შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი იყავი! (თავი 9)


28-06-2024, 20:53
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 048

შუა ღამე იყო, ჩემი ოთახის კარი რომ გაიღო და მთვარის შუქით განათებულ ოთახში მისი სილუეტი გავარჩიე. უბრალოდ იდგა და მიყურებდა, სიჩუმის დარღვევას არ ჩქარობდა. მიყურებდა ისე თითქოს ეს ბოლოჯერ იყო. მე კი ვიჯექი გაუნძრევლად და სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, განა შეკითხვები არ მქონდა, ან ჩემი შეკითხვები მაშინებდა, მე მოსალოდნელი პასუხების შიში არ მაძლევდა საუბრის წამოწყების საშულებას. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა ასე სიჩუმეში, მაგრამ მეტის გაძლება აღარ შემეძლო და სიჩუმე პირველმა დავარღვიე
-მკვდარია?
-თუ ასეა შემდეგ რა იქნება?
-მე ჩემი ბოლო სიტყვა იქ გითხარი შენი წარსულის ნანგრევებში
-მე ასე ადვილად პატიება არ შემიძლია მახარაძის ქალო
-გასაგებია. შენ არჩევანი გააკეთე და მე ახლა გული მიჩიერდება ტკივილისგან რადგან შენ სიყვარულის ნაცვლად შურისძიება აირჩიე
-ნეტავ სხვა გზა ყოფილიყო
-აღარაფერი თქვა დევდარიანო შენ ისეთივე მკვდარი ხარ ჩემთვის როგორც ავალიანი
-ელენა მე ...
-ორ დღეში ქორწილი იქნება, შემდეგ კი წავალ. უბრალოდ არასდროს დაგავიწყდეს წერტილი შენ დასვი.
-ცხოვრება არჩევანია - ეს თქვა და სიბნელეში გაუჩინარდა. იმ ღამით მოვკვდი. ოცი წლის ასაკში ორჯერ მოვკვდი. ცოცხლად დამმარხა იმ ხალხმა რომელთაც უნდა ვყვარებოდი და დავეცავი.


ორი დღის შემდეგ ლიზას და დათას ქორწილი გაიმართა, ცერემონია ნამდვილ ზღაპარს გავდა და მათი სიყვარულით ანთებული თვალები ყველა სიტყვაზე უფრო მეტი იყო. ყველაფერმა ისე ჩაიარა როგორც ვგეგმავდი. ჩემს ძვირფას ადამიანებს დაუვიწყარი დღე ვაჩუქე.
ჯადოსნური ცერემონიის შემდეგ დიდი წვეულება გაიმართა სადაც ყველა მხირულობდა ჩემს გარდა, შორიდან ვუყურებდი დევდარინს, ის ერთ ადგილას იჯდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. სული მეწვოდა მისი სიყვარულით მაგრამ არ შემეძლო მის გვერდით ყოფნა, ვერ ვაპატიებდი ჩადენილს. სიცოცხლის ხელყოფა ეს უპატიებელია და მან ეს იცოდა. შედეგებიც იცოდა და მაინც ეს არჩევანი გააკეთა.
-ძვირფასო პატარძალო მეუღლეს მოგტაცებ რამდენიმე წუთით
-რამდენიმე წუთით შეძლება.
-მიდი დაიწყე -დათამ უკვე იცოდა რაც მქონდა სათქმელი
-მოგიყვა?
-კი. ახლა შენ მომიყევი რას აპირებ
-მივდივარ დათა, ამიტომაც გამოგიყვანე ცალკე, ახლავე მივდივარ ნივთები უკვე მანქანაშია. ლიზას ცოტა მოგვიანებით უთხარი არ მინდა ეს დღე ჩავაშხამო
-კარგი ახლა წახვალ რადგან ბრაზობ მაგრამ შემდეგ რა იქნება, ერთი დღის, ერთი კვირის და ერთი თვის შემდეგ
-არვიცი, უბრალოდ ახლა თუ არ წავალ მერე უფრო გამიჭირდება
-ხვალ რომ მარტო გაიღვიძებ ეგ არ გაგიჭირდება ელენა?
-გავუძლებ, უფრო მეტისთვისაც გამიძლია და შენ ეს ყველაზე კარგად იცი დათა
-არა ჩემო ლამაზო, ის ამასთან შედარებით არაფერია, შენ გიყვარს დევდარიანი და სიყვარულის დაკარგვა ყველაზე დიდი ტკივილია
-პირველმა მან შემაქცია ზურგია.
-მე შენ ყოველთვის დაგიჭერ მხარს მაგრამ არ მინდა შეცდომა დაუშვა
-ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ, მინდა რომ ეს არასდროს დაგავიწყდეს, ახლა კი უნდა წავიდე-დათას დავემშვიდობე, ერთხელ კიდევ შევხედე იმას ვისი დატოვებაც ყველაზე მეტად მიჭირდა და სვანეთი უკან მოიტოვე.

ერთი თვის შემდეგ.
ცხოვრების გაგრძელება ვერ შევძელი, ტკივილს ვერ გავუმკლავდი. სახლიდან აღარ გავდიოდი, ტელეფონს არ ვპასუხობდი, სწავლას თავი დავანებე. ცოცხალი ვიყავი თუმცა ცხოვრება ვერ გავაგრძელე. ისეთ ტკივილს ვგრძნობდი ყოველ წუთს როგორიც აქამდე არასდროს განმიცდია.
მე ის მივატოვე მაგრამ, იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება არსად წასულა. თავი ოთხ კედელში დავიმარხე და ყოველი დღე ცრემლებით იწყებოდა და მთავრდებოდა, სანამ ერთ დღეს ყველაფერი არ შეიცვალა.
კარზე კაკუნმა გამაღვიძა, ვიცოდი დათა იქნებოდა რადგან მის გარდა არავინ იცოდა რომ ისევ ქვეყანაში ვიყავი. კარი გავაღე და სტუმრის ვინაობის გაანალიზებამ შოკი მომგვარა, თვალებში დამიბნელდა და გონება დავკარგე. თვალები რომ გავახილე დივანზე ვიწექი ის კი ჩემს წინ სავარძელში იჯდა.
-ეს როგორ არის შესაძლებელი?
-ვალის დასაბრუნებლად მივედი ელენა
-კი მაგრამ შენ ხომ მკვდარი უნდა იყო
-მე მკვდარი ვარ, მან იმ ღამით მომკლა
-ახლა გავგიჟდები, რა ჯანდაბა მოხდა ჩემი წასვლის შემდეგ
-შენ მართალი იყავი ელენა, ცხოვრება ახლიდან უნდა დამეწყო მაგრამ მაგას ვერ ვიზამდი რადგან საგვარეულო არ მაცოცხლებდა შურისძიებაზე უარის თქმის გამო, ამიტომ მე და დევდარიანმა გეგმა შევიმუშავეთ. მე მოვკვდი ჩემი გვარისთვის რათა მეცოცხლა
-ეს როგორ ?
-შენ რომ წახვედი მეგონა ჩემთვის ეს დასასრული იყო. მე იმდენჯერ გავამწარე ლევანი ვიცოდი რაც მელოდა და წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია, მზად ვიყავი დასასრულთან შესახვედრად. თუმცა რაღაც შეიცვალა მე მას თვალებში ჩავხედე და იქ სიძულვილი არ იყო, ის მე თანამიგრძნობდა, პირველად მაშინ ამდენი წლის შემდეგ დავინახე მის თვალებში თუ რამდენად ძვირფასი იყო ჩემი ანგელოზი მისთვის. მან მაპატია, განა იმიტომ რომ ჩემი გამოსწორების დაიჯერა, არა იმიტომ მაპატია რომ შენ დაინახე ჩემი შეცვლის იმედი. ამან დევდარიანი აიძულა უკან დაეხია. ჩვენ დიდხანს ვილაპარაკეთ, მომიყვა ჩემს დასთან გატარებულ პერიოდზე და გაქცევაში დახმარება შემომთავაზა. მაშინ რომ მცოდნოდა მიატოვებდი არ დავთანხმდებოდი გეფიცები. მან მე მესროლა და შემდეგ საავადმყოფოში გადამიყვანეს, იქ ექიმს ფული გადავუხადეთ და მოვკვდი. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ქვეყანა დავტოვე და წასვლიდან არც ერთი წუთით არ დამვიწყებია შენი სიტყვები.
-მან შენ გადაგარჩინა, ყველაფრის მიუხედავად საკუთარ ბედნიერებაზე წინ შენი სიცოცხლე დააყენა
-ვიცი მეც ვერ ვიჯერებ თურმე შენს სვანს გული ქონია
-ჩემი აღარ არის მე ის დავკარგე-ლოყაზე ობოლი ცრემლი ჩამომიგორდა
-ჯერ არ დაგიკარგავს ყოველთვის შეიძლება ჩადენილის გამოსწორება, მე შემომხედე დევდარიანის უდიდესი მტერი შენს წინ ვზივარ ცოცხალი.
-არ მაპატიებს, მე მას იმედი გავუცრუე სიტყვა გავტეხე
-შენ უნდა სცადო
-და შენი აზრით რა უნდა გავაკეთო ავალიანო?
-იცხოვრე ელენა შენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებ
-მე ის მივატოვე, მკვლელობაში დავადანაშაულე და ზურგი ვაქციე
-სწორედ მაგიტომ დავბრუნდი, თურქეთში ვიყავი როცა თქვენი ამბავი გავიგე, მან ჩემს გადასარჩენად წასვლის უფლება მოგცა. მე კი გაძლევ მიზეზს რომ მასთან დაბრუნდე, აქ მისი მისამართია-ფურცელი მაგიდაზე დადო და ისევე სწრაფად გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა.
სამყარო თავზე დამენგრა, ნამდვილ სიყვარულზე უარი იმის გამო ვთქვი რომ მეგონა პირველმა მან მაქცია ზურგი, თუმცა ეს ტყუილი აღმოჩნდა, ავალიანი ცოცხალი და ჯამრთელი იდგა ჩემს წინ, ეს კი უტყუარი მტკიცებულება იყო. თუმცა შეცვლიდა კი ეს რაიმეს, მაპატიებდა ჩემს საქციელს ოდესმე ჩემი სვანი. ამის გასაგებად მხოლოდ ერთი გზა არსებობდა, ნივთები მოვაგროვე, მაგიდაზე დადებულ მისამართ ხელი დავავლე და გზას გავუდექი. რას ვგრძნობდი? მეშინოდა რადგან მე უკან დასაბრუნებელი ყველა ხიდი დავწვი, შეიძლება კი ამის გამოსწორება.
რამდენიმე საათში ისევ სვანეთის მყინვარებს გავცქეროდი. მანქანით ტყის ბილიკს მივუყვებოდი რომელსაც დასასრული არ უჩანდა და ყოველი გავლილი მეტრი კიდევ უფრო მაშინებდა. გზის ბოლოს ტყეში ჩაფლული პატარა კოტეჯი გამოჩნდა, ზუსტად ისეთი როგორიც მხოლოდ ფილმებსა და ნახატებზე მინახავს. მანქანა გავაჩერე და ეზოში შევედი. გარშემო ყველაფერი დავათვალიერე თუმცა იქ არავინ იყო, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი, რამდენიმე საფეხური ავიარე და აივანზე სარწეველა სკამში მოვკალათდი, ვგრძნობდი რომ შემეძლო მთელი ცხოვრება დავლოდებოდი. ერთ საათში ეზოში სილუეტი გამოჩნდა რომელიც ნელა მიახლოვდებოდა, ეს ის იყო ამას მთელი არსებით ვგრძნობდი მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძროდი. შიში ყველაფერს აფუჭებს. ნელა მომიახლოვდა ჯერ გაკვირვება გამოესახა სახეზე, შემდეგ კი გაურკვეველი ემოციები, ჩემს წინ გაჩერდა და გამჭოლი მზერით ამათვალიერა
-აქ რატომ ხარ მახარაძის ქალო?-მისი ხმის გაგონებამ რეალობაში დამაბრუნა
-ამის გაკეთების უფლება როგორ მომეცი დევდარიანო?
-შენ ის გააკეთე რაც გსურდა-ცივი იყო მისი ხმა
-მე სიმართლე არ ვიცოდი, რატომ არ მითხარი?
-მეგონა სიტყვების გარეშეც დაიჯერებდი რომ მკვლელი არ ვიყავი
-წასვლის უფლება მომეცი, იმის მიუხედავად რომ იცოდი თუ სიმართლეს მეტყოდი ყველაფერი სხვაგვარდა იქნებოდა
-ცხოვრება არჩევანია მახარაძის ქალო
-და შენ ჩემი გაშვება აირჩიე.
-დარჩენა არ გინდოდა. ახლა რა შეიცვალა?
-იცი მე იმ ღამით მოვკვდი როცა ჩემს საძინებელში დამტოვე ბუნდოვანი პასუხებით
-არც მე ვარ ცოცხალი, ესაა არჩევანის სიმძიმე ელენა
-ახლა მე აქ ვარ
-ვიცი და ვერ ვხდები რა გინდა. წახვედი მიმატოვე, ერთი წამითაც კი არ დაგიშვია რომ შეიძლება ცდებოდი. იმ ღამეს შენს ოთახში რომ დამიანხე უკვე გადაწყვეტილი გქონდა რა იქნებოოდა შემდეგ
-შენ შეგეძლო მაშინ სიმართლე გეთქვა
-მე მადანაშაულებ?
-კი გადანაშაულებ, შენ ხომ დამპირდი თუ საჭირო იქნება ორივეს ნაცვლად ვიბრძლოებო ეს როგორ დაუშვი ლევან
-შენც დამპირდი მახარაძის ქალო, რომ ჩემი საყრდენი იქნებოოდი, მაგრამ შემდეგ დამტოვე და ჩემი ცხოვრება დაანგრიე
-იცი ...-ერთი წამით ჰორიზონტს გავუშტერე მზერა-არ მეგონა თუ ასე დამთავრდებოდა
-აბა რას ელოდი, ნივთები მოაგროვე დათას დაემშვიდობე და წახვედი. აბა როგორ დასასრულს ელოდი ელენა
-იცი მაშინ სანამ მე და ავალიანი ყველაფერს გავარკვევდით, ლილეს დავემშვიდობე, რადგან მეგონა ეს დასასრული იყო და იცი იმ მომენტში ყველაზე მეტად რაც მაშინებდა ის იყო რომ შენთან დაბრუნებას ვერ შევძლებდი
-და ყველაფრის მიუხედავად მაინც წახვედი
-ჩემი შიშები ყოველთვის იმარჯვებენ ლევან, განა დარჩენა არ შემეძლო, უბრალოდ მეშინოდა რომ თუ დავრჩებოდი შენში საყვარელი კაცის ნაცვლად ურჩხულს დავინახავდი. ამიტომ წავედი წყეული შიშის გამო
-ახლა რაღატომ დაბრუნდი?
-დღეს დილით ჩემს კარზე ავალიანმა დააკაკუნა და სრული სიმართლე მიამბო
-ეს როგორ ის ხომ თურქეთში უნდა იყოს
-როგორც ჩანს ჩვენი ამბავი გაიგო და ვალის დასაბრუნებლად ჩამოვიდა
-რა ვალის?
-იქ იმ ნანგრევებში მითხრა რომ ჩემთან სიცოცხლით იყო ვალში
-სიმართლე მოგიყვა და შენც მაშინვე აქ გაჩნდი. საინტერესოა რისი იმედი გქონდა
-სიმართლე გითხრა აქ რომ მოვდიოდი მეგონა კიდევ იყო რაღაც გადასარჩენი, მაგრამ ახლა ვხვდები რომ უკვე ძალიან გვიანია
-გადარჩენაზე მაშინ უნდა გეფიქრა
-გასაგებია დევდარიანო უკვე გვიანია, ამას ახლა ვხვდები. ბოდიში რომ მყუდროება დაგირღვიე. შეიძლება უკანსაკნელად რაღაც გთხოვო?
-მთხოვე -ვუყურებდი მის სახეს და ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობდი
-შეიძლება წასვლამდე ლილე ვნახო? დათამ მითხრა რომ ჩემთან დარეკვა აუკრძალე. მხოლოდ ამ ერთხელ ვნახავ და ამის შემდეგ არც ერთს აღარ შეგაწუხებთ
-სასტუმროშია
-იქ რას აკეთებს? სახლში რატომ არ დაბრუნდა?
-ახლა ის მართავს იქაურობას
-და შენ?
-მე აქ ვცხოვრობ ყველასგან შორს, იქ სადაც შენი აჩრდილი არ გამაგიჟებს
-გასაგებია -წამოვდექი და კიბეები სწრაფად ჩავიარე -მშვიდობით ლევან დევდარიანო.
მანქანაში ჩავჯექი და იქაურობას გავეცალე, ენით აღუწერელ ტკივილს ვგრძნობდი. განა არ ვიცოდი რომ არ მაპატიებდა, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი ცივი იქნებოდა. ისე მიყურებდა როგორც უცხოს და ამან გული საბოლოოდ გამიტეხა. პირველად ამ ხნის განმავლობაში გავაცნობიერე რომ დათამ იმ ღამით სიმართლე მითხრა, არაფერია სიყვარულის დაკარგვაზე მტკივნეული, მან მე თავისი გული მაჩუქა მე კი ის ნაგავში მოვისროლე. გული ვატკინე და შედეგმაც არ დააყოვნა, დევდარიანისთვის მე მკვდარი ვიყავი. თუმცა არა მარტო მისთვის მე ყველასთვის მკვდარი ვიყავი.
მანქანა სასტუმროს ეზოში გავაჩერე და ნელი ნაბიჯით ავიარე კიბეები, არ ვიცოდი როგორ შემხვდებოდა ლილე, მე ხომ მის ძმას გული ასე უმოწყალოდ ვატკინე
-გამარჯობა. ლილე დევდარიანს ვეძებ-შევეცადე გამეღიმა ჩემს წინ მდგომი ადმინისტრატორისთვის
-ღმერთო ნუ თუ ჯერ კიდევ გახსოვს ჩემი არსებობა-ზურგს უკან მომესმა ლილეს ხმა, ის ისეთივე ცივი იყო როგორიც ლევანის და მივხვდი აქ მისვლა შეცდომა იყო.
-მე ... მე უბრალოდ დასამშვიდობებლად მოვედი
-ერთი თვით დაგაგვიანდა-მკაცრი იყო პატარა სვანი
-ვიცი პატარა ქალო, უბრალოდ არ მინდოდა ისე წავსულიყავი რომ ბოლოჯერ არ მენახე
-ხომ მნახე ახლა შეგიძლია წახვიდე
-არასდროს მაპატიებ არა?
-ელენა შენ ჩემი ძმა ცოცხლად დამარხე ეს როგორ გაპატიო
-შენი მესმის ის შენი ძმაა, მაგრამ მეგონა მეც შენი და ვიყავი. ახლა ამას არააქ მნიშვნელობა. მე წავალ ხელს აღარ შეგიშლი-გასასვლელისკენ გავემართე
-გაჩერდი. იცი ლევანი სადაა?
-კი უკვე შევხვდი მას, მისი ნებართვის გარეშე აქ არ მოვიდოდი
-რა გითხრა ჩემმა ძმამ?
-ის რომ დავიგვიანე და ახლა ვერაფერს გამოვასწორებ
-ახლა ხვდები რატომაც ვბრაზობ? იცი რომ ის ერთი თვეა არ მინახავს, ის ჩემთვისაც ისევეა დაკარგული როგორც შენთვის
-ეს როგორ ის შენ ზურგს არასდროს შეგაქცევდა
-მან ჩემზე უარი თქვა და იცი რატომ?
-რატომ?
-რადგან იცოდა რომ მის გადარწმუნებას შევეცდებოდი და გამომივიდოდა კიდეც, თქვენ ორივე ზედმეტად ამაყები და სულელები ხართ. იმის ნაცვლად რომ სამყარო დაგეწვათ ერთად ყოფნისთვის ცალ-ცალკე ტანჯვა ამჯობინეთ
-მე ვცადე ჩემო ლილე, თუმცა მას აღარ ვუყვარვარ
-ღმერთო ორივე ასეთი სულელი როგორ არის. ის ტყეში იმალება იმის გამო რომ შენი თავი არაფერმა გაახსენოს და შენ მეუბნები რომ აღარ უყვარხარ
-ლილე მან მე გამომაგდო
-და შენც მაშინვე გამოიქეცი, იმის ნაცვლად რომ მისი გადარწმუნება გეცადა. განა შენ არ ეხვეწებოდი რომ შენგან წასულიყო და გურიაში მარტო დაეტოვებინა, მაგრამ ის დარჩა. ახლა შენი ჯერია ელენა
-ხო მაგრამ ლილე
-არავითარი მაგრამ ამაღამ აქ დარჩები ხვალ კი ლევანთან წახვალ და იმ სახლს მანამ არ დატოვებ სანამ არ შერიგდებით.
ვუსმენდი ლილეს და მინდოდა მასსავით იმედი მეც მქონოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ის არ მაპატიებდა მაგრამ არც დანებება მინდოდა.ერთხელ მეც უნდა მებრძოლა საკუთარი ბენიერებისთვის.
დილის ოთხი საათი იყო სასტუმრო რომ დავტოვე, მეტად მოცდა აღარ შემეძლო. ერთ საათში უკვე ლევანის სახლის კიბეებს მივუყვებოდი ფეხაკრეფით. სახლში შევედი გარემო ფრთხილად მოვათვალიერე და ფრთხილად ავუყევი კიბეს რომელიც მეორე სართულზე ადიოდა. ოთახის კარი ფრთხილად შევაღე და ნანახმა ადგილზე მომკლა, გარშემო ცარიელი სასმელის ბოთლები და გატეხილი ჭიქის ნამსხვრევები ეყარა. ლევანს სავარძელზე ეძინა, მისი ამ მდგომარეობაში ნახვა გულს მიკლავდა, იმის გაცნობიერება რომ ამ მდგომარეობამდე მე მივიყვანე სული შემიხუთა და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. სამზარეულოს ფანჯრიდან ხედს გავცქეროდი და წარმოვიდგენდი რა იქნებოდა მაშინ სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო. დრო ნელა გადიოდ და ლოდის ჭკუიდან გადავყავდი. ამიტომ გადავწყვიტე მისთვის საზმე მომემზადებინა და ყურადღება გადამეტანა. მაცივრიდან პროდუქტები გამოვიღე და საქმეს შევუდექი
-რას არ მივცემდი ეს რომ რეალობა იყოს-ჩამესმა ნამძინარევი ხმა
-და თუ გეტყვი რომ რეალობაა?-ფრთხილად შევტრიალდი მისკენ
-აქ რატომ ხარ მახარაძის ქალო?
-იცი ლილეს შევხვდი, ახლა ვიცი რატომაც აუკრძალე ჩემთან დარეკვა
-რა გითხრა იმ სულელმა ბავშვმა
-სიმართლე დამანახა
-მიდი გისმენ მეც მითხარი თქვენი სიმართლე
-მანამ არაფერი დასრულდება სანამ მე არ ვიტყვი
- საიდან ასეთი თავდაჯერებულობა
-ნუ თუ ასე მალე დაგავიწყდა დევდარიანო ბოლო სიტყვას ყოველთვის მე ვამბობ
-როგორც მახსოვს ბოლო სიტყვა იმ ღამით თქვი
-იცი რა გამიბრაზდი რაც გინდა ის ქენი მე მაინც აქ ვიქნები და არსად არ წავალ
-შენი სიჯიუტე და ჩემთვის მომზადებული საუზმე არაფერს შეცვლის
-მაშინ მითხარი რა გავაკეთო ლევან ეს დასასრული ვერ იქნება
-ეს დასასრულია შეეგუე და წადი
-არ წავალ
-მაშინ მე წავალ
-კარგად მომისმინე დევდარიანო -წინ გადავუდექი და წასვლის საშუალება არ მივეცი-სადაც არ უნდა წახვიდე მეც იქ ვიქნები სამყაროს მეორე ბოლოშიც გამოგყვები
-დანებებას არ აპირებ არა?
-შენ ხომ სწორედ მაგიტომ შეგიყვარდი რომ არ დავნებდი
-არა და ვფიცავ არაფერი შემიცოდავს ისეთი რომ ღმერთს შენი თავი სასჯელად გამოეგზავნა-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა
-არც მე მითხოვია შენთვის რომ ჩემი გული მოგეპარა
-რა გინდა ჩემგან ელენა
-ჩემი იყავი
-რა?
-მინდა რომ დამიბრუნდე
-ასე უბრალოდ?
-ასე უბრალოდ.
-ვიცი რომ შემეშალა, მაგრამ ნუ თუ ერთ შანს არ ვიმსახურებ
-მეც ვიმსახურებდი შანსს მაგრამ შენ ის არ მოგიცია
-ეგ ტყუილია შანსი მაშინ მოგეცი იქ გურიის მთებში
-შენ სასჯელი ხარ რომლისგანაც ვერასდროს გავთავისუფლდები-მთელი ძალით მომეხვია და მე კვლავ სახლში ვგრძნობდი თავს, ვიცოდი რომ ვუყვარდი და რომ ეს ახალი დასაწყისი იყო.

ასე მოვიპარე ჯიუტი სვანის გულის რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. პირველად რომ სვანეთში ჩამოვედი ვიმალებოდი განა სხვებისგან, საკუთარ თავს ვემალებოდი და სწორედ მაშინ რცა ყველაზე ნაკლებად ველოდი ის გამოჩნდა, არსაიდან შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და წარუშელი კვალი დატოვა. შემეშინდა განა მისი, არა მისი სიყვარულის შემეშინდა და მისგან გავიქეცი, თუმცა როგორ უნდა გაექცე მას ვინც უკვე მთელი არსებით გულში გყავს.
ბევრი ცუდის, ბევრი ჩხუბის და გაქცევის შემდეგ ის ჩემს წინ იდგა და სწორედ იმ მომავალს მპირდებოდა რომელზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი.
მასთან შეხვედრამ ჩემი ცხოვვრება სამუდამოდ შეცვალლა, ის სინათლე იყო წყვდიდში. მან სიყვარული მასწავლა, მის ჯადოსნურობაში დამარწმუნდა, ბრძოლას აზრი მისცა და ახლა სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. მყავს საუკეთესო მეგობრები, და რომელზეც სულ ვოცნებობდი და კაცი რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარვარ.

დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან კარგიი იყო <3 მადლობა ასეთი დასასრულისთვის <3

 


№2  offline წევრი MmariiamM))

სტუმარი ლილე
ძალიან კარგიი იყო <3 მადლობა ასეთი დასასრულისთვის <3

მადლობა თქვენ რომ დრო დაუთმეთ ჩემს მოთხრობას
--------------------
Mm))

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო და საოცარი ნაწარმოებია კარგი დასასრულით არ მინდოდა დამთავრება ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ♥️❤️♥️♥️

 


№4  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერედო და ლამაზი ისტორიაა.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

საინტერესო და კარგი საკითხავი ისტორიაა. კარგი დასასრული ჰქონდა. გული დამწყდა რომ დამთავრდა. წარმატებები!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent