ჩემი იყავი! (თავი 8)
თორმეტი საათი იყო ლილემ კარზე რომ დააკაკუნა. -ხელის შეშლა არ მინდა მაგრამ წასასვლელად უნდა მოემზადოთ -ძვირფასო დაო შენ ყოველი დილა ასე უნდა გამიფუჭო -მაპატიე ძვირფასო ძმაო მაგრამ ქორწილის გადახდა სვანეთში შენი შეყვარებულის იდეა იყო -მოიცა ახლა მე ვარ დამნაშავე? გუშინ ორივე დამთანხმდით -გუშინ უცხოების თანდასწრებით ამ საკითხს ვერ განვიხილავდით -რას გულისხმობ ლილე? -ჩემს უკან დაბრუნებას-ლილეს სახე სევდიანი გაუხდა -ჯანდაბა ასეთი დაუფიქრებელი როგორ ვარ. მაპატიე ლილე მე ... -იქნებ ორივემ შეწყვიტოთ ეს დრამატული მომენტი და ბარგი ჩაალაგოთ -ანუ მეც მვდივარ? -აბა აქ ხომ არ დაგტოვებ პატარა ქალო. შენ დევდარიანი ხარ ვერავინ გიკარნახებს სად უნდა იყო. -აი ასეთი მიყვარხარ ძმაო -გოგო ძილერად მოეხვია ძმას და აწყლიანებული თვალებით გადმომხედა-ეს შენი დამსახურებაა ელე წინ დიდებული ქორწილი გველოდა. ორი დღე დამჭირდა დეკორატორებთან შესათანხმებლად, შემდეგ კი გეზი სვანეთისკენ ავიღეთ. დრო იყო ჩემი ორი გადარეული მეგობარი დამექორწინებინა. წასვლამდე ლიზას ნახვა ვერ მოვახერხე ამიტომ გზაში განაწყენებულმა დამირეკა -შენ რანაირი მეგობარი ხარ, მიმატოვე აქ და სვანეთში გაიქეცი -შენგან ვისწავლე ქალბატონო, პირველმა შენ დამტოვე სვანეთში -მერე რითი ხარ უკმაყოფილო. -არა უკმაყოფილო არ ვარ -გამეღიმა და საჭესთან მჯდომ ლევანს გადავხედე - რაღაც დაგიტოვე ჩემს საძინებელშია, მაშინ ნახე როცა მარტო იქნებ -უნდა მეშინოდეს? -არა ლიზ, უბრალოდ დამირეკე როცა ნახავ. ტელეფონი გამითიშა და სასწრაფოდ ჩემს საძინებელს მიაშურა. ოთახს თავალი მოავლო და მაგიდაზე დადებული კონვერტი სწრაფად გახსნა „ძვირფასო ლიზა, როგორი ბანალურია ალბათ ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი სხვანაირად როგორ გითხრა ჩემი სათქმელი. შენ ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი როცა მჭირდებოდი, მაგრამ მე ბარიერი ავაშენე ჩვენს შორის, დათამ დაიკავა შენი ადგილია და ვიცი ამის წინააღმდეგი არ იყავი, მაგრამ მინდა მიზეზი იცოდე. შენ ყოველთვის სინათლე იყავი ჩემს ცხოვრებაში, მაშინაც კი როცა ჩემი სამყარო ბნელეთმა შთანთქა. ცდილობდი ყველაფერი გაგეკეთებინა რომ დამხმარებოდი, მე კი არ მინდოდა ამ სიბნელის ნაწილი ყოფილიყავი. მინდა რომ სამყაროს მუდამ ვარდისფერი სათვალით ხედავდე, მინდა რომ შენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში სიფერადე შეგქონდეს. სწორედ ამიტომ ჩავებღაუჭე დათას მიერ გამოწვდილ მეგობრობის ხელს, ამიტომ დავეყრდენი მას და ჩემი წარსულის ბნელეთისგან შორს გაგწიე. მინდა იცოდე რომ შენ ის ოჯახის წევრი ხარ რომელიც სულ მინდოდა მყოლოდა. შენ ოჯახზე მეტი ხარ ჩემთვის და ახლა როცა საკუთარ ოჯახს ქმნი ვიმედოვნებ, ჩემი ადგილიც იქნება შენს ლამაზ ფერად სამყაროში. მაპატიე თუ ოდესმე თავი არა საკმარისად გაგრძნობინე.“ -რა მოხდა რატომ ტირი ლიზ -ოთახში შემოსულ დათას სახე შეეცვალა -ელენამ წერილი დამიტოვა სანამ წავიდოდა -თქვენ ორივე აფრენთ, რამდენიმე დღეში ნახავთ ერთმანეთს -უბრალოდ წაიკითხე -დათამ ერთი ამოსუნთქვით გადაიკითხა ნაწერი და გვერდით გადადო -ამ ყველაფრისთვის ამ კუთხით არასდროს შემიხედავს. ლიზა რამე შემეშალა? თქვენს მეგობრობაში უხეშად ჩავერიე? -არა არასდროს. შენ ის მეგობარი იყავი რომელიც მას სჭირდებოდა, რადგან მე არ მქონდა ძალა მას წინსვლაში დავხმარებოდი, მაშინ იმ საშინელ დღეს თვალებშიც ვერ ვუყურებდი. -წარსული უნდა დავივიწყოთ ყველამ და გზა განვაგრძოთ. ახალი დასაწყისი აი რა გვჭირდება ყველას ჩემო ლამაზო. მანქანიდან ბარგი გადმოგვქონდა შეტყობინება რომ მომივიდა ლიზასგან „შენ ხარ ძალა რომელსაც შემიძლია დავეყრდნო. შენ ოჯახი ხარ რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლბს. მიყვარხარ და ამას ვერაფერი შეჩვლის“. ამ სიტყვებმა, სიმსუბუქე მაგრძნობინა, ჩემი დარდი გააქრო, იმის გარკვევამ რომ ლიზას ვუყვარდი და მისითვის შეუცვლელი ვიყავი, იმის შიში სამუდამდ გააქრო რომ მასთან შემეშალა. მთელი სასტუმრო და მისი პერსონალი ქაოსმა მოიცვა, ქორწილის სამზადისის ციებ-ცხელება ყველას გადაედო. იმ მომენტში არავინ ფიქრობდა წარსულზე ან მომავალზე, ერთადერთი საფიქრალი ქორწილი იყო. დღეები ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა, სასტუმროში კი უამრავი ხალხი ირეოდა. ძალღონეს არ ვიშურებდი რათა ეს ქორწილი იდეალური გამოსულიყო. აივნიდან მყინვარებს გვცქეროდი და ჩემს პირველ ვიზიტს ვიხსენებდი სვანეთში. თითქოს მას შემდეგ საუკუნე გავიდა, იმდენი რამე შეიცვალა, ახლა სული ნაკლებად მაქ დამძიმებული და გულის სიღრმეში მომავლის იმედიც გამიჩნდა. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა, რამდენიმე წუთში კი აივნის კარებში დევდარინი გამოჩნდა სასმილს ბოთლით და ჭიქებით ხელში -იმ ღამით ის რომ მცოდნოდა რაც ახლა ვიცი, სხვანაირად მოვიქცეოდი -იმ ღამით რომ არ მოსულიყავი ერთმანეთს ვერ გავიცნობდით -ახლა კი ჩვენ ორივე აქ ვართ- სასმელი ჩამოასხა და ჭიქა გამოაცურა მაგიდაზე -რა ხდება ლევან გინდა დამათრო და ჩემი სიმთვრალით ისარგებლო? -მაგის გარეშეც მოვახერხებ რამეს -როგორი თავდაჯერებული ხარ -იცი მაშინ რომ არ გაქცეულიყავი ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა -რაც არ უნდა მომხთარიყო მაშინ, დღეს ჩვენ მაინც აქ ვიქნებოდით -ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? -იმიტომ რომ ჩემი დავიწყება შეუძლებელია -ახლა ვინ არის ზედმეტად თავდაჯერებული -აჯობებს შევწყვიტოთ. ლილე როგორ არის? ქორწილის გადამკიდე ვერც კი დაველაპარაკე -კარგად იქნება მე ვიზრუნებ ამაზე -მინდა რომ ისიც ბედნიერი იყოს, მინდა სხვა ცხოვრებაც ნახოს ისეთი სადაც არც ბოროტებაა და არც ინტრიგები, მინდა რომ სახლიდან გასვლა არ აშინებდეს -ეგ დროც დადგება ჩემო ლამაზო, ყველაფერი დალაგდება.-შუბლზე მაკოცა და წასასვლელად მოემზადა -საით გაგიწევია? -რაღაც საქმეები მაქ მოვაგვარებ და ხვალ დავბრუნდები -ისეთი არაფერი გააკეთო უკან დაბრუნებულმა თვალებში რომ ვერ შემომხედო. -შენი სიტყვა კანონია ხომ გახსოვს -ეს თქვა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი ღამით საშინლად მეძინა, ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობდი. სად და რატომ წავიდა ლევანი, ეს მათეს ხომ არ უკავშირდებოდა ან იქნებ პირველი სიყვარულის საფლავს მიაკითხა. ყოველთვის ასეა ადამიანი პირველად ცუდზე იწყებს ფიქრს, შემდეგ კი ეს ფიქრები სულს უფორიაქებს. დილის რვა საათზე ტელეფონის ზარის ხმა გაისმა ოთახში -ამ დილა ადრიან რამ შეგაწუხა პატარა ქალო -ელენა მაპატიე ... -ლილე... გესმის ჩემი? -ტელეფონთან ვერ მოვა პირი აქვს აკრული -შენ?! -საწოლიდან გიჟივით წამოვხტი -არ შეეხო თორემ ჩემი ხელით მოგკლავ -დამშვიდდი ძვირფასო, მე მხოლოდ შენთან მინდა საუბარი -დრო და ადგილი მომწერე და ილოცე რომ ლილე კარგად იყო - მოვემზადე და მათეს გამოგზავნილ მისამართზე წავედი. ვიცოდი საშიში იყო, ვიცოდი ლევანი არ მაპატიებდა მაგრამ სასწორზე ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე იდო. მანქანა ქალაქიდან მოშორებით ძველი კოშკის ნანგრევებთან გავაჩერე - აქ ვარ გამოჩნდი -როგორი პუნქტუალური ხარ ელე -ეგრე არ მომართო და საერთოდ ეს ცირკი შეწყვიტე, თვქი რა გინდა -მე მხოლოდ ერთი მარტივი რამ მინდა, დევდარიანი ისევე დაიტანჯოს როგორც მე -უკაცრავად ალბათ ისტორიის ის ნაწილი გამოვტოვე სადაც მსხვერპლი შენ ხარ -შენ არაფერი იცი ელენა და ისე განმსჯი -მიდი მოყევი და შემდეგ გავაკეთებ დასკვნას -აქ არა. ვერ გავრისკავ ის გიჟი თუ გამოჩნდება გეგმებს ჩამიშლის -ხომ იცი არსად წამოვალ სანამ ლილეს არ გაუშვებ -ეგ არ მოხდება -მაშინ ლევანს დაველოდოთ და ვნახოთ რით დამთავრდება ეს ყველაფერი -უშიშარი ხარ ელენა მახარაძე, გისმენ რას მთავაზობ -ლილეს გაუშვებ, ის ჩემი მანქანით წავა შემდეგ კი ჩვენ ვისაუბრებთ -შევთანხმდით -ლილე ნანგრევებიდან გამოიყვანა უცხო ხალხმა და ჩემს მანქანაში ჩასვა -ლილე სწრაფად წადი აქედან, ლევანს არ მოუყვე გთხოვ. თუ რამე ისე არ წავა უბრალოდ უთხარი რომ შემეშინდა და ისევ გავიქეცი -რას ბოდავ ელე, უშენოდ აქედან არ წავალ, ძმას ვერ მოვატყუებ -წახვალ თანაც ისე რომ უკანაც არ მოიხედავ. შენი ძმა დაიცავი. -თუ დაასრულეთ წავედით ელენა -ლილეს კიდევ ერთხელ შევხედე და უსიტყვოდ ჩავჯექი ლევანის უდიდესი მტრის მანქანაში -სად მივდივართ? -იქ სადაც ყველაფერი დაიწყო -ნაკლები პოეტურობა მეტი დეტალები -როცა მივალთ ყველა დეტალს მოგიყვები ლილე გიჟივით მიაქროლებდა მანქანას, მომხდარს გონებაში ატრიალებდა და ერთადერთი რაც უნდოდა ძმის დანახვა იყო. სასტუმროს ეზოში მანქანა ხმაურით გააჩერა და შენობაში შეირბინა -ლევან ..-ბოლო ხმაზე ყვიროდა და თან ცრემლებს იმშრალებდა -ლილე რა მოხდა? -დას წინ აესვეტა და თვალებში ჩააცქერდა -მე ის დავღუპე ძმაო -მუხლებში სისუსტე იგრძნო, ლევანს რომ არ შეეშველებინა ხელი აუცილლებლად დაეცემოდა -რას ამბობ ლილე წესიერად მომიყევი -მასთან ერთად წავიდა ძმაო, ჩემს გამო ისევ გარისკა საკუთარი თავი და მე ვერ შევაჩერე -ლილე გარკვევით მომიყევი სანამ გავგიჟდი-გოგონა ოთახში აიყვანა და მის წინ დაჯდა -დღეს დილით ეზოში ვსეირნობდი, მათე არსაიდან გამოჩნდა და შუბლზე იარაღი მომაბჯინა. მეგონა ყველაფერი დამთავრდა, თუმცა მას სხვა გეგმა ჰქონდა. მაიძულა ელესთვის დამერეკა. -ლილე სადაა ელენა -მისმა ღრიალმა კედლების შეაზანზარა -მათეს გაყვა, ჩემს გადასარჩენად იმ კაცის მანქანაში თავისი ნებით ჩაჯდა. ძმაო ის მას მოკლავს და ეს ჩემი ბრალი იქნება -რატომ ღმერთო? ჩემი ყველა საყვარელი ქალი ასეთი ჯიუტი და გიჟი რატომ არის. რა გითხრა ელენამ? -თუ რაიმე ცუდად წავა ლევანს უთხარი რომ შემეშინდა და გავიქეციო არ უთხრა სინამდვილეში რაც მოხდაო -ჯერ იმ ნაგავს მოვკლავ, შემდეგ კი მაგ ჯიუტ თხას ოთახში გამოვკეტავ -ძმაო არ გააკეთო, ახლა თუ დაედევნები ავალიანი მოკლავს, მარტო იმიტომ რომ გაგამწაროს -ხომ იცი რომ ასე უმოქმედოდ ვერ გავჩერდები -ძმაო გთხოვ არ მაიძულო საყვარელი ადამინების დაკრძალვაზე წასვლა. -უკან დავაბრუნებ სიტყვას გაძლევ. დიდხანს ვიარეთ და მანქანა მიტოვებულ სახლთან გაჩერდა. -მოვედით გადმოდი-მეც უსიტყვოდ მივყევი უკან -აქ რატომ ვართ მათე -რათა ისტორიის ჩემი მხარე მოისმინო. აი სწორედ აქ ...-მკლავში ხელი ჩამავლო და სახლის უკან წამიყვანა - აქ მოკლა შენმა ძვირფასმა დევდარიანმა ჩემი და -რა? -მოსმენილმა შოკში ჩამაგდო -იმ ნაგვის გამო ჩემმა ანგელზმა აქ დალია სული -ღმერთო -პირზე ხელი ავიფარე, როგორც იქნა წერტილების შეერთება მოვახერხე-გოგონა რომელიც გაზაფხულს გავდა შენი და იყო? -ეს იგი იცი, თუმცა მისი სახელიც კი არ გითხრა არა -ცოტა შეუნელე მათე. ანუ ლევასნ შენი და შეუყვარდა, მერე მან თავი მოიკლა შენ კი ამდენი წლის შემდეგ ლილეს გამოყენებით გინდოდა შური გეძია -ძალიან ჭკვიანი ხარ ელენა. ჩემი და ახლა ცოცხალი იქნებოდა რომ არა ის და მისი სიყვარული. იცი მე იმ ღამეს მოვკვდი როცა ჩემი დის უსიცოცხლო სხეული ვიპოვე. ამდენი წელი ვიცდიდი რომ მასაც იგივე გამოეცადა რაც მე -თუმცა შენ ლილე გაუშვი რატომ? -რადგან ის ისევე უდანაშაულოა როგორც ჩემი და -თუმცა მე აქ მომიყვანე -იცი ვაპირებდი უკან დახევას, მინდოდა დამევიწყებინა წარსული. მაშინ ლილეს როგორც მოვექეცი ეგ რომ ჩემს დას ენახა არ მაპატიებდა. მაგრამ მერე იქ თბილისში იმ წყეულ ავტოსადგომზე დავინახე როგორ გიყურებდა. ვერ ავიტანე ის რომ მან ცხოვრება გააგრძელა, გამაგიჟა იმ ფაქტმა რომ მზად იყავი მისი ოჯახისთვის მომკვდარიყავი -იცი ლევანმა მომიყვა შენს დაზე, ის ისე საუბრობდა ვიგრძენი როგორი კარგი და სუფთა იყო შენი და. შენი აზრით მას ეს ენდომებოდა -შენ წარმოდგენაც არ გაქ რაზე საუბრობ -შენი აზრით პირველივე წამიდან არ ვიცოდი დასასრული? მათე მე ლილე არ ვარ, ტელეფონში შენი ხმა რომ გავიგონე იმ წამიდან ვიცი აქ რატომაც მომიყვანე. მაგ იარაღში ჩემი სასიკვდილო ტყვია დევს -და შენ მაინც აქ ხარ, ჩემს წინ დგახარ და თვალებში მიყურებ -მე აქ ვარ რადგან ვერავინ შეეხება ჩემს საყვარელ ადამიანებს, რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ ვიცი რომ ლილე უსაფრთხოდაა - რატომ? რა აქვს დევდარიანს ასეთი რომ ყველანი მზად ხართ მის გამო მოკვდეთ -არა მათე მე შენი და არ ვარ სიკვდილი არ მინდა, თუმცა თუ ჩემი სიკვდილი შენს სულს დაამშვიდებს და ლევანს თავს დაანებებ დაე ასე იყოს. ცხოვრებაში ვხვდებით ადამიანებს რომლებიც ყველაფერს ან უკეთესობისკენ ცვლიან ან უარესობისკენ, მათ გამო ღირს გარისკვა. -შენ აქ ლევანის დანაშაულის გამო მოკვდები და ესაა შენი სათქმელი? -არა ავალიანო მე აქ შენი ბნელი დატანჯული სულის გამო მოვკვდები, ლევანი არაფერ შუაშია. შენ ის კი არა საკუთარი თავი გძულს რადგან საკუთარი სისხლი და ხორცი ვერ დაიცავი -მოკეტე -მთებში ექოდ გგაისმა მისი ღრიალი -სიმართლე ყოველთვის მწარეა ავალიანო. მე მოვკვდები მხოლოდ იმიტომ რომ შენ საკუთარ დას ვერ აპატიე რომ სიცოცხლეზე მეტად შეუყვარდა. საკუთარ თავს კი იმას ვერ პატიობ რომ მაშინ ათი წლის წინ შენი დისთვის მხარი რომ დაგეჭირა ახლა ბედნიერი და ცოცხალი იქნებოდა -ამას რატომ მეუბნები ელენა მახარაძე? -ვიღაცამ ხომ უნდა გითხრას სიმართლე. ახლა მაგ იარაღიდან თუ გაისვრი ჩემი გული სამუდამოდ გაჩერდება, ლევანს ტკივილისგან სული გაეყინება, მაგრამ შენ რა დაგემართება? მთელი ცხოვრება ჩემი აჩრდილი გამოგყვება უკან. სარკეში დანახვისას ურჩხულს დაინახავ და წლების შემდეგ როცა შენი დრო დადგება შენი და სულში მიგაფურთხებს. მისი სული არ მოისვენებს თუ მისი სისხლი და ხორცი დაიღუპავს თავს არაფრის მომტანი შურისძიების გამო. -შენ არ მიცნობ, არც ჩემს დას იცნობდი არ გაქ ასე საუბრის უფლება. -მართალია მე არც ერთს არ გიცნობთ, მაგრამ აქ ვარ მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი და არ დატანჯულიყო ეს რას გეუბნება მათე -არ ვიცი ცხოვრება როგორ გავაგრძელო- მუხლი მოკვეთა და ჩემს წინ ჩაიკეცა -უნდა აპატიო ჯერ შენს დას მერე საკუთარ თავს -არ შემიძლია სადაც არ უნდა გავიხედო სულ მას ვხედავ მის ვერ შემდგარ სიცოცხლეს -მარტივი გამოსავალი არ არსებობს და არც არჩევანია ბევრი. მხოლოდ ორი. ახლა მაგ იარაღით ჩემს სიცოცხლეს წაიღებ და მერე დევდარიანის ხელით მოკვდები ან უკან დამაბრუნებ და აქედან სამუდამოდ წახვალ, იქ წახვალ სადაც თავისუფლად სუნთქვას შეძლებ. -ამას რატომ აკეთებ? -ვცდილობ სამი სიცოცხლე ვიხსნა ჩემი შენი და ლევანის. შენ ცუდი არ ხარ უბრალოდ არასწორი გზით მიდიხარ, ვწუხვარ რომ ჩემამდე არავინ გითხრა ეს. -შენ გაიმარჯვე. მე შემეშალა მაშინ როცა ვიფიქრე რომ შენს სიცოცხლეს ასე უბრალოდ წავიღებდი. შენ ელენა მახარძე იმ მცირეთაგანი ხარ ვინც ნამდვილად იმსახურებს სიცოცხლეს. დღეს შენ ჩემი სული გადაარჩინე, რაც ნიშნავს რომ სიცოცხლით ვარ შენთან ვალში და როცა საჭიროდ ჩათვლი მოდი და წაიღე -ხელში იარაღი ჩამიდო და ცრემლებით დასველებული თვალებით შემომხედა -თუ შენი სიცოცხლე ჩემია, ერთადერთი რაც მინდა ის არის რომ კარგად გამოიყენოო ის, ისე იცხოვრე როგორც შენს დას ენდომებოდა. -შენი აზრით გამომიმვა? -არა არ გამოგივა - მისი სიტყვები მეხის გავარდნასავით გაისმა-ვერ იცოცხლებ და მითუმეტეს ბედნიერი ვერ იქნები რადგან ამის უფლებას მე არ მოგცემ-მისი თვალები სიბრაზეს ასხივებდა, ვუყურებდი და ჩემს წინ სულ სხვა ადამიანი იდგა -ლევან როგორ მოგვაგენი? -ძნელი არ იყო, ვიცოდი იქ წაგიყვანდა სადაც ყველაფერი დაიწყო და შენც აქ ხარ მის სულს სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარები -ლევან არ გინდა -მასსა და ავალიანს შორის ინსტინქტურად ჩავდექი -ელენა შენ მერე დაგელაპარაკები, მე საქმე მასთან მაქვს -მართლა და რას აპირებ? მოკლავ? -მოვკლავ თანაც დიდი სიამოვნებით და შენ ხელს ვერ შემიშლი -დევდარიანო ახლა იმას გეტყვი რაც მათეს უკვე ვუთხარი, ახლა თუ მაგ იარაღიდან გაისვრი მასთანა ერთად შენც მოკვდები -არ ჩაერიო ... -იცი რა დავიღალე ამ ყველაფრით, მე ახლა წავალ, უბრალოდ ერთი რამ დაიმახსოვრე ჩვენი მომავალი შენს არჩევანზეა დამოკიდებული, თუ მაგ იარაღიდან გაისვრი მე მკვდარი ვარ შენთვის, გეფიცები ჩემს შენდამი სიყვარულს გეფიცები ვეღარასდროს მნახავ.-მანქანის გასაღეები გამოვართვი და იაქურობას გავეცალი, მეშინოდა რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა, მეშინოდა რომ მისი სიბრაზე ჩემდამი სიყვარულლზე მეტი იქნებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.