შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი იყავი! (თავი 1)


20-06-2024, 23:55
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 485

შესავალი
სამყარო ამოუცნობია. როგორ სასაცილოდ ჟღერს ეს უბრალო ჭეშმარიტება, შეიძლება ერთ წამს ცოცხლად დაგმარხონ, მეორე წამს კი ვიღაც სრულიად უცხომ სიცოცხლე შთაგბეროს. ყველაფერის დაკარგვის შემდეგ, უბრალოდ ცოცხლობ და დინებას მიყვები, თუმცა შეიძლება არსაიდან გამოჩნდეს ის ვინც ნამდვილ შტორმს მოიტანს, ისეთ ძლიერ შტორმს რომელსაც ყველაფრის მიწასთან გასწორება შეუძილა, თუმცა შეიძლება ეს დამანგრეველი შენთვის ისეთი მყუდრო ნავსაყუდელი გახდეს რომელზეც მუდამ ოცნებობდი.
ნელა მიუყვება ქუჩას. ისეთი მარტოსული რომ სამყაროც განიცდის მის მარტოობას, მაგრამ იქვე კიდევ არის ის ვისაც მისი ჭრილობების განკურნვა შეუძლია. ის ვისაც არა ნაკლებ სტკივა...




თავი 1

ვიჯექი აივანზე ფინჯანი ყავით ხელში, გარშემო გაზაფხულის სუსხიანი ამინდი მეხვია და მყინვარებს გავცქეროდი. დიდებული ხედი იყო ჩემი ოთახის აივნიდან, თითქოს ამ პეიზაჟში ვიკარგებოდი. ვგრძნობდი როგორ ინაცვლებდა უკანა პლანზე ჩემს სულში ჩამდგარი ქაოსი.თითქოს სუფთა ჰაერი და ბუნების მშვენიერი ხედი აფერმკრთალებდა იმ დარდს რომელსაც უკვე წლებია გულით ვატარებ. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი დათას წინაშე, სვანეთში წამოსვლა მართლაც შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო.
რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და თითქოს ჩემს თითოეულ ამოსუნთქვას თან მიყვებოდა ჩემი დამძიმებული ფიქრები და პირველად დიდი ხნის შემდეგ თავს ბუმბულივით მსუბუქად ვგრძნობდი.
ჩემი სიმშვიდე დიდხანს არ გრძელდება, ოთახის კარი იღება და ჩემი მეგობრების მხიარული სიცილი ავსებს გარშმო ყველაფერს.
-რაო ქალბატონო მოგვიხდა მყინვარებსი ცქერა-დათა ნიშნის მოგებით მიღიმის და თავზე მკოცნის
-მე კი მომიხდა მყინვარების ცქერა, მაგრამ შენ რა გეშველება შენს ტურფასთან განმარტოება რომ არ გეღირსება?-ირონიით ვუყურებ მეც
-მაგისთვის არსებობს ცივი ღამეები, დიდი გოგო ხარ უკვე ჩემგან არ უნდა გჭირდებოდეს ახსნა-ჯერ დათას ვუყურებ, შემდეგ მის გვერდით მდგარ ჩემს საუკეთესო მეგობარს ლიზას და მოულოდნელად ხარხარს ვიწყებ
-აბა დღეს რა გეგმები გვაქ გვრიტებო?-გაჭირვებით ვუსვამ შეკითხვას და კვლავ ვიცინი
-დაბლა ჩავდივართ, ჯერ ჩემს მეგობარს გაგაცნობთ, შემდეგ ვისაუზმებთ და მერე ვნახოთ
-კარგი მაგრამ საუზმეს გამოვტოვებ
-რატომ ?-ლიზამ ეჭვით ამათვალიერა
-უბრალოდ გავისეირნებ
-მინდოდა ჩემი მეგობარი გამეცნო
-საუზმის შემდეგ შემოგიერთდებით
-იცოდე პირობა პირობა
-როდისმე დამირღვევია პირობა დათა?
-საუზმის შემდეგ შევხვდებით
-დამირეკეთ როცა ...-წინადადება არ მაქ დასრულებული რომ დათა ღია კარიდან ხელს მიქნევდა
-არ დააგვიანო.
სასტუმრო დავტოვე და ფეხით გავუყევი გზას. თვალ წინ ხელუხლებელი ბუნნების პეიზაჟები გადამეშალა. მომააჯადოებელ მყინვარებს ახლად გამწვანებული ტყეები ერწყმოდა, სადღაც შორიდან ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. ერთ ადგილას გავშეშდი, თვალს ვერ ვწყვეტდი ხედს, ერთი წამით თითქოს ბუნების ნაწილი გავხდი, სიმშვიდის ნაწილი.
სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე წარსულზე, ალბათ რაც მოხდა იმის გარეშე ვერ შევძლებდი ჩემს გარშემო არსებული სილამაზის სათანადოდ დაფასებას
-როგორც ჩანს შენც ჩაგითრია
-უკაცრავად?- დავიბენი არსაიდან მოსული უცნობის დანახვისას
-მყინვარებს მაგიური ძალა აქვს, იმის დანახვაში გვეხმარება რაც ნამდვილად ფასეულია
-მაგაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი და უცხოა
-სვანეთში პირველად ხართ?
-დიახ
-მაშინ დრო მიეცით, ის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს
-შევეცდები, ...-კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმა, მაგრამ ის ისევე სწარაფად გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა.
ალბათ კიდევ დიდხანს დავრჩებოდი პეიზაჟით დასატკბობად მაგრამ დათა და ლიზა მელოდებოდნენ ამიტომ, დამაბნეველი ფიქრები მოვიშორე და უკან დავბრუნდი.
სასტუმროს მისაღებში ვიდექი და ინტერიერის ცქერით თავს ვირთობდი, მოულოდნელად შევამჩნიე ჩვენკენ მომავალი მაღალი, კარგად ჩაცმული, იდეალური გარეგნობის მქონე ბიჭი, ისე გამოიყრებოდა იფიქრებდით თითქოს რომელიმე დიდებული მხატვრის ტილოდან გამოიპარაო. ნელა მოგვიახლოვდა და მასში უცნობი ამოვიცანი, ბიჭი დათას მიესალმა და მაგრად მოეხვია
-ქალბატონებო გაიცანით ჩემი მეგობარი ლევან დევდარიანი
-ლევან ჩემს შეყვარეულს უკვე იცნობ ეს კი ჩემი მეგობარია ელენა
-სასიამოვნოა- ხელი ძლიერად ჩამომართვა, თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და სახეზე ცინიკური ღიმილი აიკრა
-შენ ის გოგო ხარ რომელიც ტურიზმს სწავლობს თუმცა საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილას პირველად ხარ-ირონია იკითხებოდა დიდი დოზით მის ხმაში
-გოგოს სახელი აქვს ელენა ქვია და დიახ სვანეთში პირველად ვარ, თუმცა თუ ყველა სვანი შენნაირია მგონი ჩემი ბოლო ვიზიტი იქნება აქ
-ჰმ... გამოგეტირება მყინვარები როცა დაგვტოვებ
-კარგად მომისმინე ლევან ეს ყურით მოთრეული იუმორის ფრქვევას ჩემთან მეორედ ნუ ცდი ძალიან გთხოვ
-ვითომ რატომ ელენა?
-იმიტომ რომ იუმორის სამშმობლოდან ვარ-წარბი ავუწიე და თვალებში დაჟინებით ჩავაშტერდი. ღმერთო როგორი მომაჯადოებელი შავი თვალები აქვს, თითქოს მაგნიტივით გიზიდავს და ბურუსში გხვევს
-თქვენ ორს რა გაჭირთ, ახლა არ გაიცანით ერთმანეთი?-დათა ნერვიულად ისმევს თავზე ხელს
-ძვირფასო სხვას რას ელოდი-ლიზა ერთვება საუბარში-ენა მწარე გურული ქალი და სვანური ჯიხვი შეხვდა ერთმანეთს-წინადების დასრულებისთანავე დათას გამაყრუებელი სიცილი ავსებდა მთელს მისაღებს
-რძალო ხუმრობაც დაგიწყია შენ-მასაც ეღიმება. საშინლად მიმზიდველი ღიმილი აქვს.-დღეს რა გეგმები გაქვთ აბა-საუბარს ისე აგრძელებს თითქოს იქ არც ვარ
-დათა მე მივდივარ, საკმარისად ვისიამოვნე ეტიკეტის მამასთან საუბრით
-კარგი რა ელენა რა გჭირს, უბრალოდ ხუმრობს
-მოდი თქვენ აქ იხუმრეთ მე კი წავალ ისევ გავისეირნებ-მეგობრებს ზურს ვაქცევ, ხელს ჰაერში ვწევ და დამშვიდობების ნიშნად ნაზად ვუქნევ.
-ლევან რა დაგემართა რატომ აწყენინე ელენას?-ლიზას ხმა უსევდიანდება
-მე უბრალოდ ვხუმრობდი
-ცუდად ხუმრობდი ხომ ხედავ დაგვტოვა და წავიდა
-დამშვიდდი ძვირფასო-დათა ხელს ხვევს გოგოს და თავზე ნაზად კოცნის
-შენ არ ინერვიულო რძალო წავალ და ბოდიშ მოვუხდი-შეტრიალდა და გასავლელისკენ გაემართა
-ნერვებს გაუფრთხილდი დევდარიანო დაგჭირდება დამიჯერე-სიცილით მიაძახა დათამ და რესტორნისკენ წავიდნენ.
სასტუმროდან გამწარებული გამოვვარდი.
-პირველად მნახა და როგორ მელაპარაკებოდა, უტიფარი და თავხედი სვანი. თავი ვინ გონია
-ოცდარვა წელია ლევან დევდარიანი ვარ თუ ახლა არ შეიცვალა რამე-უცებ ჩამესმა მისი ხმა
-აქ რა გინდა?-შეტევაზე გადავედი
-რატომ მლანძღავდი ელენა?
-გასაოცარ პირველ შთაბეჭდილებას ახდენ და მაგიტომ ლევან
-მადლობა კომპლიმენტები საჭირო არაა-ისევ ირონიული ტონი და კიდევ უფრო დამცინავი ღიმილი
-შენ სულ ასეთი ხარ თუ თავი მიარტყი დღეს რამეს?
-ასეთი როგორი ელენა?-კითხვას მისვამს და ჩევნს შორის მანძილს საგრძნობლად ამცირებს
-თავხედი სვანი-ვამბობ ენის ბორძიკით და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე როგორ მაბნევდა მისი სიახლოვე, მისი შავი თვალები და შესანიშნავი სურნელი.
-შენ სულ ასეთი მწარე ენა გაქვს?-ოდნავ იხრება ჩემსკენ და სახეზე მაკვირდება
-განა გინახავს სადმე გურული ქალი თაფლივით ტკბილი ენით?!-ენას ბავშვივით ვუყოფ, ვტრიალდები და ტყისკენ მივდივარ. უეცრად ხელზე შეხებას ვგრძნობ თავისკენ მატრიალებს და თვალებში მიყურებს
-ვფიქრობ კარგად გავერთობით ეს ერთი კვირა ენა მწარე ქალბატონო.

ლევან დევდარიანი, არ ვიცოდი ვინ იყო ეს ბიჭი, სულ რამდენიმე წუთია რაც ვიცნობდი. მისი გამოხედვა, ქედმაღალი საუბრის მანერა და მისი გარეგნობა ძალიან მაბნევდა, ის კი ისე მესაუბრედო თითქოს ჩემზე ყველაფერი იცოდა.
-აქ თუ დიდხანს დარჩები გაიყინები ენა მწარე ქალბატონო-ფიქრებიდან მის ხმას გამოვყავარ
-შენ არ გეხება, დავიჯერო სხვა საქმე არ გაქ?-თვალებს ვუბრიალებ
-ჩემი საქმეები მშვენივრად მიდის, მგონი თავადაც ხედავ-ოდნავ ტრიალდება და ჩვენს უკან მდგარ სასტუმროზე მანიშნებს, მხოლოდ მაშინღა ამომიტივტივდა გონებაში დათას ნათქვამი სიტყვები ჩემი ძმაკაცის სასტუმროში დავრჩებით
-ეს იგი დათა შენზე საუბრობდა?- თითქოს საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა
-აჯობებს შიგნით შეხვიდე, შეიძლება გაცივდე-მოულოდნელად მომიახლოვდა და მხრებზე პალტო ნაზად მომახურა. მისმა სიახლოვემ თავბრუ დამახვია წამიერად. ზედმეტად მაბნევდა მისი საქციელით, ერთ წამს ჩემს ნერვებზე თამაშობდა მეორე წამს კი მზრუნველად მომახვია მხრებზე პალტო სიცივისგან დასაცავად. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა გონება ზედმეტად მქონდა არეული ამიტომ უსიტყვვოდ გავემართე სასტუმროსკენ.

კიბეები სწრაფად ავირბინე და ჩემს ოთახს მივაშურე. ადგილს ვერ ვპოულობდი, მყინვარების ცქერა რომელიც სიმშვიდეს მგვრიდა ახლა უფრო მაფორიაქებდა. ვერ ვხვდებოდი რატომ ახდენდა ასეთ გავლენას ჩემზე სრულიად უცნობი ადამიანი. იყო რაღაც ამოუცნობ დევდარიანში. მისი თან ცივი და თან მზრუნველი ხასიათი, თავდაჯერებული ნაბიჯები და კიდევ რაღაც უფრო მეტი. მისი ამაყი მზერის მიღმა კიდევ იყო ამოუცნობი ნაპერწკლები რომელიც ინტერესსა და შიშს ერთად იწვევდა.

-რა ქენი შეურიგდი ელენას?-დათა ირონიული ღიმილით აჯილდოვებდა მეგობარს
-არ ვიცი ძმაო-ერთი წამით ჩაფიქრდა ლევანი-მგონი ეგ გოგო გიჟია
-თქვა ერთმა გიჟმა მეორეზე
-იცი ვფიქრობ თუ კარგად გაიცნობ მოგეწონება ჩვენი ელენა-ლიზა მორიდებულად აპარებდა მზერას ლევანისკენ
-შანსი არაა რძალო, არა ნორმალურია შეიძლება ძილში მოვკლათ ერთმანეთი.
-ვფიქრობ თქვენგან კარგი წყვილი გამოვა, იქნებ დაივიწყოს ის...-ლიზამ ენაზე იკბინა, მეგობრის საიდუმლოს ასე უცერემონიოდ გათქმის გამო
-დაივიწყე რაძლო, დიდ პატივს გცემ მაგრამ არაფერი არ გამოვა
-დრო გვიჩვენებს...-მოულოდნელად ლიზას ტელეფონი ახმაურდა.
-მე წავალ. თქვენ კი კარგად დაისვენეთ
-ოთახის ნომერია 402
-რა? -ერთი წამით დაიბნა დევდარიანი
-ელენას ნახვა ხომ გინდა ხო და მისი ოთახის ნომერია 402
-ეს საიდან მოიტანე დათა?
-დაიჭირე წამი ლევან და არ გაუშვა.
ჯერ კიდევ არეული ფიქრების დამშვიდებას ვცდილობდი კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა. მეგონა რომ დათა იყო და მასთან საჩხუბრად მომზადებულმა ლამის კარი გამოვგლიჯე და გაოცებისგან ენა ჩამივარდა კართან თავად ლევან დევდარიანი იდგა
-აქ რა გინდა?
-მოდი ვისააუბროთ
-საკმარისად ვისაუბრეთ უკვე ასე რომ წადი
-კარგი რა ელენა, ასე თუ გააგრძელებ მოქცევას ვიფიქრებ რომ ჩემი გეშინია
-შენი რატომ უნდა მეშინოდეს ლევან?-თითქოს არც გაუგია ჩემი შეკითხვა, გვერდზე გამწია და ოთახში შემოვიდა
-ვფიქრობ ჩვენი საერთო სამეგობრის ხათრით მაინც უნდა ვცადოთ ნორმალურად ერთმანეთის გაცნობა
-შენგან ეს მოულოდნელი იყო, თურმე აზროვნებ კიდეც
-მოდი არ გინდა ეს შხამის ნთხევა, უბრალოდ ცოტა დავლიოთ და დავილაპარაკოთ-ჭიქებში სასმელი ჩამოასხა და აივნისკენ გაემართა, მეც ინსტინქტურად უკან გავყევი
-კარგი დავილაპარაკოთ. მაშინ მე დავიწყებ, აქ რატომ ხარ?
-მე ვუფრთხილდები ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, როცა დავინახა ლიზას როგორ ეწყინა ჩვენი ჩხუბის ამბის გაგება გადავწყვიტე გამომესწორებინა სიტუაცია
-გასაგებია. დათას რამდენი ხაანია იცნობ?
-რამდენიმე წლის წინ აქ გავიცანი. შენ საიდან იცნობ დათას?
-უნივერსიტეტის პირველ კურსზე გავიცანი, მას შემდეგ რაც ჩემი ბავშობის მეგობარი სიგიჟემდე შეუყვარდა
-არა და პირიქით მეგონა
-რას გულისხმობ?
-შენ და დათა უფრო ახლოს ხართ ვიდრე შენ და ლიზა
-რაღაც საკითხებში შეიძლება ასეც ითქვას,ჩვენი ლიზა ზღაპარში ცხოვრობს, მე და დათას კი ცხოვრების მახინჯი მხარე არაერთხელ გვინახავს.მას ჩემსავით მძვინვარე ხასიათი აქ რაც გვაიძულებს მუდამ ერთმანეთის დახრჩობა ვინატროთ
-გასაგებია. დათა ცოტათი თავქარიანია თუმცა ნამდვილად კეთილი გული აქ
-შენზე რას მეტყვი დევდარიანო?
-რა გაინტერესებს?
-ვინ არის სინამდვილეში ლევან დევდარიანი
-ჩემი შეცნობა გსურს პატარა ქალბატონო?
-თუ გინდა ნუ მიპასუხებ-წყენა დამეტყო ხმაში
-ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე. სვანეთი ერთადერთი ადგილია სადაც თავს ნამდვილად სახლში ვგრძნობ
-როგორ მესმის შენი-დაუფიქრებლად წამოვროშე
-რას გულისხმობ?
-დიდი ხანია სახლში არ ვყოფილვარ. ახლა ყველაზე მეტად მესმის რას ნიშნავს საკუთარი სახლისგან შორს ყოფნა
-სვანეთს შანსი მიეცი იქნებ აქაც იგრძნო თავი ისე როგორც სახლში
-სახლი მხოლოდ ერთი არსებობს-თვალი მყინვარებს გავუსწორე, არ მინდოდა ცრემლები ამ უცხო ბიჭისთვის მეჩვენებინა
-სახლი არაფერია თუ იქ არ გელოდებიან. ცარიელ კედლებს მხოლოდ ტკივილის მოყენება შეუძლია
-თუმცა ზოგჯერ შეიძლება ხალხით იყოს სახლი სავსე მაგრამ შენ მაინც მარტო გრძნობდე თავს
-შენში იმაზე მეტია ელენა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს-ეს მითხრა, ფეხზე წამოდგა და სიგარეეტს მოუკიდა
-რას გულისხმობ?
-როცა გავარკვევ პირველს შენ გეტყვი. ახლა კი აჯობებს წავიდე-კარამდე მივაცილე -ისევ შევხვდებით მახარაძის ქალო
-ღამე მშვიდობისა-კარი დავხურე და საწოლზე ჩამოვჯექი, ვერ ვხვდებოდი რა მოხდა ახლა ხანს. რატომ მოვიდა ან ასე რატომ მიყურებდა. დევდარიანი ის იყო ვინც ასე მაცოფებდა თავისი ქცევებით, თუმცა მისი წასვლის შემდეგ აუხსნელი სიცარიელე ვიგრძენი.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

საინტერესო დასაწყისია, ველოდები გაგრძელებას. კარგი იქნება თუ ძალიან არ დააგვიანებს.

 


№2  offline წევრი MmariiamM))

სტუმარი ნინო
საინტერესო დასაწყისია, ველოდები გაგრძელებას. კარგი იქნება თუ ძალიან არ დააგვიანებს.

მიხარია თუ მოგეწონათ blush
მეორე თავს დღის ბოლომდე ავტვირთავ
--------------------
Mm))

 


№3 სტუმარი ნია

როგორ მომეწონა, ერთი სული მაქვს დადოთ გაგრძელება

 


№4  offline წევრი MmariiamM))

ნია
როგორ მომეწონა, ერთი სული მაქვს დადოთ გაგრძელება

ძალიან ბევრს ნიშნავს თქვი კომენტარი ჩემთვის. ეს დიდ მოტივაციას მაძლევს heart_eyes
დღის ბოლომდე დავდებ შემდეგ თავს
--------------------
Mm))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent