after the love has gone (თავი II)
საავადმყოფოს მძიმე სუნმა მწარე რეალობაში დააბრუნა. იქვე კუთხეში მისი მეგობრები დაინახა და მათკენ გაემართ. ნიკა, რომელიც ლუკას უახლოესი მეგობარი იყო, ლილეს შეეგება და ახალი ამბავი ახარა -სად იყავი ? ლუკამ გაიღვიძა -მართლა?შეიძლება ვნახო ? - ხო რათქმაუნდა, ხო ისა ლელა დეიდაც აქაა და იცოდე -კარგი, მადლობა ლილე აღელვებული წავიდა ლუკას პალატისკენ,ლელა, ლუკას დედა, იქვე საწოლთან იდგა და გაფითრებულ ბიჭს შუბლზე ეფერებოდა -გამარჯობა-უხერხულად შეიშმუშნა ლილე და კართან აიტუზა -გაგიმარჯოს შვილო-იპასუხა ლელამ, ლუკამ კი უბრალოდ გადახედა -კარგი მე დაგტოვებთ, გარეთ ვიქნები-უხერხული დუმილი დაარღვია ლელამ და პალატიდან გავიდა. ლილე კარგხანს გაუნძრევლად იდგა, უცებ ტირილი აუვარდა და ლუკას ჩაეხუტა -მაპატიე,მაპატიე პატარა -შენ რომ რამე მოგსვლოდა-ამოისლუკუნა ლილემ ისე რომ თავი არ აუწევია -ყველაფერი კარგადაა, ნუგეშინია, არაფერი მომივა -მიყვარხარ ლუკა -მეც მიყვარხარ- ლილე ლუკას გვერდით მიუწვა და თავი გულზე დაადო. -დამპირდი რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება, ამას ვეღარ გადავიტან -ყველაფერი კარგად იქნება-ლუკამ ხელი მაგრად ჩაჭიდა ლილეს. ასე იყვნენ დიდხანს, შემდეგ ორივეს ჩაეძინათ... ლუკას გამოჯანმრთელებიდან უკვე ერთი კვირა იყო გასული, მაგრამ ლილეს მაინც უჭირდა მომხდარის დავიწყება. დროის დიდნაწილს სახლში ატარებდა და გარეთ იშვიათად გამოდიოდა, ისიც ლუკას სანახავად. ლილეს მშობლები გრძნობდნენ როგორ უჭრდა ლილეს, ამიტომ არაფერს ამბობდნენ თავიანთი უკმაყოფილების შესახებ, ცდილობდნენ როგორმე გაემხნევებინათ.ლუკაც ძალიან წუხდა მომხდარის გამოდა გრძნობდა, რომ ლილე ჯერ კიდევ შოკში იყო, ამის ატანა კი არ შეეძლო. ლუკა ხვდებოდა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, და საჭირო იყო რამე შეეცვალა. რამე უნდა გაეკეთებინა, ლილეს ცხოვრებას ვერ დაუნგრევდა, ამას საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებდა. სექტემბრის ერთ-ერთი მშვიდ საღამოს, ლუკა და ლილე ერთმანეთს სანაპიროზე უნდა შეხვედროდნენ. ლუკა ტრადიციულად ხიდზე ელოდა. როცა ლილემ ნაცნობი სილუეტი დაინახა მისკენ გაიქცა და მაგრად ჩაეხუტა. დაბნეულმა ლუკამ ხელები მაგრად მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო. ხიდზე ჩამოჯდნენ, ლილემ თავი ლუკას მხარზე დაადო და თითებით მის ხელს ეფერებოდა -ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-სასიამოვნო სიჩუმე დაარღვია ლუკამ -რას გულისხმობ? -შენს თავს შეხედე, ცხოვრებას გინადგურებ, იმ დროს რომელსაც ჩემზე ნერვიულობაში ატარებ, მეგობრებთან ერთად უნდა ერთობოდე, ცხოვრებას გართმევ -გაჩმდი!!! -არა, ლილე! მომისმინე, სწორედ იმიტომ უნდა გავაკეთო ეს რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, ეგოისტურად ვერ მოვიქცევი, თავისუფლად ცხოვრების საშუალება უნდა მოქცე. -მოკეტე მეთქი!-შეშინებული წამოიჭრა ფეხზე ლილე -საკმარისია ლილე!!! ყველაფერი დამთავრდა. საჭირო არ არის ყველაფრის გაზვიადება. ყველაფერი კარგად იქნება, მე შენი ცხოვრებიდან გავქრები, შენ კი ცხოვრებას გააგრძელებ, გასაგებია?-ლუკა უკვე ყვიროდა, ტონის ცვლილებით ცდილობდა საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ ლილესთან დარჩენა არასწორი საქციელი იყო, თავს ვეღარ აკონტროლებდა. ლილეს სახეზე კი ცრემლებმა ფართოდ გაიკვალეს გზა, დაბნეულმა, აღარიცოდა რა გაეკეთებინა, როგორ უნდა გაეშვა? როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას მის გარეშე? ლუკასთან მიიჭრა და მაგრად ჩაეხუტა -არ გაგიშვებ!!! --- ჯიუტად იმეორებდა ერთიდა იგივეს და ლუკას მაგრად უჭედა ხელს. -საკმარისია ლილე! უნდა წავიდე- ხელი უხეშად გააშვებინა და უკან მოუხედავად წავიდა . ლილე ხედავდა როგორ მიდიოდა, და თან ფიქრობდა... *** სე ვერ დამტოვებს, რამე მოიმოქმედე ლილე!!! ის მიდის, ეს შენი ბრალი იქნება, მთელი ცხოვრება ინანებ... განა ყველაფერს არ გირჩევნია? სასწრაფოდ რამე უნდა მოიმოქმედო *** -გადავხტები!!!-მოულოდნელად იყვირა ლილემ და ლუკას რეაქცია დაელოდა, -ამას არ გააკეთებ! შენ არ გაქვს ამის უფლება! -მაგრამ უშენოდ სიცოცხლე არაფერში მჭირდება! -საკმარისია ლილე!!! ისევუკან გაბრუნდა ლუკას, ალბათ ჩათვალა, რომ ეს ბავშვური ახირება იყო,ეგონა რომ ლილე დამშვიდდებოდა და ყველაფერს გადაიტანდა მაგრამ ასე არ მოხდა... მოულოდნელად ლილე წყალში გადავარდა და ლუკა შეშინებული მისკენ გაიქცა, იცოდა, რომ ლილემ ცურვა არ იცოდა, თან ეშინოდა ზღვის, სასწრაფოდ ზღვაშუ ჩახტა და ლილეს ძებნა დაიწყო. მალევე ნაპირზე გამოჩნდნენ, ლუკას ხელში აყვანილი უგომოდ მყოფი გოგონა მოყავდა, სანაპიროზე დააწვინა და მის გამოფხიზლებას შეეცადა -ლუკა...-გაურკვევლად ლუღლუღებდა უგონოდმყოფი ლილე -აქვარ-გულზე მიიხუტა დასუსტებული გოგონა -არ წახვიდე კარგი ? -გპირდები არსად წავალ -მარტო არ დამტოვო, თორემ მოვკვდები... -მარტო არასდროს დაგტოვებ- თავი ააწევინა ლუკამ, თვალებში ჩაახედა და მთელი გრძნობით აკოცა... გამარჯობა! ვეცადე დიდითავი დამედო... თუ არ შეწუხდებით კომენტარებში დამიტოვეთ თქვენი აზრი, ამ ისტორიის შესახებ... მადლობა ვინც კითხულობს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.