შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულიდან მომავლამდე (მესამე ნაწილი)


25-06-2024, 02:32
ავტორი Ninne
ნანახია 1 479

ქეთას გაეღვიძა. დიდი ძალისხმევის შემდეგ მოაშორა დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს. . გვერდით მძინარე მანჩოს გადახედა და აღიდგინა მომხდარი.
ბრაზობდა საკუთარ თავზე, რომ არაფერი მოიმოქმედა. რომ წინააღდეგობა არ გაუწია არაფერზე. ჰო, კოცნა იყო ეს. სულ 2 წამი გაგრძელდა, მაგრამ აკოცა. და ქეთამ რა გააკეთა? ვერც გააცნობიერა, რა მოხდა. უფრო სწორად, როცა გააცნობიერა, დათას უკვე ეძინა. ვერ მიხვდა ჩარკვიანი, რა რეაქცია უნდა ჰქონოდა. გაბრაზდა? განცვიფრდა? თავი შეურაცხყოფილად იგრძნო? თუ ყველაფერი ერთად? მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ ატირებულმა მანჩოს დაურეკა და წაყვანა სთხოვა. მერე, მთელი ღამე, მანჩოს კალთაში თავჩარგული მოთქვამდა. ჯერ ერთი სიცოცხლე გაათავა, სანამ მეგობარს მოუყვა. ტირილში როგორ ჩაეძინა, არ ახსოვდა.
რა უცნაურია ცხოვრება. ადამიანი ბუნებით ოპტიმისტია. არასოდეს უნდა ცუდის დაჯერება. თუნდაც, ტელევიზიიდან რომ გვმოძღვრავენ ასტროლოგები, ამა და ამ პლანეტის ეტლი მეორე პლანეტის სახლში შედის და ცუდი ამბები მოხდებაო, არავის სჯერა და ასტროლოგებს აფერისტებად მოიხსენიებენ, მაგრამ როგორც კი რომელიმე ნიშნის დადებით თვისებებს ჩამოთვლისან და კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ყველა იჯერებს. ასე იყო ქეთაც. აგერ, ლალი აფრთხილებდა, მანჩომაც რამდენჯერ უთხრა, ვითომ ხუმრობით, მაგრამ ჩარკვიანს არაფრის გაგონება არ უნდოდა. ახლა ხომ დარწმუნდა, რა ჩიტიც ბრძანდება მისი ბავშვობის მეგობარი. თუმცა, რაღა მეგობარი? მორჩა, დასრულდა. ან იქნებ, არასოდეს ყოფილა? მხოლოდ ქეთას ეგონა ასე?
ჰოდა, ქეთაც იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ცუდის დაჯერება რომ არ უნდათ. საკუთარი თავის დასამშვიდებლად, თუ რეალურააც ასე სჯეროდა, გადაწყვიტა, რომ დათას სიმთვრალისთვის დაებრალებინა ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჭკვიანი და გაწონასწორებული ადამიანი იყო ყოველთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარი თავის ანტიპოდი გახდა.
მანჩო გაოგნებული უყურებდა. ასეთი ქეთა არასოდეს ენახა.
- იქნებ დაფიქრდე და მიხვდე, რა სისულელეს აჟღერებ? მთვრალი იმას აკეთებს, რასაც სიფხიზლეში ვერ ბედავს. თქვენი ე. წ. მეგობრობა დასრულდა. მორჩი გოდებას და გააგრძელე ცხოვრება. რომ დაგირეკავს, არ უპასუხო. - დამოძღვრა დაქალი.
დათას არც იმ დილით დაურეკავს და არც შემდეგ დღეებში. თითქოს ქეთას არც უარსებია და არც ის საღამო ყოფილა.

მანჩო ყოველ დილით მანქანით გაუვლიდა ქეთას და სამსახურში მიჰყავდა. ქეთა 2 წლის წინ ავარიაში მოყვა და მას შემდეგ საჭესთან ვერ ჯდებოდა.
დღე დღეს მისდევდა. ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავსო. ქეთაც ცდილობდა ყველაფრის დავიწყებას, მაგრამ ყოველ დღე მეტრეველების კართან უწევდა ავლა-ჩავლა, ეს კი ყველაფერს ართულებდა. მართალია, დათა იქ აღარ ცხოვრობდა, მაგრამ მისთვის მაინც რთული იყო. თანაც, ხომ შეიძლება, რომ სტუმრად მოსულიყო და მოულოდნელად შეხვედროდა?
ქეთას სამსახურში თაყვანისმცემლები არ აკლდა, მაგრამ ყველას ცივად იშორებდა. განსაკუთრებით ნიკა აქტიურობდა. არც სიურპრიზებს ერიდებოდა და არც საჩუქრებს. საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო. რომ ამბობენ, ქალთან მოქცევა იცისო, სწორედ ასეთი. რამდენჯერმე ვითომ ხუმრობით "დაემუქრა", იქამდე არ მოვისვენებ, სანამ ჩემი არ დაგერქმევაო, მაგრამ ქეთასთვის სულერთი იყო. მთლიანად სამუშაოზე გადაერთო. სხვა ყველაფრის მიმართ ინდიფერენტული იყო.
მანჩო ძალიან ნერვიულობდა მეგობრის მდგომარეობაზე. გადაწყვიტა, ისევ ყაზბეგში წაეყვანა მეგობარი. არავინ იცის, რანაირად დაარწმუნა უფროსი, რომ შუა კვირაში 2 თანამშრომელი დასასვენებლად გაეშვა. ქეთა უარზე იყო. ამიტომაც ლალის დაურეკა. ეს უკანასკნელი შეშფოთებული იყო შვილის ასეთი ცვლილებით. მანჩოსთან ლაპარაკის შემდეგ ერთი ამბავი დააწია ქეთას. თავად ჩაულაგა ჩემოდანი და მანჩოს დაურეკა, მისია შესრულებულიაო.
გაზაფხული იდგა მთაში. შავ ნიადაგს თეთრ ლაქებად აჩნდა ჯერ კიდევ შემორჩენილი თოვლი. თერგი ბობოქრობდა. შემზარავად ღიალებდა. წალეკვით ემუქრებოდა თითქოს სამყაროს. დამდნარი თოვლით გამაძღარს ამოევსო კალაპოტი და გადმოსულიყო კიდეც. ღრიალს ექოდ უბრუნებდნენ მთებიც. მზიანი ამინდი იყო. მატყლის ფთილებივით იყო მიმოფანტული ნისლის ნაგლეჯები მთის კალთებზე. მერე ნელნელა გაიზრდებოდნენ, გაერთიანდებოდნენ და საკუთარ წიაღში ჩამალავდნენ მთელ ხეობას.
მყინვარი მორცხვი პატარძალივით აღარ იქცეოდა. ნისლის მოსასხამი მოეხსნა მხრებიდან და ამაყად გადმოსცქეროდა მიდამოს.
წერტილივით მოჩანდა მყინვარის ფონზე გერგეტის სამება, საიდანაც რაღაც იდუმალი სიმშვიდე იღვრებოდა. თითქოს თერგის მუქარის და მყინვარის მედიდურობისგან შეშინებული კაცისთვის ნუგეში უნდა ეცა.
აქა-იქ ქართული ნაგაზის ომახიანი ყეფა ისმოდა.
ქეთა ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული უყურებდა ბუნების ამ საოცრებას, მაგრამ ამჯერად ცარიელი თვალებით შესცქეროდა.
ციალა თავს ევლებოდა ორივეს.
- წამო, ფიცხელაურებს ვთხოვ და ცხენებით გავისეირნოთ - ეხვეწებოდა მანჩო. - ბოლოს და ბოლოს ჩემი ძმის ცხენებია.
დიდი ხვეწნის შემდეგ დაითანხმა. ქეთას თითქოს უშველა ცხენზე ჯირითმა.
სახლში ახალი დაბრუნებული იყვნენ, რომ ლაშას ჯიპი მოადგა ჭიშკარს.
- ოჰ, ალბათ შეყვარებული გამოასეირნა ბიჭმა - ჩაიბუზღუნა მანჩომ.
ვერ იტანდა ნანიკოს. თუმცა, ძმის ხათრით ნორმალურად ექცეოდა.
მანქანიდან ლაშასთან ერთად მეტრეველი გადმოვიდა. შემდეგ ნანიკო და მისი დაქალი ლიკაც. აქ კი ნერვებმა უმტყუნა მანჩოს.
- რატომ არ დარეკე, ჩამოსვლას თუ აპირებდი? - ეცა ძმას.
- შენ უნდა შეგითანხმო, სად წავალ? - არ დაუთმო ლაშამაც.
- ჩვენ წავიდოდით სხვაგან. ამდენ ხალხში ყოფნა რომ გვდომებოდა, დავრჩებოდით მაშინ თბილისში. ბობოქრობდა მანჩო.
- უკეთეს დახვედრას ვერც ვინატრებდი. - გაეცინა მეტრეველს. - გამარჯობა მაინც გეთქვა, გოგო.
- როგორც იმსახურებ, ისე გხვდები. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა მანჩომ, მაგრამ მეტრეველმა მშვენივრად გაიგო ყველაფერი.
ამ დროს, ქეთა გაშეშებული იდგა და არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ლაშა მივიდა და ჩაკოცნა. მას მეტრეველიც მიჰყვა. არაფრისმთქმელი სახით მსუბუქად აკოცა ლოყაზე და სახლში შევიდა.
ნანიკოს და ლიკას უკვე მოესწროთ ბარგის გადმოთრევა მანქანიდან. ორივენი პირველად იყვნენ. ლაშამ ორივე შინ შეიყვანა.
- დამშვიდდი. - ხელი მოკიდა ქეთას მანჩომ. - გგონია მაგას შევარჩენ შენს ასეთ მდგომარეობას? სიტყვას არ არჩენდი არავის და ახლა გასაცოდავებული მზერა გაქვს.

ციალამ სუფრა გაუშალა. ოთახებიც გაუმზადა. ნანიკო და ლიკა ერთად. ლაშა და დათაც ერთად.
მანჩოს და ქეთას ისედაც სულ ერთად ეძინათ.
- ღამე გავცვალოთ ოთახები, გადაულაპარაკა ნანიკოს ლიკამ. - შედი და მეტრეველი ჩემთან გამოაგდე.
მანჩო ისედაც ვერ იტანდა ნანიკოს, არც ლიკა ეხატებოდა გულზე და ამ საუბრის მერე უარესად აითვალწუნა.
მანჩო გუჯარაიძე არავის ცხოვრებაზე არ ლაპარაკობდა. თვითონ თავისუფლად ცხოვრობდა არც სხვისი აინტერესებდა. მაგრამ ნანიკო რომ კდემამოსილი გოგოს როლს თამაშობდა, ეს აღიზიანებდა.

ქეთა აივანზე გავიდა. სულს უხუთავდა ეს ხალხი. უნდოდა აქედან გაქცეულიყო. თბილისში ერიდებოდა დათას ნახვას და ყაზბეგში შეხვდა. თან ერთ სახლში.
რომ გეკითხათ, რას გრძნობდა დათას მიმართ, პასუხი არ ჰქონდა. მეგობრები რომ აღარ იყვნენ, ამაზე გული სწყდებოდა.
- დეტალურად მოუყევი დაქალს ის საღამო არა? - მოესმა დათას ირონიული ხმა. - რაო, რა გითხრა, ერთი კოცნის მერე ცოლად უნდა მოეყვანეო? ეგ "ტრადიციული" აზროვნების გოგოა და სხვანაირად ვერ იფიქრებდა.
ქეთამ პასუხის გაცემის ღირსად არ ჩათვალა. შებრუნდა და სახლში შესვლას აპირებდა, მაგრამ დათამ მაჯა დაუჭირა.
- არის რაღაც თემები, რაც უახლოეს დაქალსაც არ უნდა მოუყვე. მეგონა ჩვენი საიდუმლო იქნებოდა.
- მე კი მეგონა, რომ მეგობრები ვიყავით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასე მომექცეოდი. მივხვდი, რომ არც არსებულა ჩვენი მეგობრობა. მეგობარს არ კოცნიან ტუჩებში! - ქეთა ეცადა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
- მთვრალი ვიყავი, ხომ ნახე? გალეშილი ვიყავი.
- რადგან გახსოვს, ე. ი. არც ისეთი მთვრალი იყავი! - ირონიული ხმით უთხრა ქეთამ. ხელი გამოსტაცა და სახლში შესვლა დააპირა.
- თაყვანისმცემელი ნიკა მომიკითხე, როცა ნახავ. - გზაში დააწია სიტყვები დათამ



მეგობრებო, სამსახურიდან იძულებითი შვებულება მომცეს ეამდენიმე დღე. ხოდა, ვერთობი ჩემთვის. ამიტომაც, სერიოზულად ნუ აღიქვამთ. თუ გინდათ, გამაკრიტიკეთ. არც ესაა პრობლემა. მართლა ვერთობი. რომ გავალ სამსახურში, დაგანებებთ თავს. ვინც კითხულობთ, მადლობა



№1 სტუმარი ნია

მშვენიერია გაგრძელეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent