შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულიდან მომავლამდე


28-06-2024, 01:55
ავტორი Ninne
ნანახია 1 575

ცხოვრება კალეიდოსკოპს ჰგავს. მოწყვეტილი ვარსკვლავივით გაიელვებენ მოვლენები და ქრებიან ისე სწრაფად, რომ სურვილის ჩაფიქრებასაც ვერ ვასწრებთ. რამდენჯერ გვქონია შემთხვევა, რომ რაღაც დაგვიგეგმავს, მაგრამ უცებ ხელი შეგვშლია რაღაც გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი მიზეზის გამო.
ქეთა შემობრუნდა, რომ ყველაფერი პირში მიეხალა რასაც ფიქრობდა ამ წამს, მაგრამ მოულოდნელად ლიკუნა გამოჩნდა.
- დათ, გეძებდი. გასეირნება გადავწყვიტე და ყველა უარს მეუბნება. წამომყევი რა. - ეშმაკურად შეანათა თვალები.
ქეთა არ დალოდებია, რა პასუხს დაუბრუნებდა მეტრეველი. გაცეცხლებული შევარდა საძინებელში.
მანჩომ გაოცებულმა შეხედა:
- მოგდევდა ვინმე?
- გარეთ ვიყავი და შემცივდა ძალიან. - იცრუა ქეთამ.
პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მეგობარს ატყუებდა, მაგრამ არ უნდოდა დათაზე ლაპარაკი და ნერვების აშლა.
მანჩოც აღარ ჩასძიებია.

ჩვეულებრივად გავიდა რამდენიმე დღე. ქეთაც და დათაც ცდილობდნენ, რომ მათი დაძაბული ურთიერთობა სხვების დისკომფორტის მიზეზი არ გამხდარიყო. ამიტომაც, ჩვეულებრივად იქცეოდნენ.
თუმცა, ქეთა ყოველთვის გრძნობდა, რომ დათას თვალები აკონტროლებდნენ მის ყველა ქმედებას. მარტო დარჩენის და საუბრის საშუალება აღარ მისცემიათ. ასე უფრო მშვიდად იყო ქეთა.
კვირა დილა თენდებოდა. დღეს ქალაქში ბრუნდებოდნენ. ვერაფრით დაიძინა ჩარკვიანმა. მთელი ღამე ბორგავდა. როგორც კი ინათა, წამოდგა საწოლიდან. ფრთხილად გამოვიდა ოთახიდან. ჯერ ციალასაც ეძინა. დილის სუსხმა აუწვა ფეხები. აქ სხვანაირი სიცივე იყო - მთასავით მკაცრი. მართალია, შუადღისით თბილოდა, მაგრამ დილა-საღამოს ისე მოუჭერდა სიცივე, თითქოს თებერვალი ყოფილიყო.
ქეთამ თბილად ჩაიცვა და ეზოში გამოვიდა. თერგის ღრიალი დილის სიჩუმეში უფრო გამაყრუებლად ისმოდა. ეზოში კახას 2 ცხენი იყო დაბმული. თაფლისფერი ჯიშიანი ულაყი თავს იქნევდა. თითქოს ეძახდა ქეთას. ჩუმად გაიყვანა ცხენი ეზოდან. შემოურბენდა ახლა ყაზბეგს, დაემშვიდობებოდა მომავალ შეხვედრამდე თავის საყვარელ ადგილებს... ცხენი ნებაზე მიუშვა. მიჰქროდა ცხენი და ქროდნენ ქეთას ფიქრებიც. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ დათას დაკარგავდა. როგორ აირია ყველაფერი...
ვერც შეამჩნია, როგორ უახლოვდებოდა ვიღაც.
- როდის მერე დაიპარები მარტო? - ჩაესმა ხმა.
- შენ აქ რა გინდა? - არ იცოდა გაოცებულიყო თუ გაბრაზებულიყო ჩარკვიანი.
- რამდენი ხანია მოგდევ, მაგრამ ისე მიჯირითობ, თითქოს მარტო შენ არსებობ სამყაროში. - ნაცნობი ირონია გაურია ხმაში დათამ.
- შენთვის საერთოდ არ ვარსებობ. რაო, წუხანდელი ვოიაჟით ვერ დაკმაყოფილდი? მშვენივრად სეირნობთ ყოველ საღამოს შენ და ლიკუნა.
- მგონი აქ ვიღაც ეჭვიანობს - აგრძელებდა მეტრეველი.
- დათა, რაც გინდა ის იფიქრე. შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს. მგონი მიხვდი, რომ გარშემომყოფების გამო მაქვს შენთან ურთიერთობა. წავალთ დღეს თბილისში და ჩათვალე, რომ არ ვიცნობთ ერთმანეთს.
- ჰო, გაქცევა შენი სტილია. როგორც იმ ღამეს გაიქეცი. გათენებასაც არ დაელოდე. ჩემს მკლავებში იყავი, მშვიდად ჩამეძინა და გაიპარე. თუ გაქცევა გინდოდა, მაშინვე რატომ არ გაიქეცი? რატომ დაელოდე ჩემს ჩაძინებას? იმედი მომეცი და ქურდულად გაიპარე. - თერგივით აბობოქრებულიყო მეტრეველიც.
- რა თქვი? რა იმედი მოგეცი? შოკში ვიყავი. ვერც მივხვდი რა გააკეთე. ან რატომ გააკეთე? - ანერვიულებული ჩამოხტა ცხენიდან ქეთა.
დათამაც იგივე გიმეორა. მტაცებელივით მიუახლოვდა ქეთას და ჩვეული ირონიით მიმართა:
- ანუ შოკიდან გამოსასვლელად დიდი დრო გჭირდება არა? - მოულოდნელად წელზე მოხვია ხელი და თავისკენ დაქაჩა. მეორე ხელით თავი დაუჭირა და ტუჩებზე დაეწაფა.
თავიდან ქეთამ ვერ გაიაზრა, რა მოხდა. მერე წინააღმდეგობის გაწევა სცადა და ბოლოს დანებდა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, თუ თავადაც მოეწონა ეს ყველაფერი, ვერ აცნობიერებდა. გონებამ თითქოს უარი განაცხადა ფუნქციონირებაზე. ვერც მიხვდა, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს კოცნა.
- ახლა ხვდები რა გავაკეთე? რას იზამ, ისევ გაიქცევი? გაპარვა ვერ გამოგივა, მღვიძავს. - ისევ ეს ირონია...
გაოგნებული იდგა ქეთა. ცდილობდა ენისთვის და ტვინისთვის ძალა დაეტანებინა და რამე ეთქვა.
-, დათა, რატომ აკეთებ ამას? - ამოღერღა ბოლოს.
- ნეტავ რატომ? მე ხომ ცნობილი მექალთანე ვარ! - ტონს არ იცვლიდა. - ერთხელ მაინც გიკითხავს, რატომ ვარ ასეთი?
- მაგრამ მე და შენ ვმეგობრობდით... - ცრემლები მოერია ქეთას.
რანაირად გახდა ასეთი? სულელი, გულჩვილი, შტერი გოგოსავით იქცევა.
- ჰო, სულ შენ გვერდით ვიყავი, მაგრამ შენ ხედავდი ჩემში მეგობარს. მე შენში ულამაზეს ქალს ვხედავდი, რომელიც შანსს არ მიტოვებდა. ჰო, ბავშვობაში ვმეგობრობდით, სანამ გავაცნობიერებდი, როგორი ლამაზი და გამორჩეული ხარ. მერე ათასი ვიღაც მოგწონდა. არასოდეს შემოგიხედავს ჩემთვის, როგორც კაცისთვის. შენს ამბებს დაწვრილებით მიყვებოდი და არც ამჩნევდი, როგორ არ მსიამოვნებდა, როცა ვიღაცას ხვდებოდი. რამდენჯერ ვცადე შენთან ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ საშუალება არ მომეცი. ხოდა მეც გიყვებოდი ყველაფერს, რომ იქნებ გეეჭვიანა. მაგრამ არა. არასოდეს გიეჭვიანია გუშინდელ დღემდე. გუშინ კი იეჭვიანე და ამან მომცა იმედი. გუშინ შეგატყე, ლიკას სიტყვებზე როგორ "აიჭერი", დღეს კი დავრწმუნდი. რადგან ახლაც მისმენ და არ გარბიხარ, გეტყვი, ჩემგან თავს ვეღარ დააღწევ. პირობას გაძლევ, რომ ერთ დღეს ჩემი გახდები.
- გაგიჟდი. სულ მთლად გაგიჟდი! შენი არასოდეს გავხდები. - აბობოქრდა ქეთა.
- გახდები. ამაში შენმა კოცნამ დამარწმუნა. ცოტახანს დაისვენე, გაანალიზე ყველაფერი და მერე ვილაპარაკოთ. თუმცა, ისევ გაბრაზებული ვარ შენზე, იმ ღამეს რომ გაიპარე და დილით სიცარიელე რომ დამხვდა შენს ადგილზე. ამიტომაც კიდევ დაგსჯი. ხომ იცი, შურისმაძიებელი ვარ. ახლა ერთსაც გაკოცებ. - დაუფარა ტუჩები კოცნით.
რამდენიმე წამს გაგრძელდა კოცნა. ქეთამ უხეშად მოიშორა და ცხენისკენ წავიდა. დათა აღარ გამოჰკიდებია.
სახლში ერთად დაბრუნდნენ. გზაში უცხებივით მოდიოდნენ. მხოლოდ დათას მწველ მზერას გრძნობდა. ციალა სამზარეულოში ფუსფუსებდა. დანარჩენებს ისევ ეძინათ. ქეთა ოთახში ავიდა. ფრთხილად აიღო ნივთები და სააბაზანოში შევიდა წყლის გადასავლებად. საერთოდ არ ნერვიულობდა. მხოლოდ გეგას სიტყვები ჩაესმოდა: " ვიცი, მანჩოს მაინც მოუყვები და ბოლომდე გულწრფელი იყავი. უთხარი, როგორ გესიამოვნა ჩემი კოცნა და რას განიცდიდი, როდესაც გკოცნიდი. მე ბოლომდე ვიგრძენი და მინდა საკუთარ განცდებს შენც ყური დაუგდო.
ოთახში შევიდა, საწოლში შეწვა და მანჩოს გაღვიძებას ელოდებოდა, მაგრამ თავადაც ჩაეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent