე აზრზე არის, მაგრამ ნარკოტიკი რაც დაიკარგა თანხის გადახდას ითხოვს ის ნაგავი, ვასოს კი არ შეუძლია ამ თანხის გაღება, ის შეურაცხადი არის და შესაძლებელია მათ რამე დაუშავოს.
-რას ამბობ, ეს ხომ ძალიან დიდი თანხა არის.
-ასეა, მაგრამ ითხოვს და ისინი ამ თანხას ვერ ჩააბარებს.
-დამშვიდდი, მივყვეთ გეგმას და ყველაფერი გამოგვივა.
-დღეს შესაძლებელია დაითხოვოს ექიმმა და ვასოს ჩემი მანქანა დაუტოვე, იმედია თქვენი ხალხი იქ არიან. შმაგი და საბა უთვალთვალებდა ვასოს შორიდან, ვასო შუადღის 2სთ-ზე გამოვიდა საავადმყოფოდან მარიოსთან ერთად, გასაღები მანქანის მარიოს მისცა და ერთად წავიდნენ.
-ცოტნეს ელაპარაკე, რა გითხრა თავისუფლები ვართ?
-ჩემზე უკეთ იცნობ ცოტნეს და როგორ ფიქრობ ასე ადვილად გაგვიშვებს? რაც შეეხება ჩვენს პოლიციას მათ ერთი საათიც არ დაუტოვებივართ და ვფიქრობ თუ დავეხმარებით ჩვენც გადავრჩებით ცოტნეს რისხვას.
-მეც ვფიქროვ უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ცოტნე.......
-ცოტნე უნდა ჩაბარდეს მარიო რომ ჩვენზე დევნა შეწყვიტოს, გაქვს თანხა რომ გადაიხადო იმდენი რასაც ითხოვს? მე ვერ გადავიხდი, არ შმიძლია.
-საიდან გადავიხადო ვასო და როგორ. გაოცებულმა შეხედა მარიომ და მის ტელეფონს დახედა, მაგრამ არ უპასუხა, დიდი სიჩქარით მიდიოდა, მხოლოდ შუქნიშანთან გაჩაერა და გვერდით მინებ დაბურული შავი ჯიპი დაუდგა, ტელეფონი არ ჩერდება, ნომერი უცხო არის და არ პასუხობს, მაგრმ მის გვერდით მდგარი ჯიპიდან უცნობმა მამაკაცმა ტელეფონით ანიშნა აიღეო და ისიც იძულებული გახდა უცნობი ზარისთვის ეპასუხა.
-გისმენთ.
-შენს წინ რომ თეთრი მერსედესი დგას, ხედავ?
-ვხედავ.
-კარგად დააკვირდი და კადრები დაიმახსოვრე. მარიომ მის წინ მდგარ მერსედეს შეხედა და მოულოდნელად მანქანა აფეთქდა, შეშინებული უყურებდა ცეცხლის ალში გახვეულ მანქანას და ისევ უცნობს გახედა.
-რა მოხდა, არ ელოდი? მარიო ხმას არ იღებდა, უცნობი კი იცინოდა და აგრძელებდა საუბარს.
-გესმის ჩემი ხმა? შიშისაგან მარიო ვეღარ ლაპარაკობდა და ვასო მარიოს უყურებდა.
-ვიცი გესმის ჩემი ხმა, ვერც მან გადაიხადა მოსატანი თანხა ჩემო მეგობარო, კიდევ ორ დღეს გაძლევ, თანხას მოიტან და თავისუფალი ხარ. უცნობმა მარიოს თვალი ჩაურა, სათვალე გაისწორა და წავიდა.
-შენ კიდევ ცოტნეზე ფიქრიბ, მარიო ხედავ შენს ცოტნეს ცოცხლად დაწვა ადამიანი.
-არა, არა, არა, მისი ნდობა არ შეიძლება, მე მზად ვარ ახლავე ვნახო ის პოლიციელი და დაველაპარაკო.
-ჩვენ შეგვიძლია ცოტნე გავანადგუროთ და სხვები გადავარჩინოთ.

იჯდა თავის მაგიდასთან გარინდული და თითქოს იძირებოდა სადღაც ბნელ უფრსკულში, მიდიოდა სიბნელეში და უძირო უფსკრულის თავზე მარტო იდგა, ხედავდა რომ სიბნელეს დასასრული არ უჩანდა, წყვდიადი თანდათან საშიში ხდებოდა და სიბნელეს შეშინებული უსმენდა დაღლილი სულით. თავის ტკივილი, გულის ფრიალი ერთმანეთს ენაცვლებოდა და როცა ძლიერმა თავის ტკივილმა შეაწუხა წასვლა ითხოვა რამოდენიმე დღით, მონიკამ შეხედა და უთხრა.
-წადი დაისვეე გადაღლილი ხარ და ძალების აღდგენა გჭირდება ქეთი. მიდიოდა ქეთი და გრძნობდა უკან ვიღაც მოყვებოდა, უკან არ მიიხედა, მაგრამ ფეხს აუჩქარა, უცნობმა კი გადაასწრო და წინ დაუდგა.
-გამარჯობა ქეთი. ქეთიმ შეხედა უცნობს და არ ეცნობოდა მამაკაცი, მაგრამ პასუხი გაბედულად დაუბრუნა.
-გამარჯობათ, ვიცნობთ ერთმანეთს თუ გაცნობის ახალი წესია და მე არ ვიცი.
-მე გიცნობთ, დაღლილი ხართ და შემიძლია დაგეხმაროთ.
-გმადლობთ, მე დახმარება არ მითხოვია თქვენთვის.
-დამშვიდდი, ნამდვილად დასვენება გჭირდებათ რადგან ნერვებს ვერ აკონტროლებთ და ეს თქვენი სამსახურიდან გამომდინარე ხდება.
-ვინ ხართ ჩემს ცხოვრებაში ხელებს რომ აფართხალებთ.
-მნიშვნელობა არ აქვს მე ვინ ვარ, მნიშვნელობა აქვს ვის უნდა თქვენი ნახვა.
-არსად არ მოვდივარ და საერთოდ ცნობისთვის უცხოებს არ ვეკონტაქტები. ქეთიმ წასვლა დააპირა, მაგრამ უცნობმა მკლავზე ხელი მოკიდა და უნდოდა ძალა გამოეყენებინა, მაგრამ ქეთიმ ხელი გადაუგრიხა და უცნობი ძირს დასცა.
-არ გაბედო და გზაზე არ გადამეღობო, გაიგე?
-ქეთი გაუშვი, ჩემი გამოგზავნილია. ქეთიმ უკან მიიხედა და შავი ჯიპის ღია კარიდან ცოტნე უყურებდა.
-გამარჯობა უფროსო.
-როგორ ხარ, ძალიან დაღლილი ხარ და დასვენება არ გაწყენდა. ქეთიმ ხელი შეუშვა უცნობს და ცოტნეს მიუბრუნდა.
-რამდენიმე დღე ვისვენებ და კარგად ვიქნები.
-ქეთი არ გინდა შენი ცხოვრება შეცვალო, შენი სტრესი რასაც სამსახურში გადიხარ და დაღლილობა რომელიც ახლა გაქვს მოიხსნა და სრულიად მშვიდი ცხოვრება გქონდეს? ქეთი დუმდა, მხოლოდ ცოტნეს უყურებდა და გრძნობდა გვერდიდან გაბრაზებულ მზერას რომელიც სახის ნახევარს უწვავდა და გაოცებულმა უთხრა ცოტნეს.
-მთელი ცხოვრება სასწაულს ველოდები, მაგრამ ცხოვრებაა თავად სასწაული.
-რას გულისხმობ სასწაულში, ვერ გავიგე ქეთი.
-თქვენ, თქვენ გგულისხმობთ უფროსო, რადგან თქვენ შეცვალეთ ჩემი გეგმები და რაც სტრესი მქონდა გააქრეთ.
-კარგია თუ რამეში დაგეხმარეთ, მაგრამ მე უკეთესი გეგმები მაქვს, მხოლოდ რამდენიმე დღე უნდა მოგწყვიტო თქვენს ყოვლდღიურობას.
-რამდენიმე დღე რომელიც თავისუფალი ვარ, მხოლოდ ჩემს თავს მინდა მივუძღვნა.
-მაშინ გთავაზობ დღეს საღამოს შევხვდეთ და ძალიან კარგ ადგილზე წაგიყვან. ქეთის შინაგანად ეშინოდა, მაგრამ იმ წუთებში ძლიერ ქალად გრძნობდა თავს და ცოტნეს წინ ქედმაღალი იდგა. არ დაფიქრებულა ცოტნეს შეხვედრაზე დასთანხმდა, შეხვედრის დრო და ადგილი დათქვეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ შეხვედრამდე. ქეთი გრძნობდა ვიღაც თვალს არ აშორებდა და ისევ იმ ტემპით გააგრძელა გზა, ბინაში შევიდა თუ არა საბას დაურეკა, მაგრამ საბამ მათი შეხვედრის შესახებ უკვე იცოდა. მოსაღამოვდა და ქეთი დათქმულ დროზე მივიდა შეხვედრის ადგილზე, ცოტნე უკვე იქ იყო და ელოდა. ქეთი გამომწვევად იყო ჩაცმული და ცოტნესთან ერთად უამრავი უცნობი მამაკაცი ურცხვად ათვალიერებდა მის მოშიშვლებულ დეკოლტეს. ცოტნემ მოსაწევი მიაწოდა ქეთის მაგრამ უარი მიიღო, მოსაწევზე უარის შემდეგ მოახერხა და სასმელში მსუბუქი დოზით ნარკოტიკი გაურია, რაც ქეთის მახვილ თვალს შეუმჩნეველი არ დარჩენია, ამიტომ სასმელზედაც უარი თქვა. გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ თავაზიან ყოფილ უფროსს რომელიც იმ წუთებში თვალებჩასისხლიანებულ ცივსისხლიან მკვლელს უფრო ჰგავდა. ქეთი არ მორიდებია ცოტნეს და პირდაპირ კითხა.
-ჩემგან რას ითხოვ ცოტნე.
-ქეთი ველოდი შენგან ამ კითხვას, გიცნობ და ვიცი როგორი თავაზიანი გოგო ხარ, მაგრამ თუ არ გინდა დღევანდელი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდეს და ყველამ ნახოს, უნდა დამეხმარო.
-რაში გჭირდება ჩემი დახმარება მუქარა საჭირო არ არის, ისედაც დაგეხმარები თუ ჩემს ძალებს აღემატება.
-მინდა ორი ადამიანი გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან და რაც გინდა მთხოვე, სადაც გინდა დაადე ხელი და უზრუნველად იცხოვრებ.
-ვინ არის ორი ადამიანი ასე ძალიან რომ გეზიზღება.
-პირდაპირ გეტყვი, ალექსანდრე და ბაჩო.
-რას ერჩი ამ ხალხს, რატომ გინდა ისინი მოიშორო, ისინი შენ არ გერჩიან და ნურც შენ ერჩი მათ.
-ალექსანდრე ჩემს ადგილზე ზის.....
-დაგვიწყებიათ რაღაცეები, ეს თქვენ იყავით ალექსანდრეს ადგილზე და ის დაბრუნდა....
-მაგრამ არ უნდა დაბრუნებულიყო, დაბრუნდა და უნდა გავაქრო. დამეხმარები?
-ვთქვად დაგეხმარე, რა ბედი მეწევა მე.
-შენზე ჯერ არ მიფიქრია.
-მე ვიფიქრე გაგრძელება როგორიც იქნება, გინდა გითხრა?
-მითხარი აბა....
-მათ შემდეგ ჩემი ჯერიც დადგება და მეც მათ გზას გამიყენებ, სხვა დასასრულს ვერ ვხედავ.
-დასასრულზე ჯერ არ მიფიქრია, მაგრამ დასაწყისი ძალიან საინტერესოა.
-თქვენმა მეუღლემ იცის თქვენ რას საქმიანობთ და რითი ხარ დაკავებული?
-ჩემმა მუღლემ ისეთი მიმიღო და შემიყვარა როგორიც ვარ, ამიტომ ვაბედნიერებ მას ყოველი კვირის ბოლოს წითელი ვარდებით და ძვირფასი სამკაულებით, მაგრამ ეს ბოლო დრო ძალიან მოწყენილია და არაფერი არ ახარებს.
-რატომ, მასაც აწყენინეთ?
-ის დღემდე ქალიშვილის მოლოდინშია, მეც ყოველ დღე ვპირდები რომ მხოლოდ მე შემიძლია ანანოს პოვნა და ვიპოვი.
-პოლიცია არ გჭირდებათ, რადგან თავად იცით სადაც არის მისი ანანო.
-ეს ვინ გითხრა ან საიდან იცი. გაფითრდდა ცოტნე და ქეთის გაოცებული უყურებდა.-არავინ არ მითხრა, თქვენი ნათქვამიდან მე სწორად გავიგე, რადგან თქვენს თვალებში შიში დავინახე ესე იგი მე გამოვიცანი თქვენი ჩაფიქრებული გეგმა.
-ხვალ შევხვდებით, ახლა თავისუფალი ხარ. ცოტნე ფეხზე წამოდგა და ამით ანიშნა ქეთის რომ წასვლის დრო იყო, ქეთი წასასვლელად მოემზადა და ცოტნეს თვალებში შეხედა.
-სად და როდის უნდა შევხვდეთ ერთმანეთს.....
-სად და როდის მოგვიანებით მოგწერ და ისე გაკაეთებ როგორც მე გეტყვი, პირადად დაგიკავშირდები. ქეთიმ ცოტნეს წინ გაიარა და ცოტნემ წელში ხელი შეუცურა, ყურზე თმა გადაუწია, თვალებში ჩააშტერდა და ზიზღნარევი ხმით უთხრა.
-დაიმახსოვრე, მჭირდები და ჩემს ზარს არ უპასუხებ მწარედ განანებ ჩემთან დაახლოებას.
-ცოტნე გინდა შენი თავი ძლიერი მაჩვენო ამ დამუქრებებით, მაგრამ ქალებზე შენი სიძლიერის გამოჩენა არ გამოგაჩენს ძლიერს.
-ნუ მეთამაშები სიტყვებით, ქეთი შენ რა შეგიძლია დღეიდან შეგხედავ, მაგრამ მე რა შემიძლია ეს უკვე დიდი დროა რომ ვიცი. ქეთი მიხვდა, რომ ცოტნეს გავლენის ქვეშ მოექცა და ეს დავალება მას უნაკლოდ უნდა შეესრულებინა, ამიტომ ყველაფერზე დასთანხმდა და იგი მზად იყო მეორედაც შეხვედროდა ცოტნეს.
-გადავიფიქრე შენი გაშვება, უკეთესია ჩემთან დარჩე ეს რამოდენიმე დღე.
-შენთან დავრჩე, შენს სახლში?
-არა, სასტუმროში ცალკე ნომერში. ქეთი დათანხმდა და დარჩა სასტუმროში, ვერ გამოიცნო ცოტნეს ჩანაფიქრი, მაგრამ მისი ერთგულების დასამტკიცებლად იქ ყოფნა იყო აუცილებელი და არ შეშინებია, არც ალექსანდრეს და ბაჩოს ეშინოდა ქეთის მაგრამ საბა განიცდიდა ძალიან და იცოდა მთი შეხვედრის ადგილი საბა სიბნელეში იდგა და ელოდა, მაგრამ რომ დააგვიანდა ალექსანდრეს დაურეკა.
-ნუ ნერვიულობ, ქეთი არ დაიბნვა იცის რასაც აკეთებს.
-ხმა აღარ ისმის მისი უფროსო.
-ეს ნიშნავს მან საშიშროება იგრძნო და მოსასმენი მოიხსნა, წარმოიდგინე ცოტეს მრისხანება ის მოსასმენი რომ შეემჩნია ჩვენ ქეთის შველას ვერც მოვასწრებდით. სამი დღე ელოდნენ ქეთისგან ნიშანს, სამი დღის განმავლობაში რამდენიმე ქურდობა და ძარცვა მოხდა, ასევე მკვლელობა სადაც ქეთიც ფიგურირებდა. არ ეშინდათ ქეთის მაგრამ სამი დღის დუმილით უკვე ანერვიულდნენ და გადაწყვიტეს ქეთი ეპოვათ, მაგრამ ქეთიმ მოახერხა და საბას დაუკავშირდა.
-საბა ქეთი ვარ....
-ქეთი როგორ ხარ....
-მომისმინე დრო საერთოდ არ მაქვს, ცოტნეს ცოლის ქალიშვილი ყავთ სადღაც ჩაკეტილი....
-ცოტნეს გერი?
-ცოტნეს გერი და უნდა იპოვოთ, იმ სარდაფში უნდა ჩახვიდეთ საბა......
-კარგი, კარგი რამეს მოვიფიქრებთ, მაგრამ შენ........ ტელეფონი გაითიშა და ქეთის ხმაც გაწყდა, რადგან ქეთიმ ცოტნეს საშინელი ღრიალი გაიგონა და მასთან მივიდა.
-რა გჭირს, რა მოხდა. ცოტნეს თავზე შემოეჭიდა ორივე ხელები და განწირული ხმით ღრიალებდა.
-საშინლად მტკივა..... ქეთიმ ტელეფონი აიღო და უნდოდა დახმარება გამოეძახა, მაგრამ ცოტნემ ხელიდან წაართვა ტელეფონი და უთხრა.
-რას აკეთებ, ვის ურეკავ.
-ექიმს დაურეკავ, ხომ ხედავ რა მდგომარეობაშიც ხარ.
-არა, არა, არა, არ მჭირდება არც საავადმყოფო და არც სასწრაფო თავად გამივლის, განა პირველია ეს გაუსაძლისი ტკივილი.
-არ ვიცი როგორ უძლებ, მაგრამ უკეთესი იყო ექიმმა გნახოს.
-არ მინდა, გამივლის.
-მაშინ შეეცადე რომ დაისვენო. ცოტნე ჩაწყნარდა და რამდენიმე წუთის შემდეგ ქეთის მიუბრუნდა.
-ქეთი შენთან სიახლოვე მამშვიდებს, შენთან მინდა დავრჩე.
-რას ამბობ, ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით......
-ქალი რომ მომეწონოს, მასთან სიახლოვე მინდოდეს უნდა შეუთანხმდე მასთან დავწვე თუ არა?
-ეს ძალადობაა, როცა ქალი თანახმა არ არის და მისი სურვილის წინააღმდეგ ცდილობს მამაკაცი მასთან დაახლოებას. ცოტნემ გულიანად გაიცინა და ქეთის შეხედა, ქეთიმ კი თემა შეცვალა.
-რას ეძებ შენს ცხოვრებაში, ცოტნე ცოლი გყავს და რაც მთავარია ფული გაქვს, რატომ გიზიდავს არეული ცხოვრება ან არ მოგბეზრდა?
-იმ სახლში გული აღარ ჩერდება სადაც გგონია ცოლი გყავს და გელოდება, შენთან წევს ქალი ვინც საკუთარ თავზე მეტადაც კი გიყვარდა ერთ დროს, მაგრამ ის სხვაზე ფიქრობს.
-სხვაზე თუ ფიქრობს, მაპატიე მაგრამ ეს თქვენი სისუსტე არის რადგან ვერ შეძელით ის სხვა დაგევიწყებინათ მისთვის და გამოდის სხვის თვალში ხართ წყვილი.
-ასეა, მართლა ვერ შევძელი დაევიწყებინა ის მამაკაცი ვინც მე მძულს და ყველა მძულს ვინც გზაზე გადამეღობება.
-საინტერესო და ამავ დროულად საშიში პიროვნება ხართ.
-ჩემთვის ფული არ არის საინტერესო, ჩემთვის ყველაზე მთავარია დღეს რაზედაც ვფიქრობ როგორ ჩამოვიშორო ის ორი და ყველა კანონ გარეშე საქმეს ჩამოვშორდები.
-არ გეშინია?
-რისი უნდა მეშინოდეს ან ვისი, შენი? ქეთი მე ვერავინ ვერ შემეხება, მე დიდი ზურგი მიცავს, ძლიერი ვარ მაღლიდან მიცავს მფარველი ანგელოზი, მაგრამ ის ანგელოზი განყოფილებაში ზის.
-არავის გეშინია რადგან გიცავს ვიღაც, მაგრამ მე ხომ ფაქტები მაქვს ხელთ რაც ამ სამ დღეში მოხდა, არც ჩემი გეშინია?
-არა, შენი საერთოდ არ მეშინია, რადგან თუ რამეს იტყვი შენც ჩემთან ერთად ჩაიძირები და ვიცი ეს არ გინდა, ჩემგან კი იმდენ თანხას აიღებ რასაც აიღებ ხუთი წლის მანძილზე შენი ხელფასით.
-აქ კიდევ როდემდე უნდა ვიყო.
-ეს შენზე არის დამოკიდებული.
-მითხარი რა უნდა გავაკეთო.
-ერთ ქალს უნდა შეხვდე.
-ქალს უნდა შევხვდე?
-ქალს უნდა შეხვდე და ეს შეხვედრა ხვალ უნდა მოხდეს.
-ვინ არის ეს ქალი თქვენთვის.
-კითხვების დასმა ამოიწურა, ყურადღებით მომისმინე.შეხვედრის ადგილს მოგწერ და თანხაზე მორიგდებით, თანხას აიღებ და შემდეგ გეტყვი რა უნდა გააკეთო.
-გამოდის დღეს შემიძლია წავიდე.
-შენი აქ ყოფნის დრო ამოიწურა, დღეს წახვალ და თავს მოიწესრიგებ, ქალი ვისაც უნდა შეხვდე ყველა ქალში ყველა წვრილმანს მიკროსკოპით ხედავს და რას იზამ, თანახმა ხარ მასთან შესახვედრად? სამყარო გაირინდა, თითქოს ყველაფერმა შეწყვიტა სუნთქვა, წამიერი დუმილი და ერთმა წამმა ძალიან რთულად გაიარა როცა ქეთის ხმა გაიგონა.
-სულ ეს არის რაც უნდა გავაკეთო?
-სულ ეს არის და ნუ გგონია მარტივი.
-თანახმა ვარ. ცოტნე გაჩუმდა და ქეთის თვალს არ აშორებდა, შემდეგ კი უთხრა.
-რას აკეთებ, იქნებ ხაფანგს გიგებ და შენს თავს არ უფრთხილდები? გამომცდელად შეხედა ქეთის და მის თვალებში ამოიკითხა საბოლოო პასუხი.
-,, მე მზად ვარ გაუძლო რთულ გამოცდას.''
-წადი, ჩემგან თავისუფალი ხარ ქეთი.
-ეს რა იყო, გამომცადე გაინტერესებდა დაგთანხმდებოდი თუ არა?
-არა, შეხვედრაზე წახვალ, მაგრამ შენ დაამტკიცე რომ ხარ ძლიერი და ერთგული მეგობარი.
-გასაგებია. ქეთი წავიდა, თავი იგრძნო თუ არა სამშვიდობოს საბას დაურეა, მაგრამ საბას ვერ დაუკავშირდა და პირდაპირ ბინაში წავიდა, პირველი რაც გააკეთა წყალი ჩართო და სააბაზანოში შევიდა და უკვე კარგად გაქაფული იყო ტელეფონის ხმა რომ გაიგონა, მაგრამ ვერ უპასუხა და რამდენიმე წუთში კარზე ზარის ხმაც გაიგონა, ქაფიან სხეულზე ხალათი შემოიმცვა და კარი გააღო, კართან საბა იდგა.
-შემოდი და 5 წუთი დამჭირდება, შემდეგ ყველაფერს მოგიყვები. ისევ სააბაზანოში შევიდა ტანზე შემშრალი ქაფი ჩამოიბანა და თავზე პირსახოცშემოხვეული გავიდა, მაგრამ საბა სააბაზანოს კართან დახვდა და ქეთის ვნებით სავსე თვალებით უყურებდა. ენა დაება და ვერაფერი ვეღარ თქვა, საბა მიუახლოვდა წელზე ხლი შემოხვია და მისი სველი სხეული თავისივე სხეულზე აიკრა. ორი სხეული რომლებიც ერთმანეთისკენ ისწრაფის იმ წუთში ჩამქრალი ვულკანივით იყო რომელიც წუთი წუთზე ამოხეთქავდა. ქეთის სხეული საბას ხელბში თრთოდა, მის თრთოლვაზე საბა სიამოვნების ზენიტში იყო, არასოდეს უკიცნია მამაკაცისთვის და თავბრუსხვევა იგრძნო როცა საბას ბაგეები შეეხო.
-ქეთი მინდიხარ. გაიგონა საბას ხმა და მუცელში ყველაფერი შეირხა, სხეული გაუცხელდა და თავის თავს ვეღარ ცნობდა. საბამ ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა, ტკივილისაგან გაბრუებული ისევ საბას კოცნამ მოიყვანა გონს და ტკივილიც სიამოვნებამ ჩაანაცვლა, როცა ბოლო ხმაზე აკვნესდა ვნების ტალღა ნელა ნელა ჩაცხრა და ორივეს ერთმანეთზე მიკრულებს ჩაეძინათ. გვიან ღამე იყო ტელეფონის ხმამ რომ გააღვიძა და საბას ხელებიდან თავი დაიხსნა, ტელეფონი გახსნა და ნამძინარევი ხმით უპასუხა.
-გისმენთ.
-გაგაღვიძე, მაგრამ შეხვედრის შემდეგ განყოფილებაში დაბრუნდები და რაც გინდა გააკეთე, მაგრამ ალექსანდრე და ბაჩო ერთად უნდა გამოვიდეს განყოფილებიდან. ქეთი ეს ორი დღეს საღამოს უნდა მოკვდეს, გასაგებია?
-ვერ ვიზამ, არ გამომივა, ვერ შევძლებ.
-ყველა ვიდეოს პოლიციაში მივიტან, იცოდე ვიდეოში მე არსად ვჩანვარ შენ ხარ ყველა კარდში დაფიქსირებული.
-მიიტანე და მეც მაქვს შენზე ფაქტები.
-პირს მოკეტავ მანამ, სანამ შენთან დასაკითხად მოვლიან და იმედია ეს არ გინდა მოხდეს, შენ ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. საბამ ანიშნა ქეთის დაეთანხმეო და დიდი ფიქრის შემდეგ ჩურჩულით უთხრა ცოტნეს.
-კარგი, თანახმა ვარ. ტელეფონი გათიშა და საბას მიუბრუნდა, თვალებში ცრემლი ჰქონდა და უთხრა.
-კიდევ რა ფაქტი გვჭრდება მის დასაჭერად საბა.
-შეხვედრაზე წადი და რაც გითხრას გააკეთე, დღეს არის გადამწყვეტი დღე.
-ფიქრობ მალე დასრულდება მისი მბრძანებლობა?
-არ ვფიქრობ, ვიცი რომ დღეს უნდა დასრულდეს.
-რატომ ხარ დარწმუნებული, რამე იცი?
-არა, არაფერი ვიცი, უბრალოდ ვგრძნობ.
-გთხოვ ფრთხილად იყავი, ის უმართავია როცა ბრაზდება.
-ვიცი და ახლა უნდა წავიდე, საღამოს გნახავ.
-ფრთხილად გადი შესაძლებელია გითვალთვალებდეს მისი კაცი.
-ჩემზე არ ინერვიულო, შეგეხმიანები. იცოდე შენ მარტო არ ხარ, სადაც არ უნდა იყო შენს სიახლოვეს ყოველთვის არიან. უკვე კართან იყო მისული ქეთიმ ფრთხილად გადაწია ფარდა და საბას უთხრა.
-არ გახვიდე, შენს მანქანას ვიღაც უტრიალებს.
-არ წავალ მანქანით, აქ დავტოვებ. საბა წავიდა და პირდაპირ ალექსანდრესთან მივიდა, ქეთიმ საბას ტელეფონში რამდენიმე ვიდეო გააგზავნა, ალექსანდრემ ყველა ვიდეო ნახა და შემდეგ თქვა.
- ასეც ვიცოდი, ვგრძნობდი რომ ანანო შენთან იყო, ყოჩაღ ქეთი ეს მნიშვნელოვანი ფაქტია და როგორ გადაიღო რომ დაენახა, მაოცებს ეს გოგო.
-ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით მასზე, უფროსო რას ვაკეთებთ.
-ანანო უნდა დავიხსნათ და გავანთავისუფლოთ სად არიან სხვები, გავდივართ.
-სად მივდივართ მარტო მე და თქვენ, დაველოდოთ სხვებს.
-ვერ დაველოდევით საბა რადგან შესაძლებელია გოგო სხვაგან გადაიყვანოს. ალექსანდრემ ტელეფონით უთხრა ბაჩოს სადაც მიდიოდა და ბაჩომ რაზმი გამოიყვანა, ერთ საათში ნაცნობ ადგილზე იყვნენ და უხმოდ, უხმაუროდ აიყვანეს კართან მდგარი დაცვა. სარდაფის კიბეებზე პირველი ალექსანდრე ჩავიდა და დაიძახა.
-არის აქ ვინმე? სიჩუმეს ყური დაუგდო, ქალის ხმა გაიგონა გარკვევით, მაგრამ საიდან მოდიოდა ხმა ვერ მიხვდა და კიდევ დაიძახა.
-არის აქ ვინმე, გამომეხმაურეთ რომ მოგაგნოთ სად ხართ.
-აქეთ, აქეთ მოდით. ალექსანდრე ხმას მიყვა და ერთ კარზე ბოქლომი დაინახა, იმ კართან მივიდა და ძლიერად დააბრახუნა.
-აქ ხართ ვინმე?
-აქ ვართ, დაგვეხმარეთ აქედან გავიდეთ.
-უკან დაიხიეთ, კარს მოშორდით. საბამ საკეტს ესროლა და საკეტი გატეხა, ხელი კრა კარს და გააღო.
-არ შეგეშინდეთ, პოლიცია მოვიდა თქვენს გადასარჩენად.
-გაგვიყვანეთ აქედან, აქ ძალიან დასუსტებული ხალხი წევს, მათ უნდა ვუშველოთ პირველად, ექიმიც დაგვჭირდება.
-თქვენც გჭირდებათ დახმარება, პირველი რაც უნდა გაკაეთოთ უნდა დამშვიდდეთ.
-მე კარგად ვარ, მათთან შედარებით მე კარგად ვარ.
-ანანო რომელია. იკითხა ალექსანდრემ და მის წინ მდგარ შავთვალება გოგონას შეხედა.
-ანანო მე ვარ და გავიყვანოთ ეს ხალხი აქედან, შემდეგ ვისაუბროთ. სარდაფიდან ყველა გამოიყვანეს, იქ მყოფი დაცვა განყოფილებაში წაიყვანეს, დასუსტებული ხალხი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
-ყველაფერი დასრულდა,როგორც ვვარაუდობდი. თქვა საბამ და გაღიმებულმა შეხედა იქვე მდგარ ალექსანდრეს, მაგრამ მის სახეზე ღიმილი გაოცებამ შეცვალა როცა შეხედა ცოტნეს რომელსაც ხელში იარაღი ჰქონდა და ალექსანდრესკენ მოდიოდა, მიხვდა ცოტნეს ჩააფიქრს და ალექსანდრეს წინ გადაუდგა, ბოლო რაც იყო სროლის ხმა გაიგონა და ძლიერი ბიძგი იგრძნო, ალექსანდრეს ხმა ჩარჩა მის გონებაში.
-საბააააააა.
-კარგად ვარ უფროსო. მხოლოდ ეს თქვა დაეცა და იარაღი ხელიდან გაუვარდა, შეხედა იარაღი ანანომ აიღო, შემდეგ კი ყველაფერი გაშავდა და სიშავემ მოიცვა მის გარშემო. სადღაც მიდის და ცდილობს ისუნთქოს, ყოველი ამოსუნთქვაზე სიცოცხლის გაგრძელებას ცდილობდა და სადღაც შორს ჩანდა სინათლის წერტილი.
-,,სინათლე, უნდა მივიდე და გავიგო საიდან შემოდის სინათლე.
-სიბნელეში ჩარჩები. მოესმა ხმა და საზარელი ხარხარი.
-სიბნელის მეშინია, უნდა გავიდე ამ სიბნელიდან.
-ყველა ცდილობს სინათლის პოვნას, მაგრამ რთულია ბრძოლა უსასრულო სიბნელეს თავი დააღწიო.'' საბა მკლავზე ყავდა ალექსანდრეს გადაწვენილი და ცრელმორეული თხოვდა საბას თვალი გაეხილა, გაბრაზებულმა ძალღონე მოიკრიბა და იყვირა.
-არ უნდა შეეწიროს არავინ დღეს ერთი არანორმალურის ამპიციებს, ცოტნე ნადარეიშვილო მკვდარი ხარ. ანანო იარაღით ხელში იდგა და სიბრაზისაგან თვალებჩასისხლიანებულმა ისროლა, მის სროლას ერთი ნაგავის სიცოცხლე შეეწირა.
-ანანო რას აკეთებ, იარაღი დადე ძირს და მანქანას მოეფარე. იარაღით ხელში იდგა ყურებში ჩაესმოდა ცოტნეს საზარელი ხმა, აჩქარებული სუნთქვა ჰქონდა და თვალებით ცოტნეს ეძებდა, მაგრამ ცოტნე ყველას მხედველობიდან გაქრა.
-ანანო იარაღი მომეცი შენი ადგილი აქ არ არის, შენ იმ ხალხს უნდა გაყვე.
-მე არსად არ მივდივარ, უფრო მშვიდად ვიქნები ეს ნაგავი მკვდარი რომ ვნახო.
-მისი მოკვლა ცხოვრებას არ გაგიმარტივებს, დამიჯერე ამიერიდან მშვიდად იცხოვრებ დედასთან ერთად.
-მე უნდა გავანადგურო ისინი და ნუ მეტყვით რომ გავიქცე, რომ დავიმალო და ვისგან დავიმალო თქვენგან ვინც მიშველეთ?
-ანანო რა გიყვეს ამ არაკაცებმა. მოულოდნელად ანანო ხელიდან დაუსხლტდა და მისგან მოშორებით მდგარმა დაინახა ცოტნეს ესროლა, ცოტნემ მკლავზე ხელი მოიკიდა და მისი ხელი სისხლით აივსო, მისი წარუმატებელი დღის გამო ცოტნე გიჟს ჰგავდა და ტელეფონზე დარეკა.
-თუ ჩავიძირე შენც ჩაძირული ხარ, ამიტომ იმოქმედე და მარიო მოკალი ის მეორე ც მიაყოლე. ვინც მე მღალატობს ყველას ბოლო სიკვდილია და მათ ადგილზე შენც არ აღმოჩნდე. მარიო და ვასო ერთად იყო ერთ საკანში, მაგრამ ალექსანდრემ ისინი სხვაგან გადაიყვანა და მისი კაცი დააყენა მცველად.
-ბიჭებო თქვენი უფროსი ჩაიძირა და თქვენი მოკვლის ბრძანება გაცემულია, ამიტომ ყველასგან შორს იქნებით აქ ვერ შემოაღწევს მისი მრისხანება და მისი სისასტიკის განხორციელება გაუჭირდება.
-რატომ მეხმარებით უფროსო.
-მარიო შენ ჩვენ დაგვეხმარე, ყველაფერი არ გვითხარი, მაგრამ ნაწილობრივ მაინც შენგან მივიღეთ დახმარება. ვერ დაგპირდები რომ სასჯელს აგარიდებ, მაგრამ შემიძლია ჩვენთან თანამშრომლობისთვის სიცოცხლე შეგინარჩუნო და იმ არაკაცისგან დაგიცვათ.
-მე ისედაც განწირული ვარ, არ ვიცი დრო რამდენი დამრჩა და გადაწყვეტილება მივიღე ყველაფერი გითხრათ.
-დამიჯერე უკეთეს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს შენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რაც იცი ყველაფერი უნდა გვითხრა.
-ცოტნეს შვილი ყავს პირველი ქორწინებიდან, ის ლონდონში ცხოვრობს და სრულიად განსხვავებულია მამისგან.
-შვილი ყავს და შვილის დედა სად არის.
-დედა წლების წინ გარდაიცვალა მოულოდნელად და ბავშვი ცოტნეს დედამ გაზარდა.
-იქნებ მან მოკლა ბავშვის დედა.
-არ ვიცი, არ შემიძლია რამე გითხრა ამ თემაზე, თუმცა გამორიცხულიც არაფერია.
-გასაგებია, იცი სად ცხოვრობს ლონდონში?
-ვიცი და მისამართიც შემიძლია მოგცეთ.
-მამასავით სასტიკია?
-არა, მამასგან განსხვავებულია და მის საწინააღმდეგოდ აკეთებს ყველაფერს.
-ყველაფერი კარგად დასრულდება, აქ დაგტოვებთ და მოგვიანებით მოვალ თქვენს სანახავად. ალექსანდრე წავიდა ჯერ საბა მოინახულა და გული დაიმშვიდა რომ მის სიცოცლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, ქეთის დაურეკა და უთხრა.
-საბა კარგად არის, შეხვედრაზე უნდა წახვიდე, ქეთი ეს ბოლო შანსია და უნდა გავიგოთ რა აქვს ჩაფიქრებული, ამ შეხვედრით მას რისი თქმა უნდა.
-ალექსანდრე........
-საბა კარგად არის, მასთან ვიყავი და ექიმსაც ველაპარაკე ასე რომ შეგიძლია შეხვედრაზე მშვიდად წახვიდე. ქეთი დამშვიდდა და მომზადება დაიწყო, არ ჩქარობდა გამოეწყო და შეხვედრის ადგილი მიიღო თუ არა წავიდა ქეთი წავიდა ჩაფიქრებული, ბევრის მთქმელი გამომეტყველებით მივიდა დანიშნულ ადგილზე. ლოდინისაგან სულ მალე გული შეუღონდებოდა და გაბრაზებულმა წასვლა დააპირა, მაგრამ მის წინ მდგარ გოგონას შეხედა და მის ჩაცმულობას ხაზი გაუსვა დადებითად ისე როგორც მის შავ ტალღოვან თმას.
-გამარჯობათ. თვალს არ აშორებდა და გაბრაზებულმა უთხრა ქეთის.
-თქვენ არ გითხრეს რომ ლოდინი არ მიყვარს?
-ესე იგი თქვენ მელოდებით და მეც სწორად მოვედი.
-კითხვაზე არ მიპასუხეთ. მკაცრი გამოხედვა ჰქონდა უცნობ ქალბატონს, მაგრამ ქეთი მის მრისხანე გამოხედვას და სიბრაზეს ყურადღებას არ აქცევდა.
-მითხრეს ქალბატონო, მაგრამ ქალებს მოწესრიგებისათვის კარგად რომ გამოვიყურებოდეთ დრო გვჭირდება.
-მაგრამ დათქმულ დროს ძალიან გადასცილდა ჩემი ლოდინი.
-ჩემთვის დრო არავის დაუთქვამს, ადგილი მითხრეს და მოვედი და მეც აქ ვარ, არ არის სიბრაზე საჭირო, რომელიც ძალიან არ გიხდებათ. ქალბატონო მე გისმენთ....
-კარგად და ყურადღებით მომისმინე,მინდა აზრები დავალაგო ამიტომ თავიდან დავიწყებ. ჩვენი ეს შეხვედრა ამ კედლებს გარეთ არ უნდა გავიდეს, საიდუმლო რომელსაც ინახავ მასთან ერთად დღევანდელი დღეც უნდა დამალო.
-მივიღე გაფრთხილება, შემდეგ რას ვაკეთებ თქვენი დავალებით. უცნობმა ქალბატონმა სქელი შეკვრა ამოიღო და ქეთის წინ დაუდო და უთხრა.
-ეს თანხა იმიტომ რომ ცოტნე გენდობა და ეხმარები, იმ ორი პიროვნების მოცილება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, დრო საერთოდ არ გაქვს გოგონი. ქეთიმ შეკვრას ხელი დაადო და ქალბატონს გაუღიმა.
-მე ამ საქმეს არ გავაკეთებ. გაოცებული უყურებდა ქეთის და ასევე გაოცებულმა უთხრა.
-როგორ თუ არ გააკეთებ, თქვენ ხომ ყველაფერზე შეთანხმდით. აღშფოთებული იყო მოსმენილით და ნერვიულობისგან სუნთქვა გაუხშირდა.
-ცოტნესი ვინ ხართ.
-მეგობარი.
-არ გეშინიათ?
-რისი ან ვისი უნდა მეშინოდეს.
-ვისი უნდა გეშინოდეს, რა თქმა უნდა ჩემი და რისი უნდა გეშინოდეს, მზად ხარ სამუდამო პატიმრობისთვის.
-შიშის მიზეზი არ მაქვს გოგონი და თქვენ უნდა გეშინოდეთ, ვიცი რომ პოლიციელი ხარ, მაგრამ შენც დაუნდობელი და შეუბრალებელი დამნაშავე ხარ, ამიტომ ვერაფერს ვერ გააკეთებ რომ მეშინოდეს.
-დარწმუნებული ხართ?
-დარწმუნებული ვარ, თქვენს წინააღმდეგ უამრავი ფაქტები არსებობს. ირონიულ ღიმილს არ იშორებდა სახიდან, მაგრამ ღიმილი გაოცებამ შეცვალა როცა ქეთიმ ხელბორკილი დაადო და მის უკან რამდენიმე პოლიციელი დადგა.
-დუმილის უფლება გაქვთ, რადგან თქვენ დაკავებული ხართ ფაქტზე ამ წუთებში თქვენ შეუკვეთეთ ორი ორგანოს მუშაკის მკვლელობა.
-ეს, ეს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი.
-ეს იმას ნიშნავს რომ თქვენმა მეგობარმა ცოტნემ კარგად არ დაგაკვალიანათ და ამ გაუგებრობაში აღმოჩნდით. ცოტნემ ყველაფერი დაკარგა, ბიზნესი გაქრა და თავადაც გაუჩინარდა, ცოტნეს კვალს ვერავინ ვერ მიაკვლია. ალექსანდრემ ანანო დედას დაუბრუნა, შემდეგ კი მოხუცს დაურეკა.
-მოხუცო ანანო უკვე დედასთან ერთად არის, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
-არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო, ჩემი შვილი თავად გინახულებს ალექსანდრე.
-მოხუცო დრო არ მაქვს, რადგან ის ნაგავი გაგვექცა...
-იმედი მაქვს ჩემი შვილი გადაიტანს ინფაქტს რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღო ნერვიულობის ნიადაგზე და შეძლებს შვილის ნახვას. მადლობა ალექსანდრე გამიმართლე იმედები, მაგრამ დიდი სიფრთხილე გმართებს საკუთარ თავზეც და ოჯახის წევრების მიმართ.
-ვიცი, ვიცი რომ ყველაფერს გააკეთებს გამამწაროს.
-მადლობა შვილო, დიდი მადლობა. ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და ლილეს ზარს უპასუხა.
-გისმენ ლილე როგორ ხართ.
-კარგად ვართ, ძალიან კარგად.
-რა მოხდა, ძალიან გიხარია რაღაც და შენი სიხარულის მიზეზი მინდა ვიცოდე.
-ნამდვილად მიხარია პატარას სამი კიჭი აქვს უკვე და ბავშვები დაკბინა. ლილემ გადაიკისკისა და ალექსანდრეც აყვა სიცილში.
-თვალი ჩართე კიდევ რაღაც უნდა გაჩვენო.
-არ ვიცი მიზეზი შენი სიხარულის, ვხვდები რომ რაღაც კარგი გაქვს სათქმელი და რამდენიმე წუთში დაგირეკავ.
-გელოდები ალექს. ალექსანდრე დაემშვიდობა ანანოს დედასთან ერთად და ბაჩომაც მასთან ერთად დატოვა დედა-შვილი, ვერ მოითმინა და განყოფილებაში მისულმა ლილეს დაურეკა.
-ლილე გისმენ, მითხარი შენი სიხარულის მიზეზი.
-არ გეტყვი, ალექს თავად უნდა მიხვდე.
-რას უნდა მივხვდე, ლილე ვერაფერი ვერ გავიგე.
-შეხედე ხელში რა მიჭირავს. კაბინეტში მონიკა და ბაჩო შევიდა და ალექსანდრე ლილეს გაოცებული უყურებდა.
-ეს რა არის, დიპლომი?
-დიპლომია, დღეს ავიღე.
-ეს როგორ, ლილე შენ ხომ.......
-ექსტერნად ჩავაბარე და ორი კურსი ერთად დავხურე, დღეს დიპლომიც ავიღე.
-არ ვიცი რა გითხრა, შენ ორი კურსი ერთად დახურე. ალექსანდრეს თვალები ბედნიერებისგან უელავდა, გული კი ისე ჩქარა უცემდა სუნთქვაც კი შეეკრა რამდენჯერმე.
-ლილე უკვე სწავლა დაასრულე, ვერ ვიჯერებ. მონიკაც აყვა სიხარულში ლილეს და ისევ ალექსანდრემ დაიბრუნა ტელეფონი.
-სასიხარულო ამბავი აქედანაც არის შენთვის.
-მითხარი, აქეთ მოდიხარ?
-ვფიქრობ წამოსვლას, მაგრამ ჯერ ვერა ის ნაგავი დავიჭირეთ და ჯერ არ გაუსამართლებიათ.
-ლილე ის შენ უნდა გაასამართლო. თქვა ბაჩომ და ლილეს ხელის აწევით მიესალმა.
-მივესალმები ამ გადაწყვეტილებას თუ მართლა ასე მოხდება.
-შენ ყველას იმედები გაამართლე და უფრო ალექსანდრესი. ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და ისევ იღიმოდა, ბაჩომ ხელები აუფრიალა თვალებთან და მონიკას თვალი ჩაუკრა.
-ალექსანდრე გაითიშე.
-მოულოდნელად გავითიშე.
-არა, შენ ფიქრობ რომ სიყვარული სირცხვილი არის? არ არის სირცხვილი ეს ძლიერი გრძნობაა, გრძნობა რომელიც გაღვივდა შენში ლილეს მიმართ.
-არ ვიცი რას ვგრძნობ, მაგრამ რასაც ვგრძნობ ძალიან სასიამოვნო არის. მისგან წამოსული სითბო გულს მიჩერებს და სუნთქვა მეკვრის. მზად არ ვარ სერიოზული ნაბიჯისთვის, მონიკა ძალიან მიჭირს.....
-არასდროს არაა ადამიანი ცხოვრებისთვის სრულად მზად, ლილე შეგიყვარდა ნუ აწვალებ მასაც და ნუ იწვალებ საუთარ თავსაც. სულ მალე ყველაფერი დასრულდება და ერთად იქნებით.
-ჰო მაგრამ.......
-ვიცი, ვიცი რა ტკივილი და რა დარდიც გაქვს, მაგრამ ეს თავად ნატას გადაწყვეტილება იყო. ნატამ ლილეში დაინახა შენი ბედნიერება და მშვიდად წავიდა ამ ქვეყნიდან, უნდა ჩამოიყვანო უკვე აქ არის საჭირო ლილე.
-გამიჭირდება, მე ხომ ლილე დად მივიღე და ცოლობა როგორ ვთხოვო....
-ბევრჯერ გამიგონია ანდაზა ,,ძმობილმა უთხრა დობილსო გაგიშლი სატრფოს ლოგინსო'' ეს უფლისგან არის დაწერილი და არავის შეუძლია შეცვალოს.
-მონიკა დღეს რთული დღე იყო, დავისვენოთ.
-დავისვენოთ. თქვა მონიკამ და კაბინეტიდან გავიდა.
-ალექს წავიდეთ ინდირა გველოდება, მოდი დღეს ადრე მივიდეთ და ახალი ამბით გავახაროთ. ბაჩომ ინდირას გზიდან დაურეკა და უთხრა.
-გემრიელ ვახშამს ვიმსახურებთ.
-რა მოხდა, საქმე დაიხურა და გინდათ აღნიშნოთ?
-არ დაიხურა ბოლომდე, თითქმის მივედით დასასრულამდე და შესვენება გვაქვს.
-მარტო მოდიხარ თუ მოგყვება დაცვა.
-მომყვება და კარგი ამბავი მოაქვს შენთვის.
-რაღაც ჭირდება და უნდა მომახვიოს თავზე თავისი დაბურდული საქმეები. ალექსანდრე ხმას არ იღებდა და ჩუმად იცინოდა.
-რატომ არ მპასუხობს, ავადაა?
-ორივე ჯანზე ვართ, რამე კარგი და გემრიელი გააკეთე, მოვალთ მალე.
-კარგი, გული არ წაგივიდეთ შიმშილისგან. ინდირამ შეკვეთა მისცა და სულ რაღაც 20 წუთში მისი სამზარეულო ნაირ-ნაირი კერძებით იყო მზად, ყველაფერი შესაფერის ჭურჭელში გადაიტანა და კარის ხმაც გაიგონა.
-რა გემრიელი სურნელია, მართლა გაუკეთებია რაღაც. თქვა ალექსანდრემ და სამზარეულოში შევიდა.
-რა გააკეთე გემრიელი სურნელი რომ დგას. გაზზე დადებულ ქვაბებს სათითაოდ ახადა და ინდირას ეჭვის თვალით შეხედა.
-დავიჯერო შენ გააკეთე ეს ყველაფერი?
-გინდ დაიჯერე გინდ არა, გინდა მიირთვი გინდა არა შენი გადასაწყვეტია. უთხრა ინდირამ და მაგიდის გაშლა დაიწყო.
-ხელები დაიბანეთ და ჭუჭყი ჩამოირეცხეთ, შემდეგ კი მობრძანდით და მიირთვით. გემრიელად მიირთვა ორივემ და ბაჩომ მაგიდაზე ლამაზად შეფუთული ყუთი დაინახა, ინდირას შეხედა.
-რა არის ან ვისია.
-შენია, საჩუქარი გიყიდე და გახსენი.
-საჩუქარი, რასთან დაკავშირებით.
-არაფერს არ ვუკავშირებ უბრალოდ მომინდა საჩუქარი გაგიკეთო, კარგი ნუ გახსნი. ბაჩომ ალექს შეხედა და მანაც უთხრა.
-მე რას მიყურებ, გახსენი და ნახავ რა საჩუქარი გიყიდა. ბაჩომ ნელა ნელა შემოაცალა ყუთს ქაღალდი და გახსნა, შემდეგ ინდირას შეხედა.
-ღადაობ?
-არა....
-სერიოზულად?
-სერიოზულად.
-ვიმარჩიელო თუ იტყვით რა ხდება. ბაჩომ ყუთიდან პატარა ლამაზი ფაჩუჩები ამოიღო და მაგიდაზე დაალაგა. ალექსანდრემ ფაჩუჩები ხელის გულზე დაილაგა და ინდირას ბედნიერმა შეხედა.
-ორსულად ხარ? ინდირამ თავი დაუქნია და ალექსანდრე სიხარულით მოეხვია მეგობარს და უთხრა.
-იმედი მაქვს დედობა მაინც დაგასერიოზულებს. ბაჩო ჯერ კიდევ პატარა ფაჩუჩებს უყურებდა და შემდეგ ინდირასთან მივიდა ფრთხილად შეეხო და გულში ჩაიკრა.
-ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ.
-ჩვენი შვილი, მამა გახდები საყვარელო.
-შენებმა იციან?
-არა, თქვენ ხართ პირველები ვისაც ჩემი სიხარული გავანდე.
-წავიდეთ და შვილიშვილი მივულოცოთ ისინიც გავახაროთ.
-თქვენ წადით მე დავისვენებ. თქვა ალექსანდრემ და ტელეფონი აიღო რაღაცას ყურადებით ათვალიერებდა, ინდირამ და ბაჩომ მაგიდა მიალაგა, ალექსანდრე დივანძე დაჯდა და ჩაეძინა, წასვლის წინ ინდირამ პლედი გადააფარა და ფრთხილად გაიხურეს კარი, გზიდან კი დედას დაურეკა.
-სახლში ხართ, მამაც სახლშია?
-სახლში ვართ, მამას წნევა აქვს და წევს, მოდიხართ?
-მოვედით უკვე, კართან ვართ დედა. დედამ კარი გააღო და გახარებული შეეგება სტუმრებს, ინდირა მამასთან მივიდა.
-რა მოგივიდა, რამე ინერვიულე?
-არაფერი, ისე ამიწია წნევამ.-გულმა სასიხარულო ამბავი იგრძნო და აფრიალდა თან ასაკშიც ხარ მამიკო.
-რას ამბობ შვილო, რა სასიხარულო ამბავზე ამბობ.
-კარგად უნდა იყო რომ შენს შვილიშვილს ბურთის თამაში ასწავლო, ნაყინი ჩუმად მიირთვათ და საღამოს შენთან დაიძინოს.
-რას ამბობ შვილო, პაპა გავხდები? დაავიწყდა წნევაც და თავის ტკივილიც, ორივე გულში ჩაიკრა და შვილი გვერდით მოისვა, გვიან ღამით დატოვა მშობლიური კუთხე და სახლში მისულებმა კარი ფრთხილად გააღო, მაგრამ ალექსანდრე იქ არ დახვდათ, მაგიდაზე წერილი იყო.
-,,რამდენიმე დღით ლონდონში მივდივარ.'' ბაჩომ წერილი მაგიდაზე დადო და თქვა.
-მოენატრა, ალექსანდრეს ლილე შეუყვარდა.
-ვიცოდი რომ ასე იქნებოდა,ალექსანდრეს ისევ შეუყვარდა.
-გულს ვერ უბრძანებ საყვარელო, შენ რას ფიქრობ.
-ბაჩო არ ვიცი შენ რას ფიქრობ, მაგრამ მე გადაწყვეტილება მივიღე.
-რა გადაწყვეტილება მიიღე.
-ქორწილი არ მინდა, არ მინდა ნატას გარეშე თეთრი კაბა ჩავიცვა ის ხომ სიხარულით ელოდა ჩვენს ქორწილს.
-მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ რა აზრის ხარ ლილეზე და ალექსანდრეზე.
-რაც არ უნდა ძლიერ მტკიოდეს ნატა რომ ჩვენს გვერდით აღარ არის, ბაჩო სამი ბავშვი დედის გარეშე ძალიან ცოდოა და ალექსანდრე ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ლილეს კი ყველა ვიცნობთ.
-ინდირა ნატა რომ ისევ ჩვენს გვერდით იყოს ეს არ მოხდებოდა, შენ ჩემზე უკეთ იცი ალექსანდრე ნატას აღმერთებდა, ცამდე ყავდა აყვანილი მისი სიყვარულით, მაგრამ ის მამაკაცია და ახალგაზრდა, ლილე საუკეთესო ვარიანტია და ეს ნატამ თავიდან გათვალა.
-არც ლილე უნდა იყოს გულგრილი ალექსანდრეს მიმართ, ნატა კი აღარ დაბრუნდება, მან თავად უთხრა ალექსანდრეს რომ ლილეს ტოვებდა მის გვერდით. მე რა უნდა ვთქვა, ალექსანდრე არ არის 15-16 წლის ბიჭი რომ არ იცოდეს რა უნდა და რა ჭირდება ან ვინ იქნება მის გვერდით. მთავარია ეს კოშმარი დასრულდეს და იყოს ბედნიერი, ძალიან დაიტანჯა ჩემი მეგობარი. პოეტური მსუბუქი ღამე, ვნებების ამღძვრელი. რამდენიმე წუთი იდგა კართან უძრავად, ჩუმად. კარს აღებს და შიგნიდან წამოსული სითბო აცოცხლებს, ლილიას ხმამ თავის სამოთხეში დააბრუნა და სიხარულით სავსე შეძახილებით ხელში აიტაცა ლილია. ლილიას პატარა ალექსანდრე მიყვა უკან და ბოლოს ლილეც გამოვიდა პატარა ხელში ყავდა, რომელიც ალექსანდრემ გამოართვა და მის სახეს შეეხო თუ არა ატირდა.
-რატომ ტირის, მიუცხოვა?
-მამას სახეზე უხეში თმა არ მოეწონა.
-მართლა, ახლავეს დაიდაბლებს მამა თმას სახეზე. ბავშვი ლილეს დაუბრუნა და სააბაზანოში შევიდა, რამდენიმე წუთში მოწესრიგებული გამოვიდა და პატარას უფრო კარგად მოეფერა, შემდეგ კი ლილეს მიუბრუნდა.
-როგორ ხარ, მხოლოდ სიმართლე უნდა თქვა რადგან ვხედავ რომ გადაღლილი ხარ.
-დავიღალე, მაგრამ რაც მღლიდა მორჩა და დრო უფრო მაქვს ბავშვებისთვისაც და ჩემი თავისთვისაც.
-გილოცავ და მინდა საჩუქარი გაგიკეთო.
-საჩუქარი?
-იმედია უარზე არ იქნები საქართველოში რომ წავიდეთ ყველამ ერთად.
-რას ამბობ, მართლა უნდა წავიდეთ?
-მართლა უნდა წავიდეთ მეც ამის გამო ჩამოვედი, რამოდენიმე დღე მაქვს თავისუფალი ბილეთების საქმეს მოვაგვარებ და წავალთ, ჩვენს სახლს დაუბრუნდებით.
-არ მჯერა, არ მჯერა რომ ეს სიმართლე არის.
-დაიჯერე, დასრულდა როგორც იქნა რთული დღეები და აქედან წავალთ.
-საბოლოო არის შენი გადაწყვეტილება ალექსანდრე. ალექსანდრეს გაეცინა, ლილეს თვალებში ჩააშტერდა და უთხრა.
-ბევრი ფიქრის შემდეგ საბოლოო არის ჩემი გადაწყვეტილება, რომ სულ ყოველთვის ჩემთან იყო, ჩემს გვერდით და ჩემს სიახლოვეს. ლილე დაიბნა, მაგრამ ალექსანდრემ ჩაჭიდა მაგრად ხელი და გულზე მიიკრა ლილე.
-დაიჯერე, რაც აქედან წავედი მის მერე მხოლოდ შენზე ვფიქრობ.....
-ალექსანდრე.....
-გაჩუმდი, დაფიქრდი და ისე მითხარი თანახმა ხარ ჩემს გვერდით რომ იყო? ლილემ ნატას ფოტოს შეხედა და ცრემლი მოერია და ალექსანდრემ ხელით აუწია თავი და უთხრა.
-ვიცი რომ რთულია გადაწყვეტილების მიღება, დიდი ძალა დამჭირდა ლილე ეს სიტყვები მეთქვა შენთვის და ეს ნაბიჯი გადამედგა. მე გთავაზობ ჩემს გულს და შენი ხელი დაადე ჩემს ხელს, რომ ერთმანეთის ძალა ვიყოთ ცხოვრების ბოლომდე. ლილემ ორივე ხელი მოკიდა სახეზე ალექსანდრეს და თვალებში ცრემლით სავსემ უთხრა.
-თანახმა ვარ, თანახმა ვარ ალექსანდრე ჩემი ცხოვრება შენს გვერდით ვიყო, ერთმანეთის ძალა ვიყოთ და მხოლოდ შენ იყო ჩემი ძლიერი დასაყრდნობი.
-ჩამჭიდე ხელი და არასოდეს არ გამიშვა ლილე. დრო გაჩერდა, გახუნებული ფერები ისევ აკაშკაშდა და არ ახსოვს როდის შეეხო, როდის აკოცეს ერთმანეთს. ბავშვების ხმაურმა ორივე დააბრუნა რეალურ სამყაროში და ალექსანდრემ ტუჩის კუთხეში დაუტოვა კოცნა.
-შენთან ერთად სუნთქვაც გამიიოლდა, წინ გრძელი ღამე არის, ახლა კი ბავშვების დაძინების დროა. ბავშვებმა მამის ნახვით გამოწვეული სიხარული წარმოაჩინეს და არ ჩქარობდნენ დაძინებას, მაგრამ თამაშმა თავისი გაიტანა და დაღლილებმა თავიანთ საწოლებში განთავსდნენ, რამდენიმე წუთში სამივე მშვიდად სუნთქავდა. მსუბუქად ჩაბნელებულ სივრცეში ალექსანდრე ფრთხილად შეეხო მხრებზე, შემდეგ თმაზე აკოცა და უთხრა.
-ბედნიერებით სავსე იდუმალი ღამე არის ეს ღამე, მიუხედავად იმისა ძალიან ბევრჯერ აგიარე გვერდი ფიქრებშიდაც, არ გამომივიდა ლილე. შენი ხმის გაგონება მალამოსავით ედებოდა ჩემს ნაიარევ გულს. სიმართლე უნდა ვაღიარო, მომენატრე და მხოლოდ ერთ გთხოვ სანამ შეგეხები, ლილე მინდა შენი ჩემთან ყოფნა და შენი გრძნობა ჩემს მიმრთ გულწრფელი იყოს.
-ჩემი ტკივილის შემდეგ ფიქრებშიდაც არ ყოფილა არავინი, მხოლოდ შენ ხარ ვის წინაშეც შემიძლია ვიყო რეალური და გულწრფელი. შენ შეგიძლია გააშიშვლო ჩემი სხეული და გააშიშვლო ასევე ჩემი სული. შენ ხარ ადამიანი ვისთანაც ვიქნები მთელი ცხოვრება, სადაც არ უნდა იყო ჩემი გული შენს გულში იქნება ალექსანდრე.
-მითხარი რომ......
-მიყვარხარ, ალექსანდრე ამ სიტყვას არასოდეს არ ვიტყოდი რომ ნატა ისევ შენთან იყოს, მაგრამ შემიყვარდი და ჩემს გულში იყავი ჩუმად, წყნარად. მიყვარხარ, მიყვარხარ და შენი სიყვარულით სავსე ვიქნები ცხოვრების ბოლომდე.
-ახალი ცხოვრება, ახალი ფურცლიდან და ახალი იმედებით დავიწყოთ. სულ მალე წელი შეიცვლება, ერთ თვეში ახალი წელი გვაქვს და ჩვენც ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადაუარა და ის ღამე იყო სიყვარულის ღამე, არ დაუსრულებელი განცდებით. არანაირი შიში არ უგრძვნია ალექსანდრეს გვერდით და მის მკერდზე მშვიდი ძილი, ასე სიახლოვე ოცნებაშიც არ ქონია და ბედნიერი ღიმილი უპობს კოცნისგან დაღლილ ბაგეებს. არ უნდა თვალი გაახილოს, რადგან ეშინია ეს ყველაფერი რაც მოხდა სიზმარი არ იყოს, მაგრამ გრძნობს გახურებულ ტუჩემს მის სახეზე, სიამოვნებისგან ჟრუანტელი უვლის სხეულში და ორივე გრძნობს ერთმანეთის გულისცემას.
-ვიცი გღვიძავს თვალი გაახილე და მითხარი როგორ გეძენა. ლილემ თავი ასწია და ალექსანდრეს შეხედა, ალექსანდრემ გაიცინა და წარბაწეულმა უთხრა.
-რატომ მიყურებ გაოცებული, არა რეალური გგონივარ?
-ცხადი არის, შენ მართლა აქ ხარ. უთხრა ლილემ და მაგრად მოეხვია ალექსანდრეს.
-შემომხედე.
-მესმის, მითხარი.
-არა შემომხედე. თავი ააწევინა და თვალებში შეხედა ლილეს.
-ის რაც წუხელ მოხდა ჩვენში აქამდე ფიქრობდი რომ სიზმარი იყო? ლილეს გაეცინა და ალექსანდრეს გაბრაზება კოცნით დაუამა.
-დილა მშვიდობის და......
-მამიკო, მამა....
-აქ ვარ ლილია. ლილია შეშინებული ეძახდა მამას და ალექსანდრე სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან, ლილია ხელში აიყვანა და მაგრად ჩაიკრა გულში.
-აქ ვარ ჩემო პრინცესა.
-შენთან მინდა დავიძინო მამიკო.
-წავიდეთ ერთად დავწვეთ. ლილია გვერდით დაიწვინა და მშვიდად დაეძინა მამის მკერდზე ლილიას, მაგრამ სხვებმაც გაიღვიძა და ისინი ლილემ დაიწვინა და ხუთივეს ერთ საწოლზე მშვიდად ეძინა. ლილემ ყველაზე ადრე გაიღვიძა, ბავშვებისთვის საუზმე მოამზადა და ყავაც დააყენა.
-ლილე ყავის სუნმა გამაღვიძა და არა შენმა კოცნამ. ლილემ ბედნირმა გახედა ალექსანდრეს და უთხრა.
-ყავა მზად არის, მხოლოდ შაქარი არ ვიცი რამდენი ჩამეყარა, კოცნას კი ახლა მიიღებ.
-კოცნას მივიღებ და ყავას უშაქროს ვსვამ, რადგან ტკბილს გაურბივარ. ალექსანდრემ მაცივარი გამოაღო და ლილეს შეხედა.
-რძე აღარ გვქონია.
-რძე ბავშვებს გაუცხელე და გათავდა.
-მაშინ უნდა ამოვიტანოთ.
-დღეს ვაპირევდი მარკეტში წასვლას, მაგრამ მითხარი რომ მივდივართო და ვიფიქრე ბევრი რამ არ გვინდოდა.
-მივდივართ, მაგრამ წასვლამდე დაგვჭირდება მაცივრის შევსება სამი ვამპირი იზრდება სახლში. კარზე ზარის ხმა გაიგონა ლილემ და თავად წავიდა კარის გასაღებად, ძიძას გაუხარდა ალექსანდრეს დანახვა და ძიძას არ დარჩენია შეუმჩნეველი ლილეს ბედნიერება.
-როგორ ხარ გრეტა.
-კარგად ვარ, იზრდებიან ბავშვებიც და ენერგიაც მეტი გვჭირდება მათ რომ გაუმკლავდეთ.
-მე და ლილემ გადაწყვეტილება მივიღეთ, გრეტა საქართველოში ვბრუნდებით და წინადადება მაქვს, თუ სურვილი გაქვს ჩვენთან ერთად წამოხვიდე ბილეთს შენთვისაც ავიღებ, დაფიქრდი და ზუსტი პასუხი მითხარი. მოიწყინა გრეტამ და ცრემლიც კი მოერია არ უნდოდა განშორება ბავშვებთან, მაგრამ მათი ბედნიერება გულით მიიღო და გაუხარდა.
-დავფიქრდები. უთხრა ალექსანდრეს და სამზარეულოში საღამურებით გამოსულ ლილიას შეხედა.
-მამა მიდს და რა უნდა გაატანო თან რომ ჰქონდეს? ლილიამ ალექსანდრეს შეხედა და მოწყენილმა უთხრა.
-ისევ შორს მიდიხარ?
-ახლა მაღაზიაში ჩავალ, მაგრამ მერე ყველა ერთად მივდივართ შორს.
-მაშინ ერთი კოცნა გეყოფა. უთხრა და მამას სახე დაუკოცნა, შემდეგ ლილეს შეხედა და უთხრა.
-ჩემი რძე?
-რძე მზად არის საყვარელო. ალექსანდრე წავიდა, ძიძამ და ლილემ ბავშვები ასაუზმა და კარზე ზარის ხმა იყო.
-ალექსანდრე მოვიდა, წადი შენ გაუღე კარი. უთხრა ღიმილით გრეტამ, ლილემ კარი გააღო, მაგრამ კართან უცხო მამაკაცი იდგა და ლილეს საზიზღრად უცინოდა.
-გისმენთ, ვინმეს ეძებთ?
-ალექსანდრე ხვედელიძე მითხრეს რომ აქ ცხოვრობს.
-დიახ აქ ცხოვრობს, მაგრამ ის აქ არ არის.
-გასაგებია, არა უშავს რომ არ არის მე მისი აქ ყოფნა არ მჭირდება, თქვენ მჭირდებით.
-მე, მე რაში გჭირდებით და ვინ ხართ, რა გინდათ ჩემგან ან ალექსანდრესგან. ლილემ შეეცადა კარის დაკეტვას, მაგრამ ვერ შეძლო და ორი უცნობი მამაკაცი იარაღით ხელში შევიდა ბინაში, ერთმა გრეტას ესროლა, მეორემ კი ლილეს პირზე ხელი ააფარა ნიშადიურის სპირტი შეასუნთქა და უგონო მდგომარეობაში გაიყვანა ბინიდან, გრეტა მკლავში დაიჭრა და მიუხედავად ტკივილისა ლილეს ტელეფონი აიღო და ალექსანდრეს დაურეკა.
-ლილე მოვდივარ, გინდა რამე წამოვიღო?
-სასწრაფოდ მოდი, სასწრაფოდ მოდი ალექსანდრე. ალექსანდრემ ვერ გაიგო რა ხდებოდა და ბავშვების ტირილის ხმა რომ გაიგონა სისხლი აუვარდა თავში და დიდი თავშეკავებით იკითხა.
-რა მოხდა, გრეტა ლილე სად არის.
-ჩქარა მოდი ალექსანდრე. დაიბნა, არ იცოდა რა გაეკეთებინა და სირბილით მივიდა ბინამდე, კიბეები აჩქარებული სუნთქვით აირბინა და ბინის კარი ღიად დახვდა, თვალებგაფართოებული უყურებდა სისხლში უგონოდ მწოლიარე გრეტას.
-გრეტა, გრეტა თვალი გაახილე. წყალი შეასხა, მაგრამ გონს ვერ მოიყვანა და სასწრაფოს დაურეკა, სასწრაფომდე პოლიცია მოვიდა. გრეტა გონს მოვიდა და ბუნდად ხედავდა ალექსანდრეს შემდეგ ყველაფერი აღიდგინა გონებაში და ტირილით უთხრა.
-წაიყვანეს, ლილე წაიყვანეს ალექსანდრე. ალექსანდრემ სიმშვიდე შეინარჩუნა და გრეტას უთხრა.
-გრეტა გაიხსენე სახლში ვინც შემოვიდა გახსოვს მისი სახე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-მაპატიე ალექსანდრე ლილე ვერ დავიცავი, ვერ შევძელი ხელიდან წამგლიჯეს. უნდა იპოვო და მოიყვანო, ლილე უნდა იპოვო.
-დამშვიდდი, გთხოვ დამშვიდდი და აღიდგინე მისი სახე ვინც შემოვიდა სახლში, ვინც ლილეს შეეხო.
-საშუალო ტანის იყო, ოდნავ შერეული ჭაღარა აქვს და დიდი თვალები, თვალები აქვს ყველს რომ შეეშინდება მისი გამოხედვის.
-შეხედე ამ ფოტოს და კარგად დააკვირდი, ეს იყო? გრეტამ ტელეფონი გამოართვა ალექსანდრეს და ფოტოს დააკვირდა.
-ეს იყო, ეს მისი საშინელი და სასტიკი გამოხედვა არასდროს დამავიწყდება.
-გრეტა დარწმუნებული ხარ?
-ეს იყო ლილეს პირზე ააფარა და უგონო მდგომარეობაში გაიყვანა, მეორემ მესროლა, მაგრამ მკლავში მომხვდა. ალექსანდრემ პოლიციას ყველაფერი აუხსნა, თავისი პირადობაც აჩვენა და წოდებაც, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ ალექსანდრეს ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა, პოლიციამ თანხმობა მისცა დალაპარაკებოდა პანიკის გარეშე და მანაც მშვიდად უპასუხა.
-გისენთ.
-თუ გინდა შენი გოგო დაიბრუნო, ხმა არ ამოიღო და წადი აქედან.
-ლილეს გარეშე არსად არ ვაპირებ წასვლას.
-ეს შენი საბოლოო სიტყვა არის?
-დიახ ჩემი საბოლოო სიტყვა ეს არის და ნუ მეთამაშები, ალექსანდრე ხვედელიძე სიტყვას ყოველთვის ასრულებს.
-როგორც გინდა, მე სიკეთე გამოვიჩინე და გაგაფრთხილე სიცოცხლეს და გოგოს გაფრთხილებოდი.
-ლილეს თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს ჩემი ხელით მოკვდები ნაგავო.
-დიდია შენი ოცნებები კომისარო, მაგრამ ვფიქრობ შენს ოცნებებს ახდენა დააგვიანდება. ტელეფონი გაითიშა და ალექსადრე ტელეფონით ხელში იდგა სიბრაზეს ვეღარ ერეოდა.
-დაადგინეთ სად ცხოვრობს ეს არამზადა. პოლიციამ მობილიზაცია შექმნა, დაადგინეს ზარი საიდან მოდიოდა და იდუმალ სახლს ღამით ესტუმრა, მაგრამ უხმოდ და შეუმჩნელად დატოვა იქაურობა.
-დაიმახსოვრეთ, პიროვნება ძებნილია და ის ცოცხლი გვჭირდება. სამი დღე და ღამე პოლიციასთან ერთად თანამშრომლობდა და მესამე დღეს დილით უცხო ზარს უპასუხა გაბრაზებულმა.
-გისმენთ.
-ალექსანდრე ლევანი ვარ ბიბილური და მინდა თქვენთან ერთად იმ არამზადას ბოლო მოუღოთ, ვიცი სადაც უნდა ვეძებოთ დატყვევებული.
-სად ხართ, როგორ გიპოვოთ.
-მისამართს მოგწერ სადაც უნდა მიხვიდეთ და მეც იქ მოვალ. ალექსანდრეს გაუკვირდა ლევანისგან ზარი, მაგრამ პოლიციასთან ერთად წავიდა აღნიშნულ მისამართზე და პოლიციის დახმარებით ცოტნეს სახლს ალყა შემოარტყეს, ხმაურის გარეშე მოიშორეს დაცვა. ალექსანდრე პროურორთან ერთად სახლში შევიდა სადაც ცოტნე ბუხართან იჯდა და მშვიდად კითხულობდა გაზეთს.
-საღამო მშვიდობის ცოტნე თუ გოგა. ცოტნე შიშისგან სკამიდან გადავარდა და დაუპატიჟებელ სტუმრებს გაოცებული უყურებდა, ალექსანდრე ძალიან ახლოს მივიდა მასთან და ირონიით უთხრა.
-რა მითხარი ოცნების ასრულება დაგაგვიანდებაო, მაგრამ შეცდი გოგა მე აქ ვარ მოვედი და იცი რატომ, ოცნება უნდა ავისრულო.
-დაცვა, დაცვა სად ხართ.
-დაცვა აღარ გყავს მეგობარო. გაიგონა ალექსანდრემ ხმა და უკან მიბრუნდა, მისკენ მაღალი ჭაღარა შერეული მამაკაცი მოდიოდა ყველას მიესალმა და ცოტნესთან მისულმა მის წინ ჩაიმუხლა.
-მოვედი და აქ ვარ, რატომ გაგიკვირდა ვერ მიცანი შენი მეგობარი ლევანი ვარ ანანოს მამა გოგა. მეგობარო დაცვა აღარ გყავს, ასე რომ მთლიანად ეს მძორი რომელსაც დაათრევ და შიგნიდანაც დაბინურებულია უკვე პოლიციის საკუთრება არის.
-ყველაფერი წაიღე ლევან და წადით.
-გოგა შენ ხომ ძალიან დაკვირვებული პიროვნება ხარ, რატომ შედიხარ შეცდომაში ჩვენ არაფერს არ წავიღებთ ამ სახლიდან, მხოლოდ გოგოს წავიყვანთ შენ პოლიციას ჩაბარდები და ისტორიაც დასრულდება.
-ყველაფერს გაძლევ რაც კი მაქვს, წაიღე ლევან და წადი.
-ყველაფერი წამართვი რაც კი ბედნიერს მხდიდა, ახლა აქედან მხოლოდ გოგოს წავიყვანთ. ალექსანდრე ცოტნესკენ გაიწია და გაბრაზებულმა უთხრა.
-სად გყავს ლილე ნაგავო.
-მე დამითმე დღეს ჩემი მეგობარი, გპირდები ლილეს წაიყვან აქედან. უთხრა ლევანიმ ალექსანდრეს და ისევ ცოტნეს მიუბრუნდა.
-ეს ადამიანი მის საკუთრებას ითხოვს, შენ კი წახვალ იქ სადაც შენი საუკეთესო მეგობრები გელოდებიან.
-მამა, აქ რა ხდება თქვენ ვინ ხართ. ალექსანდრე ახალგაზრდა მამაკაცს მიუახლოვდა და გაკვირვებულმა უთხრა.
-მამა დაუძახეთ, გამოდის თქვენ ამ ნაგავის შვილი ხართ.
-შვილი ვარ, მაგრამ გამარკვიეთ რა ხდება ჩემს სახლში თუ დახმარება შემიძლია დაგეხმარებით.
-დახმარება შეგიძლია მეგობარო თუ მამაშენივით სისხლის მსმელი არ ხარ.
-მითხარით როგორ დაგეხმაროთ.
-ალექსანდრე ხვედელიძე რამდენიმე დღის წინ ჩემივე ბინიდან ჩემი საყვარელი ქალი ძალის გამოყენებით გამოიყვანა, უნდა დამიბრუნოს ქალი და სხვას პოლიცია მიხედავს.
-მამა გამიხარდა შენი ნახვა, მაგრამ ამის გამო დაბრუნდი? რა გინდა, რა არ გყოფნის, დაბრუნდი ჩემი მშვიდი ცხოვრება შენი ბინძური გეგმებით გინდა რომ დამიბინძურო? რა გგონია, რომ სამყაროს მმართველი ხარ და შენს გარშემო ბრუნავს დედამიწა?
-ქალი აქ არ არის შვილო. გაბრაზდა და მამას დაუყვირა.
-სად გადამალე ქალი მოხუცო თქვი და დაასრულე.
-მოხუცო, მე შენი მამა ვარ და ნორმალურად მელაპარაკე თავხედო. თქვა ცოტნემ და ალექსანდრეს შეხედა, მაგრამ ალექსანდრე ლევანიმ უკან დაწია და ცოტნესთან მივიდა.
-თქვი სად არის, არ მინდა უკიდურეს ზომას მივმართო და მიუხედავად იმისა შენ მატკინე მე არ მინდა გატკინო.
-არ გესმით, მე ვწუხვარ აქ არ არის.
-თქვი სად არის. აფეთქდა ლევანი და კიდევ უფრო ახლოს მივიდა ცოტნესთან.
-შვილი ხომ დაიბრუნე, სხვის გამო რატომ წუხარ.
-შენ მხოლოდ ის იცი როგორ ატკინო შენს გვერდით მყოფებს, საყვარელი ქალი წამართვი და ეს არ გეყო, 17 წელი ჩუმად იყავი და შვილის არსებობაც არ მითხარი. როგორ ხარ ასეთი ნაგავი, ასეთი ბინძური სული შენში რატომ დასახლდა გოგა.
-ლევან საქმეს მიხედე, ვიცი რომ ძლიერი ხარ ახალგაზრდობაშიც ძლიერი იყავი, მაგრამ შენი სიძლიერე ჩემთან არ გაგივა.
-სწორედ ამიტომ გააკეთე ის რაც გააკეთე, გშურდა ყოველთვის თუ შენზე წინ ვინმე წავიდოდა და იქ დამარტყი სადაც დღემდე მტკივა შენგან მოყენებული ჭრილობა. მიხვდა ალექსანდრე და ყველა რომ ცოტნეს დროის გაყვანა უნდოდა, მაგრამ ვერ მიხვდა ვერავინ რის მოგებას ცდილობდა დროის გაყვანით და ლევანიმ გადაწყვიტა მოქმედებაზე გადასულიყო.
-არ იტყვი სად გყავს გადამალული ქალი. ცოტნემ ჩაიცინა და ლევანიმ იქვე მდგარ პოლიციელს იარაღი ხელიდან აართვა და ბარძაყში ესროლა რასაც არავინ ელოდა, ცოტნეს სახე შიშმა შეცვალა და იქვე მდგარ შვილს შეხედა, მაგრამ ის ადგილიდან არ დაიძრა.
-მე მიყურე და თქვი სად გყავს გატაცებული თუ არ გინდა მეორე ტყვია შუბლში მოგხვდეს. ცოტნეს არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში ენახა ვინმეს, მაგრამ უკვე მისი ქმედებები გამაღიზიანებელი იყო და ლევანიმ მეორე ტყვია ფეხის წვივში ესროლა, მაშინ კი შეეშინდა და იყვირა.
-არ მესროლო, გეტყვით სად არის გატაცებული.
-თქვი სად არის და დაასრულე, მალე შენც დასრულდები.
-სარდაფში არის.
-სად სარდაფში, ჩემი სახლის სარდაფში? გაოცებული უყურებდა მამას და სიბრაზეს ვეღარ ერეოდა.თავად წავიდა სარდაფიში და ალექსანდრე სირბილით გაყვა უკან.
-აქ ერთი ბნელი ოთახი მაქვს და ყოველთვის დაკეტილია, ვშიშობ იქ არ ყავდეს რადგან იმ ოთახში მიწიდან წყალი ამოდის ზამთარში. სწორედ იმ კართან მივიდა და კარი ერთი გასროლით გააღო, სარდაფი წყლით იყო დაფარული, ლილე სკამზე იდგა და შეშინებული უყურებდა კარებს, მაგრამ ალექსანდრეს დანახვაზე ხმამაღალი ტირილი აუვარდა.
-ნუ გეშინია უკვე ჩემთან ხარ, გიპოვე და აღარასოდეს დაგტოვებ მარტო. ლილე პანიკაში ჩავარდა და შეეცადა ალექსანდრეს ხელში აეყვანა, მაგრამ ვერ შეძლო მისი დამშვიდება.
-ლილე მე ვარ, მომეცი ხელი აქედან გაგიყვანო. ხელში აიყვანა დასუსტებული ლილე და სარდაფიდან გავიდა.
-როგორ არის, შეშინებულია.
-დასუსტებულია, საავადმყოფოში გადავიყვანოთ. თქვა ლევანიმ და პროკურორს შეხედა, პროკურორმა იქვე მდგარ პოლიციას ბრძანება მისცა ცოტნე წაეყვანათ.
-დამშვიდდი, ამჯერად ყველაფერი დასრულდა და ეს მკვლელი სიცოცხლეს ციხეში დაასრულებს. ლილეს პირველადი დახმარება გაუწია ექიმებმა ადგილზე, ალექსანდრემ მადლობა მოუხადა პოლიციას და ლევანი უნდოდა ენახა, მაგრამ ვეღარ იპოვა და იქვე მდგარ ცოტნეს შვილს მიუბრუნდა.
-მადლობა რომ დაგვეხმარე.....
-მიშიკო, მიშიკო მქვია და იურისტი ვარ, მეც კანონს ვემსახურები, მიუხედავად იმისა მამას არ უნდოდა იურისტი გამოვსულიყავი მე მაინც ეს გზა ავირჩიე, გზა სიმართლის სადაც სიმართლის ტრიუმფი ყველაზე მაღლა დგას. ყველამ ერთად დატოვა ცოტნეს სახლი, მიშიკო განყოფილებაში წავიდა, ცოტნემ დაინახა თუ არა შვილი ტირილით უთხრა.
-შვილო, გაყიდე ყველაფერი და აქედან დამიხსენი.
-ვწუხვარ რომ სიტყვა მამა დაგიძახე, ვწუხვარ რომ ჩემი მამა ხარ, მამა რომელმაც ეს ადგილი დამსახურებულად მიიღო და დაელოდე განაჩნს თუმცა ვიცი რა განაჩენსაც გამოიტანს მართლმსაჯულება.
-რატომ ხარ ასეთი უგულო, მე ხომ შენს გამო ვაკეთებდი ყველაფერს.
-ჩემო მამიკო მე არ მითხოვია შენთვის ხალხი აწამე, დახოცე და სისხლიანი ფულით მაცხოვრეთქო.
-მიშო შვილო.....
-არასოდეს მთვლიდი შვილად, არასოდეს გითქვამს ჩემთვის ,,შენ ეს შეძელი'', არასოდეს აღმიქვამდი შენს ერთადერთ შვილად, რატომ მამა შენს წინაშე რა დანაშაული მიმიძღვის.
-მიშიკო.....
-პატარა ვიყავი 5 წლის ბავშვი, ძალიან პატარა დედა რომ გარდაიცვალა და ცხოვრება იმ პატარა ასაკიდანვე ჯოჯოხეთად მიქციე. ბებიამ წამიყვანა და მან ამღზარდა ადამიანად, გავიზარდე მამა და გავაცნობიერე რომ დედა პატარამ დავკარგე და მამა საერთოდ არ მყოლია. იცი რატომ ვიფიქრე ასე, შენ საუკეთესო მეგობრის საყვარელ ქალზე იქორწინე, ისიც ტყუილით და წლები აცხოვრე ტყუილში, მომაკვდინებელი ნარკოტიკით საუკეთესო მეგობარი მომიკალი და არც ამან შეგაკრთო, არ შეჩერდი, ისევ აგრძელებდი ახალგაზრდების მოწამვლას მხოლოდ გაგესაღებინა არ ქონდა შენთვის მნიშვნელობა რა ასაკის იყო პიროვნება და მე არ მინდა ასეთ ადამიანს მამა დაუძახო, ამიტომ მოიხდი სასჯელს რასაც სასამართლო მოგისჯის.
-მიშიკო მან უნდა აღიაროს ვინ დგას მის უკან, ვინ უმაგრებს ზურგს და დაასახელოს ის პოლიციელები თუ მაღალჩინოსნები ვინც საქმეში გადიან მასთან ერთად ან იტყვი ან ყველა ჩადენილ დანაშაულს შენს თავზე აიღებ და მხოლოდ შენ დაისჯები, ისინი კი შენგან განსხვავებით თავისუფლად ივლიან. ცოტნემ ყველა ის მაღალჩინოსანი დაასახელა ვინც მის უკან იდგა და მიხვდა ალექსანდრე თუ რატომ იყო ის ასეთი ძლიერი, მიშიკოს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და საავადმყოფოში წავიდა ლილეს სანახავად, სადაც ლილე ჯერ იდევ შოკურ მდგომარეობაში იყო.მიდიოდა გულდამძიმებული და ფიქრებისგან გონება გუგუნებდა, გულში კი უზარმაზარი ცეცხლი დანთებულიყო. თვალებიდან ვერ გააქრო ლილეს შეშინებული გამოხედვა სადაც სიხარულიც დაინახა, იმედიც და მერე მისი განწირული ხმა.
-ყველაფერი დასრულდა, ამჯერად მართლა დასრულდა და ვერავინ გაბედავს მოგიახლოვდეს და შეგეხოს. საავადმყოფოში მივიდა და მანქანიდან გადმოსვლისას ფეხი ტკივილი იგრძნო, თავისივე ხელით გადმოიტანა მარჯვენა ფეხი მანქანიდან და ნელა ნელა მივიდა ლილეს პალატამდე, მაგრამ გადაწყვიტა ჯერ ექიმი ენახა და მასთან წავიდა, ექიმი კი ის ის იყო პალატიდან გამოვიდა და კითხა.
-როგორ არის ექიმო მისი მდგომარეობა.
-შეშინებულია და მას დრო უნდა რომ თავის ცხოვრებას დაუბრუნდეს, უნდა დაველოდოთ მან ძალიან დიდი შოკი მიიღო.
-გადაიტანს, ის ძლიერია და თქვენი დახმარებით ამ სირთულესაც გადალახავს. ალექსანდრეს ლევანი მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა.
-ლევან ბიბილური და მადლობა მინდა გითხრა შვილი გადამირჩინე, გული მტკივა რომ ვერ დაგეხმარეთ რადგან მეც......
-ვიცი, მოხუცმა მითხრა რაც შეგემთხვათ და მეც მინდა მადლობა გითხრათ დღეს რომ ჩემს გვერდით იყავით. ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს და დათქვეს, რომ თბილიში აუცილებლად შეხვდებოდნენ ერთმანეთს.ლევანი წავიდა, ალექსანდრემ ინდირას დაურეკა და გაოცებული უსმენდა ბაჩო და ინდირა.
-ლილე როგორ არის, ნახე იყავი მასთან?
-აქ ვარ, მაგრამ ჯერ მასთან არ შევსულვარ ახლა მოვედი და ექიმი ვნახე. შოკურ მდგომარეობაშია და ვფიქრობ ექიმი ფსიქოლოგის ჩარევა აუცილებელი გახდება, მაგრამ არ მინდა წარსულის ტკივილი გაუახლდეს.
-იქნებ შეძლოს და გადალახოს, ის ძალიან ძლიერი ქალია.
-დაგირეკავ ისევ, წავალ ვნახავ. ალექსანდრე ლილეს პალატასთან მივიდა და ყური დაუგდო, ლილე მას ეძახდა.
-ალექსანდრე, ალექს. კარი გააღო და მასთნ მივიდა.
-აქ ვარ ლილე.
-იცი რას ვფიქრობ?
-მითხარი რასაც ფიქრობ.
-რაც მე გამოვჩნდი შენს ცხოვრებაში უბედურება მოვიტანე და ამიტომ ვფიქრობ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია, არ მოგვცემენ საშუალებას ვიცხოვროთ მშვიდად.
-ჩემი სამსახური ყოველდღიური სირთულეებით არის სავსე, მაგრამ ამჯერად მართლა ყველაფერი დასრულდა და წინ მშვიდი ცხოვრება გველოდება ლილე. ლილემ ფანჯრიდან დაინახა წვიმდა და გაუღიმა წვიმას.
-წვიმს, მომენატრა წვიმა და ჩემს ეზოში ფეხშიშველა სიარული. ცრემლი მოიწმინდა თვალზე და ისევ ალექსანდრეს შეხედა.
-ლილე ცხოვრებამ ორივეს მეორე შანსი მოგვცა სიცოცხლის და ცხოვრების, ის რაც ჩვენ ორივეს შეგვემთხვა ახლა გაფრთხილებაა, რომ ჩვენს ისტორიას მივცეთ სწორი მიმართულება. ეს ცხოვრება უბრალოდ და უაზროდ გატარებული დღეების, სათების და წუთების გრძელი ჯაჭვი არაა, ცხოვრება თავად გვიბიძგებს გავყვეთ ამ ჯაჭვს რომ სწორი გზითდან არ გადაუხვიოთ და არ გადავარდეთ გზიდან.
-სახლში მინდა, მე მხოლოდ ჩემი სამი გიჟის შეხედვა მიშველის სხვა ექიმი მე არ მჭირდება.
-ექიმი გნახავს და თუ მეტყვის წაიყვანეო, წავიდეთ. ექიმმა საბოლოოდ გასინჯა ლილე და ალექსანდრეს უთხრა.
-შეგიძლიათ წაიყვანოთ, პაციენტი უკეთესად გამოიყურება.
-წავიდეთ და ნუ ფიქრობ ცუდზე, ცხოვრების გაგრძელება არასოდეს არის დაგვიანებული. შენ მე მჭირდები და მე შენ გჭირდები ეს ყოველთვის გახსოვდეს.
-მე, მე, მე შენი სიყვარული მჭირდება, შენი სიახლოვე მჭირდება, შენი გულის ცემა მჭირდება და შენი სითბო მჭირდება ალექსანდრე. როგორ ფიქრობ, რამე გამოგვივა?
-შენ ჩემს გვერდით იყავი და გპირდები, რომ ყველაფერი გამოგვივა, ბედნიერები ვიქნებით.
-მაშინ წავიდეთ აქედან, ჩვენ ამ ქვეყნის ნაწილი არ ვართ, ამათ სამყაროს ჩვენ არ ვეკუთნით.
-საბუთები გამზადდება თუ არა ერთი წუთით არ გავჩერდებით, ჩვენ დავბრუნდებით. ორივე ფიქრებმა გაიტაცა და უხმოდ მივიდნენ ბინასთან, მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა და ბინის კარი გაიღო თუ არა ტაშით შეხვდა მათ ბავშვები.
-დედა, დედა მოიდააა. თქვა ალექსანდრემ და ბაჯბაჯით მივიდა ლილესთან, ლილია კი ალექსანდრეს შემოეხვია ფეხებზე, პატარა ალექსანდრა გრეტას ჰყავდა ხელში და ისიც მათკენ იწეოდა თავის ენაზე ბუტბუტებდა შემდეგ კი გრეტას მიუბრუნდა და გაბრაზებულმა სახეში დაარტყა თავისი პატარა ხელი რაზედაც ალექსანდრემ გულიანად გაიცინა, გრეტას ხელებიდან აართვა პატარა და გულში ჩაიკრა, გრეტა კი ლილეს მოეხვია.
-მაპატიე, მაპატიე რომ ჩემს გამო საფრთხეში ჩავარდი.
-ლილე მე მაპატიე რომ ვერ დაგიცავი, მაგრამ მთავარია აქ ხარ კარგად ხარ და ყველაფერი დასრულდა.
-მე მაღაზიაში ჩავალ და ახლავეს ამოვალ. ლილემ შეშინებულმა შეხედა ალექსანდრეს და ისიც მიხვდა მისი შიშის მიზეზი რაც იყო.
-მომისმინე, შიშის მიზეზი აღარ გაქვს და მერე მე სახლის გასაღები თან მაქვს და ჩემი გასაღებით ვაღებ კარს, გასაგებია? მალე მოვალ, რამეს ვიყიდი და ნორმალურად ვისადილოთ. ალექსანდრე წავიდა, გრეტამ ლილეს შეხედა და უთხრა.
-ჩემო გოგო უნდა დაუჯერო და ენდო ალექსს ის შენს სიმშვიდეზე ზრუნავს და ამასაც თავისი მიზეზი აქვს.
-დავიღალე, გრეტა ძალიან დავიღალე ჩემი სული დაცარიელდა ხმელი ფოთოლივით. ის წლები მენატრება ფეხშიშველა რომ დავრბოდი, მახსენდება და ცრემლები მახრჩობს. მინდა დილა ბედნიერი გათენდეს, რომ სიხარულმა გული ამიჩქაროს და სუნთქვა შემიკრას.
-ძალიან გულჩათხრობილი ხარ, წარსულს თუ ყოველ დღე გაიხსენებ, მომავლით ვერ შეძლებ ცხოვრებას. შენ უნდა გაიღიმო საუკეთესო მამაკაცი გყავს გვერდით და შენი ღიმილით მასაც გააბედნიერებ.
-მაგრამ......
-მაგრამ წარსული წარსულში დარჩა, გუშინდელი დღეც უკვე წარსულია და შენ აქ ხარ რომ ახალი ცხოვრება დაიწყო. ლილემ თვალები მაგრად დახუჭა, შემდეგ ორივე ხელები სახეზე მოისვა და ფანჯარასთან მივიდა, გაყვითლებული და ფერდაკარგული მოგონებები გულის სიღრმეში ჩააბრუნა და თითქოს ჰაერი არ ეყო ფანჯარა გამოაღო, ღრმად შეისუნთქა ჰაერი და თვალი გააყოლა ჩამწკრივებულ ხეებს რომლებაც ქარმა გადაუარა და ააშრიალა. თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და გრეტას მიუბრუნდა.
-ძალიან დავიღალე, დავიღალე და ყველა მომენატრა გრეტა.
-მე არავინი მყავს, ჩემი ქვეყნიდან ჩემივე თავს გამოვექეცი.
-როგორ, შენც სხვის მიწაზე ცხოვრობ ჩემსავით და სხვის ჰაერს სუნთქავ?
-პოლონეთიდან ვარ, მიღალატეს და ტკივილს გამოვექეცი, ღალატის გამო ყველა შევიძულე ასე დავსაჯე ჩემი თავი. წლებია ჩემში ჩაკვდა და ჩაიფერფლა ჩემი ღიმილი და სამყარო დაცარიელდა, მიღალატა და რატომ, ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობდი. ხმით ვერავის ვერაფერს უყვებოდი ჩემს გულში ყველას ვეჩხუბებოდი, მაგრამ გულის ხმა არავის ესმოდა. სამსახური დავიწყე და ისე ჩავეშვი ჩემს საქმეში ვერც კი გავიგე წლები როგორ გავიდა.
-მის შემდეგ მარტო ხარ?
-არ მინდოდა მარტოობაში ყოფნა და გავბედე მივენდე ერთს, მანაც გამოიყენა ჩემი ნდობა და საუკეთესო მეგობართან შვილი გააჩინა, ორივე დამცინოდა ჩემს მიუხვედრელობაზე და მას შემდეგ დაიკეტა ჩემი გულის კარი ყველას მიმართ. ლილე გთხოვ ჩემს შეცდომას ნუ გაიმეორებ, მიენდე ალექსანდრეს და იცხოვრეთ სიყვარულით.
-გრეტა უკვე დიდი დროა რაც გიცნობ, ძლიერი ხარ და ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსი ჯერ კიდევ გაქვს.
-ზოგჯერ მგონია რომ ყველაფრისგან ვიცლები, ტკივილი გულზე მაწვება და საკუთარი თავი მამძიმებს. დაუფარავად გეტყვი რომ ჩემი თავის მეშინია, მარტოობის არ მეშინია არც მებრალება, მე მეშინია მარტოობას არ შევეჩვიო.
-ახალს არაფერს ამბობ, შენში კიდევ არის დარჩენილი დეპრესია და ამიტომ არ უნდა მოდუნდე, მინდა კარგად იყო ნუ ებრძვი შენს თავს საყვარელო მიენდე ცხოვრებას.
-ასეა ჩემს თავს ვებრძვი, აღარ მინდა დიდობა. მიუხედავად იმისა ჩემი ცხოვრება ბავშვთა სახლში გავატარე მინდა იქ დავბრუნდე და ისევ ისე ჩემს ბავშვურ პატარა სამყაროში ვცხოვრობდე სადაც არ არის ბოროტი ხალხი და სადაც ჩემი შექმნილი ზღაპრები მქონდა, მე ჩემს ზღაპრებთან ერთად ვცხოვრობდი.
-დარდი არ გქონდა არაფლის, მაგრამ დრო გავიდა სამწუხაროდ და დავიზარდეთ, შენ კარგად უნდა იყო გრეტა.
-კარგად ვიქნები, გადაწყვეტილება მივიღე.
-რა გადაწყვეტილება, რაზე ამბობ.
-მეც თქვენთან ერთად წამოვალ საქართველოში. რამდენიმე დღეში ყველა საბუთი ხელთ ჰქონდათ და ბედნიერები მიდიოდნენ აეროპორტში, გრეტა ყველაზე უკან მიდიოდა ბედნიერი შეგრძნებით.ალექსანდრეს და ლილეს დაბრუნება მხოლოდ ბაჩომ იცოდა, შმაგი და მონიკა ერთმანეთზე გაბრაზებულები არც ეხმიანებოდნენ ერთმანეთს და სიბრაზისგან მონიკას გულის ძლიერი ბიძგები მთელ სხეულში ურტყამს და კანკალებს, რამოდენიმე საათმა გაიარა სიჩუმეში და ტელეფონის ზარმა დაარღვია სიმყუდროვე.
-გისმენთ. არაფლის მთქმელი სიჩუმე ისევ აღიზიანებს და ტელეფონს თიშავს, ისევ ზარი და მისი გაბრაზებული ხმა.
-გისმენთ, რომელი ხარ.
-აღარ გელოდები, ვიცი რომ ჩემთან აღარ დაბრუნდები, ამიტომ მშვიდობით.
-არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ მშვიდობით.
-თავს ვიკლავ და ჩემი სიცოცხლეს შენს სინდისზე ვტოვებ.
-ვინ ხარ ადამიანო ან რას მერჩი.
-შმაგი ვარ და შენს გამო ვიკლავ თავს.................. იქვე მდგარ საბას გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
-უნდა წავიდე, გთხოვ ნუ შემეკითხები ნურაფერს.
-თუ ძალიან მნიშვნელოვანი ზარია უნდა წახვიდე, წამოგყვე?
-მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო წავალ
-წადი და შეეცადე ყველას მოსვლამდე დაბრუნდე. მონიკა სააბაზანოში შევიდა და რამდენიმე წუთი შეაგვიანდა, საბამ შმაგის დაურეკა და ჩუმად უთხრა.
-შეეშინდა და მოდის. მონიკას თითქოს გადაავიწყდა მნიშვნელოვანი ზარი და რამდენიმე წუთის შემდეგ უთხრა საბას.
-გავდივარ.
-შენ ჯერ კიდევ აქ ხარ?
-უკვე გავდივარ.
-მას თუ გადაწყვეტილი აქვს არ შეგეშინდეს თუ გაყინული დაგხვდეს, უკეთესია დამკრძალსვი ბიურო გამოიძახო და ისინიც იქ დაგხვდება მისული. გაბრაზებულმა შეხედა საბას საჩქაროდ დატოვა განყოფილბა, სირენით გაიარა გზა შმაგის ბინამდე, მაგრამ არა და არ დამთავრდა გზა, ჩაბნელებულია ბინა და შუქი არ არის, შიშმა აიტანა ბინის კართან მისული და კარი ოდნავ ღიად დახვდა, შევიდა და ტელეფონის ფარანი აანთო და დაინახა შმაგი ძირს იწვა, შეეშინდა და ტირილით მივარდა შმაგის გულზე ხელს უტყამდა, თვალების გახელას სთხოვდა.
-ასე რატომ დამსაჯე, გინდა მთელი ცხოვრება ვიტანჯო და ვიტირო.
-მაგრამ თუ ჩემს გვერდით იქნები არასოდეს დაგდინდება ცრემლი, გპირდები. მონიკა კიდევ უფრო გაბრაზდა, მაგრამ შმაგიმ ორივე ხელები მოხვია და წასვლის საშუალება არ მისცა.
-გგონია გაგიშვებ ჩემგან, მინდა სამუდამოდ ჩემთან დარჩე მონიკა. მონიკამ თავი დაიხსნა შმაგის მკლავებიდან და გაბრაზებულმა უთხრა.
-ასეთი იდიოტი როგორ ხარ, მითხარი მიყვარხარო და უარი გითხარი? შმაგი ფეხზე წამოდგა და მონიკასთან მივიდა, მონიკამ უკან უკან დაიხია და კედელს აეკრა, შმაგიმ ორივე ხელებშუა მოიმწყვდია მონიკა და უთხრა.
-რომ მეთქვა დამთანხმდებოდი?
-გგონია ახლა დაგთანხმდები?
-არ მგონია, ვიცი რომ დამთანხმდები.
-ხოდა ტყუილად გგონია, მე.....
-შენს თვალებშიდაც იგივე გრძნობას ვხედავ მონიკა რაც ჩემში არის შენს მიმართ და როგორც მე შენც ჩუმად ხარ, ამიტომ დღეს უნდა დავარღვიოთ ეს სიჩუმე, რას იტყვი.
-არაფერსაც არ ვიტყვი......
-დღეიდან შენ და მე არ არსებობს, ვარსებობთ ჩვენ მონიკა. დღეიდან ყოველ წუთს, ყოველ წამს იგრძნობ რომ ჩვენ ჩვენ ვართ და მხოლოდ ერთმანეთისთვის ვისუნთქებთ. ჩემში არსებული გაღვვებული გრძნობა მაიძულებს შენზე ვიფიქრო რადგან მიყვარხარ მონიკა და ასე იქნები შენც, რადგან ვერ მოერევი შენში გაჩენილ ამ დიად გრძნობას.რატომ დუმხარ, რატომ არაფერს არ მპასუხობ, იქნებ არაოდეს არ უნდა დამერღვია სიჩუმე და შორიდან გვეყურა ერთმანეთისთვის.
-დარწმუნებული ხარ შენს გრძნობებში?
-პირველი დანახვიდან დღემდე ჩემს გულში ხარ მოკალათებული და შიგნიდან მჭამ, ვერც შემჭამე, მაგრამ ჩემს სულს ანგრევ ყოველ შენს შემოხედვაზე. უთხრა და ორივეს გაეცინა, შმაგიმ კი ორივე ხელებით თმებზე მოეფერა და შემდეგ მხურვალე და მოწყურებული კოცნა დაუტოვეს ერთმანეთს.
-მონიკა მიყვარხარ.
-მეც. იყო პასუხი და იგრძნო როგორ აუჩქარდა გული და როგორ მოეკვეთა ფეხები.
-შენს გულს მხოლოდ მე შევეხები, რადგან მხოლოდ ჩემი ადგილი შენს გულშია ისე როგორც შენხარ ჩემს გულში. ალექსანდრეს დაბრუნებას სამეზობლოს სიხარულით შეხვდა, ყველა ბავშვებს ეფერებოდა ზოგი რას სთავაზობდა და ზოგი რას, მაგრამ ისინი მხოლოდ ლილეს ამოეფარნენ და ყველას ათვალიერებდნენ. ალექსანდრემ და ბაჩომ მარკეტში წავიდნენ, ინდირამ ლილია ხელში აიყვანა და დაღლ;ამდე აკისკისა. ალექსანდრე და ბაჩომ უამრავი ჩანთებით სამზარეულოში გავიდნენ, პატარა ალექსანდრე ლოყებ აწითლებული მივიდა ალექსანდრესთან და უთხრა.
-ვაიიი, გული დაღალა. ალექსანდრემ შეხედა პატარას და ხელი მუცელზე ჰქონდა დადებული.
-მანდ გაქვს გული?
-ჰო, გული აქ მაქს. ინდირას შეხედა და სიცილით უთხრა.
-რა უქენი ბავშვს რომ დაღალე.
-ლოყები შეუჭამე და სატირლად მოემზადა თორე არ გაუშვებდი.
-მალე გეყოლებათ და გეშინოდეს ჩემი მოსვლა, შენზე მეტი სადისტი ვარ.
-ვიცი სადისტი და სისხლის მაწოვარა რომ ხარ. მხიარული საღამო კარზე ზარის ხმამ დროებით შეაჩერა, ალექსანდრემ კარი გააღო და გაოცებული უყურებდა კართან მდგარ ანანოს და მის უკან მდგარ ლევანს.
-ლევან მობრძანდი....
-დარწმუნებული ვარ არ მელოდი, მაგრამ რაც ჩემი შვილის გამო გააკეთე მადლობა ანანოს და მე ერთად გვეთქვა და აი მოვედით.
-ჩემი მოვალეობა შევასრულე, ანანო დედას დაუბრუნე და დამნაშავე ელოდება როდის გასამართლდება. ალექსანდრემ სტუმრები სახლში მიიწვია, ინდირამ ანანოს შეხედა და უთხრა.
-დედა......
-ძალიან მინდა დედა და მამა ერთად იყოს, მაგრამ.......
-ვერ პატიობს მამა....
-უკეთესია ცხოვრება გააგრძელოს უჩემოდ. თქვა ლევანიმ და სიგარეტი აჩვენა ალექსანდრეს.
-ვერანდაზე მეგობარო. ლევანი ვერანდაზე გავიდა და ალექსანდრეც მას გაყვა.
-ვერ პატიობ დაკარგულ წლებს, მაგრამ ის ხომ საყვარელი ქალი არის.
-იყო და აღარ არის, 17 წლები მის გარეშე გავიდა ალექს და დარწმუნებული ვარ უჩემოდაც შეძლებს ცხოვრებას. ალექსანდრე ჩემი სიცოცხლე სულ მალე შეწყდება, რომ მცოდნოდა შვილი მყავდა, ვიბრძოლებდი სიცოცხლისთვის, მაგრამ აზრი არ აქვს ბრძოლას, ყოველ დღე ზედმეტი ბარგივით ვიშორებ ზედმეტ წონას და სანამ ვსუნთქავ მინდა ჩემი შვილის გვერდით ვიყო.
-მე კი გეტყოდი, რომ მაინც სჯობს თუნდაც ის დარჩენილი ცოტა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარო. ანანომ პირადად გადაუხადა მადლობა ალექსანდრეს და მამასთან ერთად დატოვა ალექსანდრეს ბინა, ალექსანდრემ არი მიხურა და ლილეს მიუბრუნდა.
-მაშ ასე, ლილე ხვალ დაისვენებ და რამოდენიმე დღეში სამსახური გელოდება, სამსახური რომელიც ძალიან საპასუხისმგებლო არის. გაოცებული უყურებდა ლილე და ყველა ალექსანდრეს , ლილემ კი ენის ბორძიკით უთხრა.
-რა, რა, რა სამსახური ალექსანდრე.
-განყოფილებაში რომ მიხვალ გაიგებ რა სამსახურია. ლილეს და მშობლების შეხვედრა მეორე დღეს მოხდა, მათ ბავშვების წაყვანა უნდოდა სოფელში, მაგრამ ლილე ალექსანდრეს გვერდით დაცულად გრძნობდა თავს და დადგა ნანატრი დღეც, ლილე განყოფილებაში ალექსანდრესთან ერთად მივიდა საიდანაც რამდენიმე საათში თავისი კაბინეტი ჰქონდა და მაგიდაზე უამრავი საქაღალდეები ელაგა რომლებც სათითაოდ უნდა წაეკითხა და შეესწავლა. ძალიან გვიან შემორჩა პირველივე დღეს სამსახურს, ალექსანდრემ ძიძასთან ერთად აბანავა პატარები, მაგრამ პატარა ალექსანდრე წყლიდან ვერ ამოიყვანა.თვალებს ხუჭავს და წყალში ხელებს ადგაფუნებს წყლის ხმაზე კი გულიანად იცინის, თავიც ჩაყო წყალში თითქოს ადგილი რომ ჰქონდეს გაცურდებოდა, მაგრამ ალექსანდრემ აღარ გააჩერა და ციმციმ ამოიყვანა წყლიდან.
-ჩაიბარე გრეტა ეს ონავარი, მე ლილეს მოვიყვან უკვე ძალიან გვიან არის. თქვა და კარიც გაიღო და ლილე ბაჩოსთან ერთად დაბრუნდა.
-ახლა მოვრჩით ონავრების ბანაობას და მოვდიოდი.
-შემთხვევით შევხედე რომ ჯერ კიდევ იქ იყო და აღარ დავტოვე.
-პირველი დღიდანვე დაღლილი ხარ.
-ძალიან რთული იყო და როგორც პროკურორმა თქვა, რამდენიმე დღეში იქნება სასამართლო რომელსაც კარგად მომზადებული უნდა შევხვდე.
-გასაგებია, ლილე ეს შენი პირველი პროცესია და ამ პროცესით შეხედავ შენივე თავს შორიდან რამდენად სამართლიანი ხარ და რამდენად უსამართლო. დაიმახსოვრე, შეცდომის დაშვების დაშვების უფლება არ გაქვს და ამიტომ კარგად მომზადებული უნდა იყო, რომ შენმა ცოდნამ და შენმა თავდაჯერებულობამ მოგცეს გამბედაობა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ისეთი როგორსაც დამნაშავე იმსახურებს. ლილე დღე და ღამე კითხულობდა, შეისწავლა ყველა დამნაშავის ისტორია და დადგა მნიშვნელოვანი დღე, ლილე მოსამართლის მანტიაში დგას და ჩუმად გულში ლოცულობს, რომ მხრებზე ხელის შეხება იგრძნო, მაგრამ თვალი არ გაუხელია ის სურნელით მიხვდა ვინ იდგა მის უკან და ზურგით მიეყრდნო საიმედო საყრდენს.
-არ ინერვიულო, მე მჯერა შენი ლილე.
-მადლობა რომ აქ ხარ ჩემთან და შენი აქ მოსვლით უფრო მომეცი ძალა და ენერგია.
-ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, წადი უკვე დრო არის ლილემ ნაზი კოცნა დაუტოვა ალექსანდრეს და წავიდა, სასამართლო დარბაზში უამრავი ხალხი იყო და დამნაშავის დასჯას მოითხოვდა უმრავლესობა.
-ყურადღება, ფეხზე დგომით შეხვდით მოსამართლე ლილე მიქელთაძეს. ყველა ფეხზე წამოდგა და ლილეც შევიდა დარბაზში სადაც გაოცებული უყურებდა გოგიტა რომელმაც წლების წინ შიშში აცხოვრა პატარა გოგო და გაჭირვების ჟამს ქუჩაში დატოვა უპატრონოდ მიუსაფარი. დღეს ის მასთან ძალიან მაღლა დგას, იმდენად მაღლა რომ მასთან მიახლოვებაც კი შეუძლებელია. არ ესმოდა ვინ რას ამბობდა, ვინ ბრალს დებდა, ვინ ამართლებდა, მაგრამ როცა მოსამართლემ ფეხზე წამოდგა მისი ბოლო სიტყვები გარკვევით გაიგონა.
-საქართველოს მოქალაქეებს გოგიტა გოგოძეს და ცოტნე ნადარეიშვილს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა, უვადო პატიმრობა და სასჯელი გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ლილემ დარბაზი დატოვა და ხალხი აგუგუნდა.
-დამნაშავეებმა მიიღეს დამსახურებული სასჯელი. ლილემ დარბაზი დატოვა და როცა თავი მარტო იგრძნო მასში მოწოლილ ემოციებს გული გაუხსნა და ღრმად ამოისუნთქა.
-მე ეს შევძელი, ახლა დასრულდა ყველაფერი.
-მართალია შენ ეს შეძელი და ამიტომ შენთვის სიურპრიზი მაქვს. ლილე მიბრუნდა და დაინახა ალექსანდრე და მას არა მარტო თვალები სახეც უღიმოდა.
-რა სიურპრიზი, ალექსანდრე არ მიყვარს სიურპრიზები.
-დღეიდან შეიყვარებ, რადგან ახლა იქ წავალთ სადაც საყვარელი ადამიანები გველოდებიან. ახლოს მივიდა და ორივემ ერთად დატოვა განყოფილება, რამდენიმე საათში კი ქალაქის საკონსულოში მივიდა სადაც ელოდა ლილეს საყვარელი ძმა, მშობლები და თავიანთი სამი გიჟი.
-აქ რა გვინდა ალექსანდრე.
-აქ გვინდა ლილე რადგან აქ ხელს მოვაწერთ და სამუდამოდ ვიცხოვრებთ ერთად, მშვიდად და ბედნიერად. ხელი მოაწერეს სამეგობროს წრეში და აღნიშნა ყველამ ერთად რომ სიმართლის ტრიუმფი შესანიშნავად დასრულდა. წლები გავიდა, ლილე სამართლიანი მოსამართლე დადგა, ბავშვები დაიზარდნენ და ალექსანდრეს ასაკი დაეტყო თმაში ჭაღარაც მოერია. ალექსანდრე და ლილია ლონდონში სწავლობდნენ და დრო მოვიდა ალექსანდრე პენსიაზე გასულიყო, განყოფილებაში ახალ უფროსის მოსვლას ელოდნენ და ალექსანდრე ძალიან ნერვიულობდა არ იცოდა მის სავარძელს ვინ დაიკავებდა და მოვიდა მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი წუთები განყოფილებაში ახალი კომისარი მოვიდა რომელიც შეკრებილ სამეგობროსთან ახლოს დადგა.
-აგვიანდება ახალ კომისარს.
-ალექსანდრე შესამჩნევია შენი ნერვიულობა.
-ინდირა......
-ლილესაც დააგვიანდა...
-ალბად საცობში მოხვდა, დაურეკავ.
-დედა მალე მოვა.... ყველამ მიბრუნდა ახალგაზრდა მამაკაცისკენ და გაოცებული უყურებდნენ მათ წინ მდგარ ახალ კომისარს.
-ალექსანდრე, აქ რას აკეთებ....
-მამა, როგორც ვიცი ახალ კომისარს ელოდებით.
-ველოდებით, მაგრამ.....
-მაგრამ დააგვიანდა რა უპასუხისმგებლო იქნება....
-ალექსანდრე, ნუთუ.....
-თქვენს წინაშე არის ახალი კომისარი დგას ალექსანდრე ახვლედიანი. ალექსანდრემ ხელები გაშალა და ორივე ერთმანეთს მოეხვია და ლილეს შეუერთდა მათ სიხარულს.
-მაგრამ მარტო არ ვარ, რადგან მინდა მეც თქვენსავით ძლიერი გუნდი შევქმნა თქვენთვის სიურპრიზი მაქვს.
-როგორ არ მიყვარს სიურპრიზები ალექსანდრე. ალექსანდრემ ტელეფონზე დარეკა და მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა.
-გელოდები. რამდენიმე წუთში განყოფილებაში შემოვიდა მაღალი ქერა ახალგაზრდა მამაკაცი და ბექას ხმამ ყველას ღიმილი მოგვარა სახეზე.
-ლადო, 11 წლის ლადო და როგორ გამახარეთ ბიჭებო.
-პირობას ვდებ როგორც უფროსი ალექსანდრე ახვლედიანი იდგა ყოველთვის სიმართლის ტრიუმფზე, მეც ასევე ალექსანდრე ახვლედიანი შევეჭიდები სიმართლეს და ყოველთვის ავღმართავ სიმართლის ტრიუმფებს ჩემს ძლიერ გუნდთან ერთად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent