ზოგჯერ წინ გვყავს (12)
თავი 12 ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ცხენს შხამი ამოუღეს და შრატი გაუკეთეს,მაგრამ მთელი ღამე უნდა დავაკვირდეთ რომ ცუდად არ გახდეს. დეა შიგნით შევიდა და მის გვერდით მოკალათდა. – კარგად იქნები ჩემო ბიჭო, მალე ისევ იჯირითებ.- ელაპარაკებოდა და თან სლუკუნებდა ისიც ამოიფრუტუნებდა შიგა და შიგ და ამოხედავდა. მათი შემყურე ღიმილი მეფინებოდა სახეზე. – როგორც ჩანს ცხოველები ძალიან გიყვარს? – კი, განსაკუთრებით ცხენები და ძაღლები, რადგან უანგარო სიყვარული და ერთგულება იციან. – ძაღლები მეც მიყვარს ადრე მყავდა ჰასკი მაქსი ერქვა მის, შემდეგ აღარ ამიყვანია მეტი. – მართლა? მეც მყავს ჰასკი. ჰასკის ჯიში ძალიან მიყვარს, რადგან გამოირჩევიან თავიანთი ვიზუალით და ხასიათით.- აღტაცებით საუბრობდა. ***** ცხოვრება უცნაურობებით არის სავსე და არავინ ვიცით ვის რა მოგველის ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ჩვენს ცხოვრებას და ვერც დავგეგმავთ არც არაფერი მქონდა დაგეგმილი სოფელში ისე ჩავედი დასასვენებლად. რას წარმოვიდგენდი, თუ იქაც ჩაჩავას გადავეყრებოდი წესით მასზე გაბრაზებული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ როდესაც ეკლესიის ეზოში დავინახე სრულიად შეცვლილი და გაუბედურებული გულმა ვერ გამიძლო და მასთან მივედი არც ვიცი რატომ მინდოდა მასთან სიახლოვე ის ყველაფერი, რაც ამ მოკლე დროში თავს გადამხდა მეცინება ამ ყველაფერზე. მდინარის პირას ვიჯექი ჩაფიქრებული და ჰორიზონტს გავყურებდი ყველაფერზე ვფიქრობდი აქ ჩამოსულს თითქოს დამავიყწდა ანონიმური მუქარები ტელეფონიც გავთიშე, რადგან ვერ მოეგნო ჩემთვის დღეს კი მომიწია ჩართვა, რადგან სახლში დამერეკა როგორც კი ჩავრთე ისევ დამხვდა ანონიმური ნომრიდან შემოსული შეტყობინება. ,, გგონია, თუ შორს წახვალ და ტელეფონს გათიშავ ვერ მოგაგნებ? თუ ასეა, იმედი უნდა გაგიცრუო, რადგან მე შენი ყოველი ნაბიჯი ვიცი. “ ეკრანს დავხედე და კვლავ ვაგრძელებ მის სიტყვებს კითხვას. სიმწრიგან მეტირება და ნერვიულად ვცახცახებ მეტი აღარ შემიძლია დავიღალე ამდენი მუქარებით. გავიფიქრე და ჯერ ტელეფონი მოვისროლე შემდეგ კი მდინარის სიღრმეში გავცურე და ჩავყვინთე. ვიღაცის ხმა ჩამესმოდა თვალები ოდნავ გავახილე და წამიერად მოვკარი თვალი დანიელის შეშინებულ სახეს. ცოტახანში პირიდან წყალი ამოვახველე უღონდ ავხედე შეშინებილი თვალებით მომზირალ დანიელს. – მადლობა, ღმერთს გონს მოხვედი. რამ გაფიქრებინა რომ ეს სისულელე ჩაგედინა?!- წარბებ შეყრილმა მომიგო. – მე… - ამოვიტირე. – რა მოხდა დეა, რა დაგემართა? – მე… ასე აღარ შემიძლია, დავიღალე მუქარებით ვიფიქრე სანამ ის დამასწრებს და მომკლავს მე თვითონ დავუსმევ ყველაფერს წერტილს- თქო. – ისევ ის გაშანტაჟებს?- კბილებში გამოსცრა. – ჰო… მან კი გულში ჩამიკრა. – ნუ გეშინია , მე არ დავუშვებ, რომ რამე დაგიშავოს. აქამდეც უნდა მომეგვარებინა ეს საქმე, მაგრამ ახლა ქვესკნელშიც, რომ მომიხდეს ჩასვლა და მოძებნა ჩავალ და აუილებლად ვიპოვი. – რატომ აკეთებ ამას?- ინტერესით შევანათე თვალები. – ეს რა შეკითხვაა, დეა. ამას ორი მიზეზის გამო ვაკეთებ მინდა დედაჩემის გამო პასუხი აგოს და მეორე იმიტომ, რომ გავიგოთ ვინ აკეთებს ამას. - დამყურებდა ზემოდან თავის მუქი შოკოლადისფერ თვალებით , წარბები შეეყარა და ხელს არ მიშვებდა ჩაბღაჭებული ვყავდი ისე თითქოს სადმე ვაპირებდი წასვლას, თუმცა ხომ ვაპირებდი ცოტაცნისწინ. – იცოდე ასეთი რამ მეორედ აღარ გაიმეორო, თორემ ძალიან გავბრაზდები!- გამაფრთხილა. – კარგი… – როდის ბრუნდები ქალაქში? – არ ვიცი ალბათ კვირის ბოლოს, რა იყო? – არაფერი, მაშინ ერთად წავიდეთ. – რაა?- წამოვხტი. – შენთან ერთად არსად არ ვაპირებ წასვლას. – თუ ასე არ მოგწონს ჩემი სიახლოვე რატომ დამდევდი მაშინ და არ მიდოდი ან ახლა რატომ ხარ ისევ ჩემს მკლავებში?- ნიშნის მოგებით მომიგო. მაშინვე ხელი ვკარი და წამოხტი. – იდიოტი ხარ.- მივაძახე გაბრაზებულმა და სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე იქაურობას, თუმცა წამომეწია ეს ვაჟბატონი და შემაჩერა. – ყოველთვის, როდესაც რაღაც ისეთს გეუბნები რატომ გარბიხარ გამაგებინე?- სიცილ ნარევი ხმით მომიგო. – აბა, რა ვქნა ტაში დაგიკრა ნერვებს, რომ მიშლი?- მოჭუტული თვალებით გავხედე. – იმ ბავშვივით იქცევი, რომელიც დატუქსეს და გაბუტილი გარბის.- ცალი წარბი ზემოთ აზიდა და ცალყბად ჩაიცინა. – შემეშვი რა, შენი ნერვები არ მაქვს.- მობეზრებით მივუგე შემდეგ დავუშტვინე, რომ ქარიშხალა მოსულიყო. ისიც მაშინვე გამოემართა ჩემკენ ჭიხვინით ერთი ამოიფრუტუნა და ჩემ წინ გაჩერდა. –კარგი, ბიჭი ხარ.- ცხვირზე მოვეფერე დავინახე, როგორ მომიახლოვდა დანიელი და ქარიშხალამ, როგორ ამოიფრუტუნა და ახლოს არ მოუშვა. – ხედავ,ცხენასაც კი არ მოსწონხარ.- ჩავიფხუკუნე. – არაუშავს, ჯერ პატრონს გავხედნი და მოვარჯულებ და შემდეგ ცხენს.- ჩაილაპარაკა. – რა თქვი?- ეჭვის თვალით გავხედე. – რა ვთქვი?- ვითომაც არაფერი ისე მომიგო. _ გაიმეორე წეღან, რაც თქვი? – რა ვთქვი და არაუშავს, როგორმე გავხედნი თქო.- ამაზე გულინად გადავიხარხარე. – რა თქვი? გახედნი? ვის ქარიშხალას? –კი. – და გგონია, ასე ადვილია მისი გახედნა?- ნიშნის მოგებით ვეუბნები. – შეუძლებელი არაფერია. – მართლა? ქარიშხალა ჩემს გარდა არავის იკარებს არც ჩემ ძმას და არც მამაჩემს, როგორც კი ახლოს მიდიან მასთან მაშინვე ღიზიანდება და უკან აგდებს. ისე რომ იცოდე, ქარიშხალა გაუხედნავია, მე მას არ ვტვირთავ და არ ვაწვალებ არც უნაგირს ვუკეთებ და არც სხვა საშვლებებს. – აბა, როგორ ჯირითობ?- გაკვირვებით მომიგო. – როცა, სადმე გასეირნება მინდა უბრალოდ ვჯდები მასზე და ვჯირითობ სრულიად თავისუფლად მე მას ვენდობი და ის მე. ამდენი ხნის მანძილზე არასოდეს არ გადმოვვარდნილვარ ცხენიდან, მხოლოდ მე მეგუება და ჩერდება ჩემთან. – საინტერესოა, ისე ძალიან განსხვავებული ცხენია. – სწორედ ამიტომ არის გამორჩეული ველური ცხენების შესახებ, თუ გაგიგია რამე? – არა. – კარგი, მოკლედ ქარიშხალა, წარმოშობით არის ჩრდილოეთ ამერიკიდან კერძოდ პრერიებში ბინადრობენ მუსტანგები ეს ცხენები თავისუფალ ცხოვრებას არიან მიჩვეუელები. არ უყვართ, როცა რაიმეს აძალებენ ამიტომაც მე ბავშვობიდან ვიცნობ ქარიშხალას და ის მიხვდა, რომ მე მას არ ვაწვალებ და არ ვაიძულებ არაფერს. - დავასრულე ჩემი მნოლოგი და ცხენს შემოვახტი ერთი მოვუთათუნე კისერზე და ისიც უმალვე წყდება ადგილიდან. სახლში მისულს ეზოში ჯინა შემომგება, ცოტა წავეთამაშე და სახლში შევედი მისაღებ ოთახში ერეკლე, სესილი, ნინია და ონისე დამხდნენ. – ოჰო, მთელს საზოგადოებას აქ მოუყრია თავი.- წამოვიძახე და მათ მიუახლოვდი. – აბა, შენ ყველა დაგვივიწყე კვირაზე მეტია აქ ხარ და ერთი არ დაგვირეკავ.- საყვედურებით ამავსო სესილიმ. – კარგი, რა ხომ იცი არა, არ მიყვარს ეს მიმოწერები ტელეფონზე საუბრები. – აბა, მაშინ რისთვის გაქვს ტელეფონი, თუ არ ხმარობ? – მჭირდება, როცა საქმე მაქვს და აუცილებლია. – კარგი, კარგი ნუ ბრაზობ, რომ ვიცით შენი ამბავი ამიტომაც გადავწყვიტეთ სიურპრიზის მოწყობა.- ამიხსნა ერეკლმ. – ძალიან გამახარეთ- მოვეხვიე ყველას.- კარგი წავალ მოვწესრიგდები და მოვალ. ოთახში ავირბინე კარადიდან მშრალი ტანის სამოსი ამოვიღე ჯინსის შორტები და ტოპი გადავიცვი თები კუდად შევიკარი და მისაღებ ოთახში ჩავედი. – აბა, მოყევი რა ხდება აქ ალბათ მთელი დღე ქარიშხალთან ერთად დაქრიხარ არა?- მკითხა ერეკლემ. – კი, მაგრამ რამდენიმე დღე ვერ დადიოდა. – რატომ? – გველმა უკბინა, ისე შემაშინა მეგონა ვერ გადარჩებოდა მადლობა ღმერთს იქვე ახლოს დანიელი იყო და ძალიან დაგვეხმარა… – დანიელი?!- მოჭუტული თვალებით გამომხედა ერეკლემ.- რომელი დანიელი? –ჰო… დანიელი, უფროსწორად დანიელ ჩაჩავა, სტიქაროსანია, ჩვენს ტაძარში უცნაურად დაემთხვა, მაგრამ ისიც ამ სოფელში ისვენებს. – სახელი და გვარი მეცნობა, უნდა ვნახო ერთი ვინ არის ეს დანიელი. – არ გინდა დაპატიჯე აქ ჩვენც გავიცნოთ ეგ შენი დანიელი..- დამცინა ონისემ – შენ ცოტა ხომ არ გაჟრიალებს. არაფერი ჩემი არა არის უბრალოდ ვიცნობ და ეგ არის. – ეჭვიც არ მეპარება აბა ისე შენ ვინ გაგიძლებს.- გამაჯავრა და ენა გამომოყო ონისემ – ონისე!- შევუღრინე. – კაი, ჩუმად ვარ.- თქვა და სავარძელზე ჩამოჯდა. – არ არის პრობლემა, თუ ასე გაინტერებთ დავუძახებ და მოვა.- მივუგე მე – და როგორ დაუძახებ იცი სად ცხოვრობს?- მკითხა სესილიმ – მივაგნებ, როგორმე.- ჩავილაპარაკე. – მოკლედ რა ჯიუტია ეს გოგო, ამას ისეთი ბიჭი უნდა ვუნახოთ, რომელიც მასზე უარესი იქნება და შეძლებს მის მორჯულებას.- უთხრა ერეკლეს სესილიმ. ამ სიტყვებზე დანიელი მახსენდება მანაც ზუსტად იგივე სიტყვები თქვა. უეცრად ჯინას ყეფის ხმა შემომესმა და მეც გარეთ გავედი, რომ გამეგო რატომ ყეფდა ეზოში კი დანიელი შემრჩა ხელში. – შენ აქ რას აკეთებ?!- ვუთხარი, როდესაც მას მივუახლოვდი. – მდინარეზე აი ეს დაგრჩა.- ხელებში კეპი შემომაჩეჩა. – კარგი, მადლობა შეგიძლია წახვიდე.- მინდოდა დროზე წასულიყო, რომ ჩემებს არ დაენახათ, მაგრამ ვერ მოვასწარი. – დეა, რა ხდება ვინ არის?- იკითხა ერეკლემ და კარებისკენ წამოვიდა. – შენ?- სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ჩემი ძმა.- შენ აქ საიდან? – ერეკლე როგორ ხარ?- წამოიძახა და გადაეხვია. მე კი პირ დაღებული ვუყურებდი ამ ორს, რომელებიც კაი ძველი ძმაკაცებივით შეხვდნენ ერთმანეთს. – ვინმე მეტყვის აქ რა ხდება, საიდან იცნობთ ერთმანეთს? – მოდი შევიდეთ სახლში და გაიგებ ყველაფერს. – მე წავალ არ მინდა თქვენი შეწუხება. – რა შეწუხებაა, წამოდი ძმაო იმ ამბის შემდეგ შენი ნახვა მინდოდა, მაგრამ ვერ გიპოვე. – ხო, მე ბათუმიდან ვარ იქ ვცხოვრობდი, შემდეგ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. – გასაგებია. სახლში შევედით და დანარჩენებიც გააცნო ერეკლემ. – გაიცანით ეს დანიელია,დანიელ ესენი ჩვენი მეგობრები არიან უფროსეოწორად დეას მეგობრები: სესილი, ონისე და ნინია. – სასიამოვნოა.- მკრთლად გაუღიმა ყველას და ხელი ჩამოართვა. – ეს ის დანიელი ხომ არ არის შემთხვევით, რომელმაც ქარიშხალა, გადაარჩინა?- ეშმაკურად გადმომხედა სესილიმ. – რა მიხვედრილი ხარ.- თვალები ავატრიალე და წარბებ შეხილი ჩამოვჯექი სავარძელზე გაურკვევლობაში ვიყავი ვერ გამეგო რა საერთო ქონდათ ამ ორს ერთმანეთსთთან. აწარბებ შეხრილი და ხელებ გადაჯვარედინებული ვიჯექი. უეცრად ვიღაცამ ლოყაზე მოფჩქვნიტა და ეს ვიღაც ონისე იყო. – ონისე!- შევუღრინე. – რა იყო გოგო, რა სახე გაქვს?- გამეკრიჭა.- გამხიარულდი ცოტა. – მშვენივრად ვარ რა გინდა?+++±+- მივუგე. – ჰო, როგორ არა. - გადაიხარხარა მინდოდა, ბალიში მესროლა მისთვის, მაგრამ გაიქცა. – ბოლო ბოლო, გამარკვევს ვინმე რა ხდება?-მოთმინება დაკარგულმა წამოვიძახე და ყველამ მე შემომხედა, როდესაც ერეკლემ ჩემი სახე დაინახა მიხვდა, რომ გაბრაზებული ვიყავი. – აგიხსნით, მაგრამ არამგონია ამ ამბავის გახსენება გინდოდეს…- ჩაილაპარაკა. _ რა ამბავი? _ ავარიაში, რომ მოყევი ხომ გახსოვს? – მაგას რა დამავიწყებს… – ხოდა ის ადამიანი ვინც გადაგარჩინა და საავადმყოდოში მოგიყვანა დანიელი იყო. – რაა?- შევიცხადე. – კი, მას უნდა უმადლოდე დღეს, რომ ცოცხალი ხარ და აქ ხარ.- სევდიანად გამიღიმა ერეკლემ. თვალები ამიწყლიანდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. – მე ახლავე მოვალ.- ვაფრთხილებ მათ და გარეთ გავდივარ. გარეთ გავდივარ და ჰაერის ნაკადს ღრმად ვისუნთქავ. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო. – მამაოს სუტყვები მაგონდება. “ შვილო ის ხმა, რომელმაც გაგაჩერა შენი მფარველი ანგელოზი უნდა იყოსო,, ისიც კი მითხრა დრო, რომ მოვა თავად გაიგებ ყველაფერსო,, ყველაფერს ერთმანეთთან ვაკავშირებ და ის ადამიანი, რომელიც ყოველ ჯერზე მიხსნის განსაცდელისგან დანიელია. დღესაც მან გადამარჩინა. ეს როგორ შეიძლება ასე იყოს არ ვიცი? - თავს ვერ ვიკავებ და ტირილს ვიწყებ. ღმერთო ეს რას ნიშნავს? რატომ არის ეს ადამიანი სულ იქ სადაც მე ვარ გამაგებინე?- წამოვიძახე. – ვისზე ამბობ, შემთხვევით ჩემზე ხომ არა?- უკნიდან მისი ხმა შემომესმა და შევხტი, შემდეგ მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა ადგომა მინდოდა და წასვლა, მაგრამ მტევანზე ჩამავლო ხელი და უკან დამსვა. – არ მეტყვი? - ამღვრეული თვალებით შემომხედა. – სათქმელი არაფერი მაქვს…- ჩავილაპარაკე.- მე რომ არ გითხრა ეგ შენც კარგად იცი. – მე მინდა, რომ შენგან გავიგო. – დანიელ! – დეა!- ისიც არ მეშვებოდა. - შენ თუ ჯიუტი ხარ მე შენზე უარესი ჯიუტი ვარ ასე რომ არ მოგეშვები სანამ არ მეტყვი. – თავს არ დამანებ არა? – არა.- მომიჭრა მოკლედ. – კარგი, ხო შენზე ვამბობდი,შენ არ მანებებ თავს და სადაც მე ვარ იქ ჩნდები, რომ ვამბობ მოგზავნილი ხარ- თქო არ გჯერა და ჰა. – მე კი გეტყვი, რომ ეს სამყარო მარტო შენს გარშემო არ ბრუნავს პატარა ქალბატონო.- თვალი ჩამიკრა უფრო ახლოს მოიწია და თვალებში ჩამაშტერდა ისევ კოცნას აპირებდა, მაგრამ ვერ მივართვი ხელი ვკარი. – აბა, აბა ძალიან ხომ არ გამითამამდი.- შევუბღვირე. – რა ვიცი, წინაზე პრეტენზია არ გქონდა.- ნიშნის მოგებით მომიგო. – ჩემი ბრალი იყო, მაგრამ მეტი აღარ განმეორდება.- ვეუბნები და მივდივარ. – ვნახოთ, როდემდე შეძლებ თავის არიდებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.