ჩემი იყავი! (თავი4)
კარზე საშინელმა ბრახუნმა მომწყვიტა ძილს. გაჭირვებით დავაცილე ძილისგან დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს და კარისკენ წავედი. სამზარეუდან ყავის სასიამოვნო სურნელი გამოდი, როგორც ჩანს ლილეს უკვე ეღვიძა. კართა მივლასლასდი, კარი გავაღე და თვალების ფშვნეტა დავიწყე -კარს ყველას ასეთ ფორმაში უღებ?-მისი სიტყვები ყინულივით მომეხვია სხეულზე და გავაცნობიერე რომ კართან დევდარიანი იდგა მე კი მის წინ ნახევრად შიშველი და აბურძგნული თმებით წარვსდექი -საერთოდ ამ დროს სტუმრები არ მყავს-ვიცრუე ურცხვად, დათას რომ გაეგონა ალბათ მაგრად დამცინებდა -ლილე სადაა? -სამზარეულოში, მოხდა რამე? -ეგ შენ მითხარი დამირეკა და მოსვლა მთხოვა -ლილე შენი ძმა მოვიდა-გავძახე გოგოს -შემოდით ორივე სამზარეულოში-გაისმა მისი ხმა -ლილე რა ხდება რატომ მომიყვანე აქ? -არაფერი უბრალოდ მინდოდა ერთად გვესაუზმა-გაშლილი მაგიდისკენ მიგვითითა-ელე სულ მარტოა და მინდოდა ცოტათი გვერდში დავდგომოდით, ასე რომ ყველანი ერთად ვისაუზმებთ -ლილე ჩემო ლამაზო მგონი არა კარგი აზრი. ალბათ ამას ეჩქარება -ჩემს ნაცვლად ნუ ლაპარაკობ-თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და მაგიდასთან მოკალათდა-დასხედით ვჭამოთ და მერე უნდა წავიდე -ლევან ხომ დამპირდი რომ საშოპინგოდ წამიყვანდი-ლილეს წყენა დაეტყო -მაპატიე სასწრაფო საქმე მაქ სხვა დროს წაგიყვან -შენთვის ყველაფერი ჩემზე მნიშვნელოვანი და სასწრაფოა -ლილე -ქუხილივით გაისმა დევდარიანის ხმა ჩემს ჭერქვეშ-მაგას შენ ნამდვილად არ უნდა მეუბნებოდე -ჩხუბი შეწყვიტეთ და არაფრისგან დრამას ნუ ქმნით-სიტუაციის განმუხტვა ვცადე- ლევან შენ საქმეებს მიხედე მე კიდე ლილეს წავიყვან საყიდლებზე -მართლა ? დღეს ლექციები არ გაქ? -მართლა წაგიყვან დღეს თავისუფალი დღე მაქ-ისევ უსირცხვილოდ ვიცრუე, მაგრამ ლილეს ნაღვლიანი თვალების ყურება აღარ შემეძლო -კარგი თქვენ ისაუზმეთ მე კი მოვემზადები-ლილე სირბილით გაიქცა სახლში -ცუდი მატყუარა ხარ ქალბატონო -რას გულისხმობ? -მიდი თქვი რამდენი ლექცია უნდა გააცდინო -კარგად მომისმინე სვანო ჩემი ქულების პატრონს იმდენი ლექციის გაცდენა შეუძლია რამდენსაც მოისურვებს -მატყუარა და თანაც როგორი ამპარტავანი -ეგრე ნუ მელაპარაკები და ნუ გავიწყდება რომ სახლში მხოლოდ ლილეს ხათრით შემოგიშვი, არ მინდოდა მისი წყენინება -ლილეს ხათრით ცოლადაც ხომ არ გამომყვები დარწმუნებული ვარ ეგ უფრო გაახარებს-სიცილს ძვლივს იკავებდა -საშინელი ადამიანი ხარ გაეთრიე ჩემი სახლიდან -საღამომდე შეშლილო-ხელი დამიქნია და კარის უკან გაუჩინარდა. ლილე პატარა ბავშვივით შესცქეროდა ვიტრინებს, მისი საქციელი დადებითი ენერგიით მავსებდა. ყოველთვის მინდოდა და რომ მყოლოდა და თითქოს ახლა ამ სურვილის ასრულების შანსი გამიჩნდა, მართალია ცოტახნით მაგრამ მაინც. ლილესთან ურთიერთობა ჩემთვის უეცრად იმაზე მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე წარმოვიდგენდი. უამრავი ნივთი შევიძინეთ და უკვე ბნელდებოდა სავაჭრო ცენტრი რომ დავტოვეთ. მანქანისკენ მივდიოდით როცა ლილეს სახელი გაისმა, ორივე იმ მხარეს შევბრუნდით საითაც ხმის პატრონი გვეგულებოდა. -არ მეგონა თუ ასე მალე გიპოვნიდი ძვირფასო-ჩვენს წინ თავად მათე ავალიანი იდგა-იცი როგორ მენატრებოდი-ლილესკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა -მანდ გაჩერდი ავალიანო თუ პრობლემები არ გინდა -მოიცა...-კარგად დამაკვირდა-შენ ის ნაშა არ ხარ დევდარიანი რომ დასდევდა მესტიაში?! -სიტყვები შეარჩიე, მე თვრამეტი წლის პატარა გოგო არ ვარ ვერ დამაშინებ -თან როგორი გრძელი ენა გაქ. მოკლედ მე ლილეს წავიყვან და წავალ შენთან საქმე არ მაქ-ლილეს და მათეს შორის ჩავდექი და ბიჭს სახეში გავარტყი, წარმოდგენა არ მაქ საიდან მქონდა ამდენი გამბედაობა -შენ სმენის პრობლემა გაქ? მგონი გარკვევით გითხარი არ მიუახლოვდე თქო-მანქანა გავაღე და ლილეს ვანიშნე ჩაჯდარიყო ისიც მაშინვე დამემორჩილა -გოგო შენ რატომ მეღობები გზაზე, დავიჯერო ასეთი მაგარი დევდარიანი საწოლში რომ მის გამო მზად ხარ ჩემი ხელით მოკვდე -კარგად მომისმინე არაკაცო, მე შენი არ მეშინია ასე რომ დაიკარგე აქედაან სანამ პოოლიციას გამოვუძახე -ვის უბედავ შე პატარა ბ..ზო-მისი ძლიერად მოქნეული ხელი მომხვდა სახეში, წონასწორობა დავკარგე, თავი ისე მიბჟუოდა გონების მოკრებას ვერ ვახერხებდი. დავინახე ჩემსკენ როგორ წამოვიდა მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო. ხელი კისერში წამიჭირა და ვიგრძენი სუნთქვა აღარ შემეძლო- შენ მაიძულე, შეგეძლო უბრალოდ ხელი არ შეგეშალა-ვგრძნოვდი როგორ ვიხრჩობოდი, უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და ფეხებშორის წიხლი ვუთავაზე. საშინელი ღრიალი აღმოხდა და ხელი გამიშვა -ამისთვის პასუხს მოგთხოვენ ავალი ....-საუბარი მკვეთრი დამუხრუჭების ხმამ შემაწყვეტინა. დავინახე მანქანიდან როგორ გადმოვიდა ნამდვილ გარეულ მხეცს გავდა. ჩემთან მოირბინა და თავიდან ბოლომდე ამათვალიერა, ჩემი სისლიანი ტუჩისა და დალურჯებული ყელის დანახვისას სახე გაუფითრდა. ავალიანს დაეძგერა და გამეტებით დაუწყო ცემა -ლევან გაჩერდი-ბოლო ხმაზე დავიყვირე, ისიც უცებ გაჩერდა და შემომხედა. მის თვალებში ისეთი ბრაზი იყო მთელს სხეულში ჟრუანტელი მომგვარა-ლევან არ გინდა ამად არ ღირს-მივუახლოოვდი და მკლავზე მოვქაჩე -ახლავე ლილე წაიყვანე სახლში-მხოლოდ ეს მითხრა და მანქანისკენ მიბიძგა. წინააღმდეგობის გაწევის თავი იმ მომენტში ნამდვილად არ მქონდა. ასე რომ უსიტყვოდ დავემორჩილე. ლილე მთელი გზა ტირილს არ წყვეტდა, მეც ხმის ამოღების თავი არ მქონდა მთელი სხეული მიკანკალებდა. სახლში შევედით ლილე მისაღებში დავტოვე და მე ჩემს ოთახს მივაშურე. ვიცოდი თუ არ წამოვწვებოდი გონებას დავკარგავდი. თავი ჯერ კიდევ გაბრუებული მქონდა, ვერ ვხვდებოდი რა დრო გავიდა. ჩემს სმენას შორიდან მისწვდა კარზე კაკუნის ხმა თუმცა წამოდგომის ძალა არ შემწევდა -სად არის? -ძმაო მისი ბრალი არ იყო, საიდან უნდა გვცოდნოდა რომ იქ იქნებოდა -კითხვა დაგისვი ლილე-ხმა ყინულივით ცივი ქონდა -ოთახშია. არ ეჩხუბო გთხოვ-კარი შემოაღო და საწოლს ფრთხილად მოუახლოვდა, იმდენად ახლოს იყო მის სურნელს ვგრძნობდი -ხომ არ მოკალი?-ძვლივს გავახილე თვალები -არა -ბოდიში ლევან შენს დას ვერ გავუფრთხილდი-ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა ლოყაზე ცრემლი -საკუთარ თავს შეხედე რა დღეში ხარ. თავის მიხედვა თუ არ შეგიძლია ჩემს დას როგორ მიხედავ-მისმა სიტყვება გული მომიკლა, ვიცოდი მასაც რომ სტკიოდა მაგრამ-ამის შემდეგ ჩემი ოჯახისგან თავი შორს დაიჭირე, ლილეს არ მიეკრო -ლევან გთხოვ -უკვე ხმით ვტიროდი -რას მთხოვ ელენა-ჩემი სახელი ისე ცივად წარმოთქვა რომ სული გამეყინა. მისი სიტყვები იმაზე მეტ ტკივილს მაყენებდა ვიდრე ის ჭრილობა რაც ავალიანმა დამიტოვა-ჩემი ოჯახის პრობლემებს თავად მივხედავ შენ კი შენს ცხოვრებას მიხედე -ვიცი რომ ლილეს დაკარგვის შეგეშინდა მაგრამ ჩემთან ასე საუბრის უფლება არ გაქ -მე ყოველთვის ვზრუნავ ჩემთვის ძვირფას ადამიანებზე, ასე რომ ჩემს დას თავად მივხედავ -ასეთი რა დავაშავე დევდარიანო, ზიზღით რომ მიყურებ?-თვალებში ჩავაცქერდი -დღეს კინაღამ ერთი კი არა ორი ძვირფასი ადამიანი დავკარგე იმ ნაგავის გამო ჩემგან რას ელოდები მახარაძე? რა გინდა რომ გავაკეთო?-ერთხელ შემომხედა ოთახიდან გავიდა, ლილეს ხელი დაავლო და სახლის კარი მთელი ძალით გაიჯახუნა. -ეს სიტყვები რატომ უთხარი?-ლილეს სიბრაზისგან მთელი სახე გასწითლებოდა -რა კითხვებს მისვამ აბა მადლობა უნდა გადამეხადა? -დიახ უნდა გადაგეხადა, ჩემი დაცვის გამო კინაღამ მოკლა იმ ნაბიჭვარმა -თვითონ ჩაიგდო თავი საფრთხეში -ეხ ჩემო ლევან ახლა რა სიტყვებიც არ უნდა ამოგივიდეს პირიდან ვიცი იქ სხვა რამეს გრძნობ-ლილემ გულზე დაადო ძმას ხელი-მე დავინახე შენი თვალები, ფერი დაკარგე როცა გააცნობიერე რომ შეიძლებოდა რამე დამართნოდა. ეს ელემ დაგიჯერა და გული ეტკინა შენი სიტყვების გამო მაგრამ მე ვერ მომატყუებ ძმაო -ეგ მხოლოდ შენი ფანტაზიებია პატარა ლილე. ამის შემდეგ მას არ შეხვდები და უჩემოდ სახლიდან არ გახვალ. ეს ჩემი ბოლო სიტყვაა. ერთი კვირა გავიდა რაც ლილე აღარ მინახავს. ჩემი სილურჯეები გაქრა, თუმცა შინაგანი ტკივილი რომელიც დევდარიანმა მომაყენა არსად წასულა. ის გრძნობა რომელიც მისი იმედგაცრუებული თვალების დანახვისას დამეუფლა არ მტოვებდა. როგორც კი ჩემი სახიდან სილურჯე გაქრა უნივერსიტეტში დავბრუნდი ახლა ყურადღების გადატანა მჭირდებოდა. სადარბაზო ფეხაკრეფით გავიარე რომ მას არ შევჩეხებოდი. ტაქსი გავაჩერე და უნივერსიტეტში წავედი. ერთ კვირაში იმაზე მეტი საქმე დამიგროვდა ვიდრე მეგონა, მთელი დღის გატარება იქ მომიწია, უკვე 7 საათი ხდებოდა შენობა რომ დავტოვე. ისეთი დაღლილი ვიყავი მივხვდი სახლში მეტროთი ვერ დავბრუნდებოდი ამიტომ დათას დავურეკე -დათას სახლში წამიყვანე გთხოვ-ისეთი საწყალი ხმა მქონდა -რა ხმა გაქ გოგო, აგიდუღდა ტვინი კონსპექტებისგან მოვალ ათ წუთში. -კარგი გელოდები-იქვე სკმზე ჩამოვჯექი და გზისკენ დავიწყე ყურება დათას მოლოდინში -ეს ერთი კვირა სად გმალავდა დევდარიანი -შენ აქ რა გინდა?-დენ დარტყმულივით წამოვხტი სკამიდან -შენს გასაფრთხილებლად მოვედი ელენა. არ დამვიწყებია რაც გააკეთე და ამისთვის მწარედ დაგსჯი. თან ამ ყველაფერს ისიც ემატება შენ თუ გატკენ ის მხეცი დევდარიანი ჭკუიდან გადადგება-საკუთარი აზრით აღფრთოვანებულმა ტაში შემოჰკრა -ჩემზე შენი მუქარები არ მოქმედებს ასე რომ დაიკარგე აქედან, არ გეყო რაც იმ დღეს დაგიშავდა?!-დავინახე დათას მანქანა როგორ გაჩერდა და გულში ისეთი შვება ვიგრძენი -მიდი გელოდებიან ელენა, თუმცა ნუ დაგავიწყდება შეძლება ყოველთვის ასე არ გაგიმართლოს. -სად ხარ ამდენ ხანს -საცობებია გოგო ეს ვინ იყო? -არავინ ნაცნობია მესტიიდან -ნაცნობების შეძენა როდისღა მოასწაარი? -შეწყვიტე ჩემი დაკითხვა და სახლში წაამიყვანე თავი მისკდება-მთელი გზა ხმა არ ამომიღია, როგორც კი მანქანა სადარბაზოსთან გაჩერდა დათას დავემშვიდობე და ჩემს ბინას მივაშურე. ვლოცულობდი რომ დათას არ ეცნო ავალიან არ მინდოდა კიდევ პრობლემების გამოწვევა. -გააღე შენს კართან ვარ-ეს თქვა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო -დათა შენთვის დაკაკუნება არ უსწავლებიათ რა საყვარელივით მირეკავ -საქმე მაქ შენთან გარეთ გამოდი -ასეთი რა მოხდა რა სახე გაქ? -ქვევით ჩავიდეთ და იქ მოგიყვები-უმისამართოდ დადიოდა დათა სადარბაზოსთან და სიგარეტს ეწეოდა არ იცოდა საუბარი საიდან დაეწყო -ჰე ახლა აღარ იტყვი რა გჭირს?-მოთმინების ფიალა აევსო ლევანს -დღეს ელენა წამოვიყვანე უნივერსიტეტიდან-ეს თქვა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა -მერე?-მობეზრებით გადაატრიალა დევდარიანმა თვალები -რომ მივედი იცი ვის ელაპარაკებოდა?! -ამოღერღე ეხლა რა გაწელილი სიუჟეტივით მიყვები -მათე ავალიანს ელაპარაკებოდა-ამ სახელის გაგონებისას მთელი სხეული დაეჭიმა დევდარიანს-არ ვიცი ელენას რაზე ელაპარაკებოდა მაგრამ რომ დამინახა მაშინვე წავიდა, ელენას კი სახეზე ფერი არ ედო შეშინებულს გავდა. შენ იცი რა რთულია მაგ გოგოს შეშინება? -დამშვიდდი დათა მე გავარკვევ ყველაფერს, მერე კი ავალიანს საფლავს საკუთარი ხელებით გავათხრევინებ -შარში არ გაეხვიო კარგი და არც ელენა გახვიო. შენ ბევრი რამე არ იცი მის შესახებ, ძაალიან ბევრი აქვს გამოვლილი და არ მინდა კიდევ რაიმე შეემთხვას -მე მოვაგვარებ. რა იყო აღარ მენდობი დათა? -როგორ არ გენდობი ლევან მაგრამ ვნერვიულობ, ელენას ჩემი და ლიზას გარდა არავინ ყავს, არ მივცემ უფლებას ვინმეს აწყენინოს. ასე რომ გთხოვ ფრთხილად იყავი-დათას წასვლა და დევდარიანის ჩემს სახლში შემოჭრა ერთი იყო -როგორ მიეცი იმ ნაბიჭვარს შენთან მოახლოვების უფლება -ეგ შენ არ გეხება ასე რომ წადი ჩემი სახლიდან -გოგო ჩემს გაგიჟებას ცდილობ?! რას ნიშნავს მე არ მეხება -დიახ შენ არ გეხება. პირველმა შენ შემაქციე ზურგი მაშინ როცა შენგან მხარდაჭერის იმედი მქონდა ახლა კი უფლება არ გაქ ასე მესაუბრო -მე შენს დაცვას ვცდილობდი შენ კი რა ქენი წახვედი და იმას შეხვდი -ეგეთი დაცვა არ მჭირდებოდა. იმ ღამეს ზურგი რომ მაქციე იცი რა ძნელი იყო ჩემთვის -ისე მოვიქეცი როგორც შენთვის უკეთესი იყო -შენ მე ლილეს ჩამომაშორე რა იყო ამაში უკეთესი? მიცავდი? ვისგან ავალიანისგან? მაინც მიპოვა ლევან და შენ იქ არ იყავი. როგორც ხედავ შენი გეგმა არ მუშაობს-სწრაფად მომიახლოვდა და კარგად დამაკვირდა -დაგიშავა რამე?-ხმა უცებ შეეცვალა -იმაზე მეტი არაფერი რაც შენ დამიშავე. მაიძულე მეტანჯა იმის გამო რომ ლილე ვერ დავიცავი. იცი რას ვგრძნობ მაგის გამო. მე კინაღამ მოვკვდი ლევან შენ რომ არ მოსულიყავი მომკლავდა მაგრამ უკან დახევას მაინც არ ვაპირებდი. არ მივცემდი იმ ნაგავს ჩვენი გოგონას წაყვანის უფლებას მანამ არა სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავდი -როგორი უშიშარი ხარ. ჩემზე რატომ არ იფიქრე მაშინ რა დამემართებოდა თუ შენ ჩემი დის დაცვისას რამე დაგიშავდებოდა. -ბოდიში დევდარიანო იმ წამს მხოლოდ ლილეზე ვფიქრობდი, არ მივცემდი უფლებას კიდევ ერთხელ გამოევლო ის ჯოჯოხეთი -რატომ ცდილობ ჩემს გაგიჟებას. როგორ უნდა დაგიცვა თუ ისე მოიქცევი როგორც გინდა -არაფერი გამიკეთებია გესმის არაფერი-ყვირილზე გადავედი თავს ვეღარ ვაკონტროლებდი- მელოდებოდა ლევან იცოდა სადაც უნდა ვეძებნე. შენი აზრით იმ წამს არ მოვკვდი როცა მომიახლოვდა -რა მოგიხერხო -კიდევ უფრო მომიახლოვდა, შუბლით დამეყრდნო და თვალებში ჩამაცქერდა, იმ წამს ჩემმა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. მისი ცხელი სუნთქვის ჩემს კანზე შეხებამ თავბრუ დამახვია და შემდეგ ის მოხდა რასაც არ ველოდი, მაკოცა ისეთი გრძნობითა და ვნებით რომ გონება დამებინდა. იმ წამს მინდოდა სულ ასე ახლოს ყოფილიყო ჩემთან. მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძედა, უცებ მოსწყდა ჩემს ტუჩებს კიდევ ერთხელ შემომხედა და წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.